სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  კაინის მემკვიდრეები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 21, სულ: 33  შემდეგი > 
რეჟისორი იოსელიანი - გამოჩენილი ხელოვანი და კიდევ უფრო გამოჩენილი არაკაცი (ნაწილი 5)
ავტ.: შავლეგო : 9/3/2004

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ არაკაცების მიერ აღძრულ საქმეში ვკითხულობთ: „1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ზ. გამსახურდიამ, ბ. გუგუშვილმა, ვახტანგ ქობალიამ, ზაურ ქობალიამ, გ. აბსანძემ, ტ. გელანტიამ, ნ. ბურჭულაძემ, ნ. მოლოდინაშვილმა, გ. მარჯანიშვილმა და მათმა სხვა მომხრეებმა, ჩეჩენ, ადიღეელ და სხვა დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად, მოახდინეს საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის განუყოფელი ტერიტორიის, ქალაქების: ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხონის და შესაბამისი რაიონების მთლიანად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანად, ნაწილობრივ ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონების დროებითი ოკუპაცია შეიარაღებული ძალების გამოყენებით, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი - აღნიშნულ ტერიტორიებზე მმართველობის ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების ძალადობით დაშლა, თანამდებობის პირთა მიმართ დევნა-ტერორი, სახელმწიფო წარმოება-დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეთა შენობების ნგრევა-განადგურება, ხანძრის გაჩენა, სარკინიგზო მატარებლებისა და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების განადგურება, მოსახლეობის ნგრევა-აწიოკება, დახვრეტა, განზრახ მკვლელობები, ქალების მიმართ ძალადობა, სახელმწიფო, საზოგადო, მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცება, სახელმწიფო ბანკების დარბევა-ძარცვა, ქ. ფოთის კომერციული პორტიდან სახელმწიფო და ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი სხვადასხვა სახის ტვირთების გატაცება მოჰყვა.“

არაკაცი კინორეჟსიორი ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების ეპიზოდს ყოვლად თახსირი და უნამუსი ცილისმწამებლური კადრებით აშუქებს და იყენებს მორიგ ფალსიფიკაციას - აფხაზეთში გადაღებულ დოკუმენტურ კადრებს ასაღებს როგორც იმერეთში ზვიადისტების შეჭრის კადრებად - როდესაც მოსახლეობა პანიკურად გარბის რათა ზვიადისტების „მხეცობებისაგან“ თავი გადაირჩინოს...

  • არაკაცული ცილისმწამებლური ფალსიფიკაცია - ვითომ იმერეთში ზვიადისტების შეჭრა - ხალხი პანუკურად გარბის, რადგან ზვიადისტების „მხეცობების“ ეშინია... სინამდვილეში აფხაზეთში გადაღებულ კადრებს მიწერილი აქვს: „იმერეთი. ზვიადისტების შეტევა“




  • სიცრუე - ვითომ ეს-ენ-გე-ში შესვლა შევარდნაძეს ზვიადისტების შემოტევამ აიძულა - კარგადაა ცნობილი, რომ შევარდნაძემ ეს-ენ-გე-ში შესვლა რუსებს მისი ალყაშემორტყმული სოხუმიდან გამოყვანის ფასად მიართვა და მეტიც - საერთოდ აფხაზეთში შევარდნაძის ბრბოების ომის დაწყების სარჩული იყო და ეს ადრევე იყო მხილებული კანონიერი ხელისუფლების მიერ.

    დოკუმენტი
    - ციტატა ლორიკ მარშანიას მოგონებებიდან:
    "Был полдень 27 сентября 1993 года. По дороге я предло жил все-таки подождать до завтра - знал о намерении Грузии вступить в СНГ, что могло, как мы надеялись, предотвратить падение Сухуми."

    იხილეთ პირველწყარო >>> ან ლოკალური ასლი >>>

    დოკუმენტი - Briefing: Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy; Commission on Security and Cooperation in Europe; October 25, 1993:
    "გოლცი: - დღეს შევარდნაძისათვის სამწუხარო და არსებითი მისი გადარჩენისათვის ისაა, რომ ყოველივე, რაც მოხდა 1992 წლის შემდგომ, პუტჩის შემდგომ, იყო გამსახურდიას მხარის წინასწარმეტყველების აღსრულება. მე არ დავეთანხმებოდი მათ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ყველაფერი ახდა. ისინი ამბობდნენ, რომ გამსახურდია დაამხეს იმისათვის რათა ისევ დაებრუნებინათ შევარდნაძე თბილისში. შევარდნაძის მომხრეები ამას უარყოფდნენ. მაგრამ, სამი თვის შემდეგ შევარდნაძე მართლაც დაბრუნდა თბილისში. თუ თქვენ გამსახურდიას მომხრეებს დაელაპარაკებით დღეს ან დაელაპარაკებოდით თუნდაც ერთი თვის წინ - მათი წინასწარმეტყველება იყო, რომ შევარდნაძის მიზანი იყო სოხუმის მიყიდვა[!] აფხაზებისათვის, მისი რუსებისათვის ჩაბარება და საქართველოს იძულება შესულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების კავშირში... ყველაფერი ეს მართლაც მოხდა. მე არ ვეთანხმები საქართველოს წინააღმდეგ 'დიდი შეთქმულების' იდეას, მაგრამ ფაქტები კიდევ ერთხელ წითელ ხაზად გასდევენ ყველაფერს... [გვ. 8]".

    პირველწყარო: http://www.csce.gov/briefings.cfm?briefing_id=147



    დიდი შეთქმულების“ რეალობა, რომელზეც ამ დოკუმენტშია ლაპარაკი დღეს დამტკიცებულია ფაქტობრივი პრეზიდენტის მ.სააკაშვილის მიერ და სწორედ ამ შეთქმულების ერთ ერთი იდეოლოგია არაკაცი ოთარ იოსელიანი.


ვიდეო: ვითომ იმერეთში ზვიადისტების შეჭრა


რეჟისორ იოსელიანის არაკაცობის დამამტკიცებელი ოფიციალური დოკუმენტი:
ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა
(გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა", 10 ივლისი - 15 აგვისტო, 2004 წელი)

ასევე დადასტურებას ვერ პოულობს ზ. გამსახურდიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილების ის ნაწილი, რომლის თანახმადაც იგი ცდილობდა თავისი ხელისუფლების აღდგენის მიზნით შემოეყვანა უცხო ქვეყნის შეიარაღებული ფორმირებანი; აგრეთვე, აფხაზეთში საომარ მოქმედებებში დამარცხების გზით მიეღწია კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის. საქმეს დართული საგაზეთო პუბლიკაციებითა და ვიდეოკასეტების რეპროდუქციის ოქმებით გამორკვეული და უტყუარად დადასტურებულია, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების მხარდამჭერი ეროვნული გვარდიის ნაწილები და მოსახლეობის დიდი ნაწილი, როცა 1993 წლის ოქტომბრის დასაწყისისთვის თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ დასავლეთ საქართველოს, ზ. გამსახურდია მიმართავდა მოსახლეობას, რომ მიტინგებით, გაფიცვებითა და სხვა მშვიდობიანი ფორმებით ახლოვდებოდა ახალი ხელისუფლების გადადგომა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, კერძოდ:

1993 წლის 2 ოქტომბერს "ჭყონდიდლობის" დღესასწაულზე, მარტვილში ზვიად გამსახურდიამ სიტყვით მიმართა მიტინგზე შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ განაწამებმა ხალხმა ვერ აიტანა ხოცვა, ძარცვა, შევიწროება და ფოთში აღადგინა კანონიერი ხელისუფლება, ხოლო იარაღით მოსულ ხელისუფლებას, რომელმაც აფხაზეთი მტერს ჩააბარა, ამ და სხვა დანაშაულებისთვის ქართველი ერი პასუხს მოსთხოვდა, თუ იგი არ გადადგებოდა, მას ხალხი გადააყენებდა და მთლიანად საქართველოში მალე აღადგენდა კანონიერ ხელისუფლებას.

მომდევნო დღეს, 3 ოქტომბერს, ქ. ფოთსა და აბაშაში გამართულ მხარდამჭერთა მრავალათასიან მიტინგებზე ზვიად გამსახურდიამ მიმართა მიტინგის მონაწილეებს და განაცხადა, რომ იარაღით მოსულმა ხელისუფლებამ განახორციელა კრიმინალური გადატრიალება, მსოფლიოს წინაშე კი თავს ასაღებდა დემოკრატიულ ხელისუფლებად. მიუხედავად ამისა, მას მალე ამხელდნენ მსოფლიოს იმ ნაწილის თვალში, რომელიც ამ ფაქტზე თვალებს იბრმავებდა. თვითონ და მისი მომხრეები მსოფლიოს გასაგონად აცხადებდნენ, რომ აქვთ მშვიდობიანი წინადადებები ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და ეს დანაშაულებრივ ხელისუფლებას ყურად უნდა ეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას მშვიდობიანი პოლიტიკური მეთოდებით გადააყენებდა.

იმავე დღეს ზ. გამსახურდიამ მამაპაპისეულ სახლში, სოფელ ძველ აბაშაში ინტერვიუ მისცა უცხოეთის ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტს და განაცხადა, რომ იარაღით მოსულმა ხელისუფლებამ ყველგან ტანკი და არტილერია დააყენა, რის გამოც იგი თავის სამშობლოში თავისუფლად ვერ გადაადგილებულა. მას და კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ ადამიანებს არ სურდათ სისხლისღვრა. თბილისში ის დანაშაულებრივ ხელისუფლებას მისცემდა წინადადებას გადადგომის შესახებ, რის შემდეგაც დაინიშნებოდა და ჩატარდებოდა დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება არსებულ ხელისუფლებას და მის მომხრეებს, საფრთხე არ ემუქრებოდათ და შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

ამრიგად, მიმოხილული და გაანალიზებული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ შესაბამის მტკიცებულებათა გარეშე ზვიად გამსახურდიას უსაფუძვლოდ შეერაცხა სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობა, რის გამოც ხსენებულ ეპიზოდშიც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს წარმოებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - არ არის რა ქმედება მართლსაწინააღმდეგო.


კრიტიკული ნარკვევის ავტორი:
საქართველოს კინიკორპორაციის პრეზიდენტი
კულტურის მინისტრის მოადგილე კინემატოგრაფის დარგში
ბესარიონ გუგუშვილი

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი