სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 9, სულ: 11  შემდეგი > 
ნაზი შამანაური
ავტ.: შავლეგო : 3/14/2007

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი თვის არაადამიანური მოპყრობითა და შიმშილით ნაზი შამანაური სიკვდილის პირზე მიიყვანეს. 1983 წლის იანვარში კი ხელფეხშეკრული ჟურნალისტი ცემით მოკლეს.

მისი ოჯახი დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა, თვით ნაზი კი საქართველოს მტრებისათვის, იმდროინდელი ლიტერატურული და ჟურნალისტური წრეებისათვის არასასურველი მიმართულებით „მოაზროვნე ელემენტი“ იყო, დასტურდება იმით, რომ 1974 წლის 7 ივნისის მერე, როდესაც მან უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა „სოფლის ცხოვრებაში“, რაიონული და რესპუბლიკური გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოკეტილი აღმოჩნდა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში „ვაჟაობის“ დღესასწაულზე ნ.შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი გამყიდველური, ბოროტი საქმეები. იგი მაშინვე დააკავეს და ჩამოართვეს მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს მისი დედა სარა ინაშვილიც.

ნაზი შამანაური ქართველი მამულიშვილი იყო. ის საქართველოს მტრებს და არსებულ მანკიერებებს ამხელდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა-შვილი თბილისში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაამწესეს სამკურნალოდ. ნაზი შამანაურმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი ასე საგანგებოდ მივლენილ პაციენტებს განსაკუთრებულ რეჟიმში „მკურნალობდნენ“. შედეგიც, რა თქმა უნდა, მეტად სავალალო აღმოჩნდა... პაციენტი თავის ქალის მძიმე დაზიანებითა და პერიტონიტის დიაგნოზით მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, -- სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც.

ნაზი შამანაური საქართველოსთვის, სიწმინდისათვის, პატიოსნებისთვის, სიმართლისათვის ეწამა. მან ბოროტებასთან შეგუებას სიკვდილი ამჯობინა. ის მარტოდმარტო აღმოჩნდა ყოვლისშემძლე რუსეთის ხელისუფლების მპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ნაზი შამანაურის ცხოვრება ქართველებისათვის მისაბაძი მაგალითია, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს მტრებს არ შეუშინდა და უყოყმანოდ გასწირა თავი საქართველოს თავისუფლებისათვის.


საკვანძო სიტყვები: ნაზი შამანაური, სარა ინაშვილი
© ბესარიონ გუგუშვილი