ნევროპათოლოგი პეტრე ქავთარაძე

 

 

(1888-1966)

 

 

 

1. გიორგი ქავთარაძე - ბაბუაჩემი პეტრე ქავთარაძე.

 

 2. “მაჯასისა შემტყობარი” (აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე), - წიგნიდან: ნანი ყიფიანი, ვალტერ გვასალია. გონიერთა მწვრთელი უყვარს“… [სენაკი,] 1998.

 

 3. წიგნიდან: . მიქაძე, . გაგუა. ძველი სენაკის საშუალო სკოლა (დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად). . გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.

 

 4. ალექსი მინდაძე. პეტრე ქავთარაძე. თბილისი: გამომცემლობამეცნიერება”, 1969.

 

 5. წიგნიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შრომები, ტომი XX. მიძღვნილი პროფ. . ქავთარაძის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი (1889-1959). თბილისი, 1959.

 

 

 

ბაბუაჩემი პეტრე ქავთარაძე

 

 

12-13 წლისა ვიქნებოდი, ახლოვდებოდა 1959 წლის მოსახლეობის საკავშირო აღწერა; ერთ დღეს ბაბუაჩემი - პეტრე ქავთარაძე უაღრესად აღელვებული დაბრუნდა შინ. ბებიასთან (ნელი /ნეონილა/, ცნობილი სოხუმელი ბანკირისა და მიწათ- და სახლთმფლობელის, სტეფანე თურქიას ქალიშვილი) მისი ნალაპარაკევიდან გაირკვა, რომ შეხვედრია თავისი ყმაწვილკაცობის დროინდელ და იმჟამადაც დაახლოებულ მეგობარს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ერთ-ერთ ქართველ პროფესორს, რომელიც ასევე სამეგრელოდან იყო წარმომავლობით. მას ბაბუასთვის უკითხავს, აღწერისას რომელი ეროვნების მქონედ ჩაეწერებიო; პეტრე ვერ მიმხვდარა რას ეკითხებოდა და როდესაც მის მეგობარს განუმარტია "ქართველად თუ მეგრელადო", ბაბუას თავი ვერ შეუკავებია და მისთვის იქვე უთავაზებია. სახლში მოსული ძალიან შფოთავდა და რამდენიმე დღე მოწამლულივით დადიოდა. ეს იყო და ეს - მათ შორის არა თუ მეგობრობა, უბრალო ნაცნობობაც კი საბოლოოდ გაწყდა.

 

 როგორც მოგვიანებით გავიგეთ, 1959 წლის აღწერების მიხედვით მეგრელად მხოლოდ 7 თუ 8 კაცი ჩაწერილა - ზემოხსენებული პროფესორის ოჯახის წევრები.

 

 ბაბუასაგან ხშირად მსმენია, მე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში ვსწავლობდიო; ეს მას აკადემიკოსობაზე და პროფესორობაზე უფრო ეამაყებოდა, ისევე როგორც ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის წლები და იოსებ ოცხელის მოწაფეობა. მე ეს მოხუცებული ადამიანისთვის დამახასიათებელ, წარსულისადმი ნოსტალგიური განწყობილების გამოვლენად მიმაჩნდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე თუ რას ნიშნავდა მისთვის და მასთან თანაშეზრდილთათვის იმდროინდელი სკოლა, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას მათი ერისკაცებად ჩამოყალიბებისათვის.

 

 ამავე დროს ძალზე უყვარდა თავისი მშობლიური მხარე, იქაურები; სიკვდილამდე ემადლიერებოდა თავისი სოფლის მეურმეს, რომელსაც ნოსირიდან ფოთამდე ბარგიანად უსასყიდლოდ წაუყვანია, ოდესაში სასწავლოდ გამგზავრებული, და უთქვამს, არაფერი არ მინდა, ეგ ფული უცხოობაში შენ უფრო გამოგადგებაო, ოღონდ კარგი და განათლებული კაცი გამოდიო. ბაბუა მეტად დახვეწილად საუბრობდა მეგრულად. ისეთი მეგრული, ის ინტონაცია, რომლითაც ის და ბებია საუბრობდნენ, მათ მერე აღარ მსმენია - სხვათაგან აღარ გამიგონია. სიკვდილამდე ნატრობდა, იქნებ დედაჩემის (მართა /ფეფინე/ კიზირია) საფლავზე ისეთი მაგნიტოფონის დაყენება შეიძლებოდესო, რომ ყოველი შებინდებისას იქ ის მეგრული "ნანა" ისმოდეს დედა დაძინებისას რომ მიმღეროდაო. სამწუხაროდ ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლების საფლავები დაგვეკარგა.

 

ხშირად იბედებოდა იმდროინდელ პრესაში "ნოსირელის", "ბარდღას", "ტეხურისპირელისა" და "კოლხიდელის" ფსევდონიმით. სამწუხარო მათი ძირითადი ნაწილი ჯერ ისევ მიუკვლეველია, ნაწილი კი წინამდებარე ვებგვერდის დასკვნით ნაწილშია მოთავსებული. ჩემი მეორე პაპისგან, გიორგი ლეონიძისაგან გამიგონია: "ყმაწვილობისას არა ერთხელ მომიკრავს თვალი კოლხიდელისა და ტეხურისპირელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს და ყოველთვის მაინტერესებდა მათი ავტორის ვინაობა, როგორც ჩანს, კახეთიდან მაქსიმალურად დაშორებული ქართული კუთხისადმი მათი კუთვნილების გამო. რა იცოდა, რომ ამ წერილების ავტორი მომავალში მისი მძახალი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და უსაყვარლესი პიროვნება გახდებოდა.

 

XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრიობისთვის დამახასიათებელ პრობლემებს, კერძოდ, საქართველოს ერთიანობის საკითხს, დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა, გარდა ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტერიტორიული მთლიანობის გზაზე არსებული გადაულახავი წინააღმდეგობებისა, ეს ნათელი ხდება რუსეთის მმართველი წრეების სამაგიდო წიგნის . დუგინის "გეოპოლიტიკის საფუძვლების" გაცნობის შედეგად. მოგვყავს კავკასიის გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით წიგნში მოყვანილი რამდენიმე ადგილი: "Абсолютным императивом русской геополитики на черноморском побережье является тотальный и ничем не ограниченный контроль Москвы на всем его протяжении - от украинских до абхазских территорий [იგულისხმება საქართველოს მთელი სანაპირო, შდრ., ქვემოთ, - . .]. Можно сколь угодно дробить всю эту зону по этнокультурному признаку, - предоставляя этническую и конфессиональную автономию крымским молороссам, татарам, казакам, абхазцам, грузинам и т. д. [. . არა მხოლოდ . . აფხაზურ საზღვრამდე; განსაკუთრებით საინტერესოა и т. д.  - როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იგულისხმებოდეს აქ? - . .] - но все это только при абсолютным контроле Москвы над военной и политической ситуацией..." (с. 349); "Всякое широтное размежевание этнических регионов Закавказья следует поддерживать, а долготную интеграцию - напротив укреплять... [ძალიან საინტერესო აზრია, . . მისაღებია დაყოფა - აფხაზეთად, სამეგრელოდ, იმერეთად, რაად, ხოლო ინტეგრაციაში იგულისხმება ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის კრასნოდარის მხარის გაერთიანება! - . . ] Общий передел Северного Кавказа мог бы решить и осетинскую проблему, так как новые этнические образования (например объединенная Осетия) теряли бы смысл национально-государственных образований, приобретая чисто этнический и культурный, лингвистический и религиозный смысл [რა თქმა უნდა რუსეთის ფარგლებში, - . .]. Следуя той же меридиональной логике важно связать Абхазию непрямую с Россией ...можно назвать весь этот план "новым геополитическим порядком на Кавказе". Он предполагает отказ от традиционного подхода к существующим политическим образованиям как к "государственным-нациям", т. е. строго фиксированным административным образованиям с постоянными границами и законченной властной структурой. "Новый геополитический порядок на Кавказе" предполагает полный передел ныне существующих политических реальностей и переход от модели взаимоотношений государство-государство или нация-нация к чисто геополитической системе Центр-периферия, причем структура периферии должна определяться не политической, но этно-культурной дифференциацией. Это возможно осуществить через план создания "Кавказской Федерации", которая включала бы в себя как три кавказских республики СНГ, так и внутрироссийские автономные образования. Центр при этом уступал бы всему этому району культурно-экономическую автаркию, но обеспечивал бы жесточайший стратегический централизм...[აქ უკვე ყველაფერი ცხადზე ცხადია, - . .] (сс. 351-352)

Александр Дугин. Основы геополитики. Москва: Арктогея-центр, 1999.

 

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ორი წერილიდან - პეტრე ქავთარაძისა და ძველი სენაკის სკოლის შესახებ, შემდეგ ვრცელ მონაკვეთებს ალექსი მინდაძის წიგნიდან "პეტრე ქავთარაძე", რამდენიმე წერილს; 1959 წელს გამოცემულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომების XX ტომიდან, რომელიც მთლიანად . ქავთარაძის დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა და ბოლოს პრესაში მისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ საგაზეთო წერილებს.

გიორგი ქავთარაძე

23.07.2007

 

 

მაჯასისა შემტყობარი

(აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე)

 

 [გვ. 30:] პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე 1888 წელს დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში.

 

[გვ. 31:] …დრო გადიოდა, უკან დარჩა ძვ. სენაკის ოთხწლიანი სასწავლებელი, ქუთაისის ქართული გიმნაზია, ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მათთან დაკავშირებული მოწაფეობისა და სტუდენტობის სანუკვარი წლები და განცდები

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პეტრე ქავთარაძე, როგორც სამხედრო ექიმი მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში, ამ პერიოდშიც არ წყვეტს კავშირს სამშობლოსთან და სხვადასხვა საირბოროტო საკითხებზე წერილებს აქვეყნებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ნოსირელის ფსევდონიმით.

 

ომის დამთავრების შემდეგ . ქავთარაძე მუშაობას იწყებს ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს ბაზაზე არსებულ თბილისის სახ. უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში, ჯერ პროფესორ . ანფიმოვის, ხოლო შემდეგ. ყიფშიძის ხელმძღვანელობით, ორდინატორის, ჯერ უმცროსი და შემდეგ უფროსი ასისტენტის თანამდებობებზე.

 

[გვ. 32:] 1931 წელს . ქავთარაძე გადადის თბილისის # 1 საავადმყოფოში, სადაც აყალიბებს ნერვულ სნეულებათა განყოფილებას, რომელიც მერე გარდაიქმნა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ, სანიტარულ-ჰიგიენურ და სტომატოლოგიურ, ნერვულ სნეულებათა კლინიკად, ამ პერიოდში მას კლინიკის გამგედ ირჩევენ და ანიებენ დოცენტის წოდებას.

 

1931-53 წლებში . ქავთარაძემ 38 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა.

 

1937 წელს . ქავთარაძე ბრწყინვალედ იცავს სადოქტორო დისერტაციას, ერთი წლის შემდეგ მას პროფესორის, 1944 წელს კი საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენი.

 

1950 წლის დეკემბერში . ქავთარაძეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად ირჩევენ.

 

1953 წლიდან პეტრე ქავთარაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრას.

 

. ქავთარაძის უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა ბავშვთა სანატორიუმი კურორტ ახტალაში.

 

პეტრე ქავთარაძემ შექმნა რამდენიმე მშვენიერი სახელმძღვანელო ნერვოლოგიაში.

 

აკადემიკოს . ქავთარაძის მოღვაწეობის უდიდეს ნაწილს პედაგოგიური მუშაობა მოიცავს.

 

პეტრე ქავთარაძეს ჰქონდა საუკეთესო პიროვნული თვისებები: კაცთმოყვარეობით, სიკეთით გამოირჩეოდა, იყო უაღრესად კულტურული, მოკრძალებული ადამიანი,რომელიც 77 წლისა ისე გარდაიცვალა, რომ 70 თუ 75 წლისთავის იუბილის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

 

[გვ. 41:] [სამეგრელოში] ქართული ენი დანერგვით ჯინორიძეები და ქავთარაძეები გამოირჩეოდნენ თურმე.

 

[გვ. 64:] ნელ-ნელ იდევნებოდა ქართული და მტკიცდებოდა რუსული ენა. მხოლოდ საღვთო რჯულმა შეასრულა ბარიერის როლი იმდენად, რამდენადაც ვერ მოხერხდა მისი გადამეგრულება და ის დალოცვილი სკოლებში ქართულად იკითხებოდა.

 

[გვ. 68:] კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო არ იქნებოდა მეგრულ ენაზე სწავლების დამკვიდრებით, რადგან ეს მთლიანად რუსული ენის დამკვიდრების საწინდარი იყო.

 

[გვ. 70:] რეფორმატორთა უზნეობით შეწუხებული იაკობ გოგებაშვილი წერდა: ”გამოჩნდა იმისთანა კუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდან დედა-ენა უნდა იქმნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო.

 

რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში [გვ. 71:] მოყვანა, განხორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსაიმ მხარეებს რომელთაც მოწყვეტას უპირებენ, ისინი იმავე სიკეთეს მოიმკიან, რა სიკეთეც მოელის ტოტებსა ხითგან მორილებსა: დაკნობა და გახმობა აუცილებელი შედეგია მათი მოწყვეტისა საერთო ნიადაგიდანდიაღ განცალკევება ასუსტებს ეროვნულს სულსაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც ღუპავს სრულიად.

 

აი, რისთვის არის უკიდურესად საირო, რომ ბოროტს წადილს მედგრად წინ აღუდგნენ მეგრელნიც, სვანნიც და ყველა ქართველებიც”.

[გვ. 72:] იაკობ გოგებაშვილის მიერ მეგრელი ახალგაზრდობისადმი დიდი სიყვარულის დასტურად გამოდგება თუნდაც ეს სიტყვები: `ასე თუ ისე განათლებული მეგრელები ყოველთვის შესანიშნავად ფლობდნენ ქართულს სალიტერატურო ენას, ამ მხრივ კიდევაც სჯობნიდნენ სხვა ქართველ ტომთა წარმომადგენლებს და უაღრესად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული პოეზიის, მხატვრული პროზისა და მეცნიერების გამდიდრებაში. ასე, რომ საბოლოო ჯამში, მათ ქართული ლიტერატურის საუნჯეს შეჰმატეს არა ნაკლები გონებრივი კაპიტალი, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე სხვა ქართველმა ტომმა.

 

ძველი საქართველოს აყვავების ხანაში, დავით აღმაშენებლისა და თამარი მეფის დროს ქართული განათლების საქმის ინციატივა და ხელმძღვანელობა მთელ საქართველოში სამეგრელოდან მოდიოდა, რადგან სამეგრელოს ყონდიდის მიტროპოლიტის წოდება განუყრელად დაკავშირებული იყო საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოვალეობასთან”.

 

ქართული ინტელიგენციის შეუდრეკელმა ბრძოლამ თავისი ნაყოფი გამოიღო.

 

[გვ. 73:] …და მტრებმა უკან დაიხიეს: იგივე ლევიტსკი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას, ამჟამად უკანდახეული, აი, რას წერდა თავის მოხსენებით ბარათში კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველსიანოვსკის: - ”არის მრავალი მეგრელი აზნაური, რომელიც თავს ქართველად თვლის და სურს, რომ მისი ბავშვები სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ. ნაცნობი მეგრელებისა და ძველი სენაკის ბავშვთა გამოკითხვიდან მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელოს თითქმის ყველა აზნაური კითხულობს და წერს ქართულად და ბევრი დედა ასწავლის თავის ბავშვს ქართულ ენას სკოლაში მისვლამდის. ამ ფაქტების გამო და აგრეთვე ყურადსაღებად იმისა, რომ სამეგრელოს თავადაზმაურობამ, რომელიც ინახავს ამ სკოლას, თავისი წარმომადგენლების პირით განაცხადა, რომ ის ქართულ ენას თვლის თავის მშობლიურ ენად და შუამდგომლობაც აღძრეს სამასწავლებლო უწყების წინაშე, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში სწავლება წინანდებურად ქართულ ენაზე მიმდინარეობდესო, მე შესაძლებლად და დასაშვებად ვთვლი, [გვ. 74:] რომ ქართული ენა დატოვებულ იქნას ამ სკოლაში სწავლების ენად.

 

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამოდის, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლა, მიუხედავად უდიდესი სიძნელეებისა, მაინც ქართულ სკოლად დარჩა.

 

წიგნიდან: ნანი ყიფიანი, ვალტერ გვასალია. ”გონიერთა მწვრთელი უყვარს“… [სენაკი,] 1998.

 

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

      [გვ. 47:] რევოლუციამდელ ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: 1874 წელს დაარსებული სამინისტრო სკოლა და 1884 წელს დაარსებული სათავადაზნაურო სკოლა. 1964 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებრიობამ დიდი ზეიმით აღნიშნა სათავადაზნაურო სკოლის დაარსების 80 წელი. სკოლის ეზოში და შემდეგ სოფლის კლუბში შეიკრიბნენ ამ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რაიონის ხელმძღვანელები, რესპუბლიკის პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები, სტუმართა შორის იყვნენ სკოლის აღზრდილები: . გამსახურდია, . თოფურია, . ჩიქობავა, . ქავთარაძე, . ბჟალავა, . ნორაკიძე და სხვ., რომლებმაც ტკბილად მოიგონეს სკოლაში გატარებული წლები.

 

      [გვ. 46:] ყოველი სკოლის ღირსება პირველ რიგში აღზრილთა შემადგენლობით განისაზღვრება. სკოლის ავკარგიანობა ფასდება მის კურსდამთავრებულთა მიერ მეცნიერებაში, მწერლობაში, სახალხო მეურნეობაში შეტანილი წვლილით. ამ მხრივ ძველი სენაკის სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა ჩვენს რესპუბლიკაში. ამ სკოლიდან გამოვიდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიცაა: კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, პეტრე ქავთარაძე და სხვანი.

 

      [გვ. 7:] ძველი სენაკის სკოლა რუსული სკოლა იყო. იმ დროს სამეგრელოში არც ერთი ქართული სასწავლებელი არ არსებობდა. საიროება კი დიდი იყო. იგი ქართული კულტურის პროპაგანტისტი უნდა გამხდარიყო სამეგრელოში. სწორედ ამ მოტივით ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, როცა გადაწყვიტა და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისაგან მიიღო ნებართვა ძველ სენაკში გაეხსნა მესამე თანრიგის სასწავლებელი [კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის ცირკულიარი, 1884 , # 10, გვ. 483.]. გადაწყდა ქუთაისის სააზნაურო სკოლის ერთი მოსამზადებელი განყოფილება გადაეტანათ ძველ სენაკში, დაემატებინათ მეორე და ჯერ ორგანყოფილებიანი, ხოლო შემდეგ ოთხგანყოფილებიანი დაწყებითი სკოლა გაეხსნათ. ეს საკითხი პრაქტიკულად 1884 წელს გადაწყდა. ამიერიდან ძველ სენაკში ორი სკოლა არსებობდა: სამინისტროსი - რუსულ ენაზე და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" - ქართულ ენაზე.

      [გვ. 8:] ეს სკოლა 1884 წლის 28 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ამ ზეიმს ძველი სენაკისა და მის ახლო-მახლო სოფლების ბევრი მცხოვრები დაესწრო.

      1885 წელს ძველი სენაკის სააზნაურო სკოლის ახალი შენობა საზეიმოდ აკურთხეს.

      წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა. "ვალდებუნი ვართ შევისწავლოთ ჩვენი წარსული, - თქვა აკაკიმ, - გავიცნოთ ჩვენი [გვ. 9:] მამა-პაპანი და მათი ღვაწლი, არავითარი გონიერება ამას წინ არ აღუდგება!... ის ვინც თავისი ვინაობა არ იცის და თავის თავს ვერ იცნობს, სხვას როგორ-ღა შეისწავლის?... საიროა, რომ მარტო აწმყოზე არ შევჩერდეთ. ეა აგვამაღლებს ჩვენ ზნეობრივად, აგვევსება გული სიმართლითა და სიყვარულით... მაშინ შეგვეძლება ის სიყვარული სხვასაც გავუზიაროთ: ვინც გვეძმობა - ვეძმოთ.

      სად უნდა შევიძინოთ ესეები ყველა? იმ ახალ ტაძარში, რომელსაც ჩვენ სასწავლებლებს ვეძახით და ერთი რომელთაგანი დღეს აქ ვაკურთხეთ. დიაღ, აქ უნდა შეისწავლონ ჩვენმა შვილებმა თავისი თავი და მიხვდნენ, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი, ძმები ვართ, სამის ძლიერის, უხრწნელის კავშირით საუკუნოდ შეხორცებული. ვიმეორებთ, აქ, ამ სკოლაში მიხვდება იმერელი, რომ ის კერძოდ, თუმცა იმერელია, მაგრამ საზოგადოდ კი იგივე ქართველია; აქ გაიგებს მეგრელი, რომ კერძოდ ის მეგრელია, თავის საკუთარი ფერის მექონი, მაგრამ საზოგადოდ კი, ძირეულად, იგივე ქართველია და თავისი კერძო მეგრელობით მხოლოდ აფერადებს ქართველობას" [. წერეთელი, თხზულებანი, . XII, გვ. 274-275.].

      [გვ. 10:] მოგვიანებით შალვა დადიანი სკოლის გახსნის შესახეაბ წერდა: "...მაშინ ასეთი სკოლის დაარსება საქართველოში დიდ ეროვნულ გამოფხიზლებას უდრიდა და აკი ცოტაოდნად თავმოღერილ მეგრელს ესმოდა მნიშვნელობა ამ გარემოებისა, თავი მოსწონდა და საზოგადოებაში ტრაბახობდა კიდეც" [შალვა დადიანი, თხზულებანი, .V, გვ. 48.]. [გვ. 13:]

 

            ძველი სენაკის ქართულ სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობა თანდათან უმჯობესდებოდა, მოსწავლეთა რიცხვი იზრდებოდა, სკოლა უფრო მეტ ავტორიტეტს იმსახურებდა. მაგრამ მალე ძველ სენაკში ქართული სკოლის არსებობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

მთავრობის მოხელეები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სკოლებში ქართულად სწავლებისათვის. კერძოდ, ერთ-ერთ ხელჩასაკიდ ფაქტორად მათ მიიჩნიეს ის რომ, დასავლეთ საქართველოს ერთ ნაწილში მცხოვრები ქართველები ადგილობრივ, მეგრულ ენაზე ლაპარაკობდნენ. საქართველოს დანაწევრება, მისი სხვადასხვა კუთხეების ერთმანეთისათვის დაპირისპირება, ცხადია, წყალს დაასხამდა ცარიზმის წისქვილს. ამიტომ ოთხმოციან წლებში კავკასიის სასწავლო ოლქის მოხელეები აშკარად გამოდიოდნენ მეგრული ანბანის შემოღებისა და სამეგრელოს სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლების მოთხოვნით. ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორი . ლევიტინსკი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა იმის გამო, რომ სწავლის საქმე ცუდად იყო დაყენებული სამეგრელოში. "მეგრელების რიცხვი მცირეა საქალაქო და სასულიერო სასწავლებლებში, - წერდა იგი - კიდევ უფრო მცირე - სამასწავლებლო სემინარიებში, ინსტიტუტებსა და გიმნაზიებში; სასოფლო სკოლებისათვის მეგრელ მასწავლებლები არსად მოიძებნებიან; საქალაქო და ნორმალური სასწავლებლებისათვის მეგრელი მასწავლებლების არსებობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იშვიათად, ან თითქმის ვერ შეხვდებით მეგრელებს ადმისტრაციულ და სასამართლო ორგანოებში". ლევიტსკი ამას იმით ხსნიდა, რომ მეგრელები მათთვის უცხო ქართულ ენაზე სწავლობდნენ და არა მეგრულზეო. ეს აზრი ოფიციალურად დაადასტურა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველმა იანოვსკიმ, რომელიც პეტერბურგიდან სპეციალურად მოწვეულ ენათმეცნიერ ალ. გრენს სწერდა: "სასწავლო უწყების მიზანია... მეგრელ ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა სამეგრელოს სკოლებში განათლება მიიღოს მეგრულ ენაზე, რომელიც მათთვის სრულიად უცხოა"[სსცა, . 422, საქმე # 1745, . 32.].

      ალ. გრენის პეტერბურგიდან მოწვევას წინ უძღოდა იანოვსკის [გვ. 14:] მიმოწერა განათლების მინისტრთან. 1886 წლის 18 თებერვალს გაგზავნილ მოხსენებით ბარათში ის კერძოდ წერს: "აქაურ ხალხებს, რომელნიც გამსწვალულნი არიან განათლებისაკენ მისწრაფებით... ეკუთვნიან მეგრელები, რომლებიც მეგრულ ენაზე ლაპარაკობენ, მეგრული ენა სრულიად განსხვავდება ქართული ენისაგან და სრულიად გაუგებარია ქართველებისათვის ისე, როგორც ქართული გაუგებარია მეგრელებისათვის... სწავლება შეიძლება დაწყებულ იქნეს მეგრული წერა-კითხვით და არა ქართულით, რაც ადგილობრივ მეგრულ სკოლებში მიღებული იყო რუსული ენის შესწავლის საიანოდ... მე აუცილებლად ვთვლი ამ ენისათვის შედგენილ იქნეს საკუთარი ანბანი... მეგრული ანბანი ჩემი ღრმა რწმენით რუსულ ალფაბეტზე უნდა იქნეს დაფუძნებული იმ საირო ცვლილებებით, რომელიც გამოწვეულ იქნება რუსულ გამოთქმაში არარსებული რამდენიმე ბგერით [სსცა, . 422, საქმე # 1746, . 12.]". ამ წერილს პასუხად ალ. გრენის საქართველოში ჩამოსვლა მოჰყვა. ალექსი ნიკოლოზის ძე გრენი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თანამშრომელი იყო და იცოდა ქართველური ენები. გრენმა "ენერგიულად" მოკიდა ქართული ენის საზიანო საქმეს ხელი და ერთი თვის განმავლობაში შეადგინა "მეგრული ანბანი".

      მაგრამ ალ. გრენს მეტოქე გაუჩნდა ზუგდიდის საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის თადა აშორდიას სახით, რომელმაც თავის მხრივ შეადგინა "დედა ნინა" (მეგრული ანბანი). გრენის ანბანი რუსული ასოებისაგან შედგებოდა, მაგრამ ცხრამეტ ასოს ხაზზევითა და ხაზქვევითა ნიშნები ჰქონდა. აშორდიას ანბანიც რუსული ასოებისაგან შედგებოდა, მაგრამ რამდენიმე ქართული ასო ერია, გარდა ამისა, მხოლოდ ორ ასოს ჰქონდა ხაზქვევითა ნიშანი.

      ორი ანბანის ერთდროულად დაბადებამ მათს ავტორებს შორის მტრობა ჩამოაგდო. მტრობა პირად საფუძველზე იყო აგებული; ორივე ცდილობდა თავისი ანბანი გავრცელებულიყო და უარეყო მეორე. განათლების მოხელეები ცდილობდნენ აშორდია და გრენი შეერიგებინათ და ორივეს საერთო ანბანი შეექმნა. მაგრამ აშორდია პოზიციას არ თმობდა და მათ შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. უპირატესობა გრენის ანბანს მიეცა და პეტერბურგ[გვ. 15]ში მისი დაკვეთით სასწრაფოდ ჩამოასხეს იგი. ამ ანბანით მუშაობის პრაქტიკულ დაწყებას ხელს უშლიდა მეგრული სახელმძღვანელოების, საკითხავი ტექსტებისა და ლიტერატურის უქონლობა. ამიტომ მასწავლებლებს ევალებოდათ რუსული ასოებით სახელდახელოდ შეედგინათ მეგრული ტექსტები და გამოეყენებინათ ისინი. მაგრამ ბევრ სკოლაში ესეც ვერ ხერხდებოდა იმის გამო, რომ სამეგრელოს სკოლებში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ვერ ფლობდა მეგრულს. საბოლოოდ საქმე იქამდე მიდიოდა, რომ ქართული ენა იდევნებოდა და მის ადგილს თანდათანობით რუსული ენა იკავებდა. სწორედ ეს იყო განათლების მოხელეთა წინასწარ ჩაფიქრებული მიზანი.

      მაგრამ ქართული ენის სრული განდევნა სამეგრელოს სკოლებიდან მაინც ვერ ხერხდებოდა საღვთო სჯულის სწავლების გამო. მას შემდეგ, რაც ჩაიფუშა მეგრულ ენაზე ლოცვების გადათარგმნის ცდა [გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ლოცვები ითარგმნა მეგრულ ენაზე, მაგრამ სამეგრელოს სამღვდელოებამ და საზოგადოებამ არ მიიღო იგი. ამ მიზნით გამოყოფილმა კომისიამ (ნიკო დადიანის თავმჯდომარეობით) უარყო ლოცვები და ლოცვის ქართულ ენაზე წარმართვა მოითხოვა. ამის შესახებ იხ. "ივერია", 1889, # 89], საღვთო სჯულის სწავლების ენად კვლავ ქართული ენა დარჩა.

      იანოვსკი და ლევიტინსკი ყოველმხრივ ავიწროებდნენ ქართულ ენას სამეგრელოს სკოლებში და აძალებდნენ არამეგრელ მასწავლებლებს შეესწავლათ მეგრული და ოფიციალური ლიტერატურის შექმნამდე ბავშვებისათვის შეედგინათ მეგრული ტექსტები. დაიწყო მეგრელი მასწავლებლების გადაყვანა სამეგრელოს სკოლებში იმ მასწავლებლების ადგილზე, რომლებიც მეგრული ენის უცოდინრობის გამო იგზავნებოდნენ გურიაში, იმერეთში და სხვაგან.

      1885 წელს ლევიტინსკი სამეგრელოს სკოლებს უგზავნის კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის 1885 . 11 იანვრის ცირკულარს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1881 წლის 13 იანვრის გეგმის თანახმად, სწავლება უნდა იწყებოდეს მშობლიურ ენაზე (მეგრელთათვის - მეგრულზე), მაშინ, როდესაც სამეგრელოს სკოლებში სწავლა იწყება ქართულ ენაზე, რომელიც ბავშვებისათვის სრულიად გაუგებარია, აგრეთვე რუსული ენა ისწავლება ქართუ[გვ. 16:]ლის და არა მეგრულის მეშვეობით. მეგრელი ბავშვები ერთდროულად ორ ახალ ენას სწავლობენ (ქართულსა და რუსულს), რის გამოც ვერც ერთს რიგიანად ვერ ითვისებენო. ცირკულარის დასასრულს ლევიტსკი მკაცრად მოითხოვს "რუსული ენის სწავლება აუცილებლად უნდა იწყებოდეს მეგრული ენის სწავლების შემდეგ თანახმად 1881 წლის გეგმისა და ისწავლებოდეს მეგრული ენის მეშვეობით". მეგრული ანბანის შედგენამდე მეგრული სიტყვები რუსული ასოებით უნდა ესწავლებინათ. თუ როგორ უნდა ესწავლებინათ მეგრული ენა რუსული ასოებით, ამის შესახებ იანოვსკი იძლევა შემდეგ განმარტებას: "მეგრული სკოლის მასწავლებლები სწავლების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ პირველ განყოფილებაში მოვალენი არიან მოსწავლეები შეაჩვიონ მეგრული სიტყვების ბგერებად დაშლას და ბგერების შეერთებას სიტყვებად, და შემდეგ, როცა მოსწავლეები საკმაოდ გავარჯიშდებიან, მასწავლებელმა უნდა დაიწყოს ბგერების გამოხატვისა და მეგრული ასოების შესწავლა, რისთვისაც უნდა იხმაროს რუსული ალფავიტი, ...ხოლო არითმეტიკის სწავლება ამ პერიოდში უნდა სწარმოებდეს მშობლიურ (მეგრულ) ენაზე [ტრ. ხუნდაძე, ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოში, თბილისი, 1939, გვ. 99-100.]"

      . ლევიტინსკი ზემოაღნიშნულ მოთხოვნას პროტესტით შეხვდნენ ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მთელი სოფლის მოსახლეობა. სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა გაუგზავნა საპასუხო წერილი, სადაც ასაბუთებდა ქართულ ენაზე სწავლების აუცილებლობას. . ყიფიანმა ამ მიმოწერის შინაარსი გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომელმაც ეს საკითხი 1886 წლის 14 ნოემბერს სპეციალურად განიხილა. საზოგადოების თავმჯდომარეს ილია ავავაძეს ოქმში თავისი ხელით ჩაუწერია: "გამგეობამ განიხილა რა მიწერ-მოწერა სენაკის სკოლის ინსპექტორისა, დაინახა, რომ ინსპექტორის პასუხი დაფუძნებულია კანონით მონიებულ უფლებაზედ და თვით სკოლა, ვითარცა განყოფილება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლისა, არსებობს და მოქმედებს ამ კანონიერი უფლების მიხედვით, ამიტომაც გამგეობამ [გვ. 17:] დაადგინა: მიეწეროს ინსპექტორს ამ კანონიერი საფუძვლიდან არ გადავიდეს, ყოველივე შემდეგი მიწერ-მოწერა დირექტორის მიმართ ამ კანონიერ საფუძველზედ დაამყაროს და როცა დირექცია საიროდ დაინახავს პირდაპირ გამგეობას გამოელაპარაკოს ამ საგანზედ, მაშინ თვითონ გამგეობა ვალდებული იქნება წარუდგინოს დირექციას თავისი კანონიერი საბუთები" [სსცა, . 481, საქმე # 66, ფურც. 128.].

      წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამაც თავის მხრივ მიიღო საირო ზომები. ამის შესახებ . გოგებაშვილი წერს: "თანახმად მმართველობის მინდობილობისა, მე შევადგინე პასუხი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის წინააღმდეგ შესახებ იმისა, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში სწავლება მოეწყოს მეგრულს ენაზედ, ნაცვლად ქართულისა. პასუხი ესე მე წავუკითხე ბატონ თავმჯდომარეს ჩვენი მმართველობისას თავადს ილია ავავაძეს, რომელმაც სცნო იგი კანონიერად და შესაბამისად" [თხზ., . 9, გვ. 220.].

      1887 წელს ლევიტსკი უგზავნის . ყიფიანს . გრენის მიერ შედგენილ მეგრულ ანბანს და ავალებს გაეცნოს მას. ეს წერილი განიხილა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ და დაადგინა: "მიღებულ იქმნან სკოლაში მხოლოდ ის მეგრელი-ყმაწვილები, რომელთაც ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა იციან; შეუძლიათ აგრეთვე მიიღონ ისინიც, რომელთაც ქართული ენა არ იციან, თუ დედ-მამა ამ ყმაწვილების თანახმა იქმნებიან, რომ სწავლებ სკოლაში ქართულ ენაზე დააწყებინონ" [სსცა, . 481, საქმე # 66, ფურც. 194.].

      ამ [ლევიტსკის - ..] წერილთან დაკავშირებით სამსონ ყიფიანმა სამსახურიდან გადადგომა თხოვა საზოგადოების გამგეობას, მაგრამ ძველი სენაკის მოსახლეობამ თავად მხეიძის პირით გამგეობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა მისი თხოვნა. პირადად ილია ავავაძის თხოვნით . ყიფიანი დარჩა ძველ სენაკში.

      ძველი სენაკის სააზნაურო სკოლამ პოზიციები არ დათმო, მაგრამ მეორე (სამინისტროს) სკოლაში სწავლება, ისევე როგორც სამეგრელოს სხვა სკოლებში, მეგრულ ენაზე შემოიღეს. [გვ. 18:]

      მეგრულ ენაზე სწავლების დამკვიდრებას კმაყოფილებით ხვდებოდნენ კავკასიის სასწავლო ოლქის მესვეურები. ქუთაისიდან სასურველი ცნობები მოდიოდა. 1887 წლის მარტში ქუთაისის სახალხო სკოლების ინსპექტორმა . პერევოზნიკოვმა შეამოწმა ზუგდიდის მაზრის სკოლები და მოხსენებით ბარათში მაღალი შეფასება მისცა ქართული ენის განდევნის შემდგომ პერიოდში სკოლების მუშაობას: "სასწავლო საგნებს ბავშვები შეგნებულად ითვისებენ იმიტომ, რომ სამეგრელოს სკოლებში სწავლების ენის შესახებ მისი აღმატებულების კავკასიის ოლქის მზრუნველის ცირკულარის შემდეგ საკლასო ახსნა მიმდინარეობს მეგრულ და უფროს კლასებში რუსულ ენაზე და არა ქართულ ენაზე" [სსცა, . 422, საქმე # 2093.].

      სამეგრელოს მასწავლებლობა და მთელი ქართული ინტელიგენცია აღაშფოთა განათლების რუსიფიკატორ მოხელეთა ამ ნაბიჯმა. სამეგრელოში ხუთიოდე კაცი ძლივს გამოძებნა, რომელნიც აშორდია-გრენის ანბანს მხარს ერდნენ. გრენთან პირველად თანამშრომლობდა ზუგდიდის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებელი გაბისონია, რომელიც მალე ჩამოსცილდა მას. ასევე მიატოვა მასთან თანამშრომლობა მასწავლებელმა დავითაიამაც. დამხმარეთა ჩამოშორობა გრენმა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ხრიკებით ახსნა. 1886 წელს ალ. გრენი სწერს მზრუნველს: "აქ ცხოვრობს ქართული პარტიის ერთი ქართველი ლიტერატორი . მეუნარგია; ჩამოვიდა ის ერთი თვის წინათ თავის სოფელში... თუ რა მიზნითაა ის იქ ჩამოსული, ნათელია იმით, რომ ადრე ის თბილისში ცხოვრობდა", ახლა კი უეცრად სამეგრელოში გაჩნდა და თბილისშიც კი იმგზავრა თავად ავავაძესთან რაღაც განსაკუთრებული მიზნით". მეორე წერილში გრენი ჩივის იმის გამო, რომ მას ხელს არ უწყობენ ადგილობრივი მცხოვრებნი და შეურაცხყოფენ კიდეც. ამის მიზეზად კვლავ ქართველი საზოგადო მოღვაწეების ძირგამომთხრელ საქმიანობას მიიჩნევს.

      სამეგრელოს ბევრ სკოლაში ქართული ენა ფარულად ისწავლებოდა. გიორგი ბოკერიას მოგონებით: "ვლადიმერ გაგუასა და ერმილე შარაშიძის გამბედაობითა და მეოხებით მათ სკოლებში სამეგრელოში ყველგან ისწავლებოდა ქართული ენა. ყველა მოს[გვ. 19:]წავლეთა ბოხჩებში ნახავდით "დედა-ენას" და "ბუნების კარს" [ჟურნ. "განათლების მუშაკი", 1928, # 12.]. ამასვე ადასტურებს თვით ერმილე შარაშიძე: "იანოვსკის მიერ სამეგრელოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის მიუხედავად, თანახმად ხალხის სიყვარულისა, ყველა ვარგისი მასწავლებელი განაგრძობდა ქართულის სწავლებას, მხოლოდ არა აშკარად" [. ხუნდაძე, ცარიზმის საგამანათლებლო პოლიტიკა საქართველოში, 1939, გვ. 113.]."

      როგორც ვთქვით, ძველი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლები და სამეგრელოს ინტელიგენცია ამ ბრძოლაში მარტონი არ იყვნენ. ისინი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ყოველდღიურ მხარდაერას გრძნობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ამ საკითხს რამდენიმე წერილით გამოეხმაურა, ერთ-ერთ წერილში იგი წერდა:

      "გამოჩნდნენ იმისთანა კუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდან დედა-ენა უნდა იქმნას გამორიცხული, რადგან იქ ხალხი ადგილობრივს კილო-კავებსა ხმარობსო.

      რას გვიქადის ამ უკუღმართის აზრის სისრულეში მოყვანა, განხორციელება? რასაკვირველია, მეტად ცუდს მომავალსაიმ მხარეებს რომელთაც მოწყვეტას უპირებენ, ისინი იმავე სიკეთეს მოიმკიან, რა სიკეთეც მოელის ტოტებსა ხითგან მორილებსა: დაკნობა და გახმობა აუცილებელი შედეგია მათი მოწყვეტისა საერთო ნიადაგიდანდიაღ, განცალკევება ასუსტებს ეროვნულს სულსაც და მისგან მოშორებულს ტოტებსაც ღუპავს სრულიად.

      აი, რისთვის არის უკიდურესად საირო, რომ ბოროტს წადილს მედგრად წინ აღუდგნენ მეგრელნიც, სვანნიც და ყველა ქართველებიც" [. გოგებაშვილი, თხზულებანი, . 3, გვ. 321-322.].

      . გოგებაშვილი სიტყვით, კალმითა და საქმით სიცოცხლის ბოლო დღემდე . ავავაძესთან და სხვა ქართველ სამოციანელებთან ერთად რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მესვეური იყო და მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია მთელ ქართველ ერს და კერძოდ, მეგრელ ახალგაზრდობას. [გვ. 20:] დიდმა ქართველმა პედაგოგმა კარგად იცოდა მეგრელების გვერდზე გადგომა საზიანო იქნებოდა პირველ რიგში თვით მათთვის, შემდეგ კი მთელი ქართველი ხალხისათვის. 1903 წელს . გოგებაშვილი წერდა:

      "სამეგრელოს დაწყებითი სკოლებიდან იდევნება ქართული ნა და სემოაქვთ მეგრული საანბანო წიგნი, რომელშიც ქართული ანბანის ნაცვლად იხმარება ახლად შეთხზული ანბანი.

      ისინი, ვინც ამ ცვლილების მომხრენი არიან, საგნის ცუდ ცოდნას და სათანადო წინდახედულების უქონლობას იჩენენ, რადგან ეს ღონისძიება მეგრელთა ტომის მთელს ისტორიას, მის სანუკვარ სურვილებსა და საარსებო ინტერესებს ეწინააღმდეგება და, ამდენად, მისი განხორციელება და საბოლოოდ განმტკიცება ყოვლად შეუძლებელი იქნება" [. გოგებაშვილი, თხზულებანი, . 3, გვ. 437.].

      დიდი ქართველი პედაგოგი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა სამეგრელოს მცხოვრებთ, რომელთა ნიიერ ახალგაზრდობას მან არა ერთი და ორი გულთბილი სიტყვა უძღვნა.

      ასე თუ ისე განათლებული მეგრელები, - წერდა იგი, - ყოველთვის შესანიშნავად ფლობდნენ ქართულს სალიტერატურო ენას, ამ მხრივ კიდევაც სჯობნიდნენ სხვა ქართველ ტომთა წარმომადგენლებს და უაღრესად აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ქართული პოეზიის, მხატვრული პროზისა და მეცნიერების გამდიდრებაში. ასე, რომ საბოლოო ჯამში, მათ ქართული ლიტერატურის საუნჯეს შეჰმატეს არა ნაკლები გონებრივი კაპიტალი, ვიდრე ცალკე აღებულმა რომელიმე სხვა ქართველმა ტომმა. ძველი საქართველოს აყვავების ხანაში, დავით აღმაშენებლისა და თამარი მეფის დროს ქართული განათლების საქმის ინციატივა და ხელმძღვანელობა მთელ საქართველოში სამეგრელოდან მოდიოდა, რადგან სამეგრელოს ყონდიდის მიტროპოლიტის წოდება განუყრელად დაკავშირებული იყო საქართველოს სახალხო განათლების მინისტრის მოვალეობასთან [. გოგებაშვილი, თხზულებანი, . 3, გვ. 438.].

      ლუარსაბ ლოლუამ 1903 წელს გამოსცა წიგნი: "სამეგრელოს საერო სკოლები", რომელშიც წერდა: "ცოდვა არ არის ავყაროთ [გვ. 21] მეგრელებს დაბეჩავებულის ცხოვრების გასაუმჯობესებელი საუკეთესო იარაღი, როგორც ამას ჩადიან ზოგიერთი არამკითხე ჩვენი ხალხის უცნობი ვაჟბატონები?... ვკითხოთ ამ მოღვაწეთ, რა სამართალია, რომ წაერთვას ნამდვილი მათი დედა-ენა ქართული, რომელთანაც იგინი ისე იდროდ არიან შეკავშირებულნი, არა მარტო ნათესაობით, არამედ თოთხმეტის საუკუნის ღვთის მსახურებით და ორი ათასი წლის ისტორიულ-კულტურული ცხოვრებით... ქართული მწიგნობრობა მეგრელთათვის საკუთარი რომ არ ყოფილიყო, მეგრულ მწიგნობრობას თვით მეგრელები შეიქმნიდნენ, შეიქმნიდნენ მრავალი საუკუნით ადრე... როგორ უნდა იცხოვროს და იმოქმედოს მეგრელმა გარეშე გურიისა, იმერეთისა, ქართლისა და კახეთისა? რა ფასი უნდა ჰქონდეს ამ ადგილებში, თუ ქართული ენა და წერა-კითხვა არ ეცოდინება? ნუ თუ ეს ლუკმა პურის წართმევას არ ნიშნავს".

      ამ წიგნს აღფრთოვანებული რეცენზია უძღვნა . გოგებაშვილმა. "დიაღ, ჩინებულად ამბობს ავტორი, - წერდა იაკობი, - და დარწმუნებული ვართ კარგსა და გულ-მხურვალე გამგონელს იპოვის ყოველს შეგნებულს ქართველებში და მეტადრე მეგრელთა შორის, რომელთა რიცხვს ეკუთვნის იგი, როგორც განათლებული და ნიიერი შვილი სამეგრელოისა" [. გოგებაშვილი, თხზულებანი, . 3, გვ. 482.].

      ქართველი ინტელიგენციის ბრძოლამ თავისი გაიტანა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა სკოლაში, მათ შორის ძველი სენაკის სკოლაშიც, სწავლების ენად ქართული დარჩა. აღსანიშნავია ის, რომ, როცა ქართველი პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგობა დაუძლეველი აღმოჩნდა, კავკასიის სასწავლო ოლქისა და ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციამ უკან დაიხიეს და საზოგადოების თვალში ეს მარცხი ხალხის ნებისადმი ვითომ ანგარიშის გაწევით გაამართლეს. იგივე . ლევიტსკი მოხსენებით ბარათში . იანოვსკის სწერდა: არის მრავალი მეგრელი აზნაური, რომელიც თავს ქართველად თვლის და სურს, რომ მისი ბავშვები სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ. ნაცნობი მეგრელებისა და ძველი სენაკის ბავშვთა გამოკითხვიდან მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სამეგრელოს თითქმის [გვ. 22] ყველა აზნაური კითხულობს და წერს ქართულად და ბევრი დედა ასწავლის თავის ბავშვს ქართულ ენას სკოლაში მისვლამდის. ამ ფაქტების გამო და აგრეთვე ყურადსაღებად იმისა, რომ სამეგრელოს თავადაზნაურობამ, რომელიც ინახავს ამ სკოლას, თავისი წარმომადგენლების პირით განაცხადა, რომ ის ქართულ ენას თვლის თავის მშობლიურ ენად და შუამდგომლობაც აღძრეს სამასწავლებლო უწყების წინაშე, რომ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში სწავლება წინანდებურად ქართულ ენაზე მიმდინარეობდესო, მე შესაძლებლად და დასაშვებად ვთვლი, რომ ქართული ენა დატოვებულ იქნას ამ სკოლაში სწავლების ენად [იხ. ტრ. ხუნდაძე, . მიქაძე, ძველი სენაკის სკოლა, ჟურნ. "სკოლა და ცხოვრება", 1965, # 2, გვ. 76.].

      ასე რომ, ძველი სენაკის სააზნაურო სკოლა კვლავ ქართულ სკოლად რჩებოდა.

 

წიგნიდან: . მიქაძე, . გაგუა. ძველი სენაკის საშუალო სკოლა (დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად). . გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოება. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1978.

 

 -------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ალექსი მინდაძე

 

პეტრე ქავთარაძე

 

თბილისი: გამომცემლობა მეცნიერება, 1969

 

 

შინაარსი

 

ბიოგრაფიული მონახაზი... 3

პეტრე ქავთარაძის პიროვნების ზოგიერთი თავისებურება... 26

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები... 37

I. სახელმძღვანელოები... 38

II. სადოქტორო დისერტაცია... 42

III. ნერვული ბარიერების მნიშვნელობა... 46

IV. სამხარეო პათოლოგიის საკითხები... 47

V. საქართველოს საკურორტო ფაქტორების გავლენა ნერვულ სისტემაზე... 51

VI. ნერვული სისტემის ტრავმები... 57

VII. შრომები ნევროლოგიის გამოჩენილ მოღვაწეებზე... 60

. შარკო... 60

. ბეხტერევი... 61

. ბაბინსკი... 62

. ანფიმოვი... 63

. პონდოევი... 66

ლიტერატურული გატაცება... 67

მოულოდნელი იყო; სიცოცხლე გრძელდება... 73

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომების სია... 72

П. П. Кавтарадзе... 84

გამოყენებული ლიტერატურა... 86

 

617.9 (41)(09)

61+616.8(47.922)(092 ქავთარაძე)

688

 

         მონოგრაფიაში აღწერილია საქართველოში მეცნიერული ნევროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწის, პროფესორ პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. განხილულია მისი მთავარი ნაშრომები და დახასიათებულია პეტრე ქავთარაძე როგორც მკვლევარი, კლინიცისტი-ნევროპათოლოგი, საზოგადო მოღვაწე და გადმოცემულია მისი პიროვნების ძირითადი თავისებურება.

 

 

ბიოგრაფიული მონახაზი [გვ. 3]

 

         ვინც მისი ცხოვრების მთელ მანძილზე დამწერლობით პროდუქციას ჰქმნის და შთამომავლობას უტოვებს საკუთარ ნაფიქრ-ნააზრევს - მასზე დაწვრილებითი ბიოგრაფიული ცნობების მოტანას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია მისი შემოქმედების, სულიერი სიმდიდრის გაცნობა და ანალიზი. თუ ამ დებულებას მივიღებთ, მაშინ პეტრე ქავთარაძის ბიოგრაფიის დეტალური აღწერა აუცილებელი არ იქნება. ვფიქრობთ საკმარისია მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რადგან ვინც ამ მონოგრაფიას ბოლომდე წაიკითხავს, მისთვის ნათელი იქნება აკადემიკოს პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის პიროვნების როლი და ადგილი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და მეცნიერების ისტორიაში.

         დღემდე პეტრე ქავთარაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე საკმაოდ დაიწერა პერიოდულ პრესაში მისი დაბადების 70 წლის, 75 წლის შესრულებასთან და გარდაცვალებასთან დაკავშირებით. საკმარისია დავასახელოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX (1959), რომელიც მთლიანად . ქავთარაძის დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა. . ქავთარაძეზე გამოქვეყნებულ მასალებში, და მათ შორის ჩემს წერილებშიც, ვრცლადაა გადმოცემული მისი ბიოგრაფია და ზოგან იქვეა აღწერილი მეცნიერული შრომების ზოგადი განხილვაც.

         ჩვენ, პირველ ყოვლისა, ვემყარებით თვით . ქავთარაძის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიას და საკმარისად მივიჩნიეთ მხოლოდ ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემების მოტანა, რასაც ბიოგრაფიული მონახაზი ვუწოდეთ. ზოგიერთი საკითხი ამ მონაკვეთში გავაშუქეთ, ზოგი კი - მომდევნოში.

         ამ ნარკვევის დაწერა საპატიოდ და პასუხსაგებად მივიჩნიეთ, რადგან პეტრე ქავთარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის განხილვა ფრიად მნიშვნელოვანია საქართველოში მეცნიერული მე[გვ. 4]დიცინის განვითარების ისტორიისათვის და, კერძოდ, ნევროლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების ნათელსაყოფად.

         პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე ეკუთვნის ქართველ მეცნიერთა იმ პლეადას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩასახვის პირველ პერიოდშივე სათავეში ჩაუდგა და განავითარა ქართული სამეცნიერო აზრი მედიცინაში.

         ძნელი და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო . ქავთარაძემ ნოსირის სოფლის სკოლიდან აკადემიკოსის საპატიო წოდებამდე. საინტერესოა ამ ზიგზაგიანი ბილიკის თვალის გადავლება.

         მოკრძალებულად ვწერ ამ სტრიქონებს. ასეთი ტონი გამოწვეულია მოწაფის მუდამ მორჩილი განწყობილებით მასწავლებისადმი, აკადემიური მემკვიდრის პასუხისმგებლობის გრძნობით მის წინამორბედისადმი და კიდევ იმ აზრის გათვალისწინებით, რომ პიროვნების სრული შეფასებისათვის უთუოდ საიროა მისი ცხოვრებისეული ნაბიჯები დროის ობიექტურმა ფერფლმა დაფაროს, მაშინ კი უფრო თვალსაჩინოდ და სრულყოფილად წარმოგვიდგება პიროვნება მთელი თავისი მნიშვნელობით. მართალია პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის დაბადებიდან 80 წელი გავიდა, მაგრამ მის გარდაცვალების თარიღს მხოლოდ სამი წელი გვაშორებს. ეს დრო კი ცრემლების შეშრობას მოუნდა.

         შევეცდებით მოკლედ აღვწეროთ პეტრე ქავთარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი მომენტები.

         პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე დაიბადა 1888 წლის 20 მაისს სოფელ ნოსირში (სენაკის რაიონი).    

         მამა - პავლე ლომკაცის ძე ქავთარაძე იყო სამხედრო პირი, რუსეთ-ომალეთის ომის მონაწილე 1877-1878 წლებში, გიორგის ჯვრის კავალერი. ის შემდეგში სოფლის მეურნეობას ეწეოდა.

         დედა - მართა ნიკოლოზის ასული კიზირია, დიასახლისი, იმ დროისათვის განათლებული ქალი იყო.

         პეტრე ქავთარაძეს სამი ძმა - პლატონი, ნიკოლოზი და ალექსანდრე - და ერთი და ჰყავდა.

         ნადეჟდა პეტრეს უმცროსი, მეტად საყვარელი და იყო. ამით აიხსნება ის, რომ პეტრე ქავთარაძე ავტობიოგრაფიაში დისწულებს თავისი ოჯახის წევრებად ასახელებს. მისი სისხლხორცეული და, მართლაც, სასახელო დისწულებია: ანატოლი ალექსის ძე კაარავა - შორეული ცურვის კაპიტანი, ამჟამად საქართველოს საზღვაო ნაოსნობის სამმართველოს უფროსი, იაზონი - პოდპოლკოვნიკი. [გვ. 7]

         პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე დაქორწინდა 1918 წელს. მან ცხოვრების მეგობრად აირჩია ნეონილა სტეფანეს ასული თურქია, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის წმინდა ნინოს დახურული სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის კბილის საექიმო ტექნიკუმში, მეტად განათლებული, კულტურული, ოჯახისათვის თავდადებული და უაღრესად ერთგული ადამიანი. მათ სამი შვილი შეეძინათ: ლეილა, ლეონი და ნოდარი.

         ლეილა იყო თბილისის სახელმწიფო სამედიციმო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, გარდაიცვალა 1943 წლის 10 ოქტომბერს (დაბ. 1918 . 22 ნოემბერს).

         ქალიშვილის გარდაცვალებამ მშობლებს თავზარი დასცა. დაკარგული შვილის განუმეორებელი სიყვარულის გრძნობა ბოლომდე შეუნელებლად გაჰყვა გულმოკლულ მამას; ლეილას სასაფლაოს გვერდით დაიტოვა მისთვის სამუდამო განსასვენებელი და განზრახვაც შეუსრულეს - 1966 წლის 5 მარტს ვაკის სასაფლაოზე ქართულმა მიწამ, სამარადისოდ მიიბარა მოსიყვარულე და სახელოვანი მამა.

         ლეონ პეტრეს ძე ქავთარაძე (29 ოქტომბერი 1920 - 16 დეკემბერი 1993) მათემატიკოსია, თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი.

         ნოდარ პეტრეს ძე ქავთარაძე მამის კვალს გაჰყვა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი.

         პეტრე ქავთარაძისათვის უსაზღვროდ საყვარელი ორი შვილიშვილი - გიორგი ლეონის ძე ქავთარაძე და მერაბ ნოდარის ძე ქავთარაძე მათი პაპის დიდი საქმიანობის მომსწრენი არიან. გიორგიმ 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ამჟამად ამავე უნივერსიტეტის ასპირანტია არქეოლოგიაში, ხოლო მერაბი საშუალო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა.

         შვილიშვილების უსაზღვრო სიყვარულის საილუსტრაციოდ მხოლოდ ორი ეპიზოდის აღწერით დავკმაყოფილდებით:

         ბაბუას სურდა მისი პირველი შვილიშვილი გიორგი ექიმი გამოსულიყო და საბუთებიც კი შეატანინა სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ გიორგიმ ისტორიული განათლების მიღება ისურვა; ალბათ, მისი პაპის გიორგი ლეონიძის მიმართულება აირჩია სამოღვაწეოდ. [გვ. 9]

         - გოგი ექიმი მინდოდა გამოსულიყო, მაგრამ კარგი დარგი აირჩიაო - იტყოდა პეტრე. ამ სიტყვებს სინანულის ტონი ემჩნეოდა.

         პეტრე ქავთარაძის გარდაცვალების წინა დღეს, 1966 წლის 28 თებერვალს უმცროსმა შვილივილმა, მეორე კლასის მოსწავლე მერაბმა ბაბუას მისი პირველი მოთხრობა "ყვავილი" წაუკითხა. პეტრეს სიხარულისაგან ცრემლები მოერია.

         - მერაბი უეველად პოეტი გამოვაო - თქვა.

         ეს მოთხრობა მარტლაც შესანიშნავია ამ ასაკის ბავშვისათვის. ამიტომაც გამოქვეყნდა ის "ნორჩი ლენინელის" 1966 წლის 18 მარტის ნომერში. ბაბუა ვერ მოესწრო დაბედილი მოთხრობის წაკითხვას.

         ჩვენ ცოტა ნახტომი გავაკეთეთ, ბიოგრაფიას ფეხდაფეხ არ გავყევით, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდანვე ნათელი შეიქნეს ის ოჯახური წრე, რომელშიაც უხდებოდა პეტრე ქავთარაძეს ცხოვრება ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. ოჯახს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ჩამოყალიბებასა და მოღვაწეობაში, მით უმეტეს ისეთი ნათესაური თვისებების მქონე ადამიანისათვის, როგორიც იყო პეტრე ქავთარაძე.

         ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ:

         "ბავშვობა გავატარე მშობლების ოჯახში, სოფელ ნოსირში, მდინარე ტეხურის პირას.

         ექვსი წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და ჩემი აღზრდა უფროსმა ძმამ პლატონმა იკისრა. მან დამაწყებინა დედაენის კითხვა, მომამზადა და შემიყვანა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ უგამოცდოდ მიმიღეს ქუთაისის იმავე სახელწოდების ქართული გიმნაზიის პირველ კლასში".

         ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელს და ქუთაისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიას მეტად საინტერესო ისტორია აქვს.

         აქ საიროდ მიგვაჩნია სიტყვა-სიტყვით მოვიტანოთ ერთი ამონაწერი პროფესორ . ხუნდაძის მოგონებიდან.

         "ცარიზმი 1880-იანი წლებიდან საქართველოში სასტიკ გამარუსებელ პოლიტიკას აწარმოებდა, კერძოდ სამეგრელოს სკოლებიდან განდევნა ქართული ენა, სცადა მისი განდევნა ეკლესიიდანაც, ვითომდა როგორც არამშობლიური მეგრელთათვის. ქართველ[გვ. 10]თა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქართულ სასწავლებელს, ცარიზმის კოლონიალურ პოლიტიკას ის დაუპირისპირა, სხვათა შორის, რომ, რადგან, სამეგრელოს ახალი ქართული სკოლის გახსნის უფლებას მას მთავრობა არ მისცემდა, ქუთაისის სააზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების პარალელები ძველ სენაკში გადაიტანა 1884 წელს და მის ინსპექტორად დანიშნა განათლებული და ენერგიული პედაგოგი სამსონ ყიფიანი. ერთი წლის შემდეგ, 1885 წელს, ამ სკოლის მოთავსება საკუთარ შენობაში დიდი ზეიმით აღინიშნა. ზეიმს დაესწრო დიდძალი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წინაშე პატრიოტული სიტყვები წარმოთქვეს დიმიტრი ყიფიანმა, აკაკი წერეთელმა, ბახვა ფაღავამ, ვასილ მაჩაბელმა, ნიკო დადიანმა და სხვებმა. ეს ზეიმი გადაიქცა ხალხის დემონსტრაციად მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პატარა სასწავლებელი მალე გახდა ქართული კულტურის კერად მთელ სამეგრელოში, რომელსაც დევნიდნენ ქართველი ხალხის მტრები - იანოვსკი, ლევიტსკი, მათი აგენტი თადა აშორდია და სხვანი.

         აი ეს სკოლა დაამთავრა პეტრემ 1900 წლის გაზაფხულზე" [1 . ხუნდაძე. პეტრე ქავთარაძე (მოგონება). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სრომები, ტომი XX, 1959, გვ. 12-13.].

         ქუთაისის ქართულ სკოლაში იმ დროს მოღვაწეობდნენ გამოჩენილი პედაგოგები: სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, სამსონ ყიფიანი, თომა მთავრიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვ. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ 1901 წლის იანვარში ამ სკოლის დირექტორად დანიშნა იშვიათი თვისებებით დაჯილდოვებული ნამდვილი აღმზრდელი და პედაგოგი იოსებ ოცხელი.

         მოწაფეთა შორის შეგნებული დისციპლინის განმტკიცება, სწავლის მაღალი დონე, მასწავლებელთა და მოწაფეთა შორის მეგობრული, მშობლიური დამოკიდებულების ტრადიციები ძირითადად იოსებ ოცხელის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს.

         პეტრე ქავთარაძე მამით ობოლი იყო, მატერიალურად ნაკლებ უზრუნველყოფილი, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა ყოფილიყო დინჯი, ერთგული მეცადინი, სწავლაში წარჩინებული და ავტორიტეტიანი.

         "პირველი წიგნი, რომელმაც ჩამახედა ცხოვრებაში, იყო "ძია თომას ქოხი", რომელიც მიძღვნა გიმნაზიის დირექტორმა . ოცხელ[გვ. 12]მა წარწერით "იყავ კეთილი და პატიოსანი" - წერს თავის ავტობიოგრაფიაში პეტრე ქავთარაძე. საყვარელი მასწავლებლის ამ უბადლო საჩუქარმა მასზე განსაკუთრებული კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა.

         ქუთაისის ქართულმა გიმნაზიამ დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდობის პროგრესული იდეების ჩამოყალიბებაში. პედაგოგები თავიანთ მოწაფეებს უნერგავდნენ მოწინავე იდეებს, ხალხთა თანასწორობას, სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს.

         გიმნაზიაში სწავლის პერიოდში პეტრე ქავთარაძე  ბევრს კითხულობდა როგორც მხატვრულ, ისე პოლიტიკურ ლიტერატურას. მასზე დიდი გავლენა მოუხდენია პისარევის წერილებს ბუნებისმეტყველების შესახებ. 1905 წლის რევოლუციის დროს, . ქავთარაძე მეხუთე კლასის მოწაფე იყო და მონაწილეობას ღებულობდა რევოლუციურ დემონსტრაციაში, მოწაფეებსა და მოსახლეობასთან ერთად ბარიკადების შეიარაღებულ დაცვაში პოლიციის თავდასხმისაგან.

         . ქავთარაძემ გიმნაზია დაამთავრა 1908 წელს და შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ოდესაში. პირველ ხანებში მას ყოველთვიურად 25 მანეთს უგზავნიდა მისი და ნადეჟდა. შემდეგში კი თვითონ შესძლო თავის შენახვა გაკვეთილებით და თარგმანის (რუსულიდან ქართულ ენაზე) ჰონორარით.

         თვითმპყრობელობის პერიოდში ოდესის უნივერსიტეტი ცნობილი იყო როგორც პროგრესული იდეების მატარებელი. იქ იყვნენ პროფესორები: . სეჩენოვი, . მეჩნიკოვი. ერთ ხანს რექტორად იყო არჩეული ჩვენი სახელოვანი მეცნიერი . პეტრიაშვილი.

         პეტრე ქავთარაძე ოდესაში ჩავიდა 1909 წელს, რეაქციის პერიოდში. იმ დროს უნივერსიტეტის პროფესურა ორ ბანაკად იყო გაყოფილი - მემარცხენეებად და მემარჯვენეებად, უნივერსიტეტის რექტორი ლევაშევი მემარჯვენე პროფესორი იყო. ასეთივე მემარჯვენე მიმართულება ჰქონდათ პრორექტორს და რექტორატის სხვა მოხელეებსაც. სტუდენტობაშიც გამოჩნდნენ მემარჯვენეები . . "მიქელ გაბრიელის" საზოგადოების წევრები. ესენი თავის თავს აკადემისტებს უწოდებდნენ. "ჩვენ უნივერსიტეტში მარტო სწავლისათვის ვართ შესული, საგნებს უნდა დავეუფლოთ, შორს ჩვენგან პოლიტიკური მოღვაწეობა"-. მემარცხენე სტუდენტობა [გვ. 13] ბევრად წინ უსწრებდა ამ "აკადემისტებს" აკადემიურად და პოლიტიკური მომზადებითაც.

         "განხეთქილება ამ ორ ბანაკს შორის სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა - წერს . ქავთარაძე. ერთხელ სტუდენტთა საერთო კრებაზე, სადაც კრების დადგენილებას მე ვკითხულობდი, "აკადემისტებმა" იარაღიც კი იხმარეს, რომლის მსხვერპლი გახლდათ სტუდენტი იგლიცკი, ხუთი დარეს, ხოლო დანარჩენი კრების მონაწილე სტუდენტები დაგვატუსაღეს. ამ მდგომარეობამ დიდად ააღელვა რუსეთის მოწინავე საზოგადოება და სახელმწიფო სათათბირო".

         . ქავთარაძე სტუდენტთა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის ორი წლით გარიცხული იყო უნივერსიტეტიდან და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

         ოდესაში მყოფი ქართველი სტუდენტები გაერთიანებული იყვნენ სათვისტომოში, რომელსაც გამგეობა ხელმძღვანელობდა. სათვისტომომ თავის დროზე დიდი დადებითი როლი შეასრულა. ქართველი სტუდენტები მეგობრობდნენ რუს, პოლონელ, ბულგარელ და სხვა ეროვნების სტუდენტებთან.

         . ქავთარაძე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო.

         სტუდენტობის პერიოდში . ქავთარაძე დაინტერესებული იყო ბიოლოგიით და მედიცინის თეორიული საკითხებით. მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა ქართულ ენაზე დაწერა შრომა "ანაბიოზი", რომელიც ცალკე წიგნად დაიბედა 1914 წელს. ამ ნაშრომის დაწერას . ქავთარაძე მიაწერს პროფესორ ბახმატიევის ბრწყინვალე ლექციების გავლენას. ამ შრომის შესრულებაში მას კონსულტაციას უწევდა პროფესორი ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი, რომელიც მესამე კურსზე კითხულობდა პათოლოგიური ფიზიოლოგიის კურსს.

         . ქავთარაძე გატაცებით კითხულობდა პოლიტიკურ ლიტერატურას და ამ მხრივაც ძლიერ მომზადებულად ითვლებოდა მის ტოლ ახალგაზრდებს შორის.

         . ქავთარაძემ სამკურნალო ფაკუტეტი დაამთავრა 1915 წელს და "ზაურიად ექიმის" წოდებით დასავლეთის ფრონტზე გაგზავნეს. პირველად მუშაობდა მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში, ჯერ ორდინატორად, შემდეგ პოლკის უმცროს და უფროს ექიმად 1918 წლამდე. [გვ. 15]

         1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს . ქავთარაძე დოროგობუჟის გარნიზონის 137- პოლკში მსახურობდა და მონაწილეობა მიიღო დოროგობუჟის მუშათა, გლეხთა და სალდათთა კომიტეტის შექმნაში და არჩეულ იქნა ამ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.

         . ქავთარაძემ 1918 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მიიღო ექიმის წოდება და დაბრუნდა საქართველოში.

         სამი წლის განმავლობაში განაგებდა საექიმო-სასანიტრო განყოფილებას სენაკის სამაზრო ერობაში; საბოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც ამ თანამდებობაზე დარჩა და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა სენაკის მაზრის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის.

         1921 წლის ოქტომბრიდან . ქავთარაძე თბილისში გადმოდის და მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად, ჯერ დამსახურებული პროფესორის . ანფიმოვის და შემდეგ პროფესორ . ყიფშიძის ხელმძღვანელობით. ამ კლინიკაში დაჰყო 1931 წლის სექტემბრამდე. ორდინატორობის შემდეგ ეკავა უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი ასისტენტის თანამდებობა.

         ნევროპათოლოგიის კათედრას 1920 წლიდან, დღიდან მისი დაარსებისა - 1925 წლამდე, განაგებდა დამსახურებული პროფესორი იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი. მაშინ კათედრის შტატში ირიცხებოდა ასისტენტად სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე, ორდინატორებად - პეტრე მიხეილის ძე სარაჯიშვილი და პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე, უფრო მოგვიანებით - ნიკოლოზ აქვსენტის ძე ფოფხაძე.

         1924 წელს კათედრიდან გავიდა . სარაჯიშვილი, 1925 წელს - . ფოფხაძე, რომელთაც შემდგომში გააგრძელეს მუშაობა სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტებში ჩამოყალიბებულ ნერვულ სნეულებათა კათედრებზე. ამჟამად აკადემიკოსი . სარაჯიშვილი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია და მთელ მის კოლექტივთან ერთად ეწევა მეტად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

         ნერვულ სნეულებათა კლინიკაში . ქავთარაძემ ფართოდ გაშალა სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობა, დასწერა მთელი რიგი [გვ. 19] მეცნიერული შრომები და ფაქტიურად, პროფესორ . ყიფშიძის ხელმძღვანელობით, მასთან და მის კოლეგებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ნევროლოგიური მეცნიერების განვითარებას საქართველოში.

         . ქავთარაძე ჯერ კიდევ ასისტენტობის დროს გამოვიდა სამეცნიერო და საზოგადოებრივი მუშაობის ფართო ასპარეზზე. იყო უმცროს მასწავლებელთა კოლეგიუმის წევრი, ამავე წრიდან აირჩიეს სამკურნალო ფაკულტეტის სამეცნიერო საბოს წევრად, ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" დაარსებიდან იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი (პასუხისმგებელი მდივანი).

         . ქავთარაძემ სადოქტორანტო გამოცდები ჩააბარა 1928 წელს და სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას შეუდგა.

         1931 წელს . ქავთარაძე სათავეში ჩაუდგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ ნერვულ სნეულებათა განყოფილებას თბილისის ქალაქის პირველ საავადმყოფოში. ეს განყოფილება შემდეგში გადაიქცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრის ბაზად. ამ კათედრის გამგე იყო . ქავთარაძე 1953 წლამდე.

         1931 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბომ პეტრე ქავთარაძეს დოცენტის წოდება მიანი და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგედ აირჩია. 1934 წელს . ქავთარაძე იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებაში ლენინგრადსა და მოსკოვში სადოქტორო დისერტაციის ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად და შესასწავლად.

         1937 წლის 20 მაისს . ქავთარაძე იცავს დისერტაციას თემაზე: "ქრონაქსიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობისათვის", ენიება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

         სადოქტორო დისერტაცია შესრულებული იყო პროფესორ სიმონ ყიფშიძის კონსულტაციით. ოფიციალურ რეცენზენტ-ოპონენტებად, გარდა სიმონ ყიფშიძისა (მაშინ სადისერტაციო თემის ხელმძღვანელი თუ კონსულტატი გამოდიოდა აგრეთვე ოფიციალურ ოპონენტად), იყვნენ პროფესორები ვლადიმერ ვასილის ძე ვორონინი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ასპისოვი.

         1953 წლის 21 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მეცნიერული ნევროლოგიის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის [გვ. 20] ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგე, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე - პროფესორი სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე, რომლის ადგილი დაიკავა მეცნიერების დამსახურებულმა მოღვაწემ, პროფესორმა პეტრე პავლეს ძე ქავთარაძემ. ამ სპატიო თანამდებობას ასრულებდა . ქავთარაძე გარდაცვალებამდე - 1966 წლის 1 მარტამდე. [გვ. 21]

         პედიატრიული და სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტების ნერვულ სნეულებათა კათედრას . ქავთარაძის შემდეგ, 1953-1966 წლებში, განაგებდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ნიკოლოზ ავქსენტის ძე ფოფხაძე, ხოლო 1966 წლიდან ამ კათედრას ხელმძღვანელობს პროფესორი სოფიო სპირიდონის ასული ენუქიძე.

         დიდი სამამულო ომის პერიოდში, . ქავთარაძის ხელმძღვანელობით არსებული კლინიკა გადაიქცა ჰოსპიტლის ბაზად, სადაც დარილ და ავადმყოფ მეომართა მაღალკვალიფიციურ მკურნალობასთან ერთად, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, . ქავთარაძემ და მისმა თანამშრომლებმა დაამუშავეს 10 სამეცნიერო თემა. იქვე დამუშავდა . ზოიძის საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "თავის ტვინის ცეცხლსასროლი რილობების ნევროპათოლოგიური სინდრომები და მათი ტოპიკურ-დიაგნოსტიკური ღირებულება" (1948).

         1941 წელს აქტიური მეცნიერული და საზოგადოებრივი მუშაობისათვის პეტრე პავლეს ძე ქავთარაძეს მიენი მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ხოლო 1959 წელს ის აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

         პეტრე ქავთარაძე მეტად ნაყოფიერი იყო როგორც მეცნიერული ხელმძღვანელი და ახალგაზრდა ნევროპათოლოგთა აღმზრდელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კათედრის თანამშრომლებმა შეასრულეს 150-ზე მეტი მეცნიერული ხასიათის შრომა, დაამუშავეს და დაიცვეს ექვსი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია; ორ მათგანს (. ჟვანია და . რუხაძე) მიენი პროფესორის წოდება.

         ბრწყინვალე იყო . ქავთარაძე როგორც რეცენზენტი და ოპონენტი, მას ჰქონდა საკვალიფიკაციო შრომების ღრმა ანალიზის და ლოგიკური, ობიექტური, ცხარე დისკუსიის იშვიათი უნარი. მისი რეცენზიები და ზეპირი ოპონენციები (რომელთა რაოდენობა 50-ზე მეტია), სანიმუშოდ შეიძლება ჩაითვალოს. ამაში დავრწმუნდებით, თუ გავეცნობით . ქავთარაძის გამოქვეყნებულ რამდენიმე რეცენზიას [2 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX, 1959, გვ. 164-172.] ამ სტრიქონების ავტორი ამაში არა მხოლოდ დარწმუნდა, [გვ. 22] არამედ განიცადა კიდეც; ის ჩემი დისერტაციის რეცენზენტ-ოპონენტი იყო (1949).

         დისერტანტის გულს მალამოსავით ედება ოპონენტის მიერ მისი შრომის დასაბუთებული, დადებითი შეფასება. განუზომელია ასეთი სიტყვების მოსმენისაგან გამოწვეული, მღელვარებაში მყოფი დისერტანტის სასიამოვნო განცდა. ამასთანავე ოპონენტის სადისკუსიო ხასიათის შენიშვნები - ცხოველი კამათის საბაბს გაძლევთ და მთელი შემართებით იცავთ თქვენს დებულებებს. ეს კეთილმსურველი ოპონენტის, თუ შეიძლება ასე ითქვას, აკადემიური ილეთია და, თუ შეგიძლიათ, სამეცნიერო საბოს უჩვენებთ თქვენს პოტენციურ ძალას... უკანონო, დაუსაბუთებელი, წვრილმანი შენიშვნები კი დაცვის ხასიათს გიფუებთ. ჩემთვის დღესაც სამახსოვროა საჯარო პაექრობისას პეტრე ქავთარაძის დარბაისლური აკადემიური ოპონენცია, ჩემი სადოქტორო დისერტაციის ძირითადი აზრის ღრმა ანალიზი, დადებითი შეფასება და ისეთი საკითხების დაყენება, რომელმაც ფრთა გამაშლევინა და უკეთ ამამეტყველა. თბილი და დასამახსოვრებელი იყო ეს სიტყვები, ისე როგორც მისი ავტორი.

         . ქავთარაძის კალამს ეკუთვნის 80 სამეცნიერო ნაშრომი. მისი კვლევის დიაპაზონი ფართოა და ეხება კლინიკური ნევროლოგიისა და თერაპიის, კურორტოლოგიისა და სამკურნალო ფიზკულტურის, ბავშვთა ნევროპათოლოგიისა და სამხარეო პათოლოგიის, ზოგად სამედიცინო თეორიის საკითხებს და გამოჩენილ ნევროპათოლოგთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერას. . ქავთარაძე სამართლიანად ითვლება საქართველოში ბავშვთა ნერვული დაავადებების მეცნიერული შესწავლის პიონერად. მისი დაუღალავი ენერგიით, ინციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით კურორტ ახტალაში გახსნილია სპეციალური სანატორიუმი ბავშვთა დამბლის ახტალის ტალახით მკურნალობისათვის.

         საყურადღებოა . ქავთარაძის ადრეული პუბლიცისტური, კრიტიკული წერილები, ლიტერატურული ნარკვევები და თარგმანები, რომლებიც ქვეყნდებოდა საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში, ზოგჯერ ნოსირელის ფსევდონიმით. მეცნიერულ ნაშრომებსა და ლიტერატურული ხასიათის მოღვაწეობაზე ცალკე გვაქვს საუბარი, ამიტომ მათ განხილვას აქ არ შევუდგებით.

         . ქავთარაძე ნაყოფიერ სამეცნიერო, პრაქტიკულ და პედაგოგიურ მუშაობას ყოველთვის უთავსებდა აქტიურ საზოგადოებ[გვ. 23]რივ საქმიანობას. წლების მანძილზე იგი იყო ჟურნალების "თანამედროვე მედიცინისა" და "საბოთა მედიცინის" სარედაქციო კოლეგიის მდივანი და წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სწავლული მდივანი, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო ნაწილში, ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საზოგადოებათა პრეზიდიუმის თავმჯდომარე, მედიცინის ისტორიკოსთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბოს შრომათა კრებულის რედაქტორის მოადგილე, სამეცნიერო საბოს პრეზიდიუმის წევრი, კურორტ ახტალის, ახალი ათონის, მრავალი სამკურნალო დაწესებულის კონსულტანტი და რესპუბლიკის მთავარი ნევროპათოლოგი, კალინინის სახელობის რაიონის დეპუტატი, ამავე დროს იგი იყო მეცნიერული კვლევის, სტუდენტთა აღზრდისა და ექიმთა კადრების მომზადების თვალსაჩინო ორგანიზატორი, გამოცდილი და მეტად წამახალისებელი მეცნიერი, ხელმძღვანელი და შესანიშნავი პედაგოგი, ერთ-ერთი საუკეთესო დიაგნოსტიკოსი და მკურნალი ნევროპათოლოგიაში.

         . ქავთარაძეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნერვულ სნეულებათა კლინიკასთან, ერევნის ნერვული და ფსიქიატრიული კლინიკების ხელმძღვანელებთან - პროფესორ აკოპიანთან და მირზოიანთან, საკავშირო სამედიცინო აკადემიის ნამდვილ წევრ პროფ. . სარქისოვთან, იმავე აკადემიის წევრ-კორესპონდენტ პროფ. . რაზდოლსკისთან და სხვ. . ქავთარაძე ორჯერ იყო მიწვეული ოპონენტად ერევნის სამედიცინო ინსტიტუტში ნერვულ სნეულებათა კლინიკის თანამშრომლების დისერტაციის დაცვაზე.

         რესპუბლიკის ფარგლებში . ქავთარაძეს და მისი კლინიკის თანამშრომლებს საქმიანი ურთიერთობა და კონსულტაციური თანამშრომლობა ჰქონდათ ქალაქებისა და რაიონების ნევროპათოლოგებთან. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: . შუბლაძე (სოხუმი), . გიორგაძე (გორი), . კანდელაკი (ზესტაფონი), . დარჯანია (სენაკი), . ურუშაძე (ბათუმი) და სხვ.

         პეტრე ქავთარაძე დიდი ავტორიტეტით და სიყვარულით სარგებლობდა საქართველოს მოსახლეობაში, სამედიცინო საზოგა[გვ. 24]დოებაში, მოსწავლე ახალგაზრდობაში, მისი მრავალმხრივი მოღვაწეობით, სათნო ხასიათით და პრინციპულობით. დაჯილდოვებული იყო ლენინის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით.

         . ქავთარაძე მოესწრო მისი დაბადების 70 და 75 წლისთავს, მაგრამ არც ერთხელ არ ჩატარებულა ამ ღირსეულ და დამსახურებულ იუბილეთა ოფიციალური ცერემონია, რადგან მას თვითონ არ სურდა ეს.

         თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომათა XX ტომი (1959) მთლიანად მიეძღვნა პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის დაბდების 70 წლისთავს. ამ კრებულის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

         "წელს შესრულდა, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ქართული ნევროლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, პროფესორ პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის დაბადებიდან 70 და საექიმო-პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 45 წლისთავი.

         პროფესორი . ქავთარაძე ეკუთვნის ქართული მედიცინის მოღვაწეთა იმ შესანიშნავ თაობას, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ქართული სამედიცინო მეცნიერული აზროვნების შექმნაში და დღესაც მთელი ენერგიით მუშაობენ მისი შემდგომი განვითარებისათვის.

         სამედიცინო ინსტიტუტის შრომათა ეს XX ტომი, მიძღვნილია მცხოვანი მეცნიერის ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი. ამ კრებულში დასტამბულია . ქავთარაძის, როგორც ადრეული პუბლიცისტური და სამედიცინო ხასიათის წერილები, ასევე მისი მოღვაწეობის თანამედროვე პერიოდის შრომები. ამავე კრებულში მოთავსებულია პროფესორ . ქავთარაძის მრავალრიცხოვანი მოწაფეების მიერ შესრულებული ზოგიერთი შრომები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ასახავენ . ქავთარაძის იმ ნაყოფიერ მუშაობას, რაც გასწია მან სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე.

         საყურადღებოა მისი ადრეული პუბლიცისტური და ჟურნალისტური ხასიათის წერილები, რომლებიც დაწერილია 50 წლის წინათ, მაგრამ, მიუხედავად მათი ხანდაზმულობისა, დღესაც ინტერესებით იკითხება და დიდი ჰუმანური შინაარსისაა.

         ვფიქრობთ, აღნიშნული საიუბილეო კრებულის გამოცემით, სამედიცინო ინსტიტუტი ერთგვარ ვალს უხდის ღვაწმოსილ მეც[გვ. 25]ნიერს მისი მრავალმხრივი, უმწიკვლო, ნაყოფიერი მუშაობის აღსანიშნავად" [3 . გელბახიანი. წინასიტყვაობა. თბილისის სახელმწიფო ამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX, 1959, გვ. 3].

         . ქავთარაძის დაბადებიდან 75 წლის შესრულება ფართოდ გაშუქდა რესპუბლიკურ პრესაში და კორსაკოვის სახელობის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის ჟურნალში [4 П. Сараджишвили. Во имя высших идеалов. К 75-летию со дня рождения П. П. Кавтарадзе. Газета "Вечерный Тбилиси" # 118, 20 мая, 1964. . რუხაძე და . მინდაძე. სამოცდათხუთმეტი გაზაფხული, გაზეთი "ლიტერატურული საქართველო", # 23, 5 ივნისი, 1964. . რუხაძე და . მინდაძე. პეტრე ქავთარაძე. საბოთა მედიცინა, 6, 1964, გვ. 59-61. А. К. Рухадзе и А. А. Миндадзе. П. П. Кавтарадзе (к 75-летию со дня рождения). Журнал Невропатологии и психиатрии имени С. С. Корсакова, том 65, вып. 3, 1965, стр. 478-479.].

         1964 წელს ამ სტრიქონების ავტორი, . რუხაძესთან ერთად, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" წერდა:

         "აკადემიკოსი პეტრე ქავთარაძე ეშმარიტად გამოჩენილი კლინიცისტი-ნევროპათოლოგია, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე მეტად ნაყოფიერ მეცნიერულ-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ის, როგორც ნოვატორი მეცნიერი, კარგად არის ცნობილი საქართველოშიც და მთელ საბოთა კავშირშიც.

         მიუხედავად ხანდაზმულობისა, სახელგანთქმული მეცნიერი და მოღვაწე კვლავ ახალგაზრდული სიყვარულითა და გატაცებით ემსახურება ჩვენს მეცნიერებას, ჩვენს ხალხს. დაე, დიდხანს ენთოს მისი შემოქმედებითი ცეცხლი".

         აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის მიერ ანთებული ჩირაღდანი ამ მოკრძალებული ნარკვევის ავტორს გადაეცა, რომელიც სათუთად ინახავს მისი მასწავლებლის ნათელ ხსოვნას, ინარჩუნებს მის მიერ დანერგილ საუკეთესო ტრადიციებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობაში და მის თანამშრომლებთან ერთად ძალასა და ენერგიას არ ზოგავს, სახერლოვანი წინაპრების სიმონ ყიფშიძისა და პეტრე ქავთარაძის მიერ დაწყებული ქართული ნევროლოგიური ყამირის ათვისებისა და მისი შემოქმედებითი განვითარებისათვის.

         ამ ამოცანის წარმატებით გადარა იქნება პეტრე ქავთარაძისათვის უკვდავების ძეგლის აგება.

         თუ როგორ შევძლებთ ამ საპატიო და მეტად პასუხსაგები დავალების ესრულებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. [გვ. 26]

 

 

პეტრე ქავთარაძის პიროვნების ზოგიერთი თავისებურება

 

         ქუთაისის ქართული გიმნზიის დირექტორმა, გამოჩენილმა ქართველმა პედაგოგმა იოსებ ოცხელმა სიცხიანი ავადმყოფი - მესამე კლასელი პეტრე ქავთარაძე ინახულა, ექიმი მოუყვანა და წამლებიც თვითონვე უყიდა. შემდეგ გამოჯამრთელებამდე ყოველ დღე მიდიოდა მასთან. ყოფილი სენაკის მაზრის სოფელ ნოსირიდან ჩამოსული პატარა პეტრესათვის, მშობლიურ ყურადღებასთან ერთად, განსაკუთრებით ძვირფასი იყო აღმზრდელის საჩუქარი "ძია თომას ქოხი", რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "იყავ კეთილი და პატიოსანი. . ოცხელი".

         ამ შთამაგონებელ სიტყვებს პეტრე ქავთარაძეზე დაუვიწყარი გავლენა მოუხდენია. ის 70 წლის ასაკში წერდა: "ეს წარწერა ჩემი შეგნებული ცხოვრების გზის მაჩვენებელი გახდა, ხოლო ოცხელის სახე სისუსტის საათებში სიმხნევეს მინერგავდა. ახლა ჩემი მოღვაწეობის მიწურულში შემიძლია ვთქვა, რომ კეთილი კაცის სახელი მართლაც დავიმსახურე, ხოლო რაც შეეხება პატიოსნებას, ვფიქრობ არც ამისთვის მიღალატნია" [5 . ქავთარაძე. იოსებ ივანეს ძე ოცხელი (მოგონება). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX, 1959, გვ. 197.].

         ტროფიმე ხუნდაძე სასკოლო ასაკის პეტრე ქავთარაძეს ასე ახასიათებს: "ის ბავშვობის ასაკში ნაკლებად წააგავდა ბავშვს: მეტად დინჯი იყო, აუჩქარებელი, დაკვირვებული. არასოდეს არ მინახავს ის ჩვენი სკოლის ვრცელ ეზოში სხვა ბავშვებივით მორბენალი, ოთურმისა, ქვასალობის და ლახტის მოთამაშე, ან ორძელზე მოვარჯიშე. ყველა გაკვეთილი კლასში მომზადებული მოჰქონდა და ბევრი სახელმძღვანელო წიგნის მოტანა უყვარდა. არა მარტო თანაკლასელები, არამედ მასწავლებლებიც მას მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ყველა საგანს წარმატებით სწავ[გვ. 27]ლობდა. რამდენიმე თვე ერთ ბინაში ვცხოვრობდით და ოჯახშიც ისეთივე იყო, როგორც სკოლაში" [6 . ხუნდაძე. პეტრე ქავთარაძე (მოგონება). თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX, 1959, გვ. 13.].

         . ოცხელი ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ მესამე კლასის მოწაფე მომავალში ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი და საზოგადო მოღვაწე გახდებოდა. პეტრე ქავთარაძემ იმედი გაამართლა და ბევრად გაუსწრო გულისხმიერი მასწავლებლის სურვილს. არც თვით ამ გამოჩენილი ქართველი პედაგოგის მიმართ დარჩენილა ვალში - თბილი მოგონება გამოაქვეყნა მასზე და აკადემიკოს კონსტანტინე დავითის ძე ერისთავთან ერთად, ითავა და განხორციელა ქუთაისში . ოცხელის სასაფლაოზე ძეგლის აგება. აქ ნათლად გამომჟღავნდა პეტრე ქავთარაძის კაცთმოყვარეობის დიდი გრძნობა, მასწავლებლის სიყვარული და პატივისცემა.

         ქუთაისში იოსებ ოცხელის ძეგლის აგებას საინტერესო ისტორია აქვს, პეტრე ქავთარაძე კი ამ ისტორიის ცენტრში იმყოფება. ამიტომ ზედმეტი არ იქნება მასზე ორიოდე სიტყვის თქმა.

         გამოჩენილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ ივანეს ძე ოცხელის ძეგლის დამდგმელი კომისიის ანგარიში მოხსენდა ქუთაისის ქართული გიმნაზიის ყოფილ მოწაფეთა სხდომას, რომელიც შედგა 1961 წლის 26 თებერვალს თბილისის მასწავლებელთა სახლში. მოხსენება გააკეთა . ქავთარაემ. მოხსენებაში ნათქვამია:

         "ქართული გიმნაზიის 1908 წელს დამთავრებულთ განზრახული გვქონდა მოგვეწყო შეხვედრა 1958 წელს, . . 50 წლისთავზე. ამ თარიღთან დაკავშირებით საჯაროდ უნდა აგვეღნიშნა ამ გიმნაზიის ხელმძღვანელთა და მასწავლებელთა ღვაწლი ჩვენი ხალხის მიმართ. ამ დროისათვის ცნობილი გახდა რომ . ოცხელის საფლავი უპატრონოა. "ახალგაზრდა კომუნისტში" დაიბედა მოქ. ქათამაძის წერილი, სადაც იგი მოუწოდებდა ოცხელის ყოფილ მოწაფეებს მზრუნველობა გამოეჩინათ ოცხელის საფლავისადმი.

         ჩვენდამი დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩვენი შეხვედრა არ მოხერხდა".

         1960 წელს 80 წელი შესრულდა ამ სასწავლებლის დააარსებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიება დაისახა, რომელთაგან უნდა აღინიშნოს სკოლის მუზეუმის გახსნა ყოფილი [გვ. 28] ქართული გიმნაზიის შენობაში. ამ მუზეუმის პირველი განყოფილებაა ქართული გიმნაზია 1921 წლამდე. აღნიშნული მუზეუმის მოწყობის ორგანიზაცია ეკუთვნის ქუთაისის მეორე სკოლის ყოფილ დირექტორს . გენძეხაძეს, რომელსაც სხდომაზე დიდი მადლობა გამოუცხადეს.

         საანგარიშო მოხსენებაში ვკითხულობთ: "1960 წელს . ოცხელის ნეშთი მწვანე ყვავილის პანთეონში გადაასვენეს, სადაც . ხუნდაძემ, . კუუხიძემ, . გვეტაძემ ნახეს მოუვლელი და უპატრონო სასაფლაო. იმ სურათის მნახველმა ცუდი შთაბედილებით დაბრუნებულმა ამხანაგებმა გაგვიზიარეს თავიანთი აზრი ოცხელის ყოფილ მოწაფეებს და გვთხოვეს საქმის მოგვარება".

         1960 წლის 23 თებერვალს აკადემიკოს . ერისთავის კაბინეტში შედგა საინციტივო ჯგუფს თათბირი, რომელსაც დაესწრნენ კონსტანტინე ერისთავი, ტროფიმე ხუნდაძე, პლატონ შუშანია, პეტრე ქავთარაძე და ნიკოლოზ გვეტაძე. თათბირზე განიხილეს მოქანდაკე ტიტე სიხარულიძის მიერ წარმოდგენილი იოსებ ოცხელის ქანდაკების გეგმა და ხარჯთაღრიცხვა.

         საინციტივო ჯგუფის თაოსნობით ოცხელის ყოფილი მოწაფეებისაგან ეგროვდა ძეგლის აგებისათვის საირო თანხა, გამოიყო ძეგლის აგების კომისია შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე ერისთავი (თავმჯდომარე), პეტრე ქავთარაძე (მოადგილე), ნიკოლოზ გვეტაძე (მდივანი). წევრები: კონსტანტინე გამსახურდია, ტროფიმე ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ჩოგოვაძე, ვარლამ თოფურია, აკაკი ფაღავა, პლატონ შუშანია, დავით რონდელი, დავით წერეთელი და ირაკლი მიქელაძე.

         ამ კომისიას მიენდო დაწყებული საქმის დაბოლოება. მოხსენებაში აღნიშნულია: "ბრინჯაოსაგან ქანდაკების დამზადების შემდეგ კომისიაში დაისვა საკითხი ძეგლის სკოლის ეზოში დადგმის სახებ. ამ საქმის მოგვარება მიენდო . ფაღავას, . წერეთელს, . რონდელს, . გვეტაძეს, რომლებმაც კულტურის სამინისტროში განცხადება ეიტანეს. მივიღეთ სასიხარულო პასუხი - კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა თავის ხარჯზე დადგას . ოცხელის ძეგლი სკოლის ეზოში. ამრიგად, ჩვენს მიერ შეძენილი ძეგლი, ისე როგორც პირველად ქონდა კომისიას გამიზნული, დადგმული იქნა მწვანე ყვავილის პანთეონში . ოცხელის საფლავზე". [გვ. 31]

         . ქავთარაძე სიტყვით გამოვიდა . ოცხელის ძეგლის ოფიციალურ გახსნაზე და ყოველთვის კმაყოფილებით იგონებდა საყვარელი მასწავლებლის პატივსაცემად გაწეულ ზრუნვას.

         მრავალრიცხოვან მასწავლებელთა შორის . ქავთარაძე განსაკუთრებით . ოცხელით იყო მოჯადოებული. ის წერდა:

         "... . ოცხელი იყო წარმოუდგენელი სიტყვის ოსტატი, მომაჯადოებელი ენით მოსაუბრე. დღესაც მესმის მისი საუბარი მეჩნიკოვის ლეიკოციტარულ თეორიაზე და ილია ავავაძის მოღვაწეობაზე, რომლის დიდი პატივისმცემელი იყო. მახსოვს მისი განცდა ყარიბის წერილის გამო ილიას შესახებ და უსაზღვრო სიხარული ილიას პასუხით - "ნუთუ?" პოლემიკური წერილის ეს შედევრი, გაზეთში დაბედილი, მან თვითონ წაგვიკითხა მეხუთე კლასის მოწაფეებს თავისი განსაკუთრებული დიქციით" [7 . ქავთარაძე. იოსებ ივანეს ძე ოცხელი (მოგონება). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი XX, 1959, გვ. 197.].

         იოსებ ოცხელს საპატიო ადგილი ირავს ქართველ პედაგოგთა და საზოგადო მოღვაწეთა შორის. მან უკვდავების ძეგლი მის მრავალრიცხოვან მოწაფეთა გულში დაიმკვიდრა, მოწაფეებმა კი ეს გრძნობა სიმბოლურად ათქმევინეს მოქანდაკე ტიტე სიხარულიძის მიერ გამოძერწილ ბრინჯაოს ძეგლს.

         თუ წაიკითხავთ . ოცხელის ყოფილი მოწაფეების 118 გვარს, რომელთაც საკუთარი თანხით აუგეს ღირსეულ აღმზრდელს, მაინ დარწმუნდებით როგორი ღონიერი ნაკადია ეს ჯგუფი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის, ხოლო . ოცხელის მოკრძალებული მოწაფე, ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოთავე - . ქავთარაძე დიდი მასშტაბის მოღვაწედ წარმოგიდგებათ.

         პეტრე ქავთარაძე სათანადოდ აფასებდა მის სხვა მასწავლებლებსაც, რომლებსაც ღვაწლი მიუძღვით მის ნევროლოგიურ განათლებასა საქართველოში ნევროლოგიური მეცნიერების განვითარებაში. აქ უნდა დავასახელოთ დამსახურებული პროფესორი იაკობ ათანასეს ძე ანფიმოვი, რომლის შესახებ მან ცალკე მონოგრაფია გამოაქვეყნა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე პროფესორი სიმონ ნიკიფორეს ძე ყიფშიძე, რომლის მოწაფედაც თვლიდა თავს და რომელთანაც გაავლო პირველი კვალი ნევროლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის.

         ამ მხრივ პეტრე ქავთარაძე მისი მასწავლებლების ღირსეული, მადლიერი, თავაზიანი და სახელოვანი მოწაფეა. [გვ. 33]

         პეტრე ქავთარაძისათვის უცხო იყო განდიდების რაიმე გამოვლინება, ის ყოველთვის იყო უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი, სათნო ხასიათის, გაირვებულის დამხმარე და მაიმედებელი.

         გულის სიღრმეში ფაქიზად ატარებდა პეტრე ქავთარაძე სოფელ ნოსირის სიყვარულს. დაიბადა ის მდინარე ტეხურის ნაპირებზე, მის ულამაზეს ველ-მინდვრებზე გაატარა მან ბავშვობა. მშობლიური მაღალი პატრიოტული გრძნობებისა და ქართული ეროვნული ტრადიციების ოჯახში მან უსაზღვროდ შეიყვარა მშობლიური ენა, მისი გმირული ისტორია, შეიგრძნო ქართველი კაცის სულიერი ცხოვრება და მისი ქვეყნის განუსაზღვრელი სიყვარული.

         ნოსირისა და მთელი ყოფილი სენაკის მაზრის მცხოვრებთათვის მისი სახლის და კლინიკის კარები ყოველთვის ღია იყო და მათთვის საირო დახმარება უზრუნველყოფილი.

         პეტრე ქავთარაძემ საკუთარი თანხებით დაიწყო ნოსირში კულტურის სახლის მშენებლობა (რაც შემდეგში ძველი სენაკის საბოთა მეურნეობამ დაამთავრა), გახსნა ბიბლიოთეკა, რომელსაც გადასცა მნიშვნელოვანი რაოდენობით წიგნები, გამოუწერა ჟურნალ-გაზეთები და ათ წლამდე ხელფასს აძლევდა ბიბლიოთეკის გამგეს ტატიანა ოდიშარიას. პეტრე ქავთარაძის სიკვდილის შემდეგ, 1967 წლის მაისში, ოფიციალურად გაიხსნა აკადემიკოს პეტრე პავლეს ზე ქავთარაძის სახელობის კულტურის სახლი ბიბლიოთეკით. ამ ცერემონიას დაესწრო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრისა და რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების თანამშრომლები, . ქავთარაძის მოწაფეები, რომლებიც მათი სახელოვანი წინაპრის ტრადიციებს დღესაც აგრძელებენ და ნოსირიც საშეფო სოფლად აქვთ აღიარებული. ამას გარდა, მშრომელთა დეპუტატების ცხაკაიას რაიაღმასკომის დადგენილებით ცხაკაიას (სენაკი) ერთ-ერთ ქუჩას პეტრე ქავთარაძის სახელი ეწოდა.

         სენაკის რაიონის სამედიცინო პერსონალის და თბილისის სახეელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა და რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა მიერ 1968 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს სენაკში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. როგორც ნოსირის . ქავთარაძის [გვ. 34] სახელობის კულტურის სახლის ოფიციალური გახსნა, ეს კონფერენცია გადაიღო და აჩვენა საქართველოს ტელევიზიამ და წერილები გამოქვეყნდა ჩვენს პრესაში.

         დაწყებული ურთიერთობა დღემდე არსებობს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს კარგი და მისაბაძი ტრადიცია მომავალში გაგრძელდება პეტრე ქავთარაძის იმ შესანიშნავი გრძნობის პატივსაცემად, რასაც მშობლიური მხარის სიყვარული და კეთილშობილური პატრიოტიზმი ჰქვია.

         პეტრე ქავთარაძე შესანიშნავი მეუღლე, ოჯახის მეთაური, მზრუნველი და მოსიყვარულე მამა იყო. ის ყველაფერს აკეთებდა შვილების განათლების მიღებისა და მათი მეცნიერული წინსვლისათვის.

         შეუდარებელი იყო პეტრე ქავთარაძე ყოველდღიურ კლინიკურ მუშაობაში. შინაარსიანი შემოვლები, უსაზღვრო სითბო და იმედი ავადმყოფისადმი, ყოველთვის ოპტიმისტური განწყობილება, დიდი დიაგნოსტიკური ალღო, თერაპიის საკითხებისადმი მეტი ყურადღება, ეშმარიტი კლინიკური აზროვნება, შიდაკლინიკურ კონფერენციებზე საინტერესო ავადმყოფების ღრმა შინაარსიანი განხილვა, კლინიკური ხასიათის თემების დამუშავება, ახლის ძიება, დამხმარე პარაკლინიკური უახლესი გამოკვლევების მეთოდების დანერგვა, ფართო გასაქანი მოწაფეთა პირად ინციატივას, სისტემატური ზრუნვა მათი აკადემიური დონის ამაღლებისათვის და სამეცნიერო ხარისხის მიღებისათვის ამ დიდი ნევროლოგის დამახასიათებელი თვისებები იყო.

         მიმზიდველი იყო პეტრე ქავთარაძის კლინიკური ლექციები, პედაგოგიური მეთოდების ოსტატური გამოყენებით ის მსმენელთა დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებდა. ლექციების წაკითხვისას განსაკუთრებული ინტერესით განმარტავდა დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებს, კონკრეტული შემთხვევების განხილვისა და განზოგადების ფონზე. ლექციების შინაარსი უაღრესად პრაქტიკული გამოყენების ხასიათისა იყო.

         სტუდენტთა გამოცდებს თავისუფალ ატმოსფეროში ატარებდა. მეტად აფასებდა სტუდენტის მსჯელობას. შეფასებაში ობიექტურობას იჩენდა.

         როგორც რეცენზენტ-ოპონენტი ოფიციალურს, დადებითს, მთავარს, რაციონალურს ხაზგასმით საჯაროდ აღიარებდა, მცდარ დებულებას იმგვარ ლოგიკურ დასაბუთებას აძლევდა, რომ დი[გვ. 35]სერტანტი ფარხმალს ჰყრიდა. ამავე დროს, პაექრობისას ისეთ სადისკუსიო საკითხებს დააყენებდა, რომელთა განმარტებით სამეცნიერო ხარისხის მაძიებელს თავისი ცოდნისა და ერუდიციის გამომჟღავნების საშუალება ეძლეოდა. ამ მონაცემების მიხედვით, . ქავთარაძე უნდა ჩაითვალოს ისეთ რეცენზენტ-ოპონენტად, რომელსაც მიკროსკოპულ სიდიდემდე შეეძლო დაენახა დისერტაციაში ახალი, ეცნიერული, შეემჩნია ნაკლი, აღენიშნა სადავო საკითხები და ყოფილიყო ყოველთვის პრინციპული.

         პეტრე ქავთარაძე მუდამ მოძრავი და მკვირცხლი აზროვნების კაცი იყო, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდა საექიმო, სამეცნიერო-კვლევით, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობას. მისი დიდი ხნის მეგობარი, აკდემიკოსი . სარაჯიშვილი . ქავთარაძის დაბადების 75 წლისთავზე წერდა: "მეცნიერებაში შედეგებს და აღმოჩენებს ერთბაშად ვერ აღწევენ. გამარჯვება მოელის მხოლოდ მას, ვინც შეუპოვარია მის გამოკვლევებში. ასეთი შეუპოვარი ძიებებით, მუშაობის მიზანდასახულობით, მისწრაფებით გადასცეს ყველა მისი გამოცდილება ახალგაზრდობას აღსავსეა სწავლული ნევროპათოლოგის აკადემიკოს პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის მოღვაწეობა" [8 П. Сараджишвили. Во имя высших идеалов. К 75-летию со дня рождения П. П. Кавтарадзе. Газета "Вечерный Тбилиси" # 118, 20 мая, 1964.].

         ხაზგასმით უნდა აღინიშნოს . ქავთარაძის პრინციპულობა ნევროლოგიური მომსახურების ორგანიზაციული საკითხებისადმი, შემოქმედებითი დისკუსიების დროს და მწვავე კრიტიკული მიდგომა მცდარი, დაბედილი მოსაზრებისადმი, მითუმეტეს თუ ის ეხებოდა ისტორიული ფაქტების დამახინჯებას. წამოყენებული დებულების დასადასტურებლად საკმარისად მიგვაჩნია მხოლოდ ერთი ფაქტის მოტანა.

         1957 წლის ნოემბერში კორსაკოვის სახელობის ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით, "საბოთა ნევროპათოლოგიის 40 წელი", სადაც არასწორად იყო წარმოდგენილი ნევროპათოლოგიის განვითარების ისტორია საქართველოში. . ქავთარაძე აღაშფოთა რედაქციის მიერ საქართველოში ნევროპათოლოგიის განვითარების ისტორიის უგულვებელყოფამ, რის გამოც მან რედაქციას შემდეგი წერილი გაუგზავნა: [გვ. 36]

 

ГЛУБОКОУВАЖАЕМЫЙ РЕДАКТОР!

 

         В ноябрском номере журнала Невропатологии и психиатрии имени С. С. Корсакова, т. VII, вып. II, 1957 г. в статье "40 летие Советской Невропатологии" читаем: "В советских социалистических республиках, которые в прошлом были отсталыми окраинами, созданы свои специальные институты, кафедры нервных болезней, как например, в Узбекистане (Л. Л. Шаргородский), Грузии (П. М. Сараджишвили) и др."

         По данным автора статьи относительно того, что первым заведующим кафедрой нервных болезней в Грузии был П. М. Сараджишвили, не соответствует действительности.

         В 1920 году заведующим кафедрой нервных болезней медицинского факультета Тбилисского государственного Университета был приглашен известный русский ученый заслуж. профессор Я. А. Анфимов, в том же году быди избраны ассистентом кафедры С. Н. Кипшидзе, ординаторами П. С. Сараджишвили и П. П. Кавтарадзе. С 1925 года кафедрой заведывал заслуж. деятел. науки проф. С. Н. Кипшидзе.

         Сорокалетие Великой Октябрской Социалистической революции Грузия встречает тремя кафедрами нервных болезней - 120 высококвалифицированными невропатологами, среди которых 8 докторов, 16 кандидатов медицинских наук. Грузинскими невропатологами изданы учебники и пособия для высших и средних медицинских школ, 15 монографий и более 500 научных статей.

         "В нашем (я и Сигуа) докладе "Невропатология Советской Грузии - к 40 летию В. О. С. Р." подробно изложены пути развития Грузинской неврологии. Мы не претендовали на его опубликование вверенном Вам журнале, хотя столичные журналы поместили авторов из "в прошлом отсталой окраины".

         1. Проф. В. С. Антадзе "Пути развития микробиологии, эпидемиологии в Груз. ССР". Журнал микробиологии, эпидемиологии и имунологии # 10, 1957.

         2. Р. Г. Натадзе "Вопросы мышления и речи в трудах психологов в Грузинской ССР". Жур. Вопросы психологии #  5, 1957. [gv. 37]

         Уведомляя о вышеизложенном прошу сообщить с кем имел консультацию автор передовой статьи и какими данными он пользовался.

 

С глубоким уважением                                                                         Проф. П. Кавтарадзе

7/XII - 1957 г. Тбилиси

 

ჟურნალში ეს წერილი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ავტორმა რედაქტორის თითქოს გასამართლებელი პასუხი მიიღო.

         ამის შემდეგ კი საჯაროდ ითქვა და თვით წერილის ტექსტი დაიბეჭდა . ქავთარაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კრებულში ორი წლის შემდეგ.

         ამგვარად, პეტრე ქავთარაძის პიროვნების თავისებურება ასე გვესახება: ის იყო უაღრესად კეთილშობილი, პატიოსანი, უბრალო, სათნო ხასიათის, მშობლიური სოფლის, ოჯახის, ნათესავების, მოწაფეების მოყვარული და კარგის მნდომი, მაღალი მორალური თვისებებით აღჭურვილი, ავადმყოფების იმედის მომცემი, ღრმა მოაზროვნე კლინიცისტ-ნევროპათოლოგი, ახალგაზრდა კადრების აღმზრდელი, მისი მასწავლებლებისა და წინაპრების დიდი პატივისმცემელი, ობიექტური ოპონენტი, მკვირცხლი აზროვნების მქონე და პრინციპული როგორც საზოგადოებრივ, ისე მეცნიერულ მოღვაწეობაში.

         ეს თვისებები, სანიმუშოა ყოველი საზოგადო მოღვაწის, პატრიოტისა და მეცნიერისათვის.

 

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები [გვ. 37-67]:

I. სახელმძღვანელოები [გვ. 38-42]:

ნევროპათოლოგიის სახელმძღვანელო (1927).

ნევროპათოლოგიის სახელმძღვანელო (1953).

ფსიქონევროლოგიის კურსი (1934)

ნევრო-ფსიქპათოლოგიის კურსი (1937)

ნევროპათოლოგია (1950)

II. სადოქტორო დისერტაცია [გვ. 42-45]

III. ნერვული ბარიერების მნიშვნელობა [გვ. 46-47]

IV. სამხარეო პათოლოგიის საკითხები [გვ. 47-51]:

1. ნერვული სისტემის პელაგრა.

2. ეპიდემიური ენცეფალიტის გავრცელება საქართველოში.

3. ნერვული სისტემის ათაშანგი, საქართველოში თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნერვების სნეულებათა კლინიკის მასალების მიხედვით.

4. ჰეინე-მედინის ავადმყოფობა საქართველოში 1920-1934 წლებში.

V. საქართველოს საკურორტო ფაქტორების გავლენა ნერვულ სისტემაზე [გვ. 51-57]:

1. წყალტუბოს აბაზანების მოქმედება ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.

2. კურორტ შოვის კლიმატური ფაქტორების გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.

3. კურორტ შოვის სანატორიუმის ავადმყოფთა კეფალოგრაფიის მონაცემები.

4. კურორტ შოვის კლიმატონალნეოლოგიური ფაქტორების გავლენა სისხლში K და ჩა შემადგენლობაზე.

5. აბასთუმნის კლიმატურ-ბალნეოლოგიური ფაქტორების გავლენა კალი-კალციუმის ცვალებადობაზე სისხლში.

6. ძირითადი ცვლა რიდით ტუბერკულოზურ ავადმყოფებში აბასთუმნის პირობებში.

7. აბასთუმნის კლიმატის გავლენა ტუბერკულოზიან ავადმყოფთა ნერვულ სისტემაზე.

8. აბასთუმნის კლიმატის გავლენა ტუბერკულოზიან ავადმყოფთა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე.

9. სამკურნალო ფიზკულტურის გავლენა ტუბერკულოზით დაავადებულთა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე აბასთუმნის მთის კლიმატის პირობებში.

10. ტუბერკულოზიან ავადმყოფთა განწყობა კურორტ აბასთუმნის პირობებში.

11. ბავვთა დამბლის მკურნალობა კურორტ ახტალაზე.

VI. ნერვული სისტემის ტრავმები [გვ. 57-60]:

ომის მასალაზე შესწავლილი თავის ტვინის კონტუზიის დროს ექსტრაპირამიდული სინდრომების კლინიკა.

კლინიკური და პათოლოგანატომიური მონაცემების შეფარდება კიდურების პერიფერიულ ნერვთა ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს.

VII. შრომები ნევროლოგიის გამოჩენილ მოღვაწეებზე [გვ. 60-67]:

. შარკო

. ბეხტერევი

. ბაბინსკი

. ანფიმოვი

. პონდოევი

 

 

ლიტერატურული გატაცება [გვ. 67]

 

         . ქავთარაძე ახალგაზრდობაში ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პუბლიცისტური წერილი და მოთხრობა, რომლებიც ქვეყნდებოდა საქართველოს პერიოდულ პრესაში (გაზეთები "კოლხიდა" და "იმერეთი", ჟურნალი "ცხოვრება და მეცნიერება").

         ჩვენს ხელთ არის . ქავთარაძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომების XX ტომი (1959), სადაც გამოქვეყნებულია ნაწყვეტები . ქავთარაძის ლიტერატურული პროდუქციიდან (გვ. 175-197).

         ამ ნაწარმოებების გაცნობით რწმუნდებით, რომ ავტორს მადლიანი კალამი, პუბლიცისტური, კრიტიკული ალღო და მხატვრული გემოვნება გააჩნია. დარწმუნებული ვართ, რომ ამ გზას თუ გაჰყვებოდა . ქავთარაძე, ის აუცილებლად გამოჩენილი ლიტე[გვ. 68]რატორი იქნებოდა. მან, როგორც მედიკოსმა, საკუთარი ნიჭი და მთელი ენერგია სამედიცინო მეცნიერებას და ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოახმარა, მაგრამ მის მოღვაწეობის ყოველ უბანზე ჩანს ლიტერატორის სითბო, ქართული ენის კარგი ცოდნა, აზრის კეთილშობილება, წერის მანერის სილაღე და სიტყვის ძალა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ლიტერატურულმა გატაცებამ განსხვავებულად ააჟღერა, გააკეთილშობილა მისი აზროვნება და მთელი ცხოვრებისეული მოღვაწეობა, ისე როგორც სიყვარული აკეთილშობილებს ადამიანის სულს.

         რამდენიმე სიტყვა ამ ნაწარმოებებზე.

         . ქავთარაძე გაზეთ "კოლხიდაში" ათავსებს წერილს სათაურით "ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა გადაიტანონ ახალში?", სადაც აკრიტიკებს ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ . გელაზონიას სტატიას. გელაზონია საზოგადოებას ურჩევდა სკოლა ძველი სენაკიდან ახალ სენაკში გადაეტანათ. . ქავთარაძე არ იზიარებს ამ მოსაზრებას და ლოგიკურად ადასტურებს სკოლის ძველ სენაკში დატოვების უპირატესობას.

