დავიბრუნოთთბილისის დრო - Giorgi Kavtaradze

 

 

დავიბრუნოთთბილისის დრო

 

 

სულ მალე, მარტის ბოლოსა თუ აპრილის დასაწყისში, საათის ისრების ერთი საათით წინ გადაყვანით გადავდივართზაფხულის დროზე”, მაგრამ იშვიათად თუ ვითვალისწინებთ, რომ დრო ჩვენში ისედაც 1930 წლის 16 ივნისის სსრკ სახკომსაბჭოს საგანგებო დეკრეტით უკვე იყო ერთი საათით წინ გადაწეული. ეს რეფორმა განსაკუთრებით გამართლებული ჩანს ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებისათვის; ამ გზით ხომ დიდძალი ელექტროენერგია იზოგება ჩრდილოეთის ზამთრის ხანმოკლე დღის პირობებში (ადრე იწყება და, შესაბამისად, ადრე - დაღამებამდე მთავრდება სამუშაო დღე).

ამრიგად, აპრილიდან ოქტომბრამდე, “დეკრეტული დროისადა შემდეგ უკვეზაფხულის დროისშემოღების შედეგად, მთელი ორი საათით ვუსწრებთ ჩვენს გრძედზე მიღებულმსოფლიო დროისმესამე სარტყლისზოლურ დროს”; ანუ საქართველოში ვცხოვრობთ მეხუთე სარტყლის დროით, რომელიც მიღებულია, მაგალითად, ინდოეთის ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მალდივის კუნძულებზე. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ბიოლოგიური არსებაა და ექვემდებარებაბიოლოგიურ რითმსანუბიოლოგიურ საათს” (დღე-ღამის ყოველ საათში ადამიანის ორგანიზმს განსხვავებული ბიოლოგიური მდგომარეობა აქვს), აშკარა გახდება, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი დაშორება მზის ბუნებრივი ციკლიდან მისთვის სასარგებლო არ უნდა იყოს. განსაკუთრებით ზარალდება ამით ადამიანის ნერვული სისტემა. ბუნებრივი დროის ორსაათიანი კორექტირების შედეგად ჩვენში ხომ ზაფხულობით მხოლოდ 22 საათის შემდეგ ღამდება (მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საქართველოსა და მოსკოვის ტელევიზია ყველაზე საინტერესო გადაცემებს პროგრამავრემიასდამთავრების - 23 საათის შემდეგ იწყებს და დიდი თუ პატარა ხშირად ძილის ხარჯზე ღამის 2-3 საათამდე უზის ტელეეკრანს). როგორც ირკვევა, არანაკლებ საზიანო ყოფილა აღნიშნული რეფორმა ჩრდილოეთში მცხოვრებთა ჯანმრთელობისათვის. უმთავრესად სწორედ ამ მიზეზით გადადიან წელს, მარტის დამლევს, ესტონეთშიდეკრეტული დროიდან” “ზოლურ დროზე”. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, ბევრი სირთულისა და უხერხულობის გამომწვევი ის გარემოებაც, რომ განსხვავება დროის მხრივ ესტონეთსა და მასთან საზღვაო ურთიერთობის მქონე სხვა ქვეყნებს შორის ამჟამად ორ-სამ საათს აღწევს. დღეს, როდესაც ისახება საზღვარგარეთთან საქართველოს პირდაპირი მრავალმხრივი კონტაქტების პერსპექტივები, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო გზით, მსგავსი პრობლემები ჩვენშიაც იჩენს თავს; არადა, ჩვენს მეზობლად მდებარე თურქეთში, რომლის ტერიტორიაც სანახევროდ ჩვენსავე სარტყელზეა განლაგებული, “ზოლური დროორი საათითჩამოგვრჩება”, ხოლო ჩვენგან აღმოსავლეთით შორს გადაჭიმული ირანის მთელ ტერიტორიაზე დრო ნახევარი საათით უფროდასავლურიაჩვენ დროსთან შედარებით, თვით ზამთარშიაც (ანუ ჩვენიზაფხულის დროისგაუთვალისწინებლად). გარე სამყაროსთან ურთიერთობისას შედარებით უფროდასავლური დროისადმიკუთვნილების უპირატესობაზე უნდა მიუთითებდეს თუნდაც ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქი - მოსკო, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ერთად, “მსოფლიო დროისმესამე სარტყელში უნდა ექცეოდეს, იმთავითვე მოთავსებული იყო მეორე, უფრო დასავლეთით მდებარე, სარტყელში.

თავისთავად ცხადია უნდა დაისვას საკითხი, თუ რამდენად საზარალო იქნება ბუნებრივ, ანუ ჩვენი სარტყლისზოლურ დროზედაბრუნება ჩვენი ეკონომიკისათვის? გარდა იმისა, რომდეკრეტული დრონაკლებად ეფექტური ჩანს ჩვენში, სამხრეთული, საკმაოდ ხანგრძლივი ზამთრის დღის გამო, “ზოლურ (სარტყლის) დროზეგადასვლა სადღეისოდ შექმნილ ვითარებაში, ვფიქრობთ, მხოლოდ სარგებლობას მოიტანდა. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ უახლოეს დღეებში მუშაობას შეწყვეტს რაზდანის ატომური ელექტროსადგური, ხოლო ელექტროენერგიის მოსალოდნელი დეფიციტი, როგორც ცნობილია, სომხეთთან ერთად უნდა გაინაწილონ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ამიერკავკასიის რესპუბლიკებში სამუშაო დღის არაერთდროულად დაწყება-დამთავრება კი რეგიონის ერთიანი ელექტროსისტემის მკვეთრ გადატვირთვას თავიდან აგვაცილებდა. ეს დიდი შეღავათი იქნებოდა ელექტროენერგიის სხვა წყაროების მოძიებამდე, როდესაც შეიქმნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენზე უფრო აღმოსავლეთით მდებარე სომხეთი და აზერბაიჯანიც გადმოსულიყო ამავეზოლურ დროზე”. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, იგი თავისთავად, ყველგან და ყოველთვის, მზის ბუნებრივ ციკლზე დაფუძნებულ, ამა თუ იმ სარტყლისზოლურ დროზეადამოკიდებული.

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გამართლებული იქნება თუ დავიბრუნებთ ჩვენთვის ბუნებრივ - ნამდვილთბილისის დროს”. ამისათვის საჭიროა -უარი ვთქვათ თითქმის სამოცი წლის წინ  შემოღებულდეკრეტულ დროზე”, რომელმაც მნიშვნელოვანწილად დაკარგა თავისი ფუნქციაზაფხულის დროისშემოღების შედეგად, და ამა წლის მარტის დამლევს საქართველოს ტერიტორიაზე საათის ისრები წინ აღარ გადავწიოთ, ხოლო სექტემბერში უკან დავაბრუნოთ ერთი საათით.

თუ ჩვენ გადავალთ ჩვენი სარტყლისზოლურ დროზე”. მაშინ სხვაობამსოფლიო დროსთან”, რომელიც ნულოვანი (ანუ ინგლისში, გრინვიჩის ძველ ობსერვატორიაზე გამავალი) მერიდიანის მიხედვით არის განსაზღვრული, საქართველოსათვის ოთხი საათიდან (“ზაფხულის დროისჩათვლით - ხუთი საათიდან) დაიყვანება ჩვენთვის ბუნებრივ სამ საათამდე, ხოლო ჩვენ შუადღე ოდინდელივით ისევ შუადღისას გვექნება და შუაღამე - შუაღამისას. ახალი წლის დადგომასაც მისთვის განკუთვნილ დროს შევხვდებით და არა ერთი საათით უფრო ადრე, როგორც ამჟამად.

                                                                       

გიორგი ქავთარაძე

 

ახალგაზრდა კომუნისტი”, 1989 წლის 21 თებერვალი, გვ. 6

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html