ნეტავ ჩემს გამომცემელს ქაღალდის მოსვლამ შეუგვიანოს ზღვითა თუ ხმელით...”

 

ნონა კალანდარიშვილის მოგონება გიორგი ლეონიძესა დანატვრის ხეზე

 

1962 წელს საქართველოს საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობანაკადულმა”, როგორც მაშინ ეწოდებოდა ყოფილსაბლიტგამს”, ქართული პროზის შედევრი - გიორგი ლეონიძისნატვრის ხეგამოსცა. მაღალმხატვრულ ნოველებად აკინძული ყრმობის მოგონებანი მწერალმა ძვირფას დედას მიუძღვნა. წიგნის დასაწყისში ბატონი გიორგი წერს:

 

ხელჩქარად მომიხდა ამ წიგნის წერა, სულ რამდენიმე თვეში!

ღოლოს უთქვამს: ნეტავი ჩემს პატრონს ათი წლის უნახავი ძმა მოუვიდეს, რომ ცოტა კიდევ ვიხარშოო!

მე ვინატრებდი: ნეტავ ჩემს გამომცემელს ქაღალდის მოსვლამ შეუგვიანოს ზღვითა თუ ხმელით, რომ ნება-ნება, მყუდროებითა და სიტკბოებით ვწერო; რათა ჩემი სიტყვა გავფურჩნო, გავჩარხო, გავაკამკამო და ისე წარვდგე მკითხველის წინაშე, გულითა წრფელითა და სიტყვითა ნათელითა!”.

 

რატომ ნატრობდა მწერალი გამომცემლისთვის ქაღალდის დაგვიანებას და როგორ შეიქმნა მისინატვრის ხე”, ამ ამბავსაც იხსენებს თავის მოგონებებში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენგან წასული შესანიშნავი მთარგმნელი და ლიტერატორი, ქართული საგამომცემლო საქმის ამაგდარი, ქალბატონი ნონა კალანდარიშვილი. იგი რამდენიმე ათეული წელი გამომცემლობანაკადულისმთავარი რედაქტორი იყო.  გარდაცვალებამდე ორიოდე წლით ადრე მან დაწერა მოგონებანი - “წლები და ადამიანები - მოსაგონარინაკადულშიგატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ”.

 

ქალბატონი ნონას ჩანაწერები გამომცემლობის ისტორიას და თანამშრომლებს, იქ გატარებული წლებს ეძღვნება. მოგონებათა ფურცლებზე დიდი ადგილი აქვს დათმობილი ცნობილ ქართველ მწერლებსაც, ვისაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გამომცემლობანაკადულთან” - ვახტანგ ჭელიძეს, ვახტანგ ბეწუკელს, არჩილ სულაკაურს, რევაზ ინანიშვილს, გიორგი ლეონიძეს, გიორგი შატბერაშვილს და ბევრ სხვას.

 

მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ფრაგმენტი აღნიშნული მოგონებებიდან, რომელიც  გიორგი ლეონიძეს და მისი დიდებულინატვრის ხისშექმნას ეძღვნება.  ეს საყურადღებო ისტორია ცნობილია ლიტერატურულ წრეებში და გიორგის ლეონიძის ბიოგრაფებისა და შემოქმედების მკვლევართათთვის. ვფიქრობთ, მწერლის თანამედროვისა და ამ ამბის უშუალო მომსწრის ქალბატონ ნონას ჩანაწერებში დაფიქსირებული ლიტერატურული ფაქტი ასევე დააინტერესებს ლიტერატურის მოყვარულ მკითხველთაც.

 

მაია ცერცვაძე

 

 

                     

 

 

ნონა კალანდარიშვილი

 

წლები და ადამიანები

 

მოსაგონარინაკადულშიგატარებული ნახევარი საუკუნის შემდეგ

 

ამავე წელს (ლაპარაკია 1961 წელზე - ..) დაარსდა სერიებიგამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება”, “ნორჩი თაობის მოამაგენი” “თანამედროვე ქართული პოეზიის ბიბლიოთეკა”. ამ სერიის პირველ წიგნად გამოვიდა გალაკტიონისასი ლექსი”, შემდეგ მას მოჰყვა . ლეონიძის, . ჩიქოვანის, . მირცხულავას, ირ. აბაშიძის, გრ. აბაშიძის, ალ. გომიაშვილის, . გაბესკირიას და სხვათა ლექსები.

 

ცალკეულ გამოცემათაგან აღსანიშნავია მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო ლექსები, დასურათებული შალვა ცხადაძის მიერ, .. ანდერსენისგედებისთედო სახოკიასეული თარგმანი, კრებულიიზარდე, მწვანე ჯეჯილო”, მიხეილ შოლოხოვისგატეხილი ყამირიდაბედი კაცისა”.

 

მოძლიერებულ გამომცემლობას შესაძლებლობა მიეცა ცნობილ ავტორთათვის წიგნები დაეკვეთა. იმ დროის საუკეთესო გამოცემებად მიმაჩნია აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილისროგორ ამეტყველდნენ ლურსმული წარწერებიდა გიორგი ლეონიძისნატვრის ხე”.

 

ცოტა უფრო ვრცლად შევჩერდები გიორგი ლეონიძისნატვრის ხისშექმნის ისტორიაზე.

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, “თანამედროვე ქართული პოეზიის ბიბლიოთეკისსერიის პირველ წიგნად გალაკტიონისასი ლექსიგამოვიდა. მცირე შესავალი წერილი ამ გამოცემისათვის თვით ავტორებს უნდა დაეწერათ. ჯერი გიორგი ლეონიძის ლექსების გამოცემაზე მიდგა და დირექტორის დავალებით მე და ქეთევან ქუჩუკაშვილმა  (მე მთავარი რედაქტორი გახლდით, ქეთოლექსების რედაქტორი) ბატონ გოგლას ვთხოვეთ, თვითონვე დაეწერა ამ წიგნისთვის წინასიტყვაობა. მას უარი არ უთქვამს, შესდგომია წერას, მაგრამ ისე გაუტაცნია თავისი ბავშვობის მოგონებებს, რომ რამდენიმე თვე წერდა იმ მშვენიერ ნოველებს და სულ გადავიწყებია ჩვენი სათხოვარი. როცა შევახსენებდით, გვპასუხობდა: “დამაცა, ქალო, დამაცა, ვწერო”. ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერს კიდეც: “ნეტავ ჩემს შემკვეთს ათი წლის უნახავი ძმა მოუვიდეს, ან ზღვით ან ხმელით, ქაღალდმა დაუგვიანოს, რომ ნება-ნება ვწეროო”. რომ გავიგეთ დაგვიანების მიზეზი, მეტი აღარ შეგვიწუხებია ბატონი გიორგი, მის ლექსებს წინასიტყვაობა ჩვენვე დავუწერეთ და დაველოდეთ მის მოსვლას.

 

 1961 წლის გვიანი შემოდგომა იყო. ერთ დღეს დაგვირეკა, ეს წიგნი თქვენ დამაწერინეთ და პირველად თქვენ უნდა წაგიკითხოთო. დიდხანს გვალოდინა, საღამო ხანს მოვიდა ამაყი, ზვიადი, ლამაზი, ცისფერი თვალები კეთილად უცინოდა.

 

მთელი გამომცემლობა და რამდენიმე ავტორიც მოუთმენლად ველოდით. ბატონი ხუტას (ხუტა ბერულავა გამომცემლობის დირექტორი იყო 1958-1965 წლებში - ..) კაბინეტი ვეღარ იტევდა მსურველებს და მაშინდელმა პოლიგრაფიისა და გამომცემლობის სამმართველოს უფროსმა ბატონმა ბორის ნანიტაშვილმა მიგვიწვია თავის კაბინეტში.

 

კითხულობდა ბატონი გოგლა თავისი ბუხუნა ხმით, დროდადრო შეისვენებდა, სულს მოითქვამდა.

 

რომ დავიშალეთ, თენდებოდა, ქალაქი უკვე იღვიძებდა. აღარავის ახსოვდა, თუ სახლში ვინმე ელოდებოდა. დედაჩემს როგორღაც კი შევატყობინე, მაგრამ ის ღამე ქუჩაში გაეთენებინა.

 

ბატონი კონსტანტინეს (იგულისხმება კონსტანტინე ლორთქიფანიძე, გამომცემლობის დირექტორი 1965-1973 წლებში - ..) დროს იშვიათად მოდიოდა ხოლმე გამომცემლობაში გიორგი ლეონიძე.

 

ერთ დღეს მობრძანდა, დირექტორი არ დაუხვდა და ჩემთან შემოვიდა. მითხრა: ”ქალო, ფიროსმანზე პოემა მაქვს, მინდა დავბეჭდო, თუ დამიბეჭდავთო”. რაღა თქმა უნდა, შევპირდი ისე, ბატონ კონსტანტინეს პასუხს არ დავლოდებივარ, დაგირეკავთ-მეთქი. ეს იყო მისი უკანასკნელი მოსვლა გამომცემლობაში. უკანასკნელად ვნახე ბატონი გიორგი. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. რა ვიცოდი მაშინ, თუ მისი დღეები დათვლილი იყო”.

 

მოამზადა მაია ცერცვაძემ

 

 

ლიტერატურული გაზეთი, 56 (12 აგვისტო - 1 სექტემბერი), 2011 წელი, გვ. 15.

 

 

 

Back:

 

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon