სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 30, სულ: 40  შემდეგი > 
1992 წლის იანვარ-დეკემბერში დახვრეტილები, დაჭრილები და რეპრესირებულები
ავტ.: შავლეგო : 3/12/2006

ეთერ მგალობლიშვილის სტატია გაზეთიდან „ასავალ-დასავალი“, 2006 წლის 6-12 მარტი, N10, გვ.16

კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგების ტალღა 22 დეკემბერს უნივერსიტეტიდან დაიწყო; ამ დროს რუსთაველზე უკვე ესროდნენ მთავრობის სახლს და იხოცებოდნენ უდანაშაულო  ადამიანები. 

22 დეკემბერს დაიღუპნენ წმიდა ილია მართლის საზოგადოების წევრები არჩილ რამიშვილი, ვარაზ ვარაზიშვილი, ციცინო ქევხიშვილი, აველინა პერტაია. დაიჭრნენ: ივეტა კობახიძე, ლანა სიხარულიძე, ვენერა ყეინოშვილი.

3 იანვარს მოკლეს გივიკო რეხვიაშვილი (21 წლის), ლევან თაქთაქიშვილი, კახა არსენიძე (21 წლის), გიზო ხატიაშვილი (29 წლის) გურამ დოლიძე (55 წლის). ამ ადამიანების პანაშვიდებზეც ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. 3 იანვარს დაიჭრნენ: ცარო ნოზაძე, ოთარ ჭრიკიშვილი და მრავალი სხვა.

2 თებერვალს დაიხვრიტნენ: ზურაბ ჯავახიშვილი (15 წლის), მამუკა ტერიშვილი (მინდა შევნიშნო, რომ მამუკა 1992 წლის 14 თებერვალს 18 წლის უნდა გამხდარიყო). მათ გარდა ასევე დაიღუპნენ: იმედა ჭანტურიძე (17 წლის), ზურაბ დიდებაშვილი (17 წლის), გერონტი (გურამ) ლიპარტელიანი (29 წლის), იური ტალახაძე (42 წლის, 4 შვილის მამა), ალექსანდრე დავრაშვილი (29 წლის), ტარიელ ხერკელიძე (41 წლის), მიხეილ ფოლადიშვილი (50 წლის), ტრისტან ცერაძე (70 წლის). დაჭრილები იყვნენ: ანა ფანქველაშვილი (18 წლის), გოდერძი ჯოჯიშვილი (35 წლის), დიმიტრი ხუხულაშვილი (15 წლის), ლერი ოქრიაშვილი (25 წლის), ვაჟა ჯავახია (20 წლის), არამ არუთინიანი (25 წლის), როინ ხუციშვილი (15 წლის), კახა ჩხეიძე (20 წლის), დიმიტრი იორამაშვილი (65 წლის), დავით ჭყოიძე (30 წლის), ლია ბაღათურია (21 წლის), ავთანდილ გოგოლაშვილი (26 წლის), ემზარ კვაველიძე, თამაზ ლოგუა (41 წლის), კუკური ჩიქოვანი (41 წლის), გელა კავთიაშვილი (14 წლის), გიორგი კულუმბეგაშვილი (41 წლის), თეიმურაზ გეგეშიძე (23 წლის), მურთაზ ასათიანი (50 წლის), დავით ჩადუნელი (15 წლის), გელა სახლთხუციშვილი (18 წლის), ვასო ჯავახიშვილი (20 წლის), დავით მთვარელიძე (25 წლის), გიორგი გიორგობიანი (15 წლის), ოთარ კუნჭულია (40 წლის)  და მრავალი სხვა.

საპროტესტო აქციები მიჰყავდათ ლია ენუქიძეს, ხატია ღუდუშაურს, ეკა ხერხეულიძეს, გოჩა კელენჯერიძეს, ნინო დავითურს.

დართული ფაილები:

© ბესარიონ გუგუშვილი