კომენტარები:
ბატონო ბესარიონ, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აზრი, ტელემაუწყებლობა „იმედზე“ თქვენს სატელევიზიო გამოსვლასთან დაკავშირებით და აღვნიშნოთ, რომ ეს მიმართვა იყო გამომხატველი ჩვენი პრინციპული აზრისაც ქართული სახელმწიფოებრიობის ბოლო პერიოდის მოვლენებთან დაკავშირებით. დავუმატებთ ასევე, რომ თქვენმა გამოსვლამ ძველებურად კვლავაც აღავსო ჩვენი გული, ეროვნული ღირსების გრძნობით, რომ ჩვენს ერს თქვენი სახით გააჩნია, ღვთისგან კურთხეული ხელისუფლების კეთილმორწმუნე სახელმწიფო მოღვაწე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კანონიერი-კონსტიტუციური ძალაუფლების, უმაღლესი მმართველი ხელისუფალი, და რომ თქვენი ხელისუფლება ღვთაებრივი განწესების თანახმად კვლავაც ძალაშია, ხოლო ყველა სხვა ხელისუფლება, რომელიც თქვენი დამხობით მოვიდა, და შემდეგ მისი ძალადობრივი და სისხლიანი წიაღიდან უკანონო არჩევნებით იშვა, ან თუნდაც მომავალში, თქვენს გარეშე ჩატარებული არჩევნებით მოვა ქართული სახელმწიფოს სათავეში, ძირშივე, ისიც ბუნებრივია, რომ იქნება უკანონო; ხოლო დღევანდელი ხელისუფლება კი, ყველანაირი თვალსაზრისით -- საღმრთო თუ სამოქალაქო კონსტიტუციით, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ და ანტიმართლმადიდებელ უზურპატორულ ძალაუფლებას, რომელსაც ადრე თუ გვიან ღმერთი განუწესებს უმკაცრეს სასჯელს ქართული სახელმწიფოებრიობის და მისი ტრადიციული მართლმადიდებელი აღმსარებლობის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს ცოდვათა გამო. მართალია, ძალიან მძიმეა თქვენი ხვედრი, გატარებული მუდმივ დევნილობასა და ბოროტ ცილისწამებებში, მაგრამ გამხნევდით და გაძლიერდით ლოცვით, რადგან ღმერთი არს თქვენთან, რომელიც, როგორც კი ინებებს, მეყვსეულად დაამხობს თავის მტრებს თავის ფერხთა წინაშე! ყოველი უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ ნაბრძანებია: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ღვთისგან კურთხეულ ხელმწიფებას, ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მჯავრს დაიტეხენ თავზე“. (რომაელ.13.1-2)
„დიდგორის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრეს-სამსახური


ავტ.: , 3/20/2007 10:20:32 AM
კომენტარის სახით მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკველობამდე მისვლა გაპირობებული იყო ქართული სახემწიფოებრიობის ნგრევით და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამხობაში მთავარი მოქმედი და ორგანიზატორი პირები თუ ორგანიზაციები უნდა დაისაჯონ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ბესარიონ გუგუშვილმა განაცხადა!!!
ავტ.: ლაშა ჩხენკელი, 3/16/2007 3:41:08 PM
ღმერთმა დალოცოს და დღეგრძელობა მიანიჭოს საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების პრმიერ-მინისტრს ბატონ ბესარიონ გუგუშვილს! მან თავისი სატელევიზიო გამოსვლით ქართველ ერს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ერთგულება და სიმტკიცის მაგალითი უჩვენა. მის გამოსვლას „იმედის“ ტელე-მაუწყებლობით თვალს ადევნებდა ასიათასობით ქართველი. პირადად მე, მის გამოსვლას შევაფასებდი, როგორც უაღრესად დადებითს და მნიშვნელოვანს, ოდესმე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყებისათვის. ეს იყო ქართველი სახელმწიფო მოღვაწის დასკვნითი განცხადება, რომელშიც მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობის გრძნობით აისახა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი დილემა. მან 5 წუთიანი პოლიტიკური განცხადებით სამუდამოდ წერტილი დაუსვა მავანთა მცდელობას იმ უკანონო ხელისუფლების ლეგიტიმიზაციისა, რომელიც შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმის პირმშოა. მის გამოსვლას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება დაქსაქსული ეროვნული მოძრაობის განმთლიანებისა და შეკავშირებისათვის! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიას ხელმძღვანელობენ დღევანდელი უკანონო ხელისუფლების მესვეურნი, რომელსაც შეუგნებლად ახმოვანებენ ეროვნული ხელისუფლების ყოფილი მხარდამჭერებიც. პუტჩისტების და ნეოპუტჩისტების მიზანია არა მარტო ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ცილისწამება, არამედ მისი ფიზიკური განადგურებაც. საქართველოს ტელევიზიით კვლავ გაიჟღერეს სიტყვებმა, რომ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ჯერ კიდევ არაა დახურული! ამიტომ ეროვნული მოძრაობის წევრებს მოვუწოდებ არ აყვნენ მკვლელთა მიერ წამოწყებულ პროვოკაციებს და ქართველი ერის მტრის წისქვილზე ნუ დაასხამენ წყალს! ეს მოწოდება ჩემი გულიდან ისევეა ამოხეთქილი, როგორც ბატონ ბესარიონის მიმართვა ქართველი ერისადმი. ღმერთმა დაგლოცოთ!

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი!
გაუმარჯოს ბრძოლას საქართველოს გადარჩენისათვის!
გაუმარჯოს ზვიად გამსახურდიას!

იოსებ ღუდუშაური
კანონიერი ხელისუფლების პრეფექტი დევნილობაში
ავტ.: იოსებ, 3/11/2007 8:57:14 PM