სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  საქართველო  »  წინააღმდეგობის მოძრაობა

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 6, სულ: 40  შემდეგი > 
საპროტესტო მიტინგი თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარი
ავტ.: ადმინი : 8/27/2004

კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარს გაიმართა კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგი კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა და პოპლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით.


THOUSANDS OF SUPPORTERS OF OUSTED PRESIDENT ZVIAD GAMSAKHURDIA HOLD DEMONSTRATION AGAINST RULING MILITARY COUNCIL.
Story

About 5,000 supporters of Georgia's ousted president Zviad Gamsakhurdia protested in the former Soviet republic's capital on Sunday (January 12) against the Military Council now in power and demanded his return.

The crowd at Tbilisi's central railway station was swollen by busloads of demonstrators from western Georgia, where the fugitive president still has considerable support.

Georgia's new leaders, the Military Council and the provisional government it appointed from among anti-Gamsakhurdia politicians, promised not to fire on the crowd and militiamen kept a low profile.

Four people were killed during demonstrations earlier this month when gunmen shot at protesters.

Gamsakhurdia, elected in May with 87 per cent of the vote but later accused by opponents of being a dictator, fled Tbilisi for Armenia last Monday after a two-week battle with opposition forces in which 113 people were killed and 420 wounded.

After Sunday's rally the demonstrators joined the funeral procession of a fighter killed the day Gamsakhurdia was forced out.
The huge crowd paused outside the television station, now held by the anti-Gamsakhurdia Military Council, making it clear who they blamed for the bloodshed.

Script is copyright Reuters Limited. All rights reserved.



საპროტესტო მიტინგი თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარი


ვიდეო: საპროტესტო მიტინგი თბილისში ვაგზლის მოედანზე 1992 წლის 12 იანვარი


 

© ბესარიონ გუგუშვილი