სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 18, სულ: 23  შემდეგი > 
„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ - პარტია? -- კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 1/2/2009

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკი
„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“

ანტიეროვნული ძალები მუდმივად ავრცელებდნენ და ავრცელებენ სიყალბეს, თითქოს „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ რომლის თავმჯდომარეც ზვიად გამსახურდია გახდა -- წარმოადგენდა ჩამოყალიბებულ, სტუქტურირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც გააჩნდა რაღაც სპეციფიკური ერთიანი საკადრო სისტემა და მონოლითური შინაგანი სტრუქტურა.

ეს მითი სსრკ სახუშკომმა, ანტიეროვნულმა ძალებმა შექმნეს საგანგებოდ იმისათვის, რათა მსოფლიოსათვის ზვიად გამსახურდია წარმოედგინათ რაღაც პოლიტიკური მონოლითის, ზეორგანიზაციის სათავეში მდგომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმმართველ დიქტატორად.

ანტიეროვნული ძალები ცდილობენ მიჩქმალონ ის ფაქტი, რომ „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ სპეციალურად და საგანგებოდ პირველი არაკომუნისტური, თავისუფალი არჩვენებისათვის ბლოკის, ალიანსის სახით შეიქმნა იმ მოძრაობების მიერ, რომელთა მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობა წარმოადგენდა -- ანუ ეს იყო არა პოლიტიკური პარტია -- არამედ მხოლო და მხოლოდ საარჩვენო ბლოკი, საარჩევნო ალიანსი -- რომელშიც არჩევნების შემდგომი პერიოდისათვის რაიმე მტკიცედ დათქმული ურთიერთპირობა და გარანტიები არ არსებობდა!

პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ მთავარი საარჩვენო პოლიტიკური მიზანი იყო საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ჩარჩოებში მყოფ საქართველოში ჯერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება; შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება ანუ დე-ფაქტო, შიდა-სამართლებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა -- რაც უზრუნველყოფდა საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებს საბჭოთავე სამართლებრივ სივრცეში.

იმ პერიოდში საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ ორი ძლიერი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გააჩნდა:

  • 1) კომუნისტური პარტია -- რომლის გავლენა იმ დროს ჯერ კიდევ ძალზე ძლიერი იყო
  • 2) „ეროვნული კონგრესი“ -- რომელიც შექმნეს ორგანიზაციებმა, რომლებიც არსებითად უარყოფდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას

ისტორიის გამყალბებლები ჩქმალავენ და მალავენ იმ ფაქტს, რომ სსრკ პოლიტიკურ სისტემაში კომპარტიას განკარგულებაში ჰქონდა არა მხოლოდ უზარმაზარი თვალსაჩინო სახელმწიფო რესურსები, არამედ და რაც უფრო არსებითია არანაკლები სიდიდის ფარული პარტიული რესურსები -- როგორც ფინანსური, ასევე -- საკადრო, ძალოვანი და სხვა. და თუ -- საქართველოში „მრგვალი მაგიდის“ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ კომპარტიან სახელმწიფო რესურსების არსებითი ნაწილზე კონტროლი დაჰკარგა, სამაგიეროდ -- მის ხელში კვლავ რჩებოდა კოლოსალური პარტიული რესურსები!

არსებითწილად კომპარტია და „ეროვნული კონგრესი“ ერთიანი, კრემლიდან მართული „პერესტროიკისეული“ პოლიტიკური გეგმის აღსრულებაში მონაწილეობდნენ: კომპარტიის პოლიტიკური მიზანი იყო უზენაესი საბჭოს არჩვენებში მოეპოვებინა მძლავრი პოზიციები -- რათა შემდგომ არსებითი ზეგავლენა მოეხდინა პარლამენტის მუშაობაზე. ხოლო „ეროვნული კონგრესის“ მიზანი იყო ეროვნულად განწყობილი ელექტორატის ერთი ნაწილი მოტყუებითა და ცბიერებით არჩვენების ბოიკოტის გზით ჩამოეშორებინათ არჩვენებისაგან -- რაც კომპარტიას მეტ შესაძლებლობებს მისცემდა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს კომპარტიამ უზენაესი საბჭოს არჩვენებში საკმაოდ სოლიდური 29,58% ანუ მესამედი მოიპოვა (რითაც მძლავრი ოპოზიციური პოტენციალი შეიძინა), მაშინ როდესაც „მრგვალმა მაგიდა -- თავისუფალმა საქართველომ“ 53,99% (ნახევარზე ოდნავ მეტი).

საარჩევნო ბლოკში „მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ შედიოდა 7 დამოუკიდებელი პარტია და ორგანიზაცია:

  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი
  • სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
  • სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება
  • ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  • საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი
  • საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია

საკუთრივ იმ ორგანიზაციებს -- რომელთა ლიდერიც უშუალოდ ზვიად გამსახურდია იყო -- უპირატესად საქართველოს ჰელსინკის კავშირსა და ნაკლებად მ.კოსტავას „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ (რომლმაც თავმჯდომარეც გამსახურდია მ.კოსტავას დაღუპვის შემდეგ მოიწვია) პარლამენტსა და „მრგვალ მაგიდაში“ წევრებისა და ხმების მხოლოდ მესამედი გააჩნდათ (9 წევრი 16ის წინააღმდეგ).

„მრგვალი მაგიდა -- თავისუფალი საქართველო“ გაფორმდა 1990 წლის მაისი ბოლოს და უკვე 6 თვის შემდეგ შესძლო მოეგო უზენაესი საბჭოს არჩვენები.

ძალზე არსებითი ფაქტორი იყო ის, რომ „მრგვალ მაგიდას“ არ გააჩნდა რაიმე არსებითი და მით უფრო ერთიანი ფინანსური ფონდები, დაფინანსება და არც სხვა რამ მატერიალური ბაზისი (საკუთარი მას-მედია და ასე შემდეგ) -- განსხვავებით კომპარტიისაგან (რომელიც აგრეთვე ფარულად აფინანსებდა „ეროვნული კონგრესის“ პოლიტიკურ საქმიანობას).

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თუნდაც ის, რომ „მრგვალი მაგიდის“ ორგანიზაციების წევრები ნაკლებად იცნობდნენ პირადად ურთიერთს (გამგეობების დონეზეც კი) და უმეტესწილად რაიმე წინარე სოციალური ან სხვა კავშირები არ გააჩნდათ. ანუ -- „მრგვალ მაგიდას“ სავსებით არ ახასიათებდა რაიმე ამქრული, კორპორატიული ანუ გილდიური (მაფიოზური) თვისებები და რაიმე ერთიანი სტიმულები.

საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდიამ ვირტუოზულად, უდიდესი პოლიტიკური ტაქტითა და მოქნილობით (ძირითადად მისი შესანიშნავი ნიჭისა და ქარიზმის მეშვეობით), რაიმე ფინანსური ან ადმინისტრაციული რესურსების გარეშე -- შესძლო შემოეკრიბა და არჩევნებში მონაწილეობისათვის კონსოლიდირება მოეხდინა ჭრელი, განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური მრწამსის, ხშირად ერთმანეთთან დაპირისპირებული და მოქიშპე -- სულ ახლახანს „არაფორმალური“ ორგანიზაციებისთვის -- და, საბოლოოდ არა მხოლოდ მოეგო საპარლამენტო არჩვენები, არამედ (რაც უფრო არსებითია) შეენარჩუნებინა საარჩვენო ალიანსის, ბლოკის შინაგანი ერთიანობა, ინტეგრაცია, დაეცვა იგი შინაგანი განხეთქილებისაგან არჩევნების შემდგომ პერიოდშიც (უდიდესი გარეგანი დეზინტეგრაციული სტიმულების მიუხედავად) -- იმისათვის, რათა განეხორციელებინა „მრგვალი მაგიდის“ საბოლოო მიზანი -- დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრისა და მხარდამჭერის კატეხიზმო

საკვანძო სიტყვები: „ეროვნული კონგრესი“, არჩევნები, ეროვნული მოძრაობა, კომპარტია, უზენაესი საბჭო

ასოცირებული პუბლიკაციები::
• 1990-91 წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება »
• ვითომ სამართლიანობის აღდგენა »
• კანონიერი სეპარატიზმი ანუ სეპარატიზმის დაკანონება - კატეხიზმო »
• ეროვნული მოძრაობა - მოკლე ისტორია »
• საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა »
© ბესარიონ გუგუშვილი