ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 

IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY

IVANE JAVAKHISHVILI INSTITUTE OF HISTORY AND ETHNOLOGY

 

 

 

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები

X-XI

 

 

THE PROCEEDINGS OF THE INSTITUTE

OF HISTORY AND ETHNOLOGY

X-XI

 

 

თბილისი

Tbilisi

 

2010/2011

 

 

მთავარი რედაქტორი: ვაჟა კიკნაძე

Editor-in-Chief:  Vazha Kiknadze

 

 

 

© ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2010/2011

 

 

ISSN 1987-6564

 

 

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 

 

მცხეთის უძველესი ადგილმდებარეობისა

და სახელწოდების საკითხისათვის

 

[გვ.49] 1960 წელს საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის პირველ კრებულში გამოქვეყნებულ თავის წერილშიერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან”, რომელიც მოხსენებად იყო წაკითხული 1959 წლის 30 ივნისს ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების პირველ სამეცნიერო სესიაზე, ნიკო ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ წელს [იგულისხმება 1959 წელი, - ..] მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უთუოდ წარმატება მოიპოვა. მან წიწამური აღმოაჩინა... წიწამურის აღმოჩენა კარგი მიღწევაა. არტაგს თავს გადამხდარი ამბავი რეალურ-ისტორიულად ცოცხლდება. ეს ასეა, მაგრამ აქამდე ჩვენმა არქეოლოგიამ ძველი მცხეთა ვერ აღმოაჩინა[1].

 

სად უნდა იყოს საძებარი ძველი მცხეთა? პასუხი თითქოს თავისთავად ცხადიამცხეთის მიწა-წყალზე! მაგრამ რას ნიშნავს და რას მოიცავდამცხეთა”?

 

ქართული საისტორიო წყაროების მონაცემთა გათვალისწინების შედეგად შემუშავებული და ფართოდ გაზიარებულია აზრი ქართლის ძველი დედაქალაქის . . დიდი მცხეთის მრავალუბნიანობისა და მტკვრისა და არაგვის ორივე ნაპირზე დიდ მიწა-წყალზე გაშლის შესახებ. თუ საკუთრივ მცხეთა ჩრდილოეთისკენ ბაითხევს არ ცილდებოდა (რომელიც მას სამთავროს ტერიტორიისგან გამოყოფდა), „დიდი მცხეთასამთავრო-ბებრის ციხის, ციხე-დიდის, ურიათ-უბნის, მოგუთას და სხვა უბნების გარდა, მუხრანსაც მოიცავდა, სარკინე-ნასტაკისსაც და წიწამურსაც. მტკვრის სამხრეთითარმაზით კერძი ქალაქიიყო, ხოლო ჩრდილოეთით საკუთრივ მცხეთა დამუხნარით კერძი ქალაქი[2].

 

გასული საუკუნის 20-წლების დამლევს . კაკაბაძეს გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომმოქცევაჲ ქართლისაჲს“ „ძუელი მცხეთაშესაძლებელია ყოფილიყო მოგუთას რაიონში, . . ხიდის ახლოს მტკვრის მარცხენა ნაპირას[3]. უფრო გვიან, იმავე ავტორმა, იმის გამო, რომ თბილისის ციხეს ალექსანდრე მაკედონელის მიერ ნაგებად თვლიდა, ალექსანდრეს მიერვე ქართლის მმართველად დასმული აზოს რეზიდენციად – „ძველ მცხეთად” – უკვე თბილისი მიიჩნია[4].

 

. მელიქსეთ-ბეგი, მოვსეს ხორენაცის ტექსტზე დაყრდნობით, თვლიდა, რომ ძველი მცხეთა (древняя Мцхета) მტკვრის მარცხენა ნაპირზე, .. პომპეუსის ხიდთან მდებარე და კოდმანის სახელით ცნობილ შემაღლებაზე უნდა ყოფილიყო ლოკალიზებული, არმაზის ქანდაკების პირდაპირ, მდინარის მეორე ნაპირზე[5]. თავისსომხეთის ისტორიაშიმოვსეს ხორენაცი გვამცნობს: „...ჭექა-ქუხილის [მომვლინებელი] არამაზდის [არმაზის..] ქანდაკება, რო-მელიც ქალაქისაგან [მცხეთის..] განცალკევებით, დიდი მდინარის მეორე მხარეს იდგა. როგორც წესი, დილდილობით ყველა სცემდა მას თაყვანს სახლთა სახურავებიდან, საიდანაც სახით ჩანდა იგი...”[6].

 

მოქცევაჲ ქართლისაჲსქრონიკაში მოხსენიებულძუელ მცხეთას. აფაქიძე შატბერდისეულწმ. ნინოს ცხოვრებაშინახსენებძუელ ქალაქთანაიგივებს და თვლის, რომ ეს ორი ტერმინი ერთი და იგივე პუნქტის გამომხატველი უნდა იყოს და ის ქართლის სამეფოს უძველეს დედაქალაქსქართლს უნდა გულისხმობდეს[7]; ავტორს, მისივე თქმით, საამისო საფუძველს აძლევს ლეონტი მრო[გვ.50]ველის შემდეგი ცნობა: ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა[8]. . .აფაქიძის განცხადებით, ამ ცნობაში მნიშვნელოვანია ის, რომ სახელიმცხეთაადრეულ ხანაში გაჩენილად არის მიჩნეული ლეონტი მროველის მიერ. ერთი და იმავე დედაქალაქის ორ ნაწილად: „არმაზით კერძ ქალაქადდამუხნარით კერძ ქალაქადგაყოფას, „მეფეთა ცხოვრებამხოლოდ ქართლის მთაზე არმაზის კერპის აღმართვის შემდგომი ხანის ამსახველად მიიჩნევს, ხოლოქართლისხანაში, ყურადღება არ მახვილდებოდა ქალაქის ძირითად ნაწილებზე; ამის საჭიროება, . აფაქიძის თვალსაზრისით, ჩნდება იმ დროის სურათის წარმოსადგენად, როდესაცარმაზისხანა დადგა, . . ქალაქობა მკაფიოდ დაეტყო მტკვრის მარცხენა მხარესაც[9]. მის მიერძუელი მცხეთისადაძუელი ქალაქისგაიგივების მიუხედავად, . აფაქიძემ მაინც არ მოახდინაძუელი მცხეთისმტკვრის მარჯვენა ნაპირზე ლოკალიზება და ზოგადად შემოიფარგლა ამ ორივე ტერმინში ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქის ქართლის დანახვით, რომელიც, მისივე შეხედულებით, მდინარის ორთავე ნაპირზე უნდა ყოფილიყო გადაშლილი.

 

მუხნარით კერძი ქალაქისდედაქალაქის უძველეს ნაწილთა შორის მოხსენიება ცხადყოფს, რომ . აფაქიძე მტკვრის მარცხენა, ჩრდილოეთ მხარესაც ქართლისქართველთა უძველესი დედაქალაქისშემადგენელ ნაწილად თვლის. შესაბამისად, თუ ერთის მხრივ, მას ქალაქი ქართლი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ეგულვება, სადაც ქართლის (გვიანი ხანების არმაზის) ქედი მთავრდება და რომლის აღმოსავლეთ კალთებსა და ბაგინეთად წოდებულ სამკუთხა ზეგანზე დედაქალაქის შიდა ციხე ანუ აკროპოლისია აღმოცენებული (უფრო გვიან არმაზციხედ სახელდებული), მეორეს მხრივ, სახელწოდებაქართლი”, მას ქრონოლოგიურად სახელწოდებამცხეთისწინამორბედად მიაჩნია[10]. არ არის გამორიცხული, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ხედვის მიღმა მდებარე ხანაში, არაგვისა და მტკვრის ორივე ნაპირზე გადაშლილ მხარეს მართლაცქართლისსახელი ეტარებინა და შედარებით უფრო გვიან ხანებში ამის შედეგად აღმოცენებულიყო ქორონიმიქართლი”, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მონაცემებით, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, ტოპონიმიქართლიერთმნიშვნელოვნად გამოიყენება მდინარე მტკვრის მარჯვენა, სამხრეთის ნაპირზე მდებარე მთისა და მისი სანახების, ანუ იმ ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც არმაზციხისა თუ არმაზის სახელით არის ცნობილი.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, საკმარისია, მოვიყვანოთ ერთი ამონარიდიმეფეთა ცხოვრებიდან”: და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა... მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე[11]. არმაზი და არმაზციხე ტრადიციულად მტკვრის მარჯვენა ნაპირით განისაზღვრება[12], იქ სადაც მთა ქართლია ლოკალიზებული. არქეოლოგიური შესწავლის შედეგად სწორედ აქ ისახება ძველი დედაქალაქის შიდაციხის რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა, აქვე უნდა ყოფილიყო სამეფო რეზიდენცია და მისგან მოშორებით მდებარე საპიტიახშოც[13].

 

[გვ.51] თვით ზემომოყვანილი ცნობაც: ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა (ქც 9: 11-13.), ხომ აშკარად მიგვანიშნებს, რომ ციხე-ქალაქი არმაზი უფრო ადრე იყო დაარსებული და შესაბამისად უფრო ძველიც უნდა ყოფილიყო, ვიდრე მცხეთა ქალაქი, რასაც . აფაქიძეც ეთანხმება[14].

 

ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ მტკვრის მარჯვენა ანუ, ქართული საისტორიო წყაროების მონაცემთა მიხედვით, უფრო ძველად დასახლებულ ნაპირზე და არა მარცხენა, საკუთრივ მცხეთის მომცველ, მხარეზე უნდა იყოს საძებარი ძველი მცხეთა?

 

ამასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ერთი რამ: თუ სახელწოდებითარმაზიარასოდეს არ აღინიშნებოდა მტკვრის დინების მარცხენა, ჩრდილოეთით მდებარე ადგილები, სახელწოდებითმცხეთამდ. მტკვრის სამხრეთით მდებარე მხარეც აღინიშნებოდა ხოლმე; გავიხსენოთ თუნდაც ერთი ადგილიმეფეთა ცხოვრებიდან”: ხოლო ამან ადერკი  მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ[15]. აშკარაა, რომწყალშიმდინარე მტკვარი იგულისხმება; ასევეა ხომმოქცევაჲ ქართლისაჲ”-შიც: ამან [ფარნავაზ] აღმართა კერპი დიდი ცხჳ[]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო...”[16].

 

თავისთავადაც, ტოპონიმმცხეთაშიუფრო ვრცელი და შედარებით ნაკლებად კონკრეტული მიწა-წყალი იგულისხმებოდა, ვიდრე ადგილის სახელწოდებაარმაზში”, და არ არის გამორიცხული, რომ მისი შემადგენელი ზოგიერთი ადგილი მდ. მტკვრის მარჯვენა, . . არმაზულ ნაწილში ყოფილიყო განლაგებული[17]. . აფაქიძეც საგანგებოდ შენიშნავდა, რომ სპეციალურ ლიტერატურაში საკმაოდ ფესვგამდგარი მოსაზრება, რომლის მიხედვით არმაზი სხვა ქალაქია და მცხეთა კიდევ სხვა, რომელიც მტკვრის მხოლოდ მარცხენა ნაპირზე განიხილება, ხოლო არმაზი და არმაზციხე ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე, არ არის მართებული და რომ მცხეთა მდინარის ორივე ნაპირზე იყო გაშლილი[18]. მაგრამ, როგორც ვხედავთ, საუბარი შეიძლება იყოს მდინარის ორივე ნაპირზე მხოლოდ ქალაქ მცხეთის განფენის შესახებ და არა ქალაქ ქართლისა თუ არმაზისა.

 

თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებით გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ, რომ სამადლო-ნასტაგისის ნაქალაქარი უნდა ყოფილიყომოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტისძუელი მცხეთა“, სადაც ასევე უნდა არსებულიყო ძვ. . IV-III საუკუნეთა ქართლის მეფეთა რეზიდენცია და რომლის დახანძრებულ ფენებში არეკლილი უნდა იყოს იმ ბრძოლების ნაკვალევი, რომელნიც წინ უძღოდნენ ფარნავაზის გამეფებას იბერიაში[19].

 

მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტში შემონახული უძველესი ქართული ცნობა ქალაქ მცხეთის შესახებ გვამცნობს, რომ, როდესაც ვითომდა ქართლში მოსულმა ალექსანდრე მაკედონელმა ბუნ-თურქნი და ჰონნი გაანადგურა, თანხლებულ არიან-ქართლის მეფის ძეს აზოს მან: მიუბოძა მცხეთაჲ [ხაზი ჩვენია, – ..] საჯდომად, ხოლო ესე აზოჲ წარვიდა არ[]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას [ხაზი ჩვენია, – ..] და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ[20].

 

მოყვანილ ტექსტში, ერთი შეხედვით, თითქოს შეუსაბამობა შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დიდმა აზოსმიუბოძა მცხეთა საჯდომად”, იგიდაჯდა ძუელ მცხეთას”; რატომ ჩაანაცვლა (თუ დააკონკრეტა) ავტორმა აზოსთვისსაჯდომად ბოძებულიადგილი[გვ.52]მცხეთატერმინითძუელი მცხეთა”? სად უნდა იყოს ესძუელი მცხეთადა რით უნდა განსხვავდებოდეს (თუკი განსხვავდებოდა) „ძუელი მცხეთასაკუთრივ მცხეთისგან, რომელიც ალექსანდრემ დაუდგინა მას სატახტოდ? თვით ზემომოყვანილი ტექსტის ფრაგმენტი, რომ აზო დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა, სავარაუდოდ, უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ვინაიდანძუელ მცხეთაშიდამჯდარ აზოს თან ჰყავდაკერპნი ღმრთადგაცი და გა, ამ უკანასკნელთა აღმართვის ადგილის დადგენა უნდა იძლეოდესძუელი მცხეთისმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობასაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელიაქართლის ცხოვრებისშემადგენელი ნაწილის, „წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისცნობა, რომ „...კუალად [არმაზისა..] იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა[21]. ხოლო არმაზის ადგილმდებარეობას თვითმოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტიც გვამცნობს: შემდგომად მისა [აზოსა..] დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ[22].

 

ამრიგად, უძველესი ქართული წყაროების მონაცემთა გათვალისწინების შედეგად ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს ადგილიარმაზი/არმაზციხე (იგივე ბაგინეთი), სადაც არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ იყვნენ აღმართულნი გაცი და გაიმი (=გა), არისძუელი მცხეთა”. სწორედ ეს გარემოება, ფარნავაზის მიერ აქ არმაზის კერპის აღმართვის შემდეგ ამ ადგილისარმაზისსახელით მოხსენიება („და ჰრქჳან არმაზ”), უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ უფრო ადრეული მოვლენისაზოს მცხეთაშიდაჯდომისაღწერისას, „მოქცევაჲ ქართლისაჲსტექსტის ავტორი ამ ადგილს არმაზ/არმაზციხის სახელით ვერ მოიხსენიებდა. ამავე დროს ეს გა-რემოება მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილის უფრო ძველი სახელწოდება, არმაზ/არმაზციხესთან შედარებით, უნდა ყოფილიყომცხეთა”, „მოქცევაჲ ქართლისაჲსაში” „ძუელ მცხეთადმოხსენიებული.

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ  არქეოლოგიური შესწავლის შედეგად სწორედ აქ, მტკვრის მარჯვენა ნაპირით შემოსაზღვრულ არმაზ/არმაზციხეშია გამოვლინებული ძველი დედაქალაქის შიდაციხის რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა; აქვე იყო მეფის სასახლე და მისგან რამდენადმე მოშორებით საპიტიახშო რეზიდენცია და პიტიახშთა სამაროვანი[23].

 

მაგრამ, თუკი ჩვენ გავიზიარებთ სამადლო-ნასტაგისის ნაქალაქარზე ძველი მცხეთისა და მასთან ერთად მეფეთა რეზიდენციის ლოკალიზების შესაძლებლობის ვარაუდს, მაშინ, ბუნებრივია, მოგვიხდება შესაბამისი ხანის იბერიის სამეფოს ღვთაებათა პანთეონის იქვე ლოკალიზებაც; იმის წარმოდგენა, რომ ქართლის მეფეთა რეზიდენცია დაშორებული იყო ღვთაებათა სამეფო პანთეონს, ძალზე რთულია. როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, გაცისა და გას აღმართვის ადგილის დადგენა თავისთავად უნდა იძლეოდესძუელი მცხეთისმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდანძუელ მცხეთაშიმჯდარ აზოს თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა. გარდა ზემომოყვანილი ქართული მატიანეების ცნობებისა, ადგილობრივი ქართული ტრადიციის და ბერძენი და რომაელი მეტ-ნაკლებად თანამედროვე ისტორიკოსების მონაცემებისა, არმაზციხისა თუ არმაზის კერპის ადგილმდებარეობის თაობაზე იუწყება აგრეთვე სომეხი მემატიანე მოვსეს ხორენაციც, რომელიც გვამცნობს, რომ არმაზის ქანდაკება მცხეთისგან განცალკევებით, მდინარე მტკვრის მეორე მხარეს იდგა (იხ., ზემოთ)[24]. როგორც ვხედავთ, ავტორისათვის ცნობილია, რომ არმაზის კერპი მცხეთასთან, დიდი მდინარის ანუ მტკვრის გაღმა იყო აღმართული. „წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისზემომოყვანილ ცნობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავძინოთ, რომ არმაზთან ერთად იქვე იქნებოდნენ მისი განუყრელი ღვთაებებიცგაცი და გა, რომლებიცთანა-ჰყვანდაწამოყვანილი არიან-ქართლიდან წამოსულ დაძუელ მცხეთაშიმეფედ დამჯდარმოქცევაჲ ქართლისაჲსეულაზოს.

 

ქართული მატიანეების მსგავსად, ზოგიერთი არაბული წყაროც თითქოს იძლევა იმის საშუალებას, რომ არმაზციხე-ბაგინეთს, აქ ადრე არსებულ წარმართულ ტაძართან ერთად, დავუკავშიროთ ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდარული სახელი. მხედველობაში მაქვს ატ-ტაბარის (გარდ. 923 .) ცნობა იმის თაობაზე, რომ ჰიჯრის 110 წელს (ანუ ახ. . 728 წლის 16 აპრილიდან 729 წლის 4 აპრილამდე დროის მონაკვეთში) დარიალისაკენ ხაზართა ხაკანთან საბრძოლველად გალაშქრებული მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქი (ომაიანი ხალიფის აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ძე) უკან ბრუნდებაალექსანდრეს ტაძრის(Masgid Δī'l-Qarnain) გავლით; ამის გამო . [გვ.53] მარკვარტი ვარაუდობს, რომალექსანდრეს ტაძარიარაგვის ხეობაში მდებარეობდა[25]. ალ-მასყუდის თანახმადალექსანდრეს ტაძარიქართველთა (ჯურზაანისﺟُرْزﺍﻥ) მეფის ატ-ტანბაღის (الطﻨﺒﻐﻰ) ანუ . მარკვარტისავე განმარტებითადრეულ ბაგრატიონთა დინასტიური ტიტულის მატარებელი პირისმამფალის („მამა უფლის”) ადგილსამყოფელია[26]. . მარკვარტი შენიშნავს, რომ ვაჰბ იბნ მუნაბიჰისალექსანდრეს რომანში”, კერძოდ მის . ლიძბარსკისეულ გამოცემაში, „ალექსანდრეს ტაძარიარსად არ გვხვდება,  თუმცა კი მასში მოხსენიებულიაარმაზის მიწა/ქვეყანა” – „არდ ალ-ჰურმუზი” (ارض اﻠﻬرﻣﺰ), ისევე, როგორც, ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართველთათვის გაცემულდაცვის სიგელისატ-ტაბარისეულ ვარიანტში[27]. აქედან გამომდინარე, . მარკვარტი დაასკვნის, რომ ამ სახელწოდებით თბილისის აღმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე ქვეყნის ძველი დედაქალაქი მცხეთა უნდა აღინიშნებოდეს[28]. უფრო რომ დავაზუსტოთ . მარკვარტის მოსაზრება (და, ალბათ, თავისთავად, ამის გარეშეც), უფრო გამართლებული იქნებოდაალექსანდრეს ტაძარში”, პირველ რიგში, არმაზციხე-ბაგინეთი გვეგულისხმა, სადაც ძველი ქართული წერილობითი წყაროების მონაცემებით, მართლაც მდებარეობდა ალექსანდრე დიდის ქართლში ლეგენდარული ლაშქრობის მოვლენებთან დაკავშირებული წარმართული ღვთაებების პანთეონი; „მოქცევაჲ ქართლისაჲსმიხედვით, აზო, ვისაც თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთადგაცი და გა ხომ ალექსანდრეს მიერ არის მოყვანილი და მეფედ დადგენილი.

 

მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის მიერ სწორედ არმაზციხე-ბაგინეთის დალაშქვრას, შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ ქართული წარმართობის ამ წმინდა ალაგისა და ქართლის უძველესი სახელმწიფოებრივი ცენტრის საბოლოო განადგურებას სულ რამდენიმე წლით უფრო გვიანი ხანით (736 .) ათარიღებენ ხოლმე, როდესაც აქ თითქოს მერვან იბნ მუჰამედს (იგივე მურვან ყრუს, მომავალ ომაიან ხალიფას მერვან II) ულაშქრია. ეს უკანასკნელი ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისაგან იღებს სათავეს. ეჭვი არ არის, დარიალისაკენ მიმავალ მერვანსაც მცხეთაზე უნდა გადაევლო: ისეთი დიდი საფორტიფიკაციო და სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტს, როგორიც არმაზციხე-ბაგინეთია, ხომ ვერც ერთი მოლაშქრე გვერდს ვერ აუვლიდა. მაგრამ იმის გამო, რომ არაბული წყარო აქ მდებარე მნიშვნელოვანი ადგილის – „ალექსანდრეს ტაძრისსახელწოდებას საგანგებოდ მხოლოდ მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის ლაშქრობისას მოიხსენიებს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სწორედ მისი ლაშქრობა უნდა გამხდარიყო საბედისწერო ქართლის უძველესი დედაქალაქისათვის, ვინაიდან იმ რვაწლიან დროის მონაკვეთში, რომელიც ამ ლაშქრობას მერვანის ლაშქრობისაგან აშორებს, ბუნებრივია, ძნელად თუ მოხერხდებოდა ამ ადგილის თავდაცვითი ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს სპეციალისტთა მიერ შენიშნული ის ფაქტი, რომ მერვანის ლაშქრობამ იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა თაობათა მეხსიერებაში, რომ შემდგომში [გვ.54] იგი მიჩნეულ იქნა, საზოგადოდ, არაბების პირველ შემოსევად საქართველოში[29]. მით უმეტეს, ადვილი იქნებოდა, როგორც ზემოთ ითქვა, ერთი და იმავე რეგიონში, ორი ომაიანი სარდლის მხოლოდ რამდენიმე წლით ერთმანეთისაგან დაშორებული ლაშქრობების ერთმანეთში აღრევა[30].

 

ძირითადი მიზეზი, რის გამოცძუელი მცხეთისარმაზციხესთან გაიგივება უძნელდებათ, ამ უკანასკნელის მცხეთისაგან განსხვავებული სახელწოდების არსებობა უნდა წარმოადგენდეს[31], არადა ამ ორი უძველესი ადგილის ურთიერთკავშირი ყოველთვის ყველასათვის ცხადი იყო[32]. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის 1434 წლის გუჯარი, გაცემული კათოლიკოს-პატრიარქის თეოდორე III-ის სახელზე, სადაც ვკითხულობთ, რომ დასაბამითგან არმაზი ციხე მცხეთისა [იყო]”[33]. რაც შეეხება განსხვავებულ სახელწოდებას, ამის თაობაზემეფეთა ცხოვრებაგვამცნობს, რომ არმაზ/არმაზისციხეს ძველადქართლის მთა[34] ერქვა: ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი...” ან კიდევ: მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი[35]. როგორც უკვე ითქვა, ტოპონიმიქართლი”, განსხვავებით ქორონიმქართლისაგან”, ერთმნიშვნელოვნად გამოიყენება მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მთისა და მისი სანახების ანუ იმ ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც არმაზციხისა თუ არმაზის სახელით არის ცნობილი. ამ მხრივ საინტერესოა, რომ ჯუანშერისცხოვრება ვახტანგ გორგასლისაერთმანეთისაგან განასხვავებს ერთის მხრივ, „არმაზ ქართლს”, ხოლო მეორეს მხრივ, „მცხეთას”: ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს...” [36].

 

მეფეთა ცხოვრებისავტორი სახელწოდებაქართლისთავისებურ ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს, როდესაც მას ქართველთა ეპონიმ-ეთნარქოსის, ლეგენდარული ქართლოსის სახელიდან მომდინარედ მიიჩნევს: „...და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახ-ელი თავისა თჳსისა ქართლი.. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა[37]. ლეგენდა ლეგენდად დარჩება, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში სახელწოდებაქართლი”? სიტყვაქართლი”, მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა “karta”-საგან, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდაშემოღობილ ადგილს”, ხოლო შემდეგგალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს[38].

 

თუმცა არსებობს უფრო მარტივი ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც: რამდენადაცქალაქის” (Stadt) აღმნიშვნელ არამეულ სიტყვას “karda” წარმოადგენს[39], ხოლო ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო აქემენიანთა ზეგავლენის ქვეშ მყოფ არმაზციხის ადრეულ ბინადართათვის, ვფიქრობ, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვა “karda” დასდებოდა საფუძვლად ტერმინქართ--”. „მთა ქართლისაღმნიშვნელად არამეული სიტყვა “karda”- გამოყენება აქემენიანთა და მომდევნო ხანებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა ყოფილი[გვ.55]ყო განპირობებული. გასათვალისწინებელია, რომ ირანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ და ასევე ქალაქის აღმნიშვნელ -karta, -kerta ფორმას ზოგიერთი მკვლევარი ირანულ ენებში სემიტური ენებიდან ნასესხობად მიიჩნევს[40].

 

არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან მდებარებელტის ციხისსახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ, რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს), წარმომდგარი იყოს ასევეციხე-სიმაგრის” (Burg) აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან“birta”[41]. იქნებ გასათვალისწინებელი იყოსქართლის ცხოვრების" ცნობის, მტკვარგამოღმა (არმაზციხის, იგივემთა ქართლის”) და მტკვარგაღმა (მცხეთის) მხარეთა მეფეებისქართამისა და ბარტომის სახელთა შესაძლო კავშირიც ციხე-სიმაგრეების აღმნიშვნელ არამეულ სიტყვებთან“karda” და “birta” და, შესაბამისად, ამ სიტყვებით მოხსენიებულ მათ რეზიდენციებთან თუ უმთავრეს საფორტიფიკაციო ნაგებობებთანარმაზციხესთან („მთა ქართლი”) და მცხეთა-ბებრის („ბელტისთუბერდის”) ციხესთან.

 

ამავე დროს, უფრო ისე უნდა ჩანდეს, რომ თითქოს ქართულენოვან სამყაროში ადრეული ხანებიდანვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინს “ard”-, რომელმაც რეგიონში აქემენიანთა დომინირების ხანაში ანალოგიური მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე და შესაძლოა მასთანვე დაკავშირებულ არამეული სიტყვის “karda”- ზეგავლენის შედეგად შეიძინა ანლაუტში ველარული ფონემა[42]. ასეთი ვარაუდის შესაძლებლობაზე ალბათ უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ სინამდვილეში დადასტურებული არაერთი ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი დაართ/არტ/არდ”-ძირიანი ტოპონიმი: „ართვინი/ართვანი”, „არტაანი”, „არტანუჯი”; შდრ., აგრეთვე, „არდისუბანი”, „-არდანახი”, ვინ იცის იქნებ-არტ-ყოფიც” და სხვ. აქვე უნდა გავიხსენოთ, არდამ ერისთავის სახელიც, რომელმაც წარმოზღუდა ცხჳრი არმაზისი ვიდრე მტკურამდე”, „მოჰკიდე კირი ზღუდე ციხესა არმაზისასა და მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქჳთკირითა[43]. ასევე ყურადსაღებიავარციხისანუ ისტორიულივარდციხისსახელწოდება, რომლის სახელის აღდგენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI საუკუნის ბერძნულ წყაროებშიროდოპოლისისფორმით მისი მოხსენიება. ჩემი აზრით, ტოპონიმვარდ-ციხეშიმოცემულია ციხის აღმნიშვნელი ხურიტული ძირიარდ/უარდ/ვარდ”-, რომელსაც თან ახლავს ქართულენოვანი განმარტებაციხისსახით. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არტაანის მხარის ძველი ეთნიკური ვითარების გარკვევის საკითხისას, ვინაიდან ქალაქ არტაანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტისჩამლი ჩათაქის ძველი სახელწოდებაც ასევევარდციხეა  და იგი ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ადგილობრივი მოსახლეობის მახსოვრობაში დღემდე შემონახულ ამავე პუნქტის სომხურ სახელწოდებასგულაბერდს”, რომელიც, ისევე როგორც ბერძნული როდოპოლისი, აშკარად ხურიტულ-ქართული კომპოზიტიდანვარდ-ციხიდან” (ანუ  უარდ-ციხიდან”, იგივეარდ-ციხიდან”) არის ნათარგმნი. “Ard”-ძირიანი სახელწოდებების ქალაქები, გარდა ურარტული ქალაქისმუსასირის ხურიტული სახელწოდებისა (არდინი), ცნობილია რუსახინილის მახლობლად მდებარე მხარიდან და ეტიუნის ქვეყნიდანაც[44].

 

ტერმინქართლისციხე-სიმაგრის სახელწოდებიდან წარმომავლობას მხარს უჭერს კასიუს დიოს ცნობა, რომ ქართლის მთავარ ქალაქს აკროპოლისი (‘Ακρόπολις) ანუ ციტადელი/დედა-ციხე ეწოდებოდა, ამდენად კასიუს დიო ფაქტობრივად ამ ადგილის ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად მისი სახელწოდების ბერძნულ თარგმანსაც იძლევა. კასიუს დიოს სიტყვებით, დედა-ციხე აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი [გვ.56] (Cyrus) მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული[45]. ამ ქალაქში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართლი/არმაზციხე შეიძლება იგულისხმებოდეს. გასათვალისწინებელია . რაინეგსის ცნობაც, რომ მცხეთის ჩრდილოეთით, საქართველოში მის ჩასვლამდე (ანუ 1779 წლამდე) არცთუ დიდი ხნით ადრე, ერთ-ერთ მაღლობზე მკვიდრად ნაგებ ნახევრადმიტოვებულ ციხე-სიმაგრეში (ალბათ ბებრის ციხეს გულისხმობს..) ნაპოვნი ყოფილა ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერა, თუმცაღა დაუთარიღებელი, რომელზედაც ადგილობრივი, ერუდირებული ქართველების მიერ ამოკითხული ყოფილა სიტყვააკროფთოპოლისი(Acroftopolis). . რაინეგსი ვარაუდობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მცხეთის ძველი სახელწოდება[46]. მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, კასიუს დიო აკროპოლისს (‘Ακρόπολις) არმაზციხეს უწოდებდა და არა მცხეთას.

 

როგორც ვხედავთ, სავარაუდოა, რომ მთა ქართლი (იქვე მდებარეობდა სოფელი ქართლი და ქართლის ხევიც) სახელდებული იყო ციხე-სიმაგრისა თუ გალავნის აღმნიშვნელი სიტყვებით, თუმცა კი არაქართულით (ხურიტულით, არამეულით, ბერძნულით). მართალია სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებში ასახულია ქართული სიტყვისციხისკვალიც, ოღონდ, ტოპონიმ არმაზციხის მეორე, განმარტებითი კომპონენტის სახით; კერძოდ, იგი მოხსენიებულია, როგორც ‘Αρμοζική სტრაბონის მიერ[47] და როგორც ‘Αρμακτίκα პტოლემაიოსის მიერ[48], ხოლო პლინიუსი მას Harmastus-ის სახელწოდებით იცნობს[49]. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში არმაზციხე მოხსენიებულია დედაციხის, შიდაციხის თუ ციხისციხის (მთავარი, თავადი ციხის მნიშვნელობით) სახელწოდებითაც. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაზციხეს ძველთაგანვე, ანუ ჯერ კიდევ აქ არმაზის კულტის გაჩენამდე, გააჩნდა ციხის აღმნიშვნელი შესაბამისი ქართული ტერმინი და ხომ არ არის დაკავშირებული ეს სახელწოდება მცხეთის სახელთან. ასეთ შემთხვევაშიძუელი მცხეთააღმოჩნდებოდა არმაზციხე/ბაგინეთის ანუ მთა ქართლის აღმნიშვნელი სახელი, ხოლო ამის საპირისპიროდ საკუთრივ მცხეთა – „ახალი მცხეთისანუმუხნარით კერძი ქალაქისა“, რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო განლაგებული და ხშირად აკროპოლისიდან ანუ მთა ქართლი/არმაზციხე/ბაგინეთიდან კონტროლდებოდა.

 

ამჟამად, თითქმის უკვე საყოველთაოდ არის გაზიარებული მოსაზრება, რომ სახელწოდებამცხეთაწარმოდგება მესხთა (მოსხებიმუშქები) ტომის სახელიდან და რომ ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. . VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო[50]. ითვალისწინებენ აგრეთვე ქართლის სამეფოს უზენაესის ღვთაების არმაზის სახელწოდების სავარაუდო კავშირს ხეთურ-მცირეაზიულ მთვარის ღვთაებასთანარმასთან, რომლის კულტიც თითქოს მცირე აზიიდან მუშკი-მესხების ჯერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და შემდეგ მცხეთაში, გადმოსახლებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული[51]. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ღვთაება არმაზი ავლენს იუპიტერისადმი (რომის იმპერიის უზენაესი ღვთაება), ხოლო არმაზის თანხმლები კერპები გაცი და გაიმი (გა) – აპოლონისა და დიანასათვის (იუპიტერისადმი დაქვემდებარებული ღვთაებები) დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშან-თვისებას. იბერიის სამეფოს პანთეონი, როგორც ჩანს, სინკრეტული ხასიათის ღვთაებებისაგან შედგებოდა; იგი იმთავითვე დაკავშირებული ჩანს გვიანაქემენიდური-ადრეელინისტური ხანის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სინკრეტული ხასიათის კულტურულ სამყაროსთან და, შესაბამისად, არმაზის კულტიც ძველახლოაღმოსავლურ, აქემენიდურ და ელინისტურ ეპოქებისათვის დამახასიათებელ სინკრეტიზმის ანაბეჭდს ატარებდა[52].

 

აღსანიშნავია, რომ ტერმინებისამცხედამცხეთაერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, თუმცა იგი სახელწოდებასამცხეს” „მცხეთისაგანწარმოქმნილად მიიჩნევდა[53]. XIX საუკუნეში ტოპონიმმცხეთასმესხების სატომო სახელთან აახ[გვ.57]ლოებდნენ თეიმურაზ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, . ხახანაშვილი და . სენ-მარტენი[54]. . მელიქიშვილის შეხედულებითაც, სახელწოდებამცხეთაუდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიანიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე[55].

 

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მტკვრის ზემო წელიდან ანუ მესხეთიდან (თუ .. დიდი მესხეთიდან), რომელიც მტკვრის სათავეების მხარეს და მის იქით, კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებსაც მოიცავდა, მოსახლეობის ერთმანეთის მომდევნო ტალღების გადმონაცვლება, რაც საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა მდინარეთა დინების მიმდებარე ხეობებისათვის, არა მგონია მცხეთისა და მისი სანახების უფრო ადრეული მოსახლეობა იმდენად განსხვავებული ყოფილიყო ახალმოსულთაგან (თუნდაც იმის გამო, რომ მათიძველისაც და ახლისაცწარმომავლობის მხარე ერთმანეთს ემთხვეოდა), რომ საჭირო გამხდარიყო მათი წინამოსახლეობისაგან განმასხვავებელი სახელით სახელდება. სავარაუდოდ, აქ ადგილი ექნებოდა ერთიან ეთნო-კულტურულ არეალში დიდი მდინარის დინების ზემო, მთიანი მხარეებიდან ნამატი მოსახლეობის ქვემო დინების, დაბლობი მხარეებისაკენ გადმონაცვლებას, ანუ მთისა და ბარის მოსახლეთა ურთიერთობისკლასიკურმოდელს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფების ამ მეტად მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილისაკენ სწრაფვასა და ინფილტრაციას, რის შესახებაც არაერთი მინიშნება გვაქვს ძველ ქართულ წერილობით წყაროებში. თუმცა ეს საკითხები ჩვენი წინამდებარე წერილის ჩარჩოებს სცილდება და ვიმედოვნებთ, რომ მათ სხვა დროს ცალკე შევეხებით.

 

თავისთავადაც საკითხავია, თუ რამდენად არის უცილობელი მცხეთის სახელის ეტიმოლოგიის ახსნა მესხთა სატომო სახელით, თუკი დავუშვებთ, რომძუელი მცხეთალოკალიზდებოდა არმაზციხის ტერიტორიაზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფუნქცია გააჩნდა: კონტროლის ქვეშ მოექცია სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი საკმაოდ ვრცელი არეალი[56] და რომ-ლის სახელწოდებაც, როგორც ითქვა, სხვადასხვა ენებზე ძირითადად ციხე-გალავნის, დედაციხე-ციტადელის აღმნიშვნელი იყო; ნუთუ ამ სახელწოდებებს არ უნდა ჰქონოდათ ამავე ფუნქციის გამომხატველი ქართულენოვანი შესატყვისი?

 

ამ მხრივ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ . რაინეგსი, ტერმინმცხეთას” „ციხისქართული სახელწოდების გადასხვაფერების შედეგად წარმოქნილად თვლიდა; ამის დამადასტურებელ საბუთად იგი მცხეთის ადგილმდებარეობის გარდა, აქ ციხე-სიმაგრეთა ნანგრევების სიუხვეს მიიჩნევდა[57]. ტერმინმცხეთისწარმომავლობის ასახსნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრივ ენათმეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმული თვალსაზრისი ადგილის სახელწოდების – „მცხეთისწარმომავლობის თაობაზე ქართულ-ზანური ერთობის ხანისციხისაღმნიშვნელი სიტყვიდან*ӡ1ixe[58]. ცნობილია, რომ ფუძის კუმშვადობა საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა ქართული ენისათვის; როგორც ჩანს, თავსართ-ბოლოსართის დართვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება თვით ფუძისეული -ხმოვნის შეკუმშვაც კი. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს საჩხერის სახელწოდების კავშირი ამ ქალაქის უშუალო სიახლოვეს დადასტურებულ ტოპო/ჰიდრონიმებთან: მთაჩიხი”, მდინარეჩიხურადა ..[59] რაც შეეხება ტერმინსმცხეთა”, მასში გარდა თა-სუფიქსისა, შესაძლებლად მიგვაჩნია -პრეფიქსის გამოყოფაც: შდრ. ტოპო[გვ.58]ნიმებიწყნ-ეთი” (. თბილისთან) და-წყნ-ეთი” (ბოლნისის რაიონში), ორივე ნაწარმოებია სიტყვამუხისშესატყვისი და მეგრულიჭყონისპარალელური ძველქართული ფორმიდან – „წყანი”.

 

ამრიგად, თუკი ტერმინიძუელი მცხეთაარმაზციხე/ბაგინეთში ლოკალიზდება, ხოლო ტერმინიმცხეთათავისი პირვანდელი სემანტიური მნიშვნელობით ციხისციხის ანუ დედაციხის აღმნიშვნელია, მაშინ ბევრ, მცხეთისა და მთლიანად იბერია/ქართლის უძველეს ისტორიასთან დაკავშირებულ, ჯერ კიდევ არცთუ მთლად ნათელ მოვლენას ახალი შუქი მოეფინებოდა.

 

 

 

 

დამოწმებული ლიტერატურა

 

 

1.     . ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I (თბილისი, 1966);

 

2.     . აფაქიძე, არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი IV, ნაკვ. I (თბილისი, 1958);

 

3.     . აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (თბილისი, 1963);

 

4.     . აფაქიძე, . კინწურაშვილი, . მენაბდე, მცხეთა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984);

 

5.     თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა (სანკტ-პეტერბურღი, 1848);

 

6.     ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973);

 

7.     . ბერძენიშვილი, ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, საქართ-ველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, (თბილისი, 1960);

 

8.     . ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, სა-ქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II (თბილისი, 1973);

 

9.     ალ. ბოხოჩაძე, ნასტაკისი, სარკინე, ძალისი, ძეგლის მეგობარი, 33 (თბილისი, 1973);

 

10.    . გაგოშიძე, ნასტაგისი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984);

 

11.     . გაგოშიძე, სამადლო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8 (თბილისი, 1984);

 

12.    . გამყრელიძე, . მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია (თბილისი, 1965);

 

13.    . კაკაბაძე. ქალ. არმაზიქალ. მცხეთა, საისტორიო კრებული, წიგნი III (ტფილისი, 1928);

 

14.    . კაკაბაძე. თბილისი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მნათობი, 1958, 10;

 

15.    ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955);

 

16.    . მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965);

 

17.    . მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. . VI-IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარ-მოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I (თბილისი, 1970);

 

18.    მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო . აბდალაძემ (თბილისი, 1984);

 

19.    მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს . გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა (თბილისი, 1979);

 

20.    . სიხარულიძე, ჰაბიბ იბნ მასლამასდაცვის სიგელისაბუუბაიდისეული ვარიანტი (თბილისი, 2001);

 

21.    . ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985);

 

22.    . ქავთარაძე, ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები, ენა და კულტურა, 5 (თბილისი, 2005);

 

23.    . ჯანაშია, არაბობა საქართველოში, . ჯანაშია, შრომები,  ტომი II (თბილისი, 1952);

 

24.    ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955); [გვ.59]

 

25. Бохочадзе Ал., Настакиси, Саркинэ, Дзалиси города Иберии античной эпохи (Некоторые результаты полевых исследований), Краткие сообщения Института археологии (Античные памятники Колхиды и Иберии), Вып. 151 (Москва, 1977);

 

26. Климов Г. А., Этимологический словарь картвельских языков (Москва, 1964);

 

27. Меликишвили Г. А., К истории древней Грузии (Тбилиси, 1959);

 

28. Меликсет-Беков Л. М., Армазни, Историко-археологический очерк, Материалы по истории Грузии и Кавказа, Вып. II (Тбилиси, 1938);

 

29. Иосселиани Платон, Различные наименования грузинов (Тифлис, 1846);

 

30. Северов Н. П., Чубинашвили Г. Н., Мцхета (Москва, 1946);

 

31. Хаханов А. С., Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии (Тифлис, 1903);

 

32. Blau O., Ueber -karta, -kerta in Ortsnamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 31 (Leipsig, 1877);

 

33. Brockelmann C., Syrische Grammatik mit Paradigmen, Literatur, Chrestomathie und Glossar, Neunte Auflage (Leipzig, 1962);

 

34. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library (London & Cambridge, Massachusetts, 1969);

 

35. Jones, H. L., The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones, vol. V. The Loeb Classical Library (Cambridge, Massachusetts & London, 1961);

 

36. Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000 (Stuttgart, 2001);

 

37. Marquart J., Osteuropäische und ostasiatische Streifzüge, Ethnologische und historisch-topographische Studien zur Geschichte des 9. und 10. Jahrhunderte (ca. 840-940) (Leipzig, 1903);

 

38. Mayhoff K. F. T. (Ed.), Pliny the Elder, Naturalis Historia. English translation by Bostock J., Riley H.T. (Lipsiae, 1906);

 

39. Nobbe K. F. A. (Ed.), Ptolemy, Claudii Ptolemaei Geographia, Volume 2 (Lipsiae, 1845);

 

40. Reineggs J., Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus, Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schröter, Zweiter Theil (Hindelsheim und St. Petersburg, 1797);

 

41. St.-Martin V., Recherches sur les populations primitives et les plus ancienns traditions du Caucase (Paris, 1847);

 

42. Thomson R. W. (Ed.), Rewriting Caucasian History. The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation. Translated with Introduction and Commentry by Robert W. Thomson (Oxford 1996). [გვ.60]

 

 

 

 

Giorgi L. Kavtaradze

Ivane Javakhishvili Institute of History and Ethnology,

Ivane Javakhishvili Tbilisi State University

 

About the Ancient Location of Mc’xet’a and Its Name

 

 

About the ancient location of Mtskheta – i.e. “Old Mc’xet’a” mentioned in the Chronicle  of “the Conversion of K’art’li”(Mok‘c‘evay k‘art‘lisay) – quite different opinions are expressed. However, the easiest way to solve this problem gives the text of the Chronicle itself. As we know from the Chronicle, the legendary image of Alexander the Great had bestowed Mc’xet’a to Azoy, son of the king of Arian-K’art’li, as his royal sit and Azoy took from his homeland two idols – Gac’i and Ga as gods and brought with him to “Old Mc’xet’a”, therefore the place of erection of these idols must indicate to us the exact place where “Old Mc’xet’a” should be located.

 

As we know from “the Life of K’art’li” (K’art’lis c’xovreba), idols Gac’i and Ga (Gaim) were erected beside the idol Armazi: “…to his right was a man of gold whose name was Gac’i and to his left a man of silver whose name was Gaim” [Thomson 1996, 98]. And Armazi was erected “at the entrance to K’art’li” [ibid., 36]. Toponym “K’art’li” is the old name of Armazi (Armazc’ixe, Bagineti) which is on the right side of Kura River. Therefore, it seems quite possible to assume that “Old Mc’xet’a” was located on the right side of Kura, which is different from Mc’xet’a’s present location on the left side of the river. As it seems, this difference was a main reason why the identification of “Old Mc’xet’a with Armazi/Bagineti was not acceptable for such a long time.

 

But if we will compare the old name of Armazi/Bagineti “K’art’li” with the Aramaic word “karda” which means fortress/town and recall the fact that the name Acropolis ('Ακρόπολις) was given by Cassius Dio to Armazi/Bagineti and, at the same time, we will take into account the opinion of some linguists that the name “Mc’xet’a” is derived from the root of the Georgian-Zan linguistic unity: *ӡ1ixe  with the meaning fortress/stronghold, the proposed above identification of the name “Old Mc’xet’a” with K’art’li/Armazi becomes much more reasonable.

 

 

 

 

Back:

 

http://www.scribd.com/documents#all?sort=reads&sort_direction=descending

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

 

http://www.facebook.com/kavtaraze?ref=tn_tnmn

 

 

 

 

 



[1] . ბერძენიშვილი, ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, (თბილისი, 1960), გვ. 164-165.

[2] შდრ. Северов Н. П., Чубинашвили Г. Н., Мцхета (Москва, 1946), გვ. 5-6; . აფაქიძე, არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი IV, ნაკვ. I (თბილისი, 1958), გვ. 74, 93; . ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 165-167, 174.

[3] . კაკაბაძე. ქალ. არმაზიქალ. მცხეთა, საისტორიო კრებული, წიგნი III (ტფილისი, 1928), გვ. 8.

[4] . კაკაბაძე. თბილისი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მნათობი, 1958, 10, გვ. 100-101. იხ., აგრეთვე, ქვემოთ, შენიშვნა 27.

[5] Меликсет-Беков Л. М., Армазни, Историко-археологический очерк, Материалы по истории Грузии и Кавказа, Вып. II (Тбилиси, 1938), გვ. 51.

[6] მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო . აბდალაძემ (თბილისი, 1984), გვ. 171 (II, 86).

[7] . აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (თბილისი, 1963), გვ. 215.. აფაქიძის აზრით, დედაქალაქის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყოქართლიდა მის ნაწილებს შეადგენდნენ: „პირველ მცხეთა”, „ძუელი მცხეთა”, „ძუელი ქალაქი”, „არმაზი”, „არმაზის ციხე”, „არმაზით კერძი ქალაქიდამუხნარით კერძი ქალაქი” (. აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 74; . აფაქიძე, ქალაქები..., გვ. 163). . კაკაბაძე, თავის მხრივ, შენიშნავდა, რომ საბედნიეროდ ერთს ძველს ქართულ ნაწარმოებს – „მამათა და ნათესავთა ცხოვრებას” - დაცული აქვს არმაზის უძველესი სახელიქართლი”. სახელი არმაზი, მისი აზრით, მხოლოდ ქართლში მაზდეიზმის დამყარების შემდეგ შეიძლება გაჩენილიყო (. კაკაბაძე. ქალ. არმაზი..., გვ. 5).

[8] ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 9.

[9] . აფაქიძე, ქალაქები..., გვ. 215.

[10] . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 90, 93.

[11] ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.

[12] იხ., მაგ., . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 78-83. განსაკუთრებით მკაფიოდ არის დაფიქსირებული არმაზისა და მცხეთის დაპირისპირება მეფე ადერკის მიერ შვილებისათვის ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფის ამსახველ ქართლისცხოვრებისეულ სტრიქონებში: ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი  მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისაესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა(ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 43). ანუ, როგორც ზემოთაც ითქვა, მტკვრის სამხრეთითარმაზით კერძი ქალაქია”, ხოლო ჩრდილოეთით საკუთრივ მცხეთა დამუხნარით კერძი ქალაქი”.

[13] . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 96-97.

[14] იხ., მაგ., . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 72.

[15] ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 38.

[16] მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს . გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა (თბილისი, 1979), გვ. 320.

[17] ვახუშტის ცნობით: იყო ქალაქი არმაზი აქიდგან ვიდრე ნაქულბაქევამდე (ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 339), თუმცა ჩრდილოეთის მიმართულებით მტკვრის დინებას ეს ქალაქი არ გადმოცილებულა.

[18] . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 83, 86-87, 90, 93-94, 98.

[19] ალ. ბოხოჩაძე, ნასტაკისი, სარკინე, ძალისი, ძეგლის მეგობარი, 33 (თბილისი, 1973), გვ. 36-37, 100-101; Бохочадзе Ал., Настакиси, Саркинэ, Дзалиси — города Иберии античной эпохи (Некоторые результаты полевых исследований), Краткие сообщения Института археологии (Античные памятники Колхиды и Иберии), Вып. 151 (Москва, 1977), გვ. 93-102; შდრ. . გაგოშიძე, ნასტაგისი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984), გვ. 326; . გაგოშიძე, სამადლო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8 (თბილისი, 1984), გვ. 697.

[20] მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ. 320.

[21] ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 89-90.

[22] მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ. 320.

[23] . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 78-83, 96-97.

[24] მოვსეს ხორენაცი, დასახ. ნაშრომი, გვ. 171 (II, 86).

[25] Marquart J., Osteuropäische und ostasiatische Streifzüge, Ethnologische und historisch-topographische Studien zur Geschichte des 9. und 10. Jahrhunderte (ca. 840-940) (Leipzig, 1903), გვ. 175.

[26] Marquart J., დასახ. ნაშრომი, გვ. 186.

[27] მართალია, . სიხარულიძემ ჰაბიბ იბნ მასლამასდაცვის სიგელისაბუუბაიდის (გარდ. 838 .) ვარიანტში დადასტურებული ფორმის رض اﻠﻬِِِِِِِِِِِْرِِِ გამო, „არმაზის მიწა/ქვეყანა” „ჰირმინის მიწადანუარმინიჲას ქვეყნადშეასწორა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაბული სახალიფოს ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ქართლი (ჯურზანი) სომხეთთან და არრანთან ერთად არმინიჲაში ერთიანდებოდა (. სიხარულიძე, ჰაბიბ იბნ მასლამასდაცვის სიგელისაბუუბაიდისეული ვარიანტი (თბილისი, 2001), გვ. 9-10), მაგრამ ვაჰბ იბნ მუნაბიჰისალექსანდრეს რომანში” „არმაზის ქვეყნისდასახელება მეტ სანდოობას მატებს ტრადიციულ შეხედულებას ჰაბიბ იბნ მასლამასდაცვის სიგელშიამ უკანასკნელის მოხსენიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ . სიხარულიძე იმავე ნაშრომში დასძენდა, რომ ფორმაალ-ჰირმინი” „არმინიჲისმაგივრად მას სხვაგან არსად შეხვედრია, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, „არმან” ٲرْﻣَﻦ ფორმით გადმოიცემოდა ხოლმე და მან, შესაბამისად, ფორმაჰირმინი” „არმანისდიალექტურ ფორმად მიიჩნია (იქვე, გვ. 10). გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ფორმაარდ ალ-ჰირმინიიხმარებოდა საკუთრივდაცვის სიგელისტექსტში, აბუუბაიდის მიერ სიგელისათვის წამძღვარებულ ტექსტში მოცემულია ფორმაირმინიჲა”, რაც ცხადყოფს, რომ აბუუბაიდი არდ ალ-ჰირმინს” „ირმინიჲად” (არმენიად) განმარტავს და თან ორივე ეს ტერმინი საგანგებოდ ერთნაირად აქვს გახმანოვებული; ეს კი მიუთითებს, რომ ავტორი ტექსტისეული გაუგებარი სიტყვის რედაქტირებას ახდენს (თვით . სიხარულიძეც შენიშნავს, რომდაცვის სიგლისარც აბუუბაიდისეული ვარიანტი უნდა იყოს თავდაპირველი სახის, თუმცა ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელია და შედარებით სრული, იქვე, გვ. 9, 11). აღსანიშნავია . სიხარულიძის დაკვირვება იმის თაობაზე, რომ ალ-ბალაზორი ძალიან ხშირად იმოწმებს აბუუბაიდს, თუმცა არც ერთხელ არ იხსენიებს მას არმენიის დაპყრობასთან დაკავშირებით (იქვე, გვ. 4, შენიშვნა 1), როგორც ჩანს, აბუუბაიდის კონიექტურა მისთვის მიუღებელი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აბუუბაიდის წყარო სიგელის ტექსტის გადმოცემისას ყოფილაირმინიჲას” (არმენიის) ერთ-ერთი მცხოვრები აჰმად იბნ ალ-აზრაკი (იქვე, გვ. 5), რომელსაც, ადვილი მოსალოდნელია, ტექსტში მოცემული გაუგებარი ტერმინი მისთვის ბევრად უფრო გასაგებ და ლოგიკურად გამართლებულირმინიჲადწაეკითხა.

[28] Marquart J., დასახ. ნაშრომი, გვ. 187. . კაკაბაძის აზრით, ალექსანდრე მაკედონელს ციხე თბილისში უნდა აეგო, სადაც ნარიყალის ზენა-ციხეისკანდერის” სახელით იყო ცნობილი (. კაკაბაძე. თბილისი..., გვ. 100).

[29] . ჯანაშია, არაბობა საქართველოში, . ჯანაშია, შრომები,  ტომი II (თბილისი, 1952), გვ. 372.

[30] როგორც ცნობილია, VIII საუკუნის პირველი ნახევარი გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არაბთა ლაშქრობების განსაკუთრებული სიხშირით (. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II (თბილისი, 1973), გვ. 288-290.

[31] თუმცამოქცევაჲ ქართლისაჲსქრონიკაში დასტურდება ნასტაგისის სახელიც; კერძოდ, ალექსანდრე მაკედონელის ქართლშილაშქრობასთანდაკავშირებით, ნაუწყებია, რომ ალექანდრე სარკინესა ქალაქსა ებრძოლა ათერთმეტ თთუჱ და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დაასხა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქანით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი (მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ. 320).

[32] ცალკეულ პერიოდებში, როდესაც არმაზში არმაზელი, ხოლო მცხეთაში მცხეთელი მეფეები ისხდნენ, ალბათ, ადგილი უნდა ჰქონებოდა გარკვეულ ურთიერთდაპირისპირებასაც.

[33] იხ. Меликсет-Беков Л. М., დასახ. ნაშრომი, გვ. 89.

[34] არმაზისციხის სახელდება ბაგინეთად მაზდეანური ზეგავლენით აიხსნება; “ბაგინიხომ წარმართების, არაქრისტიანების სამლოცველოს აღმნიშვნელ სიტყვად გამოიყენებოდა (. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I (თბილისი, 1966), გვ. 16-17, 225-226.

[35] შდრ. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.

[36] ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ. 202.

[37] ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.

[38] იხ. . კაკაბაძე. თბილისი..., გვ. 100; . მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965), გვ. 237-240; . მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ. . VI-IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I (თბილისი, 1970), გვ. 427-429.

[39] Brockelmann C., Syrische Grammatik mit Paradigmen, Literatur, Chrestomathie und Glossar, Neunte Auflage (Leipzig, 1962), გვ. 176*.

[40] კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ტერმინი -κερτα, -καρτα ქალაქის აღმნიშვნელი ებრაულ-არამეული სიტყვიდანקרתה, קרתאარის მიღებული (Blau O., Ueber -karta, -kerta in Ortsnamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 31 (Leipsig, 1877), გვ. 495-505. საინტერესოა სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ პერსეპოლისის სპარსული სახელწოდება იყო Pârsakarta. ანაქსიმენესის (ძვ. . III .) ინტერპრეტაციით Παρσα-γάρδα ნიშნავსსპარსულ ბანაკს”. ხოლო აპიანესა და ასინიუს კვადრატუსის თხზულებებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ტიგრან II-ის დედაქალაქის სახელწოდებაΤιγρανόκερτα სპარსულად ნიშნავდა ტიგრანის ქალაქსΤιγρανόπολις. თუმცა მკვლევრები ამ სახელწოდებაშიც გამოყოფენ  ქალაქის აღმნიშვნელ არამეულ სიტყვასcerta (იქვე, გვ. 495-496).

[41] Brockelmann C., დასახ. ნაშრომი, გვ. 154*; შდრ. . ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985), გვ. 85, 173, შენიშვნა 361.

[42] არამეული ტერმინი “karda”, თავის მხრივ, დაკავშირებული უნდა იყოს ხურიტულ “ard”-თან.

[43] ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 13.

[44] იხ. . ქავთარაძე, ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები, ენა და კულტურა, 5 (თბილისი, 2005), გვ. 106, შენიშვნა 127.

[45] Dio 37, 1, 4; ix. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library (London & Cambridge, Massachusetts, 1969), გვ. 99.

[46] Reineggs J., Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus, Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schröter, Zweiter Theil (Hindelsheim und St. Petersburg, 1797), გვ. 86.

[47] Strabo 11, 3, 5; ix. Jones, H. L., The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones, vol. V. The Loeb Classical Library (Cambridge, Massachusetts & London, 1961), გვ. 221.

[48] Cl. Ptol., 5, 10, 2; ix. Nobbe K. F. A. (Ed.), Ptolemy, Claudii Ptolemaei Geographia, Volume 2 (Lipsiae, 1845), გვ. 46.

[49] Plin., n.h., 6, 29; ix. Mayhoff K. F. T. (Ed.), Pliny the Elder, Naturalis Historia. English translation by Bostock J., Riley H.T. (Lipsiae, 1906).

[50] იხ., მაგ., . აფაქიძე, . კინწურაშვილი, . მენაბდე, მცხეთა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984), გვ. 254.

[51] იხ., მაგ., . აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 91-93.

[52] Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000 (Stuttgart, 2001), gv. 220-222.

[52] batoniSvili vaxuSti, dasax. naSromi, გვ. 657-658.

[53] ბატონიშვილი ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 657-658.

[54] თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა (სანკტ-პეტერბურღი, 1848), გვ. 10, 23; Иосселиани Платон, Различные наименования грузинов (Тифлис, 1846), გვ. 408; St.-Martin V., Recherches sur les populations primitives et les plus ancienns traditions du Caucase (Paris, 1847), გვ. 50-51; Хаханов А. С., Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии (Тифлис, 1903), გვ. 37-39.

[55] Меликишвили Г. А., К истории древней Грузии (Тбилиси, 1959), გვ. 112, 229.

[56] ჯერ კიდევ . რაინეგსი, რომელიც ერეკლე II-ის კარზე რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყო შეგზავნილი და რომელმაც არცთუ მცირე როლი შეასრულა ქართლ-კახეთის სამეფოს დათანხმებაში, რათა მას ხელი მოეწერა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატისათვის, ძალზე კარგად ხედავდა მცხეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი შენიშნავდა, რომ მცხეთის უაღრესად ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობა სომხეთ-ალბანეთზე კონტროლის დამყარებისათვის, უნდა ყოფილიყო ის მიზეზი, რის გამოც რომაელებმა თუ ბერძნებმა აქ დაარსეს ციხე-სიმაგრე; მას არც ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხებთან არაგვის გზით მცხეთის დაკავშირების შესაძლებლობა ავიწყდებოდა (Reineggs J., დასახ. ნაშრომი, გვ. 86-87). რომაელთა მიერ მცხეთაში ციხე-სიმაგრის დაარსების შესახებ მცდარი შეხედულება, ეფუძნებოდა მისსავე უზუსტო ცნობას, რომ თითქოს XVIII საუკუნის მცხეთელები არმაზციხესჰორუმის ციხეს” (Horum Zighe) ანურომაელთა ციხესუწოდებდნენ (იქვე) და არა არმაზის ციხეს.

[57] Reineggs J., დასახ. ნაშრომი, გვ. 86.

[58] იხ. Климов Г. А., Этимологический словарь картвельских языков (Москва, 1964), გვ. 239. *ძიხე > ციხე განვითარება აიხსნება ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავკიდური მჟღერი თანხმოვნის დისტანციური დაყრუებით მომდევნო სპირანტის ზეგავლენის შედეგად (იხ. . გამყრელიძე, . მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია (თბილისი, 1965), გვ. 119, შენიშვნა 4).

[59] აღსანიშნავია, რომ იმერხევში არის სოფელი ჩიხისხევი (სოფლის დღევანდელი თურქული სახელწოდებაა იანიქლი).