კომენტარები:
ნუ შეეხებით ცხებულსა ჩემსა და წინაისწარმეტყველთა ჩემთა შორის ნუ უკეთურობთ--გვსწავლის უფალი. როდესაც პატრიარქს რუის-უბნისით ისეთები ემუქრებიან არასდროს რომ არ ულოციათ იმიტომ ვართ დღევანდელი ქარველები ასეთ სავალალო დღეში.
სიაში ჩემი ძმაა, ის თავის ძმადნაფიცთან ერთად უგზოუკვლოდ დაიკარგა და ასეთი სია რომ არსებობს და გაგრძლდება იმის ბრალია რომ ქართველები პატრიარქის კურთხევბს ჯერ კიდევ არ ვასრულებთ
ავტ.: სალოსი, 6/29/2006 3:54:10 PM
„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა“...

სხვანაირად ვერ ნეტარი და მით უფრო უნეტარესი ვერ იქნება...
მოწიწებას და პატივისცემას დამსახურება უნდა - მხოლოდ თანამდებობა საკმარისი არაა...
ავტ.: შავლეგო, 6/12/2005 1:20:14 AM
პატრიარქის მიმართ მეტი მოწიწება ხომ არაა საჭირო? იქნებ დაფიქრდეს ამაზე ამ ქვესათაურის ავტორი? მესმის, რომ იგი გამწარებულია და გული სტკივა, მაგრამ იმდენი თავშეკავების გამოჩენა მაინც მართებს, რომ სრულიად აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს "არაკაცი მკვლელი" არ უწოდოს. ღმერთმა შეგვინდოს.
ავტ.: კრკონელი, 6/11/2005 6:05:21 AM
მეორე რუის-ურბნისი იქნება საჭირო, რადგან ქართველი ერის ხსნის გზა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია და უნდა დაიწმინდოს უფლის ეს სამკვიდრებელი ავაზაკებისაგან.
ავტ.: გეორგიანელი, 5/31/2005 4:54:49 PM
სამშობლოს მოცილებული ადამიანი,რომელიც მის ფარგლებს გარეთ იმყოფება,ცოცხალი მკვდარი არ არის?..
ავტ.: ციცოშკი, 5/29/2005 5:17:30 AM
ჩემო სიმართლისთვის დაღუპულო მეგობრებო,
საოცრადაა ზოგის ტვინი ალეწილი და სული გამრუდებული -ასობით უდანაშაულოდ მოკლულისა და სიმართლისთვის წამებულის სახეებმა მათზე არ იმოქმედა... სამაგიეროდ არ ეზარებათ თქვენი მკვლელობის თანამონაწილის დაცვა...

ალბათ ასეც უნდა იყოს - ესაა თქვენი ხვედრი... ფარისეველთა შენდობასა და მათ თანაგრძნობას თქვენ არც ელოდებოდით...

ავტ.: შავლეგო, 5/26/2005 7:46:45 AM
xalxo tavi iqneb sheikavot da araferi tqvat ilia meoreze!


damijeret!
qartvel xalxs unda gaevlo es dacema
ris gamoc ase davisajet
da chvens patriaqs ebrzana gmertisgan ar chareuliyo
eri ki sastikad agebda pasuxs zviadis mkvlelobis gamo
damijeret!
rom icodet mzarava (kargi gagebit) is dideba rac zviadis da merabis saxelebs elit
es didieba patriarqis brzolit iqneba mopovebuli
damijeret!
ავტ.: giorgi khvedeliani, 5/26/2005 6:23:34 AM
შავლეგო (ეჭვი შემეპარა) დიდი მადლობა "ფარისევლური დიდაქტიკისათვის" და თქვენი აქციისათვის
ავტ.: ელზა, 5/25/2005 10:27:21 AM
ელზა - ზედმეტად იღლი თავს კომუნიზმისა და კა-გე-ბე-ს მაგ გადმონაშთის მართლებით - გაიხსენე: „მითხარი ვინაა შენი მეგობრები და მე გეტყვი ვინა ხარ შენ!“

ვინც არტყია გარშემო - ისეთივეა! რაც ალხანა - ისიც ჩალხანა... მაგ თანამდებობაზეც საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს მიერაა დანიშნული (სხვაგვარად მაშინ არ ნიშნავდნენ). საეკლესიო თანამდებობა კი ინდულიგენცია არ არის და არც ცოდვების სამუდამო მიტევებაა...

ეკლესიის ისტორიას ათასობით ეგეთი უღირსი ახსოვს - მაგითი არც რწმენა და არც ეკლესია არ დანგრეულა...

თუ რამე პოზიტიური იცი მის ქმედებებში და თუნდა სიტყვებში - დაწერე და ეგ იქნება მისი დაცვა - ამ საითში ნაჩვენები დახვრეტების დაგმობა, ან ეროვნული ხელისუფლების ძალით დამხობის დაგმობა ან რაიმე სხვა ასეთი დადებითი რამ... მაგრად ეძებე, იქნებ რამე ეგეთი ინფორმაცია მოიპოვო... თუ არა და ფარისევლურ დიდაქტიკას შეეშვი...

მორჩა ამ თემაზე კამათი - თუ ძალიან გეცოდება, ილოცე მისთვის - ლოცვა ფული არ ღირს...

რაც შეეხება იმ დაღუპულებს, რომელთა ფოტოებსაც აქ ხედავ (ილია მართლის საზოგადოების წევრები კი ყველანი ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ) - ისინი მაგისგან არც შენდობას და არც წესის აგებას არ ელოდნენ და არც მიუღიათ (განსხვავებით ცნობილი მამათმავლისაგან). ყველას თავისი „კამპანია“ ყავს...
ავტ.: შავლეგო, 5/25/2005 9:17:04 AM
ბაჩო, ისევ და ისევ უფალს მივანდოთ განკითხვა. ხანდახან ხალხი სულ სხვას ხედავს რაც სინამდვილეა. არ ვიცით, ჩვენ, რა ხდება დახურულ გარემოებაში და ვერ ჩავერევით იმ საქმეში რომლის სიმართლე მხოლოდ მან იცის, რომელმაც შექმნა. არ მიწყინოს გოჩამ, და რაც ცუდი ითქვა მასზე, ეკუთვნის განა? ბატონ ბესარიონი უცხოეთიდან ეტრფის თავის მშობელ ქვეყანას, მხოლოდ იმიტომ რომ ისე ვერ განსაჯეს როგორც სინამდვილეში იყო. ყველაზე დიდი მკვლელი ედუარდ შევარდნძეა და უფლის განკითხვას ველოდები მის თავზე. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ეს პირველი შემთხვევაა რომ ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. განა იმიტომ რომ გული მომიკვდა, უბრალოდ იქნებ არ მიუძღვის პატრიარქს ბრალი და რატომ დავასხათ თავზე ლაფი. რატომ შევურაცხმყოთ ასე ზერელედ. მან ხომ საქართველოს პოლიტიკური მსვლელობები გულდამძიმებულმა გადაიტანა.რაც არ უნდა იყოს ნუ მეტყვით გახარებული იყო იგი მკვლელობისაგან, რომ ცუდი საქმეების მომხრეა. არ იქნება მართალი.
ავტ.: ელზა, 5/25/2005 8:05:11 AM
რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს და რაოდენ გულსატკენიც არ უნდა იყოს, სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის.
ძალიან მინდოდა ეს პატრიარქიც ყოფილიყო ისეთივე როგორც ამბროსი ხელაია, მაგრამ, სამწუხაროდ...

აქვე შეგახსენებთ ილია II-ის სპეციალურ ბრძანებულებას, გამოცემულს 1990 წლის 28 ოქტომბერს სადაც მხოლოდ ერთი მუხლია და ისიც რომ ამიერიდან ქართველის მიერ მოკლული ქართველი დაწყევლილ იყოს და შეჩვენებული უკუნითი უკუნისამდეო...
ეს სურათი კი ამ საეკლესიო ბრძანებულებიდან ზუსტად ერთ წელშია გადაღებული მკვლელებთან ერთად


ავტ.: ბაჩო, 5/25/2005 7:26:18 AM
ჩვენ რანი ვართ რომ ღვთის მსახური განვსაჯოთ, უფლის საქმეა. იგია ჩვენი მოსამართლე. არ გვაქვს უფლება მემგონი გინდაც სიტყვის თავისუფლება სუფევდეს ამქვეყნად. სხვა ერები რას იტყვიან, პტარიატქს არ სცემენ პატივს და ერთმანეთს რას უზამენო. არა ნამდვილად შემძრა ამ ბრალდებამ. ამ სულწაწყმედილ სამყაროში იქნებ ჩვენი პატრიარქი ყველაზე ძლიერია?! ვცეთ რელიგიის წინამძღვარს პატივი, გინდაც მხოლოდ ლოცვის აღსრულებისათვის. სერბების პატრიარქზე რა გითხრათ. ჩვენი წესი ხომ უკვე უმადლობლოდ წასულების გაღმერთებაა. (ე. თაყაიშვილი, ნიკო ფიროსმანი. ილია ჭავჭავაძე, და კიდევ რამდენნი) ასე რომ საქართველოს ცოცხალი წმინდანი არასოდეს არა ჰყოლია. რამეთუ მათ ისე ვჯიჯგნიდით "როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."
საწყენად არაა არაფერი ნათქვამი, არ შემეძლო რომ ჩემი აზრი არ გამეზიარებინა.
ავტ.: ელზა, 5/25/2005 7:15:02 AM
მკველელობის მდუმარე მოწმე თვით მკვლელია!
თუ გნებავთ უამრავ ციტატებს მოგიტანთ თუ როგორ გმობს ჩვენი რელიგია მკვლელობის თანამონაწილეებს.
თუ პატრიარქი იდენს ამ ცოდვას მით უარესი,ცოდვა ერზე გადმოდის.
შეხედეთ სერბების პატრიარქს სიციცხლეშივე წმინდანს, თან შეადარეთ შევარდნაძის ყველა ავაზაკობის გზისდამლოცველ კოლაბორციონისტს.
ავტ.: გოჩა , 5/25/2005 5:10:07 AM
ეგრეთწოდებული „პატრიარქი“ შუაში არაა -- ფოტოზე, მკვლელებს შორის ჩეკისტი „ივერიელი“ მარჯვნიდან პირველია...
ავტ.: შავლეგო, 5/25/2005 4:29:58 AM
ცოტა არ იყოს სული ამიფორიაქდა როდესაც წარწერის ზემოთ"მკვლელები" პატრიარქის სახე დავინახე. ნამდვილად არ მომეწონა. რა შუაშია პატრიარქი?
ავტ.: ელზა, 5/25/2005 3:37:59 AM