Giorgi Kavtaradze. The Instruction: How to Get Rid of Wild Beasts, - Literaturuli Sakartvelo, no. 40-41, October, 2004 (in Georgian)

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

ინსტრუქცია:

 

როგორ დავაღწიოთ თავი მტაცებელ ცხოველებს

 

 

"დამეხსენი ჩრდილოელო!

რა მაქვს შენთან საზიარო!

თვით ოხერო, მოუვლელო,

როგორ გინდა მომიარო?

ბუნებისგან დაჩაგრული

განა შესძლებ მეგობრობას?!

მოშხამული, ცივი გული

სხვას რას შესძლებს,

თუ არ მტრობას?!

წლიდან წლამდე უცნაურად

გეყინება ტვინი თავში!

უნდა ძალაუნებურად

ეხვეოდე დათვის ტყავში!"

 

"ნაძალადევ საქმროს".

 

 

ეპიგრაფად წამძღვარებული აკაკის ამ კარგად ცნობილი ალეგორიული ლექსის დაწერიდან საუკუნეზე მეტია გასული და არა გვგონია, რომ მას მერე "ნაძალადევი საქმროს" ზნე და ხასიათი დიდად შეცვლილიყოს. იგი კვლავ დარილი დათვივით გამძვინვარებული ლამობს ჩვენს გაგლეჯას.

 

ათიოდე წლის წინათ ხშირად გაისმოდა ხოლმე (და რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს ამჟამადაც გაისმის) მოწოდება, რომ დათვი (ტრადიციულად იგულისხმება რუსეთი) რომ მოგერევა (ან შემოგვხვდება), ბაბაია დაუძახეო”, თითქოს დათვს თოფით (ანუ წინააღმდეგობის გაწევითა თუ შებრძოლებით) კი არა, არამედ ენის მოჩლექითა და ლაქუცით დავაღწევდეთ თავს. ამიტომაც იყო, ხშირად რომ ვიხსენებთ ხოლმე, რომ როდესაც სოხუმში დახოცილი ჯარისკაცები თვითმფრინავიდან კუბოებით გადმოჰყავდათ, მათივე ზოგიერთი თანატოლი გვერდით მდებარე საჰაერო ბილიკებით დუბაისა და ვარნასკენ მიიჩქაროდა. თუ შუასაუკუნებრივი და პირველი მსოფლიო ომის მომდევნო ხანის საქართველო, ”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანითადა ვეფხვისა და მოყმის ბალადით სულდგმულობდა, მტრის მიერ დანაწევრებული, ღირსებააყრილი და საესენგეოდგამზადებული ქვეყნის დევიზი იმდროინდელი საქართველოს მმართველთა მიერ არაერთხელ განმეორებული დათვის შესახებ ზემომოყვანილი ბრძნული აფორიზმიგახდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს დაახლოებით ათი წლის წინ ანკარაში შეხვედრისას რუსეთის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის მიერ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლისადმი თქმული ფრაზა, რომ ვეფხვს ციცუნია, ციცუნია რამდენიც არ უნდა უძახო, კატად ვერ გადააქცევო”. ნამდვილად არ არის ეს მტაცებელი ცხოველებისაგან თავის დასაღწევად გამართლებული საშუალება! არადა ზოგიერთ ქართველს ალბათ არასოდეს სმენია ვაჟას ნათქვამი, რომ თავისუფლების მომტანი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია!” ამიტომაც აღმოვჩნდით გაუსაძლის მდგომარეობაში და ესენგეში შესვლის საფასურად რძის მდინარეებისადა კისელის ნაპირების მიღების მოლოდინში, რასაც ერთი იმდროინდელი პარლამენტარი გვპირდებოდა, შიში, შიმშილი, სიცივე და სიბნელე ანუ ნამდვილ სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი ტერორი მივიღეთ, რათა ამის განმახორციელებელთა ჩანაფიქრით, საბოლოოდ დავთრგუნულიყავით და ერთხელ და სამუდამოდ გადაგვეფიქრებინა რუსეთისაგან დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას ერთხელ და სამუდამოდ განეცხადებინა კრემლისათვის, რომ საქართველო არ აპირებს და არასოდეს დააპირებს, ღვთის წყალობით, რუსეთის პროვინციად გადაქცევას და მის მუდმივ საჯიჯგნად ქვეყანა არ დაეტოვებინა - ბოლოს და ბოლოს ხომ საშინელი აღსასრული სჯობს მუდმივ საშინელებას; თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება კი, როგორც ყველასათვის დიდი ხანია კარგად არის ცნობილი, რუსეთს არავისთან არ შეუძლია და არც არასოდეს არ ჰქონია ამის სურვილი; მაშინ რუსეთი ხომ რუსეთი აღარ იქნებოდა! მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი რუსი მწერალი . სლუჩევსკი ერთგან ამბობს: "არიან მთელი ხალხები, თავიანთ თავს და სხვებსაც ცხოვრებას რომ არ ანებებენ...". ეს ყველაზე მეტად, სამწუხაროდ, თვით რუსებზე ითქმის. რუსეთთანაც, ისიც ალბათ გარკვეულ ფარგლებში, საქართველომ შეიძლება მხოლოდ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა იქონიოს, თუ კი თვით რუსეთი ამას დაყაბულდება.

 

უკანასკნელ ხანებში რუსეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა ზომები საქართველოს მიმართ. უფრო მეტიც - მავანმა ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ტერორისტებთან ალიანსში დაადანაშაულა. საინტერესოა, რატომ დაგვადანაშაულეს, იქნებ მართლა ტერორისტები ვართ და არ ვიცით? მაში, რატომ არის ასე ცუდად ჩვენი საქმე და ამდენი წელია ვერ გადაგვირია ვერცერთი ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემა? ტერორისტები თავიანთი ცივსისხლიანი გათვლებით, ხომ ხშირად აღწევენ ხოლმე დასახულ მიზნებს, გაიხსენეთ თუნდაც დიდი ოქტომბრის რევოლუცია”.

 

რუსეთის პრაგმატული პრეზიდენტი რუსული 11 სექტემბრის ანუ ბესლანის ტრაგედიის თავისი ქვეყნის იმპერიული მიზნებისათვის დივიდენდების მისაღებად დაუყონებლივ გამოყენებას შეეცადა. არიელ ქოენი შენიშნავს, რომ კრიზისების დროს ქვეყნები და მათი ლიდერები უბრუნდებიან ხოლმე დროის მიერ გამოცდილ პოლიტიკურ ინსტინქტებსა და შაბლონებს (The Washington Times, 20.09.2004). გარდა ამისა ადგილი უნდა ჰქონოდა ძალაუფლების აქტიური ცენტრალიზაციისა და დემოკრატიზაციის კურსისაგან ფაქტიური გადახვევის დიდი ხნის ნანატრ მისწრაფებას. სთივენ სესტანოვიჩი განცხადებით, უკანასკნელი წლის განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის იმ დასკვნამდე, რომ რუსეთში პოლიტიკური პროცესი სულ უფრო ნეგატიური მიმართულებით იწყებს განვითარებას და რუსეთის პრეზიდენტის იმიჯიც, შესაბამისად, თანდათანობით უარესდება (იხ. А. Блинов. Авторы антикремлевского письма считают, что Россия не способна бороться с терроризмом, - Независимая газета, 01.10.2004).

 

რუსეთში დემოკრატიული ფასეულობების შეზღუდვა არ უნდა იყოს კარგი ნიშანი სხვა, პირველ რიგში მეზობელი, ქვეყნებისათთვის. ეს ჯერ კიდევ ნიკოლოზ I-ის დროინდელი რუსეთის თვითმხილველმა და კარგმა მცოდნემ მარკიზ დე კიუსტინმა შენიშნა. მისი აზრით: "რუსი ხალხის გულში გაღვივებული ზღვარგადასული და უზომო ამბიცია, ერთ-ერთი იმ ემოციათაგანია, რომელიც მხოლოდ დაბეჩავებულთა შორის შეიძლება აღმოცენდეს და მთელი ერის უბადრუკობით ისაზრდოოს. ეს არსებითად აგრესიული და ხარბი ხალხი - ხელმოკლეობის ზემოქმედების შედეგი - დამამცირებელი მორჩილებით წინასწარ ინანიებს სხვა ერების მიმართ თავისი ტირანიის განხორციელების განზრახვას: ნანატრი დიდებისა და სიმდიდრის მოლოდინით წინასწარული ტკბობა ნუგეშის მომგვრელია იმ შეურაცყოფისას, რომელსაც იგი განიცდის. ყველა საზოგადოებრივი და პიროვნული უფლებების სამსხვერპლოზე მიტანის მერე "განსაწმენდელად", ეს მუხლებზე მდგარი მონა მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობს" ("რუსეთი 1839 წელს"). იმავე, მეცხრამეტე, საუკუნის დამლევს . ლესკოვი თავის "Загон"-ში გულნატკენი წერდა, რომ რუსეთში სულ უფრო ხშირად გაისმოდა ხმები ევროპისაგან "ჩინური კედლით" ქვეყნის გამოცალკევების მოთხოვნით. რუსეთს იგი ადარებდა ჩაბნელებულ ბაკს, "...темный загон, окруженный стеною, в которой кое-где пробивались трещинки, и через них в сплошную тьму сквозили к нам слабые лучи света" (Н. С. Лесков. Сочинения, т. III. Москва, 1988, გვ. 458-459). რუსეთის ეს მხატვრული სახე ცხოვრებაში დიდი წარმატებით განახორციელეს ბოლშევიკებმა, რომლებმაც მოახერხეს ამ ქვეყნის გარე სამყაროსაგან თითქმის მთლიანი მოწყვეტა სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

ვლადიმერ პუტინი ბესლანის ტრაგედიის სათავეს საბოთა პერიოდიდან შემორჩენილ პრობლემებში ეძებს, კერძოდ, მისი აღიარებით, საბოთა იდეოლოგიამ ჩაახშო რეალურად არსებული ეთნიკური კონფლიქტები და არ დაგვიტოვა ახალი უსაფრთხო საზღვრები. ამ სიტყვებმა პირადად მე შთაბედილება შემიქმნა, რომ ისინი დაწერილი უნდა ყოფილიყო (და იქნებ წარმოსახვაში ზოგჯერ თავისებური სიტკბოთი განმეორებულიც) სულ სხვა შემთხვევის მოლოდინში, მაგ., ქართული სამხედრო ნაწილების ცხინვალში შესვლისა და შემდეგ რუსეთის არმიის მიერ იქიდან ძალით მათი გამოძევებისა და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე სამხრეთ ოსეთის რუსეთისათვის იძულებითი მიერთების გასამართლებლად (ვითომდა ქართველთა მიერ მოწყობილი გენოციდისაგან თადარიგიანად გარუსეთებული ოსების გადარჩენის მიზნით). რუსეთის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვერ იტყოდა, რომ საბოთა რეჟიმი კი არ ახშობდა, არამედ ხელოვნურად ქმნიდა და შემდეგ რუსეთის ინტერესებისდა მიხედვით აღვივებდა ხოლმე ეროვნულ კონფლიქტებს. რაც შეეხება შენიშვნას ახალი, უხიფათო საზღვრების სასურველობის შესახებ, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, უსაფრთხოსა და ხელსაყრელს რუსეთის იმპერიული თვალთახედვით და სახიფათოს სხვათათვის, კერძოდ, საქართველოსათვის. მაგალითად, .. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი პუნქტი, რუს სამხედროთა სასიხარულოდ, საქართველოს დედაქალაქიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

 

ზემოთ დასახელებულ წერილში . ქოენი აღნიშნავს, რომ რუსეთი თანდათანობით ახდენს ქართული პროვინციების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - შთანთქმას, ხოლო ჩეჩნებს თავისი ქვეყნიდან გამოყოფის უფლებას არ აძლევს, თუმცა ქართული პროვინციების მიმართ თავისი დამოკიდებულებით, თვითონვე ხელს უწყობს ჩეჩნური სეპარატიზმის გაძლიერებას და ბიძგს აძლევს პოსტ-საბოთა სივრცის სხვა რეგიონებში საზღვრების გადასინჯვის ტენდენციას. ავტორის შეფასებით, მეზობელთა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და სახიფათოა რუსეთისათვის. . ქოენი ეტყობა არ აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ სნგ- ჩამოყალიბება რუსეთს სწორედ იმისთვის ირდებოდა, რომ სხვათა ჩაურევლად რა და ეკერა ეს სივრცე ისე, როგორც მოესურვებოდა. სწორედ სნგ”-ში 1993 წლის დამლევს საქართველოს შეთრევით რუსეთმა გარკვეული ლეგიტიმიზაცია გაუკეთა მის მიერ აფხაზეთის ფაქტობრივ ოკუპაციასა და თავისი საჯარისო ფორმირებების სხვადასხვა ფორმით იქ ყოფნას. . ქოენი, ვფიქრობ, მეტად რბილ ფორმულირებებს იძლევა, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთი კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერინეტეტს და თავის საზღვრებთან ცვალებად პოლიტიკას ატარებს. სინამდვილეში რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ სცნობს ფაქტიურ დონეზე საქართველოს სუვერინეტეტს, რომელსაც ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში არღვევს კიდევაც; ვერც ცვალებადს ვერ ვუწოდებთ რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი, იგი ყოველთვის მაქსიმალური მიზანსწრაფვით და დაუფარავი ცინიზმით ცდილობდა მხოლოდ მისი იმპერიული ზრახვებისადმი მომგებიანი პოლიტიკა გაეტარებინა რეგიონში და სეპარატისტების წახალისებით საქართველოსათვის ფეხზე წამოდგომის საშუალება არ მიეცა.

 

აღნიშნულ ტექნოლოგიას რუსეთის მმართველები, როგორც ირკვევა, საკმაოდ კარგად იცნობენ; ბესლანის ტრაგედიიდან სამი დღის მერე, . პუტინმა განაცხადა, დასავლეთი მხარს ერს ჩეჩნებს, რათა რუსეთს მიწაზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცესო და დასძინა, რომ არავის არ უნდა აწყობდეს დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტერორისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამას აცხადებს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აფხაზეთში ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ ტერორისტებს, რომლებიც იმავე ქვეყნის მესვეურთა წაქეზებითა და ხელშეწყობით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას მხოლოდ მათი ქართველობის ნიშნით და ამის შემდეგაც, თორმეტი წლის განმავლობაში, ყოველნაირ მფარველობასა და დახმარებას უწევენ იმავე ტერორისტებს.

 

ძირითადი მიზეზი მთელი ჩვენი უბედურებისა თავისუფლებისადმი ჩვენი დაუოკებელი სწრაფვაა, რაც ვერავითარმა წინააღმდეგობამ ვერასოდეს ვერ ჩაკლა და აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც უარყოფითთან ერთად ბევრ დადებით ასპექტსაც შეიცავს თავისუფლების მისაღწევად. ჩვენი ქვეყნის მთელი ისტორია ხომ გამუდმებული თავდაცვაა, თითქოს სადღაც მტაცებელი ცხოველებით გაძეძგილ ჯუნგლებში გვეცხოვროს. ალბათ ამიტომ ღმერთს შევეცოდეთ და თავდასაცავად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო თვალშეუდგამი საოცრება - დიდი კავკასიონის მთაგრეხილი გალავნად შემოგვავლო და ამით თითქოს ჩრდილოეთის უკიდეგანო ტრამალებიდან მომდინარე საფრთხეს გაგვარიდა. მაგრამ მეთვრამეტე საუკუნის დამლევს მოყვრის ნიღბით სწორედ ჩრდილოეთიდან გადმოსული გადამთიელი აღმოჩდა ის ერთადერთი ძალა, ვინც მოახერხა ორი ათასზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ჩრდილოეთიდან საფრთხის გამოჩენა მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ჩვენგან სამხრეთითა და დასავლეთით მდებარე საზიარო ინტერესების მქონე ცივილიზებულ სამყაროსაწყობდა ამიერკავკასიაში საკმაო სიძლიერის სახელმწიფოს არსებობა, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან გადაულახავი ბასტიონის მოვალეობას დაიკისრებდა მყაროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

როგორც ჩანს, იმიერკავკასიელებსა და ამიერკავკასიელებს შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაში, პირველს ჩვეულებრივ აგრესორის ფუნქცია ეკისრებოდა ხოლმე. დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ამ ზონებში განთავსებულ საზოგადოებათა ქონება-უქონლობა უნდა ყოფილიყო; შეიძლება ითქვას, რომ უპირატესად მომთაბარე უქონელები თავს ესხმოდნენ ხოლმე მქონებელ ბინადარ მოსახლეობას. ამ ორ რეგიონს შორის სასაზღვრო ზონის ფუნქცია, როგორც ითქვა, კავკასიისათვის თვით ბუნების მიერ იყო განპირობებული. დიდი კავკასიონის მთაგრეხილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი სისტემა, მძლავრი წინაღობა იყო ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში მომხდურების შეღწევისათვის. იმიერკავკასიიდან მომდგარი ნებისმიერი ძალისა და განსაკუთრებით აგრესიული რუსეთის იმპერიის მიზნები ბუნებრივია სრულიად საპირისპირო იქნებოდა. ეს უნდა იყოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც საქართველომ გამოავლინა დამოუკიდებელი განვითარებისა და დაკარგული თავისუფალების დაბრუნების სურვილი, განხორციელებული მტრული პოლიტიკის მიზეზი. აღნიშნული გარემოება ქვეყანას დიდ გასაცდელს უმზადებს და შესაბამისად ძალთა და რესურსების სრული მობილიზებისაკენ უნდა უბიძგებდეს. რუსეთი, ბუნებრივია, ცდილობს არ მოგვცეს ამის საშუალება და ამის განხორციელებას ისევ ჩვენივე საშუალებით ახერხებს ხოლმე.

 

კავკასიის კარიბის დაცვა და კონტროლი ქართული სახელმწიფოების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჩანს ისტორიის გადასახედიდან (უფრო ვრცლად ეს საკითხი იხ., ლიტერატურული საქართველო, 2004, 3-9 სექტემბერი, გვ. 2-3). ეს არ იყო იოლად საზიდი ტვირთი, საქართველო არაერთხელ იყო წალეკილი და დაოსებული, მაგრამ ქვეყნის ეს არსებობის არსიგანუხრელად ხორციელდებოდა. ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზებული სამყარო ანუ "ოიკოუმენე" საუკუნეთა განმავლობაში "გოგისა და მაგოგის უწმინდური ტომებისა" თუ "აპოლიკალიპსის შეუბრალებელი მხედრების" შემოსევის მოლოდინში იყო და კავკასიონის ზეკარების დაცვა მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროს განეკუთვნებოდა. კავკასიონის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ შენიშნა პლინიუს უფროსმა, როდესაც განაცხადა, რომ კავკასიის კარიბ სამყაროს ორ ნაწილად განყოფს”. უფრო გვიან, როჯერ ბექონიც სამყაროს ორ ნაწილად ჰყოფდა: ბარბაროსთა სამფლობელოდ და მოაზროვნე ადამიანების სამკვიდროდ.

 

ვფიქრობ, სწორედ კავკასიის კარიბეთა მფლობელობასუნდა ვუმადლოთ იმ გარემოებას, რომ საქართველო ერთადერთ სახელმწიფოს წარმოადგენს მთელ ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად გრძელდებოდა ანტიკური ხანიდან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე ანუ რუსეთის მიერ მის ანექსიამდე (შდრ. C. Toumanoff. Medieval Georgian Historical Literature, - Traditio, I. New York, 1943). თვით სახელწოდება ქართლიც ხომ გამაგრებულ, შემოზღუდულ ადგილს აღნიშნავდა (იხ. . მელიქიშვილი. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისთვის. თბ., 1965). თავკიდურა , და თანხმოვნის მერყეობა დამახასიათებელი მოვლენაა ამიერკავკასიულ-აღმოსავლეთ ანატოლიურ ეთნო- ტოპონიმებისათვის (მაგ. ხალიბი = ალიბე, ქაღზევანი = აღზევანი, ხარიმატი = არიმატი და სხვ.). ქართლისგარდა კიდევ რამდენიმე ძველი ქართული ტოპონიმი შეიცავს მსგავს ძირს: არტაანი, არტანუჯი, ართვინი (სომხურად არდვინ), ქართლა (სოფელი, ართვინის დასავლეთით), არდისუბანი, არადეთი, კარდენახი, არდენი (შიდა ქართლში, დედოფლის გორის ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლთან; რაც თავისთავად უკვე დამაფიქრებელია). გასათვალისწინებელია, ”ქართლთანახლო მდგომი და ასევე ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი ხურიტული სიტყვის არდის არსებობაც.

 

მომხდურთა ცალკეული ჯგუფები არცთუ იშვიათად სახლდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველ მეფეთა ერთგული ქვეშევრდომები და საიმედო საყრდენი ხდებოდნენ ევრაზიის მუდმივად ფეთქებადი სამყაროდან გადმოსულ გადამთიელთა შემდგომი ტალღების მოგერიების დროს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესს ქვეყნის ისტორიაში პერმანენტული ხასიათი ჰქონდა. კავკასიონის ქედის გადაღმა-გადმოღმა ადამიანის ცხოვრება პოლიტიკურ პოზიციასა და მენტალიტეტსაც კი თვისობრივად ცვლიდა. ახალმოსახლენი საერთო ამიერკავკასიული მისწრაფებებითა და ცხოვრებით არსებობდნენ და ყოველი მომხდური მათთვისაც ძირძველი მოსახლეობის მსგავსად, არასასურველი და სახიფათო ხდებოდა. როგორც უკვე დღევანდელი დღის გადასახედიდან ვიცით, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული გახდება, გარეშე დამპყრობელი ძალის მიერ გადმოსახლებულთა მეხუთე კოლონად გამოყენების შემთხვევაში.

 

საქართველო ერთნაირი სისხლის ჯგუფისა თუ გენეტიკური კოდის მქონე მოსახლეობის მიერ შექმნილი ქვეყანა კი არ არის, არამედ თანამოაზრეთა ერთობლიობა, რომელიც იზიარებს ამ ქვეყნის არსებობის პრინციპებსა და მიზნებს, საქართველო ერთი ნებითა და სულით შედუღაბებული ადამიანების ნაერთია. ქართველობა, ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის უძველესი ცივილიზაციების შექმნელთა და ჩრდილოეთიდან შემოსულ, ადრეულ ხანებიდანვე ჩვენი ირ-ვარამის გამზიარებელ და ჩვენთან ერთად საქართველოსთვის თავდაუზოგავ მებრძოლ იმიერკავკასიელთა, ნაჯვარია. სხვა საკითხია, რომ ამ ნაერთმა სრულიად უნიკალური შედეგი მოგვცა, ხალხი, ყველასაგან განსხვავებული ენის, კულტურისა და მენტალიტეტის შემოქმედი. ”ენა, მამული და სარწმუნოებაიყო ქართველი ერის შემოქმედი და არა ამ ერის შემადგენელთა ბიოლოგიური მონაცემები, რომლებიც ერთმანეთისაგან, თვით ცალკეული კუთხეების მოსახლეობის წიაღშიც კი, ჩვენ უფრო მეტად განსხვავებული გვაქვს, ვიდრე ეს სხვა ქვეყანათა უმრავლესობაში შეინიშნება, რაც, ქართული ენის მონაცემებთან ერთად, ჩვენი ერის დიდი სიძველისა და გრძელი და აქტიური ისტორიული გზის გავლის უტყუარი მოწმობაა.

 

უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის კავკასიური პოლიტიკისა და ამასთანავე თანამედროვე მისწრაფებების გასაგებად აუცილებელია რუსეთის იმპერიის ანუ რუსული დერჟავის არსის შეცნობა. არის კი იგი მართლაც მესამე რომი, როგორც ეს ზოგიერთ რუს ავტორს წარმოუდგენია. თანამედროვე რუს გეოპოლიტიკოსებს ძალიან იზიდავთ, ჯერ კიდევ 1905 წელს ამერიკელი გეოპოლიტიკის ფუძემდებლის ჰალფორდ მაქქინდერის მიერ შემუშავებული (და 1943 . გადამუშავებული) სქემა, რომლის მიხედვით, მსოფლიოში გამოიყოფა 1. ”ღერძული არეალი (Pivot Area, იგივე შუაგული ქვეყანა ანუ ევრაზია), რომელიც ძირითადად მოიცავდა რუსეთის იმპერიის ტერიტორიას, 2. ”შიდა ანუ განაპირა ნახევარმთვარე (Inner or Marginal Crescent) ევროპის მომცველი, ახლო აღმოსავლეთთან, ინდოეთთან და ჩინეთთან ერთად, 3. ”გარეთა ანუ კუნძულოვანი ნახევარმთვარე” (Outer or Insular Crescent), რომელიც ამერიკას, აფრიკას, ინდონეზიას, ავსტრალიასა და იაპონიას შეიცავდა. . მაქქინდერის მიხედვით, ვინც დომინირებს აღმოსავლეთ ევროპაში  (რაზედაც რუსეთს ყოველთვის ჰქონდა და აქვს პრეტენზიები - ..) ის ფლობს ღერძულ არეალს”, ვინც ფლობს ღერძულ არეალს”, ის ბატონობს კუნძულოვან ნახევარმთვარეზეხოლო ვინც ბატონობს კუნძულოვან ნახევარმთვარეზემას ემორჩილება მთელი მსოფლიო.

 

პირველ და მეორე ზონებს შორის ანუ ღერძულ არეალში”, და განაპირა ნახევარმთვარის მხარეებსშორის მწვავე კონფლიქტი ძველთაგანვე არსებობდა და იგი ძირითადად ემთხვევა იმიერკავკასიიდან გადმოსული მოსახლეობისა და ამიერკავკასიის ბინადარ მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების ზემოაღნიშნულ ხასიათს. კავკასიონი და ამიერკავკასია გადაულახავ ბასტიონს წარმოადგენდა "ოიკოუმენეში" ანუ განაპირა ნახევარმთვარის მხარეებშიიმიერკავკასიიდან გადმოსულ ევრაზიელ გადამთიელთათვის.

 

თუმცა აღსანიშნავია, რომ იმავე . მაქქინდერს (1861-1947), 1919 წელს გამოცემულ წიგნში დემოკრატიული იდეალები და რეალობა”, რამდენადმე განსხვავებული სქემა აქვს წარმოდგენილი, რომელიც ჩემი აზრით, უფრო ლოგიკურია, ისახავს რა ამოსავალ გარემოებად ევრაზიის ტერიტორიებზე მდინარეთა დინების ხასიათს, კერძოდ ღერძული არეალშიმოქცეულია რუსეთის იმპერიისა და ჩრდილოეთ ირანის ის ტერიტორიები, რომელთა მდინარეთა სისტემა ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეს ან კასპიის ზღვას განეკუთვნება და ამდენად, მსოფლიო საოკეანო სისტემასთან მიმართებაში, გარკვეულად ჩიხში ექცევა, არა აქვს რა მასში გასავალი; ხოლო რუსეთის იმპერიის უკიდურესი დასავლეთი ნაწილი (ძირითადად პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთი და უკრაინა), დასავლეთ კავკასია, ირანის სამხრეთ სანაპირო, ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან, ინდოეთთან და ჩინეთთან ერთად, ანუ მსოფლიო ოკეანეთა სისტემაში გამავალ და მის მოსაზღვრე მხარეებთან ერთად, შეადგენდა განაპირა ნახევარმთვარეს, განსხვავებით კუნძულოვანი ნახევარმთვარისაგან”, რომლის შემადგენლობა იდენტურია 1905 . შემუშავებული სქემისა (იხ. H. J. Mackinder. Democratic Ideals and Reality. New York, 1919, 2nd ed., რუკა).

 

როგორც ვხედავთ, . მაქქინდერის სქემებში საქართველოს საკმაოდ განსხვავებული ადგილები აქვს მიკუთვნებული, პირველ შემთხვევაში, 1905 . შემუშავებული სქემით, ”ღერძულ არეალში”, ანუ რუსეთთან ერთად, ხოლო მეორე შემთხვევაში, 1919 . სქემით, ”განაპირა ნახევარმთვარეში”. ხომ არ უნდა აიხსნას ეს იმ გარემოებით, რომ 1919 წელს საქართველო არსებობდა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით.  უნდა ვიფიქროთ, რომ არსებული პოლიტიკური კონსტელაცია ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს გეოპოლისტიკთა ნააზრევებზე და მათ მიერ შემუშავებულ სქემებზე და პირუკუ, გეოპოლიტიკოსთა ნააზრევები ზოგჯერ განაპირობებენ ქვეყნების მიერ ამა თუ იმ ისტორიული გზის არჩევას. . მაქქინდერის მიერ, რუსეთის უნიკალური, ცენტრალური გეოპოლიტიკური მდებარეობის პოსტულირების გამო, ალბათ არსად დედამიწის ზურგზე დღეს არა ჰყავს გეოპოლიტიკას იმდენი მიმდევარი, რამდენიც რუსეთში. ჩარლზ ქლოვერის მახვილგონიერი გამონათქვამით, თუ რუსი ინტელექტუალები ადრე თავისი ქვეყნის მსოფლიოზე გამარჯვების დასაბუთებას ისტორიულ კანონზომიერებად მიიჩნევდნენ, ამჟამად თავის იმედებს უკავშირებენ თეორიას, რომელიც დიალექტიკური მატერიალიზმის სრულიად საპირისპიროა. ისინი რუსეთის გამარჯვებას ისტორიის ნაცვლად უკვე გეოგრაფიაში ეძებენ ანუ უფრო სივრცეში, ვიდრე დროში (C. Clover. Dreams of the Eurasian Heartland, - Foreign Affairs, vol. 78, no. 2, 1999, გვ. 9).

 

. მაქქინდერის თანამედროვე მეორე ამერიკელი გეოპოლიტიკოსის ნიკოლას სპაიქმენის (1893-1943) შესწორებით, ის ვინც ფლობს განაპირა ნახევარმთვარესანუ გარეთა მიწებს (Rimland), იგი ბატონობს ღერძულ არეალზედა ამდენად მთელ მსოფლიოზე. მესამე და ყველაზე ადრეული ამერიკული გეოპოლიტიკის კლასიკოსის, ალფრედ მეჰემის (1840-1914) აზრით კი, ძირითადი წინააღმდეგობები კონტინენტურ ანუ ევრაზიულ და საზღვაო ანუ ატლანტურ ძალებს შორის არის საძებარი. თანამედროვე რუსეთის მთელი გეოპოლიტიკური ნააზრევიც ძირითადად სწორედ მკვეთრი ანტი-ატლანტური ხასიათის მქონე ევრაზიული სქემების შემუშავებამდე დაიყვანება. . ქლოვერისეული ფორმულირებით, ევრაზიელები ევრაზიის ცენტრს (ანუ რუსეთს) განიხილავენ გადამწყვეტი იერიშის გეოგრაფიულ სასტარტო მოედნად, საიდანაც სათავე უნდა დაედოს გლობალურ ანტი-დასავლურ მოძრაობას, რომლის ძირითადი მიზანია ევრაზიიდან "ატლანტური" (ანუ "ამერიკული") გავლენის საბოლოო განდევნა.

 

რუსეთის ორგანული კავშირი ევრაზიის პოლიტიკურ ტრადიციებთან მკაფიოდ არის ასახული თანამედროვე ნეოევრაზიული გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენელთა ნაშრომებში. მათი ნააზრევით, რუსები წარმოადგენენ არა მხოლოდ აღმოსავლელი სლავების განშტოებას, არამედ განსაკუთრებულ ეთნოსს, რომელიც თათრულ და სხვა თურქულენოვან ტომებთან სლავების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა და ამის გამო გამართლებულია რუსების მიერ ევრაზიის იმ ვრცელი ტერიტორიების გაკონტროლება, რომლებიც თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფებით არის დასახლებული. საზოგადოდ, ნეოევრაზიულ მოძღვრებას საფუძვლად უდევს კონტინენტური რუსულ-ისლამური ალიანსის იდეა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი თეზაა, რუსეთის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირედ, ისლამური ქვეყნების, განსაკუთრებით ირანის, აღიარება. ამ ალიანსის დოქტრინულ დონეზე დასაბუთება ეფუძნება, ანტიტრადიციული, პრაგმატული და საერო თვისებებით გამორჩეული დასავლეთისაგან განსხვავებით, რუსული და ისლამური ცივილიზაციების ტრადიციულ ხასიათს.

 

ეს უკანასკნელი გარემოება განსაკუთრებით არის მხედველობაში მისაღები დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გადასახედიდან. დღეს მოსკოვს საქართველოზე ზემოქმედებისათვის, გარდა ველური ძალის გამოყენებისა, რჩება მხოლოდ დასავლურისაგან განსხვავებული და რუსული და ისლამური ცივილიზაციების ვითომდა მსგავს ადგილობრივ ტრადიციულ ხასიათზე ანუ ორთოდოქსულ ფუნდამენტალიზმზე აპელირება, რაც ეშმარიტი ქართული მართლმადიდებლობისათვის და ტრადიციული ქართული კულტურისათვის ყოველთვის უცხო იყო. ქართული საზოგადოების რუსული და ისლამური საზოგადოების ანალოგიურად წარმოჩენა მოსკოვს ევრაზიულ წიაღში მისი მოქცევისათვის ესაიროება, მსოფლიო ცივილიზაციურ სისტემათა იმ რღვევის ხაზების გავლებისას, რომლებიც სემუელ ჰანთინგთონის წარმოსახვით, თანდათანობით პოლიტიკური კავშირების გამყოფ საზღვრებად ჩამოყალიბდებიან (S. Huntington. The Clash of Civilisations and the Remaking of World Order. New York, 1996). თუმცა საქართველოსათვის დასავლური ფასეულობანი, წარმოდგენილი თავისუფლების, თანასწორობის, დემოკრატიის, ლიბერალიზმის ინდივიდუალიზმის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, თავისუფალი ბაზრის, კონსტიტუციონალიზმისა და ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლობის იდეებით ძალზე მნიშვნელოვანია და არცერთ დასავლურ თუ სხვა ქვეყანაზე ნაკლებად მისაღები არ არის. შესაბამისად თითქოს არ უნდა მოიპოვებოდეს საფუძველი დასავლური ცივილიზაციისაგან საქართველოს დასაშორებლად და ევრაზიულ სივრცეში მისი გაერთიანებისათვის. კომუნისტური იდეები აქ უკვე საბოთა კავშირის დაშლამდე დიდი ხნით ადრე იყო საბოლოოდ უარყოფილი, ხოლო რუსული ცხოვრების წესისაკენ მისწრაფება თითქმის ყოველთვის ნულოვან წერტილზე იმყოფებოდა.

