სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  კატეხიზმო

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 10, სულ: 23  შემდეგი > 
საერთაშორისო სამართლის უსამართლობა - კატეხიზმო
ავტ.: შავლეგო : 4/9/2007

საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო).

კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას - თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები.

როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა - რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა - საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.

ამდენად გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ - გაერთიანებული ორგანიზაციის წევრი იყო არა საბჭოთა კავშირი - არამედ საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია. გარკვეული თვალსაზრისით შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკური პარადოქსი - საბჭოთა კავშირის შემადგენელი სამი რესპუბლიკა გაეროს წევრი იყო - თვით სახელმწიფო საბჭოთა კავშირი კი - არა. ამავე დროს ეს საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს და მათს შორის საქართველოსაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა - საქართველოს უფლებებს ვითომ, ფორმალურად წარმოადგენდა - ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა - რუსეთის ფედერაცია.

სხვა კუთხით - 1945 წლიდან საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკრაინა და ბელორუსია დამოუკიდებელ სახელმწიფოებს წარმოადგებდნენ!

აგრეთვე - გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან ერთი იყო არა საბჭოთა კავშირი, არამედ რუსეთის ფედერაცია (სსრკ სახით)!

განმარტება: ფორმალურად საბჭოთა კავშირი დაფუძნდა 1922 წელს რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ბელორუსიისა და ამიერკავკასიის ფედერაციის „გაერთიანებით“. ამდენად - საბჭოთა კავშირის დამაფუძნებლებიდან გაეროს უშიშროების საბჭოში შევიდნენ საბჭოთა კავშირის დამაფუძნებლები (ამათში სსრკ სახელით არსებითად ქმედებდა სსრკ-ს დამაფუძნებელი რუსეთის ფედერაცია.

ნიშანდობლივია: რომ საბჭოთა კავშირის დაშლის ფორმალური ხელშეკრულებაც (ე.წ. „ბელოვეჟის“ შეთანხმება) სწორედ საბჭოთა კავშირის იმავე დამაფუძნებელი წევრების დონეზე მოხდა - რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, ბელორუსია - რცა ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო დონეზე სწორედ ეს ერთეულები იყვნენ ანგარიშში მისაღები.
___________________________________


აქედან გამომდინარე - ფრიად პრაქტიკული კითხვა:


- თუ საბჭოთა კავშირი არ არსებობდა - მაშინ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საიდან გავიდნენ 1990-1992 წლებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები?

___________________________________

უკრაინა საბჭოთა პერიოდში ორჯერ იყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი (1948-1949, 1984-1985).

აქედან გამომდინარე, მაგალითად, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის უზენაესი საბჭოს (რადა) მიერ დამოუკიდებლობის დეკლარირება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნონსენსი იყო, - ისევე როგორც ნონსენსი იყო უკრაინის „ცნობა“ მსოფლიოს ქვეყნების მიერ 1991 წლის განმავლობაში.

- გაეროს წევრმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა?

- თუ გარეოს წევრი ქვეყანა შეიძლება არადამოუკიდებელი იყოს - მაშინ რატომ არ შეითლება გაეროს წევრი იყოს ჩეჩნეთი ან აფხაზეთი?

რა ცნეს მსოფლის ქვეყნებმა? გაეროს წევრი ქვეყანა - რომელიც თვით იყო გაეროს ყველა ქარტიის, დადგენილების, გადაწყვეტილების, კენჭისყრის მონაწილე?

 
ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ეროვნული ხელისუფლების მომხრის და მხარდამჭერის კატეხიზმო

© ბესარიონ გუგუშვილი