”კართაგენელები” და კავკასია - Giჲrgi Kavtaradze

 

გიორგი ქავთარაძე

 

”კართაგენელები” და კავკასია

 

      კავკასიაში კართაგენელთა ყოფნის უძველესი ცნობა უკავშირდება დიდ კართაგენელ მხედართმთავარსა და საზოგადო მოღვაწეს ჰანიბალს (ძვ. . 247/246-183 წწ.), რომელიც ერთხანს შეფარებული ყოფილა სომხეთის მეფის არტაშეს I-ის კარზე. პლუტარქეს ცნობით, იგი სომხეთის მეფეს ეხმარებოდა ”არმენიის კართაგენად” (ένἈρμενίοιςΚαρχεδών) წოდებული სატახტო ქალაქის არტაშატის დაგეგმარებაში.

      უფრო გვიან, ახ. . V . პირველი ნახევრის სომხეთში მომხდარი ამბების აღწერისას, VII . სომეხი ისტორიკოსი სებეოსი თითქოს იუწყება მის ქვეყანაში კართაგენელთა ხანმოკლე გაბატონების შესახებ. კერძოდ სებეოსის ისტორიის მიხედვით, არშაკიდების ბატონობისა და ვარამ შაპუჰის ხანის დამთავრების შემდეგ სომხეთში გაბატონებულა ხალხი ”კარქედოვმაეცის” სამთავროდან. კართაგენის აღმნიშვნელი სომხური სახელწოდება – ”კარქედოვმაეცი” (Կարքեդովմայեցի) წარმოდგება ბერძნული Καρχεδών-იდან, რომელიც, თავის მხრივ, სათავეს იღებს კართაგენის ფინიკიურ-პუნიკური სახელიდან – Kart Hadašt.

      სებეოსის ცნობით, დიდ მოგვებთან და სამეფოს უმთავრეს ნახარარებთან ერთად შემუშავებულა სომხეთში ქრისტიანობის ამოგდების გეგმა. სებეოსი იქვე განმარტავს, რომ ეს ამბავი შეეხება ბოროტი იაზკერტის მეფობის ხანას. „ბოროტი იაზკერტში“ ირანის სასანიანი შაჰი იაზდგერდ II იგულისხმება, რომლის ზეობის წლები (438-457 წწ.) ქრისტიანთა და სხვა არაზოროასტრელთა განსაკუთრებული ჩაგვრით იყო გამორჩეული. თუ სებეოსის ცნობას დავეყრდნობით, სომხეთში კარქედოვმაОეცის სამთავროს ხალხის გაბატონების ხანა მოქცეული უნდა იყოს ვარამ შაპუჰის გარდაცვალების ხანიდან იაზდგერდ II-ის მეფობის დამთავრების ხანამდე ანუ უნდა განისაზღვროს დაახლ. 417-457 წწ. შუალედით.

      სებეოსის ტექსტის კომენტატორების აზრით, კარქედოვმაეცელებში სპარსელები იგულისხმებიან, ვინაიდან უშუალოდ მომდევნო წინადადებაში ნახსენებია დიდ მოგვებთან და სამეფოს უმთავრეს ნახარარებთან ერთად სომხეთში ღვთისმოსაობის ამოგდების წადილის არსებობა. სებეოსის რუსულად მთარგმნელი . პატკანიანი შენიშნავდა, რომ მან ვერ შეძლო ამ სახელის განსაზღვრა, თუმცა კი იგი სპარსელებს უნდა აღნიშნავდეს. ამ ტერმინის წარმომავლობის დადგენა ვერც ტექსტის მეორე მთარგმნელმა, . მალხასიანცმა შესძლო, რომელმაც, V . სომეხი ისტორიკოსის ეღიშეს ცნობასთან შეთანაპირებით, სადაც ზემოხსენებულის შესატყვის ადგილას სასან სპარსის შთამომავლობის მიერ სომხეთის დაპყრობის შესახებ არის საუბარი, სებეოსის მიერ მოხსენიებული, ”კარქედოვმაეცის სამთავროს ხალხი” (ազգնԿարքեդովմայեցիիշխանութեանն) და . პატკანიანის მიერ რუსულად ასევე თარგმნილი (”народ Кархедомского княжества”; ინგლისური ტექსტის ავტორი, . ბედროსიანციც . პატკანიანის მსგავსად თარგმნის: ”the peჲple ჲf the Kark'edჲvmayets'i principality”) შეცვალა ”კარქედოვმაეცის დინასტიის გვარით” (”род Карк'едомской династии”), თუმცა . მალხასიანციც იქვე შენიშნავდა, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ უნდა შერქმეოდათ სასანიანებს ეს სახელი.

      კარქედოვმაეცელების უშუალოდ სპარსელებთან გაიგივებას ხელს უნდა უშლიდეს ის გარემოება, რომ სებეოსთან ეს ”ხალხი” (ազգ – ერი, peple, народ) მხოლოდ ”სამთავროს” (իշխանութեան – სათავადო/საერისთავო, principality, княжество) მფლობელია, სასანიანთა ძლევამოსილი იმპერიისაგან განხვავებით, რომელსაც უფრო შეესაბამება მომდევნო წინადადება, სადაც საუბარია მოგვებთან და ”სამეფოს” (թագաւորութեան – kingdm, царство) (და არა ”სამთავროს” – ..) დიდებულებთან (ნახარარებთან) ერთად სომხეთში ღვთისმოსაობის განადგურების განზრახვის დაგეგმვაზე.

      ვინაიდან თვით სებეოსი აცხადებს, რომ სხვა ავტორების მონაცემების მიხედვით, ეს ამბავი (კარქედოვმაეცის სამთავროს ხალხის გაბატონებისა და სომხეთში ღვთისმოსაობის მოსპობის გეგმის) შეეხება ბოროტი იაზკერტის მეფობას, სავარაუდოა, რომ მოხდა ორი განსხვავებული, თუმცა შინაარსობრივად და ქრონოლოგიურად რამდენადმე ახლო მდგომი ამბავის ერთმანეთში აღრევა: 1. კარქედოვმაეცის ”სამთავროს” ხალხის გაბატონების; 2. ბოროტი იაზკერტის მიერ ძლევამოსილი მოგვებისა და მისი ”სამეფოს” უმთავრესი დიდებულების თანადგომით სომხეთში ღვთისმოსაობის აღმოფხვრის. სხვაგვარად ძნელი ასახსნელია ერთმანეთის მომდევნო ორ წინადადებაში და ერთიდაიმავე კონტექსტში ჯერ ”სამთავროსა” (իշխանութեան) და შემდეგ ”სამეფოს” (թագաւորութեան) მოხსენიება.

      ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის მედალიონთა განყოფილებაში XIX საუკუნიდან დაცული და გაურკვეველი წარმომავლობის ონიქსის ბეჭედი (მისი ანაბეჭდი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება). ბეჭდის თვალი წარმოადგენს გემას სასანიანთა ყაიდაზე ამოკვეთილი მამაკაცის პროფილით, ხოლო გამოსახულებას ირგვლივ დართული აქვს ამ პიროვნების ძალაუფლების დამამოწმებელი წარწერა ბერძნულ ენაზე – [ΑC]OΥCΑC ΠΙΤΙΑΞΗC ΙΒΗΡΩΝ ΚΑΡΧΗΔΩΝ – უსას პიტიაკსეს იბერონ კარხედონ.

მართალია წარწერაში სავსებით ნათლად ისმის კართაგენის სახელი, მაგრამ მკვლევრები ერთხმად გამორიცხავენ მასში ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქის დანახვის შესდაძლებლობას და არც იქვე მოხსენიებულ იბერებს უკავშირებენ პირენეს ნახევარკუნძულზე მცხოვრებ იბერებს. ამას თუნდაც ის გარემოება უშლის ხელს, რომ პიტიახშის ინსტიტუტის არსებობა მხოლოდ ირანსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზეა საგულვებელი და დასტურდება კიდევაც ამიერკავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ”კარხედის” მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება, . ყაუხჩიშვილის აზრით, იგი აშკარად განსაზღვრავს ეთნონიმს ”იბერი” და მიუნიშნებს ბეჭდის მფლობელი პიტიახშის ”კარხედ” იბერობაზე და შესაძლოა ამით ”ქართველ იბერთა” განსხვავებაზე ”ესპანელი იბერებისაგან”.

”კართაგენელი” იბერებისა და მათი პიტიახშის ”უსას” იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით არაერთი აზრი არის გამოთქმული: . პეეტერსი შემდეგნაირად თარგმნიდა წარწერას: ”აშუშა პიტიახში კოლხელი იბერებისა”, . ინგოროყვა: ”აშუშა პიტიახში იბერთა-კარქედისა (ანუ კლდეკარის)”, ექ. თაყაიშვილი: ”უშა, პიტიახში იბერთა-ქართლელთა”. . კუფტინი: ”უშა პიტიახში იბერთა ქართთა”. ფრ. აკინეანის აზრითაც, კართაგენელ იბერებში გუგარქის ხალხი, გოგარენელები უნდა იგულისხმებოდნენ. . თუმანოვს ეს მოსაზრება სავსებით დასაშვებად მიაჩნია, თუმცა შენიშნავს, რომ ამას ხელს უშლის ამ ორ სიტყვას შორის არსებული დიდი ფონეტიკური დაშორება. აღსანიშნავია, რომ ქართველებთან, ოღონდ სებეოსისეულ ”კარქედოვმაეცის” ხალხს ჯერ კიდევ . ვესტერგარდი აკავშირებდა.

      აღნიშნული ბეჭდის ”კარხედონთან” სებეოსის ისტორიაში მოხსენიებული ”კარქედოვმაეცის” შესაძლო კავშირზე ყურადღება, პირველად . კეკელიძემ გაამახვილა. მის მიერ ტერმინ ”იბერონ კარხედონში” .. სასანიანთა იბერების დანახვა, ძირითადად დამყარებულია სებეოსისეული ტექსტის . მალხასიანცის ზემოაღნიშნულ კონიექტურაზე და შესაბამისად მასაც პიტიახშის ბეჭდის წარწერაში სასანიანთა დინასტია აქვს ნაგულისხმევი; ამის შედეგად კი წარწერა შემდეგნაირად იშიფრება: ”აშუშა, სასანელთა (ანუ სპარსეთის) იბერების პიტიახში” (πιτιάξης τῆς περσικῆς Ίβηρίας). თუმცა . კეკელიძესთან, ისევე როგორც . მალხასიანცის კომენტარში, გაურკვეველი რჩება ტერმინ კარქედოვმაეცის ეტიმოლოგია.

      როგორც ვხედავთ, ძირითადი წინააღმდეგობა საკითხის გარკვევისას მაინც ტერმინოლოგიური ხასიათისაა. ალბათ არც ის არის გამოსარიცხი, რომ პიტიახშის ბეჭდის წარწერაში მართლაც ”კართაგენი” ყოფილიყო მოხსენიებული და აქ შესაძლებელია თავს იჩენდეს ის ტრადიცია, რომელიც . კეკელიძის განმარტებით, ამა თუ იმ დაწინაურებული გვარის გენეალოგიას იწყებს ხოლმე რომელიმე გამოჩენილი და ცნობილი ადგილისა ან პირისაგან, როგორც მაგ., ბაგრატიონები ”დავითიან-სოლომონიანს” უწოდებდნენ თავის თავს და იერუსალიმიდან გამოყავდათ საკუთარი გვარი. ამ მხრივ, ტერმინებთან – ”იბერონთან” და ”კარხედონთან” მიმართებაში, გასათვალისწინებელია ძვ. . IV-III სს. ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის, ”ინდოეთის ისტორიის” ავტორის მეგასთენესადმი მიწერილი და კლასიკურ და მომდევნო ხანებში ფართოდ გავრცელებული ლეგენდარული ცნობა პონტოსთან მცხოვრები იბერების დასავლეთის იბერიიდან და ლიბიიდან გადმოსახლების თაობაზე, რომელმაც თავისებური ასახვა იმდროინდელ თხზულებებში ჰპოვა და სავსებით მოსალოდნელია იგი იბერიის გამგებლის ერთ-ერთ ძირითად ინსიგნიაზეც ასახულიყო. აღსანიშნავია, რომ . მელიქიშვილი არ გამორიცხავდა, მოქცევაქართლისა ”არიან-ქართლის” არიანის მიღების შესაძლებლობას ”პერენეის” (პირენეს) დამახინჯების შედეგად.

      კავკასიის იბერიასთან დაკავშირებით მემატიანებს ძველთაგანვე ჰქონდათ წარმოდგენა ამ ქვეყნის კავშირის თაობაზე პირენეს იბერიასთან, რაც ძირითადად მათი სახელწოდებების იდენტურობით იყო განპირობებული. ეს იდენტურობა ადგილობრივი სახელების ბერძნულ-ლათინურ სამყაროსათვის უფრო ჩვეულ სახელებთან მიმსგავსებისა თუ თარგმნის შედეგად იქმნებოდა ხოლმე. ამგვარად უნდა აღმოცენებულიყო კავკასიაში ჯერ კიდევ ძვ. . IV -მდე სახელწოდება ”იბერია”, უფრო გვიან კავკასიის ”ალბანია” და . . შესაძლოა ადგილობრივი ტერმინების ბერძნულ-ლათინურად გააზრების მსგავს მოდელს ემუშავა კართაგენელების აღმნიშვნელი ტერმინის – ”კარხედონის” – ეთნონიმ ”იბერის” მსაზღვრელად გამოყენების დროსაც.

      ბეჭდის წარწერაში ლიბიისა და იბერიის მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების შესახებ ცნობის შესაძლო ასახვის შუქზე, დასაშვები უნდა ჩანდეს ”კარხედონით” ”ლიბიის” ჩანაცვლება. ამის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს თვით კართაგენის მოსახლეობის მიმართ ტერმინ ”ლიბიელის” გამოყენების კარგად ცნობილი ფაქტი; როგორც ცნობილია, კართაგენელების აღსანიშნავად, რომლებიც ფინიკიელთა და ავტოქტონთა ნაჯვარს წარმოადგენდნენ, ფართოდ იხმარებოდა ტერმინი – ”ლიბიელი ფინიკიელი” (Λιβυφοἱνϊκες), საპირისპიროდ ლევანტიელი ანუ ”სირიელი ფინიკიელისა” (Συροφοίνικες).

      მაგრამ რომელი იბერიული სახელწოდება შეიძლება მივიჩნიოთ წარწერის ”კარხედონის” პროტოტიპად თუ წინა-ფორმად?

      თუ გავითვალისწინებთ, რომ კართაგენის ფინიკიურ სახელწოდებაში – Kart Hadašt – შემავალი სიტყვა ”kart” აღნიშნავს ”ქალაქს”, ხოლო ტერმინი ”ქართლი”, დაკავშირებული არმაზციხის ძველ სახელწოდებასთან მთა ქართლი, მკვლევართა აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა ”ქართა”-საგან (ქართული დეტერმინანტი-სუფიქსის - დართვით), რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა ”შემოღობილ ადგილს” ხოლო შემდეგ – გალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს. თუმცა უნდა არსებობდეს უფრო ”ეკონომიკური” ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც, ვინაიდან ”ქალაქის” აღმნიშვნელი არამეული სიტყვაა – ”karta”, ხოლო ფინიკიურთან ახლომონათასავე ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო არმაზციხის ადრეულ ბინადართა შორის, სავსებით დასაშვებია სწორედ სიტყვა ”karta” იყოს დაკავშირებული ტერმინ ”ქართლთან”. არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის ”ბელტის ციხის” სახელიც (ამჟამად ცნობილი – ბებრის/ბერის ციხედ) წარმომდგარი იყოს ასევე არამეული ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი სიტყვიდან – ”birtȃ”. საინტერესოა, რომ იმავე შინაარსისა და ჟღერადობის სახელწოდება – ”birtha” – გვხვდება კართაგენშიც, ადგილობრივი აკროპოლისის აღმნიშნვნელად. ტერმინი ”karta”, თავის მხრივ, უკავშირდება ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ სიტყვას ”ard”-, რომლის შედარებით გვიანდელი – აქემენიანთა ხანის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე – გააზრებაც შესაძლოა ყოფილიყო ”მთა ქართლის” აღმნიშვნელად არამეული სიტყვა – ”karta”- გამოყენება.

      ამრიგად, პიტიახშისეული წარწერის ტერმინი – ”იბერონ კარხედონი”, გარდა ლიბიელთა და დასავლეთის იბერიელთა კავკასიაში გადმოსახლების ლეგენდარულ ცნობასთან მისი შესაძლო კავშირისა, შესაძლებლობას გვაძლევს მასში კონკრეტული გეოგრაფიული ცნება დავინახოთ, ”მთა ქართლის” (ანუ არმაზციხის) იბერიის სახით და, შესაბამისად, ადრინდელზე უფრო მეტი საფუძვლიანობით მივიჩნიოთ ბეჭედზე გამოსახული პიტიახშიც არმაზციხის ანუ იგივე ”მთა ქართლის” იბერიის გამგებლად, მხარისა, რომელიც ჩვეულებრივ მტკვრის მარჯვენა ნაპირის ქართლად (იბერიად), ხოლო სომხურ და ბერძნულ წყაროებში გუგარქისა (Գուգարք) და გოგარენეს (Γωγαρηνή) სახელით არის ხოლმე ცნობილი.

 

 

ლიტერატურული საქართველო, 15 სექტემბერი, 2006 ., N 32 (3596).

 

 

Back:

 

http://www.scribd.cm/kavta

 &

http://www.geocities.ws/komblege/index.html