გოგლაჩორეხის პროტოტიპი?

 

საქართველოს კულტურის სამინისტრო

პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი

 

გიორგი ლეონიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი IV და V რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები

 

 

 (მოხსენებათა მოკლე შინაარსები)

 

 

 

 

პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის გამოცემები, 3.

 

 

პატარძეული - თბილისი

 

გამომცემლობა “უნივერსალი”

 

 

2005

 

მუზეუმის ვებ-გვერდი:

http://www.scribd.com/doc/2530246/Leonidze-Family-in-the-19th-Century

 

 

რედაქტორები:

გიორგი ქავთარაძე

ტარიელ ფუტკარაძე

ნაზი ზუკაკიშვილი

 

 

სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

ნინო უსტიაშვილი

ნესტან სულავა

გიორგი ქავთარაძე (თავმჯდომარე)

ტარიელ ფუტკარაძე

 

 

© გიორგი ქავთარაძე

ISBN 99940-0-810-2

 

 

გიორგი ქავთარაძე (თბილისი)

 

გოგლაჩორეხის პროტოტიპი?

 

/გვ. 24/ ჩორეხი გოგლასნატვრის ხისერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟია. იმის გასაგებად თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი პროტოტიპი, გასათვალისწინებელია ავტორისეული შენიშვნა, რომ შოთას ლექსშიანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი...,” ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა”. ნაწარმოებში თითქოსდა ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გაელვებული ეს ფრაზა, – უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდავფიქრობ, გასაღებს უნდა იძლეოდეს ამ გმირის წარმომავლობის ამოსახსნელად, გოგლა უპირველესად სწორედ საკუთარ თავს უნდა ჰგულისხმობდეს ჩორეხში. მართლაც, თუკი რომელიმე სახეა "ნატვრის ხეში" ავტო/გვ. 25/რისეული თვისებების მატარებელი, ეს ჩორეხია; ჩორეხი, იგივე გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში.

თუმცა, ამასთანავე, ჩორეხის სახე უფრო ტევადია, იგი განმაზოგადებელი ხასიათისაა. გოგლასაგან განსხვავებით, ჩორეხი უშვილძირო იყომას არც შეიძლება გენეტიკური მემკვიდრე ჰყოლოდა, იგი განსხეულებაა სამშობლოს სიყვარულის ნესტრით დაჭრილი ყველა იმ პატრიოტისა, რომელიც არასდროს აკლდა ჩვენს ქვეყანას და იმედია არც არასოდეს დააკლდება; აკი თვით მწერალიც შენიშნავს: რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! და ისევ ისე წრიალებს ჩუმს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე.” ესავადობაარც გოგლას პოეზიას დაკლებია და მას ძირითად მაცოცხლებელ ძარღვად გასდევს: გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი, მისი ნაღველი, მომებურება... ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი, დღეს შორეთიდან ვინ მემდურება? ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის, ვინ დამცა სევდა განუკურნელი? დამწვარ დროშების, დამწვარ იალქნის, დამჭკნარ ვარდების მიყვარს სურნელი...“

რა თქმა უნდა, გოგლამ კარგად იცოდა, რომ ვეღარ მოესწრებოდა თავის ოცნებასდამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, ამიტომაც ნიშანდობლივია ჩორეხზე გადატანილი მისი სიტყვები: ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...,” ხოლო მოთხრობის დამამთავრებელი, მრავალწერტილით გამოყოფილი ბოლო სტრიქონი: “...და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი...”, ჩორეხთან ერთად გიორგი ლეონიძეზეც ითქმის.

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

&

http://www.geocities.ws/komblege/index.html