სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

 პუბლიკაციები: 40  < წინა   გვ. 4, სულ: 4   
ლატავრა ფოჩიანის ოჯახის დარბევა
ლატავრა ფოჩიანის ოჯახის დარბევა: „ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება... მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ. საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ტერორის სხვა საშუალებებს მიმართეს. ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანი პირები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მოტივით უსანქციოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი მეთოდებით მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო.“
 
არაკაცების მიერ სასტიკი წამებით მოკლული მხატვარი ვახტანგ ნოდია

ვახტანგს ეცნენ ცოფიანებივით, ურტყამდნენ და აგინებდნენ, დაწერილი ქაღალდი შეაჩეჩეს ხელში, თან ვიდეოკამერებით უღებდნენ და ეუბნებოდნენ წაიკითხეო... გამიყვანეს და მიბრძანეს სამარე გათხარეო. უარი ვუთხარი. კონდახი ჩამარტყეს. გონს რომ მოვეგე, ისევ ის ნაძირალები ირეოდნენ გარშემო. როგორც იქ ითქვა, ვიღაც ვაკელი, მხარზე ვიდეოაპარატგადაკიდებული ჟურნალისტი გამოჩნდა, მეტსახელად „ბაბუ სმერტნიკი“. გონსმოსული ვახტანგიც გარეთ გამოეყვანათ და ღრიალებდნენ: რომელი ხელით დახატე ზვიადიო. და აი, იმ „სმერტნიკად“ წოდებულმა ჟურნალისტმა თუ მებრძოლმა ავტომატს ხიშტიდანა მოხსნა, ვახტანგ მკლავი აუწია და იღლიაში მთელი ძალით ამოუსვა. ვახტანგმა ერთი კი დაიღმუვლა და მერე მისი ხმა არ გამიგონია, გონდაკარგული სადღაც შეათრიეს...  როცა მივედით, პირაღმა ეგდო და ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ჩვენთან ერთად წამოსულებმა ზურგზე გადმოაბრუნეს და ზედ ავტომატის ჯერი დააყარეს“... მიცვალებულს გულმკერდის არე ანთებული სიგარეტებით ძვლის ხრტილებამდე ამომწვარი ჰქონდა. მოჭრილი, ფოსოდან ამოგდებული მარჯვენა ხელი ტყავზეღა ეკიდა...  

 
ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს - ელენე აბაშიძის მოგონება

მე ვყვიროდი, ვუყვიროდი ნიღბიანებს და ჩემმა ყვირილმა გამომაფხიზლა. შემრცხვა, გავჩერდი და უმწეოდ, მწარედ ავტირდი. ჩვენს უბედურებახ, საქართველოს, მის დაღუპვას დავტიროდი. წინ წასვლა აღარ შეიძლებოდა. მეორე გზა - ვერის ხიდიც გადაკეტეს. "ბტრ"-ებით ებით უსწორდებოდნენ მშვიდობიან ხალხს. მარჯანიშვილის მოედანზე ახალი სისხლიანი ტრაგედია, ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს. ჩვენ შევედით ეზოში, მივეფარეთ ბოძებს, სადარბაზოებს. აქ ზემოდან (ალბათ თავისი ბინიდან) ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს, მომიტინგეებს. ვფიქრობ, თეატრის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. დავიმალეთ სადარბაზოებში, ეზოებში... „ბტრ"-ებით მარჯანიშვილის მოედანს უვლიდნენ, ხალხზე ნადირობდნენ. მეტროშიც შეიჭრნენ იარაღიანები და ხოცავდნენ ქალებს, ბავშვებს. ბევრი დაიჭრა, ბევრი ნერვიულად დაავადდა, გარდაიცვალა.

 
1992 წლის გაზაფხული: ზუგდიდის „აღება“ და მზადება აფხაზეთში „ომობანის თამაშის“ დაწყებისათვის

მას შემდეგ, რაც არაკაცებმა სისხლში ჩაკლეს ხინტისადმი წინააღმდეგობა თბილისში - ჯ.იოსელიანის „მხედრიონისა“ და კიტოვანის „გვარდიის“ მძარცველები შეესიენ ურჩ სამეგრელოს - შტურმით „აიღეს“ და სასტიკად გაძარცვეს ზუგდიდი და სხვა დასახლებული პუნქტები, სისხლის კალო მოუწყეს პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეებს. მაგრამ აფხაზეთში, სოხუმში ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეები განაგრძობდნენ წინააღმდეგობას. სოხუმში მიმდინარეობდა პერმანენტული, უწყვეტი საპროტესტო მიტინგები. ლეგიტიმური პარლამენტის - უზენაესი საბჭოსა და მთავრობის მრავალმა წევრმა თავშესაფარი აფხაზეთში ჰპოვა. აფხაზეთის ხელისუფლება ლოიალურობას ინარჩუნებდა ლეგიტიმური ხელისუფლებისა და მსი მომხრეების მიმართ. 1991 წლის გაზაფხულისათვის აფხაზეთი საქართველოში ლეგიტიმურობის ბოლო კუნძული გახდა - სწორედ ამის გამო არაკაცთა მთავარ სამიზნედ სწორედ აფხაზეთი - აქ ლეგიტიმურობის აღმოფხვრა გახდა. შესანიღბად ხუნტა ვითომ „რკინისგზის დებლოკირებას“ ასახელებდა - და აფხაზეთში „ომობანის თამაშს“ (თ.კიტოვანი) გეგმავდა.

 
 პუბლიკაციები: 40  < წინა   გვ. 4, სულ: 4     
© ბესარიონ გუგუშვილი