სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 26, სულ: 40  შემდეგი > 
არაკაცებმა ესროლეს და სასტიკად დაარბიეს საპროტესტო მიტინგი ჯეიმს ბეიკერის თბილისში ვიზიტის დროს - 1992 წლის 26 მაისი
ავტ.: შავლეგო : 2/12/2006

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არაკაცებმა კვლავს მოიხსნეს „დემოკრატიულობის“ ნიღაბი. ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და შევარდნაძის მეგობრის ჯეიმს ბეიკერის თბილისში გახმაურებული ვიზიტის დროს - 1992 წლის 26 მაისს - როდესაც იგი „მხედრიონის“ საპატიო წევრი გახდა და არაკაც ჯაბა იოსელიანის ხელიდან „მხედრიონის“ მედალიონი მიიღო - კვლავ სასტიკად დაარბიეს და ესროლეს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების მომხრეების მრავალათასიან საპროტესტო მსვლელობას.


„მხედრიონელები“ ესვრიან და არბევენ საპროტესტო მიტინგს


გამარჯვებული დემოკრატი არაკაცი


SOLDIERS OPEN FIRE TO DISPERSE A RALLY IN SUPPORT OF OUSTED PRESIDENT.
Story

Soldiers opened fire to disperse a rally in support of ousted president Zviad Gamsakhurdia in Tbilisi on Tuesday (May 26,1992) .

Gamsakhurdia's supporters waved Georgian national flags and paraded portraits of the ousted president as they marched through Tbilisi before gathering at a rally to hear speeches condemning the military council, headed by former Soviet Foreign Minister Eduard Shevardnadze, which took power in January.

Panic spread after Georgian police opened fire, shooting over people's heads to break up the rally.

United States Secretary of State James Baker had left Tbilisi just hours before the gunfire was reported. Shortly before his departure, he had gone on a tour of the city's celebrations of Georgian Independence Day, during which he had shaken hands with people in the celebrating crowds.

Script is copyright Reuters Limited. All rights reserved.  


GEORGIA 1992: Elections and Human Rights
 
 British Helsinki Human Rights Group
 www.bhhrg.org
 22 St. Margaret's Road, Oxford OX2 6RX,
 Electronic mail: [email protected], telephone: +44 1865 439483, FAX: +44 1865 439483
 GEORGIA 1992: Elections and Human Rights
 
 Six members of the British Helsinki Human Rights Group visited the Republic of Georgia between 7th and 13th October, 1992, in order to observe the elections for the Speakership of the Parliament and its members called by the State Council for 11th October. Members of the delegation observed the voting in various parts of Georgia, but also visited Tbilisi Central Prison (twice), hospitals and other institutions. They talked with supporters and opponents of the State Council as well as non-political observers. 
 
The New Order
 

The flight of Gamsakhurdia did not end the violence. Firstly because his supporters outside Tbilisi, especially in Western Georgia, continued to defy the new State Council until its well-equipped forces "pacified" them in late January/February, l992. In Tbilisi itself there were repeated incidents recorded on video of supporters of the new rеgime opening fire on unarmed demonstrators complaining about the coup. Such violent attacks on protestors continued intermittently (i.e. as often as crowds summoned up the courage to demonstrate) over the next six months.
 
 Sometimes more subtle methods of crowd control were used. When it appeared impolitic to shoot at demonstrators, such as when Western statesmen visited Tbilisi to renew acquaintanceship with their old colleague, Eduard Shevardnadze, after his return in March l992, the forces of Ioseliani and Kitovani set German shepherd dogs on the crowds seeking to petition the representatives of Western democracy. After the first such incident in April, l992 when dogs were set on elderly women trying to see the German foreign minister, Hans- Dietrich Genscher, local wags started calling German shepherd dogs "Genschers" in ironic tribute to the major effect of his visit. Later, after even more violent clashes during US Secretary of State, James Baker's visit on 26 May, there was some dispute as to whether name the dogs or the.76 callibre bullets used by the regime's gunmen "Bakers".
 
Undoubtedly, James Baker's apparent indifference to the violent suppression of would-be petitioners seeking his help in finding out where their relatives had disappeared to, confused many Georgians who regarded the USA as the champion of democracy and human rights. The well-publicized comments of the US State Department's spokeswoman, Margaret Tutwiler, that "we strongly support Chairman Shevardnadze and the State Council of Georgia in their efforts to bring democracy and free markets to Georgia did little to bolster US prestige among critics of the rеgime.


 რეიტერის ზემოთმითითებულ ცნობაში ტიპობრივი სიცრუეა: ვითომ საპროტესტო მიტინგი დაარბიეს ბეიკერის თბილისიდან გასვლის შემდეგ. იხილეთ ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს დარბევა სწორედ ბეიკერის „საზეიმო“ ღონისძიებისას მოხდა და სროლის ხმა ბეიკერს კარგად ესმოდა...

იხილეთ მამხილებელი, დამადასტურებელი ვიდეოკადრები:

ვიდეო: საპროტესტო მიტინგს ესვრიან და არბევენ „მხედრიონელები“
ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის „საზეიმო ღონისძიებების დროს“

 

დართული ფაილები:


საკვანძო სიტყვები: ჯეიმს ბეიკერი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვიზიტი ფინეთიში »
© ბესარიონ გუგუშვილი