ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის

 

Giorgi Kavraradze. About the Settlement of the Kartvelian Tribes in Anatolia. Tbilisi, "Metsniereba"1985, 195 pp. (In Georgian).

 

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

 

ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის

 

 

თბილისი

 

გამომცემლობამეცნიერება”

 

1985

 

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი.

არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

არქეოლოგიური კომისია.

 

902.6(41)

ББК63. 4(2г)

902.6(47.922)

153

 

 

ნაშრომში, ძირითადად, ძველი წერილობითი წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, ნავარაუდევია ძვ. . I ათასწლეულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლება; ნაჩვენებია ანატოლიის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის დიდი მნიშვნელობა ქართველური წარმომავლობის ტომების უძველესი ისტორიისათვის.

 

რედაქტორი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფ. ოთ. ჯაფარიძე

რეცენზენტები: პროფ. . გორდეზიანი

პროფ. . ლორთქიფანიძე

 

0505010000

  M607(06)–85                 228-82  © გამომცემლობამეცნიერება”, 1985

 

 

 

წინასიტყვაობა

 

 

/აქედან იწყება ძირითადი ტექსტის გვ. 3/ ანატოლია, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის აზიური ნაწილი, ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოიცავს.

 

ტერმინი ანატოლიამცირე აზიის ნახევარკუნძულის აღმნიშვნელად პირველად გამოიყენა X . ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. Ἀνατολή ბერძნულად ნიშნავს განთიადს”, “მზეს”, “აღმოსავლეთს”. ტერმინი მცირე აზია”, აზიის კონტინენტისაგან რომაული პროვინციის აზიისგანსასხვავებლად პირველად იხმარა V . ისტორიკოსმა პაგანოს ოროსეელმა, თუმცა, თავად ეს სახელწოდება ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ანატოლიადა მცირე აზიაფაქტიურად სინონიმებად არის მიჩნეული, მათ შორის გარკვეული სხვაობაც არსებობს. კერძოდ, “მცირე აზიისაგანგანსხვავებით ანატოლიაარ შეიცავს ტავროსის ქედის სამხრეთით მდებარე ხმელთაშუაზღვის სანაპიროს, ხოლო მცირე აზიაარ უნდა ვრცელდებოდეს საკუთრივ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, რომლის აღმოსავლეთ მიჯნას ხმელთაშუაზღვის ისკანდერუნის ყურისა და შავი ზღვის . . “შემაერთებელი ხაზიწარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიახლოებით თანხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის პირობით საზღვარს მდინარეების მელეთის (შავ ზღვაში ჩაედინება . ორდუსთან) და გიოქსუს (მდ. ჯეიჰანის დასავლეთი ტოტი) “შემაერთებელი ხაზისგაყოლებაზე. ამდენად, ცნებას ცენტრალური ანატოლიაუნდა შეესაბამებოდეს - “ჩრდილო-აღმოსავლეთი მცირე აზია”.

 

ანატოლია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენების მხარეა; ამას აქ გათხრილ ძეგლთა სახელწოდებებიც მოწმობენ: ტროა და ბოღაზქიოი, ალიშარი და ალაჯა ჰუიუქი, ჰაჯილარი და ჩათალ /გვ. 4/ ჰუიუქი, ქიულ თეფე და ბეიჯესულტანი. არქეოლოგიურმა მასალამ ცხადყო, რომ ანატოლია ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე იყო. თვალსაჩინოა მისი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში; კერძოდ, საკვებწარმოებითი ეკონომიკის, სპილენძისა და რკინის მეტალურგიის, პროტოურბანული საზოგადოების, დედა ღვთაების კულტის წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში. საკვებწარმოებითი მეურნეობა ევროპაში ანატოლიიდან არის გავრცელებული. ანატოლიის არქეოლოგიური მასალის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის კვლევის დროსაც. ღოგორც ცნობილია, ამიერკავკასია სამი მხრიდან - დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, შემოფარგლულია ბუნებრივი ზღუდეებით: შავი ძრვით, კავკასიონის ქედით და კასპიის ზღვით, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მას შესაბამისად ანატოლია და ირანი ესაზღვრებიან. ამიტომ ბუნებრივია, რომ დასავლეთი ამიერკავკასია, პირველ რიგში, სწორედ ანატოლიასთან ავლენდა ხოლმე კავშირს, ხოლო აღმოსავლეთი ამიერკავკასია - ირანთან.

 

ანატოლიის გეოგრაფიული მდებარეობა ძველი სამყაროს სხვადასხვა მხარეების შემაერთებელ გზაჯვარედინზე იმთავითვე აპირობებდა მისი განვითარების თავისებურებას. ანატოლია ირანთან ერთად შემაერთებელი ხიდიიყო ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის, ხოლო კავკასიასთან ერთად ერთმანეთთან აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. ჩრდილოეთი ანატოლია და დასავლეთი კავკასია, ამავე დროს, ქმნიდნენ . . ცირკუმპონტური ზონის სამხრეთ და დასავლეთ მხარეებს, ხოლო დასავლეთი და სამხრეთი ანატოლია წარმოადგენდა ხმელთაშუაზღვისპირეთული, . . ცირკუმმედიტერანული ზონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ ანატოლიის სამხრეთი და დასავლეთი მხარეების უძველესი (წინახეთური) ხანების კულტურა საგრძნობლად განსხვავდება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ანატოლიურისაგან, რაც, შესაძლოა, განსხვავებულ საფუძველზე მისი ჩამოყალიბების ნიშანი იყოს. ანატოლიის რთული რელიეფი, ერთმანეთისაგან განცალკევებული ხეობების სიმრავლე, კლიმატური პირობების მკვეთრი რეგიონალური სხვაობა, ხელს უწყობდა მის ტერიტორიაზე განსხვავებული წარმომავლობის, კულტურისა და ეკონომიკური ბაზისის მქონე მოსახლეობის თანაარსებობას. ანატოლიური მოსახლეობის ჰეტეროგენულობას, რაც ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ისტორიკოსებს ჰქონდათ შემჩნეული, არ შეიძლებოდა ხელი არ შეეწყო სიმბიოზური კულტურებისჩამოყალიბებისათვის და არ /გვ. 5/ დაეჩქარებინა ადგილობრივ მიმდინარე სოციალური სტრატიფიკაციის პროცესი. ანატოლიის განსაკუთრებული სიმდიდრე ლითონის წიაღისეულით, მას ძველთაგანვე მიმზიდველ მხარედ ხდიდა.

 

კულტურულ-ისტორიული ხასიათის საკითხების კვლევის გარდა, ანატოლიის შესწავლას კავკასიის არქეოლოგიისათვის წმინდა სოციოლოგიური ასპექტიც ახლავს. კავკასიისათვის, განსხვავებითესოპოტამია-ეგვიპტისაგან, დამახასიათებელია კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების ანატოლიური გზა, რომელიც, მკვლევართა აზრით, ხასიათდება კლასთაწარმოქმნის პროცესის შენელებული ტემპით, მიწათმოქმედების ნაკლები პროდუქტიულობით, მეზობლად არსებულ ცივილიზაციებთან კონტაქტების შედეგად ქონებრივი დიფერენციაციისა და ხელოსნობის განვითარების სტიმულირებით. ამავე დროს, ანატოლიაში, კავკასიასთან შედარებით, სახელმწიფოს წარმოქმნის ბევრად ადრეული თარიღი, შესაძლებლობას იძლევა დავადგინოთ ამ ორ რეგიონს შორის სოციალური განვითარების უთანაბრობის გამომწვევი მიზეზი, რაც, თავის მხრივ, კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშნებისგამოყოფის შესაძლებლობას მოგვცემდა საზოგადოდ ანატოლიური მოდელისმქონე საზოგადოებებისათვის და დაგვეხმარებოდა კავკასიის ადრეულ სახელმწიფოთა გენეზისის გაგებაში.

 

ანატოლიაში პირველი სახელმწიფოს წარმოქმნისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა მის ცენტრალურ, საკვანძო ნაწილში, ვრცელი, ირგვლივ მთებით შემოზღუდული ზეგნის არსებობას (ზღვის დონიდან 1000-1500 ), რომელსაც ხეთურ ხანაში ქვეყნის ძირითადი ბირთვის ფუნქცია დაეკისრა.

 

ცენტრალურ, ანუ შიდა ანატოლიას, თითქმის მთელ მის სივრცეზე გასდევს ანატოლიის უდიდესი მდინარე კიზილ-ირმკი (ანტიკური და მომდევნო ხანების ჰალისი, ხეთური მარასანთია). ეს მხარე ჩრდილოეთიდან შავი ზღვით შემოიზღუდება, სამხრეთიდან - კონიის ნახევარუდაბნოთი და ტავროსის ქედით, დასავლეთიდან მდ. საქარიის შუა წელით, აღმოსავლეთისაკენ, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით მდინარეების მელეთისა და გიოქსუს შემაერთებელი ხაზამდევრცელდებოდა.

 

ცენტრალური, ანუ შიდა ანატოლია სამ ძირითად ნაწილად იყოფა. მის ჩრდილოეთ ნაწილს ისტორიული პონტო შეადგენს და თანამედროვე ქალაქების ჩორუმის, ზილესა და თოქათის ჩრდილოეთით მდებარეობს. ცენტრალური ნაწილი უმთავრესად მდ. კიზილ-ირმაკის რკალის შიგნით ექცევა და ამასთანავე მოიცავს /გვ. 6/ კიზილ-ირმაკისა და საკარიის შუამდინარეთს. სამხრეთი ნაწილი, ჩრდილოეთიდან მდ. კიზილ-ირმაკითა და სამხრეთიდან ტავროსის ქედით შემოისაზღვრება.

 

ცენტრალური, ანუ შიდა ანატოლიის უდიდესი ნაწილი ანტიკურ და უფრო გვიანდელ ხანებში დიდი კაპადოკიის” (ანუ კაპადოკიის”) და პონტოს კაპადოკიის” (ანუ პონტოს”) სახელით არის ცნობილი.

 

ცენტრალური ანატოლიის აღმოსავლეთით მდებარე აღმოსავლეთ ანატოლია - თურქეთის რესპუბლიკის უკიდურესი აღმოსავლური ნაწილის შემცველი, ძირითადად, აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთს (სომხეთის ზეგანს) უკავია. ჩრდილოეთიდან იგი აღმოსავლეთ-პონტოს მთებით (გირესუნის, გიუმიუშჰანეს, ტრაბზონისა და ლაზისტანის ქედები), ხოლო სამხრეთიდან - აღმოსავლეთის ტავროსით (ერგანისა და ბითლისის ქედები) არის შემოზღუდული.

 

აღმოსავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვანი ნაწილი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში სომხური და ქართული სამეფო-სამთავროების ფარგლებში იყო მოქცეული.

 

 

თავი პირველი

 

ანატოლიის, ამიერკავკასიისა და ეგეოსური სამყაროს ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი

 

 

/გვ. 7/ ქართულ ისტორიოგრაფიასა და ჰაგიოგრაფიაში იმთავითვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ანატოლიას, კერძოდ მის ცენტრალურ ნაწილს, კაპადოკიას. “კაბადუკიელებიიყვნენ ქართველთა უმთავრეს პატრონად მიჩნეული წმინდა გიორგი და ქართველთა განმანათლებლად წოდებული წმინდა ნინო (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 328-330) [შენ. 1: მოქცევაჲ ქართლისაჲ 1979.]. “ბიბლიის” “დაბადების”, “შესაქმეთა წიგნისადა ეზეკიელის წინასწარმეტყველებისთოგარმადან (Gen., 6:4; 10:3; 1 Chr., 1:6; Ezek., 38:1-8) მომდინარე ჰაოსისა და ქართლოსის მამის თარგამოსის (ლეონტი მროველი, I, 3-4) [2 ლეონტი მროველი 1955, 1-71.] სახელი უკავშირდება კაპადოკიის ტერიტორიაზე მდებარე ასურული წყაროების ქალაქის თილ-გარიმუს სახელწოდებას, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ადრეული ხანის ხეთური ოლქის - თეგარამას სახელიდანაა წარმომდგარი [3 იხ. ჯავახიშვილი 1950, 132-133; ჯანაშია 1937, 239; Toumanoff 1963, 55n.49; Дьяконов 1981, 50-51,53, 60.]. “მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის მიერ ქართლის პირველ მეფედ მიჩნეული აზოს (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320) სამშობლო მხარე, “ქართლის ცხოვრებისმონაცემებით, ანატოლიაშია საგულვებელი (ლეონტი მროველი, I, 23). კონსტანტინე პორფიროგენეტის მიხედვით, იბერიელები შთამომავლები არიან ჰური ხეთელის მეუღლის ბერსავიასი, რომელიც შეირთო მეფემ და წინასწარმეტყველმა დავითმა (Const. Porphyr., De adm. imp., 45). . ინგოროყვას კომენტარით, ქრისტიანიიზაციისდამიუხედავად, თქმულების ამ გვიანდელ ვერსიაში მაინც არ არის სავსებით წარხოცილი ხეთურ სამყაროსთან კავშირის კვალი [4 ინგოროყვა 1954, 81-82.].

 

ჟერ კიდევ I . ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ იბერები და მესხები ანატოლიური წარმომავლობისანი იყვნენ. ბიბლიური თობელისადა მოსოქის” (Gen., 10:2, 23-24; 1 Chr., 1:5; Isa., 66:19; Ezek., 27:13; 32:26; 38:2-3; 39:1; da sxv.) შესახებ იგი თავის ნაწარმოებში იუდაებრივი სიტყუადასაბამობაშენიშნავდა: “თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც /გვ. 8/ ახლა იბერები ეწოდებათ; მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა, რომელიც ნათელ ყოფს იმათთვის, ვისაც შეუძლია გაიგოს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს” (Josephus, Antiq., I, 124-125) [5 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 271.]. იოანე პეტრიწის თარგმანით: “დაამკჳიდრებს უკუიჱ თოვილოსცა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან, ხოლო მესაქინნი მესხიოჲს მიერ აღშენებულნი აწ კაპპადუკად იწოდებიან...” [6 იხ. კეკელიძე 1941, 286-287.]. . ყაუხჩიშვილის ვარაუდით, იოანე პეტრიწს უნდა ჰქონოდა გამოყენებული თხზულების ისეთი ნუსხა, როგორიც XVII . ფილოლოგს ლეო ალაციუსს და რომელშიც ტომის სახელი ბერძნულად უნდა ყოფილიყო Μεσχινοί, ხოლო მამამთავრისა - Μέσχος [7 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 34, შენ, 3; 272-273. იხ., აგრეთვე, Migne XXVIII, 998.]. მათი დაწერილობა ასევეა წარმოდგენილი XI . ბიზანტიელი მოღვაწის ლეონ გრამატიკოსის ქრონოგრაფიაში”: “იაფეტის ვაჟთაგან მომდინარეობენ... თობელისაგან - თობელები, რომელთაც ახლა იბერები ეწოდებათ, მესხოსისაგან - მესხები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდებათ, საიდანაც არის მაზაკა, მათი დედაქალაქი[8 ყაუხჩიშვილი 1963, 3-4.], კაპადოკიელთა ძველი სახელი მესხენების”, ხოლო მათი მამამთავრისა ოსოხისფორმით წარმოდგენილია IV . პირველი ნახევრის ანტიოქელი არქიეპისკოპოსის ევსტათის თხზულებაში ექჳსთა დღეთა განმარტება[9 გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 35; Migne XXVIII, 753b.].

 

შენიშნულია, რომ საზოგადოდ ბიზანტიური ისტორიოგრაფიისათვის კაპადოკიელები იგივე მესხებია [10 იხ. ხინთიბიძე 1969, 79; ხინთიბიძე 1982, 233.].

 

იმ ფაქტს, რომ მოსოხენები თუ მოსხები ქართველურ სამყაროს განეკუთვნებოდნენ, უნდა მოწმობდეს ძვ. . V . ისტორიკოსის ჰეროდოტე ჰალიკარნასელის ცნობაც, აქემენიდური სპარსეთის მე-19 სატრაპიაში მოსხთა გაერთიანებისა იმ სამხრეთშავიზღვისპირეთულ ტომებთან ერთად (Her., III, 94), რომელთა ქართველური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს [11 ქართველ ტომთა ანატოლიაში განსახლების შესახებ იხ.: ჩუბინიშვილი 1877; Хаханов 1903; ჯავახიშვილი 1913; Сванидзе 1937; ჯანაშია 1937; Меликишвили 1959; გოზალიშვილი 1962; მიქელაძე 1974; და სხვ.]. ყველა ეს ტომი - მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, ერთნაირად იყვნენ შეიარაღებული, ხოლო მოსხებსა და ტიბარენებს ერთი წინამძღოლიც ჰყავდათ სპარსულ ლაშქარში - დარიოს I-ისა და პარმისის (სმერდისის ასულისა და კიროსის შვილიშვილის) ძე - არიომარდი (Her., VII, 78).

 

მოსხთა ეთნიკური იდენტიფიცირებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ძვ. . VI-V სს. მიჯნის ლოგოგრაფოსის ჰეკატეოს მილეტელის დედამიწის აღწერისფრაგმენტს, რომელიც შემოინახა, სტეფანე ბიზანტიონელის ეთნიკურმა ლექსიკონმა” (“ეთნიკამ”). ჰეკატეოსის ცნობით, მოსხები - კოლხური ტომია, მატიენების მეზობლად მოსახლე (Hec., /გვ. 9/ fr. 188) [12 [შენიშვნების გვ. 143] ჰეკატეოს მილეტესეული ფრაგმენტების ნუმერაცია მოცემულია . მიულერის გამოცემის მიხედვით (Mülleri 1885). ბერძნულ-ლათინური წყაროების ნუმერაცია, ძირითადად, აღებული გვაქვს . ლატიშევის ნაშრომიდან, იხ. Латышев 1947, 1-4; Латышев 1948, 1-4; Латышев 1949, 1-4.]. მოსხების კოლხურ ტომად განსაზღვრა მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ჰეკატეოს მილეტელის ხანაში, ისინი, პონტოში მოსახლე ტომებთან ერთად, სპარსულ სატრაპიაში შედიოდნენ, ხოლო კოლხები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ სპარსელებისაგან (შდრ. Her., III, 97). ჰეკატეოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ იგი იძლევა მოსხების კოლხური ტომის კაპადოკიაში, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ლოკალიზების საშუალებას, ვინაიდან თვით ჰეკატეოსის სხვა ცნობით, მატიენების ქალაქი ჰიოპე გორდიების მეზობლად მდებარეობს და აქაური ხალხი ისეთსავე ტანსაცმელს ატარებს, როგორსაც პაფლაგონიელები (Hec., fr. 189). აშკარაა, რომ მოსხების მეზობელ მატიენებში იგულისხმებიან გორდიონელი ფრიგიელებისა და პაფლაგონიელების მახლობლად მცხოვრები დასავლეთის მატიენები. ჰეკატეოს მილეტელის ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტების ჰეროდოტეს იმ ცნობასთან შეპირისპირებით, რომლის მიხედვითაც მატიენები ცხოვრობდნენ მდ. ჰალისის (კიზილ-ირმაკი) მარჯვენა ნაპირზე, ხოლო მდინარის მეორე ნაპირი ფრიგიელებს ეკავათ (Her., I, 72) და რიგი სხვა მონაცემების გათვალისწინების შედეგად - რომელთა შორის აღსანიშნავია ჰეროდოტესავე ცნობები მატიენების, პაფლაგონიელების, ლიგიების, მარიანდინების და სირიელების ერთნაირი საბრძოლო აღჭურვილობისა და მატიენებისა და პაფლაგონიელების ერთი წინამძღოლის მეთაურობით გაერთიანების შესახებ (Her., VII, 72), აგრეთვე, I . პირველი ნახევრის რომაელი მოღვაწის პომპონიუს მელას მიერ ტიბარენების გვერდით მატიანებისმოხსენების ფაქტი (Pomp. Mela, I, 2, 13), - . ხაზარაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლელ მატიენებს უნდა სჭეროდათ ტერიტორია მდ. ჰალისის რკალის შიგნით, თანამედროვე ქალაქების, ჩორუმ-ზილე-თოქათის სამხრეთითა და დასავლეთით, დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში, ხოლო მოსხებს - ქალაქების თოქათ-კარაჰისარ-გიუმიუშჰანეს სექტორი [13 [გვ. 143] ხაზარაძე 1971, 123-132; Хазарадзе 1973, 11-119; Хазарадзе 1973а, 200-210; Хазарадзе 1979, 308-312. . იესენი, ჰეროდოტეს ცნობების გათვალისწინებით (Her., III, 94-97), გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მოსხებში უნდა იგულისხმებოდეს კავკასიის მთებიდან კოლხებზე უფრო დაშორებული და შავიზღვისპირეთში მცხოვრები ტომი (Иессен 1935, 197). მოსხების შედარებით შორს, დასავლეთით განსახლებაზე, ის გარემოებაც უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ისინი მეცხრამეტე აქემენიდურ სატრაპიაში შემავალ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომებიდან - ტიბარენებიდან, მაკრონებიდან, მოსინიკებიდან და მარებიდან (Her., III, 94) - ყველაზე უფრო დასავლეთით მოსახლე ტიბარენებთან ერთად ერთი მხედართმთავრის წინამძღოლობით იყვნენ გაერთიანებულნი სპარსულ ლაშქარში (Her., VII, 78).].

 

სავსებით ვიზიარებთ რა . ხაზარაძის მოსაზრებას მატიენების დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში განსახლების შესახებ, ამავე დროს არადამაჯერებლად მიგვაჩნია მისი ვარაუდი მატიენების აღმოსავლეთის მიმართულებით . თოქათამდე გავრცელების თაობზე. პომპონიუს მელას მიერ მატიანებისადა ტიბარენების ერთმანეთის გვერდით მოხსენიება არ არის აუცილებელი მათ უშუალო მეზობლობაზე მეტყველებდეს, ხოლო ჰეკატეოსისა და ჰეროდოტეს ცნობების შეჯერება თითქოს სწორედ მოსხების განსახლებაზე უნდა მიგვანიშნებდეს მატიენებსა და ტიბარენებს შო/გვ. 10/რის. სავსებით დასაშვებია, ტერიტორია ჩორუმსა და თოქათს შორის მოსხებს სჭეროდათ, მით უფრო, რომ . გიუმიუშჰანეს დასავლეთით, როგორც ჩანს, მოსინიკებს უნდა ეცხოვრათ. ძვ. . IV . ავტორის ფსევდო-სკილაქს კარიანდელის პერიპლუსისცნობით, მოსინიკები სანაპირო ზოლის გარდა მთებშიც ცხოვრობდნენ (Ps.-Scyl., 86). რაც შეეხება მატიენების საცხოვრისს, იგი ზემოთ მოყვანილი ცნობების და აგრეთვე . ხაზარაძის მიერვე შენიშნული იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გორდფუძის შემცველი ტოპონიმები დასტურდებიან დიდი ფრიგიის იმ სექტორში, რომელიც დასავლეთიდან უშუალოდ აკრავს მდ. ჰალისის აუზს [14 Хазарадзе 1973, 115; Хазарадзе 1973а, 207.], საფიქრებელია თავსდებოდეს ქალაქების ჩორუმისა და კირშეჰირის შემაერთებელი ხაზისადა მის დასავლეთით მდებარე მდ. კიზილ-ირმაკს შორის.

 

მოსხების კაპადოკიაში განსახლების საკითხთან მიმართებაში, საინტერესოა ლეო ალაციუსის კომენტარი იოსებ ფლავიუსის ზემოთ მოყვანილ ფრაგმენტთან დაკავშირებით. იგი შენიშნავს, რომ ზოგიერთების ვარაუდით, მესქინები ხალხია, რომელთაც ძველი ავტორები Μοσχικοί- და Μοσσύνοικοι- უწოდებენ. მათი თავდაპირველი მკვიდრობის ადგილი ევქსინის პონტოს სანაპირო იყო, შემდეგ ისინი კაპადოკიელები გახდნენ, ბოლოს კი ისევ ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს [15 იხ. Migne XXVIII, 998.].

 

მესხების კაპადოკიურ წარმომავლობაზე, შესაძლოა, მეტყველებენ ქართული მასალებიც, კერძოდ, ქალაქ მცხეთასთან დაკავშირებული ცნობები. ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მეცნიერები ტოპონიმ მცხეთასმესხების სატომო სახელთან აახლოებდნენ. . ბაგრატიონი, . იოსელიანი და . სენ-მარტინი ბიბლიურ მეშეხ-მოსოხსადა ეთნონიმ მოსხ-მესხსქართლოსის ძის მცხეთოსისა და . მცხეთის სახელებთან აკავშირებდნენ, ხოლო . ხახანაშვილის მიხედვით, ცნებების მესხეთისადა სამცხისურთიერთკავშირი მნიშვნელოვნად უფრო საფუძვლიანს ხდის მცხეთასთან მათი დაკავშირების შესაძლებლობას [16 [გვ. 143] ბაგრატიონი 1848, 10, 23; Иосселиани 1845, 408; St.-Martin 1847, 50ff.; Хаханов 1903, 37-39. თუმცა ტერმინებიმცხეთადასამცხეერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, იხ. ქვემოთ შენიშვნა 357]. . მელიქიშვილის შეხედულებით, სახელწოდება მცხეთაუდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიუნიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე [17 Меликишвили 1959, 112, 229.]. ჩვეულებრივ, “სამცხელ და მცხეთელ მესხებსმცირეაზიელი მუშქების მემკვიდრეებად მიიჩნევენ [18 Меликишвили 1959, 229-230; მელიქიშვილი 1970b, 395-396.], რომლებიც წერილობით წყაროებში პირველად ძვ. . XII . ჩნდებიან, როდესაც ასურლი წყაროები იუწყებიან მათ შეჭრას აღმოსავლეთ ანატოლიის შიდა რაიონებში [19 Budge & King 1902, 35; Дьяконов 1951, 270.]. ამჟამად, ვფიქრობთ, არანაკლები შესაძლებლობა არსებობს მესხებთან, ბერძნული წყარიების მიერ ძვ. /გვ. 11/ . I ათასწლეულის შუა ხანებში, ცენტრალურანატოლიაში დადასტურებული მოსხების დაკავშირებისათვის. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა, მცხეთაში დამკვიდრებული მოსახლეობა ხეთურ-მცირეაზიული კულტურული ტრადიციების მატარებელი იყო. ამ გარემოებას და აგრეთვე იმას, რომ სწორედ აღნიშნულ მოსახლეობას უნდა შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში, მოწმობს იბერიის სამეფოს წარმართული საკულტო პანთეონის ანატოლიური ხასიათი [20 Меликишвили 1959, 112, 229-230; მელიქიშვილი 1970b, 396; Toumanoff 1963, 100-101n.151.]. ქართლის უზენაესი ღვთაება არმაზი წარმომდგარი იყო ხეთურ-ნესიტური მთვარის ღვთაება არმასაგან, რომლის კულტიც ანტიკურ ხანაში ღვთაება მენის კულტით შემოინახა, თუმცა ფიქრობენ, რომ მცირე აზიის ზოგიერთ მხარეში იგი ისევ ძველ სახელწოდებას - Armas- ატარებდა [21 Болтунова 1949, 228-240.]. ხეთური წარმომავლობის მქონედ არის მიჩნეული ქართლის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება ზადენიც; მას აახლოებენ ლუვიურ ღვთაება სანთასთან (სანდონთან) [22 წერეთელი 1924, 84; Tseretheli 1935, 45-50.]. გამოთქმულია აგრეთვე აზრი, წარმართული მცხეთის ღვთაებების გაცისა და გას (გაიმის) კავშირის შესახებ მცირეაზიულ ღვთაებებთან ატისთან და კიბელესთან [23 Tseretheli 1935, 50-54.].

 

მცირე აზიისა და კავკასიის ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ძვ. . I - ახ. . I . გეოგრაფოსთან და ისტორიკოსთან სტრაბონთან დაცული ნახევრადლეგენდარული ცნობა მცირე აზიიდან კავკასიაში ხალხთა გადმოსახლების შესახებ. სტრაბონის მიხედვით, მითიური ამაძონელები, ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე თემისკირის დაბლობიდან და მის ზემოთ მდებარე მთებიდან გამოძევებულნი (Strabo, XI, V, 4), გადმოცემების თანახმად, კავკასიაში, ალბანეთის ზემოთ მდებარე, კერავნულად წოდებულ მთებში ცხოვრობდნენ გარგარეველების [24 [გვ. 144] გარგარეველების (Γαργαρες) სახელწოდებას აახლოებენ ჩეჩნების თვითდასახელებასთან - “გალგაი” (Прим. ред. – Латышев 1947, 4, 222, прим. 4).] მეზობლად, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონიათ (Strabo, XI, V, 1); შემდეგ გარგარეველები, რომლებიც აქ თემისკირიდან ამაძონელებთან ერთად იყვნენ მოსულნი, ამაძონელებს ჩამოცილებულან და, ამავე ადგილებში მოხეტიალე თრაკიელებთან და ევბეელებთან შეთანხმებით, მათთან ბრძოლაც კი დაუწყიათ (Strabo, XI, V, 2).

 

ამაძონელებისა და გარგარეველების ანატოლიიდან გადმოსახლების სტრაბონისეული ცნობა იზოლირებული რომ ყოფილიყო, ბევრის არაფრის მთქმელი იქნებოდა, მაგრამ მას ეხმიანება ანტიკური ხანის მრავალი მწერლის ინფორმაცია კავკასიაში, ძირითადად, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან, ხალხთა გადმოსახლების თაობაზე. ამ მხრივ, სტრაბონის ცნობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ევბეელთა მოხსენიება, რაც, როგორც ჩანს, უკავ/გვ. 12/შირდება ძველბერძნულ მწერლობაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას, კავკასიასა და სამხრეთ შავიზღვისპირეთში პელასგების (ეგეიდის წინაბერძნული მოსახლეობის) მიგრაციის შესახებ (იხ. ქვემოთ).

 

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ხანებში ეგეოსური (უფრო ფართოდ - მედიტერანული) და კავკასიური სამყაროს ურთიერთობის საკითხების კვლევას ახალი სტიმული ეძლევა წინაბერძნული (პელასგური) და ქართველური ენების სიახლოვის დამტკიცებისა [25 გორდეზიანი 1970, 217-241; Furneée 1982.] და აგრთვე სხვა ხმელთასუაზღვისპირეთულ ენებში (ეტრუსკული, ბასკური) კავკასიური (და კერძოდ, ქართველური) ენებისათვის დამახასიათებელი ელემენტების გამოვლენის შედეგად [26 გორდეზიანი 1980; გორდეზიანი 1976; ბრაუნი 1981, 201-208; კინტანა 1981, 216-221; ტოვარი 1983, 363-376; Dzidzigouri 1983.]. ენათმეცნიერების ეს მიღწევები ახალ პერსპექტივას შლის არქეოლოგიის წინაშე უკვე მოპოვებული მასალის ხელახალი ინტერპრეტაციისათვის. ინგლისელი არქეოლოგი . მელართი, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე აზია-ეგეიდაში (განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილში) ნეოლითის შემდგომ პერიოდში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც აქ ენის შეცვლას შეიძლება დაუკავშირდეს და რადგანაც წინაბერძნული ენის გავრცელების მთელ ამ რეგიონში მეტ-ნაკლები ლინგვისტური ერთიანობა უნდა ყოფილიყო ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ტომების გამოჩენამდე, გამოთქვამს ვარაუდს, ანატოლიის უძველესი მეურნეების, ნეოლითური ჩათალ ჰუიუქის, ჰაჯილარის და ჯან ჰასანის მოსახლეობის, ენის შემორჩენის შესაძლებლობის შესახებ გვიანბრინჯაოს ხანის კრეტაზე [27 Mellaart 1975, 281-282.].

 

წინაბერძნული ენის ქართველურ ენებთან შენიშნული სიახლოვის შუქზე, ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ნეოლითური ანატოლიის მოსახლეობის შესაძლო კავშირის ვარაუდი ქართველურ სამყაროსთანაც. მითუმეტეს, რომ ანატოლიის ნეოლითურ ძეგლებს თითქოს არაერთი პარალელი ეძებნება ქართულ და აგრეთვე კავკასიის სხვა ხალხთა ეთნოგრაფიაში. საყურადღებოა, რომ ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში მოსახლე ტომებს - ლევკოსირებს, ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს, ხშირად მიიჩნევენ წინახეთური ხანიდან შემორჩენილ, ანატოლიის უძველეს, ადგილობრივ მოსახლეობად [28 Encyclopaedia Britannica 1964, vol. 18, 213 (Pontus); Encyclopaedia Britannica 1964, vol. 1, 864 (J. Puhvel. Anatolian languages).]. შესაძლოა, ამავე გარემოების სასარგებლოდ მოწმობდეს ის ფაქტი, რომ . . ჭოროხ-რიონული ანთროპოლოგიური ტიპი, სადღეისოდ, მხოლოდ ამ მდინარეთა მიმდებარე მხარეებში შემორჩენილი, როგორც ირკვევა, ადრე ბევრად უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული; მისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური ნიშან-თვისების შეხამება, დღესაც თურქეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ვლინდება [29 Еремеев 1971, 224.]. /გვ. 13/

 

რაც შეეხება ნეოლითელი ანატოლიელების მონათესაავებად მიჩნეული, მინოსური კრეტის მოსახლეობის ეთნიკურ იდენტიფიცირებას, საკუთრივ კრეტის -ხაზოვანი ტექსტების მასალის გათვალისწინებით, რომელიც ნამდვილად არ არის ინდოევროპული-ბერძნული, ძალზე მწირი მონაცემები მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, სხვა ენების მონაცემებთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, ჩვენი აზრით, საჭიროა გავითვალისწინოთ ქართველურ ენათა მონაცემებიც [30 იხ. ურუშაძე 1964, 166; ჯანაშია 1959, 193; Toumanoff 1963, 301n.99.]. შეძლებისდაგვარად შევეცდებით ეს ვარაუდი ზოგიერთი მონოსური სიტყვის ეტიმოლოგიზაციის ცდით დავასაბუთოთ.

 

კრეტის მინოსური ტექსტების ერთ-ერთი სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ზუსტად არის დადგენილი, შეჯამების აღმნიშვნელია და ტრანსლიტერირებულია - ku-ro-. . ჩედუიქის აზრით, რომელიმე ენაში მსგავსი სიტყვის პოვნამ შესაძლოა მინოსური დამწერლობის პრობლემა გადაჭრას; . პერუცი ადარებს მას აპოფონიურ ინდოევროპულ ფორმას *ger- - “შეგროვება” (ბერძნ. άγείρω), ხოლო . მერიჯის მიხედვით იგი შეესაბამება საერთო სემიტურ ძირს kl - “მთელი” (აქად. kalu, kullatu, ებრ. kol) [31 Поуп 1976, 89-90; Перруци 1960, 26; Чэдуик 1976, 248; Packard 1974, 26-27]. ჩვენი აზრით, დასაშვები უნდა იყოს მინოსური სიტყვის დაახლოება ქართულ-ზანური ერთობის ხანის ფუძესთან (ar/r - “შეკვრის, დაკავშირებისმნიშვნელობით, რომელსაც თავის მხრივ უკავშირებენ ქართულ-ზანურ ფუძეს *reb/areb - “შეგროვება[32 იხ. Климов 1964, 106, 116.].

 

დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს დეფიციტისაღმნიშვნელი მინოსური სიტყვაც - ki-ro. . პერუცი მასთან აახლოებს ანდოევროპულ *s(kel) - “ვალდებულობა, უნდა” (ლიტვ. skeliu და სხვ.) [33 Перруци 1960, 26.]. გასათვალისწინებელია, რომ მინოსური არ ასხვავებს r და l, ისევე როგორც b/p, g/k თანხმოვნებს [34 Чэдуик 1976, 248.]. მინოსურ სიტყვასთან გარკვეულ მსგავსებას ავლენს, სემანტიკურად იმავე დეფიციტისმნიშვნელობის მქონე ქართულ-ზანური *al (ქართულში - el/l, ზანურში - or) [35 იხ. Климов 1964, 106].

 

მინოსურში - kunisu და qerau მიჩნეულია, რომ აღნიშნავენ მარცვლეულის ჯიშებს; მათ უკავშირებენ აქადურ kunāšu- რომელიღაც მარცვლეულის ჯიშსდა qālu- მოხალულ მაცვალს[36 Поуп 1976, 90.]. ქართველურ ენებში ყურადღებას იპყრობს ქართულ-ზანური ფუძე *kum (ქართული kum-el, ზანური kum-u) - “მოხალული მარცვლისმნიშვნელობით (ფშავურ დიალექტში ქუმელი აღნიშნავს ჩვეულებრივ სელს) [37 იხ. Климов 1973, 346; ღლონტი 1984, 578.] და მოხევური ირი - “გამხმარი თივის, ჩალის ღერო” (შდრ. აგრეთვე ძველ ქართულში ხმარებული - ხუარბალი - “მარცვლეული”, რომელიც ქართველური წარმომავლობის სიტყვად /გვ. 14/ არ არის მიჩნეული, მაგრამ, ვფიქრობთ, თავისთავად მაინც ანგარიშგასაწევია მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიის დადგენისას) [38 ღლონტი 1984, 764; აბულაძე 1973, 564; ჩიქობავა 1964, 1489.].

 

სავარაუდოდ ითვლება, რომ მინოსურში ჭურჭლეულს აღნიშნავდა ka-ti, ka-ra-re-we, qa-pa, ka-ro-pa. ეს სიტყვები წერია ჭურჭლების აღმნიშვნელი იდეოგრამების თავზე და არც ის არის გამორიცხული, რომ ჭურჭლებში მოთავსებულ ნივთიერებებს აღნიშნავდეს [39 Packard 1974, 27; Neumann 1960/961, 172-178; Чэдуик 1976, 219.]. . ნოიმანი ka-ti- ხეთურ gazi, ლუვიურ gati - “ჭურჭელიადარებს და დასძენს, რომ ლუვიურში ეს სიტყვა წინალუვიური არა-ინდოევროპული ენიდან უნდა იყოს შესული [40 Neumann 1960/961, იხ. Деянов 1976, 99-100.]. ვფიქრობთ, საყურადღებოა ქართულ-ზანური ერთობის ხანისათვის აღდგენილი *od- ფუძე, რომელიც აღნიშნავდა ჭურჭელს გამოკვეთილს ხისგან”, “ჭურჭელს ფხვიერი ნივთიერებებისათვის” (შდრ. აგრეთვე ქართ. “ქოთანი”) [41 იხ. Климов 1964, 113; იხ., აგრეთვე, ღლონტი 1984, 297.]. ჭურჭლების აღმნიშვნელ სხვა სავარაუდო მინოსური სიტყვებისათვის . გორდონს მოყავს პარალელები ჭურჭლების უგარიტული სახელწოდებებიდან: sp, krpn, spl [42 Gordon 1966; Packard 1974, 27.]; ქართველურ სამყაროშიც ვხვდებით მინოსურთან მიმსგავსებულ ანალოგიური მნიშვნელობის სიტყვებს: ქრონოლოგიურად ქართულ-ზანური ერთობის დროის *ardala- მომცრო ქვაბი”, რომელიც, თუმცა, ნასესხობად არის მიჩნეული (შდრ. აგრეთვე რაჭულ დიალექტში - კორვა - “ხის ჭურჭელი”), ქარა - “კეცის კიდე, ამოწეული გვერდები”, გობი - “ჭურჭელი”, ძველ ქართულში იგი ორმოს”, “მღვიმესაცაღნიშნავდა [43 იხ. Климов 1964, 31; ჯავახიშვილი 1979, 190, სურ. 114; ღლონტი 1984, 561, ჩიქობავა 1051, 1465; აბულაძე 1973, 94.].

 

მინოსური ხანისკრეტის მსხვერპლშეწირვის ადგილებზე და საკურთხევლებზე გვხვდება სიტყვები ta-na-no, a-ta-no, ja-ta-no, . პერუცი მათ ადარებს ხეთურ istananas - “ადგილი მსხვერპლთა ან შესაწირავთა მიღებისათვის”, თუმცა საგანი, რომელზედაც ეს სიტყვაა წარწერილი, როგორც ირკვევა, ლამპარია [44 Перруци 1960, 25; Поуп 1976, 91.]. საყურადღებოა, რომ ზემოთ მოყვანილი ერთ-ერთი სიტყვა თრულოში მოპოვებულ საკულტო ჭურჭელზეც გვხვდება [45 [გვ. 146] ანალოგიური სიტყვა დადასტურებულია პალეკასტროს საკურთხეველზეც (Pugliese Carratelli 1957, 171; Перруци 1960, 25).]. ეგებ, ეს სიტყვები, რომლებშიც თითქოს tan ძირი გამოიყოფა, აღნიშნავს არა რომელიმე საგანს ან კონკრეტულ ადგილს, არამედ წარმოადგენს რელიგიური ხასიათის ფორმულას. ამასთან დაკავშირებით იქნებ გასათვალისწინებელი იყოს ქართული ტან”- ზმნისძირი, “გატანების, ატანისმნიშვნელობით.

 

რელიგიურ შინაარსს აკუთვნებენ ნიშანთა ჯგუფს, წაწერილს სელაკონოსის ჩუგლუგზე - da-ku, რაც . პერუცის აზრით, ღვთაების სახელს უნდა წარმოადგენდეს და შესაძლებელია უკავშირდებოდეს ინდოევროპულ *dheghou- - “მიწა” (ხეთ. tegan, თოხარ. tkam) [46 Pope 1956, 132-135, fig. 76; Перруци 1960, 25.]. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიტყვა აღდგენილია ქართულ-ზანური /გვ. 15/ ერთობისათვის *tiqa (ქართული tixu, მეგრული dixa, dexa) “თიხა, ნიადაგი” (მეგრულში აგრეთვე მიწა”) [47 იხ. Климов 1964, 94.].

 

რელიგიურ შინაარსს ატარებს აგრეთვე წარწერა - a-pi´, კეფალის სამაროვანის შესასვლელზე, რომელსაც . პერუცი შელოცვის ფორმულად თვლის და უკავშირებს ბერძნულ πίσω, მიღებულს ინდოევროპული - *opi-საგან (შდრ. ხეთ. და ლუვ. appa) [48 Hutchison 1956, 76-77, fig. 10; იხ. Перруци 1960, 25, прим. 21.]. ქართულში ამ სიტყვას ემსგავსება წარმართული ღვთაების - აპანის (რომლის თვედ იანვარი - აპნისი ითვლება) სახელწოდება, რომელიც, შესაძლოა შემოსული იყოს ქართულში სხვა წყაროდან.

 

მინოსური ki- ნაწილაკი, “ამიტომ რომ, ასე რომ[49 Gordon 1962, 207-208.], შესაძლებლად მიგვაჩნია დავუკავშიროთ ქართულ-ზანური ერთობის ხანის დასტურის მანიშნებელ *kwe ნაწილაკს (ქართული k(w)e-; ზანური ko-) [50 იხ. Климов 1964, 198.].

 

მორფოლოგიური მონაცემებიდან, რომლებიც აგრეთვე ძალზე მცირე რაოდენობით არის გამოყოფილი, აღსანიშნავია . გორდონის მიერ u- პრეფიქსის დაახლოების ცდა (რომლის მნიშვნელობაც, წინააღმდეგ . გორდონის შეხედულებისა, არ არის გარკვეული) ანალოგიურ სემიტურ პრეფიქსთან [51 Gordon 1966, 28; Packard 1974, 27; Поуп 1976, 90.]. u- პრეფიქსი ქართველურ ენებისათვისაც არის დამახასიათებელი, იგი გვხვდება ქართულ-ზანურ დონეზე, როგორც კლებითი პრეფიქსი და აგრეთვე აღმატებითი ხარისხის პრეფიქსული ფორმანტი [52 იხ. Климов 1964, 185.].

 

მინოსურში t- ფორმანტი მიჩნეულია მრავლობითი რიცხვის მაჩვენებლად [53 Поуп 1976, 90.]; ძველქართულში იგივე ფორმანტი, გარდა სახელობითისა და წოდებითისა, ყველა ბრუნვაშია წარმოდგენილი [54 იმნაიშვილი 1953, 313; Shanidze 1982, 35-49.].

 

მინოსური სიტყვების ეტიმოლოგიზაციისას, ქართველურ ენათა გამოყენების შესაძლებლობის საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია მცენარეების აღმნიშვნელი ის მინოსური ტერმინებიც, რომლებიც შემონახულია ბერძნული ენის დიალექტებში, მათ შორის -ხაზოვან მიკენურში [55 Нойман 1976, 98-99; Деянов 1976, 99-100; Деянов 1976a, 84.] და რომელთაც, ქართველურ ენებში (და მათ დიალექტებში) მეტ-ნაკლებად მიახლოებული პარალელები უნდა ეძებნებოდეთ: κυλος- “რკო”, შდრ. ქართულ-ზანური დონის *ro - “რკო” (ქართული ro, მეგრული , i) [56 იხ. Климов 1964, 116.]; μιμαίκυλον - “მარწყვი”, შდრ. საერთოქართველური *marw (სვანური bäsi, bäs) [57 იხ. Климов 1964, 127.], საყურადღებოა აგრეთვე ბასკური maguri - “მარწყვი[58 [გვ. 146] იხ. Гордезиани 1975, 21. . ბრაუნი, ქართულ მარწყვთან ( *მარწუ) აკავშირებს ბასკურ martu-ts-, martsu-ka- - “თუთა”, “მაყვალი” (ბრაუნი 1981, 205).]; βράβυλον - “კვრინჩხა”, შდრ. ინგილოური დიალექტის ბრული - “ბარდი”; σπρεα - “ჭოტოსანი ნაყოფი”, შდრ. ქართლური დიალექტის სპირო - “ბლის ქერქის აბგა[59 ღლონტი 1984, 88, 499.]; ζίζυφον - “ბუჩქიანი მცენარე”, შდრ. ქართულ-ზანური *e(w) - “ეკლებიანი, დატოტვილი /გვ. 16/ ბუჩქი[60 იხ. Климов 1973, 365.]; σταφυλή - “ყურძნის მტევანი”, შდრ. ძველქართული სთუელი - “შემოდგომა, გინა ყურძნის მოკრეფა” (საბა) და სთული - “დართული ნართი”, რომლებიც შესაძლოა ქართულ-ზანურ ფუძეს *rtw - “გადაფარებაუკავშირდებიან [61 ორბელიანი 1966, 87; აბულაძე 1973, 388; Климов 1964, 156.].

 

სავარაუდოა, წინაბერძნულიდან იყოს შესული ბერძნულ ენაში excrement”-ის მნიშვნელობის მქონე სიტყვა - κόρος [62 [. 146] Benselers 1981, 450. როგორც ჩანს, აღნიშნული სიტყვის არაკეთილხმოვანებსაც უნდა ჰქონოდა გარკვეული მნიშვნელობა მდ. მტკვრის ძველი სახელწოდების - Κόρος-ის ახლით - Κύρος-ით შეცვლილას (შდრ. Strabo, XI, III, 2)], რომელსაც შესაძლოა უახლოვდებოდეს ქართულ-ზანურ ფუძე *ar-, “ყარს, ყროლა[63 იხ. Климов 1964, 209.].

 

გასათვალისწინებელია, რომ მინოსური ენისათვის, ქართველური ენებისა და საზოგადოდ ხმელთაშუაზღვის უძველესი სუბსტრატის ენების მსგავსად, დამახასიათებელია ცალკეული ხმოვნების თავისუფალი მონაცვლეობა და მერყეობა, რაც მეტად იშვიათია ინდოევროპული ოჯახის ენებში [64 Packard 1974, 114; გამყრელიძე/მაჭავარიანი 1965, 367; Гордезиани 1975, 15-16.].

 

წინაბერძნული ენები, მინოსური და ეგეოსური (იგივე პელასგური), იდენტური ან ახლო მონათესავე ენები უნდა ყოფილიყო. ამ ენებზე მეტყველი მოსახლეობის ინტენსიური ურთიერთობის კვალი კავკასიურ და საზოგადოდ შავიზღვისპირეთულ სამყაროსთან, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ფართოდ არის ასახული ანტიკურ წყაროებში.

 

აღმოსავლეთი და სამხრეთი შავიზღვისპირეთი ხშირად განიხილება ანტიკურ ლიტერატურაში როგორც ეგეოსური სამყაროდან ცალკეული მითიური პიროვნებებისა თუ მთელი ტომების გადმოსახლების ობიექტი. მსგავსი შეხედულება, შესაძლოა, საზრდოობდა ანტიკური ხანის პონტოსპირეთში ბერძნული კოლონიების დაარსებისა და მათში ეგეოსის ზღვის აუზიდან წამოსული ბერძნული მოსახლეობის ჩასახლების პერმანენტული პროცესით, მაგრამ, საკუთრივ ბერძნული ცნობების მიხედვით, ხალხთა გადასახლებებს, ძირითადად, წინაკოლონიურ პერიოდში ჰქონია ადგილი და მათ მონაწილეებად, უპირატესად, წინაბერძნული მოსახლეობა - პელასგები არიან დასახელებულნი. სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ნაწილის ბერძნების მიერ პელასგთა ნაშიერად მიჩნევა უდავოდ ანგარიშგასაწევი გარემოებაა; ბერძნები კარგად იცნობდნენ თავიანთი სამშობლოს წინამოსახლეობას - პელასგებს, რომლებთანაც ხანგრძლივად თანაარსებობდნენ კიდევაც. სტრაბონის აზრით, პელასგები ყველაზე ძველი ტომია, რომელიც კი საბერძნეთში ბატონობდა (Strabo, VII, VII, 10). ჰეროდოტესთან შემონახული გადმოცემის თანახმად, ათენელებისათვის აკროპოლისის გალავანი პელასგებს აუგიათ (Her., VI, 137). მისი ნაშთები აქამდე შემორჩენილია აკროპოლისზე, სადაც უძველეს, დიდრონი ლო/გვ. 17/დებისაგან ნაგებ, . . ციკლოპური წყობის კედელს პელასგურ გალავანსუწოდებენ [65 Paradissis 1972, 8, fig. 1.]. საყურადღებოა, რომ მსგავსი ნაგებობები დამახასიათებელია კავკასიის გვიანბრინჯაოს ხანისათვისაც.

 

ჰეროდოტეს მიხედვით, ათენელები, ვიდრე ელადას პელასგები ფლობდნენ, თვითონაც პელასგები იყვნენ, ხოლო იონიელებს, ვიდრე ისინი პელოპონესზე ცხოვრობდნენ, პელასგები და ეგიალეები ეწოდებოდათ (Her., VII, 94; VIII, 44). ასევე ეოლიელებიც, ვიდრე პელასგიოტიდაში (ჩრდილოეთ თესალიაში) ცხოვრობდნენ, ელინური გადმოცემით, პელასგებად იწოდებოდნენ (Her., VII, 95). ეოლიელებისა და იონიელების, როგორც ჩანს, პელასგური სუბსტრატის მქონე ბერძნული ტომები, უფრო გვიანდელ ხანებში, შესაბამისად, მცირე აზიის დასავლეთ (ეგეოსური) ნაპირის ჩრდილოეთ და ცენტრალურ, პელასგურ ოლქებს იკავებენ. სტრაბონიც, იუწყებოდა რა, პელასგთა ფართო გავრცელებას მთელ საბერძნეთში, განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მათ სიჭარბეს ეოლიელთა შორის, თესალიაში (Strabo, V, II, 4). ჰომეროსი თესალიის არგოსს პელასგურ არგოსს უწოდებდა (Hom., Il., II, 681-684). სტრაბონის შენიშვნით, პელოპონესს ჰომეროსი, ისევე, როგორც მთელ ელადას (საბერძნეთს), არგოსს უწოდებდა (Strabo, VIII, VI, 5, 7, 9). ეპირეც პელასგებს უნდა სჭეროდათ, ჰომეროსი ეპირული დოდონის ზევსს პელასგურს უწოდებს (Hom., Il., XVI, 233-235), ჰეროდოტეც იუწყება, რომ დოდონაში პელასგთა სამლოცველო იყო (Her., II, 52), ხოლო ძვ. . VII . პოეტი ჰესიოდე ეპირეს თურმე თურმე პელასგთა სადგომად მიიჩნევდა (Strabo, VII, VII, 10). სტრაბონისავე ცნობით, ძვ. . IV . ისტორიკოსი ეფოროს კვიმელი პელოპონესის ნახევარკუნძულს პელასგიას უწოდებდა, ხოლო ძვ. . VI-V სს. დრამატურგეს ესქილეს პელასგები მიკენის მახლობლად მებარე არგოსიდან გამოჰყავდა (Strabo, V, II, 4). ესქილეს მსგავსად, ძვ. . V . დრამატურგისათვის ევრიპიდესათვისაც პელოპონესის არგოსი - პელასგური მიწაა (Strabo, V, II, 4). ჰეროდოტეს აზრით, მთელ ელადას წინათ პელასგია ერქვა (Her., II, 56). ჰომეროსის მონაცემებით, კუნძულ კრეტაზეც სხვა ტომებთან ერთად პელასგებიც ცხოვრობდნენ (Hom., Od., XIX, 175-17).

 

როგორც ჩანს, ბერძნული ტომების მძლავრობასთან ერთად პელასგები მატერიკიდან სულ უფრო კუნძულებისაკენ ინაცვლებდნენ. ისინი შედარებით დიდხანს, დაახლოებით ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანებამდე ინარჩუნებდნენ ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს. მათ ეკუთვნოდათ თრაკიაში, კერძოდ მის სამხრეთ-აღმოსავლეთ /გვ. 18/ ნაწილში, ლარისის ოლქში, ქალკიდიკაში - ქალაქი კრესტონი, “ილიადის” “ხომალდთა კატალოგისმიხედვით - მხარე ჰელესპონტსა და თრაკიას შორის, კუნძულებიდან - ლესბოსი, ლემნოსი, იმბროსი, ქიოსი, სამოთრაკია (Hom., Il., II, 840-843; X, 429; Her., I, 57; II, 51; IV, 145; V, 26; VI, 137; VII, 94-95; Strabo, V, II, 4; XIII, III, 3). სტრაბონის ცნობით, მათი ნაწილი იტალიაში გადასულა ტირენების (იგივე ეტრუსკების) ეპონიმის, ატისის ძის ტირენის წინამძღოლობით, ხოლო მათი მეორე ნაწილი, თვით ატისისა და მისი მეორე ძის ლიდის, ლიდიელთა ეპონიმის მეთავეობით ლიდიაში დარჩენილა (Strabo, V, II, 2, 4). ახ. . I-II სს. მწერლის პლუტარქეს განმარტებით, პელასგური წარმომავლობის ტირენები (ეტრუსკები) ჯერ თესალიაში მოსახლეობდნენ, მერე ლიდიაში გადასახლდნენ, ლიდიიდან კი იტალიაში გადავიდნენ (Plut., Rom., I, 2). ჰეროდოტეს დროს, მცირე აზიაში, ჰელესპონტოს (თანამედროვე დარდანელის სრუტე) აღმოსავლეთ ნაპირზე გადასული პელასგები პლაკიესა და სკილაკეში ცხოვრობდნენ (Her., I, 57). სტრაბონი, მენეკრატ ელეელის მონაცემებზე დაყრდნობით, მცირეაზიელი პელასგების საცხოვრისს მთელი იონიური სანაპიროთი და მისი მიმდებარე კუნძულებით განსაზღვრავს (Strabo, XIII, III, 3). სტრაბონის აზრით, ეოლიურ ქალაქ კიმეს მახლობლად უნდა მდებარეობდეს პომეროსის ილიადაშიმოხსენიებული პელასგური ლარისა (Hom., Il., II, 840; Strabo, XIII, III, 2-3). როგორც ფიქრობენ, “ლარისაპელასგურ ენაზე აკროპოლისსნიშნავდა [66 Paradissis 1972a, 134-135, fig. 43.].

 

უფრო ჩრდილოეთით, პროპონტიდის (თანამედროვე მარმარილოს ზღვა) მცირეაზიულ სანაპიროზე პელასგური წარმომავლობის მქონედ მიჩნეული დოლიონების ტომი. ისეთ მნიშვნელოვან ნაშრომში, როგორიც იყო ძვ. . IV . ისტორიკოსის, ეფოროს კვიმელის ოცდაათტომიანი საზოგადო ისტორია”, რომლის ფრაგმენტებიც აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისსქოლიონებშია შემონახული, დოლიონების ტომი, სხვა პელასგურ ტომთა დარად, თესალიიდან ელინების მიერ გამოძევებულ ტომადაა გამოცხადებული [67 [გვ. 146] იხ. ურუშაძე 1964, 49-50, 294. ამასვე იუწყებოდა ახ. . I . ისტორიკოსი და გრამატიკოსი კანონიც (ურუშაძე 1964, 144)]. სტრაბონის აზრით, დოლიონები, ბებრიკების მსგავსად, უკვე ტრიოს ომის ხანებში ყოფილან ფრიგიელებთან აღრეულები (Strabo, XIV, V, 23); იქნებ, სწორედ ამ უკანასკნელი გარემოებით აიხსნას დოლიონების პელასგებთან დაპირისპირების ფაქტი, რაც ძველ მწერლებთან შეინიშნება. ძვ. . II . ავტორის, აპოლოდორეს თხზულების ბიბლიოთეკისცნობით, დოლიონები შეჩვეულები იყვნენ პელასგთა ხშირ თავდასხმას (Apollod., I, 9, 18). აპოლონიოს როდოსელის პოემის არგონავტიკისმიხედვით, ეს პელასგები მაკრი/გვ. 19/სელები ყოფილან: “...და მოეჩვენათ, რომ სანაპიროს უმამაცესი მაკრიელების მოადგა რაზმი პელასგიური” (Apoll. Rhod., I, 1024) [68 ურუშაძე 1975, 70.]. პოემის სქოლიასტის განმარტებით, მაკრისელები იგივე მაკრონებია, რომელთა შესახებაც ძვ. . IV . მოღვაწეს დიონისიოს ქალკიდელს შეუნიშნავს, რომ ისინი უწინ კუნძულ ევბეაზე, ანუ მაკრისზე სახლობდნენ და სახელიც აქედან შეერქვათო; სქოლიასტი დასძენს, რომ სხვების აზრით, მაკრონებს ასე იმიტომ უწოდებენ, რომ მათ შორის ბევრია გრძელთავიანი - მაკროკეფალი (Schol. ad Apoll. Rhod., I, 1024). ახ. . IV . პოემის, ორფიკული არგონავტიკისცნობით, მაკრონები ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში მცხოვრები მარიანდინების მეზობლები არიან; თუმცა პოემის ერთ-ერთ ნუსხაში Μάκρωνες შენაცვლებულია Μακριέες-ით (Ps.-Orph., 747) [69 ურუშაძე 1964, 132, შენ. 66.]. აპოლონიოს როდოსელის მიხედვითაც, მაკრიები ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში ბინადრობდნენ, დოლიონების მეზობლად; დოლიონების მიწას გაცდენილი არგონავტები მაკრიადის მთებს გასცქეროდნენ (Apoll. Rhod., I, 1112). ამავე დროს, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ აპოლონიოს როდოსელი სხვა ადგილას, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებთან ერთად, ასახელებს მაკრონებსაც (Apoll. Rhod., II, 392-397; 1242-1244). ქსენოფონტის ანაბასისისმონაცემებიც ცხადყოფენ, რომ ძვ. . V-IV სს. მიჯნაზე მაკრონთა საცხოვრისი ტრაპეზუნტის სამხრეთით ორი დღის სავალზე იყო (Xen., Anab., IV, VIII, 8; V, V, 18; VII, VIII, 25). სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებლებად თვლიან მაკრონებს, აგრეთვე სტრაბონი (Strabo, XII, III, 18), ახ. . I . ისტორიკოსი პლინიუს უფროსი (Plin., NH, VI, 11), ახ. . II . მოღვაწე ფლავიუს არიანე (Arr., PPE, 11) და სხვ.

 

როგორც ვხედავთ, მაკრისელებ-მაკრონებს, გარდა სახელწოდების ორი ფორმისა, ორი განსხვავებული ადგილმდებარეობაც მოეპოვაბათ და შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ისინი ორ სხვადასხვა ტომს წარმოადგენდნენ. მაგრამ აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისსქოლიასტის ზემომოყვანილი განმარტებების გარდა, ამას ხელს უშლის, მასთანვე დაცული ერთი ცნობა, რომლის მიხედვით ზოგიერთები მაკრისელებს სახელს უწოდებენ ბექეირების ტომსაც, რომლებიც მუდმივად კიზიკელებს (ანუ დოლიონებს) ეომებოდნენ (Schol. ad Apoll. Rhod., I, 1024). მოყვანილ კონტექსტში ბექეირთა ტომის მოხსენიება საცარაუდოს ხდის იმ გარემოებას, რომ დოლიონებთან მებრძოლ ტომებში შემდგომში აღმოსავლეთ პონტოში მოსახლე ტომები უნდა იგულისხმებოდნენ. ჰეკატეოს მილეტელი ბექეირების ქვეყანას ბექეირიკას”, ხოჲების მეზობლად, ჩრდილო-აღმო/გვ. 20/სავლეთ ანატოლიაში ათავსებდა (Hec., fr. 190). ძვ. . IV . ავტორის ფსევდო სკილაქს კარიანდელის მიხედვით ბექეირები ქალაქ ტრაპეზუნტისა და მაკროკეფალების ტომის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ (Ps.-Scyl., 84-85) სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში; ერთმანეთის გვერდით მოიხსენიებს მათ პომპონიუს მელაც (Pomp. Mela, I, 19, 107), ხოლო აპოლონიოს როდოსელი და ახ. . II . ავტორი დიონისიოს პერიეგეტი ბექეირებსა და მაკრონებს ასახელებენ იმავე რეგიონში (Apoll. Rhod., II, 394, 1242; Dion. Per., 766). . ურუშაძის აზრით, აპოლონიოს როდოსელის პოემის სქოლიონებში დაცული ცნობა მაკრისელებისა და მაკრონების იგივეობაზე, ამ უკანასკნელთა ადრეული განსახლების ვითარების ამსახველია, როდესაც ბერძნების მიერ ეგეოსის ზღვის აუზიდან გამოძევებული პელასგური წარმომავლობის მაკრისელები-მაკრონები, სხვა პელასგურ ტომებთან ერთად ჯერ პროპონტიდის (თანამედროვე მარმარილოს ზღვა), ხოლო შემდეგ შავი ზღვის სანაპიროებისაკენ გახიზნულები, ძველთაგანვე იქ დამკვიდრებული ტომების გვერდით დასახლებულან [70 ურუშაძე 1964, 129, 133, 135; შდრ. ყაუხჩიშვილი 1976, 23, შენ. 1.].

 

ჰეკატეოსისა და სტრაბონის მითითებით მაკრონები მათ ხანაში სანებად იწოდებოდნენ (Hec., fr. 191; Strabo, XII, III, 18). XII . მოღვაწე ევსტათი თესალონიკელი, რომელსაც დიონისე პერიეგეტის კომენტარები ეკუთვნის, აღნიშნავს, რომ ბექეირების სამხრეთით მცხოვრებ მაკრონებს მის დროს სანნები ეწოდებოდათ, ხოლო მდაბიოურად - ტძანები (Τζάνους) (Eust. ad Dion. Per., 765); როგორც აღნიშნავენ, τζ კომპლექსით ბერძნულისათვის უცხო აფრიკატი არის გადმოცემული და სანნების მდაბიურისახელწოდება უნდა ყოფილიყო - ჭანი [71 Eust. ad Dion. Per., 765, იხ. ჯავახიშვილი 1960, 404-405; ურუშაძე 1964, 128; ყაუხჩიშვილი 1976, 94, 99-100.]. საკუთრივ სახელწოდება მაკრონიც”, მკვლევართა აზრით, უკავშირდება ერთ-ერთ ზანურ (მეგრულ-ჭანურ) სატომო სახელს მეგრელ || მარგალს”-, რომელშიც გამოიყოფა არგ || არკ ძირი, მიღებული სახელწოდება მაკრონშიშემავალი აგრ || აკრ ძირის მეტათეზის შედეგად; ეთნონიმ მაკრონშიგამოიყოფა აგრეთვე სადაურობის აღმნიშვნელი ქართველური - პრეფიქსი და ჭანურისათვის დამახასიათებელიონ სუფიქსი [72 ურუშაძე 1964, 136-139.]. . ურუშაძის აზრით, სატომო სახელის Μάκρωνες უძველესი ვარიანტი არის Μακριείς < Μακριέες, რომელიც მომდინარეობს Μακρις-იდან და ქართულ-ზანური *მაგრალის შესატყვისია [73 ურუშაძე 1964, 137.]. არგ || აგრ ფუძე ფართოდ არის გავრცელებული ეგეოსის ზღვის აუზის ტოპონიმიკაში და პელასგური წარმომავლობის მქონედ არის მიჩნეული [74 Benselers 1981, 104; ურუშაძე 1964, 139.]. ტოპონიმ არგოსში”, “ველისაღმნიშვნელ პელასგურ სიტყვას ხედავენ [75 Paradissis 1972a, 134.]; თუმცა იგივე სიტყვა ხშირია ეგეოსურ ანთროპონიმიკა/გვ. 21/ში; . მიქელაძის აზრით, კოლხთა მითიური მეფის აიეტესის შვილიშვილი არგოსი შესაძლოა ქართლის ცხოვრებისგენეალოგიური სქემის ეგრისელთა ეთნარქ-ეპონიმს ეგროსსშეესაბამებოდეს; . ურუშაძე ზემომოყვანილი არგ- ძირიანი ეთნონიმების არსებობის საფუძველზე, დასაძვებად მიიჩნევს, რომ პელასგურ-კოლხურ სამყაროს ეთნარქ-ეპონიმი არგოსი უნდა ყოფილიყო [76 მიქელაძე 1974, 91-92; ურუშაძე 1964, 139, შენ. 98.].

 

საყურადღებოა, რომ აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისსქოლიასტის მიხედვით, მაკრონები სკვითური ტომია, წამოსული ევბეელთაგან, რომელთა საცხოვრისსაც მდებარეობის გამო მაკრისი ეწოდებოდა (Schol. ad Apoll. Rhod., II, 392). როგორც ვხედავთ, სქოლიასტი მაკრონებს ერთიდაიმავე დროს მიიჩნევს როგორც სკვითურ, ასევე ეგეოსურ (პელასგურ) ტომად. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, როდესაც ანტიკური ეპოქის წყაროებში შავიზღვისპირეთის ქართველური ტომები სკვითურ ან პელასგურ ტომებად მოიხსენებიან; პირველი განსაზღვრება, სავარაუდოა, რომ, უპირატესად კულტურულ-პოლიტიკური შინაარსის შემცველია, ხოლო მეორე - ეთნიკური ნათესაობის გამომხატველი.

 

განსაკუთრებით რთულია ამ მხრივ, სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე კავკონების ვინაობის გარკვევა, რომლებიც ქალაქ ჰერაკლეიდან მდინარე პართენიოსამდე (თანამედროვე . ერეგლიდან - მდ. კოჯა-ირმაკამდე), მარიანდინებსა და ენეტებს (ძვ. . IV . ისტორიკოსის კალისთენეს მიხედვით - ლევკოსირებს) შორის სახლობდნენ; მათ ზოგიერთი სკვითებად მიიჩნევდა, ზოგი პელასგებად, ზოგიც რომელიღაც მაკედონურ ტომად (Strabo, XII, III, 5). სტრაბონის მიხედვით, მათი თავდაპირველი ბინადრობის მხარედ პელოპონესს - ელიდეს, ხოლო თვით მათ, პელასგების მსგავსად, არკადიულ ტომად მიიჩნედნენ (Strabo, VIII, III, 17). სტრაბონის დროს მდ. პართენიოსთან უკვე კავკონიატებისა თუ კავკონიტების პაფლაგონიური ტომი ცხოვრობდა, ხოლო საკუთრივ კავკონების ტომი უკვე აღარსად იყო (Strabo, VIII, III, 9, 17; XII, III, 5).

 

ასევე გაუჩინარებულა სტრაბონის დროისათვის მდ. პართენიოსის აღმოსავლეთით, . . პაფლაგონიაში, მოსახლე ენეტების ტომი (XII, III, 5, 8). სტრაბონის ცნობით, ტრიოს დაცემის შემდეგ მათი ნაწილი ადრიატიკის ზღვის შორეულ ნაპირზე, ენეტიკაში, გადასახლებულა (Strabo, I, III, 2, 21; XII, III, 8, 25, XIII, I, 53) [77 [გვ. 147] შდრ. Plin., NH, VI, 5. პლუტარქეს ცნობით, რომი ან ბალკანეთიდან ლტოლვილ პელასგებს - თუ გადარჩენილ ტროელებს - დაუარსებიათ, ანდა კოლხთა მეფის აიეტესის დის კირკესა და ოდისევსის ვაჟს - რომანოსს  (Plut., Rom., I-II). უკანასკნელი ვარიანტი, როგორც ჩანს, სათავეს იღებს ჰესიოდესთეოგონიიდან”, სადაც ნაუწყებია, რომ ჰელიოსის ასულს კირკს ოდისევსისგან ეყოლა აგრიოსი, ლატინოსი და ტელეგონე, რომლებიც ტირსენელების (იგივე ეტრუსკების) წინაპრები და გამგებლები გამხდარან (Hes., Theog., 1011-1016).]. ენეტების ქვეყნისა და პაფლაგონიის სიახლოვე თუ იდენტურობა, შეიმჩნევა ილიადის” “ხომალდთა კატალოგისმიხედვითაც, სადაც ვკითხულობთ: “პაფლაგონიელებს ხელმძღვანელობდა /გვ. 22/ პილემენე გულადი, ენეტედან, საიდანაც გარეული ჯორების მოდგმაა (ცნობილი), კიტოროსში რომ ცხოვრობდნენ და სესამოსის გარშემო სახლობდნენ, მდინარე პართენიოსის გარშემო დიდებულ სახლებში ბინადრობდნენ, კრომნასა, აიგიალოსსა და მაღალ ერითინიოსში (ცხოვრობდნენ)” (Hom., IL., II, 851-855) [78 [გვ. 147] გორდეზიანი 1970, 262. . ალენის აზრით, სახელწოდებაენეტში”, პონტო-ხმელთაშუაზღვის სამყაროში არცთუ იშვიათად შემონახული ქართული -ეთ სუფიქსი გამოიყოფა (Allen 1964, 172).]. აშკარაა, რომ დასახელებულია ტერიტორია მდ. პართენიოსიდან კარამბისის (ამჟამად ქერემფეს) კონცხამდე, ანუ ზღვისპირა პაფლაგონიის დასავლეთო ნაწილი. სტრაბონის ცნობით, მეანდროს მილეტელი იუწყებოდა, რომ ტროის ომში მიმავალი და შემდეგ ადრიატიკის შორეულ ნაპირზე დასახლებული ენეტები ლევკოსირების ქვეყნიდან იყვნენ წამოსული, ხოლო ადგილზე დარჩენილები დროთა განმავლობაში კაპადოკიელებად იქცნენ; სტრაბონის აზრით, ამ განცხადების სასარგებლოდ უნდა მოწმობდეს, პაფლაგონიის გასწვრივ მდებარე, მდ. ჰალისის მახლობელ კაპადოკიურ ოლქებში გამოყენებულ ორივე ენაში პაფლაგონიური სახელების სიუხვე (Strabo, XII, III, 25). მაგრამ მეანდროსის ცნობის მიხედვით, არ არის ნათელი მდ. ჰალისთან ეგულებოდა თუ არა მას ლევკოსირების ქვეყანა”. მდ. ჰალისის აღმოსავლეთით ენეტთა ლოკალიზების შესაძლებლობას იძლევა სტრაბონთან შემონახული ძვ. . II . ავტორის აპოლოდორეს ცნობა, ჰეკატეოს მილეტელის მიერ ქალაქ ამისოსის (თანამედროვე . სამსუნი) ენეტად მიჩნევის თაობაზე, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, სტრაბონი ხაზს უსვამს მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, ლევკოსირების ქვეყანაში, ამისოსის მდებარეობას (Strabo, XII, III, 25).

 

გამოთქმულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ჰეროდოტეს მიერ სირიელთა (იგივე ლევკოსირთა) ბინადრობის ადგილთან მოხსენიებული მდ. პართენიოსი (Her., II, 104), რომელიც აგრეთვე გვხვდება ილიადისზემომოყვანილ ფრაგმენტში, უნდა ყოფილიყო მდ. ჰალისის (კიზილ-ირმაკის) მახლობლად, სადაც დღესაც დასტურდება მდინარე მსგავსი სახელწოდებით და რომელსაც თურქული ნომენკლატურით ბართან-სუ ან უბრალოდ ბართინე ეწოდება [79 მიქელაძე 1974, 78.]. მაგრამ, ვინაიდან, “ილიადისმდ. პართენიოსი დასავლურპაფლაგონიურ ქალაქებთან კრომნასთან, აიგიალოსთან, ერითინიოსთან და სესამეს-ამასთრიასთან მეზობლობაში მოიხსენიება (Hom., IL., II, 853-855) და აგრეთვე, იმის გამო, რომ კალისთენეს მიხედვით, კავკონების ტომი ჰერაკლეადან და მარიანდინების ოლქიდან ლევკოსირებამდე და მდ. პართენიოსამდე ვრცელდებოდა (Strabo, XII, III, 5), აშკარა ხდება, რომ ილიადასადა ჰეროდოტესთან ნახსენებ მდ. პართენიოსში ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში მდებარე თანამედროვე მდინარე კოჯა ირმაკი /გვ. 23/ იგულისხმება, რომლის ძველი სახელწოდება ამავე მდინარეზე მდებარე ქალაქ ბართინში ჩანს შემონახული. მიუხედავად ამისა, ენეტების (ჰენეტების) აღმოსავლეთისაკენ განსახლების სასარგებლოდ შესაძლოა მიგვანიშნებდეს მათი სახელწოდების სავარაუდო კავშირი ფსევდო-სკილაქსის პერიპლუსშიმოხსენიებულ ხალიბთა დახურულ ნავსადგურ გენეტესთან (Γενήτης - Ps.-Scyl., 88) , აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისგენეტეს კონცხთან (Γενηταίη κρη - Apoll. Rhod., II, 378; იხ. იქვე, ”გენეტული ზევსის კონცხი”, II, 1009), სტრაბონის გეოგრაფიისმდინარე გენეტესთან (Strabo, XII, III, 17) [80 იხ. მიქელაძე 1974, 78; ურუშაძე 1964, 499, შენ. 32; ინაძე 1966, 52.].

 

. ინგოროყვა სახელწოდება გენეტესჰენიოხთა სატომო სახელს უკავშირებდა [81 ინგოროყვა 1954, 135.]. . ურუშაძეს მსგავსი ვარაუდი არ მიაჩნია გამართლებულად, რადგან ბერძნულ ენას ”- გადმოსაცემად საუკეთესო საშუალება ჰქონდა ძლიერი ასპირაციის სახით, გარდა ამისა, მისი აზრით, ეს სიტყვა მომდინარეობს ბერძნული ზმნისაგან γεννάω, ხოლო ფორმა Γενήταιος ზევსის ეპითეტად იხმარებოდა (“მშობლიური ზევსი”) [82 ურუშაძე 1964, 499, შენ. 32.]. მაგრამ, სახელწოდება გენეტესისსამნაირი გამოყენება ნავსადგურის, კონცხის და მდინარის სახელწოდებისათვის, სავარაუდოს უნდა ხდიდეს მის ადგილობრივ წარმომავლობას. სახელწოდება გენეტესისბერძნულად გააზრება, სავსებით დასაშვებია, მომხდარიყო ადგილობრივი სახელის კონტამინაციის შედეგად. ანალოგიური შემთხვევები ხშირია ანტიკური ეპოქის შავიზღვისპირეთის სინამდვილეში [83 იხ., მაგ., Орбели 1963, 494-511;  მიქელაძე 1974, 103-110.]. . მიქელაძის დაკვირვებით, აღნიშნული სახელწოდება შემონახული უნდა იყოს ამავე მიდამოებში არსებული კუნძულის თანამედროვე სახელწოდებაში - ჰანეთ კალესი [84 მიქელაძე 1974, 78, 118.].

 

ჰენიოხები, როგორც ჩანს, ფართოდ ვრცელდებოდნენ შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ რაიონებში. მათ ფსევდო-სკილაქსი ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში აქაიელების სამხრეთითა და კორაქსების ჩრდილოეთით ათავსებს (Ps.-Scyl., 76-77). დიონისიოს პერიეგეტის მიხედვით, დასავლეთ ანატოლიიდან მოსული აქაიელების მეზობლად ცხოვრობდნენ პელასგიდების ქვეყნის შვილები - ჰენიოხები და ზიგიები (Ζύγιοί) (Dion. Per., 682-687). სტრაბონთან დაცული, ძვ. . II-I სს. გეოგრაფოსის არტემიდორე ეფესელის ცნობით, ჰენიოხები დიდი პიტიუნტის (თანამედროვე ბიჭვინთის) ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ (Strabo, XI, II, 14). თვით სტრაბონისთვისაც ჰენიოხები ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომია, აქაიელების მსგავსად, არგონავტ იასონის ლაშქრის ნაწილისაგან წარმომდგარი (Strabo, II, V, 31; XI, II, 1, 12-14; XI, V, 6; XVII, III, 24). /გვ. 24/ ახ. . II . ალექსანდრიელი მოღვაწის, კლავდიუს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსცნობით, ჰენიოხები ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბინადრობდნენ, აქაიელების, კერკეტებისა და სუანოკოლხების მეზობლად (Cl. Ptol., V, VIII, 25). ძვ. . IV-III სს. ავტორს ჰერაკლიდე პონტოელის პოლიტიებში”, რომელიც, როგორც დადგინდა, ძვ. . IV . დიდი ფილოსოფოსის არისტოტელეს ამავე სათაურის მქონე თხზულების ექსცერპტებს წარმოადგენენ [85 Доватур 1965, 134, 137; ყაუხჩიშვილი 1969, 189-191; Инадзе 1968, 58-69.], ჰენიოხები კოლხეთის დაბლობის უძველეს მოსახლეობადაა მიჩნეული; აქ აღინიშნება, რომ ფასისის გაყოლებაზე თავდაპირველად უცხოვრია ჰენიოხების ველურ ტომს, შემდეგ კი მილეტელებს, ქალაქ ფასისის ბერძენ კოლონისტებს (Heracl. Pont., De reb. Publ., XVIII).

 

ძნელი სათქმელია, თუ სად ვარაუდობდა ჰენიოხთა განსახლებას ძვ. . V . ლოგოგრაფოსი ჰელანიკე მიტილენელი, რომლის მიხედვით, კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი - კორაქსები (Steph. Byz., s. v. Χαριμάται); ყველა ეს ტომი თუ მათგან ნაწარმოები ტოპონიმი, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთშიც გვხვდება, ხოლო ძვ. . IV . ავტორი პალეფატ აბიდოსელი, თხზულებაში ტროას ომის შესახებ” (მისი ფრაგმენტიც, ჰელანიკეს ფრაგმენტთან ერთად სტეფანე ბიზანტიონელის ეთნიკურ ლექსიკონშიაშემონახული), ხარიმატების შესახებ წერს, რომ კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები ფლობენ პართენიოსს ევქსინის პონტომდე” (Steph. Byz., s. v. Χαριμάται); ვინაიდან ხარიმატების პართენიოსად სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია ფსევდო-სკილაქსის მდ. პორდანისი (Ps.-Scyl., 83), ფლავიუს არიანეს მდ. პრიტანიდი (Arr., PPE, 7), ისტორიული ლაზეთის მდინარე ფორტუნა [86 ჯავახიშვილი 1950a, 264-265; Прим. ред. –  Латышев 1948, № 1, 267; ყაუხჩიშვილი 1967, 33, შენ. 51.], იგივე თანამედროვე მდ. ფაზარი, სავარაუდო ხდება, რომ ჰელანიკესთან მოხსენიებული ჰენიოხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლენი უნდა ყოფილიყვნენ [87 [გვ. 147] ჰელანიკესა და პალეფატის ცნობათა სანდოობის შესახებ საწინააღმდეგო აზრებია გამოთქმული, იხ. მიქელაძე 1974, 21-22; Хазарадзе 1979, 311-312.]. აღსანიშნავია, რომ ახ. . IV . ავტორის ამიანუს მარცელინუსის ცნობით, მდ. ფასისის მახლობლად ცხოვრობდა კამარიტების ტომი (Amm. Marc., XXII, 23-24), რომლის სახელწოდება, შესაძლოა ეთნონიმ ხარიმატისაგანმეტათეზისითა და დიონისესეულ კამარიტებთან კონტამინაციით იყოს მიღებული. ჰელანიკესთან ჩამოთვლილი ტომების სამხრეთული ლოკალიზება თითქოს მით უფრო დასაშვებია, რომ პლინიუსის მონაცემებით, სანი-ჰენიოხები (Sannorum Heniochorum) . ტრაპეზუნტის მხარეში და მისგან აღ/გვ. 25/მოსავლეთით ბინადრობდნენ, ხოლო მდ. მტკვარს სათავე ჰენიოხურ, ანუ კორაქსულ მთებში ჰქონია (Plin., NH, VI, 12, 26). თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თვით პლინიუსის მიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთშიც, სუანების ტომსა და შავ ზღვას შორის ცხოვრობდა დიოსკურთა მეეტლეების შთამომავალ ჰენიოხთა მრავალრიცხოვანი ტომები (Plin., NH, VI, 16, 30).

 

პლინიუსის სან-ჰენიოხებს, როგორც ჩანს, შეესაბამება ფლავიუს არიანეს პერიპლუსშისანების აღმოსავლეთით მოხსენიებული მაკრონებისა და ჰენიოხების გაერთიანება, რომელსაც სათავეში ედგა ერთი მეფე - ანქიალე, ხოლო მისი სასახლე მდ. პრიტანიდზე ყოფილა გაშენებული (Arr., PPE, 7, 11). ახ. . V . ანონიმურ პერიპლუსშიმაკრონების ნაცვლად იმავე კონტექსტში მახელონებია დასახელებული (Anon., PPE, XLII, 8). ამდენად, თითქოს მოიპოვება საფუძველი ჰელანიკესეული ჰენიოხების სამხრეთ შავიზღვისპირეთში ლოკალიზებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, ანგარიშგასაწევად მიგვაჩნია ჰელანიკესა და პალეფატის ზემომოყვანილი ცნობების ადრეულობის მიმართ გამოთქმული ეჭვი: ფიქრობენ, რომ სტეფანე ბიზანტიონელთან შემონახული ეს ცნობები პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის ომების ისტორიკოსების ტრადიციას უნდა უახლოვდებოდეს [88 Меликишвили 1959, 87, прим. 190.].

 

ბერძნულ-ლათინურ წყაროებში მოხსენიებული ჰენიოხების წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით გამოითქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ დასაშვები უნდა იყოს მათი დაახლოება ურარტული წარწერების მიერ ძვ. . VIII . ჩილდირის ტბის მიდამოებში დამოწმებულ იგანიეხიელებთან, რომელთა მოგვიანებით დასავლეთისაკენ გადანაცვლებული შთამომავლები, . ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარე სანაპირო მხარეში ჰენიოხთასახელწოდებით უნდა გამოჩენილიყვნენ [89 Ушаков 1946, 37-38; Меликишвили 1959, 93, прим. 202; ინაძე 1955, 13-20]. საპირისპიროდ ამისა, . ყაუხჩიშვილი იზიარებს შეხედულებას, ჰენიოხების, ზოგიერთ სხვა ტომთან ერთად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჩრდილო სანაპიროდან სამხრეთისაკენ გადანაცვლების შესახებ [90 ყაუხჩიშვილი 1980a, 74-76.]; თუმცა იგი ამასთანავე შესაძლებლად თვლის, სტრაბონთან მოხსენიებული, იასონის ლაშქრიდან ჰენიოხებთან ერთად ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დასახლებული, ფთიური ანუ თესალიური წარმომავლობის აქაიელები (Strabo, XI, II, 12-14) ძვ. . II ათასწლეულის შუა ხანების ხმელთაშუაზღვის აუზში მიმდინარე ტომთა დიდი გადასახლებების შედეგად მოხვედრილიყვნენ კავკასიაში [91 [გვ. 148] ყაუხჩიშვილი 1980, 33-36. სხვა ადგილას სტრაბონი აქაიელებად ორქომენელ (ბეოტიელ) კოლონისტებს მიიჩნევს, რომლებიც პონტოში ტროის დაცემის შემდეგ გადმოსახლებულან (Strabo, IX, II, 42) (ყაუხჩიშვილი 1980, 34).].

 

განსხვავებული შეხედულებებია გამოთქმული ჰენიოხთა ეთნიკური კუთვნილების შესახებაც, მათ, ძირითადად, სვანურ [92 Орбели 1963, 509-510; Марр 1913, 327; Меликишвили 1959, 91-92; მიქელაძე 1974, 18, შენ. 46; 72.], ზანურ [93 ჯავახიშვილი 1960, 410; ჯანაშია 1937, 190, 197; ინგოროყვა 1954, 135; ინაძე 1955, 20; ინაძე 1960, 150-151], ან აფხაზურ-ადიღური  მოდგმის [94 Анчабадзе 1964, 134-137, 169-176; Инал-ипа 1976, 187-188.] ტომად მიიჩნევენ. . ორბელი /გვ. 26/ ეთნონიმ ჰენიოხშიგამოყოფდა ჰენ- ფუძეს [95 [გვ. 148] Орбели 1963, 509; . ორბელი, hēn- ფუძის პარალელურ ფორმად, h~s ბგერათმონაცვლეობის დაშვებით, sēn- მიიჩნევდა და ამ უკანასკნელს სანებისა თუ სვანების სახელწოდებასთან აკავშირებდა (Орбели 1963, 509).]. აღსანიშნავია, რომ ლინგვისტური მონაცემების საფუძველზე, . გიგინეიშვილი შეეცადა დაესაბუთებინა ეთნონიმების ჰენიოხისადა ჭანისიდენტურობა. მისი აზრით, ჰენი-()-ხი ჭანების (იგივე სანების) სვანური სახელწოდებაა და საერთო ქართველური *1ენისაგან უნდა მომდინარეობდეს; ქართულში მისი კანონზომიერი შესატყვისი *წენი უნდა ყოფილიყო, ზანურში კი - ჭანი [96 გიგინეიშვილი 1975, 115-124.]. . ყაუხჩიშვილის შეხედულებით, ასეთი ვარაუდი მრავალ დაბრკოლებას აწყდება, მაგრამ თავად შეხედულებას ჰენიოხების დასავლურქართული (სვანური ან ზანური) კუთვნილების შესახებ იგი იზიარებს [97 ყაუხჩიშვილი 1980, 73-74, 76.].

 

ჰენიოხთა დასავლურქართულ კუთვნილებას, შესაძლოა, სწორედ წინაკოლონიურ პერიოდში მდ. რიონის აუზში მათი ბინადრობის ზემომოყვანილი ცნობა მოწმობდეს, რაც, ამავე დროს, უფრო გვიანდელ ხანებში, ჩრდილოეთისაკენ მათი გადანაცვლების სასარგებლოდაც უნდა მეტყველებდეს და რისთვისაც, როგორც ფიქრობენ, კოლხების მდ. ფასისზე (რიონზე) გაბატონებას უნდა შეეწყო ხელი [98 მიქელაძე 1974, 20. შდრ. Plin., NH, XXXIII, 52.]. მსგავსი ვითარება თითქოს ასახულია არგონავტიკისახ. . I . ეპიკოსი პოეტის ვალერიუს ფლაკუსისეულ ვერსიაში (Val. Flacus, V, 357), რომელშიც კოლხების მეფის ასულის მედეას ძიძად ჰენიოხი ქალია დასახელებული, ეს კი მკვლევართა აზრით, ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ჰენიოხების კოლხებისადმი დაქვემდებარებული მდგომარეობის გამომხატველია [99 მიქელაძე 1974, 20; ყაუხჩიშვილი 1980, 68, შენ. 11.].

 

ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ის გარემოება, რომ ადრეულ ცნობათა უმრავლესობა, სადაც ჰენიოხები ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიან დასახელებული, მათი იქ ეგეოსური სამყაროდან გადმოსახლებას იუწყება. გარდა დიონისიოს პერიეგეტისა და სხვა ავტორების მიერ ჰენიოხების პელასგთა ნაშიერებად გამოცხადებისა, პელასგურ სამყაროსთან მათ სიახლოვეზე შესაძლოა მიუნიშნებდეს ანტიკური ეპოქის ავტორების მიერ ჰენიოხების ტომის წარმომავლობის დაკავშირების ცდა იასონის თანამოლაშქრეების, ტყუპი ძმების - დიოსკურების მეეტლებთან, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იასონი და საზოგადოდ არგონავტები პელასგებად მიიჩნეოდნენ (იხ. ქვემოთ). აღსანიშნავია, რომ ეთნონიმ ჰენიოხს” (νίοχοι) ძველი ავტორები ჩვეულებრივ განმარტავენ მეეტლისაღმნიშვნელი ბერძნული ტერმინით νίοχος (მრ. . νίοχοι). ჰენიოხებისა და დიოსკურების ურთიერთკავშირი ჩანს პომპონიუს მელას იმ ცნობიდანაც, რომ ქალაქი დიოსკურია (Dioscurias) ჰენიოხთა მიწაზე დიოსკურებმა დაარსეს (Pomp. Mela, I, 19, 111); ხოლო პლინიუსის მიხედვით, ეს ქალაქი დაარსეს თვით მეეტლეებმა”, რომელთაგანაც წარმოიშვა /გვ. 27/ ჰენიოხთა ტომი [100 [გვ. 148] . ორბელის აზრით, ცხენის აღმნიშვნელი ძველი ქართული სიტყვა hun-e, resp. hon-e, un-e ბერძნებს შეეძლოთ დაეკავშირებინათ დიოსკურიადის ოლქში მცხოვრები ჰენიოხების სახელწოდებასთან და ეს უკანასკნელნი გაეაზრებინათ დიოსკურების მეეტლეებად (Орбели 1963, 508, 510; მიქელაძე 1974, 105).].

 

ახ. . I . ავტორის, პომპოუს ტროგუსის მიხედვით, რომლის თხზულება ახ. . II-III სს. მოღვაწის, იუსტინუსის რედაქციითაა შემონახული, იასონი მრავალი წლის შემდეგ უკან ბრუნდება კოლხეთში და სამეფო ტახტს უბრუნებს თავის სიმამრს აიეტესს, რომლისთვისაც მტრებს სამეფო წაურთმევიათ. შემდეგ იასონს დიდი ბრძოლები გადაუხდია მეზობლებთან და დაპყრობილი მიწა-წყლის ნაწილი აიეტესის სამეფოებისათვის შეუერთებია, ხოლო ნაწილი თავის თანამოლაშქრეებისათვის გაუყვია; მათ შორის, დიოსკურების - კასტორისა და პოლუქსის მეეტლეებისათვის, ფრიგიასისა და ამფისტრატოსისათვის (Iust., XLII, 2 : 12, 3 : 1-3). დიონისიოს პერიეგეტის დედამიწის აღწერილობისევსტატი თესალონიკისეული კომენტარით, ახ. . II-III სს. მითოგრაფოსი ქარაქს პერგამონელი იუწყებოდა, რომ, როდესაც არგონავტები კოლხეთისაკენ მრავალი ხომალდით გამგზავრებულან და არა მხოლოდ არგოთი”, ერთ-ერთ ხომალდს გეზი არევია და მასზე მყოფი დიოსკურების ანუ ტინდარიდების (მათი მამის, სპარტის მეფის ტინდარეოსის სახელიდან) მეეტლეებს ნაპირზე გადმოსვლისას ძალაუფლება ხელში ჩაუგდიათ; მათგან ადგილობრივმა ტომებმა ჰენიოხებისა და ტინდარიდების, ხოლო ქალაქმა - დიოსკურიადის სახელი მიიიღო (Char., Hell., fr. 15; Eust. ad Dion. Per., 687). აღსანიშნავია, რომ ამიანუს მარცელინუსთან დასახელებული დიოსკურების ერთ-ერთი მეეტლე კერკიუსი (Amm. Marc., XXII, 24), . ყაუხჩიშვილის აზრით, შესაძლოა წარმოადგენდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები კერკეტების ტომის ეთნარქ-ეპონიმს [101 ყაუხჩიშვილი 1980a, 59.].

 

დიონისიოს პერიეგეტის მიერ, ჰენიოხებთან ერთად პელასგთა ნაშიერებად მიჩნეული ზიგიები, რომელთაც ჩვეულებრივ აფხაზურ-ადიღური მოდგმის ტომებთან ჯიქებთან აიგივებენ [102 ყაუხჩიშვილი 1976, 139, 222; Меликишвили 1959, 87, 308, 365.], ჰენიოხების მსგავსად, გარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა, სამხრეთ შავიზღვისპირეთშიც ჩანან; კერძოდ, მათ უკავშირებენ ტრაპეზუნტის სამხრეთით სტრაბონის მიერ მოხსენიებული ქალაქის ზიგოპოლისის სახელწოდებას (Strabo, XII, III, 17; Steph. Byz., s. v. Ζυγοί) [103 Меликишвили 1959, 82.]. ეს ტოპონიმი დღემდეა შემორჩენილი ამ მხარეში ზიგანის ქედისა და უღელტეხილის სახელწოდებებში. ამავე დროს, ზიგანის უღელტეხილისა და იქვე მდებარე დაბა ზიგანის სახელწოდებას უკავშირებენ პერსეპოლისის მახლობლად ქააბა--ზარდოშტში ნაპოვნ, ადრესასანიდური ხანის ირანის შაჰის შაპურ I-ის (ახ. . 242-272 წწ.) სამენოვანი წარწერის პართულ-ფალაურ ტექსტში, სასანური სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ქვეყნათა და ხალხთა შორის დასახელებულ Syk(r?)n-, რომელსაც ბერძნული ტექსტის Μαχελονία /გვ. 28/ შეესატყვისება და, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი შავიზღვისპირეთის მახელონებისა და ჰენიოხების სამეფოსთანაიგივებს [104 იხ. Меликишвили 1959, 370, прим. 107; 387-392; ყაუხჩიშვილი 1976, 257-258.]. თუმცა, გამოთქმულია ვარაუდი, ქააბა--ზარდოშტის წარწერაში მოხსენიებული ქვეყნის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ლოკალიზების შესაძლებლობაზე (იხ. ქვემოთ).

 

კიდევ ერთი ტომი, რომელიც გვხვდება, როგორც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთ სექტორში, ასევე სამხრეთშიც - კერკეტებია. ანტიკური ეპოქის მწერლები მათ ჩვეულებრივ ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, აქაიებისა და ჰენიოხების მეზობლებად ასახელებენ (Ps.-Scyl., 73-74; Dion. Per., 682; Pomp. Mela, I, 19, 110; Cl. Ptol., V, VIII, 25; Strabo, XI, II, 12). გარდა ამისა, ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, რომ სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დადასტურებულია სატომო სახელ კერკეტთანსაკმაოდ ახლო მდგომი ფორმების არსებობა, ეკექერიელების (Ps.-Scyl., 83), ეკრეკტიკის (Cl. Ptol., V, IX, 4), კეგრიტიკის (Plin., NH, VI, 14) სახით [105 შდრ. ყაუხჩიშვილი 1976, 257-258.], ხოლო სტრაბონი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ტრაპეზუნტის, ფარნაკიისა და მცირე არმენიის მახლობლად ცხოვრობენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები (Strabo, XII, III, 18).

 

მკვლევართა მიერ წამოყენებულია შეხედულება, სამხრეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები მოსინიკების სახელწოდების ჩრდილო-აღმოსავლელ შავიზღვისპირელი სანიგების სახელისაგან ქართული - პრეფიქსის დართვით წარმომავლობის თაობაზე [106 ჯავახიშვილი 1960, 404-405; Меликишвили 1959, 82.]. განსხვავებული აზრი აქვს გამოთქმული . მიქელაძეს; მან მოსინიკების სატომო სახელი დაუკავშირა სვანების თვითდასახელების ერთ-ერთ ვარიანტს - “მუშუნს რომელსაც აგრეთვე ახ. . პირველი საუკუნეების წყაროებში დამოწმებულ მისიმიანთა ტომის სახელთან აახლოებენ [107 ყაუხჩიშვილი 1936, 277-280; Меликишвили 1959, 100.] და შესაძლებლად მიიჩნია მისიმიელების გაიგივება სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან მოსულ მოსინ-მოსინიკების ტომთან; . მიქელაძის აზრით, ეს გარემოება, სამხრეთული ეთნონიმიის ჩრდილოეთში განმეორების გათვალისწინებით, უნდა ნათელყოფდეს ეთნიკური ჯგუფების მოძრაობის მიმართულებას სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ [108 მიქელაძე 1974, 13-14.].

 

ჩვენ, არ გამოვრიცხავთ რა ეთნიკური ჯგუფების მოძრაობის აღნიშნული მიმართულების რეალურობას, ამავე დროს ვფიქრობთ, რომ ქსენოფონტის მიერ ნაუწყები ფაქტი მოსინიკების ხალიბებზე გაბატონებისა (Xen., Anab., V, V, 1), ზოგიერთ სხვა ნიშანთან ერთად, კერძოდ, სამხრეთეთ შავიზღვისპირელ ტომებთან შედარებით მათი საზოგადოებრივი განვითარების დაბალი დონე და განსხვავებული ჩვევები, აგრეთვე, თვალშისაცემად უფრო ღია პიგმენტაცია (Xen., Anab., V, V, 4), მოსინიკებში თითქოს ჩრდილოეთიდან შე/გვ. 29/მორილ მოსახლეობას უნდა გვავარაუდინებდეს. . მელიქიშვილის შენიშვნით, ჩრდილოკავკასიური და ჩრდილოკოლხური სახელწოდებების გაჩენა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შეეძლო გამოეწვია ძვ. . VIII-VII სს. კიმერიულ-სკვითური ტომების აქ შემოჭრას და უფრო მოგვიანებით მომხდარ გადაადგილებებს [109 Меликишвили 1959, 82.]. თუმცა, ზოგიერთი ჩრდილოური იერისმქონე სახელწოდება, ალბათ არც იყო ჩრდილოეთიდან შემოტანილი; მაგალითად, სატომო სახელ კერკეტთანმიახლოებულ ზემოთ მოყვანილ სამხრეთულ სახელწოდებებში მკვლევრები დასავლურქართულ ეგრძირს გამოყოფენ და გამორიცხულად არ მიიჩნევენ, სახელწოდება კერკეტისამავე ძირიდან წარმოქმნას [110 [გვ. 149] Меликишвили 1959, 89-90; ყაუხჩიშვილი 1976, 257-258. მითუმეტეს, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არგ || ერგ ძირის შემცველი ეთნო- ტოპონიმები ეგეოსური წარმომავლობის მქონედ ითვლებიან.]. გასათვალისწინებელია ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ეთნონიმ მოსხისდადასტურების ფაქტიც (იხ. ქვემოთ), თუკი მასში სამხრეთული წარმომავლობის ტომი იგულისხმება. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ზემოთ მოყვანილი ცნობა, ჰენიოხების პელასგურ ჩამომავლობაზე, რაც იქნებ ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სამხრეთიდან მათი გავრცელების მაუწყებელი იყოს; როდესაც ანტიკურ წყაროებში შავი ზღვის ტომთა პელასგური წარმომავლობა აღინიშნება, ასეთი ტომები, ძირითადად, სამხრეთ შავიზღვისპირეთში არიან ხოლმე ლოკალიზებულნი.

 

პელასგური მიგრაციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად, როგორც ირკვევა, ხალიბებიც მიიჩნეოდნენ. ძვ. . I . პოეტის ვერგილიუსის გეორგიკებისსქოლიონის მიხედვით, ხალიბებს, რკინის აღმომჩენ ტომს პონტოში, სახელი ეწოდა ევბეის სოფელ ხალიბიუმიდან, რადგან ისინი აქედან გადასახლებულან (Schol. Bern. ad Verg. Georg., I, 58). იუნილიუსისადმი მიწერილი ეს განმარტება . შანცის აზრით, ეკუთვნის იუნიუს ფილარგირიუსს, რომელსაც ხელთ ბევრი ძველი წყარო ჰქონია [111 [გვ. 149] Schanz 1911, 128; იხ. ურუშაძე 1964, 135. აღსანიშნავია, რომ ამჟამადაც კუნძ. ევბეაზე არის ქალაქი ხალკისი (Χαλκίς).]. ამგვარად, სქოლიასტის მონაცემების გათვალისწინებით, გამოდის, რომ ხალიბებიც იმავე კუნძულ ევბეიდან (მაკრისიდან) არიან გადმოსახლებულნი პონტოში, საიდანაც ანტიკური ეროქის ავტორების ცნობით, მაკრონებიც წამოსულან.

 

ძნელი სათქმელია, თუ რამდენად სანდოა ხალიბებისა და მაკრონების ევბეიდან გადმოსახლების ცნობა, მაგრამ ხალიბებისა და მაკრონების ერთიდაიმავე კუნძულიდან გამოყვანა, ალბათ უნდა მიუთითებდეს იმ გარემოებაზე, რომ ისინი ახლომონათესავე ტომებად იყვნენ მიჩნეულნი. ეს, ორივე ამ ტომის დასავლურქართული (ზანური) სამყაროსადმი კუთვნილებითაც დასტურდება. ღოგორც ზემით აღვნიშნავდით, მაკრონები ძველთაგანვე ჭანებად იყვნენ მიჩნეულნი, /გვ. 30/ ხოლო ხალიბები, სტრაბონის მოწმობით, მის დროს ხალდებად (Χαλδαοι) იწოდებოდნენ (Strabo, XII, III, 19); ხალდებისა და ჭანების იდენტურობა კი შემჩნეული ჰქონდათ ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეების სომეხ ავტორებს. ანონიმური სომხური გეოგრაფიისმიხედვით, რომელსაც VII . ფილოსოფოსს ანანია შირაკაცს მიაწერენ, კოლხიდა ანუ ეგერი იყოფა ოთხ პროვინციად: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი და ჭანეთი, რომელიც არის ხალტიქი (ճանեթ որք են խադտիք) [112 Патканов 1877, 19(39).], ხოლო მოვსეს ხორენაცის ცნობით, რომის იმპერატორი ტაციტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანივქში, . . ხალტიქში” (Մովս. Խոր., II, 76) [113 აბდალაძე 1984, 162.]. მიჩნეულია, რომ სახელწოდებებში ხალიბი”, “ხალდიდა ხალტიქიგამოიყოფა al- ძირი, გაფორმებული სხვადასხვა წარმოშობის მრავლობითი რიცხვის სუფიქსებით, ამასთანავე, “ხალტიქში” (resp. ხაღტიქი) -ti სუფიქსს, სომხური ენისათვის დამახასიათებელი მრავლობითობის სუფიქსი – k აქვს დამატებული [114 Марр 1922, 41; Пиотровский 1959, 120.].

 

ხალიბებისა თუ მათგან დასავლეთით მცხოვრები მოსახლეობის ზანურენოვნების ერთ-ერთ საბუთს, შესაძლოა წარმოადგენდეს ტოპონიმი თემისკირა (Θεμίσκρα), თანამედროვე სამსუნის ყურის აღმოსავლეთით ლოკალიზებული, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სკირზედაბოლოებული ტოპონიმები დამახასიათებელია ზანური ტოპონიმიისათვის და მათ მეგრულ-ჭანურ სიტყვას სკირს - “შვილიუკავშირებენ [115 მიქელაძე 1974, 98-99, შენ. 113.]. . მიქელაძის ვარაუდით, რადგან ტოპონიმ თემისკირაშიბოლოსწინა ხმოვანი ბერძნული ι-ნაცვლად, υ-თია გადმოცემული, ხოლო მეგრულ-ჭანური სკირისარქეტიპი *სკჳრი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ტოპონიმ Θεμίσκυρα-ში ვიკომპლექსი იქნებოდა მოცემული [116 მიქელაძე 1974, 99, შენ. 113.]. ამავე ვარაუდისათვის დამატებით საბუთს უნდა იძლეოდეს, იქვე, თერმოდონტის ველზე, პომპონიუს მელას მიერ დასახელებული ქალაქის - თემისკურის Themiscurum oppidum) სახელწოდება (Pomp. Mela, I, 19, 105), რომელიც თემისკირისვარიანტს უნდა წარმოადგენდეს. ვფიქრობთ, ამ ტოპონიმის მნიშვნელობის დადგენისას, მხედველობაშია მისაღები მეგრული სკურ- ელემენტის შემცველი იმ ტოპონიმების არსებობა, რომლებიც უპირატესად ღელეების აღსანიშნავად გამოიყენება და რომელთაც, როგორც ჩანს, უნდა უკავშირდებოდეს მეგრული სიტყვა სქური (მშრალი), ნოსკირი (დანაშრობი) [117 იხ. ღლონტი 1971, 78, 88-89.]. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიტყვა ნოსკირიდანნაწარმოები ჩანს თანამედროვე სოფლის ნოსირის სახელწოდება [118 ღლონტი 1971, 78.], რომელიც, . ყაუხჩიშვილის ვარაუდით, შესაძლოა ჯერ კიდევ ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს მიერ კოლხეთში აგებული ციხე-სიმაგრის ლოსორიონის, იგივე ლისირისის სახელწოდე/გვ. 31/ბაში იყო ასახული [119 ყაუხჩიშვილი 1965, 36, შენ. 2; 220-221, შენ. 1-2.], მაცდუნებელი ხდება თემისკირის დაბლობზე მოსახლე სირების (ლევკოსირების) ტომის (Strabo, XII, III, 9) სახელწოდების ზანურ სკირ || სკურ ძირთან დაკავშირების შესაძლებლობა.

 

ეგეოსური მოსახლეობის შავიზღვისპირეთისაკენ სწრაფვის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ გამოხატულებას არგონავტების მითი წარმოადგენს. მართალია, სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ არგონავტების ლაშქრობის ობიექტს თქმულების უძველეს ვარიანტში კოლხეთი კი არ წარმოადგენდა, არამედ ლეგენდარული ქვეყანა აია, რომელიც თითქოს ქვეყნის კიდეზე”, ეთიოპიაში მდებარეობდა [120 [გვ. 149] როგორც ჩანს, ეთიოპიის გაიგივებით ლიბიასთან; თუმცა, ამ უკანასკნელში, შესაძლოა, სულაც არ იგულისხმებოდა აფრიკის ლიბია (იხ. ქვემოთ; შდრ. de Jonnés 1861, 197-198, 215). იხ., აგრეთვე, ცნობები კოლხეთში ეთიოპელთა ბინადრობის შესახებ (ჯანაშია 1952e, 271-272; ინგოროყვა 1954, 223).], მაგრამ უკანასკნელი ხანების კვლევა-ძიების შედეგების მიხედვით, ნათელი ხდება ამ თქმულების დასაბამითგანვე მჭიდრო კავშირი პონტოსპირეთთან.

 

არგონავტების თქმულებისკოლხეთის მეფის აიეტესის მიერ თავისი სამემკვიდრეოს - პელასგური ეფირეს (კორინთო) მიტოვება და კოლხეთის მიწისაკენ გამგზავრება, რაც ნაუწყებია ძვ. . VIII . ეპიკოსის, ევმელოს კორინთელის კორინთიაჰაში”, ბერძნულ წყაროებში კოლხეთის ხსენების ყველაზე ადრეულ ფაქტად ითვლება [121 იხ. ურუშაძე 1964, 21-23.]. ამავე საუკუნის შუა ხანებს განეკუთვნება ურარტუს მეფის სარდური II-ის წარწერა, სადაც მოხენიებულია კულხას ქვეყანა”, რომელსაც კოლხეთთან აიგივებენ; როგორც ცნობილია, ურარტული ლურსმული დამწერლობა ხმოვანს ”-თი გადასცემდა [122 Меликишвили 1960, 46, 278-279, 294-295, 301, 437-438.]. ძვ. . VIII . თარიღდება, აგრეთვე, “არგონავტების მითისჩინებული მცოდნის, დიდი ეპიკოსის ჰესიოდეს პოემა თეოგონია”, სადაც სხვა მდინარეებთან ერთად ფასისი და რესოსია ჩამოთვლილი [123 [გვ. 149] იხ. ურუშაძე 1964, 19-20, 186. ჰესიოდეს ეს ცნობა ააშკარავებს, რომ კოლხეთი იგულისხმებოდა არგონავტთა ლაშქრობის ობიექტად.]. შესაძლოა, ჰიდრონიმ ფასისთან იყოს დაკავშირებული ძვ. . XII . ასურეთის მეფის თიგლათ-ფილესერ I-ის წარწერების მიერ აღმოსავლეთ ანატოლიაში მოხსენიებული აბეშლას ტომის სახელწოდება [124 [გვ. 149] იხ. Budge & King 1902, 48, 112, 117; Schroeder 1922, №№ 71-71a, 73. სატომო სახელიაბეშლაასურულ წყაროებშიქასქისსინონიმად იხმარება (Ebeling 1928, 6).], იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძვ. . V . ბოლოს ქსენოფონტი მიახლოებით იმავე რეგიონში იუწყება ფასიანების ტომის არსებობას, მდ. არეზის ზემო წელს კი ფასისის სახელწოდებით იცნობს (Xen., Anab., IV, VI, 4-5), თუმცა, მისთვის ნაცნობია შავიზღვისპირეთის ფასისიც, სადაც ფასიანთა ქვეყანა მდებარეობდა და აიეტესის შვილიშვილი მეფობდა (Xen., Anab., V, VI, 36). სავარაუდოა, რომ, ქსენოფონტის მსგავსად, ჰეროდოტეც სახელწოდება ფასისით”, მდ. რიონის გარდა (Her., I, 2, 104; II, 103; IV, 37-38, 45, 86) მდ. არეზსაც აღნიშნავდა; ეს ჩანს, მის მიერ მოყვანილი, სკვითების იმ სიტყვებიდან, რომლებიც გვაუწყებენ, რომ ისინი შეეცდებიან მიდიაში შეჭრას მდინარე ფასისის გასწვრივ და მოუწოდებდნენ /გვ. 32/ სპარტელებს ეფესოდან დაძრულიყვნენ და სადმე ქვეყნის შიგნით მათ შეხვედროდნენ (Her., VI, 84). რადგან, სხვა შემთხვევაში ჰეროდოტეს, ძირითადად, სწორადა აქვს ამ მდინარის სახელწოდება აღნიშნული, როგორც არაქსი (არეზი), სავარაუდო ხდება, რომ სახელწოდება ფასისით”, მდ. არეზის მხოლოდ ზემო წელი მოიხსენიებოდა. საყურადღებოა მდ. ჭოროხის მიმართ სახელწოდება აფსაროსისგამოყენების ფაქტი (Ps.-Scyl., 81; Cl. Ptol., V, VI, 6; Plin., NH, VI, 12: Arr., PPE, 6-7; Anon., PPE, XLII, 1-2, 7, 11), რომელიც ბიზანტიური ხანის წყაროებში და მათ თანადროულ ქართულ თარგმანებში ფსაროსისფორმით არის ცნობილი [125 იხ. ჯანაშია 1952e, 271-272.]. მდ. ფასისის სამხრეთული ლოკალიზაციის სასარგებლოდ, შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ მასთან ანტიკური წყაროების მიხედვით, განუყოფლად დაკავშირებული მხარე - კოლხეთი, როგორც ფიქრობენ, თავდაპირველად ისტორიული კოლხეთის სამხრეთით მდებარეობდა [126 Меликишвили 1959, 218, 236; მიქელაძე 1974, 84-87.]. ჰეროდოტე ხაზგასმით იმოწმებს იმ ფაქტს, რომ არგონავტები აია-კოლხეთში ჩავიდნენ (Her., I, 2; VII, 193, 197), ამის საფუძველზე . მიქელაძე ვარაუდობს, რომ ჰეროდოტეს ამით შეიძლება სურდა განესხვავებინა აია-კოლხეთი მისი თანამედროვე რიონ-ფასისის კოლხეთისაგან; გასათვალისწინებელია, ქსენოფონტის მიერ ქალაქ ტრაპეზუნტის მხარეში კოლხების მოხსენიება ძვ. . IV . დასაწყისში (Xen., Anab., IV, VIII, 22) [127 [გვ. 149] მიქელაძე 1974, 83-84. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტისათვის კოლხეთს, ტრაპეზუნტის მხარის გარდა, ფასისიც წარმოადგენდა. “ანაბასისისცნობით, ქსენოფონტის ხანაში ფასიანთა ქვეყანაში (Φασιανν χώραν) აიეტესის შვილიშვილი მეფობდა (Xen., Anab., V, VI, 37). ხოლო, როგორც ზემოთ ითქვა (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 31). დადასტურებულია, რომ უკვე ძვ. . VIII . აიეტესის სახელი კოლხეთთან არის დაკავშირებული.].

 

სამხრეთშავიზღვისპირეთულ სამყაროსთან კოლხების დაკავშირებისას, მხედველობაში მისაღებია აგრეთვე შეხედულება, მათი სახელწოდების მსგავსების შესახებ სპილენძის აღმნიშვნელ ბერძნულ სიტყვასთან χαλκός, რომლისგანაც, როგორც ფიქრობენ, ნაწარმოებია ეთნონიმი ხალიბი (Χάλβες), ბოსფორის სრუტის აზიურ ნაპირზე მდებარე ქალკედონისა (Χαλκηδών) და თრაკიული მხარის ქალკიდიკეს (Χαλκιδική) სახელები, კუნძულ ევბეის სახელწოდება - ხალკისი (Χαλκίς) [128 [გვ. 150] იხ. Прим. ред. –  Латышев 1949, № 1, 206; Откупщиков 1980, 69. . მელიქიშვილის აზრით, ეთნონიმიხალიბი”, შესაძლოა, პირიქით, რკინის ძველი ბერძნული სახელწოდებიდან, χάλυψ-იდან იყოს წარმომდგარი (Меликишвили 1959, 71). . ივანოვი, თავის მხრივ, როგორც ბერძნულ ტერმინებს χάλυψ- და χαλκός-, ასევე სატომო სახელხალიბს”, რკინის აღმნიშვნელი ხათური სიტყვიდან - apalki (ფონეტიკურადhaflk) - ნაწარმოებად მიიჩნევს (Иванов 1977, 28, прим. 76).]. . ოტკუპშჩიკოვის მიერ გამოთქმული ვარაუდით, ვინაიდან ტოპონიმი Χαλκηδών-, თავდაპირველად უნდა გვხვდებოდეს ხოლმე Καλχηδών-ფორმით, რომელშიც იოლად გამოიყოფა სუფიქსიალურიδών, შესაძლებლობა იქმნება ქვეყნის სახელწოდება - Κολχίς ეტიმოლოგიური თვალსაზრისით გაუთანაბრდეს ტოპონიმ Χαλκίς- - “სპილენძით მდიდარი ქვეყანა[129 Откупщиков 1980, 69; შდრ. Иванов 1977, 28, прим. 76.]. ეგებ, ძველბერძნული წარმოდგენა არგონავტების ლაშქრობის მხარეზე - ლითონებით მდიდარ ქვეყანაზე, პონტოსპირეთის ბერძნების მიერ თანდათანობით ათვისებასთან ერთად, სულ უფრო შორს, აღმოსავლეთისაკენ ინაცვლებდა, ამაძონელთა ქვეყნის შესახებ თქმულების მსგავსად [130 იხ. Прим. ред. –  Латышев 1949, № 1, 201, прим. 1.]. ამავე დროს, სავარაუდოა, რომ სამხრეთ შავი/გვ. 33/ზღვისპირეთში რეალურად მიმდინარე ტომთა მიგრაციებსაც, რომელთა კვალი ანტიკური ეპოქის სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტოპონიმიაში მძლავრად არის ასახული, ხელი უნდა შეეწყო წარმოდგენეთა მსგავსი მონაცვლეობისათვის.

 

ტრადიციული შეხედულებით, “არგონავტების მითიტროის ომზე უფრო ადრეულ ხანას მიეკუთვნება, ამდენად მითში აღწერილი ამბის უძველესი პლასტი ძვ. . XIII . უფრო გვიანი ხანით არ უნდა თარიღდებოდეს. Mის სიძველეს მოწმობს თუნდაც ჰომეროსის ოდისეაშინახსენები, “ყველასათვის სანუკვარი საზღვაო ხომალდი არგო” (Hom., Od., XII, 69-70). ტროის ომის წინამორბედ ხანაში მცირე აზიაში ძლიერი იყო ხეთური სახელმწიფოებრიობა და კულტურული ტრადიციები; ამასთანავე, ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო წინახეთური, ხათური ტრადიციები, რომელთა შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ცხვრის ან თხის ტყავის (საწმისის) კულტი, რომლის მიმართებას არგონავტების მითისსაწმისთან საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა გერმანელმა მეცნიერმა . ჰაასმა [131 Haas 1977, იხ. გიორგაძე 1982, 287-293.]. არგონავტების მოგზაურობის მთავარი მიზანი - საწმისი, ხეთურ რელიგიურ რიტუალებში განაყოფიერების, სამეფო კეთილდღეობისა და ლაშქრობის დამცველი ღვთაების სიმბოლოს წარმოადგენდა და ინახებოდა ომის ღვთაების - ზაბაბას ტაძრებში [132 [გვ. 150] იხ. გიორგაძე 1982, 288-289. დადგენილია, რომ საწმისს, რომელიც ხეთების დედაქალაქში და ზოგიერთ სხვა ქალაქში ინახებოდა, არა მარტო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ, ჩვეულებრივ, თვით წარმოადგენდა დამცველ ღვთაებას (იხ.Otten 1959, 351-361; Popko 1975, 65-70; Popko 1976, 309-311; Ардзинба 1982, 10).]. ხეთური თელეფინუს მითისმიხედვით, საწმისი ან მუხაზე ეკიდა, რომლის ქვეშ განაყოფიერების ურჩხული იჯდა, ანდა დედა ღვთაება ხანხანას წმინდა მინდორზე, თასზე იდო; საწმისიან მუხის ხეს განსაკუთრებული ადგილი ხათური ქალაქის ნერიქის საკულტო რიტუალებში ეკავა [133 [გვ. 150] იხ. გიორგაძე 1982, 288-289. დადგენილია, რომ წმინდა საწმისის კულტი ხათური წარმომავლობისაა (იხ. Otten 1959, 357-358; Popko 1976, 310ff.; Ардзинба 1982, 10). ყურადღებას იპყრობს ფონეტიკური მსგავსებით არგონავტების მითისაიასთან” (Apoll. Rhod., II, 417, 422, etc.), თელეპინუს მითის საწმისიანი ხის სახელწოდება - ea (იხ. KUB, XVII, 10, IV, 28; Бендукидзе 1973, 97, 99).]. ანტიკური წარმოდგენებით, საწმისი მდ. ფასისის პირას, ომის ღვთაება არესის ჭალაში მუხაზე იყო ჩამოკიდული და მას გველეშაპი დარაჯობდა (Apoll., Rhod., II, 400-403; Apollod., I, 9, 6; Diod., IV, 48). ანტიკური ეპოქის წყაროების მიხედვით, არესის კულტი დამახასიათებელია პონტოში მოსახლე ტომებისათვის; კოლხებისა (Paus., III, 19, 7) და სკვითების (Her., IV, 59, 62) გარდა, მის თაყვანისმცემლებად ჩანან ხალიბები და ამაძონები, რომლებიც არესის შთამომავლებად ითვლებოდნენ (Diod., II, 45; IV, 16; Filost., XIX, 19; Eust. ad Dion. Per., 653; Schol. ad Hom., Il., III, 189; Val. Flac., V, 140-146; Schol. ad Apoll. Rhod., II, 373; და სხვ.). საგულისხმოა, რომ ჰომეროსის ცნობით, არესი ტროელებს ელინთა წინააღმდეგ ეხმარებოდა (Hom., Il., V, 29-39).

 

ხეთური რიტუალების საწმისი მჭიდრო კავშირშია ხათურ ვეგეტაციურ ქალღმერთ ინარასთან (არგონავტების თქმულების მედე/გვ. 34/ას პროტოტიპი) [134 [გვ. 150] იხ. გიორგაძე 1982, 289-290. საყურადღებოა, რომ ქალღმერთი ინარა ხეთურ რიტუალში, სხვა დამცველ ღვთაებებთან ერთად, საწმისის სახით იყო წარმოდგენილი (Kammenhuber 1976, 68-88; Ардзинба 1982, 10; იხ. გიორგაძე 1982, 289-290).]. “ილუიანქას მითისმიხედვით, ინარა, უბრალო მოკვდავი მამაკაცის ხუფასიას (იასონის პროტოტიპი) დახმარებით, ამარცხებს ილუიანქა გველეშაპს, მის მიერ გადაყლაპული ამინდის (ექა-ქუხილის) ღვთაების დასახსნელად; ინარაც, მედეას მსგავსად, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, ურჩხულს აძინებს [135 იხ. გიორგაძე 1982, 289-291.]. “არგონავტების თქმულებისანალოგიურად, ქორწინების საშუალებით გმირის მიერ მიზნის მიღწევის თემა მოცემულია ილუიანქას მითისმეორე ვერსიაშიც, სადაც ამინდის ღვთაების ვაჟს ცოლად მოჰყავს ილუიანქას ქალიშვილი და მამამისს ილუიანქას მიერ მისგან ამოგლეჯილ სხეულის ნაწილებს უბრუნებს, რის შემდეგაც, გამრთელებული ამინდის ღვთაება კლავს ილუიანქას ზღვის ნაპირთან [136 იხ. გიორგაძე 1982, 290.]. “არგონავტების თქმულებისერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, რომელიც ძვ. . V . დოურისიოსის მოხატულ კილიკის ფსკერზეა გამოსახული, საწმისიანი ვაშლის ხის ქვეშ გაწოლილი გველეშაპის ხახიდან უკან ამოიტყორცნება გონებადაკარგული იასონი, როგორც ჩანს, გველეშაპის პირისპირ მდგომი ქალღმერთის - ათენა პალადას ზემოქმედების შედეგად [137 იხ. King 1983, pl. 55, fig. 3.], რომელიც გველების მფარველად ითვლებოდა (Verg., Aen., II, 225-227). საყურადღებოა, რომ ათენას ატრიბუტებად ბუსა და გველის გარდა, მიიჩნეოდა მედუზისთავიანი ეგისი - თხის ტყავის საფარი (Hom., Il., II, 446-449). ოქროს საწმისის მოტაცების ამსახველ, ორ სხვა სცენაზე, რომლებიც ძვ. . V . ატიკურ კრატერებზეა გამოსახული, გველის თავის ზედა ნაწილი, მკვლევართა აზრით, ფალოსთანაა მიმსგავსებული [138 King 1983, 386, pl. 55, fig. 1-2.]; საფიქრებელია, რომ ეს გარემოება უნდა ეხმიანებოდეს ხეთური მითოლოგიის საწმისიანი ხის ქვეშ მჯდომ განაყოფიერების ურჩხულს. . ჰააზის შეხედულებით, ურჩხულის მიერ გმირის გადაყლაპვის მოტივი, უახლოვდება ქართულ მითს პრომეთეს შესახებ, სადაც გველეშაპის მიერ ჩაყლაპული ამირანი მუცელს უფატრავს მას და გარეთ გამოდის [139 იხ. გიორგაძე 1982, 290.].

 

არგონავტების ლაშქრობის ცენტრალურანატოლიური ლოკალიზაციის სასარგებლოდ თითქოს უნდა მეტყველებდეს ახ. . V . დიდი კაპადოკიელი ღვთისმეტყველის გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვები, თქმული მის თანამოღვაწეზე ბასილ დიდზე, რომელიც წარმოშობით პონტოელი იყო, მდ. ლიკოსის (თანამედროვე კელკით-ჩაის) ხეობიდან; გრიგოლ ნაზიანზელი ბასილ კაბადუკიელის წინაპრების შესახებ წერდა, რომ პონტოს ქვეყანა მათ შესახებ ისეთ ამბებს მოგვითხრობს, რომლებიც არ ჩამოუვარდება პონტოსავე იმ ძველ საკვირველებებს, რომლებითაც სავსეა წიგნები [140 ხინთიბიძე 1982, 228-229.]. XI . ქართველი მოღვაწის ეფრემ მცირის კომენტარით, გრიგოლ ნაზიანზელს ნაგუ/გვ. 35/ლისხმები ჰქონია ქსენოფონტისა და პოლიბიოისის ნაშრომები, აგრეთვე აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკა[141 [გვ. 151] იხ. ხინთიბიძე 1982, 230. ხომ არ იყო განპირობებული ეს აზრი არგონავტების მითისაიასადა ბასილის მამულის - “ანისისსახელწოდებათა მსგავსებით? საყურადღებოა, რომ პლინიუსიაიასადგილმდებარეობას, თითქოს, მსგავსი ჟღერადობის მქონე თანამედროვე . ვანის მახლობლობაში უნდა განსაზღვრავდეს (შდრ. Plin., NH, VI, 13).]. მაგრამ, ვინაიდან, აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისმოქმედების ასპარეზი მდ. ფასისის დაბლობია, საფიქრებელი ხდება, რომ გრიგოლ ნაზიანზელს იმავე წყაროთი უნდა ესარგებლა, რომლითაც ძვ. . III . პოეტ ლიკოფრონ ქალკიდელს, როდესაც კასანდრაში”, იასონს ლიგისტიკურ კჳტაჲაში მისულს უწოდებდა (Lycophr., Alex., 1312), თუკი მას ლიგისტიკურშიმდინარე ლიკოსი - კელკით-ჩაი ექნებოდა ნაგულისხმევი. მაგრამ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ აპოლონიოს როდოსელისათვის ლიკოსი”, მარიანდინების ქვეყნის მდინარესა და მდ. ფასისის შენაკადსაც ჰქვია (Apoll. Rhod., II, 724; IV, 131-135). როგორც კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიულ სახელმძღვანელოსთანშეთანაპირებიდან ირკვევა, სადაც მდ. ლიკოსი მდ. აფსაროსის ერთ-ერთ შენაკადად არის დასახელებული (Cl. Ptol., V, VI, 6), აპოლონიოს როდოსელის ის ფასისი”, რომლის შენაკადიც ლიკოსია”, მდ. ჭოროხი უნდა ყოფილიყო (იხ. ქვემოთ). ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მდ. ჭოროხის ქვემო წელზე მოხსენიებული ლიგანის ხეობა (ვახუშტი, 657, 680 და სხვ. თუმცა, უფრო ადრეულ წყაროებში იგი ნიგალის სახელწოდებითაა დადასტურებული, იხ. მატიანე ქართლისა, 251; სუმბატ დავითის-ძე, 377-378) [142 [გვ. 151] ყაუხჩიშვილი 1955, 249-317; ყაუხჩიშვილი 1955, 372-386; ეს სახელწოდება დღესაც გამოიყენება მდ. ჭოროხის ქვემო წელის აღსანიშნავად (იხ. სიხარულიძე 1958, 29-30, 134-137, 175, შმდ.). საყურადღებოა, რომ სამხრეთ ამიერკავკასიაში მდებარე ლიკეს ქვეყანა მოიხსენიება ძვ. . VIII . ურარტუს მეფის სარდურ II-ის ლურსმულ წარწერაში (იხ. Меликишвили 1960, 273, 433).]. . ხინთიბიძის ვარაუდით, გრიგოლ ნაზიანზელის ცნობა, ძირითადად, განპირობებული უნდა ყოფილიყო იმ გარემოებით, რომ მისი დროისათვის კოლხეთი უკვე დიდი ხნის განმავლობაში პონტოს შემადგენლობაში შედიოდა, რომლისგანაც არც თავისი ეთნიკური ხასიათით იყო დიდად განსხვავებული [143 ხინთიბიძე 1982, 231, შმდ.]. მსგავსი შეხედულება განსაკუთრებით მკაფიოდ შეინიშნება ახ. . IV . ფილოსოფოსისა და ორატორის თემისტიოსის სიტყვაში, რომ მან რიტორიკის ნაყოფნი მოწყვიტაპონტოს ბოლოში, ფასისის მახლობლადსადაც ცნობილია თერმოდოტი, ამაძონთ საომარი საქმეები და თემისკვირი” (Themistii, XXVII). აშკარაა, რომ თემისტიოსისათვის პონტო და კოლხეთი ერთ ქვეყნად აღიქმება სადაც ფასისიც არის და თერმოდონტიც. უკანასკნელ ხანებში, . დიაკონოვის მიერ გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ქსენოფონტის ცნობები (Xen., Anab., V, V, 8-10; V, VI, 25) ცხადყოფენ, რომ ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანებში უნდა არსებულიყო შავიზღვისპირეთის მილეთური კოლონიების ფედერაცია პონტოს” (Πόντος) სახელწოდებით, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლოა ფასისიც შედიოდა [144 Дьяконов 1981, 61-62.]. /გვ. 36/

 

არგონავტების თქმულებისოქროსსაწმისიანი ქვეყნის ადგილმდებარეობის დადგენისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება შეხედულებას საწმისის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის κῶας-ის (უძველესი ფორმა κῶυ) ტყავის აღმნიშვნელ ქართულ ტყავ-, დასავლურქართულ (ზანურ) ტყოუ-ტკოვ-, საერთოქართველურ ტყავ- სიტყვიდან წარმომავლობის შესახებ [145 გამყრელიძე 1984, 151; შდრ. Климов 1964, 183-184.]. ნიშანდობლივია აგრეთვე ისიც, რომ წარმოდგენა წმინდა ხეზე ჩამოკიდული საწმისის შესახებ შემონახულია დასავლურქართულ კულტურულ სამყაროში, კერძოდ, სვანურ დღესასწაულებში [146 Бендукидзе 1973, 99; გამყრელიძე 1984, 151.]. ეგებ, ერთი და იგივე ძირი შესაძლოა გამოიყოს საწმისის აღმნიშვნელ ხეთური სიტყვიდან kurša და ანალოგიური შინაარსის მქონე ჭანური სიტყვიდან - კირიბიში, რომელიც მიჩნეულია მიღებულად ზანური კჳრბისაგან (კრავი) [147 [გვ. 151] იხ. Popko 1976, 309-311; Friedrich 1952, 119; სიჭინავა 1953, 81-101; ურუშაძე 1964, 153-154; Климов 1964, 115. ზანურისათვის ~ ბგერათმონაცვლეობა დამახასიათებელი მოვლენაა (იხ. ჩიქობავა 1938, 21).]; ყურადღებას იპყრობს აღმოსავლურქართულ დიალექტებში დადასტურებული სამსხვერპლო მოზვერის ან საზოგადოდ შეწირული ცხოველის სახელწოდებაც - კურატი [148 [გვ. 151] იხ. ღლონტი 1984, 315. სიტყბაკურატიკახეთში დასტურდება ვერძისა (მამალი ცხვრის) და ხატისადმი შეწირული მამაკაცის(ძირითადად ბიჭის) მნიშვნელობით (აბაკელია 1982, 122-124). ქართული სიტყვაკურატისაყურადღებო მსგავსებას ავლენს ბერძნული მითოლოგიისკურეტებთან” (Κοὐρῆτες), დიდი დედის, რეა-კიბელას ქურუმებთან. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ტერმინიკურატი” “კურეტისფორმით იხმარება (იხ. ღლონტი 1984, 316). დიოდორეს ცნობით, კურეტები ხალხს სასარგებლო საქმიანობას ასწავლიდნენ (Diod., V, 65); აღმოსავლეთ საქართველოს კურატებს სოციალური და ყოფითი საქმეების მოგვარება ევალებოდათ (აბაკელია 1982, 127). სტრაბონთან შემონახული ცნობით, კურეტებს ღვთაებათა მსახურებად მიიჩნევდნენ (Strabo, X, III, 7) და მისი აზრით სახელწოდებაკურეტი[გვ. 152] “ჭაბუკისაღმნიშვნელი ბერძნული სიტყვიდან არის ნაწარმოები (X, III, 8, 11). აღსანიშნავია, რომ სვიდას განმარტებით, კურეტები იგივე კორიბანტებია, ხოლო კორიბანტები, სტრაბონის ცნობით, ან ბაქტრიიდან არიან წამოსულნი, ან კოლხეთიდან (X, III, 19) (იხ. ურუშაძე 1964, 161-162, 480). თუმცა, საკუთრივ კურეტების შესახებ, სტრაბონი იუწყება, რომ მათ კრეტიდან ან ევბეადან გამოსულებად მიიჩნევენ (X, III, 1); სტრაბონის ცნობით, კრეტელებმა პირველებმა დაიწყეს ევბეაზე სპილენძის აბჯრის ტარება და ამის გამო მათხალკიდელებიშეარქვეს (X, III, 19).], რომელიც კურვას (პატარა კურო) მსგავსად კუროსაგან (დაუკოდავი ხარი) არის ნაწარმოები [149 [გვ. 152] კურატისპარალელურ ფორმად ქართულშიკურაკიგამოიყენებოდა; “ტიდაკიდაბოლოება კნინობითობის ნიშანია (იხ. ორბელიანი 1966a, 395-396; აბაკელია 1982, 123; Furneée 1982, 40).].

 

მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომ თითქოს მოიპოვება საფუძველი ოქროს საწმისის ქვეყნისქართვეულურ სამყაროსთან და კერძოდ შავიზღვისპირეთთან დაკავშირებისათვის, ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, რომ თავდაპირველად იგი თანამედროვე კოლხეთის დაბლობზე იგულისხმებოდა, ვინაიდან სამხრეთ შავიზღვისპირეთში ქართველური წარმომავლობის მქონე ტომების ფართო განსახლებას უნდა ჰქონოდა ადგილი.

 

ხეთური ხანის ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში საწმისის კულტის არსებობის ფაქტს თითქოს რამდენადმე ეხმიანება სტრაბონის ცნობა, მდ. ჰალისის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გაზელონიტიდის მხარეში. მთელს კაპადოკიასა და პონტოსპირეთში გამორჩეული წვრილსაწმისიანი და რბილმატყლიანი ცხვრის ჯიშის არსებობის შესახებ (Strabo, XII, III, 13). აღსანიშნავია ისიც, რომ ჰალისი ოქროთი მდიდარ მდინარედ ითვლებოდა [150 იხ. Wertime 1980, 18.], ხოლო ოქროს საწმისი ოქროს სიმბოლურ გამოხატულებად არის მიჩნეული. შემთხვევითი არ უნდა იყოს ოქროს საწმისის კავშირი კოლხეთთან, სადაც, ანტიკურ ხანაში არსებული წარმოდგენით, ოქრომრავალი კოლხები ცხოვრობდნენ [151 იხ. ყაუხჩიშვილი 1976, 69; ჭყონია 1976, 209-214; Лордкипанидзе 1979, 98-100.]. სტრაბონის აზრით, მითი ოქროს საწმისის შესახებ შექმნილია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კავკასიონთან მცხოვრები სვანები მთის ნიაღვრებში ჩაფენილი ბანჯგვლიანი ტყავების მეშვეობით აგროვებდნენ ოქროს (Strabo, XI, II, 19). ძვ. . IV . ავტორის პალეფატის თხზულების დაუჯერებელთა შესახებცნობით, ზოგიერთების აზრით, /გვ. 37/ ფრიქსეს ვერძის ტყავი ოქროსი იყო (Palaeph., XXX, 31). ძვ. . I - ახ. . I სს. რომაელი პოეტის ოვიდიუს ნაზონის სიტყვებით, იასონმა მას შემდეგ, რაც კოლხეთში ოქროს ხის მცველი გველეშაპი დააძინა და ოქროს საწმისს დაეუფლა, მედეასთან ერთად თავის სამემკვიდრეო იოლკოსში (თესალია) გაიტაცა იგი (Ovid., Met., VII, 155-158). აღსანიშნავია, რომ ხეთური რიტუალური საწმისი ოქროსაგან დამზადებული მზის დისკოთიყოფილა ხოლმე მორთული [152 [გვ. 152] იხ. გიორგაძე 1982, 288. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს დისკოები, როგორც ჩანს, შტანდარტებად გამოყენებული, გვხვდება ძვ. . III ათასწლეულის ანატოლიაში (Koşay 1944, Taf. LXXXIII, oben; LXXXIX, oben).]. ამ გარემოებას ხომ არ ეხმიანება იოანე ცეცესეული ლიკოფრონის კასანდრასკომენტარი, რომლის მიხედვით, დიომედი საწმისის საძებრად კოლხეთიდან იონიის ძღვაში, ფეაკებთან ჩასულ ურჩხულს კლავს მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მზეზე მოლაპლაპე ფარს შეცდომით ოქროს საწმისად მიიჩნევს და მისკენ გაეშურება (Tzetzae ad Lycophr., Alex., 615, 630).

 

სამეფოს მფარველი წმინდა ცხვრის ტყავის ხათური წარმომავლობის ცენტრალურანატოლიური იდეა, . ჰაასის აზრით, მიკენურ-ბერძნულ სამყაროში ოქროს საწმისის სახით არის წარმოდგენილი და მისი ახსნა მოცემულია პელოპონესურ პელოპიდთა სამეფო დინასტიის შესახებ არსებულ ლეგენდაში, რომლის მიხედით, ოქროს საწმისი თვით სამეფოს განასახიერებდა [153 [გვ. 152] იხ. გიორგაძე 1982, 289, 291-292. ბერძნული წყაროების მიხედვით, საწმისი კეთილი ძალის მქონე, ბედნიერებისა და სიუხვის განმასახიერებელია ფეტიშია, რომელიც ბატონობის, კერძოდ, სამეფო ხელისუფლების მიღებას უწყობს ხელს. თელეფინუს ხეთური თქმულების თანახმად კი ვერძის ტყავი სიკეთის მომგვრელი ღვთაებრივი საგანია, ზოგჯერ იგი განიხილება, როგორც განაყოფიერების ღვთაება; სამეფოს ეხმარება სიუხვის შექმნის მისი ძალა (გიორგაძე 1982, 288-289; ცანავა 1984, 93-98).]. საგულისხმოა, რომ არქეოლოგიური მასალა ადასტურებს მიკენურ საბერძნეთსა და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილს შორის კონტაქტების არსებობას, რაც თავის მხრივ საკმაოდ მყარ საფუძველს უქმნის შეხედულებას არგონავტების მითის არქაულობაზე და ცხადყოფს ძვ. . II ათასწლეულის შუახანებიდან სამხრეთ პონტოსპირეთისადმი ეგეოსური სამყაროს მზარდ ინტერესს. ამ ინტერესის უმთავრეს ობიექტს, ისევე, როგორც უფრო ადრე, ასურელი კოლონისტების დროს, წარმოადგენდა ცენტრალური ანატოლიის უნიკალური სიმდიდრე ლითონის წიაღისეულით და აქ არსებული სპილენძის, ვერცხლის, ოქროს, ბრინჯაოს და რკინის მეტალურგიის მაღალი დონე [154 Wertime 1980, 21.]. უკანასკნელ ხანებში თურქმა არქეოლოგმა . იოზგიუჩმა მდ. იეშილ-ირმაკის ხეობაში მდებარე ძეგლ მაშათში გამოავლინა გვიანჰელადური IIIB პერიოდის მიკენური კერამიკა [155 Wertime 1980, 18; Özğüç 1980, 305-309, pl. 37, fig. 8.], რითაც, ნაწილობრივ მაინც მისაღები გახადა ძველ სამსუნში (ამისოსში) ადრევე მოპოვებული ის თანადროული მასალა, რომელიც გათხრების ვითარების არცოდნის გამო, სანდოდ არ მიიჩნეოდა [156 იხ. Максимова 1956, 41, прим. 2.]. ძველ სამსუნში ნაპოვნ ნივთებს შორის, ყურადღებას იპყრობს ცხვრის ტერაკოტული გამოსახულება, ტანზე გრაფიტო წარწერით, რომელსაც . ევანსი -ხაზოვანი მინოსური დამწერლობის ნიმუშად მიიჩნევდა [157 [გვ. 152] Evans 1935, 768, fig. 749a,b. მიკენურ სამყაროსა და მცირე აზიას შორის ურთიერთობის არქეოლოგიური მონაცემების შესახებ, იხ., აგრეთვე, Bossert 1942, 18, N 5-8; Mee 1978, 121-156.]. /გვ. 38/

 

ამრიგად, არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინებითაც შეიძლება ითქვას, რომ ბერძნული ლეგენდა, ტროის ომის წინამორბედ ხანაში ავტოლიკესა და მისი მეგობრების სამხრეთ პონტოსპირეთში ლაშქრობის შესახებ (Strabo, XII, III, 11; Plut., Luc., XXIII) და ამასთან ერთად არგონავტების მითიც”, ეგეოსისზღვისპირეთსა და პონტოსპირეთს შორის რეალურად არსებული ურთიერთობის საფუძველზეა აღმოცენებული. ხოლო შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ამ ორ რეგიონს შორის ორმოცხოფიანი ხომალდის შექმნამდე, ანუ ძვ. . VII ., ეგეოსის ზღვის შავ ზღვასთან დამაკავშირებელ სრუტეებში (განსაკუთრებით ბოსფორის სრუტეში) ძლიერი საწინააღმდეგო დინების არსებობის გამო შეუძლებელი იყო ნაოსნობა [158 Carpenter 1948, 1-10.], აქარწყლებენ, როგორც საკუთრივ ფიზიკური გეოგრაფიის მონაცემები [159 Невская 1953, 22.], ასევე ბრიტანელი მეცნიერისა და მოგზაურის . სევერინის მიერ 1984 . ზაფხულში ჩატარებული ექსპედიციის შედეგები, როდესაც ძვ. . II ათასწლეულის ეგეოსური სამყაროსათვის ტიპიური ოცხოფიანი ხომალდით განვლილი იყო არგონავტებისათვის ნავარაუდევი გზა, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსიდან მდ. რიონის შესართავამდე.

 

იმ მოსაზრებას, რომ არგონავტების მითიტროის ომის წინამორბედ ხანას განეკუთვნება, ერთგვარად უნდა გამოხატავდეს ძველ ავტორებთან დამოწმებული ცნობები არგონავტთა პელასგურობის თაობაზე. შენიშნულია, რომ ჰომეროსი ილიადის II სიმღერაში, . . ხომალდთა კატალოგში, ბერძენთა ბანაკიდან ცალკე გამოყოფს პელასგთა სამკვიდრებლიდან - თესალიიდან მოსულ გმირებს და მათ იმ სიაში ათავსებს, რომელსაც პელასგურ არგოსსუწოდებს, აქ მოხსენიებულ გმირთა შორის კი არიან ხომალდ არგოთიკოლხეთში მოლაშქრეთა შვილები (Hom., Il., II, 681-715) [160 [გვ. 153] ურუშაძე 1964, 492, შენ. 2. საყურადღებოა, აპოლოდორეს ცნობა, რომ ათენა-პალადამარგოსაგებისას, ხომალდის ქიმად ჩააჭდო დოდონეს მუხისაგან ჩამოთლილი მეტყველი მორი (Apollod., I, 8, 16). დოდონე, როგორც ითქვა, პელასგთა სამლოცველოს წარმოადგენდა (შდრ. კოლხთა წმინდა ადგილი - ჭყონდიდი).]. აპოლონიოს როდოსელისათვის თესალიელები პელასგებია, ხოლო თესალია - პელასგთა მიწაა (Apoll. Rhod., I, 580, 906; II, 1239; IV, 243, 265). ოვიდიუს ნაზონი იასონის სამშობლოს ქალაქებს - პელასგურ ქალაქებს, ხოლო არგონავტებს - პელასგებს ან მინიებს უწოდებს (Ovid., Met., VII, 50, 120, 131). ახ. . V . საეკლესიო მოღვაწე და პოეტი სიდონიუსიც, არგოს - პელასგურ ხომალდს, იასონს - პელასგ გმირს, ხოლო არგონავტებს - მინიებს უწოდებს (Sid., Paneg., VII, 65-75; Epith., XXIII, 272-276) [161 [გვ. 153] ურუშაძე 1964, 101. ანტიკური ხანის ავტორები არგონავტებს ხშირადმინიებსუწოდებენ (Pind., Pyth., IV, 69; Strabo, VIII, III, 19; IX, II, 40; Serv. ad Verg., Buc., IV, 34; Pomp. Mela, I, 103). ჰეროდოტეს ცნობით, “მინიებიარგონავტების შთამომავლები იყვნენ (Her., IV, 145; VII, 193).]. შეიძლება ითქვას, რომ არგონავტების თქმულებამჭიდრო კავშირშია ანტიკურ ხანაში გავრცელებულ შეხედულებასთან სამხრეთ და აღმოსავლეთ პონტოსპირეთში მოსახლე ტომების პელასგური წარმომავლობის შესახებ და სავარაუდოა, რომ მასთან ერთად, ერთსადაიმა/გვ. 39/ვე მოვლენის, ეგეოსური მოსახლეობის პონტოსპირეთში განსახლების ამსახველი უნდა იყოს.

 

ანტიკურ მწერლობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო არგონავტებისაგან კავკასიის ხალხთა წარმოშობის თემა. “არგონავტების თქმულებისთითქმის ყველა პერსონაჟი გააზრებული იყო პონტოსპირეთისა და კავკასიის რომელიმე ქალაქის ან სახელმწიფოს დამაარსებლად, ანდა რომელიმე ხალხის ეთნარქ-ეპონიმად [162 იხ. ჯანაშია 1952b, 238-248.]. ასე, მაგალითად, პომპონიუს მელას ცნობით, მარიანდინების ქვეყანაში ქალაქი ჰერაკლეა არგოსელი ჰერკულესის მიერ იყო აგებული (Pomp. Mela, I, 19, 103). ენეტების ქვეყნის ქალაქის ამასტრისის შემადგენელ ნაწილს - ქალაქ კიტორუმს სახელი ფრიქსეს ძის, აიეტესის შვილიშვილის კიტოროსისაგან მიუღია; ამ ცნობას სტრაბონი ეფოროსს დასესხებია (Strabo, XII, III, 10). ავტოლიკოსი ქალაქ სინოპეს დამაარსებლად ითვლებოდა (Strabo, XII, III, 11). პლუტარქეს მიხედვით, ავტოლიკოსს ჰერკულესთან ერთად ამაძონებზე ულაშქრია და უკან დაბრუნებისას სინოპი წაურთმევია სირებისათვის, რომლებიც აპოლონის ძის სირისა და ასოპეს ასულის სინოპეს შთამომავლები ყოფილან (Plut., Luc., XXIII). იასონის თანამებრძოლი ფთიელი-აქაიელები დასახლებულან პონტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე, მათ მეზობლად ჰენიოხეთში კი - ლაკონელები (Strabo, XI, II, 12). პლინიუსი იუწყება, რომ არსებობდა ცნობა კავკასიის ალბანელების იასონისაგან წარმოშობის შესახებ (Plin., NH, VI, 38), ხოლო პომპოუს ტროგუსის ცნობით, ისინი იტალიიდან გამოჰყოლიან ჰერკულესს (Iust., XLII, 3, 4). ჰეროდოტეს შეხედულებით, ძველი სახელი არიამიდიას კოლხი მედეას იქ ჩასვლის შემდეგ შესცვლია (Her., VII, 62). სტრაბონის აზრით, მიდიაში მედეა და იასონი მეფობდნენ, ხოლო თვით ქვეყანას სახელი მედეას ძის მედოსისაგან შერქმევია (Strabo, XI, XIII, 10). ანალოგიური ცნობა მიდიის სახელწოდების შესახებ მოეპოვება ჰეკატეოს მილეტელს (Hec., fr. 171). არმენია სტრაბონის ცნობით, სახელდებული ყოფილა არგონავტ არმენოსიდან, რომელიც თესალიის ქალაქ არმენიონიდან წამოსულა (Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 12), ხოლო მის თანამგზავრებს დაუსახლებიათ აკილისენა და სისპირიტიდა, ასურულ კალახენემდე და ადიაბენემდე (Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 12). სტრაბონისავე ცნობით, იასონს არმენოსთან ერთად კასპიის ზღვამდე მიუღწევია და მოუნახულებია იბერია, ალბანეთი და არმენიისა და მიდიის დიდი ნაწილი, რისი ნიშანიც იქ არსებული იასონის სალოცავები და ზოგიერთი სხვა ძეგლი ყოფილა (Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 12; XI, XIII, 10). /გვ. 40/

 

. ჯანაშიას შეხედულებით, იასონის, როგორც ეთნარქის, მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ სარბიელს თითქოს მერმინდელი არმენიის ტერიტორია წარმოადგენდა; ამ მხრივ, მის ყურადღებას იპყრობს სტრაბონის სიტყვები, რომ იასონმა, და არა არმენოსმა, გაუჭრა კალაპოტი ბარში ტბად მდგარ მდინარე არაქსს (არეზი), თესალიის ტემპეს ხეობის მსგავსად (Strabo, XI, XIV, 13) [163 ჯანაშია 1952b, 245.]. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მდ. არეზის ზემო წელი ადრე სასპეჲრ-იბერებს ეკავათ, ხოლო ტაციტუსის ცნობით, იბერები თესალიელებისაგან წარმოშობილან იმ დროს, როდესაც იასონი უკან დაბრუნდა აიეტესის დაცარიელებულ სასახლეში უმეფოდ დარჩენილ კოლხებთან (Tac., An., VI, 34) [164 [გვ. 153] საგულისხმოა, რომ ევსები კესარიელის ცნობით, თობელი - იბერთა მამამთავარი, თესალიელთა წინაპარიცაა. . ყაუხჩიშვილისა და ალ. გამყრელიძის შენიშვნით, ევსების წყაროს სცოდნია, რომ თესალიელები (ძველი პელასგების ტერიტორიაზე მცხოვრებნი) თობელისაგან იყვნენ წარმოშობილნი (იხ. გამყრელიძქ/ყაუხჩიშვილი 1961, 35). სტრაბონის აზრით, შეხედულება მისიელთა და არმენიელთა ნათესაობის თაობაზე თესალიელებთან და იასონისა და მედეას შთამომავლებთან, ემყარება, ერთი მხრივ, ცნობებს თესალიელი ენიანების კასპიისპირეთში, ვიტიაში და არმენთა ზემოთ - ტავროსის მთებში, ხოლო თრაკიელი სარაპარების გურანიებთან და მიდიელებთან მეზობლად, არმენიის ზემოთ დასახლების შესახებ და, მეორეს მხრივ, არმენია-მიდიაში არგონავტთა ლაშქრობის შესახებ (Strabo, XI, VII, 1; XI, VIII, 8; XI, XIV, 12-15).], . ჯანაშია დაასკვნის, რომ იასონი იბერთა ეთნარქი უნდა ყოფილიყო და იგი უნდა იგულისხმებოდეს სტრაბონის მიერ მოხსენიებულ არმენოსის იმ თანამგზავრში, ვინც სისპირიტიდა დაასახლა [165 ჯანაშია 1952b, 243-246; ჯანაშია 1952, 71-74.]; . ჯანაშიას აზრით, ანტიკური ეპოქის წყაროების მიერ იასონის კავკასიელ ხალხთა ეთნარქად მიჩნევა ადგილობრივი, კავკასიური წარმომავლობის მქონე გადმოცემა უნდა ყოფილიყო და მას პარალელები ეძებნება ქართულ საისტორიო მწერლობაში შემონახულ თქმულებაში არიან-ქართველთა მეფის ძის აზოს შესახებ [166 [გვ. 153] ჯანაშია 1952b, 239, 242-246; ჯანაშია 1952, 71-78. ჯერ კიდევ . ბაქრაძემქართლის ცხოვრებისაზონს, ბერძნული მწერლობის გავლენის შედეგად, ქართველ მემატიანეთა მიერ მითვისებულად მიიჩნევდა და აღნიშნავდა მის მსგავსებას არგონავტ იასონთან (ბაქრაძე 1889, 78). . მელიქიშვილის ვარაუდით, “ქართლის ცხოვრებისვარიანტებში ფორმააზონისარსებობა ცხადყოფს, რომმოქცევაჲ ქართლისაჲს” “აზოშიარგონავტიიასონიუნდა ყოფილიყო გააზრებული (Меликишвили 1959, 277).].

 

მოქცევაჲ ქართლისაჲსდა ქართლის ცხოვრებაშიშემავალი XI . ავტორის ლეონტი მროველის ცხოვრება ქართველთა მეფეთასცნობით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედ (“ქართლის ცხოვრებისმიხედვით - პატრიკად) მასთან ხლებული აზო (“ქართლის ცხოვრების” - აზონი) დაადგინა (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320; ლეონტი მროველი, I, 18). “მოქცევაჲ ქართლისაჲს” X . შატბერდული ხელნაწერით: “...ესე აზოჲ წარვიდა არ[]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი [167 [გვ. 153] . ინგოროყვას კონიუქტურით: “...წარმოიყვანა [ათასი] სახლი [მდაბიოჲ უფლისაჲ] და ათნი სახლნი მამამძუძეთანი”. შესწორებისას . ინგოროყვა ეყრდნობოდა არსენ ბერისნინოს ცხოვრებისტექსტს: “მაშინ აზონ [წარვიდა] ქართლად არიან მამისა თჳსისა, და წამოიყვანა მუნით ათასი სახლი მდაბი[ოჲ] უფლისა[], და კუალად ათი სახლი მთავართაგან, და ყოვლით დედა-წულით მათით მოიყვანა და დააშენნა ქართლს, და თანა ჰყვეს კერპნი მათნი ღმერთად და ესე აზონ პირველ[] მეფე იყო ქართველთა[] (ინგოროყვა 1941, 269-270; შდრ. ძქალძ 1971, 80).], და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ...” [168 [გვ. 154] წმინდა ნინოსადმი მიწერილი სიტყვებითაც, კერპები გაცი და გაღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან-ქართლით” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 335).]. დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის არსენ ბერის (მას არსენ იყალთოელად მიიჩნევენ), “ნინოს ცხოვრებისმეტაფრასული რედაქციის ავტორის, განმარტებით: “ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი და ენაი მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან[169 [გვ. 154] იხ. ინგოროყვა 1941, 283. . ინგოროყვას ვარაუდით, არსენ ბერს უსარგებლია IV . ქართველი ისტორიკოსის (წარმოშობით ქართველი ებრაელის) აბიათარის დაკარგული ნაშრომით, “ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა”; ეს, მისი აზრით, არსენ ბერის თხზულების ტექსტისა და აბიათარის მატიანის ზედწერილის გამონათქვამების ზუსტი დამთხვევიდან ირკვევა (ინგოროყვა 1941, 283-284).]. საწინააღმდეგო ტენდენციაა ასახული ლეონტი მროველის თხზულებაში; მისთვის აზონი, არაქართველია, მაკედონელია [170 [გვ. 154] ლეონტი მროველის მიხედვით, ალექსანდრე დიდმა აზონს ასი ათასი კაცი დაუტოვა, რომელნიც რომაელნი (ჰრომნი) ან, უფრო ზუსტად, ფროტათოსელნი ყოფილან (ლეონტი მროველი, I, 18, 20).]. თუმცა ქართლის ცხოვრებისცნობაშიც ყურა/გვ. 41/დღებას იპყრობს ერთი გარემოება; მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მაკედონელი ქართლის დამპყრობელია, მატიანეში ხაგასმულია, რომ ქართლში ყოფნისას მან მოსრნა და დაატყუევნაუცხოტომელები, ხოლო დაუტევნა ნათესავი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად აზონ, ძე იარედოსისი...” (ლეონტი მროველი, I, 18). . მელიქიშვილის ვარაუდით, სახელი იარედოსი”, “მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის არიან-ქართლისმსგავსად კავშირშია ისეთი სიტყვების ძირთან, როგორიცაა: ირანი, არიანა და .. [171 მელიქიშვილი 1965, 17.].

 

მკვლევართა საერთო აზრით, “არიან-ქართლითანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით არის საძებარი. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად არიან-ქართლში”, შავშეთ-კლარჯეთისა და კოლა-არტაანის გამყოფი არსიანის ქედი უნდა იგულისხმებოდეს [172 Меликишвили 1959, 278, прим. 197.]. მაგრამ ამ გაიგივებას, ხელს უნდა უშლიდეს ქართლის ცხოვრებისცნობა, რომ აზონის მოკვლის და მისი სპისდამარცხების შემდეგ წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა” (ლეონტი მროველი, I, 23). ფარნავაზის ასე შორს, სამხრეთ-დასავლეთში შეჭრის ვარაუდი საეჭვოს უნდა ხდიდეს არსიანის ქედის მხარეში ან კლარჯეთში, აზონის სამშობლოს დანახვის შესაძლებლობას [173 [გვ. 154] . მამულიას ვარაუდით, კლარჯეთი - არიან-ქართლის, ანუ ოძრხის მეფის ძის - აზოსსამკვიდრებელსწარმოადგენდა და ფარნავაზის მიერ ჯერ კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჭოროხის ხეობის სანახების (არიან-ქართლის) დალაშქვრა და შემდეგ კლარჯეთის დაპყრობა, ამ უკანასკნელის მიუდგომლობით უნდა აიხსნას (მამულია 1979, 103, 112). კლარჯეთში არიან-ქართლის ლოკალიზების თვალსაზრისთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ბიძერთა მხარის მდინარეები დარაანონი და არიონი (Ps.-Scyl., 82) და მათ მახლობლად მდებარე ნავსადგური კორდულა (Plin., NH, VI, 11; იხ., აგრეთვე, Anon., PPE, XLII, 39 და Cl. Ptol., V, VI, 10).]. ფონეტიკური თვალსაზრისით უფრო მისაღები ჩანს, . თუმანოვის მიერ არიან-ქართლისკლავდიოს პტოლემაიოსისა არანესა” (Cl. Ptol., V, VI, 18) და ხეთური წყაროების ჰარანასთან დაკავშირება, რომელიც მცირე სომხეთში მდებარეობდა, თაბალის ქვეყნის ქალაქის თოგორმა/თეგარამა/თილ-გარიმუს მახლობლად [174 Toumanoff 1963, 90n. 124.]; ვინაიდან, . თოგორმას სახელწოდება უკავშირდება ჰაოსისა და ქართლოსის მამის თარგამოსის სახელს, და რადგანაც ეს ქალაქი ახ. . III . სასულიერო მოღვაწის იპოლიტე რომაელისადმი მიწერილი წარმომავლობის წიგნის” (Liber Generations) თუ ქრონიკებისმიხედვით (რასაც ძველ სომეხ მწერალთა უმრავლესობა ეყრდნობა) სომეხთა პირველსაცხოვრისია, ხოლო ტიბარენ-იბერები თაბალის ქვეყნიდან არიან გამოსული, . თუმანოვის აზრით, დასაშვები უნდა იყოს, რომ ყველა ამ გადმოცემაში, “არიან-ქართლისშესახებ ცნობის ჩათვლით უძველესი ადგილობრივი ტრადიცია ყოფილიყო შემონახული [175 Toumanoff 1963, 55n. 49, 88n.120, 89-90n.124]. რაც შეეხება შეხედულებას, რომ არიან-ქართლშიარიული ქართლი ანუ აქემენიდური სპარსეთის მფლობელობაში მოქცეული სამხრეთქართული რაიონები უნდა იგულისხმებოდნენ, მას ხელს უნდა უშლიდეს ის გარემოება, რომ ძველქართულში თითქოს არ /გვ. 42/ დასტურდება სიტყვა არიულისგამოყენება სპარსულისმნიშვნელობით [176 [გვ. 154] Меликишвили 1959, 278-279, прим. 197; მელიქიშვილი 1965, 16; მელიქიშვილი 1970, 440. . ჯანაშვილიარიან-ქართლშიშუააზიურარიანასჰგულისხმობდა (ჯანაშვილი 1906, 52-53, 57-62; შდრ. აბულაძე 1973, 9, 401).]. საფიქრებელია, რომ . მელიქიშვილის ვარაუდი, “არიან-ქართლიდანქართველთა გადმოსახლების ცნობაში სამხრეთიდან, მცირეაზიული, მესხური ელემენტის შიდა ქართლში გადმოსახლების ფაქტის არეკვლის თაობაზე, მესხების (მოსხების) წინასაცხოვრისად, ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანებში, ალბათ, ცენტრალურ ანატოლიას უფრო უნდა სახავდეს, ვიდრე აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთს, სადაც ისინი ქსენოფონტის ანაბასისისმონაცემების მიხედვით არ ჩანან (Xen., Anab., V). ა მხრივ, ყურადღებას იპყრობს თვით . მელიქიშვილის მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრება, “არიან-ქართლისმდ. ჰალისის ზემო დინებასთან მდებარე ოლქთან, ხარსიანთან გაიგივების შესახებ; საიდანაც, მისი თქმით, უნდა ყოფილიყვნენ მუშქი-მოსხები ქართლში გადმოსულნი [177 [გვ. 154] Меликишвили 1959, 278, прим. 197; თუმცა, ხარსიანის ოლქის ადგილმდებარეობა აქ, ისევე როგორც . ადონცთან, შეცდომით არის განსაზღვრული - მდ. ჰალისის (კიზილ-ირმაკის) მარცხენა ნაპირით (იხ. Адонц 1908, 83); . ადონციხარსიანსქემისისა და ზარას ჩრდილოეთით, იფსალასთან (თანამედროვე დასახლებული პუნქტი იფსილე) ათავსებს და მიუთითებს, რომ . ტომაშეკი მას კოჩ-ჰისარს და იფსილას შორის ეძებდა (Адонц 1908, 83, прим. 2). ეს გარემოება ცხადყოფს, რომ იგულისხმება ტერიტორია მდ. კიზილ-ირმაკის მარჯვენა ნაპირზე . სივასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიზილ-ირმალის, კოჩის, თოქათისა და იეშილ-ირმაკის შუამდინარეთში.].

 

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ახალი ხეთური ტექსტის აღმოჩენამ, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ხეთური ხანის ქალაქის ცალფუვას მდ. კიზილ-ირმაკის შესართავთან ლოკალიზებისა [178 [გვ. 155] Otten 1973; ix. Mellink 1974, 108. ვინაიდან, ცალფაში ძვ. . III-II ათასწლეულების მიჯნაზე ძველასურული სავაჭრო კოლონია არსებობდა (იხ. გიორგაძე 1962, 21), ნათელი ხდება, რომ ძვ. . III ათასწლეულის დასასრულისათვის ასურელთა სავაჭრო ინტერესების სფეროში შავიზღვისპირეთიც ექცეოდა.], დასაშვები გახადა აგრეთვე ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში, ცალფუვასთან ერთად ხშირად მოხსენიებული ქალაქის, არინას ლოკალიზებაც, რომელიც იყო ხეთური ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი, სახელგანთქმული, მზის ქალღმერთ არინას (ხათური ვურუსემუს) ტაძრით. იქნებ ამ პუნქტის სახელწოდება დაედო საფუძვლად ტერმინ არიან-ქართლის”, პირველ შემადგენელ ნაწილს არიანს”. აღსანიშნავია, რომ ხეთურ ხანაში ამავე მხარეში დასტურდება ტოპონიმი Kartapaa (Katapa- მახლობლად), რომელიც გრაფიკულად გადმოიცემა auKarta-au სახით და სადაც -au ჩრდილოანატოლიური ტოპონიმებისათვის ჩვეული სუფიქსია [179 [გვ. 153] Otten 1980, 486; Otten 1980a, 455; KBo 1916, 2, KBo 1955, passim, II31. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ქართული წყაროების ურთიერთშეჯერება არიან-ქართლის განსხვავებული ლოკალიზაციის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა (იხ. ქვემოთ).]. ხეთური წარწერების არინასა და ქართაპახას, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” “არიან-ქართლთანდაკავშირების ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებად, ალბათ ის უნდა ჩაითვალოს, რომ ანტიკურ ხანაში ეს ტოპონიმები ამავე მხარეში აღარ გვხვდება, მხოლოდ სტრაბონს, რამდენადმე უფრო სამხრეთით, ქალაქი კარანა აქვს დასახელებული (Strabo, XII, III, 37). თუმცა, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ დიოდორეს ცნობის, მითრიდატიდების პონტოს სამეფოს ფუძემდებლის მითრიდატე კიოსელის გამგებლობაში მყოფი ქალაქი არრინა სპეციალურ ლიტერატურაში მიჩნეულია დასავლეთანატოლიურ, მისიის ქალაქ კარინად [180 იხ. Ломоури 1979, 18.]. გ. მელიქიშვილს დასაშვებად მიაჩნია, რომ სწორედ მითრიდატე კიოსელისადმი დაქვემდებარებული ქალაქის - “არრინასსახელწოდებიდან უნდა იყოს წარმომდგარი ქართული არიანი[181 მელიქიშვილი 1965, 16.]; ხოლო, თვით /გვ. 43/ მითრიდატე კიოსელი, პონტოს სამეფოს დამაარსებელი და აქემენიდური სპარსეთის მეფის დარიოს III სატრაპი, იგივე - მოვსეს ხორენაცისეული დარიოსის სატრაპი მითრიდატე, ალექსანდრე მაკედონელის მიერ იბერთა მმართველად დადგენილი, მისი აზრით, შესაძლოა, შეესაბამებოდეს ქართული წყაროების აზოს [182 [გვ. 153] მელიქიშვილი 1965, 16; Меликишвили 1959, 48. . მამულიას მოსაზრებით, იბერთა მმართველად დადგენილ მითრიდატეში . სარდესის სპარსული გარნიზონის თავი, შემდეგ ალექსანდრე მაკედონელის მიერ არმენიის სატრაპად დადგენილი, მითრენი უნდა იგულისხმებოდეს, რომელთანაც არიან-ქართლის მმართველ სახლს ვასალური ურთიერთობა უნდა დაემყარებინა და, ამდენად, აზო (აზონი) ალექსანდრეს მფარველობაში მითრენისშვილობისსაშუალებით შევიდოდა (მამულია 1979, 104-107).].

 

მოვსეს ხორენაცისათვის არიან-ქართლიუცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას, ხოლო მის ნაშიერს, ასევე მიჰრდატს სომეხთა მეფემ არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს გამგებლობა მიანდო (Մովս. Խոր., II, 8, 11). ვინაიდან, მოვსეს ხორენაცი შენიშნავს, რომ ივერია (ვერია) ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს (Մովս. Խոր., II, 8), აშკარა ხდება, რომ ივერიაში იგი პირენეს ნახევარკუნძულს გულისხმობდა. . მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდით, “არიან-ქართლის” “არიანიშესაძლოა პირენეის (პირენეს) დამახინჯების შედეგად იყოს მიღებული [183 [გვ. 155] მელიქიშვილი 1965, 16. ეგებ, შესაძლებელი იყოსარიანისდაკავშირება ეგეიდასა და პონტოსპირეთში გავრცელებულ არგ- ძირიან ტერმინებთან, მითუმეტეს, რომ g~i ბგერათმონაცვლეობა დამახასიათებელია ანალოგიური ტოპონიმებისათვის (იხ. Kitchell 1983, 218). აღნიშნული შესაძლებლობისა და აზოს იასონთან დაკავშირების შესახებ გამოთქმული ვარაუდის გათვალისწინების შედეგად მაცდუნებელი ხდება ტერმინარიანისდაახლოება პელასგური მხარეების აღმნიშვნელად გამოყენებულ ტოპონიმარგოსთან”, რომელსაც, ამასთანავე, ჰომეროსი ზოგჯერ მთელ ელადასაც უწოდებს (Hom., Il., XII, 70; XIV, 70; Eust. ad Il., B. 738. იხ. ურუშაძე 1964, 138-139.]. მართლაც, როგორც ცნობილია, ანტიკურ ხანაში გადმოცემა პონტოსთან მცხოვრები იბერიელების დასავლეთის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე ფართოდ იყო გავრცელებული და სავსებით მოსალოდნელია მას თავისებური ასახვა ქართულ მატიანეშიც ეპოვნა.

 

ანტიკური ეპოქის მწერალთა მითითების თანახმად, ცნობა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. . 605-562 წწ.) მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრის შესახებ, ეკუთვნის ძვ. . IV-III სს. ისტორიკოსსა და პოლიტიკურ მოღვაზეს, “ინდოეთის ისტორიისავტორს მეგასთენეს; ახ. . IV . ავტორის ევსები კესარიელის თხზულებაში სახარებისადმი წინამომზადებაშინათქვამია: “ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში ასურელთა შესახებნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუკოდროსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა” (Euseb., Praep. Evang., IX, 41, 1) [184 [გვ. 155] იხ. მელიქიშვილი 1962, 231. ლიბიიდან და იბერიიდან ნაბუქოდონოსორის მიერ ხალხის პონტოს ზღვის რაიონში გადმოსახლების ამბის ჩამოყალიბებისათვის, . მელიქიშვილის აზრით, ბიძგი შეეძლო მიეცა ჰეროდოტეს ცნობას, კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ (Her., II, 103-105) და ევროპელი და კავკასიელი იბერების სახელების იდენტურობას; ხოლო ნაბუქოდონოსორს ეს ამბები იმის გამო მიეწერება, რომ მას სახელი ჰქონდა განთქმული დაპყრობილი ხალხების (კერძოდ, ებრაელების) გადასახლებით (მელიქიშვილი 1962, 233). [გვ. 156]

 

ანალოგიური ცნობა, უშუალოდ აბიდენოსისადმი მიწერილი, მოვსეს ხორენაცს აუღია ასურელი ისტორიკოსის მირ აბას კატინას თხზულებიდან (Մովս. Խոր., II, 8-9).]. ეს ცნობა ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ აფრიკისა (ლიბია) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერია) დალაშქვრის შესახებ, რა თქმა უნდა ლეგენდარულია, მაგრამ ცნობილია, რომ მან ძვ. . 597-586 წწ. იუდეიდან ბაბილონში გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობის 20% და შესაძლოა შეაღწია ეგვიპტეშიც. ამის კვალს, როგორც ფიქრობენ, წარმოადგენს ქალაქ ჰელიოპოლისის მახლობლად ქალაქ ბა/გვ. 44/ბილონის დაარსების ფაქტი [185 იხ. რცხილაძე 1971, 447-448.]. . მელიქიშვილი შენიშნავს, რომ თქმულებებმა ქართველთა წარმომავლობისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების სესახებ, მათი ფიქსირების ხანამდე, განსხვავებული ისტორიული და ეპიკური ტრადიციების მქონე ახალ მომენტებთან დაკავშირების შედეგად ბევრი ცვლილება და აღრევა-გაერთიანება განიცადეს; კერძოდ, მისი აზრით, ტყვე-იბერების ამბით გადმოცემულია ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ [186 [გვ. 156] Меликишвили 1959, 281. აღნიშნული ცნობის განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობის შესახებ იხ. Мусхелишвили 1978, 23-30.].

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელი ჩანს ის გარემოება, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბია-იბერიიდან წამოყვანილი ტყვეების შესახებ ცნობას, თითქოს, რამდენადმე ეხმიანება ქართლის ცხოვრებისშემდეგი სტრიქონები: “ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელი მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს” (ლეონტი მროველი, I, 15-16). საყურადღებოა აგრეთვე მოვსეს ხორენაცის შენიშვნა, რომ სომეხთა მეფენ - “ჰრაჩიამ სთხოვა ნაბუქოდონოსორს დატყვევებულ ებრაელთა ერთი მეთაურთაგანი, სახელად შამბათი; მან მოიყვანა, დაასახლა იგი ჩვენს ქვეყანაში და დიდი პატივი მიაგო. მემატიანე სამართლიანად თვლის, რომ მისგან მომდინარეობს ბაგრატუნთა გვარი” (Մովս. Խոր., I, 22) [187 აბდალაძე 1984, 86-87.]. X . ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, იბერიელები მოგვითხრობენ, რომ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, . . ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ (Const. Porphyr., De adm. Imp., 45) [188 ინგოროყვა 1954, 81.]. აღსანიშნავია, რომ სახელწოდება იბერიას”, ზოგიერთი მეცნიერი იმ ებრაული სიტყვიდან წარმომდგარად მიიჩნევს, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას - “იქითა მხარე” (მთის იქითა მხარე - კავკასიის იბერია, ზღვის იქითა - პირენეებისა) [189 იხ. Иосселиани 1846, 23-24; Хаханов 1903, 31, прим. 149.]. ებრაული ზოგადი სახელი ֞֞֞eber - “იქითა მხარე”, . წერეთლის მიხედვით, ამოსავალია თვით ტერმინისათვის ʿibrī - “ებრაელი”, ისევე, როგორც სახელისათვის ევერი”, რომელიც ებრაულში ტერმინ ებრაელისამოსავალ - “იქითა მხარესაღნიშნავს (მსგავსად ქართული იმერი” > “იმერელისა”) [190 წერეთელი 1979, 22.].

 

მაგრამ იბერიისებრაულ ებერთანდაკავშირებას საკმაოდ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები ეღობება. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ სახელწოდება იბე/გვ. 45/რიასაკუთრივ ქართულ იმერსიტყვიდან იყოს ნაწარმოები [191 [გვ. 156] იხ. Иосселиани 1846, 25; St.-Martin 1847, 57-60; Услар 1881; Хаханов 1903, 22; ჯავახიშვილი 1960, 431; მელიქიშვილი 1965, 84; მელიქიშვილი 1970, 425. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება სახელწოდებაიბერიისწარმომავლობის შესახებ, ეთნონიმსასპეჲრისაგან” (იხ. ქვემოთ შენიშვნა 479).]. გარდა ამისა, ეს სახელწოდება უკვე ძვ. . IV-III სს. ავტორს მეგასთენეს ჰქონდა ნახსენები, მაშინ, როდესაც ებრაული კოლონიის დაარსება მცხეთაში, თვით ადგილობრივი ებრაული ტრადიციის მიხედვით მომხდარა ძვ. . 169 . [192 Меликишвили 1959, 313, 448-449.] გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძვ. . I . ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი არაფერს ამბობს ებრაელთა გადმოსახლების შესახებ, როდესაც მოჰყავს მეგასთენეს ცნობა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრაზე, ხოლო იბერებს არა ებრაელთა, არამედ თაბალელთა შთამომავლებად მიიჩნევს (Josephus, Antiq., I, 124-125).

 

. ინგოროყვას აზრით, კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის არიან-ქართლისიერუსალიმით შენაცვლებაში, ასახულია ტენდენცია ქართველთა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაბუთებისა დავით მეფესთან იბერთა დაკავშირების საშუალებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ბაგრატიონთა გენეალოგიის დავით მეფემდე და წინასწარმეტყველამდე აყვანის აღიარებასთან [193 ინგოროყვა 1954, 81-87. იხ., აგრეთვე, ლორთქიფანიძე 1966, 144-149.]. კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვებით, იბერიელები უწოდებდნენ თავის-თავს დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესავს და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნათესავსაც, რადგან ისიც დავითისაგან არის წარმოშობილი”; დამახასიათებელია აგრეთვე მისი შემდეგი სიტყვებიც: “ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს” (Const. Porphyr., De adm. Imp., 45) [194 იხ. ინგოროყვა 1954, 81, 83.].

 

როგორც ჩანს, “ქართლის ცხოვრებისზემოთ მოყვანილი ცნობა, ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღების შემდეგ ოტებულიებრაელების ქართლში დამკვიდრების შესახებ, შედარებით გვიან ხანებშია შეთხზული და მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტს უნდა იყოს დასესხებული, ოღონდ ამ უკანასკნელში მოხსენიებული, და უკვე გაუგებარი, “ჰონნები”, “ურიებითარის შეცვლილი. “მოქცევაჲ ქართლისაჲსშატბერდისეული ტექსტის მიხედვით: “...მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქვეყანაჲ ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქჳან მას ხერკი” (მოქცევაჲ ქართლისაჲ”, 320). /გვ. 46/

 

ყურადღებას იპყრობს თითქმის სრული თანხვედრა მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ქალდეველი ჰონნებისმიერ დაკავებული მიწების ადგილმდებარეობის და მათი აქ დამკვიდრების ხასიათისა და პირობებისა, “ქართლის ცხოვრების” “ურიათამცხეთაში დასახლების ამბავთან (ლეონტი მროველი, I, 15-16); სიტყვებიც კი ერთნაირია გამოყენებული. აშკარაა რომ ორივე ძეგლში ერთიდაიგივე ამბავია აღწერილი, თუმცა მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ბუნ-თურქთა უფალი”, “ქართლის ცხოვრებაში” “მამასახლისითარია შეცვლილი, რაც ალბათ უნდა აიხსნას ლეონტი მროველისათვის დამახასიათებელი ქართველთა ავტოქტონობის კონცეფციის ზემოქმედებით. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ქალდეველთაგან გამოსხმული ჰონნებისნაცვლად ქართლის ცხოვრებაში” “ურიებიადასახელებული, აღსანიშნავია, რომ, ამავე დროს, “ქართლის ცხოვრებაციცნობს ქალდეველების ქართლში გადმოსახლების ამბავს, ოღონდ ჰონნთამოუხსენიებლად: “...გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დააშენნეს იგინიცა ქართლს...” (ლეონტი მროველი, I, 17). ეს ამბავი ქართლის ცხოვრებაში”, ისევე როგორც მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის ქალდეველი ჰონნებისმოსვლა, ალექსანდრე მაკედონელის ხანით, კერძოდ, ქართლში მისი ორი ლეგენდარული ლაშქრობის შუალედური ხანით თარიღდება (ლეონტი მროველი, I, 17; მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320), . . “ურიათაჩამოსახლებასთან შედარებით, რასაც ნაბუქოდონოსორის ხანაში უნდა ჰქონოდა ადგილი, მნიშვნელოვნად უფრო გვიანი ხანით (შდრ. ლეონტი მროველი, I, 15-16). თუმცა, “მოქცევაჲ ქართლისაჲსცნობით, ებრაელები ქართლში, მხოლოდ მეთორმეტე და მეცამეტე ქართლის მეფეების ხანაში არიან მოსულნი: “...და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას - ბრატმან და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 321). “მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის ეს ცნობა მით უფრო ანგარიშგასაწევი ჩანს, რომ მას თანხვდება რომის იმპერატორის ტიტუს ფლავიუს ვესპასიანეს (ახ. . 69-79 წწ.) მიერ იერუსალიმის აღების თარიღი - ახ. . 70 . [195 [გვ. 156] Меликишвили 1959, 56. ამავე დროს საყურადღებოა . თაყაიშვილის მოსაზრება, რომმოქცევაჲ ქართლისაჲსდედანში, ქალდეველთაგანგამოსხმული” “ჰურიანნიდაქარგმებული უნდა ყოფილიყო როგორცჰონნი” (თაყაიშვილი 1890, CI). . ჯანაშიას ეს მოსაზრება მისაღებად მიაჩნია იმის გამო, რომჰონნებიქალდეველებთან, . . ბაბილონელებთან დაკავშირებით არიან მოხსენიებულნი (ჯანაშია 1966, 137-138); იხ. იქვეცხოვრება ქართველთა მეფეთასტექსტის დამოკიდებულების შესახებმოქცევაჲ ქართლისაჲზე” (ჯანაშია 1966, 131-143).]. საფიქრებელია, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონნებშიებრაელები არ უნდა იგულისხმებოდნენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენადმე ყურადსაღებია V . სომეხი ისტორიკოსის აგათანგელოსის სომხეთის ისტორიისბერძნული ტექსტის მასახა ჰონნები (Μασαχο τν Οννων - Agath., 153). სომხური ტექსტის მათი შესატყვისი მასქუთებითურთ (Մասքթաց - Ագաթ., 120/842) , მასქუთებში /გვ. 47/ ზოგიერთი მეცნიერი მესხებს ხედავს [196 Peeters 1932, 21-23.]; თუმცა კი უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურაში მასქუთ/მასახებს კასპიისპირა მასაგეტებად, ხოლო ჰონნებსჰუნებად მიიჩნევენ [197 იხ. Toumanoff 1963, 459-460n.98; Меликсет-Бек 1957, 709-713.]. მაგრამ თუ მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ჰონნებსჰუნებთან გავაიგივებთ, გაურკვეველია რა კავშირი უნდა ჰქონოდათ მათ სამხრეთმესოპოტამიურ ქალდეასთან?

 

ჰონნებისვინაობის დადგენისათვის, ვფიქრობთ, ყურადღებას იმსახურებს . ორბელის შენიშვნა, რომ ძველ სომეხ ისტორიკოსებთან დადასტურებული ეთნონიმი ჰონქი (չոնք), რომელშიც ք - მრავლობითობის სომხური სუფიქსია, სვანური ტომის - ჰონ/ჰენიოხების, ანუ იგივე სანი-სანიგების აღმნიშვნელი და არ შეიძლება მისი აღრევა ჰუნების სახელწოდებასთან [198 Орбели 1963, 509-510.]. რაც შეეხება ქალდეველთა სახელწოდებას, ცნობილია, რომ ბაბილონეთის გარდა, ქალდეა აღნიშნავდა პონტოს აღმოსავლეთ ნაწილს - ჭანეთს [199 [გვ. 157] იხ. მატიანე ქართლისა, 285: “წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა; სუმბატ დავითის-ძე, 383: “და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა”.]. XVIII . ქართულ ლიტერატურაში იგი ჯერ კიდევ იხმარება ტრაპიზონის მხარისა და კერძოდ იქვე მდებარე ქალაქის გიუმიუშჰანეს აღსანიშნავად [200 იხ. ინგოროყვა 1954, 285.]. მოვსეს ხორენაცისათვისაც ჭანეთი იგივე ხალდეთია (Մովս. Խոր., II, 76). თუ გავითვალისწინებთ ჰონნებისადა ქალდეველებისქართველურ სამყაროსთან დაკავშირების შესაძლებლობას, მაშინ დასაშვებად შეიძლება მივიჩნიოთ ისიც, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონნებში”, პლინიუსის სანი ჰენიოხების” (Sannorum Heniochorum - Plin., NH, VI, 12)  ანალოგიური მოვლენა ყოფილიყო ასახული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ახ. . II . ავტორის კლავდიუს პტოლემაიოსის მიერ, კავკასიის ალბანეთის გადაღმა სანარელთა ტომის (Σαναραοι) დასახელება (Cl. Ptol., V, VIII, 25), რაც ცხადყოფს, რომ XIII . სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის მსოფლიო ისტორიისცნობა, წანარელთა ტომის კავკასიაში მოსვლის ვითარებისა და თარიღის შესახებ (ბიზანტიის იმპერატორის ირაკლის შემდგომ ხანებში) სინამდვილეს არ შეეფერება და საფიქრებელია, რომ მას კავშირი უნდა ჰქონდეს მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ქალდეველთაგან გამოსხმულ ჰონნთაამბავთან. ვარდან დიდის ცნობით: “ზოგიერთი ვინმე კაცნი ხალდებისა, გამოსულნი თავიანთი სამშობლოდან, მოვიდნენ გარდმანში და მიმართეს გარდმანის იშხანს - “დაგვითმე ჩვენ ნაწილი იმ ჯვრისა, რომელიც ირაკლისაგან გაქვს მიღებული, ხოლო ჩვენ მივიღებთ ქრისტეს რჯულს და გავხვდებით შენი მსახურნი”. ეს კიდევაც აღსრულებულ იქნა. ბაღდადის ამირამ შეიტყო რა ეს ამბავი, დაემუქრა მათ და ისინი შეშინებულნი გაემართნენ კავკასიის მთის ძირას. ქრისტეს შემწეობით, რომელიც /გვ. 48/ მათ ირწმუნეს, ისინი დაეპატრონენ მთელს იქაურ მეზობელ მხარეებს... ამ (ხალდებმა) თავიანთ მხარეს უწოდეს წანარქი (Ծանարք) იმ საფუძველზე, რომ მასში მათ შეიცნეს თავიანთი პირვანდელი ადგილსაცხოვრისი, და რადგანაც ისინი (. . ხალდები) ლაპარაკობდნენ ქართული ენით, ამიტომ გარდმანის იშხანმა მოიწვია მათთვის ქორეპისკოპოსი[201 [გვ. 157] Эмин 1861, 126. მოგვყავს . პაპუაშვილის თარგმანით, იხ. პაპუაშვილი 1982, 39-40. ბოლო ნაწილის სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: “გარდმანის იშხანმა მოუყვანა მათ ქორეპისკოპოსი ქართული ენისათვის” (პაპუაშვილი 1982, 47).]. . მარი და . კაკაბაძე სატომო სახელ წანარს, “წანფორმით აღადგენდნენ, გამოყოფდნენ რა მასში სვანური ენისათვის დამახასიათებელ, მრავლობითი რიცხვის -არ დაბოლოებას, ხოლო თვით წანარებს სვანური წარმომავლობის ტომად მიიჩნევდნენ [202 Марр 1916, 1397-1398; Какабадзе 1928, 111. განსხვავებული შეხედულება იხ. Allen 1964, 172.]. სვანებთან წანარებს აკავშირებს აგრეთვე . გვასალია [203 გვასალია 1970, 753.]. ვარდან დიდის ზემომოყვანილ ტექსტზე დაყრდნობით, . პაპუაშვილი თვლის, რომ წანარების წინაპრები ხალდების (იგივე ჭანების, სანების) დასავლურქართული ტომი იყო, უფრო ზუსტად კი, რომ წანიმეგრულ-ჭანური (ზანური) განშტოების ერთ-ერთი ტომთაგანია [204 პაპუაშვილი 1982, 43, 46.]. ყურადღებას იპყრობს სამეგრელოში დადასტურებული სამხრეთის ქარის სახელწოდება წანი-ბორია, . . წანის, ანუ ჭანის ქარი, რისი გათვალისწინებითაც . ჯანაშია აფხაზური გადმოცემების წანებისტომს, მეგრულ-ჭანური წარმომავლობის ტომად მიიჩნევდა [205 ჯანაშია 1937, 199; პაპუაშვილი 1982, 45].

 

აღსანიშნავია, რომ ეთნო- ტოპონიმი წონა” (“სონა-სენა-სოენა”), ძირითადად, ისტორიული ხევის ტერიტორიაზეა შემორჩენილი [206 იხ. Волкова 1973, 126-127.]. უკანასკნელ ხანებში ყურადღება ექცევა არაგვის ხეობის ტოპონიმიკაში ზანური ხასიათის მქონე სახელთა ჯგუფის არსებობას და გამოითქვა ვარაუდი ადრე აქ ზანური ტომების სახლობის შესახებ [207 ხორნაული 1983, 211-215; რამიშვილი 1980, 132-133, 138-143; რამიშვილი 1973, 184-187.]. . რამიშვილის დაკვირვებით, ზანური იერის მატარებელი ტოპონიმები აღმოსავლეთ საქართველოში, ზენასოფლიდან მოკიდებული ქვემო ქართლამდე და კახეთ-ჰერეთ-სოჯეთში, არაერთგანაა შემჩნეული [208 [გვ. 157] რამიშვილი 1973, 185. . რამიშვილი, თუ ერთი მხრივ, დასავლურქართული ტომების გამოჩენას ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე კოლხურ-ყობანური კულტურის მატარებელი მოსახლეობის გავრცელების ხსნის (რამიშვილი 1973, 186; რამიშვილი 1980, 140-143), ამავე დროს, აღმოსავლეთ საქართველოში დასავლურქართული მოსახლეობის ყველაზე გვიანდელი ნაკადის შემოღწევას - გვიანანტიკური და ადრექრისტიანული ხანით ათარიღებს (რამიშვილი 1980, 133; რამიშვილი 1973, 185), საყურადღებოა ივ. ჯავახიშვილის მიერ შენიშნული ის გარემოება, რომ ხევსურეთსა და გარეკახეთში დადასტურებული ნადირთმფარველი ღვთაების ოჩოპინტე/ოჩოპინტრეს სახელწოდება შედგება მეგრულიოჩისა” (ვაცი) და ბერძნული πάων-ისაგან (პანი - ძველი მნიშვნელობით - მწყემსი) (ჯავახიშვილი 1960a, 84-88. იხ., აგრეთვე, კაკაბაძე 1928, 138).].

 

წანარების ზანური წარმომავლობის ან უფრო სწორედ, ცენტრალური კავკასიონის მხარეში ზანური მოსახლეობის არსებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამამტკიცებელ საბუთს, ვფიქრობთ, უნდა წარმოადგენდეს ინდოევროპული ოჯახის ირანული ჯგუფის ოსური ენისათვის ზანურენოვანი (მეგრულ-ჭანური) სუბსტრატის გამოვლენის ფაქტი [209 იხ. Абаев 1949, 323-330; Абаев 1970; Абаев 1978, 45-51.].

 

ანგარიშგასაწევ გარემოებად გვეჩვენება აგრეთვე პლინიუსის მიერ მეოტიის ტბიდან კარავნულ მთებამდე (ანუ აზოვის ზღვიდან კავკასიონის ქედის აღმოსავლეთ ნაწილამდე) მცხოვრებ ტომთა შორის მაზაკების (Mazacae) მოხსენიება (Plin., NH, VI, 21), ამ სახელის გარეგნული მსგავსების გამო მესხების სახელთან და ხუნძურ /გვ. 49/ (ავარულ) ენაში ადრე გამოყენებულ თუშების აღმნიშვნელ სატომო სახელ - “მოსოხ/მოსოქთან[210 იხ. Услар 1889, 22; ჯავახიშვილი 1950, 51; ჯავახიშვილი 1960, 402; პაპუაშვილი 1982, 67; წერეთელი 1954, 114-118.]. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-ოსეთის ტერიტორიაზე დასტურდება ტოპონიმი - მასკა/მოსკე [211 Цагаева 1971, 120.], პირიქითა თუშეთში კი - სამციხი, . პაპუაშვილის მიერ სახელწოდება სამცხესთანდაკავშირებული [212 პაპუაშვილი 1982, 68.]. . პაპუაშვილის ვარაუდით, მსგავსი ტოპონიმების გაჩენის გამომწვევი მიზეზი უნდა ყოფილიყო სამხრეთ-დასავლეთიდან ქართლში შემოსული მუშქ-მესხების, რაც, მკვლევართა აზრით, ტოპონიმ მცხეთაშია (მესხთა ალაგი) ასახული, ერთ-ერთი ტალღის კიდევ უფრო ჩრდილოეთით შეღწევა და კახეთის მთიანეთში დასახლება [213 პაპუაშვილი 1982, 67-68.]. თუ გავიხსენებთ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მოსხ-მესხებს ზანურ სამყაროს მიაკუთვნებენ [214 მიქელაძე 1974, 25-32.], შესაძლებლობა მოგვეცემოდა პარალელი გავატაროთ თუშების მემკვიდრეობით კავშირსა მოსოქ-მესხებთან და წანართა ზანურ წარმომავლობას შორის.

 

ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე აგათანგელოსის თხზულების ბერძნული ვერსიის ზემოთ ნახსენები მასახოი (Μασαχο), რომელსაც . ერემიანი ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს გეოგრაფიაშიმოხსენიებულ მდ. მაწის-წყალს (ბელაქნისწყლის შენაკადი) და მის სათავესთან მდებარე მაჭს”, ამ მხარის ერისთავების - “მაჭელებისსარეზიდენციო ადგილის სახელს უკავშირებს [215 Еремян 1967, 54; იხ., აგრეთვე, Тревер 1959, 193-194.]. ე სახელწოდება . ერემიანის აზრით, საფუძვლად დაედო სასანიანი მეფის შაპურ I-ის ქააბა--ზარდოშტის ბერძნულ ტექსტში მოხსენიებული ქვეყნის მახელონიისსახელს, რომლის ამოსავალ ბერძნულ ფორმას, აგათანგელოსის ბერძნულ ვერსიაში დადასტურებული მასახოისგათვალისწინებით, იგი *მასახელონის სახით აღადგენს, რაც მისი შეხედულებით, თავდაპირველად, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მდებარე მეგრულ-ჭანური მაჭახელისბერძნული ტრანსკრიპცია უნდა ყოფილიყო [216 Еремян 1967, 53-54.]. . ერემიანის აზრით, კასპიისპირეთში სხვა კავკასიურ ტომებთან ერთად მეგრულ-ჭანურ ტომებსაც უნდა ეცხოვრათ, ისევე როგორც შავიზღვისპირეთში არსებობდა მახელონთა და ჰენიოხთა სამეფო”, აქაც გარდა მახელონებისა, ჩანს ჰენიოხთა ბინადრობის კვალიც; ანონიმური პერიპლუსით ჰენიოხები კასპიის ზღვის მახლობლადაც ცხოვრობდნენ (Anon., PPE, XLII, 9), ხოლო ტაციტუსს ისინი ალბანელებთან ერთად ჰყავს დასახელებული (Tac., An., II, 68) [217 [გვ. 158] Еремян 1967, 49, 52-54, 58. . ერემიანის დაკვირვებით, მსგავსი ჟღერადობის ტოპონიმები დასტურდებიან აღმოსავლეთ საქართველოსა და მის მიმდებარე  ტერიტორიებზეც; კერძოდ, იგი მიუთითებს დავითისა დათამარის ისტორიკოსების მიერ მოხსენიებულღანუჴზე” (ეს ტერმინი შემდგომ მდ. ალაზნის აზერბაიჯანულ სახელწოდებას ედება საფუძვლად), ძველი ალბანური ოლქის სახელწოდებაზე - “ჰენზედა დაღესტნურ ეთნონიმზე - “ჰაინუხზე  (Еремян 1967, 49-50). . მუსხელიშვილის ვარაუდით, ქართულიღანუხიშესაძლოა საინგილოში მდებარეხენისაღმნიშვნელი იყოს და არა . კახის აღმოსავლეთით მდებარე დღევანდელიგეინუკისა” (მუსხელიშვილი 1977, 187-188).]. როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, მითიური ამაძონებიც შავიზღვისპირეთის გარდა ანტიკური წყაროების მიერ აღმოსავლეთ კავკასიაშიც მოიხსენიებიან. ქააბა--ზარდოშტის წარწერის მახელონია/სიკ(?)-ის ქვეყნის აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ადგილმდებარეობის სასარგებლოდ შესაძლოა წარწერაში ჩამოთვლილი ქვეყ/გვ. 50/ნების შემდეგ კაპის მთებისა (რომელსაც ჩვეულებრივ კავკასიონთან აიგივებენ) და ალანთა (ზოგიერთი მეცნიერის მიხედვით - ალბანთა) კარის მოხსენიებაც მეტყველებდეს. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე კამარიტების ტომის ლოკალიზება, ერთი მხრივ ამიანუს მარცელინუსთან, შავიზღვისპირეთში, მდინარეების ფასისის და კალიხორის მახლობლად (Amm. Marc., XXII, 23-24), ხოლო მეორე მხრივ, დიონისიოს პერიეგეტის დედამიწის აღწერილობაში”, ჰირკანელებთან თავდაუზოგავად მებრძოლ, პირენეს ნახევარკუნძულიდან კავკასიაში მოსულ იბერებსა და კასპიის ზღვას შორის (Dion. Per., 695-706) [218 [გვ. 158] საყურადღებოა, რომ მახელონების სახელწოდებას უახლოვდება დიონისიოს პერიეგეტის ტექსტის სხვა ვარიანტებშიკამარიტებისნაცვლად დადასტურებული ფორმამაკარიტები” (იხ. ყაუხჩიშვილი 1976, 91-92, შენ. 1). ამავე დროს, ამიანუს მარცელინუსთან მოხსენიებული კამარიტები, როგორც ითქვა, პალეფატის ცნობისხარიმატებთან” (Steph. Byz., s. v. Χαριμάται) უნდა ყოფილიყვნენ დაკავშირებული (იხ. ზემოთ - ანუ ქავთარაძე 1985 - გვ. 24). მსგავსი ვარაუდის დაშვებისა და კამარიტების ბინადრობის ადგილის მახლობლად ავილიონის გამოქვაბულისა და მდინარე კალახორის მდებარეობის გათვალისწინებით, რომელთა ადგილსამყოფელიც, აპოლონიოს როდოსელისადა პლინიუსის მონაცემებზე დაყრდნობით (Apoll. Rhod., II, 9, 12; Plin., NH, VI, 4) პონტოს ჰერაკლეას (თანამედროვე ქ. ერეგლი) აღმოსავლეთით განისაზღვრება (იხ. Прим. ред. –  Латышев 1949, № 3, 286, прим. 5), მაცდუნებელი ხდება პალეფატთან ნახსენებ ხარიმატებისპართენიოსშისამხრეთ შავიზღვისპრეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მდ. პართენიოსი (თანამედროვე კოჯა-ირმაკი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, რაც პალეფატთან მოხსენიებულიმოსხებისიმავე რეგიონში ლოკალიზების საშუალებას მოგვცემდა. მართალია, ამ შემთხვევაში, პალეფატისეული მოსხების მეზობელი კერკეტების ადგილმდებარეობა გაურკვეველი რჩება, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამიანუს მარცელინუსთან [გვ. 159] კამარიტების შემდეგ უშუალოდ მდინარე ფასისი და კოლხთა მიწებია დასახელებული, საფიქრებელი ხდება, რომ როგორცკამარიტებში”, ასევე პალეფატისმოსხებში”, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობა ყოფილიყო გაერთიანებული.].

 

როგორც ჩანს, სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში დადასტურებულ ეთნო- ტოპონიმების თანხვედრა ამ ორ რეგიონს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის გამოხატულება უნდა იყოს. ეს გარემოება, როგორც უკვე იყო აღნიშნული, ანტიკური ეპოქის ავტორებსაც აქვთ შენიშნული. პლინიუსი იუწყებოდა, რომ გადმოცემის თანახმად, ალბანელები არგონავტ იასონის შთამომავლები არიან (Plin., NH, VI, 38). . ჯანაშია აქ პლინიუსის მიერ ტაციტუსის წყაროს ზერელედ წაკითხვას ან კალმის შეცდომას ვარაუდობდა და პლინიუსის ტექსტში ალბანელებს” “იბერიელებითასწორებდა [219 ჯანაშია 1952b, 242.]; ტაციტუსის ანალებისმიხედვით, ხომ იბერები, თესალიელებისაგან იმ დროს წარმოიშვნენ, როდესაც იასონი უმეფოდ დარჩენილ კოლხებთან დაბრუნდა (Tac., An., VI, 33-34). მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ საკუთრივ ალბანელთა შესახებ სხვა ავტორებსაც მოეპოვებათ ცნობები, პომპოეუს ტროგუსის მიხედვით, ალბანელები იტალიური წარმომავლობისანი არიან (Iust., XLII, 3-4), ხოლო ბიზანტიელი მწერალი ქალის ევდოკიას განცხადებით, “ალბანელები ახლანდელი მინკრელებია (μίνκρελλοι - Violarum 478b)” [220 [გვ. 159] იხ. ურუშაძე 1964, 124. აღსანიშნავია, რომ სოლინუსის (ახ. . III .) ცნობით, ზღვის [sic] სანაპიროზე მოსახლე (Albani) თავის თავს თესალიელი იასონის შთამომავლებად თვლიან (იხ. ურუშაძე 1964, 104, 124).]. თუმცა, ვფიქრობთ, ამ უკანასკნელი ცნობის სხვაგვარი ინტერპრეტაციაც უნდა იყოს დასაშვები (იხ. ქვემოთ).

 

აღსანიშნავია, რომ ივ. ჯავახიშვილის შეხედულებით, მეგასთენეს ცნობაშიც, ნაბუქოდონოსორის ლიბიასა და იბერიაზე გალაშქრებისა და მათი მოსახლეობის პონტოს მარჯვნივ დასახლების თაობაზე, შესაძლებელია იბერთა წინანდელი ბინადრობის ადგილის მონაცვლეობის მიზეზის გამოსარკვევად შეთხზულ ამბავთან გვქონდეს საქმე და ამ ცნობას იგი საყურადღებოდ მიიჩნევს, როგორც ქართველთა სამხრეთული წარმომავლობის შესახებ ძველი გადმოცემის არსებობის ერთ-ერთ დამადასტურებელ მოწმობას [221 Джавахишвили 1950, 251; ჯავახიშვილი 1950, 58.]. ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, რომ ლიბიისა და იბერიის ერთ კონტექსტში დასახელება შემთხვევითი ამბავი არ უნდა იყოს და ხაზს უსვამს კავ/გვ. 51/კასიელი იბერების აღმოსავლეთით, ალბანეთში, ლუბენებისა თუ ლიპონების (რომელთაც აგრეთვე ლეპონებს უწოდებენ) ბინადრობის ფაქტს [222 Джавахишвили 1950, 250-251.]. პლინიუსის ცნობით, ლუპენები (Lupeniorum) ალბანეთის საზღვრებთან, კავკასიონის ფერდობებზე ცხოვრობდნენ (Plin., NH, VI, 29). . . პევტინგერის რუკაზე აღნიშნულია სახელწოდება ლუპონესი” (Lupones - Tab. Peut., XI, 5), ხოლო რავენის ანონიმთან მოიხსენიება ლეპონთა ქვეყანა (Patria Lepon - Anon. Rav., II, 12). კლავდიოს პტოლემაიოსის რუკაზე იბერიისა და ალბანეთის საზღვარზე სოფელი ლუბიონია (Λούβιον κμη) აღნიშნული (Cl. Ptol., V, X, 2). აგათანგელოსის ბერძნულ ვერსიაში დასახელებული ლიფენების (Λιφννιοι) ტომი (Agath., 169). ლბინების ტომს იცნობენ სომეხი ისტორიკოსები ეღიშე (V .) და მოვსეს კაღანკატვაცი (X .) [223 იხ. პაპუაშვილი 1963, 46-50; პაპუაშვილი 1970, 72.]. VII . ანონიმურ სომხურ გეოგრაფიაშიდასახელებულია ლბინების ტომი, რომელთა სახელწოდება, თუმცა კი აქ დეფექტური წაკითხვითაა შემონახული - ფლიქები (Փւիք), ნაცვლად ლფნიქებისა (լփնիք) [224 პაპუაშვილი 1963, 46; პაპუაშვილი 1970, 72-73.]. . პაპუაშვილის აზრით, ლეონტი მროველის მიერ მოხსენიებული დაბა ელარბინისსახელი (ლეონტი მროველი, I, 85) უნდა იყოს ქართული ფორმით გადმოცემული სომხური წყაროების ლრბნიკიანუ ლფნიქი”; ამავე დროს, მისსივე შენიშვნით, ახ. . III . ავტორის იპოლიტე რომაელისადმი მიწერილი ქრონიკებისბერძნულ ტექსტში მოხსენიებულ ჰერებს - ρρατοι, VII . სომხურ ენაზე გადამუშავებულ ვარიანტში შეესაბამებიან ლფნიქები (იგივე ლბინები) [225 პაპუაშვილი 1963, 49-50; პაპუაშვილი 1970, 76, 82-83.]. ზოგიერთი მეცნიერის მიერ გამოთქმულია აზრი, ეთნონიმ ლბინის”, ტომისა და ქვეყნის სახელწოდება - “ალბანეთთანდაკავშირების შესაძლებლობის შესახებ [226 იხ. Еремян 1939, 148-149.]. აღსანიშნავია, რომ ევსები კესარიელთან დაცულ მეგასთენეს ზემომოყვანილ ცნობაში არა კონკრეტულად იბერების გადმოსახლებაა ნაუწყები, არამედ ზოგადად აღინიშნება, რომ ნაბუქოდონოსორმა ლიბიასა და იბერიაზე გალაშქრების შედეგად ადგილობრივი მცხოვრებლები პონტოს მარჯვენა მხარეს გადაასახლა (Euseb., Praep. Evang., IX, 41, 1). თავისთავად ცხადია, რომ ამ ცნობის მეგასთენესეულ, . . ამ საკითხთან დაკავშირებით უძველეს ვარიანტში, ნაგულისხმები იყო ლიბიელთა გადმოსახლებაც.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა აზრი, აღნიშნული ცნობის კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის ჰეროდოტისეული შეხედულების (Her., II, 103-105) საფუძველზე ჩამოყალიბების შესახებ [227 იხ. ზემოთ ( ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 184.]. მაგრამ, მეგასთენესთან მოხსენიებული ლიბიის ადგილმდებარეობის გარკვევისათვის, ვფიქრობთ, ყურადსაღებია ანტიკური /გვ. 52/ წყაროების მინიშნებები სამხრეთშავიზღვისპირეთული ლიბიის არსებობის თაობაზე [228 [გვ. 159] შესაძლოა, სწორედ სამხრეთი და აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის ეთნო- ტოპონიმების დამთხვევა თუ მსგავსება აფრიკისათვის დამახასიათებელ სახელწოდებებთან დაედო, ძირითადად, საფუძვლად ანტიკურ ხანაში გავრცელებულ წარმოდგენას კოლხთა და ეგვიპტელთა ნათესაობაზე (ჰეროდოტეს გარდა იხ. Apoll. Rhod., IV, 272-280; Diod., I, 55; Plin., NH, XXXIII, 52; Amm. Marc., XXII, 8(24); Val. Flac., V, 418-421; Av., 873-874). აღსანიშნავია, რომ ანტიკურ ხანაში ეთნონიმთა დამთხვევას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამა თუ იმ ტომთა საერთო წარმომავლობის სამტკიცებლად; შდრ., მაგ., წარმოდგენა კავკასიისა და პირენეს (იბერიის) ნახევარკუნძულის იბერთა ნათესაობაზე (Strabo, I, III, 21; Dion. Per., 697-699; App., Mithr., 101). შუა საუკუნეებშიც, აბისინელთა სახელწოდებასთან მიმსგავსებული - კოლხეთში გავრცელებული ბას || ბაშ ძირიანი ტოპონიმები თუ ეთნონიმები, როგორც ჩანს, საფუძვლად ედება წარმოდგენას (ალბათ, კოლხთა “ეგვიპტური წარმომავლობის” გათვალისწინებით) მდ. ფასიდ/ფასისა და ფსაროსის ნაპირებზე ეთიოპთა ბინადრობის შესახებ (იხ. ჯანაშია 1952e, 271-272; ინგოროყვა 1954, 223-224).]. ძვ. . IV-III სს. ავტორის პალეფატ აბიდოსელის თხზულების ტროის ომის შესახებმიხედვით, მაკროკეფალები ლიბიაში კოლხებს ზემოთ ცხოვრობდნენ (Pal., Tr., VII, 2). პოლუქსის (ძვ. . II .) ცნობითაც, მაკროკეფალები ლიბიაში მცხოვრები ხალხია (Pollux, II, 43). ფსევდო-სკილაქს კარიანდელის პერიპლუსიაზუსტებს, რომ მაკროკეფალები ტრაპეზუნტის მახლობლად სახლობდნენ (Ps.-Scyl., 85). ძვ. . IV . მოღვაწე დიოფანტი პონტიკაში” (სტეფანე ბიზანტიონელი ამ თხზულებას შეცდომით პოლიტიკასუწოდებს) ლიბისტინებს კოლხების მომიჯნავე ხალხად მიიჩნევს (იხ. Steph. Byz., s. v. Λιβυστνοι). ვფიქრობთ, თვით დიოფანტის თხზულების სათაური - “პონტიკა”, ცხადყოფს, რომ ლიბისტინებისა და კოლხების საცხოვრისად პონტოსპირეთია ნაგულისხმევი. სტეფანე ბიზანტიონელიც შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებს გულისხმობს, როდესაც მოჰყავს ლიკოფრონეს სიტყვები, ლიგისტიკური კჳტაჲას არსებობის შესახებ და დასძენს, რომ ლიბისტინები, კოლხების მეზობელი ხალხია (Steph. Byz., s. v. Κύτα).

 

. ურუშაძის აზრით, ლიბია (ლიბისტიკე) უნდა დაუკავშირდეს ჰომეროსთან დამოწმებულ ალიბეს (λύβη), ჰალიძონების საცხოვრისს (Hom., Il., II, 856-857) და არა აფრიკის ლიბიას”; მას დასაშვებად მიაჩნია, რომ პონტოს Λιβύη ხელნაწერის ცდომილების შედეგად იყოს λύβη-საგან მიღებული [229 ურუშაძე 1964, 127, 500, შენ. 1.].

 

პონტოში ლიბიისარსებობის ერთ-ერთ გამოხატულებად ალბათ შეიძლება ჩაითვალოს პლინიუსის ცნობა, ტრაპეზუნტის დასავლეთით ციხე-სიმაგრე ლივიოპოლისის არსებობის თაობაზე (Plin., NH, VI, 11) [230 [გვ. 159] პლინიუსი იუწყება აგრეთვე ბითინიაში ქალაქ ლიბისას არსებობას (Plin., NH, V, 148).]. აღსანიშნავია, რომ წარმომავლობის წიგნისტექსტში, იმ ტომებს შორის, რომელთაც საკუთარი ენა აქვთ, დასახელებული არიან: არმენიელები, ჰიბერები, ლიბრანები, სკვითები, სანები და ბოსფორანები (Liber Generations, 25, 35); როგორც ჩანს, ლიბრანებში ნაგულისხმევია შავიზღვისპირეთში ან მის მახლობლად მცხოვრები ტომი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენადმე ყურადღებას იპყრობს, პირველად აპოლონიოს როდოსელთან მოხსენიებული ფილირების ტომის სახელწოდება (Apoll. Rhod., II, 392), ეგებ და ბგერების მეტათეზისის შედეგად მიღებული. როგორც, ზემოთ აღინიშნა, სამხრეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ავლიონის გამოქვაბული და მდინარე კალიხორი მდებარეობდა, გადმოცე/გვ. 53/მის თანახმად, ინდოეთიდან მობრუნებულ მითიურ ლიბერს (იგივე დიონისიოს/ბაქხუსს) ორგიები განუახლებია (Amm. Marc., XXII, 23); ვფიქრობთ, არც ამ კონტექსტში უნდა იყოს შემთხვევითი აღნიშნულ რეგიონთან ლიბერის დაკავშირება [231 [გვ. 159] . ჯანაშია შენიშნავდა, რომ ჰერაკლეს მსგავსად, პომპოუს ტროგუსისფილიპიკურ ისტორიებშინახსენებიაღმოსავლეთის მეფე ლიბერიც”, კოლხეთის მეზობელი მხარეების მპყრობელი ჩანს (ჯანაშია 1952b, 239). ხომ არ არის მეფე ლიბერის სახელწოდება ხეთური სამეფო ტიტულის - ლაბარნას რემინისცენციისა და რომაული ნაყოფიერების ღვთაების - ლიბერის სახელწოდებასთან კონტამინაციის შედეგად ჩამოყალიბებული?].

 

სამხრეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალური ნაწილისათვის სახელწოდება ლიბიისათუ მსგავსი ძირიდან ნაწარმოები სხვა სახელების დაკავშირებისას მნიშვნელოვან გარემოებად გვესახება სტრაბონის შეხედულება იმის შესახებ, რომ ხალიბების ძველი სახელწოდება ჰომეროსის მიერ მოხსენიებული ალიბე” (Hom., Il., II, 857) ყოფილა; სტრაბონის სიტყვებით: “ამჟამინდელი ხალდები (Χαλδαϊοι) ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ... ვფიქრობ, სწორედ მათ უწოდებს ჰალიძონებს პოეტი კატალოგშიპაფლაგონიელების შემდეგ: “ხოლო ჰალიძონებს ოდიოსი და ეპისტროფოსი მოუძღოდნენ შორეული ალიბედან, სადაც ვერცხლის სამშობლო არისან ტექსტი შეცვლილა შორეული ხალიბედან”, ან არადა ამ ხალხს ადრეულ ხანებში ხალიბებისნაცვლად ალიბებიეწოდებოდათ, ხომ არც ახლა იქნებოდა შესაძლებელი მათთვის ხალდებისშერქმევა, ამ სახელის ხალიბებისაგანწარმოებით, უწინ რომ არ ეწოდათ მათთვის ალიბებისნაცვლად ხალიბები”; მითუმეტეს, რომ სახელწოდებები მრავალ ცვლილებას განიცდიან, განსაკუთრებით კი ბარბაროსთა შორის” (Strabo, XII, III, 19-20). საყურადღებოა, რომ შეხედულება, სახელწოდება ხალიბისჰომეროსისეული ალიბესაგანწარმომავლობის შესახებ, სტრაბონისავე გადმოცემით, ცნობილი ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. . III . გრამატიკოსისა და გეოგრაფოსის დიმიტრიოს სკეპსისელისთვისაც, რომელსაც არ გაუზიარებია ეს აზრი (Strabo, XII, III, 20, 21-23). იქნებ სწორედ ალიბეელების შესახებ არსებული რაიმე ცნობა დაედო საფუძვლად ევდოკია მაკრემბოლიტისეს წარმოდგენას ალბანელებისაგან მეგრელების წარმომავლობის შესახებ; მისი სიტყვებით ხომ: “ალბანელები ახლანდელი მინკრელებია”; აღსანიშნავია, რომ ევდოკიას თავისი მითოლოგიური კრებულისათვის მრავალი ძველი წყარო დაუდვია საფუძვლად [232 იხ. ურუშაძე 1964, 124.].

 

განსხვავება ალიბესადა ხალიბებსშორის, ვფიქრობთ, შეიძლება აიხსნას სახელწოდება ხალიბში”, ხათური და ქაშქური ენებისათვის დამახასიათებელი ტოპონიმების მაწარმოებელი a- პრეფიქსის არსებობის გათვალისწინებით [233 [გვ. 160] იხ. Гиоргадзе 1961, 203; Камменхубер 1980, 89; Schuler 1965, 105. თუმცა, ამ ეთნონიმში თავკიდურა a- ფუძეულ ხასიათზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთით, . ნერიქის მახლობლად მდებარე საკულტო მთის ხახარვას სახელწოდება (იხ. Garstang & Gurney 1959, 7, 20n. 4; 22, 117), რომელიც, როგორც ფიქრობენ, კიზილ-ირმაკისა და დევრეზის შეერთების ადგილას მდებარე ადადაღის მთას უნდა წარმოადგენდეს (იხ. Dinçol & Yakar 1974, 578, maps 1, 3).]. სახელწოდებების ალიბესადა ლიბიისშემცველი ძირი იქნებ წარმოდგენილია ხეთური ხანის ქალაქის Zalpa || Zalpuwa- სახელწოდებაშიც, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ხათურში არსებობდა ტოპონიმთა მა/გვ. 54/წარმოებელი ta- პრეფიქსი, ხოლო ta და za მარცვლების მონაცვლეობა დამახასიათებელი მოვლენაა ამ ენისათვის [234 იხ. Schuler 1965, 105; Камменхубер 1980, 40, 45.]. მსგავს ვარაუდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, როგორც ბოლო ხანებში დადგინდა, ქალაქი ცალფა მდებარეობდა შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. მარასანთიას, შემდეგდროინდელი ჰალისის (თანამედროვე კიზილ ირმაკის) შესართავთან [235 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 178.]. აღსანიშნავია, რომ მდ. ჰალისის სახელწოდებას ზოგიერთი მკვლევარი უკავშირებს ალიბის ქვეყნისა და ჰალიძონების ტომის, აგრეთვე ამ უკანასკნელთა შთამომავლებად მიჩნეულ ხალიბთა სახელებს [236 იხ. მიქელაძე 1974, 78-79, 120-121; Адонц 1908, 59; Прим. ред. –  Латышев 1949, № 1, 273, прим. 8.]. თანამედროვე ინჯებურუნის ნახევარკუნძულის ძველი სახელწოდებაც - ლეპტე (Arr., PPE, 14), რომელიც ბერძნულ სიტყვას λεπτός- (წვრილი, ვიწრო, თხელი) უკავშირდება, არ არის გამორიცხული, რომ თავდაპირველად ადგილობრივ, იქნებ ლიბძირის შემცველ სიტყვასთან მიმსგავსების შედეგად იყოს აღმოცენებული. ამავე საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს ბიბლიის ტექსტში არაერთხელ მოხსენიებული ქვეყნის სახელწოდების Pw-ის ლიბიადწაკითხვის იოსებ ფლავიუსისეული ტრადიციის არსებობა და რომელიც, როგორც ეს . დიაკონოვმა დაასაბუთა Pô-ად უნდა იკითხებოდეს და აფრიკის ლიბიისნაცვლად პონტოსუნდა აღნიშნავდეს [237 Дьяконов 1981, 61-62.]. ალბათ, შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ, საკვლევ საკითხთან მიმართებაში, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ორიენტიოსისა და ძმათა მისთა მარტვილობისსამიდან ერთ-ერთ, მოკლე სვინაქსარულ ვარიანტში, რომელიც ბერძნულ ენაზეა შემორჩენილი, “ლაზთა ქვეყნის” - Λαζικήν-ის ნაცვლად წერია Λιβυκήν; საყურადღებოა ისიც, რომ გიორგი მთაწმინდელის ქართულ თარგმნში, ამ ადგილას იკითხება ქვეყანა ოვსეთისაჲ”, რაც . კეკელიძის შენიშვნით, ქართველი მთარგმნელის გეოგრაფიული ორიენტაციის შედეგია [238 კეკელიძე 1957, 294, 301, 325.].

 

უკანასკნელ ხანებში . ყაუხჩიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, ძვ. . III . ავტორის ლიკოფრონის პოემა კასანდრაშინახსენები ლიგისტიკური კჳტაჲას” (Lycophr., Alex., 1312) “ლიბისტიკურადშესწორების საჭიროების შესახებ [239 Каухчишвили 1980, 102-104; Каухчишвили 1979, 116.]. იოანე ცეცე ლიკოფრონის პოემის შესაბამისი ადგილის კომენტარში, როგორც ლიგისტიკეს”, ასევე ლიბისტიკესგანმარტებას იძლევა (Tzetzae ad Lycophr., Alex., 1312), ხოლო სტეფანე ბიზანტიონელი პირდაპირ მიუნიშნებს, რომ ლიგისტიკურიმას ლიბისტიკურადესმის (Steph. Byz., s. v. Κύτα); ევსტათი თესალონიკელი ლიკოფრონის ციტირებისას მხოლოდ ლიგისტიკურ ქალაქსიხსენიებს; მისი აზრით, კოლხი ლიგიელები წარმოშობილი არიან ევროპელი ლიგიე/გვ. 55/ლებისაგან, რომელთაც იგი ლიგურებთან აიგივებს (Eust. ad Dion. Per., 76); ძველი სქოლიასტის მიხედვითაც: “კჳტაჲა კოლხების ქალაქია, ხოლო ლიგისტინელები კოლხების მეზობლად მცხოვრები ხალხია”, თუმცა, შემდეგ დასძენს, რომ ლიგისტინელები პელასგებს ეომებოდნენ” (Schol. ad Lycophr., Alex., 1312, 1356) [240 Каухчишвили 1980, 102.].

 

როგორც ჩანს, “ლიგისტიკესშეცვლა ლიბისტიკეთიუნდა მომხდარიყო გარკვეულ ენობრივ გარემოში, გუტურალური ფონემის დაკარგვისა და ხმოვანთა შორის გლაიდის გაჩენით; კერძოდ, გამოითქვა ვარაუდი ანალოგიური ტრანსფორმაციის შედეგად ლუვიური სახელწოდება Luwija- ხეთური Lukka-საგან მიღების თაობაზე [241 [გვ. 160] იხ. Нойман 1980, 331. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქვეყნის სახელწოდებალუკაწინალუვიური, არაინდოევროპული, წარმოშობისაა (Нойман 1980, 331). ეგეიდასა და მცირე აზიაში ფართოდ გავრცელებულ ანალოგიურძირიანი ტოპონიმების შესახებ იხ. Гиндин 1967, 99-108.]. ქართველურ სამყაროში მსგავსი შემთხვევა დასტურდება კლარჯეთში, მდ. ჭოროხის ქვემო დინებასთან მდებარე ოლქის ნიგალის სახელწოდების ტრანსფორმაციით: ნიგალი > ლიგანი > ლივანა. აღსანიშნავია, რომ l და n ბგერათმონაცვლეობა დამახასიათებელია ხეთური ხანის ჩრდილოეთი ანატოლიის ტოპონიმებისათვის [242 იხ. Schuler 1965, 101.]. შეხედულება დასავლურანატოლიური ტოპონიმების ალოპესადა ლიკიისიდენტურობის შესახებ, ოღონდ ალოპესადრეულობის თვალსაზრისით, წარმოდგენილი ყოფილა ახ. . II . ავტორის თემისტაგორეს ოქროს წიგნში”, რომლის შესახებ ცნობა ელიანუს ჰეროდიანს შემოუნახავს (Ael. Her., I, 28). ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ის, რომ სტეფანე ბიზანტიონელისული სქემით, ხამხრეთანატოლიელ პისიდიელთა ეპონიმი პისიდასი (Πισίδαι), ძე იყო სოლიმოსისა (სოლიმების ეპონიმი), რომელიც თავის მხრივ ზევსისა და ხალდენეს (Χαλδήνη - ხალდების ეპონიმის?) შვილია; ეს გარემოება . კრეჩმერს საშუალებას აძლევდა დაესკვნა, რომ ლიკიისა და პისიდიის თავდაპირველი მოსახლეობა ხალდენეს შთამომავლებად არის გამოყვანილი [243 Kretschmer 1934, 152ff.n. 2; იხ. Lehmann-Haupt 1937, 70-71.].

 

ანგარიშგასაწევად მიგვაჩნია შეხედულება ლიგისტიკურ კჳტაჲაშიჩრდილოკაპადოკიური ქალაქის დანახვის შესაძლებლობის თაობაზე ლიგიებისა და ლევკოსირების სახელწოდებათა ფონეტიკური მსგავსების გამო [244 [გვ. 160] იხ. Прим. ред. –  Латышев 1947, № 4, 268, прим. 6; Прим. ред. –  Латышев 1948, № 3, 322, прим. 6. . მაქქვინის აზრით, ბერძნებმა ლევკოსირებს თეთრი სირიელების სახელი უწოდეს, ვინაიდან ისინი იმავე იეროგლიფურ-ლუვიურ ენაზე მეტყველებდნენ, რომელზედაც სირიის ახალხეთური სახელმწიფოების მოსახლეობა (Macqueen 1975, 60). [გვ. 161] თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომლიგისტიკურ კჳტაჲაში”, მდ. ჭოროხის აუზში მდებარე პუნქტი ივარაუდებოდეს; როგორც ვიცით, ჭოროხის (ფასისის, აფსაროსის) ერთ-ერთ შენაკადს ლიკოსი ეწოდებოდა (Apoll. Rhod., IV, 131; Cl. Ptol., V, VI, 6).]. ამავე საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს იოანე ცეცეს კომენტარი, რომ მდ. ფასისთან მცხოვრები კოლხები, იგივე ლაზები, იწოდებიან აგრეთვე აზიელ სკვითებად და ლევკოსირებად (Λευκσυροι)” (Tzetzae ad Lycophr., Alex., 887). როგორც ცნობილია, ანტიკურ სამყაროში სკვითები”, ხშირად კრებით სახელს წარმოადგენდა პონტოსპირეთში მცხოვრები ტომებისათვის, ხოლო ლევკოსირებთან (რომელთა სახელწოდებაც ასეთივე ფართო კრებით მნიშვნელობას არ ატარებდა) კოლხების დაკავშირება, საფიქრებელია მათ ეთნოკულტურულ ერ/გვ. 56/თობაზე მიუნიშნებდეს. როგორც ჩანს, იოანე ცეცე იცნობდა წყაროს, სადაც ნაუწყები იყო კოლხებისა და ლევკოსირების ახლობლობის შესახებ. დამაფიქრებელია აგრეთვე სოფოკლეს მიერ ტიმპანისტებშიკოლხების, ხალდების და სირიელების ერთად მოხსენიებაც: “კოლხიც, ხალდიც და სირიელთა ტომიც” (Steph. Byz., s. v. Χαλδαοι), თუ ხალდშიშავიზღვისპირეთელი ხალდი არის ნავარაუდევი, მაშინ სირიელში” - ლევკოსირი უნდა იგულისხმებოდეს.

 

ლიგიებისა თუ ლიგისტინების სახელწოდების გენეზისის დადგენისათვის გასათვალისწინებელია, ჰეროდოტეს მიერ, მატიენებთან, მარიანდინებთან და სირიელებთან ერთად, დასახელებული ლიგიელთა ტომი (Her., VII, 72), აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაშიმოყვანილი ლიკასტიელი ამაძონები” (Apoll. Rhod., II, 999), მდ. ჰალისსა და თემისკირას შორის მდებარე ქალაქი ლიკასტოსი (Pomp. Mela, I, 19, 105; Plin., NH, VI, 9-10). ამავე სახელწოდების ქალაქი, ჰომეროსის ცნობით, ყოფილა კუნძულ კრეტაზეც (Hom., Il., II, 647; Strabo, X, IV, 14). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მარიანდინების ქვეყნის მეფის ლიკოსის სახელი (Apoll. Rhod., II, 139, 752, 759 და სხვ.), ამავე ქვეყნის მდინარის სახელწოდება ლიკოსი (Apoll. Rhod., II, 724) და ანალოგიური სახელწოდების მდინარე პონტოში (Strabo, XI, XIV, 7; XII, III, 15); როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ლიკოსი მდ. ჭოროხის ერთ-ერთ შენაკადსაც ერქვა. ლიგიელთა ვინაობის გარკვევისათვის მხედველობაში მისაღებია ახ. . I . ავტორის, ისიგონე ნიკეელის ცნობა, რომ ლიგიელები კლდეებიდან გადაისვრიან ხოლმე თავის მშობლებს, როდესაც ისინი სიბერის გამო უსარგებლონი ხდებიან” (Isig. Nic., LXV, 1). ეს ცნობა სრულ თანხმობაშია ანტიკური ხანის მწერლების გადმოცემასთან ტიბარენების შესახებ. მაგალითად ახ. . III . ავტორის პორფირიოსის ცნობით, ტიბარენები უახლოეს მოხუც ნათესავებს ცოცხლებს გადაისროდნენ ხოლმე კლდეებიდან (Porph., IV, 21); იგივეს იმეორებენ ევსები კესარიელი (Euseb., Praep. Evang., I, 47) და ახ. . V . მოღვაწე თეოდორიტე კჳირელიც (Theod., HTP, IX, 1045). როგორც ვხედავთ, ლიგიელთა შესახებ ცნობა უფრო ძველია და საფიქრებელია, რომ მსგავსი წარმოდგენა შედარებით გვიან ხანებში გავრცელდა ტიბარენებზე, ლიგიელთა თუ ლევკოსირთა შესაძლო მემკვიდრეებზე.

 

ეთნონიმ ტიბარენზემსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ გარდა სატომო სახელის ფუნქციისა, მას, “ტიბარენიისადა ტიბარენული ხალხებისფორმით ხშირად კრებითი მნიშვნელო/გვ. 57/ბაც ჰქონდა (Strabo, II, V, 31; VI, IV, 3; XI, XIV, 1; XII, III, 1; Ps.-Orph., 741) ერთმანეთის მონათესავე, და როგორც მრავალი მონაცემით ირკვევა ქართველური წარმომავლობის მქონე [245 [გვ. 161] პონტოში მოსახლე ტომების ქართველური კუთვნილების საკითხი საფუძვლიანად არის შესწავლილი სამეცნიერო ლიტერატურაში, იხ., მაგ., მელიქიშვილი 1961, 87-119; მიქელაძე 1967, 86-109; მიქელაძე 1974, 114-149.], ტომებისათვის, რომლებიც მდ. ჰალისის შესართავსა და კოლხებს შორის სახლობდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკანასკნელ ხანებში . დიაკონოვმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქსენოფონტის ანაბასისშიგვხვდება ცნობა შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიების: სინოპის, კოტიორის, კერასუნტის, ტრაპეზუნტის და, შესაძლოა, ფასისის, ერთ ფედერაციაში გაერთიანების შესახებ (Xen., Anab., V, V, 8-10), რომლის სახელწოდებაც ჯერ კიდევ მაშინ (ძვ. . 399 .) იყო - “პონტო” (Πόντος - Xen., Anab., V, VI, 25)  და რომელიც ბიბლიურ ტექსტებში გრაფიკულად Pw-ით გადმოიცემოდა (Ezek., 27:10-15, 30:5; Isa., 66:18-27; Jer., 25:24, 46:9); . დიაკონოვის აზრით, ამ სახელწოდების სემიტური ეთნიკონი უნდა ყოფილიყო *ponṭî > *poṭṭî, ხოლო თვით ფედერაციის სახელი იკითხებოდა Pô, რაც პონტოდუნდა ითარგმნებოდეს [246 [გვ. 161] Дьяконов 1981, 61-62. დიონისიოს პერიეგეტის განსაზღვრებით, პონტოელი ტომები ეწოდებათ სამხრეთ შავიზღვისპირეთში კოლხებიდან და ფასისიდან თრაკიის სრუტემდე და ქალკიდის მიწებამდე მცხოვრებლებს (Dion. Per., 762-764). ეს ცნება შედარებით უფრო დაკონკრეტებული, როგორც ჩანს, სტრაბონს ჰქონდა (Strabo, XI, VIII, 4).]. აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტის ტექსტის მიხედვით პონტოეწოდება არა საკუთრივ ჩამოთვლილი ბერძნული ახალშენების ტერიტორიას, არამედ, როგორც ჩანს, მოიცავს უფრო ფართო ცნებას, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს, მხარეს სადაც ქსენოფონტის თანამოლაშქრეები იმყოფებიან; ყოველ შემთხვევაში ეს დადასტურებულია ტრაპეზუნტსა და კოტიორის შორის მდებარე მიწა-წყლის მისამართით (Xen., Anab., V, VI, 25; V, VII, 15).

 

ყველაზე ადრე სატომო სახელი ტიბარენიგვხვდება ძვ. . VI . მოღვაწის ჰეკატეოს მილეტელის დედამიწის აღწერილობაში”, სადაც იგი ტიბარის (Τιβαροί) ფორმით არის წარმოდგენილი (Hec., fr. 193). ამავე ფორმით გვხვდება ეს ეთნონიმი ევსები კესარიელის ზემოთ მოყვანილი ტექსტის ერთ-ერთ ნუსხაშიც [247 იხ. გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 26, შენ. 2.]. . ჯანაშიას ვარაუდით, -ენ, -ან სუფიქსი სახელწოდება ტიბარენ || ტიბარან”-ში უნდა გაჩენილიყო არაუადრეს ძვ. . V . [248 ჯანაშია 1937, 229-232.] ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ || > || > 0 შესატყვისობის დადგენა საშუალებას იძლევა თუბალ-თაბალ-ტიბარენის” “იბერთანდაკავშირებისა [249 ჯავახიშვილი 1960, 402-404.]. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა ეჭვი, რომ აღნიშნული შესატყვისობის დაშვება არ უნდა იყოს მართებული, ვინაიდან თანამედროვე ფონეტიკის მიღწევების მიხედვით არ დასტურდება ბგერათგადასვლა ნულოვანი ფორმიდან /-მდე და შესაბამისად უარყოფილი იქნა ტიბარენის” “იბერთანდაკავშირების შესაძლებლობაც [250 იხ. ყაუხჩიშვილი 1983, 53.].

 

სახელწოდება ტიბარენშითავკიდურა - ნულოვან ფორმაში გადასვლის, ანუ გაქრობის შესაძლებლობის დაშვებისას, ვფი/გვ. 58/ქრობთ, გასათვალისწინებელია ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთისა და კავკასიური სამყაროსათვის დამახასიათებელი ის ეთნო- ტოპონიმები, რომლებშიც აგრეთვე დასტურდება თავკიდურა || - დაკარგვის ფაქტი. ასეთ ტერმინთა რიცხვს განეკუთვნება კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ მტკვრის გაყოლებაზე მოხსენიებული ტოტენე (Cl. Ptol., V, XII, 9), დადასტურებული II-III სს. ავტორის ასინიუს კვადრატოსის პართიკაშიოტენეს ფორმით (Steph. Byz., s. v. Ώτηνή). პტოლემაიოსთან მოცემული, მდ. მტკვრთან მდებარე მეორე პროვინციის ტოსარენეს სახელწოდება (Cl. Ptol., V, XII, 9), როგორც ჩანს, ასინიუს კვადრატოსთან, ასევე მდ. მტკვარზე მდებარე და ოტენესთან ერთად ნახსენებ, ობარენეს სახით არის წარმოდგენილი (Steph. Byz., s. v. Ωβαρηνοί). ობარენებს, ზოგიერთი მკვლევარი, ევდოქს როდოსელის (ძვ. . III .) მიერ მოხსენიებულ, ხალიბების ირგვლივ მცხოვრებ ხაბარენებთან (Χαβαρηνοί) აიგივებს [251 [გვ. 161] იხ. Прим. ред. –  Латышев 1947, № 3, 274, прим. 1. საგულისხმოა, რომწარმომავლობის წიგნშიმოხსენიებულლიბრანებს” (Liber Generations, 25), ამავე თხზულების სხვა ადგილას, იმავე კონტექსტში, “ბირრანებიენაცვლება (Liber Generations, 35). ჩამოთვლილ ტომთა თანმიმდევრობაში ერთადერთი განსხვავებაა ისაა, რომ ბოსფორანებსა და სანებს ადგილი აქვთ შეცვლილი; ეს იმით არის განპირობებული, რომ ტომთა ჩამოთვლის შემდეგ, მეორე შემთხვევაში, სანების შედარებით ვრცელი დახასიათება არის მოცემული. ხათურ-ქასქურ სამყაროში a- პრეფიქსის არსებობის შესახებ, იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 233.]. თითქოს ეთნონიმებში ობარენიდა ხაბარენი”, იგივე ძირია წარმოდგენილი, რაც იბერსადა ტიბარენში”; საყურადღებოა, რომ იპოლიტე რომაელის ცნობით: “კაპადოკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში, ცხოვრობენ არმენიელები, იბერები და ბერანები” (Hippol., Liber Generations, 232). თავკიდურა || - დაკარგვის საკითხთან მიმართებაში გასათვალისწინებელია ევსტათი თესალონიკელის შენიშვნა, რომ კასპიის ზღვსთან მცხოვრები ჰუნების სახელწოდება თუნები, უნდა დაიწეროს θ- გარეშე, როგორც უნები (Eust. ad Dion. Per., 730); მისივე ცნობით, კასპიისპირეთში მცხოვრები ტომის, აპირების სახელწოდებას, სტრაბონი თავკიდურა τ-თი, ტაპირებად მოიხსენიებს (Strabo, XI, IX, 1; Eust. ad Dion. Per., 730). ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ტორეტების სახელწოდება (Ps.-Scyl., 74; Dion. Per., 682) დადასტურებულია ორეტებისფორმითაც (Prisc., Per., 660; Eust. ad Dion. Per., 683).

 

სავარაუდოა, რომ || თავსართი ეთნონიმთა მაწარმოებელ პრეფიქსს წარმოადგენდეს [252 [გვ. 161] თუმცა, მდინარის სახელწოდება - თერგი, ცენტრალური კავკასიონის რეგიონში გავრცელებულ სხვა ანალოგიურძირიანი ჰიდრონიმებისაგან - არაგვი, არღუნი, სწორედ თავკიდურა - არსებობით გამოირჩევა (შდრ. St.-Martin 1847, 103-104). ყურადღებას იპყრობს აგრეთვე, თავკიდურა - დაკარგვის შესაძლებლობა ქვეყნის სახელწოდებადაიაენეშითუ კი იგიაიასთანარის დაკავშირებული (იხ. მიქელაძე 1974, 167) და პლინიუსთან დვალებისვალებადმოხსენიების ფაქტი (Plin., NH, 30; შდრ. Allen 1964a, 174). ვალებში რომ დვალები უნდა იგულისხმებოდნენ, მიგვანიშნებს მათ მეზობლადკავკასიის კართან”, გურდის მთებში მცხოვრები სუანების მოხსენიება, რომელთა იდენტურობასაც სვანებთან მოწმობს პლინიუსისა და სტრაბონის ტექსტების შეჯერება (Plin., NH, 30; Strabo, XI, II, 19). პლინიუსი სვანებს სხვა ადგილას იხსენიებს და აღნიშნავს, რომ მათი ქვეყნიდან გამოედინება მდინარე ხობი (Plin., NH, VI, 14)).]. ამ მხრივ, ყურადღებას იპყრობს ევსტათი ანტიოქელის (ახ. . IV .) “ექჳსთა დღეთა განმარტებაშინაუწყები, თაბალელთა ბიბლიური პირველწინაპრის სახელი - ობელი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იქვე მესხენების პირველწინაპარს ოსოხი ეწოდება [253 Migne XVIII, 753; იხ. გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 35, შენ. 1.], ხოლო ქართველურ ენებში ეთნონიმთა მაწარმოებელი ცნობილი პრეფიქსია [254 [გვ. 161] შდრ. ჯავახიშვილი 1960, 410; ჯანაშია 1937, 208. ეს გარემოება, შესაძლოა, მოსხთა ქართველური კუთვნილების სამტკიცებელ ერთ-ერთ საბუთად გამოდგეს.]. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა ნაწილობრივ გასათვალისწინებელი იყოს ის გარემოება, რომ თავკიდურა - დაკარგვის ფაქტი დასტურდება ჭანურ ენაში შემორჩენილ სამშაბათი დღის აღმნიშვნელ სახელებში. სამშაბათის აღმნიშვნელი სახელი ჭანურში ოთხია: ერკინაჩხა, ეკინაჩხა, ტიკინაჩხა და იკინაჩხა; მათ ფუძე/გვ. 59/ულად ივ. ჯავახიშვილი ერკინა”- და ტიკინა”- გამოყოფს, ხოლო უძველეს ფორმას ტერკინ”-ის სახით აღადგენს, რომელსაც მცირეაზიული ღვთების სახელს ტარკუნს” (იგივე - თარხონს) უკავშირებს [255 [გვ. 162] ჯავახიშვილი 1960a, 133-137. თავკიდურა დენტალის მერყეობის თვალსაზრისით, ეგებ, ყურადღებას იპყრობდეს მცხეთის ღვთაებების აჲნინას და დანინას სახელები (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320; აინინას და დანანა - ლეონტი მროველი, I, 27).].

 

შეხედულება ტიბარენთა და იბერთა დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ, სათავეს ალბათ იოსებ ფლავიუსის იმ ცნობიდან იღებს, რომლის მიხედვითაც თუბალები იბერთა წინაპრები არიან; იოანე პეტრიწისეული თარგმანით: “დაამკვიდრებს უკუიჱ თოვილოსცა, თოვილთასა, რომელნი აწ ივერად იწოდებიან” (Josephus, Antiq., I, 124-125); ამავე დროს სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ მსოფლიოს ხალხთა ბიბლიურ ჩამოთვლისას, იაფეტის შვილებს შორის მოხსენიებულ გომერში, იავანში, თუბალში და მეშეხში (Mous., I:10, 2შმდ.) - კიმერიელები, იონიელები, ტიბარენები და მუშქებია ნაგულისხმევი [256 [გვ. 162] იხ. Lenormann 1880, 448-451; Иосселиани 1846, 2-6; Хаханов 1903, 1-3; ჯავახიშვილი 1960, 402-403; Сванидзе 1937, 94-97; ჯანაშია 1937, 237-241; მელიქიშვილი 1961, 103; Toumanoff 1963, 51-57. შავიზღვისპირეთის მეტალურგი ტომების შესაძლო კავშირზეთუბალთანდამეშეხთანის გარემოებაც უნდა მიუთითებდეს, რომ ეს უკანასკნელნი სპილენძის ჭურჭლით მოვაჭრეებად არიან დახასიათებულნი (Ezek., 27: 13), ხოლოთუბალ-კაინისპილენძისა და რკინის ნივთების მწარმოებლად (Gen., 41 22).]. თუბალ-თაბალის სახელთან ტიბარენების სახელწოდების გაიგივებისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ჰეკატეოსისეული ტიბარფორმის (Hec., fr. 193) არსებობას და აგრეთვე პომპონიუს მელასთან დადასტურებულ ტაბერენებს” (Pomp. Mela, I, 19, 106), თუმცა მასთანვე გვხვდება ტიბარანიფორმაც (Pomp. Mela, I, 2, 13). აღსანიშნავია აგრეთვე ევსები კესარიელთან მოყვანილი ფორმა ტიბარინი” (Euseb., Preaep. Evang., I, VI, 181) და კილიკიაში (. . თაბალელთა ტერიტორიის სიახლოვეს) ძვ. . I . რომაელ მოღვაწესთან ციცერონთან დამოწმებული ტიბარანების ტომის სახელწოდება (Cicero, Ad. Fam., XV, 4) [257 [გვ. 162] ჯანაშია 1937, 229-241; . მელიქიშვილი, ერთი მხრივ, ერთმანეთთან აკავშირებს თაბალებს და ტიბარენებს და აღნიშნავს, რომ მოიპოვება შესაძლებლობა ვილაპარაკოთ ერთიან ტიბარენულ-თაბალურ ტომებზე (Меликишвили 1959, 76), მეორე მხრივ, იგი თვლის, რომ ჰომეროსისეულიალიბედაჰალიძონები”, ანტიკური ხანის ეთნონიმებიხალიბიდახალდი”, ურარტული ტერმინიხალიტუდა ასურული სახელწოდებათაბალიშინაარსობრივად ერთმანეთს ფარავენ (მელიქიშვილი 1961, 100-114). . დიაკონოვი ტიბარენების სახელწოდების მსგავსებას ტოპონიმთაბალთანშემთხვევითობად თვლის (Дьяконов 1968, 193-194; Дьяконов 1981, 52).]. . მელიქიშვილისა და . მიქელაძის აზრით, ის გარემოება, რომ თაბალებისა და ტიბარენების სახელწოდებების ეტიმოლოგიის დადგენა ქართველური ენების მონაცემების საფუძველზე ხერხდება, თავისთავად უნდა მეტყველებდეს ამ სახელების მატარებელ ტომთა ეთნიკურ ვინაობაზე [258 [გვ. 162] Меликишвили 1959, 76; მიქელაძე 1974, 131. . თუმანოვის მიხედვით, ქრისტიანობის მიღების შემდეგ დაშესაქმეთა წიგნისგავლენით, დევ-გმირად ქცეული ქართველთა ღვთაება - ქართლოსი, სომეხთა ეპონიმის მიბაძვით, გენეალოგიურად დაუკავშირდაშესაქმეთა წიგნისტაბულა პოპულარომ- და გადაიქცა თოგორმის ძედ (იგულისხმებაქართლის ცხოვრებისთარგამოსი, იხ. ლეონტი მროველი, I, 3-5); . თუმანოვის სიტყვით, ეს იღბლიანი მიხვედრა იყო, ვინაიდან ქალაქი თილ-გარიმუ მდებარეობდა თაბალში, საიდანაც იყვნენ ტიბარები-იბერები წარმოშობით (Toumanoff 1963, 88n. 120; შდრ. Kekelidze 1964, 91-92).]. . ხაზარაძის აზრით, ქართველური ტომის ტიბარენების სახელწოდების ფუძის - “ტიბარისსიახლოვე თაბალთან”, “თუბალ-კაინისორმაგი სახელწოდების მეორე ნაწილის (“კაენის”) ფონეტიკურად იდენტური ვარიანტის გამოვლენა ჭანებით დასახლებულ ტერიტორიაზე ახ. . VI . ავტორის პროკოპი კესარიელის მიერ მოხსენიებული ოკენიტის ჭანებისა”, “სოფელ კენის” (Proc., De aed., III, 6) და სხვ. სახით, ქართულ ეთნოგრაფიაში მაგარი რკინისაღმნიშვნელი ტერმინის ტობარინისარსებობა და ბიბლიური თუბალის იბერების პირველ წინაპრად დასახვა, პირველ რიგში თაბალისა და ქართველური ტომების ადგილსაცხოვრისის ტერიტორიული სიახლოვით უნდა აიხსნას [259 [გვ. 162] ხაზარაძე 1978, 83-84. აღსანიშნავია, რომ პლინიუსს კაენარების ტომი (gentes Caenarum) ხალიბების მეზობლად ჰყავს მოხსენიებული (Plin., NH, VI, 11), “კაინ”- ძირის შემცველ სახელწოდებებზე მსჯელობისას, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ჰეროდოტესთან მოხსენიებული კავნიების ტომის სახელწოდება - Καύνιοι (Her., I, 172).]; ხოლო თვით სახელწოდება თაბალი. ხაზარაძეს ხეთურ-ლუვიური წარმომავლობის მქონედ მიაჩნია, რასაც, მისი თქმით, უნდა /გვ. 60/ მოწმობდეს, თაბალის ქვეყნის არსებობა უძველესი დროიდანვე ხეთურ-ლუვიური ტომების გავრცელების არეალში, თაბალის ონომასტიკონისა და ღვთაებათა პანთეონის ხეთურ-ლუვიური წარმომავლობა, აგრეთვე ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ნაპოვნი ლუვიურ-იეროგლიფურ ენაზე შედგენილი წარწერები [260 ხაზარაძე 1978, 67-70, 77-82.]. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზებს ხელი არ შეუშლია . დიაკონოვისათვის გამოეთქვა უკანასკნელ ხანებში მოსაზრება, ჯერ კიდევ ძვ. . XII . ზემო ევფრატის აუზში წინასომხური მოსახლეობის ბინადრობის შესახებ; რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ძვ. . XI-VII სს. ადგილობრივი ონომასტიკონი და კერძოდ, დინასტიური სახელწოდებები არ ავლენენ სომხური ენის კვალს, მან ახსნა იმით, რომ, შესაძლოა, სომხურენოვანი ოლქების დინასტების სახელებმა ჩვენებმა ვერ მოაღწიეს, ხოლო ზემო ევფრატის მარჯვენა ნაპირის მხარეში ლუვიური დინასტიები ბატონობდნენ (თუმცა, მისი მოსახლეობა სავსებით შესაძლებელია, რომ უკვე სომხურენოვანი ყოფილიყო) და ამავე დროს იეროგლიფური ლუვიური იყო იქ ოფიციალური ენა [261 [გვ. 162] Дьяконов 1981, 58-59. . დიაკონოვი სომეხი ხალხის წარმოშობის მხარედ თვლის ზემო ევფრატის ორივე ნაპირს, იქ, სადაც [გვ. 163] ძვ. . XII-IX სს. “აღმოსავლელი მუშქებიჩანან; ხათე ანუ მელიდ-კამანუ, არმე, იშუა, ცუპა, სუხმა, მისი აზრით, იმ ხანებში უკვე სომხურენოვანი ოლქებია, თუმცა, როგორც მისსივე სიტყვებიდან ჩანს, ძვ. . VI საუკუნემდე შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ სომხური მოსახლეობის არსებობა აღნიშნულ მხარეებში (Дьяконов 1981, 58-59).].

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა . მელიქიშვილის მიერ ადრეგამოთქმული ვარაუდი, რომ ვინაიდან აღმოსავლეთ მცირე აზიაში ხეთურ-იეროგლიფურილუვიური დამწერლობის ენისა და კულტურის გავრცელების არე მნიშვნელოვნად აღემატებოდა საკუთრივ ხეთურ-იეროგლიფურილუვიური ეთნიკური ელემენტის გავრცელების არეს და ძირითადად ურთიერთობის, მწერლობის ენის როლს ასრულებდა, ამიტომ ამავე ტერიტორიაზე სხვებთან ერთად ქართველური ტომების არსებობაცაა საგულვებელი [262 მელიქიშვილი 1961, 119; მელიქიშვილი 1965, 23.]. წინასომხური ტომების ზემო ევფრატის აუზში სახლობას, . დიაკონოვის აზრით, სომხურ ენაში ხურიტულ-ურარტულ სუბსტრატთან ერთად ლუვიური სუბსტრატის არსებობაც უნდა ადასტურებდეს [263 იხ. Дьяконов 1961, 360, 367; Дьяконов 1968, 236-237, 241-242; Дьяконов 1981, 55, 58.]. უფრო ზუსტად - ზემო ევფრატის მარჯვენა ნაპირზე სომეხთა წინასაცხოვრისის ლოკალიზებას, მისივე შეხედულებით, მოწმობს მელიდ-კამანუს სამეფოს ურარტული სახელწოდება āte, რომელსაც სომხური ენისათვის დამახასიათებელი რეფლექსიის შედეგად უნდა მოეცა - hay-k სომეხთა თვითდასახელებისათვის, და აგრეთვე საკუთრივ სომხური ტრადიციის მიერ სომეხთა წარმოავლობის ბიბლიურ თორგომ || თოგარმასთან დაკავშირება (იხ. Մովս. Խոր., I, 5, 10, 12) [264 [გვ. 163] Дьяконов 1968, 135, 233, 235-236; Дьяконов 1981, 59. აღსანიშნავია, რომ ცნობა არმენიელთა თოგორმასაგან წარმომავლობის შესახებ დაცულია 334 წლის ქრონიკაში (Liber Generations), იხ. გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 12.]; როგორც ცნობილია, ბიბლიური Bêt-Tôarmā - “თოგარმას სახლი” (Ez., 38:2) იგივეა, რაც ასურული წყაროების Til-Garimme და ხეთური Tegarama || Tagarama [265 იხ. Toumanoff 1963, 55n. 49; Дьяконов 1981, 50.].

 

სომეხთა წინასაცხოვრისის დადგენისას, ჩვენი აზრით, აუცილებელია სომხურ ენაში გამოვლენილი იმ მძლავრი მეგრულ-ჭანური /გვ. 61/ წარმომავლობის მქონე ფენის გათვალისწინებაც, რომელიც სომხური ენისათვის სუბსტრატულად არის მიჩნეული [266 [გვ. 163] იხ. Марр 1911-1919; Капанцян 1975, 342-379; Абаев 1970; Абаев 1978, 45-51; Климов 1979, 103. ჰეროდოტეს ცნობით, არმენიაში, რომელიც კილიკიელებსა და მატიენებს შორის მდებარეობდა, სათავეს იღებენ მდინარეები ჰალისი, ევფრატი და ტიგროსი (Her., I, 72, 180, 194; V, 49, 52). როგორც ჩანს, ჰალისისა და ჩრდილოეთ ევფრატის სათავეების მხარეში, თუ მათ მახლობლად, არის საძებარი სომხური ენის ზანური სუბსტრატის საცხოვრისი. აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტისკიროპედიისთანახმად, დასავლეთ არმენიაში მოსახლე არმენიელების მეზობლად ცხოვრობდნენ ხალდები (Xen., Cyrop., III, 1-3), რომელთაგან უნდა ჰქონოდათ წართმეული ნაყოფიერი მიწები არმენიელებს (შდრ. Lehmann-Haupt 1937, 58). . მელიქიშვილის აზრით, ძვ. . VII საუკუნეში დასავლურქართული (მეგრულ-ჭანური) ტომების გაერთიანებას - ხალიტუს, მდ. მდ. კარა-სუს (ჩრდილოეთი ევფრატი) ზემო წელზე, სუხმის ქვეყანაში მცხოვრები ტომები უშუალოდ ემეზობლებოდნენ (Меликишвили 1954, 411); სუხმის ქვეყანა (ყოფილი ხაიასა), . მელიქიშვილის განსაზღვრით, თანამედროვე . ერზურუმის სამხრეთითა და მდ. მურატის (აღმოსავლეთ ევფრატი) ჩრდილოეთით მდებარეობდა (Меликишвили 1954, 407).] და წინასომხური მოსახლეობის ახალ სამშობლოში განსახლებისას, იქ ზანურენოვანი მოსახლეობის არსებობაზე უნდა მიუნიშნებდეს. სომეხთა თვითდასახლებაც - չայք (ჰაჲქ) არ არის გამორიცხული, რომ ზანურენოვანი ხალდი-ხალიბების - al ძირის შემცველი სახელწოდებიდან იყოს მიღებული, ანატოლიური სამყაროსათვის დამახასიათებელი l და i ბგერების მონაცვლეობის შედეგად. განსხვავება თავკიდურა ფონემაში, ზემოთ მოყვანილ სახელწოდებათა დაახლოებისათვის მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ მიზეზს არ უნდა წარმოადგენდეს, როგორც ცნობილია, სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინ ჰაჲქ”, ჩვეულებრივ, ქვეყნის სახელწოდებებისაგან ხაიასასაგანდა ხათესაგანწარმომდგარად მიიჩნევენ [267 [გვ. 163] იხ. Капанцян 1947, 9-18, 39; Меликишвили 1954, 85; Георгиев 1960, 39; Дьяконов 1968, 236-237, прим. 119; Дьяконов 1981, 55. იმავე l და i ბგერების მონაცვლეობა, შესაძლოა ხალიბების სახელწოდებისხაიასას ქვეყნისსახელწოდებასთან დაკავშირების საშუალებას იძლეოდეს; აღსანიშნავია, რომ ტერმინხაიასას”, ზოგიერთი მეცნიერი, “არგონავტების მითისკოლხეთის აღმნიშვნელ - “აიასპროტოტიპად მიიჩნევს (იხ. Hüsing 1933, 51; Allen 1960). [გვ. 164] გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხეთურ წყაროებში ხაიასას სინონიმად გამოყენებული Azzi- (Garstang & Gurney 1959, 36) სახელწოდება შემონახულია მდ. კარა-სუს (ჩრდილოეთი ევფრატი) ზემო წელზე დადასტურებულ სამხურ ტოპონიმებში: ერეზი, ერზურუმი, ერზინკა, არწნი (Safrastian 1937, 276). თუმცა, გრ. ღაფანციანის აზრით, სომხურ ტოპონიმებში დადასტურებული Ariza || Eriza შესაძლოა უკავშირდებოდესთავშესაფარისმნიშვნელობის მქონე მეგრულ სიტყვასორენჯი” (Капанцян 1947, 44, прим. 1). რაც შეეხება ქვეყნის სახელწოდებას - ხაიასა-აზი, გრ. ღაფანციანის აზრით, მისი შემადგენელი ტომების პერსონიფიცირებულ სახელებს წარმოადგენენ სომხური და ქართული ტრადიციების ჰაჲქი და აზო (Капанцян 1975, 342-343).

 

საკუთრივ ტერმინჰაჲქისწარმომავლობის საკითხი დაკავშირებული ჩანს აღმოსავლეთ ანატოლიაში არმენიელების მოსვლის თარიღთან; თუ ეს, . დიაკონოვის აზრით, უნდა მომხდარიყო ძვ. . XII . (Дьяконов 1981, 52შმდ.), . თუმანოვის შეხედულებით, ფრიგიელები - არმენიელების ინდო-ევროპელი წინაპრები, მიდიის გაძლიერებამდე და კიმერიელთა შემოსევებამდე უნდა გამოჩენილიყვნენ არმენიის ზეგანზე Toumanoff 1963, 54n. 49).]. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ . მელიქიშვილის აზრით, სავსებით დასაშვებია, თვით ეთნონიმ ხალიბშიც”, t და l ბგერათამონაცვლეობის შედეგას მიღებულ, “ხათისვარიაციასთან გვქონდეს საქმე, ხოლო მასში მოცემული ბოლოკიდური - ib, რომელიმე მცირეაზიული სუფიქსის ნაკვალევი იყოს (ati-ib > ali-ib > alib) [268 მელიქიშვილი 1961, 109.]. იგივე ბგერათმონაცვლეობა ასახულია ანალოგიური ძირის შემცველ ხათური (პროტოხეთური) ღვთაების alipinu || atepinu- სახელწოდებაშიც, რომელიც შედგენილ სახელადაა მიჩნეული და მასში ხათურ binu- (“ბავშვი”) გამოყოფენ [269 [გვ. 164] Otten 1972, 59. შდრ., აგრეთვე, ტოპონიმი alenzuwa || atenzuwa (Schuler 1965, 101).]. სახელწოდება ხალიბშიბოლოკიდური -ib-ის გამოყოფის შესაძლებლობას თითქოს იძლევა აგრეთვე ეთნონიმი ხალირი”, ჩამოთვლილი ევსები კესარიელის მიერ ტაბარინებსა და მოსინიკებს შორის (Euseb., Praep. Evang., I, VI, 18), რაც ხალიბებთან მათ იდენტურობას უნდა მოწმობდეს. არ არის გამორიცხული, რომ alib-ში შემავალი ბოლოკიდური -ib, რომელიღაც ენობრივ გარემოში სუფიქსად იქნა აღქმული, ეს კი განაპირობებდა მის შეცვლას ამ ენობრივი წრისათვის უფრო დამახასიათებელი, “შესატყვისისუფიქსით [270 [გვ. 164] ფიქრობენ, რომ ტერმინხალიბშიმოცემული ib- სუფიქსი შეესაბამება ეთნონიმხალდისd- სუფიქსს (Адонц 1908, 58; Марр 1922, 41; Меликишвили 1959, 71). ხალიბებისა და ხალდების იგივეობას ჯერ კიდევ სტრაბონი აღნიშნავდა (Strabo, XII, III, 19-20).]. თუმცა, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ეთნონიმ ხალიბშიმოსალოდნელი ჩანს a- პრეფიქსის გამოყოფის შესაძლებლობის არსებობაც.

 

სახელწოდება ხალიბისეტიმოლოგიის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ თუ მას ადრე აახლოებდნენ სპილენძის, ლითონის და ფოლადის აღმნიშვნელ ბერძნულ სიტყვებთან χαλκός-თან და χάλυψ-თან, უკანასკნელ ხანბში გამოითქვა აზრი ამ ბერძნული სიტყვების რკინის აღმნიშვნელ ხათურ ტერმინ apalki-დან მიღების თაობაზე [271 შდრ. Иессен 1935, 199; Иванов 1977, 27-28, прим. 76; Иванов 1980, 134; Камменхубер 1980, 32; Frisk 1970, 1071.]. უნდა ითქვას, რომ . ადონცი და . კეკელიძე, არსებითად, სწორად მიიჩნევდნენ რა მოსაზრებას /გვ. 62/ ფოლადის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის χάλυψ (ნათ. ბრ. χαλύβ-ος) სატომო სახელ ხალიბთანკავშირის შესახებ, ამავე დროს უცნაურად თვლიდნენ, რომ ბერძნებმა ფოლადს უწოდეს იმ ტომის სახელი, რომელიც მას ამუშავებდა, და არა ის სახელი, რომლითაც ეს ტომი ამ საგანს აღნიშნავდა [272 Адонц 1908, 59; კეკელიძე 1968, 265.]. ერთ-ერთ ძირითად არგუმენტს, რომელსაც . ივანოვი იყენებს ხალიბებთან ხათების დასაახლოებლად, ამ უკანასკნელთა რკინის მეტალურგიაში დახელოვნება უნდა წარმოადგენდეს, რასაც, მისსივე აზრით, ხათური წარმომავლობის ტერმინის - apalki- ძველ სამყაროში ფართოდ გავრცელება და ხეთური წერილობითი წყაროების მინიშნებები უნდა მოწმობდნენ, ხათური ხანის (ძვ. . III ათასწლეულის) ცენტრალური ანატოლიის არქეოლოგიურ მასალაში გამოვლენილ რკინის მეტალურგიის არსებობის კვალთან ერთად [273 [გვ. 164] Иванов 1977, 28, прим. 76; Иванов 1980, 134-135; შდრ. Камменхубер 1980, 32. ანტიკურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, ხალიბები ეწოდება ხალხებს, რომელთა წიაღშიც რკინა იბადება (Serv. in Verg. Aen., VIII, 421, 466).]. . ივანოვის ვარაუდით, ხათური სიტყვა apalki, გარდა ხალიბების (χάλβες) მიერ წარმოებული ფოლადის ბერძნული სახელწოდებისა (χάλυψ) და საზოგადოდ ლითონის აღმნიშვნელი მიკენური ka-ko, ბერძნული χαλκός-ისა, აისახა მჭედლობის გამომგონებელი ტელხინების (რომელთა სახელსაც იგი მჭედლებისა და რკინის მფარველი ადიღური ღვთაების ტლეფს/ტლეფშის სახელს უახლოვებს) და აგრეთვე კოლხებისა და კოლხეთის სახელწოდებებში [274 [გვ. 164] Иванов 1977, 28, прим. 76; Иванов 1980, 134; Откупщиков 1980, 69. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ კოლხებს ქასქებთანაც აიგივებენ (იხ. ჯავახიშვილი 1960, 405; Toumanoff 1963, 60n. 58).].

 

ხალიბებისა და ხათების (თუ ხეთების) ურთიერთდაკავშირების შესაძლებლობას თითქოს იძლევაის გარემოება, რომ ქსენოფონტის ანაბასისისდასკვნით ნაწილში, სადაც მოკლედ არის შეჯამებული უკანმობრუნებული მოქირავე ბერძენი ჯარისკაცების მიერ განვლილი გზა, ძირითად ტექსტში მოხსენიებული მოსინიკებისადმი დაქვემდებარებული შავიზღვისპირელი ხალიბების (Xen., Anab., V, V, 1) ნაცვლად დასახელებული არიან კოჲტები (Κοται) (Xen., Anab., VII, VIII, 25). ქსენოფონტის ანაბასისისდასკვნითი პარაგრაფი, მეცნიერთა შორის გავრცელებული აზრით, ეკუთვნის არა ქსენოფონტს, არამედ რომელიღაც კარგად გათვითცნობიერებულ პირს და ამიტომ არის, რომ მასში მოცემული ცალკეული ცნობები ნაწილობრივ არ შეესაბამება თხზულების ძირითად ტექსტს [275 იხ. Максимова 1951, 286, прим. 33; მიქელაძე 1967a, 128, 145; ყაუხჩიშვილი 1976, 58.]. საფიქრებელია, რომ ზღვისპირა ხალიბების კოჲტებით შენაცვლება, ძირითადად განპირობებული უნდა ყოფილიყო, ქსენოფონტის მიერვე მდინარეების ფასისისა (არეზი) და ჰარპასოსის (ჭოროხი) შორის მოხსენიებულ, მთიან მხარეში მოსახლე ხალიბებისგან განსხვავების სურვილით (Xen., Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18). სატომო სახელ კოჲტებთანმიმართებაში, ეგებ მხედველობაში იყოს მისაღები ხალიბ-კოჲტებისაგან დასავლეთით ორი დღის სავალზე მდე/გვ. 63/ბარე ქალაქი კოტიორა (Xen., Anab., V, V, 1-3), პლინიუსის კოტიორუმი (Plin., NH, VI, 11), “ილიადისკიტოროსი (Hom., Il., II, 853) და ლიკოფრონისეული ლიგისტიკური კჳტაჲა” (Lycophr., Alex., 1312); . ყაუხჩიშვილის აზრით, ეთნონიმ Κοται- თავდაპირველი დაწერილობა უნდა ყოფილიყო Κύται და მასში იგივე ძირია საგულვებელი, რაც არის ქუთაისისაღმნიშვნელ Κύταια-ში [276 [გვ. 165] ყაუხჩიშვილი 1976, 59. შდრ. Κυταίδος (Apoll. Rhod., II, 399). პლინიუსი იხსენიებს აგრეთვე ფრიგიულ ქალაქს - კოტაიონს და მდ. პართენიოსის მახლობლად მდებარე მთა კიტორუსს (Plin., NH, V, 145; VI, 5).]. საფიქრებელია, რომ ჰომეროსი ხეთებს კეტეჲების (Κήτειοι) სახელწოდებით იცნობდა (Hom., Od., XI, 521); ჰომეროსისეულ კეტეჲებსსტრაბონი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში, მისიაში, ტროელ კილიკიელებსა და პელასგებს შორის ათავსებდა (Strabo, XIII, I, 69-70; XIII, III, 2; შდრ. XIV, V, 23). “წარმომავლობის წიგნისცნობით, კიტიელთა განაყოფს (tribu Citiensium) განეკუთვნებოდნენ კვიპროსელები დად აგრეთვე ისინი, ვინც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობდა, თუკი, ეს უკნასკნელნი, ავტორის თქმით, მისი დროისათვის ჯერ კიდევ იყვნენ შემორჩენილნი [277 [გვ. 165] იხ. გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 13. ამავე თხზულებაში კითიები Cithii/Cythii/Kith) რომაელებისა თუ ლათინების წინაპრებად არიან მიჩნეულნი (გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961, 12). ხომ არ ეხმიანება ეს ცნობა ჰეროდოტეს შეხედულებას ეტრუსკების (ტირსენების) მცირე აზიიდან (ლიდიიდან) გადასახლების შესახებ (Her., I, 94). აღსანიშნავია, რომ ჰომეროსის მიერ ნახსენებკეტეჲებს” (Hom., Od., XI, 521) - მისიაში მცხოვრებ ტომსა თუ სულაც მისიელთა მეტსახელს - ხეთების სახელწოდებასთან აკავშირებენ (Gladston 1876, 169; Andreus 1955, 18). საგულისხმოა კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობაც, რომ კეტისი (Κητις) Cilicia Tracheia- მხარე იყო (Cl. Ptol., V, VIII, 3). როგორც ჩანს, ხეთები უნდა ჰყავდეს ნახსენები ახ. . I . ეპიკოს-პოეტს - ვალერიუს ფლაკუსს, როდესაც კოლხთა წარმომავლობის შესახებ თხრობისას იუწყება, რომ გეტებთან (? ხეთებთან) დამარცხებულმა ეგვიპტის მეფემ, სესოსტრისმა თავისი ჯარის ნაწილი ფასისთან დაასახლა და კოლხები უწოდა (Val. Flac., V, 418-421). ეს ცნობა ეხმიანება ჰეროდოტეს ანალოგიურ ცნობას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰეროდოტესთან, გამარჯვებული სესოსტრისი, მცირე აზიიდან ევროპაში გადასვლისა და სკვითებისა და თრაკიელების დამორჩილების შემდეგ, უკან დაბრუნებისას აღწევს ფასისს (Her., II, 102-103). ფლაკუსის ცნობაში რომ ხეთები უნდა იყვნენ დასახელებული, მოწმობს ის გარემოებაც, რომ ჰეროდოტეს მიერ სესოსტრისისათვის მიწერილი გამარჯვების აღმნიშვნელი წარწერიანი სვეტები, დამახასიათებელი იყო ეგვიპტის ფარაონისათვის - რამსეს II-ისათვის (ძვ. . 1290-1224 წწ.), რომელსაც დიდი ბრძოლა ჰქონდა გადახდილი ხეთებთან ქალაქ ქადეშის (სირია) მახლობლად. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ჰეროდოტეს ქრონოლოგიური მონაცემების მოწმობით, სესოსტრისი აიეტესზე უფრო ადრე მცხოვრები არ არის (შდრ. Plin., NH, XXXIII, 52); ორივე მათგანს ტრიოს ომთან (ძვ. . XIII . შუა ხანები) ორ-ორი თაობა აშორებს (იხ. გორდეზიანი 1975, 35-36). ეს გარემოებაც მოწმობს, რომ ჰეროდოტესთან მოხსენიებული სესოსტრისი ვერ იქნებოდა ეგვიპტის ფარაონი სესოსტრის (სენუსრეტ) III (ძვ. . 1878-1843 წწ.) და რომ იგი ქადეშის ბრძოლის თანამედროვე (ძვ. . 1285 .) უნდა ყოფილიყო. . გორდეზიანის ვარაუდით, ჰეროდოტესეული ცნობის, მდ. ფასისთან დასახლებულ სესოსტრისის ჯარისკაცებში უნდა იგულისხმებოდნენ კავკასიაში გადმოსახლებული - ქადეშის ბრძოლაში რამსეს II-ის ლაშქრობის მონაწილე, . . “ზღვის ხალხებშიშემავალი - შარდანელები, რომელთა სახელწოდებაც, . კრეჩმერის აზრით, ასახულია ჰეროდოტესთან დამოწმებული კოლხური სელის აღმნიშვნელ ბერძნულ ტერმინში σαρδονικός (Her., II, 105), რაცსარდონულს, შარდანებთან დაკავშირებულსუნდა აღნიშნავდეს (Kretschmer 1955, 1-9; გორდეზიანი 1975, 35-43). [გვ. 166] შარდანელთა ანუ სარდინიელთა (შარდანისა და კუნძ. სარდინიის გაიგივების შესაძლებლობის შესახებ იხ. Barnett 1975, 368) კავკასიაში გადმოსახლების საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელი ჩანს ის გარემოება, რომ ქადეშის ბრძოლის ამსახველ ელ-ამარნას (ეგვიპტე) რელიეფურ სცენაზე აღმოსავლურქართული ბრინჯაოსტარიანი სატევრები, რომლებიც ამ ხანიდან იჩენენ თავს ცენტრალურ ამიერკავკასიაში, გამოსახულია ხეთებთან მებრძოლი შარდანელების ხელშიც (იხ. ქავთარაძე 1981, 131-132, ტაბ. VIII, 15-17).].

 

როგორც არ უნდა გადაწყდეს ხალიბებისა და ხათი-ხეთების ურთიერთსიახლოვის საკითხი, ცენტრალურ ანატოლიაში რკინის მეტალურგიის უძველესი და ძლიერი კერის არსებობა და რკინისა და საზოგადოდ ლითონის მეტალურგიის ტრადიციების ქართველურ სამყაროში განსაკუთრებული რელიეფურობით ასახვა, რაც თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი სპეციალურ ლიტერატურაში, ჩვენი აზრით, დასაშვებს ხდის ქართველური წარმომავლობის ტომების გარკვეულ კავშირს ცენტრალურანატოლიურ მეტალურგიულ კერასთან.

 

ზემოთ უკვე ითქვა, რომ ზოგიერთ წერილობით წყაროში ცენტრალური სამხრეთ შავიზღვისპირეთის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი ლიბიაშესაძლოა ეთნონიმ ხალიბსუკავშირდებოდეს; ვფიქრობთ, მოიპოვება სახელწოდება ლიბიისწარმოქმნის ახსნის სხვა ალტერნატიული ვარიანტიც. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ანატოლიაში დადასტურებულია ხეთური ხანის ქასქური ქვეყანა Tibia [278 იხ. Garstang & Gurney 1959, 32, 50.], რომელიც ანტიკურ ხანაში ტიბარენების ტომის მიერ დასახლებულად არის მიჩნეული [279 იხ. Дьяконов 1968, 193, прим. 11; Дьяконов 1981, 52.]; პლინიუსის ცნობით ძვ. . III . მეორე ნახევრის ბერძენი ისტორიკოსი ფილარქოსი იუწყებოდა პონტოში თიბიების (Thibiorum) ტომის არსებობას (Plin., NH, VII, 17). ქვეყნის სახელწოდებას - Tibia, ანატოლიური სამყაროსათის დამახასიათებელი t/l ბგერათმონაცვლეობის შედეგად, შეეძლო მოეცა - Libia [280 [გვ. 166] შავიზღვისპირეთში ლიბიის არსებობის შესაძლებლობის თვალსაზრისით, ყურადღებას იპყრობენ ის ძველი ბერძნული თქმულებები, რომლებიც ლიბიისა და კავკასიის სიახლოვეზე მიუთითებენ. მაგ., აპოლოდორეს მიხედვით, არაბეთიდან ლიბიაში ჩასული ჰერაკლე ნავით საპირისპირო ნაპირზე - კავკასიაში გადადის (Apollod., II, 5, 11), ხოლო ესქილეს ცნობით, ჰერაკლე კავკასიიდან ლიგიაში მიდის (Aesch., Prom. Vinct., 199); სტრაბონი ამ ლიგიას ლიგურების ქვეყანასთან აიგივებს (Strabo, IV, I, 7), მაგრამ, გასათვალისწინებელია ძველ წყაროებშილიბისტიკესადალიგისტიკესაღრევის შემთხვევები (იხ. ზემოთ - ანუ ქავთარაძე 1985 - გვ. 52-56). “ლიბიასადა კავკასიის სიახლოვის შესახებ არსებული წარმოდგენის ანარეკლი შესაძლოა ჩანდესარგონავტების მითშიც”, როდესაც სამშობლოში უკან დაბრუნებისას, არგონავტები ჯერ ლიბიაში აღმოჩნდებიან; თუმცა, აპოლონიოს როდოსელი ამ გარემოებას ძლიერი ქარის მიერ ხომალდის გატაცებით ხსნის (Apoll. Rhod., IV, 1225-1314). საყურადღებოა, ისიც, რომ აპოლოდორეს მიხედვით, კავკასია მდ. თერმოდონტსა და კოლხების მიწაზე მიმდინარე ფასისს შორის მდებარეობდა (Apollod., I, 9, 23), ანუ აღმოსავლეთ პონტოს მთების ადგილას.].

 

ხათური t- ბგერის ხეთურ-ნესიტურში l- გადმოცემის შემთხვევები და გვიანხეთურისათვის დამახასიათებელი l > t ბგერათმონაცვლეობა თვალსაჩინოდ არის ასახული დიდი მეფისაღმნიშვნელ ხათური წარმომავლობის მქონე ხეთურ ტერმინში - T/Labarna [281 Sommer & Falkenstein 1938, 20ff.; Starke 1983, 405. იხ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985) შენიშვნა 269.]. /გვ. 64/ აღსანიშნავია, რომ d/l ბგერათმონაცვლეობა შეიმჩნევა ეგეოსური სამყაროს წინაბერძნული სუბსტრატისა და ქართულ ენებში [282 იხ. Heubeck 1957, 149-153; Packard 1974, 116; Откупщиков 1980, 68; Марр 1908, 7-9; Орбели 1963a, 489.].

 

T/l ბგერათმონაცვლეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, შესაძლებელი ხდება მდ. მარასანთიის (ჰალისი) ქვემო დინების დასავლეთ ნაპირზე მდებარე ხეთური პროვინციის Taggasta- [283 [გვ. 166] იხ. Garstang & Gurney 1959, 22-25, 50, 101; Güterbock 1961, 95-96. აღსანიშნავია, რომ ქასქური ხანის ჩრდილომცირეაზიური ტოპონიმებისათვის დამახასიათებელია a~e(i) ხმოვანთა მონაცვლეობა (Schuler 1965, 101; იხ., აგრეთვე, ზემოთ ( ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 64).] დაახლოება აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაშიმოხსენიებულ ლიკასტიელ ამაძონებთან” (Apoll. Rhod., II, 999), პომპონიუს მელასა და პლინიუსის მიერ მდ. ჰალისის აღმოსავლეთით ლოკალიზებულ ქალაქ ლიკასტოსთან (Pomp. Mela, I, 19, 105; Plin., NH, VI, 9) და ალბათ ლიგისტინებისათუ ლიბისტინებისქვეყანასთანაც.

 

თუ დადასტურდება გარკვეულ პერიოდში სამხრეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალური ნაწილის აღმნიშვნელად სახელწოდება ლიბიისარსებობა, ახალი შუქი მოეფინებოდა ბერძენ-რომაელი ისტორიკოსებისა და ქართველი და სომეხი მემატიანეების ზოგიერთ ბუნდოვან ცნობას; კერძოდ, მათი მონაცემების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, ალბათ შესაძლებელი გახდებოდა კოლხებისა და იბერების წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით ანტიკური წყაროების მიერ სამხრეთ და დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისადმი მიწერილი დიდი მნიშვნელობა სამხრეთ შავიზღვისპირეთზე ყოფილიყო გადატანილი, მითუმეტეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, როგორც ცნობილია, ძვ. . I ათასწლეულში უპირატესად ქართველური ტომებით იყო დასახლებული.

 

 

თავი მეორე

 

ცენტრალური და აღმოსავლეთი ანატოლია და ქართველური ტომები

 

 

/გვ. 65/ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო ზოლი და მის მთელ გაყოლებაზე გადაჭიმული ჯანიკის, გირესუნის, გიუმიუშჰანეს, ზიგანის, ტრაბზონის, ლაზისტანის მთების ფერდობები და აგრეთვე აღმოსავლეთ ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, კარასუს (ჩრდილოეთ ევფრატი) და არეზს შორის მოქცეული . . “მოსხური მთებისშემადგენელი ჭოროხის, არსიანის, შავშეთის, სოღანლუღის, კოპის, აკდაღის, კარგაპაზარის, ჩახირბაბის, ალაჰიუეკბერის ქედები - ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და დიდი მესხეთისუმეტესი ნაწილის მომცველი, ძველთაგანავე ქართველური წარმომავლობის ტომთა გავრცელეების მხარეებად არის მიჩნეული.

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ ანატოლიაში მოსახლე და ბერძენი ისტორიკოსისა და მოღვაწის ქსენოფონტის მიერ ძვ. . IV . დასაწყისში ნანახი და აღწერილი მაკრონები, დრილები, კოლხები, მოსინიკები, ტიბარენები, ხალიბები, ხალდები, ფასიანები, ტაოხები ქართველურენოვან ტომებად ითვლებიან [284 იხ., მაგ., ქართული ენციკლოპედია: მიქელაძე 1978, 639; მელიქიშვილი 1983, 376-377; მელიქიშვილი 1984, 134; მელიქიშვილი 1984a, 146. აგრეთვე, მელიქიშვილი 1970a, 400; მელიქიშვილი 1961; Меликишвили 1959; მიქელაძე 1967; მიქელაძე 1974; მიქელაძე 1955, 23-25.]. დრილები და მაკრონები ქალაქ ტრაპეზუნტის სამხრეთით ცხოვრობდნენ (Xen., Anab., IV, VIII; V, II), ძველი ავტორები მათი სანებთან ანუ ჭანებთან გაიგივების შესაძლებლობას იძლევიან; არიანე - დრილებისას (Arr., PPE, 11), ხოლო სტრაბონი - მაკრონებისას (Strabo, XI, XIV, 1, 4). ქსენოფონტის ცნობით, ტრაპეზუნტი და კერასუნტი კოლხეთის მიწაზე მდებარეობდა (Xen., Anab., IV, VIII, 22; V, III, 2; ტრაპეზუნტის მიმართ ამას დიოდორე სიცილიელიც შენიშნავს _ Diod., XIV, 31), ხოლო რიონისპირა კოლხეთს ფასიანთა ქვეყანას უწოდებს (Xen., Anab., V, VI, 26). მოსინიკების ტერიტორია . კერასუნტის დასავლეთით იწყებოდა (Xen., Anab., V, IV, 1-2) და . კოტიორას, აღმოსავლეთიდან, მათდამი დაქვემდებარებული მცირერიცხოვანი ხალიბების სამკვიდრებელი და ტიბარენთა მიწის ორი დღის სავალი მანძილი აშორებდა (Xen., Anab., V, V, 1-3). საკუთრივ . კოტიორა ანაბასისშიაღწერილი უკანასკნელი სახმელეთო პუნქტი, ტიბარენების ქვეყანა/გვ. 66/ში ყოფილა დაარსებული სინოპელთა მიერ (Xen., Anab., V, V, 3). სავარაუდოა, რომ ქსენოფონტის ხანაში ტიბარენების ტერიტორია . კოტიორის დასავლეთითაც ვრცელდებოდა. V . ანონიმური პერიპლუსის მიხედვით, მოსინიკები უწინ ცხოვრობდნენ . ფარნაკიიდან . კოტიორის სანახებამდე, ხოლო ტერიტორია კოტიორიდან . პოლემონის (თანამედროვე მდ. ბალამანის შესართავთან) სანახებამდე, ტიბარენებს ეკავათ (Anon., PPE, XLI, 33-35). ქსენოფონტის ცნობა, მოსინიკებსა და ტიბარენებს შორის ხალიბების ლოკალიზების შესახებ, უპირისპირდება სხვა ძველ ავტორთა მონაცემებს, რომელთა მიხედვით ტიბარენებს (ტიბარებს) აღმოსავლეთიდან მოსინიკები (მოსინები) ესაზღვრებოდნენ (Hec., fr. 193; Ps.-Scyl., 87), ხალიბთა საცხოვრისი კი ჩვეულებრივ ტიბარენების დასავლეთით მოიხსენიება ხოლმე (Ps.-Scyl., 88; Apoll. Rhod., II, 374-378; Dion. Per., 767-772; Pomp. Mela, I, 19, 105-106; Plin., NH, VI, 11). ამავე დროს, ქსენოფონტის მიხედვით, ხალიბების ტომი ცხოვრობდა აღმოსავლეთ ანატოლიაშიც, მდ. ფასისის (არეზის) ზემო წელის ჩრდილოეთით (Xen., Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18); ეტყობა, იქვე უნდა ყოფილიყო ურარტუს მეფის - რუსა II-ის (დაახლ. ძვ. . 685-645 წწ.) ადილჯევაზის წარწერის aliu- ტომთა გაერთიანება [285 [გვ. 167] ხალიტუს ადგილმდებარეობა დაახლოებით განისაზღვრება მდინარეების დასავლეთ ევფრატის (კარა-სუ), ელმალისა და არეზის ზემო დინებებს შორის (იხ. Атлас 1961, карта: Государство Урарту и сопределеные страны в VIII-VII вв. до н. э.).], რომელსაც . მელიქიშვილი ჰომეროსის ჰალიძონებისქვეყანასთან (Hom., Il., II, 856-857) აიგივებს [286 მელიქიშვილი 1961, 99-101.].

 

აღსანიშნავია, რომ სტრაბონი ხალიბ-ხალდებს, გარდა მცირე სომხეთამდე გადაჭიმულ ფარნაკიისა და ტრაპეზუნის მოპირდაპირე მხარეებისა, დიდი სომხეთის დასავლეთი ნაწილის კარენიტიდის ოლქის (თანამედროვე . ერზურუმის მახლობლად) ძველ მფლობელებადაც მიიჩნევს (Strabo, XI, XIV, 5) და ამით იგი თითქოს ეხმიანება ქსენოფონტის ცნობას ხალიბთა განსახლების თაობაზე; თუმცა ფარნაკია-ტრაპეზუნტის გადაღმა მცირე სომხეთამდე ხალიბების გავრცელება, შესაძლოა, ფაქტიურად მათ უწყვეტ განფენაზე მიუთითებდეს პარიადრის ქედის გაყოლებით და უფრო აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთში. სტრაბონის მიხედვით, “ხალიბები” - ხალდების ძველი სახელია (Strabo, XII, III, 19-20), მაგრამ ხალდებისსახელის საკმაო სიძველეს, გარდა ურარტულ წყაროებში ასახული ხალიტუს ქვეყნისსახელწოდებისა, მოწმობს ისიც, რომ ქსენოფონტი, მიუხედავად ანაბასისშიძირითადად სახელწოდება ხალიბისგამოყენებისა, . კოტიორაში ჩასულ სინოპელ ელჩებთან საუბრისას აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალიბებს ხალდებისსახელწოდებით მოიხსენიებს (Xen., Anab., V, V, 17), ხოლო ამავე თხზულების დასკვნით პარაგრაფში, რომელსაც ქსენოფონტის კალამს არ მიაწერენ, ხალიბები და /გვ. 67/ ხალდები ერთმანეთის გვერდით არიან დასახელებული, კარდუხებსა და მაკრონებს შორის, მაშინ როდესაც, ზღვისპირა ხალიბების ადგილას მოსინიკებსა და ტიბარენებს შორის, კოჲტების ტომია მოთავსებული (Xen., Anab., VII, VIII, 25). როგორც ჩანს, უკვე ჰეკატეოს მილეტელი განასხვავებდა ხალიბთა ორ დიდ დაჯგუფებას, თუ ერთ შემთხვევაში, მისი აზრით, ხალიბებს (χλυβοι) სამხრეთიდან არმენიელები ესაზღვრებოდნენ (Hec., fr. 195), მეორე მხრივ, მას დასახელებული ჰყავს ხალიბები (χλιβες), რომელთაც ქალაქი სტამენა ეკუთვნით (Hec., fr. 196). ფსევდო-სკილაქსის მიხედვითაც, ელინური ქალაქი - სტამენეია, დახურული ნავსადგური - გენეტესი და ელინური აკროპოლისი - იაზონია ხალიბების მიწაზე იყო (Ps.-Scyl., 88). გამოთქმულია აზრი, რომ ჰეკატეოსის პირველ ფრაგმენტში აღმოსავლეთ ანატოლიაში მცხოვრები ხალიბები იგულისხმებიან, ხოლო მეორეში - პონტოსპირეთში, თანამედროვე იასუნის კონცხის დასავლეთით მოსახლენი [287 [გვ. 167] Максимова 1956, 28-29. . მაქსიმოვას აზრით, განსხვავება ხალიბთა დაჯგუფებებს შორის ჯერ კიდევ სტეფანე ბიზანტიონელს უნდა შეენიშნა (Максимова 1956, 29).]. ხალიბების ფართოდ გავრცელების საკითხთან დაკავსირებით ყურადღებას იპყრობს პომპონიუს მელას სიტყვები, რომ პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს აქვთ სახელგანთქმული ქალაქები ამისოსი და სინოპე - ცინიკოსი დიოგენეს სამშობლო, მდინარეები ჰალისი და თერმოდონტი...” (Pomp. Mela, I, 19, 105) [288 გამყრელიძე 1965, 29.].

 

ამავე დროს საფიქრებელია, რომ ძვ. . I ათასწლეულში ადგილი უნდა ჰქონოდა სამხრეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომების თანდათანობით გადანაცვლებას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ეს პროცესი თითქოს შეიმჩნევა ლევკოსირების (სირების, სირიელების) განსახლების საკითხთან დაკავშირებით [289 იხ. Хазарадзе 1973а, 203-204]. მაგალითად ჰეროდოტემ, მიუხედავად იმისა, რომ იცის, მდ. ჰალისით პაფლაგონიელებისა და სირიელების ერთმანეთისაგან გამოყოფის ფაქტი (Her., I, 6, 72; შდრ. Strabo, XIII, III, 9), აღნიშნავს, რომ სირიელები მდ. თერმოდონტის გარდა მდ. პართენიოსთანაც ცხოვრობდნენ (Her., II, 104), ანუ პაფლაგონიის ტერიტორიაზე (იხ. ზემოთ). მდ. ჰალისის დასავლეთით ლევკოსირების გავრცელებაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს მათი გაერთიანება პაფლაგონიელებთან და მარიანდინებთან დარიოსის მესამე სატრაპიაში (Her., III, 90), რომელიც ლიდიის ყოფილი სამეფოს მიწებს მოიცავდა და ჰელესპონტოდან მდ. ჰალისის შესართავამდე ვრცელდებოდა [290 [გვ. 167] იხ. Стратановский 1972, 516. სირიელთა ლოკალიზაციის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ჰეროდოტეს კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც, პაფლაგონიელთა მსგავსად აღჭურვილი სირიელები მარიანდინებთან და ლიგიებთან ერთად ყოფილან გაერთიანებული აქემენიდთა ლაშქარში (Her., VII, 72). აღსანიშნავია, რომ პლინიუსის ცნობით მდ. რებასსა და მდ. სანგარიუსს შორის მოედინებოდა სიროსი (Plin., NH, VI, 4).]. ამავე საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ინჯებურუნის კონცხის (რომელზედაც . სინოპე მდებარეობს) ძველი სახელწოდება - სირიადა (Marc., Epit., 9; Anon., PPE, XLI, 20), ხოლო ფსევდო-სკიმნოსის ცნობით, სინოპეში ოდესღაც ცხოვრობდა მკვიდრი მოსახლეობა - სირები, თვით ქალაქს კი სახელი ამაძონელი სინოპესაგან შეერქვა (Ps.-/გვ. 68/Scymn., 941-943). ანტიკური ხანის მითოლოგიური წარმოდგენებით, ასოპეს ასულს სინოპეს აპოლონისაგან ეყოლა ვაჟი - სირი, ადგილობრივი სირების ეპონიმი, რომელთაც ეკუთვნოდათ ქალაქი სინოპე ავტოლიკოსის (ანუ ბერძნების) იქ გამოჩენამდე (Plut., Luc., XXIII; Dion. Per., 774-778; Apoll. Rhod., II, 946-947).

 

მდ. ჰალისის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ამისოსი (თანამედროვე . სამსუნთან) ძვ. . VI . ბერძნული კოლონიაა. სტრაბონთან შემონახული ცნობით, ძვ. . IV . ისტორიკოსი თეოპომპე იუწყებოდა, რომ იგი თავდაპირველად მილეტელებს დაუარსებიათ, შემდეგ კაპადოკიელებს ჩაუგდიათ ხელში და ბოლოს ათენელ ბერძნებს დაუსახლებიათ (Strabo, XII, III, 14); ლევკოსირების მიერ ამისოსის დაპყრობას ევსტათი თესალონიკელიც იუწყება ილიადისკომენტარებში (Eust. ad Hom., Il., B 52) [291 იხ. Максимова 1956, 55.]; როგორც ფსევდო-სკიმნოსის ცნობიდან ირკვევა, ამისოსი ლევკოსირების ტერიტორიაზე ყოფილა დაარსებული, ოღონდ ფოკეელების და არა მილეტელების მიერ (Ps.-Scymn., 917). ამ გადმოცემებში ასახული ჩანს ბრძოლის კვალი ბერძენ მოახალშენეებსა და ადგილობრივ, კაპადოკიურ თუ ლევკოსირულ მოსახლეობას შორის. ტერმინები კაპადოკიელიდა ლევკოსირიერთიდაიმავე ხალხის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა; ჰეროდოტეს განმარტებით, პირველს სპარსელები ხმარობდნენ, ხოლო მეორეს - ბერძნები (Her., I, 72, V. 49, VII, 72; შდრ. Strabo, XII, III, 5; Plin., NH, VI, 9). ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ანტიკურ და ბიზანტიურ ლიტერატურაში გავრცელებული იყო შეხედულება კაპადოკიელებისა და მოსხების იგივეობის თაობაზე. იოსებ ფლავიუსის მიხედვითაც ხომ მესხოსმა დააფუძნა მესხენები, რომელთაც ახლა კაპადოკიელები ეწოდებათ...” (Josephus, Antiq., I, 125).

 

იოსებ ფლავიუსის ცნობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბოლო ხანებში, ვინაიდან აღმოსავლელი მუშქების” (ანუ აღმოსავლეთ ანატოლიის - მდ. ევფრატის ზემო დინების მარჯვენა ნაპირისა და მისი მიმდებარე მხარეების . . “ძველფრიგიული კულტურისმატარებელი მოსახლეობის) კუთვნილება ფრიგიული სამყაროსადმი სულ უფრო საეჭვო ხდება. . დიაკონოვის აზრით, ტერმინი Muški (და მისგან წარმოებული სახელწოდებები) ურარტელების, ასურელებისა და ებრაელების მიერ გადატანილი იყო აღმოსავლელი მუშქებიდან (უფრო ზუსტად მუსქებიდან)” ფრიგიელებზე, რომელთა სახელწოდებაც, თავის მხრივ, შესაძლოა Musa ყოფილიყო [292 Дьяконов 1981, 56-57, прим. 104; Sdr. Toumanoff 1963, 56-57.].  როგორც ირკვევა, . კონიის მახლობლად აღმოჩენილ იეროგლიფურ-ლუვიურ ენაზე შესრულებული წარწერა, სადაც სავარაუდოდ იკითხება ეთნონიმი Muska, ხეთების დაცემის წი/გვ. 69/ნამორბედ ხანას განეკუთვნება. ეს კი იმას მიშნავს, რომ წარწერა ფრიგიელების გამოჩენამდე ბევრად უფრო ადრეულ ხანებშია შესრულებული და მათ არ უნდა აღნიშნავდეს [293 Дьяконов 1981, 57, прим. 106.]. . დიაკონოვი აგრეთვე შენიშნავს, რომ . კარხემიშის A7 წარწერა, ერთმანეთისაგან განასხვავებს Musa-სა და Muska-; პირველები, მისი აზრით, ფრიგიელები არიან, ხოლო მეორენი - პროტოარმენიელები [294 Дьяконов 1981, 57, прим. 106; Дьяконов 1980, 362-363.]. ერთ-ერთ ძირითად არგუმენტს . დიაკონოვისათვის, პროტოარმენიელებად მუშქების მიჩნევისას, წარმოადგენს მათ სახელწოდებაში მოცემული სუფიქსი -ki, რომელსაც იგი სომხური ენისათვის დამახასიათებელი მრავლობითი რიცხვის -k’ (ք) მორფემის კანონზომიერ ძველ შესატყვისად თვლის [295 Дьяконов 1968, 223, прим. 87;  Дьяконов 1981, 58; Георгиев 1960, 38.]. . დიაკონოვი აღიარებს რა, რომ ქართველურენოვან მესხ-ტომის აღსანიშნავად გამოყენებული ბერძნული წყაროების ეთნონიმი Μόσχοι, ფონეტიკური თვალსაზრისით ზუსტად შეესატყვისება ასურულ-ურარტულ Muški-, ამავე დროს, თვლის, რომ ბერძნული ტერმინი მიღებულია კონტამინაციის შედეგად და მის მატარებელ ქართველურენოვან მესხების ტომს არაფერი არა აქვს საერთო აღმოსავლელ მუშქებთან” (პროტოარმენიელებთან) და ფრიგიელებთან [296 [გვ. 167] Дьяконов 1981, 58. ტერმინების Μοσχοι და Muški- იდენტურობას . დიაკონოვი ადრე უარყოფდა, ვინაიდან ამ სახელწოდებებში ასახული და დაბოლოებების შესატყვისობა სადავოდ მიაჩნდა (Дьяконов 1968, 223-224). აღნიშნული ეთნონიმის ქართული, ბერძნული, ასურული და ებრაული ფორმების შესატყვისობის შესახებ იხ, წერეთელი 1954, 111-118; მიქელაძე 1976, 113-116; Меликишвили 1959, 105, прим. 231; Хаханов 1903, 2-3.]. როგორც ჩანს, . დიაკონოვი სათანადოდ არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ფორმა mosx- > musx- ქართული ეთნონიმის Mesx-ის ზანური შესატყვისია და ამ უკანასკნელთან ერთად *masx-ფორმიდან უნდა იყოს წარმომდგარი [297 იხ. Марр 1938, 44-52; ჯავახიშვილი 1960, 401-402; მიქელაძე 1976, 114-115; თოფურია 1970, 118-122.]; არ ჩანს გათვალისწინებული ტოპონიმ მუსხისარსებობა მესხეთში, აგრეთვე ხუნძურ ენაში ფშავ-ხევსურთა აღმნიშვნელად გამოყენებული ტერმინი მოსოქ/მასექ/მოსოხ”- [298 იხ. შენიშვნა 210, იხ., აგრეთვე, Schwarz 1894; Дирр 1909, 4.]; მხედველობაშია მისაღები თვით . დიაკონოვის მიერ მოყვანილი მაგალითიც, “მესხური მთებისსახელწოდების სომხურ ენაში Մոսքեկան (მოსქეკან) ფორმით გამოვლენისა [299 Дьяконов 1968, 299.]. რაც შეეხება . დიაკონოვის მიერ პროტოარმენიელებთანმუშქების გაიგივების ცდას, ტრადიციული შეხედულების თანახმად - სომეხი ხალხის წარმოქმნის ადგილად მიჩნეულ ზემო ევფრატის ორივე მხარეში, ძვ. . XII-IX სს., “აღმოსავლელი მუშქებისგავრცელების გამო [300 Дьяконов 1981, 58.], უნდა ითქვას, რომ სომხურ ენაში ზანური სუბსტრატეს არსებობის ზემოთ აღნიშნული ფაქტი, “მუშქებშიზანების დანახვის შესაძლებლობას თითქოს უფრო უნდა იძლეოდეს. ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლე მოსხებს ჰეკატეოს მილეტელი კოლხურ ტომად მიიჩნევდა (Hec., fr. 188), ხოლო ამერკავკასიელი მესხებისათვის, სამეცნიერო ლიტერატურაში, მეგრულ-ჭანური წარმომავლობა არის ნავარაუდევი [301 იხ. მიქელაძე 1974, 9-75; მიქელაძე 1976, 17-119; თოფურია 1968, 167-171; თოფურია 1970, 118-122.]. მუშქებში ქართულენოვანი ტომის დანახვას, . დიაკონოვის აზრით, მნიშვნელოვ/გვ. 70/ნად აბრკოლებს ის გარემოება, რომ ქართული ტომები, გარდა ეგრის-იბერია-კახეთისა და . . მხოლოდ ლაზეთსა და კოლხეთში ცხოვრობდნენ [302 Дьяконов 1981, 58.]; მაგრამ, ძველი ბერძნული წყაროების შეჯერების შედეგად მოსხების კოლხური ტომის ცენტრალურ ანატოლიაში ლოკალიზების ზემოაღნიშნულმა შესაძლებლობამ, და აღმოსავლეთ ანატოლიაში ქართველური ტომების განსახლების შესახებ არსებულმა ცნობებმა, კერძოდ, ზემო ევფრატის აუზში ქართველურ ტომებად მიჩნეული ხალიბებით და მოსინიკებით დასახლებული კარენიტიდისა და ქსერქსენეს მდებარეობამ (Strabo, XI, XIV, 5) და აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში სომხების მეზობლად ხალდი-ხალიბების ბინადრობამ (Xen., Cyrop., III, 1-3; Anab., IV, VI, 45; IV, VII, 15-18; VII, VIII, 25), ვფიქრობთ, განსხვავებულად უნდა წარმოგვიდგინოს ანატოლიაში ქართველური წარმომავლობის მქონე ტომების განსახლების სურათი.

 

. დიაკონოვს ეკუთვნის საყურადღებო მოსაზრება შავიზღვისპირეთელი ხალიბებისა და მოსხების იდენტურობის შესახებ; მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ჰეროდოტეს ისტორიაშიხალხთა ჩამოთვლისას, ჩვეულებრივ დასახელებული არიან მოსხები, ხოლო ხალიბები მოიხსენებიან მხოლოდ ერთ ფრაგმენტში (Her., I, 28) და ისიც ინტერპოლაციად არის მიჩნეული [303 Дьяконов 1981, 58; Дьяконов 1968, 218.]. შეხედულებას მოსხებისა და ხალიბების იგივეობის თაობაზე, ვფიქრობთ, მხარს უნდა უჭერდეს აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალდი-ხალიბების განსახლების ზემომოყვანილი ცნობები (Xen., Cyrop., III, 1-3; Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18; VII, VIII, 25; Strabo, XI, XIV, 15) ასურულ-ურარტული წყაროების აღმოსავლელი მუშქებისსაცხოვრისს - ალზსა (მდ. მურად-სუს მარცხენა ნაპირზე) - და მოსხურ მთებს შორის მდებარე მხარეში. ნიშანდობლივია ისიც, რომ თუ ძველაღმოსავლური წყაროების აბეშლაელები მუშქებთან ერთად არიან გაერთიანებულნი, მათ მემკვიდრეებად მიჩნეულ ფასიანებს (იხ. ქვემოთ) ხალიბებთან აქვთ სამხედრო კავშირი (Xen., Anab., IV, VI). გასათვალისწინებელია აგრეთვე შესაძლო კავშირი პლინიუსთან დასახელებულ არმენო-ხალიბების ტომსა” (Plin., NH, VI, 29) და მოსხების ქვეყნის ერთი ნაწილის არმენიელთა ქვეყნის შემადგენლობაში მოქცევის სტრაბონისეულ ცნობას შორის (Strabo, XI, II, 18), მითუმეტეს, რომ პლინიუსის ტექსტში უშუალოდ არმენო-ხალიბების შემდეგ ნახსენებია მოსხების მიწებიგავრცელებული მდ. მტკვრის შენაკად მდ. იბერამდე (Plin., NH, VI, 29), რომელიც მდ. იორს უნდა აღნიშნავდეს [304 იხ. მუსხელიშვილი 1977, 75.], ხოლო სტრაბონის მიხედვით, მოსხების ქვეყნის დარჩენილი ორი ნაწილი - კოლხებსა /გვ. 71/ და იბერებს ეკუთვნოდათ (Strabo, XI, II, 18). მაგრამ, პლინიუსისეული მდ. იბერის მდ. იორთან გაიგივებით (რასაც ხელს უნდა უწყობდეს თუნდაც ის, რომ პლინიუსის ტექსტის აღნიშნული პარაგრაფი იბერიასა და ალბანეთს ეხება), გამოდის, რომ მოსხების ქვეყანა ფაქტიურად მთელი იბერიის მომცველია, მის ფარგლებში თითქოს მდ. ფასისის (ამ შემთხვევაში მდ. რიონი) სათავეც ექცევა (Plin., NH, VI, 13); ამავე დროს, საყურადღებოა, რომ არმენო-ხალიბები და მოსხების მიწებიპარიჰედროს მთების იმ მხარეს არიან განლაგებული, რომელიც კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლური ნაწილის შემადგენელ კერავნულ მთებს შეჰყურებს, ხოლო მის საწინააღმდეგო მხარეს კოლხური (Colchicae) უდაბნოა (Plin., NH, VI, 29). პარიჰედროს მთებთან მდებარე თასისა და თრიარის, ანუ ტაშირისა და თრიალეთის ოლქების, ასევე კერავნული მთების საპირისპირო მხარეს განლაგება, პარიჰედროს მთებში თითქოს თითქოს ბამბაკის ქედის დანახვის შესაძლებლობას იძლევა [305 [გვ. 168] იხ. ინგოროყვა 1954, 467; Меликишвили 1959, 104. ივ. ჯავახიშვილი პლინიუსის region Thasie et Thriarie- თეზთან და თრიალეთთან აიგივებდა (ჯავახიშვილი 1960, 431). საფიქრებელია, ხომ არ იგულისხმება პლინიუსისეულ კოლხურ უდაბნოში კოლა?] და ამასთანავე, არმენო-ხალიბებისა და მოსხების მიწებისიქნებ ისტორიული გარდაბნისა და ჰერეთის მიდამოებში ადგილმდებარეობაზე უნდა მიუთითებდეს, მით უფრო, რომ არმენო-ხალიბების შემდეგ პლინიუსის ტექსტში საკასენებია (შაკაშენე, განჯის მხარე) დასახელებული (Plin., NH, VI, 29) [306 [გვ. 168] საკასენე (შაკაშენე) გოგარენეს აღმოსავლეთით მდებარეობდა (იხ. მელიქიშვილი 1955, 94; Тревер 1959, 49, 52). ეს სახელი ამ მხარეს საკების (სკვითების) აქ დაფუძნების შემდეგ შერჩენია (Strabo, XI, VIII, 4).]; ეს გარემოება პლინიუსის ცნობას, თუკი შეცდომა არ არის მასში დაშვებული (აღსანიშნავია, რომ შავიზღვისპირეთის ამსახველ ამავე თავის მეთორმეტე პარაგრაფში, არმენო-ხალიბები ტრაპეზუნტის გადაღმა მხარეში არიან დასახელებულნი), სტრაბონის ცნობისაგან (Strabo, XI, II, 18) უნდა აშორებდეს; მეორე მხრივ, პლინიუსის ცნობა (Plin., NH, VI, 29) თითქოს ეხმიანება ზემომოყვანილ ცნობებს, “ქალდეველთაგან გამოსული ჰონნების”, “მასახა-ჰონნებისდა გარდმანში (გარდაბანში) დასახლებული ხალდების შესახებ.

 

მოსხებისა და ხალიბების გაიგივების საწინააღმდეგო საბუთს, ჩვენი აზრით, უნდა წარმოადგენდეს ჰეკატეოს მილეტელის დედამიწის აღწერილობისშემონახულ ფრაგმენტებში, როგორც შავიზღვისპირელი ხალიბებისა (Hec., fr. 196), ასევე ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში მოსახლე მოსხების (Hec., fr. 188) მოხსენიება; აგრეთვე, ურარტუს მეფის რუსა II-ის ადილჯევაზის წარწერაში ერთმანეთის გვერდით მუშკინის, ხათესა და ხალიტუს ქვეყნების დასახელება [307 იხ. Меликишвили 1950; Меликишвили 1960; Дьяконов 1952, 111-112.]. რაც შეეხება . დიაკონოვის შენიშვნას, რომ სტრაბონის მიერ, როგორც მოსხების, ასევე ხალიბებისა და ხალდების ერთად მოხსენიება ალბათ გამოწვეულია ავტორის მიერ სხვადასხვა წყაროების ეკლექტიკური გამოყენებით [308 Дьяконов 1981, 58.], უნდა ით/გვ. 72/ქვას, რომ სტრაბონთან მოსხები, ხალიბები და ხალდები ერთმანეთისაგან განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში გვხვდებიან; კერძოდ, სტრაბონისეული მოსხები - ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში (Strabo, XI, II, 14), ხოლო ხალდები (Strabo, XII, III, 18-19) და ხალიბები (Strabo, XI, XIV, 5) - სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში; თუმცა, ხალიბებთან, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა, დაკავშირებული იყო სტრაბონის მიერ ნახსენები მოსხების ქვეყანა” (Strabo, XI, II, 18) - ისტორიული მესხეთის შესატყვისი. როგორც ჩანს, ტერმინები მოსხიდა ხალდი” || “ხალიბი”, მიუხედავად ცალკეულ პერიოდებში მათი მნიშვნელობების ნაწილობრივი დამთხვევისა და ერთიდაიმავე ეთნიკური სამყაროსადმი კუთვნილებისა, მთლიანობაში ერთმანეთს ვერ ფარავენ და გარკვეული შინაარსობრივი თავისებურების მატარებელნი არიან, ასახავენ რა ლოკალურ თუ ქრონოლოგიურ განსხვავებებს (მსგავსად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სახელწოდებებისა: “კოლხი”, “ლაზი”, “ეგრისელი”, “მეგრელი”, “ოდიშარი”).

 

როგორც ვხედავთ, იძებნება გარკვეული შეხების წერტილები ერთი მხრივ, მოსხებსა და მეორე მხრივ, “სირიელ კაპადოკიელებსა” (ლევკოსირებსა) და ხალიბებს შორის; ეს კი, თავისთავად ცხადია, რომ უნდა აყენებდეს ლევკოსირებისა და ხალიბების ურთიერთმიმართების საკითხსაც. ჰეროდოტეს მიერ სირიელთა საცხოვრისის მდინარეებით პართენიოსითა და თერმონდონტით განსაზღვრა (Her., II, 104), იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამხრეთ შავიზღვისპირეთში საბადოების გარკვეულილ მეტალურგიული სიმძლავრით აღნიშნულ მდინარეთა შორის მდებარე მხარეც ხასიათდება, სირიელებშიც თითქოს ხალიბებისდანახვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს [309 [გვ. 168] იხ. Yakar 1976, 121; de Jesus 1980, 98; Wertime 1980, 1-24. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ტერმინიხალიბიზოგად მნიშვნელობასაც იძენდა მელითონეთა დახელოვნებული ჯგუფის აღსანიშნავად (იხ. Шмидт 1931, 30-31). ლევკოსირებისა და ხალიბების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობის თვალსაზრისით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ლევანტელი ხალიბები სირიელებად არიან მიჩნეულნი. . სტრატანოვსკის კომენტარით, ჰეროდოტესთან მოხსენიებული, ხმელთაშუაზღვისპირეთის მცხოვრები პალესტინელი სირიელები (Her., II, 104; III, 5; VII, 89), იგივე ქალაქ ალეპოს (ხალების) მახლობლად მცხოვრები სემიტი ხალიბები არიან (იხ. Стратановский 1972, 588).]. ურთიერთკავშირი შეინიშნება აგრეთვე სირიელთა მდ. ჰალისის დასავლეთით განსახლების თაობაზე არსებულ ზემოთ მოყვანილ ცნობებსა და იმ ცნობებს შორის, რომლებიც შეიცავენ მითითებებს მდ. ჰალისის დასავლეთით ხალიბების შესაძლო ლოკალიზების შესახებ [310 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 67-68.].

 

მდ. ჰალისის დასავლეთით ხალიბები დასახელებული ჰყავს ჰეროდოტეს, როდესაც თავის ისტორიაშიჩამოთვლის ლიდიის მეფის კროისოსის მიერ მდ. ჰალისის დასავლეთით დამორჩილებულ ხალხებს, ლიდიელებს, ფრიგიელებს, მისიელებს, მარიანდინებს, ხალიბებს, პაფლაგონიელებს, თრაკიელებს, თინებს, ბითვინებს, კარიელებს, იონიელებს, დორიელებს, პამფილიელებს (). გამოთქმულია, აგრეთვე აზრი, რომ ხალიბები უნდა ჰყავდეს დასახელებული ჰეროდოტეს მეშვიდე თავშიც, სადაც სპარსელთა ჯარში შემავალი ცალკე/გვ. 73/ული ტომების შეიარაღებაა დახასიათებული და მათი სარდლებია ჩამოთვლილი და სადაც ერთ ადგილას სატომო სახელია გამოტოვებული (Her., VII, 76), ეს მით უფრო დასაშვები ჩანს, რომ აქ დასახელებულ ხალხს ჰქონია არესის სამისნო [311 ყაუხჩიშვილი 1955, 6; ყაუხჩიშვილი 1960, 34; შდრ. მიქელაძე 1974, 145-146, შენ. 147.], არესი კი  ხალიბების ეპონიმის - ხალიბის მამად იყო მიჩნეული (Schol. ad Apoll. Rhod., II, 373). თუმცა, ჰეროდოტეს ტექსტის გამომცემელთა დიდი ნაწილი ამ ადგილას პისიდიელების სახელის აღდგენას ანიჭებს უპირატესობას. რაც შეეხება ხალიბების მდ. ჰალისის დასავლეთით მცხოვრებ ტომთა შორის მოხსენიების ფაქტს (Her., I, 28), ჰეროდოტეს ტექსტის ჯერ კიდევ გასული საუკუნის გერმანელი გამომცემელი . შტაინი გამოთქვამდა აზრს, რომ აღნიშნული პარაგრაფის ის ნაწილი, სადაც ტომების სახელწოდებებია ჩამოთვლილი, გვიანდელი ჩანართი უნდა იყოს, რადგან იქ ნახსენები ზოგიერთი ტომი ჰეროდოტეს ტექსტის სხვა ადგილები არ გვხვდება, მაგ., თინების (Θυνοί) ან ხალიბებისა, მაშინ, როდესაც სხვა ადგილებში დასახელებული ტომები ამ ფრაგმენტში არ არიან ჩამოთვლილნი [312 Stein 1883, 33.]. . ლომოურის შეხედულებით, იმ გარემოებას, რომ ჰეროდოტე საერთოდ არ იცნობს ხალიბებს, მოწმობს, მის მიერ, სხვა ავტორებთან ხალიბების მეზობლად დასახელებული ტომების (მოსხების, ტიბარენების, მაკრონების, მოსინიკების და სხვ.) არაერთგზის მოხსენიებაც, ხალიბებისაგან განსხვავებით [313 Ломоури 1979, 121.]. მაგრამ ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰეროდოტეს არაფერი სცოდნოდა ხალიბების შესახებ. ხალიბთა სიძველეზე მიუნიშნებს თუნდაც სტრაბონის სიტყვები, რომ მათ ჯერ კიდევ ჰომეროსი მოიხსენიებდა ალიბეს მკვიდრ ჰალიძონებად თუ ალიბეელებად (Strabo, XII, III, 20; Hom., Il., II, 856-857). ხალიბები დასახელებული ჰყავს ჰეროდოტეს წინამორბედს ჰეკატეოს მილეტელს, რომლის ნაშრომსაც ჰეროდოტე კარგად იცნობს, თავის თხზულებაში საკმაოდ ხშირად იხსენიებს (Her., II, 143; V, 36, 125-126; VI, 137) და ზოგჯერ მითითების გარეშეც კი ეკამათება მას (Her., II, 23; IV, 36) [314 იხ. ყაუხჩიშვილი 1975, 17.]. ხალიბები ნახსენები ჰყავს ჰეროდოტეს უფროს თანამედროვეს, დრამატურგ ესქილესაც (ძვ. . 525-456 წწ.), როდესაც ისინი მიჯაჭვულ პრომეთეოსშირკინის დამმუშავებელ, მკაცრ და სახიფათო ხალხად ჰყავს დახასიათებული (Aeschylus, Prom. vinct., 740შმდ.).

 

ჰეროდოტე ხალიბებს, მათ მეზობელ ტომებთან, მოსხებთან, ტიბარენებთან, მოსინიკებთან და მაკრონებთან ერთად შესაძლოა იმიტომ არ იხსენიებს, რომ ის ფრაგმენტები, სადაც ეს ტომებია დასახელებული (Her., III, 94; VII, 78), მომდინარეობენ განსაკუთრებული ხასიათის მქონე ორი ნაწილიდან, “სატრაპიების ანუ დარიო/გვ. 74/სის მოხარკეთა სიიდანდა ქსერქსეს არმიისა (და ფლოტის) სიიდან[315 [გვ. 169] გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მაკრონები, რომლებიც დამატებით არიან სირიელებთან ერთად მოხსენიებულნი, კოლხებისაგან წინადაცვეთის წესის გადმოღებასთან დაკავშირებით (Her., II, 104). ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ პარაგრაფში, ჰეროდოტე - შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ტომთაგან - მხოლოდ სირიელებს, მაკრონებს და კოლხებს იხსენიებს.], რომელთა თავდაპირველ წყაროს ოფიციალური სპარსული საბუთები უნდა წარმოადგენდნენ. ამ საბუთებში ხალიბები, საფიქრებელია, რომ სხვა ტომებთან ერთად იყვნენ გაერთიანებულნი და ამდენად, მათ სახელს ამოფარებულნი, ანდა, სულაც სხვა სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ, თუნდაც მოსხებისა” (იხ. ზემოთ). საყურადღებოა, რომ ურარტელების აღმნიშვნელი სახელწოდება ალაროდიელებიჰეროდოტესთან მხოლოდ აღნიშნულ სიებშია მოყვანილი (Her., III, 94; VII, 79) და ეს გარემოება სამეცნიერო ლიტერატურაში ახსნილია ჰეროდოტეს მიერ დიონისიოს მილეტელის ნაშრომების გამოყენებით, რომლებიც დაწერილი იყო ოფიციალური სპარსული დოკუმენტების საფუძველზე [316 Lehmann-Haupt 1937, 63, 65.]. ხოლო სხვა კონტექსტში, როდესაც თხრობა უშუალოდ ჰეროდოტესაგან მომდინარეობდა, მას, რა თქმა უნდა, შეეძლო დაესახელებინა ხალიბებიც. ამავე დროს, ჩვენ ვერც ხალიბების სახელწოდების შემცველი ფრაგმენტის ინტერპოლაციას გამოვრიცხავთ ჰეროდოტეს ტექსტში, მაგრამ, აღნიშნული ფრაგმენტი ჩანართსაც რომ წარმოადგენდეს, ვფიქრობთ, მას მაინც უნდა გაეწიოს ანგარიში, როგორც გარკვეული, ალბათ, არც თუ შემთხვევითი, ინფორმაციის გამომხატველს, მითუმეტეს, რომ ეს ფრაგმენტი ჰეროდოტეს ტექსტში (რომლის ყველაზე ადრეული ნუსხა ახ. . X . განეკუთვნება) საკმაოდ ადრეულ ხანაში ჩამატებულად არის მიჩნეული [317 იხ. გოზალიშვილი 1962, 62; გოზალიშვილი 1980, 176.]. მართალია, ისეთი შედარებით გვიანდელი ავტორი, როგორიც ლიკოფრენეს ალექსანდრასსქოლიასტია, რომელსაც XII . მოღვაწედ მიიჩნევენ [318 იხ. ლომოური 1982, 168, შენ. 4, 171.], ხალიბებს პაფლაგონიაში მცხოვრებ ტომად მოიხსენიებს (Schol. ad Lycophr., 1109), მაგრამ ბევრად უფრო ადრეული ხანის, ახ. . I . პირველი ნახევრის რომაელი მოღვაწის პომპონიუს მელას მიხედვითაც, რომელიც მცირე აზიის კარგ ცოდნას ავლენს, აღმოსავლეთისაკენ პაფლაგონიის უკანასკნელ ქალაქს - არმენეს (თანამედროვე ინჯებურუნის კონცხზე), ხალიბთა მიწა-წყალი მოსდევდა, მისი სიტყვებით, “...პაფლაგონიის უკანასკნელი ქალაქია არმენე. პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს აქვთ სახელგანთქმული ქალაქები ამისოსი და სინოპე, ცინიკოსი დიოგენეს სამშობლო, მდინარეეები ჰალისი და თერმოდონტი...” (Pomp. Mela, I, 19, 104-105) [319 იხ. გამყრელიძე 1965, 28-29.]. ხალიბების მოსაზღვრეები აღმოსავლეთის მხრიდან ტაბერენებია, იგივე ტიბარანები (Pomp. Mela, I, 19, 106). ყურადღებას იპყრობს პომპონიუს მელას განმარტება იმის თაობაზე, რომ ქალაქები ამისოსი და სინოპე აქვთ პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს, რაც უნდა მიგვანიშნებდეს სხვა, პაფლაგონიელებისაგან უფრო შორს მოსახლე ხალიბე/გვ. 75/ბის არსებობაზეც, ამავე დროს, ხალიბები მას იმ ტერიტორიაზე ჰყავს მოხსენიებულნი, სადაც სხვა ავტორები ლევკოსირებს (სირებს, ასირიელებს) ათავსებენ ხოლმე (Ps.-Scymn., 941-943; Apoll. Rhod., II, 946-947; Plut., Luc., XXIII) და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მელა თავის თხზულებაში ლევკოსირებს არსად მოიხსენიებს, საფიქრებელი ხდება, რომ ხალიბებშიმას ლევკოსირებიც უნდა ჰყოლოდა ნაგულისხმევი. როგორც ჩანს, პომპონიუს მელას, რომელიც კომპილატორი მწერალია, ხალიბთა განსახლება მის დროს არსებული რეალური ვითარების მიხედვით კი არა აქვს წარმოდგენილი, არამედ, რომელიღაც ძველი წყაროს მიხედვით. ნიშანდობლივია, რომ მოძველებული წყაროების სრულიად უკრიტიკო გამოყენება და სხვათა ნაშრომებიდან ხშირი დასესხება მელას დიდ ნაკლად არის მიჩნეული [320 [გვ. 169] Томсон 1953, 321-322. ადრეულ ხანებში ხალიბთა შედარებით ფართო განსახლებაზე, შესაძლოა მიგვანიშნებს, აპოლონიოს როდოსელის სიტყვებიც, რომ პოლიფემს აღსასრული უწერია ხალიბთა ვრცელი ქვეყნის მიწაზე (Apoll. Rhod., I, 1323).]. ამავე დროს, მისი ნაშრომის მთავარ ღირსებას სწორედ ეს თავისებურება, შემდგომში დაკარგული ან ფრაგმენტულად შემორჩენილი წყაროების მონაცემთა შემონახვა წარმოადგენს. მასთან არაერთი ისეთი ცნობა არის შემონახული, რომელიც უფრო ადრე არსებული მდგომარეობის ამსახველია [321 [გვ. 169] იხ. გამყრელიძე 1965, 22-25; Хазарадзе 1973а, 203. პომპონიუს მელას თხზულება, ძირითადად, დაფუძნებულია ძველიონიურ წყაროებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად შევსებულია უფრო გვიანი ხანების, თუ სულაც მელას თანადროული, ცნობებით (იხ. Прим. ред. – Латышев 1949, 1, 270).].

 

ჩვენი აზრით, ხალიბთა ადრეული განსახლების საკითხთან დაკავშირებით პომპონიუს მელას ზემომოყვანილ ცნობას გარკვეული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ პომპონიუს მელა ვერ ერკვევა მის მიერ დასახელებულ ტომთა ადგილმდებარეობაში [322 Ломоури 1979, 124-125; ლომოური 1982, 172.], ჩვენ მას ვერ გავიზიარებთ. მოგვყავს ის ციტატა პომპონიუს მელას თხზულებიდან, რომლის გამოც არის ძირითადად გამოთქმული ასეთი უარყოფითი შეფასება მელას სანდოობის მიმართ: “შიდა ქვეყნებში ბევრი და ნაირ-ნაირი ხალხები ცხოვრობენ... სკვითებსა და სკვითების ტრამალებს ზემოთ დაჰები ცხოვრობენ; ხოლო კასპიის უბეს ზემოთ - კომარეები, მასაგეტები, კადუსები, ჰირკანები, ჰიბერები; ამაძონებსა და ჰიპერბორეებს ახლოს - კიმერიელები, კისიანტები, აქეები, გეორგილები, მოსხები, კორსიტები, ფორისტები, რიმფაკები; ხოლო სადაც ჩვენს ზღვებს ემხრობა - მატიანები, ტიბარანები და უკვე უფრო ცნობილი სახელის მქონენი - მიდიელები, არმენიელები, კომაგენები, მურანები, ვეგეტები, კაპადოკიელები, გალოგრეკები, ლიკაონელები, ფრიგიელები, პისიდიელები, ისავრიელები, ლიდიელები, სიროკილიკიელები” (Pomp. Mela, I, 13) [323 იხ. გამყრელიძე 1965, 22-25.]. ტექსტის მიხედვით აქეები და მოსხები უშუალოდ კასპიის ზღვის ზევით კი არ ცხოვრობენ, არამედ ამაძონებისა და ჰიპერბორეების ახლოს (უფრო ზუსტად, მათ ზევით თუ მათს იქით - super), თუმცა სხვა ადგილას მელა მოსხებს ალბანელებთან და ჰირკანებთან ერთად ჰირკანიის უბესთან ათავსებს (Pomp. Mela, III, 5, 39) [324 [გვ. 169] . ერემიანის შეხედულებით, პირველწყაროები მოწმობენ, რომ დასავლეთ კასპიისპირეთში, ისევე როგორც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ერთიდაიმავე წარმომავლობის ტომებს უნდა ეცხოვრათ (Еремян 1967, 58). იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 49.]. როგორც ცნობილია, ეთნონიმ მოსხთანმი/გვ. 76/მსგავსებული სახელები დამახასიათებელი ჩანს კავკასიონის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილებისათვის; მხედველობაში გვაქვს აგათანგელოსის - მასახა ჰონნები (Agath., 153), პლინიუსის - მაზაკები (Plin., NH, VI, 21), ამ მხარეების ტოპონიმიაში და ეთნონიმიაში დადასტურებული მსგავსი ჟღერადობის სახელწოდებები (იხ. ზემოთ), ალაზნელი ჩეჩნების სახელწოდება maxis-to-bi (მათი თვითდასახელებაა maistwey) [325 Марр 1922а, 35-36.], “ქვეყნისაღმნიშვნელი ჩეჩნური ტერმინი მოხქ[326 Дирр 1909, 9.]. ალ. გამყრელიძის ვარაუდით, მოსხთა განსახლების თაობაზე პომპონიუს მელას ცნობა, შესაძლებელია წარმოადგენდეს რომელიმე ისეთი წყაროს ანარეკლს, რომელიც მოსხების ერთი ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადმონაცვლებაზე მიუთითებდა [327 გამყრელიძე 1965, 16.]. რაც შეეხება აქეების (“აქაელების”) ტომის სახელწოდებას, როგორც შენიშნავენ, იგი ერთ-ერთი მკვლევრის მიერ ყოფილა ამოკითხული დამახინჯებული ადგილიდან და საკმაოდ საეჭვოცაა; ხელნაწერში კისიანტებისა და აქეების ნაცვლად ყოფილა მხოლოდ - cissi anthiacae [328 იხ. გამყრელიძე 1965, 14.]. არ არის გამორიცხული, რომ ამ ტომებში ვეინახური ტომები იგულისხმებოდეს. კისიანტების (ანუ კისიების) სახელს თითქოს უახლოვდება ინგუშების აღმნიშვნელი ბაცბური ეთნონიმი - kis-ti-y (ქისტი) [329 იხ. Марр 1922а, 33.], ხოლო აქეების სახელი, თუ კი მივიღებთ აღნიშნულ კონიექტურას, ემსგავსება ჩეჩნების ყველაზე ჩრდილოური ჯგუფის სახელწოდებას - akki [330 იხ. Дирр 1909, 9.]. მოყვანილ ციტატაში არც მიდიელები, არმენიელები, კომაგენელები... უნდა ჰყავდეს პირენეს ნახევარკუნძულზე დაბადებულ რომაელ მოღვაწეს - პომპონიუს მელას მცდარ კონტექსტში მოხსენიებულნი, ვინაიდან მის ფრაზაში - “ხოლო სადაც ჩვენს ზღვებს ემხრობა”, უნდა იგულისხმებოდეს მთლიანად ხმელთაშუა ზღვის აუზი და არა მარტოოდენ შავი ზღვისა.

 

გარდა ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა, ხალიბთა ლოკალიზაციისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ძვ. . IV . პირველი ნახევრის ისტორიკოსის - ეფოროსის ცნობას, რომელიც სტრაბონს აქვს შემონახული: “ეფოროსი ამბობდა, რომ ეს ნახევარკუნძული დასახლებულია თექვსმეტი ტომით, რომელთაგან სამი არის ელინური, ხოლო დანარჩენი ბარბაროსული, თუ არ ჩავთვლით შერეულ ტომებს; ზღვასთან არიან კილიკიელები, ლიკიელები, ბითვინიელები, პაფლაგონიელები, მარიანდინები, ტროელები და კარიელები; შუა ქვეყანაში მოსახლეობენ პისიდიელები, მისიელები, ხალიბები, ფრიგიელები და მილიელები” (Strabo, XIV, V, 23) [331 იხ. ყაუხჩიშვილი 1957, 220.]. სტრაბონი არ ეთანხმება ეფოროსს და შენიშნავს: “...ჯერ უნდა შევეკითხოთ ეფოროსს, რატომ ათავსებს ნახევარკუნძულის შიგნით ხალიბებს, რომლებიც მოსახლეობენ ესოდენ შორს აღმოსავლეთით, სინოპესა და ამისოსი/გვ. 77/საგან” (Strabo, XIV, V, 24) [332 ლომოური 1982, 172.]. სტრაბონისგან ვგებულობთ, რომ ეფოროსი ხალიბებს ათავსებდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის შიგნით, ანუ სინოპესა და ისოსის (თანამედროვე ისკანდერუნის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე) “შემაერთებელი ხაზისდასავლეთით; იგულისხმება სინოპის ყურის უკიდურესი სამხრეთ წერტილი და ისოსის ყურის ჩრდილო წერტილი (Plin., NH, VI, 7). არსებობდა ნახევარკუნძულის განსაზღვრის სხვა ხერხიც, რომელიც სტრაბონს უფრო მართებულად მიაჩნია - ამისოსისა და ისოსის შორის მდებარე ვიწრობის მიხედვით (Strabo, XIV, V, 22-23). სტრაბონი შენიშნავს, რომ არავინ თვლის ნახევარკუნძულის ყელის ხაზს ხალიბებზე გადამავალად, ვინაიდან მაშინ ხაზი მრუდე გამოვიდოდა, მცირე არმენიასა და ევფრატზე გადაივლიდა, ხოლო ნახევარკუნძული მთელ კაპადოკიას, კომაგენეს, ამანოსს და ისიკოსის ყურეს მოიცავდა (Strabo, XIV, V, 24).

 

როგორც ვხედავთ, სტრაბონი იმიტომ არ მიიჩნევს ხალიბებს ნახევარკუნძულის მცხოვრებლებად, რომ მათ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთით ათავსებს. ძირითადი მიზეზი, რის გამოც სტრაბონი ეფოროსს ეკამათება, ხალიბების სანაპირო ზოლისაგან დაშორება და ქვეყნის შიგნით მოთავსება კი არ არის, არამედ სწორედ მათი ნახევარკუნძულზე, ისოსიდან ევქსინამდე გამავალი ხაზის დასავლეთით ლოკალიზებაა; სტრაბონი არ გამორიცხავდა ხალიბების ქვეყნის შიგნითა მხარეში ბინადრობას; ეს მკაფიოდ ჩანს მისსივე სიტყვებში, რომ ეფოროსს უმჯობესი იყო ხალიბების ერთი ნაწილი ზღვის პირას მოეთავსებინა, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნის შიგნით (Strabo, XIV, V, 24). . ყაუხჩიშვილის განმარტებით, სტრაბონი ეთანხმებოდა ეფოროსს (და მასთან ერთად ძვ. . II . მოღვაწეს აპოლოდორეს) ხალიბების ნაწილის მათ მიერ მითითებულ ადგილზე ცხოვრების შესახებ, მეორე ნაწილს კი ზღვის პირას ათავსებდა [333 ყაუხჩიშვილი 1976, 147.]. ამავე დროს, ვფიქრობთ, ნათელია, რომ ეფოროსისათვის ხალიბები ისოს-სინოპესა თუ ისოს-ამისოსის შემაერთებელი ხაზის დასავლეთით ცხოვრობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრაბონის სიტყვებისა არ იყოს, “თუ ხალიბების ქვეყანას ნახევარკუნძულის ნაწილად მივიჩნევთ, მით უფრო უნდა ჩავთვალოთ ასეთებად კატაონია, ორივე კაპადოკია და ლიკაონია...” (Strabo, XIV, V, 24). აშკარაა, რომ ეფოროსი იმიტომ თვლიდა ხალიბებს ნახევარკუნძულის მოსახლეებად და არ თვლიდა ასეთებად ზემოჩამოთვლილ ხალხებს, რომ ხალიბებს, მათგან განსხვავებით, უფრო დასავლეთით ათავსებდა.

 

საყურადღებოა, რომ ფსევდო-სკიმნოსის პერიეგესისმიხედვითაც, ხალიბები ასევე ნახევარკუნძულის, ამისოსსა და ისიკოსის ყურეს შორის მდებარე აზიის უვიწროე/გვ. 78/სი ყელის დასავლეთით, ქვეყნის შიგნით და კაპადოკიელების მახლობლად მოიხსენიებიან (Ps.-Scymn., 921-939). ფსევდო-სკიმნოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფოროსთან დასახელებული ხალიბების ადგილმდებარეობის გარკვევისათვის, ვინაიდან პერიეგესისერთ-ერთ ძირითად წყაროს სწორედ ეფოროსი წარმოადგენდა, ამას ფსევდო-სკიმნოსი თვითონვე აღნიშნავს, როდესაც ჩამოთვლის იმ ავტორებს, ვისგანაც არის იგი დასესხებული (Ps.-Scymn., 109-127). თუმცა, . ყაუხჩიშვილის შენიშვნით, “პერიეგესისის ფრაგმენტი, სადაც ხალიბებია ნახსენები, უნდა მომდინარეობდეს წყაროდან, რომელიც ძვ. . III-II სს. თარიღდება [334 [გვ. 170] ყაუხჩიშვილი 1967, 65. აღსანიშნავია, რომ სინოპის მახლობლად ნახევარკუნძულის განსაზღვრა თითქოს მოცემულია ჰეროდოტესისტორიაში” (Her., IV, 12).]. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ ფსევდო-სკიმნოსი ეფოროსისაგან განსხვავებით კაპადოკიელებს ნახევარკუნძულზე ათავსებს; ისინი, მისი თქმით, პისიდიის ქვეყანაში და ხალიბების მახლობლად ცხოვრობენ (Ps.-Scymn., 938-939). ფსევდო-სკიმნოსის ეს ცნობა, ამავე დროს, ხალიბთა ქვეყნის შემდეგ მდებარე საცხოვრისის განსაზღვრის საშუალებასაც იძლევა პისიდიის ქვეყანაში მცხოვრები კაპადოკიელების მეზობლად. კაპადოკიელების პისიდიის ქვეყანაში (სამხრეთ ანატოლია) მოთავსება ხალიბების უფრო ჩრდილოეთით მდებარეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, შესაძლოა, შემდეგდროინდელი გალათიის მიდამოებში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ეფოროსთან ქვეყნის შიგნით მცხოვრები ხალხების - პისიდიელების, მისიელების და მილიების, ზღვიდან დაშორების მანძილს, არ არის გამორიცხული ხალიბთა საცხოვრისიც ნაპირიდან სულ 20-30 კმ-ით ყოფილიყო დაშორებული. გარკვეულ ეჭვს აღძრავს ნახევარკუნძულზე და ქვეყნის შიგნით მოსახლე ხალხებს შორის ეფოროსის მიერ კაპადოკიელთა მოუხსენიებლობა, ვინაიდან ისოსის, როგორც სინოპთან, ასევე ამისოსთან დამაკავშირებელი ნახევარკუნძულის ყელის ხაზი კაპადოკიელების მიწაზე გადიოდა; ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეფოროსის ხალიბებში” - კაპადოკიელები ან მათი რომელიღაც შემადგენელი ნაწილი იგულისხმება; იქნებ ამავე გარემოებას უკავშირდება პომპონიუს მელას მიერ ხალიბების ლოკალიზაცია ლევკოსირების ტერიტორიაზე (იხ. ზემოთ), რომლებიც ჰეროდოტეს მიხედვით, იგივე კაპადოკიელები არიან (Her., I, 72; V, 49; VII, 72).

 

კიდევ ერთი ძველი ავტორი, რომელიც იუწყებოდა ხალიბების ნახევარკუნძულზე ბინადრობას, როგორც ამას სტრაბონისაგან ვგებულობთ, ყოფილა აპოლოდორე, რომელიც თავის თხზულებებში ტროელთა საბრძოლო წყობადა ხომალდთა კატალოგის შესახებ”, შენიშნავდა, რომ ჰომეროსთან ჩამოთვლილი ტროელთა ყველა აზიელი მოკავშირე, . . მათ შორის ჰალიძონებიც, ნახევარკუნძულ/გვ. 79/ზე, სინოპ-ამისოსის ვიწრობების დასავლეთით ცხოვრობდნენ (Strabo, XII, III, 24; XIV, V, 22-24). როგორც სტრაბონი გვამცნობს, აპოლოდორეს ერთმანეთთან შეპირისპირებული ჰქონია ჰომეროსისა და ეფოროსის ცნობები: “ცხადია, რომ აპოლოდორემ სათანადოდ ვერ გაარჩია ეფოროსის განცხადება და აურია და დაამახინჯა პოეტის (ჰომეროსის - . .) სიტყვები” (Strabo, XIV, V, 24). მიუხედავად სტრაბონის მიერ იმ გარემოების აღნიშვნისა, რომ აპოლოდორესათვის უცნობი იყო ჰალიძონთა ვინაობა (Strabo, XII, III, 24), რაშიც სტრაბონი ალბათ ხალიბებისა და ჰალიძონების მის მიერ ნავარაუდევ იგივეობას უნდა გულისხმობდეს (შდრ.Strabo, XIV, V, 20), აპოლოდორეს მიერ ჰომეროსის ხომალდთა კატალოგშიდასახელებული ტროელთა მოკავშირეების, მათ შორის ჰალიძონების, ნახევარკუნძულის მცხოვრებლებად მიჩნევა, და აგრეთვე ის ფაქტი, რომ იგი, როგორც ეს სტრაბონის სიტყვებიდან ირკვევა, იზიარებდა ეფოროსის ცნობას, ნახევარკუნძულზე ხალიბების ბინადრობის თაობაზე (Strabo, XIV, V, 24), სავარაუდოს ხდის, რომ აპოლოდორესათვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო შეხედულება ხალიბებისა და ჰალიძონებისა თუ ალიბეელების იდენტურობის შესახებ; ეს მით უფრო დასაშვებია, რომ მსგავსი აზრი საკმაოდ გავრცელებული ჩანს მის ეპოქაში; სტრაბონი იუწყება, რომ აპოლოდორეს წინამორბედ დემეტრიოს სკეპსისელისათვის (ძვ. . II .) ცნობილი იყო ზოგიერთების მიერ ჰეროდოტეს ხომალდთა კატალოგშიმოხსენიებულნი შორეული ალიბეს” (Hom., Il., II, 856) “შორეულ ხალიბედშესწორების ფაქტი (Strabo, XII, III, 23).

 

აღსანიშნავია, რომ სტრაბონი, როგორც ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ ჰალიძონებსა თუ ალიბეელებს ხალიბებთან აიგივებდა (Strabo, XII, III, 20), არ იზიარებდა შეხედულებას ამაძონებისა და ჰალიძონების იდენტურობაზე, რაც ზოგიერთ ავტორს დასაშვებად მიაჩნდა (Strabo, XII, III, 21-24); მაგალითად, ეფოროსი ხომალდთა კატალოგის” “ალიბელ ჰალიძონებს” “ალოპელი ამაძონებითცვლიდა და მათ საცხოვრისს მისიას, კარიასა და ლიდიას შორის ათავსებდა (Strabo, XII, III, 21). სტრაბონის განცხადებითაც, ეს მხარე, შემდგომში ეოლიელებითა და იონიელებით დასახლებული, თავდაპირველად ამაძონელებს ეკუთვნოდათ, მაგრამ მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა აქ ალიბეს”, ანუ ალოპესთუ ალობესდანახვა, ანდა, რითი გამართლდებოდა ამ შემთხვევაში ჰომეროსის სიტყვები აღნიშნული მხარის სიშორისა და ვერცხლით მისი სიმდიდრის შესახებ (Hom., Il., II, 856-857; Strabo, XII, III, 21). დასავლეთ ანატოლიის ეგეოსისზღვისპირეთში ალოპეს/გვ. 80/ მდებარეობის შესახებ ცნობა ჰქონია თემისტაგორესაც ოქროს წიგნში”, რომლის ფრაგმენტი ელიანუს ჰეროდიანს შემოუნახავს; ამ ფრაგმენტის მიხედვით, ამაძონელები ცხოვრობდნენ ალოპეში, რომელსაც იმჟამად უკვე ლიკია ერქვა და . ეფესოსთან მდებარეობდა (Ael. Her., I, 28); ჰომეროსის ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათვალისწინების გამო სტრაბონი კიდევ უფრო მიუღებლად მიიჩნევს შეხედულებას ჰალიძონების ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში ლოკალიზების შესახებ, რომელიც გამოთქმული ჰქონიათ ჰეკატეოს მილეტელს, პალეფატს, მენეკრატე ელაიტელს და დემეტრიოს სკეპსისელს (Strabo, XII, III, 22). აღსანიშნავია, რომ თვით სტრაბონი, უარყოფდა რა ამაძონებისა და ჰალიძონების იგივეობას, ამავე დროს ამაძონთა საცხოვრისსაც პონტოში ათავსებდა; მისი ცნობით: “ყველანი უწოდებდნენ თემისკირას, თერმოდონტის მიდამოებში მდებარე დაბლობებს და მათ ზემოთ მდებარე მთებს ამაძონების ქვეყანას და ამბობენ, რომ ისინი აქედან იყვნენ გაძევებულნი” (Strabo, XI, V, 4). თქმულება თერმოდონტზე მოსახლე ამაძონების სამშობლოდან გაძევების შესახებ ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ სამყაროში (იხ. მაგ. Her., IV, 110; Dion. Per., 655; Ps.-Scymn., 880). როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, თერმოდონტის მხარე ითვლებოდა აგრეთვე ლევკოსირებისა და ხალიბების მიწად, ხოლო მთების (ჯანიკის ქედი) გადაღმა უნდა ყოფილიყო მოსხების საცხოვრისი.

 

ეთნონიმ ამაძონში”, სავარაუდოა, რომ გამოიყოფა მაძ- ფუძე, ხოლო ონ- სუფიქსის არსებობა დამახასიათებელია ჭანური და ბერძნული ენებისათვის [335 [გვ. 170] შდრ. მელიქიშვილი 1961, 114; ურუშაძე 1969, 294. ამაძონების ლევკოსირებთან და კაპადოკიელებთან მეზობლობის თაობაზე იხ. Strabo, XII, III, 27.]. ეთნონიმ ჰალიძონშიშემავალი ონ- სუფიქსის ეთნონიმთა მაწარმოებელ სუფიქსად მიჩნევის შესაძლებლობას იძლევა თუნდაც ჰომეროსის მიერ სატომო სახელის - “ჰალიძონისდაპირისპირება ქვეყნის სახელწოდება ალიბესთან”: “ჰალიძონებს ოდიოსი და აპოსტროპოსი მოუძღოდნენ შორეულ ალიბედან...” (Hom., Il., II, 856-857). საყურადღებოა, რომ ჰალიძონების (=ჰალიძების?) ქვეყანას, იგივე ალიბეს”, მდ. ჰალისის აუზში ათავსებენ, როგორც ჩანს, ამ ჰიდრონიმთან მათი სახელწოდების მსგავსების გამო [336 [გვ. 170] მიქელაძე 1974, 120. თუმცა პლინიუსი ჰალიძონების საცხოვრისს პროპონტიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ათავსებდა და თვლიდა, რომ ამ ტომის სახელწოდებაზღვით შემოზღუდულებსნიშნავდა (Plin., NH, V, 143.]. ამავე საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, მხედველობაშია მისაღები ხეთების მეფის მურსილის II-ის (ძვ. . 1345-1315 წწ.) ანალებში მოხსენიებულნი აცი-ხაიასას ქვეყნის, ზღვის პირას მდებარე ქალაქი - Aripsa (აიგივებენ . კერასუნტთან, თანამედროვე გირესუნი) [337 იხ. Garstang & Gurney 1959, 37-39.], რომლის სახელწოდებაშიც sa- სუფიქსი გამოიყოფა [338 [გვ. 170] Гиоргадзе 1961, 208. -sa სუფიქსის გამოყოფის შესაძლებლობა საეჭვოს ხდის შეხედულებას, რომარიფსაშიდა ანალოგიურად ნაწარმოებ სხვა ანატოლიურ ტოპონიმებში ჩრდილოდასავლურკავკასიური ენების ჯგუფებისათვის დამახასიათებელი psa/pša დაბოლოებაა წარმოდგენილი (იხ. Меликишвили 1954, 84; Дьяконов 1968, 84). აღნიშნული დაბოლოება არც Takkupša-ში უნდა იყოს წარმოდგენილი, ვინაიდან ეს ტოპონიმი Takkumiša- სახითაც არის დადასტურებული და მასში p- ბგერა, m~p ბგერათმონაცვლეობის შედეგად ჩანს გაჩენილი (იხ. Schuler 1965, 101). ხომ არ წარმოადგენსარიფსასქართველურ გახმოვანებას სახელწოდებააფსარი”? აღსანიშნავია, რომ ტერმინარიფსასაგანნაწარმოებად მიიჩნევს გრ. ღაფანციანი მსგავსი ჟღერადობის მქონე მთელ რიგ სომხურ ტოპონიმებს (Капанцян 1947, 55-57).]; გასათვალისწინებელი ჩანს ხეთური წყაროების ალისას ქვეყანაც, რომელიც საკულტო ქალაქ არინნას მახლობლად და დურმითის ქვეყნისა და ქალაქ ჰაქფისს || ჰაკმისს (. ამასია) შორის მდებარეობდა /გვ. 81/ ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში [339 იხ. Garstang & Gurney 1959, 9, 19; Goetze 1957a, 92.]; არ არის გამორიცხული, რომ ტოპონიმები Alisa და Hakmis || Hakpis (Hagmis, Haggamis, Ha-ag-miš) ქალაქების ამისოსისა და ამასიის სახელწოდებებისა [340 [გვ. 170] იხ. Garstang & Gurney 1959, 6, 8, 14, 18-19; Dinçol & Yakar 1974, 574. ამავე დროს, თითქოს, მოიპოვება ჰეკატეოს მილეტელთან მოხსენიებული ლევკოსირების ქალაქის ხადისიის (Steph. Byz., s. v. Χαδσία; შდრ. Apoll. Rhod., II, 1000) ალისასთან დაახლოების შესაძლებლობა (ხადისიის ადგილმდებარეობისათვის იხ. Plin., NH, VI, 9).] და ეთნონიმ ამაძონისწინამორბედებს წარმოადგენდნენ; ალბათ მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ . ამასიის მახლობლად ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანებში უნდა ეცხოვრათ მოსხებს, რომელთა სახელწოდების არქეტიპს, როგორც ითქვა, მას- წარმოადგენდა, საკმაოდ ახლო მდგომი ამაძონთა სახელწოდების სავარაუდო ფუძესთან მაძ, რაც თავის მხრივ, ძალაუნებურად წამოჭრის საკითხს, ხომ არ უნდა იგულისხმებოდნენ მითიურ ამაძონებში რეალურად არსებული მოსხები? იქნებ მათი და აგრეთვე მოსინიკების სახელწოდებათა გარეგნულმა მსგავსებამ ამაძონების სახელთან გამოიწვია ამ ლეგენდარული ტომის სამხრეთ შავიზღვისპირეთში ლოკალიზება? [341 [გვ. 170] აღსანიშნავია, რომ ძვ. . IV . ბერძენი ფილოსოფოს-ათეისტის ევჰემეროსის პრინციპებზე დაფუძნებულ თხზულებაში - “დაუჯერებელთა შესახებ”, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამაძონები ლეგენდარული ქალები კი არ იყვნენ, არამედ წვერგაპარსული მეომარი ბარბაროსები, რომლებიც, ამასთანავე, გრძელ თმებსა და ქიტონებს ატარებდნენ (იხ. ურუშაძე 1964, 71). ფიქრობენ აგრეთვე, რომ მითიურ ამაძონებში ხეთები უნდა ყოფილიყვნენ ნაგულისხმევი (იხ. Barnett 1975a, 418n2).]

 

რაც შეეხება ეთნონიმ ამაძონშიa- პრეფიქსის გამოყოფის შესაძლებლობას, გასათვალისწინებელია ანალოგიური მოვლენები, დამახასიათებელი აღმოსავლეთანატოლიური და კავკასიური გეოგრაფიული სახელწოდებებისათვის. შდრ., მაგ., ჰიდრონიმები, მდ. კინტრიშის ძველი სახელწოდებები აკინასე” (κινάσηϛ - Arr., PPE, 7)  და კინასი” (Κίνασοϛ - Anon., PPE, XLII, 2) , მდ. ჭოროხისა - “აფსაროსი” (ψαροϛ - Ps.-Scyl., 81; Arr., PPE, 7; Anon., PPE, XLII, 2, 7; Plin., NH, VI, 12) და ფსაროსი” (ψάροϛ) [342 იხ. ჯანაშია 1952e, 271-272; ინგოროყვა 1954, 223-224.]; აგრეთვე ქართულ წყაროებში დადასტურებული მდ. არაქსის (არეზი) სახელწოდება - “რაჴსი” (მაგ. ლეონტი მროველი I, 5, 70). ყურადღებას იმსახურებს ასურულ წარწერებში მუშქებთან ერთად ძვ. . XII . აღმოსავლეთ ანატოლიაში შეჭრილი ქასქას (ქაშქების) ტომის სახელწოდების სინონიმად გამოყენებული ეთნონიმი აბეშლა[343 იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 528] (იქნებ თავად დაკავშირებული ეთნონიმ ამაძონთან”), რომელიც, . დიაკონოვის აზრით, ქსენოფონტის ანაბასისშიფასიანების (Φασιανοί - Xen., Anab., IV, VI, 4-27; VII, VIII, 25) სახელწოდებით არის მოხსენიებულნი. თუმცა კი ფასიანებში უპირველეს ყოვლისა მდ. ფასისის პირას (აქ მდ. არეზის ზემო წელი) მცხოვრები მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს; შდრ. ამავე ტერმინით (Φασιανοί) აღნიშნული მდ. რიონ-ფასისის მოსახლეობაც (Xen., Anab., V, VI, 36). ეთნონიმებში აბეშლადა ფასიანიერთმანეთთან ახლომდგომი ბეშ და ფას ფუძეები გამოიყოფა, წარმოდგენილი აგრეთვე აბაზინელების ჩერქეზულ დასახელებაში ბასხეღ[344 იხ. Дирр 1909, 1.], რომელიც თავის მხრივ ეთნონიმ აბასკსუნდა უახლოვდებოდეს. ტერმინი აბასკი. მარის აზრით, “მოსხიდანიყო მიღებული [345 Марр 1938, 44-52.]. მსგავსი ტრანსფორმაცია, როგორც ფონეტიკური კანონებით, ასევე წერილობითი წყაროების /გვ. 82/ მონაცემებით, დასაშვები ჩანს; ~ ბგერათმონაცვლეობა დამახასიათებელია ანატოლიური სამყაროსთვის [346 [გვ. 171] იხ. Гиоргадзе 1961, 208, прим. 186; Schuler 1965, 101. ჩრდილოანატოლიურ ტოპინიმებში m~p ბგერათმონაცვლეობის ახსნა ხურიტული ენის ზეგავლენით (იხ. Friedrich 1960, §14a) საეჭვოდ არის მიჩნეული (Schuler 1965, 101).] და აგრეთვე შეინიშნება ქართულ და აფხაზურ-აბაზურ ენებს შორისაც, სადაც გარკვეული კანონზომიერებით არის გამოვლენილი ქართ. , აფხაზ-აბაზ. ბგერათშეფარდება [347 [გვ. 171] ლომთათიძე 1980, 56-58. აღსანიშნავია, რომ m~p ბგერათმონაცვლეობას ადგილი აქვს საკუთრივ ქართველურ სამყაროშიც, კერძოდ, იგი ვლინდება ქართულ და მეგრულ ენებს შორის (იხ. ჯავახიშვილი 1960a, 125).], ხოლო ანტიკური და მომდევნო ხანების წყაროების შეთანაპირებით შთაბეჭდილება იქმნება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით მერმინდელი აბასკების მიწაზე (βασκοί - Ps.-Orph., 754; Arr., PPE, 11; Anon., PPE, XLII, 10; Proc., Goth., VIII, 3; Const. Porph., De adm. imp., 42), ძვ. . I საუკუნეში მოსხები ბინადრობდნენ (Strabo, XI, II, 14) [348 [გვ. 171] . მელიქიშვილის აზრით მოსხების გამოჩენა ჩრდილოეთ კოლხეთში უნდა აიხსნას ძვ. . I . პირველ მეოთხედში მომხდარი ტომთა გადაადგილებით (Меликишвили 1959, 87-88).]. ამავე მხარეში, აბასკების მეზობლად ლოკალიზდებიან აფსილებიც (ψλαι - Arr., PPE, 11; Anon., PPE, XLII, 10; Agath., IV, 15; Proc., Goth., VIII, 2-3; Absilae - Plin., NH, VI, 14) რომელთაც სამეცნიერო ლიტერატურაში ჩვეულებრივ ასურული წყაროების აბეშლაელებს უკავშირებენ [349 Меликишвили 1954, 76; Меликишвили 1959, 120, 168; Дьяконов 1981, 52-53.]. ნიშანდობლივია, მიუხედავად იმისა, რომ აბეშლაელებიცა და აფსილებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქრონოლოგიურ და სივრცობრივ განზომილებებში ჩანან, ორივე ეს ტომი, როგორც აღმოსავლეთ ანატოლიაში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში გვხვდება იქ, სადაც მუშქი-მოსხებიც [350 მუშქებისა და მოსხების იგივეობაზე იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 69 და შენ. 296.] არიან დამოწმებული. ყურადღებას იპყრობს ბასიანის ოლქისა, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ფასიანელების ტომის სახელს უნდა ატარებდეს [351 იხ. მიქელაძე 1955, 30-31, შენ. 3; შდრ. Меликишвили 1959, 218.], და მოსხური მთების მეზობლობის ფაქტიც [352 მოსხის მთისადგილმდებარეობის შესახებ, იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 110-113.].

 

ამავე დროს, თითქოს მოიპოვება ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში მოსახლე მოსხების სავსებით განსხვავებული წარმომავლობის ვარაუდის შესაძლებლობაც. შტრაბონი, მითრიდატეს ომების ისტორიკოსებზე დაყრდნობით, მოსხებს კერკეტებსა და კოლხებს შორის ათავსებდა (Strabo, XI, II, 14), ხოლო ფსევდო-სკილაქსის პერიპლუსისმიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ცხოვრობდნენ... კერკეტები, ტორეტები, აქაჲები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები, გელონები, კოლხები... (Ps.-Scyl., 73-81). სტრაბონის მოსხებიცა და ფსევდო-სკილაქსის მელანქლაინებიც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ლოკალიზდებიან (შდრ. Strabo, XI, II, 14; Ps.-Scyl., 79). ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში თავსდება პომპონიუს მელას მელანქლენა” (Pomp. Mela, I, 19, 110) და პლინიუსისა და ანონიმური პერიპლუსისმელანქლაინები (Anon., PPE, XLII, 3, 18; Plin., NH, VI, 15). ბევრად უფრო შორს ჩრდილოეთით ისაზღვრება მელანქლაინთა საცხოვრისი ჰეროდოტეს (Her., IV, 20), დიონისიოს პერიეგეტისა  /გვ. 83/ (Dion. Per., 309), კლავდიოს პტოლემაიოსის (Cl. Ptol., III, V, 10) და სხვათა ცნობით. კლავდიოს პტოლემაიოსის ტექსტის სხვა ფრაგმენტის მიხედვით ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ (Cl. Ptol., V, VIII, 21), ჰეკატეოსი მათ სკვითებად თვლის (Hec., fr. 154), ჰეროდოტეს მიხედვით კი, ისინი მიუხედავად იმისა, რომ სკვითური ცხოვრების წესს მისდევენ, სკვითები არ არიან (შდრ. Her., IV, 20 და 107). საყურადღებოა, რომ მათი მეზობლები, როგორც აზოვის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთშიც გელონები არიან (Her., IV, 102; Dion. Per., 309-310; Ps.-Scyl., 80; Amm. Marc., XXII, 8, 31).

 

ჩვენი აზრით, არსებობს შესაძლებლობა ფსევდო-სკილაქსის მელანქლაინებისა და სტრაბონის მოსხების გაიგივებისა, რასაც, გარდა მათი ადგილმდებარეობის თანხვდენისა, უნდა მოწმობდეს ისიც, რომ ფსევდო-სკილაქსთან მელანქლაინელთა მეზობლად დასახელებული გელონების ნაცვლად, სტრაბონს, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) მცხოვრებლებად ფთერიოფაგები (გირჩისმჭამელები) ჰყავს დასახელებული, ხოლო, როგორც ჰეროდოტეს ისტორიიდანვგებულობთ, ელინების მიერ გელონებთან გაიგივებული ბუდინებიც გირჩისმჭამელებად ითვლებოდნენ (Her., IV, 109). არიანეს ცნობითაც, პიტიუნტის დასავლეთით ძველად მცხოვრები გირჩისმჭამელთა სკვითური ტომი ის ტომი ყოფილა, რომელსაც ჰეროდოტე სკვითების ქვეყნის აღწერისას იხსენიებდა (Arr., PPE, 18). საყურადღებოა, რომ ფსევდო-სკილაქსთან მოხსენიებული გელონების ნაცვლად ანონიმურ პერიპლუსში”, მელანქლაინებისა და კოლხებს შორის, მაქელონები არიან დასახელებულნი (Anon., PPE, XLII, 18); აქაც, ისევე როგორც ფსევდო-სკილაქსის პერიპლუსში”, ერთმანეთის შემდეგ არიან ჩამოთვლილი: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები (ნაცვლად ფსევდო-სკილაქსის კოლებისა), მელანქლაინები, მაქელონები (ნაცვლად გელონებისა) და კოლხები. სავარაუდოა, რომ გელონების სახელს ანონიმის ტექსტში დამატებული აქვს, შესაძლოა, ქართველურ ენობრივ გარემოში შეძენილი, ეთნონიმთა მაწარმოებელი m- პრეფიქსი [353 [გვ. 171] შდრ., მაგ., ჯანაშია 1952a, 419; ჯანაშია 1937, 189; Сванидзе 1937, 133; ურუშაძე 1964, 136. აღსანიშნავია, რომ ანონიმურ პერიპლუსშიმაქელონები კიდევ ერთხელ არიან დასახელებულნი, უკვე თანამედროვე ვითარების აღწერის დროს, ჰენიოხებთან ერთად, ტრაპეზუნტელი კოლხების ზევით (. . აღმოსავლეთით) და ძიდრიტების დასავლეთით (Anon., PPE, XLII, 8, 10); შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მათში მაკრონები იყოს ნაგულისხმევი.]. ამავე დროს, არც ის არის გამოსარიცხი, რომ სტრაბონისეულ მოსხებს” (Strabo, XI, II, 14) მელანქლაინების სახელწოდების შესატყვისი ქართველური ფორმა დასდებოდა საფუძვლად; მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ჰეკატეოსის, ჰეროდოტეს და სხვათა ცნობით, მელანქლაინებს თავისი სახელწოდება შეერქვათ შავი ფერის ტანსაცმლის ტარების გამო (Hec., 154; Her., IV, 107), ბერძნულად - μέλϛ, μέλαινα, μέλν ნიშნავს შავს, მუქი ფერისას”, ხოლო სვანურ ენაში იგივე მნიშვნელობა /გვ. 84/ აქვს სიტყვას mešxe [354 იხ. Benseler 1981, 501-502; Климов 1964, 231.]. ევსტათი თესალონიკელის მიხედვით, ზოგიერთ ავტორს მიაჩნდა, რომ მელანქლაინებისათვის ასეთი სახელის შერქმევა მათი კანის მუქმა ფერმა განაპირობა (Eust. ad Dion. Per., 309). ეს ცნობა, მელანქლაინთა კოლხეთში ბინადრობის გათვალისწინებით, შესაძლოა უკავშირდებოდეს ჰეროდოტესა და ძვ. . VI-V სს. პოეტის პინდარეს შეხედულებას კოლხთა მუქკანიანობისა თუ შავგვრემანობის შესახებ (Her., II, 104; Pind., Pyth., IV, 212) [355 [გვ. 171] მელანქლაინების კავშირს კოლხურ სამყაროსთან უნდა მოწმობდეს ის გარემოებაც, რომ ანტიკური ხანის ავტორებისა და მათი სქოლიასტების ცნობით. აიეტესის ქალიშვილის ქალკიოპესა და ფრიქსეს შვილი, არგოსთან, ფრონტისთან და კიტისორესთან ერთად მელასიც ყოფილა (Apollod., I, IX, 1 (6); Val. Flac., V, 460; Schol. ad Apoll. Rhod., II, 1122; Schol. ad Pind., Pyth., IV, 212). გამოთქმულია ვარაუდი, რომ მელანქლაინების სახელით მანრალები (Cl. Ptol., V, IX, 4) ანუ მეგრელები უნდა ყოფილიყვნეენ ცნობილნი (Mülenhoff 1892, 96; ix. Прим. ред. – Латышев 1948, 2, 248, прим. 12). მელანქლაინთა განსახლების საკითხთან დაკავშირებით, იხ. ყაუხჩიშვილი 1965, 5-9.]. მელანქლაინებთან მოსხების გაიგივების საკითხთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ცნობა, რომლის მიხედვითაც მოსხები, ჩრდილოეთში მცხოვრებ ტომებთან, სარმატებთან და გეტებთან ერთად არიან მოხსენიებულნი, როგორც სისხლიანი რძის მსმელი და ჯამების ძარღვებით შემკობის მოყვარული ხალხი (Sidon., Carm., VII, 83-84); საგულისხმოა, რომ ვერგილიუსის მიხედვით გელონებიც, როდოპასა და გეტების უდაბნოს შეხიზნულები, ცხენის სისხლში არეულ რძეს სვამდნენ (Verg., Georg., III, 461-463).

 

რაც შეეხება საზოგადოდ კავკასიასა და ანატოლიაში ფართოდ გავრცელებული ტერმინის მოსხი || მესხისეტიმოლოგიას, ამისათვის უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ზანური (მეგრულ-ჭანური) და ქართული ენების მონაცემები უნდა იყოს გამოყენებული. როგორც აღვნიშნავდით, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ტოპონიმ მცხეთასეთნონიმ მესხისაგანნაწარმოებად მიიჩნევდნენ [356 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 10]; თუმცა, ამ მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ იზიარებდა. ვფიქრობთ, ტერმინების მცხეთისადა მესხისურთიერთკავშირის პოსტულირებით, რაც მათი მსგავსების გამო, დასაშვები უნდა იყოს, მოიპოვება იმის შესაძლებლობა, რომ პირიქით, ტოპონიმ მცხეთისსავარაუდო მნიშვნელობის გათვალისწინების საშუალებით შევეცადოთ ეთნონიმ მესხისეტიმოლოგიის დადგენას. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, ადგილის სახელწოდების - “მცხეთისწარმომავლობის თაობაზე ქართულ-ზანური ერთობის ხანის ციხისაღმნიშვნელი სიტყვიდან - *ӡ1ixe [357 [გვ. 171] იხ. Климов 1964, 239. *ძიხე > ციხე განვითარება აიხსნება ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავკიდური მჟღერი თანხმოვნის დისტანციური დაყრუებით მომდევნო სპირანტის გავლენით (იხ. გამყრელიძე/მაჭავარიანი 1965, 119, შენ. 4). ყურადღებას იპყრობს ამ სიტყვასთან გარეგნული მსგავსებითხის”, “ტყის”, “შეშისაღმნიშ[გვ. 172]ვნელი ხათური სიტყვა ziar (იხ. Friedrich 1952, 319; იხ. Гиоргадзе 1961, 207. თუმცა, შდრ. საერთოქართველური - “ტყე”, “ხე”, იხ. Климов 1964, 184). აღსანიშნავია, რომ ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, სახელწოდებასამცხენაწარმოებიამცხეთისაგანანციხისაგან”: “....აწ ოძრახოს წილს გურიის მთამდე და არსიანის მთამდე, უწოდებენ სამცხეს, მცხეთოსისა და ქალაქის მცხეთის გამო, პირველვე წოდებულს მცხეთის მორჩილებისათჳს [კუალად იტყჳან: ოდეს აღაშენა სუმბატ ბივრიტიანმან ციხე დემოთს, სამთა ციხეთათჳს ლომ()ისა, ოძრახესა მეპირისპირედ, ესე იგი არს სამციხეთა, ამით იწოდა სამცხე]… მესხნი, იგივე ძუელი სახელი სამცხეთოსი, და სიმოკლისათჳს მესხნი ითქმის” (ვახუშტი, 657-658, იხ. ქართლის ცხოვრება, . IV, 1973). შეხედულება სახელწოდებასამცხის” “სამი ციხიდანწარმომავლობის შესახებ გვხვდება XVIII . მეორე ნახევარში საქართველოში ნამყოფი ფრანგი აბატეს დე ლა პორტის წიგნშიც (იხ. Порт 1800, 88). საყურადღებოა, რომ . კლარკი ქართულ სიტყვას - “ციხეგამოყოფდა კაპადოკიურ ტოპონიმში - “მაზაკა” (Clarke 1870, 328), რომელსაც იოსებ ფლავიუსიმოსოხენ/მესხინებისსახელწოდებასთან აკავშირებდა (Josephus, Antiq., I, 125). (იხ. ზემოთ, ანუ ქავთარაძე 1985 - გვ. 8). “მოსხის მთებისშესახებ ვახუშტი აღნიშნავს: “ამით საჩინო არს, მცხეთოსისა და მცხეთისაგან იწოდა სახელი ესე, და არს ძველითვე ვითარცა იწოდა ბაგრატიონობასა შინა” (ვახუშტი, 658, 2). ვახუშტი იქვე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ მაკედონელამდისაც, “ძველსა ღეოღრაფიასა შინა”, “მესხისაღმნიშვნელად გამოიყენებოდა ტერმინიმოსხი”.]. ეს აზრი მით უფრო დამაჯერებელი ჩანს, რომ ანტიკურ ხანაში ქალაქი მცხეთა ცენტრალური ამიერკავკასიის უმთავრესი ფორტიფიკაციული ცენტრი იყო, ქვეყნის ოთხივე მხარის გზაჯვარედინის ჩამკეტი [358 იხ. აფაქიძე 1963, 159-221.]. ლეონტი მროველის ცნობით, მცხეთაში ოთხი ციხე ყოფილა (ლეონტი მროველი, I, 19, 23). აღსანიშნავია, რომ ქართველთა თვითდასახელება არმაზის ციხის ძველი სახელწოდებიდან - “ქართლისაგანარის წარმომდგარი, რომელიც თავის მხრივ სემანტიკურად შემოზღუდულ, გამაგრებულ ადგილს, ციხე-სიმაგრეს, ქალაქსაღნიშნავდა, ხოლო მისი თავდაპირველი მნიშვნელობა, მეგრული ოქართესმსგავსად, ალბათ /გვ. 85/ მოღობილი ადგილი, ბაკიუნდა ყოფილიყო [359 [გვ. 172] იხ. მელიქიშვილი 1965, 237-240; მელიქიშვილი 1970, 427-429. ამავე ძირიდან ნაწარმოები მსგავსი შინაარსის მქონე სიტყვები ფართოდ არიან გავრცელებული ინდოევრპულ ენებში, . მელიქიშვილი ფიქრობს, რომ ეს სიტყვა ქართულ-ინდოევროპულ ლექსიკურ პარალელს უნდა წარმოადგენდეს (მელიქიშვილი 1965, 239-240). თუმცა, გასათვალისწინებელია წინაბერძნულსამყაროსა და ეთრურიაში ანალოგიური ტოპონიმების არსებობა (იხ. Гиндин 1967, 156-158); მათ უკავშირებენ აგრეთვე -ხაზოვან პილოსურ ტექსტებში გამოვლენილ ტოპონიმურ ძირს ko-tu (შდრ. ზემოთ - ანუ ქავთარაძე 1985 - გვ. 62-63). ქართული ენის დასავლურ დიალექტებშისაქონლის სადგომისმნიშვნელობის მქონექართასიტყვა აღმოსავლეთ საქართველოში დასტურდებაქალტაფორმითაც (ღლონტი 1982, 6, შენ. 13), რომელიც უახლოვდება ეთნონიმს - ხალდი || ქალდი (Χαλδαοι). ეს გარემოება მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით არ უნდა იყოს საინტერესო, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია მისი მნიშვნელობაქართებისადახალდებისერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობის მხრივ (შდრ. ზემოთ - ანუ ქავთარაძე 1985 - გვ. 47-48; იხ., აგრეთვე, Меликишвили 1954, 411, прим. 3). ალბათ, “ხალდძირს უკავშირდება პროკოპი კესარიელის მიერ მოხსენიებულიოკე[გვ. 173]ნიტი ჭანებისდაბაც - ხარტონი (Proc., Aed., III, 6), დღევანდელი ხართი, ტრაბზონის ქედის სამხრეთით და . ბაიბურთის ჩრდილო-დასავლეთით.]. ყურადღებას იპყობს მცხეთის ბებრის ციხის ძველი სახელწოდება ბელტის ციხეც[360 იხ. ბელტის ციხე, - მოგზაური 1901, 34-36.], რომელშიც იქნებ, ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი არამეული სიტყვა birtȃ [361 [გვ. 173] იხ. Дьяконов 1981, 39, прим. 48. აქადურადციხე-სიმაგრესbirtu ეწოდება (Ebeling 1938, 32). aმავე დროს გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გრ. ღაფანციანი - ასურული birt-u-დან ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი სომხურიბერდის” (բերդ) ნასესხობის შესახებ გავრცელებული შეხედულებისადა მიუხედავად - გამოთქვამს ვარაუდს, როგორც სომხური, ასევე ასურული, “ბერდ-ბირტუსიტყვების ურარტული, ან რომელიმეალაროდიულიენიდან შეთვისების თაობაზე და ამ ტერმინებს უკავშირებდა ლიკიურ Patara-, ურარტულ Patari-, კაპადოკიურ Pteria-, დასავლურქართულ პეტრა-ციხისძირს (Капанцян 1975а, 145-146). . ლემან-ჰაუპტი ურარტულ Patari- ლიკიელების მიერ შემოტანილ ტერმინად თვლიდა (Lehmann-Haupt 1937, 72n.2).] იყოს შემონახული.

 

ეთნონიმ მოსხისეტიმოლოგიზაციისას, ვფიქრობთ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ეს სახელწოდება ძველ ავტორებს ხშირად აქვთ აღრეული ეთნონიმ მოსინიკთან”; “წარმომავლობის წიგნისმიხედვით, მოსინიკები წარმოშობილნი არიან მოსოხისაგან (Cens., LG, 19, 6), მოსხი || მოსოხენების ბიბლიური მამამთავრისაგან, ხოლო ეპიფანე კვიპრელის ცნობით, მოსინიკური ენა წარმოქმნილა მოსოხისაგან, ბიბლიური გოდოლის აგების შემდგომ ხანაში (Epiph., I, 1, 39, 8). იოსებ ფლავიოსის იუდაებრივ სიტყუადასაბამობისკომენტარში, XVII . მეცნიერი . ალაციუსი შენიშნავდა, რომ ზოგიერთების აზრით, მესქინები ხალხია, რომელთაც ძველი ავტორები მოსხებსა და მოსინიკებს უწოდებდნენ [362 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 15.]. ამ ორი ეთნონიმის, “მოსხისადა მოსინიკის”, აღრევას განსაკუთრებული მნიშვნელობა სატომო სახელ მოსხისეტიმოლოგიზაციისას, ჩვენთვის, იმის გამო ენიჭება, რომ ტერმინი მოსინიკი” (μοσσύνοικοι) ბერძნულად ნიშნავს ხის კოშკში მცხოვრებსდა ნაწარმოებია სიტყვიდან μόσσυν - “ხის კოშკი[363 [გვ. 173] იხ. Benseler 1981, 524; შდრ. Strabo XII, III, 18; Eust. Ad Dion. Per., 760ff.; Steph. Byz., s. v. Μελάνχλαινοι. საყურადებოა, რომ ზოგიერთი ავტორი ამ ტომსმოსინებსანმასინებსუწოდებს და არამოსინიკებს” (იხ., მაგ., Ruth., VI, 4, 17; Pomp. Mela, I, 19, 106; Plin., NH, VI, 11).]; ეთნონიმ მოსინიკისმსგავს წარმომავლობაზე ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელი მიუთითებდა (Apoll. Rhod., II, 379-381), ხოლო ქსენოფონტი იუწყებოდა, რომ მოსინიკების ბელადი, “მოსინშიცხოვრობდა (Xen., Anab., V, IV, 26). . ყაუხჩიშვილს საეჭვოდ მიაჩნია, რომ მოსინიკების ქართულ ტომს წმინდა ბერძნული ეტიმოლოგიის სახელი ჰქონოდა შერქმეული; მისი აზრით, ბერძნებს მათთვის ცნობილი სიტყვისათვის უნდა დაეკავშირებინათ ადგილობრივი სახელი, ფონეტიკური (შეიძლება, შემთხვევითი) მსგავსების საფუძველზე [364 ყაუხჩიშვილი 1976, 133.]. ვფიქრობთ, ძვ. . I . ავტორის, დიონისიოს ჰალიკარნასელის იმ ცნობის გათვალისწინებით, რომ ხის ხიმინჯიან კოშკისებურ ნაგებობებს თვით მოსინიკები უწოდებდნენ მოსინებს (Dion. Hal., Rom., I, 26), ყურადღებას უნდა იპყრობდეს ეთნონიმი მოსხი || მესხი”, რომელიც, როგორც ითქვა, შესაძლოა მასთან ახლო მდგომ ტოპონიმ მცხეთისმსგავსად, “ციხისაღმნიშვნელ ქართულ-ზანური ერთობის ხანის ფუძეს *ӡ1ixe- უკავშირდებოდეს. საინტერესოა, რომ სატომო სახელი მოსხიგვხვდება ტერმინ მოსინიკთანუფრო ახლო მდგომი ფორმითაც - “მოსოხენი || მოსხენი” (Josephus, Antiq., I, 125; Plin., NH, VI, 28) [365 [გვ. 173] იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 7-8, შენ. 5. სტრაბონისეულ მოსინიკებს (Strabo, XII, III, 18) დიუბუა დე მონპერე მესხ-მოსხებად თვლიდა, ხოლო . ხახანაშვილის აზრით, მოსხებისა და მოსინიკებისათვის განსხვავებული სახელწოდებები, ერთიდაიმავე ტომის დანაწევრების შედეგად უნდა წარმოქმნილიყო (Montpéreux 1844, 339; Хаханов 1903, 2-3, прим. 10; 121).]; თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ν-ბგერა ტერმინ მოსინიკშითუ მის წინარე-ფორმაში ჯერ კიდევ ამ სატომო სა/გვ. 86/ხელის ბერძნულ გააზრებამდე გაჩენულიყო, ანალოგიური მოვლენა დასტურდება კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიულ სახელმძღვანელოშიდა სტეფანე ბიზანტიონელის ეთნიკურ ლექსიკონში”, სადაც ზიგები (ზიხები) და ბოხები, შესაბამისად, “ზინხებისადა ბონხების  სახელწოდებით არიან მოხსენიებულნი (Cl. Ptol., V, VIII, 19; Steph. Byz., s. v. Βόνχαι) [366 [გვ. 173] აღსანიშნავია, რომ მეგრულ-ჭანურში შეიმჩნევა -ბგერის განვითარება უკანაენისმიერი ხშულების წინ (იხ. ჟღენტი 1953, 99-101). შიტყვის შიგნით -ბგერის სუსტი არტიკულაცია დამახასიათებელია ხეთურისათვის, შდრ. Haana || Hanana, Taatarija || Taħantarija (იხ. Schuler 1965, 101).].

 

რაც შეეხება მოსხებისა და მოსინიკების გაიგივების შესაძლებლობას, ამას ხელს უშლის თუნდაც ის, რომ ორივე ეს ტომი აქვთ დასახელებული ისეთ ძველ ავტორებს, როგორებიც არიან ჰეკატეოს მილეტელი (Hec., fr. 188, 193) და ჰეროდოტე (Her., III, 94; VII, 78), მეორე მხრივ, მოსხებისა და მოსინიკების მჭიდრო ურთიერთკავშირზე შესაძლოა მოწმობდეს ის გარემოებაც, რომ თუ ადრეულ ხანებში (ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანებში) მათი ადგილმდებარეობა ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილით განისაზღვრებოდა (იხ. ზემოთ), მოგვიანებით, ორივე ეს ტომი, ისევ ერთმანეთის მეზობლობაში, მაგრამ ამჯერად ბევრად უფრო აღმოსავლეთით მდებარე მხარეებში, აღმოსავლეთ ანატოლიაში და სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში ჩანან განსახლებულნი; მხედველობაში გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, სტრაბონის ცნობები, ჰეპტაკომეტების, ადრე მოსინიკებად წოდებულების - სკიდისეს მთასა (Σκυδίσηϛ), ხოლო მოსინიკების - ქსერქსენეში (Ξερξήνη, იგივე დერჭანი) ბინადრობის შესახებ (Strabo, XII, III, 18; XI, XIV, 5), აგრეთვე მოსხების ქვეყნისა (Μοσχική) და მოსხური მთების (Μοσχικά όρη) ადგილმდებარეობაზე (Strabo, I, III, 21; XI, II, 1, 15, 17-18; XI, III, 17; XI, XII, 4). მოსინიკებისა და მოსხების აღმოსავლეთანატოლიური ადგილსამყოფელის დადგენას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ-დასავლეთით ქართველ ტომთა განსახლების საკითხთან დაკავშირებით.

 

ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, სკიდისეს მთის სახელწოდება ბერძნულად გადმოცემული შკვიდიშიუნდა იყოს, მეგრული შკვითის” (“შვიდი”) აღმნიშვნელი, რასაც უნდა მოწმობდეს სტრაბონის ცნობაც, სკიდისეს მთის მწვერვალებზე ჰეპტაკომეტების სახლობის შესახებ (Strabo, XII, III, 18), რომელთა სახელწოდებაც ბერძნულად შვიდი სოფლის მცხოვრებლებსანიშნავს [367 ჯავახიშვილი 1960, 419.]. ვინაიდან, “შვიდსოფლელთასახელი თანამედროვე ეპოქამდე შემოინახა . რიზეს მახლობლად მთებში მდებარე სანჯაყის არაბულ სახელში კურა სება”, რაც არაბულ ენაზე შვიდ სოფელსნიშნავს, ივ. ჯავახიშვილი შესაძლებლად თვლიდა მასთან გაეიგივებინა ჰეპტაკომეტების საცხოვრისი და მიიჩნევდა, რომ როგორც ბერძნული, ასევე არაბული სახელწოდებები ადგილობრივი სახელის თარგმანი უნ/გვ. 87/და ყოფილიყო, თუმცა, აღნიშნავდა, რომ სტრაბონის დროისათვის ჰეპტაკომეტების მეგრულ-ჭანური ტომი, ანუ შვიდსოფლელი მოსინიკები”, ხალდი-ხალიბებს სამხრეთისაკენ, მთებში უნდა გაერეკათ [368 ჯავახიშვილი 1960, 419-420.]; სტრაბონის ცნობით, სომხებმა ხალიბებსა და მოსინიკებს ჩამოაჭრეს მცირე არმენიის მეზობლად მდებარე მხარეები, თუ სულაც მისი შემადგენელი ნაწილი, კარენიტი და ქსერქსენე (Strabo, XI, XIV, 5). . ინგოროყვაც შქვითისისმთებად მდ. ჭოროხის ხეობისა და ლაზეთის გამყოფ პარხალის მთების სისტემას (თანამედროვე ლაზისტანის ქედს) მიიჩნევს, რომელიც ჭოროხის ხეობას გასდევს და ჭოროხის შესართავიდან ტრაპიზონის ზონამდე ვრცელდება [369 ინგოროყვა 1954, 484.]. მისი აზრით, გარდა არაბული ტოპონიმის კურა სებასაქ ლოკალიზების ფაქტისა, ამასვე მოწმობს ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილში ქსენოფონტის მიერ მოხსენიებული ტომის, სკვითინების სახელწოდების (Σκυδινοί - Xen., Anab., IV, VII, 8; IV, VIII, 1) გაიგივების შესაძლებლობა შქვითინებთან”, იგივე შვიდსოფლელებთანდა სტრაბონის ცნობა, რომ შვიდსოფლელთა” (ჰეპტაკომეტთა) ერთი ნაწილი იწოდება ბიწერებად (იგულისხმება ბიძერები - Βύζηρες - Strabo, XII, III, 17), რომლებიც ანტიკური ხანის საისტორიო წყაროების მიხედვით, პარხალის ქედის კალთაზე სახლობდნენ ბიწეს (ვიწეს) ხეობიდან აფსარამდე (თანამედროვე სოფ. სარფი) და რომელთა სატომო სახელიც ბიწეს (ვიწეს) თემის სახელთან არის დაკავშირებული [370 [გვ. 173] ინგოროყვა 1954, 484. აღსანიშნავია, რომ ბიძერების სახელწოდება, რომელიც, ალბათ, საფუძვლად უნდა დასდებოდა ელინთა ქართულ სახელწოდებასბერძენს” (იხ. მელიქიშვილი 1961, 97-99; ყაუხჩიშვილი 1976, 84, შენ. 1), როგორც ჩანს, მხოლოდ სუფიქსური გაფორმებით განსხვავდება ბოსფორის სრუტის ევროპულ ნაწილზე ძვ. . VII . შუახანებში დაარსებული მეგარული კოლონიის - ბიზანტიონის (Βυζάντιον) სახელწოდებისაგან.].

 

მიუხედავად სკიდისეს მთისა და ეთნონიმ სკვითინებისქართველური (მეგრული) ენის საფუძველზე ეტიმოლოგიზაციის დამაჯერებლობისა, სტრაბონის მონაცემების მიხედვით, სკიდისეს მთის ლაზისტანის (პარხალის) ქედთან გაიგივება, ვფიქრობთ, ძნელი უნდა იყოს. სტრაბონის მიხედვით, არმენიას დასავლეთიდან ესაზღვრებიან ტიბარენული ხალხები და აგრეთვე პარიადრესა და სკიდისეს მთები, გადაჭიმულნი მცირე არმენიამდე და მდ. ევფრატის ხეობამდე, რომელიც თავის მხრივ, არმენიას კაპადოკიისა და კომაგენესაგან გამოჰყოფდა (Strabo, XI, XIV, 1); ეს მთები, მისი თქმით, ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მცხოვრები ტომების - ტიბარანების, ხალდების, სანების (წინანდელი მაკრონების) მიწებსა და მცირე არმენიას კვეთენ, ამასთანავე, სკიდისეს კლდოვანი მთა კოლხეთს ზემოთ მდებარე მოსხურ მთებს უერთდება, ხოლო პარიადრი სიდენესა და თემისკირასთან მდებარე ადგილებიდან მცირე არმენიამდე ვრცელდება და პონტოს აღმოსავლეთის კიდეს ჰქმნის (Strabo, XII, III, 18). ვინაიდან, კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსცნობით საზღვარი კაპადოკიასა და დიდ არმენიას შორის, /გვ. 88/  იმ ადგილიდან სადაც ევფრატი ყველაზე ჩრდილოეთით უხვევს აღმოსავლეთისაკენ (. . . ბაიბურთის სამხრეთით), მოსხური მთების ხაზზე გადიოდა (Cl. Ptol., V, VI, I; V, XII, 2), ხოლო კილხეთი სტრაბონისათვის, საკუთრივ კოლხეთის დაბლობის გარდა, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარე მხარემდე ვრცელდებოდა (Strabo, VII, IV, 3; XI, II, 14; XII, III, 17, 29) [371 შდრ. ინგოროყვა 1954, 202-215, 225.], სავარაუდო ხდება, რომ სკიდისესა და პარიადრის მთები მდ. ევფრატის ჩრდილო ტოტის - კარასუს დასავლეთით და ტრაპეზუნტის სამხრეთით იყვნენ გადაჭიმულნი. რაც შეეხება ლაზისტანის (პარხალის) ქედს, საფიქრებელია, რომ იგი კოლხეთის მთის სახელით იყო ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტის ანაბასისისმიხედვითაც თვით ტრაპეზუნტი და მის დასავლეთით მდებარე მხარეც კოლხეთად იწოდებოდა (Xen., Anab., IV, VIII, 22; V, III, 2; Sdr. Diod., XIV, 30, 3). სტრაბონის ცნობით, კავკასიონი, რომელიც გარს ერტყმის ალბანელებსა და იბერებს და აღწევს არმენიამდე, უერთდება აგრეთვე მოსხურ და კოლხურ მთებს, გადაჭიმულებს . . ტიბარანებამდე, ხოლო ტიბარანები, მისსივე მონაცემებით, აღმოსავლეთის მიმართულებით მცირე არმენიამდე ყოფილან გავრცელებულნი (Strabo, XI, XIV, 1).

 

საყურადღებოა აგრეთვე, რომ აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკისსქოლიონების მიხედვით, პოემაში მოხსენიებული ამარანტული ტომები, საიდანაც მდ. ფასისი მომდინარეობს, კოლხეთშია საგულვებელი (Schol. ad Apoll. Rhod., II, 399; III, 1220) [372 [გვ. 173] სქოლიასტის ცნობით, “ამარანტული მთებიიგივე კოლხური მთებია (Schol. ad Apoll. Rhod., III, 1220); ამავე დროს, სქოლიასტი აღნიშნავს, რომამარანტოსიქალაქია პონტოში (Schol. ad Apoll. Rhod., II, 399).], ხოლო ამ მდინარეში რომ ჭოროხი უნდა იგულისხმებოდეს, მოწმობს მის შენაკადად ლიკოსის, თანამედროვე მდ. ოლთუს დასახელება; ეს თვალსაჩინოდ ჩანს აპოლონიოს როდოსელის სიტყვებიდან, რომ მქუხარე არაქსს (არეზს) დაშორებული ლიკოსის წმინდა ტალღები ფასისის დინებას უერთდებიან და უკვე შემდეგ ორივე ეს მდინარე ერთად კავკასიის ზღვაში ჩაედინება (Apoll. Rhod., IV, 132-135). მდ. ჭოროხის სათავე ლაზისტანის ქედის გადაღმა (სამხრეთით) მდებარეობს, ალბათ აქ, და არა მდ. რიონის სათავესთან, უნდა იყოს საძიებელი არგონავტიკაშიმოხსენიებული ამარანტული მთები, საიდანაც მდ. ფასისი იღებდა სათავეს (Apoll. Rhod., II, 399; III, 1220) [373 [გვ. 174] თუმცა, საყურადღებოა აკაკი წერეთლის მოსაზრება, რომ აპოლონიოს როდოსელი ამარანტების მთებად გულისხმობდა ფასის-რიონის სათავეს - რაჭის კავკასიონის ფასის მთას, რომელსაც ზეპირსიტყვაობა ამირანმთას უწოდებს (იხ. ურუშაძე 1975, 208, შენ. 9).]. ცნობა კოლხეთში ამარანტული მთების არსებობის შესახებ, ჯერ კიდევ ძვ. . V . მეორე ნახევრის ავტორს კთესიოს კნიდელს ჰქონია (Schol. ad Apoll. Rhod., II, 399). იქნებ შესაძლებელი იყოს ტოპონიმ ამარანტშიაღმოსავლეთანატოლიურ-დასავლეთკავკასიური a- პრეფიქსისა და ეგეოსურ-ანატოლიური nth || nd სუფიქსის გამოყოფა [374 [გვ. 174] იხ. გორდეზიანი 1968, 199-200; გორდეზიანი 1970, 226-228; იხ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 81. ხომ არ იძლევა მარიანდინების სახელისმარებთანდაკავშირების საშუალებასორფიკული არგონავტიკისსტრიქონები (Ps. Orph., 740ff.), რომ ამაზონების, ხალიბების, ტიბარენების, ბექირებისა და მოსინების ნაპირების გავლის შემდეგ - კოლხეთისაკენ მიმავალი არგონავტები, მცირე ხნის ცურვის შემდეგ იმ ნაპირებს მიადგებიან, სადაც მარიანდინების მეზობელი მაკრონები (Μάκρωνες ვარიანტშია: Μακριέες) ცხოვრობდნენ (იხ. მელაშვილი 1977, 104, 120, შენ. 11). შდრ. ტოპონიმი მაკრიალი (სარფსა და ხოფას შორის). საკუთრივ მარიანდინები, როგორც ცნობილია, ბითინიაში, . ჰერაკლეიას მახლობლად ცხოვრობდნენ (შდრ. Apoll. Rhod., II, 347-352).] და მისი ეთნონიმ მართან” (Hec., 192; Her., III, 94; VII, 79) დაკავშირება, მითუმეტეს, რომ, როგორც აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკის/გვ. 89/ სქოლიასტი და სტეფანე ბიზანტიონელი აღნიშნავდნენ, არსებობდა ამარანტების ტომი (Schol. ad Apoll. Rhod., III, 1220; Steph. Byz., s. v. Άμαραντοί), რომელთა სახელის მიხედვითაც, ფასისს ეწოდებოდა ამარანტული ფასისი (იხ.Apoll. Rhod., III, 1220). მარების ტომის საცხოვრისიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი მოსინიკების შემდეგ მოიხსენებიან ხოლმე (Hec., fr. 192; Her., III, 94), ხოლო სპარსულ არმიაში მათ და კოლხებს საერთო მხედართმთავარი ჰყოლიათ (Her., VII, 79), მოსინიკებსა და კოლხებს შორის არის საგულვებელი და არ არის გამორიცხული, რომ მდ. ჭოროხის ზემო წელთან თუ მის მახლობლად ყოფილიყო.

 

რაც შეეხება აპოლონიოს როდოსელის მიერ მდ. ფასისის ქვემო წელზე კირკეს ველის ლოკალიზებას (Apoll. Rhod., II, 400; III, 200; შდრ. Dion. Per., 691-692), რომლის მდებარეობას კოლხეთში ძვ. . IV-III სს. ისტორიკოსი ტიმეოსიც იუწყებოდა (Schol. ad Apoll. Rhod., II, 399), ვფიქრობთ, არ არის აუცილებელი მასთან მხოლოდ მდ. რიონის დაბლობი გავაიგივოთ [375 [გვ. 174] აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდებას ატარებდა მთა თუ კუნძული იტალიაში (Strabo, V, III, 6; Diod., XLV, 5; Schol. ad Hom. Od., X, 135).]; ეს ტოპონიმი წარმოქმნილი უნდა იყოს ჰომეროსის ოდისეაშიმოხსენიებული ჰელიოსის შვილისა და აიეტესის დის, კუნძულ აიას მფლობელი კირკეს (Hom., Od., IX, 32; X, 135-139) სახლისა თუ სიმაგრის - კირკეიონის სახელის (Hom., Od., X, 210, 252) მსგავსი ჟღერადობის მქონე ნებისმიერ კოლხურ ტოპონიმთან მიმსგავსების შედეგად. ამ მხრივ მდ. რიონ-ფასისის მხარეში ყურადღებას იპყრობს ეკრეკტიკის (Cl. Ptol., V, IX, 5), კირკეუმის, კეგრიტიკის (Plin., NH, VI, 13-14) და ეგრისის (ლეონტი მროველი, I, 5) სახელები, ხოლო მდ. ჭოროხთან ეკექერიელებისა (Ps.-Scyl., 83). გასათვალისწინებელია ალბათ სტრაბონის ცნობაც, რომ ფარნაკიასთან, ტრაპეზუნტთან და მცირე არმენიასთან მცხოვრები ტომების მახლობლად ბინადრობდნენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები (Strabo, XII, III, 18). კირკეს დაბლობის მდ. ჭოროხის ქვემო წელთან შესაძლო ლოკალიზების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ძველი სომხური წყაროების ეგრი || ეგერის ქვეყანა, რომელზედაც მიმდინარეობდა ჭოროხი, კლარჯეთს რომ გასცილდებოდა და ნიგალის ხეობაში შევიდოდა [376 იხ. ჯავახიშვილი 1965, 63; Адонц 1908, 26, прим. 1.]; სავარაუდოა, რომ ეს ტოპონიმი დღეს შემორჩენილია მდ. ჭოროხის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფ. ერგეს სახელწოდებაში (იხ. ვახუშტი, 792). ნ. ადონცის აზრით სახელწოდება ეგერი”, ხორხისმიერი - პალატალურ -ში ჩვეული გადასვლით შემონახულია ტერმინ აჭარაში[377 Адонц 1908, 26.].

 

საფიქრებელია, რომ ანტიკურ ხანაში გავრცელებული ცნობა მდ. ფასისის სათავის არმენიის მთებში მდებარეობის შესახებ, ამარანტულ მთებთან კონტამინაციით უნდა იყოს მიღებული, /გვ. 90/ რასაც გარკვეული პერიოდის პოლიტიკური ვითარება, მდ. ჭოროხის სათავის არმენიის ფარგლებში მოქცევაც შეუწყობდა ხელს. ეს ცვლილება განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა დიონისიოს პერიეგეტის მსოფლიოს აღწერილობაში”, სადაც, ისევე როგორც აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკაში”, მდ. ფასისის შესახებ ნათქვამია, რომ იგი კირკს დაბლობზე მიედინება და ევქსინის წყლებს უერთდება (“არგონავტიკისცნობით - კავკასიის ზღვას), ოღონდ მისი სათავე, განსხვავებით აპოლონიოს როდოსელის პოემის - “ამარანტული მთებისა”, არმენიის მთებშია მოთავსებული (Dion. Per., 691-694; შდრ. Apoll. Rhod., II, 399, 1220). დიონისიოსთან რომ მდ. ჭოროხზეა საუბარი და არა მდ. რიონზე, მოწმობს ის გარემოება, რომ მდ. ფასისის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნახსენებია კასპიისა და ევქსინის ზღვებს შოის მდებარე ყელი, რომელზედაც იბერთა აღმოსავლური ტომი ცხოვრობს (Dion. Per., 695-699). ნიშანდობლივია, რომ ძვ. . III . მეორე ნახევრის ავტორის ერატოსთენეს ტექსტის ფრაგმენტში, რომელიც არგონავტიკისსქოლიასტს შემოუნახავს, და რომელშიც პირველად გვხვდება მდ. ფასისის სათავედ არმენიის დასახელება, ხაზგასმულია, რომ არმენიიდან მომდინარე ფასისი ზღვას კოლხეთის მიწაზე უერთდება (Schol. ad Apoll. Rhod., II, 399), . . უკვე ერატოსთენესათვის არმენია კოლხეთთან ყოფილა დაპირისპირებული, როგორც მდ. ფასისის სათავის მხარე, ნაცვლად სხვა ავტორთა კოლხეთში მდებარე ამარანტული მთებისა. ოღონდ ეს ცვლილება, როგორც უკვე ითქვა, თავდაპირველად არა იმდენად იმ ეპოქის რეალური ვითარების ამსახველი იქნებოდა (ვინაიდან ქართველურ ტომებს ეს ტერიტორია და მისი სამხრეთიდან მიმდებარე მხარეები არაუადრეს ძვ. . II . დამდეგისა უნდა დაეკარგათ) [378 იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985) გვ. 94-95, შენ. 394.], რამდენადაც იგი ამარანტულ მთებთანკონტამინაციის შედეგად იყო აღმოცენებული. არსებული მდგომარეობის გამომხატველად არც სტრაბონის ის ცნობა არის ჩასათვლელი, რომლის მიხედვითაც მდ. რიონ-ფასისი (ამ შემთხვევაში ფასისის რიონთან გაიგივების შესაძლებლობა ეჭვს არ იწვევს) სათავეს არმენიაში იღებს (Strabo, XI, II, 17), თუმცა, იგი სხვა ადგილზე ამავე მდინარის სათავეს მართებულად განსაზღვრავს იბერიის ზემოთ მდებარე მთებით (Strabo, XI, III, 4).

 

შეხედულება მდ. ჭოროხ-ფასისის სათავის არმენიაში მდებარეობის შესახებ, სტრაბონის გეოგრაფიისტექსტში მექანიკურად რომ არის გადატანილი მდ. რიონ-ფასისზე, ვფიქრობთ, ნათელი ხდება პლინიუსის იმ ცნობის გათვალისწინების შედეგად, რომლის მიხედვითაც ფასისი (აქაც უეჭველად რიონი იგულისხმება) მოსხთა ქვეყნიდან მომდინარეობდა (Plin., NH, VI, 12-13), . . იქიდან, სადაც /გვ. 91/ მდ. ჭოროხს აქვს სათავე; საკუთრივ ჭოროხი პლინიუსისათვის აბსარის სახელით არის ცნობილი (Plin., NH, VI, 12-13). სტრაბონისა და პლინიუსის ტექსტებში მდ. რიონ-ფასისის სათავის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას დაშვებული აღრევის ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა მით უფრო სარწმუნო ჩანს, რომ პლინიუსთან მოცემული მდ. რიონ-ფასისის აღწერილობა საკმაოდ უახლოვდება სტრაბონისეულს (შდრ. Plin., NH, VI, 13; Strabo, XI, II, 17; XI, III, 4) და ეს ალბათ ორივე ავტორის მიერ ერთიდაიმავე წყაროს გამოყენებით უნდა აიხსნას [379 [გვ. 174] მოსხებს მდ. რიონ-ფასისის ხეობაში სხვა ავტორებიც ათავსებენ (იხ., მაგ., Ann. Luc., III, 270; Solin., XV, 19). აღსანიშნავია, რომ პლინიუსთან დასტრაბონთან მდ. რიონ-ფასისის შენაკადად მიჩნეული გლავკოსი (Plin., NH, VI, 13; Strabo, XI, III, 4), კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობით, აფსაროსის ანუ ჭოროხის შენაკადია (Cl. Ptol., V, VI, 6) (იხ. ლომოური 1955, 51, შენ. 16; შდრ. ყაუხჩიშვილი 1976, 164, შენ. 1). იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 401.]. პლინიუსისაგან განსხვავებით, სტრაბონი მდ. ჭოროხსაც ფასისს უწოდებს, ხოლო ეს მდინარე არმენიაში მოქცეულად მხოლოდ ნაწილობრივ, მისი ზემო დინების გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, ისევე, როგორც მასთან ერთად არმენიაში შემავალად მიჩნეული მდ. ლიკოსი (Strabo, XI, XIV, 7); მდ. ლიკოსში, რომ მდ. იეშილ-ირმაკის შენაკადი მდ. კელკითი უნდა იგულისხმებოდეს, და არა მდ. ჭოროხის შენაკადი მდ. ოლთუ, მიუთითებს სტრაბონის ცნობა, იმის თაობაზე, რომ ერასტოსთენეს ეს მდინარე შეცდომით თერმოდონტთან ჰქონია გაიგივებული (Strabo, XI, XIV, 7) და აგრეთვე საკუთრივ მისი ინფორმაცია, . ამასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფანარეაში, არმენიიდან გამომდინარე მდ. ლიკოსის შეერთების შესახებ მდ. ირისთან, რომელიც შემდეგ თემისკირაზე მიმდინარე, პონტოში ჩაედინება (Strabo, XII, III, 15). მდ. ჭოროხის არმენიის ფარგლებში მდებარეობის შესაძლებლობას ეწინააღმდეგება კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობაც, რომ მდ. აფსაროსი (ჭოროხი) სათავიდან შესართავამდე კაპადოკიის პონტოს ტერიტორიაზე მიედინებოდა, იქვე ჰქონია სათავე, ამავე მდინარის შენაკადს ლიკოსსაც (Cl. Ptol., V, VI, 6).

 

პარხალის (ლაზისტანის) მთების სკიდისესთან გაიგივება გარკვეულად ეფუძნება ქსენოფონტის ცნობას, რომ ჰარპასოსის (ρπασος) მიღწევის შემდეგ სკვითინების ქვეყანაში მოხვედრილმა ბერძნებმა მათ ტერიტორიაზე დიდ და მდიდარ ქალაქ გვიმნიასამდე 40 ფარსანგი გაიარეს (Xen., Anab., IV, VII, 18-19); ჰარპასოსი მდ. ჭოროხის ძველი სახელია [380 [გვ. 174] ამ სახელწოდებამ დღევანდლამდე შემოინახა თავიჰარპაზონის მთისსახით; მდ. ჭოროხის ხეობაში მდებარე ეს მთა მდ. წყალგველას გასდევს (იხ. ლორთქიფანიძე/მიქელაძე 1960, 763; მიქელაძე 1967a, 52).], ხოლო გვიმნიასი, მკვლევართა აზრით, თანამედროვე ქალაქ ბაიბურთის დასავლეთით მდებარეობდა [381 მიქელაძე 1967a, 42; Максимова 1951, 274-275, прим.32; ყაუხჩიშვილი 1976, 55.]. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ბერძენმა მოქირავნეებმა მდ. ჰარპასოსთან მისვლის შემდეგ, ვიდრე სკვითინების სოფლებს მიაღწევდნენ, 20 ფარსანგი გაიარეს სკვითინების ქვეყნის ვაკეზე (Xen., Anab., IV, VII, 18; Diod., XIV, 29, 2), ნათელი გახდება, რომ აქ ნაგულისხევი არ უნდა იყოს მდ. ჭოროხის შუა დინების მარცხენა, მთაგორიანი და ხევებით დასერილი ნაპირი, რომე/გვ. 92/ლიც ლაზისტანის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობდა. მართალია, ქსენოფონტი მხოლოდ მდ. ჰარპასოსთან მისვლას იუწყებოდა და არა მასზე გადასვლას (Xen., Anab., IV, VII, 18; შდრ. Diod., XIV, 29, 1), მაგრამ ანალოგიური ფორმულირება ანაბასისშიგვხვდება იმ მდინარეთა მიმართაც, რომელთა გადალახვა ბერძენთა მიერ ეჭვს არ იწვევს (Xen., Anab., I, IV, 9-11). უფრო დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ქსენოფონტი არაფერს ამბობს აღნიშნულ მდინარეზე გადასვლის პროცესის შესახებ, მაშინ, როდესაც ჰარპასოსის სიგანე 4 პლეთრონი, ანუ, დაახლ. 120 ყოფილა [382 იხ. Benseler 1981, 636, 869.], ხოლო ანაბასისშიბევრად უფრო მცირე მდინარეთა გადალახვის პროცესი არის ხოლმე აღწერილი (მაგ.Xen., Anab., IV, III; IV, V, 2). სავარაუდოა, რომ მდ. ჰარპასოსი ადიდებული და ნაპირებიდან გადმოსული იყო თოვლის დნობის შედეგად, რომლის დიდი რაოდენობით მოსვლას ქსენოფონტი ჯერ კიდევ დასავლეთ არმენიაში ყოფნისას იუწყებოდა (Xen., Anab., IV, IV, 7-11; IV, V, 3-6, 35) და ამდენად, შესაძლოა მასში ჭოროხის ზემო დინება ყოფილიყო ნაგულისხმევი. არც ის არის გამორიცხული, რომ ჰარპასოსის სახელით ქსენოფონტისათვის ცნობილი ყოფილიყო არა მდ. ჭოროხი, არამედ მისი ერთ-ერთი შენაკადი, მაგალითად, მდ. ოლთუ, ანდა, რომელიმე სხვა მდინარე, თუნდაც, კარასუ ან სერჩამი; აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტს ხშირად არასწორად აქვს მოყვანილი აღმოსავლეთ ანატოლიის მდინარეთა სახელები (Xen., Anab., I, IV, 19; IV, I, 3; IV, IV, 3) [383 იხ., მაგ., Максимова 1951, 271, прим. 14-15.], გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბერძენთა მსვლელობა ტაოხების ქვეყნიდან ხალიბების ქვეყანაში და შემდეგ სკვითინებთან (Xen., Anab., IV, VII), ამ ტომების არა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ განფენის მანიშნებელი უნდა იყოს, არამედ უფრო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მათი განსახლების თანამიმდევრობისა. Aმავე დროს, ბერძენი მოქირავე ჯარისკაცების მარშრუტის შორს, აღმოსავლეთისაკენ გადაწევას, რის შესაძლებლობას თითქოს იძლევა გზის განვლილი მანძილების ქსენოფონტისეული აღნუსხვა [384 იხ., მაგ., Манандян 1944, 50 и сл.; Максимова 1951, 275, прим. 32.], ხელს უნდა უშლიდეს მათი დასავლეთ არმენიაში მოხვედრის ფაქტი (Xen., Anab., IV, IV, 3-4); თავისთავადაც, ქსენოფონტის მიერ ფარსანგების მიხედვით გაზომილი მანძილის გადაანგარიშებით აღმოსავლეთ ანატოლიაში ბერძენთა მიერ გავლილი გზის დადგენის დიდ სირთულეს მოწმობს სპარსული ზომის ერთეულის - ფარსანგის სიდიდის ცვალებადობა, რომელიც დამოკიდებულია გზაში დახარჯულ დროზე [385 [გვ. 174] იხ. Benseler 1981, 597, 869; მიქელაძე 1967a, 26-29. ნიშანდობლივია, რომ დიოდორესბიბლიოთეკაშიბერძენ მოლაშქრეთა მანძილთა გზა გაზომილია არა მანძილის, არამედ დღეების მიხედვით (Diod., XIV, 19-31).]. აღმოსავლეთ ანატოლიაში ქსენოფონტის მიერ ფარსანგში ნავარაუდევი მანძილი მნიშვნელოვნად მცირე უნ/გვ. 93/და ყოფილიყო ჩვეულებრივზე (1 ფარსანგი - დაახლ. 5,5 კმ), ძალზე რთული რელიეფისა და თოვლის გამო.

 

სკვითინების ქვეყნის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იძლეოდეს მათი, როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესიმდა ქვეყნის შუაგულში მოთავსებული ქალაქის, გვიმნიასის მდებარეობა . ტრაპეზუნტის სამხრეთით განლაგებული მთების გადაღმა 5 დღის სავალ მანძილზე (Xen., Anab., IV, VII, 19-20, 24) [386 იხ. მიქელაძე 1967а, 42-45; მიქელაძე 1957, 634-635.] და, როგორც ფიქრობენ, თანამედროვე ქალაქ ბაიბურთის დასავლეთით. სკვითინების ქვეყნის შუაგულში . გვიმნიასის მდებარეობას მოწმობს ისიც, რომ ბერძენთა მსვლელობის გზაზე, როგორც ამ ქალაქის მიღწევამდე, აგრეთვე, მისი გავლის შემდეგაც, სკვითინების ტერიტორია საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული (Xen., Anab., IV, VII, 18-27; IV, VIII, 1). საყურადღებოა, რომ ქსენოფონტის ცნობას, ჩრდილოეთის მიმართულებით სკვითინების ტერიტორიის მაკრონების სამფლობელომდე გავრცელების თაობაზე (Xen., Anab., IV, VII, 20-27; IV, VIII, 1), ეხმიანება სტრაბონის ცნობა, რომ ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მცხოვრებ სანებისა, რომელთაც უწინ მაკრონები ეწოდებოდათ (ხაზი ჩვენია - . .) და სხვა აქაურ ტომების ქვეყნებს, კვეთდა, პარიადრთან ერთად, სკიდისეს მთა (Strabo, XII, III, 18). . ჯანაშია სკიდისედ იმ მთებს მიიჩნევდა, რომლებიც გირესუნ-კერასუნტისა და ტრაბზონ-ტრაპეზუნტის ხაზზე გასდევდნენ შავი ზღვის სანაპიროს [387 ჯანაშია 1952d, 266.]. მსგავსი შეხედულება გარკვეულად გამომდინარეობდა მოსხური მთების ლოკალიზაციიდან ტრაპეზუნტ-ბაიბურთის ხაზიდან ჭოროხის ქვემო წელამდე [388 ჯანაშია 1952d, 266.], ანუ, ლაზისტანის ქედთან მათი გაიგივებიდან; მაგრამ, მოსხური მთების ჭოროხ-არეზისა და ჭოროხ-მტკვრის წყალგამყოფ მთებად მიჩნევამ (იხ. ქვემოთ) საჭირო გახადა სკიდისეს მთის, რომელიც სტრაბონის სიტყვებით, მოსხურ მთებს კოლხეთის ზემოთ უერთდებოდა (Strabo, XII, III, 18), ადგილმდებარეობის განსაზღვრა მოსხურ მთებთან და ამავე დროს, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მცირე არმენიისა და მდ. ევფრატის ხეობის მახლობლად (შდრ.Strabo, XI, XIV, 1). კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობით, მოსხური მთები მდებარეობდნენ მდ. ევფრატის (კარასუ) ჩრდილოეთით, იმ ადგილას, სადაც ეს მდინარე ყველაზე ჩრდილოეთით უხვევს აღმოსავლეთისაკენ (Cl. Ptol., V, VI, 1), ანუ , ბაიბურთის სამხრეთით [389 იხ. Хазарадзе 1973а, 151-153; ინგოროყვა 1954, 485; იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 110-113.]. სავარაუდო ხდება, რომ სკიდისეს მთა უშუალოდ მოსხური მთების დასავლეთით მდებარეობდა და მას, ჭოროხისა და ევფრატის (კარასუ) წყალგამყოფ, თანამედროვე კოპის ქედს რომელიღაც ნაწილში ესაზღვრებოდა.

 

მდი/გვ. 94/ნარეების ჭოროხისა და კარასუს ზემო წელის მახლობლად სკიდისეს მთის მდებარეობასა და ჰეპტაკომეტების ტომის ბინადრობას მოწმობს სტრაბონის ორი სხვა ცნობის ერთმანეთთან შეჯერებაც. სტრაბონი, ერთი მხრივ აღნიშნავს, რომ სკიდისეს მთის მწვერვალებზე მცხოვრებ ჰეპტაკომეტებს ძველები მოსინიკებს უწოდებდნენ (Strabo, XII, III, 18), ხოლო მეორე მხრივ, იუწყება, რომ არმენებმა ხალიბებსა და მოსინიკებს ჩამოაჭრეს მცირე არმენიის მეზობლად მდებარე, თუ სულაც მასში შემავალი კარენიტი და ქსერქსენე (Strabo, XI, XIV, 5). ეს პროვინციები მდ. ჭოროხის ზემო წელს, მდ. კარასუს ზემო წელსა და მცირე არმენიას შორის მდებარეობდნენ [390 იხ. Адонц 1908, 52-54; Меликишвили 1959, 301.]; პლინიუსის ცნობით, კარენიტიდან გამომდინარე ევფრატი (კარასუ) დერზენეზე (იგივე ქსერქსენე) მიედინებოდა (Plin., NH, V, 83). ჰეპტაკომეტებისა და მათთან ერთად სკიდისეს მთის დაშორების საშუალებას ამ რეგიონიდან არც სტრაბონის ინფორმაცია უნდა იძლეოდეს, რომლის მიხედვითაც, ჰეპტაკომეტებმა, მათ მთებში გამავალი პომპეუსის ჯარის სამი რაზმი (გაბრუებული მომწამვლელი თაფლის ზემოქმედებით) ამოხოცეს (Strabo, XII, III, 18) [391 [გვ. 175] ქსენოფონტი მსგავსი თვისებების თაფლის არსებობას იუწყება . ტრაპეზუნტის სამხრეთით მდებარე მთებში მცხოვრები კოლხების სოფლებში (Xen., Anab., IV, VIII, 20-21; შდრ. Diod., XIV, 30, 1-3), ხოლო პლინიუსის ცნობით, “ცოფიანითაფლი მოიპოვებოდა პონტოსპირეთში მცხოვრები სანების ქვეყანაში (Plin., NH, XXI, 77). როგორც ჩანს, მომწამლავი თუ ცუდი თაფლი დამახასიათებელი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისათვის, მწარე თაფლის არსებობას სტრაბონი რიონ-ფასისის კოლხეთშიც აღნიშნავს (Strabo, XI, II, 17).]; ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს, კერძოდ, პლუტარქეს ცნობა, რომ მდ. კარასუს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ დასტეირასთან მითრიდატე ევპატორთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ პომპეუსი თავისი ჯარით მდ. არეზისაკენ წასულა (Plut., Pomp., XXXIII), ეს კი სავარაუდოს ხდის, რომ გზად მას სწორედ ქსერქსენეზე (დერანზე) უნდა გაევლო. რამდენადმე მოულოდნელია ჩვენთვის სტრაბონის მიერ გამოთქმული შენიშვნა, რომ ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგან (იგულისხმება ჰეპტაკომეტები) იწოდებოდა აგრეთვე ბიძერებად (Strabo, XII, III, 18); ეს გარემოება, შესაძლოა მეტყველებდეს სკიდისეს ლაზისტანის ქედთან გაიგივების სასარგებლოდ, მაგრამ ვინაიდან, . მელიქიშვილის აზრით, ბიძერების ცალკეულ ტომებს, გარდა მათი განსახლების ძირითადი მხარის - ჭოროხის შესართავის მიდამოებისა, სკიდისეს მთიან რაიონშიც უნდა შეეღწიათ [392 Меликишвили 1959, 115.], ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ბიძერების შეღწევის ვარაუდი უფრო სამხრეთით მდებარე ქსერქსენეში, და ამასთანავე მათი სახელწოდების კონტამინაციაც ტერმინ ქსერქსენე || დერქსენე, სომხურ დერჭანთან, იმის გათვალისწინებით, რომ სომხური (ճ) ბერძნულში - (ζ) გადმოიცემა [393 იხ. ინგოროყვა 1954, 431.], ხოლო ბიძერები ჰეკატეოს მილეტელთან დიძერების (Δίζηρες) სახელწოდებით არიან მოხსენიებულნი (Hec., fr. 190).

 

აღმოსავლეთ ანატოლიაში ქართველური ტომების გავრცელების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე სტრაბო/გვ. 95/ნის ცნობას, არტაქსიისა და ზარიადრის დროინდელი არმენიის (ძვ. . II . პირველი ნახევარი) მიერ იბერთაგან, გოგარენასთან ერთად, პარიადრის მთისწინეთისა და ხორძენეს წართმევის თაობაზე (Strabo, XI, XIV, 5) [394 იხ. Меликишвили 1959, 50, 291, 299.]. გამოთქმული იყო განსხვავებული შეხედულებები. სამეცნიერო ლიტერატურაში განსაკუთრებით აღიარებულია . მარკვარტის, . ჰიუბშმანის, . ადონცის და სხვ. მოსაზრება სტრაბონისეული ხორძენეს” (Χορζηνή - Strabo, XI, XIV, 4-5) ჰიპოთეტური ხოლარძენესაგან” (Χολαρηνή) შეკვეცის შედეგად მიღებისა და მდ. ჭოროხის ქვემო დინების აუზში მდებარე ქართული პროვინცია - კლარჯეთთან (სომხურად - կղարջք) მისი გაიგივების შესაძლებლობის შესახებ [395 Marquart 1901, 116, 168-169; Marquart 1930, 21*-22*; Hübschmann 1904, 211-213, 354; Adontz 1946, 207-208.]. ეს მოსაზრება, ძირითადად, ემყარებოდა კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობით არმენიაში შემავალი მხარის - კატარძენეს (Καταρζηνή) სახელწოდების (Cl. Ptol., V, XII, 9) . კიპერტის მიერ კალარძენედ (Καλαρζηνή) ანუ კლარჯეთად ასევე თვითნებურ შესწორებას [396 Kiepert 1887.], რაც თვით ამ ავტორების მიერაც იყო გაზიარებული [397 [გვ. 175] თუმცა, . ადონცს ორივე ეს ფორმა, “ხოლარძენეცდაკატარძენეცურარტულ წარწერებში მოხსენიებული პროვინციის Katarza- სახელწოდებიდან გამოჰყავდა (Адонц, 1915, CLXXII; Adontz 1946, 207-208).]. შეხედულება ხორძენე-კატარძენესა და კლარჯეთის იგივეობის შესახებ, უფრო მოგვიანებით, ზოგიერთი მეცნიერისათვის იმდენად დამაჯერებელი გამოდგა, რომ მათთვის ეს საკითხი საბოლოოდ გარვეულად იყო მიჩნეული, კერძოდ, . თუმანოვმა თავის თავს უფლება მისცა, ძველი ქართული მატიანეების კლარჯეთითავისი ნაშრომის ინგლისურ ტექსტში ხოლარძენედ” (Cholarzene) ეთარგმნა [398 მაგ. Toumanoff 1963, 10n.159, 322n.76, 345, 381, 383, 401, 413, 444, 446, 472n.152, 486n.215, 217, 488n.228.]. ტერმინ ხორძენეს” “ხოლარძენედშესწორების უსაფუძვლობას, თუნდაც ის ფაქტი უნდა მოწმობდეს, რომ სტრაბონის გეოგრაფიისყველა ხელნაწერში გვხვდება ფორმა ხორძენე”, ხოლო ხოლარძენეარც ერთხელ არ არის დადასტურებული, ისევე, როგორც არც კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსარცერთ ხელნაწერში არ იკითხება ფორმა კოლარძენე[399 ინგოროყვა 1954, 432.]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხორძენესტრაბონის ტექსტში ორჯერ გვხვდება და ორივეჯერ ერთნაირი დაწერილობით (Strabo, XI, XIV, 4-5). ამ ტოპონიმის კლარჯეთთან დაკავშირებისას ძირითად არგუმენტს წარმოადგენს სტრაბონის შენიშვნა, რომ ხორძენე და კამბისენა, არმენიის მხარეთაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარენი და ყველაზე უფრო უხვთოვლიანები, ესაზღვრებიან კავკასიონის მთებს, იბერიასა და კოლხეთს” (Strabo, XI, XIV, 4). მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მდ. ალაზნის მარჯვენა (სამხრეთ) ნაპირზე მდებარე კამბისენეს (ქართული - კამბეჩოვანი, იგივე ქიზიყი) საკმაო მანძილით დაშორების ფაქტს კავკასიონის მთავარი ქედიდან [400 [გვ. 175] კამბეჩოვანი მოიცავდა ტერიტორიას ალაზნის ქვემო წელსა და მდ. მტკვარს შორის (იხ. მუსხელიშვილი 1980, 343).], ნათელი გახდება, რომ სტრაბონის ტექსტში საუბარია მხოლოდ ამ მხარეების მიახლოებით ადგილმდებარეობაზე. მხედ/გვ. 96/ველობაშია მისაღები სტრაბონის ის სიტყვებიც, რომ სამ ნაწილად გაყოფილი მოსხების ქვეყნისერთი ნაწილი კოლხების მფლობელობაში იყო, მეორე - იბერიელების, ხოლო მესამე - არმენიელების (Strabo, XI, II, 18); საფიქრებელია, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მოსხების ქვეყნისჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კლარჯეთი შეიძლება ყოფილიყო ნაგულისხმევი ამ ქვეყნის კოლხურ და არა არმენულ ნაწილში [401 [გვ. 175]მოსხების ქვეყანასსტრაბონი განსაზღვრავს მდინარეების ფასისის (იგულისხმება რიონი), გლავკოსის და ჰიპოსის ზემოთ (Strabo, XI, II, 17); მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფასისის სათავე სტრაბონს არმენიაში აქვს ლოკალიზებული, ხოლო ერთ-ერთი შენაკადის სახელი - გლაუკოსი იმეორებს [გვ. 176] კლავდიოს პტოლემაიოსთან დასახელებულ მდ. აფსაროს-ჭოროხის შენაკადის სახელს (Cl. Ptol., V, VI, 6), სავარაუდო ხდება, რომ სტრაბონს ერთმანეთში აღრეული აქვს რიონ-ფასისისა და ჭოროხ-ფასისის შესახებ არსებული ცნობები და, ამდენად, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია, რომ სტრაბონის სიტყვები: “მოხსენიებულ მდინარეების ზემოთ მოსხების ქვეყანაში მდებარეობს ლევკოთეას სამლოცველო, ფრიქსეს მიერ აგებული და მისი სამისნო, სადაც ვერძს არ სწირავენ მსხვერპლად. ოდესღაც ის მდიდარი იყო, ხოლო ჩვენს დროს იგი ფარნაკეს მიერ და, ცოტა მოგვიანებით, მითრიდატე პერგამონელის მიერ იქნა გაძარცული” (იხ. ყაუხჩიშვილი 1957, 124), ეხებოდეს ჭოროხის აუზში მდებარე მოსხების ქვეყანას. წინამდებარე ნაშრომი უკვე დაწერილი გვქონდა, როდესაც გამოქვეყნდა . ხაზარაძის სტატია, რომელშიც მოცემულია სტრაბონის აღნიშნული ცნობის კრიტიკული ანალიზი, ნაჩვენებია მისი წინააღმდეგობრივი ხასიათი და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფარნაკესა და მითრიდატე პერგამონელის საბრძოლო ოპერაციების არეალში მდებარე და ფრიქსეს თქმულებასთან დაკავშირებული მოსხების ქვეყანა ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზეა საძიებელი (ხაზარაძე 1984, 105-115). ფრიქსეს თქმულებისა და მოსხების ქვეყნის კავშირი გვაფიქრებინებს, რომ სტრაბონთან მოხსენიებული ფრიქსოპოლისიც - იბერიაში, კოლხეთის საზღვარზე მდებარე კარგად გამაგრებული პატარა ქალაქი, რომელსც მის ხანაში იდეესა ეწოდებოდა (Ίδήεσσα - Strabo, XI, II, 18), მოსხების ქვეყნის იბერიულ ნაწილში მდებარეობდა. ფრიქსეს ქალაქის მოსხების ქვეყანაში განსაზღვრის საშუალებას სტრაბონის იმ ცნობის გათვალისწინებაც უნდა გვაძლევდეს, რომლის მიხედვით, ფრიქსეს სამლოცველო კოლხეთისა და იბერიის საზღვართან მდებარეობდა (I, II, 39), ალბათ იმ ადგილას, სადაც იყო ფრიქსეს ქალაქი, სტრაბონის ხანაში იდეესად წოდებული (XI, II, 18), ხოლო, როგორც უკვე ითქვა, ლევკოთეას სამლოცველო, ფრიქსეს მიერ აგებული და მისივე სამისნო - მოსხების ქვეყანაში მდებარეობდა (Strabo, XI, II, 17-18). ამრიგად, სტრაბონის ცნობების ურთიერთშეჯერება საშუალებას გვაძლევს განვაცხადოთ, რომ ფრიქსოპოლისი-იდეესა საძიებელი უნდა იყოს მოსხების ქვეყნის იბერიულ ნაწილში, ამავე ქვეყნის კოლხური ნაწილის მახლობლად. ყურადღებას იპყრობს ამასთან დაკავშირებით პარხალში, ტაოსკარში, ჭოროხის აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე დიდი დაბის სახელწოდება - იდი; იქვე ყოფილა მთაც - იდი (ვახუშტი, 684). იდის მთა, როგორც ცნობილია, იყო აგრეთვე ტროადაში და კრეტაზე; ამ მთებზე ლეგენდების თანახმად, ცხოვრობდნენ დაკტილები, რეა-კიბელას თანამგზავრები. ანატოლიაში ფართოდ გავრცელებული ტოპონიმიური ფუძე იდა-, ითვლება წინაბერძნულ-მცირეაზიული წარმომავლობის მქონედ დატყიანი მთისთუმთიანი ტყისაღმნიშვნელად (იხ. Гиндин 1967, 132-138). აღსანიშნავია, რომ . ინგოროყვა სტრაბონისეულ იდეესას აიგივებდა აღმოსავლეთ ტაოში, ბასიანის ჩრდილოეთით, მდ. ოლთისის წყლის ზემო წელზე მდებარე ქალაქ იდთან (ინგოროყვა 1954, 433, 438-439, 487).].

 

ამავე დროს, იბერიისა და კოლხეთის მახლობლად სტრაბონისეული ხორძენესმდებარეობა საშუალებას არ იძლევა იგი ამავე სახელწოდების მქონე დასავლეთ არმენიის კანტონთან (Խործեն, Χορζανή, Χορζιανηνή, Κορτζηνή) გავაიგივოთ, რომელიც ჰაშტიანქის ოლქის ჩრდილოეთით, მდ. აღმოსავლეთ ევფრატის (მურატი) შენაკადის გაილ-გეტის (თანამედროვე მდ. კელხასი) შუა წელთან მდებარეობდა, ქალაქების კოლაბერდისა და არტალესის სექტორში [402 სტრაბონისეულიხორძენესასეთი ინტერპრეტაციისათვის იხ. ინგოროყვა 1954, 433.], ანუ ხალიბებისა და მოსინიკებისაგან არმენიელების მიერ მითვისებულ კარენიტსა და ქსერქსენეზე უფრო სამხრეთით, რაც, ცხადია, გამორიცხავს იბერთაგან მისი ჩამოჭრის შესაძლებლობას. . თუმანოვის დაკვირვებით, აღნიშნული მხარის სახელწოდება წერილობით წყაროებში ახ. . V-VI სს. ადრე არ გვხვდება და, ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ სტრაბონის ტექსტში ანალოგიური სახელწოდების გამოჩენა, თუ შემთხვევით დამთხვევას არა აქვს ადგილი, გადამწერის მიერ ხოლარძენესთან მისი აღრევით უნდა გამოჩენილიყო [403 Toumanoff 1963, 442n.22.], თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ტოპონიმს ზეგავლენა თვით სტრაბონზე მოეხდინა, თუკი იგი უკვე არსებობდა მის ხანაში [404 Toumanoff 1963, 442n.22.].

 

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ ახ. . III-IV სს., “შესაქმის წიგნისდამუშავებისადმი მიძღვნილ თხზულებებში გვხვდება მსგავსი ჟღერადობის მქონე ეთნონიმები: კორზეინი (LG, 6) [405 [გვ. 176] გამოთქმულია მოსაზრება, რომ Corzini- ნაცვლად აქ უნდა იკითხებოდეს Chorzeni (იხ. Прим. ред. – Латышев 1949, 3, 249).], კორზინი (Euseb., Chron., I, VI), კორძენოი (Κόρζηνοι - Epiph., Agk., 113). ამ სახელწოდების მატარებელი ტომის ბინადრობის ადგილი არ არის გარკვეული და, ვინაიდან ეს ტომი კოლებისა (Κολλοι) თუ ხოლების (ჩჰოლლი) შემდეგ მოიხსენება ხოლმე, შეიძლება გვეფიქრა, რომ მათში ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, აფხაზეთში მოსახლე კორაქსები (Κόραξοι - Epiph., Agk., 113) და კოლებისა (Κολλοι) თუ ხოლების (Cholli) შემდეგ მოიხსენიება ხოლმე, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მათში ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, აფხაზეთში მოსახლე კორაქსები (Κόραξοι) და კოლები (Κλοι) უნდა იგულიხმებოდნენ (შდრ.Hec., fr. 185-186; Ps.-Scyl., 77-78; Ael. Her., VII, 186, 24; Cl. Ptol., V, VIII, 14; Pomp. Mela, I, 19, 110; Plin., NH VI, 15; Steph. Byz., s. v. Κλοι, Κόραξοι), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კოლის ძველი ქართული პროვინციის არსებობას [406 [გვ. 177] ივ. ჯავახიშვილს გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს ტოპონიმი კოლხების ტომის სახელწოდებისაგან წარმოსდგებოდეს (ჯავახიშვილი 1950, 12).], საიდანაც მდ. მტკვარი გამოედინება (იხ. ლეონტი მროველი, I, 24; ვახუშტი, 674-675) [407 კოლის ოლქი მოხსენიებულია მოვსეს ხორენაცისსომხეთის ისტორიაშიც” (Մովս. Խոր., II 6, 9).] და შევუთანაპირებთ ამ ფაქტს პლინიუსის ცნობას, მდ. მტკვრის სათავე/გვ. 97/ების ჰენიოხურ მთებში მდებარეობის შესახებ, რომელთაც, მისივე სიტყვებით, სხვები კორაქსულს უწოდებენ (Plin., NH, VI, 26, 39; შდრ. V, 99) და რომელთაც კოლის მთებად მიიჩნევენ [408 [გვ. 177] ჯავახიშვილი 1950, 259. მდ. მტკვრის სათავეების ადგილმდებარეობის პლინიუსისეული განსაზღვრა შეესატყვისება პომპონიუს მელას ცნობას, მდ. მტკვრის (Cyrus) კორაქსული მთების მეზობლად მდებარე მხარიდან გამომდინარეობის შესახებ (Pomp. Mela, III, 5, 41). ეს გარემოება მელას მიერ სხვა ადგილასაც მოხსენიებულიკორაქსული მთების” (I, 19, 109) ლოკალიზების საშუალებას იძლევა ასევე მცირე კავკასიონის მთიანთში - მდ. მტკვრის სათავეებთან. . ინგოროყვას ვარაუდით, თვით მდ. მტკვრის სახელწოდება-*კორი (>მდ-კორი), “კორი”- მდინარე, დაკავშირებულია პროვინციის სახელთანკოლა” || “კორა” (ინგოროყვა 1954, 438, შენ. 1).], დაუშვებელი აღარ უნდა ჩანდეს აღნიშნული ეთნონიმების მდ. მტკვრის სათავეების ახლომდებარე მხარეებთან დაკავშირების შესაძლებლობა. ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ კოლი || ხოლები და კორზეინ || კორძენები - მედების (მიდიელების), ალბანელების, გარგანების (=გარგარების?), არეების თუ ერეების (=ჰერების?), არმენიელებისა და ამაძონების (=მოსხების?) მდეგ და ბენე()გინების თუ დენაგების, კაპადოკიელების, გალათების, პაფლაგონიელების, მარიანდინების, ტიბარენსების, ტაბარინების (ტიბარენების), ხალიბებისა თუ ხალირების და მოსინიკების წინ არიან დასახელებული (LG, 6; Euseb., Chron., I, VI; Epiph., Agk., 113), ანუ აღმოსავლეთ და ცენტრალურამიერკავკასიულ და ჩრდილოანატოლიურ ტომებს შორის, რაც კარგად ესადაგება სამხრეთ საქართველოში მათი ლოკალიზების ვარაუდს. აღსანიშნავია, რომ მოსინიკების შემდეგ მოხსენიებული არიან ხოლმე უფრო ჩრდილოეთით, როგორც ჩანს, შავი ზღვის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ სანაპიროების გაყოლებით მოსახლე ტომები: კოლხები, მელანკენები თუ მელასხენები (მელანქლაინები), სარმატები, მეოთები, სკვითები, ტავრები თუ ტავრინები, თრაკიელები, ბასტარნები, ილურები და სხვ. (LG, 6; Euseb., Chron., I, VI; Epiph., Agk., 113) ვინაიდან ამ თხზულებებში მოცემული ტომებისა და ქვეყნების ამსახველი სიები რამდენადმე მაინც იცავენ გეოგრაფიულ პერსპექტივას, საფიქრებელი ხდება მათში ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე კოლები და კორაქსები რომ ყოფილიყვნენ ნაგულისხმევი, ისინი კოლხებისა და მელანქლაინების შემდეგ იქნებოდნენ დასახელებულნი (შდრ. Ps.-Scyl., 77-81; Anon., PPE, XLII, 3, 18; და სხვ.).

 

მნიშვნელოვან გარემოებად ტერმინ კორაქსისათუ კორაძენისმდ. მტკვრის სათავის მხარესთან დაკავშირებისათვის უნდა ჩაითვალოს კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსერთ-ერთ ხელნაწერში ტოპონიმ კორაძენეს” (Κοραζηνή) არსებობა, რომელიც ძირითადი ტექსტის კატარძენეს” (Καταρζηνή) ენაცვლება (Cl. Ptol., V, XII, 9). ტოპონიმი კორაძენე”, ისევე, როგორც სტრაბონისეული ხორძენე”, იქნებ თვით სტრაბონის მიერ შემონახულ მდ. მტკვრის (Κρος) ძველი სახელწოდებიდან - რომელიც მის დროს უკვე აღარ იხმარებოდა - კოროსიდან (Κόρος - Strabo, XI, III, 2)  იყოს ნაწარმოები. ამ ჰიდრონომიდან მიღებული ფორმა /გვ. 98/კოროსული”, სავარაუდოდ მდ. მტკვრის სათავეებთან მდებარე მთების აღმნიშვნელი, იოლად გადაიქცეოდა პლინიუსის ტექსტში კორაქსულად” (Plin., NH, V, 99; VI, 26, 39), ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთელი კორაქსებისა და მათსავე ქვეყნის კორაქსის მთის” (Κόραξ ρος - Cl. Ptol., V, VIII, 14, 24)  სახელწოდებებთან კონტამინაციის შედეგად. შავარაუდოა ისიც, რომ პლინიუსი სკიდისეს მთას სკვითურ მთასუნდა უწოდებდეს (იხ. Plin., NH, V, 99). თუ ეს ვარაუდი სწორია, მით უფრო სარწმუნო უნდა იყოს, იქვე პლინიუსის ტექსტში, ამავე მთასთან და ანატოლიურ და მცირე კავკასიონის შემადგენელ მთებთან ერთად მოხსენიებული კორაქსული მთების” (Plin., NH, V, 99) მდ. მტკვრის სათავესთან მდებარე ანალოგიური სახელწოდების მთებთან გაიგივება (Plin., NH, VI, 26), რაც, თავის მხრივ, პომპონიუს მელას მიერ მსგავს კონტექსტში დასახელებული კორაქსული მთების” (Pomp. Mela, I, 19, 109) სამხრეთ კავკასიაში ლოკალიზების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, მითუმეტეს, რომ მისივე განმარტებით, მდ. მტკვარი (Cyrus), მდ. კამბისთან ერთად, კორაქსული მთების ძირთან იღებს სათავეს (Pomp. Mela, III, 5, 41). საკუთრივ კორაქსიკების (Coraxici) ტომს პომპონიუს მელა მათთვის (კორაქსებისათვის) “ტრადიციულჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ათავსებს (Pomp. Mela, I, 19, 110), ეს შეუსაბამობამის მიერ განსხვავებული წარმომავლობის მქონე წყაროების გამოყენებით უნდა აიხსნას.

 

მდ. მტკვრის სათავის მხარეში კორძენე || ხორძენეს ძიების სისწორეს, შესაძლოა, მოწმობდეს აგრეთვე, სტრაბონის ცნობა, რომ პონტოსა და კოლხეთს იქით გადასახლებული იბერების ადგილებსა და არმენიას შორის საზღვარი, აპოლოდორეს მიერ მდ. მტკვარზე გადებული, სინამდვილეში მდ. მტკვარსა და მოსხურ მთებზე გადადიოდა (Strabo, I, III, 21); რადგან მოცემულ კონტექსტში მდ. არაქსის (არეზის) ზემო წელსა და მდ. მტკვრისაგან მის წყალგამყოფ მოსხურ მთებზეა (იხ. ქვემოთ) საუბარი, ნათელი ხდება, რომ მტკვარში” (Κρος) ამ მდინარის ზემო წელი უნდა იგულისხმებოდეს. ამასვე უნდა მოწმობდეს ის ფაქტიც, რომ სტრაბონი არმენიაში სათავის მქონე მდ. მტკვრის მხოლოდ იბერიისა და ალბანეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობას იუწყება (Strabo, XI, I, 5; XI, III, 2). თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ ძვ. . II . შუახანებში მოღვაწე აპოლოდორეს ცნობა, იბერთა სამფლობელოებსა და არმენიას შორის საზღვრის მდ. არაქსზე (არეზი) მდებარეობის შესახებ (Strabo, I, III, 21), არტაქსიისა (არტაშეს I) და ზარიადრის (ზარეჰის) დროინდელი არმენიის მიერ იბერთაგან მიწების მითვისების (Strabo, XI, XIV, 5) წინა ხანის, ანუ /გვ. 99/ ძვ. . II . პირველ ნახევარზე უფრო ადრეული მდგომარეობის [409 [გვ. 177] იხ. ჯანაშია 1952c, 253-255. მიჩნეულია, რომ აპოლოდორეს ცნობის არაქსში, მდ. არეზის ზემო წელია გათვალისწინებული (Меликишвили 1959, 291).] ამსახველია, მაშინ შესაძლებლობა მოგვეცემოდა გვეფიქრა, რომ სწორედ არტაქსიისა და ზარიადრის დროს წართმეული მიწების, კერძოდ კი, მდ. მტკვრის სათავის მხარეში სავარაუდოდ მდებარე იბერული პროვინციის - “ხორძენესხარჯზე უნდა მომხდარიყო არმენიის ტერიტორიის მდ. მტკვრამდე გავრცელება. თავის მხრივ, მდ. მტკვრის იბერიისა და არმენიის მიჯნად მიჩნევა, ხორძენეს ადგილმდებარეობას ამ მდინარის ზემო წელის სამხრეთით უნდა განსაზღვრავდეს [410 [გვ. 177] იხ. Манандян 1940, 98-100. აღსანიშნავია, რომ პლუტარქეს მიხედვით, მტკვარი იბერთა მთებიდან გამოედინებოდა (Plut., Pomp., XXXIV), ხოლო ქსენოფონტის ცნობით, დასავლეთ არმენიის სპარსული სატრაპიეს საზღვარი მდ. არეზის ჩრდილოეთით დიდ მანძილზე აღარ ვრცელდებოდა (Xen., Anab., IV, V, 34). იხ., აგრეთვე, ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 114-115.]. ხორძენესათვის დამახასიათებელი მკაცრყინვებიანი ზამთარიც, რომლის დროსაც სტრაბონის სიტყვებით: “მთების უღელტეხილზე მთელი მგზავრები თოვლში იგუდებიან, რადგანაც დიდძალი თოვლი (თუ დიდი ქარბუქი) იცის ხოლმე... თოვლის გროვები იყინებიან და შიგნით როგორც ქიტონში, ისე ინახავენ კარგ წყალს” (Strabo, XI, XIV, 4) [411 იხ. ყაუხჩიშვილი 1957, 188], თითქოს უფრო კოლა-არტაანისა დაყ ყარსის მხარეებისათვის დამახასიათებელ ზამთარს ემსგავსება - დიდძალი თოვლით, ქარბუქებით და მდინარეებისა და ტბების გაყინული ზედაპირით გამორჩეულს, ვიდრე კლარჯეთის, მართალია უხვთოვლიან, მაგრამ თბილ ზამთარს [412 იხ. Масальский 1895, 601.].

 

ხორძენეს მდ. მტკვრის სათავის მხარეში ან მის მახლობლად ლოკალიზაციისათვის გარკვეულ მნიშვნელობას იძენს მასთან გაიგივებული არმენიის პროვინციის - კატარძენეს ადგილმდებარეობის გარკვევა. კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობით: “მდინარეებს ევფრატს, კიროსსა (მტკვარი) და არაქსს (არეზი) შორის მდებარე არმენიის ნაწილში შემდეგი ოლქებია: მოსხურ მთებთან - კატარძენე (ვარიანტი: კორაქსენე), . . ბოხების ზევით” (Cl. Ptol., V, XII, 9) [413 იხ. ლომოური 1955, 49, შენ. 1.]. . ინგოროყვას შენიშვნით, ვინაიდან, კლავდიოს პტოლემაიოსის ტექსტში საუბარია ევფრატს, მტკვარსა და არაქსს (არეზი) შორის მოთავსებულ არმენიის პროვინციებზე და არა მდ. ჭოროხის ხეობაში მდებარე მხარეზე, უნდა გამოირიცხოს პტოლემაიოსისეულ კატარძენეშიკლარჯეთის დანახვის შესაძლებლობა [414 ინგოროყვა 1954, 429], რაც, როგორც ზემოთ ითქვა, . კიპერტისა და სხვათა ნაშრომებში იყო ნავარაუდევი. “კატარძენესადგილმდებარეობის დადგენისათვის კლავდიოს პტოლემაიოსი კიდევ ორ განმსაზღვრელს ასახელებს - მოსხურ მთებსა და ბოხების ტომის საცხოვრისს. მოსხური მთები, ისტორიულ წყაროთა მონაცემების მიხედვით, მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, არეზისა და ევფრატის წყალგამყოფ მთათა სისტემას წარმოადგენდა [415 ინგოროყვა 1954, 429-430, 484-485; Хазарадзе 1973а, 150-153.], ხოლო ბოხებისა თუ ბონხების კარენიტული ტომის ტერიტორია, რომელსაც ჩვეულებრივ ტაოს სამხრეთით ათავსებენ ხოლმე [416 [გვ. 177] იხ. Адонц 1908, 25; Toumanoff 1963, 204, 458n. 93. ეთნონიმიბოხი”, როგორც ჩანს, უახლოვდება მდ. ჭოროხის სომხურ სახელწოდებას վոբ (შდრ. Адонц 1908, 25; Marquart 1901, 116; Hübschmann 1904, 212).], სტეფანე ბიზანტიონელის ეთნიკურ ლექსიკონშიშემონახული რომა/გვ. 100/ელი ისტორიკოსის ასინიუს კვადრატოსის (ახ. . II-III სს.) ცნობის მიხედვით, ევფრატსა და მტკვარს შორის მდებარეობდა (Steph. Byz., s. v. Βόνχαι) [417 იხ. ინგოროყვა 1954, 429; Хазарадзе 1973а, 152.]. ამგვარად, კლავდიოს პტოლემაიოსისა და ასინიუს კვადრატოსის ცნობების შეთანაპირებიდან ნათელი ხდება, რომ კატარძენემდებარეობდა ევფრატის, მტკვრისა და არეზის წყალგამყოფ მოსხურ მთებთან და ევფრატსა და მტკვარს შორის მცხოვრები ბოხებისა და ბონხების ზევით. ვინაიდან კლავდიოს პტოლემაიოსი კატარძენეს ადგილმდებარეობის განსაზღვრისას მდ. ჭოროხს არ მოიხსენიებს, საფიქრებელია, რომ ეს ოლქი მდ. მტკვრის დასავლეთით კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სამხრეთით; აგრეთვე, იმის გამო, რომ მდ. ევფრატის (კარასუ) ჩრდილოეთით განლაგებული კარენიტი ბოხებს ეკავათ, ისევე, როგორც ამავე მდინარის სათავეების აღმოსავლეთით მდებარე მიწები [418 იხ. ინგოროყვა 1954, 429, 518-519.], კატარძენე მდ. მტკვრის სამხრეთით უფრო უნდა ივარაუდებოდეს. კატარძენეს ლოკალიზაციისათვის მნიშვნელოვან გარემოებად . ინგოროყვა ურარტულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში მოხსენიებულ Katarza- მხარეს მიიჩნევდა, და, როგორც ჩანს, კატარძენესთან ერთად ამ უკანასკნელსაც მდ. აღმოსავლეთ ევფრატის (მურატი) ხეობაში მდებარე პუნქტ კითარიძთან აკავშირებდა [419 ინგოროყვა 1954, 430-431.]; მაგრამ, კითარიძის - მდ. მურატის ხეობაში, აშთიანქის ოლქში მდებარეობამ [420 იხ. Адонц 1908, 13-15, 21-22; Toumanoff 1963, 174, 457-458n. 93.] და აგრეთვე ურარტული წერილობითი წყაროების ქათარზასათვის მიღებულმა ლოკალიზაციამ - დაახლოებით თანამედროვე სომხური ქალაქის კიუმრის მხარეში [421 იხ. Меликишвили 1954, 64; Харутджунян 1979, 146 и сл.; Salvini 1980, 486-487.], გამორიცხა მათი ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა და, ამავე დროს, უფრო სარწმუნო გახადა ურარტულ ქათარზასთან კატარძენეს კავშირი, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, მდ. მტკვრის სამხრეთით უნდა ყოფილიყო. . მელიქიშვილიც იზიარებს შეხედულებას, რომ ურარტული ქათარზაპტოლემაიოსისეული კატარძენესსახელწოდებით იჩენს თავს და აახლოებს მას სამცხისა და აჭარის შემაერთებელი გოდერძის უღელტეხილის სახელთან [422 Меликишвили 1959, 114; შდრ. Адонц 1915, CLXXII; ინგოროყვა 1954, 427-428.] და სტრაბონის ხორძენესთან”; ამავე დროს, მისი აზრით, დასაშვები უნდა იყოს აღნიშნულ ტოპონიმებთან კლარჯების დიდი ეთნიკური ჯგუფის სახელწოდების დაკავშირება, ვინაიდან ქართული ისტორიული წყაროები არ იცნობენ მსგავსი სახელწოდების მქონე სხვა ტომებს ამ რაიონში [423 Меликишвили 1959, 114.].

 

გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, რაც, ვფიქრობთ, უნდა გამორიცხავდეს ქათარზასა და კატარძენე || ხორძენეს კლარჯეთთან გაიგივების შესაძლებლობას, ამავე საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტში გამოყენებული ტერმინი კედარი”: “პირველ, ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავ/გვ. 101/ნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეჴადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი: სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრაჴე, და ციხენი მათნი: ციხჱ დიდი სარკინისაჲ, უფლისციხჱ კასპისა, ურბნისისა და ოძრაჴისაჲ” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320). ტერმინ კედარსყურადღება ივ. ჯავახიშვილმა მიაქცია და განმარტა, რომ ქვეყანა კედრადმტკვრის ხეობის ის ნაწილი იგულისხმება, რომელშიც ქალაქები სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრაჴე მდებარეობდა, ანუ ზემო ქართლი (იგივე - მესხეთი) და შიდა ქართლი [424 ჯავახიშვილი 1950, 59-60; იხ., აგრეთვე, მიქელაძე 1976, 118-119.]. ივ. ჯავახიშვილის შენიშვნით, კედარი რომ მართლაც გეოგრაფიული სახელია, ეს ფსალმუნის ებრაული დედნის ტექსტიდანაც ჩანს: “ვაჲ მე, რომ ვმწირობ მოსოხთან, ვმკვიდრობ კარებსა თანა კედარისათა” (Ps., 119, 5) [425 [გვ. 178] ჯავახიშვილი 1950, 60. ფსალმუნის ბერძნულ, ლათინურ, სომხურ და ქართულ ტექსტებში ეს ადგილი მცდარად არის ნათარგმნი - “დავემკჳდრე მე მყოფთა თანა კედარისათა”, - მოსოხის სახელი მათში გამოტოვებულია (იხ. ჯავახიშვილი 1950, 59-60), ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, “მოქცევაჲ ქართლისაჲსმემატიანეს ან რომელიმე ძველი ქართული წყარო უნდა გამოეყენებინა, როდესაცკედარსა მას ქუეყანასასაქართველოს გარკვეულ ადგილად მიიჩნევდა, ანდა ფსალმუნის ფსალმუნის ებრაული დედანი, ან ებრაულიდან ნათარგმნი ქართული ტექსტი უნდა ჰქონოდა ხელთ (ჯავახიშვილი 1950, 60). გარდა იმისა, რომ კედარი ფსალმუნის ბერძნულ, ლათინურ და სომხურ ტექსტებში გეოგრაფიულ სახელად არის მიჩნეული (Κηδάρ, Cedar, կեդարսւ), სიტყვაკედარისსაბასთან მოცემული განმარტების - “ბნელი საჭმუნავისაგანგანსხვავებით (ჯავახიშვილი 1950, 59; შდრ. ორბელიანი 1966a, 361), ვფიქრობთ, მხედველობაშია მისაღები ურარტულ ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული ქვეყნის სახელწოდებაკი()დარი”, მდ. ევფრატის ჩრდილოეთითა და შავი ზღვის მიმართულებით ლოკალიზებული (იხ. Дьяконов 1951, 273, 277, прим. 45), რომლის მეფეც თიგლათ-ფილესერ I-ის წარწერაში, ქართული ჟღერადობის მქონეთუალისქვეყნის მეფის შემდეგ არის მოხსენიებული (Дьяконов 1951, 273).]; ამასვე უნდა მოწმობდეს მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის ფორმულირებაც შეჴადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა”, ვინაიდან, თუ კედარშივიგულისხმებთ მაგ. ქართულ სიტყვას კედაროს”, მხარის, კიდის მნიშვნელობის მქონეს [426 [გვ. 178] ჩიქობავა 1955, 1120; ღლონტი 1984, 278; შდრ..: “...არღარა მიუშვა მრავალჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა...” (დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955, 362).], ხოლო აქ ქვეყნის კიდის აღმნიშვნელს, სიტყვა ქვეყანაიდგებოდა ნათესაობით ბრუნვაში და, შესაბამისად, გვექნებოდა ფორმა: “...კედარ()სა მას ქუეყანისასა”. როგორც ცნობილია, “მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტში კედარის ქვეყანაბიბლიური ლოთის შვილებთან დაკავშირებით არის ნახსენები, ეს კი შესაძლებელია მიგვანიშნებდეს, რომ ავტორი ცდილობდა ბიბლიაშიარაერთგზის მოხსენიებული კედარი”, რომელსაც ასურეთ-არაბეთის უდაბნოს მნიშვნელოვან მომთაბარე ტომად მიიჩნევენ [427 იხ. ჯავახიშვილი 1950, 59-60.], გაეიგივებინა მტკვრის ხეობის მხარესთან.

 

აღსანიშნავია, რომ ტერმინი კედართა ქვეყანა”, როგორც ამიერკავკასიაში მდებარე მხარე, დასტურდება ფსევდო-კალისთენეს ალექსანდრეს რომანშიშესულ ახ. . VII . თხზულებაში მოთხრობაჲ უცდომელი სუფევისათჳს ნათესავთა და უკანასკნელთა ჟამთათჳს” (Ps.-Callisth., lib., III, 29), რომელსაც ახ. . III-IV სს. ავტორს მეთოდიოს პატრელს მიაწერენ და რომელიც აშკარა კავშირშია მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტთან; ფსევდო-მეთოდიოსის თხზულების მიხედვით, როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩრდილოეთის მასისი” (არარატი) გადალახა და კედართა ქვეყანაშიაღმოჩნდა, იხილა უწმინდური ტომი, რომელიც გვამებით იკვებებოდა; იქვე ცხოვრობდნენ თურქები და სომხები, რომელთა დიდი ნაწილი მას ამოუჟლეტია [428 [გვ. 178] იხ. კეკელიძე 1923, 47-55; მამულია 1979, 152-155. თავის მხრივმოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის ეს სიუჟეტი გადასული ჩანს ლეონტი მროველის თხზულებაშიცხოვრება ქართველთა მეფეთა” (იხ. ჯანაშია 1966, 131-136). საყურადღებოა, რომ V . რიტორიკოსი და სოფისტი პრისკე პანიონელიგუთების ისტორიაშიკიდრიტების სახელით (Κιδαρίτας) ჰუნებს მოიხსენიებს (Prisc. Pan., IV, 25, 31-33, 37). ფიქრობენ რომ ეს სახელწოდება უკავშირდება წაწვეტებულთავიანი ქუდების სახელს κίδαρις (Прим. ред. – Латышев 1948, 4, 263, прим. 3).]. ბუნ-თურქთა შესახებ მოქცევაჲ ქართლისაჲგვამცნობს: “დაუკჳრდა ალექსანდრე და ცნა, რამეთუ იებოსელთა ნათესავნი იყვნეს, ყოველსა ჴორციელსა ჭამდეს და სამარე მათი არა /გვ. 102/ იყო, მკდუარსა შეშჭამდეს” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320).  ტერმინ კედარისკავშირს ქართველურ სამყაროსთან, როგორც ითქვა, ფსალმუნის ებრაული დედნის მონაცემებიც ადასტურებენ; ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ებრაული ტექსტი ცხადყოფს, რომ კედარისწორედ მოსოხის . . მესხთა ქვეყნის ადგილთაგანის სახელი ყოფილა [429 ჯავახიშვილი 1950, 60.]. აღნიშნულ ცნობას თუ შევუთანაპირებთ იმ ფაქტს, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲ” “კედარის ქვეყანასმდ. მტკვრის ხეობას უწოდებს (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320), დასაშვები ხდება, რომ მოსხურ მთებთან მდებარე მტკვრის ზემო წელიც ამავე სახელით ყოფილიყო ცნობილი, სადაც, როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოა კლავდიოს პტოლემაიოსისეული კატარძენესლოკალიზებაც. ამრიგად, საფიქრებელია, რომ კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსტექსტის სხვადასხვა ვარიანტში დამოწმებულ მოსხურ მთებთან მდებარე მხარის აღმნიშვნელად გამოყენებული სახელწოდების ორივე ვარიანტს კატარძენესაცდა კორძენესაცსაფუძველი ეძებნება მდ. მტკვრის ზემო წელთან თუ მის მახლობელ მხარეში ლოკალიზაციისათვის და თუ . მუსხელიშვილი ფორმა კორძენესანიჭებს უპირატესობას სტრაბონისეულ ხორძენესთანმისი მსგავსების გამო [430 მუსხელიშვილი 1977, 60.], სახელწოდება კატარძენესაცმოეპოვება ამავე მხარეში პარალელი ურარტული Katarza- და, შესაძლოა, აგრეთვე მდ. მტკვრის ხეობის აღმნიშვნელად გამოყენებული კედარისსახით [431 [გვ. 178] ხომ არ არის თვით ჰიდრონიმიმტკვარიტერმინკედარისმეტათეზისის შედეგად მიღებული? შდრ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 408.].

 

კიდევ ერთი სახელწოდება, რომელსაც აიგივებენ ხოლმე ხორძენესთან, ახ. . II . ბერძენი ისტორიკოსის აპიანეს მითრიდატეს ომების ისტორიაშიმოხსენიებულნი ხოტენეა” (App., Mithr., 101) [432 Reinach 1890, 389; იხ. Лордкипанидзе 1970, 26.]; ფიქრობენ, რომ ამ სახელწოდების ხორძენესაგანმიღება უნდა მომხდარიყო ან ბერძნული პალეოგრაფიის ნიადაგზე τ და ζ ასოების აღრევითა და -ορ- ჯგუფის ω- ქცევით ან ქართველური ენებისათვის დამახასიათებელი - დაკარგვა-გაჩენისა და - (ან მონათესავე აფრიკატის) -თი შენაცვლების შედეგად [433 ჯანაშია 1952, 92.]. აპიანეს ცნობით, დამარცხებულმა პონტოს მეფემ - მითრიდატე VI ევპატორმა, თავის ამალასთან ერთად თავი შეაფარა სინორექსის ციხე-სიმაგრეს (იგივე სინორია, . ბაიბურთის სამხრეთით) [434 [გვ. 179] სტრაბონი სინორიას დიდი არმენიის საზღვართან ათავსებს (Strabo, XII, III, 28; შდრ. Cl. Ptol., V, VI, 18).], სადაც მას დიდი თანხა ჰქონდა შენახული; აქედან კოლხეთისაკენ მიმავალი მითრიდატე მიიჩქარის მდ. ევფრატის სათავეებისაკენ და ეს მდინარე შეუჩერებლადმიმავალმა მეოთხე დღეს გადალახა; მან სამი დღე მოანდომა თავისი რაზმის მოწესრიგებას და ამის შემდეგ შეიჭრა არმენიის ტერიტორიაზე ხოტენეში, სადაც გაარღვია ისრებითა და შურდულებით შეიარაღებული ხოტენელებისა და იბერების ჯგუფები, რომლებიც მის უკუ/გვ. 103/ქცევას ცდილობდნენ და მდ. აფსაროსთან მივიდა (App., Mithr., 101; შდრ. Plut., Pomp., XXXII). ვინაიდან მითრიდატე თავისი რაზმით მხოლოდ მდ. ევფრატის გადალახვისა და იქ ძალების მოკრეფის შემდეგ შეიჭრა არმენიაში (ხოტენეში), სავარაუდო ხდება, რომ ტერიტორია სინორექსა და მდ. ევფრატის სათავეს შორის, ევფრატისა და ჭოროხის შუამდინარეთში მდებარე, არმენიას კი არა, არამედ პონტოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული; შესაძლოა ამასვე მოწმობდეს კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობა, რომ მდ. აფსაროსსა და მის შენაკადს მდ. ლიკოსს სათავე კაპადოკიის პონტოში ჰქონდა (Cl. Ptol., V, VI, 6) [435 იხ. Хазарадзе 1973а, 152.]. რამდენადმე მოულოდნელია მითრიდატეს მიერ ევფრატის დინების გადალახვა, მაშინ როდესაც მას შეეძლო ევფრატის (კარასუ) სათავის აყოლებითა და . . გურჯი-ბოღაზის გავლით თორთომის ხეობაში შესვლა. მაგრამ, თუ აპიანესეულ ევფრატში ამ მდინარის მარჯვენა შენაკადი მდ. სერჩამი არ იგულისხმება, რომლის სათავეც მდ. ჭოროხის სათავის მახლობლად მდებარეობს, უნდა ვიფიქროთ, რომ ევფრატის გადალახვის შემდეგ მითრიდატე ჯერ აღმოსავლეთისკენ უნდა წასულიყო, დაახლოებით თანამედროვე . პასინლერის მახლობლად ჩრდილოეთისკენ უნდა გადაეხვია და მდ. ოლთისისწყლის სათავისკენ (თანამედროვე მდ. სივრიდერე) გასულიყო. თუმცა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მითრიდატეს მარშრუტი, აშკარაა, რომ მას ტაოზე უნდა გაევლო და რომ სწორედ ტაოში მასთან შებრძოლებული მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს აპიანესთან ნახსენებ ხოტენელებსა და იბერებში.

 

ტერმინ ხოტენეს”, რომელშიც ხოტ-ფუძე გამოიყოფა, > ფონეტიკური კანონზომიერების შედეგად, შეეძლო მოეცა ფორმა ხოჲ[436 შდრ. Дьяконов 1961, 367; Дьяконов 1968, 236, прим. 119.]. აღსანიშნავია, რომ დიოდორე სიცილიელის ბიბლიოთეკაშიგვხვდება ეთნონიმი ხაოჲ” (Χοι), გამოყენებული ქსენოფონტის ანაბასისის” “ტაოხების” (Τοχοι) ნაცვლად (Diod., XIV, 29; Xen., Anab., IV, VII, 1, 18). ამ ორი ეთნონიმის გაიგივების საწინააღმდეგოდ გამოთქმულია ეჭვი, რომ ხაოჲ” “ტაოხოჲ”- შერყვნილ ფორმას უნდა წარმოადგენდეს, აღმოცენებულს გადამწერთა შეცდომის შედეგად [437 Pauly…, Bd. III, 181, 2356; Латышев 1947, 4, 260, прим. 2; Ушаков 1946, 32 и сл.], მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰეკატეოს მილეტელს მოხსენიებული ჰყავს ხოჲების” (Χο) ტომი (Hec., fr. 190), რომელთა საცხოვრისიც ტაოს მახლობლად უნდა ყოფილიყო, ფორმების ხაოჲ || ხოჲ- და ტაოხის ერთიდაიმავე ტომის აღსანიშნავად გამოყენება დასაშვები უნდა ჩანდეს. სტეფანე ბიზანტიონელის ეთნიკურ ლექსიკონშიშემონახული ჰეკატეოს მილეტელის ცნობის თანახმად, ხოჲები ბექეირიკას (Βεχειρική) მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ (St. /გვ. 104/ Byz., s. v. Χο., Hec., fr. 190). ფსევდო-სკილაქსის მიხედვით, ბიძერებსა და ბექეირებს (Βέχειροι) შორის ცხოვრობდა ეკექეირიების ტომი (Ps.-Scyl., 83-84), რომელსაც . ინგოროყვა ჰეკატეოს მილეტელის ხოჲებთანაიგივებს [438 [გვ. 179] ინგოროყვა 1954, 202, შენ. 1; მიქელაძე 1967a, 127, შენ. 30. . კრეჩმერი და . ლომოური დასაშვებად მიიჩნევენ ხოჲების სახელწოდების ტერმინხაიასასთანდაკავშირებას; . კრეჩმერი ორივე ამ სახელწოდებას უკავშირებს სომეხთა თვითდასახელებასჰაჲ”- (იხ. Капанцян 1947, 15-17; ლომოური 1963, 16.]. ეკექეირიების ტერიტორიაზე დასახელებულია მდინარეები პორდანისი და არაბისი, ქალაქი ლიმნე და ელინური ქალაქი ოდეინიოსი (Ps.-Scyl., 83). ძვ. . V . ანონიმური პერიპლუსისგანმარტებით, ეკქეირიებად (kceirieV) წოდებულ ტომს წინათ უცხოვრია მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე, სადაც უკვე მაქელონები და ჰენიოხები ცხოვრობდნენ (Anon., PPE, XLII, 1); იგულისხმება ლაზისტანის ქედსა და შავ ზღვას შორის მდებარე მხარე. . ლომოურის ვარაუდით, ეკექეირიების ტერიტორია მდ. აბო-ვიწედან (ფურტუნა-სუ) . რიზეს აღმოსავლეთით მდებარე მიდამოებამდე ვრცელდებოდა [439 ლომოური 1963, 15; შდრ. ყაუხჩიშვილი 1967, 32-34; ყაუხჩიშვილი 1976, 84.]. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ხოჲებსა და ბექეირებს ლაზისტანის ქედის გადაღმაც ეკავათ მიწები, შესაძლებელი გახდებოდა მათი დაკავშირება, შესაბამისად, ხაოჲ-ტაოხებთან და ბოხებთან [440 [გვ. 179] ლაზისტანის ქედის სამხრეთით ბოხების ლოკალიზების შესაძლებლობაზე უნდა მიგვანიშნებდეს მდ. ჭოროხის ზემო წელის ძველი სომხური სახელწოდება - “ვოჰი” (იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 416).].

 

იმ გარემოებას, რომ აპიანეს თხზულების ტექსტში იბერები მდ. ევფრატის სათავის მახლობელ მხარეში ხოტენელებთან ერთად შემთხვევით ან შეცდომით არ უნდა იყვნენ დასახელებულნი, მოწმობს აპიანეს მიერ იქვე მოცემული იბერთა ვინაობის საკმაოდ ვრცელი განმარტება, რომ ზოგიერთების მიხედვით აზიის იბერები ევროპის იბერების წინაპრები არიან, ხოლო სხვები პირიქით, ფიქრობენ, რომ პირველები უკანასკნელთა ემიგრანტები არიან, კიდევ სხვათა აზრით, მათ მხოლოდ ერთნაირი სახელწოდება აქვთ, რადგან არც ჩვეულებები და არც ენა არა აქვთ მსგავსი” (App., Mithr., 101). ხოტენესა და იბერთა ურთიერთკავშირზე შესაძლოა მიუთითებდეს იოსებ ფლავიუსის ცნობა, დამარცხებული მითრიდატეს იბერიაში გაქცევის შესახებ (Josephus, Antiq., XIII, 16, 4) [441 Лордкипанидзе 1965, 123; Лордкипанидзе 1970, 26-27.]. აპიანესა და იოსებ ფლავიუსის ცნობათა შეთანაპირება, თითქოს, ხოტენეს ტერიტორიის იბერებისადმი კუთვნილებას უნდა მოწმობდეს, ხოლო ამ მხარის აპიანეს მიერ არმენიად დასახელება, როგორც ჩანს, უკავშირდება ძვ. . II . პირველი ნახევარში არმენიელების მიერ იბერთაგან მიწების წართმევის ფაქტს (Strabo, XI, XIV, 5). . მუსხელიშვილის შეხედულებით, ის გარემოება, რომ ხოტენეს არმენიაფაქტიურად იბერიის პროვინცია იყო, მოწმობს ხოტენე || ხორძენეს იგივეობას [442 მუსხელიშვილი 1977, 56, შენ. 190.]; მართალია, . მუსხელიშვილმა, ჩვენი აზრით, სავსებით სწორად განსაზღვრა, რომ სტრაბონთან დასახელებულ მოსხების ქვეყნისარმენულ ნაწილში (Strabo, XI, II, 18) არმენიელების მიერ იბერთაგან ჩამორთმეული მიწები უნდა იგულისხმებოდეს  (Strabo, XI, /გვ. 105/ XIV, 5) და რომ ეს მიწები ტაო, სპერი და კოლაა, მაგრამ, მანვე, იმის გათვალისწინებით, რომ ხორძენე-კოლას უნდა აღნიშნავდეს, ხოლო ხოტენე - ტაოს, ამ ორი სახელწოდების (ხორძენესი და ხოტენეს) იდენტურობის შესახებ არსებული მოსაზრების გაზიარების შედეგად, გამოთქვა ვარაუდი, ხორძენე || ხოტენეში, როგორც ჭოროხის, ასევე მტკვრის სათავეების მდებარეობის თაობაზე და ერთიდაიმავე პროვინციად - ხორძენე-ხოტენედ, ერთდროულად კოლაც მიიჩნია და ტაოც [443 მუსხელიშვილი 1977, 58-59.]. ერთიან ცნებად წარმოდგენილ ხორძენე || ხოტენეს (რადგან ეს უკანასკნელი პირველის დამახინჯებულ ფორმად განიხილება) ერთდროულად ვრცელი ტერიტორიის გაერთიანება რომ შესძლებოდა, რომელშიც მოქცეული იქნებოდა ორი ისეთი განსხვავებული მხარე, როგორიც ტაო და კოლაა, ერთმანეთისაგან დაშორებული ჭოროხისა და მტკვრის წყალგამყოფი არსიანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოებით სოღანლუღის ქედით, იგი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური წარმონაქმნი უნდა ყოფილიყო, რისი არავითარი ნიშანიც არ მოგვეპოვება. ვინაიდან, ტერმინები ხორძენეცდა ხოტენეცმხოლოდ ერთი, ცალკეული მხარის სახელწოდებებად ჩანან და რადგანაც ორივე მათგანის ადგილმდებარეობის დადგენა ხერხდება, პირველის - მდ. მტკვრის სათავეების მხარეში, ხოლო მეორისა - ტაოს ტერიტორიაზე, მათი გაიგივება, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს მართებული. ღაც შეეხება შეხედულებას, ხორძენეს დაკავშირების შესაძლებლობაზე ტაოსთან - ჭოროხისა და მტკვრის სათავეებითურთ, რასაც თითქოს იქვე დამოწმებული ტოპონიმი ხორზიანის ველიცმეტყველებს [444 მუსხელიშვილი 1977, 56.], იგი ალბათ უნდა გავიგოთ, როგორც ხორძენეს მდებარეობის გამომხატველი, კონკრეტულად - მდ. მტკვრის სათავეების მხარეში; . ჯანაშიას ცნობით, ტოპონიმი ხორზიანის ველი”, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა ხორძენესისტორიული გამოძახილი იყოს, მდებარეობდა . არტაანის სამხრეთით, არტაან-ოლთისის გზათკეცილიდან აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა სათავის ხეობაში [445 ჯანაშია 1952, 94.], ანუ კოლაში. დამთხვევა იბერებთან დაკავშირებულ, აპიანისეულ ხოტენესარმენიის ნაწილად მიჩნევასა და სტრაბონისეულ ხორძენესარმენიელების მიერ სწორედ იბერთაგან მითვისებას შორის (App., Mithr., 101; Strabo, XI, XIV, 5) [446 მუსხელიშვილი 1977, 55-56.], საფიქრებელია, რომ უნდა აიხსნას არმენიელების მიერ იბერთაგან ხორძენესთან ერთად აგრეთვე პარიადრის მთისწინეთის ჩამოჭრის შესახებ არსებული ცნობის საფუძველზე (Strabo, XI, XIV, 5), რომელშიც, როგორც ჩანს, სწორედ ტაო (ანუ ხოტენე) უნდა ყოფილიყო ძირითადად ნაგულისხმევი. /გვ. 106/

 

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ სტრაბონის ცნობების ურთიერთშეთანაპირება ცხადყოფს, რომ პარიადრი ზოგადად სკიდისესაც ეწოდება [447 Toumanoff 1963, 451; მუსხელიშვილი 1977, 58, შენ. 198.]. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასე უნდა იყოს, ოღონდ, ამ მთებში უპირატესად, არა გიუმიუშჰანეს, ტრაბზონის და ლაზისტანის ქედები უნდა იგულისხმებოდეს [448 ჯანაშია 1952d, 246; მუსხელიშვილი 1977, 58, შენ. 198.], არამედ, ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფი კოპის ქედი. ამ ქედთან, თუ მის ნაწილთან, სკიდისეს გაიგივების შესაძლებლობას ზემოთ აღვნიშნავდით, ხოლო პარიადრის გავრცელებას ამავე მხარეში მოწმობს სტრაბონის ცნობა, რომ მცირე არმენიის ტერიტორიაზე პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა 75 ციხე-სიმაგრე ააგო, სადაც თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი მოათავსა. ამ ციხე-სიმაგრეთაგან ყველაზე ცნობილნი ყოფილან ჰიდარა, ბასგოიდარიძა და დიდი არმენიის საზღვარზე მდებარე სინორია (აპიანესეული - სინორექსი); აქ, პარიადრის მთიანეთში ციხე-სიმაგრეების აგება გამოწვეული ყოფილა ამისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების არსებობით და პონტოს სამეფოს სწორედ ამ შორეულ ნაწილში შეუფარებია თავი მითრიდატეს, როდესაც მის ქვეყანას პომპეუსის ჯარი შესევია (Strabo, XII, III, 28; შდრ. App., Mithr., 101). პარიადრი აღმოსავლეთით მცირე არმენიამდე რომ ვრცელდებოდა, სტრაბონს სხვა ადგილასაც აქვს აღნიშნული (Strabo, XII, III, 28), მაგრამ იბერებისაგან არმენიელების მიერ ჩამოჭრილ პარიადრის მთისწინეთში (Strabo, XI, XIV, 5), რა თქმა უნდა არა სიდენედან (Σιδήνη) მცირე არმენიამდე გადაჭიმული მთის ქედი იგულისხმება, არამედ მის აღმოსავლეთით მდებარე მხარე. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს თვით სტრაბონის ცნობა, რომ ევფრატის იქითა მხარეს (აღმოსავლეთით - . .), მცირე არმენიის მახლობლად, ანტიტავროსის გადაღმა ჩრდილოეთისკენ, გადაჭიმულია დიდი მთა მრავალი განშტოებებით, რომელთაგან ერთს ეწოდება პარიადრი, მეორეს - მოსხური მთები, მესამეს - სხვადასხვა სახელები აქვს; ამ მთებით არის გარშემორტყმული მთელი არმენია იბერებამდე და ალბანელებამდე” (Strabo, XI, XII, 4).

 

ევფრატ-ჭოროხის შუამდინარეთში პარიადრის ლოკალიზების შესაძლებლობას ეხმიანება პლინიუსის ცნობა დიდი არმენიის პარიჰედრის მთებიდან (Parihedris montibus) დაწყების თაობაზე; მისი სიტყვებით, დიდი არმენია გამოიყოფა პონტოში ჩამდინარე მდ. აფსაროსით და პარიჰედრის მთებით, რომელთა წიაღიდანაც გამოედინება ეს მდინარე (Plin., NH, VI, 25). ვინაიდან მდ. აფსაროსი იგივე ჭოროხია, ცხადია, პარიჰედრის მთებში - მდ. ჭოროხის სათავეების მხარეში მდ/გვ. 107/ებარე მთები უნდა იგულისხმებოდეს. . თუმანოვის განმარტებით, პლინიუსისეული პარიჰედრის მთები წარმოადგენენ მდ. აკამფსისის (ჭოროხის) მიერ პონტოს ალპების უკიდურესი აღმოსავლური სექტორისაგან (ლაზისტანის ქედი) გამოყოფილ მაღლობს, სადაც თვით აკამფსისი და აგრეთვე ევფრატი იღებს სათავეს და რომელიც ჩრდილოეთით მცირე კავკასიონამდე ვრცელდება, ხოლო სამხრეთით ევფრატისა და არაქსის (არეზი) წყალგამყოფია [449 [გვ. 179] Toumanoff 1963, 450. ამ მთებს იგი ქართულ-სომხურ პარხალ || პარხარად მიიჩნევს (Toumanoff 1963, 450-451). აღსანიშნავია, რომ . ხახანაშვილი ანტიკური წყაროებისპარიადრის მთებსქართულპარხალთანაიგივებდა (Хаханов 1903, 5), ხოლო შეხედულებაპარიადრისადა სომხურიპარხარისიდენტურობის თაობაზე ჯერ კიდევ . კიპერტს ჰქონია გამოთქმული, ოღონდ იგი მათ დაახლ. თერმოდონტიდან კოლხეთამდე განსაზღვრავდა, ანუ აღმოსავლეთ პონტოს ალპების ადგილით (Kiepert 1887, 263; ჯანაშია 1952, 263).]; . . მას პარიჰედრის მთებად მხედველობაში ჰქონია . . მოსხური მთები (იხ. ქვემოთ). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ . თუმანოვი პლინიუსის პარიჰედრისის მთებს” - პარიადრის მთებად მიიჩნევს, ამავე დროს, სტრაბონის მონაცემებზე დაყრდნობით (Strabo, XI, II, 15; XI, XIV, 1: XII, III, 30) ცდილობს პონტოს ალპების ზოგიერთ აღმოსავლურ განშტოებასაც, რომელშიც, როგორც ირკვევა, იგი ლაზისტანის ქედს გულისხმობს [450 [გვ. 179] . თუმანოვი შენიშნავს, რომ ამ მთებს თურქები უწოდებენ პარხალ დაღს (Toumanoff 1963, 451).], მიაკუთვნოს პარიადრის (Παρυάδρης) სახელი [451  Toumanoff 1963, 451.]. მაგრამ, პირველ რიგში, სწორედ სტრაბონის ცნობები არ იძლევა . ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარე ლაზისტანის ქედის პარიადრთან გაიგივების შესაძლებლობას. სტრაბონის მიხედვით, “კავკასიონის ტოტები მიემართება სამხრეთისაკენ და ისინი არა მარტო მოიცავენ იბერიის შუაგულს, არამედ ერთვიან არმენულ და . . მოსხურ მთებს და აგრეთვე, სკიდისესა და პარიადრს. ყველა ეს მთები ტავროსის ნაწილები არიან, რომელიც არმენიის სამხრეთ კიდეს ქმნის; ტავროსისაგან ისინი როგორღაც მოწყვეტილი არიან ჩრდილოეთისაკენ და გრძელდებიან კავკასიონამდე და ევქსინის სანაპიროს იმ ნაწილამდე, რომელიც კოლხეთიდან თემისკირამდე ვრცელდება” (Strabo, XI, II, 15). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოლხეთი სტრაბონისათვის დასავლეთის მიმართულებით . თრაპეზუნტამდე აღწევს, ხოლო პარიადრი უნდა იგულისხმებოდეს იმ მთაში, რომელიც ევქსინის სანაპიროს მოიცავს კოლხეთიდან თემისკირამდე (შდრ. Strabo, VII, IV, 3; XI, II, 14; XII, III, 17, 18, 29). არც სტრაბონის ის სიტყვები უნდა იძლეოდნენ განსხვავებული დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ კავკასიონი გარს არტყია ალბანელებსა და იბერებს და ემიჯნება არმენიას, აგრეთვე მოსხებისა და კოლხების მთებს . . ტიბარენებამდედა რომ დასავლეთისკენაც არიან ეს ტომები (ტიბარენული ტომები - . .) და პარიადრე და სკიდისე მცირე არმენიამდე და ევფრატის ხეობამდე, რომელიც გამოყოფს არმენიას კაპადოკიისაგან და კომაგენესაგან” (Strabo, XI, XIV, 1), ვინაიდან, ტიბარენული ტომები, პარიადრე და სკიდისე, მცირე არმენიამდე და ევფრატის ხეობამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და არა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ვრცელდებოდნენ (შდრ. Strabo, XII, III, 18, /გვ. 108/ 29). ეს მკაფიოდ ჩანს სტრაბონის იმ ცნობაშიც, რომ ფარნაკიის მომიჯნავე სიდენესა და თემისკირის ზემოთ (იგულისხმება სამხრეთით - . .) მდებარე ფანარეას (Φανάροια) ველს, რომლის შუაგულში ერთმანეთს უერთდებიან არმენიიდან მომდინარე ლიკოსი და ამასიასთან მდებარე ვიწრობებიდან გამოსული ირისი, აღმოსავლეთის მხრიდან ზღუდავს მისივე პარალელურად გადაჭიმული პარიადრი, ხოლო დასავლეთიდან - ლითროსისა და ოფლიმოსის მთები” (Strabo, XII, III, 30; შდრ. XII, III, 15). აქ ფანარეას ველში - . ამასიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ველი, ხოლო პარიადრში - თანამედროვე ჯანიკის ქედის აღმოსავლეთის სექტორი იგულისხმება. ამგვარად, როგორც ვხედავთ, სტრაბომის ზემოთ მოყვანილი ცნობების პარიადრში ის მთები უნდა იგულისხმებოდეს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროს გასდევენ . ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარე კოლხეთიდან თემისკირა-სიდენემდე და რომლებიც აღმოსავლეთის მიმართულებით სკიდისესთან ერთად ვრცელდებოდნენ მცირე არმენიამდე და, კაპადოკიისაგან და კომაგენესაგან არმენიის გამომყოფ, ევფრატის ხეობამდე და რომელსაც არაფერი არ უნდა ჰქონდეს საერთო პონტოს ალპების აღმოსავლეთ ნაწილთან - ლაზისტანის ქედთან; შესაბამისად, სტრაბონთან სხვა ადგილას მოხსენიებულ არმენიელების მიერ იბერთაგან წართმეულ პარიადრის მთისწინეთში არა ლაზისტანის ქედთან მდებარე მხარე უნდა იგულისხმებოდეს, არამედ, მდ. ჭოროხის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მიწები, პლინიუსისეული პარიჰედრის მთების (Plin., NH, VI, 25) შესატყვისი, იგივე ქართული პროვინცია - ტაო.

 

აღსანიშნავია, რომ . თუმანოვი ქართული და სომხური ისტორიული წყაროების მონაცემების გათვალისწინებით ცდილობდა ისტორიული მხარის - პარხალის სახელწოდება მდ. ჭოროხის შუა დინების აღმოსავლეთით მდებარე ტაოსათვის მიესადაგებინა [452 Toumanoff 1963, 452n.56, map: Armeno-Georgian marchland; შდრ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 449.], როგორც ჩანს, პლინიუსის პარიჰედრის მთების ლოკალიზაციის გავლენით და მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პარხალი, ძირითადად, ჭოროხის მარცხენა ნაპირსა და ლაზისტანის ქედს (იგივე პარხალ დაღი) შორის მდებარეობდა [453 [გვ. 180] იხ. ბერიძე/მენაბდე/მუსხელიშვილი 1984, 702-703. ქართული წყაროებით პარხალი იგივე ტაოა (ლეონტი მროველი, I, 48; ვახუშტი, 684). ვახუშტი აღმოსავლეთიდან პარხალს მდინარე ჭოროხით საზღვრავს (ვახუშტი, 684).]. “პარიადრის მთებისსახელწოდებასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს მდ. ოლთისისწყლის (თანამედროვე სივრიდერე) ერთ-ერთი ძველი სახელწოდება ბოლხა[454 Атлас 1961, карты: Армения в эллинистическую эпоху III-I вв. (до н. э.); Армения в I-IV вв.], თავის მხრივ, როგორც ჩანს, დაკავშირებული მდინარეების ოლთისისწყალსა და არეზს შორის მოსახლე ბოლხების, ბოლხარების, ბოხაელებისა თუ ბოხების [455 იხ. Адонц 1908, 25; ინგოროყვა 1954, 519; Toumanoff 1963, 204. იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), 99-100, შენ. 440.] სატომო სახელთან. ამგვარად, პარიადრის მთების სახელწოდებით, გარდა ჯანიკის, გირესუნისა და გიუმიუშჰანეს ქედებისა, ზოგიერთი მონა/გვ. 109/ცემების მიხედვით, ცნობილი იყო მდ. ჭოროხის სამხრეთით მდებარე კოპისა და ჭოროხის ქედებიც.

 

არიადრის მთების სახელწოდებას, საფიქრებელია, ატარებდა აგრეთვე გოგარენეს (სომხური გუგარქი) სამხრეთით, სევანის ტბის ჩრდილოეთ ნაწილის დასავლეთით მდებარე ბამბაკის ქედი. კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსმიხედვით, პარიადრის მთის გაყოლებით მდებარეობდნენ სირაკენე და საკასენე (Cl. Ptol., V, XII, 9). სირაკენე, ცხადია, შირაქია, ხოლო საკასენე, რომელიც სტრაბონის მიხედვით ალბანეთსა და მტკვარს ესაზღვრებოდა და გოგარენეს მახლობლად იყო მოთავსებული (Strabo, XI, XIV, 4), გვიანდელი შაკაშენეა [456 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 71, შენ. 306.]. ამავე საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს პლინიუსის ცნობა თასიისა (Thasie) და თრიარის (Thriare), ანუ ტაშირისა და თრიალეთის [457 იხ. ჯავახიშვილი 1960, 431; ჯანაშია 1952c, 258; ინგოროყვა 1954, 421, 467; Меликишвили 1959, 104; Toumanoff 1963, 470-471. იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 305.] იბერული ოლქების მდებარეობის შესახებ პარიჰედროს მთებამდე (Parihedros monte - Plin., NH, VI, 29). პარიჰედროს მთებში აქ ბამბაკის ქედი რომ უნდა იგულისხმებოდეს [458 იხ. ინგოროყვა 1954, 421, შენ. 2; 467, 486.], მოწმობს ალბანეთისა და იბერიის აღწერისადმი მიძღვნილ პლინიუსის თხზულების მოყვანილ პარაგრაფში ამ მთების ცალის გვერდის კავკასიონის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის შემადგენელი კერავნული მთების საპირისპირო მხარეს განლაგება, მტკვრის (Cyrum) შენაკადის მდ. იბერის (გაიგივებულია იორთან) ქვემოთ საკასენების (Sacaseni) დასახელება და, აგრეთვე, ალბანეთის საზღვრებიდან დაწყებული კავკასიონის ფერდობებზე მცხოვრები სილვების, ლუპენების (Lupeniorum), დიდურებისა და სოდების მოხსენიება, რომელთა გადაღმაც კავკასიონის კარიყოფილა მოთავსებული, პლინიუსის განმარტებით, ზოგიერთის მიერ შეცდომით კასპიურადწოდებული (Plin., NH, VI, 29-30) [459 [გვ. 180] დარუბანდის გასასვლელის სახელწოდების - “კასპიის კარისგადატანის შემთხვევების შესახებ დარიალზე ანუკავკასიის კარისგადატანის შემთხვევების შესახებ დარიალზე ანუკავკასიის კარზეიხ. Тревер 1959, 117, 121-124, 232, 254, 274, 277. იხ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 497.]. თუმცა, გასათვალისწინებელი იქნებ ისიც იყოს, რომ განსხვავებით აფსაროსისაგან არმენიის გამომყოფი პარიჰედრის მთებისა (Plin., NH, VI, 25), ამ შემთხვევაში პლინიუსი რამდენადმე განსხვავებულ ფირმას პარიჰედროს მთებს ხმარობს (Parihedros montes - Plin., NH, VI, 29). მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ნაკლებად დამაჯერებელია, რომ სტრაბონის ცნობის, არმენიელების მიერ იბერთაგან წართმეულ, პარიადრეს მთიანეთში (Strabo, XI, XIV, 5) ბამბაკის ქედი ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან, საკუთრივ სტრაბონთან სახელწოდება პარიადრითეს მთები არ არის ცნობილი; ამავე დროს, ყურადღებას იპყრობს მისივე ცნობა, რომ იმ მთის განშტოებებს შორის, რომლებიც არმენიას ჩრდილოეთიდან შემოფარგლავენ ევფრატის გადაღმა და მცირე არმენიის მახლობლად მდებარე მხარიდან იბერიელებამდე და ალბანელებამდე, ერთს ეწოდება /გვ. 110/ პარიადრი, მეორეს - მოსხური მთები, ხოლო მესამეს სხვადასხვა სახელები აქვს (Strabo, XI, XII, 4). ეს მთები ოროხ-ევფრატისა და მტკვარ-არეზის შუამდინარეთში არიან ლოკალიზებულნი, პარიადრი და მოსხური მთები არმენიას ჩრდილო-დასავლეთიდან შემოფარგლავდნენ, ხოლო ის მთა, რომელსაც სხვადასხვა სახელები ჰქონდა, სავარაუდოა, რომ არმენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა და, შესაბამისად, ალბანელებამდეც აღწევდა; სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ბამბაკის ქედი. სტრაბონის სიტყვები, რომ ამ მთას სხვადასხვა სახელები აქვს”, ალბათ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ცნობილი იქნებოდა ამ მთის სახელი პარიადრი” (შდრ. Cl. Ptol., V, XII, 9). ბამბაკის ქედს პარიადრისსახელწოდებით სტრაბონი თუნდაც იმის გამო ვერ მოიხსენიებდა, რომ იმავე წინადადებაში ამ სახელს უწოდებდა მცირე არმენიისა და ევფრატის ზემო წელის მახლობლად მდებარე მთებს (Strabo, XI, XII, 4). ის გარემოება, რომ ტაშირი იბერიის ფარგლებში იყო მოქცეული (Plin., NH, VI, 29), მოწმობს, რომ ბამბაკის ქედზე უნდა გასულიყო არმენიის ჩრდილოეთ საზღვარი.

 

რაც შეეხება სტრაბონის განმარტებას, რომ არმენიელებმა იბერებისაგან მიითვისეს გოგარენე, რომელიც მდ. მტკვრის გადაღმა მდებარეობდა, იგი უნდა გავიგოთ არა როგორც გოგარენეს მდებარეობის გამომხატველი მდ. მტკვრის, ან თუნდაც მდ, ჯავახეთის მტკვრის (იგივე ფარავანი), სამხრეთ ნაპირზე [460 იხ., მაგ., ჯავახიშვილი 1950, 23-24; მუსხელიშვილი 1977, 147.], არამედ კოლა-არტაანში მიმდინარე მტკვრის აღმოსავლეთით, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს გოგარენეში არა მარტო კლარჯეთის, არამედ შავშეთისა და კოლა-არტაანის გარკვეული ნაწილის მოქცევის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, VII . სომხური გეოგრაფიის აშხარჰაცუიცისმიხედვით, კლარჯეთი (կաշարծօք) გუგარქის (გოგარენეს) შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა [461 [გვ. 180] . ინგოროყვას აზრით, “სომხური გეოგრაფიისავტორს შეცდომით შეჰყავს კლარჯეთი გოგარენეს შემადგენლობაში (ინგოროყვა 1954, 419-421; საწინააღმდეგო შეხედულება იხ. Toumanoff 1963, 460n.98). აღსანიშნავია, რომ კლარჯეთი თუნდაც არასდროს ყოფილიყო არმენიის პროვინცია, სომხური ეთნიკური ელემენტი მასში, როგორც ჩანს, ძველთაგანვე გარკვეული რაოდენობით იყო წარმოდგენილი; ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით: “ხოლო ქუეყანასა კლარჯეთისასა ეწოდნენ სახელნი იგინი დაბნებთა და ქალაქებთაგან, მუნ მყოფებთა, ანუ ძის ძეთაგან ჰაოსისათა” (ვახუშტი, 658). საფიქრებელია, რომ ვახუშტის, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა ჰქონოდა შატბერდისა და მიძნაძორის სახელწოდებათა სომხური ხასიათი.].

 

აღმოსავლეთ ანატოიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხის გარკვევისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს ანტიკური ხანის წერილობით წყაროებში ხშირად ნახსენები მოსხური მთების ლოკალიზაციას. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, დევაბოინუს, ირიჯლუსის, ყალნუს, თორთომის, შიფაქლუსა და ისპირის მთები, მოსხის, ანუ მესხის მთაა (ვახუშტი, 658, 2; 687, 1). მოსხური მთების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას ვახუშტის ანტიკური ხანის წყაროებიც ჰქონია გამოყენებული, იგი შენიშნავს, რომ კრებითი სახელი მოსხი”, ქვეყნის აღსანიშნავად, ალექსანდრე მაკედონელზე ადრინდელი ხანის ძველ გეოგრაფთა თხზულებებში იხმარებოდა (ვახუშტი, 658, 2; 687, 1). ვახუშტი ბაგრატიონი მოსხის მთების/გვ. 111/ სახელით იცნობდა აგრეთვე მთა ღადოს, ანუ ფერსათს, აჭარა-გურიის შორის მდებარე მთას და, როგორც ჩანს, არტაან-კოლასა და ყარსს შორის მდებარე ყარსის მთასაც (ვახუშტი, 659; 659, 1) [462 [გვ. 180] ჯერ კიდევ . ხახანაშვილი შენიშნავდა, რომ ვახუშტი ბაგრატიონისა და სტრაბონის ცნობები მოსხური მთების შესახებ სავსებით ფარავენ ერთმანეთს და მიიჩნევდა, რომ ეს მთები მდ. არეზის ზემო წელიდან ლიხის მთებამდე იყვნენ გადაჭიმულნი (Хаханов 1903, 5).].

 

. ინგოროყვამ, ვახუშტი ბაგრატიონის მონაცემების შეთანაპირებით კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობებთან, . . ბოხების ზევით, მოსხის მთებთან, კატარძენეს მდებარეობისა და დასავლეთის მიმართულებით მოსხის მთების კაპადოკიის პონტომდე გავრცელების შესახებ (Cl. Ptol., V, VI, 1; V, XII, 2, 9) და აგრეთვე სტრაბონის ცნობასთან, სკიდისესთან მოსხის მთების შეერთების თაობაზე (Strabo, XII, III, 18) [463 [გვ. 180] მიუხედავად იმისა, რომ . ინგოროყვა სკიდისეს პარხალის (ლაზეთისა და მდ. ჭოროხის ურთიერთგამყოფ) მთებთან აიგივებდა, სკიდისესთან მოსხის მთების შეერთების ადგილს იგი ჭოროხის ხეობის უკიდურეს სამხრეთდასავლეთის მიჯნასთან განსაზღვრავდა (ინგოროყვა 1954, 430, 484).], მოსხური მთები, ჭოროხ-მტკვრისა და არაქსს (არეზი) – ჩრდილოეთ ევფრატის (კარასუ) ხეობების წყალგამყოფ მთავარ ქედად მიიჩნია და მასვე მიაკუთვნა ჩრდილოეთ ევფრატსა და არეზს შორის მდებარე განშტოების გაგრძელება, რომელიც დევებოინუს მთის გავლით ბინგელის მწვერვალებს ადგება [464 ინგოროყვა 1954, 428-430, 484-485.].

 

. მუსხელიშვილი, სტრაბონის იმ ცნობის მოსხურ მთებს”, სადაც აღნიშნულია, რომ კოლხეთი მდებარეობს კავკასიონისა და მოსხური მთების ძირას (Strabo, XI, II, 1), დღევანდელ მესხეთის (ანუ აჭარა-იმერეთის) ქედთან აიგივებს [465 მუსხელიშვილი 1977, 57, 60.]; ამასთანავე იგი ყურადღებას ამახვილებს სტრაბონისავე ცნობაზე იბერიასა და არმენიას შორის საზღვრის მტკვრისა და მოსხურ მთებზე გავლის შესახებ (Strabo, I, III, 21) და ამ ორი ორიენტირის, მდ. მტკვრისა და მოსხური მთების, ერთმანეთთან დაკავშირებით, რამდენადაც იქვე მტკვრის სათავებზეა ლაპარაკი. “მოსხურ მთებსაცმტკვრის სათავეებთან ათავსებს; ეს კი, მისი აზრით, მოწმობს, რომ მოსხურ მთებშიის მთაგრეხილი უნდა ივარაუდებოდეს, რომელიც მესხების (მოსხების) ქვეყანას არმენიისაგან საზღვრავდა და რომელთა შესახებაც სტრაბონი იუწყებოდა, მოსხების მთები გარს ერტყმიან მთელ არმენიას იბერიამდეო (Strabo, XI, XII, 4) [466 მუსხელიშვილი 1977, 59.]. ვინაიდან, მესხეთის ტერიტორია იმ ხანად მტკვრის ზემო წელსა და ჭოროხის აუზს მოიცავდა, . მუსხელიშვილი დაასკვნის, რომ სტრაბონის მოსხების მთებიამ შემთხვევაში გულისხმობს ჭოროხ-მტკვრის აუზის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ევფრატ-არაქსის (არეზი) აუზის წყალგამყოფ მთებს; ამასვე ადასტურებს, მისივე განმარტებით, კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობა, მდინარეებს - ევფრატს, კიროსსა და არაქსს შორის მოთავსებული არმენიის ნაწილებში, . . ბოხების ზემოთ, მოსხურ მთებთან, კატარძენეს მდებარეობის შესახებ (Cl. Ptol., V, XII, 9), რომელიც, მისი თქმით, ჯერ ერთი, სრულიად მხოლოაზროვნად მიგვითითებეს, რომ მოსხური მთებია ის მთები, რომლებიც კიროსს (მტკვარი), ევფრატს და არაქსს (არეზი) შორისაა და . . აქ იგულისხმება მაინცდამაინც ამ მდინარეთა სათავეების /გვ. 112/ წყალგამყოფი, ხოლო მეორე მხრივ, ამ მთებთან მდებარე ქვეყანა კატარძენე, უფრო სწორად კორაძენე”, უნდა იყოს სტრაბონისეული ხორძენე”, რომელიც მოსხურ მთებთან მდებარეობდა [467 მუსხელიშვილი 1977, 59-60.]. . მუსხელიშვილი მართებულად შენიშნავს, რომ ლაზისტანის ქედის მოსხურ მთებად მიჩნევა [468 შდრ. ჯანაშია 1952d, 266.] არ უნდა იყოს სწორი, ვინაიდან, ეს ქედი არასდროს არ იყო და არც შეიძლება ყოფილიყო საზღვარი ივერიასა (იბერია) და სომხეთს (არმენიას) შორის, საზღვრავდა რა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მთლიანად ჭანეთს და ყველა ეპოქაში იგი მხოლოდ ჭანეთის და რომელიმე სხვა ქვეყნის საზღვარს წარმოადგენდა [469 მუსხელიშვილი 1977, 56-57.].

 

. ხაზარაძეც მოსხურ მთებს”, ერთი მხრივ, მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის სამხრეთ საზღვართან ათავსებს, ხოლო მეორე მხრივ, იბერიისა და არმენიის სასაზღვრო ზონაში, ჭოროხ-მტკვრის, ჭოროხ-ევფრატის და ევფრატ-არაქსის (არეზი) წყალგამყოფი ქედების ადგილას; სტრაბონის ზემოთ მოყვანილი ცნობების გარდა, . ხაზარაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობებს კაპადოკიასა და დიდ არმენიას შორის საზღვრის მოსხურ მთებზე გავლის შესახებ იმ ადგილიდან სადაც ევფრატი ყველაზე ჩრდილოეთით უხვევს აღმოსავლეთისაკენ (Cl. Ptol., V, VI, 1; შდრ. V, XII, 2) [470 [გვ. 181] Хазарадзе 1973а, 151-152. . ხაზარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ანტიკური ხანის არც ერთი ავტორი მტკვარს მოსხის მთებში არ ათავსებს და თვლის, რომ ეს მთები მტკვრის სათავეების სამხრეთ-დასავლეთით არის საძებარი (Хазарадзе 1973а, 150).]; კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიული სახელმძღვანელოსსხვა ცნობაზე დაყრდნობით, რომ მდ. აფსაროსი (ჭოროხი) სათავიდან შესართავამდე კაპადოკიის პონტოს ტერიტორიაზე მიედინება, სადაც სათავეს იღებს მდ. ლიკოსიც, რომელიც მდ. გლავკოსთან *თანამედროვე მდ. ოლთუ) ერთად ერთვის აფსაროსს (Cl. Ptol., V, VI, 6). . ხაზარაძე კიდევ უფრო აკონკრეტებს მოსხური მთების ადგილმდებარეობას და მათ ჭოროხ-თორთუმის სათავეების სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ათავსებს [471 [გვ. 181] Хазарадзе 1973а, 152-153. მოსხური მთების ასეთი ლოკალიზაციის შესაძლებლობა, . ხაზარაძის დაკვირვებით დასტურდება პტოლემაიოსის იმ ცნობით, რომელშიც ჩამოთვლილია მდინარეების ევფრატის, მტკვრის და არეზს შორის მოთავსებული არმენიის ოლქები და სადაც მოსხურ მთებთან - ბოხების ზემოთ - მოხსენიებული კატარძენე, ევფრატის ზემო წელის ჩრდილოეთით ხდება საძებარი, ვინაიდან ორ სხვა მდინარესთან - მტკვართან და არეზთან - დაკავშირებული სხვა ოლქები, ამ ცნობაში უკვე ჩამოთვლილია (Cl. Ptol., V, XII, 9) (Хазарадзе 1973а, 151-152; შდრ. ინგოროყვა 1954, 428შმდ.).].

 

თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ დიდი არმენია კაპადოკიისაგან იმიჯნებოდა, ჯერ დასავლეთით - მდ. ევფრატის დინებით, ხოლო შემდეგ - კაპადოკიის პონტოს ხაზით, მოსხურ მთებზე გადავლით კოლხეთამდე (Cl. Ptol., V, VI, 1; V, XII, 2, 5), ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსხურ მთებზე გამავალი საზღვარი მდ. ოლთუს გადაკვეთით, არსიანის ქედს ებჯინებოდა, ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებლობას მოგვცემდა დაგვეშვა, რომ არსიანის ქედის დასავლეთით მდებარე კლარჯეთი კოლხეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. როგორც ჩანს, კლარჯეთი უნდა ყოფილიყო ნაგულისხმვი კლავდიოს პტოლემაიოსის იმ ცნობაშიც, რომლის მიხედვით, დიდი არმენია ჩრდილოეთიდან კოლხეთის ნაწილით ისაზღვრებოდა (Cl. Ptol., V, XII, 1). თუ ჩვენ, ამასთანა/გვ. 113/ვე, კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ, დიდ არმენიასა და იბერიას შორის მდ. კიროსის (მტკვარი) გაყოლებაზე გადებულ საზღვარს (Cl. Ptol., V, XII, 1), განვსაზღრავდით ისევე, როგორც სტრაბონის ზემოთ მოყვანილი ცნობისას (Strabo, I, III, 21), კოლა-არტაანში მიმდინარე მტკვარზე გამავალად [472 [გვ. 181] თუმცა, ფიქრობენ, რომ მტკვრის ზემო წელი მთლიანად იბერიის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოქცეული (იხ. ჯანაშია 1952c, 254-256); . ინგოროყვას აზრით, სომხების მიერ იბერთაგან დაპყრობილი გოგარენე მდებარეობდა მტკვრის იმიერ (სამხრეთ) მხარეს (იხ. ინგოროყვა 1954, 458, 466-468). . მელიქიშვილი გოგარენეს მტკვრის ზემო წელის აღმოსავლეთით ათავსებს (Меликишвили 1959, 137).], იმის შესაძლებლობაც მოგვეცემებოდა, რომ ოლთისისწყალსა და მტკვარს შორის მდებარე არსიანის ქედის სექტორი, ანუ დაახლ. “მოსხური მთებისშუაგული, წარმოგვედგინა, როგორც ოთხი სახელმწიფოს: პონტოს კაპადოკიის, კოლხეთის, დიდი არმენიისა და იბერიის სასაზღვრო ზონა [473 [გვ. 181] თუმცა, თუ გავივალისწინებთ პლინიუსუს ცნობას, აფსარის შესართავთან აღმართული მთების გადაღმა იბერიის მდებარეობის თაობაზე (Plin., NH, VI, 12), უნდა ვიფიქროთ, რომ იბერიის საზღვარი ახ. . I საუკუნის შუახანებში მოსხური მთების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავშეთის ქედის მახლობლად უნდა ყოფილიყო (იბერიის დასავლეთი მიჯნის განსაზღვრისათვის იხ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 401). . მელიქიშვილი პლინიუსუს ცნობას უკავშირებს ფლავიუს არიანესთან მოხსენიებულ ფაქტს, შავიზღვისპირეთში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მცხოვრები მაკრონებისა და ჰენიოხების შემდეგ, იბერიის მეფის ფარსმანისადმი დაქვემდებარებული ძიდრიტების ბინადრობის თაობაზე (Arr., PPE, 11; შდრ. Anon., PPE, XLII, 10) და ვარაუდობს, რომ სწორედ ძიდრიტების ქვეყნის მახლობლად მდებარეობდა ზღვასთან მიახლოებული იბერიული მიწები (Меликишвили 1959, 65, прим. 142; 81, 138, 354). V . ანონიმური პერიპლუსის ცნობით, მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე მდებარეობდა ძიდრიტების მხარე, სადაც წინათ ბიძერებს უცხოვრიათ (Anon., PPE, XLII, 10).], რასაც სტრაბონის ცნობაც ეხმიანება, “მოსხების ქვეყნისსამ - კოლხების, იბერებისა და არმენიელების ნაწილად დაყოფის შესახებ (Strabo, XI, II, 18). საფიქრებელია, რომ ცნებები მოსხური ქვეყანა” (Μοσχική) და მოსხური მთებითითქმის მთლიანად ფარავდნენ ერთმანეთს [474 [გვ. 181] ორივე ამ ცნებაში უნდა იგულისხმებოდეს მოსხებით ანუ მესხებით დასახლებული მხარე (მუსხელიშვილი 1977, 57-58).]. აღსანიშნავია, რომ . მუსხელიშვილი კლარჯეთის კოლხეთის შემადგენლობაში მოქცევის შესახებ ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა, ოღონდ სრულიად სხვა საფუძველზე. კერძოდ, ხოტენე || ხორძენეს გაიგივების შედეგად (იხ. ზემოთ) და სტრაბონის იმ ცნობის გათვალისწინებით, რომ ხორძენე არმენიის უკიდურესი ჩრდილოური თემი იყო და თან კოლხეთის მოსაზღვრე (Strabo, XI, XIV, 4), მან მიიჩნია, რომ კლარჯეთი და არტაან-ჯავახეთი სომხეთს (არმენიას) არ ეკუთვნებოდა, თუმცა კი შედიოდა სტრაბონისეული მოსხიკესფარგლებში, რომლიც მოიცავდა მტკვრის ზემო წელსა და ჭოროხის აუზს; აქედან სპერი, ტაო და კოლა სომხეთს მიეერთებინა, შავშეთ-კლარჯეთი და აჭარა კოლხეთს, ხოლო არტაან-ჯავახეთი და სამცხე ქართლს (იბერიას) დარჩენოდა [475 მუსხელიშვილი 1977, 58-59].

 

მდ. ჭოროხის ზემო დინებასთან მდებარე სპერის მხარე, ისევე როგორც სხვა ქართული მიწები, ძვ. . II . პირველ ნახევარზე უფრო ადრინდელ ხანაში ვერ მოექცეოდა არმენიის შემადგენლობაში. რაც შეეხება შეხედულებას, რომ სპერი, გაიგივებული სტრაბონისეულ სისპირიტისთან” (ΣuσπιρτιV), ძირეული სომხური მხარე იყო [476 იხ. Toumanoff 1963, 321-322, n.76.], იგი დაფუძნებულია სტრაბონის ცნობაზე, რომ იასონის თანამოლაშქრე, სომეხთა მითიური ეთნარქ-ეპონიმი არმენოს თესალიელი და მისი თანამგზავრები დასახლებულან აკილისენეში და სისპირიტისში არმენიის გადაღმა მდებარე კალახენემდე და ადიაბენემდე (Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 12). მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ სტრაბონისავე ცნობას, სპერის სამხრეთით მდებარე მხარეების, კარენიტიდისა და ქსერქსენეს არმენიელთაგან მხოლოდ არტაქსიისა და ზარიადრის დროს, ანუ ძვ. . II . პირველ ნახევარში, დამორჩილების თაობაზე (Strabo, XI, XIV, 5), ცხადია უნდა გამოი/გვ. 114/რიცხოს ამ მხარეთა გადაღმა მდებარე სპერის მათ მიერ უფრო ადრე დაქვემდებარების შესაძლებლობა. უკვე საკუთრივ ის გარემოება, რომ არგონავტ არმენოსის თანამგზავრები, სტრაბონის მიხედვით, იკავებენ ტერიტორიას გადაჭიმულს სისპირიტისიდან ასურეთში მდებარე კალახენემდე და ადიაბენემდე, ანუ ფაქტიურად, თვით მისი დროინდელი არმენიის მომცველს, უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ამ ცნობაში ადგილი აქვს არმენიის პოლიტიკური საზღვრების დასაბუთების ცდას მითიური მამამთავრის შესახებ არსებული ლეგენდარული ცნობის გამოყენების საფუძველზე; მსგავსი შემთხვევები ფართოდ იყო გარცელებული ანტიკურ ხანაში. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აზრი, რომ სტრაბონის სისპირიტისშისპერი კი არ უნდა იგულისხმებოდეს, არამედ კალახენესა და ადიაბენეს ჩრდილოეთით მდებარე მხარე - შუპრია [477 იხ. Markwart 1901, 159; Adontz 1946, 322; ინგოროყვა 1954, 506-511.], მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, უფრო ადრე, კოლხეთსა და მიდიას შორის, სასპეჲრების მდებარეობას (Her., I, 104), რომელთა ქვეყანაც არმენიის მახლობლადაა სავარაუდო, ტერმინების სპერი”, “სისპირიტისიდა სასპეჲრიურთიერთკავშირი დასაშვები უნდა ჩანდეს [478 იხ. Услар 1881, 298-305, 524-537; Хаханов 1903, 19; Линч 1910, 87; ჯანაშია 1952, 56-59; Меликишвили 1959, 116, 232-233.]. გარდა ამისა, მკვლევრები ფიქრობენ, რომ სუბარ- სასპეჲრ-ჰესპერ-სპერტერმინი შესაძლოა გარდაქმნილიყო “()ბერ”-ად და, რომ ეს დასაშვებია მომხდარიყო, როგორც ქართველური ენების წიაღში, ასევე ძველ სპარსულ ენობრივ სამყაროში [479 [გვ. 182] იხ. Rawlinson 1875, 223; Хаханов 1903, 18-20; ჯანაშია 1952, 60-65; მელიქიშვილი 1965, 84;  მელიქიშვილი 1970, 426; Меликишвили 1959, 91, 102, 111, 172, 233. სავსებით მოსალოდნელია, რომ ტერმინიიბერიგაჩენილიყო ბერძენთა მიერსპერისანსასპეჲრისკონტამინაციით დასავლეთის იბერების სახელწოდებასთან (შდრ. მელიქიშვილი 1965, 84-85;  მელიქიშვილი 1970, 426).]. თერმინების იბერისადა სპერი-სისპირიტისისგაიგივებისათვის დასაყრდენს თითქოს სტრაბონის იმ ცნობების შეთანაპირებაც იძლევა, რომ სისპირიტისში ოქროს საბადოები ყოფილა (Strabo, XI, XIV, 9), ხოლო იბერებს, დასავლეთელი იბერების მსგავსად, ამ სახელს, მათ ორივე ქვეყანაში (. ., როგორც აღმოსავლეთის იბერიაში, ასევე დასავლეთისაში) ოქროს საბადოების არსებობის გამო უწოდებენ (Strabo, XI, II, 19). შესაძლოა სპერის მოსახლეობა იგულისხმებოდა ხოტენელებთან ერთად მებრძოლ იბერებშიც (App., Mithr., 101), თუმცა ცნება იბერი”, თავისი ფართო მნიშვნელობით, სავარაუდოა, რომ გარდა აღმოსავლეთ საქართველოს (საკუთრივ ქართლის) მოსახლეობისა, მესხეთის, ანუ მოსხთა ქვეყნისდა აგრეთვე, მოსხური მთების ბინადართა აღმნიშვნელადაც გამოიყენებოდა; ამ მხრივ, ყურადღებას იპყრობს პლუტარქეს ცნობა, რომ მდ. კირნი (მტკვარი) სათავეს იბერიულ მთებში იღებდა (Plut., Pomp., XXXIV) [480 [გვ. 182] მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ მოსხური მთების სახელწოდებით ცნობილი უნდა ყოფილიყო მათი ჩრდილოეთი განშტოება - საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გარკვეული ნაწილი და მის სამხრეთით მდებარემოსხების ქვეყნისმთები; შდრ. სტრაბონის სიტყვები, რომ კოლხეთი მდებარეობს კავკასიონისა და მოსხური მთების ძირას (Strabo, XI, II, 1). ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პლუტარქე, იმავე პარაგრაფში, სადაც მტკვრის სათავეს იბერიულ მთებში ათავსებს, იბერიის დასავლეთ მიჯნას შავი ზღვითა და მოსხური მთებით საზღვრავს (Plut., Pomp., XXXIV); ეს კი ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მოსხურ მთებში იგი ლაზისტანის ქედს გულისხმობდა. თუმცა, გასათვალისწინებელია პლუტარქეს ცნობის საკმაოდ ზოგადი ხასიათი. ტაციტუსი მოსხებს, მართალია, იბერებთან დაკავშირებით, მაგრამ ცალკე ტომად მოიხსენიებს (Tac., Ann., XIII, 37); . მელიქიშვილის აზრით, მოსხების - იბერიის სამხრეთ-დასავლეთი ოლქების ქართული მოსახლეობის - ცალკე მოხსენიება ამ ხანაში მოულოდნელია და იგი ტაციტუსის ტექსტში მოცემული Insochi-მოსხებადწაკითხვის ნაცვლად, უფრო მისაღებად თვლის იმ მკვლევართა კონიექტურას, რომლებიც აქჰენიოხებისსახელს კითხულობენ (Меликишвили 1959, 367).] და აპოლოდორეს აზრი, იბერიასა და არმენიას შორის საზღვრის მდ. არაქსზე (არეზი) მდებარეობის შესახებ (Strabo, I, III, 21). ქსენოფონტის ანაბასისისმონაცემებითაც, თითქოს მდ. ფასისი, რომელიც ამ შემთხვევაში, მდ. არეზს აღნიშნავდა, არმენიას ხალიბების ქვეყნისა/გვ. 115/გან გამოყოფდა (შდრ. Xen., Anab., IV, V, 34; IV, VI, 4-5); სტრაბონის მიხედვით, ხალიბები კარენიტიში (თანამედროვე . ერზურუმის მხარე) არიან ლოკალიზებულნი, ხოლო მოსინიკები, კიდევ უფრო დასავლეთით, ქსერქსენეში (იგივე დერქსენე) (Strabo, XI, XIV, 5). მგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ძვ. . I ათასწლეულის მეორე ნახევარში ქართველური წარმომავლობის ტომები განსახლებულნი ჩანან არა მხოლოდ მოსხური მთების ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით, არამედ სამხრეთით და დასავლეთითაც, რაც საკუთრივ ამ მთების მოსახლეობის ქართველურ კუთვნილებას უფრო სარწმუნოს ხდის.

 

ქართლის ცხოვრებაშიშემავალი ჯუანშერის ცხოვრება ვახტანგ გორგასალისაგვამცნობს, რომ, ვიდრე ბერძნები ქართველებს მიწებს წაართმევდნენ, პირველი მეფეების დროს, ქართველებს ანძიანძორა ეკუთვნოდათ; ჯუანშერის მიერ გადმოცემული ვახტანგ გორგასლის სიტყვებით: “მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩუენ, ქართველთაგან, აღმოსავლეთ ზღჳსა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღვრისა გრიგოლოსი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგჳვლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ” (ჯუანშერი, 160) [481 ჯუანშერი 1955.]; . . ქართველთა მიწები უწინ შავი ზღვის სამხრეთითაც მდებარეობდა და მათი ამჟამინდელი საზღვარი ადრინდელს ათი დღის სავალით არის დაშორებული. ვინაიდან ჯანშერი მანამდე აღნიშნავს, რომ წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზათა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი” (ჯუანშერი, 160), აშკარა ხდება, რომ ანძიანძორა იგივე ანძორეთია და, რომ სწორედ ეს პუნქტი არის ათი დღის სავალით ქართლს დაშორებული, საიდანაც იოტნეს მეფენი ჩუენნი”. ლეონტი მროველის ცხოვრება ქართველთა მეფეთასმიხედვით, ანძიანძორა ეკლეცზე შორს მდებარეობდა: “წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა, მივიდა კლარჯეთს, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა” (ლეონტი მროველი, I, 23). თუ გავითვალისწინებთ, რომ ფარნავაზი აზონის მოკვლის შემდეგ მიდის ანძიანძორს (ლეონტი მროველი, I, 23), რომელშიც ვახტანგ მეფის სიტყვებით იყო წყობა პირველთა მეფეთადა რომ მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი”, სავარაუდო ხდება, რომ ამ მხარეში, სადაც უბრძოლიათ ქართველთა პირველ მეფეებს, უნდა იგულისხმებოდეს მოქცევაჲ ქართლისაჲსცნობის, მცხეთის პირველი მეფის, აზოს სამშობლო - “არიან-ქართლი” (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320), ვახტანგ მეფისადმი მიწერი/გვ. 116/ლი სიტყვები, იქნებ ეხმიანებიან ნინოს ცხოვრებისმეტაფრასტული რედაქციის ავტორის განმარტებას, რომ ჩვენ ქართველნი შვილნი ვართ არიან-ქართლით გამოსრულთანი, და ენაი მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან[482 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 169.]. სად უნდა ყოფილიყო ანძორეთი || ანძიანძორა? ვინაიდან, ანძიანძორიდან კლარჯეთს მიმავალი ფარნავაზი ეკლეცით შემოიქცა”, იგი ეკლეცის დასავლეთით ან სამხრეთით იქნებოდა. კლეცი, იგივე აკილისენა [483 იხ. Адонц 1908, 48.], მდ. ევფრატის (კარასუ) გაყოლებაზე, დერჭანის (ქსერქსენე || დერქსენე) დასავლეთით მდებარეობდა (თანამედროვე . ერზინჯანთან), მისი მეორე სახელწოდება იყო ანაიტიკა, წოდებული ქალღმერთ ანაჰიტას საპატივცემოდ (იხ. Strabo, X, XIV, 16; Dion., XXXVI, 48) [484 იხ. Адонц 1908, 52; Периханян 1952, 18; Меликишвили 1959, 325, 410.]. აღსანიშნავია, რომ . ერზინჯანის დასავლეთითაა სომეხთა განმანათლებლის, გრიგოლის მონასტერი, სურბ-ლუსავორიჩი [485 იხ. Адонц 1908, 48.], რომლის საფლავიც, ვახტანგ გორგასალისადმი მიწერილი სიტყვებით, ანძიანძორაში ყოფილა (ჯუანშერი, 160), ხოლო, მოვსეს ხორენაცის სომეხთა ისტორიისცნობით, სურბ-გრიგორის საფლავი დარანალის მხარეში მდებარე დაბა თორდანში იყო (Մովս. Խոր., II, 91). ტოპონიმ ანძორეთ || ანძიანძორაში ძორ კომპონენტი აშკარად დაკავშირებულია ხევის, ხეობისაღმნიშვნელ სომხურ სიტყვასთანծոր. როგორც ჩანს, ამ ტოპონიმებში გამოიყოფა ან-ძირი; “ანძორეთში” -ეთ დაბოლოება გეოგრაფიულ სახელწოდებათა მაწარმოებელი ქართული სუფიქსია, ხოლო ანძიანძორაში”, პარალელური ფორმის ანძორეთისგათვალისწინებით, სავარაუდო ხდება ძი- სუფიქსის გამოყოფა (ანალოგიური აღნაგობისა ჩანან ტოპონიმები ვარძია, ტანძია და სხვ.). “ანძორეთ || ანძიანძორაშიან-ძირის გამოყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გამო, რომ უშუალოდ ეკლეცის დასავლეთით მდებარეობდა დარანალის მხარე, იგივე ანალიბა, რომლის ძირითად განმსაზღვრელ ქალაქსაც ანი (თანამედროვე კემახი, მდ. კარასუზე) წარმოადგენდა [486 იხ. Адонц 1908, 48, 57; Капанцян 1947, 48; Меликишвили 1959, 325, 410.]; სახელწოდება ანალიბა”, . ადონცის აზრით, “ანელების, ანის მოსახლეობისაღმნიშვნელია და იგი მრავლობითი რიცხვის ქართულ ნიშან -ებ- უნდა შეიცავდეს [487 Адонц 1908, 57.]. საყურადღებოა, რომ ტოპონიმ დარანლშიცგამოყოფილ - ali დაბოლოებას, . ადონცი, ქართული -ელი-სა და გრაბარული სომხურისեղ-ის ეკვივალენტურ, წინაგრაბარულ ადექტიურ ფლექსიად მიიჩნევდა [488 [გვ. 182] Адонц 1908, 55. ტერმინდარანალშიali-სუფიქსის გამოყოფის შესაძ|ლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ კლავდიოს პტოლემაიოსთან ეს სახელწოდება დადასტურებულია Δαρανισσα სახით (იხ. Капанцян 1947, 48-49).]. ანძორეთ || ანძიანძორას დარანალის მხარეში ლოკალიზება სავარაუდოს გახდიდა ამ უკანასკნელის ფუძის დარანისკავშირს მოქცევაჲ ქართლისაჲს” “ა[]ან-ქართლთანიმ შემთხვევაში, თუკი დასაშვები იქნებოდა სახელწოდება დარანალშითავკიდურა - დაკარგვის შესაძლებლო/გვ. 117/ბა [489 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 58-59, შენ. 252, 255.]. რაც შეეხება ქალაქ სტერს და ქალაქსა დიდსა ზღჳსა კიდესა” (ჯუანშერი, 160), მათში ეგებ ნაგულისხმევი იყო ქალაქები ჰიდარა (ან სატალა) და ტრაპეზუნტი.

 

იმ გარემოებას, რომ ლეონტი მროველი ეკლეცსა და ანძიანძორას ქართლის მოსაზღვრე მხარეებად მოიხსენიებს: “წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა და ეკლეცით შემოიქცა” (ლეონტი მროველი, I, 23), . მელიქიშვილი სავსებით დასაშვებად მიიჩნევს; მისი აზრით, ძვ. . III . იბერთა მიწები სამხრეთ-დასავლეთით ძალზე შორს ვრცელდებოდა, ეს კი, მისი თქმით, გასაგებს ხდისიმ აქტიურ როლს, რომელსაც, “ქართლის ცხოვრებისმიხედვით, ფარნავაზის სამეფო ასრულებდა პონტოსა და სელევკიდების სამეფოების (ანუ, საბერძნეთსა და ასურეთს) შორის ურთიერთობაში, რაც დასტურდება ბერძენ-რომაელი ისტორიკოსების ძვ. . III . პირველი ნახევრის საერთაშორისო მდგომარეობის ამსახველი ცნობებით, სელევკიდების სამეფოსა და პონტოს ინტერესების მკვეთრი დაპირისპირებისა და ჩრდილოურ ოლქებში სელევკიდების მნიშვნელოვანი აქტიურობის შესახებ [490 Меликишвили 1959, 47-49, 282-283, 291.]. გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, რომ აღნიშნული ეპოქის ისტორიული მოვლენის, მაკედონელთა გაბატონების გამოძახილი გარდა სტრაბონის (Strabo, XI, XIV, 9), პლინიუსის (Plin., NH, IV, 39) და სოლინუსის (Solin., IX, 19) თხზულებებისა და სხვ., ასახულია ქართულ ისტორიულ ნაწარმოებებშიც, “მოქცევაჲ ქართლისაჲშიდა ლეონტი მროველის ცხოვრება ქართველთა მეფეთაში”, ალექსანდრე დიდის ქართლში ლაშქრობის ამბით (იხ. მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320; ლეონტი მროველი, I, 17-20) [491 იხ. ბაქრაძე 1889, 76-79; Toumanoff 1963, 81-82n. 104; Новосельцев 1976, 104-109.].

 

იუხედავად იმისა, რომ დღემდე არ მოიპოვება ცენტრალურ ამიერკავკასიაში მაკედონელთა ყოფნის დამამტკიცებელი საბუთები, ახლო აღმოსავლეთის ელინისტური სახელმწიფოების დაინტერესება ქართლით, საფიქრებელია, რომ გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების გზის ჩამკეტი კავკასიის კარის (იგივე - არაგვისა თუ ოვსთა კარი, “დარიალი”) ეფექტური კონტროლისათვის ამ სახელმწიფოთა ხელისუფალთათვის სასურველი იქნებოდა ქართლში, მცხეთაში, მსგავსი ფუნქციის შესრულებისათვის საჭირო სიძლიერის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა (შდრ. Plin., NH, VI, 30). როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტორით მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული ცენტრალური ამიერკავკასიის მომდევნო და უფრო ადრეული ხანების ისტორიული განვითარებაც; შესაძლოა, ამავე მოვლენის ანარეკლს წარმოადგენდა გადმოცემები ახალმოსახლეთა თანმიმდევრული ტალღების აქ გადმოსახლების შესახებ /გვ. 118/ (იხ. ზემოთ), რაც თავად წარმოადგენს სახელმწიფოს აღმოცენებისათვის საჭირო ერთ-ერთ ხელშემწყობ წინაპირობას [492 [გვ. 183] იხ., მაგ., ქავთარაძე 1979, 88-92. არ უნდა სცდებოდეს . ბოლტუნოვა, როდესაც შენიშნავს, რომ სტრაბონი, XI წიგნის III თავის მეოთხე პარაგრაფს - იბერიაში ოთხი შესასვლელის არსებობის თაობაზე, შინაარსობრივი თვალსაზრისით უკავშირებს ამავე თავის მეექვსე პარაგრაფს - იბერთა საზოგადოების სოციალური სტრატიფიკაციის შესახებ; სტრაბონის სიტყვებით: “ასევე ოთხი გვარი მოსახლეობს ამ ქვეყანაში: ერთი [გვარია] და პირველი, რომლისგანაც მეფეებს სხამენ მახლობლობისა და ასაკის მიხედვით უხუცესს, ხოლო მეორე [ამ გვარიდან] მოსამართლეობს და მხედართმთავრობს. მეორე [გვარი] არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ აგრეთვე მეზობლებთან სამართალზე, მესამე [გვარი] არის მხედართა და მიწათმოქმედთა. მეოთხე [გვარი] არის ხალხისა, რომლებიც სამეფო მონები არიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც ცხოვრებისათვის არის საჭირო. საზოგადო აქვთ მათ ქონება ნათესაობისდა მიხედვით” (იხ. ყაუხჩიშვილი 1957, 129-130; Болтунова 1947, 152. იხ., აგრეთვე, სტრაბონის ცნობა, ბარისა და მთის იბერთა შორის არსებული განსხვვებების შესახებ (Strabo, XI, III, 2); შდრ. Меликишвили 1959, 316-317).].

 

მოქცევაჲ ქართლისაჲსდა ცხოვრება ქართველთა მეფეთასცნობები ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის შესახებ დაკავშირებული ჩანს იმ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებასთან, რომელიც მას მიაწერს კავკასიის კარის გამაგრებას; ძველი ავტორები დარიალსხშირად ალექსანდრეს სვეტების თუ საკეტის სახელით იხსენიებენ (Cl. Ptol., V, VIII, 16; Euseb. Hier., Epist., 77, 8) [493 იხ. Migne XXX, 228.]. ახლო აღმოსავლეთის დაწინაურებულ საზოგადოებებში ჩრდილოელი მომთაბარეების, გოგისა და მაგოგისუწმინდური ტომების“ (Ezek., 38:2-6, 14-16; 39:1-6, 11; Apoc., 20:7-9) შემოსევის მოლოდინი რომის იმპერიის დაცემისა და მომთაბარეების (პირველ რიგში, ჰუნების) გააქტიურების ხანაში სულ უფრო აქტუალური ხდება და ალექსანდრე დიდსაც სულ უფრო უმკვიდრდება მათთან მებრძოლის სახელი [494 [გვ. 183] იხ. მამულია 1979, 151-155; Пигулевская 1960, 423-426. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური წარმოდგენა ალექსანდრე მაკედონელზე ასახულია ისეთ, შედარებით გვიანდელ, ძეგლში (VII .), როგორიცყურანია” (Koran, 18: 82-98; იხ. Крачковский 1963, 237-238, 560, прим. 21).]. მის მიერ ქართლში დალაშქრულად მიჩნეულბუნ-თურქებშიც“ (მოქცევაჲ ქართლისაჲ, 320; ლეონტი მროველი, I, 17-18), რომ ჩრდილოური, იმიერკავკასიური, მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს, სხვა ნიშნებთან ერთად, ალბათ ცხოვრება ქართველთა მეფეთასის ცნობაც მოწმობს, რომ ბუნ-თურქნიალექსანდრესაგან ქალაქ სარკინეში ალყაშემორტყმულნი და შემდეგ კლდეში გაყვანილი ხვრელით გაპარულნი, „შეივლტოდეს კავკასიად“ (ლეონტი მროველი, I, 18).

 

ჩრდილოკავკასიიდან გადმოსული მოსახლეობის შესახებ ცნობა შემონახულია მოვსეს ხორენაცისსომხეთის ისტორიაში“: „არშაკის დროს საშინელი არეულობა მოხდა დიდი მთის, კავკასიის მიდამოებში, ბულღართა მხარეში. ბევრი მათგანი აიყარა და ჩვენს ქვეყანას მოაშურა. ისინი დიდხანს მკვიდრობდნენ კოლის ქვემოთ ნოყიერ მიწებზე, პურით მდიდარ ადგილებში“ (Մովս. Խոր., II, 9) [495 იხ. აბდალაძე 1984, 110.]. იმავე თხზულების სხვა ადგილას ლტოლვილი ბულღარისდამკვიდრება კოლის მეზობელ ვანანდის მხარეში არშაკის მამის ვალარშაკის დროს ხდება (Մովս. Խոր., II, 6). ვფიქრობთ, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთის ისტორიის“ „ბულღარებსადა ქართული მატიანეებისბუნ-თურქებშიერთიდაიგივე ტომი იგულისხმებოდეს. მათი ერთმანეთთან გაიგივების შესაძლებლობასთითქოს, „ველური, მოსული ტომისშესახებ თხრობა იძლევა, რომელიც მოვსეს ხორენაცის ტექსტში, „ლტოლვილ ბულღარზეადრე, იმავე თავში არის მოხსენიებული და რომლის დახასიათებაც ემსგავსებაბუნ-თურქებისას“, ხოლო მისი ბინადრობის მხარისა - შიდა-ქართლს. ხორენაცის მიხედვით: “[ვალარშაკმა] მოუხმო ველურ, მოსულ ტომს; იგი ბინადრობდა ჩრდილოეთის ველზე (= შიდაქართლის ველი? . .) /გვ. 119/ და კავკასიის დიდი მთის ფერდობზე, ჭალებსა და გრძელ, ღრმა ხევებში, რომელნიც მთის სამხრეთ კალთებიდან დიდი ველის თავამდე ჩადიოდნენ (= არაგვის, ქსნის, ლიახვის ხეობები? . .). [ვალარშაკმა] უბრძანა მათ, მოეშალათ ავაზაკობა და კაცთა ღალატი, დამორჩილებოდნენ ხელმწიფის ბრძანებებს, გადაეხადათ ხარკი..." (Մովս. Խոր., II, 6) [496 იხ. აბდალაძე 1984, 104.].

      იბერიის (ქართლის) სამეფო ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ზრუნავდაკავკასიის კარისთავდაცვისუნარიანობაზე, არცთუ იშვიათად ეფექტურად იყენებდა ამ კარის ხელსაყრელ სტრატეგიულ მდებარეობას და საჭიროების მიხედვით, მისი საშუალებით, ჩრდილოეთიდან გადმოჰყავდა ხოლმე დამხმარე სამხედრო ძალა, მომხდურებთან ბრძოლის მიზნით თუ საკუთარი მტრების დასალაშქრავად [497 [გვ. 183] გამოთქმულია მოსაზრება, რომ იბერები უნდა იგულისხმებოდეს იოსებ ფლავიუსის მიერ მოხსენიებულ იმ ჰირკანელებში, რომელთა მეფემაც ალექსანდრე დიდის მიერ რკინის კარებით ჩაკეტილი გასასვლელიდან გამოატარა მიდიის დასარბევად წამოსული ალანები (Еремян 1935, 3; იხ. Тревер 1959, 126; ყაუხჩიშვილი 1976, 213-214). მაგრამ ის გარემოება, რომ ალანები ჯერ მიდიას შეესიენ და შემდეგ კი დასავლეთით - არმენიაში გადავიდნენ (Josephus, Bell. Jud., VII, 7, 4), გვაფიქრებინებს, რომ ისინი უფრო დარუბანდის გასასვლელით უნდა გადმოსულიყვნენ იმიერკავკასიიდან, ვიდრე დარიალის გზით. სავარაუდოა, რომჰირკანელებისსახელწოდებით, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპიისზღვისპირეთის მოსახლეობას განეკუთვნებოდა, ზოგჯერ ჰირკანიის, ანუ კასპიის, ზღვის დასავლეთ ნაპირზე მცხოვრები ტომებიც აღინიშნებოდნენ, ამ შემთხვევაში ალბანელები. ყურადღებას იპყრობს, ამასთან დაკავშირებით, დიონისიოს პერიეგეტის სიტყვები, რომ პირენედან კავკასიაში მოსულ აღმოსავლელ იბერებს სასტიკი ბრძოლები ჰქონიათ ჰირკანელებთან (Dion. Per., 695-699), თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას, რომ ანტიკური ხანის მწერლები ჰირკანიის (სომხ. ვირკან) სახელწოდებით იბერიას აღნიშნავდნენ, ბუნებრივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ დიონისიოს პერიეგეტის ტექსტში იბერ[გვ. 184]თა გადმოსახლებასთან დაკავშირებითწინაიბერული”, “ადგილობრივიმოსახლეობა მოხსენიებული ყოფილიყო იმავეიბერთაგამომხატველი, შესაძლოა, განსხვავებულ ენობრივ წრეში წარმოქმნილი და თავდაპირველად სხვა შინაარსის მატერებელი, ტერმინით. ეგებ იბერებისა და ჰირკანელების შესახებ არსებული ცნობები ჰქონდა აღრეული სტრაბონს, როდესაც იგი იხსენიებდა ჰირკანულ ქალაქებს კარტას (Κάρτα) და ტაპეს (Τάπη); ტაპე - ჰირკანელთა დედაქალაქი, ზღვაზე ცოტა ზემოთ მდებარე, კასპიის კარიდან 1400 სტადიონით ყოფილა დაშორებული (Strabo, XI, VII, 2). თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სტრაბონისათვისკასპიის კარებიკასპიის ზღვის სამხრეთით მდებარეობდა (შდრ. Strabo, XVI, I, 17 და სხვ.). ამავე მხარეში ათავსებდა . მომზენი იოსებ ფლავიუსის ზემომოყვანილი ცნობისკასპიის კარებსაც” (Mommsen 1919, 394).]. ვინაიდანკავკასიის კარიფაქტიურად იბერთა ხელში იყო, გასაგები ხდება მოვსეს ხორენაცის ცნობა, რომ სომეხი მეფეებიჩრდილოეთის მთებისგამგებლობას ავალებენ ალექსანდრე მაკედონელის მიერ დადგენილ იბერთა ხელისუფლის მიჰრდატის შთამომავლებს (Մովս. Խոր., II, 8, 11). ამავე დროს, ეს ცნობა მიგვანიშნებს, რომ გარკვეული ურთიერთკავშირი არსებობდა იბერიაში სამეფო ხელისუფლების ჩამოყალიბებასა დაკავკასიის კარისდაცვის საჭიროებას შორის.

 

. მელიქიშვილმა შენიშნა, რომ მოვსეს ხორენაცთან დასახელებული, ალექსანდრე მაკედონელის მიერ იბერთა ხელისუფლად დადგენილი მიჰრდატის შთამომავალი, ასევე მიჰრდატი, სომეხთა მეფის არტაშეს I-ის სიძე და ტიგრანის დის ქმარი, რომელსაც არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს განმგებლობა, ხოლო ტიგრანმა კაპადოკიის მთავარი ქალაქის მაჟაქის მმართველობის უფლება მიანიჭა და რომელიც რომაელთა სარდალს პომპეუსს ებრძოდა (Մովս. Խոր., II, 11, 14-15), პონტოს ძლევამოსილი მეფე მითრიდატე VI ევპატორია, ეს კი, მისი თქმით, ააშკარავებს, რომ მოვსეს ხორენაცთან დაცული გადმოცემის მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელს იბერების მმართველად პონტოს ხელისუფალი დაუნიშნავს [498 [გვ. 184] მელიქიშვილი 1962, 226. აღსანიშნავია, რომ IV . კომენტატორის სერვიუს ჰონორატუსის ცნობით, იბერია პონტოს ნაწილია და მდებარეობს პერსიდასა და არმენიას შორის (Serv., in Verg., IX, 579).]. . მელიქიშვილის შეხედულებით, ქართლის სამეფოს წარმოქმნა მცირე აზიის ელინისტური სახელმწიფოებისა თუ მათი მხარდაჭერით მოქმედ სამხრეთქართული გაერთიანებების მოძალებას უნდა უკავშირდებოდეს [499 Меликишвили 1959, 47-50, 233.]. ოვსეს ხორენაცის სიტყვები: “[სომეხთა მეფემ] მიჰრდატს მიანდო ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს ზღვის განმგებლობა" (Մովս. Խոր., II, 11), ალბათ, შეიძლება გავიგოთ იმის გამოხატულებად, რომ მიჰრდატი, ხორენაცის მიერ, როგორც პონტოს სამეფოს, ასევე იბერიის მმართველად იყო მიჩნეული. რაც შეეხება ხორენაცისეულ მაჟაქს (იგივე მაზაკას), /გვ. 120/ რომელიც ტიგრანმა გადასცა სამართავად მიჰრდატს და რომელზედაც მიჰრდატის ძე მიჰრდატიც აცხადებს შემდეგ პრეტენზიას (Մովս. Խոր., II, 14-16, 18), იგი დიდ კაპადოკიას (Cappadocia Magna) უნდა გამოხატავდეს (შდრ. Josephus, Antiq., I, 125) [500 იხ. ხინთიბიძე 1982, 233-235; შდრ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 8.]. მკვლევართა მიერ გამოითქვა, აზრი, რომ მიჰრდატიანთა დინასტიის კავშირი, ერთი მხრივ, კაპადოკიასთან, სადაც ოდესღაც ქართველთა, კერძოდ, მესხთა წინაპრებსაც უნდა ეცხოვრათ, ხოლო, მეორე მხრივ, ქართველთა ქვეყანასთან, იქნებ ამ ორი ქვეყნის რაღაც უძველეს კავშირებზეც მიუთითებდეს [501 [გვ. 184] აბდალაძე 1982, 141. შესაძლოა, უძველესი ცნობა მითრიდატიდების დინასტიის ერთ-ერთი წინაპრის შესახებ შემონახული იყოს ქსენოფონტისკიროპედიაში”, სადაც ნათქვამია, რომ ვინმე მითრიდატე თავისი მამის გაცემის შედეგად დაწინაურდა სპარსეთის მეფის კარზე (Xen., Cyrop., VIII, 88). მითრიდატიდების წარმომავლობის საკითხისათვის იხ. Молев 1983, 131-138.].

 

კაპადოკიასა და ქართლს შორის კავშირს, როგორც უკვე აღვნიშნავდით, იბერიის სამეფო კარის ღვთაებათა პანთეონის ანატოლიური ხასიათიც მოწმობს. არმაზს, ზადენს, გაცისა და გას მკვლევარები ანატოლიურ შესატყვისებს უძებნიან არმას, სანთას, ატისისა და კიბელეს სახით. . მელიქიშვილის განცხადებით, მცხეთაში ორი უძლიერესი ციხე-სიმაგრის არმაზციხის და ზადენციხის სახელები მოწმობენ, რომ ამ ღვთაებების კულტი აქ მცირეაზიულ კულტურულ გარემოში მოქცეულ მოსახლეობას უნდა მოეტანა [502 [გვ. 184] Меликишвили 1959, 112, 229; მელიქიშვილი 1962, 223; იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 11. იმერეთში, ხანის-წყლის ხეობაში, ფარნავაზის მიერ აგებულად მიჩნეულ დიმნას ციხე-სიმაგრის სახელწოდებას უკავშირებენ ხეთურ Timnia, Tumanna-, ხოლო გურიაში დადასტურებულ ტოპონიმსტოლებსდა ლაზიკის სამეფოს ხანის ქალაქის სახელწოდებას - ტელეფისს, ხეთური ღვთაების - თელეფინუს სახელს (იხ. მელიქიშვილი 1970b, 396-397), შესაძლოა, ხეთური ხანის ფალას ქვეყნის მეზობლად მდებარე, მცირეაზიული პროვინციის თუმანას სახელს უახლოვდებოდეს ქვემოქართლური ტოპონიმი - “დმანისი”. აღსანიშნავია, რომ გრ. ღაფანციანი ამავე ტოპონიმდუმანისსუკავშირებდა მცირე არმენიაში მდებარე ქალაქის Δόμανα- სახელს (Cl. Ptol., V, VI, 18), რომელსაც, თავის მხრიც, ხეთურ თუმანასთან აიგივებდა (Капанцян 1956, 421, прим. 1).]. ქართულ სამყაროში დასტურდება ჭექა-ქუხილის ხათური და ხეთური ღვთაებების Taro-სა და Tarunt-ის კულტიც [503 [გვ. 184] იხ. ჯავახიშვილი 1960a, 133-137. აღსანიშნავია, რომ მცირეაზიულ ღვთაებასთან - Tarku-სთან, ხეთურ Tarun-თან, ეტრუსკულ Tarquinius-თან აკავშირებენ მოვსეს ხორენაცთან მოხსენიებულ ლეგენდარულ ტორქს (Տռրք - Մովս. Խոր., II, 8), ჰაჲქის შთამომავალს (Капанцян 1956а, 273-274).]. ქართული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები ცხადყოფენ, აგრეთვე, “ღმერთების დიდი დედის” (დინდიმენა, იგივე კიბელა, ქუბაბა) და ხარის კულტის არსებობას, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული ძველ სამყაროში და მათი საწყისები ჯერ კიდევ ძვ. . VII ათასწლეულის სამხრეთ ანატოლიაში მდებარე, ნეოლითური ხანის ქალაქში ჩათალ ჰუიუქშია წარმოდგენილი [504 იხ. ბარდაველიძე 1941; Бардавелидзе 1957, 107-109, 193-201, 258-259; კიკვიძე 1975 21-32; კიკვიძე 1976, 152-220; Mellaart 1967a, 78-79, 82-84, 101-130, 137-149, 155-157, 171, 180-187, 201-202.]. გარკვეულ მსგავსებას ქუბაბა-კიბელეს სახელთან ავლენს სვანურ მითოლოგიაში დადასტურებული ქალი ღვთაების ქალბაბრი || ქაბაბუაჲს სახელწოდება [505 იხ. ბარდაველიძე 1941 98-103, 107-120; Бардавелидзе 1957, 14, 76, 171; ლეკიაშვილი 1976, 458-462.], ხოლო სვანურ ენაში შემონახული, ქართულ ცხოვართანდაკავშირებული სიტყვა šär, გამოყენებული ნიკორ-ხარის, ანუ ღვთაების კუთვნილ მზის წილიანი ხარისაღსანიშნავად, საყურადღებო ჩანს, რამდენადაც, მას თავისი ჟღერადობით უახლოვდება ღვთაებისმნიშვნელობის ხათური სიტყვა (a)šap/[506 შდრ. Климов 1964, 131; Камменхубер 1980, 64; ჩიქობავა 1958, 1489; ხიდაშელი 1982, 53.]; გასათვალისწინებელია ისიც, რომ მზის წილიანი ხარიძვ. . III ათასწლეულის ცენტრალური ანატოლიის სამეფო აკლდამების კულტურაშიერთ-ერთ უმთავრეს ღვთაებას წარმოადგენდა [507 [გვ. 185] იხ. Koşay 1944, Ta. XCVI-XCVII; Koşay 1951, Lev. CXXX, Res. 1; Lev. CL, Res.1; Lev. CLXII, CLXXIII; Özğüç & Akok 1958, 17-19, Lev., II, 4; Lev. XI. ყურადღებას იპყრობს მსგავსება მომცრო რგოლებითა და სამყურა მცენარეული ორნამენტით შემკულ, ლითონისაგან დამზადებულ მრგვალი ფორმის სვანურ ხატს “გირგედსა”, რომელიც მზის სიმბოლური გამოსახულება უნდა ყოფილიყო (იხ. ბარდაველიძე 1941, 64-65, სურ. 14), და ანატოლიის აღნიშნულ აკლდამებში მოპოვბულ ე. წ. “მზის დისკოებს” შორის (Koşay 1944, Ta. LXIV, 1; XC-XCI, CI, 1; Koşay 1951, Lev. CXXX, Res. 2; Lev., CLI-CLIV, CLXIII-CLXIV, CXCIII-CXCIV, CCIII, s. 3; Özğüç & Akok 1958, Lev. VII, 2). ანატოლიურ თავდაფანჯრულ “მზის დისკოებთან” მსგავსებას ავლენენ კავკასიში მოპოვებული ასეთივე ბრინჯაოს ქინძისთავები (იხ. გობეჯიშვილი 1959, 116, ტაბ. XII, 5; ჩართოლანი 1976, 13, 79, ტაბ. II, 2; Уварова 1900, 207, рис. 213-214, табл. XXXVI, 1. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსგავსად ანატოლიური “მზის დისკოების” ერთი ნაწილისა, კავკასიური საკინძეებიდან ზოგიერთის დისკო ცენტრალურ ნაწილსა თუ საფუძველთან შემკულია ცხოველების სკულპტურული გამოსახულებებით (შდრ. Доманский 1984, рис. 76-81). აღსანიშნავია, რომ კავკასიურ მასალებში პარალელები ეძებნებათ ალაჯა ჰუიუქის აკლდამებში გამოვლენილ სხვა საკინძეებსაც; შდრ., მაგ., Koşay 1951, Lev. CLXXXVII; Доманский 1984, рис. 69; Куфтин 1941, табл. XCVII; მირცხულავა 1975, ტაბ. XL, 9).]. სიახლოვე ქართველურ და ხათურ მსოფლმხედველობას შორის გამოიხატება თუნდაც იმაშიც, რომ ორივე ენაში, როგორც ქართულში, ასევე ხათურში, შეინიშნება ცხვრისაღმნიშვნელი სიტყვის მსგავსი სემანტიკური ხასიათი; ქართულ ენაში ამ სიტყვიდან არის ნაწარმოები სიტყვა ცხოვრება”, ხოლო ხათურ სიტყვასთან zar- /გვ. 121/ცხვარი” (რომელიც, იქნებ, თავის მხრივ, საერთოქართველურ *c1xwar) დაკავშირებული ჩანს ზარი- “ადამიანის, მოკვდავისმნიშვნელობის მქონე სიტყვა [508 [გვ. 186] შდრ. Климов 1964, 131; Камменхубер 1980, 65. შდრ., აგრეთვე, ხათური სიტყვა კუდ(უ) - “სული” (Камменхубер 1980, 59) ქართულ “კუდომა”-ს (იხ. აბულაძე 1973, 204).].

 

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა მიერ გამოთქმული აზრით, ხათურ ენასთან ენობრივ შეხვედრებს ქართველური ენებიდან ყველაზე მეტად სვანური ენა ამჟღავნებს; მიჩნეულია აგრეთვე, რომ, ვინაიდან ქალაქ ხათუსას მეფის Piuštiš-ის სახელი, რეკონსტრუირებული ფჲუსტ”-ის ფორმით, ემსგავსება სვანურში ბატონის, უფლისმნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვას ფუსტ(ფუსდ), შესაძლებელია ძვ. . III ათასწლეულის დასასრული ხანის ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში, აფხაზურ-ადიღურთან ერთად, ქართველური მოსახლეობის არსებობის დაშვება [509 [გვ. 186] მელიქიშვილი 1965, 180-182; მიქელაძე 1974, 20; შდრ. Дьяконов 1968 23; Кондратов/Шеворошкин 1970, 134. მცირეაზიული და საერთოდ ხმელთაშუაზღვისპირეთული ტოპონიმების მაწარმოებელი სუფიქსების ქართველურ ენობრივ სამყაროში დადასტურებულ პარალელთა შესახებ იხ. გორდეზიანი 1970, 225-230.].

 

ანატოლიაში ქართველური წარმომავლობის მქონე თუ მათი მონათესავე ტომების ბინადრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბუთს წარმოადგენს ანატოლიურ ტოპონიმებში ქართველური ენებისათვის დამახასიათებელი ელემენტების არსებობა. აღნიშნულ გარემოებას მეცნიერებმა ჯერ კიდევ XIX . ამლევსა და XX . დასაწყისში მიაქციეს ყურადღება [510 იხ., მაგ., ჩუბინაშვილი 1877; Брун  1875, 179, прим. 16; ინგოროყვა 1954, 165, შენ. 2; Clarke 1870, 326-328; Хаханов 1903, 25-29; Адонц 1908, 55-58 и др.]. მართალია, იმ ხანებში გამოთქმული მოსაზრებები დღეისათვის აღარ არის ყველა შემთხვევაში თანაბრად მისაღები, მაგრამ, თავისთავად, ქართველური ენების მონაცემების გამოყენების ცდა ძველი ანატოლიური სახელწოდებების ეტიმოლოგიზაციისას დამახასიათებელია და როგორც ზემოთ ვნახეთ, გამართლებას პოულობს ძველი წერილობითი წყაროების ცნობებში. აღსანიშნავია, რომ XIX . დამლევს მოღვაწე მეცნიერის - . . ანდრეასის აზრით, ბერძნული, სომხური და ბიზანტიური წერილობითი წყაროები და ჯერ კიდევ შემორჩენილი გეოგრაფიული სახელწოდებები ეჭვსგარეშე მოწმობენ იმ ფაქტს, რომ ტერიტორია მოქცეული მდ. აღმოსავლეთ ტიგროსსა (ანტიკური ხანისკენტრიტი) და ევქსინის პონტოს შორის, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, და მდ. არეზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დაბლობსა და მდ. იეშილ-ირმაკს შორის, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, დასახლებული იყო სხვადასხვა ტომებით, რომელთაც ჰქონდათ საერთო სახელი ხალდი (Χαλδος, Χαλδαϊος, Խխաշտիք) [511 Andreas 1895, 213; იხ. Lehmann-Haupt 1937, 74n.1.]. ხალდი-ხალიბების ტერიტორიის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით ასე შორს გავრცელება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ . . ანდრეასი ურარტელებს ხალდებად მიიჩნევდა, რადგანაც მათი მთავარი ღვთაების სახელი ხალდიიყო, ხოლო ხალხის სახელწოდება, მისი აზრით, უზენაესი ღვთაების სახელის იდენტური უნდა ყოფილიყო [512 [გვ. 186] Lehmann-Haupt 1937, 74n.1. ცალკე შესწავლის საგანს წარმოადგენს პონტოსპირეთში დადასტურებული ეთნონიმის - “ხალდისადა ანალოგიური ურარტული თეონიმის შესაძლო ურთიერთკავშირის საკითხი.]. /გვ. 122/

 

იმავე ხანებში ყურადღება ექცეოდა იმასაც, რომ ძველი სომხური წყაროების მონაცემებით ჭანების (ლაზების) დასავლურქართული ტომი იგივე ხალდები არიან, ხოლო ტრაპეზუნტის იმპერიის არსებობის ხანის ცნობებითა და ბერძნული ეპარქიის შემორჩენილი სახელწოდების მიხედვით, “ხალდების ქვეყანა. ტრაპეზუნტის სამხრეთით, ჭანეთში მდებარეობდა [513 იხ. Хаханов 1903, 24; Линч 1910, 87-88; შდრ. ინგოროყვა 1954, 203, შენ. 3; 273, შენ. 5, 276, 279, 285; Пиотровский 1959, 119-120. იხ., აგრეთვე, ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 199.]. უფრო გვიან, ურარტული ენის რაობის განსაზღვრამ ცხადყო, რომ მას გენეტური კავშირი არ მოეპოვება ჭანურ ენასთან, და საზოგადოდ ქართველურ ენებთან; ამასთანავე, გაირკვა, რომ ურარტელთა თვითდასახელება ბია, ბიაინილიიყო და არა ხალდი[514 იხ. Меликишвили 1954, 28-29; Меликишвили 1960, 8; Пиотровский 1959, 117-119.], შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ძველ ავტორებთან მოხსენიებული ეთნონიმი ხალდიჭანების || ლაზების წინაპრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა და არა ურარტელებისა [515 [გვ. 186] იხ. Марр 1922, 41; Пиотровский 1959, 119-121. აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტისკიროპედიისცნობა, არმენიელებსა და ხალდებს შორის წარმოებული ბრძოლების შესახებ (Xen., Cyrop., III, 1-3), მოქმედების ასპარეზად დასავლეთ არმენიის ტერიტორიას სახავს და არა ვანის ტბის მიდამოებს; ეს გარემოებაც მოწმობს, რომ ხალდებში დასავლეთ არმენიის მეზობლად მცხოვრები ხალდი/ხალიბები იგულისხმებიან და არა ურარტელები (Пиотровский 1959, 120; Линч 1910, 87).]. . დიაკონოვმა ხალდების სახელწოდება დაუკავშირა ურარტული წარწერების ხალიტუს ქვეყანისმოსახლეობას და გამოთქვა მოსაზრება, რომ მათში პონტოსპირელი ხალდები იგულისხმება [516 Дьяконов 1952, 111-112; იხ., აგრეთვე, Меликишвили 1954, 411; Пиотровский 1959, 120.]. . მელიქიშვილმა თავის მხრივ, შესაძლებლად მიიჩნია ქვეყნის სახელწოდება ხალიტუპომეროსისეული “()ალიძონებისსახელთან დაეახლოებინა, რომელთა ქვეყნის სახელწოდებას ალიბეს” (Hom., IL., II, 852), ჯერ კიდევ სტრაბონი აიგივებდა ეთნონიმ ხალიბთან[517 მელიქიშვილი 1961, 90-92. იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 541.]. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ხალიტუს ქვეყანა, ურარტუს მეფის რუსა II-ის წარწერაში, ხათესა და მუშქინის ქვეყნებთან ერთად არის მოხსენიებული [518 [გვ. 186] Меликишвили 1960, 341-342. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ხეთების მეფის სუპილულიუმას (ძვ. . XIV .) ერთ-ერთ ხელშეკრულებაში ტავროსის ქედის სამხრეთით, ევფრატის შუა დინების მახლო[გვ. 187]ბლად მდებარე მუშიშისა და ხალპას ქვეყნების ერთად მოხსენიება (Weidner 1923, 58-59, 70-71ff.; ix. Safrastian , 1937 248).], როგორც უკვე ითქვა, გარკვეულ შემთხვევებში, სატომო სახელები ხალდი-ხალიბი და მუშქი-მოსხი ერთმანეთს ფარავენ; გარდა ხალიბების ოლქის კარენიტის (Strabo, XI, XIV, 5) და ამავე ოლქის დასავლეთ მიჯნაზე მდებარე ციხე-სიმაგრის ხალდოიარიჭის [519 იხ. Адонц 1908, 52.] მდებარეობისა მოსხური მთებისმხარეში და აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალდი-ხალიბების აღმოსავლელი მუშქებისსაცხოვრისს - ალზსა და მოსხურ მთებს შორის მდებარე მხარეში განსახლებისა (Xen., Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18; VII, VIII, 25; Cyrop., III, 1-3), ყურადღებას იპყრობს ის ზემოთ მოყვანილი დამთხვევები, რომელიც თითქოს შეინიშნება სტრაბონისეული მოსხიკეს” (მოსხური ქვეყნის) ერთი ნაწილის არმენიის შემადგენლობაში მოქცევასა (Strabo, XI, II, 18) და პლინიუსის თხზულებაში არმენო-ხალიბებისტომის მოხსენიებას (Plin., NH, VI, 29) შორის და აგრეთვე ის გარემოება, რომ, თუ ასურელთა სამფლობელოებში მუშქებთან ერთად აბეშლაელები იყვნენ შეჭრილნი [520 იხ. ქვემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 528.], ამ უკანასკნელთა მემკვიდრეებად მიჩნეულ ფასიანებს, სამხედრო კავშირი, ქსენოფონტის ცნობით, ხალიბებთან ჰქონიათ (Xen., Anab., IV, VI). /გვ. 123/

 

ხალდი-ხალიბებისა და მუშქი-მოსხების ერთმანეთთან დაკავშირება, თუკი ეს დასაშვები გახდება, მათი ერთი ეთნიკური წრისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთიც იქნებოდა, ამას კი მუშქების ეთნიკური იდენტიფიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს; როგორც ცნობილია, “აღმოსავლელი მუშქების” (მუსქების) კუთვნილება ფრიგიული სამყაროსადმი ბოლო ხანებში სულ უფრო საეჭვო ხდება [521 [გვ. 187] იხ. Дьяконов 1981, 57; Barnett 1975a 427; ხაზარაძე 1984a, 172-194. წინამდებარე ნაშრომი, ძირიადად, აწყობილი იყო, როდესაც გამოქვეყნდა . ხაზარაძის მონოგრაფია.], ხოლო . დიაკონოვის მიერ გამოთქმული შეხედულება მათი სომხურენოვნების თაობაზე, ვფიქრობთ, დამაჯერებლობას მოკლებულია (იხ. ზემოთ). ბერძნულ წერილობით წყაროებში დადასტურებული ეთნონიმი Μόσχοι ფონეტიკური თვალსაზრისით, რომ ზუსტად შეესატყვისება ასურულ-ურარტული Muški-, ამას არც . დიაკონოვი უარყოფს [522 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 296.], მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნავდით, იგი არ ითვალისწინებს, რომ ფორმა mosx > musx-, სპეციალისტების აზრით, ქართული ეთნონიმის მესხისზანური შესატყვისია [523 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 69, შენ. 297.]. მუშქების და მოსხების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას ალბათ ანტიკურ და ბიზანტიურ ლიტერატურაში გავრცელებული შეხედულებაც უნდა მოწმობდეს კაპადოკიელების, რომლებიც მუშქების მიწაზე სახლობდნენ და, ამდენად, მათ მემკიდრეებს წარმოადგენდნენ და მოსხების იგივეობის შესახებ [524 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 8.].

 

ყველაზე ადრეული ცნობა მუშქებზე გვხვდება ასურეთის მეფის თიგლათ-ფილესერ I-ის (თუკულთა-აფილ-ეშარა, ზეობის წლები - ძვ. . 1115-1077) წარწერაში, საიდანაც ირკვევა, რომ ძვ. . XII . შამოციანი წლების შუახანებში მუშქებს დაუპყრიათ ასურეთის მოხარკე ალზისა და ფურულუმზის ქვეყნები (მდ. მურატის, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის ქვემო წელზე), ხოლო ძვ. . 1115 . მათვე, 20 000 კაციანი ლაშქრითა და 5 “მეფსწინამძღოლობით მთებიდან ჩამოსულებმა, შეძლეს ქათმუხის (ქუთმუხის) ქვეყნის დაკავება; თიგლათ-ფილესერ I- მოულოდნელად გადაულახავს ქაშიარის (ტურ-აბდინის, იგივე მარდინის) მთები, გაუნადგურებია მუშქების ლაშქარი და მათგან გადარჩენილი 6 000 კაცი თავისი ქვეშევრდომების რიცხვისათვის დაუმატებია [525 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 19.]. ასევე ქვეშევრდომად იხდის თიგლათ-ფილესერ I, თავისი მეორე ლაშქრობის შედეგად, ასურეთისადმი დაქვემდებარებული ქვეყნის შუბართუს სამოსახლოების მპყრობელ 4 000 ქასქსა (ქაშქსა) და ურუმეელს, რომელთაც იგი ხეთების ქვეყნის დაუმორჩილებელ ხალხებს უწოდებს [526 [გვ. 187] Budge & King 1902, 62ff., 111ff.; Schroeder 1922, 71-71a; Дьяконов 1951, 272, 278-279. . დიაკონოვის განმარტებით, შუბარტუ ამ დროს უკვე ეწოდება არა ჩრდილოეთ მესოპოტამიას, არამედ ზემო ევფრატის ველს არაწანის შესართავამდე, ან მის კიდევ უფრო ზემოთ მდებარე ნაწილს (Дьяконов 1951, 276, прим. 25).]. . დიაკონოვის აზრით, ქასქები და ურუმეელები მუშქებთან ერთდროულად უნდა შეჭრილიყვნენ ძვ. . 1165 . ალზის მხარეში [527 Дьяконов 1968, 123; Дьяконов 1981, 51.]. აღსანიშნავია, რომ თიგლათ-ფილესერ I-ის ანალებში ურუმეელებთან ერთად ერთ კონტექსტში ქასქების ნაცვლად ზოგჯერ აბეშლაელები არიან ნახსენე/გვ. 124/ბი [528 Schroeder 1922, 71a; Budge & King 1902, 48, 112, 117; Дьяконов 1951, 278-279.], რაც ქასქებისა და აბეშლაელების იდენტურობაზე უნდა მოწმობდეს [529 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენ. 124.]; ეს გარემოება ეთნონიმ აბეშლასსავარაუდო კავშირის გამო ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე აფშილების ტომის სახელწოდებასთან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბუთად ითვლება ქასქების აფხაზურ-ადიღური წარმომავლობის სამტკიცებლად [530 იხ. Меликишвили 1954, 76-77; Меликишвили 1959, 120, 168.].

 

მუშქებს, ქასქებისაგან განსხვავებით, . დიაკონოვი, როგორც უკვე ითქვა, პროტოარმენიულ ტომად მიიჩნევს და ამ შეხედულების დასაბუთებისათვის, უპირველეს ყოვლისა, მუშქების სახელწოდებაში სომხური ენისათვის დამახასიათებელი მრავლობითი რიცხვის - მორფემს გამოყოფს [531 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 69, შენ. 295.]. ეთნონიმ მუშქისზემომოყვანილ ქართველურ პარალელებს, რომ არ შევეხოთ, თუნდაც მხოლოდ სატომო სახელების Musku || Mušku და Kaska || Kaška- წარმოების ანალოგიური ხასიათისა [532 [გვ. 187] იხ. Schuler 1965, 104. განსხვავება ბოლოკიდურ ხმოვანში არ უნდა იყოს არსებითი, გასათვალისწინებელია თუნდაც ის, რომ ტერმინიMuskuიეროგლიფურ-ხეთურ წარწერაში დადასტურებულია Mu-s(a)-ka-i-, ხოლო ქვეყნის სახელწოდება Mu-s(a)-ka-n-ის ფორმით (Karkamiš, A6,3 _ იხ. Schuler 1965, 104n.83).] და ძვ. . II ათასწლეულის ჩრდილოეთ მცირე აზიაში მსგავსი ტოპონიმების, მაგ. uminteška, Tatiška და სხვ. გამოვლენის [533 [გვ. 187] იხ. Schuler 1965, 69, 104n.80. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გარემოებად უნდა ჩაითვალოს ასეთი სუფიქსების მქონე ეთნო- ტოპონიმების გამოვლენის ფაქტი ძვ. . XII . უფრო ადრეული ხანის ანატოლიაში (იხ. Гиоргадзе 1961, 200-201), ანუ იმ პერიოდში, როდესაც . დიაკონოვის თქმით, სომხური ჯგუფის ინდოევროპული ენა მცირე აზიაში ჯერ კიდევ არ იყო გამოჩენილი (Дьяконов 1981, 54, 56).] გათვალისწინების შედეგად, ვფიქრობთ, ძნელადდასაჯერებელი ხდება . დიაკონოვის ვარაუდი. . შულერს გამოთქმული აქვს, თავის მხრივ, მოსაზრება, რომ ეთნონიმი მუშქი”, შესაძლოადასავლეთ ანატოლიელი მისიების (Her., I, 28, 36 და სხვ.) სახელწოდების ჩრდილომცირეაზიულ ყაიდაზე გადასხვაფერების შედეგად იყოს მიღებული [534 Schuler 1965, 69; შდრ. Дьяконов 1981, 56-58.]. სწორედ მუშქებისა და ქასქების სახელწოდებების აღნაგობის მსგავსებისა და ძველაღმოსავლურ ეპიგრაფიკულ მასალებში ასახული, ამ ორ ტომს შორის არსებული, ახლო კონტაქტების გათვალისწინებით შეძლო . შულერმა გამოეთქვა ვარაუდი მუშქებისა და ქასქების ერთგვაროვანი წარმომავლობის თაობაზე; მისი აზრით, მუშქები ან უფრო ადრეულ ხანებში პონტოელი ქასქების ნაწილს წარმოადგენდნენ, ანდა, ისინი, თუკი მათ მცირე აზიაში ახალმოსახლეებად მივიჩნევთ, ქასქებისათვისაც მცირე აზიის ფაარგლებს გარეთ მდებარე წინარე სამშობლოს არსებობაზე მიგვანიშნებენ [535 [გვ. 187] Schuler 1965, 69; შდრ. Goetze 1957, 178ff.; Камменхубер 1980, 37. . თუმანოვის შეხედულებით, ქასქები, ხეთური სახელმწიფოს ჩრდილოეთით მდებარე პონტოს მხარეში ძვ. . XIV . შუახანებისათვის უნდა გადმოსახლებულიყვნენ აღმოსავლეთ პროპო[გვ. 188]ნტიდიდან, ხოლო მუშქები ამავე ხანების დასავლეთ ანატოლიის წინაინდოევროპულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ (Toumanoff 1963, 55-56). მსგავსი აზრი აქვს გამოთქმული მუშქების შესახებ . ლემან-ჰაუპტსაც; იგი თვლის რომ მუშქების აღმოსავლეთ ანატოლიაში შეჭრა, დასავლეთიდან ინდოევროპელი-ფრიგიელების დაწოლას უნდა გამოეწვია (Lehmann-Haupt 1937, 68-69).]; . შულერი მნიშვნელოვან პროტოხეთურ (ხათურ) გავლენას ქასქურ ონომასტიკონზე, გრ. გიორგაძესაგან განსხვავებით, არა პროტოხეთებსა (ხათებს) და ქასქებს შორის არსებული მემკვიდრეობითი ან გენეტურიკავშირებით ხსნის [536 Гиоргадзе 1961, 198-210; Гиоргадзе 1956, 3-12.], არამედ ქასქურში ძლიერი პროტოხეთური (ხათური) სუბსტრატის არსებობით [537 [გვ. 188] Schuler 1965, 100-101. . შულერის აზრით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქასქები ხათების (პროტოხეთების) ადრეული განსახლების მხარეებს იკავებენ, ისინი იმდენად გვიან ჩნდებიან აქ, რომ ხათებთან უშუალო კონტაქტი მათ არ უნდა ჰქონოდათ, ხოლო ქასქური ონომასტიკონისათვის დამახასიათებელი ხათური (პროტოხეთური) ზეგავლენა, ქასქურს ხეთური და ფალაური ენების საშუალებით უნდა შეეძინა (Schuler 1965, 100).].

 

ასურული ანალების მიხედვით, მდ. მურატის ქვემო წელსა და მდ. ტიგროსის ზემო წელს შორის მდებარე მხარეში შეჭრილი ქასქები რომ ხეთურ წყაროებში მოხსენიებული ქასქების მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ, ცხადყოფენ საკუთრივ ასურული ანალების მონაცემები. ამ მონაცემებით, ქასქი-აბეშლაელები და ურუმეელები ხარკდაუდებელი (დაუმორჩილებელი) ხეთები/გვ. 125/ ყოფილან [538 იხ. Budge & King 1902, 62ff., 111ff.; Schroeder 1922, 71-71a; Дьяконов 1951, 272, 278.]. . დიაკონოვის განმარტებით, ასურეთის მეფის, თიგლათ-ფილესერ I-ის ანალებში ტერმინი ხეთების ქვეყანამდ. ევფრატის დასავლეთით მდებარე მცირეაზიული ტერიტორიის აღსანიშნავად არის გამოყენებული და არა სირია-პალესტინისა, როგორც, ჩვეულებრივ, ძვ. . I ათასწლეულის ტექსტებშია ნაგულისხმევი [539 Дьяконов 1951, 279, прим. 1a; შდრ. Дьяконов 1968, 235, прим. 117-118; Дьяконов 1981, 59.]. აღსანიშნავია, რომ ასურულ სამეფო ანალებში მუშქები, ქასქი-აბეშლაელებისა და ურუმეელებისაგან განსხვავებით, არ არიან ხეთების ქვეყნის ხალხად დასახელებულნი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასურელებს ერთსადაიმავე მხარეებში და ერთდროულად უხდებოდათ მუშქებთან, ქასქ-აბეშლაელებთან და ურუმეელებთან ბრძოლა, უნდა ვიფიქროთ, რომ მუშქების საცხოვრისიც ხეთების ქვეყანაშითუ მის მახლობლად მდებარე მხარეში უნდა იყოს საძებარი.

 

მუშქების წინასაცხოვრისის ადგილმდებარეობის დადგენისათვის გარკვეული მნიშვნელობა, შესაძლოა ჰქონდეს უფრო გვიანი ხანების - ძვ. . I ათასწლეულის - ცნობებს მოსხების ბინადრობის თაობაზე ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში, . . სწორედ იმ მხარეში, რომელიც მუშქებთან ერთად აღმოსავლეთ ანატოლიაში მებრძოლი ქასქების ძირითად კერას წარმოადგენდა ძვ. . II ათასწლეულში [540 მაგ. Garstang & Gurney 1959, 50, map 1; Cornelius 1973, 41]. დარიოს I-ის დროინდელი (ძვ. . 522-486 წწ.) აქემენიდური სპარსეთის მეცხრამეტე სატრაპიის შემადგენლობაში ტიბარენებთან, მაკრონებთან და მარებთან ერთად მოქცეულ და დარიოსის მემკვიდრის, ქსერქსე I-ის (ძვ. . 486-465 წწ.) არმიაში ტიბარენებთან ერთად გაერთიანებულ მოსხებში (Her., III, 94; VII, 78) რომ ცენტრალურ ანატოლიაში, და არა მოსხური მთების მხარეში მოსახლე მოსხები იგულისხმება, გარდა ჰეკატეოსის, ჰეროდოტეს და პომპონიუს მელას მონაცემების (Hec., fr. 188-189; Her., I, 72; VII, 72; Pomp. Mela, I, 2, 13) შეთანაპირებისა (იხ. ზემოთ), ქსენოფონტის ანაბასისისის ცნობაც უნდა მიგვანიშნებდეს, რომლის თანახმად ტაოხები და ხალდები სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებოდნენ (Xen., Anab., V, V, 17); ვინაიდან ტაოხები და ხალდები, ანუ იგივე ხალიბები [541 [გვ. 188] ხალდებისა და ხალიბების ერთმანეთთან გაიგივების შესაძლებლობას, გარდა სტრაბონის ზემომოყვანილი ცნობისა (Strabo, XII, III, 19), თავად ქსენოფონტისანაბასისისმონაცემებიც იძლევიან, სადაც ხალიბები ხალდების სახელწოდებითაც მოიხსენიებიან (შდრ. Xen., Anab., IV, V, 34; IV, VII, 18; V, V, 17). იხ. Меликишвили 1959, 258; Адонц 1908, 58; მიქელაძე 1974, 124-128.], მდ. ფასისის (არეზის) ზემო დინების მარცხენა - ჩრდილოეთ ნაპირის გადაღმა ცხოვრობდნენ (Xen., Anab., V, VI-VII), ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათზე უფრო ჩრდილოეთით - “მოსხურ მთებშიმოსახლე ტომი უშუალოდ სპარსული სატრაპიის შემადგენლობაში მოქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სპარსელთა ძალაუფლება კავკასიონის ქედამდე აღწევდა, იგი, ნომინალური ხასიათისა უნდა ყოფილიყო; ჰეროდოტეს ცნობით, კოლხებმა და მათმა მეზობლებმა კავკასიის მთებამდე, სადამდეც ვრცელდებოდა სპარსელთა მმართველობა, ნებაყოფლობით დაიწესეს ყო/გვ. 126/ველ ხუთ წელიწადში სპარსელებისათვის საჩუქრების მირთმევა (Her., III, 97).

 

აღსანიშნავია, რომ ტაოხები და ხალდები || ხალიბები არ არიან მოხსენიებულნი არც დარიოსის სატრაპიებში შემავალ ხალხთა სიაში და არც ქსერქსეს ლაშქრობაში მონაწილეთა შორის (Her., III, 89-96; VII, 61-99). მართალია, ქსენოფონტის კიროპედიაიუწყება ჯერ კიდევ აქემენიდების სახელმწიფოს დამაარსებლის კიროს II დიდის (ძვ. . 558-530 წწ.) მიერ ხალდების დამორჩილებას (Xen., Cyr., III, 2-3), მაგრამ, როგორც ცნობილია, ძირითადად, დიდაქტიკური ხასიათის მქონე ამ თხზულების ისტორიული სიზუსტე ანაბასისაგანგანსხვავებით, ნაკლებად სანდოდ არის მიჩნეული [542 იხ. Пиотровский 1959, 120; Дьяконов 1981, 59.]. თუმცა, არც ანაბასისისის ცნობა არის ქსენოფონტისეულად ჩათვლილი, რომლის მიხედვით, მაკრონებიც, მოსინიკებიც, კოÁტებიცა და ტიბარენებიც, კარდუხების, ხალიბების, ხალდებისა და კოლხების მსგავსად, სპარსელთაგან დამოუკიდებლად არიან გამოცხადებულნი (Xen., Anab., VII, VIII, 25). სპეციალისტები ანაბასისისტექსტის ამ ადგილს გვიანდელ ჩანართად თვლიან [543 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 275.]. როგორც ჩანს, “ანაბასისისეს დანამატი ძირითადი ტექსტის გათვალისწინებით არის შედგენილი და ვინაიდან ანაბასისშიაღნიშნული ტომების სპარსელებისადმი დაქვემდებარების შესახებ არაფერია თქმული, ისინიც თავისუფალ ხალხებთან ერთად არიან მოხსენიებულნი. ქსენოფონტი, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებს მისი თანამემამულეების მიმართ გზაზე შემხვედრი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე - აძლევენ თუ არა ისინი მათ საჭირო პროდუქტების შეძენის საშუალებას, ეს გარემოება თავის მხრივ განაპირობებდა მოქირავე ბერძენი ჯარისკაცების განწყობას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ (Xen., Anab., V, V, 13-21). ამავე დროს, რამდენადმე, ყურადღებას იპყრობს სპარსეთის მეფისადმი დაუქვემდებარებელ კარდუხებთან, ტაოხებთან და ხალდებთან ბერძენთა შებრძოლებისა და სურსათის წართმევის დაპირისპირება, ამ უკანასკნელთათვის მაკრონების მიერ ბაზრის გახსნასთან, მიუხედავად იმისა, რომ მაკრონები, ქსენოფონტისავე შენიშვნით, - ბარბაროსები იყვნენ (Xen., Anab., V, V, 17, 18); კარდუხების, ტაოხების და ხალდების თავისუფლებასთან დაპირისპირებით მაკრონების ბარბაროსობის ხაზგასმაში არ არის გამორიცხული, რომ სპარსელებისაგან მაკრონთა დამოკიდებულების ანარეკლი იყოს ასახული.

 

სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ჰეროდოტეს და ქსენოფონტის ცნობების შეჯერება ცხადყოფს, რომ დარიოს I-ის დროინდელი აქემენიდური სპარსეთის მეცხრამე/გვ. 127/ტე სატრაპიის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ტომებს ძვ. . V . დასასრულისათვის დამოუკიდებლობა მოუპოვებიათ [544 მიქელაძე 1958, 249-255.]. სავსებით დასაშვებია, აღნიშნულ პერიოდში ზოგიერთ ქართველ ტომს მართლაც მიეღწია დამოუკიდებლობისათვის, ვინაიდან დარიოსის მეფობის მომდევნო ხანაში აქემენიდური სატრაპიების შემცველობაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი [545 იხ. Gray & Cary 1964, 196.], მაგრამ დარიოს I-ის დროინდელ მეცხრამეტე სატრაპიის შემავალი ყველა ტომის მიერ სპარსელებისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების სავარაუდებლად საფუძველი, ვფიქრობთ, არ უნდა გვქონდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეცხრამეტე ოლქზე სპარსელების მიერ შეწერილი იყო სამასი ტალანტი, იმდენივე, რამდენიც სუსელებისა და სხვა კისიელთაგან შემდგარ - მერვე და პართების, ხორასმელების, სოგდებისა და არიების მომცველ - მეთექვსმეტე სატრაპიებზე, ხოლო მეთვრამეტე სატრაპია, რომელიც მატიენებს, სასპეÁრებს და ალაროდიელებს აერთიანებდა [546 იხ. Lehmann-Haupt 1926, 167; Lehmann-Haupt 1937, 47, 54, 64; Lehmann-Haupt 1921, § 27; Сванидзе 1937, 10-13.] კიდევ უფრო ნაკლებს - ორას ტალანტს იხდიდა (Her., III, 91, 93-94), უნდა ვივარაუდოთ, რომ მეცხრამეტე ოლქი მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვიწრო სანაპირო ზოლით არ იქნებოდა შემოფარგლული და იგი, ალბათ, პონტოს მთების სამხრეთით, ქვეყნის შიგნითაც ვრცელდებოდა; ეს ოლქი, მნიშვნელოვანწილად, უფრო გვიანი ხანების პონტოს კაპადოკიის” (Cappadocia Pontica) მომცველი უნდა ყოფილიყო, თუ არა საკუთრივ დიდი კაპადოკიისCappadocia Magna) მიწებისა [547 კაპადოკიის შესახებ იხ. Franck 1966, 5-122; Schmitt 1980, 399-400.]. აღსანიშნავია, რომ ქსენოფონტის კიროპედიისცნობით, კაპადოკია ჯერ კიდევ კიროს II დიდის მიერ იყო სატრაპიად ქცეული (Xen., Cyr., VIII, 6), ხოლო, ვინაიდან მისი ძალაუფლების ქვეშ მოქცეული სახელმწიფოს ჩრდილოეთის ზღვარს ევქსინის პონტო წარმოადგენდა (Xen., Cyr., VIII, 6, 8), საფიქრებელია, რომ სწორედ კაპადოკიის დაუფლების ხარჯზე მოხდა აქემენიდთა სახელმწიფოს შავ ზღვაზე გასვლა. დარიოს I-ის დროინდელ მეცხრამეტე სატრაპიაში შემავალი ტომებიდან, რომელთა შორის იყვნენ მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები (Her., III, 94) - ქვეყნის შიგნით ყველაზე ღრმად, როგორც ჩანს, მოსხები ვრცელდებოდნენ. ქვეყნის შიგნით მოსხების გავრცელებას იმ ანტიკური და ბიზანტიური ხანის ავტორთა ცნობებიც უნდა მოწმობდნენ, რომლებიც მოსხებისა და კაპადოკიელების იგივეობაზე მიგვითითებენ (იხ. ზემოთ). ცენტრალურ ანატოლიაში თუ კაპადოკიაში (თუნდაც მის ჩრდილოეთ ნაწილში) მოსახლე მოსხებს კი, ძნელი წარმოსადგენია, ძვ. . V . დამლევს სპარსელთაგან დამოუკიდებლობისათვის მიეღწიათ.

 

/გვ. 128/როგორც ცნობილია, კაპადოკიის ტერიტორიის დიდი ნაწილი ალექსანდრე მაკედონელის ხანაში, ჯერ კიდევ ექვემდებარებოდა სპარსეთის მეფეს და მაკედონელთა ხელქვეით მხოლოდ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მოექცა, როდესაც მის ერთ-ერთ მხედართმთავარს, ევმენ კარდიელს ერგო კაპადოკია, პაფლაგონია და ევქსინის პონტოს გასწვრივ მდებარე მიწები ტრაპეზუნტამდე, რომლებიც მანამდე სპარსელთა სატრაპისა და კაპადოკიის პირველი მეფის არიარათე I-ის სამფლობელოებს წარმოადგენდნენ (Plut., Eum., III; Curtius, X, 8-10; Strabo, XII, I, 2, 4).

 

აქემენიდური სახელმწიფოს დაცემის ხანის ნუმიზმატიკური მონაცემები ცხადყოფენ, რომ სპარსეთის ინტერესები სამხრეთ შავიზღვისპირეთში ბევრად უფრო ფართო და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ჩვეულებრივ აქვთ ხოლმე მეცნიერებს ნავარაუდევი. ძვ. . IV საუკუნეში სპარსელთა სახელიანი მონეტები იჭრებოდა . სინოპში და ფიქრობენ, რომ . გაციურაშიც (თანამედროვე . ტურხალთან) [548 [გვ. 189] Harrison 1982, 181, 183. როგორც სინოპში, ასევე გაციურაში, მოჭრილი იყო, კერძოდ, ჩრდილოეთ კაპადოკიის მმართველთა სპარსული დინასტიის წარმომადგენლის არიარათე I-ის მონეტები (Harrison 1982, 181).]; ამ მონეტებზე ლეგენდები, ძირითადად, შესრულებულია არამეულად - აქემენიდთა სახელმწიფოს კანცელარიის ენაზე [549 Harrison 1982, 181, 183, 193.]. მიუხედავად იმისა, რომ პაფლაგონიელთა და სირიელთა ტერიტორია, რომელიც . სინოპსაც მოიცავდა, დარიოს I-ის მიერ მესამე სატრაპიაში იყო გაერთიანებული, ჰელესპონტოს ფრიგიასთან, ფრიგიასთან, თრაკიასთან, და მარიანდინების ქვეყანასთან ერთად (Her., III, 90) [550 [გვ. 189] ფიქრობენ, რომ ალექსანდრე დიდმა მანამდე არსებული სისტემა გამოიყენა, როდესაც პაფლაგონია ჰელესპონტოს ფრიგიის თავის სატრაპს დაუქვემდებარა (Arr., Anab., I, XVII, 1; II, IV, 2; Curtius, III, I, 24; ix. Harrison 1982, 184, n. 26).], . სინოპი, როგორც ირკვევა, ხშირად გადადიოდა ხოლმე კაპადოკიელების ხელში. თუ ქსენოფონტისანაბასისისცნობით, პაფლაგონიის მიწაზე მდებარე . სინოპი პაფლაგონიელებს არ ექვემდებარებოდა (Xen., Anab., V, V, 12, 23; შდრ. VI, I, 15), ძვ. . IV . სამოცდაათიან-სამოციან წლებში იქ უკვე იჭრებოდა კაპადოკიის სატრაპის დატამესის მონეტები, იმავე საუკუნის ორმოციან-ოცდაათიან წლებში სპარსელი მმართველების: მითროპასტის, ჰიდარნესის და ორონთობატის არამეულლეგენდიანი მონეტები, ხოლო ოციან წლებში ჩრდილოეთ კაპადოკიის მმართველთა სპარსული დინასტიის წარმომადგენლის - არიარათე I-ის მონეტები [551 Robinson 1920, 1-16; Harrison 1982, 181, 183, 188, 190.].

 

სამხრეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალურ ნაწილში ძვ. . IV . ოცდაათიან წლებში სპარსეთის მყარ ბატონობაზე მიგვანიშნებს ახ. . II . ბერძენი ისტორიკოსის, არიანეს, თხზულების - “ალექსანდრეს ლაშქრობისცნობა, იმის შესახებ, რომ ალექსანდრე დიდს უვნებლად გაუშვია მაკედონელთა მიერ დაკავებული, სპარსეთის მეფესთან გაგზავნილი სინოპის ელჩები, რადგან ბუნებრივად ჩაუთვლია, რომ ისინი თავიანთ პატრონთან მიეშურებოდნენ (Arr., Anab., /გვ. 129/ III, 24, 4); ნიშანდობლივია, ამ მხრივ, ახ. . I . რომაელი ისტორიკოსისა და რიტორიკოსის კურციუსის ცნობაც, რომ სწორედ პაფლაგონია და კაპადოკია გახდნენ, მაკედონელთაგან მათი დამორჩილების რამდენიმე თვის თავზე, სპარსული წინააღმდეგობის უმთავრესი კერები (Curtius, IV, I, 34-35; შდრ. Diod., XVII, 48, 5-6) [552 [გვ. 189] იხ. Harrison 1982, 192-194; შდრ. Tarn 1948, 73; Brunt 1962, 141-155. აღნიშნულ პერიოდში მონეტების ინტენსიური მოჭრა დაკავშირებული ჩანს პაფლაგონიასა და კაპადოკიაში მოქმედი სპარსული ძალების მცდელობასთან, სამხედრო ხარჯების გაზრდით დაპირისპირებოდნენ მაკედონელთა წარმატებებს უფრო დასავლეთით მდებარე პროვინციებში (Harrison 1982, 193).]. პონტოში ხანგრძლივი და ძლიერი სპარსული გავლენის კვალს უნდა წარმოადგენდეს ქალაქ ძელაში ირანული ქალღმერთის - ანაჰიტას ტაძრის არსებობა (Strabo, XII, III, 37) [553 [გვ. 189] ანაჰიტის ტაძარი ძელაში, სემირამიდის ყორღანზე ყოფილა აგებული (Strabo, XII, III, 37). ეს გარემოება ანაჰიტის ირანული კულტის ადგილობრივ რელიგიურ კულტებთან შერწყმაზე უნდა მიუთითებდეს. იქნებ შემთხვევითი არ იყოს ძელას (Ζλα) - პონტოს ერთ-ერთი რელიგიური ცენტრის სახელწოდების მსგავსება მტკვრის შუა დინებასთან მიკვლეული საკულტო ძეგლის სახელწოდებასთან - “ძალისა”.] და პონტოს სამეფოს დინასტიის - მითრიდატიდების წარმომადგენელთა მიერ მათი სპარსულ-აქემენიდური წარმომავლობის ხაზგასმა (Diod., XIX, 40; Sal., II, 53; Polyb., V, 42, 2; V, 43, 2; App., Mithr., 91, 102).

 

ამგვარად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, რომ აქემენიდთა მეცხრამეტე სატრაპიაში შემავალ და ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლე მოსხებს აქემენიდების სახელმწიფოს დაცემამდე დაეღწიათ თავი სპარსელთა ბატონობისაგან.

 

მეცხრამეტე სატრაპიაში შემავალ მოსხებში (Her., III, 94) რომ უფრო გვიანი ხანების ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიისმოსხურ მთებშიმოსახლე მოსხები არ იგულისხმებიან, თვით ჰეროდოტესთან მოყვანილისატრაპიების ანუ დარიოსის მოხარკეთა სიისის ცნობაც უნდა მოწმობდეს, რომლის მიხედვით, ერთსადაიმავე მეცამეტე სატრაპიაში პაქტიიკესა [554 [გვ. 189] ჰეროდოტესეული პაქტიიკე, შესაძლოა, ხეთური ხანის ქვეყნის - ფახუვას ადგილას Дьяконов 1981, 57, прим. 105.] და არმენიის მოსახლეობასთან გაერთიანებული და არმენიის მეზობლად მცხოვრები ტომები ევქსინის პონტომდე ყოფილან გავრცელებულნი (Her., III, 93); აშკარაა, რომ არმენიელთა მეზობლად და შავ ზღვამდე მცხოვრებ ტომებში, უპირველეს ყოვლისა, “მოსხური მთებისადა მათ გადაღმა მდებარე აღმოსავლეთ პონტოს (ლაზისტანის) ქედის მოსახლეობა უნდა იყოს ნავარაუდევი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მეცამეტე სატრაპიის შავიზღვისპირეთამდე გავრცელება ნომინალური ხასიათისა ყოფილიყო; ყოველ შემთხვევაში, ქსენოფონტისანაბასისისმონაცემების თანახმად, საეჭვოა, რომ ძვ. . IV . დასაწყისისათვის დასავლეთ არმენიის სატრაპიის ტერიტორია მდ. არეზის ზემო წელის მარცხენა (ჩრდილოეთ) ნაპირს დიდი მანძილით ყოფილიყო დაშორებული (შდრ. Xen., Anab., IV, V, 34; IV, VI, 5) [555 [გვ. 189] შდრ. მიქელაძე 1958, 249-255; საწინააღმდეგო შეხედულება იხ. Меликишвили 1959, 267-268.]. გარდა იმისა, რომ ტაოხები და ხალდი-ხალიბები სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებოდნენ (Xen., Anab., V, V, 17; VII, VIII, 25), სავარაუდოა, რომ მათ, ამავე დროს, ხალიბების მეთაურობით, ერთი ტომობრივი გაერთიანება უნდა შეექმნათ (შდრ. Xen., Anab., IV, IV, 18; IV, V, 34; V, VI, 5; IV, VII, 1, 15-18; VII, VIII, 25) [556 [გვ. 189] გ. მელიქიშვილის თვალსაზრისით, ტაოხები, ხალიბები და ფასიანები დასავლეთ არმენიის სატრაპიის შემადგენლობაში იყვნენ მოქცეული (Меликишвили 1959, 267-268).]. ხალი/გვ. 130/ბები და ტაოხები, რომ არ ექვემდებარებოდნენ დასავლეთ არმენიის სპარსელ სატრაპს, მოწმობს ტირიბაზის ჯარში მათი ცალკე - “მოქირავნეებადმოხსენიებაც, განსხვავებით საკუთრივ ტირიბაზის მეომრებისაგან (Xen., Anab., IV, IV, 18), ვინაიდან, ძნელი წარმოსადგენია დასავლეთ არმენიის მმართველს - ტირიბაზს თავისივე ქვეშევრდომები დაექირავებინა [557 [გვ. 189] აღსანიშნავია, რომ ხალდები, არმენიელებთან და მარდებთან ერთად დაქირავებულები ჰყოლია აღმოსავლეთ არმენიის მმართველს ორონტს (Xen., Anab., IV, III, 4); ამ არმენიელებში, შესაძლოა, აღმოსავლეთ არმენიის სატრაპის მიერ დაქირავებული დასავლეთ არმენიის მცხოვრებლები იგულისხმებიან.]. ხალიბთა ქვეყანა და არმენია აშკარად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული დასავლეთ არმენიის ერთ-ერთი სოფლის მამასახლისის (κώμαρχοϛ) მიერ ქსენოფონტისათვის თქმულ სიტყვებში, რომ წინ - ბერძენთა გზაზე მდებარე არმენიის მეზობელი ქვეყანა ხალიბებს ეკუთვნოდათ (Xen., Anab., IV, V, 34) [558 [გვ. 189] ვფიქრობთ, არ მოიპოვება საფუძველი ხალიბებისა და ტაოხების ორ ნაწილად დაყოფისათვის, რომელთაგან ერთი ნაწილი დასავლეთ არმენიის სატრაპიაში იქნებოდა მოქცეული, ხოლო მეორე - თავისუფალი (შდრ. Меликишвили 1959, 267-268).].

 

მით უფრო არადამაჯერებლად მიგვაჩნია მეცნიერთა შორის გავრცელებული შეხედულება, მდ. ჭოროხის ზემო წელთან მდებარე სპერის ოლქის ძვ. . IV . დასაწყისისათვის აქემენიდთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნის შესახებ [559 იხ. Меликишвили 1959, 117-118, 232-233.]; ეს შეხედულება მნიშვნელოვანწილად ტერმინების - “სპერი”, “სასპეჲრიდაჰესპერიტიგაიგივებიდან გამომდინარეობდა [560 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნები 478-479; შდრ. სალია 1983, 15, pl. 1.]; ფიქრობენ, რომ დარიოს I-ის დროინდელ მეთვრამეტე სატრაპიაში გაერთიანებული სასპეჲრები (Σάσπειρεϛ _ Her., III, 94) უფრო გვიან ხანებში დასავლეთ არმენიის სატრაპიაში შემავალი ჰესპერიტების (σπερται) სახელწოდებით იყვნენ ცნობილნი, ვინაიდანანაბასისისდასკვნითი ნაწილის ცნობით, ტირიბაზი ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველი ყოფილა (Xen., Anab., VII, VIII, 25) [561 [გვ. 190] იხ. Адонц 1908, 394; Lehmann-Haupt 1928, 348; მიქელაძე 1967ა, 146, შენ. 75; მიქელაძე 1955, 23-25; Меликишвили 1959, 267. მიჩნეულია, რომ “ჰესპერიტები” თანამედროვე ისპირის (ქართული სპერის) მოსახლეობა უნდა ყოფილიყო (იხ. Benseler 1981, 311).]. რადგანაცანაბასისისდასკვნით ნაწილში ტაოხები არ არიან დასახელებულნი და აგრეთვე იმ გარემოების პოსტულირებით, რომ, როგორც ტაოხები, ასევე სასპეჲრ-ჰესპერიტ-იბერები აღმოსავლურქართული ტომები უნდა ყოფილიყვნენ, გამოითქვა ვარაუდი, რომ ტერმინჰესპერიტითდასავლეთ არმენიის სატრაპიისადმი დაქვემდებარებული ტაოხები აღინიშნებოდნენ [562 [გვ. 190] იხ. Меликишвили 1959, 268. ფიქრობენ, რომ ტაოხი/ტაოელების წინაპრები იგულისხმებიან ურარტული წარწერების “დიაუხის” მოსახლეობაში (Капанцян 1975а, 89, 92; Меликишвили 1954, 411). გ. მელიქიშვილის აზრით, ძვ. წ. VIII ს. პირველ ნახევარში, დიაუხის ქვეყანას ცვლის კულხას გაერთიანება; ზოგიერთი მხარე, რომელიც დიაუხის გაერთიანებაში შედიოდა, ამ დროს უკვე კულხას შემადგენლობაში ჩანს მოქცეული (Меликишвили 1954, 412).]. თუმცა, თითქოს უფრო მოსალოდნელი იყო გვეფიქრა, რომჰესპერიტებშინაგულისხმევი იქნებოდნენანაბასისისძირითადი ტექსტისსკვითინები”, რომლებიც აგრეთვე არ არიან დასახელებულნი ამ თხზულების დასკვნით ნაწილში და რომელთა ადგილმდებარეობაც, “ანაბასისისმონაცემების თანახმად, ყველაზე უფრო უნდა უახლოვდებოდეს სპერის ტერიტორიას; როგორც ვიცით, ქსენოფონტისა და მისი თანამემამულეების გზა, ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ - მდ. ჰარპასოსიდან (გაიგივებულია მდ. ჭოროხთან) მაკრონთა ქვეყანამდე (. ტრაპეზუნტის სამხრეთით) - სკვითინების მიწაზე გადიოდა (Xen., Anab., IV, VIII, 18-27). მაგრამ თუ შავიზღვისპირა ხალიბები აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალიბებისაგან განსასხვავებ/გვ. 131/ლად უნდა ყოფილიყვნენანაბასისისდასკვნით ნაწილშიკოჲტებისსახელწოდებით მოხსენიებულნი, გაურკვეველია, რით უნდა აიხსნას თვით ქსენოფონტის თუანაბასისისჰიპოთეტური ექსტრაპოლატორის მიერ, რომელიც კარგად გათვითცნობიერებულ ავტორად არის მიჩნეული, სკვითინების ან ტაოხების მოხსენიებაჰესპერიტებისსახელწოდებით.

 

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ჰესპერიტებს უნდა ეცხოვრათ ფასიანების სამხრეთით, მდ. ტიგროსის სათავეებთან [563 მიქელაძე 1967a, 145-146, შენ. 75; ყაუხჩიშვილი 1976, 59.], სადაც ზოგიერთი ავტორის აზრით, მდებარეობდა სტრაბონისეულისისპირიტისი” (ΣuσπιρτιV _ Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 12; ¢UspirtiV _ Strabo, XI, XIV, 9) [564 იხ. ინგოროყვა 1954, 505-511.]. მაგრამ ჰესპერიტების ადგილმდებარეობის განსაზღვრას იმ მხარეში, რომელშიც ქსენოფონტს არ გაუვლია [565 შდრ. მიქელაძე 1967a, 145, შენ. 75.], ეწინააღმდეგება თვით ტერმინჰესპერიტისშემცველი, “ანაბასისისდასკვნითი პარაგრაფის საწყისი სიტყვები, რომმმართველები მეფის იმ ქვეყნებისა, რომელნიც გავიარეთ (ხაზი ჩვენია - . .), იყვნენ...” (Xen., Anab., VII, VIII, 25) [566 იხ. მიქელაძე 1967a, 113.]; “ანაბასისისამ ნაწილში ჩამოთვლილია მხოლოდ ის ქვეყნები და ტომები, რომლებიც, “ანაბასისისძირითადი ტექსტის მიხედვით, ელინთა გზაზე მდებარეობდნენ, ამდენად აშკარა ხდება, რომ მათ ჰესპერიტების ტერიტორიაზეც უნდა გაევლოთ. რაც შეეხება სტრაბონისეულისისპირიტისისლოკალიზაციის საკითხს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მასში სპერი უნდა ყოფილიყო ნაგულისხმევი; მხედველობაშია მისაღები, . თუმანოვის მიერ შენიშნული ის ფაქტიც, რომწმინდა გრიგოლის ცხოვრებისბერძნულ ვარიანტში სპერი მოხსენიებულიასოისპერტისის” (ΣouσπέρτιV) სახელით [567 Toumanoff 1963, 322, n. 76; ΠράξειV καὶ μαρτύρიον τοῡ ἁγἰον καὶ ἐνδόξου ίερομάρτυρος Γρηγορἱου τῆς Μεγάλης Άρμενίας, 172: Garitte 1946.].

 

ჰესპერიტების ვინაობის დადგენასა და ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობისას, ჩვენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომანაბასისისდასკვნით ნაწილში მოხსენიებული ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველი ტირიბაზი (Xen., Anab., VII, VIII, 25), ძირითადი ტექსტის მიხედვით - დასავლეთ არმენიის სატრაპია (Xen., Anab., IV, IV, 4); ამრიგად, ამ თხზულების დასკვნით პარაგრაფში, ტირიბაზის უმთავრესი მოვალეობა - დასავლეთ არმენიის მმართველობა - შეცვლილია ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველის წოდებით, ხოლო ტირიბაზის ქვეშევრდომების - ქსენოფონტისა და მისი თანამოლაშქრეების გზაზე მოსახლე - არმენიელების (Xen., Anab., IV, IV-V) ნაცვლად ჰესპერიტები არიან დასახელებულნი. თავისთავად /გვ. 132/ იბადება კითხვა: “ანაბასისისდასკვნითი ნაწილისჰესპერიტებშიდასავლეთ არმენიის მოსახლეობა ხომ არ არის ნაგულისხმევი?

 

მსგავსი ვარაუდის საფუძვლიანობას უნდა მოწმობდეს ის გარემოება, რომ ბერძნული სიტყვა έspέρα გამოიყენებადასავლეთის”, ხოლო ΄εspέριοϛ/spεροϛ - “დასავლურისმნიშვნელობით; საყურადღებოა, რომ სტრაბონი ცნებასლიბიელი ჰესპერიტებიიყენებს დასავლელი ლიბიელების აღსანიშნავად (Strabo, XIV, I, 39) [568 [გვ. 190] Benseler 1981, 311-312; Стратановский 1964, 828б прим. 26; Pape 1884, 395. აღსანიშნავია, რომ მ. პაპეს ლექსიკონში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესპერიტები მართებულად დასავლეთ არმენიის (Άρμενα πρςσπραν) მცხოვრებლებად არიან დასახელებულნი (Xen., Anab., IV, IV, 4), მათ ნამდვილ სახელად მიჩნეულია ჰეროდოტესეული “სასპეჲრი” და განმარტებულია, რომ მათში (“ანაბასისის” დასკვნითი პარაგრაფის ჰესპერიტებში - Xen., Anab., VII, VIII, 25) უფრო გვიანდელი ხანების ისპირიტისის ანუ ისპირის (იგივე სპერის) მოსახლეობა იგულისხმება (Pape 1884, 395; შდრ. Lehmann-Haupt 1937, 75, n. 3).]. შესაბამისად ამისა, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნიაანაბასისისდასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინიჰესპერიტები”, ანუდასავლელნი”, დასავლეთ არმენიის მოსახლეობის აღსანიშნავად ყოფილიყო ნახმარი, რაც, ალბათ, ნაკარნახევი იქნებოდა სურვილით, განერჩიათ ისინი აღმოსავლეთ არმენიის სატრაპიაში მცხოვრები არმენიელებისაგან, რომელთა ტერიტორიაც კარდუხების ქვეყნიდან გამოსულმა ბერძენმა მოლაშქრეებმა დასავლეთ არმენიის სატრაპიის მიწაზე მოხვედრამდე გაიარეს (Xen., Anab., IV, III, 1, 3-4, 2; IV, IV, 1-4). როგორც ჩანს, “ანაბასისისდასკვნით პარაგრაფში ტერმინიჰესპერიტებიიმდაგვარადვეა გამოყენებული დასავლეთელი არმენიელების გამოსარჩევად აღმოსავლეთელი არმენიელებისაგან, რომელთა სატრაპიც დასავლეთელებისაგან განსხვავებით ორონტე იყო და არა ტირიბაზი (Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4), როგორც შავიზღვისპირა ხალიბების აღმოსავლეთანატოლიელი ხალიბებისაგან განსასხვავებლად - ტერმინიკოÁტები”. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომანაბასისისდასკვნითი ნაწილი შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არის დაშორებული ძირითად ტექსტს, უფრო მეტიც, ტომთა განსხვავებული სახელწოდებების (“კოÁტები”, “ჰესპერიტები”) გამოყენება თავისთავად განპირობებული ჩანს მოთხოვნილებით, თხზულების შემაჯამებელ ნაწილში აღრევის თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტებულიყო რომელი ტომი (თუ მისი ნაწილი) იყო იქ ნაგულისხმევი. აღნიშნული გარემოება მიგვანიშნებს, რომანაბასისისდასკვნითი ნაწილი თუ თვით ქსენოფონტის კალამს არ ეკუთვნოდა, ყოველ შემთხვევაში, მისი შინაარსობრივი თანხვედრა ძირითად ტექსტთან, ვფიქრობთ, საეჭვო აღარ უნდა იყოს.

 

რაც შეეხება საკუთრივ სპერის მოსახლეობის სახელწოდების ასახვას ანტიკური ხანის წერილობით წყაროებში, ყურადღებას იპყრობს ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან დამოწმებული ეთნონიმისაპეჲრები” (Σάπειρεϛ); სტრაბონისგეოგრაფიის” “სისპირიტისი”/”სისპირიტიდამხოლოდ ქვეყნის, მხარის აღმნიშვნელი ტერმინია (Strabo, XI, IV, 8; XI, XIV, 9, 12). აპოლონიოს /გვ. 133/ როდოსელისარგონავტიკისთანახმად, საპეჲრები შავიზღვისპირეთში ბექეირების მრავალრიცხოვან ტომსა და მეომარი კოლხების მეზობელ ბიძერებს შორის ცხოვრობდნენ (Apoll. Rhod., II, 395-397, 1242-1244) [569 [გვ. 190] საყურადღებოა, რომ აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტი სასპეჲრებს, ტიბარენებთან, ხალიბებთან, მაკრონებთან, ბექეირებთან და ბიძერებთან ერთად, სკვითურ ტომად მიიჩნევს (Schol. ad Apoll. Rhod., II, 373-396); შდრ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 20.]. ფსევდო-ორფევსისარგონავტიკისმიხედვით, საპეჲრების მჭიდრო დასახლებული ქალაქები, სინოპეს კლდოვანი შვერილის აღმოსავლეთით მცხოვრებ ტომების - ფილირებისა და ნაპატების გადაღმა და ბიძერების დასავლეთით ყოფილან განლაგებულნი (Ps.-Orph., 750შმდ.). ამიანუს მარცელინუსისისტორიისტექსტში საპეჲრები - ბიძერებსა და ტიბარენებს შორის არიან დასახელებულნი (Amm. Marc., XXII, 8, 21). სტეფანე ბიზანტიონელის განმარტებით, შუაგულ პონტოში მცხოვრებ საპეჲრების ტომს მის დროს უკვე საბეჲრები (Σβειρεϛ) ეწოდებოდა (Steph. Byz., s.v. Σάπειρεϛ). საპეჲრების ადგილმდებარების განსაზღვრა პონტოში, ბიძერებთან და ბექეირებთან მეზობლობაში, მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენს სპერის მოსახლეობასთან მათი გაიგივებისათვის. ამავე დროს, საპეჲრებთან და სპერთან ჰეროდოტესეული სასპეჲრების დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა ელიანუს ჰეროდიანის ცნობა, რომ საპეჲრები იგივე სასპეჲრები არიან (Ael. Her., II, 49, 20).

 

სპერის მოსახლეობასთან სასპეჲრების გაიგივებაზეა, ძირითადად, დამყარებული შეხედულება, რომლის თანახმადაც სპერის ოლქი მოქცეული უნდა ყოფილიყო მატიენებისაგან, სასპეჲრებისაგან და ალაროდიელებისაგან შემდგარ დარიოს I-ის დროინდელ მეთვრამეტე სატრაპიაში (იხ. Her., III, 94) [570 შდრ. ჯანაშია 1952, 56-57; მელიქიშვილი 1970, 434; Меликишвили 1959, 232-236; Toumanoff 1963, 321, n. 76.]. მაგრამ, თვით ჰეროდოტესისტორიისმონაცემები ცხადყოფენ, რომ სასპეჲრების ტომს სპერის ოლქზე ბევრად უფრო ვრცელი ტერიტორია უნდა სჭეროდა; ჰეროდოტეს მიხედვით, კოლხეთიდან მიდიამდე მხოლოდ ერთი ტომი ცხოვრობდა - სასპეჲრებისა (Her., I, 104); მისივე ცნობით, სამხრეთის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე (იგულისხმება სპარსეთის ყურე და შავი ზღვა) [571 იხ. მელიქიშვილი 1955, 96; Меликишвили 1959, 232.], სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოსახლეობდა ოთხი ტომი: სპარსელები, მიდიელები, სასპეჲრები და კოლხები (Her., IV, 37). აღსანიშნავია, რომ ჰეროდოტე სასპეჲრებს სხვა დროსაც, თითქმის ყოველთვის, კოლხებთან ან მიდიელებთან ერთად იხსენიებს (Her., I, 110; IV, 40; VII, 79), ეს კი მიგვანიშნებს, რომ მას მკაფიოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენა უნდა ჰქონოდა სასპეჲრების ადგილმდებარეობაზე. სასპეჲრთა ქვეყნის ლოკალიზაციისათვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს ცნობას, რომ სასპეჲრებისა და მიდიელთა ქვეყნის სასაზღვრო მხარე მდებარეობდა მიდიელთა დედაქალაქის ეკბატანის (თანამედროვე ირანულ /გვ. 134/ ქალაქ ჰამადანთან) ჩრდილოეთითა და ევქსინის პონტოს მიმართულებით (ანუ ეკბატანის ჩრდილო-დასავლეთით - . .) და, რომ ამ მხარეში მიდიელთა ქვეყანა ძალზე მთიანია, მაშინ, როდესაც, მისი დანარჩენი ნაწილი დაბლობს წარმოადგენდა (Her., I, 110). თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ სასპეჲრებთან ერთად, ერთ სატრაპიაში გაერთიანებულ აღმოსავლეთის მატიენებსა და ალაროდიელებს დაახლოებით ვანისა და ურმიის ტბებს შუა მდებარე მხარეში უნდა ეცხოვრათ [572 იხ. Меликишвили 1959, 266; Gray & Cary 1964, 195.], ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ სასპეჲრებში, მხოლოდ ჭოროხის ზემო წელთან მცხოვრები სპერის მოსახლეობა ყოფილიყო ნაგულისხმევი, ხოლო ჭოროხის ზემო წელსა და ვანის ტბის აღმოსავლეთით მდებარე მხარეს შორის განლაგებული ყოფილიყო პაქტიიკესა და არმენიის მომცველი აქემენიდთა მეცამეტე სატრაპია, რომელიც, ამასთანავე, ევქსინის პონტომდე მოსახლე ტომებამდე ვრცელდებოდა (Her., III, 93). როგორც ჩანს, სასპეჲრთა საცხოვრისი არა იმდენად კოლხეთის სამხრეთითა და მიდიის დასავლეთით არის საძებარი, რამდენადაც კოლხეთის აღმოსავლეთითა და მიდიის ჩრდილოეთით - ცენტრალურ ამიერკავკასიაში. ვინაიდან ჰეროდოტესათვის კავკასიაში მცხოვრები იბერები უცნობია, გამოითქვა აზრი, რომ სასპეჲრებში მას იბერები უნდა ჰყოლოდა ნაგულისხმევი [573 [გვ. 190] შდრ. ჯანაშია 1952, 57; ყაუხჩიშვილი 1976, 49; იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), შენიშვნა 479. შეხედულებას სასპეჲრთა ქართულენოვნების შესახებ [გვ. 191] ი. დიაკონოვიც იზიარებს (Дьяконов 1981, 55).]. სასპეჲრებისა და კოლხების მეზობლობის (Her., I, 104; IV, 37, 40) გარდა, ამ ვარაუდს მხარს უნდა უჭერდეს ის გარემოება, რომ სასპეჲრები (და აგრეთვე ალაროდიელები) ისევე ყოფილან შეიარაღებული, როგორც კოლხები (Her., VII, 79) [574 [გვ. 191] აღსანიშნავია, რომ ჰეროდოტესთან მოცემულ ქსერქსეს არმიის სიაში, მსგავსი შეიარაღება, უპირატესად, ერთმანეთის მეზობელ ტომებს აქვთ (იხ. Lehmann-Haupt 1937, 65-66); შდრ. Herod., VII, 73.]. მიდიის მეზობლად მცხოვრებ სასპეჲრებს, როგორც ჩანს, ისტორიული აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მხარეები ეკავათ. არც ის არის გამორიცხული, რომ სპერი (ან მისი ნაწილი) სასპეჲრთა დიდი გაერთიანების [575 იხ. ჯანაშია 1952, 56; Меликишвили 1959, 117, 232-233.] შემადგენლობაში ყოფილიყო მოქცეული, ანდა სულაც, სპერის მოსახლეობის ექსპანსიის შედეგად ჩამოყალიბებულიყო ეს გაერთიანება; როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, წერილობითი წყაროების მონაცემებით თითქოს შეინიშნება ამიერკავკასიაში სამხრეთ შავიზღვისპირელი ტომების გადმონაცვლების კვალი.

 

ამრიგად, თუ ჩვენ გავითვალისწინებით აქემენიდთა სპარსეთის მეცამეტე და მეთვრამეტე სატრაპიების გაცრცელების ფარგლებს, უნდა ვიფიქროთ, რომ მეცხრამეტე სატრაპიაში შემავალ მოსხებში ნაგულისხმევი იქნებოდნენ არამოსხური მთებისადა ისტორიული მესხეთის ბინადარნი, არამედ ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში, ტიბარენების მეზობლად მოსახლე მოსხები. ვი/გვ. 135/ნაიდან მოსხების ადგილსაცხოვრისი, მათ შესახებ არსებული ყველაზე ადრეული - ძვ. . I ათასწლეულის შუა ხანების - ცნობების თანახმად, ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობდა (იხ. ზემოთ), უფრო ადრე, ძვ. . II ათასწლეულის გვიან ხანებში, ტიგროსის ზემო წელსა და ევფრატს შორის მდებარე მხარეში - ალზი-ფურულუმზიში, “ხეთური ქვეყნისხალხებთან - ქასქ-აბეშლაელებთან და ურუმეელებთან ერთად შეჭრილი მუშქებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა, შემდეგდროინდელი მოსხების კერიდან - ცენტრალური ანატოლიიდან - ყოფილიყვნენ გადმოსახლებულები. ამ ტომების წინასაცხოვრისის ლოკალიზების შესაძლებლობას ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში, გარდა ხეთური წერილობითი წყაროების მონაცემებისა (რომელთა მიხედვით ეს მხარე ქასქების სამშობლოს წარმოადგენდა), ალბათ უნდა მოწმობდეს ის გარემოებაც, რომ ალზი-ფურულუმზის მხარეში მდებარეობდნენ ერგანი-მადენის სპილენძის საბადოები [576 იხ. Гололева 1978, 73, прим. 4; 87.], ამას კი ჩრდილოეთ ანატოლიის მეტალურგი ტომების მისაზიდად გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ანატოლიის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ სირიაში გვიანხეთურ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში (მელიდი, კარქემიში) ლუვიურად-მოლაპარაკე მოსახლეობის გამოჩენა ანატოლიის ცენტრალურ ზეგანზე ჩრდილოეთ ანატოლიიდან შემოსული ქასქებისა და მუშქების აქტივობას მიეწერება [577 იხ. Macqueen 1975, 53-54.]. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აღმოსავლეთ ანატოლიაში ასურელებთან მებრძოლი მუშქები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან ანატოლიაში შეჭრილი ფრიგიელების ნაკადს წარმოადგენდნენ [578 იხ., მაგ., Götze 1936, 155.]. მაგრამ, გარდა იმ გარემოებისა, რომ წინაფრიგიული ხანის იეროგლიფურ-ლუვიურ წარწერებში დადასტურებულია ეთნონიმი Muska-, რაც ამ ეთნონიმის ფრიგიულ კუთვნილებას უნდა გამორიცხავდეს [579 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 69, შენ. 294, შენ. 521.], არც არქეოლოგიური მასალა შეიცავს რაიმე მინიშნებას ამდენად შორეული კავშირების სამტკიცებლად [580 შდრ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ, 137-138.]; . მაქქვინი აღნიშნავს, რომ არქეოლოგიური მონაცემები უფრო მოწმობენ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მოსახლეობის გადანაცვლებაზე, ვიდრე პირიქით [581 Macqueen 1975, 56.]. შედარებით უფრო გვიან ხანებში - ძვ. . VIII . დამლევს ფრიგიის დედაქალაქის გორდიონის განათხარ მასალებში ძლიერი აღმოსავლური (სამხრეთაღმოსავლურანატოლიური, სამხრეთსირიული) გავლენის უეცარ გამოჩენას, . მაქქვინი მუშქების გადმოსახლებას უკავშირებს ტიგროსის ზემო წელსა და ევფრატს შორის მდებარე მხარიდან, სადაც ისინი, მისი აზრით, ოთხი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ვიდრე ასურელთა შემოტევას არ გამოექცნენ [582 Macqueen 1975, 54, 57-58.]. თუმცა, არსებობს სრულიად სხვაგვარი შეხედუ/გვ. 136/ლებაც მდ. ევფრატის აღმოსავლეთით მოხვედრილი მუშქების შემდგომი ბედის თაობაზე [583 იხ. Меликишвили 1959  Меликишвили 1959, 107-109; Barnett 1975a, 421.]. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მუშქების შემდგომი ისტორია, ნიშანდობლივია, რომ ძვ. . II ათასწლეულის გვიანი ხანებისა და I ათასწლეულის პირველი ნახევრის ძველაღმოსავლურ წყაროებში მოხსენიებულ მუშქებს, ძვ. . I ათასწლეულის შუახანების ძველ ბერძენ ავტორთა თხზულებებში ენაცვლებიან ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლე მოსხები (Hec., fr. 188-189; Her., I, 72; III, 94; VII, 72, 78), რომლებიც, თავის მხრივ, ძვ. . - ახ. . მიჯნაზე უკვე ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დადასტურებულნი (Strabo, I, III, 21; XI, II, 1, 15, 18; XI, XII, 4; XI, XIV, 1; XII, III, 18; Cl. Ptol., V, VI, 1; V, XII, 2, 9).

 

მუშქი-მოსხების იგივეობის და განსაკუთრებით მუშქების წარმომავლობის საკითხების კვლევის თანამედროვე ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა არქეოლოგიური მასალის მონაცემებს უნდა მიენიჭოს. მეტადხელსაყრელ გარემოებას ამ მხრივ, ჩვენი აზრით, წარმოადგენს მდ. მურატის ქვემო წელზე, თანამედროვე ქალაქ ელიაზიგის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით - აშვანისა და ალტინოვის ველებზე - ქებანის კაშხლის აგებასთან დაკავშირებით ჩატაერბული არქეოლოგიური გათხრების შედეგები (როგორც ცნობილია, მკვლევართა დიდი ნაწილის ვარაუდით, ალზის ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარი მდ. მურატის ქვემო წელის მარცხენა ნაპირამდე აღწევდა) [584 იხ. Hübschmann 1904, 310-311; Forrer & Unger 1928, 88-90; Safrastian 1937, 248n.4; Меликишвили 1954, 52-53; Меликишвили 1960, 417; Гололева 1978, 71-79.]. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აქ მოპოვებული ადრეული რკინის ხანის მასალის გამოჩენა, ძვ. . XII . დათარიღებული, წინამორბედი ფენის მასალისაგან სავსებით განსხვავებული კულტურული ტრადიციების შემოტანით ხასიათდება (როგორც კერამიკის, ასევე არქიტექტურის მხრივ) [585 Winn 1980, 156, 162; Loon 1980, 276-277.]. ამ კულტურის მატარებელი მოსახლეობის უცხო წარმომავლობას განსაკუთრებული რელიეფურობით წარმოაჩენს ის გარემოება, რომ მისთვის დამახასიათებელი კერამიკა ხელითნაძერწია, მაშინ, როდესაც წინამორბედი, გვიანბრინჯაოს ხანის II პერიოდის ჭურჭელი სწრაფმბრუნავ ჩარხზე იყო დამზადებული [586 Hauptmann 1969/1970, 21-78; Loon 1973, 373; Winn 1980, 156.]; ნიშანდობლივია, აგრეთვე, ერთსადაიმავე კულტურულ ფენებში - ადრეული რკინის ხანის ადრეული მასალისა და გვიანბრინჯაოს ხანის II პერიოდის მასალის ერთად გამოვლენა, რაც ახალმოსული და ავტოქტონური მოსახლეობის თანაარსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს [587 Winn 1980, 155, 162.].

 

. ელიაზიგის აღმოსავლეთით მდებარე ალტინოვის ველის ადრეული რკინის ხანის ძეგლებზე - ნორშუნთეფეში (ჰორიზონტი II), კორუჯუთეფეში (ფაზა K), თეფეჯიქში, დეღირმენთეფეში და სხვ. /გვ. 137/ გამოვლენილ მასალას [588 Hauptmann 1969/1970, 58ff., Taf. 12, Abb. 16-19; Hauptmann 1971, 86-87, Taf. 59: 1-2; Hauptmann 1974, 93; Hauptmann 1976, 80-82, Taf. 54-55; Esin 1970, Pl. 7; Esin 1971, 121; Loon 1973, 372-373; Winn 1980, 155-164, Pls. 51-63; Duru 1979, 39-44, 49, Lev. 61-66.] პარალელები, ძირითადად, ვანისა და ურმიის ტბებისა და მდ. ევფრატის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მალათიის მხარეებთან ეძებნება [589 Hauptmann 1969/1970, 63; Loon 1973, 373.]. რაც შეეხება ამ კულტურის წარმომავლობის საკითხს, იგი სავსებით გაურკვეველია; მკვლევრები აღნიშნავენ მხოლოდ, რომ ადრეული რკინის ხანის კულტურის აღმოსავლეთ ანატოლიაში ჩამოყალიბება პოსტხეთური ხანის ანატოლიისათვის დამახასიათებელ მოვლენებს - ახალ პოლიტიკურ ძალათა გამოჩენას - უკავშირდება და მიიჩნევენ, რომ ეს კულტურა იმ ტომების (ფრიგიელებთან დაკავშირებული მუშქების, ურუმეელების თუ სხვათა) კუთვნილება უნდა ყოფილიყო, რომლებმაც უფრო გვიან ურარტუს სახელმწიფოს სუბსტრატი შეადგინეს [590 Loon 1980, 277.].

 

ასურული წყაროების მონაცემებით, მუშქებიხეთური ქვეყნის ხალხებსარ განეკუთვნებიან - ქასქი-აბეშლაელებისა და ურუმეელებისაგან განსხვავებით, ხოლო საკუთრივ მათი ქვეყნის (“მუშქუს ქვეყანა”) არსებობა საგანგებოდ მოიხსენიება [591 [გვ. 192] კერძოდ, ჯერ კიდევ თიგლათ-ფილესერ I-ის ანალებში, იხ. Budge & King 1902, 111ff.,, 116, 128ff.; Дьяконов 1951, 279, 281.]. მიუხედავად ამ გარემოებებისა, მუშქების კავშირი ჩრდილოანატოლიური წარმომავლობის მქონე ქასქებთან, უნდა მიგვანიშნებდეს, რომ მათ მსგავსად მუშქებიც მდ. ტიგროსის სათავის მხარეში, მდ. ევფრატის მარჯვენა ნაპირიდან იქნებოდნენ გადასულები. ასურელებთან მებრძოლი მუშქები, ქასქ-აბეშლაელებთან და ურუმეელებთან შედარებით ბევრად უფრო მნიშვნელოვან სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ [592 შდრ., მაგ., Budge & King 1902, 35f., 111ff., 116; Дьяконов 1951, 270-272, 278-279.]; და, როგორც ჩანს, სწორედ ისინი იყვნენ ანტიასურული კოალაციის მოთავეები. ძვ. . 1165 წლისათვის მუშქების შეჭრა აღმოსავლეთ ანატოლიაში დაკავშირებული უნდა იყოს ცენტრალურ ანატოლიაში დაახლ. ძვ. . 1200 . ქასქების მიერ ხეთური ქალაქების ხათუსას (თანამედროვე ბოღაზქიოი), თაპიგას (მაშათ ჰოიუქი) და სხვ. განადგურებასთან [593 იხ. Özğüç 1980, 305, 308-309.] და საფიქრებელია, რომ ორივე ამ ტომს შორის კავშირი ჯერ კიდევ მუშქების მდ. ევფრატის მარცხენა ნაპირზე გამოძენამდე უნდა ჩაყროდა საფუძველი [594 იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 124, შენ. 535.]. ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ ყურადღებას იპყრობს ელიაზიგის მხარის ადრეული რკინის ხანის ფენებში მოპოვებული რკინის ინვენტარის მსგავსება უფრო ადრეულ, ცენტრალურანატოლიურ რკინის ნივთებთან [595 იხ., მაგ., Loon 1980a, 178-179; Loon 1980, 277.]. რაც შეეხება აღნიშნული რეგიონის კერამიკულ ნაწარმს - რომელიც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს ამა თუ იმ კულტურის სხვა მხრიდან შემოტანის სამტკიცებლად, - მართალია, მას ზუსტი ანალოგიები ცენტრალური ანატოლიის უფრო ადრეულ და თანადროულ მასალებში არ ეძებნება [596 შდრ. Durbin 1971, 99-124.], მაგრამ ამ ნაწარმის ცალკეული ორნამენტული სახეების სიახლოვე, საზოგადოდ, შავიზღვისპირეთისათვის დამახასიათებელ კერამიკასთან, საგრძნობია [597 [გვ. 192] განზრახული გვაქვს მომავალში ამ საკითხს საგანგებოდ შევეხოთ.]. სამ/გვ. 138/ხრეთ შავიზღვისპირეთის მხარეთა შორის - საიდანაც ლაშქრობდნენ ხოლმე ქასქი ტომები ცენტრალურ ანატოლიაზე - აღმოსავლეთი ნაწილი, არქეოლოგიური თვალსაზრისით, ფაქტიურად შეუსწავლელია [598 იხ. Burney 1956, 179-203.]; სავსებით მოსალოდნელია, სწორედ ამ მხარის ძვ. . II ათასწლეულის მეორე ნახევრის არქეოლოგიური მასალის მეტი რაოდენობით გამოვლენამ შუქი მოფინოს ძვ. . XII . აღმოსავლეთ ანატოლიაში მოხვედრილი მუშქების წარმომავლობის ბუნდოვან საკითხს.

 

იმ ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის მომცველ პერიოდში, რომელიც ხეთური სახელმწიფოს დაცემას აქემენიდთა სპარსეთის მიერ ანატოლიის დაპყრობისაგან აშორებს, სამხრეთშავიზღვისპირული წარმომავლობის ტომთა მნიშვნელობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი იყო და, სავარაუდოა, რომ მუშქი-მოსხების ვრცელი განსახლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ანატოლიაში დროის ამავე მონაკვეთში უნდა მომხდარიყო [599 [გვ. 192] აღსანიშნავია, რომ ი. დიაკონოვის ვარაუდით, დაახლ. ძვ. წ. XII ს. ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიაში აღმოსავლეთიდან ქართველური ტომების გადაადგილებას უნდა გამოეწვია ქასქების შეჭრა ცენტრალურ მცირე აზიასა და ზემო ევფრატის ველზე (Дьяконов 1968, 120); თუ, ამასთანავე, გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ძვ. წ. VI საუკუნისათვის ქართველთა გავრცელების სამხრეთ-დასავლეთის მიჯნა, თვით ი. დიაკონოვის მიერ ჩრდილოეთ ტავროსის ქედის გაყოლებითა და მდ. არეზის ზემო წელით განისაზღვრებოდა (Дьяконов 1968, 241, прим. 135), თითქოს ლოგიკური უნდა ყოფილიყო, რომ მდ. ევფრატის გადაღმა ქასქებთან ერთად შეჭრილი მუშქები ქართველური წარმომავლობის ტომებად ყოფილიყვნენ მიჩნეული (მუშქების ეთნიკურ კუთვნილებაზე ი. დიაკონოვის შეხედულების შესახებ იხ. ზემოთ (ანუ ქავთარაძე 1985), გვ. 68-70, 123-124).

 

უფრო გვიან ხანებში, საფიქრებელია, რომ ადგილი ჰქონოდა პირუკუ პროცესს, ანატოლიის შიდა რაიონებიდან მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების გადანაცვლებას ჩრდილოეთისაკენ; შესაძლოა, ამის მოწმობას წარმოადგენდეს სტრაბონის ცნობა, პონტოში, მდ. ირისის (იეშილ-ირმაკი) ზემო წელზე მდებარე რელიგიური ქალაქის - კომანას წარმომავლობის თაობაზე დიდი კაპადოკიის კომანასაგან (Strabo, XII, III, 32).]. /გვ. 139/

 

 

ბოლოსიტყვაობა

 

 

ანტიკური ხანის წერილობითი წყაროების ცნობებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის ჩრდილოეთი ნაწილი ძვ. . I ათასწლეულში, უპირატესად, ქართველური წარმომავლობის ტომებით იყო დასახლებული. ამ ტომთაგან ზოგიერთი, უფრო ადრეული - ხეთური და ასურული ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემებით, შედარებით სამხრეთით მდებარე მხარეებში - ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის შიდა ნაწილში - განსახლებული ტომების შთამომავლები უნდა ყოფილიყვნენ. ოგორც ჩანს, ანატოლიის შიდა რაიონებში სამხრეთშავიზღვისპირელი ტომებისმოქცევა” - “უკუქცევა”, იქ არსებული პოლიტიკური სიტუაციით იყო განპირობებული.

 

ძვ. . II ათასწლეულის ცენტრალურ ანატოლიაში ან მის მახლობლად მდებარე მხარეში ქართველური წარმომავლობის ტომების ბინადრობაზე უნდა მიგვანიშნებდეს ის მორფოლოგიური და ლექსიკური დამთხვევები, რომლებიც შეინიშნება ქართველურ ენებსა, ერთი მხრივ, და ცენტრალურ ანატოლიაში გავრცელებულ, ხათურ (პროტოხეთურ) და ანატოლიურ (ინდოევროპულ-ხეთურ) ენებს შორის, მეორე მხრივ. აღსანიშნავია, რომ ქართველურ და ანატოლიურ ენებს შორის არსებულ მთელ რიგ ლინგვისტურ პარალელთა ინდოევროპული ხასიათი საეჭვოა; ეს დამთხვევები ან ანატოლიურ ენებში ქართველური ენების ზეგავლენის შედეგად გაჩენილად უნდა ჩაითვალოს, ანდა, როგორც ანატოლიური, ასევე ქართველური ენების მიერ, რომელიღაც საერთო წყაროდან შეთვისებულად. ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ ქართული სამყაროსთვის დამახასიათებელია მცირე აზიის, ბალკანეთისა და აპენინის ნახევარკუნძულზე გავრცელებული და უკანასკნელ ხანებში წინაინდოევროპული სუბსტრატის კუთვნილად მიჩნეული -s(s)-, -nth-  / -nd- სუფიქსიანი ტოპონიმები.

 

კავკასიის დასავლეთით მდებარე მხარეებში და, პირველ რიგში, ანატოლიაში ქართველური ტომების განსახლების შესაძლებ/გვ. 140/ლობაზე გარკვეულად მიგვანიშნებს ქართველური ენების სიახლოვე წინაბერძნულ (პელასგურ) და, საზოგადოდ, ძველმედიტერანულ ენებთან.

 

სამხრეთ კავკასიაში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა, ხანგრძლივი განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე -ადრებრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის ჩათვლით - ანატოლიასთან მჭიდრო კულტურული ურთიერთობის კვალს ავლენს; განსაკუთრებით შესამჩნევია ანატოლიური ზეგავლენა დასავლეთ ამიერკავკასიაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ძველთაგანვე ანატოლიური და ეგეოსისზღვისპირეთული კულტურების გავლენის სფეროში იყო მოქცეული. არქეოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად აღინიშნება მცირე აზიიდან და ეგეიდიდან მომდინარე იმპულსების მნიშვნელობა კავკასიისა, და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებების განვითარებისათვის.

 

ჩვები შეხედულებით, გარკვეული მემკვიდრეობითი კავშირი შეიმჩნევა ჩრდილოეთ და ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის კულტურებსა და საქართველოში გავრცელებულ უფრო მოგვიანო ხანების კულტურების შორის; აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შუა- და გვიანბრინჯაოს ხანის კულტურები უფრო მეტი მსგავსების ნიშნებს ავლენენ შედარებით ადრეულ ანატოლიურ კულტურებთან, ვიდრე ამავე მხარის თანადროულ მასალასთან. ძვ. . IV-III ათასწლეულების ჩრდილოეთ და ცენტრალური ანატოლიის ძეგლებზე (ალაჯა ჰუიუქი, იქიზთეფე, ბუიუქ გიულიუჯექი და სხვ.) გვხვდება საქართველოს არქეოლოგიური მასალისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამახასიათებელი ისეთი განმსაზღვრელი ნიშნები, როგორიცურჭლის ზოომორფული და რქისებურშვერილიანი ყურებია; ბევრია საერთო კერამიკის შემკულობის მხრივაც.

 

აღსანიშნავია, რომ იმ ანატოლიურ მასალას, რომელიც ყველაზე მეტად უახლოვდება საქართველოში მოპოვებულს, თავის მხრივ, პარალელები ეძებნება სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის თანადროულ და კიდევ უფრო ადრეულ ზოგიერთ კულტურასთან. ეს გარემოება, ანგარიშგასაწევი ჩანს ქართველთა ეთნოგენეზისის საკითხთა კვლევის თვალსაზრისით; კერძოდ, მას, შესაძლოა, მნიშვნელობა მიენიჭოს ბასკურ-კავკასიური, ქართველურ-ეგეოსური და ქართველურ-ინდოევროპული ენობრივი თანხვედრებისა თუ ნათესაობის საკითხთა გადაწყვეტისას. წინარექართველური ერთობა, ვფიქრობთ, უნდა ჩამოყალიბებულიყო ანატოლიაში, ადგილობრივი - ანატოლიელი და ახალმოსულიევროპელი ტომების შერწყმის /გვ. 141/ შედეგად, ხოლო უფრო გვიან, სწორედ ანატოლიიდან უნდა მომხდარიყო ქართველური წარმომავლობის ტომების ერთმანეთის მომდევნო ნაკადების პერიოდული შეღწევა ამიერკავკასიაში. სავარაუდოა, სამხრეთ ევროპიდან მომდინარე ზეგავლენას მტკვარ-არეზის კულტურის აღმოსავლურანატოლიური ვარიანტის ჩამოყალიბებაშიც მიეღო მონაწილეობა; ამ მხრივ საგულისხმოა, თუნდაც, დასავლეთ ბულგარეთის ენეოლითურ ძეგლ ჩარდაკოში (სოფ. სლატინოსთან) მოპოვებული კერა, შემკული აღმოსავლეთ ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით და საკულტო მნიშვნელობის არსებათა ქანდაკებებით (შდრ. ერზურუმის ფულურის მსგავსი ქანდაკებები); გასათვალისწინებელია აგრეთვე სამხრეთაღმოსავლურევროპულ და ჩრდილოდასავლურანატოლიურ არქეოლოგიურ მასალასთან საერთო ნიშნების მქონე, ცენტრალურ ანატოლიაში გავრცელებულიბუიუქ გიულიუჯექის კულტურისორნამენტაციის მსგავსება აღმოსავლეთ ანატოლიისმტკვარარეზულიკერამიკის შემკულობასთან.

 

როგორც ჩანს, ანატოლიისა და ამიერკავკასიის ტერიტორიული სიახლოვე გარკვეულ პერიოდებში მათი ეთნიკური ხასიათის მსგავსების წინაპირობასაც წარმოადგენდა. ეს გარემოება თავისთავად ცხადს ხდის იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც ანატოლიის შესწავლას აქვს ქართველ ტომთა უძველესი ისტორიისათვის.

 

 

ბიბლიოგრაფია

 

 

აბაკელია 1982 = . აბაკელია. “ხატის მონობისინსტიტუტი კახეთში. – წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები. თბილისი, 1982.

 

აბდალაძე 1984 = . აბდალაძე. ქართლის ცხოვრებადა საქართველო-სომხეთის ურთიერთობა. თბილისი, 1982.

 

აბდალაძე 1984 = მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო . აბდალაძემ. თბილისი, 1984.

 

აბულაძე 1973 = . აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები). თბილისი, 1973.

 

აფაქიძე 1963 = . აფაქიძე. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, I. თბილისი, 1963.

 

ბაგრატიონი 1848 = . ბაგრატიონი. ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოსა. სანკტ-პეტერბურღი, 1848.

 

ბარდაველიძე 1941 = . ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიისათვის (ღვთაება ბარბარ-ბაბარ). თბილისი, 1941.

 

ბაქრაძე 1889 = . . ბაქრაძე. ისტორია საქართველოსი (უძველესის დროდამ მე-X საუკ. დასასრულამდე). ტფილისი, 1889.

 

ბერიძე/მენაბდე/მუსხელიშვილი 1984 = . ბერიძე/. მენაბდე/. მუსხელიშვილი. პარხალი. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 7, 1984.

 

ბრაუნი 1981 = . ბრაუნი. ბასკური და კავკასიური. – იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, VIII. თბილისი, 1981.

 

გამყრელიძე 1965 = ალ. გამყრელიძე. პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ. – წგნ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, I. თბილისი, 1965.

 

გამყრელიძე 1984 = . გამყრელიძე. ინდოევროპელები, ქართველები, სემიტები. – მნათობი, 1984, 6.

 

გამყრელიძე/მაჭავარიანი 1965 = . გამყრელიძე/. მაჭავარიანი. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია. თბილისი, 1965.

 

გამყრელიძე/ყაუხჩიშვილი 1961 = გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, . I. ალ. გამყრელიძისა და . ყაუხჩიშვილის თარგმანი და გამოცემა. თბილისი, 1961.

 

გვასალია 1970 = . გვასალია. წანარების ეთნიკური კუთვნილების საკითხისათვის. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . 59, 1970.

 

გიგინეიშვილი 1975 = . გიგინეიშვილი. ეთნონიმ ჰენიოხის წარმომავლობისათვის. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1975, 1.

 

გიორგაძე 1962 = გრ. გიორგაძე. სავაჭრო-კულტურული ურთიერთობანი კაპადოკიასა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძვ. . II ათასწლეულის დასაწყისში. – წგნ.: კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, II. თბილისი, 1962.

 

გიორგაძე 1982 = გრ. გიორგაძე. “საწმისიხეთურ წყაროებში და მისი ანტიკური პარალელები. – ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, . 227, 1982.

 

გობეჯიშვილი 1959 = . გობეჯიშვილი. შუაბრინჯაოს ხანა. – წგნ.: საქართველოს არქეოლოგია. თბილისი, 1959.

 

გოზალიშვილი 1962 = . გოზალიშვილი. მითრიდატე პონტოელი. თბილისი, 1962.

 

გოზალიშვილი 1980 = . გოზალიშვილი. პონტოს სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხისათვის. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1980, 3.

 

გორდეზიანი 1968 = . გორდეზიანი. ეგეოსური კულტურა ბრინჯაოს ხანაში. – წგნ.: მიმომხილველი, 4-5. თბილისი, 1968.

 

გორდეზიანი 1970 = . გორდეზიანი. ილიადადა ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები. თბილისი, 1970.

 

გორდეზიანი 1975 = . გორდეზიანი. ჰეროდოტეს ცნობა კოლხთა წარმომავლობის შესახებ. – წგნ.: არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის უნივერსიტეტის შრომები, 162. თბილისი, 1975.

 

გორდეზიანი 1980 = . გორდეზიანი. ეტრუსკული და ქართველური. თბილისი, 1980.

 

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი 1955 = დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი. – წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

ვახუშტი 1973 = ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, . IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1973.

 

თაყაიშვილი 1890 = . თაყაიშვილი. სამი ისტორიული ხრონიკა. ტფილისი, 1890.

 

თოფურია 1968 = . თოფურია. ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის ზანური ენის არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან). – მაცნე, 1968, 6.

 

თოფურია 1970 = გურ. თოფურია. ქართულ-ქართველური ეთნონიმიკის ლინგვისტური საკითხები, I: მესხ-ეთნონიმის ისტორიისათვის. – წგნ.: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, XVII. თბილისი, 1970.

 

იმნაიშვილი 1953 = ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, . 1, V-X საუკუნეების ძეგლები (გამოსცა და ტაბულები და ლექსიკონი დაურთო . იმნაიშვილმა). თბილისი, 1953.

 

ინაძე 1955 = . ინაძე. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსახლე ტომთა ისტორიისათვის (ჰენიოხები). – წგნ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

ინაძე 1960 = . ინაძე. ანტიკური ხანის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროს მოსახლეობა. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1960, 2.

 

ინაძე 1966 = . ინაძე. ფსევდო-სკილაქსის ცნობათა დათარიღების საკითხისათვის. – წგნ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბილისი, 1966.

 

ინგოროყვა 1941 = . ინგოროყვა. ძველ-ქართული მატიანემოქცევაჲ ქართლისაჲდა ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია. – საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, . XI-B, 1941.

 

ინგოროყვა 1954 = . ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბილისი, 1954.

 

კაკაბაძე 1928 = . კაკაბაძე. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია/ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი. ტფ., 1928 ./. – საისტორიო კრებული, III. ტფილისი, 1928.

 

კეკელიძე 1923 = . კეკელიძე. ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები. – ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, III, 1923.

 

კეკელიძე 1941 = . კეკელიძე. ქართული ლიტერატურის ისტორია, . I. თბილისი, 1941.

 

კეკელიძე 1957 = . კეკელიძე. მასალები ორიენტიოსისა და მისთა თანამოღვაწეთა აგიოგრაფიისათვის. – წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, . IV. თბილისი, 1957.

 

კეკელიძე 1968 = . კეკელიძე. (რეც.) – . მიმინოშვილი. ბერძნული პოეზიის საწყისები. – წგნ.: კეკელიძე, . ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, . X. თბილისი, 1968.

 

კიკვიძე 1975 = . კიკვიძე. კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებში კერის და კერის ზესადგრების დანიშნულება და სემანტიკა. – წგნ.: არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის უნივერსიტეტის შრომები, 162. თბილისი, 1975.

 

კიკვიძე 1976 = . კიკვიძე. მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში. თბილისი, 1976.

 

კინტანა 1981 = . კინტანა. ზოგი ბასკური და ქართველური სიტყვის მსგავსების შესახებ. – იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, VIII. თბილისი, 1981.

 

ლეკიაშვილი 1976 = . ლეკიაშვილი. სვანური ქალბაბარის ბუნებისათვის. – წგნ.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.

 

ლეონტი მროველი I 1955 = ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. – წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

ლომოური 1955 = . ლომოური. კლავდიოს პტოლემაიოსი, “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ. – წგნ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

ლომოური 1963 = . ლომოური. ბერძენი ლოგოგრაფოსების ცნობები ქართველი ტომების შესახებ. - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 35. თბილისი, 1963.

 

ლომოური 1982 = . ლომოური. კვლავ პონტოს სამეფოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხისათვის. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1982, 1.

 

ლომთათიძე 1980 = . ლომთათიძე. ქართ. M-სა და აფხაზურ-აბაზური - ბგერათფარდობისათვის. – წგნ.: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, VII. თბილისი, 1980.

 

ლორთქიფანიძე 1966 = . ლორთქიფანიძე. ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ. – წგნ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბილისი, 1966.

 

ლორთქიფანიძე/მიქელაძე 1960 = . ლორთქიფანიძე/. მიქელაძე. Mასალები ბათუმის რაიონის არქეოლოგიური შესწავლისათვის. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XXIV, 1960.

 

მამულია 1979 = . მამულია. კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბილისი, 1979.

 

მატიანე ქართლისა 1955 = მატიანე ქართლისა. – წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

მელაშვილი 1977 = ორფიკული არგონავტიკა (ძველბერძნულიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო . მელაშვილმა, რედაქცია, შენიშვნები და საძიებელი . ურუშაძისა). თბილისი, 1977.

 

მელიქიშვილი 1955 = . მელიქიშვილი. საქართველოში კლასობრივი საზოგადობისა და სახელმწიფოს წარმოქმნის საკითხისათვის. თბილისი, 1955.

 

მელიქიშვილი 1961 = . მელიქიშვილი. აღმოსავლეთ მცირე აზიის უძველესი ეთნონიმიკის შესწავლისათვის. - საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1961, 3.

 

მელიქიშვილი 1962 = . მელიქიშვილი. ძველი ქართული, სომხური და ბერძნული საისტორიო ტრადიცია და ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნის საკითხი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 1962, 2.

 

მელიქიშვილი 1965 = . მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბილისი, 1965.

 

მელიქიშვილი 1970 = . მელიქიშვილი. ქართლი (იბერია) ძვ. . VI-IV საუკუნეებში, ქართლის სამეფოს წარმოქმნა. - წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I. თბილისი, 1970.

 

მელიქიშვილი 1970a, . მელიქიშვილი. კოლხეთი ძვ. . VI-IV საუკუნეებში. - წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I. თბილისი, 1970.

 

მელიქიშვილი 1970b = . მელიქიშვილი. სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები, ძველი კოლხური სამეფოს განადგურება. - წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I. თბილისი, 1970.

 

მელიქიშვილი 1983 = . მელიქიშვილი. მაკრონები. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 6, 1983.

 

მელიქიშვილი 1984 = . მელიქიშვილი. მოსინიკები. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 7, 1984.

 

მელიქიშვილი 1984a = . მელიქიშვილი. მოსხები. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 7, 1984.

 

მირცხულავა 1975 = . მირცხულავა. სამშვილდე /1968-70 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგები/. თბილისი, 1975.

 

მიქელაძე 1955 = . მიქელაძე. ფასიანების სადაურობისა და ადგილსამყოფელის გარკვევის საკითხისათვის, - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

მიქელაძე 1957 = . მიქელაძე. სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიისათვის (სკვითინები). – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XIX, 1957.

 

მიქელაძე 1958 = . მიქელაძე. ქსენოფონტისანაბასისშიდაცული ერთი ცნობის შესახებ, - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XXI, 1958.

 

მიქელაძე 1967 = . მიქელაძე. სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მელითონე ტომების ისტორიის ზოგიერთი საკითხი. – მაცნე, 1967, 1, (34).

 

მიქელაძე 1967a = . მიქელაძე. ქსენოფონტისანაბასისი” (ცნობები ქართველი ტომების შესახებ). თბილისი, 1967.

 

მიქელაძე 1974 = . მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. . II-I ათასწლეულები). თბილისი, 1974.

 

მიქელაძე 1976 = . მიქელაძე. მესხთა საკითხისათვის. – წგნ.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.

 

მიქელაძე 1978 = . მიქელაძე. დრილები. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 3, 1978.

 

მოგზაური 1901 = ბელტის ციხე. – მოგზაური, 1901, 1.

 

მოქცევაჲ ქართლისაჲ = წგნ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს . გიგინეიშვილმა და ვლ. გიუნაშვილმა. თბილისი, 1979.

 

მუსხელიშვილი 1977 = . მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I. თბილისი, 1977.

 

მუსხელიშვილი 1980 = . მუსხელიშვილი. კამბეჩოვანი. – წგნ.: ქართული ენციკლოპედია, . 5, 1980.

 

ორბელიანი 1966 = სულხან-საბა ორბელიანი. თხზულებანი, . IV-2 (ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა . აბულაძემ). თბილისი, 1966.

 

ორბელიანი 1966a = სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, წიგნი 1. თბილისი, 1966.

 

პაპუაშვილი 1963 = . პაპუაშვილი. ჰერეთ-ალბანეთის ისტორიიდან (ქართულ-სომხური წყაროების მიხედვით). - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 35. თბილისი, 1963.

 

პაპუაშვილი 1970 = . პაპუაშვილი. ჰერეთის ისტორიის საკითხები. ნარკვევები სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ისტორიიდან. თბილისი, 1970.

 

პაპუაშვილი 1982 = . პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო (VIII-XI სს.). თბილისი, 1982.

 

რამიშვილი 1973 = . რამიშვილი. ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია 1972 წელს. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1973, 1.

 

რამიშვილი 1980 = . რამიშვილი. მთისა და ბარის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი არაგვის ხეობის ახალი არქეოლოგიური მასალების მიხედვით. – წგნ.: ჟინვალის ექსპედიცია (მეორე სამეცნიერო სესიის მასალები). თბილისი, 1980.

 

რცხილაძე 1971 = . რცხილაძე. ბაბილონის ახალი სამეფო. – წგნ.: ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. თბილისი, 1971.

 

ჟღენტი 1953 = . ჟღენტი. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა. თბილისი, 1953.

 

ღლონტი 1971 = ალ. ღლონტი. ტოპონიმიკური ძიებანი, I. თბილისი, 1971.

 

ღლონტი 1982 = ალ. ღლონტი. ქიზიყის ტოპონიმია (ტოპონიმიკური ძიებანი, IV). თბილისი, 1982.

 

ღლონტი 1984 = ალ. ღლონტი. ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა. თბილისი, 1984.

 

სიხარულიძე 1958 = . სიხარულიძე. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა (აჭარა), I. ბათუმი, 1958.

 

სიჭინავა 1953 = ვლ. სიჭინავა. ძველი კოლხეთის კულტურის ისტორიიდან (კოლხურიკირბებისადგილისათვის ქართული დამწერლობის ისტორიაში). – ბათუმის სახელმწიფო პედინსტიტუტის შრომები, . III, 1953.

 

სუმბატ დავითის ძე 1955 = სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. – წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

ტოვარი 1983 = . ტოვარი. ბასკური და კავკასიური ენები: ტიპოლოგიური მაჩვენებლები. – იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული, X. თბილისი, 1983.

 

ურუშაძე 1969 = . ურუშაძე. ძველი ბერძნული ენა. თბილისი, 1969.

 

ურუშაძე 1964 = . ურუშაძე. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში. თბილისი, 1964.

 

ურუშაძე 1975 = აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა (თარგმანი და შესავალი წერილი . გელოვანისა. რედაქცია, ნარკვევი, შენიშვნები და საძიებელი . ურუშაძისა). თბილისი, 1975.

 

ქავთარაძე 1979 = . ქავთარაძე. “სამეფო აკლდამებისსოციოლოგიური ინტერპრეტაციისათვის. – წგნ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VII. თბილისი, 1979.

 

ქავთარაძე 1981 = . ქავთარაძე. საქართველოს ენეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე. თბილისი, 1981.

 

ქავთარაძე 1985 (ანუ წინამდებარე წიგნი) = . ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი, 1985.

 

ხაზარაძე 1971 = . ხაზარაძე. ჰეროდოტე და მატიენების ლოკალიზაციის საკითხი. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1971, 2.

 

ხაზარაძე 1978 = . ხაზარაძე. აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. . I ათასწლეულის პირველ ნახევარში. თბილისი, 1978.

 

ხაზარაძე 1984 = . ხაზარაძე. სტრაბონის ერთი ცნობის ინტერპრეტაციისათვის /”გეოგრაფია”, XI, 2, 17/. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1984, 1.

 

ხაზარაძე 1984a = . ხაზარაძე. საქართველოს ძველი ისტორიის ეთნოპოლიტიკური პრობლემები (მოსხები). თბილისი, 1984.

 

ხიდაშელი 1982 = . ხიდაშელი. ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში. თბილისი, 1982.

 

ხინთიბიძე 1969 = . ხინთიბაძე. ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი. თბილისი, 1969.

 

ხინთიბიძე 1982 = . ხინთიბაძე. ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. თბილისი, 1982.

 

ხორნაული 1983 = . ხორნაული. არაგვის ხეობის ზოგი ტოპონიმი. – წგნ.: ჟინვალი, I. არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში. თბილისი, 1983.

 

ყაუხჩიშვილი 1955 = . ყაუხჩიშვილი. ჰეროდოტეს ზოგიერთი ცნობის შესახებ. – წგნ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

ყაუხჩიშვილი 1957 = . ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი, 1957.

 

ყაუხჩიშვილი 1960 = . ყაუხჩიშვილი. ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი, 1960.

 

ყაუხჩიშვილი 1965 = . ყაუხჩიშვილი. ფსევდო-სკილაქსის ზოგიერთი ცნობის შესახებ. – წგნ.:  ქართული წყაროთმცოდნეობა, I. თბილისი, 1965.

 

ყაუხჩიშვილი 1967 = . ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, I. თბილისი, 1967.

 

ყაუხჩიშვილი 1969 = . ყაუხჩიშვილი. ჰერაკლიდე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ. – წგნ.: აღმოსავლური ფილოლოგია, I. თბილისი, 1969.

 

ყაუხჩიშვილი 1975 = . ყაუხჩიშვილი. ჰეროდოტე და მისიისტორია”. – წგნ.: ჰეროდოტე. ისტორია, . I. თბილისი, 1975.

 

ყაუხჩიშვილი 1976 = . ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თბილისი, 1976.

 

ყაუხჩიშვილი 1980 = . ყაუხჩიშვილი. კავკასიის ტომების საკითხისათვის ანტიკური წყაროების მიხედვით, 1. აქაÁები. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1980, 3.

 

ყაუხჩიშვილი 1980a = . ყაუხჩიშვილი. კავკასიის ტომების საკითხისათვის ანტიკური წყაროების მიხედვით, 2. ჰენიოხები. – მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1980, 4.

 

ყაუხჩიშვილი 1983 = . ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V. თბილისი, 1983.

 

ყაუხჩიშვილი 1936 = . ყაუხჩიშვილი. მისიმიანთა ტომი. – ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (საზოგადოებათმეცნიერებანი), I, 1936.

 

ყაუხჩიშვილი 1963 = გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, . V. . ყაუხჩიშვილის თარგმანი და გამოცემა. თბილისი, 1963.

 

ყაუხჩიშვილი 1965 = გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, . II. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო . ყაუხჩიშვილმა. თბილისი, 1965.

 

ცანავა 1984 = . ცანავა. ოქროს საწმისი, მუხა, გველეშაპი არგონავტების მითსა და ქართულ ფოლკლორში. – წგნ.: ქართული ფოლკლორი, XIV (მასალები და გამოკვლევები). თბილისი, 1984.

 

წერეთელი 1954 = . წერეთელი. ქართული ეთნიკური ტერმინისმესხ”-ის ისტორიისათვის. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XV, 1954.

 

წერეთელი 1979 = . წერეთელი. “ებრაელისაღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინები ქართულში. – აღმოსავლეთმცოდნეობა, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, . 206, 1979.

 

წერეთელი 1924 = . წერეთელი. ხეთის ქვეყანა, მისი ხალხები და კულტურა. კონსტანტინეპოლი,

1924.

 

ჩართოლანი 1976 = . ჩართოლანი. მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის, I. თბილისი, 1976.

 

ჩიქობავა 1938 = . ჩიქობავა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი. თბილისი, 1938.

 

ჩიქობავა 1951 = ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), . II. თბილისი, 1951.

 

ჩიქობავა 1955 = ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), . IV. თბილისი, 1955.

 

ჩიქობავა 1958 = ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), . V. თბილისი, 1958.

 

ჩიქობავა 1964 = ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (არნ. ჩიქობავას საერთო რედაქციით), . VIII. თბილისი, 1964.

 

ჩიქობავა 1976 = ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა (არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობითა და რედაქციით). თბილისი, 1976.

 

ჩუბინაშვილი 1877 = . ჩუბინაშვილი. ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა. – გაზ. ივერია, 1877 ., 14.

 

ძქალძ 1971 = ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, III. თბილისი, 1971.

 

ჭყონია 1976 = . ჭყონია. ოქროს მხატვრული დამუშავება ძველ ვანში. – წგნ.: ვანი, II, არქეოლოგიური გათხრები. თბილისი, 1976.

 

ჯავახიშვილი 1913 = ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, I. ტფილისი, 1913.

 

ჯავახიშვილი 1950 = ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. – წგნ.: ჯავახიშვილი, ივ. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I. თბილისი, 1950.

 

ჯავახიშვილი 1950a = ივ. ჯავახიშვილი. ექსკურსები და ამონაწერები. – წგნ.: ჯავახიშვილი, ივ. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I. თბილისი, 1950.

 

ჯავახიშვილი 1960 = ივ. ჯავახიშვილი. ქართველთა სხვადასხვა სატომო სახელები, სამშობლო და უძველესი ბინადრობა. – წგნ.: ჯავახიშვილი, ივ. ქართველი ერის ისტორია, I. თბილისი, 1960.

 

ჯავახიშვილი 1960a = ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, I. თბილისი, 1960.

 

ჯავახიშვილი 1965 = ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, II. თბილისი, 1965.

 

ჯავახიშვილი 1979 = მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის (ივ. ჯავახიშვილის საერთო რედაქციით), . II, ნაწ. 1.: მეჭურჭლეობა. თბილისი, 1979.

 

ჯანაშია 1937 = . ჯანაშია. თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი. – აკად. . მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, . I, 1937.

 

ჯანაშია 1952 = . ჯანაშია. უძველესი ეროვნული ცნობა ქართველთა პირველსაცხოვრისის შესახებ მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის სინათლეზე. - წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II.

თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1952а = . ჯანაშია. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 -მდე. - წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1952b = . ჯანაშია. კავკასიელი ეთნარქ-ეპონიმების ანტიკური სქემა. - წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1952c = . ჯანაშია. იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიისათვის უძველეს პერიოდში. – წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1952d = . ჯანაშია. პარიადრი, სკიდისი, მოსხური მთები. – წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1952e = . ჯანაშია. ფასიდი. – წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

ჯანაშია 1959 = . ჯანაშია. ხეტების ისტორიისა და ენის საკითხისათვის. – წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . III. თბილისი, 1959.

 

ჯანაშია 1966 = . ჯანაშია. “ცხოვრება ქართველთა მეფეთას”- წყაროებისათვის. – წგნ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბილისი, 1966.

 

ჯანაშვილი = . ჯანაშვილი. საქართველოს ისტორია, . I. ტფილისი, 1906.

 

ჯუანშერი 1955 = ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა. – წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

ჯაფარიძე 1961 = . ჯაფარიძე. ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. თბილისი, 1961.

 

 

Абаев 1949 = В. И. Абаев. Мегрелизмы в осетинском. – В кн.: Осетинский язык и фольклор. Москва, 1949.

 

Абаев 1970 = В. И. Абаев. Типология армянского и осетинского языков и кавказский субстрат. – В кн.: Sprache und Gesellschaft. Jena, 1970.

 

Абаев 1978 = В. И. Абаев. Armeno-Ossetica. Типологические встречи. – Вопросы языкознания, 1978, № 6.

 

Адонц 1908 = Н. Адонц. Армения в эпоху Юстиниана. Политическое состояние на основе нахарарского строя. С. Петербург, 1908.

 

Адонц 1915 = Н. Адонц. Дионисий Фракийский и его армянские толкователи. Петроград, 1915.

 

Анчабадзе 1964 = З. В. Анчабадзе. История и культура древней Абхазии. Москва, 1964.

 

Ардзинба 1982 = В. Г. Ардзинба. Ритуалы и мифы древней Анатолии. Москва, 1982.

 

Атлас 1961 = Атлас Армянской ССР. Ереван-Москва, 1961.

 

Бардавелидзе 1957 = В. В. Бардавелидзе. По этапам развития древнейших религиозных верований и обрядовое графическое искусство грузинских племен. Тбилиси, 1957.

 

Бендукидзе 1973 = Н. А. Бендукидзе. Хеттский миф о Телепину и его сванские параллели. – В кн.: Вопросы древней истории (Кавказско-ближневосточный сборник, IV). Тбилиси, 1973.

 

Болтунова 1947 = А. И. Болтунова. Описание Иберии в «Географии» Страбона. – Вестник древней истории, 1947, № 4.

 

Болтунова 1949 = А. И. Болтунова. К вопросу об Армази. – Вестник древней истории, 1949, № 2.

 

Брун 1875 = Ф. К. Брун. Путешествие турецкого туриста вдоль по восточному берегу Черного моря. – В кн.: Записки императорского Одесского общества истории и древностей,  т. IX, Одесса, 1875.

 

Волкова 1973 = Н. Г. Волкова. Этнонимы и племенные названия Северного Кавказа. Москва, 1973.

 

Георгиев 1960 = В. Георгиев. Передвижение смычных согласных в армянском языке и вопросы этногенеза армян. – Вопросы языкознания, 1960, № 5.

 

Гиндин 1967 = Л. А. Гиндин. Язык древнейшего населения юга Балканского полуострова. Москва, 1967.

 

Гиоргадзе 1956 = Г. Г. Гиоргадзе. Из истории племен проживавших к северу и северу-востоку от хеттского государства (Кашки). – Автореферат диссертации. Тбилиси, 1956.

 

Гиоргадзе 1961 = Г. Г. Гиоргадзе. К вопросу о локализации и языковой структуре каскских этнических и географических названий.  – В кн.: Переднеазиатский сборник. Вопросы хеттологии и хурритологии. Москва, 1961.

 

Гололева 1978 = Л. М. Гололева. Царство Алзи во второй половине II тыс. до н. э. – В кн.: Древний Восток, 3. Ереван, 1978.

 

Гордезиани 1975 = Р. В. Гордезиани. Кавказ и проблемы древнейших средиземноморских языковых и культурных взаимоотношений. – В кн.: Всесоюзная конференция «Античные, византийские и местные традиции в странах Восточного Черноморья». Тбилиси, 1975.

 

Деянов 1976 = А. Ф. Деянов. Комментарий. – В кн.: Тайны древних письмен. Проблемы дешифровки (сборник статей). Москва, 1976.

 

Деянов 1976а = А. Ф. Деянов. Линейное письмо А. – В кн.: Тайны древних письмен. Проблемы дешифровки (сборник статей). Москва, 1976.

 

Джавахишвили 1950 = И. Джавахишвили. Основные историко-этнологические проблемы истории Грузии, Кавказа и Ближнего Востока древнейшей эпохи. – В кн.: ჯავახიშვილი, ივ. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I. თბილისი, 1950.

 

Дирр 1909 = А. М. Дирр. Современные названия кавказских племен. – В кн.: Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып. 40, отдел. 3. Тифлис, 1909.

 

Доватур 1965 = А. И. Доватур. Политика и политии Аристотеля. Москва-Ленинград, 1965.

 

Доманский 1984 = Я. В. Доманский. Древняя художественная бронза Кавказа в собрании Государственного Эрмитажа. Москва, 1984.

 

Дьяконов 1951 = И. М. Дьяконов. Ассиро-Вавилонские источники по истории Урарту. – Вестник древней истории, 1951, № 2.

 

Дьяконов 1952 = И. М. Дьяконов. Заметки по урартской эпиграфике, II. – В кн.: Эпиграфика Востока, т. VI, 1952.

 

Дьяконов 1961 = И. М. Дьяконов. Хетты, фригийцы и армяне. Проблема армянского языка. – В кн.: Переднеазиатский сборник. Вопросы хеттологии и хурритологии. Москва,  1961.

 

Дьяконов 1968 = И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван, 1968.

 

Дьяконов 1980 = И. М. Дьяконов. Фригийский язык. – В кн.: Древние языки Малой Азии. Сборник статей, под редакцией И. М. Дьяконова и Вяч. Вс. Иванова. Москва, 1980.

 

Дьяконов 1981 = И. М. Дьяконов. Малая Азия и Армения около 600 г. до н.э. и северные походы вавилонских царей. – Вестник древней истории, 1981, № 2.

 

Еремеев 1971 = Д. Е. Еремеев. Этногенез турок (происхождение и основные этапы этнической истории). Москва, 1971.

 

Еремян 1935 = С. Г. Еремян. Феодальные образования Картли в период марзбанства (532-627 гг.). Тезисы диссертации. Ленинград, 1935.

 

Еремян 1939 = С. Г. Еремян. Моисей Каланкатуйский о посольстве албанского князя Вараз-Трдата к хазарскому хакану Алп-Илитверу. – Записки института Востоковедения Академии наук СССР, т. VII, 1939.

 

Еремян 1967 = С. Г. Еремян. Страна «Махелония» надписи Кааба-и-Зардушт. – Вестник древней истории, 1967, № 4.

 

Иванов 1977 = Вяч. Вс. Иванов. Древние культурные и языковые связи южнобалканского, эгейского и малоазийского (анатолийского) ареалов. – В кн.: Балканский лингвистический сборник. Москва, 1977.

 

Иванов 1980 = Вяч. Вс. Иванов. Анатолийские языки. – В кн.: Древние языки Малой Азии. Сборник статей, под редакцией И. М. Дьяконова и Вяч. Вс. Иванова. Москва, 1980.

 

Иессен 1935 = А. А. Иессен. К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе. – В кн.: Из истории древней металлургии Кавказа. Москва-Ленинград, 1935.

 

Инал-ипа 1976 = Ш. Д. Инал-ипа. Вопросы этно-культурной истории абхазов. Сухуми, 1976.

 

Иосселиани 1845 = Пл. Иосселиани. Туземные города, существовавшие и существующие в Грузии. – Журнал министерства народного просвещения, 1845, № 6.

 

Иосселиани 1845 = Пл. Иосселиани. Различные наименования грузинов. Тифлис, 1846.

 

Какабадзе 1928 = С. О. Какабадзе. О племени цанар. – საისტორიო კრებული III, ტფილისი, 1928.

 

Камменхубер 1980 = А. Камменхубер. Хаттский язык. – В кн.: Древние языки Малой Азии. Сборник статей, под редакцией И. М. Дьяконова и Вяч. Вс. Иванова. Москва, 1980.

 

Капанцян 1947 = Гр. Капанцян. Хайаса – колыбель армян. Этногенез армян и их начальная история. Ереван,1947.

 

Капанцян 1956 = Гр. Капанцян. Суффиксы и суффигированные слова в топонимике Малой Азии. – В кн.: Капанцян, Гр. Историко-лингвистические работы к начальной к истории армян.Древняя Малая Азия. Ереван, 1956.

 

Капанцян 1956а = Гр. Капанцян. Малоазийские боги у армян. – В кн.: Капанцян, Гр. Историко-лингвистические работы к начальной к истории армян. Древняя Малая Азия. Ереван, 1956.

 

Капанцян 1975 = Г. А. Капанцян. О взаимоотношениях армянского и лазо-мегрельского языков. – В кн.: Капанцян, Г. А. Историко-лингвистические работы, т. II. Ереван, 1975.

 

Капанцян 1975 = Г. А. Капанцян. Историко-лингвистические работы, т. II. Ереван, 1975.

 

Каухчишвили 1979 = Т. С. Каухчишвили. Некоторые вопросы истории Колхиды и Иберии по данным греческих источников. – В кн.: Проблемы античной истории и культуры (доклады XIV международной конференции античников социалистических стран «Эйрене»), т. I. Ереван, 1979.

 

Каухчишвили 1980 = Т. С. Каухчишвили. О некоторых сведениях Ликофрона и его схолиастов. – В кн.: Кавказ и Средиземноморье. Тбилиси, 1980.

 

Климов 1964 = Г. А. Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва, 1964.

 

Климов 1973 = Г. А. Климов. Дополнения к этимологическому словарю картвельских языков. – В кн.: Этимология, 1971. Москва, 1973.

 

Климов 1979 = Г. А. Климов. Картвельские языки. – В кн.: Языки Азии и Африки, т. III. Москва, 1979.

 

Кондратов/Шеворошкин 1970 = А. М. Кондратов/В. В. Шеворошкин. Когда молчат письмена. Москва, 1970.

 

Крачковский 1963 = И. Ю. Крачковский. Коран. Перевод и комментарии И. Ю. Крачковского. Москва, 1963.

 

Куфтин 1941 = Б. А. Куфтин. Археологические раскопки в Триалети. Тбилиси, 1941.

 

Латышев = В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – Вестник древней истории, 1947, № 1-4; 1948, № 1-4; 1949, № 1-4.

 

Линч 1910 = Х. Ф. Б. Линч. Армения. Путевые очерки и этюды. Тифлис, 1910.

 

Ломоури 1979 = Н. Ломоури. К истории Понтийского царства. Тбилиси, 1979.

 

Лордкипанидзе 1965 = Г. А. Лордкипанидзе. Некоторые вопросы истории Колхиды II-I вв. до н. э. – Мацне, 1965, № 2.

 

Лордкипанидзе 1970 = Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды. Тбилиси, 1970.

 

Лордкипанидзе 1979 = О. Лордкипанидзе. Древнняя Колхида. Тбилиси, 1979.

 

Максимова 1951 = М. И. Максимова. Примечания. – В кн.: Ксенофонт. Анабасис. Перевод, статья и примечания М. И. Максимовой. Москва-Ленинград, 1951.

 

Максимова 1956 = М. И. Максимова. Античные города юго-восточного Причерноморья. Москва-Ленинград, 1956.

 

Манандян 1940 = Я. А. Манандян. Маршруты понтийского похода Помпея и путь отступления Митридата в Колхиду. – Вестник древней истории, 1940, № 3-4.

 

Манандян 1944 = Я. А. Манандян. О некоторых проблемах истории древней Армении и Закавказья. Ереван, 1944.

 

Марр 1908 = Н. Я. Марр. Основные таблицы к грамматике древнегрузинского языка с предварительным сообщением о родстве грузинского языка с семитическими. С. Петербург, 1908.

 

Марр 1913 = Н. Я. Марр. К истории термина «абхаз». – Известия императорской Академии наук, 1913.

 

Марр 1913 = Н. Я. Марр. К истории передвижения яфетических народов с юга на север Кавказа. – Известия императорской Академии наук, 1916.

 

Марр 1911-1919 = Н. Я. Марр. Яфетические элементы в языках Армении. – Известия Российской Академии наук, С. Петербург/Петроград, 1911-1919.

 

Марр 1922 = Н. Я. Марр. Надпись Русы II из Маку. – Записки Восточного отделения Русского археологического общества, т. XXV, 1922.

 

Марр 1922а = Н. Я. Марр. Кавказские племенные названия и местные параллели. – Труды комиссии по изучению племенного состава населения России, 5. Петроград, 1922.

 

Марр 1938 = Н. Я. Марр. История термина «абхаз». – В кн.: Марр, Н. Я. О языке и истории абхазов. Москва-Ленинград, 1938.

 

Масальский 1895 = В. М. Масальский. Карсская область. – Энциклопедический словарь, т. XIVA (28). Издатели: Ф. А. Брокгауз, И. А. Ефрон. С. Петербург, 1895.

 

Меликишвили 1950 = Г. А. Меликишвили. Клинообразная надпись урартского царя Русы II из Адылджеваза. – Сообщения Академии наук Грузинской ССР, т. XI, 1950.

 

Меликишвили 1954 = Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси, 1954.

 

Меликишвили 1959 = Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

 

Меликишвили 1960 = Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960.

 

Меликсет-Бек 1957 = Л. М. Меликсет-Бек. К истории появления гуннов в Восточном Закавказье. – Доклады Академии наук Азербайджанской ССР, т. XIII, 1957.

 

Молев 1983 = Е. А. Молев. К вопросу о происхождении династии понтийских Митридатидов. – Вестник древней истории, 1983, № 4.

 

Мусхелишвили 1978 = Д. Л. Мусхелишвили. К вопросу о связях Центрального Закавказья с Передним Востоком в раннеантичную эпоху. – В кн.: საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, I. თბილისი, 1978.

 

Невская 1953 = В. П. Невская. Византий в классическую и эллинистическую эпохи. Москва, 1953.

 

Новосельцев 1976 = А. П. Новосельцев. К вопросу о македонском владычестве в древней Грузии. – В кн.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.

 

Нойман 1976 = Г. Нойман. О языке критского линейного письма А. – В кн.: Тайны древних письмен. Проблемы дешифровки (сборник статей). Москва, 1976.

 

Нойман 1980 = Г. Нойман. Ликийский язык. – В кн.: Древние языки Малой Азии. Сборник статей, под редакцией И. М. Дьяконова и Вяч. Вс. Иванова. Москва, 1980.

 

Орбели 1963 = И. А. Орбели. Город близнецов Διοσκουριός и племя возниц Ήνίοχοι. – В кн.: Орбели, И. А. Избранные труды. Ереван, 1963.

 

Орбели 1963а = И. А. Орбели. Simitose в идалийской надписи и σεμιδαλις, Simila, Similago. – В кн.: Орбели, И. А. Избранные труды. Ереван, 1963.

 

Откупщиков 1980 = Ю. В. Откупщиков. Карийцы в Причерноморье. – В кн.: Кавказ и Средиземноморье. Тбилиси, 1980.

 

Патканов 1877 = К. П. Патканов. Армянская география VII века. Санкт-Петербург, 1877.

 

Периханян 1952 = А. Г. Периханян. К вопросу о рабовладении и землевладении в Иране парфянского времени. – Вестник древней истории, 1952, № 4.

 

Перуцци 1960 = Э. Перуцци. Структура и язык минойских надписей. – Вопросы языкознания, 1960, № 3.

 

Пигулевская 1960 = Н. В. Пигулевская. «Железные ворота» Александра Македонского. – В кн.: Исследования по истории культуры народов Востока. Сборник в честь академика И. А. Орбели. Москва-Ленинград, 1960

 

Пиотровский 1959 = Б. Б. Пиотровский. Ванское царство (Урарту). Москва, 1959.

 

Порт 1800 = Аббат де ла Порт. Всемирный путешестователь, или познание Старого и Нового Света, т. II. Санктпетербург, 1800.

 

Поуп 1976 = М. Поуп. Линейное письмо А и проблема эгейской письменности. – В кн.: Тайны древних письмен. Проблемы дешифровки (сборник статей). Москва, 1976.

 

Прим. ред. = Прим. ред. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – Вестник древней истории, 1947, № 1-4; 1948, № 1-4; 1949, № 1-4.

 

Сванидзе 1937 = А. Сванидзе. Материалы по истории алародийских племен. Тбилиси,  1937.

 

Стратановский 1964 = Страбон. География в 17 книгах. Перевод, статья и комментарии Г. А. Стратановского. Ленинград, 1964.

 

Стратановский 1972 = Г. А. Стратановский. Примечания. – В кн.: Геродот. История в девяти книгах. Ленинград, 1972.

 

Томсон 1953 = Дж. О. Томсон. История древней географии. Москва, 1953.

 

Тревер 1959 = К. В. Тревер. Очерки по истории и культуре кавказской Албании. Москва-Ленинград, 1959.

 

Уварова 1900 = П. С. Уварова. Могильники Северного Кавказа. – В кн.: Материалы по археологии Кавказа, т. VIII. Москва, 1900.

 

Услар 1881 = П. Услар. Древнейшие сказания о Кавказе. Тифлис, 1881.

 

Услар 1889 = П. Услар. Этнография Кавказа. Языкознание, III, Аварский язык. Тифлис, 1889.

 

Ушаков 1946  = Н. П. Ушаков. К походам урартийцев в Закавказье в IX и VIII вв. до н. э. – Вестник древней истории, 1946, № 2. 

 

Хазарадзе 1973 = Н. В. Хазарадзе. Гекатеевы матиены. – В кн.: Вопросы древней истории (Кавказско-ближневосточный сборник, IV). Тбилиси, 1973.

 

Хазарадзе 1973а = Н. В. Хазарадзе. К вопросу о локализации матиенов в свете древнегреческих источников VI-V вв. до н.э. – Историко-филологический журнал, 1973, № 2. Ереван.

 

Хазарадзе 1979 = Н. В. Хазарадзе. Античная письменная традиция и вопрос о расселении мосхов в VI-V вв. до н. э. – В кн.: Проблемы античной истории и культуры (доклады XIV международной конференции античников социалистических стран «Эйрене»), т. I. Ереван, 1979.

 

Харутджунян 1979 = Н. В. Харутджунян. Биаинли (Урарту). Ереван, 1979.

 

Хаханов 1903 = А. С. Хаханов. Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии. Тифлис, 1903.

 

Шмидт 1931 = Р. В. Шмидт. Металлическое производство в мифе и религии античной Греции. – Известия Государственной Академии истории материальной культуры, т. IX, вып. 8-10, 1931.

 

Чэдуик 1976 = Дж. Чэдуик. Дешифровка линейного письма Б. – В кн.: Тайны древних письмен. Проблемы дешифровки (сборник статей). Москва, 1976.

 

Цагаева 1971 = А. Д. Цагаева. Топонимия Северной Осетии.  1971.

 

Эмин 1861 = Н. Эмин. Всеобщая история Вардана Великого. Москва, 1861.

 

 

Adontz 1946 = N. Adontz. Histoire d’Arménie. Les origines, du Xe siécle au VIe (av. J. C.). Paris, 1946.

 

Allen 1960 = W. E. D. Allen. Ex Ponto, V. Heniochi-Aea-Hayasa. – Bedi Kartlisa, Revue de kartvélologie, VIII-IX, 34-35, 1960.

 

Allen 1964 = W. E. D. Allen. Trivia Historiae Ibericae. – Bedi Kartlisa, Revue de kartvélologie, vol. XVII-XVIII, № 45-46. Paris, 1964.

 

Andreas 1895 = F. C. Andreas. – In: Recueil, vol. XVIII, 1895.

 

Andreus 1955 = P. B. S. Andreus. The Mycenaean name of the land of Achaiens. – Revuè Hittite et asianique, t. XIII, fasc. 56, 1955.

 

Barnett 1975 = R. D. Barnett. The Sea Peoples. – In: History of the Middle East and the Aegean region c. 1380-1000 B. C. The Cambridge Ancient History (3rd edition), vol. II, pt 2. Cambridge, 1975.

 

Barnett 1975a = R. D. Barnett. Phrygia and the peoples of Anatolia in the Iron Age. – In: History of the Middle East and the Aegean region c. 1380-1000 B. C. The Cambridge Ancient History (3rd edition), vol. II, pt 2. Cambridge, 1975.

 

Benseler 1981 = Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch. Bearbeitet von A. Kaegi. Leipzig,  1981.

 

Bossert 1942 = H. Th. Bossert. Altanatolien. Berlin, 1942.

 

Brunt 1962 = P. A. Brunt. Persian accounts of Alexander’s campaigns, - Classical Quarterly, vol. 66, 1962.

 

Budge & King 1902 = E. A. W. Budge & L. W. King. Annals of the kings of Assyria, vol. I. London, 1902.

 

Burney 1956 = C. Burney. Northern Anatolia before classical times. – Anatolian Studies, vol. VI, 1956.

 

Carpenter 1948 = R. Carpenter. The Greek penetration of the Black Sea. – American Journal of Archaeology, vol. 52, 1948.

 

Clarke 1870 = H. Clarke. – In: Ausland, № 51, 1870, ix. Сборник сведений о Кавказе, т. I. Тифлис, 1871.

 

Cornelius 1973 = F. Cornelius. Geschichte der Hethiter. Darmstadt, 1973.

 

Dinçol & Yakar 1974 = A. M. Dinçol & J. Yakar. The theories on the localization of Nerik reconsidered. – Belleten, cilt XXXVIII, no. 152, 1974.

 

Durbin 1971 = G. E. S. Durbin. Iron Age pottery from the provinces of Tokat and Sivas. – Anatolian Studies, vol. XXI, 1971.

 

Duru 1979 = R. Duru. Keban Projesi Değirmentepe kazisi 1973. Ankara, 1979.

 

Dzidzigouri 1983 = Ch. Dzidzigouri. Basques et Géorgiens. Tbilissi, 1983.

 

Ebeling 1928 = E. Ebeling. Abešla. – In: Reallexikon der Assyriologie, Bd I. Berlin, Leipzig, 1928.

 

Ebeling 1938 = E. Ebeling. Birtu. – In: Reallexikon der Assyriologie, Bd II. Berlin, Leipzig, 1938.

 

Encyclopaedia Britannica 1964 = Encyclopaedia Britannica, 1964, vol. 18 (Pontus).

 

Esin 1970 = U. Esin. Tepecik excavations 1968. – In: Keban Project, 1968 Summer work. Ankara, 1970.

 

Esin 1971 = U. Esin. Tepecik excavations 1969. – In: Keban Project 1969 activities. Ankara, 1971.

 

Forrer & Unger 1928 = E. Forrer & E. Unger. Alzi. – In: Reallexikon der Assyriologie, Bd I. Berlin, Leipzig, 1928.

 

Franck 1966 = I. Franck. Sources classiques concernant le Cappadoce. – Revue Hittite et Asianique, t. 24, 1966.

 

Friedrich 1952 = J. Friedrich. Hethitisches Wörterbuch. Heidelberg, 1952.

 

Friedrich 1960 = J. Friedrich. Hethitisches Elementarbuch, I (2. Auflage). Heidelberg, 1960.

 

Frisk 1970 = H. Frisk. Griechisches etymologisches Wörterbuch, Lief. 22. Heidelberg, 1970.

 

Furnée 1982 = E. J. Furnée. Beiträge zur Georgischen Etimologie. Fasc. 1. Georgisch-vorgriechische, georgisch-vorromanische und georgisch-vorindogermanische Materialien. Leuven, 1982.

 

Garitte = G. Garitte. Documents pour l’étude du livre d’Agathange. Studi e testi, 127. Vatican, 1946.

 

Garstang & Gurney 1959 = J. Garstang & O. R. Gurney. The geography of the Hittite Empire. London, 1959.

 

Gladston 1876 = W. E. Gladston. Homeric synchronism. London, 1876.

 

Götze 1936 = A. Götze. Hethiter, Churriter und Assyrer. Hauptlinien der Vorderasiatischen Kulturentwicklungen im II. Jahrtausend v. Chr. Geb. Oslo, 1936.

 

Goetze 1957 = A. Goetze. Kleinasien. Kulturgeschichte des Alten Orients (zweite, neubearbeitete Auflage). München, 1957.

 

Goetze 1957a – A. Goetze. The roads of Northern Cappadocia in Hittite times. – Revue Hittite et Asianique, t. 15, fasc. 61, 1957.

 

Gordon 1962 = C. H. Gordon. Minoica. – Journal of Near Eastern Studies, vol. XXI, 1962.

 

Gordon 1966 = C. H. Gordon. Evidence for the Minoan language. New Jersey, 1966.

 

Gray & Cary 1964 = C. B. Gray & M. Cary. The reign of Darius. – In: The Cambridge Ancient History, vol. IV. Persian Empire and the West. Cambridge, 1964.

 

Güterbock 1961 = H. G. Güterbock. The north-central area of Hittite Anatolia. – Journal of Near Eastern Studies, vol. XX, 1961.

 

Haas 1977 = V. Haas. Magie und Mythen im Reich der Hethiter, Bd I. Vegetationskulte und Pflanzenmagie. Hamburg, 1977.

 

Harrison 1982 = C. M. Harrison. Persian names on coins of Northern Anatolia. – Journal of Near Eastern Studies, vol. 41, 1982.

 

Hauptmann 1969/1970 = H. Hauptmann. Norşun Tepe, Historische Geographie und Ergebnisse der Grabung 1968-1969. – Istanbuler Mitteilungen, Bd 19/20, 1969/1970.

 

Hauptmann 1971 = H. Hauptmann. Die Grabungen auf dem Norşun Tepe, 1969. – In: Keban Project 1969 activities. Ankara, 1971.

 

Hauptmann 1974 = H. Hauptmann. Die Grabungen auf dem Norşun Tepe, 1971. – In: Keban Project 1971 activities. Ankara, 1974.

 

Hauptmann 1976 = H. Hauptmann. Die Grabungen auf dem Norşun Tepe, 1972. – In: Keban Project 1972 activities. Ankara, 1976.

 

Heubeck 1957 = A. Heubeck. Linear B und das ägäische Substrat. – Minos, vol. 5, 1957.

 

Hübschmann 1904 = H. Hübschmann. Die altarmenischen Ortsnamen (mit Beitragen zur historischen Topographie Armeniens). Indogermanischen Forschungen, Bd XVI. Strasbourg, 1904.

 

Hüsing 1933 = G. Hüsing. Die Völker alt-Kleinasiens und am Pontos. Wien, 1933.

 

Hutchison 1956 = R. W. Hutchison. A tholos tomb on the Kephala. – Annual of the British Schooll of Archaeology at Athens, vol. LI, 1956.

 

Jesus 1980 = P. S. de Jesus. The development of prehistoric mining and metallurgy in Anatolia. Oxford, 1980.

 

Jonnés 1861 = M. de Jonnés. Ethnogénie Caucasienne. Paris, 1861.

 

Kammenhuber 1976 = A. Kammenhuber. Die hethitische Göttin Inar. – Zeitschrift für Assyriologie und vorderasiatische Archäologie, Bd 66, 1976.

 

KBo 1916 = Keilschrifttexte aus Boghazköi, Bd 2. Leipzig, 1916.

 

KBo 1955 = Keilschrifttexte aus Boghazköi, Bd 12. Berlin, 1955.

 

Kekelidze 1964 = K. Kekelidze. Chronique d’Hippolyte et l’historien Géorgien Leonti Mroveli. – Bedi Kartlisa, Revue de kartvélologie, vol. XVII-XVIII, № 45-46. Paris, 1964.

 

Kiepert 1887 = H. Kiepert. Manuel de géographie ancienne. Paris, 1887.

 

King 1983 = C. King. Who is that cloaked man? Observations on early fifth century B. C. pictures of the Golden Fleece. – American Journal of Archaeology, vol. 87, 1983.

 

Kitchell 1983 = K. F. Kitchell. New evidence for the Cretan ΑΡΙΑΙΟΙ coinage. – American Journal of Archaeology, vol. 87, 1983.

 

Koşay 1944 = H. Z. Koşay. Ausgrabungen von Alaca Höyük. Ein Vorbericht über die im Auftrage der Türkischen Geschichtskommission im Sommer 1936 durchgeführten Forschungen und Entdeckungen. Ankara, 1944.

 

Koşay 1951 = H. Z. Koşay. Alaca Höyük kazısı, 1937-1939 daki çalışmalara ve keşiflere ait ilk rapor. Ankara, 1951.

 

Kretschmer 1955 = P. Kretschmer. Das sardonische Lachen. – Glotta, Bd XXXIV, H. 1/2, 1955.

 

Kretschmer 1934 = P. Kretschmer. – Glotta, Bd XXII, 1934.

 

KUB I-XXXII, 1921-1942 = Keilschrifturkunden aus Boghazköi. Staatliche Museen zu Berlin, Vorderasiatische Abteilung.

 

Lehmann-Haupt 1926 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt, Bd II, H. 1, 1926.

 

Lehmann-Haupt 1928 = C. F. Lehmann-Haupt. Siegl vom Kentritis bis Trapezunt, – Gnomon, Bd IV, H. 6, 1928.

 

Lehmann-Haupt 1937 = C. F. Lehmann-Haupt. On the origins of the Georgians, – Georgica, a Journal of Georgian and Caucasian Studies, Nos. 4-5, 1937.

 

Lehmann-Haupt 1921 = C. F. Lehmann-Haupt. Satrap, in: Pauly-Wissowa-Kroll. Realenzyklopädie der klassischen Altertums, II a (Sarmatia – Selinos), 1921.

 

Lenormann 1880 = F. Lenormann. Les origins de l’histoire d’apres la Bible et les traditions des peoples orientaux, t. II. Paris, 1880.

 

Loon 1973 = M. N. van Loon. Architecture and general finds. The excavations at Korucutepe, Turkey, 1968-1970: Preliminary report. – Journal of Near Eastern Studies, vol. 32, 1973.

 

Loon 1980 = M. N. van Loon. Conclusions. – In: Korucutepe. Final report on the excavations of the Universities of Chicago, California (Los Angeles) and Amsterdam in the Keban Reservoir, Eastern Anatolia 1968-1970, vol. 3, edited by M. N. van Loon. Amsterdan, New York, Oxford, 1980.

 

Loon 1980a = M. N. van Loon. The other Early Iron Age finds. – In: Korucutepe. Final report on the excavations of the Universities of Chicago, California (Los Angeles) and Amsterdam in the Keban Reservoir, Eastern Anatolia 1968-1970, vol. 3, edited by M. N. van Loon. Amsterdan, New York, Oxford, 1980.

 

Macqueen 1975 = J. G. Macqueen. The Hittites and their contemporaries in Asia Minor. Southampton, 1975.

 

Marquart 1901 = J. Marquart. Eranšahr nach der Geographie des Ps. Moses Xorenaci. Abhandlungen der königlichen Gesellschaft der Wissenschaften zu Göttingen. Phil.-hist. Klasse, N. F. Berlin, 1901.

 

Marquart 1930 = Südarmenien und die Tigrisquellen, nach griechischen und arabischen Geographien. (Studien zur Armenischen Geschichte, Bd 4). Wien, 1930.

 

Mee 1978 = Ch. Mee. Aegean trade and settlement in Anatolia in the second millennium B. C. – Anatolian Studies, vol. XXVIII, 1978.

 

Mellaart 1967 = J. Mellaart. The Neolithic of the Near East. London, 1967.

 

Mellaart 1967a = J. Mellaart. Çatal Hüyük. A Neolithic town in Anatolia. London-Southampton, 1967.

 

Mellink 1974 = M. J. Mellink. Archaeology in Asia Minor. – American Journal of Archaeology, vol. 78, 1974.

 

Migne = J.-P. Migne. Patrologiae cursus completus. Series Graeca, Paris, 1857-1866.

 

Mommsen 1919 = Th. Mommsen. Römische Geschichte, Bd V. Berlin, 1919.

 

Montpéreux 1844 = D. de Montpéreux. Voyage autour du Caucase, t. IV. Paris, 1844.

 

Müllenhoff 1892 = K. V. Müllenhoff. Deutsche Altertumskunde, II. Berlin, 1892.

 

Mülleri 1885 = Th. Mülleri. Fragmenta historicum graecorum, vol. I. Paris, 1885.

 

Neumann 1960/1961 = G. Neumann. Weitere mykenische und minoische Gefäßnam. – Glotta, Bd XXXIX, H. ¾, 1960/1961.

 

Otten 1959 = H. Otten. Ritual bei Erneuerung von Kultsymbolen hethithischer Schutzgottheiten. – In: Festschrift Johannes Friedrich. Heidelberg, 1959.

 

Otten 1972 = H. Otten. alipinu. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatischen Archäologie, Bd 4, Lief. 1, 1972.

 

Otten 1973 = H. Otten. Eine althethithische Erzählung um die Stadt Zalpa. Studien zu den Boğazköy-Texten 17. Wiesbaden, 1973.

 

Otten 1980 = H. Otten. Karatapaa. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatischen Archäologie, Bd 5, Lief. 5-6, 1980.

 

Otten 1980a = H. Otten. Katapa. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatischen Archäologie, Bd 5, Lief. 7-8, 1980.

 

Özğüç 1980 = T. Özğüç. Excavations at the Hittite site, Maşat Höyük: palace, archive, Mycenaean pottery. – American Journal of Archaeology, vol. 84, 1980.

 

Özğüç & Akok 1958 = T. Özğüç & M. Akok. Horoztepe. Eski tunç devri mezarliği ve iskân yeri. Ankara, 1958.

 

Packard 1974 = D. W. Packard. Minoan Linear A. London, 1974.

 

Pape 1884 = M. Pape. Wörterbuch des Griechischen Eigennamen, dritte Auflage, erste Hälfte. Braunschweig, 1884.

 

Paradissis 1972 = Al. Paradissis. Fortresses and castles of Greece, vol. I. Athens-Thessaloniki, 1972.

 

Paradissis 1972a = Al. Paradissis. Fortresses and castles of Greece, vol. II. Athens, 1972.

 

Peeters 1932 = P. Peeters. Les débuts du christianisme en Géorgie d’après les sources hagiographiques. – Analecta Bollandiana, vol. 50, 1932.

 

Pope 1956 = M. Pope. Cretan axe-heads with Linear A inscriptions. – Annual of the British Schooll of Archaeology at Athens, vol. LI, 1956.

 

Popko 1975 = M. Popko. Zum hethitischen (kuš)kurša. – In: Altorientalische Forschungen, Bd 2, 1975.

 

Popko 1976 = M. Popko.Anatolische Schutzgottheiten in Gestalt von Vliesen. – Acta Antiqua Academiae Scientiarum Hungaricae, tomus 22 (1974). Budapest, 1976.

 

Pugliese Carratelli 1957 = G. Pugliese Carratelli. Sulle epigrafi in lineare A di carattere sacrale. – Minos, vol. V, no. 2, 1957.

 

Puhvel 1964 = J. Puhvel. Anatolian language. – Encyclopaedia Britannica 1964, vol. 1, 1964.

 

Rawlinson 1875 = G. Rawlinson. History of Herodotus, vol. IV. London, 1875.

 

Reinach 1890 = Th. Reinach. Mithridate Eupator roi de Pont. London, 1890.

 

Robinson 1920 = E. S. G. Robinson. A find of coins of Sinope, - Numismatic Chronicle, 1920.

 

Safrastian 1937 = A. Safrastian. The urri-lands. – Georgica, a Journal of Georgian and Caucasian Studies, Nos. 4-5, 1937.

 

Salia 1983 = K. Salia. Histoire de la nation Géorgienne (deuxième edition). Paris, 1983.

 

Salvini 1980 = M. Salvini. Katarza. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatischen Archäologie, Bd 5, Lief. 7-8, 1980.

 

Schanz 1911 = M. Schanz. Geschichte der römischen Literatur, Bd II, H. 1. München, 1911.

 

Schroeder 1922 = O. Schroeder. Keilschrifttexte aus Assur, historischen Inhalts, Bd II. Leipzig, 1922.

 

Schmitt 1980 = R. Schmitt. Kappadoker. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatische Archäologie, Bd

5, Lief. 5-6. Berlin-New York, 1980.

 

Schuler 1965 = E. von Schuler. Die Kaškäer. Ein Beitrag zur Ethnographie des alten Kleinasien. Berlin, 1965.

 

Schwarz 1894 = F. Schwarz. Sintflut und Völkerwanderungen. Stuttgart, 1894.

 

Shanidze 1982 = A. Shanidze. Grammatik der altgeorgischen Sprache. Tbilissi, 1982.

 

Sommer & Falkenstein 1938 = F. Sommer & A. Falkenstein. Die hethitisch-akkadische Bilingue des attušili I (Labarna II). München, 1938.

 

Starke 1983 = F. Starke. Labarna. – In: Reallexikon der Assyriologie und vorderasiatischen Archäologie, Bd 6, Lief. 5-6, 1983.

 

Stein 1883 = H. Stein. Herodotos, Bd I. Berlin, 1883.

 

St.-Martin 1847 = V. St.-Martin. Recherches sur les populations primitives et les plus ancienns traditions du Caucase. Paris, 1847.

 

Tarn 1948 = W. W. Tarn. Alexander the Great, vol. II. Cambridge, 1948.

 

Toumanoff 1963 = C. Toumanoff. Studies in Christian Caucasian History. Georgetown University (Washington D.C.), 1963.

 

Tseretheli 1935 = M. Tseretheli. The Asianic (Asia Minor) elements in national Georgian paganism. – Georgica, vol. I, no. 1. London, 1935.

 

Weidner 1923 = E. F. Weidner. Politische Dokumente aus Kleinasiens. – In: Boghazköy Studien, Bd VIII. Leipzig, 1923.

 

Wertime 1980 = Th. A. Wertime. The pyrotechnologic background. – In: The coming of the Age of Iron. Th. A.

 

Wertime & J. D. Muhly (eds.). New Haven, London, 1980.

 

Winn 1980 = M. M. Winn. The Early Iron Age pottery. – In: Korucutepe. Final report on the excavations of the Universities of Chicago, California (Los Angeles) and Amsterdam in the Keban Reservoir, Eastern Anatolia 1968-1970, vol. 3, edited by M. N. van Loon. Amsterdan, New York, Oxford, 1980.

 

Yakar 1976 = J. Yakar. Hittite involvement in Western Anatolia. – Anatolian Studies, vol. XXVI, 1976.

 

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

 

 

    &

 

http://kavtaradze.wetpaint.com/

 

     &

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

 

წიგნში წარმოდგენილი ზოგიერთი საკითხის განსხვავებული ინტერპრეტაციისათვის

იხ.:

http://www.scribd.com/doc/33682539/