კომენტარები:
აურებუენდია,

აქ არც ნუცას სკოლაა და არც ფორუმი: თუ რამე შეკითხვები გაგაჩნიათ ან რაიმეს გარკვევა გსურთ -- მიმართეთ „ქართული კარიბჭის“ ფორუმებს.
ავტ.: შავლეგო, 5/25/2005 12:08:51 AM
და... რატომ არ მაწყობს? :) ჩემი განწყობა ზუსტადაც რაღაცის გაგებისკენაა მიმართული, ანუ "ორგანიზმის მზაობა მოქმედებისათვის" აგერაა ბატონო, თქვენს წინაშე, თქვენ კი ლოზუნგების იქით ვერ მიდიხართ.... ასე თუ აზროვნებდით მაშინაც, იმიტომაა ჩვენი საქმე დღეს ასე კარგად.
ავტ.: აურებუენდია, 5/24/2005 4:50:00 PM
აურებუენდია - რის გაგებაც და მიხვედრაც არ გაწყობთ - არასდეს არ გაიგებთ და არ მიხვდებით (დ.უზნაძე - „განწყობის თეორია“)
ავტ.: შავლეგო, 5/22/2005 10:50:57 PM
ეს არის თქვენი პასუხი? :) :) :) :)
კარგით, კარგით, გასაგებია..........
ავტ.: აურებუენდია, 5/22/2005 6:59:47 PM
არ გეტყობათ... ალბათ არ იცნობთ ასეთებს:

...The new government of Eduard Shevardnadze branded Gamsakhurdia's movement as "parochial fascism"...

Hard to keep track of everyone who's running for president. There's the one whom everyone's calling a fascist. He's trying to get his name on the presidential ballot in Georgia, but the authorities are resisting. That's right, I'm referring to Zviad Gamsakhurdia, ousted president of formerly-Soviet Georgia...

...despotic Zviad Gamsakhurdia...

...The newly-elected, ultra-nationalist, president of Georgia, Zviad Gamsakhurdia, began to enact legislation designed to create an ethnically-pure Georgian state...

და სხვა მისთანებს, იხ:
http://www.geocities.com/shavlego/slander.html

ავტ.: შავლეგო, 5/22/2005 6:07:42 PM
ასეთი კითხვა: ხომ არ მიგაჩნიათ სარწმუნოდ ვარაუდი, რომ აშშ გამსახურდიას "გადაჭარბებულ ეროვნულობას" შეუშინდა და წინასწარ განჭვრიტეს ის ეთნო-კონფლიქტები რასაც რუსეთი აუცილებლად განახორციელებდა? ამ შემთხვევაში უფრო გასაგები შეიძლება გახდეს მათი გათვლა და არჩევანი.
ავტ.: აურებუენდია, 5/21/2005 10:31:41 PM
მე მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ კარგად ვიცნობ რა აშშ პოლიტიკას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, ვერ ვიტყოდი რომ თქვენი პასუხი ადექვატურია ჩემს შეკითხვაზე. საქმე ისაა, რომ აშშ-ს უპირველესი მიზანი არის არა თავისთავად ეროვნულ ხელისუფლებებთან ბრძოლა, არამედ - კონკრეტული ინტერესების განხორციელება. ამ შემთხვევაში ეს შეეხებოდა რუსეთის დაკნინებას და ენერგო რესურსების დაპატრონებას. გამსახურდია თითქოს პოზიტიური ფიგურა უნდა ყოფილიყო მათთვის რადგან ზვიადი სწორედ ის იყო, ვინც რუსეთის წინააღმდეგ წარუძღვებოდა მთელს ერს და ხალხის გაჰყვებოდა. აი ამიტომ არ მესმის, რატომ წავიდა აშშ გამსახურდიას წინააღმდეგ? მე ვვარაუდობ რომ არის ფაქტები რომლებიც მე არ ვიცი და რომლებიც ამ კითხვას ნათელს მოჰფენდა. ის რომ ხელისუფლების ეროვნული ხასიათის გამო შემოუშვა აშშ-მ რუსი საქართველოში, მე ცოტა არ იყოს არარეალურად მეჩვენება. აშშ-ს არ შეეძლო თავად შემოსულიყო და გამსახურდიასთვის დაეჭირა მხარი? ზუსტად ეს არ გააკეთეს იმავე ვიეტნამში? ავღანეთში? და ა.შ.? ამიტომაც არ მესმის თქვენი პასუხის არსება.. თუ არ გეზარებათ იქნებ ცოტა დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი, იდეოლოგიური ჩარჩოების გარეშე.. გმადლობთ პასუხისთვის
ავტ.: აურებუენდია, 5/21/2005 10:25:07 PM
თქვენი შეკითხვები გამომდინარეობს თქვენივე მცდარი და ცხადად გაუხმაურებელი დებულებიდან, თითქოს აშშ-ს და რუსეთს განსხვავებული მიდგომა და პოლიტიკა აქვთ ეროვნული მოძრაობების მიმართ. ორივე ეს გლობალისტური ძალა ყოველთვის ერთიანდება ნებისმიერი ეროვნულის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.

ამის სულ უკანასკნელი დადასტურება იყო ჯორჯ ბუშ უმცროსის სიტყვა თბილისში - რომელშიც მან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ბელადად და მოთავედ არაკაცი ჟვანია მოიხსენია მხოლოდ და გაკვრითაც არ მოიხსენია მ.კოსტავა და ზ.გამსახურდია...
ავტ.: შავლეგო, 5/20/2005 9:32:14 PM
მე ამ მოვლენების დროს ასაკიდან გამომდინარე შეფასებას დიდად ვერაფერს ვაძლევდი მაგრამ მას შემდეგ დამრჩა ეს კითხვა და იქნებ მიპასუხოს ვინმემ, დარწმუნებული ვარ სხვაც დაინტერესებული იქნება: რატომ უნდა ყოფილიყო აშშ მაინცდამაინც შევარდნაძის ჩამოთრევით საქართველოში და გამსახურდიას გაძევებით? ან, თუ არ იყო დაინტერესებული, მაშინ რუსეთს რატომ სთხოვდა შევარდნაძის დაცვას? ან საიდან შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ რომ აშშ-მ მართლაც თანხმობა მისცა რუსეთს სამხედრო ოპერაციაზე? ამ ინტერვიუში მოყვანილი მაგალითები ამ კითხვებს მეტ სიცხადეს ვერ სძენს და იქნებ დაამატოს ვინმემ რამე?? ასევე გაუგებარია მაგალითად, რომ თუ შევარდნაძე რუსების შემოგზავნილი იყო მაშინ აშშ რატომ დაუჭერდა მხარს? ანდა, გამსახურდია ხომ ნამდვილად რუსების წინააღმდეგი იყო, რატომ აშშ მას არ უშერდა მხარს?? ერთი სიტყვით, ინტერვიუ უდავოდ ძალიან საინტერესოა მაგრამ უკვე მერამდენედ ჩემს ცხოვრებაში, ვკითხულობ ამ პერიოდის ამბებს და წაკითხვის შემდეგ მრჩება იგივე კითხვები რაც წაკითხვამდე მქონდა... იქნებ ვინმე გამომეხმაუროს!! წინასწარ გმადლობთ
ავტ.: აურებუენდია, 5/20/2005 5:53:19 AM