გარეშენიც დაპატიჟეს

ოთხშაბათობით რაგბის მსოფლიო თასის ისტორიას წვრილად ვყვებით. ერთი კვირის წინ შეჯიბრის ჯერ გაუმართაობის, მერე კი გამართვის მიზეზები მიმოვიხილეთ. ასე რომ, ახლა სულ პირველი, 1987 წლის მაის-ივნისში, ზღვისრეთში ჩატარებული გათამაშების გახსენების რიგია.

მსოფლიო თასის შემოღება ირბ-მა 1985 წლის მარტში, არსებობის 99-ე წლისთავზეღა დაადგინა. ოთხივე ბრიტანული ქვეყანა იდეის წინააღმდეგი ლამის სულ ბოლომდე იყო, მაგრამ პროფესიული ცირკის შიშით, ჩათრევას ისევ ჩაყოლა ამჯობინა და სამხრეთსა და ფრანგებს ერთი, საცდელი პირველობის გამართვაზე დაყაბულდა. ჰოდა, თასის მასპინძლობა მოთავეებს, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას დაეკისრათ.

.ყველაფერი რამენაირად უნდა დაიწყოს და ირბ-ის სახლიკაცებმაც დანარჩენი რაგბეთი ლხინზე დაპატიჟეს, წევრობა კი წვეულებს მერეღა უბოძეს. იმხანად რვა ბობოლიდან ერთს, სამხრეთ აფრიკას პოლიტიკურ მიზეზთა გამო ყადაღა ედო, რის გამოც მამებმა ბოკეს ნაცვლად "გამოსწორებული რასისტები", ზიმბაბვე ჩართეს დასში, ბავშვურ მიზეზთა გამო გაჯიქებული საბჭოეთის ადგილი კი ერგო ფიჯის მეზობელს, კიდევ უფრო ციცქნა ტონგას.

16-გუნდა თასმა არასრულ თვეს გასტანა. თამაშები ავსტრალიის ორ და ზელანდიის ცხრა (!) ქალაქში მოეწყო. ოთხი 4-გუნდა პულიდან პლეი-ოფში გადიოდა ორ-ორი უკეთესი. ჰოდა, მეოთხედფინალში ყველა ბობოლა უპრობლემოდ გაგრიალდა ნახევრად-არიფი არგენტინის გარდა, ვისაც სტარტზევე მოუგო მთლად ბოგანომ, ქრონიკული პუტჩებით გაწამებულმა ფიჯმა და სამი თითო-მოგებიანი გუნდის მიკრო-ტურნირშიც გატანილ-გაშვებულის სხვაობით გაიმარჯვა.

სცენარი ფრანგებმა არიეს

სატურნირო ბადე ორგანიზატორებს ისე აეგოთ, რომ თანა-მასპინძლები ერთმანეთს ფინალში, "იდენ პარკზე" დაჯახებოდნენ. ვაგლახ, რომ მაქამდე საქმე ვერ მივიდა, რაღაი გამოხტა ევროპული "ხუთი ერის" სლემით მომგები საფრანგეთი და სიდნეის გარეუბანში აშენებულ "კონკორდზე", შეჯიბრების საუკეთესო მატჩად აღიარებულ ნახევარფინალში, სულ ბოლოსღა, არეულ თამაშში დაალელოვა ვოლაბიზი.

ოზებმა ამავე სცენარით მერე ბრინჯაოს მატჩიც ერთი ქულით წააგეს უელსთან, რაღაი ბოლო 75 წუთი 14 კაცის ამარა რაგბობდნენ. ტაფიები მანამდე სასტიკად მოისრნენ კივებთან, რომლებსაც წინა წელს, მამათაგან აკრძალვის მიუხედავად, აფრიკაში მაინც გაემართათ ტურნე, მერე ავსტრალიასთან ბლედისლოუს თასი შინ 1-2 წაეგოთ და გუნდი გადაეხალისებინათ.

ფინალში "ოლ ბლექსმა" მეთოდურად გამოუყვანა წირვა "ლე ბლეს", თასის შემართვიდან ხუთი კვირის თავზე კი ავსტრალიას ჩემპიონი რაზმით კონკორდზევე ჩააკითხა და სასწაულად დრამატულ თამაშში ბლედისლოუც ჩამოართვა (30:16). ჰოდა, მას აქეთ ზელანდია სამი წლის შემდეგღა, მსოფლიო თასის წინა, 1990 წელს ვოლაბიზთანვე დამარცხდა, თორემ მანამდე უძლეველი იყო.

