სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 29, სულ: 35  შემდეგი > 
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებული მასალები
ავტ.: შავლეგო : 10/22/2005

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვასთან დაკავშირებული მასალები პრესიდან და ვიდეომასალა - ამონაკრებები.

 


 

b_gugushvilis_gamosatxovari_sitkva_z_gamsaxurdias.wmv
j-dudaevi_z-gamsakhurdias_mdgomareobaze_da_mis dagupvaze_preskonferencia_100kbps.wmv
j-dudaevi_z-gamsakhurdias_mdgomareobaze_da_mis dagupvaze_preskonferencia_56kbps.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_1_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_2_wmv.wmv (ოჯახის წარმომადგენელი მ.კინაძე - გამოძიებაზე ოჯახის უარი)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_3_wmv.wmv (ხუნტა ითხოვს ექსპერტიზას)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_grozni_4_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_1_wmv.wmv
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_2_wmv.wmv (პროკურატურა - გამოძიება ოჯახის მოთხოვნით დავიწყეთო...)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_3_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_4_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_5_wmv.wmv (დავა და ჩხუბი ექსპერტიზაზე ცხედრის ექსგუმაციის შემდეგ)
z-gamsaxurdias_gadmosvenebis_komisia_tbilisi_6_wmv.wmv (ბალუაშვილი - გამოძიება ექსპერტიზის გარეშე ვერ ჩატარდებაო)
z-jandarbiev_z-gamsaxurdias_dagupvaze_wmv.wmv (ზ.იანდარბიევი - თვითმკვლელობის ვერსიაზე ოჯახია პასუხისმგებელი...)

დართული სურათები:

დართული ფაილები:

  დაუწკაპუნეთ სანახავად: „გურამ აბსანძეს, ლოთი ქობალიასა და ბადრი ზარანდიას "კრიტიკულ ვითარებაში პრეზიდენტის მიტოვებაში" ადანაშაულებენ“წყარო >>>

 


 

 

ახალი „წამოწყება“ 2009

2009-10-20 18:38   
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი  დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ. აღნიშნული საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტის წევრს, "ქართული დასის" ლიდერს, ჯონდო ბაღათურიას ეკუთვნის.

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=56&info_id=25154

 


 

2009-10-20 15:59   
საინფორმაციო გამოშვება / 2009 წლის 20 ოქტომბერი

5. პარლამენტის პლენარული სხდომა

..."ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატმა საკითხის ინიცირებისთვის 41 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვა.
ბაღათურიამ მადლობა გადაუხადა როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებს საკითხის მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი  პარლამენტში დღეს, დღის მეორე ნახევარში განიხილება, მანამდე კი მოწვეული იქნება ბიუროს სპეციალური სხდომა, რომელზეც კომისიის შექმნის საკითხის ოფიციალურად ინიცირება მოხდება...

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=25147


 

პარლამენტის პლენარული სხდომა

..."ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატმა საკითხის ინიცირებისთვის 41 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვა.
ბაღათურიამ მადლობა გადაუხადა როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებს საკითხის მხარდაჭერისთვის.

აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი  პარლამენტში დღეს, დღის მეორე ნახევარში განიხილება, მანამდე კი მოწვეული იქნება ბიუროს სპეციალური სხდომა, რომელზეც კომისიის შექმნის საკითხის ოფიციალურად ინიცირება მოხდება...

...პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს და 78 ხმით,  ერთის წინააღმდეგ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საპარლამენტო დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. აღნიშნული საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტში დღეს სპეციალურად გამართულ ბიუროს სხდომაზე მიიღეს...

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=63&info_id=25143


 

© ბესარიონ გუგუშვილი