კომენტარები:
იგი ჩვენი კარიბჭელია. აბა, სად უნდა იყოს სხვაგან თუ არა თავის მეგობრებთან და ძმებთან?

პ.ს. გოჩა, ალბათ კითხულობ ამ ჩანაწერს და იქნებ ვორდში გაქვს ინტერვიუ. იმ მასალებში რაც გამოგზავნე, არაა ჩართული ქალბატონი ლეილას მიერ დასმული კითხვები
ავტ.: ბაჩო, 3/20/2006 9:57:46 AM
გოჩა, სად ხარ, როგორ ხარ?
გია მამალაძე
ავტ.: გაიოზ მამალაძე, 3/20/2006 8:26:25 AM
მიყვრას ადამინები და ახალგაზრდები რომლებიც არ ისვრებიან !
ავტ.: ნინანანა, 3/20/2006 5:09:36 AM

„შევხვდეთ სადაც გინდათ, აარჩიეთ ყველაზე უფრო რადიკალურად განწყობილი სტუდენტები და ვისაუბროთ... ახლა ნერვები დაიმორჩილეთ, მეც ადამიანი ვარ მეტი აღარ შემიძლია...„ ამ სიტყვებით გახვედით უნივერსიტეტიდან და ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ ცრუობდით.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა...

ბოროტმა რომ გაიმარჯვოს კეთილზე, საამისოდ კეთილის გაბოროტებაა საჭირო და ყველაზე დიდი ბოროტმომქმედი ის კი არ არის ვინც ეს ჩაიდინა, არამედ ვინც მას ეს ბოროტება ასწავლა და წააქეზა... „...მადლობელი ვარ ინტელიგენციის, რომელმაც იარაღი აიღო ხელში დემოკრატიის დასაცავად...„ ეს სიტყვები თქვენ გეკუთვნით... ეს მადლობა დღესაც ჰკლავს ქართველებს, ამ მადლობამ რამოდენიმე დღის წინ აკადემიკოსი გურამ შარაძე, ქართველი გურამ შარაძე მოჰკლა...შეძრწუნებულმა ამ ტრაგედიით გადავწყვიტე ღია წერილით მოგმართოთ და გითხრათ ის რისი მოსმენაც არ ისურვეთ და ნაცვლად „დაპირებული„ შეხვედრა დიალოგისა საქართველოდან განმდევნეთ... გამუდმებით იფარება და იჩქმალება თქვენი შტაბის მიერ საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ აქტუალური ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სამოქალაქო საზოგადოების თემა, რომელთა დაცვა განვითარების აუცილებელი პირობა კანონიერი ეროვნული ხელისუფლებაა მარიონეტული ძალაუფლებისგან განსხვავებით. მარიონეტული და ანტიდემოკრატიული იქნება ყველა ის მთავრობა , რომელიც არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს 1991/92/93 წლების პუტჩისა და ანექსია-ოკუპაციის გამო.

დღევანდელი რეჟიმი ძალაუფლებაა სწორედ და არა ხელისუფლება, რადგან იგი თქვენი „სამართალმემკვიდრეა„ და არა კანონიერი /კონსტიტუციური/ ხელისუფლებისა.შეგახსენებთ, გ, ბურბულისმა საჯაროდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავად ხელმძვანელობდა სპეციალურ შტაბს, რომელმაც დაამხო კანონიერი ხელისუფლება ანუ მოაწყო პუტჩი და აქედან გამომდინარეობს, რომ არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა საქართველოში! ის, ვინც ახსენებს სამოქალაქო ომს, ცრუობს და უნდა იქნეს დაპატიმრებული, როგორც ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მტერი!

დავუბრუნდეთ ისევ გორბაჩოვ-ბურბულისის შტაბს და იმ კრიმინალებს /ბალტინი, ბეპაევი.../, რომელთაც საქართველოს ესროლეს: თქვენ, იმ შტაბის ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, მოსკოვიდან უშუალოდ ხელმძღვანელობდით სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოს რესპულიკაში, რომელმაც 1991 წლის 22 დეკემბერს მიიღო პუტჩის სახე, რასაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა ქვეყნისთვის... ახლა ცდილობთ, გააყალბოთ ისტორია და საუბრობთ კანონიერი ხელისუფლების აზროვნებისა და პოზიციების მიუღებლობაზე; სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე; „შეურიგებელი ოპოზიციაზე„ გვარდიის „განდგომაზე„ და ა.შ. ვაცხადებ, რომ ეს არის ბოროტი განზრახვით ნაწარმოები სიცრუის კამპანია და შევეცდები, დაგარწმუნოთ ამაში. თქვენთვის და თქვენი შტაბისთვის მიუღებელ ეროვნული ხელისუფლების პოზიციებსა და აზროვნების სტილს ქართველი ხალხი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა/იხ. შესაბამისი ვიდეომასალა!/ , რადგან იგი ილია ჭავჭავაძის, იოანე ზოსიმეს , ჭყონდიდელის, შოთას, თამარის, დემეტრე თავდადებულის , ქეთევან წამებულისა და ფარნავაზ- ქუჯის ქართულ იდეას ეფუძნებოდა...

...ეროვნული ხელისუფლების იდეოლოგია საუკუნეობრივ ქართულ სტრატეგიას ეყრდნობოდა, რის გამოც ქართველები სრული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით ვწირავდით თავს.- ქართველებში არ იგულისხმება „შინაგანი მტრული ძალა„ ანუ კრიმინალური ინტელიგენცია თავისი ბანდებით . 1991 წლის 31 მარტი: ეროვნული ხელისუფლება ქართველი ხალხის ნებას ახორციელებს და ატარებს რეფერენდუმს. სადაც, მთლიანი ქართული ხალხმმართველობა, სრული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ყოველი კეთილი ნების ადამიანის წინაშე- საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის სურვილს, რის საფუძველზეც 1991 , აპრილს აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა! აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა ის პიროვნება, რომელმაც არ ისურვა საქართველოს დამოუკიდებლობა, იურიდიული თვალსაზრისით არ შეიძლება მოიაზრებოდეს ქართველად ანუ საქართველოს მოქალაქედ და მათ ჰქვიათ სახელმწიფოს მტრები. თქვენ არ იღებთ ქართულ რეფერენდუმში მონაწილეობას და არც დამოუკიდებლობის აღდგენას ესალმებით- პირიქით, საერთაშორისო წრეებში იწყებთ საუბარს ე.წ. „პროვინციულ ფაშიზმზე„ - რაჭის მიწისძვრის დროს აკეთებთ თქვენ ამას. - ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნებით არჩეული კანონიერი პრეზიდენტი ფაშისტი და ჩაუშესკოს ტიპის დიქტატორია. იწყებთ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. უწოდებთ მას „ექსტრემისტულ სეპარატიზმს„ , რის შედეგადაც გვიანდება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა- თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე ქვეყანას, რომელთაგან მსურს გამოვყო დე იურე დამოუკიდებელი და ყოფილი დემოკრატიული ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერია... შემდეგ იყო მოსკოვში გათამაშებული პუტჩი... გკჩპ-მ ულტიმატუმით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას : თუ რამოდენიმე საათში არ დაშლიდა გვარდიას იგი განადგურებულ იქნებოდა საბჭოთა შეიარაღებული ძალების მიერ ანუ დახოცავდნენ ქართველ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას. კანონიერმა ხელისუფლებამ ნაცვლად გაუქმებისა, რასაც ითხოვდა კრემლი, ეროვნული გვარდია სახელის გამოცვლით დაღუპვასა და დაშლას გადაარჩინა. ცრუობთ, როცა იძახით, რომ „ პრეზიდენტს განუდგა გვარდია„--- რეალურად, მას დაუპირისპირდა გვარდიის მხოლოდ ერთი მოტყუებული ნაწილი, ხოლო დანარჩენი გმირულად იცავდა კანონიერ ხელისუფლებას ... თქვენს მიერ მოსკოვიდან გაცემული დირექტივებით მოეწყო 2 სექტემბრის პროვოკაცია, რის შემდეგაც თქვენს მიერ შექმნილი ყალბი იმიჯის გამო, რომელიც კანონიერი ხელისუფლების ვითომდა ანტირუსულ ან ანტიამერიკულ განწყობაზე მიუთითებდა ,- საქართველო აღმოჩნდა პოლიტიკურ იზოლაციაში. ეს იყო თქვენი მხრიდან დივერსია საქართველოს წინააღმდეგ! ...ამაოდ ელოდნენ 21 დეკემბერს საქართველოს თანხმობას, ესენგეში გაწევრიანების თაობაზე, იდეაში განწირულნი: უარი სთქვა საქართველომ და და დაიშალა სსრკ,- ანუ არ შედგა სნგ. ელცინმა, თქვენი შტაბის წევრმა, ულტიმატუმის სახით/ დილის 8 საათამდე/ მოითხოვა საქართველოს ესენგეში შესვლა,- რაც მიუღებელი იყო ქართული მხარისთვის. ულტიმატუმის გასვლიდან რამოდენიმე წუთში თქვენმა შტაბმა მთავრობის სასახლის შტურმით აღების ბრძანება გასცა რომელიც სისრულეში მოიყვანეს საქართველოში დისლოცირებულმა და საგანგებოდ გადმოსროლილმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს , შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კგბ-ს დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო ფორმირებებმა რამოდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით / „შინაური მტრული ძალა„ / ... რაც შესაძლებელი გახდა იმის გამო რომ საქართველოს მოსახლეობას არ გააჩნდა უცხო ქვეყნის აგრესიისგან თავდაცვისათვის საჭირო შეიარაღება... მანამდე, დაახლოვებით ერთი თვით ადრე, თქვენ სსრკ-ს გადარჩენისთვის იბრძვით- ბრუნდებით საბჭოთა კავშირის საგარეო ურთიერთობის მინისტრის პოსტზე და აცხადებთ:„ნადა სპასტი სტრანუ...„ო. თვენი სტრანა , შეგახსენებთ, სსრკ იყო და არა დამოუკიდებელი საქართველო. პუტჩის დღეებში თქვენი შტაბის მიერ ვრცელდება დეზინფორმაცია ე.წ. „დემოკრატიული სახალხო რევოლუციის„?! შესახებ... ახლაც გიმეორებთ 15 წლისწინ უნივერსიტეტში დასმულ შეკითხვას: რა იყო ეს , პუტჩი თუ „დემოკრატიული რევოლუცია„ --- არ სთქვათ სამოქალაქო ომიო!!! --- არ ყოფილა საქართველოში სამოქალაქო ომი, რადგან დაპირისპირებულ მხარეთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართული , ხოლო მეორე მხარე წარმოადგენდა „ გარეგან და შინაგან მტრულ ძალებს„/მ, სააკაშვილი/--- ქართველები არ დაპირიპირებიან ერთმანეთს : საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას და უიარაღო ქართველებს კრემლის ანუ თქვენი შტაბის კრიმინალური სადამსჯელო ბანდები ესროდნენ! / იხ. ვიდეომასალა/ ასეთი რეალური სურათის ფონზე თქვენი ანტიქართული შტაბი ავრცელებს დეზინფორმაციას , თითქოს საქართველოში დაიწყო „სამოქალაქო ომი„ და დემოკრატიული იდეალების ერთგული მოსახლეობა და ინტელიგენცია ებრძვის ფაშისტურ დიქტატურას და მის ანტიჰუმანურ რეჟიმს. 1992 წლის 22 დეკემბერს დაწყებული პუტჩი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან, რომელიც გადაიზარდა სუვერენული სახელმწიფოს ანექსიასა და ოკუპაციაში /92-93 წლებში/, რაც განხორციელდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დუმილით თანხმობის ფონზე, რამაც ქართველი ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეუქმნა. პუტჩი დღესაც გრძელდება ---რომლის მიზანი ქართველთა და ვაინახთა ექსოდია.- ქართველებისა და ჩეჩნების გენოციდი და თანამედროვე პოლიტიკური ტენდენციები მიუთითებენ ამაზე. ... სწორედ ამიტომ, როცა ქართული საზოგადოების ყურადღება ჩერდება ფრონტის ხაზზე ანუ რეალურად მისთვის სასიცოცხლოდ აქტიურ თემებზე თქვენი შტაბის მიერ, აგენტთა სელექტიური გააქტიურებით, ხდება ყურადღების გადატანა - გაფანტვა დაკვეთილ თემებზე . ამის გამო ვაგრძელებ პუტჩზე საუბარს: 1992 წლის 6 იანვარი- კანონიერი ხელისუფლება იძულებით სტოვებს საქართველოს ტერიტორიას და სუვერენული იჩქერიიდან აგრძელებს, ქართველ ხალხთან ერთად,პოლიტიკურ ბრძოლას- საქართველოს „ გარეგანი და შინაგანი მტრული ძალების„ წინააღმდეგ, რომელსაც უშუალოდ წარმოადგენთ და ხელმძღვანელობთ თქვენ, /1992 წლის 7 მარტიდან/---დამამხობელი არა მხოლოდ კანონიერი ხელისუფლებისა/ პრეზიდენტი+ უზენაესი საბჭო+ მინისტრთა კაბინეტი/, არამედ კანონიერი კონსტიტუციისა, რომელიც დღესაც უკანონოდაა შეჩერებული საქართველოს საზიანოდ, - დამამხობელი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ისტორიული სამართლიანობის მტერი! ---მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ თქვენ და თქვენმა აგენტებმა პრაღის 24-ე რეზოლუციით ქართველებს ბრალი დაგვდეთ ბუნებაში არ არსებულ ოსების გენოციდში- თქვენ გეკუთვნით სიტყვები: „ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს„...

