სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 10, სულ: 11  შემდეგი > 
„გორგასლიანი“ - 1956
ავტ.: შავლეგო : 3/14/2007

ჯერ კიდევ 1953 წელს სამშობლოს სიყვარულმა გადააწყვეტინა მოსწავლეებს, 14-15 წლის ბიჭებს:
ზვიად გამსახურდიასა და ანატოლი მიქაძეს. მათ შეუერთდნენ თამაზ გუნჯუა და ვლადიმერ სიხარულიძეც.

1956 წელს კი კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე იმ ადამიანებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე. წ., "დემოკრატიული განვითარების კურსი" აიღეს.

სტალინის კულტის კრიტიკამ დიდი მასშტაბები მიიღო. აქცენტი კეთდებოდა მის ქართველობაზე, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი იყო რომ რეპრესიებისგან საქართველო სხვა რესპუბლიკებზე ნაკლებად არ დაზარალებულა.

სტალინის კრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო და 1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. 9 მარტს რუსეთის (საბჭოთა) არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი...

ამ ამბებით გაღიზიანებული ზვიად გამსახურდიას ყოფილი არალეგალური ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. სექტემბერ-ოქტომბერში ჯგუფს უკვე ორგანიზებული სახე ჰქონდა და წევრთა რაოდენობაც გაზრდილიყო. ორგანიზაციას "გორგასლიანი" ეწოდა.

მათ შექმნეს ფულადი ფონდი საწევროს სახით. შეაგროვეს 30-30 მანეთი და შეიძინეს საბეჭდი მანქანა, რომელზედაც 1956 წლის 1 დეკემბრის ღამეს მონაცვლეობით დაბეჭდეს ანტისაბჭოური შინაარსის წერილები. სულ შვიდი ცალი.

2 დეკემბერს, დილით, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირზე ადამიანებმა უცნაური შინაარსის წერილები იხილეს კედლებზე გაკრული...

ჯგუფის წევრებმა საბჭოთა რეჟიმის მიმართ პროტესტი პროკლამაციების გავრცელებით გამოხატეს.

მისია წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი. ჯგუფის წევრები წარმატების აღსანიშნავად რესტორან "დარიალში" შეიკრიბნენ, საღამოს კი რუსთაველის გამზირზე გ. დოჩანაშვილსა და თ. მეტრეველს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა.

1956 წლის 15 დეკემბერს კი უშიშროების კომიტეტის მიერ დაკავებულ იქნენ ანტისაბჭოთა არალეგალური ჯგუფის წევრები: ზვიად გამსახურდია, თბილისის 42-ე საშ. სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; ანატოლი მიქაძე, 42-ე საშ. სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; მერაბ კოსტავა, თბილისის მუსიკალური სკოლის მეათე კლასის მოსწავლე; თეიმურაზ ცერცვაძე, თბილისის პირველი საშუალო სკოლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე; თამაზ გუნჯუა, თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის მოსწავლე; ვლადიმერ სიხარულიძე, პირველი საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე; თემურ მეტრეველი, თბილისის 47-ე საშუალო სასწავლებლის მეთერთმეტე ჯგუფის მოსწავლე...

1956 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გრიფით "совершенно секретно" წერილი მოსკოვში გაიგზავნა. წერილის ადრესატი გახლდათ სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მ. პ მალიაროვი. წერილი იუწყებოდა, რომ 1956 წლის 9 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ უკმაყოფილო ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა არალეგალური ფორმირება შექმნა, რომლის მიზანი საბჭოთა წყობილების საწინააღმდეგო საქმიანობა იყო. ჯგუფის წევრები ნაციონალისტურად იყვნენ განწყობილი, ამჟღავნებდნენ რუსი ეროვნების მიმართ აგრესიას და მართავდნენ ქუჩებში დებოშს.

ფაქტად, ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს მძიმედ დაიჭრილ ჯგუფის წევრ გ. დოჩანაშვილის შესახებ და დანარჩენების დააპატიმრებაზე მიუთითებდნენ.

დაიწყო გამოძიება, რათა სრულად გამოვლენილიყო ამ დაჯგუფების საქმიანობა, შემადგენლობა და მათი მოკავშირეები...

მართლაც, "გორგასლიანის" წევრები დაიკითხნენ, გასამართლდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ისინი მაინც საკუთარი პრინციპების ერთგულნი დარჩნენ. რადიკალურად განწყობილი ეს ახალგაზრდები საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ...

გურამ დოჩანაშვილი, ქალაქის მეორე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს (მკურნალი ექიმი მესხი). 1957 წლის 30 იანვარს იჭერენ. 31 იანვარს, ორჯერ გაჰყავთ დაკითხვაზე. როგორც ჩანს მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან 1 თებერვალს, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების“ მიზეზით. გამოძიება დამთავრდა.

1957 წლის 3-4-5 აპრილს, საჯარო სხდომაზე (თავ-რე: დ. გიორგაძე; სახალხო მსაჯულები: ი. თამაზაშვილი, თ. ჩხაიძე), ბრალდებულებს შემდეგი განაჩენი გამოუტანეს:

    1. ზვიად გამსახურდიას თავისუფლების აღკვეთა 5 წლით
    2. მერაბ კოსტავა - 4 წელი
    3. ანატოლი მიქაძე - 4 წელი
    4. ვლადიმერ სიხარულიძე - 4 წელი
    5. თამაზ გუნჯუა - 3 წელი
    6. თეიმურაზ მეტრეველი - 3 წელი
    7. თეიმურაზ ცერცვაძე - 3 წელი
    8. გურამ სხირტლაძე - 3 წელი
    9. გურამ დოჩანაშვილი - 3 წელი

...მაგრამ, სასამართლო კოლეგიამ, მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულებს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალათ პირობითი მსჯავრით (საგამოცდო ვადით, ყველას შესაბამისი წლით).

დართული სურათები:


საკვანძო სიტყვები: გორგასლიანი, ზვიად გამსახურდია, ანატოლი მიქაძე, მერაბ კოსტავა, თეიმურაზ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, ვლადიმერ სიხარულიძე, თემურ მეტრეველი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა »
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნიში »
• ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია »
• ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი