KKKK

ႸႠႥႪႤႢႭ

+

Modern Georgian Protest Songs

თავფურცელი
Home

Representations Chechen Republic Ichkeria in Finland and Norway

*V*Statistics about Georgia
*V*Georgian and Caucasian Anthropology
*V*BPG Series Georgian Fonts

- Site Map
- Search Site
- Ours Readers
- Feedback

 

Coat of Arms

LINKS:
Deda Ena ÃÄÃÀÄÌÀ
დედა ენა
DEDA ENA

First pure
Georgian Web site

Kaucasica ÉÀÅÉÀÑÈÉÀ
Caucasica

Reverse Links

Unicode encoded Georgian fonts are used
Download

Site Stats

Complex realization of Georgian fonts - Win 3.x

ქართული ფონტების კომპლექსური რეალიზება Windows 3.1 გარემოში

ბესარიონ გუგუშვილი

Tech complex for realization of Georgian scripture in Win 3.1 environment (Georgian)
By Georgian political emmigration in Finland - 1996-97

Snap-shots - Netscape, Win 3.1 apps, MS Explorer 3

New ! Georgian site for Georgian fonts

See also:
Georgian Fonts for MS-DOS, Windows, Mac; Internet-WWW and E-mail
Georgia: Internet Making Inroads by RFE/RL

ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ მორიგ ტექნოლოგიურ (და ამით გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკურ) წარმატებას მიაღწია. დასრულდა მრავალმხრივი, კომპლექსური გამოყენებისათვის გამოსადეგი, ხარისხიანი ქართული კომპიუტერული შრიფტების (ფონტების) რეალიზებისა და დანერგვის სამუშაოები ისეთი ფართოდ გავრცელებული და იაფი (ამით, გაღატაკებული საქართველოსათვის ხელ-მისაწვდომი) გარემოსათვის როგორიცაა Windows 3.1.

ფონტებისა და ტექნოლოგიის კომპლექსის შემადგენლობაშია:

  1. "თრუ-ტაიპ" - RSwwwNet.TTF და მისი შესაბამისი RSwwwNet.FON
    ეკრანული ფონტი (რ.სირაძისა);

  2. ფიქსირებული სიგანის სისტემური ეკრანული ფონტი - FixedSys.FON;

  3. დამხმარე სისტემური ეკრანული ფონტები ანუ SysFont-ები - FixedSys, Georgian (RswwwNet) და TRG1 (დედაენა-გოგებაშვილი);

  4. სისტემის მორგების ხერხები ("ნოუ-ჰაუ").

ეს კომპლექსი საშუალებას იძლევა წარმატებით და იოლად გამოვიყენოთ ქართული დამწერლობა Windows 3.1-ის პრაქტიკულად ნებისმიერ ქვესისტემაში - დაწყებული ბროუზერებით, ელექტრონული ფოსტითა და "ნიუზგრუპ"-ებით და დამთავრებული ტექსტური პროცესორებით, კალენდრითა და კართოტეკით - კომპლექსურ და ინტეგრალურ საფუძველზე.

ფონტები და ტექნოლოგია ემყარეება ინფოტექ/აკადემიის სტანდარტს "Ilia", სრულ შესაბამისობაშია UNICODE კოდირებასთან და ამით სოლიდურ საძირკველზე დგას.

ცალკეული ფონტები ჩვენ უკვე გავხადეთ მისაწვდომი, ხოლო დაწვრილებით ცნობებს ტექნოლოგიის შესახებ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს მათი მოთხოვნისამებრ მივაწვდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (რა თქმა უნდა ყოველგვარი საფასურის გარეშე).

საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში - რომელიც დაუძლეველ სირთულეებს უქმნის ქართული კულტურის წინსვლას ისეთ სწრაფად განვითარებად სფეროში როგორც ინტერნეტია, ვფიქრობთ ეს არსებითი გარღვევა იქნება და რამდენადმე შეაფიქრიანებს და სინდისის ძარღვს გაუტოკებს იმ "საერთაშოროსო" და "დასავლურ" სტრუქტურებს რომლებიც საქართველოში ამ სფეროს "პატრონაჟს" იჩემებენ.

ჩვენ ვთქვით - ახლა თქვენი ჯერია !

1997 წლის 11 ივლისი, ვანტაა
7/11/97, Vantaa, Finland


ილუსტრაციები ("Snapshots"):

Netscape 3 Gold - ბრაუზერი, ელექტრონული ფოსტა, ნიუზგრუპი, ფონზე - საწყისი HTML კოდი: View Document Source

Netscape 3 Gold &Georgian fonts

Georgian fonts & Netscape 3.1 Gold


ქართული დამწერლობა Windows-ის ქვესისტემებში
Georgian fonts & Win applications

Note: It works also in Normal View, Outline & Master Document modes of MS Word 6

Win 3.1 applications & Georgian fonts


MS Explorer 3-ის ქვესისტემები
MS Explorer 3 is smart with Georgian

MS Explorer 3 & Georgian fonts

 

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

 Cover Page | Table of Contents | BPG 1996 | [email protected] | Feedback

1