 

როგორც ჩანს, რუსეთის მმართველ წრეებს ჯერ ისევ ეიმედებათ საქართველოში მომხრეების გამოჩენა, მაგრამ ორჯონიკიძის სინდრომიქვეყანაში არსებითად დაძლეულია, ქართველები ძირითადად თავმოყვარე ხალხია, ხოლო პოტენციურ ქართველ მოღალატეებს პატივმოყვარეობა არ აძლევს ქვეგამხედვარობის საშუალებას; დღეს პუტინის რუსეთის რეიტინგი იმდენად დაბალია ჩვენში, რომ ძნელად თუ რომელიმე მოღალატე გაბედავს მისი მიმდევრისა და ამდენად საკუთარი ქვეყნის აშკარა მოღალატის იარლიყით იაროს. თუმცა თითო-ოროლა ხელაღებული ნაძირალა მაინც მოიძებნება, რომლებიც ყველა საშუალებით პერმანენტულად ეწევა თვითლუსტრაციას, რაც ამავე დროს, სამწუხაროდ ლუსტრაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. აშკარაა, რომ ჰომო სოვეტიკუსებისრიცხვი საქართველოში ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში რუსული პოლიტიკის დამგეგმავებს წარმოუდგენიათ.

 

პუტინის რუსეთის მიერ დემოკრატიის სულ უფრო მზარდმა შეზღუდვამ და ირანის ბირთვული პროგრამების ხელშეწყობამ, შესაძლოა ამ ქვეყნის თანდათანობითი მოკვეთა გამოიწვიოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან, რაც მას კიდევ უფრო თავშეუკავებელსა და სახიფათოს გახდის მეზობლებისათვის. იგი თავისი სუსტი მეზობლების სულ უფრო მეტი ინტენსივობით ჩათრევას შეეცდება საკუთარ ორბიტაში, რათა მარტო არ აღმოჩნდეს მსოფლიო იზგოისარასახარბიელო როლში. მეორეს მხრივ რუსეთისადმი დამოკიდებულების მკვეთრი შეცვლა არ უნდა იყოს მთლად გამართლებული; რუსეთის ისტორიის კარგ მცოდნეებს თავიდანვე ეევებოდათ რუსეთის გადემოკრატიულობისარა თუ უმტკივნეულო მიმდინარეობა, არამედ საზოგადოდ ასეთი შესაძლებლობის არსებობაც კი. დასავლეთელი სპეციალისტები თანდათანობით სულ უფრო ხვდებიან, რომ რუსეთის პრობლემა მხოლოდ ბოლშევიკურ იდეოლოგიაში, მბრძანებლური მეთოდებით მართვად ეკონომიკასა და პოლიტბიუროს ძალაუფლებაში არ ყოფილა, მათი მოცილების შემდეგაც იქ დემოკრატიამ ვერ იზეიმა; ამის მიზეზები ბევრად უფრო ღრმად არის საძიებელი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ რუსებისათვის სატანჯველად იქცა ზესახელმწიფოს სტატუსის დაკარგვა, რამაც გამოიწვია საყოველთაო დაბნეულობა და დიდი ტკივილი (იხ. St. Sestanovich. Russia's Neuroses, and Ours, - The National Interest, Fall, 1996, გვ. 3-4). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს, არც ბონაპარტისტულ საფრანგეთზე და არც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ არ ჰქონია დემოკრატიული გარდაქმნებისაკენ სწრაფვის არავითარი ცდუნება.

 

რაოდენ დიდი წარმატებებისათვისაც არ უნდა მიეღწია რუსეთს კულტურასა და მეცნიერებაში, ამ ვეებერთელა ქვეყნის უკიდეგანო სივრცეები ანუ ევრაზია მთლიანობაში ყოველთვის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეტარდულ და დამანგრეველ ძალთა საბუდარი. აქ იღებდა სათავეს და თანდათანობით ყალიბდებოდა ბარბაროსული ძალების შეტევა დანარჩენ სამყაროზე. უკანასკნელ ასეთ გამოვლინებას აქ კომუნისტური საზოგადოების გაბატონება წარმოადგენდა. ყველა ნიშანი მოიპოვება იმის სავარაუდოდ, რომ ეს სამწუხარო ევრაზიული ტრადიცია დღესაც იკრებს ძალებს და მის პირველ მსხვერპლად საქართველოა გამიზნული. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი და მმართველი წრეები ისევ ადრეული შუა საუკუნეების წარმოდგენებით საზრდოობენ და თავისი ავადმყოფური იმპერიული მისწრაფებებით იმპულს აძლევენ და ძალას მატებენ გლობალურ ტერორიზმს. ყოველი ქმედება ხომ უკუქმედებას იწვევს, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური კანონი, ეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების კანონიცაა.

 

თავის ორბიტაში საქართველოს დასაბრუნებლად და თავის ხელში საბოლოოდ მის ჩასაგდებად, რუსეთს აუცილებელ წინაპირობად გარესამყაროსაგან საქართველოს იზოლირება ესაიროება, ეს კი აქ რელიგიური შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის აღზევებით თუ მიიღწევა. საბედნიეროდ, არც ერთი ეს სენი, როგორც უკვე ზემოთ ითქვა, ჩვენი ხალხის ხასიათში არასოდეს არ ყოფილა და იმედია არც ერთი ეშმარიტად ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ადამიანი ჩვენი რწმენის, ქვეყნის, ერის, კულტურისა და მომავლის დამღუპველ ამ ანკესზე არ წამოეგება, რომელსაც ზოგიერთები, სხვათა დავალებითა თუ უვიცობით, ცდილობენ გლობალიზაციის მავნე პროცესებისაგან ჩვენს ერთადერთ გადამრჩენ საშუალებად წარმოგვიდგინონ. ეროვნული კულტურის განვითარებისათვის გლობალიზაციის ხელისშემშლელ გარემოებებზე ალბათ აჯობებდა ფრანგებს, ჩინელებს, ინგლისელებს, რუსებს, გერმანელებს, იტალიელებსა და სხვ. ”ძლიერეთა ამა ქვეყნისაემსჯელათ, ჩვენ კი ჯერ ჩვენი გავერანებული და გაგლეჯილი ქვეყნის ფეხზე წამოსაყენებლად უნდა ვიღვაწოთ; თორემ გასული საუკუნის ათიანი წლების მსგავსად, ისევ ტრაგი-კომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როდესაც ერი და ქვეყანა ხელიდან გვეცლებოდა, ქართველი სოციალისტები კი მსოფლიო რევოლუციის ბედზე ზრუნავდნენ.

