სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 26, სულ: 35  შემდეგი > 
ოსური სეპარატიზმი სამაჩაბლოში - პოლიტიკური ისტორია
ავტ.: შავლეგო : 10/21/2006

თანამედროვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სამი ურთიერთგადაჯაჭვული ასპექტია:

    1. საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“ ყოფნის
       
    2. „დსთ“-ში საქართველოს მიჯაჭვის უმთავრესი ინსტრუმენტის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო მსდგომარეობისა და სტატუსის
       
    3. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ჯარების ანუ რუსეთის „სამშვიდობოების“

ამ სამი საკითხის დაშორება და დაცალკევება თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შეუძლებელია - ეს ურთიერთგამომდინარე პრობლემებია.

გადავხედოთ ისტორიას:

როგორც კი საქართველომ დაიწყო ბრძოლა და მოძრაობა დამოუკიდებლობისაკენ - „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ მშობელმა - საბჭოთა კავშირმა (გორბაჩევის პირით) მას მაშინათვე დაუფარავად და თავხედურად გამოუცხადა: „საქართველო გავა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშეო“.

ამდენად, საქართვლოს განახლებული იმპერიისადმი - „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირისადმი“ მიჯაჭვის მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, ხოლო შემსრულებელ-აღმსრულებელი კი საბჭოთა არმია.

ეს ტრიადა: „დსთ“, სეპარატისტული ტერიტორიები, „სამშვიდობო“ ანუ საოკუპაციო ძალები - ერთიანია და განუყოფელია. შეუძლებელია ერთ-ერთი მათგანის გაუქმება საერთო კონტექსტის გარეშე.

სეპარატისტული ძალების მომზადება საბჭოთა სისტემამ წინგამსწრები ტემპებით დაიწყო - აფხაზეთში სეპარატისტული გამოხდომები ჯერ კიდევ კომუნისტურ საქართველოში დაიწყო - როდესაც აფხაზეთში შექმნეს და შეაიარაღეს „ბოევიკების“ პირველი ჯგუფები. ასეთივე აქტივობა იყო ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ოლქში“. საბჭოთა სპეცსამსახურებმა დაიწყეს იარაღის შეტანა და სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა აგრეთვე ოსებით მჭიდროდ დასახლებულ სხვა ტერიტორიებზეც - მაგალითად, ბორჯომის რაიონში. სუხუმში დააფუძნეს „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ - შეიარაღებული კვაზისახელმწიფო.

„სეპარატიზმის“ ჩასახვის, ორგანიზებისაა და გაღვივების მთავარი მიზანი იყო და არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიის შენიღბვა.

იმპერიულმა სპეცსამსახურებმა პირველი პოლიტიკური დარტყმა საქართველოზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, ყოფილ სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქში მოახდინეს - 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს.

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში“ სიტუაციის სტაბილიზებისათვის ჩაყენებული იქნა საბჭოთა საქართველოს მილიციის რაზმები - რომლებიც შეძლებისმაგვარად, ხშირად საკმაოდ ეფექტურად და რაც მთავარია სავსებით ლეგიტიმურად წინააღმდეგობას უწევდნენ საბჭოთა არმიის ზურგს ამოფარებული ოსი სეპარატისტების მიერ შეუიარაღებელი ქართვული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის მიზნით წარმოებულ მხეცობებს.

ამდენად, „სეპარატიზმისა და ეთნოკონფლიქტის“ ანუ ვთქვათ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქიში კონფლიქტი“ არც ეროვნულ მოძრაობას და არც ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას არ წარმოუქმნია და ეს პრობლემა მას საგანგებო და სამომავლო პროვოკაციების მიზნით „შთამომავლობით დაუტოვა“ საქართველოს კომუნისტურმა რეჟიმმა.

