კომენტარები:
გახსოვთ ალბათ სუყველას საიდუმლო პოლიცია როგორ იყენებდა იარაღად ცილის მწამებლურ მონაჭორებს. ჩემს დროსაც იგივე მექანიზმი მუშაობდა. მოგეხსენებათ მე არ ვარ ეგრეთწოდებული "ზვიადისტი" მაგრამ მზარავდა სიმდაბლე მსგავსი მოქმედებებისა. მახსოვს დეპარტამენტიდან დამაწინაურეს სხვა სამსახურში გადამიყვანეს, მოდის ჩემს უფროსთან დაახლოებული პირი და მის დავალებას გადმომცემს
-"წადი ძველ სამსახურში და გამოკითხე ბიჭებს ხომ არაფერი იცით თითქოს ჯოხარ დუდაევი იმიტომ აძლევს თავშესაფარს გამსახურდიას რომ მანანასთან გაუბამს რომანი, განა იმიტომ რომ მანანა სილამაზის განსახიერებაა, არამედ რახან საქართველოს პირველი ლედია ეს ახელებსო."
კარგი მეთქი მოვისულელე თავი, თორემ იმ დეპარტამენტში სხვას დაავალებდნენ და რადგან მე ყველაზე მეტად დამეჯერებოდა ამიტომ ვითომ სიხარულით შევუდექი საქმეს. ეს ერთი და კიდევ იმდენი გასაოცარი რამის შემსწრე ვარ, რომ მრცხვენია ყველაფრის თქმა რადგან ამ ჭორ კამპანიაში საზოგადოების თვალსაჩინო წევრებსაც მიუღიათ მონაწილეობა და ეხლა რომ გავუხსენო აირევა ისევ მონასტერი, არადა ზიზღი მახრჩობს და მაინც ვერ ვპატიობ ხოლმე, წამიცდება შიგადაშიგ ხელი ხანდისხან მაგეთებზე... (68.199.173.185 25/07/2005 5:54:03 AM)
ავტ.: ტაირიელ, 8/9/2005 10:07:28 PM