გიორგი ქავთარაძე

 

სად მდებარეობდა თავდაპირველად მცხეთა და რას უნდა ნიშნავდეს მისი სახელწოდება?

 

/გვ.6/ უძველესი ქართული ცნობა ქალაქ მცხეთის შესახებ შემონახულიამოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტში, რომლის შატბერდისეული ვერსია გვამცნობს, რომ, როდესაც, ვითომდა ქართლში მოსულმა ალექსანდრე მაკედონელმა ბუნ-თურქნი და ჰონნი გაანადგურა, მასთან თანხლებულ არიან-ქართლის მეფის ძეს აზოს, ”მიუბოძა მცხეთაჲ საჯდომადხოლოესე აზოჲ წარვიდა არ[]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ”.

 

მოყვანილ ტექსტში, ერთი შეხედვით, თითქოს შეუსაბამობა შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დიდმა აზოს მცხეთამიუბოძა საჯდომად”, იგიდაჯდა ძუელ მცხეთას”; რატომ ჩაანაცვლა თუ იქნებ დააკონკრეტა ავტორმა აზოსთვისსაჯდომად ბოძებულიადგილიმცხეთა, ტერმინითძუელი მცხეთა”? სად უნდა იყოს ესძუელი მცხეთადა რით უნდა განსხვავდებოდეს (თუ კი განსხვავდებოდა) ”ძუელი მცხეთასაკუთრივ მცხეთისგან, რომელიც ალექსანდრემ დაუდგინა მას სატახტოდ? თვით ზემომოყვანილი ტექსტის ფრაგმენტი, რომ აზოდაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა”, სავარაუდოა მიგვანიშნებდეს, რომ ვინაიდანძუელ მცხეთაშიდამჯდარ აზოს თან ჰყავდაკერპნი ღმრთადგაცი და გა”, ამ უკანასკნელთა აღმართვის ადგილის დადგენა უნდა იძლეოდესძუელი მცხეთისმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობასაც. ამ მხრივ, გასათვალისწინებელიაქართლის ცხოვრებისმეორე ნაწილის, “წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისცნობა, რომ “...კუალად [არმაზისა..] იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა”. ხოლო არმაზის ადგილმდებარეობას თვითმოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტიც გვამცნობს: ”შემდგომად მისა [აზოსა..] დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ”. ამრიგად, ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს ადგილი, არმაზი/არმაზციხე იგივე ბაგინეთი, სადაც არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ იყვნენ აღმართულნი გაცი და გაიმი (=გა) არისძუელი მცხეთა”.

 

ზოგიერთი არაბული წყაროც იძლევა თითქოს იმის საშუალებას, რომ, ქართული მატიანეების მსგავსად, არმაზციხე-ბაგინეთს, აქ ადრე არსებულ წარმართულ ტაძართან ერთად, დავუკავშიროთ ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდარული სახელი. მხედველობაში მაქვს, ატ-ტაბარის ცნობა იმის თაობაზე, რომ ჰიჯრის 110 წელს (ანუ დაახლ. 728 .) დარიალისაკენ ხაზართა ხაკანთან საბრძოლველად გალაშქრებული მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქი (ომაიანი ხალიფის აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ძე) უკან ბრუნდებაალექსანდრეს ტაძრისგავლით; ამის გამო . მარკვარტიალექსანდრეს ტაძარსარაგვის ხეობაში მდებარედ მიიჩნევს. . მარკვარტი შენიშნავს, რომ ვაჰბ იბნ მუნაბიჰისალექსანდრეს რომანში” ”ალექსანდრეს ტაძარიარსად არ გვხვდება, თუმცა კი მასში მოხსენიებულიაარმაზის ქვეყანა”, ისევე, როგორც, ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართველთათვის გაცემულ დაცვის სიგელში. აქედან გამომდინარე, . მარკვარტი დაასკვნის, რომ ამ სახელწოდებით თბილისის აღმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე ქვეყნის ძველი დედაქალაქი მცხეთა უნდა აღინიშნებოდეს. უფრო რომ დავაზუსტოთ . მარკვარტის მოსაზრება, ალბათ, უფრო გამართლებული იქნებოდაალექსანდრეს ტაძარში”, პირველ რიგში, არმაზციხე-ბაგინეთი გვეგულისხმა, სადაც ძველი ქართული წერილობითი წყაროების მონაცემების თანახმად, მართლაც მდებარეობდა ალექსანდრე დიდის ქართლში ლეგენდარული ლაშქრობის მოვლენებთან დაკავშირებული წარმართული ღვთაებების პანთეონი; ”მოქცევაჲ ქართლისაჲსმიხედვით, აზო, ვისაცთანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გახომ ალექსანდრეს მიერ არის მოყვანილი და მეფედ დადგენილი.

 

მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის მიერ სწორედ არმაზციხე-ბაგინეთის დალაშქვრას, შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ ქართული წარმართობის ამ წმინდა ალაგისა და ქართლის უძველესი სახელმწიფოებრივი ცენტრის საბოლოო განადგურებას სულ რამდენიმე წლით უფრო გვიანი ხანით (736 .) ათარიღებენ ხოლმე, როდესაც აქ თითქოს მერვან იბნ მუჰამედს (იგივე მურვან ყრუს) ულაშქრია. ეს უკანასკნელი ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისაგან იღებს სათავეს. დარიალისაკენ მიმავალ მერვანსაც მცხეთაზე რომ უნდა გადაევლო ეჭვს არ იწვევს, ისეთი დიდი საფორტიფიკაციო და სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტს, როგორიც არმაზციხე-ბაგინეთია, ხომ ვერც ერთი მოლაშქრე გვერდს ვერ აუვლიდა; მაგრამ იმის გამო, რომ არაბული წყარო აქ მდებარე მნიშვნელოვანი ადგილის – ”ალექსანდრეს ტაძრისსახელწოდებას საგანგებოდ მხოლოდ მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის ლაშქრობისას მოიხსენიებს, სავარაუდო ხდება, რომ სწორედ მისი ლაშქრობა უნდა გამხდარიყო საბედისწერო ქართლის უძველესი დედაქალაქისათვის, ვინაიდან იმ რვაწლოვან დროის მონაკვეთში, რომელიც ამ ლაშქრობას მერვანის ლაშქრობისაგან აშორებს, ბუნებრივია, ძნელად თუ მოხერხდებოდა ამ ადგილის თავდაცვითი ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას გვაძლევს სპეციალისტთა მიერ შენიშნული ის ფაქტი, რომ მერვანის ლაშქრობამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა თაობათა მეხსიერებაში, რომ შემდგომში იგი მიჩნეულ იქნა, საზოგადოდ, არაბების პირველ შემოსევად საქართველოში. მითუმეტეს, ადვილი იქნებოდა, როგორც ზემოთ ითქვა, ერთი და იმავე რეგიონში, ორი ომაიანი სარდლის, მხოლოდ რამდენიმე წლით ერთმანეთისაგან დაშორებული, ლაშქრობების ერთმანეთში აღრევა.

 

მიუხედავად იმისა, რომძუელი მცხეთისარმაზ/არმაზციხეზე თუ ბაგინეთის, იგივე ქართლის მთაზე ლოკალიზება თითქოს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, იგი არ არის თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებული. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გავრცელდა მოსაზრება, რომ სამადლო-ნასტაგისის ნაქალაქარი უნდა ყოფილიყომოქცევაჲ ქართლისაჲსქრონიკაში მოხსენიებულიძუელი მცხეთა“, სადაც ასევე უნდა არსებულიყო ძვ. . IV-III საუკუნეთა იბერიის (ქართლის) მეფეთა რეზიდენცია.

 

მაგრამ, თუ ჩვენ გავიზიარებთ, სამადლო-ნასტაგისის ნაქალაქარზე ძველი მცხეთისა და მასთან ერთად მეფეთა რეზიდენციის ლოკალიზების შესაძლებლობის ვარაუდს, მაშინ ბუნებრივია მოგვიხდება შესაბამისი ხანის იბერიის სამეფოს ღვთაებათა პანთეონის იქვე ლოკალიზებაც; იმის წარმოდგენა, რომ მეფეთა რეზიდენცია დაშორებული იყო ღვთაებათა სამეფო პანთეონს, ძალზე რთულია. როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, გაცისა და გას აღმართვის ადგილის დადგენა თავისთავად უნდა იძლეოდესძუელი მცხეთისმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდანძუელ მცხეთაშიდამჯდარ აზოსთანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა”. არმაზციხისა თუ არმაზის კერპის ადგილმდებარეობის თაობაზე, გარდა ზემომოყვანილი ქართული მატიანეების ცნობების, ადგილობრივი ქართული ტრადიციის და ბერძენი და რომაელი მეტ-ნაკლებად თანამედროვე ისტორიკოსების მონაცემებისა, იუწყება VIII საუკუნის სომეხი მემატიანეც, მოვსეს ხორენაცი, როდესაც წმ. ნინოს ანუ ნუნეს შესახებ გვამცნობს, რომ მან: “...მოსპო ჭექა-ქუხილის [მომვლინებელი] არამაზდის ქანდაკება, რომელიც ქალაქისაგან [მცხეთის..] განცალკევებით, დიდი მდინარის მეორე მხარეს იდგა. როგორც წესი, დილდილობით ყველა სცემდა მას თაყვანს სახლთა სახურავებიდან, საიდანაც სახით ჩანდა იგი...”. როგორც ვხედავთ, ავტორი კარგად არის გათვითცნობიერებული არმაზის კერპის მდებარეობის შესახებ მცხეთასთან, დიდი მდინარის ანუ მტკვრის გაღმა; “წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისზემომოყვანილ ცნობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავძინოთ, რომ არმაზთან ერთად, იქვე იქნებოდნენ მისი განუყრელი ღვთაებებიცგაცი და გა, რომლებიც თანა-ჰყვანდა წამოყვანილი არიან-ქართლიდან წამოსულ დაძუელ მცხეთაშიმეფედ დამჯდარმოქცევაჲ ქართლისაჲსეულაზოს.

 

ძირითადი მიზეზი, რის გამოცძუელი მცხეთისარმაზციხესთან გაიგივება უძნელდებათ, ალბათ, ამ უკანასკნელისათვის მცხეთისაგან განსხვავებული სახელწოდების არსებობა უნდა წარმოადგენდეს. არადა ამ ორი უძველესი ადგილის ურთიერთკავშირი ყოველთვის იყო ყველასათვის ცხადი. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის 1434 წლის გუჯარი, გაცემული კათოლიკოს-პატრიარქის თეოდორე  III-ის სახელზე, სადაც ვკითხულობთ, რომდასაბამითგან არმაზი ციხე მცხეთისა [იყო]”. რაც შეეხება განსხვავებულ სახელწოდებას, ამის თაობაზეცხოვრება მეფეთაგვამცნობს, რომ არმაზს/არმაზისციხეს ძველადქართლის მთაერქვა: ”…ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი...” ”ცხოვრება მეფეთასავტორი სახელწოდებაქართლისთავისებურ ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს, როდესაც მას ქართველთა ეპონიმ-ეთნარქოსის, ლეგენდარული ქართლოსის სახელიდან მომდინარედ მიიჩნევს: ”...და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი.. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა.” ლეგენდა ლეგენდად დარჩება, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში ტოპო/ქორონიმიქართლი”? სიტყვაქართლი”, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვაკარტა”-საგან, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდაშემოღობილ ადგილს”, ხოლო შემდეგგალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს.

 

თუმცა არსებობს უფროეკონომიურივარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც: რამდენადაცქალაქისაღმნიშვნელ არამეულ სიტყვასკარდაწარმოადგენს, ხოლო ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო აქემენიანთა ზეგავლენის ქვეშ მყოფ არმაზციხის ადრეულ ბინადართათვის, ვფიქრობ, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვაკარდადასდებოდა საფუძვლად ტერმინქართ--”. მთა ქართლისაღმნიშვნელად არამეული სიტყვაკარდა”- გამოყენება, აქემენიანთა და მომდევნო ხანებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ლინგვისტთა ვარაუდით, მოცემულ შემთხვევაში -- დეტერმინანტ სუფიქსს უნდა წარმოადგენდეს.

 

ამავე დროს, უფრო ისე უნდა ჩანდეს, რომ თითქოს ქართულენოვან სამყაროში ადრეული ხანებიდანვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინსარდ”-, რომელმაც რეგიონში აქემენიანთა დომინირების ხანაში ანალოგიური მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე არამეული სიტყვისკარდა”- ზეგავლენის შედეგად შეიძინა ანლაუტში ველარული ფონემა. ასეთი ვარაუდის შესაძლებლობაზე ალბათ უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ სინამდვილეში დადასტურებული არაერთი ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი დაართ/არტ/არდ”-ძირიანი ტოპონიმი: “ართვინი/ართვანი”, “არტაანი”, “არტანუჯი”; შდრ., აგრეთვე, ”არდისუბანი”, ”-არდანახიდა სხვ. განსაკუთრებით საინტერესოა, ამ მხრივ, ”ვარდციხისსახელწოდება, რომელშიც ხურიტულარდ/უარდ/ვარდ-” ახლავს ქართული განმარტებაციხისსახით.

 

არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან მდებარებელტის ციხისსახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ), რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს, წარმომდგარი იყოს ასევეციხე-სიმაგრისაღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან – “ბირტა”.

 

 

მთა ქართლის სახელწოდების ციხე-სიმაგრის სახელწოდებიდან წარმომავლობას მხარს უჭერს კასიუს დიოს ცნობა, რომ ქართლის მთავარ ქალაქსაკროპოლისიანუ ციტადელი, დედა-ციხე ეწოდებოდა, ამდენად კასიუს დიო ფაქტობრივად ამ ადგილის ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად ამ ადგილის სახელწოდების ბერძნულ თარგმანსაც იძლევა. მისი სიტყვებით, დედა-ციხე აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული. ამ ქალაქში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართლი/არმაზციხე შეიძლება იგულისხმებოდეს.

 

როგორც ვხედავთ, სავარაუდოა, რომ მთა ქართლი (იქვე მდებარეობდა სოფელი ქართლიც) სახელდებული იყო ციხე-სიმაგრისა თუ გალავნის აღმნიშვნელი სიტყვებით, თუმცა კი არაქართულით (ხურიტულით, არამეულით, ბერძნულით). მართალია სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებში ასახულია ქართული სიტყვისციხისკვალიც, ოღონდ, როგორც ტოპონიმ არმაზციხის მეორე, განმარტებითი კომპონენტის სახით; კერძოდ, იგი მოხსენიებულია, როგორცჰარმოზიკესტრაბონის მიერ და როგორცარმაკტიკაპტოლემაიოსის მიერ. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში არმაზციხე მოხსენიებულია დედაციხის, შიდაციხის თუ ციხისციხის (მთავარი ციხის მნიშვნელობით) სახელწოდებითაც. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაზციხეს ძველთაგანვე, ანუ ჯერ კიდევ აქ არმაზის კულტის გაჩენამდე, გააჩნდა ციხის აღმნიშვნელი ქართული ტერმინი და ხომ არ არის დაკავშირებული ეს სახელწოდება მცხეთის სახელთან. ასეთ შემთხვევაშიძუელი მცხეთააღმოჩნდებოდა არმაზციხე/ბაგინეთის ანუ მთა ქართლის აღმნიშვნელი სახელი, ხოლო ამის საპირისპიროდ საკუთრივ მცხეთა – ”ახალი მცხეთისანუმუხნარით კერძი ქალაქისა“, რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო განლაგებული და ძირითადად აკროპოლისიდან ანუ მთა ქართლი/არმაზციხე/ბაგინეთიდან კონტროლდებოდა. /გვ.7/

 

ამჟამად, თითქმის უკვე საყოველთაოდ არის გაზიარებული მოსაზრება, რომ სახელწოდებამცხეთაწარმოდგება მესხთა (მოსხებიმუშქები) ტომის სახელიდან და რომ ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. . VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. აღსანიშნავია, რომ ტერმინებისამცხედამცხეთაერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, თუმცა იგი სახელწოდებასამცხეს” ”მცხეთისაგანწარმოქმნილად მიიჩნევდა. XIX საუკუნეში ტოპონიმმცხეთასძირითადად მესხების სატომო სახელთან აახლოებდნენ ხოლმე. . მელიქიშვილის შეხედულებითაც, სახელწოდებამცხეთაუდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიუნიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე.

 

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მტკვრის ზემო წელიდან ანუ მესხეთიდან თუ .. დიდი მესხეთიდან, რომელიც მტკვრის სათავეების მხარესაც და მის იქით, კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებსაც მოიცავს, მოსახლეობის ერთმანეთის მომდევნო ტალღების გადმონაცვლება, რაც საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა მდინარეთა დინების მიმდებარე ხეობებისათვის, არა მგონია მცხეთისა და მისი სანახების უფრო ადრეული მოსახლეობა იმდენად განსხვავებული ყოფილიყო ახალმოსულთათვის, თუნდაც იმის გამო, რომ მათი (ძველის და ახლისაც) წარმომავლობის მხარე ერთმანეთს ემთხვეოდა, საჭირო გამხდარიყო მათი წინამოსახლეობისაგან განმასხვავებელი სახელით სახელდება. აქ ადგილი ექნებოდა ერთიან ეთნო-კულტურულ არეალში დიდი მდინარის დინების, ზემო, მთიანი მხარეებიდან ნამატი მოსახლეობის ქვემო დინების, დაბლობი მხარეებისაკენ გადმონაცვლებას, ანუ მთისა და ბარის მოსახლეთა ურთიერთობისკლასიკურმოდელს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფების ამ მეტად მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილისაკენ სწრაფვასა და ინფილტრაციას, რის შესახებაც არა ერთი მინიშნება გვაქვს ძველ ქართულ წერილობით წყაროებში.

 

თავისთავადაც საკითხავია, თუ რამდენად არის უცილობელი მცხეთის სახელის ეტიმოლოგიის ახსნა მესხთა სატომო სახელით, თუ კი გავითვალისწინებდით იმ გარემოებას, რომძუელი მცხეთალოკალიზდებოდა არმაზციხის ტერიტორიაზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფუნქცია გააჩნდა, კონტროლის ქვეშ მოექცია სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი საკმაოდ ვრცელი არეალი და რომლის სახელწოდებაც, როგორც ვნახეთ, სხადასხვა ენებზე ძირითადად ციხე-გალავნის, ციტადელის აღმნიშვნელია. ნუთუ ამ სახელწოდებებს არ გააჩნდათ ქართულენოვანი შესატყვისი?

 

ამ მხრივ, საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ . რაინეგსი, მცხეთის სახელწოდებას "ციხის" ქართული სახელწოდების გადასხვაფერების შედეგად წარმოქნილად თვლიდა; ამის დამადასტურებელ საბუთად იგი მცხეთის ადგილმდებარეობის გარდა, აქ ციხე-სიმაგრეთა ნანგრევთა სიუხვეს მიიჩნევდა. ტერმინმცხეთისწარმომავლობის ასახსნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთრივ ენათმეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმული . კლიმოვის თვალსაზრისი, ადგილის სახელწოდების – “მცხეთისწარმომავლობის თაობაზე ქართულ-ზანური ერთობის ხანისციხისაღმნიშვნელი სიტყვიდან – *1იხე. ცნობილია, რომ ფუძის კუმშვადობა საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა ქართული ენისათვის; როგორც ჩანს, თავსართ-ბოლოსართის დართვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება თვით ფუძისეული -ხმოვნის შეკუმშვაც კი. ამ მხრივ, ყურადღებას იპყრობს საჩხერის სახელწოდების კავშირი ამ ქალაქის უშუალო სიახლოვეს დადასტურებულ ტოპო/ჰიდრონიმებთან: მთაჩიხი”, მდინარეჩიხურადა .. რაც შეეხება ტერმინსმცხეთა”, მასში გარდა თა-სუფიქსისა, შესაძლებლად მიგვაჩნია -პრეფიქსის გამოყოფაც: შდრ. ტოპონიმებიწყნ-ეთი” (. თბილისთან) და-წყნ-ეთი” (ბოლნისის რაიონში), ორთავე ნაწარმოებია სიტყვამუხისშესატყვისი და მეგრულიჭყონისპარალელური ძველქართული ფორმიდან – ”წყანი”.

 

ამრიგად, თუ კი ტერმინიძუელი მცხეთაარმაზციხე/ბაგინეთში ლოკალიზდება, ხოლო ტერმინიმცხეთათავისი პირვანდელი სემანტიური მნიშვნელობით ციხისციხის ანუ დედაციხის აღმნიშვნელია, მაშინ ბევრ, მცხეთისა და მთლიანად იბერია/ქართლის უძველეს ისტორიასთან დაკავშირებულ, ჯერ კიდევ არცთუ მთლად ნათელ მოვლენას ახალი შუქი მოეფინებოდა.

 

 

საქართველოს რესპუბლიკა

128, შაბათი, 9 ივლისი, 2011 წელი

კვირაძალს საკითხავი

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon