სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 13, სულ: 23  შემდეგი > 
პირველი გასროლის სინდრომი - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 4/9/2007

მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის დამდეგის საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ აზროვნებაში ფართოდ გავრცელებული ცნება „პირველი გასროლა“ ეხებოდა 1991-1992 წლების პუტჩის 1991 წლის 21 დეკემბერის დაწყების უშუალო საბაბსა და ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლებისა და კერძოდ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წამოწყებულ სასამართლო საქმეში ერთ-ერთ არსებით ბრალდებას.

ანტიეროვნული ძალები მათ მიერ შეიარაღებულ პუტჩს ამართლებდნენ იმით, რომ ვითომც ეროვნულმა, ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ ცეცხლი გაუხსნა „შეუიარაღებელ საპროტესტო მიტინგს“ მათავრობის სასახლის წინ.

კერძოდ ეროვნული ხელისუფლების მხრივ ოპოზიციისადმი ცეცხლის გახსნის ამ ვერსიას მსოფლიოს მასშტაბით ავრცელებდა რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმი „Seule, Géorgie“.

აღნიშნული სასამართლო საქმე ხელახლა იქნა გამოძიებული საქართველოს პროკურატურის მიერ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ.

პროკურატურის გამოძიების შედეგად არ დადასტურდა ეროვნული ხელისუფლების მიერ ოპოზიციისათვის ცეცხლის გახსნის ფაქტი - არამედ დადასტურდა ოპოზიციის მიერ მთავრობის სასახლეზე შეიარაღებული თავდასხმა - რასაც მოჰყვა მსხვერპლი და დადასტურდა, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ საპასუხო ცეცხლი და საბრძოლო ოპერაცია მხოლოდ ამის საპასუხოდ დაიწყო.

'''კერძოდ პროკურატურის დასკვნაში წერია:'''

ტ.110, ს.ფ. 150

'''არ პოულობს დადასტურებას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლის განხორციელების ფაქტი.'''

საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის პირველი მოადგილის, წინასწარ გამოძიებასა და ზაურ ქობალიას ბრალდების საქმის სასამართლო განხილვაში მოწმედ დაკითხული რომან გვენცაძის ჩვენებით, პირველი სროლა განხორციელდა ეროვნული გვარდიის სარდლის ვახტანგ ქობალიასა და გვარდიის წევრების მიერ, რაც თითქოსდა სამხედრო დაპირისპირების მიზეზი გახდა. მისივე ჩვენებით, რომ არა ვახტანგ ქობალიასა და მის დაქვემდებარებაში მყოფი გვარდიის წევრების მხრიდან სროლა, ოპოზიცია უზენაესი საბჭოს მიმართულებით ცეცხლის გახსნას ვერ გაბედავდა.

აღნიშნული ჩვენება გამოძიების მიერ გაზიარებული ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ რ. გვენცაძის განმარტებით, მან თენგიზ კიტოვანს სთხოვა '''უზენაესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული პირები''', წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლი დაიღვრებოდა. თ. კიტოვანმა მას არ დაუჯერა და დაიწყო ავტობუსების გათრევა, რომელიც ერთმანეთისაგან ჰყოფდა კანონიერი ხელისუფლებისა და შეიარაღებული ოპოზიციური ძალების მხარდამჭერთა მიტინგებს.

რ. გვენცაძის აღნიშნული ჩვენების საწინააღმდეგოდ, გაცილებით ადრე, ოპოზიციურ შეიარაღებულ ძალებს არაერთი თავდასხმა ჰქონდათ განხორციელებული დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, კერძოდ, დიდუბის ტერიტორიაზე "თელასის" შენობაზე, სახელმწიფო ცირკის მიდამოებში, "ჩაის სახლთან", 4 ოქტომბერს კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც არაერთი პირისათვის სხეულის ცეცხლნასროლი დაზიანებით და გია ტეტელაშვილის მკვლელობით დასრულდა და სხვ.

ტ. 100, ს.ფ. 2-3, 4-5, 6-16, 275;
ტ. 113, ს.ფ. 163-232.

ამასთან, საქმეზე მოწმედ დაკითხული, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრის პირველი მოადგილის მერაბ რაფავას ჩვენებით, 1991 წლის 21 დეკემბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებას თვითონვე აეღო რუსთაველის გამზირის ორივე მხარეს აღმართული ბარიკადები და მომდევნო დღეს იგი გამართავდა გაერთიანებულ მიტინგს, ორივე მხარეს - ხელისუფლებას და ოპოზიციას შესთავაზებდა ერის გამთლიანების თავის გეგმას. მას და რომან გვენცაძეს, 1991 წლის 21 დეკემბრის ღამეს, სხვა პირებთან ერთად ეძინათ უზენაესი საბჭოს შენობაში. პირადად მას ეღვიძა, რადგან მის გვერდით მყოფი რ. გვენცაძე ხმამაღლა ფშვინავდა, რაც დაძინების საშუალებას არ აძლევდა. გამთენიისას იგი ფანჯრიდან გადაჰყურებდა გამზირს, საიდანაც ჩანდა როგორც უზენაესი საბჭოს კიბეები, ასევე რუსთაველის გამზირი, ქაშუეთის ეკლესია, მხატვრის სახლი და მიმდებარე ტერიტორია. რუსთაველის გამზირს ამ დროს გვიდა მეეზოვე ქალი. მან ფანჯრიდან შენიშნა ქაშუეთის ეკლესიის მხრიდან სირბილით მომავალი '''ავტომატებით და სხვა საბრძოლო აღჭურვილობით შეიარაღებული ოცამდე პირი''', რომლებსაც ეცვათ საბჭოთა ჯარისკაცის შავი ფერის ტყაპუჭები. უმრავლესობას თავზე ეხურა ნაქსოვი შავი ფერის ქუდი. მას გაუკვირდა მათი გამოჩენა, ვინაიდან ასეთი ჩაცმულობის კანონიერი შეიარაღება მისთვის ცნობილი არ იყო. ხსენებული ჩაცმულობის პირები მან დაინახა ჯერ კიდევ წინა ღამეს, როცა ისინი თან ახლდნენ თენგიზ სიგუას, რომელიც მთავრობის სახლის წინ იყო მოსული.

შეიარაღებული ხალხის გამზირზე გამოჩენისთანავე მოქალაქეთა ერთი ნაწილი შეშინებული გაიქცა მხატვრის სახლისკენ, სადაც კარები იყო ღია. როგორც კი შეიარაღებული პირები რუსთაველის გამზირზე დადგნენ, '''ერთ-ერთმა, დაყოვნების გარეშე პირდაპირი ავტომატური ჯერით ცეცხლი დაუშინა უზენაესი საბჭოს''' იმ მხარეს, საითაც განლაგებული იყო პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კაბინეტი. 50-მდე მოქალაქე ცარიელი ხელებით უეცრად ეცა მათ. თავდამსხმელებმა მოქალაქეებს მიუშვირეს ავტომატები და მათაც გაუხსნეს ცეცხლი, თვითონ კი უკუსვლით იხევდნენ ქაშუეთის ეკლესიისაკენ, სადაც კარები ღია იყო, მეორე ნაწილი გაიქცა სასტუმრო "თბილისისკენ". მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან აწარმოეს სროლები რუსთაველის გამზირზე როგორც ხალხის, ისე მთავრობის სახლის მიმართულებით. მან დაინახა, თუ როგორ '''მოხვდა ტყვია და იქვე წაიქცა გამზირის დამლაგებელი ქალი'''. ასევე '''გაუნძრევლად დაეცა სამი თუ ოთხი მამაკაცი''', აგრეთვე '''დაიჭრა რამდენიმე პირი''', რომლებიც შველას ითხოვდნენ. გადარჩენილებიდან ზოგი გარბოდა მხატვრის სახლისკენ, სადაც კარები ღია იყო, დანარჩენები კი გამორბოდნენ მთავრობის სასახლის კიბეებისკენ. მან გააღვიძა ანზორ მარგიანი და რომან გვენცაძე, რომლებსაც ყვირილით ამცნო, რომ '''იერიშზე გადმოვიდა შეიარაღებული ოპოზიცია''', დაიჭრა და დაიღუპა ხალხი. გაგრძელებული სროლების ხმებზე გაეღვიძა თამაზ ნინუასაც. რ. გვენცაძე ყველაზე წინ გაიჭრა და დაეშვა კიბეებზე შეძახილებით - არ ესროლათ. სროლის ინტესიურობა ოდნავ შემცირდა. რ. გვენცაძე იქ მყოფ თანამშრომლებს სთავაზობდა რუსთაველის გამზირზე ცოცხალი ღობის აღმართვას, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან სროლები მაინც არ ცხრებოდა და პოლიციის მუშაკების სამიზნეებად გამოყენება არ შეიძლებოდა.

იგი შეუდგა ეროვნული გვარდიის სარდლის ვახტანგ ქობალიას ძებნას, მაგრამ, როგორც ის, ასევე გვარდიის წევრები არსად ჩანდნენ. მან მთავრობის სახლის შიდა ეზოში თვალი მოჰკრა მილიციის ერთ-ერთ თანამშრომელს და უბრძანა, სასწრაფოდ მოეძებნა ვახტანგ ქობალია. ამ დროს გაიგო, რომ რომან გვენცაძე დაუჭრიათ და პირველი საშუალო სკოლის მხრიდან უზენაესი საბჭოს შენობის გვერდიდან შემოსასვლელი კარებისკენ მოხოხავდა. მას ორივე ფეხიდან სდიოდა სისხლი. ექიმებმა აღმოუჩინეს პირველად სამედიცინო დახმარება. რომან გვენცაძემ მას მიმართა: "მერაბ, ხომ ხედავ, ამ ნაძირალებმა მაინც გაყიდეს საქართველო, ტყვია გვესროლეს, იბრძოლეთ სისხლის ბოლო წვეთამდე, არ დაუთმოთ, არ დანებდეთ". ამ დროს თავის გვარდიელებთან ერთად გამოჩნდა ვახტანგ ქობალიაც, რომლებსაც თურმე ეძინათ პრეზიდენტის ფლიგელის მოპირდაპირე მხარეზე არსებულ ნახევრად მიწისქვეშ განლაგებულ სართულზე.

აღნიშნულის შემდეგ, ვ. ქობალია უკვე თავს უყრიდა გვარდიელებს ორივე ფლიგელს შორის არსებულ შადრევანთან და აპირებდა იერიშზე წასვლას რუსთაველის გამზირისკენ, საიდანაც უზენაესი საბჭოს შენობისაკენ როგორც ავტომატური იარაღებიდან, ისე ნაღმმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან, ასევე სასტუმრო "თბილისის" გვერდზე განლაგებული ქვემეხიდან აგრძელებდნენ ინტენსიურ სროლებს. ვ. ქობალიამ კიბეებზე განალაგა დაახლოებით 150-მდე გვარდიელი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს სთხოვა გაემაგრებინათ მისთვის ზურგი. ამ დროს შს სამინისტროს ერთ-ერთი ოფიცერი გაიქცა იქვე მდგომი ავტომანქანისკენ, საიდანაც ამოიღო ჯავშანჟილეტი და თავისი ხელით ჩააცვა მას, რის შემდეგ ვ. ქობალია შეუდგა თავდაპირველად თავდაცვითი, შემდეგ კი შეტევითი ღონისძიებების განხორციელებას.

ტ. 113, ს.ფ. 30-37, 38-50, 51-62.

აღნიშნული გარემოებანი ასევე დადგენილია საქმეზე წარმოების განახლების შემდეგ მოწმის სახით დაკითხულ როზლანდ ლაკიას, ელზა ჩინჩლაძის, გოდერძი ქავთარაძის, მიმოზა აბაშიძის და სხვათა ჩვენებებით.

ტ. 103, ს.ფ. 100-109, 125-131, 134-140, 193-196, 258-264, 284-289, 290-293, 296-300, 309-310.

აღნიშნული ჩვენებებით გამორკვეული და დადგენილია, რომ რომან გვენცაძე არ იყო პირველად განხორციელებული სროლების თვითმხილველი მოწმე, ამასთან, პირველი '''გასროლების წარმოებას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი გვარდიელების მხრიდან ადგილი არ ჰქონია'''.

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო


საკვანძო სიტყვები: „პირველი გასროლა“, ოთარ იოსელიანი, პუტჩი

ასოცირებული პუბლიკაციები::
• 1990-91 წწ უზენაესი საბჭოს დეპუტატების მედეა თუშმალიშვილისა და ვიქტორ დომუხოვსკის განცხადება »
• ვითომ სამართლიანობის აღდგენა »
• ავტომატიანი ინტელიგენტები: კიტოვანი და ხაინდრავა »
© ბესარიონ გუგუშვილი