თქვენმა კრიმინალურმა შტაბმა განსაკუთრებული სისასტიკით დაანგრია თბილისი, მრავალგზის ეგზეკუციები მოაწყო სამეგრელოში , რასაც განსაკუთრები დიდი რაოდენობის ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა ანუ გენოციდი / 30 000/ , გაძარცვა ხაზინა და მოსახლეობა, რასაც თქვენ ბუნებრივი მოვლენა დაარქვით და ღიად მადლობა გადაუხადეთ მას!!! - მადლობა სისხლისმღვრელი პუტჩისთვის და კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის / იხ. ვიდეოფირი/ და თუნდაც ეს არის მყარი არგუმენტი პროკურატურისათვის თქვენს დასაპატიმრებლად, როგორც „სახელმწიფო გადატრიალების ინტელექტუალური მხარდამჭერისა„ მაგრამ ჯერჯერობით არ სჩანს ქართველი იურისტი , რომელიც გაბედავს პროფესიული ვალდებულების შესრულებას. დააშინეთ ისინი , მაგრამ თავად „ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის„ დაკავებულმა პატიმრებმა, რომ მიიღონ გმირული გადაწყვეტილება და მოითხოვონ, ქართული სახელმწიფოებრივი თვითშეგნებით, გასამართლება 1991-92 წლის პუტჩში მონაწილეობისათვის და მისი ინტელექტუალური მხარდაჭერითვის ?!.

... ორჯონიკიძისეული ტერორის პირობებში, რომელსაც თქვენ ახორციელებდით, - ქართველი ხალხი , ისევე როგორც დიდი მოჰათმას მიმდევრები, - კანონიერების აღდგენის მოთხოვნით, შეგნებულად სწირავდა თავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის! სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის კარნახით უშვერდა მკერდს თქვენი ბანდების მიერ ნასროლ ტყვიებს და სტოვებდა სიცოცხლეს იქ , სადაც მის მიერ არჩეულ კანონიერ ხელისუფლებასა და საქართველოს მომავალს ესროდნენ! /იხ. ვიდეომასალა/

1992 წლის 7 მარტიდან, როცა ჯალათთა საბჭოს თავმჯდომარეობა შეითავსეთ და განაგრძეთ ტერორი და ქართული სახელმწიფოს ნგრევა , თქვენი შტაბის მიერ დამხობილი კანონიერი ხელისუფლება იმყოფებოდა გროზნოში და ცრუობთ , როცა აცხადებთ 1992-93 წლების შესახებ, რომ ვითომდაც არ არსებობდა ფიზიკურად საქართველოს კანონიერი ხელისუფლება, რის გამოც ჩამოხვედით საქართველოში რათა „ ხელებდაკაპიწებულს„ გეშრომათ მის გადასარჩენად. ეს უსუსური მცდელობა მომავალი თაობების დეზორიენტირებისთვის გამიზნული უნაყოფოა , რადგან -შეგახსენებთ,რომ ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე თითქმის ყოველდღიური მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით მოითხოვდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენას და თქვენს გადადგომას!!! ამ კანონიერ მოთხოვნებს თქვენ ტყვიებით უპასუხეთ მაგრამ ვერ შეძელით ხალხის დაჩოქება! უკეთეს არგუმენტს მოგიყვანთ: გაიხსენეთ პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას ღია წერილი თქვენდამი, რომელსაც არ უპასუხეთ : - შემოთავაზება ტელედებატებისა, რომელსაც წაუყრუეთ და 40 მიმართვა კანონიერი პრეზიდენტისა ქართველი ერისადმი, სადაც ამხელს თქვენს დანაშაულებრივ რეჟიმს...

უმნიშვნელოვანესია კანონიერი უზენაესი საბჭოს 1992 წლის მარტის დადგენილება, რომლის ძალითაც ბათილად არის ცნობილი ხუნტისა და მისი „ სამართალმემკვიდრე„ ძალაუფლებების მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი! რაც ნიშნავს იმას, რომ:- ქართველ ხალხს არცერთი თეთრი ვალი არა აქვს არც ერთი ქვეყნისა; ორმხრივად უკანონოა დაგომისისა და სოჭის მოღალატური ხელშეკრულებები, რადგანაც ისინი აგრეთვე წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ 1991 წლის ყაზბეგის დოკუმენტთან და ა. შ...

იურიდიული თვალსაზრისით თქვენი ქმედება კვალიფიცირდება როგორც- სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორობა; ხელისუფლების უზურპაცია მისი ბოროტად გამოყენების მიზნით;

დივერსია და საბოტაჟი; საქართველოს მოქალაქეების მასობრივი ფიზიკური განადგურება; ხაზინის ქურდობა;ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა; კრიმინალური ბანდების შექმნა და ორგანიზატორობა;ტერორიზმი; ბანდიტიზმი და სამშობლოს ღალატი!

თქვენი შტაბის მიერ ხორციელდებოდა ადამიანთა წამება პოლიტიკური მოტივით, რასაც მასობრივი ხასიათი ჰქონდა- ბრალი გედებათ პედაგოგ ვ. გოგსაძის წამებაში და მკვლელობაში,რომელიც თქვენმა ბანდებმა ჩაიდინეს, თქვენი მითითებით 1992 წლის აგვისტოში ე.წ. ყვარლის ტყის ისტერიის ფონზე!-- ვახტანგ ნოდიას , ქართველი მხატვრის, განსაკუთრებული სისასტიკით წამებასა და მკვლელობაში საკუთარი დედის თვალწინ და ა.შ.../იხ. ქრონოლოგიური მასალები./

თქვენ ცდილობთ, გააიგივოთ და გაუთანაბროთ ერთმანეთს 1991-92 წლებში საქართველოს წინააღმდეგ „გარეგანი და შინაური მტრული ძალების„ მიერ მოწყობილი პუტჩი და თქვენს მიერ დადგმული როზენცროიცერული სპექტაკლი. - ეს შორს მიმართული ბოროტებაა და არა სენილური მარაზმი, რადგან მისი მიზანი საქართველოს უახლესი ისტორიის გაყალბებაა! ვიდრე ერთი ქართველი მაინც იარსებებს დედამიწის ზურგზე ამ ბოროტგანზრახვას ვერ აისრულებთ!

--- სიცრუე იმაში მდგომარეობს, რომ 1991-92 წლებში საქართველოს მტრებმა ანუ თქვენმა შტაბმა დაამხო კანონიერი ხელისუფლება, ხოლო ე.წ. რევოლუციური ძალაუფლება , სამწუხაროდ კანონიერი ხელისუფლების მიერ მიღებული იურიდიულ დოკუმენტებისა და მიღწეულ საერთაშორისო ხელშეკრულებების გვერდის ავლით, რჩება „საქართველოს გარეგანი და შინაური მტრული ძალების„ მიერ ანუ თქვენი შტაბის მიერ შექმნილი ანტიქართული ძალაუფლების „ სამართალმემკვიდრედ„
და აგრძელებს აპარტეიდულ დიქტატურას/ იხ. სტატისტიკური დემოგრაფიული მონაცემები/.

... იგი თქვენს მიერ იქნა დამყარებული საქართველოში 1991-92 წლებში. მანამდე კი სუსლოვის ანტიქართული გეგმის მიხედვით / იხ. სუსლოვის გეგმა საქართველოს შესახებ/ ავალებდით ეთნიკურ ქართველებს არაქართული ენების ათვისებას საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობასთან ურთიერთობისათვის. თუ გავითვალისწინებთ თქვენი აზროვნების ანტიკონსტიტუციურ ხასიათს და მიღებულ შედეგებს, - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მსგავსი ქმედება ფასდება, როგორც ეთნიკური შუღლის გაღვივება ! აქვე დავამატებ, რომ საქართველოს კონსტიტუციით /ეს პრაქტიკა მიღებულია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის/-ნებისმიერი მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმოშობისა, სავალდებულოა მეტყველებდეს იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე რომლის მოქალაქეც არის და შეგახსენებთ , რომ საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური ენა არის ქართული! მათ, ვინც არ მეტყველებს ქართულად, უნდა გააჩნდეთ ,შსს-ს მიერ გაცემული ,საქართველოში ყოფნისა და მუშაობის უფლება რის გარეშეც წარმოადგენენ არალეგალურ ემიგრანტებს ! ევროპარლამენტი იმუშავებს სპეციალურ პროგრამას არალეგალური ემიგრაციისა და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ, რაც მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით... ასეთივე პროგრამები აქვთ აშშ-ს, კანადას და ა.შ. ევროპის რამოდენიმე ქვეყანამ, სახელმწიფებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეზღუდა მორატორიუმებით, ევროკავშირში ახლად გაწევრიანებული ქვეყნებიდან მოსახლეობის მიგრაცია და თქვენი შტაბი ნაცვლად ცივილიზებული ქვეყნების მიბაძვისა,- /უცხოელთათვის ისეთი პრივილეგიების მინიჭებით, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში!/ პრაქტიკულად გზას უხსნის უცხოელთა შემოსევას საქართველოში და ამით საფრთხეში აგდებს ქართულ ეროვნულ იდენტობას. მაშინ, როცა ევროპული ქვეყნების პრაქტიკაში ყველა მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სწერია მშობელთა სახელები და აღნიშნულია პიროვნების წარმომავლობა ამ დროს საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ გვარსახელებით იდენტიფიცირდებიან, თანაც ნებისმიერი გვარის ყიდვა შეიძლება ოფიციალურად/ ეს ევროპაში აკრძალულია!/ ეს პროცესები ქართულ ეთნოსს ფიზიკური განადგურებით ემუქრება...

„ექიმებს შავი ხალათები უნდა ეცვათ„-ო განაცხადეთ სიძულვილით და ეს აგრესია გრძელდება დღესაც... / დასავლეთში არსებობენ ექიმთა თავისუფალი სინდიკატები, რომელნიც იცავენ საკუთარ უფლებებს.../ ცინიკურია თქვენს მიერ ახლახანს, რაღაც ანტინარკოტიკული ცენტრის შექმნის მცდელობა რადგან:
თქვენი პუტჩისტური მოღვაწეობა 18 კაპიკიანი მორფის იმპორტით იწყება, რომლის უმეტესობა საავადმყოფოებში არც შესულა. მილიონობით ამპულა ჩამოურიგეთ თქვენს მსხვერპლთ ... - და დღეს სუბუტექსის იმპორტი ხორციელდება თქვენი შტაბის მიერ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: ძალაუფლებასა და ხელისუფლებას შორის ძირითადი განსხვავება მათს იდეოლოგიურ დიამეტრალიზმშია. - კანონიერი და ეროვნული ანუ დემოკრატიული ხელისუფლების იდეოლოგიური ქვაკუთხედი ქართული იდეა გახლდათ, რომელიც ორგანულად აერთიანებდა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას. - თქვენი შტაბის იდეოლოგია კი ანტიქართულია და აქედან გამომდინარე- ანტიდემოკრატიული და მისი ერთადერთი მიზანი ქართული იდეის მიჩქმალვაა. საამისოდ თქვენს მიერ დევნილი ეროვნული გმირების ფარისევლურ განდიდებასაც არ ერიდებით, საქმით კი- აგრძელებთ საქართველოს განადგურებას, რაც გამოიხატება ბუნებაში არ არსებული და უკანონო, საბჭოური ე.წ. „სამხრეთ ოსეთის„ ტერმინისა და მახინჯი ანუ ანტიკონსტიტუციური „ფედერალიზმის„ დამკვიდრებით; ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით /რიგში ჯავახეთი და დავით გარეჯია!/; ქართული საგანმანათლებლო - სამეცნიერო კორპუსის რღვევით; ბუნებრივი სიმდიდრეებისა და სტრატეგიული ობიექტების უკანონო „პრივატიზაციით„ მაშინ როცა საქართველოს მოქალაქეთა 1/3 -ე მეტი იაფფასიან მუშახელადაა მივლინებული უცხოეთში, თქვენი შტაბის ეკონომისტ-კორიფეების/ რ. გოცირიძე, ვ.ადვაძე, თ. ბესელია და ა.შ./ მიერ გატარებული „წარმატებული„ ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით. ევროპის მაგალითზე მოგახსენებთ,რომ არცერთი ქვეყანა სტრატეგიულად მნივნელოვან ობიექტს არ ჰყიდის და იქ სადაც სტრატეგიული არაფერია უბრალოდ ქვეყანა არ არსებობს ან მას თავად პრივატიზებული ძალაუფლება ანუ საქართველოს შემთხვევაში ბნ-ი სოროსის კერძო კანტორა მართავს! /იხ. სოროსის მიერ გამოწერილი ხელფასები-ვიდეოფირი/. აქვე დავსძენ რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა არ გაიზიარეს მისი მსოფლმხედველობა და ცხვირწინ მიუხურეს თავიანთი ქვეყნის კარები/ მაგ. საფრანგეთი/, რაც უნდა გააკეთოს საქართველომაც მისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თქვენი შტაბის მოქმედებით კი საქართველოს კუთვნილ სიმდიდრეს „ უცხოელი ინვესტორები„ ეუფლებიან და ქართველების ნასახლარებზე საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო ტომები სახლდებიან...

თქვენს მიერ საქართველოს მტრებისთვის მოხდილი მადლობით ძალადობისა და უკანონობის კულტი დაამკვიდრეთ საქართველოში, - განუკითხაობისა და უსამართლობის სისხლიან ჭაობში ჩაძირეთ საქართველოს მოსახლეობა და ფსიქობერკეტების გამოყენებითა / ხელოვნური უშუქობა, შიმშილი, სიცივე, უმუშევრობა და ა. შ./ და პირდაპირი ფიზიკური ტერორით- მასობრივი „ადგილზე დახვრეტებით„ თითქმის დაცალეთ ივერია ქართველებისგან, ხალხს დაავიწყეთ , რომ სახელმწიფო მათ ეკუთვნით,- ნებისმიერი მთავრობა კი, მხოლოდ ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა და ვალდებულია ხალხის ნება-სურვილი გაატაროს სახელმწიფო პოლიტიკად!

პირველივე დღეებში მერაბ კოსტავას სურათი დაიკიდეთ თავთან. მერე ერთმა ქართველმა პოეტმა გითხრათ: „მერაბ კოსტავას აჩრდილისა არ გეშინია?!„- ო და- სასწრაფოდ ჩამოხსენით.
1992 წლის 24 ივნისი: ღვთისმშობლის ხატის თანდასწრებით, გაბრყინებული სახითა და მაგისტერიული როკვით აცხადებთ, რომ ხერხემალში გადატეხეთ ზვიადისტები და დაგომისის ხელშეკრულებით რუს ოკუპანტებს ჩააბარეთ სამაჩაბლო! ანალოგიური ბოროტმოქმედება ჩაიდინეთ სოჭის ხელშეკრულებით, რომლითაც, ფაქტობრივად საქართველოს მოსწყვიტეთ აფხაზეთი!

1993 წლის 24 სექტემბრიდან იწყება საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულის ცრემლებითა და აღტაცებით ხვდება! უმოკლეს ვადებში კანონიერი ხელისუფლების ირგვლივ ერთიანდებიან ქართული შეიარაღებული ფორმირებები, მაგრამ ასწრებთ მათ და 1993 წლის 27 სექტემბერს აბარებთ სოხუმს და შემდეგ მთელს აფხაზეთს! თქვენი მხარდამჭერი იმ დროს საქართველოში თითქმის არ არსებობდა , გარდა 200- მდე თქვენი აგენტისა და ერთი მატარებლის ეკიპაჟისა! - აკი განაცხადეთ კიდეც ტელევიზიით: „ 200- ზე მეტი მხარდამჭერი ვერ შევაგროვეთ„ და იძულებული ვარ სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მივმართოო. სთქვით და მოაწყვეთ კიდეც უცხო ქვეყნის ჯარების ინტერვენცია საქართველოში / ბალტინის ფლოტი; აჭარაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილები; პერმის სპეცნაზი; რუსეთის საჰაერო ძალები/, რომელთაც ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციებით მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია და ანექსია / სნგ-ში შესვლით/. ამით თქვენ დათრგუნეთ ქართველი ხალხის ნება, წინ აღუდეგით კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის პროცესს და გაიხანგძლივეთ ძალაუფლება.

--- კონსტიტუციური წესრიგის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო, ხოლო სახელმწიფოებრივი იმუნიტეტის გარეშე დარჩენილ ერს, თანამედროვე გლობალისტურ ეპოქაში, ემუქრება ეროვნული იდენტობის დაკარგვა ანუ ფიზიკური გადაშენება- გენოციდი: საქართველოსა და კავკასიის მტრების გამოთვლით, 2050 წლისთვის, როცა ეთნიკურ ქართველთა რიცხვი მინიმუმამდე დავა,დადგება დრო კავკასიის რუქიდან საქართველოს გაქრობისა და მაშინ „თუ ისწავლიან ქართველები მშვიდობიან თანაცხოვრებას- მიიღებენ კულტურულ ავტონომიას პანკისის ტერიტორიაზე„...

მოქალაქეთა სახელწიფოებრივი პასუხისმგებლობა განსაზღვრავს შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, რაც წინაპირობაა კანონიერი ხელისუფლების შექმნისა. შეგახსენებთ, ისტორიაში ყველაზე კეთილშობილ ამერიკელად ცნობილ ჰენრი დევიდ ტოროს „სამოქალაქო დაუმორჩილებლობას„ რომელიც ასე იწყება: „ მაინც რა არის ნებისმიერი მთავრობა, თუ არა- მხოლოოდენ თავისი ქვეყნის მოქალაქეთა წარმომადგენლობითი ორგანო„ , რომელიც დემოკრატიულად ითვლება, ვიდრე ახორციელებს საკუთარ ამომრჩეველთა/ მოქალაქეთა/ ნება-სურვილს...

სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გენეტიკურად რომ შეგვრჩენია ქართველებს ეს 1990 წლის 28 ოქტომბერს გამოვლინდა და პუტჩის შემდეგ გამოჩნდა უფრო მკაფიოდ იმ დახვრეტილ მიტინგებზე, რომელიც თქვენი ბრძანებით იხვრიტებოდა! სწორედ სახელმწიფოებრივი გრძნობის ჩაკვლას ემსახურებოდა თქვენი რეჟიმისა და აგენტების დივერსიული პროპაგანდა „ მეპურემ პური გამოაცხოს, პოლიტიკას კი პოლიტიკოსები მიხედავენო„ . მე გეტყვით, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის პოლიტიკით არ არის დაინტერესებული, ვერ იქნება სრულყოფილი მოქალაქე.
ასეთი ადამიანების ერთობლიობა ვერ მიაღწევს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ეყოლებათ 114%-ით „არჩეული„ ძალაუფლება, რომელსაც შეხებაც არ ექნება ჭეშმარიტ დემოკრატიასთან, ანუ- ხალხმმართველობასთან...

გენეტიკა ვახსენეთ და უპრიანია, აღინიშნოს ,რომ გენეტიკურად ქართველი არის ის, ვინც იცის რას ნიშნავს ეს ტერმინი და ვისაც არ აღიზიანებს იგი. მათში შენარჩულებულია ქართველობის განმსაზღვრელი გენომა, რაც ქართული იდეისადმი ერთგულებასა და მისთვის უპირობო თავგანწირვაში აისახება. სხვა სიტყვებით--- გენეტიკური ქართველებისთვის პირველადია ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესები! მათს გვერდით ქართველად ითვლება თითოეული ადამიანი არაქართული წარმოშვებისა, რომელიც ერთგულია საქართველოსი და გენეტიკურ ქართველებთან ერთად მზადაა დაიცვას ქართველთა „მამული, ენა და სარწმუნოება„ - ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი!

სწორედ, დემოკრატიულ ქართულ საზოგადოებას ებრძვის თქვენი შტაბის იდეოლოგია სახელმწიფო ნარკობიზნესით, - იარაღის კულტის დამკვიდრებით, - კონსტიტუციის გაუქმებითა და თქვენს მიერ 1992 წლის 22 დეკემბერს დაწყებული სისხლიანი ტერორით, რომლის ფონზე თავგზას უბნევთ ქართველებს, როცა აცხადებთ რომ: საქართველოში შექმნილი კრიმინალური ისტერია სპონტანურია . თან მოთმინებისკენ მოუწოდებთ სიკვდილმისჯილ ქართველებს , მაგრამ იცოდეთ, რომ ქართული ჯიში და ქართული სისხლი ჰფლობს თვენს ბატონებზე მეტს ინტელიგენციას და კარგად ახსოვს თქვენს მიერ მოწყობილი სასაკლაოები, ---ჩვილი ბავშვები იარაღით ხელში ეკრანებზე, რომელთაც თქვენი კრიმინალური მოღვაწეობით შთაუნერგეთ დაუსჯელობის სინდრომი... დღევანდელი სიკვდილის ბრიგადები 22 დეკემბრის დილიდან იღებენ სათავეს და ვიდრე პუტჩი არ გასამართლდება იარსებებენ მასთან ერთად! მათი არსებობა კი შეგვახსენებს, რომ საქართველოში:
----- არ არის დასჯადი ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული გზით.
-----არ ისჯება მაგნიციდი.
-----არ ისჯება რუსთაველზე კალაშნიკოვის „ჰაერში„ სროლა და რაც ყველაზე მთავარია, პუტჩი გრძელდება! -გრძელდება თქვენი შტაბის მიერ შექმნილი სიკვდილის ბრიგადების თარეშით. ამ ტერორით ცდილობთ, ქართული მოსახლეობის დაშინებას და მისი ყურადღების გაფანტვას. თან, ვითომ, გამოსავალს ეძებთ, მაგრამ გენეტიკურმა და არაგენეტიკურმა ქართველებმა ვიცით, რომ: თუ ქვეყანაში არ აღსდგა კონსტიტუციური წესრიგი- ბოლო არ მოეღება ამ ვაკხანალიას,
----- თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს. მის მისაღწევად კი საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ, კანონის უზენაესობის პრინციპით, შეწყვიტოს ყოველგვარი კავშირი ძალაუფლებასთან და იგნორირება გაუკეთოს მას!

თქვენს მატერიალისტ „ერუდიტებს„ შეახსენებს ქართული გენი მერაბ კოსტავას სიტყვებს: „ჩვენ უნდა მოვიშოროთ მატერიალიტური აზროვნების ყველა შედეგი! ჩვენ უნდა დავადგეთ სრული იდეალიზმის გზას!..„ - ჩაგეღიმებათ , ვიცი ამ „თვითმკვლელური „ იდეალიზმის ხსენებისას, მაგრამ ეს იდეალიზმი „თვითმკვლელური ქართველობაა„ და თუ დავკარგეთ,- ქართული სახელმწიფო ანუ ქართველების ქვეყანა აღარ იარსებებს. - შევწყვეტთ არსებობას ქართველებიც და შემდეგ ,გნებავთ ნატოში შეიყვანეთ თქვენი შტაბის ქვეყანა, -გნებავთ მავზოლეუმში. - ეს თქვენი „მრავალეროვანი„ გლობალისტური ძალაუფლების დილემა იქნება. ...ნომოლოგიზმი კი დროების ელიფსოიდურ ფორმაზე საუბრობს!..

... იმ ფონზე, როცა საქართველოში არ არის დასჯადი ომისაკენ მოწოდება, რაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კანონის მთელი სიმკაცრით ისჯება/ იხ. ვიდეოფირი პუტჩის ქრონიკის შესახებ, სადაც პირდაპირ ეთერში გაისმა მოწოდება--- „ დაე ძალამ გადაწყვიტოს ყველაფერი„/, წიგნების დახევისთვის აპატიმრებთ რამოდენიმე პიროვნებას / რამოდენიმე თვის წინ ბატონი გურამ შარაძე დააპატიმრა ძალაუფლებამ- პორნო-პლაკატის დახევისთვის!!!/ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი ბოროტი განზრახვით ამ პიროვნებების დაპატიმრების მიზეზით თქვენი შტაბი სატვირთო ავტომანქანის დაჯახებით ამტვრევს ეკლესიის კარებს და ძერჟინსკისეული უსასტიკესი მეთოდებით უსწორდება უდანაშაულო ადამიანებს,- მათს შორის მოხუც ქალბატონებს / იხ. ვიდეოკადრები!/

თქვენი იდეოლოგიის მიმდევარი და აქედან გამომდინარე, საქართველოს მტერი ძალაუფლება, ქრონოლოგიური სიზუსტით იმეორებს თქვენს მიერ გადადგმულ თითქმის ყველა ნაბიჯს: ახლა მათ სურთ 30 წელი ისაუბრონ კორუფციაზე, რომელიც აღმოუფხვრადია კონსტიტუციური ხელისუფლების გარეშე;

თქვენეული ეფემერული მიღწევები, ანტილოპების ხორცით დატვირთული გემები, იანაევის დაკითხვის ოქმები და მილიონი სამუშაო ადგილი ქართველ ხალხში მწარე ღიმილს იწვევს დიდი ხანია;

მათაც , თქვენს მსგავსად კანონიერებას გამოუცხადეს ომი , რაც ბნ-ი ასლან აბაშიძის კანონიერი/!!!/ ადმინისტრაციის დამხობით გამოიხატა. შეგახსენებთ, დემოკრატიულ ქვეყნებში ადგილობრივი მმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების შეცვლა ხდება არჩევნების გზით, საარჩევნო ურნებთან, რომელსაც ახორციელებენ ამ ქვეყნის მოქალაქენი მშვიდობიანი კენჭისყრით, ხოლო საქართველოს მაგალითზე ეს განხორციელდა არა დემოკრატიული საზოგადოებაში მიღებული ფორმით , არამედ--- მესამე მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის/ რუანდა , სუდანი, ჰაიტი, ანგოლა და ა. შ./ დამახასიათებელი ძალადობრივი გზით, რაც შორს არის ცივილიზებული დემოკრატიისაგან...

აქვე აღვნიშნავ, რომ ნატოში შესვლამდე საჭიროა, ნატოს წევრმა ქვეყნებმა იცოდნენ , რომ საქართველოს არ სჭირდება „სამხრეთ ოსეთის„ დაბრუნება, რის სრულ გარანტიებს აძლევს საქართველოს ნატო. საქართველოს ოკუპირებული სამაჩაბლოს/ ისტორიული კუთხე- შიდა ქართლი/ და აფხაზეთის პრობლემა აქვს, და არა „სამხრეთ ოსეთის„ , რადგან როგორც ისტორიული წყაროები მიუთითებენ ტერმინი „ სამხრეთ ოსეთი„ საქართველოში ჩნდება ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში და ამ დროს ეკონომიკური მიგრაციის შედეგად საქართველოში ემიგრირებული ოსური მოსახლეობის მინიმალური ნაწილი ცხოვრობს შიდა ქართლში / იხ. დემოგრაფიული სტატისტიკური მონაცემები/ ოსი ხალხი, შეგახსენებთ, ირანული წარმოშვების ხალხებს მიეკუთვნება , რაც თავისთავად აბსურდს ხდის კავკასიაში და საქართველოში „სამხრეთ ოსეთის„ ტერმინის ხმარებას, ვინაიდან ეწინააღმდეგება ირანის ისტორიულ კარტოგრაფიულ მასალებს, სადაც არ მოიძევება ინფორმაცია, ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, ირანის ჩრდილოეთი საზღვრის „ჩრდილოეთ ოსეთში„ არსებობისა ეს დანაშაულებრივად ყალბი და ანტიისტორიული ტერმინები „ბოროტების იმპერიამ„/ რ. რეიგანი/, დაჰბადა / ჩნდება მეოცე საუკუნიდან- იხილეთ საბჭოთა კავშირის ისტორია!/ და ამიტომ ოსი ხალხის პრეტენზიას,- საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკურად ოსური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნის შესახებ,- არ გააჩნია, არც ისტორიული და- არც სამართლებრივი საფუძველი!!! იგი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე მიუღებელია , როგორიც ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ევროპის კუთვნილ ტერიტორიებზე წაყენებული პრეტენზიები და ისეთივე აბსურდული როგორიც, საქართველოში სამხრეთ-დასავლეთ შორეული ჩინეთის რესპუბლიკისა ან ოლქის შექმნის ჰიპოთეზური წინადადება. აქვე საჭიროა , აღინიშნოს რომ ისტორიულად საქართველოში არცერთ არაქართულ ეთნოსს არ განუცდია არანაირი ტიპის დევნა- შევიწროება და არასოდეს შეჰქმნიათ წინააღმდეგობა საკუთარი კულტურის განვითარებაში. საქართველოში არცერთ ეთნოს არ შეჰქმნია ეთნიკური იდენტობის დაკარგვის საფრთხე!

აქვე აღვნიშნავ, რომ ნატოსთვის ერთგვარი საფრთხის მომტანიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიღება თავის რიგებში, ამ ეტაპზე, - რადგან ძალაუფლების ნებისმიერი ხელმოწერილი დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიულად და პოლიტიკურად ბათილია... დიდია საფრთხე კავკასიური ომისა , რაც ნატოს, როგორც პოლიტიკური ალიანსის მთლიანობას შეუქმნის საფრთხეს ...

იქ სადაც, კონსტიტუციის როლს ტყვიები ასრულებენ,- მხოლოდ, ბანანის რესპუბლიკები ვითარდებიან და ასეთ წარმონაქმნებში უფლება- მოვალეობა წართმეულ მოქალაქეებს სიკვდილის ბრიგადები ატერორებენ, - თქვენს მიერ1991/92 წლებში შექმნილი სიკვდილი ბრიგადები.

თქვენი შტაბის ავანტიურისტული პოლიტიკით კავკასიური ომი მზადდება! შეგახსენებთ, ეს ომი მრავალ ათეულ წელს გასტანს და მისი მიზანი კავკასიელთა ექსოდია! / იხ. საქართველოსა და ჩეჩნეთის უახლესი დემოგრაფიული მონაცემები/.
ცრუობთ, როცა აცხადებთ, რომ: „ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ რაიმე სახის სპეც. ოპერაცია დაგეგმილი არ ყოფილა... რომ ყოფილიყო მე მეცოდინებოდა ან ჩემგან იქნებოდა.„- შეგახსენებთ:
1993 წლის 24 სექტემბერს კანონიერი ხელისუფლება საქართველოში ბრუნდება. იმ დროს უკანონო ძალაუფლების პრეზიდენტი ხართ თქვენ ანუ თქვენი უშუალო ზედამხედველობის სფეროშია უშიშროების სამინისტრო, რომლის მაღალჩინოსანი ა. იოსელიანი ადასტურებს ამ ოპერაციის რეალურად არსებობას და ოპერაციის სამიზნედ ასახელებს კანონიერ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას: „ კავშირი გვქონდა გარემოცვის გარემოცვასთან...„ ; „ცეცხლი ახალი ჩამქრალი გვხვდებოდა...„ და ა.შ...
არცერთ ქვეყანაში სპეც. სამსახურები ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე მაგნიციდს არ გეგმავენ, მოგეხსენებათ! ასეთი რამ დემოკრატიისთვის მიუღებელია და მას არადემოკრატიული და ტერორისტული რეჟიმები ახორციელებენ.
ის, ფაქტი, რომ ნამდვილად დაიგეგმა კანონიერი პრეზიდენტის წინააღმდეგ სპეც. ოპერაცია, თავისთავად მიუთითებს, რომ ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ განადგურებას ხელმძღვანელობდით თქვენ, როგორც ამ სპეც. ოპერაციაში მონაწილე უშიშროების სამინისტროს უშუალო ზედამხედველი და განმკარგავი! თანაც, არ დაგავიწყდეთ, იმ პერიოდში თვენი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ე.წ. საქართველოს ტელევიზიიდან, ღიად საუბრობდნენ თქვენი აგენტები ზვიად გამსახურდიას ფიზიკური განადგურების აუცილებლობაზე და დაუფარავად აფიქსირებდნენ ამ მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფის წევრობას/იხ. საქ. ტელევიზიის არქივის მასალები/. სპეც. ოპერაციის დასრულება კი შამპანურებით აღნიშნეს მათ...

ბოროტმოქმედებათა ეს ნუსხა უდევს საფუძვლად საქართველოში შექმნილ ტერორისტულ აურას და თქვენ ხართ მისი შემქმნელი. იგი იქამდე იარსებებს ვიდრე თქვენი შტაბი და პუტჩი არ გასამართლდება!

სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა მკარნახობს, გითხრათ, რომ--- ჩემთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს თქვენი გაბაწრული და ცხენისძუაზე გამობმული სისხლიანი სხეულის ხილვა, არც ნაჯიბულას ან ჩაუშესკუს მსგავსი ფინალი, რადგან უფრო მნიშვნელოვანია პუტჩის შედეგების აღმოფხვრა რისთვისაც თქვენი ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის გასამართლებაა აუცილებელი!

ვერც ერთი ქართველი იურისტი ვერ ბედავს, დღეს, თქვენს დაპატიმრებას. რას მოუტანს იგი საქართველოს?!:
-აღსდგება 1992 წლის 3 იანვარს „საქართველოს გარეგანი და შინაური მტრული ძალების მიერ„ უკანონოდ შეჩერებული საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი კონსტიტუცია, რომელიც გახლავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი!
იურიდიულად ბათილად იქნება ცნობილი დაგომისისა და სოჭის ხელშეკრულებები!
საქართველოს რესპუბლიკა ავტომატურად აღმოჩნდება სნგ- ს გარეთ!
კონსტიტუციურად დაფიქსირდება შიდა ქართლი და აფხაზეთი- როგორც საქართველოს ისტორიულად ორგანული ნაწილი!
სიკვდილის ბრიგადების თარეშს შეცვლის კანონის უზენაესობა და ეს მისცემს, სწორედ, საშუალებას ქართველ ხალხს, ჰყავდეს დემოკრატიული ხელისუფლება და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას აუწყოს ამაყად, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმაა მიღებული----- დემოკრატიული და საყოველთაო არჩევნების გზით!

დაიწყება ნამდვილი დესოვიეტიზაციის პოლიტიკურ- სამართლებრივი პროცესი, რაც გულისხმობს საბჭოთა იმპერიის მიერ საქართველოსადმი ჩამორთმეული ქართული ტერიტორიების დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში! თუ ფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი, როდესმე დაივიწყებს ან ცოცხალი თავით ვინმეს დაანებებს ერთ გოჯ ქართულ მიწას მაინც,- მაშინ თქვენ არ იცნობთ ქართულ მენტალიტეტს და არც მის ისტორიას ,რადგან გგონიათ რომ ის რაც ვერ შესძლეს ჯალალედინმა, მურვან ყრუმ, თემურ ლენგმა, ოსმალთა ფაშებმა, და შაჰ-აბაზებმა შესაძლებელია სუსლოვ- დალესის ტანდემისათვის... ფასდაუდებელი სამსახურის გაწევა შეგიძლიათ ქართული მოდგმისთვის თუ აღიარებთ თქვენს მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ. მაშინ საჭირო აღარ იქნება სახრჩობელა და სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ყურად იღოთ თქვენს მიერ დახვრეტილი მიტინგების მოთხოვნები:
სთქვით გენშერებთან და ბეიკერებთან, რომ იცრუეთ, როცა ზ. გამსახურდიას პროვინციელი ფაშისტი უწოდეთ!
---რომ თქვენს მიერ დამხობილი ხელისუფლება იყო კანონიერი და დემოკრატიული და მითი დიქტატურის შესახებ ტყუილია!
სთქვით, რომ „სამხრეთ ოსეთი„
არ არსებობს!
ერთი ქართული გენი თუ დაგრჩათ მოქმედი, ან ნიკო ნიკოლაძის გული თუ წაგიკითხავთ - მიხვდებით თქვენს მიერ განდევნილი ქართველის გულისტკივილს და ეგზორციზმს ჩაიტარებთ, ალბათ, მაგრამ სამწუხაროდ ამის იმედი არ მაქვს.
„... ასაკსაც ვცეთ პატივი„ გაფითრებული სახით მითხარით ერთხელ /იხ. ვიდეოფირი/ და მოგახსენებთ, რომ წერილში გამოყენებული თქვენობით მიმართვის სტილი აკადემიური ფორმაა მხოლოდ და არანაირ პატივისცემად არ უნდა აღიქვათ. --- უბრალოდ თქვენ მრავალნი ხართ, - ისევე როგორც, ლეგიონის ხახაში ჩამძვრალნი დემონები!

მანამდე კი სანამ თქვენი პავლედ ტრანსფორმაცია მოხდება გეტყვით, რომ თქვენ ჩემთვის არ არსებობთ! და საქართველო არც თქვენი, არც თქვენი აგენტებისა და არც თქვენი ფარისეველთა სექტის საკუთრება არ არის! იგი ხალხს ეკუთვნის,- ქართველ ხალხს! დიდოსტატი, რომ მოძღვრავდა:„ ყველა ერი იმ მთავრობას იმსახურებს , რომელიც ჰყავსო!„

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

ავტ.: გოჩა, 1/6/2008 6:13:48 PM
I speak to the democrats and defenders of the peace and of the rights and freedoms of all the men, so that they give his attention to the term " osetia of the south "---see his roots: - year 1801 - tsarist Russia eliminates the Georgian crown (bagrationes) and Georgia turns into colony of Russia (loses the sovereignty). As direct consequence of the conquest in 1843 - for the first time in the history of the humanity, - Russia creates osetia in shida qartli (Georgia), which soon disappears partially and Georgia remains without dvaleti (historical Georgian province at present under Russian jurisdiction). - the osetinos were living in the north of the caucaso, where from the century XVll suffers strong attacks and starts fleeing to Georgia. they sign agreements on his rights and obligations with the Georgian fiefs and receive refuge.
... The first democratic republic of Georgia is born May 26, 1918 and it finishes the Russian hegemony in Georgia, which lasted 117 years. Tsarist Russia turns in Bolshevik Russia (" empire of the evil ") and prepares for him for the ll conquest of Georgia: - 23/03/1920 in Vladicavcas there is celebrated meeting of communist Russian party - and they decide to provoke the rebellion in shida qartli, to defeat the Georgian government. they use the osetinos against the Georgian ones and the "rebels" (marionettes) declare in shida qartli the Soviet state. the rebellion was suffocated by the Georgian army, but after the annexation and occupation of Georgia on the part of Soviet Russia, February 25, 1921, - according to the imperialist plans of Lenin, the illegal government of Soviet Georgia creates for decree (22/04/1922) the autonomy of the osetia of the south. the above mentioned decree was signed by two terrorist Georgians - f. makharadze and s.qavtaradze. ... it is very important to know, that there was no ethnic problem between the Georgian ones ever and the osetinos. the alone conflict has roots politicians and it is a question of not declared war of rusia against georgia and against the caucaso. when I believe osetia of the south the inhabitants of the ethnic group osetina were reaching 613 persons in tskhinvali in contrast to the year 1989 (7000 Georgian ones and 32000 osetinos). only after 2 years of the creation of the autonomy of osetia of the south, Russia creates in the north of the caucaso the autonomy of osetia of the north and in the agenda the problem of the unification appears of two osetias. as they see the conflict is completely artificial and the existence of the political autonomy of osetia of the south does not have historical essentials - it is not possible to compare the two you chorus and two alemanias with the work of lenin that is called osetia of the north and osetia of the south...
... in autumn of 1990 the self-government of osetia of the south annuls the autonomy and creates the Soviet republic of the osetia of the south. as response on the part of the legal government of the ll Georgian republic the decision on the disappearance of the autonomy was accepted and the decision on the creation of the Soviet republic of osetia of the south annulled, as an unconstitutional fact...
---according to the agreement of the kazbegi (16/03/1991) between the Georgian and Russian presidents, Russia recognizes the constitutional character of the Georgian responses and together occupants define the statute of the Soviet troops in Georgia as forces
for which, the term osetia of the south is a Soviet heredity and whenever it is mentioned he takes offense to the sovereignty of Georgia. this term is hindering the process of desovietizacion and the historical name of the such territory so-called osetia of the south is shida qartli. ... that taboos do not exist it is an essential phenomenon of the civil society and the last one - the foundation of the constitutional state.
attentively - Gocha kelenjeridze
ავტ.: გოჩა, 1/6/2008 6:15:58 PM