არაფერი უნიკალური საქართველოში არ მომხდარა - ზუსტად ასევე მოხდა აგრეთვე მოლდავეთში, აზერბაიჯანში და თვით რუსეთის ფედერაციაშიც „პრიგოროდნი“ რაიონში - სადაც ოსებს მოაწყობინეს ინგუშების სისხლიანი და სასტიკი ეთნიკური წმენდა - რათა საქართველოს სამხედრო გზიდან ჩამოეშორებინათ რუსეთისათვის არასანდო ინგუშები - გაეწმინდათ საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი ტრასა...

რა თქმა უნდა „სამრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საქართველოსაგან გამოყოფის ოპერაცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ამ გეგმის უმთავრესი უზრუნველმყოფი გახდა როქის გვირაბი - რომელიც აერთებდა ჩრდილო ოსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და რომელიც სასწრაფოდ გაითხარა კომუნისტური საქართველოს სატრაპის შევარდნაძის უდიდესი ხელშეწყობით. გვირაბს რაც მთავარია უნდა უზრუნველეყო ოსი სეპარატისტების სამხედრო ძალით ჩერდილოეთიდან მხარდაჭერა და არსებითად უნდა გაეერთიანებინა გაუვალი კავკასიის ქედით გაყოფილი ჩრდილო და ე.წ. „სამხრეთი ოსეთი“.

ცხინვალის ოლქში იმპერიის მიერ წამოწყებული „სეპარატისტულ-ეთნოკომფლიქტური“ შეიარაღებული დაპირისპირების მთავარი შემსრულებელი იყო აქ დისლოცირებული საბჭოთა არმია - რომელიც „ოს სეპარატისტებს“ ამოფარებული აწარმოებდა საბრძოლო ოპერაციებს შეუიარაღებელი ქართველი მოსახლეობის მიმართ - ეს მშვენივრადაა დოკუმენტირებული იმდროინდელ მასმედიასა და ტელევიზიაში (იხილეთ ჩვენს ხელთ არსებული იმ პერიოდის ვიდეომასალა):
იხილეთ ვიდეოდოკუმენტი >>>

მას შემდეგ, რაც საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ზ.გამსახურდიას მიერ შექმნილმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" - ეროვნულმა ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში“ სიტუაციის შესამსუბუქებლად მოხერხებულად გამოიყენა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ გორბაჩევისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ელცინის შორის უკიდურესად გამწვავებული ბრძოლა და მოაღწია იმას, რომ ზ.გამსახურდიასა და ბ.ელცინის შეხვედრაზე ყაზბეგში 1991 წლის 23 მარტს რუსეთის ფედერაციამ სცნო „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმება.

გამსახურდია-ელცინის ხელშეკრულების ყველაზე არსებითი პუნქტები ეხებოდა ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანას და მათს ჩანაცვლებას იმ დროს საბჭოთა კავშირთან დაპირისპირებული რუსეთის ფედერაციის პოლიციური ძალებით (რის მიღწევასაც დღესაც კი უშედეგოც ცდილობს „ვარდოსანთა“ ხელისუფლება):

«3) რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
 
4) სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს, გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები»

ამ ხელშეკრულებით, ეროვნულმა ხელისუფლებამ დაუპირისპირა გორბაჩევის საბჭოთა არმიას ელცინის რუსეთის პოლიცია - რამაც კიდევ უფრო გაამწვავა გორბაჩევ-ელცინის დაპირისპირება და დაასუსტა გორბაჩევი.

გამსახურდია-ელცინის შეხვედრის შემდგომ საქართველოს ეროვნულ ხელისუფლების სამართლებრივი მდგომაროება ყოფილ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში“ არსებითად და პრინციპულად გაძლიერდა, ოსმა სეპარატისტებმა დაკარგეს „ლეგიტიმურობა“ თვით რუსეთის ფედერაციის თვალსაზრისითაც (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა „ჩრდილო ოსეთის ოლქი“ და რომელთან გაერთიანებისკენაც მიილტვოდნენ ოსი სეპარატისტები საქართველოში).

ამის შემდგომ ცხინვალის რეგიონში შესაძლებელი გახდა სიტუაციის კაპიტალური დასტაბილება და რიგ ნაწილებში არსებითი განმუხტვაც. ახლა ბევრს რატომღაც დაავიწყდა, რომ ეროვნული ხელისუფლების დამხობამდე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქის უდიდეს ნაწილს კონტროლს უწევდა ქართული მილიცია და მხოლოდ რამდენიმე მთის ოსური სოფელი იყო სეპარატისტების სრული კონტროლის ქვეშ!

ზემოთმოტანილი დოკუმენტური მასალის გაცნობა-გახსენება კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ეროვნული ხელისუფლების მთავარი საზრუნავი იყო საბჭოთა არმიის ანუ კონფლიქტის მთავრი მამოძრავებელ-წამქეზებლის გაყვანა ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიიდან (ისევე, როგორც მთელი საქართველოდან).

ამას უნდა დავამატოთ, რომ მომდევნო - ძალზე მოკლე პერიოდში საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ გადადგა რიგი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ნაბიჯი - რომელიც მკვეთრად აძლიერებდა საქართველოს სუვერენიტეტს - მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ:  1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებას. ხოლო ამათ საფუძველზე - 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებას საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების საოკუპაციო სამხედრო ძალად გამოცხადებას და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხის დაყენებას.

საბჭოთა არმიის უაღრესად საბედისწერო და ნეგატიური ფაქტორის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ზ.გამსახურდიას მიერ გამოცემული იქნა ბრძანებულება “შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის შესახებ (1991 წლის 2 დეკემბერი)”, რომელშიც ვკითხულობთ:
 
”...დაისვას საკითხი სსრ კავშირის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე შიდა ქართლში დისლოცირებული სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ”.

როგორც ზემოთმოტანილი დოკუმენტებიდან კარგად ჩანს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ყოველთვის სამართლებრივად და ყოველთვის შეუპოვრად და პრინციპულად მოქმედებდა - საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის მხრივ უდიდესი დესტრუქციული ზემოქმედების მიუხედავად.

ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკური კურსის საპირისპიროდ და საწინააღმდეგოდ შინაგანი და გერეგანი ანტიეროვნული ძალები საბჭოთა პროპაგანდისტულ აპარატთან ერთად მსოფლიო მასშტაბით ცდილობენ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში“ საბჭოთა-რუსული იმპერიის მიერ გაჩაღებული და საბჭოთა არმიის მიერ წარმართული კონფლიქტი გამოაცხადონ ქართველი ხალხის „თვითმკვლელობითი ნაციონალიზმის“ შედეგად, მთელი პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტისათვის დააკისრონ ზ.გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას და ქართველ ერს, ქართველ ხალხს. ამ თვალსაზრისით საქართველოსათვის ზურგში ჩაცემული ლახვარი იყო 1991 წლის სამარცხვინო ეგრეთწოდებული „პრაღის დეკლარაცია“ - რომლის მიღებაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სარიშვილ-ჭანტურიამ და ჩეხეთის პრეზიდენტმა ვ.ჰაველმა.

სამაჩაბლოში სიტუაცია კარდინალურად და მკვეთრად გაუარესდა და პრაქტიკულად უიმედო გახდა მხოლოდ საქართველოში საბჭოთა-რუსული და დასავლური ანტიეროვნული ძალების მიერ ინსპირირებულ-მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდგომ - როდესაც შევარდნაძის ხუნტამ (რომელიც სწორედ ამის განსახორციელებლად „დასვეს“ საქართველოში): საფრანგეთში მოკალათებული კაშია-ზურაბიშვილის რჩევა-მითითებით გააუქმა არსებული კონსტიტუცია და შემოიღო არსებულ პირობებში უძლური 1921 წლის კონსტიტუცია - რომელმაც სამართლებრივად დაასუსტა საქართველო სეპარატისტების მიმართ, დააკანონა საქართველო „დამოუკიდებელ სახლმწოფთა თანამეგობრობაში“, დააკანონა სეპარატისტული ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მოლაპარაკებების მხარე-სუბიექტი და დააკანონა რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე - ხელი მოაწერა რა მოღალატურ ხელშეკრულებებზე რუსეთთან.