ბიბისის რადიოს იმედად

იმხანად ჯერაც არ არსებობდა სატელიტური ტელევიზია და ინტერნეთი. ტურნირი საბჭოთა ოფიციოზისგან უარყოფილი კი იყო, მაგრამ ოდენ 4-გვერდა "ლელო" მაინც სისტემატურად ბეჭდავდა ბარემ თითო სვეტიან მიმოხილვებს. მათი ერთადერთი წყარო იყო ინგლისური რადიო, "ბიბისი ველდ სერვისი".

12 დღის დაგვიანებით ქალაქში შემოდიოდა ფრანგ კომუნისტთა გაზეთი "ლიუმანიტეც", საიდანაც შუა შეჯიბრშიღა დავადგინეთ ზუსტი განრიგი. რამდენიმე თვეში, შემოდგომისკენ, კავკასიაშიც ჩამოაღწია ბოლო ოთხი მატჩის სრულმა ვიდეო-ჩანაწერმა, მერე კი ბარემ საათიანმა ფილმმაც, რომლის ბადალსაც XXI საუკუნეში აღარ უკვეთავენ ტელე-პროდუქციის გამყიდველები.

კაგებეს რუპორმა "სავეცკი სპორტმა" შეჯიბრი, რაღა თქმა უნდა, გაჯორა. კარგია, რომ რასისტული სამხრეთი აფრიკა არ დაუშვეს ორგანიზატორებმა, ისე კი, ტურნირის მსოფლიო თასად აღიარებისთვის მაინც არა კმარა, ქვეყნიერების 16 უკეთესი გუნდი ერთ ადგილას რომ შეკრიბო და შეაჯიბროო - დემაგოგიურად დაწერა გაზეთმა.

ყოველ ოთხ წელში გავმართოთო

დიამეტრულად სხვა აზრზე იდგა სრულიად რაგბეთი. დებიუტმა ყოველმხრივ გაამართლა: ბურთაობა ეშხიანი იყო და მონაწილენიც სანიმუშოდ იქცეოდნენ; სტადიონებზე 600 ათასი კაცი მივიდა, სამასმა მილიონმა კი შეჯიბრს ტელევიზიით 17 ქვეყანაში უცქირა; ირბ-ს სარფად ერთი მილიონი (!) გირვანქა დარჩა. ჰოდა, მამებმა გადაწყვიტეს, თასი ყოველ ოთხ წელში ერთხელ გაეთამაშებინათ.

დასასრულ, ორიოდე შენიშვნაც, რათა მკითხველს შედეგთა გარჩევა გაუადვილდეს. პირველ ორი მსოფლიო თასზე ლელო, ახლანდელი ხუთისგან განსხვავებით, ოთხი ქულა ღირდა, მარქაფაში კი ექვსი კაცი იჯდა და მათგან 1987 წელს მხოლოდ ორს შეეძლო თამაშში ჩაბმა. მერე კიდევ, თავისუფალსაც გაათამაშებდი და კარში არეკნით დაკრავდი. ჰოდა, ფრანგებმა ფინალში გრანტ ფოქსს რომ დაუფარეს, ლაჟისკე ბურთს აცდა და წამოსწრებულმა მაიკლ ჯოუნზმა დაუმიწა.

პირველი მსოფლიო თასი

1987 წლის 22/05-20/06 (ზელანდია და ავსტრალია)

ა პული

ავსტრალია - ინგლისი   19:6   2-1   23/05 სიდნეი
შტატები - იაპონია   21:18   3-3   24/05 ბრისბენი
ინგლისი - იაპონია   60:7   10-1   30/05 სიდნეი
ავსტრალია - შტატები   47:12   8-1   31/05 ბრისბენი
ინგლისი - შტატები   34:6   4-1     3/06 სიდნეი
ავსტრალია - იაპონია   42:23   8-3     3/06 სიდნეი

ავსტრალია 6 ქულა (108:41) ინგლისი 4 (100:32) -
შტატები 2 (39:99) იაპონია 0 (48:123)

ბ პული

კანადა - ტონგა   37:4   7-1   24/05 ნეიპირი
უელსი - ირლანდია   13:6   1-0   25/05 ველინგტონი
უელსი - ტონგა   29:16   4-2   29/05 პამერსთონი
ირლანდია - კანადა   46:19   6-1   30/05 დანიდინი
უელსი - კანადა   40:9   8-0     3/06 ინვერქარგილი
ირლანდია - ტონგა   32:9   5-0     3/06 ბრისბენი

უელსი 6 ქულა (82:31) ირლანდია 4 ქულა (84:41) -
კანადა 2 (65:90) ტონგა 0 (29:98)

გ პული

ზელანდია - იტალია   70:6   12-0   22/05 ოკლენდი
ფიჯი - არგენტინა   28:9   4-1   24/05 ჰემილტონი
ზელანდია - ფიჯი   74:13   12-1   27/05 ქრაისთჩერჩი
არგენტინა - იტალია   25:16   2-2   28/05 ქრაისთჩერჩი
იტალია - ფიჯი   18:15   3-1   31/05 დანიდინი
ზელანდია - არგენტინა   46:15   6-1     1/06 ველინგტონი

ზელანდია 6 ქულა (190:34) ფიჯი 2 (56:101) -
იტალია 2 (40:110) არგენტინა 2 (49:90)

* სხვაობა პირად ჯახებში: ფიჯი პლუს 16, იტალია მინუს 6, არგენტინა მინუს 10

დ პული

რუმინეთი - ზიმბაბვე   21:20   3-3   23/05 ოკლენდი
საფრანგეთი - შოტლანდია   20:20   3-2   23/05 ქრაისთჩერჩი
საფრანგეთი - რუმინეთი   55:12   9-0   28/05 ველინგტონი
შოტლანდია - ზიმბაბვე   60:21   11-1   30/05 ველინგტონი
შოტლანდია - რუმინეთი   55:28   9-3     2/06 დანიდინი
საფრანგეთი - ზიმბაბვე   70:12   13-1     2/06 ოკლენდი

საფრანგეთი 5 ქულა (145:44) შოტლანდია 5 (135:69) -
რუმინეთი 2 (61:130) ზიმბაბვე 0 (53:151)

* საფრანგეთმა შოტლანდიას გაუსწრო ფრედ დასრულებულ პირად ჯახში გატანილი მეტი ლელოთი

მეოთხედფინალი

ზელანდია 30:3 შოტლანდია

ზელ - 2ლ: ა.ვითონი გალაჰერი; 2გ 6ს: ფოქსი

შტლ - ს: გ.ჰეისთინგსი

რეფ ბარნეთი (ირლ)
6/06 ქრაისთჩერჩი, ლანკასტერ პარკი (30 ათასი)

3:0(19) 6:0(25) 6:3(28) 9:3(36) @ NZ Rugby Almanack /
15:3(51ლ) 18:3(58) 21:3(60) 24:3(67) 30:3(70ლ)

საფრანგეთი 31:16 ფიჯი

სფრ - 4ლ: ლორიო როდრიგესი ორი (2 3) ლაჟისკე; 3გ 2ს ა: გ.ლაპორტი

ფიჯ - 2ლ: ნქორო ნდამუ; გ 2ს: კორონდუანდუა

რეფ ნორლინგი (უელ)
7/06 ოკლენდი, იდენ პარკი (12 ათასი)

3:0(9) 3:4(15ლ) 6:4(17) 12:4(20ლ) 18:4(30ლ) 18:7(38) /
22:7(ლ) 22:10(64) 28:10(76ლ) 28:16(78ლ) 31:16(
80+ა)

ავსტრალია 33:15 ირლანდია

ავს - 4ლ: მაკინტაიერი სმითი ბერქი ორი (3 4); 4გ 3ს: ლაინაფი

ირლ - 2ლ: მაკნილი ქირნანი; 2გ ს: ქირნანი

რეფ ანდერსონი (შტლ)
7/06 სიდნეი, კონკორდ ოვალი

3:0(2) 6:0(8) 12:0(14ლ) 18:0(17ლ) 24:0(22ლ) /
27:0(50) 27:3(57) 33:3(63ლ) 33:9(69ლ) 33:15(
80+ლ)

უელსი 16:3 ინგლისი

უელ - 3ლ: რობერთსი რ.ჯოუნზი დევრო; 2გ: სორბერნი

ინგ - ს: ვები

რეფ ურკე (სფრ)
8/06 ბრისბენი, ბალიმორ ოვალი (15 ათასი)

6:0(23ლ) / 10:0(45ლ) 10:3(73) 16:3(80+ლ)

ნახევარფინალი

საფრანგეთი 30:24 ავსტრალია

სფრ: ბლანკო კანბერაბერო სელა შარვე ლაჟისკე (10-9) მენელი ბერბიზიე / ონდარი დიუბროკა კაპ გარიუე; ლორიო კონდონი; შონი ერბანი როდრიგესი - 4ლ: ლორიო სელა ლაჟისკე ბლანკო; 4გ 2ს: კანბერაბერო

ავს: ქემფიზი გრიგი სლექი კაპ პეპვორსი (ა.ჰერბერტი 8) მ.ბერქი I (10-9) ლაინაფი ფარ-ჯოუნზი / ლილიქრეფი ლოუტონი მაკინტაიერი; ქემფბელი (ქოუდი 20) ქათლერი; მილერი პოიდევინი ქოქერი - 2ლ: ქემფიზი ქოუდი; 2გ 3ს ა: ლაინაფი

რეფ ანდერსონი (შტლ)
13/06 სიდნეი, კონკორდ ოვალი (17 800)

0:3(4ა) 0:6(7) 0:9(29) 6:9(40ლ) /
12:9(44ლ) 12:15(46ლ) 18:15(54ლ) 21:15(59) 21:21(64ლ) 21:24(76) 24:24(79) 30:24(
80+ლ)

ზელანდია 49:6 უელსი

ზელ: გალაჰერი ქერვინი სთენლი (მაკქაჰილი 73) ტეილორი გრინი (10-9) ფოქსი ქერქი კაპ / მაკდაუელი ფითსპატრიქი დრეიქი; პირსი გ.ვითონი; ა.ვითონი ბრუქ-ქაუდენი შელფორდი - 8ლ: შელფორდი ორი (1 8) დრეიქი ქერვინი ორი (3 4) ა.ვითონი სთენლი ბრუქ-ქაუდენი; 7გ ს: ფოქსი

უელ: სორბერნი ი.ევანსი დევრო ბოუენი ჰედლი (10-9) ჯ.დევისი რ.ჯოუნზი / ბიუქენენი კ.ფილიპსი იანგი; რიჩარდსი  წბ  რ.მორიარტი კაპ; კოლინზი (სათონი 41) ფ.დევისი პ.მორიარტი - ლ: დევრო; გ: სორბერნი

რეფ ფითსჯერალდი (ავს)
14/06 ბრისბენი, ბალიმორ ოვალი (25 ათასი)

6:0(2ლ) 12:0(8ლ) 18:0(22ლ) 24:0(25ლ) 27:0(35) /
27:6(55ლ) 33:6(59ლ) 39:6(62ლ) 43:6(68ლ)
წბ(71) 49:6(73ლ)

მცირე ფინალი

უელსი 22:21 ავსტრალია

უელ - 3ლ: რობერთსი პ.მორიარტი ჰედლი; 2გ 2ს: სორბერნი

ავს - 2ლ: ბერქი გრიგი; 2გ 2ს ა: ლაინაფი /  წბ  ქოუდი

რეფ ჰოვარდი (ინგ)
18/06 როტორუა (20 ათასი)

წბ(5) 3:0(5) 3:3(12) 7:3(29ლ) 7:9(31ლ) 7:15(39ლ) 13:15(40ლ) /
16:15(43) 16:18(46) 16:21(54ა) 22:21(
80+ლ)

ფინალი

ზელანდია 29:9 საფრანგეთი

ზელ: 15 ჯონ გალაჰერი, 14 ჯონ ქერვინი, 13 ჯო სთენლი, 12 ვორიქ ტეილორი, 11 კრეგ გრინი; 10 გრანტ ფოქსი, 9 დევიდ ქერქი კაპ / 1 სთივ მაკდაუელი, 2 შონ ფითსპატრიქი, 3 ჯონ დრეიქი; 4 მარი პირსი, 5 გერი ვითონი; 6 ალან ვითონი, 7 მაიკლ ჯოუნზი, 8 ვეინ შელფორდი * მწ ბრაიან ლოჰორი - 3ლ: ჯოუნზი ქერქი ქერვინი; გ 4ს ა: ფოქსი

სფრ: 15 სერჟ ბლანკო, 14 დიდიე კანბერაბერო, 13 ფილიპ სელა, 12 დენი შარვე, 11 პატრის ლაჟისკე; 10 ფრანკ მენელი, 9 პიერ ბერბიზიე / 1 პასკალ ონდარი, 2 დანიელ დიუბროკა კაპ, 3 ჟან-პიერ გარიუე; 4 ალენ ლორიო, 5 ჟან კონდონი; 6 ერიკ შონი, 7 დომინიკ ერბანი, 8 ლორან როდრიგესი * მწ ჟაკ ფურუ - ლ: ბერბიზიე; გ: კანბერაბერო

რეფ ქერი ფითსჯერალდი (ავს)
20/06 ოკლენდი, იდენ პარკი (
48 350)

3:0(14ა) 9:0(17ლ) /
9:3(44) 12:3(46) 15:3(56) 19:3(63ლ) 23:3(66ლ) 26:3(69) 29:3(77) 29:9(
80+ლ)

მოწინავენი

ქულა: 126 ფოქსი (ზელ), 82 ლაინაფი (ავს), 62 გ.ჰეისთინგსი (შტლ), 53 კანბერაბერო (სფრ), 43 ვები (ინგ), 42 ლაპორტი (სფრ)

ლელო: 6 ქერვინი (ზელ) და გრინი (ზელ); 5 ქერქი (ზელ), ა.ვითონი (ზელ), გალაჰერი (ზელ), ბერქი (ავს) და ჰარისონი (ინგ)

:::

Hosted by www.Geocities.ws

1