დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი სამეფო ქალაქის ლოკალიზაციისათვის. Giorgi Kavtaradze. Towards the Location of the Ancient "Royal City" of Daiaeni/Diaukhi (in Georgian)

 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

ქართველური მემკვიდრეობა, IX

 

 

ქუთაისი

 

2005

 

 

 

 

Kutaisi Akaki Tsereteli State University

 

 

Kartvelian Heritage, IX

 

 

Kutaisi

 

2005

 

ISSN 1512-09-53

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

 

დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი სამეფო ქალაქის ლოკალიზაციისათვის

 

 

დაიაენი/დიაუხის ქვეყანა, მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით (Меликишвили, 1950, 26-42), ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების ტაქი) რაიონში (Mанандян,1956, 19; Nashef, 1982, 77). შენიშნულია, რომ სომხური და ქართული წყაროების ტაქი/ტაო ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს (.მუსხელიშვილი, 1980, 164). დაიაენი ასურულ ეპიგრაფიკულ წყაროებში წარმოდგენილია Daiaeni ან Daian- ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში Diauḫi ან Diaueḫi ფორმას.

 

შენიშვნა: უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრებით, ტერმინი "--" ურარტული დამწერლობაში ქართველური ბგერების გადაცემის წესის მიხედვით იწერებოდა di-a-u-ḫi და იკითხებოდა ṭaoḫi (.ქურდიანი, 2003, 74, 75). თუკი მოვახდენთ ამ ვარაუდის ექსტრაპოლირებას ასურულ ლურსმულ წარწერებში დადასტურებულ და იმავე ქვეყნის აღმნიშვნელ ტერმინზე "დაიაენი",  შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისი საწყისი ფორმა უნდა ყოფილიყო "ტაიაენი", საკმაოდ ახლო მდგომი მრავლობითი რიცხვით ნაწარმოებ ძველ ქართულ ტერმინთან "ტაონი". ვითვალისწინებთ ქართულში ხმოვანთკომპლექსის მიდრეკილებას ერთმარცვლოვნობისაკენ (.ფუტკარაძე, 1999, 62-68) და იმ გარემოებას, რომ ამავე რეგიონის ტოპონიმიკის ამსახველ ურარტულ წყაროებში დადასტურებულია სავარაუდოდ ""-არიანი მრავლობითით გაფორმებული დიაუხის შემადგენელი ქვეყნების აღმნიშვნელი ფორმები: "ბიანი" და "ხუშანი" (Меликишвили, 1960, 247; შდრ., .მუსხელიშვილი, 2004, 8, 9).

 

დაიაენის ქვეყნის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. . 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ. . 1112 . წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე დაიაენი ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და "ზედა" ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული  (Lehmann-Haupt, 1931, 792, 851; შდრ., . მელიქიშვილი, 1951, 207-209;  Diakonoff, 1984, 69,  127-128).

 

დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს სალმანასარ III-ის (ძვ. . 858-824 წწ.) ძვ. . 856 ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში (.მელიქიშვილი, 1951, 219). "სოხმე//სუხმი" დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრებოდა (.მუსხელიშვილი, 2004, 9).

 

კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის მიერ ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში. სალმანასარი გვამცნობს: "ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში" (სტრ. 102-107; შდრ., .მელიქიშვილი. 1970, 374; Дьяконов, 1951, 299).

 

ეს ამბავი ხდება ძვ. . 844 წელს, თანამედროვე . ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, იქვე, მდინარის სათავის მახლობლად უნდა ყოფილიყო.  (შდრ., მაგ., Salvini,1967, 22).

 

შენიშვნა: მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ ამ მდინარეში, მურათ-სუ (იგივე აღმოსავლეთ ევფრატი, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე "ევფრატის" სახელით (Mеликишвили, 1963, 117; Дьяконов, 1968, 125).

 

მართებულად შენიშნავს . სალვინი, რომ სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების დაიაენი იდენტიფიცირებაზე ურარტული წყაროების დიაუ()ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან  (Salvini, 1995, 22, 55).  ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთი და იმავე ადგილის აღსანიშნავად (Арутюнян, 1957, 97-106).

 

სალმანასარის ცნობის სიზუსტეს ცხადყოფს გასული საუკუნის დასაწყისში, მდ. ტიგროსის სათავესთან, ბირკლინში (. . ტიგროსის გვირაბთან), კლდეზე მიკვლეული მეფის გამოსახულება და ოთხი წარწერა, რომელთა სალმანასარისადმი კუთვნილება . . ლემან-ჰაუპტმა დაადგინა (Lehmann-Haupt, 1926, 430-462).

 

როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლოს მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით "დაუმშვენებია".

ურარტუს მეფის, მენუას (ძვ. . 810 - დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან და ზივინიდან გვამცნობენ, ძვ. . IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებასშაშილუ (URUŠašilu(ni)). ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არიან დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ "შაშილუ" ყოფილიყო. მით უმეტეს,  სალმანასარის მემკვიდრეების შამში-ადად V-ის (ძვ. . 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ. . 810-782 წწ.) დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ. .  IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი დაელაშქრა. მხოლოდ ძვ. .  IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზილითაშის წარწერაში მენუას ფრაზას: "ის ტყვეები (?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად (?)" (შდრ. "Тех пленников (?), (которые) возвратились, (он) вернул полностью (?)", იხ.Арутюнян, 2001, 78, წარწერა 53:17-18); ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ "ტყვეებში", აუცილებლად დიაუხური წარმომავლობის იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გაქცეულნი (შდრ. Меликишвили, 1960, 158, 159, прим. 5).

 

შესაძლოა საქმე ეხებოდეს დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მით უმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც "ძლევამოსილ" ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპითეტით მოხსენიება გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებში" (.მელიქიშვილი, 1951, 208).

 

მენუას იაზილითაშის (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, . ჰორასანიდან  დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) წარწერა იუწყება: "დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა,  იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო" (Меликишвили 1960, 157-159; Арутюнян 2001, 77-79). სოფელ ზივინში (ჰასანკალე პასინლერსა და სარიკამიშს შორის, . ჰორასანიდან დაახლ. 20 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით) ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხოლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: "მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს" (Меликишвили, 1960, 159-160; Арутюнян, 2001, 80). 

 

ვინაიდან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის "სამეფო ქალაქის" შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარე იაზილითაშსა და ზივინშია მიკვლეული, . მელიქიშვილი ვარაუდობდა, რომ იმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული და არც ამავე მხარეში, კერძოდ, ზივინის რაიონში, გამორიცხავდა დიაუხის "სამეფო ქალაქ" შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობას, როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში მენუას მიერ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები (.მელიქიშვილი 1951, გვ.203; იხ., აგრეთვე, Mеликишвили, 1959, 176, 205; Арутюнян, 2001, 523). ზივინთან შაშილუს . დიაკონოვიც აიგივებდა (Diakonoff,  1984, 171n.216). 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით, ზუაინა/ზუა(ნი), მდ. არეზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზილითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით (Атлас 1961, 102, карта: Государство Урарту и сопредельные страны в VIII-VII вв. до н. э...).

 

ურარტული ხანის ზუაინა/ზუა(ნი), თანამედროვე ზივინთან (დღევ. Süngütaşı, დაახლ. 35 კმ . სარიკამიშიდან სამხრეთ-დასავლეთით) გაიგივებისა და იაზილითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუა()თან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ. . 785/80-დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, . არუთიუნიანის აზრით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუა(ნი) ანუ ზივინის მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული და ამასთანავე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მენუას ხანაში დიაუხის ტერიტორია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდ. არეზის სამხრეთით იაზილითაშამდე ყოფილიყო გადაიმული ანუ ჰასანკალე-პასინლერსა და დელიბაბა-ველიბაბას რაიონამდე. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრებელი ხდება, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალ გზასთან დაეტოვებინათ (Арутюнян 2001, 523. თუმცა იაზილითაში, . ჰორასანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმავალი თანამედროვე გზიდან დაახლ. 5 კმ-ით უფრო დასავლეთით მდებარეობს (შდრ. Özkaya 1994, 387, Harita). იაზილითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს, ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა (Kleiss & Hauptmann, 1976, 22, № 156).

 

როგორიც არ უნდა ყოფილიყო დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, ერთი რამ უდავოა, დაახლ. ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ. . 844 წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზილითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლ. 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლ. 160-170 კმ- შეადგენს. იაზილითაში და ზივინი ერზურუმიდან დაახლ. 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე . ჰორასანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს, სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასე მკვეთრად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა.

 

"შაშილუს" ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებელია, რომ მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს) დაახლ. 20-30 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის (თურქ. Tortum-çay) ზედა წელთან მდებარე თორთომის ციხე (თურქ. Tortum-kale) და მისი შემოგარენი.

 

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: "ამ (თორთომის..) ხევს ზეით, თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად". მანვე თორთომის მხარის შემდეგნაირი აღწერილობა დაგვიტოვა: "...თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზეითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველგნით, ვითარცა ჯავახეთი აღვსწერეთ, გარნა არს მოსავლიანი, პირუტყოანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით, კაცნი ვითარცა მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართულითავე, არამედ უბნობენ თურქულსა" (ვახუშტი, 686, 27-28, 687, 1-2, 20-25).

 

აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხისა და თორთომის ხეობის მეორე ციხის აღჯა ყალას მონაცემები ერთმანეთშია აღრეული სამხრეთ საქართველოს 1917 . არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში (.თაყაიშვილი, 1960, გვ. 010 № 149 (შეცდომით აღნიშნულია, რომ "თორთომის ციხეა") და № 150 (შეცდომით აღნიშნულია, რომ "აღჯა-ყალაა"), გვ. 3, ტაბ. 149, 150. სინამდვილეში № 149 აღჯა-ყალაა, ხოლო № 150 თორთომის ციხე, რაშიც არაერთხელ გვქონდა შესაძლებლობა პირადად დავრწმუნებულიყავით. შდრ., აგრეთვე, Sinclair, 1989, 14, pl. 12). ეს აღრევა შეიძლება ვახუშტიდან მომდინარეობდეს; მისეული აღწერილობა, "...თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად" (ვახუშტი, 686, 27-28, 687, 1-2), უფრო აღჯა ყალას მონაცემებისას წააგავს, რომელიც მაღალ კლდეზეა აგებული და თანაც ხეობის შუაგულშია; თორთუმ-კალე კი ხეობის განაპირას, თორთუმ-ჩაისთან მდებარეობს. თორთომის ციხისა და აღჯა ყალას მონაცემების აღრევასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ 1923 წლის საქართველოს ისტორიულ რუკაზე აღჯა ყალას ადგილზე "თორთომის ციხეა"  აღნიშნული, ხოლო თორთომის ციხის ნაცვლად "თორთომი" იკითხება  (ევ. ბარამიძე, 1923).

 

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დიმ. ბაქრაძეს თავის 1873 წლის რუკაზე, თორთომის ციხისУкр.Тортоми») ადგილმდებარეობა სათანადო ადგილას აქვს მინიშნებული (Бакрадзе, 1878, карта: Чурук-су, Адчара и Гурия в 1873 году.); ასევეა . . სინქლერის რუკაზეც (Sinclair, 1989, 4-5).

 

საგულისხმოა, რომ ურარტული ციხე-სიმაგრეები ძირითადად განლაგებული იყო ხეობებისა და ველების განაპირა მხარეებში და არა ცენტრში, განსხვავებით წინაურარტული ხანის ნაგებობებისაგან (Zimansky, 1985, 96). ეს კი შესაძლოა თორთომის ციხის აგების თარიღის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლეოდეს, ვინაიდან რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო დიაუხი ურარტუსთან დაპირისპირებული, ამ სახელმწიფოებრივი ერთეულისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური ხელისუფლების მოდელი და ინსტიტუციონალური სტრუქტურა, გარკვეულად გამოხატული არქეოლოგიური და მიწისზედა ნაშთებით (ციხე-სიმაგრეები, მეგალითური გალავნები), არ უნდა ყოფილიყო დიდად განსხვავებული ურარტულისაგან. როგორც ჩანს, თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი უნდა არსებულიყო (Sinclair, 1989, 14).

 

როგორც უკვე ითქვა, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დაიაენი/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: s და š, r და l, o და u ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა (Mеликишвили, 1960, 46), ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია š- s-, u- o- წაკითხვა (იხ. Diakonoff, 1984, 194n.82; Diakonoff & Kashkai, 1981, xi; Wilhelm, 2004, 122), ტოპონიმი "შაშილუ" უნდა წავიკითხოთ, როგორც "სასირო" ან "სასილო". . მელიქიშვილი ამ ტოპონიმს "სასილო"- ფორმით აღადგენდა (იხ. მელიქიშვილი 1970, 375, 377). 

 

აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხეს დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის თურქული სოფელი საირი (თურქ. Sağır ანუ "ყრუ", ამჟამად . Esen-durak- ანუ "ჯანსაღი ბანაკი", ვახუშტის თქმითაც თორთომი ადგილია "მოსავლიანი, პირუტყანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი"), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა "სასირე" (შდრ., ევ.ბარამიძე, 1923), საკმაოდ ახლო მდგომი ურარტული სამეფო ანალებში დადასტურებულ ტოპონიმ "სასილო"-სთან. შესაბამისად, თუკი ტოპონიმი "სასირე" ურარტული წყაროების "შაშილუ"-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას ფორმა "სასილო"-სთან" შედარებით უპირატესობა უნდა მიენიოს "სასირო"-. სა-სირ-- პარალელური ყალიბია სა-სირ- (.აფრიდონიძე, .მაკალათია, 1980, გვ.287, 289). (თუმცა შავშეთში, სოფ. კუენში, ტყის აღმნიშვნელად დასტურდება ფორმა "სა-სილ-"-, რომელსაც "სა-სირ-"- აღადგენენ) (.ცეცხლაძე, 2000, 66, 247, შენ. 65). ენათმეცნიერთა შეხედულებით, "სა- -" სიტყვათსაწარმოებელი ცირკუმფიქსის მოდელის შემთხვევაში უცნობი ფუძის კვლევა რამდენადმე კომპრომისული გზით უნდა წარიმართოს: უწინარეს ყოვლისა, სავარაუდებელი ხდება "ვინ" ჯგუფის სახელი, მაგრამ პრინციპულად არ გამოირიცხება "რა" ჯგუფის სახელიც, კერძოდ, ქართულ მიკროტოპონიმიკაში დასტურდება ტერმინები: "საცხენო", "სააქლემო ღელე", "საბამბო გზა", "საჯერნო" და სხვ. (.აფრიდონიძე, .მაკალათია, 1980, 287).

 

რაც შეეხება სატომო სახელ mŠaškieḫi-, მასთან ქალაქის სახელწოდება Šašilu  არ უნდა იყოს უშუალო კავშირში, როგორც ამას ზოგჯერ ვარაუდობენ ხოლმე (.მელიქიშვილი, 1951, 211). არგიშთი I-ის ხორხორული მატიანის ერთსადაიმავე წარწერაში (B1), ისინი განსხვავებულ კონტექსტში გვხვდება, ქალაქ შაშილუს ქვეყანა კადასა (KURQada) და აშკალაშის (KURAšqalaši) ქვეყნებთან ერთად, ხოლო შაშკიეხის ტომი არდარაქიხის (mArdarakiḫi), ბალთულხისა (mBaltulḫi) და კაბილუხის (mQabiluḫi) ტომებთან (იხ. Арутюнян, 2001, 186, 187).

 

თორთომის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. . რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს გაყოლებითა და ქართლის ყელის ("გურჯიბოღაზის") გავლით სამხრეთით, . ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის-წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართავთან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

 

შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ სწორედ თორთომის ციხე წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს (Clavijo, 1928); ხოლო 1549 . დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთომის ციხისა და აღჯა ყალას აღებას და თორთომს "გურჯისტანის ქვეყნების" დედაქალაქად მოიხსენიებს (.აბულაძე, 1993, გვ.259). ბევრად უფრო ადრე, XIII საუკუნის მეორე ნახევარში, თორთომის ციხის კედლებთან თურქი ურდოების წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გადაუხდია თაყა ფანასკერტელს, რომელმაც "...მცირე წყობა ყო ციხისა თორთომის ძირსა და (თურქთა) დიდად ავნო..." (ჟამთააღმწერელი, ქც II, 310, 17-19, 311, 9-11; შდრ. ვახუშტი, 249, 3-4, 11-14); ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა.

 

ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებსა და საზოგადოდ ერზურუმის მხარეზე. სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი შაშილუ, რაზედაც აქ ტოპონიმ "სასირეს" არსებობა უნდა მიგვანიშნებდეს (იხ., ზემოთ).

 

შენიშვნა: წინასწარი გამოკითხვით, ესენ-დურაქის მოსახლეობამ მათ სოფელში უხეში, ნაცრისფერი ურლის გამოვლენის შესახებ გვამცნო, რაც შესაძლოა აქ ერზურუმის მხარისათვის დამახასიათებელი ადრერკინის ხანის ნაწარმის არსებობაზე მიგვანიშნებდეს, რომელიც ურარტუს სამეფოს ადრეული პერიოდის სინქრონული უნდა იყოს.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, . პიოტროვსკი ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის ადგილას, რომელიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ არის დაშორებული (იხ. კუფტინი, 1949, 315). ხოლო . . ჰევზენი ამ ქალაქს ბევრად უფრო ჩრდილოეთით, ოროხის შუა დინებასთან ერთ-ერთი მცირე შენაკადის შეერთების ადგილთან მდებარე არსის/ერსისთან ეძებს (Hewsen, 1992, 206n.243, 210n.256).

 

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი დაიაენი/დიაუხის ქვეყანას ხურიტული, ხოლო მეორე ნაწილი ქართველური წარმომავლობის მოსახლეობით დასახლებულად მიიჩნევს (კერძოდ, ქართველური წარმომავლობის ტომთა კონფედერაციად, იხ., მაგ., Suny, 1983, 3). . მელიქიშვილი ქალაქის სახელწოდებაში  Šašiluni და აგრეთვე მამრობითი სქესის პირთა სახელების დეტერმინატივით განსაზღვრულ სახელში Šaški, გამოყოფს "šaš" ელემენტს, მრავალგზის დამოწმებულს ხურიტულ, კერძოდ, . ნუზის ონომასტიკონში (.მელიქიშვილი, 1951, 211). ურის III დინასტიის ხანის მცირე ზაბის ხეობაში განლაგებულ დასახლებულ პუნქტთა სახელთა შორის დასტურდება მსგავსი სახელი Ši-ši-ilki-ის, ხოლო ჰარმალის ძველ ბაბილონურ სახელთა შორის  Ši-il-ši-ilki-ის სახით. თუქულთი-ნინურტა I-ის (ძვ. . 1243-1207 წწ.) წარწერაში და ახალასურულ გეოგრაფიულ ტექსტში ერთი და იგივე ქალაქი იკითხება, URUŠá-ši-la-სა და URUŠi-iš-lu- ფორმით (Astour, 1987, 35).  შაშილუსთან განსაკუთრებით ახლო მდგომი ფორმა, Ša-ši-il-la-ni, გვხვდება ისინ-ლარსის პერიოდის ლარსის მეფის სინ-იდდინამის ერთ-ერთ თიხის ტაბულაზე (Goetze, 1950, 95). ზემოხსენებული სახელწოდებები განიხილება ტოპონიმიკური ინტერრეგიონალური დუპლიკაციის გამოვლინებად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი ეტიმოლოგია გაურკვეველად არის მიჩნეული (Astour, 1987, 35) და ეს მნიშვნელოვან გარემოებად უნდა იყოს მიჩნეული წინამდებარე კვლევის თვალსაწიერიდან.

 

ამ მხრივ გარკვეული დატვირთვა იქნებ ტოპონიმ "სასირო"- მიეცეს, რომელიც შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს; "სასირე" ხომ ძველქართულად "ჩიტების ადგილს" ნიშნავს. ტოპონიმი "სასირეთი" დასტურდება თეძმის ხეობაში და ცხინვალ-სამაჩაბლოს ხეობებში  (იხ. ბაგრატიონი, 1980, 346, 367), ხოლო სოფელ ყვისთავთან (არაში, . ქობულეთის ჩრდილო-დასავლეთით) სამ ადგილას დასტურდება ტოპონიმი "სასირე".

 

შენიშვნა: სამივე ადგილი წარმოადგენს უღელტეხილთა მსგავს დასახლებულ პუნქტთა შემაერთებელ გადასასვლელებს, რომლებსაც ფრინველებიც იყენებენ გადასაფრენად და სადაც ძველად ბადით ძირითადად მიმინოებს ერდნენ ხოლმე (ინფორმაციისათვის დიდ მადლობას მოვახსენებ . ყვისთავის მკვიდრს ბატონ კაკო რომანაძეს). იგივე ტოპონიმი გვხვდება სათესების აღმნიშველადაც, კერძოდ, ქვემო მაახელში მდებარე არის აღმართის სასოფლო საკრებულოში შემავალ სოფელ ანივრში, ორ სათეს ადგილას დასტურდება ტოპონიმი "სასირე", ხოლო ქვემო არის მახუნცეთის საკრებულოში შემავალ სოფელ ბზუბზუში სათესი "სასირია" (.სიხარულიძე, 1958, 52, 128-129).

 

. კლიმოვმა ჩიტის აღმნიშვნელი *სირ- არქეტიპი აღადგინა ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის (Климов, 1964, 163). დღევანდელ ქართულშიც სიტყვა "სირ-" "ჩიტის" მნიშვნელობით ასახულია სიტყვებში: სირ-აქლემ-; სარ--სირ- "ღობემძვრალა" (.ფენრიხი, .სარჯველაძე, 2000, 403). იმის შესაძლებლობას, რომ ტოპონიმი "სასირე/სასირო" საკუთრივ ქართული ენის წიაღში იყოს აღმოცენებული და არა სხვა წარმომავლობის სიტყვის ქართული გააზრების შედეგად მიღებული (რასაც, კვლევის მოცემულ ეტაპზე, ვერ გამოვრიცხავთ), იქნებ მოწმობდეს უკანასკნელ ხანებში გამოთქმული დაკვირვება, ქართულ ენაში ფრინველების სახელებიანი ტოპონიმების კავშირის შესახებ საკულტო მნიშვნელობის ადგილებთან (პირადი ინფორმაცია, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ - მანანა ირაქაძეს). საკულტო და საერო ცენტრების დამთხვევა დამახასიათებელი მოვლენაა ძველი ახლოაღმოსავლური სამყაროსათვის.

 

აღსანიშნავია, რომ მდ. ევფრატის სათავეების მხარეში მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლისა) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება Kargapazarlı dağları ანუ "ყვავთა ბაზრის მთები", ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას Kuş-kuşların baş- ანუ "ჩიტთა თავების მთას" (იხ., Проскуряков ,1905, 70, 71).

 

ზემოაღნიშნული გარემოებანი და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ-კალესა და . ესენ-დურაქის ადგილას, ზემოთ ნავარაუდევი ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ. . IX საუკუნეში არსებული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ამ მხარის არქეოლოგიურ შესწავლას შეუძლია.

 

 

დამოწმებული ლიტერატურა

 

.აბულაძე, 1993 - . აბულაძე. საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში,  საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993

 

.აფრიდონიძე, .მაკალათია, 1980 - . აფრიდონიძე, . მაკალათია. ქართული ოიკონიმები. 3. განმეორებადი პრეფიქსები (ნა-; სა-),  ტოპონიმიკა II, თბ., 1980

 

.ბაგრატიონი, 1980 - იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა,  ტოპონიმიკა, II,  თბ., 1980

 

ევ. ბარამიძე, 1923 - საქართველოს ისტორიული რუკა, შედგენილი ტოპოგრაფ ევ. ბარამიძის მიერ,  თბ., 1923

 

ვახუშტი - ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა,  ქართლის ცხოვრება, . IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973

 

.თაყაიშვილი, 1960 - . თაყაიშვილი, 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში, თბ., 1960

 

.კუფტინი, 1949 - . კუფტინი, საქართველოს ძველი ეთნო- და ტოპონიმიკის ზოგიერთ გაურკვეველ შემთხვევაზე უცხო წყაროებით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . X, № 5, 1949

 

.მელიქიშვილი, 1951 - . მელიქიშვილი, უძველესი სამეფო სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე,  მიმომხილველი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორის ინსტიტუტი), II, 1951

 

.მელიქიშვილი, 1970 - . მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I. თბ., 1970

 

.მუსხელიშვილი, 1980 - . მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბ., 1980

 

.მუსხელიშვილი, 2004 - . მუსხელიშვილი, "დაიაენი" – "დიაოხის" ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობისათვის, ანალები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი), 2004, № 1, თბ., 2004

 

ჟამთააღმწერელი - ქართლის ცხოვრება, . II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959

 

.სიხარულიძე, 1958 - . სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წიგნი I, ბათ.,  1958

 

.ფუტკარაძე, 1999 - . ფუტკარაძე, ხმოვანთკომპლექსთა ტრანსფორმაციისათვის ქართულში,  საენათმეცნიერო ძიებანი, VIII, თბ., 1999

 

.ფენრიხი, .სარჯველაძე, 2000 - . ფენრიხი, . სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. თბ., 2000

 

.ქურდიანი, 2003 - . ქურდიანი, ორი ურარტოლოგიური  ეტიუდი, – ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, თსუ შრომები, № 349, თბ., 2003

 

.ცეცხლაძე, 2000 - . ცეცხლაძე, შავშეთ-იმერხევის ტოპონიმია, ბათ.,  2000

 

Арутюнян 2001 -Н. В. Арутюнян. Корпус Урартских Клинообразных Надписей. Ереван: Издательство «Гитутюн» НАН РА, 2001

 

Атлас 1961 - Атлас Армянской Советской Социалистической Республики. Ереван-Москва, 1961

 

Бакрадзе 1878  - Дм. Бакрадзе. Археологическое Путешествие по Гурии и Адчаре. СПб, 1878

 

Дьяконов, 1951 - И. М. Дьяконов. Ассиро-Вавилонские источники по истории Урарту,  Вестник древней истории, 1951, № 2

 

Дьяконов, 1968 - И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1968

 

Климов, 1964 - Г. А. Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва, 1964

 

Mанандян,1956 - Я. А. Mанандян. О некоторых спорных прооблемах истории и географии древней Армении. Ереван: Айпетрат, 1956

 

Mеликишвили, 1950 - Г. А. Меликишвили. Диауехи (из истории Южного Закавказья в древневосточную эпоху),  Вестник Древней Истории 4, 1950

 

Mеликишвили, 1959 - Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959

 

Меликишвили, 1960 - Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960

 

Меликишвили, 1963 - Г. А. Mеликишвили. Ассирия и “Страны Наири” на рубеже XIIXI вв. до н. э.,  Вестник Древней Истории № 2, 1963

 

Проскуряков, 1905 - Я. С. Проскуряков. Заметки о Турции (Записки Кавказского Отдела Императорского Русского Географического Общества. Книжка XXV, выпуск 1-й.). Тифлис, 1905

 

Astour, 1987 - M. C. Astour. Semites and Hurrians in Northern Transtigris, in: Studies on the Civilization and Culture of Nuzi and the Hurrians, vol. 2. General Studies and Excavations at Nuzi 9/1. Edited by D. J. Owen & M. A. Morrison. Winana Lake, Indiana: Eisenbrauns, 1987

 

Clavijo, 1928 -  R. G. Clavjo. Embassy to Tamerlane 1403-1406 (trans. G. Le Strange. New York & London, 1928

 

Diakonoff, 1984 - M. Diakonoff. The Pre-History of the Armenian People. Translated from the Russian by Lori Jennings. With revisions by the Author. Delmar, New York: Caravan Books, 1984

 

Diakonoff & Kashkai, 1981 - I. M. Diakonoff and S. M. Kashkai. Geographical Names According to Urartian Texts. Répertoire Géographique des Textes Cunйiformes IX. Beihefte zum Tьbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, 1981

 

Goetze, 1950 -A. Goetze. Sin-iddinam of Larsa: New Tablets fro His Reign, – Journal of Cuneiform Studies, vol. 4, 1950

 

Hewsen, 1992 -  Hewsen, R. H. The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac'oyc'), The Long and Short Recensions. Introduction, Translation and Commentary by R. H. Hewsen.Wiesbaden. Beihefte zum Tьbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 77. 1992

 

Lehmann-Haupt, 1926 - C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band I. Berlin/Leipzig 1926.

 

Lehmann-Haupt, 1931 - C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt. Band II, 2. Hälfte. Berlin/Leipzig 1931.

 

Kleiss & Hauptmann, 1976 - W. Kleiss & H. Hauptmann. Topographische Karte von Urartu. Verzeichnis der Fundorte und Bibliographie. Berlin, 1976.

 

Nashef, 1982  - Kh. Nashef. Die Orts- und Gewässernamen der mittelbabylonischen und mittelassyrischen Zeit. Répertoire Géographique des Textes Cunéiformes V. Beihefte zum Tübinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B, Nr. 7. Wiesbaden: Dr. Ludwig Reichert Verlag, 1982.

 

Özkaya, 1994 - V. Özkaya. Erzurum-Horasan-Aliзeyerek Köyü Yüzey Araştırması, – Araştırma Sonuçları Toplantısı, XI. Ankara, 1994

 

Salvini, 1967 - M. Salvini. Nairi e Ur(u)ari, contribumo alla storia della formazione del regno di Uraru (Incunabula Graeca, vol. XVI). Roma, edizioni dell’Ateneo, 1967

 

Salvini, 1995- M. Salvini. Geschichte und Kultur der Urartäer. Darmstadt: wissenschaftliche Buchgesellschaft, 1995

 

Sinclair, 1989 -T. A. Sinclair. Eastern Turkey: an Architectural and Archaeological Survey, vol. II. London: The Pindar Press, 1989

 

Suny, 1983 - R. G. Suny. Editorial, in: Transcaucasia, Nationalism and Social Change (Essays in the History of Armenia, Azerbaijan, and Georgia). Edited by Ronald Grigor Suny. East European Series, no.2. Ann Arbor, 1983

 

Wilhelm, 2004 - G. Wilhelm. Urartian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by Roger D. Woodard. Cambridge: Cambridge University Press, 2004.

 

Zimansky, 1985 - P. E. Zimansky. Ecology and Empire: The Structure of the Urartian State. Studies in Ancient Oriental Civilization, no. 41. Chicago: The Oriental Institute, 1985.

 

 

Giorgi  Kavtaradze

 

Towards the Location of the Ancient "Royal City" of Daiaeni/Diaukhi

 

The country of Daiaeni is mentioned in the inscription of the Assyrian king, Shalmanasar III, which was dated to 844 BC and where he informs us about the fact that he erected his statue in the anonymous city of the king of Daiaeni, Asia when the latter came to him to the source of the Euphrates and "fell before his feet". It is clear that the "Royal City" of Daiaeni was located near the source of the Kara-su (the Western Euphrates), in the territory which is known by Georgian and Armenian tradition as Tao or Taik.

 

An additional information from the point of view of the location of the Asia’s "capital" Daiaeni might be provided by the name of the ‘Royal City" of Diaukhi (Urartian form for Assyrian Daiaeni) – Šašilu – mentioned in the inscription of the Urartian king Menua who destroyed it nearly half a century after the Shalmanasar’s expedition. It seems that Šašilu was situated on the place of the Medieval Georgian village of Sasire (immediately west of the castle of Tortomi or Tortum-kale, on the upper flow of Tortomis-tskali or Tortum-зai, ca 20-30 km north-west of the source of the Euphrates (i. e. Dumlu-su). Such a location of Šašilu and at the same time of Asia’s city seems quite reasonable if we take into account that in the Urartian cuneiform script it is impossible to distinguish from each other the sounds š and s, l and r, u and o. and the above information of the inscription of Shalmanasar that he followed Asia to his anonymous city when the latter came to him exactly to the source of the Euphrates.

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 &

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon