ამიერკავკასიისა და პალესტინის მოსახლეობის ურთიერთობანი

 

საქართველოს ებრაელთა ისტორია, საქართველო-პალესტინისა და ქართულ-ებრაული ურთიერთობანი

 

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

თეზისები

 

 

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ასოციაცია

 

ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტის ”ჯოინთის” წარმომადგენლობა კავკასიაში

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს დ. ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

 

თბილისი

1996

 

 

გ. ქავთარაძე

 

ამიერკავკასიისა და პალესტინის მოსახლეობის ურთიერთობანი

(ძვ. . III-I ათასწლეულები)

 

 

/გვ. 32/  1. საერთო ნიშნების არსებობა ამიერკავკასიისა და პალესტინის ჯერ კიდევ უძველესი ქვის ხანის ნაშთებში შეინიშნება, მაგრამ განსაკუთრებულ სიახლოვეს ეს ორი რეგიონი ძვ. წ. III ათასწლეულის ადრეული ხანებიდან ავლენს, როდესაც პალესტინაში მკვიდრდება ამიერკავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიური წარმომავლობის ე. წ. მტკვარ-არეზის (ლევანტში - ხირბეთ კერაკის) კულტურის მატარებელი მოსახლეობა. ეს გარემოება, თავის მხრივ, კავკასიის ადრეული ლითონების ხანის კულტურათა განსაზღვრის საშუალებას იძლევა. /გვ. 33/

      2. ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანების პალესტინის კულტურულ ფენებში გამოვლენილი ე. წ. ბიქრომული კერამიკის წარმომავლობა უკავშირდება ამიერკავკასიის უშუალოდ სამხრეთით მდებარე მხარეებს და შესაძლოა ეს კერამიკა კავკასიაში მობინადრე ტომების მონათესავეთა კუთვნილებას წარმოადგენდა.

      3. ძვ. წ. II ათასწლეულის გვიან ხანებში პალესტინაში შეჭრილი, ეგეიდიდან გავრცელებული ”ზღვის ხალხთა” შემადგენლობაში მყოფი, ფილისტიმელები, მათი პელასგური წარმომავლობის ვარაუდისა და პელასგთა შესახებ ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების ცნობების გათვალისწინებით, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის ტომების მონათესავეებად უნდა მივიჩნიოთ.

      4 ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში ადგილი აქვს უკვე მოსახლეობის სამხრეთული (სავარაუდოდ პალესტინური წარმომავლობის) ნაკადის ჩრდილოეთისაკენ გადანაცვლებას და ცენტრალურ ამიერკავკასიაში დამკვიდრებას. ეს მოვლენა, ისევე როგორც, უფრო გვიან, იბერიაში სახელმწიფოს აღმოცენება, წინა აზიის თანამედროვე საზოგადოებებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ”კავკასიის კარის” (დარიალის) მომთაბარე ტომთა შემოღწევებისაგან დაცვის საჭიროებით უნდა აიხსნას.

 

 

Back:

http://www.scribd.cm/kavta

&

 http://www.geocities.ws/komblege/index.html