ახლა, მოგვიანებით და ძალზე სუსტად გაისმის ხოლმე, ვთქვათ ასეთიც: „ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები ჩვენი არაკეთილმოსურნის მიერ მოგონილი არაკომპეტენტური ტერმინებია. ეს ტერიტორიული კონფლიქტებია - პოსტ-იმპერიული სივრცის გაყოფასთან დაკავშირებული დავა, თუ სად მთავრდება ყოფილი იმპერიის საზღვრები.“ - კი, ბატონო, ნამდვილად ეგრეა - მაგრამ რა გააკეთეს იმისათვის, რომ ამ „არაკომპეტენტურ ტერმინებს“ პოლიტიკურ-იდეოლოგიური საფუძველი და საძირკველი მოეშალათ - თუნდაც საქართველოში? რა გააკეთეს იმისათვის, რომ შინაგან და საერთაშორისო სარბიელზე ემხილებინათ (კანონიერ სასჯელს რომ თავი დავანებოთ) ამ „არაკომპეტენტური ტერმინების“ „არაკეთილმოსურნე“ მომგონ-დამნერგავები (რომლებიც დღეს მათივე პოლიტიკური მრჩევლები და კოლეგები არიან)? რა გააკეთეს იმისათვის, რომ (დღეს მათი მრჩეველ-კოლეგების მიერ) ამ „არაკომპეტენტური ტერმინების“ საფუძველზე აგებული პოლიტიკური სისტემა - ხელშეკრულებები, სტრუქტურები და სისტემები გაეუქმებინათ?

არაფერი არ გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებენ - სანამ საქართველოს მთელს პოლიტიკურ სისტემას კვლავ არ დააყენებენ სწორ, კანონიერ, ლეგიტიმურ გზაზე - სანამ მთლიანად და კარდინალურად არ განთავისუფლდებიან (ალბათ არც აქვთ ამის უფლება მინიჭებული „დამსმელების“ მიერ) შევარდნაძის რეჟიმის მიერ საქართველოსათვის თავსმოხვეული პოლიტიკური და ამ პოლიტიკურის უზრუნველმყოფი იდეოლოგიური ბორკილებისაგან! სანამ შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეები იქნებიან - მემკვიდრეები!

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუსეთი საქართველოზე ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით. საქმე იმაშია, რომ „ვარდოსნებს“ არაფერი გაუკეთებიათ და როგორც ჩანს ვერც გააკეთებენ იმისათვის, - რომ მოერიონ რუსეთს სიმართლით, სამართლებრივად!

არ არის გამორიცხული (მეტიც - უფრო მოსალოდნელია), რომ რუსეთი გადაიტანს დასავლეთის მიმდინარე შემოტევასაც (რომელშიც საქართველო ახლა მხოლოდ-და-მხოლოდ მორჩილი მარიონეტის როლში მონაწილეობს) და შემდეგ მთელს რისხვას ისევ საქართველოს დაატეხს - რომელსაც კვლავ „უღალატებს დასავლეთი“ (შევარდნაძის სიტყვებია სოხუმის დაცემის დღეებში წარმოთქმული)...

ამას კი შედეგად მოჰყვება საქართველოს იუგოსლავიზება - ჯერ „კანონიერი“ კონფედერალიზება, ხოლო შემდგომ „კანონიერი“ დაშლა-დანაწევრება... რომელიც რუსეთსაც აწყობს და დასავლეთსაც...

გაზეთ „ასავალ-დასავალში“, 2006 15 ოქტომბერი
ამ თემაზე ჟურნალისტ ლეილა კვირიკაშვილის ინტერვიუ

დართული ფაილები:


საკვანძო სიტყვები: ოსური სეპარატიზმი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება - კატეხიზმო »
• პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შეხვედრა პრეზიდენტ ბორის ელცინთან »
• ოსური სეპარატიზმი სამაჩაბლოში 1991 »
© ბესარიონ გუგუშვილი