სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 23, სულ: 35  შემდეგი > 
ბ.გუგუშვილის ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“ 2005 ნოემბერი (ტექსტი, დანართი 2)
ავტ.: შავლეგო : 11/28/2005

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 » 
კომისიის წევრი მანანა არჩვაძე-გამსახურდია

Gamsakhurdia's death
On December 31, 1993, Zviad Gamsakhurdia died in circumstances that were (and still are) very unclear. He died in the village of Jikhashkari in the Samegrelo (Mingrelia) region of western Georgia. Gamsakhurdia's wife later told the Interfax news agency that her husband shot himself on December 31 when he and a group of colleagues found the building where he was sheltering surrounded by forces of the pro-Shevardnadze Mkhedrioni militia. The Russian media reported that his bodyguards heard a muffled shot in the next room and found that Gamsakhurdia had killed himself with a shot to the head from a Stechkin pistol. (...გამსახურდიას ქვრივმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ მისმა ქმარმა თავი მოიკლა... ...რუსული მედია წერდა, რომ მცველებმა გაიგონეს ყრუ გასროლის ხმა მეზობელ ოთახში და აღმოაჩინეს რომ გამსახურდიამ თავი მოიკლა სტეჩკინის პისტოლეტით...)
წყარო >>>

WIDOW CLAIMS GAMSAKHURDIA WAS MURDERED. Ousted Georgian President Zviad Gamsakhurdia was shot by his bodyguards on orders from Georgian parliament chairman Eduard Shevardnadze, according to a Trud interview with his widow Manana Archvadze-Gamsakhurdia summarized by Reuters on 10 March. When Gamsakhurdia's death was first reported in early January 1994, Archvadze-Gamsakhurdia said her husband had committed suicide. * Liz Fuller 13 March 1995 (...მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ რეიტერს განუცხადა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია მისმა მცველებმა მოკლეს შევარდნაძის ბრძანებით. 1994 წლის იანვრის დასაწყისში, როდესაც გამიცხადდა გამსახურდია დაღუპვის შესახებ არჩვაძემ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა...)

WHO KILLED ZVIAD GAMSAKHURDIA?
Manana Archvadze-Gamsakhurdia, widow of the former Georgian president, has accused former Georgian Finance Minister Guram Absandze of instigating her husband's murder, Interfax reported. Absandze was extradited from Moscow to Tbilisi last week on suspicion of having financed the 9 February attempt to assassinate current Georgian President Eduard Shevardnadze. Archvadze-Gamsakhurdia originally claimed that her husband committed suicide. She later said that members of his bodyguard team had shot him on orders from Bessarion Gugushvili, who was premier under Gamsakhurdia in late 1991. LF 27 March 1998 (...მანანა არჩვაძე-გამსახურდია მისი მეუღლის მკვლელობას აბრალებს ყოფილ ფინანსთა მინისტრს ვიცე-პრემიერს გურამ აბსანძეს... უფრო ადრე არჩვაძე აცხადებდა, რომ მისმა მეუღლემ თავი მოიკლა. ხოლო შემდგომ კი ამტკიცებდა, რომ გამსახურდია მოკლეს მისმა მცველებმა პრემიერ მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის ბრძანებით...)

GEORGIAN PRESIDENT'S WIDOW BEGINS FORMING SHADOW CABINET
Manana Archvadze-Gamsakhurdia, whose husband Zviad was ousted as president in early January 1992 and died in mysterious circumstances two years later, has begun forming a shadow government, of which she has been elected prime minister, Caucasus Press reported on 20 January. LF 22 January 2001 (...მანანა არჩვაძე-გამსახურდია არჩეულია კანონიერი ხელისუფლების პრემიერ მინისტრად...)


10/03/04
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ და პოლიტიკური ორგანიზაცია „მრგვალი მაგიდის" ლიდერმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ხელისუფლების ინიციატივით შექმნილი საგამოძიებო კომისია ოფიციალურად 25 თებერვალს დატოვა, თუმცა მედიის საშუალებებს ეს ინფორმაცია 10 მარტს ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. როგორც ცნობილია, 21 თებერვალს შეიქმნა კომისია, რომელსაც 1991-1992 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის კანონიერი ხელისუფლების ძალისმიერი დამხობისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის საკითხების [„ექოს“ რედ. შენიშვნა: იგულისხმება „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის... შემსწავლელი კომისია“]  გამოძიება დაევალა. კომისიას, რომლის შემადგენლობაში ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანია, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი თავმჯდომარეობს. როგორც მანანა არჩვაძე-გამსახურდია აცხადებს, მან კომისია საკუთარი იურიდიული სტატუსიდან გამომდინარე დატოვა, ვინაიდან იგი კანონიერი ხელისუფლების სამართლებრივი მემკვიდრეა. „მრგვალი მაგიდის" ლიდერი ვანო მერაბიშვილს სთხოვს, სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ითქვას, რა გაკეთდა დღემდე საქმის გამოსაძიებლად. „კომისიას, რომელიც 21 თებერვლიდან ფუნქციონირებს, მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. იგი დღემდე ერთხელაც არ შეკრებილა და არ განუხილავს 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების არც ერთი საკითხი", - განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, რომელსაც კომისიის მუშაობის ობიექტურობაში ეჭვი ჯერჯერობით არ ეპარება. კომისია საგამოძიებო პროცედურების დასრულებას 2004 წლის დეკემბრამდე ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრები არიან გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.
http://www.batuminews.com/ge/index.php?ID=4010


თბილისი, 10 მარტი. " კორ."ახალი ამბები - საქართველო" თამარ ხონელიძე. პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია კატეგორიულად გამორიცხავს ზვიად გამსახურდიას საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობას 2004 წლის 9 აპრილს. "ამ ეტაპზე გადმოსვენების თემა არააქტუალურია, ვინაიდან ზვიად გამსახურდიას დაღუპვის თაობაზე შექმნილ სახელმწიფო კომისიას [„ექოს“ რედ. შენიშვნა: იგულისხმება „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის... შემსწავლელი კომისია“] მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია", - განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ 10 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩვაძის ასეთი რეაქცია მოჰყვა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პარიზში გაკეთებულ განცხადებას ქართველ დიასპორასთან შეხვედრისას - რომ ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს ზვიად გამსახურდიას გადმოსვენებას თბილისში მიმდინარე წლის 9 აპრილს. ექს-პრეზიდენტის ქვრივის პრესკონფერენციაზე მყოფმა საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა გიორგი ანდრიაძემ მხარი დაუჭირა მანანა არჩვაძის პოზიციას. "გადმოსვენების საკითხი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახის წევრების თანხმობით უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა მან. საპარლამენტო მდივნის აზრით, გადმოსვენების საკითხი შეიძლება განიხილონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართლებრივი შეფასება მიეცემა 1991-92 წლების მოვლენებს, რომლის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტი ჩამოაგდეს. მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და გიორგი ანდრიაძემ ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ვანო მერაბიშვილს ჯერ არ მოუწვევია ეროვნული თანხმობის კომისიის არც ერთი სხდომა, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით ერთი თვის წინ შეიქმნა. მათ შეახსენეს ჟურნალისტებს, რომ ხელისუფლება 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 65 წლისთავის აღნიშვნას სახელმწიფო დონეზე აპირებდა.
http://www.newsgeorgia.ge/news.html?nws_id=237819&date=2004-03-10

ზვიად გამსახურდიას საიუბილეო კომისიაში ყოფნის უფლება არ აქვთ ჟვანია-ანტონიანსა და გოკა გაბაშვილს, რადგან ისინი ავტომატებით დარბოდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. გურამ აბსანძე კი ზვიადის მკვლელობის მონაწილეა. მათგან დაკომპლექტებული კომისია იმ საიუბილეო კომისიასთან დაპირისპირებას ნიშნავს, რომელსაც უზენაესი საბჭოს დეპუტატები, მეცნიერები და საზოგადოების წარმომადგენლები წარმოადგენენ. ზვიად გამსახურდიას საიუბილეოდ ორი კომისიის შექმნა მისი ხსოვნის შეურაცხყოფაა, - აცხადებს მანანა არჩვაძე-გამსახურდია. მარტი 27, 2004
http://www.dilisgazeti.ge/index.php?ID=16660


საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N-174 » 
კომისიის წევრი ტარიელ ფუტკარაძე
 

9 აპრილი, 2004 წელი ...პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბრძანებით შექმნა ორმხრივი სახელმწიფო კომისია (ერთი მხრივ - ი. მერაბიშვილი, ი. ოქრუაშვილი, ზ. ადეიშვილი, მეორე მხრივ - მ. არჩვაძე-გამსახურდია, ტ. ფუტკარაძე, მ. რაფავა, მესამე მხრივ, საზოგადოებრიობის წარმომადგენელი - მ. ტაბიძე) [„ექოს“ რედ. შენიშვნა: იგულისხმება „საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის... შემსწავლელი კომისია“] და პარალელურად დაიწყო მუშაობა გენერალური პროკურატურის საგანგებო საგამოძიებო ჯგუფმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის... ...გარემოებების შესასწავლად. ვფიქრობ, სააკაშვილის ხელისუფლება თავისი წინამორბედივით არ დაიწყებს ე. წ. გადაბირება-კომისიობანას ფარსის ახალ ეტაპს და პუტჩის გარემოებების გამოძიების საქმეს ბოლომდე მიიყვანს...
http://www.open.ge/04/24hours/084/084-3.htm
http://www.opentext.org.ge/04/resonance/094/094-33.htm

ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად 12 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძვის "პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალი მაგიდა" ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმძღვანელობით; ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაში; მაგ., 2004 წლის 2 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ში გამოსვლისას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა დასვა დევნილი უზენაესი საბჭოს სამართალმემკვიდრეობის აღდგენის აუცილებლობის საკითხი; მისი აზრით, დადგა დრო, რომ კანონიერმა ხელისუფლებამ სამართალმემკვიდრეობა გადასცეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას
http://www.open.ge/04/24hours/084/084-3.htm
http://www.opentext.org.ge/04/resonance/094/094-33.htm


"ახალი თაობა", #90, ხუთშაბათი, 1 აპრილი, 2004 წელი

ზვიად გამსახურდიას 65 წელი შეუსრულდა
შორენა გონგლაძე

გუშინ, ზვიად გამსახურდიას 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრებმა კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ასოციაციის წევრები აპროტესტებდნენ ხელისუფლების მხრიდან ზვიად გამსახურდიას იუბილეს აღნიშვნას, რადგანაც ისინი თვლიან, რომ სწორედ ამ ხელისუფლების რიგებში არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილე არიან გამსახურდიას მკვლელობისა, მათ შორის ასახელებენ ზურაბ ჟვანიას. აქედან გამომდინარე ასოციაციის წევრები ხელისუფლებას ერთი თვის ვადას აძლევენ, რათა საბოლოოდ დასახელდეს იმჟამინდელი კანონიერი პრეზიდენტის მკვლელები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან და თვლიან, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამგრძელებელია შევარდნაძის რეჟიმის და თანამონაწილე იმ წლებში დატრიალებული ამბების.
http://www.opentext.org.ge/04/akhalitaoba/090/090-22.htm
 


მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერები ხელისუფლებას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ რევოლუციური გზით მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყანაში დასავლური ტიპის კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოყალიბება შეაფერხა, რითაც საკუთარ რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა.