 

რუსეთს დღეს, რა თქმა უნდა, აწყობს ისეთივე არადემოკრატიული, კორუმპირებული და ოლიგარქიული ნომენკლატურის მქონე გარემოს აღორძინება, როგორიც თვით რუსეთშია, მაშინ აღარაფერი დააბრკოლებდა ერთნაირი რეჟიმის მქონე იზგოებისდაახლოებას, უფრო ზუსტად, დიდი იზგოის მიერ პატარა იზგოის შთანთქმას, ვინაიდან ამ უკანასკნელს საშველად აღარავინ გამოუჩნდებოდა. სწორედ აქეთკენ მიექანებოდა საქართველო წინა წლებში და სწორედ ამიტომ არ უნდა დავუშვათ ჩვენთვის უცხო და დიდი რუსეთისათვის ტრადიციულობით ჩვეულად შენიღბული ფუნდამენტალიზმის აღმოცენება ქვეყანაში. არადა ჩვენში მოვლენათა ასეთი განვითარებისათვის ყველა წინამძღვრები შეიქმნა. ასეულ ათასობით ადამიანების დევნილებად ქცევა საკუთარ სამშობლოში, ათეულ ათასობით დახოცილი, გადამწვარი ან წართმეული სახლები, მთელ საქართველოში ცხოვრების ყოვლად გაუსაძლისი, არაადამიანური პირობების ჩამოყალიბება; განა ყოველივე ამის შემდეგ ამ ხალხისაგან ვინმე ძმობას, მეგობრობას და კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას უნდა ელოდოს? რა თქმა უნდა არა! ამ აქციის ერთ-ერთი ჩაფიქრებული შედეგი მათი საბოლოო გაბოროტება და საქართველოში ფუნდამენტალიზმის აღმოცენებისათვის გზის გაკაფვაა. ამის შემდეგ კი ერთიანი იდეოლოგიური და მენტალური ფონის ჩამოყალიბების შემდეგ ალბათ უფრო ადვილი გახდებოდა ისევ აღდგენა ძმური კავშირისა” - ღვთის პირისაგან გავარდნილთა და დაწყევლილთა კავშირისა.

 

არადა მსოფლიო საზოგადოებრიობის თვალში საქართველოსთან ამჟამინდელი დაპირისპირება რუსეთისათვის წამგებიანია. ეს არ არის მხოლოდ დიდი და პატარა ქვეყნის კონფლიქტი, იგი სულ უფრო იღებს იმპერიული აზროვნების ძლიერი ქვეყნის დაპირისპირების ხასიათს დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე მდგარ პატარა და დიდი მეზობლის მიერ ხელოვნურად დაუძლურებულ ქვეყანასთან. ასეთი პოზიცია საქართველოს განუზომლად დიდ მორალურ უპირატესობას ანიებს რუსეთთან მიმართებაში და ყოვლად დაუშვებელია პოპულიზმისა თუ რომელიმე ოპოზიციურად განწყობილი ძალის საამებლად მისი დათმობა. ამიტომ ცდილობს მოსკოვი სეპარატიზმის მაქსიმალურად გაღვივებას საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისის პროვოცირებას შექმნილი მდგომარეობის თვალთახედვიდან არაადეკვატური ნაბიჯების გადასადგმელად. რუსეთს არა იმდენად აფხაზეთისა და .. სამხრეთ ოსეთის შთანთქმა ესაიროება, რამდენადაც მათი ფაქტიური გაკონტროლებით საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოჩენა და არა მარტო პოლიტიკურად მისი ჩამოყალიბებისათვის ხელის შეშლა, არამედ სრული ეკონომიკურ სტაგნაციაში მოქცევა; ყოველივე ეს კრემლის ჩანაფიქრით, მისთვის საქართველოს ადვილად დაუფლების პერსპექტივას უნდა ქმნიდეს.

 

გასათვალისწინებელია, რომ .. სამხრეთ ოსეთის ფლობის საშუალებით რუსეთს საუკეთესო პლაცდარმი ექმნება დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც ისევ ისეა აქტუალური კავკასიონის ზეკარებისა თუ გასასვლელების ხელში ჩაგდების პრობლემა, როგორც ანტიკურ ხანაში ან შუა საუკუნეებში. არავინ მისცემს ჩრდილოეთიდან მომდგარ რუსეთს ბირთვული რაკეტებისა და ბომბდამშენების გამოყენების უფლებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო როკის გვირაბით კაზაკი მოხალისეების შემოსვლა და სამხრეთ ოსეთშიმცხოვრები რუსეთის მოქალაქეების” ”დასაცავადტექნიკის შემოყვანა შედარებით განსხვავებული ჟღერადობის საკითხია. ამიტომ ნუ გვექნება იმის იმედი, რომ როდესმე რუსეთი თავისი ნებით მოგვცემს როკის გვირაბის გაკონტროლების უფლებას ან ჩვენ, ან მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამას, თუ არ იქნა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევა, ვერავითარი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომები ვერ უშველის. ეგ გვირაბი მაგისთვის არ გამოუყვანიათ! შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთი კარგა ხანია ქმნის თავისთვის საყრდენს ანუ ხელოვნურ წარმონაქმნს - ”სამხრეთ ოსეთს”. დამახასიათებელია, ამ მხრივ, ჯერ კიდევ 1815 წელს, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის გენერალ-მაიორ ჰოვენის შეკითხვა მთავარსარდლის . ერმოლოვის სახელზე: «Как должны поступать жители Карталинии с теми из крещеных осетин, кой будут уличены в разбое, ибо новокрещенцы сии, имея под видом единоверия свободный вход в Карталинию, позволяют себе, в надежде на покровительство тамошнего духовенства, грабежи и разбой. а карталинцы, боясь ответственности за убийство христианина, не смеют не только их преследовать, но даже и защищаться...» (Утверждение русского владычества на Кавказе. В. Потто (ред.), том III, часть 2. Тифлис, 1904, გვ. 484-489). შიდა ქართლში ოსებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობების შექმნა, განპირობებული იყო სურვილით, რომ აქ მათი კომპაქტური დასახლების შექმნის შემდეგ, იმპერიის ხელისუფალთ მიეღოთ კავკასიონის ქედის გადაღმა მდებარე პლაცდარმი, რომელიც რუსეთს თბილისის ეფექტური კონტროლის საშუალებას მისცემდა იქ მისთვის არასასურველ მოვლენათა აღმოცენების შემთხვევაში.

 

ადვილი საფიქრებელია, რომ თუ არა დასავლეთის, პირველ რიგში შეერთებული შტატების დახმარება, თბილისი უკვე დიდი ხანია იქნებოდა რუსეთის გენერალიტეტის მსხვერპლი და 9 აპრილსაც კი სანატრებელს გაგვიხდიდნენ. ამიტომ გაკვირვების გარდა, არაფერს იწვევს ზოგიერთ ჩვენს ვითომდა პატრიოტულ წრეებში გავრცელებული გამოთქმა, რომ ოსმანა და ალია, ორივე თათარია!”, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნულობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად, ორივემ, რუსეთმაცა და ამერიკამაც, თავი უნდა დაგვანებონ. თითქოს ამერიკაც რუსეთის მსგავსად შემორილია ჩვენს ქვეყანაში, მოწყობილი აქვს სამხედრო ბაზები, სადაც მოთავსებული ჰყავს ფაქტობრივად საოკუპაციო ჯარი, ხოლო ჩვენგანვე მიტაცებული რეგიონები დაცული აქვს ვითომდა თავისი "მშვიდობისმყოფელებით" და ამასთანავე ტოტალური ძირგამომთხრელი საქმიანობით დღენიადაგ ჩვენს დაქცევასა და ამოძირკვას ცდილობდეს და თითქოს ჩვენც მათგან ორივესაგან (ოსმანასა და ალიასაგან) ჩვენი სამშობლოს განთავისუფლებას უნდა ვესწრაფოდეთ. რაც ყველაზე უფრო საინტერესოა, ეს გამოთქმა, თითქმის ყოველთვის, მხოლოდ ამერიკელების მისამართით არის ხოლმე ნათქვამი. როგორც ჩანს, ”მთქმელები იმედოვნებენ, რომ ოსმანა (ანუ პირობითად ამერიკა) წავა თავის სახლში, დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში, ანუ საბოლოოდ ზურგს შეგვაქცევს და ალიას (ანუ პირობითად რუსეთს) დარჩება ბურთი და მოედანი (ეს გაკვეთილი უკვე წარმატებით ჩაგვიტარეს 1920 წელს, როდესაც .. ინგლისელი იმპერიალისტები განვდევნეთ და ამის შემდეგ მხოლოდ ნახევარი წელი გავძელით. ამის შემდეგ საქართველოში სისხლის გუბეები ჩადგა). მაშინ ნახეთ ბედნიერი დღეები! ამ ბედნიერ დღეებს ბრყალებში ჩასმაც კი არ სჭირდება, იმდენად თავისთავად ცხადია, რაც მაშინ ჩვენ მოგველის!

 

არადა შეერთებულ შტატებს თავისი წილი პასუხისმგებლობა აწევთ მთელ იმ უბედურებაში, რაც ჩვენ ქვეყანას უკანასკნელი თხუთმეტი წლის განმავლობაში გადახდომია. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ მიუხედავად რიტორიკული მხარდაერისა ვაშინგტონმა ნება დართო რუსეთს, გადაემეტებინა ამიერკავკასიაში თავისი უფლებებისათვის (გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოდ ამერიკის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, ჰენრი ქისინჯერმა უკვე კარგა ხანია, რაც უწოდა "ფსიქიატრიის ერთ-ერთი განშტოება". მისი აზრით, აზიაში აგრესიული პოლიტიკით რუსეთი თავისი დაკარგული პრესტიჟის აღდგენას ცდილობს), რითაც ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა საქართველოს სუვერენიტეტს. კერძოდ, ბილ ქლინთონის ადმინისტრაციამ იმ იმედით რომ ახალი, დემოკრატიული რუსეთი რეგიონში სასიკეთოდ გაისარჯებოდა, მას აქ ხელი გაუხსნა და რუსეთთან რეგიონის ნებაყოფლობითი რეინტეგრაცია დასაშვებად მიიჩნია (იხ. S. S. F. Starr. Power Failure. American Policy in the Caspian, - The National Interest, no. 47, 1997, გვ. 20, 27). სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ მგონი წისქვილის ქვაც კი დატრიალდა ჩვენს თავზე, განსაკუთრებით კი აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამამულეებზე. იმედის მომცემია, რომ დღეს მსოფლიო საზოგადოებრიობა ბოლოს და ბოლოს ხვდება თუ რა ხდება კავკასიაში. დროა ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ რუსეთი და განსაკუთრებით პუტინის რუსეთი ვერ იქნება სიკეთის, მშვიდობისა და განვითარების მომტანი კავკასიაში (თუმცა კი კულტურტრეგერობის პრეტენზია მას აქ ყოველთვის ჰქონდა და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს დღესაც აქვს), არამედ აქ მხოლოდ ყოველგვარი უბედურების სათავეა. ეს ხომ ასე ადვილი დასანახია! რუსეთის ძალისხმევის შედეგად, ძველი, რაინდი კავკასიელების ნაცვლად დაუნდობელი ტერორისტები ან ყოვლად უბადრუკი, ზომბირებული ჰომო სოვეტიკუსებიმოგვევლინენ.

 

საკუთრივ საქართველოშიც, სადაც რუსეთმა შედარებით ნაკლები მენტალური დაღის დასმა მოახერხა, დროა მივხვდეთ, რომ რუსეთი, ვიდრე ის თავის იმპერიულ პოლიტიკას თავს არ დაანებებს, სინამდვილეში ერთადერთი ჩვენი არაკეთილმოსურნეა, რომელსაც არ შეიძლება აწყობდეს კავკასიონის ქედის გადმოღმა მისი იმპერიული მიზნებისათვის გზის ჩამკეტი ქვეყნის არსებობა, მას ჩვენი მიწა-წყალი მხოლოდ პლაცდარმად ესაიროებოდა ყოველთვის და დღესაც ესაიროება. თავისი ნებით იგი არასოდეს არ შეურიგდება არც საქართველოს დამოკიდებელ სახელმწიფოებრივ არსებობას და არც ჩვენი ერის თავისუფალ განვითარებასა და ერთიანობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ჯერ კიდევ 1919 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ თუ საქართველო თვითონ დამოუკიდებლად აწარმოებდა პოლიტიკას, მაშინ იყო მისი რენესანსიც. როდესაც კი საქართველო უახლოვდებოდა რუსეთს, მაშინ მისი საქმეები აირეოდა, რადგანაც რუსეთის პოლიტიკაში სრულებითაც არ შედიოდა საქართველოსათვის დახმარების გაწევა. რუსეთს თავისი მიზნები ჰქონდა...”.

 

თუ დავუბრუნდებით წერილის დასაწყისში გამოყენებულ ალეგორიას, რუსეთი ის დათვია, რომლის შინ თუ გარეთ განცდილი წარუმატებლობით დარილ ამბიციებს წამლად საქართველოს ანექსია დაედებოდა. დაბალი ღობეების გადათელვა ხომ ამ დათუნიის საყვარელი საქმიანობაა. რუსეთში ქართველოფობიის მთელი დღევანდელი პარპაშიც იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულადაა და დათუნიაც მოსალოდნელი ლუკმით პირის ჩაგემრიალებას აპირებს. ჩვენ მას ლაქუცითა და კუდის ქიცინით თავს ვერ დავაღწევთ. ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელყოფის ყოველ ცდას საღი გონებითა და მტკიცე ნებით ანუ ღირსეულად უნდა დავუხვდეთ. ღირსება არა მარტო ადამიანებისთვის არის საირო, ქვეყნისათვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

ჩვენი და სხვათა სისხლისღვრა თავიდან რომ იყოს აცილებული, ეს დიდი ქვეყანა უნდა დარწმუნდეს, რომ მას აქ ძლიერი და ძნელადგადასალახავი წინააღმდეგობა დახვდება. თავდაცვისათვის მზადყოფნა ხომ მშვიდობის ყველაზე ნაღდი გარანტიაა. სხვა ვერავინ, დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს, ჩვენ გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს. თუ არ ვიქნებით უშიში, ვითარცა უხორცო და ვერ დავძლიეთ სიკვდილის შიში, მაშინ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერსა და მის მომავალს ელის სიკვდილი. განა რაში გვირდება ასეთი სიცოცხლე? სიკვდილს ხომ ისედაც ვერსად ვერ გავექცევით.

 

სიკეთის გამარჯვებისა და მომავლის იმედი უნდა გვქონდეს!

 

ლიტერატურული საქართველო”, 2004 ., ოქტომბერი, 40-41.

 

 

ამავე ციკლის პირველი წერილი:შუაგული  ამიერკავკასია    ფორპოსტი  თუ  პლაცდარმი თანამედროვე  გეოპოლიტიკურ  თამაშებში? ისტორიული პერსპექტივიდან”, იხ.: http://www.scribd.com/doc/17475300/Middle-Transcaucasia-an-Outpost-or-a-Bridgehead-of-the-Modern-Geopolitical-Games-in-Georgian

 

 

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

 

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon