არიან-ქართლი- მითი თუ რეალობა?

 

 

საქართველოში წიგნის ბეჭდვის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი

ილია ავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

ქუთაისი, 15-16 ოქტომბერი, 2009 წელი

 

 

ქუთაისი

 

2009

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე (თბილისი)

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

 

 

 

არიან-ქართლი- მითი თუ რეალობა?

 

   ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართველთა პირველსაცხოვრისის არიან-ქართლის საკითხის მსგავსად, რომანტიკული შარავანდედით ალბათ არც ერთი სხვა საკითხი არ არის მოსილი. ცნობა ქართველთა თავდაპირველი სამშობლოს არიან-ქართლისშესახებ უძველეს ქართულ მატიანეს მოქცევა ქართლისა" შემოუნახავს. ამ ცნობის მიხედვით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედ მასთან ხლებული არიან-ქართლის მეფის ძე აზო დაადგინა. X . შატბერდული ხელნაწერი გვამცნობს: ...ესე აზო წარვიდა არ[]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვა სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზო, ძჱ არიან-ქართველთა მეფისა...”

  მიუხედავად მრავალი მკვლევრის მცდელობისა, არიან-ქართლის პრობლემა ჯერაც ამოუხსნელია; იგი ვარაუდების სფეროს, მათ შორის საკმაოდ გონებამახვილურს, ვერა და ვერ გასცდა. ქართველი ისტორიკოსებიდან ვინ არ შეხებია ამ საკითხს: . ბაქრაძე და . ხახანაშვილი, . ჟორდანია და . ჯანაშვილი, . მარი და ივ. ჯავახიშვილი, . თაყაიშვილი და . ინგოროყვა, . ჯანაშია და . ბერძენიშვილი, . თუმანოვი და . მელიქიშვილი, . მამულია და . ქანთარია, . გოილაძე და . ხაზარაძე, . სანაძე და . გაბესკირია. მკვლევართა უკვე ეს არასრული ჩამონათვალი მოწმობს, რომ არიან-ქართლისსაკითხი ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ კარდინალურ პრობლემას წარმოადგენს.

   თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის გავრცელებული და საკმაოდ მყარად ფესვგამდგარი . მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომლის თანახმადაც, სახელწოდება არიან-ქართლიარიელთა ანუ სპარსელთა ქართლს უნდა აღნიშნავდეს [1. Меликишвили 1959, 278.]. უფრო მეტიც, საქართველოს ძველი ისტორიის ბევრი სპეციალისტი . მელიქიშვილის ამ ვარაუდს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იზიარებს და უკვე საბოლოოდ გადაჭრილ საკითხად და ისტორიულ ეშმარიტებად მიიჩნევს. . მელიქიშვილის მოსაზრების ფაქტობრივი უალტერნატივობა სხვა მკვლევართა მიერ გამოთქმულ შეხედულებებთან შედარებით და ხანგრძლივი პოპულარობა ამ მოსაზრების უფრო მეტი ლოგიკურობითა და არგუმენტირებულობით აიხსნება.

   აღსანიშნავია, რომ თვით . მელიქიშვილი სულაც არ იყო სავსებით დარწმუნებული ტერმინ არიან-ქართლისსპარსეთის ქართლად მიჩნევის სისწორეში, 1959 წელს გამოცემულ თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში, К истории древней Грузии”, ამ საკითხზე მსჯელობისას, იგი შენიშნავდა: Впрочем, у нас нет полной уверенности в таком объяснении этого непонятного термина” [2. Меликишвили 1959, 278, შენ.197.].

   არიან-ქართლისსპარსეთის ქართლადაღქმისას, როგორც ჩანს, ეყრდნობიან ხოლმე ქორონიმსარიანას(Ariana) ბერძნული Αρειανή- ლათინიზირებულ ფორმას (ძველსპარსული ფორმაა *Āryana-, ავესტური Airiiana-, ხოლო ირანელთა მითიური წინასაცხოვრისისა Airiianəm vaēǰō). ტერმინით არიანააღინიშნებოდა სპარსეთის აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით და ინდოეთის დასავლეთით მდებარე ვრცელი ქვეყანა, რომელიც თავის მხრივ, სხვა ოლქებთან ერთად, მოიცავდა ცენტრალურ აზიაში მდებარე, მსგავსი სახელის მქონე არიის სასატრაპოს, რომელიც ძველბერძნულში ცნობილია Ἀρ(ε)ὶα- სახელწოდებით; მისი ძველსპარსული ფორმაა Haraiva[ta, ხოლო ავესტური Haraeuua. ცნობილია, რომ სპარსელები თავიანთ თავსა და თავის ენას აღნიშნავენ ტერმინით ariya [3. იხ. Schmitt 2004, 717.].

   არიან-ქართლისსავარაუდო ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ტრადიციულად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიებენ ხოლმე ქართლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთს ტაო-კლარჯეთსა და სპერს. ითვლება, რომ აქემენიანთა იმპერია, ისტორიული საქართველოს ყველა სხვა რეგიონთან შედარებით, უპირველეს ყოვლისა აქ, მდ. ოროხის ზედა წელზე იყო გავრცელებული [4. Меликишвили 1959, 117-118, 232-233, 267-268; Адонц 1908, 83; Lehmann-Haupt 1931, 790; მამულია 1979, 112, 162.].

   ეს შეხედულება, მნიშვნელოვანწილად, ტერმინების სპერი”, სასპერიდა ჰესპერიტი გაიგივებიდან გამომდინარეობს; კერძოდ, აქემენიანთა XVIII სატრაპიაში ალაროდიელებთან და მატიენებთან გაერთიანებულ სასპერებს [5. Σάσπειρεϛ, _ Hdt., III, 94.] უფრო გვიანი ხანების ჰესპერიტებთან აიგივებენ [6. Ἑσπερῖται, _ Xen., Anab., VII, VIII, 25.], რომელთაც, თავის მხრივ, სპერის მოსახლეობად მიიჩნევენ ხოლმე [7. იხ. Lehmann-Haupt 1931, 394; Lehmann-Haupt 1928, 348; მიქელაძე 1967, 146, შენ.75; მიქელაძე 1955, 23-25; Меликишвили 1959, 267; Kaegi 1981, 311; Salia 1983, 15, pl. 1; შდრ., ქავთარაძე 1985, შენ. 478-479.].

   ტერმინიჰესპერიტიგვხვდება ქსენოფონტისანაბასისისდასკვნითი პარაგრაფის საწყის ნაწილში, სადაც ვკითხულობთ, რომ მმართველები მეფის იმ ქვეყნებისა, რომელნიც გავიარეთ, იყვნენ...” [8. Xen., Anab., VII, VIII, 25.] ანუანაბასისისამ ნაწილში ჩამოთვლილია მხოლოდ ის ქვეყნები და ტომები, რომლებიც, ”ანაბასისისძირითადი ტექსტის მიხედვით, ბერძენთა გზაზე მდებარეობდა და რომლებიც აქემენიანთა იმპერის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება დაედო საფუძვლად იმ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც სპერი და იქ მცხოვრები მოსახლეობა (სავარაუდოდ ქართული წარმომავლობისა) სპარსული სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული.

   ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ერთი რამ ცხადი ხდება, ქსენოფონტსა და მის ჯარისკაცებს ჰესპერიტების ტერიტორიაზე უნდა გაევლოთ. ამავე დროს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ”ანაბასისისძირითად ტექსტშიჰესპერიტებიარ არიან დასახელებულნი. რით უნდა ყოფილიყო ეს გამოწვეული? კარგად ცნობილი ფაქტია, რომანაბასისისდასკვნით ნაწილში შავიზღვისპირა ხალიბები აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალიბებისაგან განსასხვავებლად უნდა ყოფილიყვნენკოტებისსახელწოდებით მოხსენიებულნი [9. შდრ., Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4.], მაგრამ გაურკვეველია, თუ რად უნდა მოეხსენებინა თვით ქსენოფონტს თუანაბასისისჰიპოთეტურ ექსტრაპოლატორს, რომელიც კარგად გათვითცნობიერებულ ავტორად არის მიჩნეული, ქსენოფონტის გზაზე მდებარე რომელიღაც ტომიჰესპერიტებისსახელით.

   ჰესპერიტების ვინაობის დადგენასა და ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობისას, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომანაბასისისდასკვნით ნაწილში მოხსენიებული ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველი ტირიბაზი, ამავე თხზულების ძირითადი ტექსტის მიხედვით, დასავლეთ არმენიის სატრაპია [10. შდრ., Xen., Anab., VII, VIII, 25 და IV, IV, 4.]. ამრიგად, ”ანაბასისისდასკვნით პარაგრაფში ტირიბაზის უმთავრესი მოვალეობა დასავლეთ არმენიის მმართველობა შეცვლილია ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველის წოდებით, ხოლო ტირიბაზის ქვეშევრდომებისქსენოფონტისა და მისი თანამოლაშქრეების გზაზე მოსახლე არმენიელების [11. Xen., Anab., IV, IV-V.] ნაცვლად ჰესპერიტები არიან დასახელებულნი. თავისთავად ჩნდება კითხვა: ხომ არ არისანაბასისისდასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინითჰესპერიტებინაგულისხმევი დასავლეთ არმენიის მოსახლეობა და არა სპერის ბინადარნი, როგორც ეს ჩვეულებრივ მიაჩნიათ ხოლმე?

   მსგავსი ვარაუდის საფუძვლიანობას უნდა მოწმობდეს ის გარემოება, რომ ბერძნული სიტყვა έspέρα გამოიყენებადასავლეთის”, ხოლო spριοϛ/spεροϛ – ”დასავლურისმნიშვნელობით [12. Kaegi 1981, 311.]; საყურადღებოა, რომ სტრაბონი ცნებასლიბიელი ჰესპერიტებიიყენებს დასავლელი ლიბიელების აღსანიშნავად [13. Strabo, XIV, I, 39.]. შესაბამისად ამისა, სავსებით დასაშვებად მიმაჩნია, ”ანაბასისისდასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინიჰესპერიტებიანუდასავლელნი” – დასავლეთ არმენიის მოსახლეობის აღსანიშნავად ყოფილიყო ნახმარი [14.  აღსანიშნავია, რომ . პაპეს ბერძნულ საკუთარ სახელთა ცნობილ ლექსიკონში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესპერიტები მართებულად დასავლეთ არმენიის (Άρμενα πρςσπραν, Xen., Anab., IV, IV, 4) მცხოვრებლებად არიან დასახელებულნი, მათ ნამდვილ სახელად ჰეროდოტესეული `სასპეჲრიარის მიჩნეული და იქვე განმარტებულია, რომ მათში – ”ანაბასისისდასკვნითი პარაგრაფის ჰესპერიტებშიუფრო გვიანდელი ხანების ისპირიტისის ანუ ისპირის (იგივე სპერის) მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს (Pape 1884, 395; შდრ., Lehmann-Haupt 1937, 75, შენ.3); ეს შეხედულება, როგორც ითქვა,  ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.], რაც, ალბათ, ნაკარნახევი იქნებოდა სურვილით, განერჩიათ ისინი აღმოსავლეთ არმენიის სატრაპიაში მცხოვრები არმენიელებისაგან, რომელთა ტერიტორიაც კარდუხების ქვეყნიდან გამოსულმა ბერძენმა მოლაშქრეებმა დასავლეთ არმენიის სატრაპიის მიწაზე მოხვედრამდე გაიარეს [15. შდრ., Xen., Anab., IV, III, 1, 3, 4, 20; IV, IV, 1-4.] და რომელთა სატრაპიც ორონტე იყო და არა ტირიბაზი [16. Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4.]. თავისთავადაც, შემდეგდროინდელი სპერის ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით უფრო აქემენიანთა მეცამეტე (თუ არა მეცხრამეტე) სატრაპიაში უნდა ყოფილიყო მოთავსებული, ვიდრე სასპეÁრებით დასახლებულ მეთვრამეტე სატრაპიაში, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო აღმოსავლეთით მდებარეობდა.

   ძველბერძნულ ტექსტებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეინიშნება ერთი და იგივე ეთნონიმების განსხვავებული ფორმების გამოყენება, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ამ ეთნონიმის მატარებელი მოსახლეობის განსხვავებულ ჯგუფებს შორის არსებული შინაარსობრივი სხვაობის გამოხატვა. როგორც ჩანს, `ანაბასისისდასკვნით პარაგრაფში ტერმინიჰესპერიტებიიმგვარადვეა გამოყენებული დასავლეთელი არმენიელების გამოსარჩევად აღმოსავლეთელი არმენიელებისაგან, როგორც ტერმინიკოტებიშავიზღვისპირა ხალიბების აღმოსავლეთანატოლიელი ხალიბებისაგან განსასხვავებლად [17. შდრ., Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4.].

   ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომანაბასისისდასკვნითი ნაწილი შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არის დაშორებული ძირითად ტექსტს, უფრო მეტიც, ტომთა განსხვავებული სახელწოდებების (”კოტები”, ”ჰესპერიტები”) გამოყენება თავისთავად განპირობებული ჩანს მოთხოვნილებით, თხზულების შემაჯამებელ ნაწილში აღრევის თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტებული ყოფილიყო, თუ რომელი ტომი (ან მისი ნაწილი) იყო ტექსტში ნაგულისხმევი. აღნიშნული გარემოება მიგვანიშნებს, რომანაბასისისდასკვნითი ნაწილი, თუნდაც იგი ქსენოფონტის კალამს არ ეკუთვნოდეს, შინაარსობრივად ძირითად ტექსტთან სავსებით თანხვედრილია და აქ, ალბათ, საეჭვო აღარაფერია.

   ზემომოყვანილი მსჯელობა ტერმინჰესპერიტისრაობასთან დაკავშირებით იმისათვის დაგვჭირდა, რომ თვალსაჩინო გაგვეხადა ამ ტერმინის სპერთან (თანამედროვე თურქული ისპირი) დაკავშირების უსაფუძვლობა, რაც, ჩემი აზრით, თავის მხრივ საფუძველს აცლის მყარად ფეხმოკიდებულ შეხედულებას, ”მოქცევაქართლისაცნობისარიან-ქართლისარიული ანუ ირანული კუთვნილებისა თუ დაქვემდებარების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაელინისტური ხანის აღმოსავლეთი საქართველო თავად ატარებს არცთუ უმნიშვნელო აქემენიდური ზეგავლენის კვალს და ძნელი წარმოსადგენია მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე, რთულრელიეფიანი, კლდე-ხევებსა და ტყეებში ჩაკარგული ქართული ტომებით დასახლებული რომელიმე სხვა მხარე მასზე უფრო მეტად ყოფილიყოირანიზირებულიდა შესაბამისად ტერმინიარიან-ქართლიცამ რეგიონისდანარჩენიქართლისაგან განმასხვავებლად ყოფილიყო ნახმარი.

   აქემენიანთა ეპოქის თანადროულ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ირანული ზეგავლენის არსებობის უტყუარ ნიშანს წარმოადგენს აქ გამოვლენილი ზოროასტრიული რელიგიის გავრცელების ამსახველი ნაშთები, უხვად გამოვლენილი მატერიალურ კულტურაში; განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კავთისხევის ციხიაგორა და ხოვლეგორა (. კასპთან), სადაც შესაძლოა არსებობდა აქემენიდური ხანის საკულტო ადგილები. მრავლისმეტყველია თუნდაც ღვთაება არმაზის სახელწოდებისა [18. იხ., მაგ., ქავთარაძე 2009.] და საზოგადოდ არმაზის სანახების ტოპონიმიკის ირანული ხასიათი.

   რაც შეეხება ჰეროდოტესთან მოყვანილ სატრაპიების ანუ დარიოსის მოხარკეთა სიისიმ ცნობას [19. Hdt., III, 93.], რომლის მიხედვით, ერთსა და იმავე XIII სატრაპიაში პაქტიიკესა  და არმენიის მოსახლეობასთან გაერთიანებული და არმენიის მეზობლად მცხოვრები ტომები თითქოს ევქსინის პონტომდე ვრცელდებოდნენ, უნდა ითქვას, რომ XIII სატრაპიის შავიზღვისპირეთამდე გავრცელება ნომინალური ხასიათისა უნდა ყოფილიყო; ძალზე საეჭვოა, რომ ძვ. . IV . დასაწყისისათვის დასავლეთ არმენიის სატრაპიის ტერიტორია მდ. არაქსის ზემო წელის მარცხენა (ჩრდილოეთ) ნაპირს დიდი მანძილით ყოფილიყო დაშორებული. გარდა იმისა, რომ ქსენოფონტისანაბასისისმონაცემებით, ტაოხები და ხალიბები სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებოდნენ [20. შდრ., Xen., Anab., V, V, 17; VII, VIII, 25.], სავარაუდოა, რომ მათ, ამავე დროს, ხალიბების მეთაურობით, ერთი ტომობრივი გაერთიანება უნდა ჰქონოდათ ჩამოყალიბებული [21. შდრ., Xen., Anab., IV, IV, 18; IV, V, 34; V, VI, 5; IV, VII, 1, 15-18; VII, VIII, 25].

   ხალიბები და ტაოხები დასავლეთ არმენიის სპარსელ სატრაპს რომ არ ექვემდებარებოდნენ, გარდა ქსენოფონტისანაბასისისდასკვნითი პარაგრაფის საწყის ნაწილში აქემენიანთა იმპერიის შემადგენლობაში შემავალ და ბერძენთა გზაზე მდებარე ქვეყნებსა და ტომებს შორის მათი დაუსახელობისა [22. შდრ., Xen., Anab., VII, VIII, 25.], მოწმობს ტირიბაზის ჯარში მათი ცალკე – ”მოქირავეებადმოხსენიებაც, განსხვავებით საკუთრივ ტირიბაზის მეომრებისაგან [23. Xen., Anab., IV, IV, 18.], ვინაიდან, ძნელი წარმოსადგენია დასავლეთ არმენიის მმართველს, ტირიბაზს თავისივე ქვეშევრდომები დაექირავებინა. ხალიბთა ქვეყანა და არმენია აშკარად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული დასავლეთ არმენიის ერთ-ერთი სოფლის მამასახლისის (κώμαρχοϛ) მიერ ქსენოფონტისათვის ნათქვამ სიტყვებში, რომ წინ ბერძენთა გზაზე მდებარე არმენიის მეზობელი ქვეყანა ხალიბებს ეკუთვნოდათ [24. Xen., Anab., IV, V, 34.].

   ბუნებრივია კითხვა, თუ ჰესპერიტებში არა სპერის, არამედ დასავლეთ არმენიის მოსახლეობა იგულისხმება, ვის უნდა ეცხოვრა ასეთ შემთხვევაში ძვ. . V საუკუნის მიწურული ხანის სპერში? ამ საკითხის გარკვევაში ისევანაბასისისმონაცემები გვეხმარებიან, რომელთა მიხედვით, სპერის ადგილმდებარეობა ყველაზე უფრო უახლოვდება იმ ტერიტორიას, რომელიც სკვითინებით იყო დასახლებული. როგორც ვიცით, ქსენოფონტისა და მისი თანამემამულეების გზა, ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ - მდ. ჰარპასოსიდან (გაიგივებულია მდ. ჭოროხთან) მაკრონთა ქვეყანამდე (. ტრაპეზუნტის სამხრეთით) – სკვითინების მიწაზე გადიოდა [25. Xen., Anab., IV, VII.].

   სკვითინების ქვეყნის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იძლეოდეს მათი უმნიშვნელოვანესი ქალაქისგვიმნიასის მდებარეობა . ტრაპეზუნტის სამხრეთით განლაგებული მთების გადაღმა 5 დღის სავალ მანძილზე [26. Xen., Anab., IV, VII, 18-27; IV, VIII, 1.],  რაც, როგორც ფიქრობენ, დაახლოებით თანამედროვე . ბაიბურთის სანახებს უნდა თანხვდებოდეს ანუ ისტორიულ სპერს. სკვითინების ქვეყნის შუაგულში . გვიმნიასის მდებარეობას მოწმობს ის გარემოება, რომ ბერძენთა მსვლელობის გზაზე, როგორც ამ ქალაქამდე, ასევე მისი გავლის შემდეგაც, სკვითინების ტერიტორია საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული [27. იხ. ქავთარაძე 1985, 91შმდ.].

   ამრიგად, როგორც ვხედავთ, ტერმინარიან-ქართლისათვისმისადაგებულ სპერის ოლქში (და შეიძლება ითქვას, რომ არც მთლიანად ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში) არ იკვეთება აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით სპარსელთა პოლიტიკური ბატონობისა თუ ეთნიკური დომინირების უფრო მნიშვნელოვანი ნაკვალევი, რაც საშუალებას მოგვცემდა გვეფიქრა ამ მხარის უფრო მეტ სპარსელობასა თუ არიელობაზე. შესაბამისად საფიქრებელი ხდება, რომ არც ტერმინ არიან-ქართლშიგამოყენებული სიტყვა – ”არიანიუნდა ყოფილიყო სპარსულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად აღმოცენებული.

   ჩვენი აზრით, ტერმინ არიან-ქართლში ასახულია გადმოცემა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. . 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ, რომელიც, თვით ძველ მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა მცირეაზიელ ბერძენს, ისტორიკოსს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს, ”ინდოეთის ისტორიისავტორს მეგასთენეს (დაახლ. ძვ. . 350-290 წწ.). ეს ლეგენდარული ცნობა, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე, რომელსაც საფუძვლად ედო მხოლოდ და მხოლოდ ორი (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) იბერიის სახელწოდებათა იდენტურობა, საკმაოდ ფართოდ გავრცელდაგარდა ძველბერძნულ-რომაული სამყაროსი, იგი პოპულარული იყო აღმოსავლეთშიც, კერძოდ, სირიულ და სომხურ ლიტერატურაში; სავსებით მოსალოდნელია, თავისებური ასახვა მას ქართულ მატიანეშიც ეპოვნა. მაგრამ ეს საკითხი უკვე სულ სხვა მოხსენების თემაა  [28. იხ. ქავთარაძე 2009a, 70-74.].

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

მამულია 1979 = . მამულია. კლასობრივი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბილისი, 1979.

 

მიქელაძე 1955 = . მიქელაძე. ფასიანების სადაურობისა და ადგილსამყოფელის გარკვევის საკითხისათვის, – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

მიქელაძე 1967 = . მიქელაძე. ქსენოფონტისანაბასისი” (ცნობები ქართველი ტომების შესახებ). თბილისი, 1967.

 

ქავთარაძე 1985 = . ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი, 1985.

 

ქავთარაძე 2009 = . ქავთარაძე. წარმართული იბერიის ღვთაებათა არსისათვის, წგნ.: კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XIII. ეძღვნება გიორგი მელიქიშვილის ნათელ ხსოვნას. რედაქტორები: . ტატიშვილი, . ხვედელიძე, . გორდეზიანი. თბილისი, 2009.

 

ქავთარაძე 2009a = . ქავთარაძე. ტერმინ "არიან-ქართლის" განმარტებისათვის, – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისური საუბრები, XII. სიმპოზიუმის სამუშაო პროგრამა და წარმოდგენილ მოხსენებათა მასალები, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2009.

Адонц 1908 = Н. Адонц. Армения в эпоху Юстиниана. Политическое состояние на основе нахарарского строя. С. Петербург, 1908.

Меликишвили 1959 = Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

Kaegi 1981 = Benselers Griechisch-Deutsches Wörterbuch. Bearbeitet von A. Kaegi. Leipzig,  1981.

Lehmann-Haupt 1928 = C. F. Lehmann-Haupt. Siegl vom Kentritis bis Trapezunt, – Gnomon, Bd IV, H. 6, 1928.

Lehmann-Haupt 1931 = C. F. Lehmann-Haupt. Armenien einst und jetzt, Bd II, H. 2. Berlin/Leipzig, 1931.

Lehmann-Haupt 1937 = C. F. Lehmann-Haupt. On the origins of the Georgians, – Georgica, a Journal of Georgian and Caucasian Studies, nos. 4-5, 1937.

Pape 1884 = M. Pape. Wörterbuch des Griechischen Eigennamen, dritte Auflage, erste Hälfte. Braunschweig, 1884.

Salia 1983 = K. Salia. Histoire de la nation Géorgienne (deuxième edition). Paris, 1983.

Schmitt 2004 = R. Schmitt. Old Persian, in: The Cambridge Encyclopedia of the World’s Ancient Languages. Edited by R. D. Woodard. Cambridge: Cambridge University Press, 2004.

 

GIORGI L. KAVTARADZE

Ivane Javakhishvili Institute

of History and Ethnology

 

 

“ARIAN-KARTLI” –– MYTH OR REALITY ?

 

Summary

 

   The localizaton of Arian-Kartli mentioned in the old Georgian Chronicles (e.g. “The Christening of Kartli”) has been among the unsolved problems of Georgian historiography. By the generally accepted opinion Arian-KartIi should be searched south-west of modern Georgia, in the north-eastern parts of Anatolia, on the territory of south-western part of historical Georgia. As to “The Christening of Kartli”, Alexander the Great, after having arrived in Kartli (Iberia), installed his close supporter Azo as a king in Mtskheta. Azo is a king's son of the country of Arian-Kartli, and he took his countrymen and idols Gatsi and Ga with him from his old homeland to Mtskheta.

   The opinion is widespread among specialists that the term Arian-Kartli means “Arian”, i.e. Persian/Iranian, Kartli and it was used to designate territories located in the south-western part of historical Georgia where old Georgian provinces of Speri (modern Turkish İspir, on the upper flow of Chorokhi/Choruh) and Tao-Klarjeti were located. It has been taken into consideration that in the final part of Xenophons “Anabasis” only such countries and tribes were enumerated which, in accordance with the basic text, were on the route of Greeks. Among others there is mentioned an ethnonym “Hesperitae” (VII, VIII, 25).

   The problem of settlement of Hesperitae is a crucial one, because of their location, by some scholars, in Speri, the Achaemenian empire is thought to be spread there at the beginning of 4th century BC and as the consequence the term “Arian-Kartli” should emerge as the reflection of the Iranian dominance in this part of Georgia, with the meaning of “Arian” (or Persian) Kartli.

   I think the fact must be taken into consideration that at the time of the identification of the Hesperitae and the definition of their location, Tiribas, mentioned in the final part of the “Anabasis” as a governor of the Phasianoi and Hesperitae, in accordance with the basic text, was the satrap of Western Armenia (IV, IV, 4). Thus in the final part of the "Anabasis", the main function of Tiribas – that of a ruler of Western Armenia – was changed to the task of a ruler of the Phasianoi and Hesperitae and instead of Armenians, subjects of Tiribas whose country was situated on the route of Xenophons Greek companions, are mentioned Hesperitae.

   Consequently, the question is inevitable: Was the population of Western Armenia, mentioned in the basic part of “Anabasis”, implied under the name of “Hesperitae” of the final part of the same text?

   The validity of such an assumption can be reinforced by the fact that the Greek word εσπερα means “west” and εσπεριος/εσπερος – “western”. It is important to notice that Strabo used the term Hesperitae of Libya to designate Western Libyans (XIV, I, 39). Therefore it seems quite possible that the term of the final part of the “Anabasis”, “Hesperitae” or “inhabitants of west” was used for the designation of Western Armenians, and this fact was apparently dictated by the wish to detach them from the Armenians who lived in the satrapy of East Armenia and the territory of which the Greeks passed, until they reached the land of the satrapy of Western Armenia (cf. IV, III, 1, 3,4, 20; IV, IV, 1-4). In a similar way for the distinguishing of the Chalybes, living at the Black Sea littoral from the Chalybes of the East Anatolian highlands, the ethnonym “Coites” was used (cf. III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4). Therefore we can approve that the final part of the “Anabasis” from the point of view of its contents is by no means contradictory to the main basic part.

   Consequently, we must exclude any possibility to consider the West Armenian “Hesperitae” of Xenophons “Anabasis” as a Kartvelian tribe or as a population of Speri, of the upper flow of Chorokhi and therefore the idea of the dominance of Achaemenid Persia in the territory of Speri is quite groundless.

   In our opinion in the term “Arian-Kartli” was reflected the very popular idea of the Classical times, that the Babylonian king Nebukhadnezzar II of the 7th-6th centuries took the captives from among the Iberian and Libyan people, whom he had taken as prisones and resettled them on the right side of the Pontus Sea after having attacked the land of the Libyans and Iberians. The information  about the migration of Iberians (i.e. ancient Georgians) from Africa (Libya) and the Iberian peninsula (Western Iberia) by the Babylonian king Nebukhadnezzar, was ascribed to the historian Megastenes of the late 4th - early 3rd centuries BC already at the Classical times. This information concerning the resettlement of the population of the Iberian peninsula to the Caucasus was created by the old Greek and Roman authors in consequence of wrong use of old ethnonyms.

 

 

Back:

http://www.scribd.com/doc/34203622/

or

http://www.geocities.ws/komblege/index.html