სიმართლე

„ასჯერ გაგონილს ერთხელ დანახული სჯობია“
აქ ნახეთ კაცობისა და არაკაცობის ორთაბრძოლა

 თავფურცელი »  დოკუმენტები  »  სხვა დოკუმენტები

წინასიტყვაობა

საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

 

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.

 

2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.

 

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

 

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 - Iს

     
 < წინა  პუბლიკაცია 15, სულ: 35  შემდეგი > 
ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)
ავტ.: შავლეგო : 7/19/2005

ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (30.01.2004)

«2004 წლის 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებით დასრულდა თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების დაცვისთვის სახალხო ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი.

პირველად, უკანასკნელი თორმეტი წლის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოებრიობის, კანონიერებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში 1991-92 წლების ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაპირისპირებული მხარეების ერთად დადგომა. ქართველმა ერმა, საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად.

მჯერა, რომ საქართველოში იწყება განახლებისა და ჭეშმარიტად დემოკრატიული განვითარების ახალი ერა. 1990 წლის 28 ოქტომბერის საყოველთაო დემოკრატიული არჩევნებით არჩეული ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები და 2003 წლის ნოემბრის რევოლუციითა და 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებით სახელმწიფოს სათავეში მოსული ხელისუფლება, ერთობლივი მიზნისა და ინტერესების შეგნებით, ვაქვეყნებთ მემორანდუმს, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას 1991-92 წლების მოვლენებით გამოწვეული დაპირისპირება და მიღწეული იქნას ეროვნული თანხმობა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და მშვიდობიანი საზოგადოებრივი თანაცხოვრების პრინციპებზე.

მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში.

საქართველოს ახალი ხელისუფლება ქართველ ხალხს აღუთქვამს, რომ შექმნის სამართლებრივ ბაზას, შიდა კონფლიქტებისა და ხელისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში უცხო ქვეყნის ჯარის გამოყენების იდეოლოგიისა და საქმიანობის ამოსაძირკვად. წინაღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა არც მომავალში იქნება დაზღვეული ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისაგან. ასეთია იმ ხალხის ნება, რომელიც თავისუფლების სადარაჯოზე ურყევად იდგა მთავრობის სახლის წინ და სიცოცხლის ფასად დაიცვა საკუთარი ღირსება.

ეროვნული თანხმობის პრინციპებიდან და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია:

  • მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება 1991-92 წლების მოვლენებს;
  • სრულად წარმოჩინდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას როლი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასა და დემოკრატიზმის დამკვიდრებაში. შემუშავდეს და განხორციელდეს მისი სახელის უკვდავსაყოფი ღონისძიებები;
  • გამოცხადდეს ამნისტია 1991-92 წლების მოვლენების მიზეზებით, შევარდნაძის ხელისუფლებასთან პოლიტიკური შეუთავსებლობის ნიადაგზე დაპირისპირებულთა, პატიმართა და ძებნილთა მიმართ;
  • ეროვნული თანხმობის პროცესის, თანხმობის კომისიის საქმიანობის გავრცელება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებზე, ქვეყანაში ერთიანი სამართლებრივი სივრცის აღდგენის საკითხებზე;
  • შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიმუშაონ კონკრეტული ღონისძიებები ამ დეკლარაციით განსაზღვრული საკითხების რეალიზებისათვის.

როგორც 23 ნოებრის მოვლენებმა, ისე 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებმა მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ ქართველმა ხალხმა უკვე მერამდენედ გაუძლო ისტორიის ულმობელ გამოცდას, შეინარჩუნა ეროვნული ღირსება და დაამტკიცა, რომ მზად არის მომავალშიც შინაგანი მდგრადობით ზიდოს ეროვნული და საკაცობრიო ფასეულობათა ტვირთი. ამიტომ არსებობს ყოველნაირი მორალური და კანონიერი საფუძველი, ერთად, კონსოლიდირებულად, თანხმობით განვამტკიცოთ დემოკრატიული სისტემა, დავიცვათ თითოეული მოქალაქის უფლება, აღვადგინოთ კანონის უზენაესობა ყველგან, ყველა მიმართულებით, გავყვეთ იმ კურსს, რომელიც არჩეული გვქონდა დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღეებიდანვე და ავაშენოთ ახალი, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი»

"დილის გაზეთი", 2004 წლის 30 იანვარი


საით „სიმართლის“ შენიშვნები:

  1. მოხსენიებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება - ანუ დადგენილება, რომელიც მიიღო დევნილმა უზენაესმა საბჭომ გროზნიში - ეს მოხსენიება თითქოს იმის მიმნიშნებელია, რომ სააკაშვილი ამ დადგენილებას და ზოგადად დევნილ უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურ ორგანოდ მიიჩნევს
  2. დეკლარაცია ასახელებს 1991-92 წლებს, რაც სავსებით უმართებულოა ეროვნული ხელისუფლების 1993 წლის მიწურულს საქართველოში დაბრუნებისა და დასავლეთ საქართველოში მისი ფაქტობრივი მართვის განახლების შუქზე
  3. პოლიტიკური შეფასებები არ გაკეთებულა და ვერც გაკეთდებოდა
  4. დეკლარაციაში მოხსენებულია „ამნისტია“, რაც სრულებით მიუღებელია

პარლამენტმა 1991-92 წლების მოვლენებს პოლიტიკური შეფასება მისცა

(ინტერ-პრესი)
საქართველოს პარლამენტმა 111 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება, რომლითაც 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცა. როგორც დადგენილებაშია ნათქვამი, პარლამენტი მიესალმება საქართველოში ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად საბჭოთა მმართველობის პირობებში, მრავალპარტიული თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოში შეიქმნა ეროვნული ხელისუფლება, 1990-91 წლებში ეროვნული ხელისუფლების მიერ გადადგმულ იქნა არაერთი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ და 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში შეიქმნა საყოველთაო ეროვნული შერიგების პირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტი მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 იანვრის ინიციატივა და საბოლოოდ აღმოიფხვრას 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგები. პარლამენტი კვლავაც ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, ასევე მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას და ადგენს: შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდების საფუძველი ემყარებოდა მითითებულ სახელმწიფო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას; დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება და რეპრესიული მოქმედებები. როგორც ოპოზიცია განმარტავს, აღნიშნული დადგენილების მიზანია აღნიშნულ პერიოდში რეპრესირებულთა მსხვერპლის რეაბილიტაცია, რადგან იმ პერიოდის რეპრესირებულ ადამიანებს ჯერ კიდევ არ მოხსნიათ ბრალდებები, რომლითაც დააპატიმრეს. ამგვარი ადამიანები, მათი განცხადებით, დღეს ხელისუფლებაშიც არიან.


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ერონვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელმოწერისას წარმოთქმული სიტყვიდან
2004 წლის 26 იანვარი


ქალბატონებო და ბატონებოშ ჩემო მეგობრებო! ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, იმ ტაძარში, რომლის ირგვლივ ესროდნენ ერთმანეთს იმ მოვლენების დროს, რომლებიც განვითარდა 1991 წლის დეკემბერსა და 1992 წლის იანვარში.

ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ქართველებიშ იმის მაგივრად, რომ ერთად გვებრძოლა ქვეყნის თავისუფლებისათვის, როგორც ეს 1921-სა და 1989 წლებში იყო, იმ დეკემბერ-იანვარში მტრის გასახარად ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ.

ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ბევრის ცნობიერებაში დაითრგუნა ერთიანი საქართველოს ცნება და ქვეყნის მომავალს დიდი ხნით დაესვა წერტილი... მაშინ, როცა 80-იანი წლების ბოლოს ქართველი ერი ისე იყო შეკრული და ერთიანი, როგორც არასდროს. ყველანი ფრთაშესხმული ვიყავით იმით, რომ საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების ეროვნული მოძრაობები ერთიანი იყო, რამაც პრაქტიკულად დაშალა საბჭოთა კარშირი.

პირადად მე ყველა ერს სათანადო პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო.

ამას აღიარებს ყველა. მაშინ ჩვენ შემოგვნატროდნენ ლიტველები, ლატვიელები, ესტონელები, უკრაინელები, პოლონელები, ჩეხები...

მე მაშინ უკრაინაში ვიმყოფებოდი და კარგად მახსოვს, როგორ პატივს სცემდნენ ქართველებს იმის გამო, რომ საბჭოთა იმპერიასთან შერკინება პირველებმა ჩვენ წამოვიწყეთ...

მე კარგად მახსოვს, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბებიაჩემის დამ, 85 წელს გადაცილებულმა თამარ აბაშიძემ ცხარე ცრემლით იტირა; მაშინ როცა არ უტირია, როცა მისი ძმა დახვრიტეს, როცა მამა გადაუსახლეს, არც მაშინ როცა მეუღლე გარდაეცვალა. მე ამის მომსწრე თავად ვიყავი. ეს იყო მრავალი თაობის განცდა, ოცნების ასრულება, რასაც თაობა თაობას გადასცემდა... მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის მოვლენა, რომელიც მოამწიფა და შექმნა კომუნისტურმა რეჟიმმა. იგი დაფუძნებული იყო კონფორმიზზე. პრაქტიკულად ჩამოაგდო შუღლი და აამხედრა სხვადასხვა ძალები კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფი ქართველები, გამოიყენა მათი ცალკეული უთანხმოებანი რევანშისათვის და ქვეყნის ხელში ჩასაგდებად. ის რაც განვითარდა 1991-1992 წლების მიჯნაზე, იყო კომუნისტური რევანში, ნომენკლატურული პოზიციების აღდგენა, მისი უარესი ნაწილის აღზევება, ხელახლა წარმოჩინება კანონიერი ქურდების და სხვა კრიმინალური ელემენტების განავარდება საქართველოს გასანადგურებლად და ხელში ჩასაგდებად, რასაც თან ახლდა ზოგიერთი მათგანის პრიმიტიულ სუბიექტად გარდაქმნა და ქართული საზოგადოების მმართველ ძალად ქცევა. პრაქტიკულად სახელმწიფოს დანაწევრება-გახლეჩა, პრინციპში, თითქმის განადგურება.

ყველაზე ტრაგიკული იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბედი, იმიტომ, რომ იგი შეეწირა თავის ოცნებას ისე, როგორც ათასობით ადამიანი შეეწირა თავის ოცნებას. ჩვენ უფლება არ გვაქვს პატივი არ მივაგოთ მათ ხსოვნას.

თითოეული ქართველის ვალია, რომ მოიხსენიებდეს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს, რომლებმაც შეძლეს ქვეყნისათვის თავდადების დემონსტრირება, რომ გადამწყვეტ მომენტში თავდადებაა გამოსავალი.

ამავე დროს მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბარიკადების ორივე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ რასაც აკეთებდნენ, საქართველოსათვის აკეთებდნენ, საქართველოსათვის დებდნენ თავს.

განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამ ბრძოლას, რომლებიც დასახიჩრდნენ ამ ბრძოლებში. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მსხვერპლზე, უნდა გვახსოვდეს საპყრობილეებში მყოფნიც. ასეთები კიდევ არიან.

ჩვენ ეს ხალხი უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება სამშობლოს მოყვარული, პატრიოტი ადამიანები. შევუნდოთ იმათაც, რომლებიც სცოდავდნენ იმ პერიოდში. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს თავისი ღირსების სრულად წარმოჩენა. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც არ მისცეს საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში. მათ შორის არიან მასწავლებლები, ექიმები, მეცნიერები... ეს ხალხი ჩვენს გვერდით დგას. არის ბევრი გადახვეწილი ქართველი, რომელიც კარგავს სამშობლოსთან შეხებას. მათ შორის არიან პატრიოტული სულის ადამიანები...

ქვეყანას სჭირდება სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები... მე არასოდეს დამავიწყდება ზუგდიდის ცენტრში, საოცრად დახვეწილი ინტელიგნტი ადამიანი, რომელმაც ბანდის ავტომატიან წევრს, იმ ბანდისა, რომელიც მშვიდობიანი ხალხის შეკრებას ესროდა, ჩამოჰგლიჯა სახიდან ნიღაბი. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, ეს სიმბოლოა საქართველოს აღზევებისა და ამაღლებისა. ეს ქალბატონი გახლავთ ჩვეულებრივი ქართველი დედა, საზოგადოების წევრი, საოცრად ნატიფი, სუსტი აღნაგობის ადამიანი, რომელიც უშიშრად ეცა იარაღიან ყაჩაღს, როცა ძალადობამ და თავხედობამ უდიდეს უზნეობას მიაღწია.

განსაკუთრებული მუშაობა გვმართებს ქართულ ემიგრაციასთან. სასარგებლო მუშაობას ეწევიან კომისიები, რომელთა სათავეში დგანან ელდარ შენგელაია, კოტე კემულარია, განსაკუთრებით გურამ აბსანძის კომისია. მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილებები ხალხის საპყრობილეებიდან გასათავისუფლებლად, და რაც შეიძლება მალე... ჩვენ ვიცით, განთავისუფლების შემდეგ ბევრი სინდისის პატიმარი დაბრუნდა და ქვეყნისთვის სასიკეთო მოღვაწეობას ეწევა. ზვიად ძიძიგური 4 წელია რაც გაათავისუფლეს. არ დაგიმალავთ, მეც მეგონა იგი საშიში პიროვნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. მე მოვიხიბლე მისი საოცარი სიმშვიდით. იგივე მინდა ვთქვა ბატონ გურამ აბსანძეზე. იგი ჩვეულებრივი, წესიერი კაცია, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის თორმეტი საქმე იყო აღძრული...

საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი ზვიად გამსახურდიას მიმართ დამოკიდებულებას. შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისა და საქართველოს პირველ პრეზიდენტს!

ჩემი წინადადებაა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაერქვას ზვიად გამსახურდიას სახელი. მისი ნეშტი გროზნოდან ოჯახთან შეთანხმებებით და შესაფერისი პატივით მივაბაროთ მშობლიურ მიწას...


დააკვირდით მეგობრებო ფარისევლობას!

ჯერ ნათქვამია:

„მოვლენა, რომელიც მოამწიფა და შექმნა კომუნისტურმა რეჟიმმა. იგი დაფუძნებული იყო კონფორმიზზე. პრაქტიკულად ჩამოაგდო შუღლი და აამხედრა სხვადასხვა ძალები კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფი ქართველები, გამოიყენა მათი ცალკეული უთანხმოებანი რევანშისათვის და ქვეყნის ხელში ჩასაგდებად. ის რაც განვითარდა 1991-1992 წლების მიჯნაზე, იყო კომუნისტური რევანში, ნომენკლატურული პოზიციების აღდგენა, მისი უარესი ნაწილის აღზევება“...

მერე კი ყველაფერი შეტრიალებულია:

„არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბარიკადების ორივე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ რასაც აკეთებდნენ, საქართველოსათვის აკეთებდნენ, საქართველოსათვის დებდნენ თავს.“

გამოდის რომ კომუნისტური რეჟიმის მიერ მოწყობილი „მოვლენის“ მომწყობ-განმახორციელებლები-ც თურმე „კეთილი ზრახვებით“ ხელმძღვანელობდნენ...


© ბესარიონ გუგუშვილი