მოძრაობის ოფისში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში მყოფმა პარტიის ლიდერებმა პარტიის ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შვეიცარიიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს, სადაც ნათქვამია, რომ "ხელისუფლებას არ აქვს მორალური უფლება, პრეტენზია განაცხადოს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მემკვიდრეობაზე, რომელსაც თავის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების გაყალბება არასდროს უკადრია".
http://www.opentext.org.ge/04/resonance/092/092-14.htm 


პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნა

1. მიეცეს შესაძლებლობა დამოუკიდევლად და დაუყონებლივ გადმოასვენონ ცხედარი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც დროებით ცხოვრობს ოჯახი.

2. მიეცეს ხელშეუხებლობისა და საქართველოდან დაუყონებლივ გამოსვლის გარანტიები ოჯახს, სიკვდილის მოწმეებსა და სხვა პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ცხედრის გადასვენებასთან დაკავშირებულ მოქმედებაში.

3. ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებასა თუ რაიმე გამოკვლევაში მონაწილეობაზე.

4. პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი კატეგორიულად უარს ამბობს, რომ გარდაცვლილის ცხედარი გაკვეთონ, გამოიკვლიონ ანდა განახორციელონ რაიმე სხვა მოქმედება, გარდა უშუალოდ ადგილზე ამოცნობისა.

გარდაცვლილის ოჯახი მოითხოვს შეიქმნას საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა შესრულებას.

ოჯახი დაბეჯითებით მოითხოვს ამ მოთხოვნების შესრულებას.

გროზნი, 1993

წყარო: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია“. გვ.33. [დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოცემა]. თბილისი, 2004. გამომცემლობა „ზანი“. მ.ზაქარაია (პასუხისმგებელი რედაქტორი), ზ.ბილიხოძე, გ.გაჩეჩილაძე, ლ.გვასალია, ე.გიორგაძე, ე.კვირტია, რ.პეტრიაშვილი, რ.ურუშაძე, ჯ.შონია, ნ.ჯალაღონია, ს.ლაგვილავა


გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა

(ინტერ-პრესი) გენპროკურორის გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს აღძრული სს საქმე მარეაბილიტერებელი საფუძვლით შეწყდა. გამსახურდიას სამშობლოს ღალატის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების დატაცებისა და სხვა მძიმე კატეგორიის ბრალდებები მოეხსნა. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გენპროკურორის მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ განაცხადა. მისი თქმით, 1992 წელს ექსპრეზიედენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სს საქმე მძიმე კატეგორიის ბრალდებებით, მათ შორის სამშობლოს ღალატისა და დიდი ოდენობით ქონების დატაცების მუხლებითაც აღიძრა, რაც 1994 წელს, პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების გამო შეწყდა. წელს კი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, შეიქმნა სპეციალური ოთხკაციანი კომისია, რომელსაც გამოძიებაზე ზედამხედველობა დაევალა. ამაში 12 გამომძიებელი მონაწილეობდა. მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე ყველა ეპიზოდით შეწყდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
 

"რეზონანსი", #173, სამშაბათი, 29 ივნისი, 2004 წელი

[შენიშვნა: უფრო ადრინდელი ცნობებით (იხ. ზემოთ)- „ამჟამინდელი გენერალური პროკურორის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით, 18 თებერვალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებისა და მის მიმართ სამშობლოს ღალატის მუხლით აღძრული საქმეები გაერთიანდა და გამოძიება განახლდა“. გაუხმაურებელი მიზეზების გამო ეს გაერთიანებული საქმე ისევ დაცალკევდა...]


"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ინტერესი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პიროვნებისა თუ მისი ტრაგიკული აღსასრულის მიმართ მეტად გაიზარდა. ეს ისტორია დღემდე ბურუსით არის მოცული. 1993 წელს ოფიციოზით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი მოიკლა, უამრავ ეჭვსა და კითხვას ტოვებს. გამსახურდიას დაცვის წევრთა (რომელნიც ტრაგედიის დროს ახლდნენ პრეზიდენტს) ნაამბობიც ერთმანეთს არ ემთხვევა.

დღეს გენერალური პროკურატურა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს იძიებს. გენპროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ, რომელიც ძიებას კურირებს, "დღესთან" საუბარში აღნიშნა, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. "უბრალოდ, ახალ გარემოებათა გამო ზვიად გამსახურდიას საქმეზე ძიება განახლდა. გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა გამომძიებელთა ჯგუფი, რომელსაც საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე რევაზ ზარანდია ხელმძღვანელობს. საქმეში, ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზად დაფიქსირებულია თვითმკვლელობა, მაგრამ ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა. რაც შეეხება საქმეში არსებულ ნივთმტკიცებებს, არ დავაკონკრეტებ. გამოძიება მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მისი გარდაცვალების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა მხოლოდ ამ გზით მოხერხდება"...

სისხლის სამართლის საქმე ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებით 1994 წელსვე აღიძრა. მანამდე, 1992 წელს, გენპროკურორმა რაზმაძემ მის წინააღმდეგ საქმე სამშობლოს ღალატის ბრალდებით აღძრა. ორივე მათგანი პრეზიდენტის "თვითმკვლელობის" გამო შეჩერდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა გენპროკურატურის დასკვნაში. იმჟამინდელ გენპროკურორს ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. ვახტანგ რაზმაძემ "დღეს" განუცხადა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს საქმე აღარ ახსოვს. "თვითმკვლელობის" საქმის ძიებისას კი ის გენპროკურორი აღარ იყო. მაგრამ, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილი, ისევე, როგორც მისი მეუღლე, პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ფაქტს სარწმუნოდ არ მიიჩნევს. "ზვიად გამსახურდიას ცხოვრება დასრულდა არა მისი ნებით, არამედ იმ ძალების მიერ, ვინც დაამხო კანონიერი ხელისუფლება", - ასეთია მანანა არჩვაძე- გამსახურდიას პოზიცია.

"დღის" ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობდა მის "გაუვნებლებას". ერთ-ერთი ვერსიით, ამ ტრაგედიის უკან შოთა კვირაიას აჩრდილი მოჩანს. ფაქტს, რომ ზვიად გამსახურდიას გადაადგილების შესახებ შევარდნაძის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, თენგიზ სიგუაც ადასტურებს.

როგორც აღვნიშნეთ, გამსახურდიას საქმის ძიება ოქრუაშვილის გენპროკურორობისას განახლდა. პირველი პრეზიდენტის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებისა და მისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, შესაძლოა, მის ტრაგიკულ აღსასრულს ნათელი მოეფინოს.

პრეზიდენტის მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია აცხადებდა, რომ ნეშტის გადმოსვენებას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ პროკურატურა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეწყვეტდა და 1991-93 წლების მოვლენების გამოძიების პროცესს რეალურად დაიწყებდა.

დალი ბჟალავა. "ხვალინდელი დღე", #135(547), 17-19 ივლისი, 2004 წელი


პარლამენტი პრეზიდენტის დაღუპვას არ შეისწავლის

(პრაიმ-ნიუსი) პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ორშაბათს უარი უთხრა დეპუტატებს ზვიად ძიძიგურსა და კახა კუკავას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. როგორც ბურჯანაძემ ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთი კომისიის შექმნას.

ძიძიგური და კუკავა ორი კვირის წინ გამოვიდნენ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის წინადადებებით. ძიძიგური მიიჩნევს, რომ გამსახურდია მოკლეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1993 წლის დეკემბერში დაიღუპა დასავლეთ საქართველოში და ის ამჟამად გროზნოშია დაკრძალული. ოფიციალური ვერსიით გამსახურდიამ თავი მოიკლა, თუმცა მისი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს.

"რეზონანსი", #194, სამშაბათი, 20 ივლისი, 2004 წელი


გამსახურდიას მკვლელობის ძიება პარლამენტარებს არ აწყობთ: ექსპრეზიდენტის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის შექმნა იურიდიული თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტში ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. როგორც ჩანს, შევარდნაძის შემდგომ მოსულ ახალ ხელისუფლებასაც არ შესწევს ჯიხაშკარში მომხდარი ბურუსით მოცული მოვლენების უტყუარად გამოძიების უნარი. ნინო ბურჯანაძემ დეპუტატების ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას ჭეშმარიტების დადგენის სურვილი არ დააკმაყოფილა და ასეთი გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა - რეგლამენტი ამგვარი კომისიის შექმნას არ ითვალისწინებსო. ყველაფერი ეს კი იმ მოვლენების ფონზე მიმდინარეობს, რომ ექსპრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია თანამეცხედრის საქმეების ღირსეულ გამგრძელებლებად არ აღიქვამს რევოლუციით მოსულ მთავრობას და გროზნოში გადამალული პირველი პრეზიდენტის ნეშტის გადმოსვენებას არ აპირებს...

"როგორც იურისტი, ვაცხადებ - სპეციალურ ორგანოებს მომხდარის პროფესიულად ძიების უნარი შესწევთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასევე, პროფესიულად არ ჩაფარცხეს მომხდარი. თუ მათ სიმართლის თქმის უნარი არ აქვთ, მაშინ ერთადერთ გზად პარლამენტის მიერ სპეციალური კომისიის შექმნა დარჩენილა. ვფიქრობ, დადგა დრო, ზვიად გამსახურდიას ირგვლივ სიმართლე გაიგოს მოსახლეობამ. საამისოდ გასათვალისწინებელია ნებისმიერი მხარის პოზიცია, ვინც კი თუნდაც ვარაუდით იცნობს მომხდარს. ყველა ქართველი განიცდის პირველი პრეზიდენტის აღსასრულს. მართალია, მასზე გარკვეული უფლება ოჯახის წევრებს - მეუღლესა და შვილებს თანაბრად გააჩნიათ, მაგრამ იგი მარტო მათი პრეზიდენტი არ ყოფილა, ამდენად, მხოლოდ მათ არ ეკუთვნოდა. ამიტომ მანანა არჩვაძის განცხადებასთან ერთად, ნეშტის საქართველოში ჩამოუსვენებლობის თაობაზე, ქართველი ხალხის აზრიც უნდა გაითვალისწინონ, რადგან ის ჭეშმარიტად ხალხის არჩეული პრეზიდენტი გახლდათ", - აცხადებს უგრეხელიძე.

ნეშტის გროზნოში დაკრძალვის გამო დაგვიანებულია მისი ექსპერტიზა და სიმართლის გარკვევა, მოკლეს თუ თავი მოიკლა პირველმა პრეზიდენტმა, მაგრამ ის, რაც დღეისთვის შემორჩა, ძვლოვანი სისტემის სახით, მაინც სიმართლის მთქმელია მომხდარი მოვლენების შესახებ.

თავის მხრივ, ზვიად ძიძიგური მაინც იმედოვნებს, რომ კომისია შეიქმნება და საკითხის რიგგარეშე სხდომაზე დასმას აპირებს. ძიძიგური არ გამორიცხავს, კომისიის შექმნას "გარკვეული სპეცსაპსახურები" აფერხებდნენ.

1994 წლიდან ამ საქმეს გენერალური პროკურორის მოადგილე ანზორ ბალუაშვილი იძიებდა. მაშინ თვითმკვლელობის "განაჩენი გამოუტანეს" გამსახურდიას ისე, რომ არც გვამის ექსჰუმაცია მომხდარა და ექსპერტების გარეშე მხოლოდ მკვლელობის ადგილი დაათვალიერეს. აქედან გამომდინარე, იმდროინდელ კვლევას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

"ხვალინდელი დღე", # 139 (551), პარასკევი, 23 ივლისი, 2004 წელი, მანანა ნოზაძე


სტატია ტექსტურ ფორმატში:

დართული სურათები:

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი