სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  ეროვნული მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 6, სულ: 11  შემდეგი > 
ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია
ავტ.: შავლეგო : 8/16/2005

წინასიყვაობა

დოკუმენტი შექმნილია გროზნიში 1993 წელს. დიგიტალიზებული/კომპიუტერული სახე ზვიად გამსახურდიას თხოვნითა და დავალებით მოამზადა ბატონმა მერაბ კიკნაძემ ნაწილობრივ ხელნაწერიდან და ნაწილობრივ კარნახით. ტექსტი ბიოგრაფიის შავი, გაუსწორებელი ვერსიაა და იგულისხმებოდა შემდგომ მისი ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ არსებთი და კრიტიკული ჩასწორება-რედაქტირება.

როდესაც ზვიად გამსახურდია სამეგრელოში გაემგზავრა მან მერაბ კიკნაძეს დაუბარა „თუ რამე... პირველ პირში დაასრულე...“-ო.

როდესაც მერაბ კიკნაძე ემიგრაციაში გაემგზავრა ფინეთში - მან ფაილები ამ დოკუმენტის ტექსტებით დაუტოვა ბესარიონ გუგუშვილს. თავის მხრივ ბ.გუგუშვილმა ფაილები თან წაიღო ლიტვაში, იქ ქაღალდზე 2 ეგზემპლარად დაბეჭდა და ასლები დაუტოვა ლიტვის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და ლიტვის პარლამენტს.

შემდეგ ასლი რაღაცნაირად მოხვდა თბილისში და იქ წიგნადაც გამოიცა...

მ.კიკნაძის მიერ მომზადებული საწყისი ფაილების ნუსხა:
03/02/1994 11:32p 93,696 MER01.DOC
03/02/1994 08:43p 80,384 MER1.DOC
03/02/1994 11:43p 48,128 MERAB2.DOC
03/03/1994 12:05a 61,952 MER3.DOC

ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფიას რაიმე შესწორებებისა და კორექტირებების გარეშე - როგორც მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს.


დაფიქრებული პრეზიდენტი - პუტჩი მზადდება
უზენაესი საბჭო, 1991


ზვიად გამსახურდია გროზნიში (?)

ზვიად გამსახურდია: ავტობიოგრაფია


საკვანძო სიტყვები: ზვიად გამსახურდია, ავტობიოგრაფია

ასოცირებული პუბლიკაციები::
• მერაბ კოსტავას დაკრძალვა, ზვიად გამსახურდიას გამოსათხოვარი სიტყვა »
• 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ »
• პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნიში »
• ზვიად გამსახურდიას მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლებრივი დევნა »
• „გორგასლიანი“ - 1956 »
• სრულად…
© ბესარიონ გუგუშვილი