გიორგი ლეონიძის მიერ დანახული საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ფურცელი - Giorgi Kavtaradze

 

 

 

 

ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი

 

XI

 

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 

თბილისი – 2009

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა იოსელიანი, გიორგი ქავთარაძე

 

გიორგი ლეონიძის მიერ დანახული საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ფურცელი

 

(პლატონ იოსელიანის შემოქმედების მიხედვით)

 

 

/გვ. 278/

 

ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, სასულიერო სემინარიის მოსწავლე გოგლა ლეონიძისათვის ჩვენი ისტორიისსევდის საბურველით შემმოსველიპლატონ იოსელიანი – “ბახუსის ხანის თვისტომთა მიერ  წყევით დაგვირგვინებული მწერალი” – ოქროს ხანისდადაფნულიოლიმპიელების: სტრაბონის, ჰეროდოტესა და ტაციტუსის შესადარია. იგი მისთვის ხან, ვით მწირი მეუდაბნოელიასაღვთო სიტყვათა წარმომთქმელი, ხან ვით სარდალიშორს გამვრეტელი, ხან ვით მგოსანიჰანნგად და კითხვად გადაქცეული, ხანაც სევდიანსახიანი, ასკეტური ცხოვრების მიმდევარიძველი ელლინიაანდა უდრეკი ლათინური სულის მატარებელი, მაგრამ არა დარდიმანულად თასით ხელდამშვენებული და ბაღდადშემოხვეული XIX საუკუნის ფუნქციადაკარგული ქართველი რაინდი; პლატონს ხომ თავისი მარტოობის სევდა გადაჰქონდა ცეცხლოვან სტრიქონებში [1].

გიორგი ლეონიძე უფრო გვიან, ახლად თავისუფლება დაკარგულ საქართველოში მის მიერვე 1922 წელს დაარსებულცისფერყანწელთაყოველკვირეულ ლიტერატურულ-საინფორმაციო გაზეთბახტრიონშიდაბეჭდილ წერილში – „ქართული მესსიანიზმი“ – პლატონ იოსელიანის სტრიქონებით მოუწოდებდა თანამემამულეებს სიმტკიცისაკენ: დაე დარეკოს /გვ. 279/ პლატონ იოსელიანის ლათინურ სულმა: ქართველთა მრავალ საუკუნებითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერა ერეოდა ვერცა შინაგანი და ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და გალაღებული მთებით; ეცინოდა ბედსაცა და უბედობას. ქართველთა შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, გამოსწოვეს ტვინი სპარსთა და თვით დარჩენ შეუჭმელად მათთვის, რომელნიც ჰგონებენ მათსა შეჭმასა[2].

ამავე წერილშია მოყვანილი საქართველოსადმი მიძღვნილი პლატონ იოსელიანის სხვა მართლაც ცეცხლოვანი სტრიქონებიც: მის დამეხებულ თავზე აილესა ხმალი მაკედონელის და სატევარი რომის. პომპეის დროს მას შეესმა ველური ჟღრიალი რომის ლეგიონერთა იარაღის. საუკუნეებში იგი აჩლუნგებდა ხოსროების, კობადების, კირუსის და ლუკულლის ბასრ მახვილს. ყოველი სოფლიო ჭექა თავს ასკდებოდა; მაგრამ ეს თავი იღუნებოდა, იხრებოდა საშინელებათა წინაშე, მაგრამ არ ირღვეოდა. ამ სიტყვებს ლეონიძე შემდეგნაირად განმარტავს: აქ დგება ის გაუსწორებელი ძაღლის კუდი, რომელმაც შვიდი დრაკონი დააღრჩოდა მიმართავს თავის ბედკრულ სამშობლოს:განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი[2].

პლატონ იოსელიანის ზემომოყვანილი სტრიქონების რემინისცენცია ასახულია გიორგი ლეონიძის პოეტურ ხილვაში:

 

აქ ისკანდერმა გასჭრა კლდეკარი,

შესძრა ქვეყანა, ვით ხის ფოთოლი,

აქ მონგოლებმა ლეწეს ბეგთარი,

ცამდე ასტყორცნეს ძვლების გოდოლი.

