სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 22, სულ: 23  შემდეგი > 
ეროვნული ხელისუფლების „ომი“ ქართულ კინემატოგრაფთან - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 6/13/2008

1991 წლის პუტჩისწინა პერიოდში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ კრიმინალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხრიკი იყო ეგრეთწოდებული „ომი“ ქართულ კინემატოგრაფში. ეროვნულ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ვითომ ქართული კინოხელოვნების დაკნინებას. ეს უშუალოდ დაუკვშირეს საქართველოს სახელმწიფო კინემატოგრაფის კომიტეტის თავმჯდომარედ „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრის, მეცნიერებათა კანდიდატის ბ.გუგუშვილის დანიშვნას და შემდგომ ამ კომიტეტის სახელმწიფო კინოკოპორაციად გარდაქმნას.

ქართული კინომრეწველობის რეფორმა და კინონომენკლატურა

ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი და რთული წამოწყება იყო საქართველოს კინომრეწველობის საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი რეფორმა, რომელიც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი მასშტაბური საბაზრო ხასიათის ეკონომიკური რეფორმა იყო.

კომპარტის მიერ კონტროლირებად საბჭოთა სისტემაში მიღებული იყო სახელმწიფო კინემატოგრაფის ასეთი სქემა: კინოგაქირევებიდან (კინოთეატრებიდან, კლუბებიდან და ასე შემდეგ) შემოსული თანხები მთლიანდ გადაირიცხებოდა საკავშირო ბიუჯეტში, ხოლო ფილმების გადაღების დაფინანსება შემდეგ კი საკავშირო ბიუჯეტიდან ხდებოდა -- საბჭოთა ცენტრის პარტიული ნომენკლატურის ნება-სურვილის შესაბამისად. ამრიგად, ქართული კინომრეწველობა მთლიანად დამოკიდებული იყო საკავშირო სისტემებზე - ფინანსურად (ისევე, როგორც იდეოლოგიურად).

ქართული კინოს რეფორმამ სიტუაცია კარდინალურად შეცვალა: შეიქმნა სახელმწიფო კინოკორპორაცია - რომელსაც პირდაპირ გადაეცა კინოგაქირავებიდან შემოსული მთელი ფულადი შემოსავალი. ამას გარდა კინოკორპორაციას მიეცა უფლება პირდაპირ გაეყიდა უცხოეთში ქართული ფილმები და ეს შემოსავალიც პირდაპირ კინოკორპორაციას ერიცხებოდა.

ამითი დამოუკდებელი საქართველოს კინოინდუსტრია ფინანსურად დამოუკიდებელი გახდა კრემლისაგან და საკუთარი შემოსავლების წყარო გაუჩნდა -- ამითი ქართული კინემატოგრაფი განთავისუფლდა აგრეთვე საკაშირო ცენტრის იდეოლოგიური კონტროლისაგანაც.

ამას გარდა - კინოკორპორაციის შესახებ მიღებულ კანონში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს წლიურად რამდენიმე ფილმის დამატებით დაფინანსებას - ანუ გარანტიას აძლევს კინოკორპორაციას, რომ მას კინოგაქირავებიდან შემოსული ფულის გარდა მიეცემა კიდევ დამატებით სახელმწიფო დაკვეთისათვის (რამდენიმე ფილმისთვის) საკმარისი ფული.

ამითი ეროვნულმა სახელმწიფომ ქართული კინოინდუსტრიისათვის მყარი და გარანტირებული ფინანსური ბაზისი შექმნა -- რათა პატარა სხელმწიფოში, რომელსაც ძალზე მცირე კინობაზარი გააჩნია, უსახსრობის გამო არ ჩამკვდარიყო ქართული მხატვრული ფილმების წარმოება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საკუთრივ კინოკორპორაცისს ორგანიზაციული სტუქტურის რეფორმა: კინოკორპორაციის შიგნით დაარსდა კერძო (პრივატული) შემოქმედეითი კინოკომპანიები რომლებსაც კინოკორპორაციამ გამოუყო - აჩუქა უპროცენტოდ და უპირობოდ საწყისი კაპიტალი - საკმარისი იმისათვის, რომ ამ კინოკომპანიებს მუშაობა დაეწყოთ (ასეთი რამ არსად არ მომხდარა - რომ კერძო კომპანიები სახელმწიფოს ნაჩუქარი ფულით დაარსებულიყვნენ).

შემოქმედებით კინოკომპანიებს ნება დაერთოთ ფილმები გადაეღოთ გარეთ მოპოვებული ფინანსებითაც (კრედიტი, დახმარება, სპონსორი).

მაგრამ, კინოგადაღებების მთავარი წყარო რჩებოდა კინოკორპორაციის შემოსავლები. რეფორმის შემდგომ -- ამ შემოსავლებით კინოგადაღებების საკითხს წყვეტდა არა კინოკორპორაციის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო (რომელშიც ყველა კერძო კინოსტუდიის დირქტორები შედიოდნენ), არამედ - კინოკორპორაციის სამხატვრო საბჭო. სამხატვრო საბჭოს კი ირჩევდა ფარული კენჭისყრით კინორეჟისიორთა კრება - რომელშიც ყველა რეგისტრირებული კინორეჟისორი იღებდა მონაწილეობას. კინოკრპორაციის სამხატვრო საბჭოს ფართო, დემოკრატიულ ბაზისზე დაფუძნება უნდა გამხდარიყო ამ დაგში პლურალისტური და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების გარანტია.

ამდენად, რეფორმების შედეგად, სახელმწიფო კინოკორპორაციაში მკვეთრად გაიყო ეკონომიკური და შემოქმედებითი დარგები. ეკონომიკური სტრუქტურებს საქმე იყო ფულის შოვნა, ხოლო - შემოქმედებითი სტუქტურების საქმე იყო ამ ნაშოვარი ფულით ფოლმების გადაღება. საკუთრივ შემოქმედებითი სფერო მთლიანდად კინოხელოვანთა ნებასურვილს ახორციელებდა და თავისუფალი გახდა სახელმწიფო მოხელეთა ჩარევისაგან.

ახლადაგებული ფინანსური სისტემა მარტივად თუ წარმოვადგენთ ასეთი იყო - ყოველწლიურად კინოკორპორაცია (ანუ სახელმწიფო) სამხატვრო საბჭოს გადასცემდა რამდენიმე ფილმისათვის საკმარის თანხებს - ხოლო ამ თანხებით კი ვინ და რას გადაიღებდა წყვეტდა სამხატვრო საბჭო.

შემოქმედებითი კინოსტუდიები აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდნენ შემოქმედებითად და ფინანსურად. მეტიც, კინოსტუდიებს გადაეცათ მფლობელობაში მათში შემავალი რეჟისორების მიერ უკვე გადაღებული ფილმები და ამ ფილმებიდან მიღებული შემოსავალი!

კინოკორპორაციაში შედიოდნენ შემოქმედებითი პრივატული სტუდიების გარდა - კინოწარმოების კომერციული ობიექტებიც - ფირის დამუშავების, ხმის ჩამწერი და ასე შემდეგ საწარმოები, რომლებიც ასევე კერძო საწარმოებს წარმოადგენდნენ.

ამას გარდა საქართველომ შეწყვიტა ნახმარი ფირის საკავშირო სისტემისათვის ჩაბარება და თვით დაიწო ამ ფირის უტილიზება - რაც კინოკორპორაციას წლიურად რამდენიმე ასეულ კილოგრამ სუფთა ვერცხლსა და ათობით ტონა ლავსანის ბოჭკოსათვის საჭირო მასალას აძლევდა. სახელმწიფო კინოკოპორაციისაგან გარანტირებულ ფასებში ყიდულობდა ვერცხლსა და პლასტიკს და ამითი კინოკორპორაციას დამატებითი საკამოდ დიდი ფულადი რესურსი უჩნდებოდა.

კინოინდუსტრიის ეს რეფორმა უნიკალური იყო მთელს პოსტსოციალისტურ სივრცეში და გააფთრებული ვითომ კრიტიკის მიუხედავად პრაქტიკულად უცვლელი დატოვეს პუტჩის შემდგომაც - რამდენადაც ვერ შესძლეს საბოლოოდ დაეთრგუნათ უკვე შექმნილი პრივატული სტუდიები და საწარმოები (მას მხოლოდ სახელი შეუცვალეს).

შესახედად და ვიზუალურად ქართული კინემატოგრაფის რეფორმით გამოწვეული ცვლილება ასე გამოიყურებოდა - იმ კაბინეტში, რომელშიც ათობით წელი უცვლელად იჯდა კინორეჟისიორი და შეთავსებით კინოდიქტატორი რ.ჩხეიძე - დაჯდა ნიჭიერი და უპრეტენზიო ეკონომისტი და ბიზნესმენი ბატონი ზურაბ რევიშვილი (რომელიც რა თქმა უნდა არ აპირებდა თვითონ რაიმე ფილმის გადაღებას). ხოლო რ.ჩხეიძეს მიეცა შესაძლებლობა მთელი თავისი დრო და ენერგია დაეთმო შემოქმედებითი წვისათვის (რომლისთვისაც, როგორც შემდგომ გაირკვა, მას სულიერი საწვავი არ გააჩნდა).

უნიჭო კინოელიტას მოესპო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედთა ექსპლოატაციის საშუალება - ვინაიდან ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება საკუთარი დამოუკიდებელი კინოკომპანიები შეექმნათ და ელიტისაგან დამოუკიდებლად მიეღოთ დაფინანსება...

მაგრამ...

ასეთი დემოკრატიული, ლიბერალური და ხელოვნების წამახალისებელი კინორეფორმის შემდეგ კინოელიტა აჯანყდა... იკითხავთ რატომ?

კინოელიტამ დაკარგა გავლენა კინოინდუსტრიაზე და მოისპო კინონომენკლატურის დიქტატურა - რამდენადაც ფილმების გადაღების საკითხს უკვე დემოკრატიულად არჩეული სამხატვრო საბჭო წყვეტდა ფარული კენჭისყრით!

ამას გარდა კინონომენკლატურას მოესპო დაუსჯელი ქურდობის შესაძლებლობა - რამდენადაც, კინომრეწველობის ისეთი საწარმოები როგორიც იყო ფირის დამუშავება,კოსტუმების დამზადება, ხის დეკორაციების დამზადება და სხვა - დამოუკიდებელი კერძო საწარმოები გახდნენ.

კინოინდუსტრიის რეფორმის პერიოდში ჩატარებულმა რევიზიამ ცხდაყო უმახინჯესი დარღვევები:

  • მაგალითად ერთ-ერთი ფილმის გადაღებისას ჩამოწერილი იყო ისეთი ოდენობის ტყავი, შალისა და აბრეშუმის ქსოვილი და რომელიც არასოდეს არ ყოფილა რესპუბლიკაში...
  • გამოირკვა, რომ წლიდან-წლამდე ვითომ დეკორაციებისათვის საბაზრო ფასებში ყიდულობდნენ უძვირფასეს ანტიკვარულ ავეჯს, იარაღსა და ჭურჭელს - რომელსაც შემდეგ უხმარად ჩამოწერდნენ და სახლში მიჰქონდათ (ქურდობდნენ)...
  • ასევე - ვითომ კინოგადაღებისათვის ყიდულობდნენ ავტომობილებს, რომლებიც თითქმის უხმარები ჩამოიწერებოდა და კაპიკებად მიეყიდებოდა კინოელიტას...
  • ერთ-ერთი კინოს გადაღებისას რამდენიმეჯერ ააშენეს ზღვის ნაპირას ძვირფასი ხის სახლი - რომელიც ყოველ ჯერზე თურმე აღელვებულ ზღვას გაუტაცებია... ისე რომ ერთი მეტრი ფირის გადაღებაც ვერ მოუსწრიათ...
  • წლიდან წლამდე უძვირფასესი აპარატურა იატაკვექვეშა, კრიმინალური გარიგებებით გატანილი იყო საწყობებიდან და მიექირავებოდა რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების კინოსტუდიებს...
  • ასევე უხმარად ჩამოიწერებოდა დიდძალი გადაუღები უცხოური ძვირფასი კონოფირი და კრიმინალური გარიგებით მიეყიდებოდა საქართველოს გარეთ კინოფირმებს...

ამის გარდა საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კინოინდუსტრიაში რეფორმის ჩატარებამდე კინოსტუდია „ქართული ფილის“ საწარმოო ბაზა დიღომში გადაქცეული იყო კრიმინალურ შეიარაღებულ დაჯგუფება „მხედრიონისა“ და სხვა კიმინალური შეიარაღებული დაჯგუფებების საყრდენ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზად. რეფორმის შემდგომ ამ კრიმინალურ დაჯგუებებს აქ ფეხი ამოეკვეთათ -- რაც რა თქმა უნდა ფრიად მტკივნეულად აღითქვეს პუტჩის მზადებაში აქტიურად ჩაბმულმა კინონომენკლატურელებმა...

და ბოლოს - უნდა აღვიშნოთ, რომ პუტჩისწინა და უშუალოდ პუტჩისშემდგომ პერიოდში -- კინოსისტემაში მომხდარი ეს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე „ინციდენტი“ ანუ ფართოდ გახმაურებული „ომი“ - შემდგომ არც ერთხელ არ უხსენებიათ და საერთოდ დაასამარეს - იმდენად არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა კინონომენკლატურა! ვითომ არც მომხდარა...

აგრეთვე საგანგებოდ და მადლიერებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კინოკორპორაციის ასობით რიგითი მუშაკი და თანამშრომელი მთელი პუტჩისწინა და პუტჩის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებსა და მსვლელობებში, მრავალი მათგანი პუტჩის შემდგომ ამისათვის შეავიწროვეს და დაჩაგრეს.

ცნობა:
ბესარიონ გუგუშვილი
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კინოკორპორაციის პრეზიდენტი

1962-1964 - თსუ ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტი - სტუდენტი

1964-1967 - თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, თურქოლოგია - სტუდენტი

1967-1971 - თსუ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გეოგრაფიის კათედრა - ასპირანტი

1967-1971 - თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი - ინგლისური ენა და ლიტერატურა - სტუდენტი

1971 - საკანდიდატო დისერტაცია „თურქეთის მრეწველობის ტერიტორიულ-სივრცობრივი განვითარება მეოცე საუკუნეში“

1971-1990 - თსუ მასწავლებელი, დოცენტი - სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გეოგრაფია, სახალხო მეურნეობის დაგეგმვა, სახალხო მეურნეობის ისტორია, ბურჟუაზიული ეკონომიკური თეორიების ისტორია, სივრცობრივი დაგეგმვა, ინფორმატიკა

1973-1990 - მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის ეკონომიკის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის მთავარი კონსტრუქტორი

1976-1990 - მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დარგების კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის მთავარი კონსტუქტორი

1984-1985 - სსრკ აკადემიის ინფორმატიკის უმაღლესი კურსები: სისტემური ანალიზი - კურსანტი, დიპლომანტი

1985-1987 - სსრკ აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დოქტორანტურა - ეკონომიკის სივრცობრივი დაგეგმვა

1987-1990 - კომპიუტერული ტექნოლოგიების (პირველი ქართული კომპიუტერული ფონტები და კომპიუტერიზებული ქართულენოვანი სასტამბო-საგამომცემლო სისტემები, კომპიუტერის მეშვეობით მპზადებული პირველი ქართული გაზეთი) - საქართველოში პირველი ჰაი-ტექ კერძო და ფრიად წარმატებული ფირმის (კოოპერატივის) „ინფოტექ“ მესაკუთრე (ფირმა აფინანსებდა ეროვნულ მოძრაობასა და სამაჩაბლოში მებრძოლ რაზმებს)

1990-1991 - კულტურის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კინოკორპორაციის დამაფუძნებელი და პრეზიდენტი (სახელმწიფო კინოგაქირავება და კინოსტუდია „ქართული ფილმი“ გარდაიქმნა შერეულ - სახელმწიფო-კერძო სააქციო ფირმების გაერთიანებად) - მთელს ყოფილ სოციალისტურ სივრცეში პირველი კერძო, პრივატული შემოქმედებითი ფირმების სახელმწიფოს მიერ დაფუძნება-ინვესტირება-წახალისების ინიციატორი და რელიზატორი (ე.წ. „შვედური მოდელით“)

1990-... - „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრი, „მრგვალი მაგიდის“ წევრი

1991-... - საქართველოს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი (პოსტი შემოღებული იქნა 1991 წლის 26 აგვისტოს სახელისუფლებო სისტემის რეორგანიზაციისას, ამდენად დაზუსტებით საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი) -- „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის“ და „გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო კაპიტალიზმის“ დოქტრინა... მთელს ყოფილ სოციალისტურ სივრცეში პირველი საპრივატიზაციო აქტის ინიციატორი და შემსრულებელი (ღია, საჯარო აუქციონის წესით სახელმწიფო საწარმოს გაყიდვის, პრივატიზების პირველი შემთხვევა!)

1992-1994 - იჩქერიის პრეზიდენტ ჯ.დუდაევის ეკონომიკური მრჩეველი, იჩქერიის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, იჩქერიის მინიტრთა კაბინეტის წევრი („სამხედრო“ ანუ „საომარი, საალყო“ ეკონომიკის მოდელის წარმატებული პრაქტიკული რეალიზება)

 

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო

საკვანძო სიტყვები: კინემატოგრაფი, კინომრეწველობა, პრივატიზება

ასოცირებული პუბლიკაციები::
• გამსახურდიამ დააგვიანა, შეაფერხა პრივატიზება და ამითი დაღუპა საქართველოს ეკონომიკა - კატეხიზმო »
© ბესარიონ გუგუშვილი