         ყურადღებას იპყრობს ამ სტატიის ბოლოს, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, . ქავთარაძის შემდეგი მინაწერი:

         "გაზეთ "კოლხიდის" რედაქციამ ეს წერილი მოწინავედ გაუშვა. ზემოდასახელებული სკოლა ძველ სენაკში დატოვეს. თუ რა გავლენა იქონია ჩემმა წერილმა ამ გადაწყვეტილებაში არ ვიცი. მაგრამ კარგად მახსოვს ქუთაისის ბაღში ჩემთან ერთად ეს წერილი კონსტანტინე გამსახურდიან წაიკითხა და სთქვა: "ნეტავ როდის იქნება, რომ ჩემი წერილებიც ასე იბეჭდებოდეს". ეს იყო 1912 წელს. იმავე წელს კონსტანტინე გამსახურდია გაემგზავრა გერმანიას და იქიდან დაიწყო საინტერესო წერილების ბეჭდვა გაზეთებში. დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი რომანისტია, ქართველი ერის ისტორიული რომანების დიდი ოსტატი". [41 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი 20, 1959, გვ. 194.]

         . ქავთარაძის რეცენზია . ავალიანის ნაშრომის "გლეხთა საკითხი ამიერკავკასიაში" პირველი წიგნის შესახებ.

         . ავალიანის წიგნი დაბეჭდილია რუსულ ენაზე, შეიცავს 520 გვერდს და გამოცემულია ოდესაში. [გვ. 69]

         . ქავთარაძე დეტალურად გადმოგვცემს წიგნის შინაარსს, აყენებს საქართველოში გლეხთა აჯანყების ღრმა შესწავლის ამოცანას. აკრიტიკებს მეფის მთავრობის პოლიტიკას ბატონყმობისაგან გლეხების უმიწოდ განთავისუფლების საკითხში და დახასიათებული ჰყავს ილია ჭავჭავაძე, როგორც ერთადერთი მებატონე, რომელიც თავგამოდებით იცავდა გლეხთა ინტერესებს.

         ილია ჭავჭავაძემ "უშიშრად აღიარა, რომ გლეხის განთავისუფლება უმიწაწყლოდ უნაყოფოა და არასასურველი (როცა ყველა ამას ეცნობი, ერთჯერ კიდევ გებადება აზრი, თუ რას უკიჟინებდნენ ის "ჩამონაჭრების" მოტრფიალენი 1905 წელს იმ კაცს, რომელიც 1863 წელს გლეხის მიწიანად სრულ განთავისუფლებას ითხოვდა?)". [42 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომები, ტომი 20, 1959, გვ. 184.]

         . ქავთარაძე 1959 წელს წერს: "ეს რეცენზია დაიბეჭდა გაზთ "იმერეთში" 1913 წლის ოქტომბერში. ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა ილია ჭავჭავაძის როლი გლეხთა განთავისუფლებისათვის და ამით გამეფანტა მის ირგვლივ არსებული აზრი.

         ამ ჩემს რეცენზიას პასუხი გასცა . გელეიშვილმა. მისი თქმით ის თავადი ჭავჭავაძე, რომელსაც მე ილია ჭავჭავაძედ ვაღიარებ, ილია არ არის, ის სხვა ჭავჭავაძეა. ამის შესახებ შემდეგ მექნება საუბარი". [43 იქვე, გვ. 185.]

         ამ მოსალოდნელი საუბრის ქვეტექსტი გასაგებია.

         თუმცა . ქავთარაძეს . გელეიშვილის პასუხზე თავისი მოსაზრება წერილობით არ გამოუთქვამს, მაგრამ ეს პასუხი იმ მოსაზრების განმტკიცება იქნებოდა, რა მიზნითაც დაწერა მან აღნიშნული რეცენზია და რა პასუხიც დიდი ხანია მიიღო ქართველმა საზოგადოებრიობამ ილია ჭავჭავაძეზე როგორც პროგრესულ მოაზროვნე, ჩვენი ხალხის მოჭირნახულე, ბუმბერაზ მოღვაწეზე.

         1913 წელს გაზეთ "იმერეთში" დაიბეჭდა . ქავთარაძის ოდესიდან გამოგზავნილი წერილი: "სათვისტომო თუ კოოპერაცია?", სადაც განხილულია იმდროინდელი სტუდენტობის მრავალი საჭირბოროტო საკითხი, რის შესახებაც ბევრს წერდნენ იმდროინდელ პრესაში. ავტორი სვამს საკითხს სტუდენტობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი კულტურული [გვ. 70] დონის ამაღლების უკეთესი ორგანიზაციული ფორმების გამოძებნის შესახებ, რადგან მარტო სტუდენტთა სატვისტომოს გაუქმება და კოოპერაციის დაარსება საქმეს არ უშველიდა.

         "ჩვენი სურვილია - წერს ავტორი, რაც შეიძლება მეტი შევიძინოთ და სწავლით, ცოდნით შეიარაღებული დავბრუნდეთ შინ, რათა ვემსახუროთ ხალხსო". [44 იქვე, გვ. 187.] . ქავთარაძემ ეს სურვილი აისრულა. მან დიდი ცოდნა, გამოცდილება, ენერგია და ნიჭი ხალხის სამსახურს მოახმარა.

         გაზეთ "კოლხიდაში" ნახევარი საუკუნის წინ გამოქვეყნდა . ქავთარაძის კრიტიკული მხატვრული ხასიათის სტატია "წერილი წაღვერიდან". კრიტიკულია ის, რადგან აღწერილია იმდროინდელი წაღვერის მეტად აუტანელი მდგომარეობა (უბინაობა, სურსათის სიმცირე, ულტურული მომსახურების დაბალი დონე, ანტისანიტარია და სხვ.) და მხატვრულია, რამდენადაც პოეტურადაა აღწერილი ცხრა წყაროზე მზის ამოსვლის სანახაობით მიღებული შთაბეჭდილებები.

         აი ერთი მონაკვეთი ამ ნაწარმოებიდან:

         "მივაღწიეთ დანიშნულ ადგილს. მზის ამოსვლამდე ცოტა დრო დარჩა. ირგვლივ ათასნაირი ფერადები იშლება, თითქოს ჩვენს წინ ზღვა იყოს. ზოგიერთს შავი ზღვაც ელანდება, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს ნისლის ოკეანეა. ამ სქელ ნისლს ორმოები და ჩავარდნილი ადგილები ამოევსო, მაღლობზე, მთის ქოჩორზე კი, იქ სადაც მზის ამოსვლას მოველოდით, ცა მოწმენდილი იყო და ამით იმედი მოგვეცა.

         მართლაც, დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა, ცა გაწითლდა, ყველა ამ წითელს მიაჩერდა, აი ახლა ამოვაო მზე, მაგრამ მზეს არ ეჩქარება. ზოგიერთებმა ფეხის ბრახუნი და "ვრემიას" ძახილი დაიწყეს. გარემოებაც ხელს უწყობს - თითქოს თეატრში ვსხედვართ და წარმოდგენის დაწყებას ველითო. ყველა ერთ ადგილს მისჩერებოდა და ერთი და იგივე სანახაობა აინტერესებდა. უცებ ცაზე გაიელვა, მას მიემატა ხაზი, ხაზს ხაზი და სხივები ცაზე ალისფერ მარაოდ გადაიშალა. სანამ მზე თავის სახეს მიიღებდა, კიდევ წუთებმა განვლო და შემდეგ აუჩქარებლად ამოგორდა წითელი კაშკაშა გლობუსი. ამ ვეებერთელა მზეს კიდევ წუთს შევყურებით. მერე მისმა სხივებმა თავისი სიძლიერე გამოიჩინა და [გვ. 71] ყველაფერს ცეცხლი წაუკიდა. კარგა ხანს ვიდექით ნანახით გარინდულნი. როცა გონს მოვედი და მიმოვიხედე, ვნახე თუ რა შავი დღე დაუყენებია მზეს ნისლისათვის. მინახავს გემიდან მზის ჩასვლაც, მინახავს თუ როგორ მეფურად, აუჩქარებლად ეშვებოდა მშვენიერი მზე შავი ზღვისაკენ და როგორ ბრწყინავდნენ ზღვის ლურჯი ტალღები ოქროსფერ მზის სხივებში. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ მზის ამოსვლა უფრო ჯადოქრულია და მომაჯადოვებელი, ვიდრე მზის ჩასვლა." [45 იქვე, გვ. 177.]

         გადაუჭარბებლად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნების სანახაობისა და ამ სანახაობით აღძრული განცდების ასეთი გადმოცემა შესანისნავია, მომაჯადოვებელია, და ის თავისუფლად შეიძლება გავუტოლოთ მაღალი გემოვნების პროფესიონალი მწერლის ანალოგიური სურათების აღწერას.

         დიდი ინტერესით იკითხება "თეთრი მთა". ეს არის ეხლანდელი კურორტ ლებარდეს სურათი 1910 წელს, როდესაც პირველად იმოგზაურა იქ . ქავთარაძემ ერთ რუს მეგობართან ერთად. სამი დღე მოანდომეს მათ ძნელი ბილიკების გავლას სანამ მიაღწევდნენ თეთრ მთას, რომელიც სამი საკურორტო ადგილისაგან შესდგება, როგორიცაა ლებარდე, მჟავე წყალი და ტეხურას თავი.

         "თეთრი მთა" გამოქვეყნდა გაზეთ "კოლხიდაში" 1911 წლის 5 აგვისტოს.

         მინერალური წყაროებით მდიდარი მაღალი მთის კურორტი ლებარდე 1921 წლამდე კერძო მესაკუთრეების შემოსავლის წყარო იყო. არავინ ფიქრობდა აქ უგზოობის გამო წვალებით მოსულ ავადმყოფთა ბინით და კვებით უზრუნველყოფაზე. საექიმო მეთვალყურეობა კი სრულიად არ არსებობდა. ხალხი ყავრით დახურულ ქოხებში ცხოვრობდა და მინერალურ წყალს სურვილის ან სხვების გამოცდილების მიხედვით ღებულობდა.

         პირველი ექიმი, რომელიც უფასო საექიმო დახმარებას უწევდა ლებარდეში მოსულთ, ეს თვით "თეთრი მთის" ავტორი პეტრე ქავთარაძე გახლდათ. ეს იყო 1921 წელს.

         გულისწყრომით უპასუხებს . ქავთარაძე ექიმ . გობეჩიას (რომლის წიგნი "კურორტი ლებარდე" დაიბეჭდა 1955 წელს), რომელიც წერდა თითქოს მას პირველს ხვდა წილად 1922 წლის ზაფ[გვ. 72]ხულში კურორტზე ამბულატორიის ჩამოყალიბება და დამსვენებლების საექიმო მომსახურებით უზრუნველყოფა.

         . ქავთარაძე პასუხად წერს: "ეს სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს. ვფიქრობ ვის? ვის? მაგრამ ექიმ ბეგლარ გობეჩიას კი უნდა სცოდნოდა, რომ პირველად 1921 წელს გაიხსნა ლებარდეში ამბულატორია და რომ იმას კი არა, მე მხვდა წილად კურორტზე დამსვენებლების საექიმო მომსახურების უზრუნველყოფა და პირველი სააგარაკო ათი-სამოთახიანი სახლისათვის ადგილის მიჩენა". [46 იქვე, გვ. 192.]

         პეტრე ქავთარაძის მოღვაწეობის გაცნობის შემდეგ ამ ნაწარმოების წაკითხვით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ავტორის ოცნება რეალობად იქცა და ამ რეალობის განხორციელება პირველად თვით მას ხვდა წილად. ჩვენის აზრით, "თეთრი მთა" პეტრე ქავთარაძის მიერ განვლილი გზის, მისი ცხოვრების ძირითადი მიმართულების სიმბოლიური გამოხატულებაა.

         იქნებ ამიტომაც სხვა ნაწარმოებებზე მეტად უყვარდა მას "თეთრი მთა"?

         პეტრე ქავთარაძის ლიტერატურულ მოღვაწეობას ჩვენ ლიტერატურული გატაცება ვუწოდეთ, რადგან ეს იყო მისი ახალგაზრდული სულიერი განცდის ლამაზი რეპროდუქცია, მისი მხატვრული შემოქმედებითი ნიჭის გამომზეურება, მისი შინაგანი ბუნების გამოსხივება, რომლის შუქმა გზა გაუნათა ფართო მოღვაწეობას სარბიელზე.

 

        

...მოულოდნელი იყო; სიცოცხლე გრძელდება [გვ. 73]

 

         1966 წლის სექტემბერში . ქავთარაძეს განსაზღვრული ჰქონდა კონსულტანტად გადასვლა. "ფაქტიურად ისევ ხელმძღვანელი ვიქნები, უფრო კარგად და ნაყოფიერად ვიმუშავებთო" იტყოდა. სამწუხაროდ არ დასცალდა ჩანაფიქრის მის სიცოცხლეშივე განხორციელება. ბოლო ხანს მას არ უავადმყოფნია. მოულოდნელი იყო მისი სიკვდილი და თუ სიკვდილში რაიმე სილამაზეა, მაშინ ლამაზი იყო იგი. 1966 წლის 1 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, შემოქმედებითი დისკუსიის დროს 78 წლის ასაკში შეწყდა აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის, ამ დიდი სულის პატრონის, პატრიოტის, მოღვაწისა და მეცნიერის მაჯისცემა.

         მოულოდნელი იყო პეტრე ქავთარაძის სიკვდილი, რადგან ის სავსებით შრომისუნარიანი, შემოქმედებითი ცეცხლით ანთებული, ხალისით შეჰყურებდა აწმყოსა და მომავალს, დასახული სამეცნიერო გეგმების განხორციელებისათვის იბრძოდა. ასაკს გავლენა არ მოუხდენია მის აზროვნებაზე, სიბერის დაღი არ დამჩნევია მის მუდამ ბობოქარ ბუნებას, მისი მოწაფეებისათვის არ მოხუცებულა ბატონი პეტრე, ახალგაზრდული გატაცების იერი დაჰკრავდა მის მოღვაწეობას. მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ქართული კულტურისა და მეცნიერების მსახურთ არ სურდათ მასთან განშორება და ამიტომ მოულოდნელი იყო და დასანანი პეტრე ქავთარაძის სიკვდილი.

         ქართველმა ხალხმა ღირსეულად დაიტირა ეს დიდი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე.

         წერილები გამოქვეყნდა რესპუბლიკურ და საკავშირო პრესაში, გადაცემები მოეწყო რადიოთი და ტელევიზიით.

         1966 წლის 5 მარტს, ილია ჭავჭავაძის სახელობის კულტურის სახლში ბრწყინვალე გამოსათხოვარი სიტყვები წარმოსთქვეს პლატონ შუშანიამ, ბესარიონ ჟღენტმა და გიორგი ლეონიძემ. და[გვ. 74]მკრძალავი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ პეტრე გელბახიანის შესავალი სიტყვის შემდეგ, ვაკის სასაფლაოზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი ავლიპი ზურაბაშვილი. მან თქვა: "გამოჩენილი ნევროპათოლოგის, ღირსეული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პეტრე ქავთარაძის უდროოდ გარდაცვალებით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა რიგებს გამოაკლდა იშვიათი ცოდნის და გამოცდილების მქონე კლინიცისტი-ნევროპათოლოგი, უებრო მკურნალი და ჯანმრთელობის დაცვის საქმის ორგანიზატორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გამოაკლდა ერთ-ერთი საამაყო და ბრწყინვალე წარმომადგენელი, ხოლო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტს გამოაკლდა მისი უხუცესი წევრი და სტუდენტთა საყვარელი და მარად დაუვიწყარი მასწავლებელი".

         აკადემიკოსმა ავლიპი ზურაბაშვილმა ილაპარაკა აკადემიკოს პეტრე ქავთარაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და მისი სიტყვა ასე დაასრულა: "ძვირფასო პეტრე! თქვენი გულის ყოველი ცემა იყო სიმართლის ღაღადება... დიახ, თქვენი გული მთლიანად გადაქცეული იყო სიმართლის გალობის სიმად... საუბედუროდ ბედმა გიმტყუნა და ეს გალობის სიმი უდროოდ გაწყდა.

         მაგრამ ძვირფასო პეტრე, თქვენ ბრძანდებით უეჭველად ბედნიერი, ვინაიდან ხართ ვალმოხდილი მეცნიერი და მოღვაწე. თქვენ ბრძანდებით ბედნიერი იმიტომ, რომ თქვენი სახელოვანი მოწაფეები და არეთვე თქვენი საყვარელი შვილები და შვილიშვილები, ზუსტად შეასრულებენ თქვენს მიერ დატოვებულ აკადემიურ ტრადიციებს და ზუსტად ივლიან თქვენს მიერ არჩეული სიმართლისა და პატიოსნების გზით".

         გულში ჩამწვდომი იყო მისი ნათესავისა და მეგობრის პოეტ-აკადემიკოსის გიორგი ლეონიძის სიტყვა. მან თქვა: "ძვირფასო ძმაო, საყვარელო მეგობარო პეტრე! ამ შემზარავ, სამუდამო გაყრის ჟამს, მე გულისტკივილით აღსავსეს ძალა არ შემწევს ვილაპარაკო შენს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივ დამსახურებაზე. [გვ. 75]

         მე მხოლოდ ერთს აღვნიშნავ; სახელდობრ იმას, რომ ყველას ენანები, ყველა მოგტირის, ყველა სამართლიანად გაერთიანებულია შენს სიყვარულში.

         ყველა იმეორებს შენზე პოეტის სიტყვებს: "კაცი იყო კაცობისა შესაფერი, შესატყვისი" - ეს შენი სათაყვანო რუსთაველის სიტყვებია.

         შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ შენ ქართულ ლიტერატურაშიც მონაწილეობდი, ლიტერატორი იყავი შენს ახალგაზრდობაში. და აი, შენმა საყვარელმა პოეტებმა ბარათაშვილმა, ილიამ, აკაკიმ გვიანდერძეს, რომ ადამიანმა ისე უნდა განვლოს ცხოვრების გზა, რომ ზედ თავისი ნავალი აღბეჭდოს, შენ ცხოვრების გზა კეთილშობილურად, სახელოვნად გაიარე და დაგვრჩა ნაკვალევი შენი სათნოებისა, სიყვარულისა, მეგობრობისა, კაცური კაცობისა.

         თავმდაბალი, წრფელი, წმინდა გრძნობისა და ტკბილი ზნეობის ადამიანი, თავდადებული მეცნიერი, მოჭირნახულე მუშაკი, ამაგდარი მამულიშვილი - ხალხის ჯანისა და სიმრთელისათვის მზრუნავი, მართალი და სპეტაკი ქართველი, - აი, ვინ დავკარგეთ შენით, ძვირფასო პეტრე!..

         მეტად მძიმეა, რომ ამიერიდან აღარც ოჯახში, აღარც მეგობართა შორის, აღარც საზოგადოებაში აღარ გვეყოლები, ვეღარ დაამშვენებ მათ.

         მძიმეა, რომ გახარებულ, ხალისიან ადამიანს ბნელეთში გისტუმრებთ, მაგრამ შენი ღვაწლისა და საქმის ნათელი გაგინათებს გზას!

         ბედნიერი ხარ, რომ პირნათელი მიდიხარ ჩვენგან! ბედნიერი ხარ, რომ ხალხის ცრემლი გაცილებს! ეს ცრემლი წალეკავს სამარის წყვდიადს და ჩვენს გულში მუდამ იბრწყინვალებს შენი გულის გამონაფრქვევი ნათელი, სხივი შენი შრომისა და მოღვაწეობისა, შენი ადამიანური ღიმილი, შენი პირის ნათელი, ჭეშმარიტი, რაინდული მოქალაქისა.

         დაე, ჩვენმა ახალგაზრდობამ აიღოს შენგან მაგალითი თუ როგორ უნდა ემსახურონ ისინი მამულსა და მეცნიერებას.

         მშვიდობით, მშვიდობით, დაუვიწყარო, მუდამ ტკბილად და კეთილად მოსაგონებელო, ამადგარო და საყვარელო, ჩვენო ტკბილო პეტრევ!"

         მისი სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით პეტრე ქავთარაძის სახელი მიეკუთვნა [გვ. 76] თბილისის ერთ-ერთ ქუჩას საბურთალოზე და საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოებას, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში დაწესდა პეტრე ქავთარაძის სახელობის სტიპენდია.

         1969 წლის 20 მაისს 80 წელი შესრულდა პეტრე ქავთარაძის დაბადებიდან. ეს თარიღი ოფიციალურად აღინიშნა. ოფიციალური იუბილეს გადახდაზე კი პეტრე ქავთარაძემ სიცოცხლეში (70 და 75 წლის ასაკში), უარი განაცხადა მისი უპრეტენზიო ბუნებისა და თავაზიანი ხასიათის გამო.

         აკადემიკოსმა . ქავთარაძემ ჭეშმარიტად უკვდავების ძეგლი დაიდგა მთელი ქართველი ხალხის გულში. მისი ცხოვრების გზა მისაბაძია ყოველი მოღვაწისა და მეცნიერისათვის. პეტრე ქავთარაძის უკვდავება იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ საფუძველჩაყრილი ნევროლოგიური აზროვნება საქართველოში შემოქმედებითი განვითარების გზით მიდის. სიცოცხლე გრძელდება.

 

 

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომების სია

(ქრონოლოგიურად) [გვ. 77-83]

 

П. П. Кавтарадзе [gv. 84]

 

         Исполнилось 80 лет со дня рождения академика АН Грузии, заслуженного деятеля науки, доктора медицинских наук, профессора Петра Павловича Кавтарадзе, одного из основоположников научной невропатологии в Грузии и активнейшего представителя старшего поколения медиков республики.

         Родился П. П. Кавтарадзе в селе Носири в семье военнослужащего. Окончив в 1915 г. университет в Одессе, П. П. Кавтарадзе был призван в действительную армию в качестве военного врача. В 1918 г. по возаращению в Грузию он ведет плодотворную работу в области медицинского обслуживания неселения. В 1921 г. его избирают ординатором клиники нервных болезней медицинского факультета. С 1931 г. получив звание доцента, П. П. Кавтарадзе ведет самостоятельную научно-педагогическую работу.

         В 1937 г. П. П. Кавтарадзе защищает диссертацию на тему: "О диагностическом значении хронаксии", в результате чего ему присваивают ученую степень доктора медицинских наук и звание профессора, а в 1941 г. - почетное звание заслуженного деятеля наук. В 1959 г. П. П. Кавтарадзе избирают действительным членом АН Грузии.

         С 1931 г. по 1953 г. П. П. Кавтарадзе руководит кафедрой нервных болезней педиатрического, сангигиенического и стоматологического факультетов Тбилисского государственного медицинского института, а с 1953 г. по 1966 г., до конца своей жизни, возглавляет кафедру нервных болезней лечебного факультета того же института.

         Перу П. П. Кавтарадзе принадлежит более 80 научных трудов, среди которых 3 руководства для студентов и 5 моно[gv. 85]графий. Его научные работы касаются актуальных вопросов клинической неврологии и терапии, курортологии, лечебной неврологии, краевой невропатологии, травматических заболеваний центральной и периферической нервной системы. П. П. Кавтарадзе справедливо считается пионером в научном изучении детских нервных болезней а Грузии.

         П. П. Кавтарадзе был выдающимся клиницистом-невропатологом. Он вел большую и плодотворную научно-исследовательскую, педагогоческую и врачебную работу, занимался воспитанием студентов и подготовкой медицинских кадров. В течение ряда лет он был членом редколлегии и ответственным секретарем журнала "Танамедрове медицина" со дня его основания, а затем журнала "Сабчота медицина", ученым секретарем Тбилисского государственного медицинского института, заместителем директора по научной части Тбилисского ГИДУВа, председателем, а затем заместителем председателя Общества невропатологов и психиатров, председателем президиума Совета научных медицинских обществ Минздрава Грузии, председателем Республиканского научного общества историков медицины.

         Петр Павлович Кавтарадзе пользовался большим авторитетом и искреней любовью студентов, медицинских работников, широкой интеллигенции и общественности. Был награжден орденами Ленина, "Знак почета" и медалями.

         П. П. Кавтарадзе внезапно скончался 1 марта 1966 г., на 78 году жизни во время творческого диспута.

         Имя академика П. П. Кавтарадзе присвоенно обществу невропатологов и психиатров Грузии, одндй из улиц г. Тбилиси, а в Тбилисском государственном медицинском институте упорядочена студенческая стипендия.

         Славный путь, пройденный П. П. Кавтарадзе, является примером большого ученого и общественного деятеля, так горячо любящего свой народ и свою родину.

 

გამოყენებული ლიტერატურა [გვ. 86-87]

 

შინაარსი: [გვ. 88]

 

ბიოგრაფიული მონახაზი... 3

პეტრე ქავთარაძის პიროვნების ზოგიერთი თავისებურება... 26

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები... 37

I. სახელმძღვანელოები... 38

II. სადოქტორო დისერტაცია... 42

III. ნერვული ბარიერების მნიშვნელობა... 46

IV. სამხარეო პათოლოგიის საკითხები... 47

V. საქართველოს საკურორტო ფაქტორების გავლენა ნერვულ სისტემაზე... 51

VI. ნერვული სისტემის ტრავმები... 57

VII. შრომები ნევროლოგიის გამოჩენილ მოღვაწეებზე... 60

. შარკო... 60

. ბეხტერევი... 61

. ბაბინსკი... 62

. ანფიმოვი... 63

. პონდოევი... 66

ლიტერატურული გატაცება... 67

მოულოდნელი იყო; სიცოცხლე გრძელდება... 73

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომების სია... 72

П. П. Кавтарадзе... 84

გამოყენებული ლიტერატურა... 86 [გვ. 89]

 

დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს დადგენილებით

 

*

გამომცემლობის რედაქტორი . ავალიანი

მხატვარი . ნადირაძე

ტექრედაქტორი . ბოკერია

კორექტორი . ამაშუკელი

 

გადაეცა წარმოებას 28.5.1969 ხელმოწერილია დასაბეჭდად 11.6.1969

ქაღალდის ზომა 60901/16; ნაბეჭდი თაბახი 5,63; სააღრიცხვო-საგამომცემლო თაბახი 4.64; უე 01269; ტირაჟი 5 000; შეკვეთა # 1559;

ფასი 45 კაპ.

 

გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი, 60, კუტუზოვის ., 15.

გამომცემლობა "მეცნიერების" სტამბა, თბილისი, 60, კუტუზოვის ., 15.

 

 

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი

შრომები

ტომი XX

მიძღვნილი პროფ. . ქავთარაძის დაბადებიდან 70 წლისთავისადმი

(1889-1959)

თბილისი

1959

 

სარედაქციო კოლეგია:

პროფ. . . გელბახიანი (/ რედაქტორი)

პროფ. ვლ. ჟღენტი (საქ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი, მეცნ. დამსახ. მოღვაწე)

პროფ. . ტატიშვილი (საქ. მეცნ. აკად. წევრ-კორესპონტენტი)

პროფ. . გედევანიშვილი (საქ. მეცნ. აკად. წევრ-კორესპონტენტი)

პროფ. . . რუხაძე (/ მდივანი)

 

 

წინასიტყვაობა [გვ 3]

 

წელს შესრულდა, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ქართული ნევროლოგიური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის, პროფესორ პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის დაბადებიდან 70 და საექიმო-პედაგოგიური, სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 45 წლისთავი.

 

პროფ. . . ქავთარაძე ეკუთვნის ქართული მედიცინის მოღვაწეთა იმ შესანიშნავ თაობას, რომელთაც დიდი როლი მიუძღვის ქართული სამედიცინო მეცნიერული აზროვნების შექმნის საქმეში და რომლებიც დღესაც მთელი ენერგიით მუშაობენ მისი შემდგომი განვითარებისათვის.

 

სამედიცინო ინსტიტუტის შრომათა ეს XX ტომი, მიძღვნილია მცხოვანი მეცნიერის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვანი თარიღებისადმი. ამ კრებულში დასტამბულია . . ქავთარაძის, როგორც ადრეული პუბლიციდტური და სამედიცინო ხასიათის წერილები, ასევე მისი მოღვაწეობის თანამედროვე პერიოდის შრომები. ამავე კრებულში მოთავსებულია პროფ. . . ქავთარაძის უშუალო ხელმძღვანელობით მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების მიერ შესრულებული ზოგიერთი შრომები, რომელნიც ნაწილობრივ მაინც ასახავენ პროფ. . . ქავთარაძის იმ ნაყოფიერ მუშაობას, რაც გაწეულია მის მიერ სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე.

 

საყურადღებოა მისი ადრეული პუბლიცისტური და ჟურნალისტური ხასიათის წერილები, რომელნიც დაწერილია 50 წლის წინათ, მაგრამ მიუხედავად მათი ხანდაზმულობისა დღესაც ინტერესით იკითხება და დიდი ჰუმანური შინაარსისა არიან.

 

ვფიქრობთ აღნიშნული საიუბილეო კრებულის გამოცემით, სამედიცინო ინსტიტუტი ერთგვარ ვალს უხდის ღვაწლმოსილ მეცნიერს მისი მრავალმხრივი, უმწიკვლო ნაყოფიერი მუშაობის აღსანიშნავად.

 

 

თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი

პროფესორი                                                                                           . გელბახიანი

 

 

 

 

პროფ. . რუხაძე

 

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა [გვ. 5]

 

         მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე ეკუთვნის იმ მოწინავე ქართველ მეცნიერ-ექიმთა პლეადას, რომელთაც შექმნეს ქართული სამედიცინო მეცნიერული აზროვნება და ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ და უწყობენ მის შემდგომ განვითაერებას. პეტრე პავლეს-ძე ქავთარაძე ერთ-ერთი პირველთაგანია უფროსი თაობის ექიმთა შორის, რომელიც ზრუნავდა ჩვენს რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების დონის ამაღლებისათვის და რომელმაც მრავლად აღზარდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ამჟამად ნაყოფიერად მომუშავე მეცნიერ-ექიმების საუკეთესო ძალები.

         . ქავთარაძე დაიბადა 1888 წლის 20 მაისს სენაკის რაიონის სოფ. ნოსირში, თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევდა. . . ქავთარაძის მშობლები და და-ძმანი ეკუთვნოდნენ იმ დროის ინტელიგენციას და სწორედ მათი ხელმძღვანელობით მიიღო მან პირველდაწყებითი განათლება.

         1908 წელს . . ქავთარაძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც იმ დროისათვის ატარებდა სეჩენოვის, მეჩნიკოვისა და გასული საუკუნის 70-იანი წლების სხვა გამოჩენილ რევოლუციონერ-მეცნიერთა მოწინავე დემოკრატიულ ტრადიციებს.

         უნივერსიტეტი ქავთარაძემ 1915 წელს დაამთავრა. მისი უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდი თანხვდა რეაქციის მძვინვარების შავბნელ პერიოდს.

         . . ქავთარაძე უნივერსიტეტში ყოფნის დროს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის მეფის ხელისუფლებამ დააპატიმრა და გაასახლა . ოდესიდან ორი წლით პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

         სამეცნიერო მოღვაწეობა . . ქავთარაძემ სტუდენტობის წლებში დაიწყო. ბიოლოგიური მეცნიერებისადმი მისწრაფება და სივარული მას ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს გამოაჩნდა, რაც პისარევის ნარკვევებისა და გერცენის შრომის - "წერილები ბუნების შესწავლის შესახებ" - გავლენით იყო პირობადებული. მესამე კურსზე სწავლის დროს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი "ანაბიოზი", რომელიც 1914 წელს ცალკე ბროშურად გამოვიდა. ამავე წელს ჟურნალში "ცხოვრება და მეცნიერება", რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანიც თვითონ იყო, მან . კახიანთან ერთად გამოაქვეყნა მეორე მეცნიერული ნაშრომი "უჯრედი და ქსოვილი". [გვ. 6]

         უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე . . ქავთარაძე გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში, თავდაპირველად იგი მუშაობდა . მინსკის სამხედრო ჰოსპიტალში ორდინატორად, ხოლო სემდეგ 3 წლის განმავლობაში (1918 წლამდე) პოლკის უფროსი ექიმი იყო. 1917 წელს ჟურნალში "განათლება" გამოქვეყნდა მისი წერილი "მხრჩობადი აირების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ".

         ფრონტიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1918 წლიდან . ქავთარაძე სამი წლის განმავლობაში მუშაობს სენაკის მაზრის ერობის საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგედ, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აგრძელებს რა მუშაობას ამავე თანამდებობაზე, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების რეკონსტრუქციისა და მაზრის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში.

         საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციის პერიოდში . . ქავთარაძე გადმოდის . თბილისში (1921 წლის ოქტომბერში) და მუშაობას იწყებს ნერვულ სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად. ორდინატურის დამთავრების შემდეგ 1931 წლამდე იგი მუშაობას აგრძელებს იმავე კათედრაზე ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი ასისტენტის თანამდებობაზე პროფესორების . . ანფიმოვის და . . ყიფშიძის ხელმძღვანელობით. კლინიკაში მუშაობის პარალელურად იგი ასწავლის სამედიცინო ტექნიკუმში.

         1931 წელს . . ქავთარაძემ ქალაქის 1- საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოაყალიბა ნერვული განყოფილება, რომელიც შემდეგში გადაიქცა სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტები ნერვულ სნეულებათა კათედრის ბაზად. ამავე წელს მას ენიჭება დოცენტის წოდება და ევალება აღნიშნული კათედრის ხელმძღვანელობა.

         1937 წელს . ქავთარაძე იცავს დისერტაციას და ენიჭება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება, ხოლო 1941 წელს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

         წლების მანძილზე . ქავთარაძე არის ჟურნალ "თანამედროვე მედიცინის" მდივანი და რედკოლეგიის წევრი, მედინსტიტუტის სწავლული მდივანი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო ნაწილში, ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.

         1953 წლიდან დღემდე . . ქავთარაძე არის სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კლინიკის გამგე. დაჯილდოვებულია ლენინის და საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.

         . . ქავთარაძის მიერ შესრულებულია 70 სამეცნიერო ხასიათის შრომა, აქედან 54 გამოქვეყნებულია სხვადასხვა ჟურნალებში, 3 სახელმძღვანელოა და 3 გამოცემულია მონოგრაფიის სახით.

         ამ შრომებიდან 7 დასტამბულია რუსულ ენაზე. ქართულ ენაზე დასტამბული ყველა შრომა მოკლე ანოტაციის სახით გამოქვეყნებულია რუსულად. ეს საშუალებას აძლევს რუს მკითხველს გაიცნოს აღნიშნულ გამოკვლევათა მოკლე შინაარსი. 25 შრომა შესრულებულია . ქავთარაძის მიერ თავისი კათედრის თანამშრომლებთან ერთად.

         . ქავთარაძის შრომენი შინაარსის თვალსაზრისით შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: [გვ. 7]

         1) კლინიკური ნევროლოგიისა და თერაპიის საკითხებზე - 29 შრომა;

         2) კურორტოლოგიისა და სამკურნალო ფიზკულტურის საკითხებზე - 12 შრომა;

         3) ბავშვთა ნევროლოგიის საკითხებზე - 6 შრომა;

         4) სამხარეო ნევროპათოლოგიის საკითხებზე - 14 შრომა;

         5) ზოგად თეორიულ საკითხებზე - 6 შრომა;

         6) 3 სახელმძღვანელო განკუთვნილი სტუდენტთა და საშუალო მედპერსონალისათვის.

         როგორც ჩანს, პროფ. . ქავთარაძის კვლევის ძირითად საგანს შეადგენს კლინიკური ნევროლოგიის, . . ნერვულ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და თერაპიის საკითხები, ამასთან, იგი დაინტერესებულია კურორტოლოგიისა და სამხარეო პათოლოგიის პრობლემებით, ბავშვთა ნევროპათოლოგიის საკითხებით და ზოგიერთი თეორიული საკითხებით, აგრეთვე სათანადო სახელმძღვანელოებებით სტუდენტთა უზრუნველყოფით.

         კლინიკური ნევროლოგიის პრობლემებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომები ეპიდემიური ენცეფალიტის, ტვინის სიმსივნეებისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის შესახებ. ავტორის მიერ საქართველოში პირველადაა აღწერილი ეპიდემიური ენცეფალიტის კერა, დაზუსტებულია დიფერენციალური დიაგნოზის პრაქტიკულად და თეორიულად მეტად რთული საკითხები, აღნიშნულია ენცეფალიტის ატიპიური ფორმების კლინიკური თავისებურებანი.

         ამ საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 6 შრომა.

         ერთი ამ შრომათაგანი მონოგრაფიული ხასიათისაა და ეხება ნერვულ სისტემაში საერთოდ ინფექციებისა და კერძოდ ენცეფალიტის გამომწვევი აგენტის შეჭრის გზებს. მასში მოკლედ და დამაჯერებლად გადმოცემულია დაავადების ეტიოპათოგენეზი და კლინიკური ფორმები თავისი სიმპტომატოლოგიით, ღრმა ანალიზით, აღწერილია დიფერენციალური დიაგნოსტიკა და ვრცლადაა მოცემული საკუთარ მდიდარ და მრავალფეროვან მასალაზე შესწავლილი მკურნალობის თანამედროვე საშუალებანი.

         . ქავთარაძის მეორე ცენტრალურ პრობლემას წარმოადგენს ნეიროსიფილისის პათოგენეზის, კლინიკისა და თერაპიის შესწავლა. დიდ მასალაზე დაზუსტებულია პარენქიმული სიფილისის კლინიკური გამოვლინებანი და მათი დიაგნოსტიკა. ამავე დროს, შესწავლილი მასალის ანალიზი ერთგვარ შუქს ფენს სიფილისისა და მალარიის ურთიერთგავლენის პრობლემასაც. კარგად არის მოცემული ნეიროლუესის თანამედროვე მკურნალობის წესები.

         ამ საკითხს მიძღვნილი აქვს სამი შრომა.

         ნერვულ დაავადებათა კლინიკისა და თერაპიის საკითხების შესწავლისას ავტორი ყურადღებას აქცევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობის გათვალისწინებას. ვეგეტოპათოლოგიის საკითხებზე მას აქვს 11 შრომა, რომლებშიც კარგადაა გაშუქებული ვეგეტატიური ნერვული სისტემის ანატომია-ფიზიოლოგიის რთული საკითხები. საკუთარი მასალის შესწავლისა და დაკვირვების საფუძველზე დაზუსტებულია მისი გამოკვლევის მეთოდიკა საერთოდ და მოწოდებულია გამოკვლევის შედარებით უფრო ობიექტური და, ამასთან მარტივი, წესები, რაც დიდად უადვილებს ექიმს გაითვალისწინოს ამ რთული და ჯერ კიდევ სავსებით შეუსწავლელი აპარატის მდგომარეობა ამა თუ იმ დაავადების მიმდინარეობის დროს. ეს კი, როგორც ვი[გვ. 8]ცით, აუცილებელია, როგორც დიაგნოსტიკის, ისე პროგნოზის თვალსაზრისითაც.

         განსაკუთრებით საინტერესოა და აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვეგეტოპათოლოგიიის ზოგიერთი ფრიად საინტერესო და აქტუალური საკითხი ავტორის მიერ დამუშავებულია კურორტულ-კლინიკურ მასალებზე. ამ ჯგუფის შრომებში, გარდა ამისა დადგენილია აგრეთვე, თუ როგორ მოქმედებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ამა თუ იმ კურორტის ძირითადი ფაქტორები. ამით პროფ. . ქავთარაძე არა მარტო ეხება და სწყვეტს კლინიკური ნევროლოგიის ფრიად მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ შეისწავლის აგრეთვე კომპლექსური კურორტული ფაქტორების გავლენას ორგანიზმზე. ამ შრომების საფუძველზე მკითხველს საშუალება ეძლევა შედარეაბით მარტივი და ყველასათვის მისაწვდომი წესით შეისწავლოს მიახლოებით მაინც რთული ვეგეტატიური აპარატის მდგომარეობა და ურჩიოს ავადმყოფს თუ რომელი კურორტი იქნება მისი მკურნალობისათვის მიზანშეწონილი მოცემულ გადახრათა დროს.

         ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ პროფ. . ქავთარაძეს უეჭველად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს კურორტთა შესწავლის მეტად სასარგებლო საქმეში.

         კლინიკური ხასიათის შრომებიდან ნათლად ჩანს, რომ პროფ. . ქავთარაძე არია არა მარტო ფრიად დახელოვნებული, მაღალკვალიფიციური, დიდი ერუდიციისა და გამოცდილების მქონე კლინიცისტი-ნევროპათოლოგი, რომელიც სავსებით დაუფლებულია კლასიკურ და თანამედროვე კლინიკურ მეთოდებს, არამედ იგი დიდ ყურადღებას აქცევს, დაუსრულებლად ეძიებს და დიდ მასალაზე ცდის ლაბორატორიული კვლევის ახალ დამხმარე მეთოდებსაც.

         ამ მხრივ აღსანიშნავია მისი მონოგრაფიული ხასიათის სადოქტორო დისერტაცია "ქრონაქსიმეტრიის დიაგნოსტიკური მნიშვნელობისათვის" (1937 .). ამ შრომაში ავტორი ეხება ქრონაქსიის ადრეულ დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას ტყვიით მოწამლვის, პელაგრის, ვესტიბულარული სინდრომის ჰემიპლეგიების და სხვა შემთხვევებში, რითაც აადვილებს აღნიშნულ დაავადებათა ადრეულ გამოცნობას და სხვა დაავადებებისაგან დიფერენცირების, განსხვავების შესაძლებლობას და კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების ანალიზის შედეგად გვისახავს მთელ რიგ თერაპიულ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მონოგრაფია წარმოადგენს პირველ კაპიტალურ ნაშრომს ქართულ ენაზე, რომელიც ამომწურავად იძლევა ქრონაქსიმეტრიის თეორიისა და პრაქტიკის თანამედროვე მდგომარეობას, მის ღირებულებას და უპირატესობას კლინიკურ ელექტროდიაგნოსტიკასთან.

         გარდა ხსენებული მონოგრაფიისა, სხვადასხვა დაავადებების კლინიკის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებს ეხება ავტორის 15 სხვა შრომა. მათში დიდ მასალაზე და მდიდარ ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით დაზუსტებულია ორგანული და ფუნქციონალური დამბლების დიაგნოსტიკა და უკანასკნელის პათოგენეზი, ბაბინსკის ფენომენის თავისებურება სხვადასხვა დაავადებების დროს, კეფალოგრაფიის დიაგნოსტიკური და პროგნოზული ღირებულება ნევროზების დროს, რიდის წესით გათვალისწინებული ძირითადი ცვლის ღირებულება, სამკურნალო ფიზკულტურის გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ადგილობრივი ტეტანუსის დიაგნოსტიკის ზოგი[გვ. 9]ერთი საკითხი, კურორტოლოგიური ფაქტორების გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და . .

         პროფ. . ქავთარაძე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ბავშვთა ნევროპათოლოგიის საკითხების შესწავლისადმი. იგი სამართლიანად ითვლება მიკრონევროპათოლოგიის პიონერად საქართველოში. ამ მხრივ მისი დაკვირვებებისა და კვლევის საგანია ბავშვთა პოლიომიელიტის და მცირე ქორეის ზოგიერთი ჯერ კიდევ შეუსწავლელი საკითხი. განსაკუთრებით საყურადღებოა ის შრომები, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლის წინათ იყო მის მიერ გამოყენებული და ეხება ბავშვთა პოლიომიელიტის კლინიკის, თერაპიის, პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიის საკითხებს, განსაკუთრებით ამ დაავადების ეპიდემიოლოგიის საკითხს საქართველოში. გარდა ამისა, . ქავთარაძემ გამოაქვეყნა სპეციალური მონოგრაფია ექიმებისათვის, რომელშიაც ფრიად მარტივად და ადვილად გასაგებად არის გადმოცემული ბავშვთა პოლიომიელიტის მეტად რთული საკითხები. ვფიქრობთ, ეს შრომა დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგში მომუშავე პრაქტიკოს ექიმებს, ისე ყველას, ვისაც აინტერესებს აღნიშნული დაავადების ზოგიერთი ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხის დამუშავება.

         . ქავთარაძის დაუღალავი ენერგიითა და დიდი საზოგადოებრივობით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მისი ინციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით კურორტ ახტალაში გახსნილია სპეციალური სანატორიუმი პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების მქონე ბავშვთა ტალახით მკურნალობისათვის. ამ ექვსი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებების შედეგები იძლევა ასეთი ბავშვების ინვალიდობისაგან ხსნის იმედებს.

         ბავშვთა ასაკის მეორე დაავადება, რომელსაც განსაკუთრებით შეისწავლის ავტორი, ეს არის ბავშვთა მცირე ქორეია. ამ საკითხს ეხება 4 შრომა. ავტორი იმ თვალსაზრისზე დგას, რომ ქორეა არის ინფექციურ-ალერგიულ დაავადებათა ჯგუფში შემავალი მდგომარეობა, რომლის პათოგენეზში წამყვანი როლი უნდა მიეწეროს რევმატიზმულ ინფექციას და ამიტომ ძირითადი მკურნალობა სწორედ ამ გზით უნდა იყოს წარმართული. ავტორმა არა ერთხელ დააყენა ეს საკითხი რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების წინაშე, რის შედეგადაც ამჟამად წყალტუბოში ასეთ ავადმყოფთათვის გამოყოფილია სპეციალური საწოლები. დაკვირვებები ადასტურებს, რომ აღნიშნული წესით მკურნალობა მართლაც ეფექტურია.

         პროფ. . ქავთარაძის შრომები სამხარეო პათოლოგიიდან წარმოადგენს პირველ გამოკვლევებს ჩვენში, რომლებიც შეისწავლის ერთი მხრივ, პელაგრის, მალარიის, ნეიროლუესის და ბრუცელოზის თეორიისა და პრაქტიკის და, მეორე მხრივ, მათი პროფილაქტიკურ-თერაპიულ ღონისძიებების საკითხებს საქართველოს პირობებში.

         პროფ. . ქავთარაძეს აქვს მთელი რიგი შრომები, მიძღვნილი მედიცინის ზოგადი თეორიული საკითხებისადმი. როგორც ამ შრომებიდან ჩანს, ავტორი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაინტერესებული ყოფილა ზოგადი ბიოლოგიური ხასიათის პრობლემებით, როგორიცაა, მაგალითად ანაბიოზი, ქსოვილი და მისი შენება, ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის და სხვ. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოხსენებას . . პავლოვის ფიზიოლოგიური მოძღვრების შესახებ, იხილავს ნევროპათოლოგიის კლინიკურ საკითხებს, პავლოვის სწავლების შუქზე და მის საექიმო-პედაგოგიურ მეცნიერულ მუშაობას პავლოვურ პრინციპებს უდებს საფუძვლად. [გვ. 10]

         ამ თვალთახედვით მუშაობის გარდაქმნისათვის ბევრი რამ კარგი შეუტანია ავტორს გაერთიანებული საავადმყოფო-პოლიკლინიკების მუშაობაში. იგი დაუღალავია ავადმყოფთა მოვლა-მკურნალობის გაუმჯობესების საკითხების დამუშავებაში და დიდი ენთუზიაზმით უნერგავს ყოველივე კარგს და ახალს ექიმებსა და სტუდენტებს ყოველდღიური მუშაობის პროცესში.

         საგნის ღრმა ცოდნა, დიდი ერუდიცია... კლინიკურ მოვლენათა ღრმა და სწორი ანალიზი, ავადმყოფებისადმი სათნოება და სიყვარული, დიდი პედაგოგიური ნიჭი და უნარი და ენის კარგი ცოდნა ჩანს მის მიერ შედგენილ ნერვულ სნეულებათა სახელმძღვანელოებში, რომლებმაც დიდი სამსახური გაუწია სტუდენტებს რთული საგნის შედარებით ზუსტად და ადვილად ათვისებაში, ხოლო ექიმებს ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში.

         ასეთებია რამდენჯერმე გამოცემული ნევროპათოლოგიის სხელმძღვანელო მედტექნიკუმების მსმენელთათვის, რომლებთაც ავტორი დიდი ხნის განმავლობაში უკითხავდა ამ საგანს; სახელმძღვანელოები სტომატოლოგიური და პედიატრიული ფაკულტეტების სტუდენტთათვის, რომლებზეც აღიზარდა მრავალი ექიმი სპეციალისტი.

         . ქავთარაძეს ამჟამად დამუშავებული აქვს და მალე გადაეცემა გამომცემლობას დასაბეჭდად "ნევროპათოლოგიის კლინიკური კურსი", რომელშიც თანამედროვე პროგრამის მიხედვით საკუთარი დიდი და მდიდარი კლინიკური მასალის, საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე, პათოლოგიური ფიზიოლოგიისა და ზირითადად დიალექტიკური მატერიალისტური მოძღვრების ღრმა ცოდნისა და ფართოდ გამოყენების საფუძველზე გაშუქებულია კლინიკური ნევროპათოლოგიის თითქმის ყველა ძირითადი საკითხი. ეს სახელმძღვანელო, ვფიქრობთ, დიდ დახმარებას გაუწევს, როგორც სტუდენტებს, ისე ყველა დარგის ექიმს, ვისაც კი ნერვული მექანიზმები და ნევრიზმები აინტერესებს.

         პროფ. ქავთარაძის უშუალო მონაწილეობით დაარსებული იქნა საექიმო-მეცნიერული ხასიათის ჟურნალი "თანამედროვე მედიცინა" (1924 .), რომელსაც იგი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა. შემდეგ იგი თანამშრომლობდა ჟურნალში "საბჭოთა მედიცინა"; სხვადასხვა დროს იყო ამ ჟურნალის პასუხისმგებელი მდივანი, რედკოლეგიის წევრი და რედაქტორი. გარდა ამისა, ჟურნალში უშუალოდ ხელმძღვანელობდა პრაქტიკული მედიცინის განყოფილებას. როგორც ცნობილია, ამ ჟურნალმა დიდი საექიმო-აღმზრდელობითი დახმარება და მეცნიერული ხელმძღვანელობა გაუწია რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს.

         პროფ. . ქავთარაძის რეცენზიითა და რედაქტორობით გამოშვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და სპეციალური ხასიათის შრომათა კრებულები, როგორიცაა, მაგალითად, ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპტომატოლოგია, ტუბერკულოზური მენინგიტი, ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკა, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანებანი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, ქალაქის პირველი საავადმყოფოს შრომათა კრებულები, კრებული "15 лет научно-практической деятельности клиники и отделения нераных болезней первой горбольницы". პოპულარული ხასიათის ნაშრომები, "საოჯახო ცნობარში" შეტანილია პროფ. . ქავთარაძის მიერ შედგენილი სტატია ნევროზების გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილების ღონისძიებებისა და მკურნალობის [გვ. 11] წესების შესახებ, რომელიც მოსახლეობის ფართო მასისათვისაა განკუთვნილი. "საოჯახო ცნობარი" დიდ დახმარებას უწევს მოსახლეობას აღნიშნული დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების შემთხვევაში მკურნალობის წესიერად გატარების საქმეში.

         პროფ. . ქავთარაძის მიერ აკად. . ალადაშვილის თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია ექიმთა დამხმარე სახელმძღვანელო "ზოგიერთი დაავადების გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია". მას ეკუთვნის სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი თავი "თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა". ამ თავში კარგადაა მოცემული ნერვული სისტემის ამ ჯგუფის დაავადებების სასწრაფო და გადაუდებელი დიაგნოსტიკა, ექიმის ტაქტიკა სათანადო ღონისძიებათა ჩვენებით. შრომას დიდი სარგებლობა მოაქვს საერთოდ ყველა ექიმისათვის, განსაკუთრებით სოფლად მომუშავე ექიმთათვის, სადაც სპეციალისტი-ნევროპათოლოგები ნაკლებათაა, აგრეთვე ისეთ შემთხვევებში როცა პირველი დახმარების გაწევა ნევროპათოლოგის გამოძახებამდე სხვა სპეციალობის ექიმებს უხდებათ.

         პროფ. . ქავთარაძის უშუალო ხელმძღვანელობით კათედრაზე თანამშრომლების მიერ შესრულებულია 150-მდე მეცნიერული ხასიათის შრომა. მისივე ხელმძღვანელობით დამუშავებული და დაცულია სამი საკანდიდატო და ოთხი სადოქტორო დისერტაცია. მის მიერ რეცენზირებულია 15 სადოქტორო და 30-მდე საკანდიდატო დისერტაცია; ამჯამად იგი ხლმძღვანელობს ოთხი საკანდიდატო დისერტაციისა და ორი სადოქტორო დისერტაციის დამუშავებას.

         პროფ. . ქავთარაძის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მონოგრაფიები შარკოს, ბეხტერევის და ანფიმოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

         ყოველივე აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პეტრე პავლეს-ძე ქავთარაძე გამოჩენილი კლინიცისტი-ნევროპათოლოგია, რომელიც მთელი რიგი წლების მანძილზე ეწევა მეტად ნაყოფიერ მეცნიერულ-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სამეცნიერო პროდუქციის მრავალფეროვნებითა და სიღრმით იგი კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ამავე დროს იგი არის მეცნიერული კვლევის, სტუდენტთა აღზრდისა და ექიმთა კადრების მომზადების კარგი, თვალსაჩინო ორგანიზატორი, მეცნიერული მიღწევების დიდი პოპულარიზატორი, საზოგადო მოღვაწე, ნოვატორი დიაგნოსტიკისა და თერაპიის მთელ რიგ საკითხებში, გამოცდილი და მეტად წამხალისებელი მეცნიერი-ხელმძღვანელი და ძვირფასი პედაგოგი, ერთ-ერთი საუკეთესო დიაგნოსტიკი და თერაპევტი. [გვ. 12]

 

 

პროფ. . ხუნდაძე

 

პეტრე ქავთარაძე

(მოგონება)

 

         მალე შესრულდება 60 წელი მას შემდეგ, რაც 1900 წლის სექტემბრის დამდეგს რამდენიმე ბავშვი, მათ შორის პეტრე ქავთარაძე, ძველი სენაკის ქართული სააზნაურო ოთხგანყოფილებიანი სკოლის ახალკურსდამთავრებულნი, ქუთაისის სააზნაურო ქართული ოთხკლასიან სასწავლებელს მოადგნენ პირველ კლასში შესასვლელად. პეტრესა მის თანაკლასელთა (ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა და ფაღავა ყარამანი) ცხოვრებაში ახალი საფეხური იწყებოდა.

         ქუთაისის ქართული სკოლა ქუთაისის მოწინავე ინტელიგენციამ დაარსა 1880 წელს მოსამზადებელი კლასების სახით. მას ინახავდა ქუთაისის საზნაურო ბანკი, ამიტომ სააზნაურო სკოლას უწოდებდნენ, მდაბიურად "ბანკის კლასს". ქართული იმიტომ ეწოდებოდა, რომ მოსამზადებელ ოთხ განყოფილებაში სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა და ქართულ ენასა და და ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ექცეოდა. მალე განყოფილებებს ოთხი პროგიმნაზიული კლასი მიემატა. ეს სასწავლებელი უუფლებო იყო. პირველ ხანებში ზოგი მშობელი ახერხებდა შვილის აქედან მთავრობის სასწავლებელში გადაყვანას, ან თბილისის ქართულ გიმნაზიაში მოწყობას, რომელიც 1890 წლების მიწურულში 8 კლასიანი სასწავლებელი გახდა, მაგრამ ისიც უუფლებო იყო. მალე ქუთაისის ქართული სკოლადამთავრებულ ახალგაზრდებს დაეკეტათ გზა საშუალო განათლების მიღებისა, რადგან გადატვირთვის გამო არც სახაზინო გიმნაზიაში უშვებდნენ გამოცდაზე და არც თბილისის ქართულ გიმნაზიაში იღებდნენ. მათ დარჩათ ერთი გზა: თუ სახაზინო სასწავლებელში ოთხი კლასის (პროგიმნაზიის) მოწმობაზე ჩააბარებდნენ გამოცდას, შეეძლოთ სადმე დაბალი მომსახურების თანამდებობაზე მოწყობილიყვნენ: აფთიაქის მოწაფედ, რკინის გზაში, ფოსტაში, კანცელარიის მწერლებად. ქართული პროგიმნაზიის მრავალკურსდამთავრებულს შეხვდებოდით ასეთ დაბალ თანამდებობაზე, განსაკუთრებით აფთიაქის მოწაფეებად. 

         ცარიზმი 1880-იანი წლებიდან საქართველოში სასტიკ გამარუსებელ პოლიტიკას აწარმოებდა, კერძოდ სამეგრელოს სკოლებიდან განდევნა ქართული ენა, სცადა მისი განდევნა ეკლესიიდანაც, ვითომდა როგორც არამშობლიური მეგრელთათვის. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ქუთაისის ქართულ სასწავლებელს, ცარიზმის კოლონიალურ პოლიტიკას ის დაუპირისპირა, სხვათა შორის, რომ, რადგან, სამეგრელოს ახალი ქართული სკოლის გახსნის უფლე[გვ. 13]ბას მას მთავრობა არ მისცემდა, ქუთაისის სააზნაურო სკოლის მოსამზადებელი კლასების პარალელები ძველ სენაკში გადაიტანა 1884 წელს და მის ინსპექტორად დანიშნა განათლებული და ენერგიული პედაგოგი სამსონ ყიფიანი. ერთი წლის შემდეგ, 1885 წელს, ამ სკოლის მოთავსება საკუთარ შენობაში დიდი ზეიმით აღინიშნა. ზეიმს დაესწრო დიდძალი ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის წინაშე პატრიოტული სიტყვები წარმოთქვეს დიმიტრი ყიფიანმა, აკაკი წერეთელმა, ბახვა ფაღავამ, ვასილ მაჩაბელმა, ნიკო დადიანმა და სხვებმა. ეს ზეიმი გადაიქცა ხალხის დემონსტრაციად მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პატარა სასწავლებელი მალე გახდა ქართული კულტურის კერად მთელ სამეგრელოში, რომელსაც დევნიდნენ ქართველი ხალხის მტრები - იანოვსკი, ლევიტსკი, მათი აგენტი თადა აშორდია და სხვანი.

         აი ეს სკოლა დაამთავრა პეტრემ 1900 წლის გაზაფხულზე.

         ამ ოთხგანყოფილებიან კურსდამთავრებულთაგან საუკეთესონი, მასწავლებელთა შერჩევით, ქუთაისში იგზავნებოდნენ სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მათ უეგზამენოთ ქართული სკოლის პირველ კლასში იღებდნენ. ქუთაისის ქართულ სკოლაში მაშინ სახელმოხვეწილი აღმზრდელები მოღვაწეობდნენ: სილოვან ხუნდაძე, გერასიმე ცაგარეიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ალექსანდრე გარსევანიშვილი, სამსონ ყიფიანი, თომა მთავრიშვილი, სერგო რობაქიძე და სხვანი. 1901 წლის იანვარში წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ამ სკოლის ინსპექტორად შეარჩია შესანიშნავი პედაგოგი იოსებ ოცხელი, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისის ქართულმა სააზნაურო სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია მოწაფეთა შორის შეგნებული დისციპლინისა და სწავლების დარგში. მაშინ, როდესაც ყველა სახაზინო სასწავლებელი მასწავლებლებისა მოსწავლეების ორ მტრულად განწყობილ ბანაკს წარმოადგენდა, ქართულ სკოლაში მასწავლებლებსა და მოწაფეებს შორის მამაშვილური განწყობილება არსებობდა. მასწავლებლები (და პირველ რიგში ინსპექტორი) დიდ მზრუნველობას იჩენდნენ მოწაფეთა მიმართ, რომელნიც გრძნობდნენ მასწავლებელთა ამ მშობლიურ დამოკიდებულებას.

         ასეთ სასკოლო გარემოში მოექცა პეტრე ქავთარაძე. ის ბავშვობის ასაკში ნაკლებად წააგავდა ბავშვს: მეტად დინჯი იყო, აუჩქარებელი, დაკვირვებული. არასოდეს არ მინახავს ის ჩვენი სკოლის ვრცელ ეზოში სხვა ბავშვებივით მორბენალი, ოთურმისა, ქვასალობის და ლახტის მოთამაშე, ან ორძელზე მოვარჯიშე. ყველა გაკვეთილი კლასში მომზადებული მოჰქონდა და ბევრი სახელმძღვანელო წიგნის მოტანა უყვარდა. არა მარტო თანაკლასელები, არამედ მასწავლებლებიც მას მორიდებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ. ყველა საგანს წარმატებით სწავლობდა. რამდენიმე თვე ერთ ბინაში ვცხოვრობდით და ოჯახშიც ისეთივე იყო, როგორც სკოლაში

         მაგრამ მიუხედავად სანაქებო ცოდნისა და ყოფაქცევისა, პეტრე ქავთარაძესაც, ისე როგორც ამ სასწავლებლის სხვა კურსდამთავრებულთ, იგივე ბედი მოელოდა, რაც წილად ხვდა იმათ, ვინც ეს სკოლა წინა წლებში დაასრულა, მაგრამ საქმე ჩვენი სასწავლებლის შემყურეთათვის საკეთილოდ დატრიალდა. ქუთაისის მოწინავე ადამიანთა განუწყვეტელი მზრუნველობის შედეგად პეტერბურგში მოხერხდა ქუთაისის ოთხკლასიანი ქართული სააზნაურო უუფლებო სკოლა გადაკეთებულიყო მოწაფეთათვის უფლებიან გიმნაზიად, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ოლქიდან გამოგზავნილ დეპუტა[გვ. 14]ტის თანადასწრებით ატესტატის მისაღებად რვაკლასდასრულებულები იმავე გიმნაზიაში და იმავე მასწავლებლების მიერ გამოიცდებოდნენ; ეს დიდი გამარჯვება იყო, რასაც ხელი შეუწყო კარზე მომდგარმა 1905 წლის რევოლუციამ პეტრე ქავთარაძემ თავის თანაკლასელებთან ერთად განაგრძო მეხუთე და მომდევნო კლასებში მეცადინეობა.

         გიმნაზიის მასწავლებლები, პირველ რიგში კი იოსებ ოცხელი, ზრუნავდნენ გიმნაზიის თვითეულ მოსწავლეზე, ეხმარებოდნენ მათ ყოველგვარად. პეტრე ქავთარაძე მამით ობოლი იყო და ნივთიერად ნაკლებ უზრუნველყოფილი.

         ერთხელ ის მძიმედ ავად გახდა; იოსებ ოცხელმა ყოველგვარი საშუალება მიიღო მისი საიმედო მოწაფის განკურნებისათვის. ექიმები, წამლები, სათანადო კვება მისგან პეტრეს არ დაკლებია და დირექტორი ყოველდღე დადიოდა მასთან და ავადმყოფობის მსვლელობას თვალყურს ადევნებდა.

         პეტრე ახლაც მოკრძალებით იგონებს ამ ამბავს. ამ მხრით . ქავთარაძე გამონაკლისს არ შეადგენდა. 1908 წელს პეტრესა და მის თანაკლასელებს გიმნაზია უნდა დაესრულებინათ. მთელი ქართული საზოგადოება თვალყურს ადევნებდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიის ამ პირველ გამოშვებას. ოლქმა დეპუტატად დანიშნა ბათომის გიმნაზიის ინსპექტორი, შავრაზმელი მელნიკოვ-რაზვედენკოვი, რომელმაც წერითი გამოცდების შესრულების შემდეგ მოახსენა მზრუნველს, რომ მოწაფეებს ისტორიასა და ლათინურ ენაში სამინისტროს პროგრამა გავლილი არა აქვთ და მოითხოვა გამოცდების შეწყვეტა. მეფის მოადგილის ბრძანებით გამოცდები აბიტურიენტებს გადაედოთ აგვისტო-სექტემბრისათვის. არ ჩაეთვალათ მათ წერითი გამოცდებიც. პეტრე ქავთარაძე იმ ზაფხულს თავის ოთხ თანაკლასელს გელათის მონასტერში გაჰყვა, სადაც ისინი გამოცდებისათვის ემზადებდნენ. 1908 წლის აგვისტოში სასწავლო ოლქმა დეპუტატად ერევნის გიმნაზიის დირექტორი კოტილევსკი გამოგზავნა და ქუთაისის სახალხო სკოლის დირექტორსაც სემიონოვს დაავალა გამოცდების მსვლელობისათვისაც თვალყური ედევნებინა. გამოცდები სექტემბერში წარმატებით დასრულდა. ორივე დეპუტატი დადებით შეფასებას აძლევდნენ ქუთაისის ქართული გიმნაზიის პირველი გამოშვების მოწაფეებს.

         ამ წელს ქართული გიმნაზია დაასრულა 27 აბიტურიენტმა. ესენი იყვნენ: ბოკერია ევგენი, დადიანი შოთა, დარასელია ნიკოლოზ, ერისთავი კონსტანტინე, თვარაძე აკაკი, კავილაძე პავლე, კანდელაკი ალექსი, კიკაჩეიშვილი სისო, კიკნაძე ანდრია, კუჭაიძე ვლადიმერი, კუჭაიძე გრიგოლ, ლომინაძე ვალერიან, მაჭავარიანი იოველ, მხეიძე შალვა, მხეიძე ივანე, ნიჟარაძე ტარასი, ნანეიშვილი კონსტანტინე, პაიჭაძე ივლიანე, სანებლიძე ვლადიმერი, ფაღავა ყარამან, ქავთარაძე პეტრე, ქუთათელაძე გიორგი, ჩიჩუა ვარლამ, ჩხეიძე მიხეილ, ცაგარეიშვილი ალექსი, ცაგარეიშვილი სერგო, ჭუბაბრია გიორგი.

         ამათში წარჩინებულთაგან ერთ-ერთი პეტრე ქავთარაძე იყო, რომელიც ოდესის უნივერსიტეტში შევიდა სამკურნალო ფაკულტეტზე. [გვ. 144]

 

 

პროფ. . ქავთარაძე

 

საქართველოს დამსახურებული ექიმის გაბრიელ სერგის ძე პონდოევის ცხოვრება და მოღვაწეობა

[მოხსენდა ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგაოებას 1955 .]

 

         საქართველოს დამსახურებული ექიმის გაბრიელ სერგის ძე პონდოევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენების გაკეთება სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია, რადგან უღრმესი პატივისცემით ვარ გამსჭვალული ამ აადამიანისადმი, როგორც უფროსი სპეციალისტისადმი.

         დიდად ვაფასებ ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი სპეციალობის გარდა გატაცებულია მეცნიერებით, ხელოვნებით, ლიტერატურით. სწორედ ასეთია იუბილარი. მისი ბიბლიოთეკის გაცნობით ძნელია თქმა, თუ რა სპეციალობისაა იგი - ლიტერატორია თუ ექიმი.

         მიყვარს ის ადამიანი, რომელიც შეთვისებია იმ ქვეყანას და ერს, სადაც იგი მოღვაწეობს. ასეთია იუბილარი თბილისში შობილი, გაზრდილი, თბილისზევეა შეყვარებული, ქართველი ხალხის ერთგულია. ჰაოსისა და ქართლოსის ძმობა მე ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში ჩამინერგეს, მაგრამ თუ კავკასიის მკვიდრნი ერთი მამისაგან წარმოსდგებოდნენ ეს არ უთქვამთ. პროფ. სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით ახლახან გამოცემული "ქართლის ცხოვრება" კი ასე იწყება: "პირველად ვახსენოთ ესე, რამე თუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიონთა - ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი". ლეონტი მროველის მიერ ასე ლამაზად შეთხზული ლეგენდა უდავოდ დიდი მნიშვნელობისაა. ამასვე ადასტურებს ამ ორი ქართველი და სომეხი ერისათვის საერთო სიტყვები, რის შესახებაც შესანიშნავად ამბობს პოეტი იოსებ ნონეშვილი სომხეთისადმი მიძღვნილ ლექსში: "ოჯახი, დროშა, ჭეშმარიტება, - ეს სამი სიტყვა ერთო გვქონია, ამ სიტყვებს თარგმნა არა სჭირდება, დედის კალთაშიც გაგვიგონია".

         ჩვენს წინაპრებს რომ მუდამ ძმურად ეცხოვრათ, მათი მიწაწყალი ომალეთისა და სპარსეთის მიტაცებული არ იქნებოდა.

         მოკლედ გაგაცნობთ იუბილარის ბრწყინვალე ბიოგრაფიას.

         გაბრიელ სერგის-ძე პონდოევი დაიბადა თბილისში მოქალაქის ოჯახში 1875 წელს ნოემბრის თვეში.

         1895 წელს იგი ამთავრებს თბილისის 1- კლასიკურ გიმნაზიას და შედის მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკო-მათემატიკური ფაკულტეტის სა[გვ. 145]ბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. იმ დროს ამ ფაკულტეტზე პროფესორებად იყვნენ: სეჩენოვი - ზოგად ფიზიოლოგიაში, ტიმირიაზევი - მცენარეთა ფიზიოლოგიაში, სტოლეტოვი - ფიზიკაში, ვერნადსკი - მინეროლოგიაში, ზელინსკი - ქიმიაში და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.

         1901 წელს პონდოევი ამთავრებს აღნიშნულ ფაკულტეტს იღებს დიპლომს და მიემგზავრება გერმანიაში, სადაც სწავლას აგრძელებს ბერლინის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. აქ სხვა გამოჩენილ პროფესორებთან ერთად ამ დროს მოღვაწეობდნენ რუდოლფ ვირხოვი, ლეიდენი, სენატორი და ბერგმანი.

         1907 წელს პონდოევი ამთავრებს ბერლინის უნივერსიტეტს და ამ უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხით ბრუნდება მოსკოვს. აქ აბარებს სახელმწიფო გამოცდებს და ღებულობს მოსკოვის უნივერსიტეტის დიპლომს ექიმის წოდებით. იუბილარი ამითაც არ კმაყოფილდება და იგი ისევ მიდის გერმანიაში ორი წლის ვადით და იძენს ცოდნას ნევროპათოლოგიაში პროფესორ ოპენჰაიმთან ბერლინში, ხოლო ფსიქიატრში პროფესორ ნისლთან გეიდენბერგში.

         1910-1914 წლებში პონდოევი მუშაობს ქალაქის სამკურნალოში ნევროპათოლოგად და ეწევა კერძო პრაქტიკასაც.

         1914-1918 წლებში იმპერიალისტური ომის პერიოდში იგი "ქალაქის კავშირის" 27- ლაზარეთის მთავარი ექიმია.

         1919 წლის პარტახტიანი ტიფის ეპიდემიის დროს იგი ინიშნება სამხედრო ჰოსპიტალში ფსიქიატრიული განყოფილების გამგედ. პარტახტიანი ტიფის გადატანის შემდეგ დემობილიზებულია და ერთ წელიწადს არ უმუშავნია.

         საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი დღიდანვე (1921 .) პონდოევი დიდ მუშაობას ეწევა, როგორც სპეციალისტი და საზოგადო მოღვაწე. საბჭოთა წყობილება, ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობა და განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაცვის ახალი მანამდე მისთვის უცნობი სისტემა იწვევს მასში აღფრთოვანებას და ძალასა და ენერგიას მატებს მას. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება ირჩევს პონდოევს საქმედსანშრომის კავშირის გამგეობაში. ორი წლის განმავლობაში პონდოევი განაგებს აქ კულტგანყოფილებას, რასაც უანგაროდ ახმარს მთელ თავის ცოდნას.

         1922 წლის მიწურულში ჯანსახკომის განკარგულებით პონდოევი გადაყვანილია საქართველოს ფიზიოთერაპიული ინსტიტუტის ნერვული განყოფილების გამგედ. იგი პირნათლად ასრულებს ინსტიტუტის დაკისრებულ მოვალეობას და გარდა ამისა, ხელმძღვანელობს ნევროლოგიურ ექსპედიციებს საქართველოს კურორტებზე. 1935 წელს უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის პრეზიდიუმი კურორტოლოგიის ინსტიტუტში ნაყოფიერი მუშაობის გამო ანიჭებს მას ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლის წოდებას.

         1936 წელს პონდოევი ამთავრებს მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტს, ღებულობს სათანადო დიპლომს და მარქსისტულ-ლენინური იდეებით შეიარაღებული კიდევ მეტი ენერგიით განაგრძობს ნაყოფიერ მუშაობას.

         1941-1945 წლებში სამამულო ომის პერიოდში პონდოევი თბილისის ევაკოჰოსპიტალების კონსულტანტ-ნევროპათოლოგია. ამ მუშაობისათვის დაჯილდოვებულია ორი მედლით: "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში შრომითი მამაცობისათვის" და "კავკასიის დაცვისათვის" [გვ. 146]

         1924 წლიდან დღემდე იუბილარი არის საქართველოს სამკურნალო კომბინატის კონსულტანტი ნევროპათოლოგიის დარგში.

         1910 წლიდან პონდოევი არის კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, სადაც იგი ხშირად გამოდის მოხსენებით ნევროლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. 1925 წელს იგი ამ საზოგადოების თავმჯდომარეა.

         1926 წელს იუბილარის აქტიური მონაწილეობით მოხდა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა და საქართველოს ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების გაერთიანება. საქართველოს ექიმთა ამ ერთიან საზოგადოებაში იგი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო გამგეობის წევრი და ნაცუმცირესობის ექიმთა სექციის თავმჯდომარე.

         1941 წელს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით იუბილარს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. 1951 წელს იგი დაჯილდოვებულ იქნა ლენინის ორდენით.

         იუბილარის კალამს ეკუთვნის 56 შრომა, მათ შორის დასტამბულია 30, ხოლო დანარჩენი საწერ მანქანაზეა დაბეჭდილი. ამ შრომებიდან ორი შესრულებულია გერმანულ ენაზე, ორიც ქართულ ენაზე, ხოლო 52 რუსულ ენაზე.

         პირველი შრომა გერმანულ ენაზე წარმოადგენს სადიპლომო ნაშრომს სათაურით: "ჭკუასუსტობა ეთიკური დეფექტის სიჭარბით". ამ ნაშრომში ავტორი სამართლიანად ასკვნის, რომ მორალის დეფექტი ცალკე ნოზოლოგიური დაავადება კი არ არის, როგორც ამას მაშინ ფიქრობდნენ, არამედ ვარიანტია ჩვეულებრივი ჭკუასუსტობის გამოვლინებისა ეთიკური დეფექტის სიჭარბით.

         მეორე შრომა გერმანულ ენაზე "გუგების ჰემიანოფსიკური რეაქცია" მან მოახსენა ფრანკფურტის საექიმო საზოგადოებას. სწორედ ამ დღიდან იწყება იუბილარის სამეცნიერო მოღვაწეობა.

         დანარჩენი 54 შრომა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად. შრომათა ერთი ჯგუფი ატარებს საზოგადოებრივი მედიცინის ხასიათს, მეორე ჯგუფი ეხება საინტერესო შემთხვევათა აღწერას, მესამეს აქვს მიმოხილვითი ხასიათი, ხოლო მეოთხე ჯგუფში წმინდა მეცნიერული ხასიათის შრომები შედის და . . ამ შრომების დაწვრილებითი განხილვა ბევრ დროს მოითხოვს, ამიტომ შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანს.

         საინტერესოა იუბილარის შეხედულება დარვინიზმის შესახებ. ამ საკითხზე მისი ერთი მოხსენება ეხება ერნსტ გეკელის ხსოვნას, რომელიც წაიკითხა 1920 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებაში, ხოლო მეორე - 75 წელი დარვინის შრომის "სახეობათა წარმოქმნის" გამოქვეყნებიდან, მოხსენდა მეცნიერ მუშაკთა სექციას 1934 წელს.

         როგორც აღვნიშნეთ, მოსკოვის უნივერსიტეტში პონდოევი უსმენდა მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვის სტუდენტობის კუმირს ტიმირიაზევს - ჩარლზ დარვინისა და მისი მოძღვრების მომხრეს და ანტიდარვინისტების წინააღმდეგ დაუღალავ მებრძოლს. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვე ეკუთვნოდა გერმანელი მეცნიერი, იენის უნივერსიტეტის პროფესორი გეკელი, რომლის აზრით, ძირითადი ბიოგენეზური კანონი, იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუმი თავის ონტოგენეზურ განვითარებაში იმეორებს, რაც გაიარა სახეობამ თავის ფილოგენეზში. ამ ორ მომენტს განსაკუთრებით უსვამს ხაზს პონდოევი თავის მოხსენებაში გეკელის შესახებ.

         მეორე მოხსენებაში იუბილარი აღნიშნავს მეცნიერების განვითარების [გვ. 147] ისტორიაში მომხდარ ორი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას, სახელდობრ იმას, რომ თითქოს ერთდროულად 1859 წელს გამოვიდა ორი შესანიშნავი შრომა" . მარქსის "კაპიტალი", რომელიც ეხება საზოგადოების განვითარების კანონებს და დარვინის "სახეობათა წარმოქმნა, სადაც მოცემულია ორგანული სამყაროს განვითარების კანონები.

         . პავლოვის მოძღვრების შესახებ იუბილარს გაკეთებული აქვს 7 მოხსენება. სსრ კავშირის ორი აკადემიის გაერთიანებული სესიის შემდეგ . პავლოვის მოძღვრების დანერგვა სამკურნალო კომბინატში მიენდო სწორედ გაბრიელ პონდოევს, ამ საკითხის ყველაზე მეტ მცოდნეს, რის შესრულებასაც იგი გულმოდგინედ შეუდგა. თავდაპირველად მან ექიმებისათვის მოამზადა რეფერატული მოხსენებები თემაზე:

         1) თავის ტვინის რეფლექსები სეჩენოვის მიხედვით;

         2) პავლოვის ლექციები ფიზიოლოგიის შესახებ;

         3) პავლოვის ლექციები დიდი ტვინის ჰემისფეროების მოქმედების შესახებ.

         . პონდოევი სწორედ შეუდგა საქმეს, როცა გადაწყვიტა, რომ მარტო ექიმების ძალებით დაცვითი რეჟიმის დამყარება სამკურნალო დაწესებულებაში შეუძლებელია, იგი შეუდგა უმცროსი და საშუალო სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ამ მხრივ საინტერესოა მისი მოხსენება თემაზე: "О словесном общении медработника с больными", სადაც იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას, როგორც გარეშე გამღიზიანებელს ანუ ერთ-ერთ სამკურნალო ფაქტორს. იუბილარს სამართლიანად არ აკმაყოფილებს ავამყოფის ისტორიის არსებული სქემა და იძლევა გეზს მისი გადახალისებისათვის. ასეთია მისი თემა: "Попытка перестойки схемы истории болезни в духе Павловского учения", სადაც მთავარი ყურადღება ექცევა ადამიანის გარემოსთან კავშირს.

         როგორც იუბილარის ნაწერებიდან ჩანს, მას დიდიხანია აინტერესებს და აღელვებს საკითხი "ექიმის და ავადმყოფის" ურთიერთობა. ამ საკითხისადმი მას მიძღვნილი აქვს 6 შრომა. ამ ციკლის დამაგვირგვინებელია "Заметки врача", რაც წარმოადგენს გამოცდილი, შეჭაღარავებული ექიმის აღსარებას, რომელსაც სურს გადასცეს ახალგაზრდა თაობას თავისი ცოდნა და გამოცდილება.

         ექიმები და მკითხველი საზოგადოება ამ წიგნს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა, რასაც ამტკიცებს პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და ავტორის სახელზე მოსული დიდძალი წერილები. ეს მოხდა იმიტომ, რომ პონდოევი, როგორც ჩანს, ზედმიწევნით ჩასწვდა ექიმის სულიერ სამყაროს, აგრძნობინა მას თავისი საკუთარი განცდები. ცნობილია ის დებულება, რომ მწერალი მხოლოდ მაშინ იქნება მკითხველის ჭეშმარიტი აღმზრდელი, თუ მკითხველი მწერლის ნაწარმოებში იპოვის, დაინახავს საკუთარ განცდასა და გრძნობას. . . პონდოევმა ეს უდავოდ შესძლო, მის წიგნს ექიმიც და ავადმყოფიც ერთნაირად გრძნობს, ერთნაირად განიცდის.

         შრომა ცხრამეტი თავისაგან შედგება, ყოველი მათგანი იკითხება შეუნელებელი ინტერესით, რადგან ავტორის მიერ დასმული ყველა საკითხი საბჭოთა ექიმის მორალს შეესატყვისება განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მე-11-18 თავები, სადაც გულითადად და დამაჯერებლად არის განხილული ექიმის რთული, მაგრამ მიმზიდველი შრომის საკითხები. ავტორი [გვ. 148] ხაზგასმით აღნიშნავს საბჭოთა ექიმის ჰუმანურ პროფესიას, მის მოქალაქეობრივ მოვალეობას, სახელმწიფოსა და კოლექტივის ინტერესების დაცვას და . .

         . . პონდოევი აშკარად დგას დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციაზე და შეძლებისამებრ ყოველ საკითხს ამ თვალსაზრისით აშუქებს. გადმოცემულია . პავლოვის მოძღვრება და მისი გამოყენების ხერხი მედიცინაში, ერთი სიტყვით მას ღრმად აქვს ათვისებული ყველაფერი ის, რაზედაც სწერს, ეს კი უდავოდ ავტორისა და წიგნის დიდი ღირსებაა.

         ამ ფრიად საინტერესო საკითხის შესახებ თქვენ მოისმენთ ექიმ მარიამ პარკაძის მოხსენებას და ამიტომ მე სიტყვას არ გავაგრძელებ.

         როგორც სამართლიანად აღნიშნავს იუბილარი, ყოველ მკვლევარს არჩეული აქვს საკითხების გარკვეული ჯგუფი. მისთვის ასეთია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რასაც მან მიუძღვნა ოთხი შრომა:

         1. "Современное учение об эндемическом зобе, его терапия и профилактика", 2. "Основной обмен и щитовидная железа", 3. "Обоснование курортного лечения базедовой болезни". 4. "К столетию morbus Basedowi".

         აღნიშნულ შრომებში ამომწურავად არის მოცემული ამ სნეულების შესახებ არსებული ლიტერატურული მონაცემები. გასაგები რუსული ენით განხილულია ფრიად სასარგებლო ცნობები მისი კლასიფიკაციის, ეთიოლოგიისა და პროფილაქტიკის შესახებ.

         ავტორი ემხრობა იმ მკვლევართა აზრს, რომლებიც ამ დაავადების მიზეზად თვლიან იოდის უკმარისობას და, აქედან გამომდინარე, პროფილაკტიკისათვის გვირჩევს საჭმელში ვიხმაროთ იოდირებული მარილი, ხოლო ეფექტური მკურნალობისათვის ავადმყოფებს ვურჩიოთ კურორტი ბორჯომი.

         იუბილარის განსაკუთრებულ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს მისი მუშაობა ჩატარებული საქართველოს კურორტების გამოყენების საკითხის შესწავლისათვის ნერვული სისტემის დაავადებათა დროს. ამ საკითხისადმი მიძღვნილი აქვს 14 შრომა, მათ შორის 10 ეხება წყალტუბოს აბაზანების მოქმედებას. უმრავლესობა ამ შრომებისა კომპლექსურია (თანაავტორები პარკაძე, ოქროპირიძე, შაინიანი, ყიფიანი და სხვ.). დაკვირვება ეხება ნერვული სისტემის როგორც ორგანული, ისე ფუნქციურ დაავადებებს. გამოკვლეულია წყალტუბოს სამკურნალო ფაქტორების გავლენა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და დადგენილია კურორტ წყალტუბოში მკურნალობის მთელი რიგ ჩვენებები და წინააღმდეგობები.

         ერთი სიტყვით, იუბილარმა შესძლო ამ უნიკალური კურორტის ნევროლოგიური პროფილის გამოვლინება. ასეთივე ბრიგადული წესითაა გამოკვლეული კურორტ ახტალის, მენჯისა და ქობულეთის სამკურნალო ფაქტორთა გავლენა ნერვულ სისტემაზე.

         . პონდოევის ღვაწლი ამ მხრივ დაუფასებელია და მისი შეხედულებანი უეჭველად შევა კურორტოლოგიის სახელმძღვანელოში.

         განსაკუთრებით ყურადღებით უნდა აღინიშნოს იუბილარის დამოკიდებულება ნეიროქირურგიისადმი. ამ მხრივ საინტერესოა მის მიერ 1919 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებაში წაკითხული მოხსენება: "Современная хирургия", თბილისში ეს იყო პირველი მოხსენება ამ თემაზე. ავტორი დაწვრილებით იხილავს ამ საკითხზე არსებულ ლიტერატურულ [გვ. 149] მონაცემებს და შედეგებს იმ დროისათვის გამოჩენილი ნეიროქირურგების (კრაუზე - გერმანიაში, მარტელი - საფრანგეთში, პუსეპი - რუსეთში) შრომების მიხედვით. ავტორი ამ მოხსენებით გვევლინება როგორც ნეიროქირურგიის მხურვალე მომხრე და პროპაგანდისტი. თანდართულ სურათებში მკაფიოთაა ახსნილი კოხერისა, და კრონლაინის კრანიომეტრიული მეთოდი. ბრაუნის ნეიროპლასტიკური მეთოდი სხვ., რომლებიც დღესაც ამშვენებს ნეიროქირურგიულ სახელმძღვანელოებს.

         ამ დარგში მეორე მოხსენება წაკითხულია 1921 წელს იმავე საზოგადოებაში, ხოლო დაბეჭდილია 1923 წელს: "Об индикации к хирургическому вмешательству при ранениях периферической нервной системы". აქ ავტორს სწორად აქვს გადაწვეტილი საკითხი ოპერაციის ჩვენებისა და წინააღმდეგ ჩვენების შესახებ. მისი დებულება, რომ "Единственный фактор, который настаивает на безусловном оперативном вмешательстве, - это отсутствие симптомов регенерации периферического нерва", ამჟამად საყოველთაოდაა მიღებული.

         მესამე შრომა ამ საკითხზე დაბეჭდილია ჯანსახკომის მოამბეში 1924 წელს და ეხება ლერიშის მიერ მოწოდებულ პერიარტერიალურ სიმპათიკო-რეზექციას. ავტორი სამართლიანად დაასკვნის, რომ პროცესის გაუმჯობესება რეაქციულ ჰიპერემიას უნდა მიეწეროს.

         ამრიგად ავტორის ამ სამ შრომაში გატარებულია ის აზრი, რომ ნეიროქირურგის უნდა მიეცეს ფართო გასაქანი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ზოგჯერ უიმედო შემთხვევაშიც კი მოგვცეს კარგი შედეგი. ეს დებულება გამოთქმული 40 წლის წინათ, სავსებით გამართლებულია.

         იუბილარს აგრეთვე აღწერილი აქვს დაავადებათა მთელი რიგი საინტერესო შემთხვევები. ყოველი ცალკეული შემთხვევის აღწერის დროს ავტორს ზედმიწევნით აქვს შესწავლილი არსებული სათანადო ლიტერატურა.

         გარდა ამისა, ამ ბოლო ხანებში იუბილარს სხვადასხვა ნევროლოგიურ თემაზე წაკითხული აქვს მოხსენებები წყალტუბოში, კურორტოლოგიის ინსტიტუტის ექიმთა კონფერენციაზე და სხვ. ყველა საკითხი ფრიად აქტუალურია და ცოდნის უკანასკნელი მონაცემების საფუძველზეა გაშუქებული. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ მოხსენება: "О среднем кровяном давлении", სადაც ავტორი სავსებით სამართლიანად უპირატესობას ანიჭებს საშუალო წნევას: "Именно среднее кровяное давление может уже выявить гипертонию, когда максимальное давление его еще не обнаруживает". ზოგიერთისათვის ეს უტყუარი დებულება დღესაც დამტკიცებას საჭიროებს.

         დასასრულს უნდა შევეხო იუბილარის ლიტერატურული ხასიათის ნაშრომებს, - "Мотив депрессивной эмоции в поэме Руставели "Витязь в тигровой шкуре" და "Психопатологические черты короля Лира".

         თვითონ ავტორი ამ ორ მოხსენებას უწოდებს ფსიქოგრაფიულ ეტიუდებს და როგორც თვითონ ამბობს: "Был поражен тем исключительным познанием не только здоровой души, но и ее болезненным отклонением, которые до мельчайших подробностей сумели подметить такие гении, как Руставели и Шекспир".

პირველი თემის შესახებ სხვა დროს მექნება საუბარი. აქ მინდა შევეხო [გვ. 150] მეორე თემის - მეფე ლირის ფსიქოპათოლოგიურ თვისებებს. მოხსენება წაკითხულია 1916 წელს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებაში უილიამ შექსპირის სიკვდილიდან 300 წლისთავზე. ჩვენის აზრით, ეს მოხსენება კი არა, პოეტური ნაწარმოებია, სადაც ცხადად ჩანს იუბილარის დიდი ერუდიცია ლიტერატურის დარგში და, რაც მთავარია, მის მიერ შექსპირის ნაწარმოების ღრმა გაგება. ავტორი სრულიად სამართლიანად აღნიშნავს, რომ: "Объектом для своих поэтических изысканий Шекспир избрал самый тонкий, самый неуловимый и подверженный постоянным колебаниям субстрат человеческой организации - это именно - душу человека во всех ея проявлениях... Проявление души человека приковывали к себе психоаналитическое чутье Шекспира. Он изучал человека, он наблюдал за ним, и по этим наблюдениям, не внося ничего субъективного, создавал своих бессмертных героев. Гениальная общечеловечность этих героев и объясняется отсутствием в них субъективных черт самого создателя".

         ჩამოთვლის რა შექსპირის მიერ დასურათხატებულ პათოლოგიურ ტიპებს - ჰამლეტი, ოფელია, მაკბეტი და მეფე ლირი - ავტორი ჩერდება მეფე ლირის ფსიქიკურ განცდებზე. მეფე ლირს აშინებს თავისი ავამყოფური მდგომარეობა და აღელვებული მიმართავს ცას: "О сила неба! Дайте мне терпения, я не хочу безумным быть. Спасите меня высот безумия!"

         შეუდარებლად აქვს გადმოცემული პონდოევს მეფე ლირის სულიერი განწყობილება, კარგად აღწერს მის ქცევებს და ასკვნის, რომ მეფე ლირი დაავადებულია მანიკიალური მდგომარეობით, ძლიერი მოტორული და მეტყველებითი აღგზნებით. ავტორის აზრი მტკიცდება კიდევ იმით, რომ მეფე ლირი გონს მოდის ძილით მკურნალობის შემდეგ. ავტორის ასეთი დასკვნა ლაპარაკობს მის დიდ ერუდიციასა და ინტუიციაზე. ცნობილია, რომ თვით შექსპირის გმირები მეფე ლირის დაავადებას მიაწერდნენ მის ასაკს (იგი ხომ 80 წელს გადაცილებულია). მაგალითად, ქალიშვილი რეგანი მამის ავადმყოფობას ხსნიდა: "Болезнь его возраста". მეორე ქალიშვილიც გონერილა აღელვებით წამოიყვირებს: "Так он стал переменчив на старости". სასახლის მასხარაც ეტყვის მეფეს: "Состарился да ума не нажил". პონდოევი კატეგორიულად უარყოფს მეფე ლირის მოხუცებულობისაგან ჭკუასუსტობას, რაც ამტკიცებს მის მიერ შექსპირის ჭეშმარიტ გაგებას.

         ეს ყველაფერი ხდება თბილისში 40 წლის წინათ, მე არ მაქვს ცნობა, თუ როგორ აღნიშნა სხვა საზოგადოებამ ეს თარიღი, მხოლოდ ვიცი, რომ შექსპირის ტრაგედიის უბადლო მთარგმნელი ივანე მაჩაბელი ამ დროისათვის ტრაგიკულათაა დაკარგული. ივანე მაჩაბლის პიროვნება შეუდარებლად აქვს ასახული ახალგაზრდა მკვლევარს ვახტანგ ჭელიძეს ახლახან გამოსულ შრომაში "ცხოვრება ივანე მაჩაბლისა", ჩემი აზრით, ასე უნდა იწერებოდეს გამოჩენილი ადამიანის ბიოგრაფია.

         მსურს გავავლო პატარა, მაგრამ ბევრის მთქმელი პარალელი, ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი "თო ბე ორ ნოტ ტო ბე" ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილია ასე: "სიცოცხლე თუ სიკვდილი? აი, რა არის საფიქრებელი". რუსულადაც ასე ითარგმნება: "Жить или не жить". მაგრამ მაჩაბელს ეს არ აკმაყოფილებს. მისი აზრით, ამას აკლია შექსპირის ენის ლაკონიურობა და დინამიკურობა, მაჩაბელი დანიის პრინცს მონოლოგს აწყებინებს ასე: "ყოფნა, არ ყოფნა?" ზოგიერთ აქ დამსწრეს უთუოდ განცდილი აქვს ამ მო[გვ. 151]ნოლოგის სიდიადე ლადო მესხიშვილის ან უშანგი ჩხეიძის შესრულებით. მაჩაბელი ჩაწვდა შექსპირის ენას, ხოლო პონდოევი ჩაწვდა შექსპირის მიერ შექმნილი გმირის მეფე ლირის ფსიქოლოგიურ ხასიათს.

         მოკლედ რომ ვთქვათ, ლამაზად და შინაარსიანად განვლო იუბილარმა თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გრძელი გზა, რასაკვირველია, ისე როგორც ყველა ადამიანს, ალბათ არც იუბილარს უვლია სულ სწორი გზით, მაგრამ ასეთებს იუბილარს არ ეუბნებიან, რადგან ეს მან ჩვენზე კარგად იცის.

         დასარულ, ჩემი ნატვრაა, თუ დამსწრე ახალგაზრდობა სიძუნწეს არ დამწამებს, იუბილარისათვის ამ საზოგადოებას გადაეხადოს დაბადებიდან 100 წლისთავი უკეთესი მოხსენებებით და მეტი ტრიუმფით. [გვ. 175]

 

 

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიული მოთხრობიდან

 

. ქავთარაძე

 

წერილი წაღვერიდან

 

         ნახევარი საუკუნის წინ ზაფხულს წაღვერში ვატარებდი, მაშინდელ და ახლანდელ წაღვერს შორის დიდი ზღვარია... მაშინ ეს იყო ჩვეულებრივი სოფელი, სადაც ყოველ ზაფხულს გროვდებოდა რამდენიმე ასეული მოაგარაკე.

         აი რას ვწერდი მაშინ წაღვერიდან.

         წაღვერი ბაკურიანის გზაზეა გაშენებული. ეს კუთხე ბორჯომის ხეობაში საუკეთესო ადგილადაა მიჩნეული. წელს წაღვერის წყალმა და ზომიერმა ჰავამ კიდევ უფრო მეტ მოაგარაკეს მოუყარა თავი. არც ერთი ოთახი გაუქირვებელი არ დარჩენილა, ბევრია ისეთიც, რომელთაც აქ სურთ ცხოვრება, მაგრამ უბინაობის გამო ცემისა და ბაკურიანისაკენ გაემგზავრა. ასეთი გარემოება წაღვერელებმა, წაღვერის მკვიდრებმა იგრძნეს და ყველაფერი გააძვირეს.

         აქ უკვე ჩვეულებადაა მიღებული, რომ ყოველი სეზონის დაწყებისთანავე კრება მოიწვიონ და კომისია აირჩიონ, რომელსაც ანდობენ კულტურულ მომსახურეობას, სამკითხველოს, თეატრის და სათამაშოების მოწყობას, . . მოაგარაკენი თვითონ განაგებენ თავიანთ საქმეს.

         ამაზე იტყვით უკეთესი არ იქნებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ხელსაყრელი და აი რატომ. კრების მოწვევას იმ დრომდე უცდიან, სანამ თითქმის ყველა მოაგარაკე არ ჩამოვა, რაც ივნისის დამლევამდე გრძელდება. ამ კრებაზე წყვეტენ, თუ რა გააკეთონ და რამდენი გაზეთი გამოიწერონ. საჭირო ფულს მოაგარაკეთა შორის აგროვებენ, რასაც ორ კვირას ანდომებენ. ამრიგად, ყველა ეს საკითხი 10-15 ივლისს ეღირსება მოაგარაკეს, ეს კი ძლიერ გვიანაა, რადგან ბევრი მხოლოდ ერთი თვითაა ჩამოსული. ასეა წელს, ასე იყო შარშან და ასე იქნება მერმისაც, თუ საქმეს სხვანაირსდ არ მოაწყობენ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ აქაურ მცხოვრებლებს დაევალოს სეზონის დაწყებამდე, რაც კი საჭიროა ყველაფერი გააკეთოს და დახარჯული ფული მოაგარაკეებს გადაახდევინონ. ასეა იქ, სადაც აგარაკს პატრონი ყავს.

         რადგან სიტყვა მკვიდრ მცხოვრებლებზე ჩამოვაგდეთ, მოგახსენებთ, რომ აქაური გლეხობა, სოფ. წაღვერის, ცემის და კიმოთეს უბნისა, შეძლებულად ჩაითვლება მოაგარაკეთა მეოხებით, მაგრამ სწავლა-განათლებაზე მეტად მწყრალად არიან. ამ სამ სოფელში არც ერთი სკოლა არ არის, აღსანიშნავია, რომ აქაური ტყის უფროსს მურმანიშვილს განუზრახავს სკო[გვ. 176]ლის გახსნა. ამ ფრიად მშვენიერ აზრის განხორციელებას დიდი შრომა და ჯაფა სჭირდება, რადგან როგორც გადმომცეს, მცხოვრებლებს სკოლის გახსნა არაფრად არ ეპიტნავებად. აი სად არის საჭირო მოსწავლე ახალგაზრდობის დახმარება. საჭიროა აგრეთვე, რომ აქ სამკითხველოში ქართული გაზეთები მთელი წლის განმავლობაში მოდიოდეს.

         ამას წინათ სცენის მოყვარეებმა "ბაიყუში" წარმოადგინეს. საერთოდ ხშირად ამბობდნენ, რონ სცენის მოყვარენი სცენას მოყვრობის მაგიერ მტრობას უწევს თავიანთი ულაზათო თამაშით. აქაურმა სცენის მოყვარეებმა ეს შეხედულება გააბათილეს, რადგან მათი თამაში გამოცდილ არტისტების თამაშს არ ჩამოუვარდებოდა. განსაკუთრებით მშვენიერი იყვნენ ქვარიანი, ჩხეიძე და მურმანიშვილი. ხალხი ბლიომად დაესწრო. აქაური მცხოვრებლებიც იყვნენ და ძლიერ ნასიამოვნები დარჩნენ. ქართული წარმოდგენის შემდეგ რუსულადაც წარმოადგინეს.

         ივლისის დამლევს წაღვერის ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს "ცხრა წყაროზე" ასვლა და იქიდან მზის ამოსვლის ნახვა. წაღვერის მეთაური მე ვიყავი, ახალგაზრდებს მინადორა და მისი სენაკელი მანდილოსნები გავურიეთ, ხოლო ტკბილად მოუბარი პაშა, "პუშკინად" წოდებული, არ წავიყვანეთ, რადგანაც სუსტი არსებაა და საჩინოც უარზე იყო. ამით პაშას დიდად ვაწყენინეთ, რაც დღემდე არ უპატიებია.

         ზღაპრული განთიადის სანახაობიდან განცდილი შთაბეჭდილება საზოგადოებას გავუზიარე, გაზეთ "კოლხიდას" საშუალებით.

         აი რას ვწერდი.

         "ცხრა წყარო". მზეო ამოდი, ამოდი...

         "ცხრა წყარო"-ზე მზის ამოსვლის სანახავად არა მარტო ბორჯომის ხეობის ახლო-მახლო მოაგარაკენი, არამედ შიდა რუსეთიდანაც მოდიან. ჩვენც, წაღვერის მოაგარაკენი, რასაკვირველია არ ჩამორჩებოდით ამ საქმეს და შევუთვალეთ ჩვენი სურვილი ბაკურიანში მყოფ სტუდენტებს, რომლებმაც თანხმობა სიამოვნებით გამოგვიცხადეს. ბაკურიანამდე მატარებლით ვიმგზავრეთ, მერე კი ფეხით, ბაკურიანიდან "ცხრა წყარომდე" ორი გზაა, ერთი ურმით ან ეტლით, მეორე მთებზე ფეხით სასიარულო, უფრო მოკლე. ჩვენ ეს უკანასკნელი ავირჩიეთ. გზადაგზა ბუნების ისეთი თვალწარმტაცი სურათები გვეშლებოდა, რომ გზის სიძნელეს, აღმართს ვერც კი ვგრძნობდით. ბაკურიანიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთა ალპიური ბალახებითაა დაფარული, ბარში ასეთ მცენარეებს სად ვნახავდით, და ამიტომ ბევრი მათგანი ვერც კი გავარჩიეთ. აი სად გაიძღებს გულს და დატკბება ბუნებით ადამიანი.

         ღამის 10 საათი იქნებოდა, როცა "ცხრა წყაროზე" ავედით. ამ ადგილს "ცხრა წყარო" იმიტომ ჰქვიან, რომ აქ მთიდან 9 ადგილას გამოდის ყინულივით ცივი, დასალევად სასიამოვნო წყარო. უკვდავების წყალი, ალბათ აქედან უნდა მიეტანა მურმანს აბესალომისათვის. აქვე ახლოს სახლია აშენებული, რომლის სამი დიდი ოთახი ექსკურსანტებისათვის დასასვენებლად არის განკუთნილი. აქედან ღამის 2-3 საათზე უნდა გავუდგეთ ისევ გზას და უნდა ავიდეთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე - მთის ქოჩორზე, ცას უნდა დავუახლოვდეთ. ჩვენც ამ სახლში მოვისვენეთ, დასაძინებლადაც კი მოვეწყვეთ, მაგრამ ეს არ დაგვცალდა, რადგან ყველა ახალ მოსულ ჯგუფს დამხვდურები "ვაშას" ძახილით ხვდებოდნენ და სანამ ესენი დალაგდებოდნენ, [გვ. 177] მეორე ჯგუფი მოვიდოდა და ასე მოუთავებლად. იმ ღამეს 100-ზე მეტი ქალი და კაცი შეგროვდა მზის ამოსვლის საყურებლად.

         ღამის 3 საათზე ყველა აღმართს შეუდგა ზამთრის სამოსში გამოწყობილი, ზოგს საბანი წამოესხა სიცივის შიშით, მართლაც ნამეტანი სიცივე იყო. აქაური ივლისის დამლევი ჩვენებურ ნოემბერს მოგაგონებთ. ტანისამოსი ნამით დაგვიმძიმდა, მაგრამ მაინც ხუმრობითა და სიცილით მივფოფხავთ ვიწრო დაკლაკნილი ბილიკით. ჩვენი ძახილი ირგვლივ ქუხილით იფანტება და სადღაც შორს ისევ მეორდება.

         მივაღწიეთ დანიშნულ ადგილს. მზის ამოსვლამდე ცოტა დრო დარჩა. ირგვლივ ათასნაირი ფერადები იშლება, თითქოს ჩვენს წინ ზღვა იყოს. ზოგიერთს შავი ზღვაც ელანდება, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს ნისლის ოკეანეა. ამ სქელ ნისლს ორმოები და ჩავარდნილი ადგილები ამოევსო, მაღლობზე, მთის ქოჩორზე კი, იქ სადაც მზის ამოსვლას მოველოდით, ცა მოწმენდილი იყო და ამით იმედი მოგვეცა.

         მართლაც, დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა, ცა გაწითლდა, ყველა ამ წითელს მიაჩერდა, აი ახლა ამოვაო მზე, მაგრამ მზეს არ ეჩქარება. ზოგიერთებმა ფეხის ბრახუნი და "ვრემიას" ძახილი დაიწყეს. გარემოებაც ხელს უწყობს - თითქოს თეატრში ვსხედვართ და წარმოდგენის დაწყებას ველითო. ყველა ერთ ადგილს მისჩერებოდა და ერთი და იგივე სანახაობა აინტერესებდა. უცებ ცაზე გაიელვა, მას მიემატა ხაზი, ხაზს ხაზი და სხივები ცაზე ალისფერ მარაოდ გადაიშალა. სანამ მზე თავის სახეს მიიღებდა, კიდევ წუთებმა განვლო და შემდეგ აუჩქარებლად ამოგორდა წითელი კაშკაშა გლობუსი. ამ ვეებერთელა მზეს კიდევ წუთს შევყურებით. მერე მისმა სხივებმა თავისი სიძლიერე გამოიჩინა და ყველაფერს ცეცხლი წაუკიდა. კარგა ხანს ვიდექით ნანახით გარინდულნი. როცა გონს მოვედი და მიმოვიხედე, ვნახე თუ რა შავი დღე დაუყენებია მზეს ნისლისათვის. მინახავს გემიდან მზის ჩასვლაც, მინახავს თუ როგორ მეფურად, აუჩქარებლად ეშვებოდა მშვენიერი მზე შავი ზღვისაკენ და როგორ ბრწყინავდნენ ზღვის ლურჯი ტალღები ოქროსფერ მზის სხივებში. მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ მზის ამოსვლა უფრო ჯადოქრულია და მომაჯადოვებელი, ვიდრე მზის ჩასვლა.

         ვნახე ტაბაწყურის ტბაც, სადაც ნავით სეირნობის დროს შეგიძლიათ კალმახები ხელით დაიჭიროთ, ისე სავსეა ამ თევზით იგი. მართლაც და საკვირველია ბუნების კანონი - რა უნდოდა ამ სიმაღლეზე ტბას და ამ ტბაში კალმახს.

         ზოგიერთმა ჯვრის ციხეზე გადასვლა განვიზრახეთ, მაგრამ ნამეტანი დაქანცულები ვიყავით და უკან დაბრუნება ვარჩიეთ.

         მეორე დღეს მინადორა და მისი სენაკელი ამხანაგები ვინახულე. სიამოვნებით მოვიგონეთ წინადღის მოგზაურობა და განვიზრახეთ ვნახოთ "ცხრა წყარო" გორის მაზრაში, იმერეთში და "ჩხორო წყუ" სამეგრელოში. გეგმა შევიმუშავეთ, მე მათ გამოვეთხოვე და წამოვედი.

         ჯოხი დამრჩა და უკან დავბრუნდი. ოთახში შესვლისას გავიგონე ჩემსა და ცისფერთვალა მანდილოსნის შესახებ მოჭორილი ამბავი, შეკრთნენ, დაიბნენ. ჯოხი ძლივს მომინახეს. ერთი კვირის შემდეგ მინადორამ და მისმა ამხანაგებმა გაზეთში წაიკითხეს ჩემს მიერ თარგმნილი . და . მარგერიტის "დავიწყებული ქოლგა".

         - მშვიდობით, ნახვამდის,მშვიდობით, გმადლობთ ნახვისათვის, აკოცეთ თქვენს მშვენიერ ქალიშვილს, სალამი თქვენს მეუღლეს! [გვ. 178]

         - დედათქვენსაც მოკითხვა დიდი სიყვარულით, თუ ღმერთი გწამთ არ დაგავიწყდეთ!

         ასე აცილებდა ცოლ-ქმარი გილერმანი თავის მოყვარეს.

         - გმადლობთ, გმადლობთ - უპასუხებდა ის, ისე აღელვებით და გრძნობით, თითქოს აუარებელი საჩუქარი მიეღოს.

         მაგრამ, როგორც მოშორდა მათი სტუმარი და ჭიშკარი დაიხურა, მასპინძელთ სახის გამომეტყველება უცბათ გამოეცვალათ, ღიმილი გაქრა, ყურები ჩამოყარეს.

         - ფუ რა აუტანელი რამ მოლაყლაყეა! სულ იმისი მეშინოდა ვაი თუ წასვლა აღარ გაახსენდესთქო.

         - მადლობა უფალს, რომ ცოლი არ მოყვა - ნამდვილი ბაიყუშია.

         - მათი ქალიშვილი რა საძაგელი რამ არის! უკანასკნელად რომ ჩვენთან იყვნენ. იცი რა ქნა? ქინძისთავით წითელ თევზს დაუწყო ჭერა აუზში.

         - პირდაპირ დაკარგულია ამ კორბონების ოჯახი.

         - უკაცრავად მაპატიეთ, - უცებ მოისმა ხმა, - მე ქოლგა დამავიწყდა.         მათ წინ იდგა კორბონი. მასპინძელნი დაფაცურდნენ, უნდოდათ საუბარი მიეფუჩეჩებინათ.

         მოხუცმა ვისიერმაც, მათმა მეგობარმა, რომელიც ბაღში იჯდა, ქოლგის ძებნაში მიიღო მონაწილეობა.

         - აჰა, ვნახე! - წამოიძახა კორბონმა. წაიღო ქოლგა და წავიდა. მას ცოლმა ურჩია ქოლგის წაღება: იცოდე არ დაგავიწყდეს დაუბარა ცოლმა.

         მასპინძლებმა სტუმარი ისევ დიდი თავაზიანობით გაისტუმრეს.

         - მომიკითხე თქვენები, გმადლობთ, რომ არ დაგვივიწყდეთ!

ახლა კი ჭიშკარი მანამდე არ დაკეტეს, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ მათი სტუმარი წავიდა.

         - მან გაიგონა ჩვენი საუბარი! უთხრა ცოლმა ქმარს.

         - შენ გგონია? - კითხა ქმარმა.

         ეს ასე ხდება ყოველთვის, რაც საჭირო არ არის რომ გაიგონო, უეჭველად გაიგონებ!

         - მაგალითად, ბაღში რომ ვიჯექი, ძლიერ კარგად მესმოდა თქვენი საუბარი! შენიშნა მოხუცმა ვისიერმა.

         - რა სათქმელია, გული მოუვიდოდა - თქვა ქალმა.

         კეთილი ქალი იყო და ამ შემთხვევამ დააღონა.

         - რა საჭირო იყო ამის თქმა, მართალია ბევრ ხანს იჯდა, თავი მოგვაბეზრა... მაგრამ ეს ხომ კიდევ უარესია! - და მივარდა ქმარს: - შენ ფრთხილად უნდა ყოფილიყავი.

         - მართალი რომ ვთქვათ, აქ არავინ არის დამნაშავე. - შენიშნა ვისიერმა - საქმე ისაა, რომ თავის დღეში არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი ქოლგა! მე ამას გირჩევთ.

         ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედეს. ისინი კარგა ხანია ამ მოხუცს იცნობენ, უყვართ და მიაჩნიათ პატიოსან ადამიანად, მაგრამ ნაკლოვანებასაც ნახულობდნენ ხოლმე მასში და დასცინოდნენ ხოლმე მის ოჯახურ ცხოვრებას. მას 30 წელია რაც ცოლი მოშორდა. ესენი, რასაკვირველია, ჩვეულებისამებრ დასცინოდნენ ზურგს უკან.

         ვისიერის შენიშვნა მათ, ცოტა არ იყოს არ ეჭაშნიკათ. შეიძლება ოდესმე ამასაც აწყენინეს. [გვ. 179]

         ვისიერმა უცებ აღელვებული ხმით განაგრძო:

         - მე მქონდა ასეთი შემთხვევა, მეც დამავიწყდა როგორც იმას, ჩემი ქოლგა ნაცნობებთან.

         ალბათ ვისიერმა გაიგონა ლანძღვა მათგან, მით უმეტეს, ერთ დროს ძლიერ იშვიათად მოდიოდა და რაღაც მოწყენილი ჩანდა. მერე ეს ამათ სრულიად, დაავიწყდათ, მაგრამ ამ შემთხვევამ ისევ მოაგონათ ეს ამბავი.

         გილერმანმა აღშფოთებით: ჩემო ძვირფასო მეგობარო!

         მოხუცმა ვისიერმა განაგრძო:

         - შეიძლება ამ ჩემმა საუბარმა შეცვალოს თქვენი კარგი აზრი ჩემზე, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა სიმართლე. მეც არაერთხელ დამიტოვებია ქოლგა. პირველად მომივიდა უცაბედად, დამავიწყდა. მერე კი განზრახ ვტოვებდი, სანამ ერთმა შემთხვევამ არ მაიძულა თავი დამენებებინა ამ ჩემი ეშმაკობისათვის.

         - გვითხარი, გვითხარი ეგ ამბავი! ეხვეწებოდა -ნი გილერმანი.

         - "ეს ამბავი ნამდვილი ჭკუის სასწავლებელია. დიდი ხანია მას აქეთ. ერთ ნაცნობ ოჯახში ხშირად დავდიოდი. მხვდებოდნენ თავაზიანად და მხიარულად. შევდიოდი თუ არა ყველა ფეხზე წამოდგებოდა: ერთი ქუდს მართმევდა, მეორე სავარძელს მაწოდებდა, სადილად მტოვებდნენ. ყველანი წრფელი მეგონა... მაგრამ... ერთხელ...

         - რა ერთხელ? იკითხა აღელვებულმა მასპინძელმა.

         - მოულოდნელად შევედი, რომ დავიწყებული ქოლგა წამომეღო. ამ დროს მასპინძლის ხმა მომესმა:

         - განა შეიძლება ამ ჩერჩეტმა მოხუცმა ოდესმე რამე დაგვიტოვოს! ცოლმა კი მიუგო:

         - ვინ? ამ ძუნწმა? როგორ არა, კალთა გაშალე.

         - არ შემიძლია იმის გამოთქმა, რაც მაშინ ვიგრძენი. დავრჩი გალანძღული, თავზარდაცემული. მაშ მათ მე კი არა, ჩემი ფული ჰყვარებიათ. აი რისთვის მევლებოდნენ თავს. თურმე ფულის გამო მართმევდნენ მაგრად ხელს, სავარძელს ბუხრისაკენ მიდგამდნენ, მელაქუცებოდნენ. მე კი, მე "ჩერჩეტი მოხუცი" და "ძუნწი ვყოფილვარ!..

         - ეს რა უბედურებაა! - წამოიძახა ბატონმა გილერმანმა - ეტყობა თქვენ ისინი ვერ გიცნობენ.

         ვისიერი კი მწარე ღიმილით განაგრობდა:

         - მაშ გამოდის, რომ ყველა ჩემ მეგობარს ცუდად ვცნობივარ. რადგან, როდესაც სხვაგანაც დამავიწყდა ქოლგა, უკვე რასაკვირველია განზრახ, მობრუნებაც კი ვერ მოვასწარი, რომ მომესმა კისკისი: "რა სასაცილო ადამიანია ეს მოხუცი".

         "ჰო, ჰო" - პასუხობდა დიასახლისი.

         - შევნიშნე როგორ გაყვითლდა, როცა საუბარი ქოლგაზე დავიწყეთ; მე კი ესენიც ჩემს გულითად მეგობრებად მიმაჩნდა.

         ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედეს.

         - აი აქ კი ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო და გადავწყვიტე გამეგო, თუ რას ამბობდნენ ჩემზე დანარჩენი ნაცნობები. ვერ წარმოიდგენთ რა კმაყოფილებას ვგრძნობდი, როცა ვხედავდი, რომ მათ ნიღაბი ეცლებოდათ და მათი სულის მთელი სიყალბე თვალწინ მეშლებოდა. ჩემი მხრივ ასეთი ცნო[გვ. 180]ბისმოყვარეობა, რა თქმა უნდა, მესმის, რომ არ იყო ლამაზი. კარს უკან ყურს ვუგდებდი და ყოველთვის ერთი და იგივე ხდებოდა. ის ვინც ახლა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მეპყრობოდა, თვალს მოვარიდებდი თუ არა, სასაცილოდ მიგდებდა. რისთვის? რატომ? ვისთვის იყო საჭირო ასეთი პირფერობა?

ამის ახსნა არ შემეძლო. ერთხელ კი, როცა აივანზე ვიდექი და ჩემზე საუბარი მესმოდა, მასპინძლის შვილი გამოვიდა და მისმა სახის გამომეტყველებამ უცებ მომარჩინა. უწინ თუ სხვისი გულისათვის ვიწვოდი სირცხვილით, ახლა ჩემი თავის შემრცხვა და ამ დღიდან მივატოვე ამგვარი ცნობისმოყვარეობა და ყურისგდება აღარ მინდოდა და იმის გაგება, თუ პირში მაქებარი ზურგს უკან ჩემზე რას ამბობდა. კმარა მეთქი. ვიგრძენი ყველას სიძულვილი და მოვშორდი.

         გილერმანმა თანაგრძნობით შეხედა თავის მეგობარს და უთხრა:

         - თქვენ ალბათ ნამეტანი დაიტანჯეთ?

         - მითხარით თუ ღმერთი გწამთ, ჩვენთან თქვენ არასოდეს... არ დაგრჩენიათ ქოლგა?

         მოხუცმა თვალი თვალში გაუყარა.

         - როგორ არა ერთხელ.

         - და თქვენ ჩვენზე ძლიერ გაჯავრდით?

         - იმ დროს ცოტათი გულიც მომივიდა, მაგრამ ხომ ხედავთ, თქვენთან დავდივარ და ეს იმის საბუთია, რომ მიყვარხართ. უცოდველი არავინ ვართ.

         და ღიმილით დაუმატა:

         - ვეცადოთ რომ სტუმარს ქოლგა არ დაავიწყდეს".

         როგორც ვთქვი, თურმე წაუკითხავთ, მაგრამ არ ვიცი თუ გაიგეს რისთვის ვთარგმნე "დავიწყებული ქოლგა"; ერთია ცხადი, მინადორას სენაკელმა მეგობრებმა დღესაც არ იციან, თუ ვის ნათქვამზე ვიყავი მე ნაწყენი. [გვ. 181]

 

        

. ქავთარაძე

 

. ავალიანის შრომის "გლეხთა საკითხი ამიერკავკასიაში" პირველი წიგნის შესახებ

 

. . ბოროზდინი თავის თხზულებაში «მოგონებანი სამეგრელოსა და სვანეთზე» ამბობს: «გლეხთა ისტორია ამიერკავკასიაში კიდევ მოელის პატივცემულ მუშაკს, რომელიც ამისათვის აუარებელ მასალას, სხვადასხვა არქივში გაბნეულს, რიგზე დააწყობს და დაამუშავებს»-.

 

ასეთი ტვირთი იკისრა და სავსებით შეასრულა ჩვენმა თანამემამულემ . . ავალიანმა, ჯერ ჩვენს წინ ძევს მხოლოდ პირველი ტომი, რომელიც რამდენიმე ნაწილად გაიყოფა: ) ბატონყმობა საქართველოში რუსების მმართველობის დამტკიცებამდე; ) ბატონყმობა და გლეხთა საკითხი საქართველოში რუსების მმართველობის დროს; ) გლეხთა რეფორმა ამიერკავკასიაში (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიაში). მე აქ სულაც არ ვკისრულობ ამ წიგნის მთლიან განხილვას, ეს სპეციალისტისათვის მიმინდვია. მე მხოლოდ მსურს მკითხველის ყურადღება მივაქციო ამ წიგნის ზოგიერთ ადგილს. როგორც უკვე ვთქვით, ეს პირველი ტომია, ასეთი კიდევ ხუთი წიგნი გამოვა, რის შედეგადაც შეგვეძლება სრული წარმოდგენა ვიქონიოთ გლეხთა საკითხზე ჩვენში.

 

პირველ თავში უფრო მშრალი მასალაა წარმოდგენილი. აქ განხილულია ბატონყმობის პირობები, რომლის შესასწავლადაც ავტორს უსარგებლია როგორც ვახტანგის კანონებით, ისე ჩვენი ხალხის ზნეჩვეულებებით, სიგელ-გურჯებით, ნაჩუქრობითი ქაღალდებით, ვალების ხელწერილებით და სხვ. აქ ამ თავში ახსნილია, თუ საიდან გაჩნდა ყმა.

 

) "საქართველო მუდამ ომში იყო გაბმული, ომი იყო წყარო ყმობისა. უცხო ან სხვა სარწმუნოებისა თუ ჩაუვარდებოდა ვისმე ტყვედ, ის იყო საკუთრება (დამწერისა), საყიდზე უფრო ძლიერი". ტყვე, მომავალი ყმა, სულ ერთია რა სარწმუნოების არ უნდა ყოფილიყო, იწვევდა დავას იმის გამო, თუ ვის საკუთრებად გამხდარიყო. ვინც პირველად დასჭრა და ცხენიდან გდმოაგდო, ტყვეც იმისი იყო, მაგრამ, თუ ვინმემ მტერი დასჭრა და მას ყურადღება არ მიაქცია, მაშინ ის კარგავდა ტყვეს, რომელიც გადადიოდა იმის საკუთრებად, ვინც აიყვანდა და უპატრონებდა დაჭრილს.

 

ვახტანგის კანონის ძალითა:

) ქურდი, იმ ოთახში შეპარული, სადაც ცოლ-ქმარს სძინავს, ვალდებულია დაუბრუნოს პატრონს ნაქურდალის ფასი 7-ჯერ მეტი; პირადი გალანძღვისათვის კი სახლის ნახევარი ფასი გადაიხადოს, და თუ ამის შესაძლებლობა არა აქვს, მაშინ ის მთელი თავისი ოჯახით და ქონებით დაზარალებულის საკუთრებად ხდება.

 

) დამსმენი ეძლევა კაცად იმ პირს, რომელსაც ბრალსა სდებდა და ვერ დაამტკიცა. ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი კაცი მეორის ყმად ხდება. ) აგრეთვე, თუ ვინმე ვალის გადახდას ვერ შეძლებს, მაშინ [გვ. 182] ის მოვალის საკუთრებად ხდება, მხოლოდ იმ პირობით, რომ სხვა სარწმუნოების კაცს არ უნდა მიყიდოს. ) უკანონოდ შობილნი, როგორც ვაჟნი, ისე ქალნი, გლეხად ითვლებიან. ) კაცის შეძენა საკუთრებად შეიძლებოდა ყიდვითაც. ადამიანის ყიდვა-გაყიდვა ისე ხდებოდა, როგორც ყოველისა ნივთისა და მყიდველს ნაყიდზე შეუზღუდველი უფლება ჰქონდა. ) დაბოძება დასახლებული მამულებისა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე არსებობდა. ბოძების უფლება ჰქონდა მეფეს, მეფის გვარს, ეკლესიას, მონასტერს და სხვ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სამღვდელოება ყოველთვის წინააღმდეგი იყო ადამიანის ყიდვა-გაყიდვისა და ყოველ ღონეს ხმარობდა ამის მოსასპობად. მაგრამ ვერაფერს შველოდა.

 

. . ავალიანის აზრით: "ქართულ კანონს პრინციპულად სწამს დაბალი ხალხის პირადი თავისუფლება, მაგრამ ფაქტიურად ეს მხოლოდ ფიქცია არისო".

 

სხვადასხვა მიზეზის გამო, განსაკუთრებით მუდმივი ომისა და სიღარიბისა - ტყვეს, მონას, ყმას გათავისუფლებულს არ შეეძლო პირადი თავისუფლება შეენარჩუნებინა, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მას მუდამ ძალას ატანდა, რომ მფარველი ეძებნა. სუსტს მხოლოდ ძლიერის ხელში შეეძლო უშაშრად ყოფნაო.

 

ბატონს უსაზღვრო უფლება ჰქონდა გლეხზე. ყველაფერი მისი იყო გარდა ყმის სულისა, . . მოკვლა ყმისა აკრძალული ჰქონდა ბატონს. აგრეთვე ქართული კანონი მედგრად იცავს გლეხის ოჯახურ ცხოვრებას: "თუ ყმამ შეუსწრო ბატონს ცოლთან, სულ ერთია დღე თუ ღამე, და ამისთვის მოკლა, ის გლეხი არ ისჯება, რაც უნდა დიდი კაცი იყოს მისი ბატონი".

 

ამ პირველ თავში უკვე ვთქვით, რომ მოყვანილია კანონი და ჩვეულებები ბატონ-ყმას შორის ურთიერთობისა. აქ ბევრი მაგალითია ჩამოთვლილი, თუ ვინ ვის მიყიდა თავისი გლეხი. ან რამდენი სად დააგირავა, არის ნაჩვენები აგრეთვე ის კანონები, თუ რის გულისთვის შეიძლებოდა გლეხი ყოფილიყო თავისუფალი.

 

ახლა მოკლედ შევეხოთ უფრო საგულისხმოს ჩვენთვის, რუსეთის მთავრობას ამიერკავკასიაში: "რუსეთის მთავრობას არ ჰქონდა გარკვეული პროგრამა და ყოველი მოხელე თავისებურად მარტავდა, რასაც დიდი არეულობა შეჰქონდა. მათ სრულიად არ ჰქონდათ შესწავლილი ადგილობრივი ადათი, ჩვეულებები და ამიტომ არ არის გასაკვირველი, როცა ადგილობრივმა მცხოვრებმა ზურგი უჩვენა რუსთა მთავრობას და იწყო მღელვარება".

 

გლეხთა მღელვარება . . ავალიანს ძლიერ მოკლედ აქვს განმარტებული, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამის შესახებ მასალები ცოტა იყოს, არამედ, როგორც თვითონ ამბობს, ნამეტანი ძნელი ყოფილა ამ მასალების ონახვა და დალაგებულად აღწერა. გლეხთა მღელვარების მიზეზი იყო მათი უმწეო მდგომარეობა და ადგილობრივი უკანონობა, როგორც ბატონთა, ისე მთავრობის მხრით. აღელვებისათვის ყოველგან მზად იყო ნიადაგი და კიდევაც შეეძლო მას კარგი ნაყოფიც მოეტანა, რომ ეს მოძრაობა ყოფილიყო წინასწარ მოფიქრებული, ჰყოლოდა მას მცოდნე წინამძღოლი და ყოველგან ერთ დროს მომხდარიყო. განსაკუთრებით მძლავრი და საშიში ხასიათი მიიღო კახეთის 1812 წლის და სამეგრელოს 1857 წლის ამბოხებამ. პირველი კარგად აქვს აღწერილი . ფრონელს, მეორის შესახებ კი ჯერ კიდევ არაფერია [გვ. 183] ნათქვამი, და იმედია, - . ავალიანი მას ვრცლად შეეხება განსაკუთრებულ შრომაში.

 

"1803 წელს სოფელ ლამისყანაში გლეხები აჯანყდნენ და თავადები . და . ერისთავები მოკლეს, აგრეთვე სოფლის მცველები დაატყვევეს.

 

1812 წელს კახეთის ამბოხება მოხდა, გაგრძელდა ოთხ თვეს, რომელსაც გენერალმა "უსაშინლესი რევოლუცია" უწოდა.

 

1841 წელს გურიაში ისევ იფეთქა მღელვარებამ და თითქმის მთელ გურიას მოედვა. აჯანყებულებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ჯარს.

 

1858 წელს ამაღლებისა და ბაღდადის მაზრის გლეხები აღელდნენ (რიცხვით 4000 კაცი) ბატონების წინააღმდეგ. აქაც მთავრობა ჩაერია და მღელვარება მოსპო". საყურადღებოა რუსთა ტაქტიკა ამ შემთხვევაში. მაშინ, როცა რუსეთის შიდა გუბერნიებში ყოველივე ამბოხებას სასტიკად ამარცხებდა, მუდამ გლეხებს სჯიდა და თავადაზნაურობის მხარე ეჭირა, მეფის მთავრობა ჩვენში მეტ ყურადღებას გლეხების ჩივილს აქცევდა.

 

სამეგრელოში მღელვარებამ 1857 წელს საშიში ხასიათი მიიღო. მთელი ოდიში აჯანყდა, წინამძღოლნი აჯანყებულთა იყვნენ უტუ თოდუა [1 მე გამიგონია მართალი თოდუა და ბოროზდინსაც მართალი აქვს ნაჩვენები.] და უტუ მიქავა, რომელთაც ნაჯახებითა და შეიარაღებული 10000 კაცი ყავდათ. მიქავას ჰქონია დიდი გავლენა ხალხზე, რომელთაც აიმედებდა იმით, რომ რუსები ჩვენს მხარეზე არიანო, და მართლაც, მიქავას რუსების მხარე ეჭირა, მათგან მოელოდა შველას, ატყობდა, რომ რუსების ხელში უკეთესია ცხოვრება, ვიდრე დადიან-ჩიქოვანების ხელში (ჩიქოვანები მოურავები იყვნენ და ძლიერ მკაცრად ეპყრობოდნენ გლეხებსო).

 

მეამბოხეთა მოთხოვნილებაში სხვათა შორის შევხვდებით შემდეგს: "წოდება თავადი და აზნაური არ უნდა იყოს, რადგან ყველა ძმა ვართ", "ფუფუნება ცოდვაა. აკრძალულია ძვირფასად შეკერილი ჩოხის ჩაცმა", "ვაჭართა მოგება უნდა იყოს განსაზღვრული".

 

. . ავალიანს მოჰყავს გენერალ კოლუბიაკინის რაპორტი და ამბობს "სამეგრელოში მოძრაობამ ძლიერ დააჩქარა გლეხთა რეფორმის საკითხი ამიერკავკასიაშიო". მართლაც, შეუძლებელი იყო ასეთ აღელვებას უბრალოდ ჩაეარა და მთავრობის ყურადღება არ მიექცია.

 

რუსეთში გლეხთა განთავისუფლება 1861 წლის 19 თებერვალს მოხდა, ხოლო ჩვენში (თბილისის გუბერნიაში) 1864 წელს. ეს სამი წელი მოანდომეს იმის გარკვევას, თუ რა სახით გაეთავისუფლებიათ საქართველოში გლეხი. ამისათვის დაარსეს თავად-აზნაურთა კომიტეტები და მათ მიანდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. რასაკვირველია, როგორც მოსალოდნელი იყო, თავადაზნაურობამ უფრო თავისთვის დაიწყო ზრუნვა: "რადგან ჯოხით ხელში გზას გაუდგნენ, რათა ეძიონ პური არსებობისაო".

 

სამაგალითოდ ახასიათებს დიმიტრი ყიფიანს შემდეგი აფორიზმი: "გლეხთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გული, ეჭვს გარეშეა, ყოველ ჩვენთაგანს (მებატონეს) გველაპარაკება, რომ გლეხის განთავისუფლება მიწიანად უკეთესი იქნება, მაგრამ გონება ყოველნაირად ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას". ასეთივე აზრისა იყო ცოტად თუ ბევრად მოწინავე თავადაზნაურობა, და მართლაც შეუძლებელია მოსთხოვოთ ბატონებს - უარყოს თავისი ყოველგვარი უფლება გლეხთა საკეთილდღეოდ. ეს უნდა სცოდნოდა [გვ. 184] მთავრობას და ამიტომაც არ უნდა მიენდო თავადაზნაურობისათვის, ამ საკითხის გადაწყვეტა.

 

ერთად-ერთი მებატონეთაგანი, რომელიც მთელ თავადაზნაურობას და ცენტრალურ კომიტეტს ოპოზიციაში ედგა, რომელიც მედგრად და სავსებით იცვდა გლეხთა ინტერესებს, ეს იყო ილია ჭავჭავაძე.

 

მთელი პროექტი - აცხადებს თავადი ჭავჭავაძე, - თეორიის მიხედვით შეუდგენიათ, ბატონყმობის მდგომარეობა კი არ სცოდნიათ, რომლის ძალაუნებურადაც ძირიანად ამოთხრა სურთო. ამასთანავე, ის მომსპობი საშუალება, რომელსაც ცენტრალური კომიტეტი გვაძლევს ისეთია, რომ "ბატონყმობა არა თუ ისპობა, არამედ პირიქით უფრო მაგრდება, გლეხთა მდგომარეობას უფრო აფუჭებს, ვიდრე აქამდე იყო". ამ საკითხის გადაწყვეტის ერთად ერთი საშუალება, რომელიც ადვილი შესაძლებელია და აუცილებელიც, ისაა, რომ "ორივე წოდება ერთმანეთისაგან დამოკიდებული არ იყოს, არც პირადად და არც ქონებრივად". რეფორმის აზრი და ღირსება ისაა, რომ გლეხობა გაანთავისუფლონ, როგორც პირადად, ისე ქონებრივადაც ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან მებატონის მხრივ'... გლეხს ეკუთვნის უფლება მუშაობის და კაპიტალის, . . მათგან გაკეთებულ შენობაზე, ვენახზე, ბაღზე. "ყველა ეს უეჭველად ეკუთვნის გლეხს, როგორც საკუთრება თავისი".

 

ჭავჭავაძის აზრით, გლეხთა მდგომარეობა შეუძლებელია გაუმჯობესდეს ისე, თუ მას (გლეხს) მიწა არ მიეცა, გლეხობის მიწებით აღჭურვა მას მიაჩნია აუცილებელ საშუალებად, ურომლისოდაც რეფორმა ზედმეტი და არასასურველია".

 

ამრიგად, ილია ჭავჭავაძე ერთადერთი კაცი იყო, რომელმაც მედგარი იერიში მიიტანა ცენტრალურ კომიტეტზე და თავის წოდებაზე. მან უშიშრად აღიარა, რომ გლეხის განთავისუფლება უმიწაწყლოდ უნაყოფოა და არასასურველი. (როცა ყველა ამას ეცნობი, ერთჯერ კიდევ გებადება აზრი, თუ რას უკიჟინებდნენ ის ჩამონაჭრების მოტრფიალენი 1905 წელს იმ კაცს, რომელიც 1863 წელს გლეხის მიწიანად სრულ განთავისუფლებას ითხოვდა?).

 

ვერ უშველა ილია ჭავჭავაძის მედგარმა ბრძოლამ, გასჭრა უმრავლესობის წუწუნმა და გლეხთა განთავისუფლების გულისთვის თბილისის თავადაზნაურობას მეფის ბრძანებით ხაზინიდან მიეცა 2 მილიონი მანეთი. გაანთავისუფლეს გლეხი, მაგრამ ვაი ამ განთავისუფლებას: "ჩვენი დაფასებით, ამ ახალი უფლებრივისა და მატერიალური მდგომარეობით თბილისის გუბერნიის გლეხთადმი ბოძებულისა, ჩანს რომ, თუმცა გლეხობამ არსებითად პირადი თავისუფლება მიიღო, მაგრამ მატერიალური მხრით უწინდელზე შედარებით უარეს მდგომარეობაში ჩავარდა, ისინი პირდაპირ პროლეტარიზაციის გზას დაადგნენ".

 

ჩვენ ერთჯერ ვთქვით, რომ მთავრობას არ ჰქონდა გარკვეული გზა, არ იცოდა როგორ და რა კანონით ემართა საქართველო. ის ერთმანეთში ურევდა ადგილობრივ ჩვეულებებსა და რუსეთის იმპერიის კანონებს და აი "მკაცრი კანონისა და ცვალებადი ჩვეულებების არევა შეიქმნა ერთი უმთავრესი ნაკლთაგანი ადგილობრივი მდგომარეობისა. ამ სერიოზული ნაკლოვანების მაჩვენებელია დღემდე დარჩენილი დროებით ვალდებულ გლეხთა ინსტიტუტი. თბილისის გუბერნიაში 1904 წელს 2702 მებატონე იყო დროებით ვალდებულთა მეპატრონე, დროებით ვალდებულ გლეხთა რიცხვი კი 17.467 კომლს შეადგენდა". [გვ. 185]

 

განვლო ნახევარ საუკუნეზე მეტმა დრომ გლეხთა განთავისუფლების შემდეგ, 50 წლის იუბილე უკვე იდღესასწაულეს, სახელმწიფო სათათბირო მეოთხეჯერ შეიკრიბა და, ვინ იცის, კიდევ რით გადაწყდება ეს სამარცხვინო ნაშთი განთავისუფლებისა [1 როგორც ვიცით, სახელმწიფო საბჭომ დროებით ვალდებულთ მიანიჭა მამულთა გამოსყიდვის უფლება, აქაც კუდშეკვეცილად.]. თუ რა ბედი ხვდა თავადაზნაურობას, ეს ყველამ კარგად ვიცით. ფუფუნებასა და უსაქმურობას მიჩვეული (მათი საქმე ომი და მამულის დაცვა იყო), გლეხთა განთავისუფლების შემდეგ ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა. ფული, რომელიც წილად ხვდა მათ, იმის მაგიერ, რომ ოჯახისათვის მოეხმარათ, ქეიფსა და ტანისამოსში ხარჯავდნენ, მოთხოვნილებამ იმატა, შემოსავლებმა იკლო და, ამნაირად, თავისი მამული ან ბანკს შეანარჩუნეს, ან უცხო ტომის ხალხს მიყიდეს.

 

ქუთაისის გუბერნიაში გლეხთა განთავისუფლება 1866 წლის 8 ნოემბერს მოხდა. ამ საკითხის გამოკვლევას, ადგილობრივი პირობების მიხედვით, 2 წელიწადი მოანდომეს, აქაც თავადაზნაურობას ჰქონდა მინდობილი ამის გამორკვევა, მაგრამ აქ უფრო რიგიანად წარმოებდა, რადგან პრაქტიკა უკვე ჰქონდათ ხელმძღვანელებს. თუმცა აქაც გამეორდა ყველა ის უთანხმოება, რაც თბილისში იყო. აქაც თავადაზნაურობამ გლეხთა განთავისუფლების გულისათვის მიიღო 2823815 მანეთი ხაზინიდან. ქუთაისის გუბერნიის გლეხებს და თავადაზნაურობასაც იგივე წილი ხვდა, როგორც თბილისისას.

 

ეს წიგნი დაბეჭდილია რუსულ ენაზე და შეიცავს 520 გვერდს, გამოცემულია ოდესაში და ღირს 2 მან. 50 კაპ. წიგნი დაწერილია მდაბიო, ყველასათვის გასაგები ენით.

 

ეს რეცენზია დაიბეჭდა გაზთ "იმერეთში" 1913 წელს ოქტომბრის თვეში. ჩემი მიზანი იყო მეჩვენებინა ილია ჭავჭავაძის როლი გლეხთა განთავისუფლების საქმეში და ამით გამეფანტა მის ირგვლივ არსებული აზრი.

 

ამ ჩემს რეცენზიას პასუხი გასცა . გელეიშვილმა. მისი თქმით ის თავადი ჭავჭავაძე, რომელსაც მე ილია ავჭავაძედ ვაღიარებ, ილია არ არის, ის სხვა ჭავჭავაძეა. ამის შესახებ შემდეგ მექნება საუბარი. [გვ. 186]

 

 

. ქავთარაძე

სათვისტომო თუ კოოპერაცია?

[1 ეს წერილი, ოდესიდან გამოგზავნილი, დაიბეჭდა გაზეთ "იმერეთში" 1913 წლის მაისში.]

 

შარშან ამ სათაურით ორი წერილი დაიბეჭდა ჟურნალ "სტუდენტთა საქმეში". ამ ჟურნალს მიზნად ჰქონდა დასახული ამ საკითხის სავსებით გამორკვევა. სტუდ. -ოვი სწერდა, რომ სათვისტომო იყო იმ ხანაში, როცა "იდეალური" სტუდენტობა ცხოვრობდა. ახლა კი ყველასათვის, ვინც კი ახლო დგას სტუდენტობასთან, ცხადია, რომ უკვე აღარ არის ის ვიწრო, შეკავშირებული ამხანაგური ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა ერთი სიცოცხლით,რომელიც ერთგვარი ინტერესითა და აზრებით იყო გაჟღენთილიო. წავიდა "იდეალური" სტუდენტობა და სათვისტომოსაც ნიადაგი ეცლებაო. ცხოვრება ახალ მიზნებს გვიყენებს, სათვისტომოები კი ვერ გასცილებია თავის დახავსებულ საშუალებებსაო. სტუდენტობას სათვისტომოებისადმი ნამეტნავი გულგრილობა ემჩნევა, საწევრო გადასახადი არ შემოაქვთ, კრებებს არ ესწრებიან და სხვ. ერთი სიტყვით, ამ წერილის ავტორის აზრით, დროა უნაყოფო სათვისტომოებს თავი მივანებოთ და კოოპერაციას მოვკიდოთ ხელიო. ავტორი წერილს შემდეგი სიტყვებით ათავებდა: "მაშ ასე, სათვისტომოებიდან კოოპერაციისაკენ - აი ერთი იმ გზათაგანი, რომლითაც ახლანდელმა დემოკრატიულმა სტუდენტობამ უნდა იაროს".

 

მეორე სტუდენტს კი იმავე ჟურნალში სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა ნაჩვენები. მისი აზრით, სათვისტომოს, ამ ერთსულოვან ოჯახს, ვერაფერი ვერ შეცვლის, კოოპერაცია სათვისტომო სრულიად არ უშლის ხელს და ორივე შესაძლებელია მოეწყოსო. სამწუხაროდ, ამ ჟურნალს მეტი არ დასცალდა, რედაქციისაგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო დაიხურა და ეს საკითხი საბოლოოდ გამოურკვეველი დარჩა.

 

ეს შარშან მოსკოვში მოხდა, ახლა კი ამ საკითხმა აქაც, ოდესაში, იჩინა თავი. აგერ ერთი ხანია, რაც ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში ამის გარშემო კამათია გამართული. ყველას სწამს, რომ სტუდენტობისათვის შველაა საჭირო, ეს მომავალი საზოგადოება, ქვეყნის იმედი, ახლა თითქმის შიმშილობაში ატარებს დროს, ცალკე მეცადინეობა, ცალკე ცუდი ცხოვრება ასახიჩრებს მას, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიურად, და იმის მაგიერ, რომ ცხოვრების ასპარეზზე გამოსული მედგრად შეებროლოს უსამართლობას, იგი უკვე დავრდომილია და ცხოვრების მაჩანჩალა ხდება. აგრეთვე უმრავლეს შემთხვევაში ასეთი უკუღმართი ცხოვრების ბრალია ახალგაზრდობაში თვითმკვლელობის ხშირი მოვლენა. ეს ყველას სწამს და შველასაც ყველა ეძებს, მაგრამ როგორ და რა სახით, აი სად იბადება სხვადასხვა აზრი. ზოგიერთს სურს დაარსოს აქ ეგრეთ წოდებული "სწრაფი დახმარების წრე". კიევში ასეთი საზოგადოება უკვე არსებობს. სხვანი კი კოოპერაციისაკენ მიისწრაფიან. [გვ. 187]

 

ამ უკანასკნელ გზას ადგია თვით სტუდენტობა და უმრავლესობა პროფესორებისა. საინტერესოა თვით მოწინავე სტუდენტობის "წერილი რედაქციას და საზოგადოებისადმი" სადაც ისინი უარყოფენ ყოველგვარი ფილანტროპიული საზოგადოებისაგან მიღებულ საშუალებას, რაღაც საღამოებისა და თხოვნით შეკრებილ ფულს. "მუშაობა და თვით მოქმედება და არა მოწყალება" - აი რა გვინდა ჩვენო. და მართლაც იმ დროს, როცა კოოპერაციის გარშემო ინტელიგენტ პირებს შეუძლიათ იმუშაონ და თავის გასამრჯელოც მიიღონ, საქველმოქმედო საზოგადოება წარმოადგენს დამამცირებელ ორგანიზაციას.

 

ამნაირი აზრის არიან პროფესორებიც. უეჭველია ჩვენთან ამ ახლო მომავალში კოოპერაცია დაარსდება და, რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, აქაც ქართველი სტუდენტობა თავის შრომასა და მეცადინეობას არ დააკლებს და საერთო სტუდენტთა ორგანიზაციაში თავის წვლილს შეიტანს. ამის შემდეგ ჩვენ აღარ დაგვჭირდება საღამოების მართვა, რასაც დროის დაკარგვის გარდა, ბევრი სხვა არასასურველი თვისებაც აქვს.

 

ამრიგად, მატერიალურად ასე თუ ისე უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით, მაგრამ სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ხომ არავითარი ორგანიზაცია არ გვესაჭიროება? რუსეთის სტუდენტობის საერთო გაჭირვებასთან ერთად, ჩვენი საკუთარი ჭირ-ვარამიც გვაწუხებს. ვის არ გამოუცდია, რომ როცა ჩვენ საშუალო სასწავლებელს ვამთავრებთ და უმაღლესში შესასვლელად ვემზადებით, რანაირ აღფრთოვანებას ვგრძნობთ, წარმოდგენილი გვაქვს უნივერსიტეტი და მის გარშემო მყოფი საზოგადოება ისეთ ორგანიზაციად, საიდანაც შეიძლება დიდი სარგებლობის გამოტანა. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი შევიძინოთ და სწავლით, ცოდნით შეიარაღებული დავბრუნდეთ შინ, რათა ვემსახუროთ ხალხსს. მაგრამ ნუ იტყვით, რომ ეს თურმე "იდეალია" წიგნებიდან ამოკითხული. თუ რამ არის აქ, ისევ ის გიმნაზიაა, მხოლოდ შენობაა უფრო დიდი, ისეთივე მასწავლებლები, რომლებსაც პროფესორები ჰქვიან, ისევ 2, 3, 4 და 5 ნიშნების წერა. კურსიდან კურსზე სიმართლით თუ სიმრუდით გადასვლა. მიზნადაა დასახული მალე დიპლომის ხელში ჩაგდება. ამრიგად ვბრუნდებით უკან უმრავლეს შემთხვევაში ცხოვრების უცოდინარნი, თითქმის გადაგვარებულნიც, თბილი ადგილის მაძიებლნი და სარგებლობის მაგიერ  ზარალი მოგვაქვს.

 

მართალია, სათვისტომოს წესდებაში კულტურულ საკითხს პირველი ადგილი უჭირავს, მაგრამ არსებითად კი ვერაფერს აკეთებს. სათვისტომოს, როგორც ზემოთ ვთქვით, შემაერთებელი ძალა დაეკარგა, აღარ არის ის, რაც იყო. ერთი სიტყვით, ყველაფერს თავის დრო აქვს, სათვისტომომაც თავისი როლი შეასრულა და ახლა, როგორც ასეთი, უნდა გარდავქმნათ, მაგრამ რანაირად? რა სახე მივცეთ, რომ სტუდენტობა დააინტერესოს და იგი დაქსასული, შეაერთოს, დარაზმოს, საჭირო ცოდნის შეძენა გაუადვილოს. აი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ ითხოვს გადაჭრას. [გვ. 188]

 

 

. ქავთარაძე

თეთრი მთა

                   სადაც უდაბურს, მთასა მყინვარსა,

   ორბნი, არწივნი ვერ შეხებიან...

                            . .

 

სწორედ ხუთი წელიწადია, რაც თეთრი მთის ქებათაქება მესმის, დადგება თუ არა ზაფხული, მთელი ოდიში თეთრი მთის სახელს გაიძახის "ვაი, ნიტე, ქომიღუდას თეში საქმე, ჩე გოლაშა მიდმართედას" [1 ვაი, ნეტავი ისე მქონდეს საქმე, რომ თეთრ მთაზე შემეძლოს წასვლაო.]. ასეთი ნატვრა, ზაფხულის დამლევამდე მუდამ გვესმის. რასაკვირველია, ეს ბევრს ნატვრად ურჩება, მხოლოდ უმცირესობა ახერხებს ამის ასრულებას და ყოველ ზაფხულს 700 კაცამდე გროვდება საგარაკოთ.

 

ვისაც უნდა ჰკითხო ოდიშში ამ მთის შესახებ, ყველასაგან ამნაირ პასუხს მიიღებ: "ჰაერი დიდებულია, აბასთუმანი და ბაკურიანი რას მიედრება. უბედურებაა ისაა, რომ გზა ძლიერ ცუდი და საშიშია, ცხენიანი კაცი ძლივს გაეტევა, დიდი მანძილიც ფეხითაა სასიარულო".

 

წლეულს, რუსეთიდან დაბრუნებისას, მისი დიდებით დაინტერესებულმა გადავწყვიტე თეთრი მთის მონახულება. არ ვიცი რითი აიხსნება მთელი ოდიშის ასეთი მიგდება-მივიწყება. ყოველ წელს რამდენი ექსკურსია მოდის კავკასიის დასათვალიერებლად, მაგრამ ოდიშს არც ერთი მათგანი არ მიჰკარებია; ჩვენთვის სრულიად უცნობია ეს მხარე.

 

რუსეთიდან ერთი რუსი ამხანაგი წამომყვა საქართველოს დასათვალიერებლად. მეც, რასაკვირველია ვაჩვენე ყველა ის ადგილი და მიდამო, რითაც ვამაყობთ და ბოლოს გამოვუცხადე ჩემი სურვილი, იმის მაგიერ, რომ საქართველოს სამხედრო გზა დავათვალიეროთ, სჯობს თეთრი მთა ვნახოთ მეთქი. იგიც დიდი სიხარულით დამთანხმდა, გამოვეწყეთ სამგზავროთ და ახალ სენაკიდან ნოქალაქევამდე ეტლით მივედით. იქ ჩვენი ყურადღება მიიქცია ციხის ნანგრევებმა, რომელიც მდ. ტეხურის მარჯვენა ნაპირას იმყოფებოდა. ძველათ, მტრის შემოსევის დროს, ეს ყოფილა თავშესაფარი. ამ ციხიდან ტეხურამდე გვირაბია გაყვანილი, ალბათ წყლის ამოსატანათ; ეს გვირაბი სავსებით გადარჩენილა და ჩვენც ამ გზით დავეშვით. თვით ციხე კი ძლიერ დანგრეულია.

საუცხოო სანახავია თვით მდ. ტეხური. ამ ციხის ახლო იგი ისეთ ვიწრო კალაპოტშია მოქცეული, თითქოს კაცი გადაახტებაო. ამ ადგილს "დედა მოკას" [2 დედა მძიმე] ეძახიან. ასეთი თქმულება: მტრების შემოსევის დროს, როგორც მოგახსენეთ, ყველა ამ ციხეს აფარებდა თავს და როცა ერთხელ მტრებმა სოფელი ააოხრეს, ერთი ორსული ქალი, მტრების შიშით ლტოლვილი, ტეხურს მოადგა და სასოწარკვეთილმა ღმერთს შველა [გვ. 189] სთხოვა. მთებიც ერთმანეთს დაუახლოვდა და "მძიმე" ქალი მეორე ნაპირზე გადავიდა, იქ თავისიანები დახვდნენ და ამნაირად სიკვდილს გადარჩაო. ამიტომ ამ ადილს "დედა მძიმე" უწოდესო.

 

ნოქალაქევში არის აგრეთვე აბანო, რომელიც რევმატიზმს ძლიერ უხდება, აქ ჰაერსაც არა უშავს რა. ესენი დავათვალიერეთ თუ არა, ჩვენც გავუდექით გზას. ნოქალაქევიდან ტალერამდე დღენახევრის სავალია, ამ გზაზე არაფერი საყურადღებო არ შემხვედრია, გარდა თამაკონის საზოგადოების სკოლისა; მგონია ეს ერთად ერთი სკოლაა ოდიშში, სადაც წერა-კითხვის გარდა, მეურნეობასაც ასწავლიან; აქედან თურმე მცხოვრებთაც აძლევენ სანერგეს. მშვენიერი სანახავია ეს სკოლა, ყოველნაირი ხეხილით და მცენარეულობით სავსე მთელი ეზოთი. ძლიერ სამწუხაროდ დამირჩა, რომ დაწვრილებით ვერა გავიგე რა ამ სკოლისა, რადგან ყველა აქ მყოფი ზაფხულის სიცხეს გაქცევია. თამაკონიდან ახლოა საბაჟო . . დუქანი და კანტორა თეთრი მთის მოიჯარადრეებისა. თეთრ მთაზე მიმავალი ამ ადგილს ვერ აშორდება, აქ გახდევინებენ "ბაჟს". ცხენზე მანეთს. აქედან იწყება ის გზა, რომელიც შიშსა გვრის თეთრ მთაზე ზოგიერთ მიმავალს. თვით გზა ძლიერ ვიწროა, ერთი მხრით უშველებელი მთა და მეორე მხრით კი უფსკრული. მიხვეულ-მოხვეული გზა უფრო ხშირად ტეხურის ნაპირს მისდევს. ამ გზით დღენახევარი უნდა იარო 25 ვერსი აღმართი, რომ იცოდეთ, რა დიდებულია აქაური ბუნება. ფეხის ყოველ გადადგმაზე ანკარა, ყინულივით ცივი წყალი მთიდან გადმოშხუის, აგერ მზის სხივისაგან ათას ფერად მოელვარე ჩანჩქერი - ქვევიდან კი მოისმის ტეხურის შხუილი და ხმაურობა; ამასთან მთელი არე-მარე ნაძვის სუნითაა გაჟღენთილი, ერთი სიტყვით, მართლაც, რომ მშვენიერებაა. ამ გზით სიარული არა თუ საშიშია, პირიქით ერთგვარი წამალია, რომ გზა იყოს საამისო.

 

ამ გზაზე ზოგან ვაკე ადგილსაც შეხვდებით, სადაც მხოლოდ ზაფხულობით სახლობენ; აქ შეგიძლიათ მოსვენება, ღამის გათევა უფასოდ, საჭმელსაც ძლიერ იაფად გაძლევენ. ჩვენც ღამის გასათევად ერთს ამგვარ მოსახლესთან გავჩერდით, ეს იყო ძლიერ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ერთმანეთს იმდენად გავდნენ, რომ ჩვენ და-ძმა გვეგონა; ამათ ბევრი ჰქონდათ საერთო, ტყუილად კი არ შეუერთებია განგებას ისინი, მაგრამ ეტყობოდათ, რომ თავიანთი მდგომარეობით არ იყვნენ კმაყოფილნი. კარგად გაგვიმასპინძლდნენ და რიგიანათაც მოგვასვენეს. მეორე დღეს დილა ადრიან გავუდექით გზას იმ მოსაზრებით, რომ საღამოს თეთრ მთაზე უნდა ვყოფილიყავით. მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნოდ გათავდა ჩვენი მგზავრობა. ქობულიას ნასახლარის ახლო გზას გადავცდით და მხოლოდ საღამოს 4 საათზე შევამჩნიეთ. უკან დაბრუნება არ შეგვეძლო, რადგან ძლიერ დაღლილი ვიყავით, გვშიოდა და მასთან ერთად წვიმაც წამოვიდა. იქვე ახლო მეცხვარეებისაგან მიტოვებული კარავი ვნახეთ, შევაკეთეთ ყავრებით და გათენებამდე იქ გავჩერდით. შიში არაფრისა არ გვიგვრძნია, მაგრამ, როგორც მერე გადმოგვცეს, თურმე ბედად გადაურჩით დათვს. მეორე დილას ალიონზე წამოვდექით და დავიწყეთ გზის ძებნა, მოვნახეთ ახალი ბილიკი, რომელიც საეჭვოდ მიგვაჩნდა. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ მთელი არე-მარე ნისლმა დაფარა, მივდივართ, მაგრამ სად და როგორ, არაფერი ვიცით, ამ თვალუწვდენელ ტყეში. მხოლოდ ჩვენ ორი, გზადაბნეული და დაქანცული, არსაიდან შველის იმედი არა გვაქვს. ასე გვგონია, თუ ნისლით მოცული ზღვის წიაღში ვართ. თუ [გვ. 190] ჩემი ამხანაგი აქამდე ძლიერ ყოჩაღად იყო, ახლა სასოწარკვეთას მიეცა და სულ უკან დაბრუნებას მოითხოვდა, მე უარზე ვიყავი, რადგან უკან დასაბრუნებელი გზის მონახვა აღარ შემეძლო. ასე იმედდაკარგულებმა შუადღემდე ვიარეთ და ტიტველ სერს მივადექით. აქ ცოტა იმედი მოგვეცა, შევჩერდით და დავიწყეთ თვალიერება, ნისლი გათხელდა. ჩვენ სიხარულს საზღვარი არაჰქონდა, როცა ძროხის ზმუილი და ძაღლის ყეფა მოგვესმა. ამხანაგი ძირს დავტოვე და ფოფხვით სერზე ავედი; იქიდან რომ გადავიხედე, ძირს მოშორებით კვამლი დავინახე. ცოტა ხნის შემდეგ, ჩემს ძახილზე მეცხვარეც გამოჩნდა და რომ გამოვკითხე, ამ ადგილს "წვრილ მთას" ეძახიანო; თეთრ მთამდე ერთი დღის სავალი აღმოჩნდა, ჩვენ კი მეტი სიარულის ილაჯი აღარ გვქონდა და მეცხვარეებთან გავჩერდით. დიდი სტუმართმოყვარეობა გაგვიწიეს, საჭმელი მოგვიმზადეს, დასველებული ტანისამოსი გაგვიშრეს, თუმცა საწოლის სივიწროვე იყო, მაგრამ მეორე დღემდე არ გაგვიშვეს. გამოთხოვებისას მადლობა გადავუხადეთ და ფულიც ვაძლიეთ, მაგრამ იწყინეს - თქვენ თუმცა მდიდრები ხართ [1 ჩვენი ტანისამოსის შეხედვით სჯიდნენ, მათ ნაქსოვი ჩოხა და ცხვრის ტყავი აცვიათ.], მაგრამ ჩვენი ჩვეულება ამის ნებას არ გვაძლევსო. გზის აბნევის გამო 1 ივლისის მაგიერ თეთრ მთაზე მხოლოდ 3 ივლისს მივედით. აქ ავდრის მიზეზით ხალხი ცოტა იყო მოსული. მოაგარაკენი აქ ცხოვრებდნენ ყავრის კარავში, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში 8-20 მანეთად ღირს. ბოთლი რძე შაურად, ხორცს ხანდისხან თუ დაკლავენ, გირვანქა ორ შაურად ღირს, მაწონი ერთი ყუთი აბაზი, ფუთი სიმინდის ფქვილი მანეთად. დანარჩენს აქ ვერაფერს იშოვნი, სახლიდან უნდა წამოიღო, საჭმელიც თვითონ უნდა გააკეთო.

 

თვით თეთრი მთა, როგორც კურორტი, რამდენიმე აგარაკისაგან შესდგება: ) ლებარდე, ) მჟავე წყალი, ) ტეხურის თავი.

 

ჩვენ მჟავე წყალზე ვიყავით, აქ არის რკინის წყალი [2 ამბობენ ანალიზი გაუკეთესო, მაგრამ ვინ და სად არ იციან; კარგი იქნებოდა თუ გამოაქვეყნებდნენ მის შემადგენლობას.], ჩემის აზრით, ბევრად უკეთესი ვიდრე ჟელეზნოვოდსკისა. აქვე არის ცივი გოგირდის დასალევი წყალი, ხანდისხან ამას ათბობენ, საწნახელისებრ ჭურჭელში ასხამენ და ბანაობენ, ამბობენ ძალიან მარგებელიაო. აგრეთვე არის აქ ბუნებრივი "შხაპი", მთიდან გადმოსჩქეფს ანკარა თეთრი წყალი, ქვეშ ამოუდგებიან მას და ისხურებენ. ეს წყალი, როგორც მოგახსენეთ, თეთრია, მაგრამ რასაც კი დაესხურება ყველაფერს: ქვას, ხეს და სხვ. მწვანედ ღებავს და ამის გამო მას შაბიამანის წყალს ეძახიან. აქ არის აგრეთვე სახმარი წყარო, მისი წყალი ძალზე სასიამოვნო დასალევია. ტეხურიც ახლო უვლის, ერთი სიტყვით ბუნებით დაჯილდოვებულია ეს ადგილი. საოცრად უხდება აქაური ჰავა და წყალი სისხლნაკლულებს, ჭაობის ციებას, კუჭის ავადმყოფობას და სხვ.; ამბობენ ჭლექსაც [3 თუმცა აქ ჰაერი მშვენიერია, ახლოს ნაძვის ტყეა, მაგრამ ჭლექიანს მაინც არ ვურჩევდი აქეთ ამოსვლას, რადგან სრულიად მოუწყობელია და გზაც ცუდია.], ბევრი პირდაპირ სიკვდილისაგან იხსნაო. აქ ექიმი არ არის, არც ვინმე დაგარიგებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. აქ ყველაფერი გამოცდილებით იციან, ვინ როგორ უნდა მოიქცეს, მჟავე წყალი რამდენი უნდა დაილიოს; თუ მუცელში შეგკრა, მაშინ ერთი ჭიქა გოგირდის წყალი უნდა დალიო. ვისაც სურს, შხაპს ღებულობს. საკუთრივ აქაური მოიჯარადეები, ნაჭყეპიები, უფრო ფულის შოვნას ეძებენ, ვიდრე რამის გაკეთებას: ყოველ ზაფხულს 5.000 . იღებენ [გვ 191] და ერთი შაურის დახარჯვაც არ უნდათ აგარაკის მოსაწყობად, მოაგარაკენი ამათ საწველ ფურად ჰყავთ.

 

ეს რომ ასე არ იყოს, აბა რა დიდი საქმე იქნებოდა, რომ მთის გზას ყოველ გადასახვევზე ჯოხი დაერჭოთ და ზედ წაეწერად "გზა თეთრი მთისაკენ". ეს დიდ ხარჯს არ მოითხოვს, ხოლო მოაგარაკეებისათვის ძლიერ საჭიროა. ასე რომ იყოს, თეთრ მთაზე მიმავალი, გზის მაჩვენებელს, რომელიც სამი მანეთი ღირს აღარ იქირავებდა.

 

ამას გარდა, კარავს რაღაც ორ-სამ ყავარს დაადებენ და მორჩა, ფული ბლომად მიაქვთ, ხოლო თავზე მაინც გაწვიმს. მჟავე წყლის დალევაც დიდი გასაჭირია, მისასვლელად ფეხი უნდა დაისველო, რადგან წყაროს წყალი გზაზეა მიშვებული. რა იქნებოდა ამ წყლისათვის ღარი გაეკეთებინათ. შხაპიც უპატრონოთაა მიტოვებული; ავადმყოფს ქვაზე და ქვიშაზე უწევს გახდა და დგომა. ამასაც ძლიერ ცოტა ხარჯი უნდა - საჭიროა მხოლოდ რამდენიმე ფიცარი დასაჯდომად და ქვეშ დასაგებად. აქ უკუღმართობა ბევრია. მაგრამ არავინაა ისეთი, რომ ამას ყველაფერს ყურადღება მიქციოს და აგარაკის მოიჯარადეთა თავგასულობა ალაგმოს. წარმოიდგინეთ მერძეევებიც თავნება ხალხია, ხან მოგიტანენ რძეს, ხან არა. როცა ჩვენ ამ დეფექტებზე მივუთითეთ ნაჭყეპიებმა "ბუნტოვჩიკებად" მოგვნათლეს და როდესაც უკან დაბრუნება დავაპირეთ, თურმე კანტორაში კაცი აფრინეს, "ბუნტოვჩიკები" მიდიან და თვალყური ადევნეთო. გზაზედაც ვიღაც მიხეილ ნაჭყეპიამ, თოფით მოკვლა დამიპირა, რადგან ვუთხარი, თქვენს სისაძაგლეს გაზეთში დავწერ მეთქი.

 

ეს ამბავი იყო 1910 წელს, რაც ქუთაისის გაზეთ "კოლხიდაში" 1911 . 5 აგვისტოს დაიბეჭდა.

 

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების პირველ წელს ახალი სენაკის აღმასკომის ჯანგამყოფილების გამგის, ექიმ . ხარბედიას დავალებით მეორეჯერ ავედი თეთრ მთაზე, როგორც მოაგარაკეთათვის უფასო სამკურნალო დახმარების ექიმი.

 

ლებარდეში მოვაწყე უფასო ამბულატორიული მიღება და სამკურნალო საშუალებებით უზრუნველვყავი მოაგარაკენი. ჩემს პაციენტთა შორის, მიმღებ წიგნში, ჩაწერილია ის მწყემსი, რომელმაც დიდი პატივი გვცა მთაში გზის აბნევის შემდეგ. მიუხედავად მთის ჰაერზე ცხოვრებისა იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ჩვენ ერთმანეთი ვიცანით და ვეცადე პატივისცემა ერთი-ორად გადამეხადა.

 

იმავე წელს ჯანსახკომის მოადგილის . კიკალეიშვილის დახმარებით, გადაიდო თანხა ათი-სამ ოთახიანი სახლის ასაშენებლად. დღეს კი ლებარდე კარგად მოწყობილი სარაიონო კურორტია, საავტომობილო გზაც გაყვანილია.

 

1955 წელს ექიმმა . გობეჩიამ გამოსცა მშვენივრად დასურათებული და კარგად შედგენილი წიგნი "კურორტი ლებარდე", სადაც მოცემულია კურორტ ლებარდეს და მდინარე ტეხურის ხეობის მოკლე აღწერილობა; მინერალური წყლები, კლიმატი, სამკურნალო მოქმედება და კურორტის განვითარების პერსპექტივა. უდაოდ მისასალმებელია ასეთი ნაშრომი, მაგრამ არ მესიამოვნა, როცა მე-8 გვერდზე წავიკითხე შემდეგი: კურორტი "საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე ჩამოერთვა მოიჯარადრეებს და დაექვემდებარა მშრომელი ხალხის მომსახურების ინტერესს, პირველი სეზონი 1922 წლის ზაფხულში ჩატარდა და მე პირველს მხვდა წილად კურორტზე ამბულატო[გვ. 192]რიის ჩამოყალიბება და დამსვენებლების საექიმო მომსახურების უზრუნველყოფა".

 

ეს სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს. ვფიქრობ ვის? ვის? მაგრამ ექიმ ბეგლარ გობეჩიას კი უნდა სცოდნოდა, რომ პირველად 1921 წელს გაიხსნა ლებარდეში ამბულატორია და რომ იმას კი არა, მე მხვდა წილად კურორტზე დამსვენებლების საექიმო მომსახურეობის უზრუნველყოფა და პირველი სააგარაკო ათი-სამოთახიანი სახლისათვის ადგილის მიჩენა. [გვ. 193]

 

 

. ქავთარაძე

ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა გადაიტანონ ახალში?

 

"კოლხიდის" # 111-ში . გელაზონია ამ სკოლის საკითხს ეხება და საზოგადოებას ურჩევს იგი ძველიდან ახალ სენაკში გადაიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპებაო; სკოლა ამჟამად თავის დანიშნულებას ვერ ასრულებსო, მაგრამ, თუ ახალ სენაკში მოთავსდა, ყველაფერი ჩინებულად იქნებაო. ამ აზრის დასამტკიცებლად მოჰყავს რამდენიმე საბუთი: "სკოლა დღეს ცენტრიდან დაშორებულია, მცხოვრებთაგან დაშორებულ-განცალკევებულიაო". მისი აზრით, სკოლა უნდა იყოს იქ, სადაც მოძრაობა მეტია, სადაც დიდი ქალაქია, აღებ-მიცემაა, სადაც ხალხის რიცხვი ბევრია... ერთი სიტყვით, სადაც ცხოვრება სჩქეფს, მიუხედავად სხვა მიზეზებისა; ეს აზრი კი დიდად შემცდარია.

 

ახლანდელი გამოჩენილი პედაგოგები სულ სხვანაირად იღწვიან. გერმანიაში ბავშვები ქალაქგარეთ გაყავთ და ტყეში ასწავლიან და მათი შრომა დიდებულ ნაყოფს იძლევა. იქ თქვენ ვერ ნახავთ დაავადმყოფებულ-გაყვითლებულ და უშნო, მაგიდაზე ჯდომით მოკუზულ-დამახინჯებულ ბავშვებს. იქ ზუთხვა წიგნზე უარყოფილია. მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს. მაგალითად მიიყვანს ცაცხვთან და მოუყვება თუ ხე რისგან შედგება და რომელი ნაწილი რისთვის ესაჭიროება და სხვ. ამნაირად ის აზრი, რომ მოწაფე რაც უფრო დიდ ქალაქშია, მით უფრო განვითარებულიაო, დაძველდა.

 

დიდ ქალაქში სიკეთესთან ერთად სიგლახეც ბევრია.

 

აგრეთვე, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს ბავშვების ჯანმრთელობა, და ამ მხრივ მე მგონია, . გელაზონიაც დაგვეთანხმება, რომ ძველი სენაკის ჰაერი და წყალი, საერთო მისი ბუნებრივი მდგომარეობა, ბევრად სჯობს ახლისას. გარდა ამისა, არც ისე მიუვალია ძველი სენაკი, როგორც . გელაზონია აღგვიწერს, ახალი სენაკიდან ნახევარი საათის სავალია ეტლით და ღირს ერთ აბაზად, ნუთუ შვიდი ვერსი იმდენი მანძილია, რომ ზუგდიდელები და გურულები შეაშინა. არა, დაუჯერებელია, მიზეზი ისაა, რომ გურიასა და ზუგდიდში სამოქალაქო სკოლაა და ამიტომ უმრავლესობა თავის შვილებს იქ აბარებს.

 

აგრეთვე . გელაზონია წუხს: "ყმაწვილი აქ (ძველ სენაკში) ვერ შოულობს ხეირიან საცხოვრებელ ბინას, გასაჭირია სანოვაგის შოვნა, საჭირო საოჯახო და სასწავლო ნივთების დროზე შეძენა და სხვ. აქ მოკლებული ხარ დროულ საექიმო დახმარებას". ესეც უსაფუძვლო მტკიცებაა, რადგან საჭირო სასწავლო ნივთები სკოლაშია და მასწავლებლები ურიგებენ მოწაფეებს, ან კიდევ ესეც რომ არ იყოს, სადაც მოთხოვნილება იქნება, იქ ვაჭრები უეჭველად გააჩენენ ამ ნივთებს. რაც შეეხება ბინას, პირიქით, ღარიბებისათვის (ვისზედაც, როგორც ეტყობა, ზრუნავს . გელაზონია) ძველი სენაკი ამ მხრივ დიდად გამოსადეგია, აქ მოწაფე თვეში სამ მანეთს [გვ. 194] იხდის, შეუძლია აგრეთვე ფულის მაგიერ სახლიდან ფქვილი მოიტანოს. ექიმიც კვირაში ერთხელ მოდის.

 

ასე რომ ახალი სენაკის უპირატესობა ამ შემთხვევაში არა თუ თვალსაჩინოა, არამედ სკოლის იქ გადატანით ბავშვებს უარეს დღეში ჩავაგდებთ. მე მიკვირს აგრეთვე, თუ რად არ ღებულობს . გელაზონია მხედველობაში იმ ადგილს ძველ სენაკში, სადაც სკოლაა აშენებული? და ნუთუ ეს მშვენიერი ბაღი, ყველანაირი ხეხილით სავსე, უნდა მოისპოს და მის მაგიერ ტიალ ადგილას ახალი სკოლა აშენდეს?

 

რაც შეეხება სწავლის ფულს-გადასახადს, რასაკვირველია, არ არის სასურველი, მაგრამ რას იზამთ: როგორც გიჭირდეს, ისე გიღირდესო - ნათქვამია. ის ორი ათასი მანეთი, რომელსაც ავტორი ახალ სენაკს პირდება, სკოლის საქმეს ვერ შველის. მასწავლებლებიც თავისი ჯამაგირით ახალ სენაკში უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ამიტომ ჟინიანობა კი არა, ჭკვიანობა მოითხოვს, რომ სკოლა ისევ ძველ სენაკში დარჩეს. ამაში . გელაზონიაც უნდა დაგვეთანხმოს, თუ კი ის სკოლისა და ღარიბი ხალხის (და არა ახალი სენაკის) ბედნიერებაზე ზრუნავს.

 

* * *

 

გაზეთ "კოლხიდის" რედაქციამ ეს წერილი მეთაურად გაუშვა. ზემოდასახელებული სკოლა ძველ სენაკში დატოვეს. თუ რა გავლენა იქონია ჩემმა წერილმა ამ გადაწყვეტილებაში არ ვიცი. მაგრამ კარგად მახსოვს ქუთაისის ბაღში ჩემთან ერთად ეს წერილი კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა და სთქვა: "ნეტავ როდის იქნება, რომ ჩემი წერილებიც ასე იბეჭდებოდეს". ეს იყო 1912 წელს. იმავე წელს კონსტანტინე გამსახურდია გაემგზავრა გერმანიას და იქიდან დაიწყო საინტერესო წერილების ბეჭდვა გაზეთებში. დღეს იგი მსოფლიოში ცნობილი რომანისტია, ქართველი ერის ისტორიული რომანების დიდი ოსტატი. [გვ. 195]

 

 

. ქავთარაძე

იოსებ ივანეს ძე ოცხელი

(მოგონება)

 

პროფ. . ხუნდაძემ "ქუთაისის ქართული გიმნაზიის 80 წლისთავისადმი" მიძღვნილ მონოგრაფიულ შრომაში ერთი თავი დაუთმო ამ სკოლის მასწავლებლებისადმი მოწაფეების მოგონებებს. ეს განზრახვა უდავოდ, მისასალმებელია, რადგან ამით მომავალ თაობებს ექნებათ ნათელი წარმოდგენა იმ ადამიანებზე, რომლებმაც განათლების დარგში თავიანთი უანგარო მოღვაწეობით ჩვენს სამშობლოს დიდი სამსახური გაუწიეს.

 

ადამიანის ცხოვრებაში არის თურმე არა თუ დღეები და თვეები, არამედ წლებიც, რომლებიც სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში, როგორც სანატრელი მოსაგონარი. ჩემთვის ასეთია ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გატარებული 8 წელი, სადაც ერთი მეორეზე უკეთესი პედაგოგების და მათ შორის . ოცხელის გარემოცვაში ვიმყოფებოდი.

 

. ოცხელი, გამოჩენილი ქართველი პედაგოგი, ჩვენი ერის აწმყოსა და მომავალს ხალხის განათლებაზე ამყარებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი ცოდნა, გამოცდილება და ენერგია მართლაც ამ საქმეს შეალია.

 

. ოცხელი უდავოდ ეკუთვნოდა დიდ პედაგოგ-ფსიქოლოგთა პლეადას. ას ზედმიწევნით ჰქონდა ათვისებული უშინსკისა და გოგებაშვილის პედაგოგიური იდეები. ოცხელი, მისდა სასახელოდ, უშინსკისებური დირექტორი იყო, რაც აშკარად დასტურდება . ლორთქიფანიძის შრომის ". . უშინსკის პედაგოგიური მოღვაწეობის" გაცნობით.

 

ამ შესანიშნავი წიგნის მეშვიდე თავში მოცემულია უშინსკის შეხედულება სკოლის დირექტორის შესახებ, სადაც თითქოს . ოცხელის პორტრეტია მოცემული.

 

უშინსკი მოითხოვდა, რომ დირექტორი-აღმზრდელი სავსებით უნდა იდგეს თავისი დანიშნულების სიმაღლეზე. იგი უნდა იყოს არა მარტო მთავარი ადმინისტრატორი, არამედ მთავარი აღმზრდელიც და საკუთარი მაგალითით თავის ხელქვეითებს ასწავლიდეს და აქეზებდეს; . . მან ოსტატურად უნდა გააერთიანოს თავის სასკოლო ცხოვრების სამი ელემენტი - საამღზრდელო, სასწავლო და ადმინისტრაციული. უდავოდ ასეთი დირექტორი იყო . ოცხელი.

 

დირექტორი თვითონ უშუალოდ ან მასწავლებელთა მეშვეობით თვალყურს უნდა ადევნებდეს წესრიგსა და დისციპლინას სასწავლებელში, აგრეთვე თვითეული მოსწავლის მეცადინეობასა და ყოფაქცევას, ახდენდეს მათზე აღმზრდელობით ავლენას. დირექტორი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რათა მთელი სწავლება პედაგოგიურად სწარმოებდეს, იგი რაც შეიძლება ხშირად უნდა ესწრებოდეს გაკვეთილებს. თვითონ უნდა ჰქონდეს არა უმეტეს 15 საათისა კვირაში, ზუსტად ასეთი დირექტორი იყო . ოცხელი. [გვ. 196]

 

დირექტორი უნდა იცნობდეს თავისი სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით იმათ, ვინც თავისი ნიჭით გამოირჩევა. მან პირადი მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ყველაზე უიმედო აღსაზრდელს... ნამდვილად ასე იქცეოდა დირექტორი . ოცხელი.

 

ყოველი სკოლა კარგად უნდა იცნობდეს იმ გარემოს, რომელსაც აღსაზრდელი ბავშვები ეკუთვნიან და შეძლებისგვარად უნდა ებრძოდეს ამ გარემოს მავნე გავლენას, ხოლო კარგს - ფართო გასაქანი მისცეს. ამ მითითებას ზუსტად ასრულებდა დირექტორი . ოცხელი.

 

. ოცხელი რომ ასეთი დირექტორი იყო, ამას მაგალითებით მტკიცება ჩემი მხრივ არ ესაჭირეობა, მით უმეტეს, ზოგიერთებს, თავიანთ მოგონებებში ამის დამადასტურებელი მაგალითები უხვად მოყავთ.

 

მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ . ოცხელის პედაგოგიური და ადმინისტრატიული მოღვაწეობა უდავოდ ბრწყინვალე მაგალითია ჩვენი პედაგოგებისათვის.

 

. ოცხელი სრულყოფილად იცნობდა თავის მოწაფეებს. ცოდა მათი ხასიათი, მიდრეკილება, ნიჭი და სიბეჯითე. ისიც იცოდა, თუ სად იყო სკოლის გარეთ მოწაფე, რას აკეთებდა, ვისთან მეგობრობდა და რით იყო გატაცებული. . . შეიძლება ითქვას, რომ იგი ნამდვილად იყო მოწაფის სულის მესაიდუმლე. მოწაფეებზე მუდმივი ზრუნვით და ფიქრით იყო იგი შეპყრობილი. სწორედ თავის მოწაფეებზე ზრუნვის შედეგია მის მიერ ქუთაისის ქართული გიმნაზიის დაარსება, რასაც გარდა . ოცხელის მოხერხებისა და უნარისა, 1905 წლის რევილუციამაც შეუწყო ხელი.

 

ამ გიმნაზიის დაარსებით კი ჩვენ, მის მოწაფეებს უნივერსიტეტში შესვლის საშუალება მოგვეცა, მე პირადად და ალბათ სხვებსაც ჩემი თანაკლასელები უმაღლესი ცოდნის ადამიანები არ ვიქნებოდით, . ოცხელის ზრუნვის გარეშე რომ ვყოფილიყავით.

 

. ოცხელი თავის მოწაფეებს შემდეგშიც, სტუდენტობის დროსაც თვალყურს ადევნებდა და შეძლებისდაგვარად ხელს უწყობდა. აი ამისი მაგალითი.

 

რუსეთში მყოფ ქართველ სტუდენტთა ჯგუფმა გადაწყვიტა 1914 წლიდან კრებულის "ცხოვრება და მეცნიერებას" გამოცემა. ვინაიდან ინიციატივა ოდესელ სტუდენტებს გვეკუთვნოდა, მასალის დაგროვების შემდეგ გამოცემაც ჩვენ დაგვევალა. ამ დროს სამასგვერდიანი კრებულის (მელიქიშვილის სურათით და 45 ნახატით) გამოცემა არც ისე ადვილი საქმე იყო. ამას კარგი თანხა სჭირდებოდა, უნდა გვეპოვა მეცენატი.

 

მე და . ასლანიშვილმა ჩვენი მიზანი და კრებულის შინაარსი . ოცხელს გავაცანით და რჩევა ვთხოვეთ. სტუდენტების ეს ნაბიჯი მას მოეწონა და კრებულის "ცხოვრება და მეცნიერება" დაბეჭდვა ". ოცხელის და ამხ. წიგნის გამომცემლობას" დაავალა.

 

ამრიგად . ოცხელის მეშვეობით ეს კრებული დაიბეჭდა . ქუთაისში 1914 წლის ზაფხულში. ამ კრებულს მკითხველი საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. რეცენზიებიც მთელი წლის განმავლობაში იწერებოდა. 1915 წლის თებერვლის ნომერში ჟურნალ "განთიადში" იაკ. ფანცხავამ ვრცლად გაარჩია ამ კრებულის შინაარსი და ჩვენს მიერ მოწოდებულ ტერმინებში საგულისხმო შესწორებაც შეიტანა.

 

თავის კრიტიკული წერილის შესავალში იაკ. ფანცხავა შემდეგს სწერდა: [გვ. 197]

 

"ცხოვრება და მეცნიერება" ქართველ სტუდენტთა კრებული # 1. წარსული წლის ზაფხულში ქართველმა საზოგადოებამ ძვირფასი ნობათი მიიღო, ქართველ სტუდენტთა მიერ მიძღვნილი. მე მოგახსენებთ ზემოაღნიშნული კრებულის შესახებ. ეს გარემოება დიდად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს ცხოვრებაში, მარა ამ წიგნის გამოსვლა და სრულიათ ევროპის ომის გამოცხადება ერთი იყო. ამ უკანასკნელმა მიიპყრო მთელი გულისყური საზოგადოებისა. ამიტომ ძვირფასი ძღვენი გულწრფელი ახალგაზრდობის მიერ მიძღვნილი, შესაფერად დაფასებული არ იყო.

 

პირადად აღტაცებით ვეგებები ამ შესანიშნავ მოვლენას და ვუსურვებ ახალგაზრდობას ეს გზა არ დაეგდოს...

 

ამ კრებულმა ცხადად დაგვიმტკიცა, რომ არც ისე მართალი ყოფილა საზოგადოების ბევრი წევრი, რომელიც კერძო ლაპარაკში და მწერლობაშიც ათვალისწუნებით უყურებდა ჩვენს მოსწავლე ახალგაზრდობას.

 

ამ ახალგაზრდობის გულის სიღრმეში დაფარული ყოფილა სამშობლოსადმი ღრმა სიყვარული და თავისი დაბეჩავებული მამულისადმი წრფელი და მგზნებარე გრძნობა, ამიტომ მთელი თავისი ახალგაზრდული ენერგია, ნაბიჯი და შრომის უნარი იმ მხრივ მიუზიდავს, რომ მეცნიერების უკვდავების წყაროს ხარბათ დასწაფებია და სურს მტკიცე სამეცნიერო ცოდნა თავის ხალხს გადასცეს. ცოდნა კი ცხოვრების მძიმე უღელს ამსუბუქებს.

 

გაგიმარჯოთ ამ კეთილ საქმეში. მობრძანდით, კარი ღია გვაქვს თქვენდა მისასალმებლად".

 

"ცხოვრება და მეცნიერებას" ავტორებმა მართლაც გაამართლეს , ფანცხავას მისალმება, ზოგიერთი მათგანი ავიდა მეცნიერების მაღალ საფეხურზე, ხოლო . ოცხელის თანაგრძობა სტუდენტების კრებულისადმი მუდამ მისაბაძი მაგალითი იქნება.

 

. ოცხელის მრავალმხრივი ტალანტიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მჭერმეტყველება. იგი იყო წარმოუდგენელი სიტყვის ოსტატი, მომაჯადოებელი ენით მოსაუბრე. დღესაც მესმის მისი საუბარი მეჩნიკოვის ლეიკოციტარულ თეორიაზე და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე, რომლის დიდი პატივისმცემელი იყო. მახსოვს მისი განცდა ყარიბის წერილის გამო ილიას შესახებ და უსაზღვრო სიხარული ილიას პასუხით - "ნუ თუ?" პოლემიკური წერილის ეს შედევრი, გაზეთში დაბეჭდილი, მან თვითონ წაგვიკითხა მეხუთე კლასის მოწაფეებს თავისი განსაკუთრებული დიქციით.

 

მე, პირადად მისგან დიდად დავალებულმა, მართალია, ვთქვი, რომ მაგალითების მოყვანას არ საჭიროებს მისი მოღვაწეობა მეთქი, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან ერთი მაგალითის გახსენება უთუოდ საჭიროდ მიმაჩნია.

მესამე კლასის მოწაფე ვარ, რაღაც სიცხიანი ავადმყოფობა შემეყარა, გაკვეთილები გავაცდინე. ავადმყოფობის მესამე დღეს . ოცხელი ჩემს ბინაზე იყო, ექიმიც მოიყვანა, წამალიც თვითონ მიყიდა. მორჩენამდე ყოველდღე მნახულობდა. მორჩენის პერიოდშიც მნახა და ძვირფასი საჩუქარი მომიტანა - ეს იყო "ოქროს ბიბლიოთეკის" სერიიდან წიგნი "ძია თომას ქოხი". უფრო ძვირფასი იყო მისი წარწერა: "იყავ კეთილი და პატიოსანი. . ოცხელი". ეს წარწერა ჩემი შეგნებული ცხოვრების გზის მაჩვენებელი გახდა, ხოლო ოცხელის სახე სისუსტის საათებში სიმხნევეს მინერგავდა. ახლა ჩემი მოღვაწეობის მიწურულში შემიძლია ვთქვა, რომ კეთილი კაცის სახელი მართლაც დავიმსახურე, ხოლო რაც შეეხება პატიოსნებას, ვფიქრობ არც ამისთვის მიღალატნია. [გვ. 214]

 

 

შინაარსი

 

. გელბახიანი. წინასიტყვაობა... 3

 

პროფ. . რუხაძე. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პეტრე პავლეს ძე ქავთარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა... 5

 

პროფ. . ხუნდაძე. პეტრე ქავთარაძე (მოგონება)... 12

 

მეცნ. დამს. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე და ექიმი . სიგუა. ნევროპათოლოგია საბჭოთა საქართველოში დიდი ოქტომბრის რევოლუციის 40 წლის თავზე... 15

 

კლინიკური და ექსპერიმენტული ნაწილი

 

მეცნ. დამსახურებული მოღვაწე . ქავთარაძე და . კიკვიძე. მცირე ქორეის კომპლექსური მკურნალობა ახანგრძლივებული ძილით... 29

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე და ასპ. . კანდელაკი. ქორეის გავრცელება საქართველოში კლინიკური მასალების მიხედვით... 39

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე და ექიმი . მაჩხანელი. ბავშვთა დამბლის მკურნალობა კურორტ ახტალაზე... 46

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე და ექიმი მაჩხანელი. ინსულტის შედეგად დამბლების აღდგენის საკითხისათვის... 51

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე . ქავთარაძე. . პავლოვის მოძღვრების დანერგვა ქალ. 1 საავადმყოფოს ნერვული განყოფილების გაერთიანებაში... 55

 

პროფ. . რუხაძე და ექიმი . ეგაძე. ცერებრო-სპინალური სითხის გამოღების გავლენა ორგანიზმის საერთო ტემპერატურაზე... 61

 

პროფ. . რუხაძე და ექიმი . საბახტარაშვილი. ვენური წნევის საკითხისათვის თავის ტვინის შერყევის მოგვიანებით პერიოდში... 73

 

მედ. მეცნ. კანდ. . მარუაშვილი და ექიმი . სიგუა. თავის ტვინის სიმსივნეში სისხლჩაქცევის საკითხისათვის... 77

 

მედ. მეცნ. კანდ. . მარუაშვილი და ექიმი . გაბილაია. თავის ტვინის ცისტიცერკოზის შესახებ... 82

 

მედ. მეცნ. კანდ. . მარუაშვილი და ექიმი . კაპანაძე. მწვავე მიელოზის კლინიკისათვის... 86

 

ექიმი . ჩხენკელი. ფსევდოტუმოროზული ენცეფალიტების საკითხისათვის... 89

 

ექიმი . არაყიშვილი. გოგირდმჟავა მაგნეზიუმის ალგიურფენომენზე გავლენის საკითხისათვის... 97

 

ექიმი . ახვლედიანი და ექიმი . გაბელაია. სამწვერა ნერვის ნევრალგიის კლინიკისათვის... 102

 

ექიმი . სიგუა. ერითრემიის დროს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის კლინიკის საკითხისათვის... 117

 

ექ. . სიჭინავა. გილენ-ბარეს დაავადების კლინიკისათვის... 112

 

ექ. . აგლაძე. არტერიულ-ვენურ ანასტომოზთა სიმსივნის საკითხისათვის... 117

 

მედიც. მეცნ. კანდ. . ბააზოვა. . ყიფშიძის სიმპტომის მნიშვნელობა ნათხემის პათოლოგიაში... 121 [გვ. 215]

 

წერილები და მიმოხილვები

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. დამსახურებული პროფესორის . ანფიმოვის ცხოვრება და მოღვაწეობა... 129

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. აკადემიკოს ვლადიმერ მიხეილის ძე ბეხტერევის ცხოვრება და მოღვაწეობა... 136

 

პროფ. . ქავთარაძე. საქართველოს დამსახურებული ექიმის გაბრიელ სერგის ძე პონდოევის ცხოვრება და მოღვაწეობა (მოხსენდა ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა საზოგაოებას 1955 .)... 144

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. პოლიომიელიტი (კონსულტაცია)... 152

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. მოხსენებითი ბარათი და განცხადებები ჯანდაცვის მინისტრს სხვადასხვა საკითხზე... 156

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. ჟურნ. "ნევროპათოლოგია და ფსიქიატრიის" რედაქციას... 163

 

რეცენზია-ოპონენციები

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. ექიმ . წოწორიას შრომის "მასალები ფსიქიატრიის ისტორიისათვის საქართველოში" რეცენზია... 164

 

მეცნ. დამსახ. მოღვაწე პროფ. . ქავთარაძე. ოპონენციის ერთ-ერთი ნიმუში . გრიგორაშვილის საკანდიდატო დისერტაციაზე... 176

 

ნაწყვეტები ავტობიოგრაფიული მოთხრობიდან

 

. ქავთარაძე. წერილი წაღვერიდან... 175

 

. ქავთარაძე. . ავალიანის შრომის "გლეხთა საკითხი ამიერკავკასიაში" პირველი წიგნის შესახებ... 181

 

. ქავთარაძე. სათვისტომო თუ კოოპერაცია? (ეს წერილი, ოდესიდან გამოგზავნილი, დაიბეჭდა გაზეთ "იმერეთში" 1913 წლის მაისში.)... 186

 

. ქავთარაძე. თეთრი მთა... 188

 

. ქავთარაძე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა გადაიტანონ ახალში?.. 193

 

. ქავთარაძე. იოსებ ივანეს ძე ოცხელი (მოგონება)... 195

 

დამატება

. ქავთარაძის სამეცნიერო შრომები მოკლე ანოტაციით... 198

სარჩევი... 214 [გვ. 216]

 

რედაქტორი . გელბახიანი

გამომცემლობის რედაქტორი . ხუნდაძე

ტექრედაქტორი . ხუციშვილი

ხელმოწერილია დასაბეჭდად 3.XII-59 .

ქაღალდის ზომა 70 108 1/16.

ნაბეჭდი თაბახი 13,5 სააღრ.-საგამომც. თაბახი 15,25. საავტორო თაბახი 14,75

ფასი 8 მან. შეკვეთა # 1170 უე 00701 ტირაჟი 1000

საქ. კპ ცკ-ის გამომცემლობის . . მიასნიკოვის სახ. სტამბა

"ზარია ვოსტოკა" თბილისი, რუსთაველის გამზ., # 42.

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/

 

&

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon