კანონიერი ხელისუფლების მომხრეების მშვიდობიანი, შეუიარაღებელი საპროტესტო მოძრაობის დახვრეტებისა და დარბევების მიუხედავად 1992 წლის 16 იანვრიდან მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დიდი ძალებით შემოუერთდა სტუდენტი ახალგაზრდობა - სტუდენტების დიდმა ჯგუფმა დაიწყო ვაგზლის შენობაში შიმშილობა კანონიერი ხელისუფლესბია აღდგენისა და პოლიტპატიმართა განთავისუფლების მოთხოვნით. „ძირს შევარდნაძის დემოკრატია! ძირს სიგუა! ძირს ხუნტა!“ - სკანდირებენ ისინი.
თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გარიცხული წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტის, არაკაცების მიერ მრავალგზის დაპატიმრებული და სასტიკად ნაცემი ეკა ხეხრხეულიძის მიმართვა კორესპონდენტებისადმი - დაიცვან ხატია ღუდუშაური, სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი, რომელიც იმ დღეებში დააპატიმრეს არაკაცებმა.
მოშიმშილე სტუდენტი გოგონა
მოშიმშილეები
მოშიმშილეები
მოშიმშილეები
„ძირს სიგუა“
ეკა ხერხეულიძე მიმართავს კორესპონდენტებს
თბილისის ვაგზლის შენობასთან
ეკა ხერხეულიძე და მისი მეგობრები
მომიტინგეები
ვიდეო: სტუდენტობის საპროტესტო შიმშილობა, თბილისი, 1992 წლის 16 იანვარი