ზოგიერთი მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიისათვის

 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების მე-40 წლისთავისადმი მიძღვნილი თბილისის ახალგაზრდა მეცნიერთა საიუბილეო კონფერენცია

 

 

თბილისი

 

1981

 

 

ზოგიერთი მინოსური სიტყვის ეტიმოლოგიისათვის

 

 

გ. ქავთარაძე

 

არქეოლოგიური კვლევის ცენტრი /გვ. 48/

 

 

 

კრეტის A-ხაზოვანი ტექსტებიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა  არის მეტ-ნაკლებად დადგენილი, მათთან სემიტურ და ინდოევროპულ მასალას აკავშირებენ. ვფიქრობთ, დასაშვები უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემების გათვალისწინებაც:

 

შდრ. მინოსური kuro (შენაჯამები) - ქართულ-ზანური ḳar/ḳr (შეკვრა, დაკავშირება) და *ḳreb/ḳareb (შეგროვება);

 

მინოსური kiro (დეფიციტი) - ქართულ-ზანური *ḳal (დეფიციტი);

 

მინოსური kunisu და qerau (მარცვლეული) - ქართულ-ზანური *kum (მოხალული მარცვალი, ფშავური სელი) და მოხევური ხირი (გამხმარი თივის ღერო);

 

მინოსური kati, karopa, qapa, kararewe (ჭურჭელი) - ქართულ-ზანური *ḳardala, რაჭული კორვა, ქარა, გობი;

 

მინოსური tanano, atano, jatano (წაწერილი საკულტო ნივთებზე) - ქართული “ტან”- ზმნისძირი (გატანება, ატანა);

 

მინოსური daku (ღვთაება “მიწა”) - ქართულ-ზანური *tiqa (თიხა, ნიადაგი მიწა);

 

მინოსური api´ (შელოცვის ფორმულ) - ღვთაება აპანი;

 

მორფოლოგიური მონაცემებიდან შდრ. მინოსური u- პრეფიქსი - ანალოგიურ ქართულ-ზანურ კლებით პრეფიქსს და აგრეთვე აღმატებითი ხარისხის პრეფიქსულ ფორმანტს; ხოლო მრავლობითი რიცხვის მინოსური t- ფორმანტი - მოთხრობითი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების  მრავლობითი რიცხვის ძველქართულ t- ფორმანტს.

 

 

ბერძნული ენის დიალექტებში შემონახულ, მცენარეების აღმნიშვნელ მინოსურ ტერმინებს თითქოს მიახლოებული პარალელები უნდა ეძებნებოდეთ ქართველურ ენებსა და მათ დიალექტებში:

 

ἄκυλος “რკო”, შდრ. ქართულ-ზანური *ḳrḳo “რკო”;

 

μιμαίκυλον “მარწყვი”, შდრ. საერთოქართველური *marw (აგრეთვე ბასკური maguri);

 

βράβυλον “კვრინჩხა”, შდრ. ინგილოური დიალექტის ბრული “ბარდი”;

 

ὄσπρεα “ჭოტოსანი ნაყოფი”, შდრ. ქართლური დიალექტის სპირო “ბლის ქერქის აბგა”;

 

ζίζυφον “ბუჩქიანი მცენარე”, შდრ. ქართულ-ზანური *ჳeჳ(w) “ეკლებიანი, დატოტვილი ბუჩქი”;

 

σταφυλή “ყურძნის მტევანი”, შდრ. ძველქართული სთუელი “რთველი”, სთული “დართული ნართი”, რომლებიც შესაძლოა ქართულ-ზანურ *rtw-ს “გადაფარება” უკავშირდებიან.

 

 

სავარაუდოა, რომ მინოსური დამწერლობის წაკითხვის მცდელობასთან დაკავშირებით, სხვა ენების მონაცემებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს ქართველური ენების მონაცემებიც, განსაკუთრებით წინაბერძნული ენის მათთან სიახლოვის ფონზე.

 

 

 

 

უფრო ვრცლად ამავე საკითხთან დაკავშირებით,

იხ.: http://www.scribd.com/doc/2443500/

 

 

 

Back:

http://www.scribd.cჲm/kavta

&

 http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

Hosted by www.Geocities.ws