 

აქ მიტრიდატემ რომის ჯარები

თავის სიკვდილზე დაიპატიჟა; /გვ. 280/

აქ მობღაოდა თხრილზედ არაბი

შიშველი ხმალით ხალიფატისა.”

 

და ბოლოს:

 

აქ წარსულს დარჩა ხავსი და ბალბა...

დროშის ნაჭრები... ხმალი გამტყდარი...

გორის ატმებქვეშ რამდენი დალპა

რომის, აზიის ბაირახტარი.

 

აქ ვაზი ისევ დიდ მტევანს ისხამს,

რძიან ქაფს მტკვარი ისევ ადუღებს...

სძინავთ პომპეუსს, სძინავთ ჩინგისხანს,

სძინავთ ისკანდერს და დიადოხებს...” [3, 235-236].

 

გოგლას თვალთახედვა პლატონისადმი ასეთია: არა იგი ქართველი არ არის, თასით ხელში, ბაღდად შემოხვეული ქართველი რაინდი მე-30- წლებისა; მას ვერ წარმოვიდგენ საქართველოში! მე ის ელლინად მიმაჩნია პერიკლოსის ხანაში, მისი ელინობა ამოვიკითხე მის სევდიან სახეზე, მის ასკეტურ ცხოვრებაში...” [1] ეს არ ნიშნავს, რომ გოგლასთვის ქართველი, ზოგადად ცუდია. ამ ნათქვამით ლეონიძე იოსელიანის მთავარ ღირსებასინტელექტს უსვამს ხაზს. პლატონი ელინია, იმიტომ რომ ის თანადროულ საზოგადოებაში გამორჩეულია თავისი ინტელექტით. ამავე დროს, ინტელექტი ქართული ბუნებისთვის მშობლიურია, შინაგანია, მაგრამ რთული, ცუდი ეპოქაა. ინტელექტი მინავლებელია, სევდაში და მარტოობაშია დავანებული, ერთეულების ხვედრია, ასპარეზი კიბაღდადშემოხვეულრაინდებს დარჩენიათ. ამიტომაც უწოდებს პლატონს გოგლა ელინს, სევდიანი სახით საპირისპიროდ თითქოსდა ქართველებისა, რათა მწარედ უთხრას სათქმელი მშობელ ხალხს. გასაოცარია, პატარა სემინარიელი გოგლას მიერ ასეთი თვალთა/გვ. 281/ხედვა. ამ წერილის ავტორი ხომ ყმაწვილი გოგლა ლეონიძეა.

      სწორედ ამიტომ ენანება გოგლას პლატონ იოსელიანი, რომ იგი არ დაიბადა თამარის ეპოქაში, როდესაც ყვაოდა ქართული კულტურა, როდესაც გაშლილი იყო ქართული გონი. მაშინ პლატონი არ იქნებოდასევდიანი და მარტოსული”, მის ინტელექტსაც ფართო ასპარეზი ექნებოდა და იგი, გოგლას სიტყვებით რომ ვთქვათსხივებით შემოსავდა თავის სტრიქონებს”.

ახალგაზრდა გოგლასთვის ისტორიკოსი ერის მოღვაწეთა მთავარი მსჯავრმდებელია; იგი წერს: ”...ვკითხულობ მისშავ წიგნსდა თვალწინ მიჰქრიან საუკუნენი, მიჰქრიან რაინდნი და მეფენი ისტორიისა და თვითეულს მათგანს პლატონი სდებს მსჯავრს და ისტუმრებს მარადისობის წიაღში. წყდება წიგნი და თვითაც ებარება სევდიან ქაოსს, რათა სხვამაც დასდოს მსჯავრი მის მოწყენილ სახეს, მის ცეცხლეულ სტრიქონებს.” [1] თავისი ცხოვრების მიწურულს პოეტი თითქოს უბრუნდება ყმაწვილკაცობაში პლატონ იოსელიანის მიმართ გამოთქმული გარდაუვალი მსჯავრის თემას და ამჯერად უკვე საკუთარი თავის შესახებ გვამცნობს:

 

ხან სევდიანი წარსულისაც თუ ვარ მხედარი,

შორეულ ელვამ თუ კალამი დამისხიურა, –

მე გულს მესობა წინაპართა შემოხედვანი,

უწყალო მზერა მე მამოწმებს ყოველდღიურად!...

სამშობლოს კოშკის გამოვდექი უღონო მცველი!..

...

დღითა თუ ღამით, მაინც ნობათს არ დავცდენილვარ,

 

ვდგევარ, /გვ. 282/

აჩრდილნი, სადაც ხმლებით გადაწვენილან...“ [4, 538-539]

 

     გოგლა იმთავითვე გრძნობდა თავის სიახლოვეს პლატონ იოსელიანთან, იგიც ხომ იმავე სენით იყო დაავადებული, რასაც სამშობლოს სიყვარულის სევდა ჰქვია; ეს ავადობა ხომ არც ლეონიძის პოეზიას დაჰკლებია და დღესაც მას ძირითად მაცოცხლებელ ძარღვად გასდევს:

 

ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,

ადვილი არის მისთვის ლექსობა,

მე სიტყვა ცრემლში დამიფერია

ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!..” [5, 559]

 

ანდა:

 

გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,

მისი ნაღველი, მომებურება...

ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,

დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?

 

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,

ვინ დამცა სევდა განუკურნელი?

დამწვარ დროშების,

დამწვარ იალქნის,

დამჭკნარ ვარდების

მიყვარს სურნელი...“ [6, 529]

 

გიორგი ლეონიძისა და პლატონ იოსელიანის სულიერი სიახლოვე თითქოსნატვრის ხისპერსონაჟის, სამშობლოს დარდით მოავადე ჩორეხის სახეშია განსხეულებული; ძველი ტაძრებისა თუ კოშკის ხავსიანი ქვების მეამბორე ჩორეხისა, რომელიც ისე მისტიროდა საქართველოს წარსულ დიდებას, როგორც ბავშვი არ გაეტირებოდა თავის დედას. [7, 118] ძნელია მარტოსული ჩორეხი არ გაგახსენდეთ, როდესაც მისი მხატვრული სახის შექმნამდე თითქმის ნახევარი საუკუნით უფრო ადრე ყმაწვილი გოგლას მიერ დაწე/გვ. 283/რილ სტრიქონებს კითხულობთ პლატონ იოსელიანის შესახებ: აი, მე ნათლად მაქვს წარმოდგენილი, თუ ვით ისმის დუდუკის ტკბილი ხმა არაგვ-ალაზნის ველებზე, თუ ვით ისმის უზრუნველიმრავალჟამიერი” – ესსულთა თანასაქართველოსი. ხოლო ამავე დროს სევდით მოცული პლატონი წარსულის ნანგრევებზე, თუ ვით დასტირის თვითოეულ ქვას, როგორ შესჩივის მათ სულით ობლობას, რადგანაც მას ტოლი არ ჰყავს, რადგან ის ფრაგმენტია ციდან ჩამოტეხილი, [1] ხოლონატვრის ხისსწორედ ამ ნოველის – ”ჩორეხისდამამთავრებელი, მრავალწერტილით გამოყოფილი ბოლო სტრიქონები: ”...და მე მიყვარს მისი სულის ჭაღარა ყვავილი...” [7, 128], ჩორეხთან ერთად ხომ პლატონ იოსელიანსაც და სამშობლოს დარდით მოავადე ყველა მამულიშვილს განეკუთვნება. /გვ. 284/

 

 

ლიტერატურა

 

1. გოგლა ლეონიძე: პლატონ იოსელიანი (ფურცლები - I), - თეატრი და ცხოვრება, 47. 1915.

2. . ლეონიძე: ქართული მესსიანიზმი, - ბახტრიონი, 2, 1922.

3. . ლეონიძე: გორის ციხე, - საქართველოს ცრემლები, შედგენილი ნესტან ლეონიძის მიერ. თბილისი, 2000.

4.. ლეონიძე: წინაპართა შემოხედვანი, - საქართველოს ცრემლები, გვ. 538-539.

5. . ლეონიძე: პაოლოს, ტიციანს..., - საქართველოს ცრემლები.

6. . ლეონიძე: ვინ მემდურება, - საქართველოს ცრემლები, გვ. 529.

7. . ლეონიძე: ჩორეხი, - ნატვრის ხე. საყმაწვილო ბიბლიოთეკა. რედ.: თამარ ჯავახიშვილი. თბილისი, 2009.

 

 

 

Back:

 

http://www.scribd.cm/kavta

 

&

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html