ვინ არის ჩორეხის პროტოტიპი? Giorgi Kavtaradze. Who was a prototype of Chorexi? – Kalmasoba № 8 (82) 2004, p. 9 (in Georgian).

 

გიორგი ქავთარაძე

ვინ არის ჩორეხის პროტოტიპი?

 

ჩორეხი გიორგი ლეონიძისნატვრის ხის" ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟია. იმის გასაგებად თუ ვინ უნდა ყოფილიყო მისი პროტოტიპი, გასათვალისწინებელია ავტორისეული შენიშვნა, რომ შოთას ლექსში "ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი...," "ჩორეხი უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა". ნაწარმოებში თითქოსდა ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გაელვებული ეს ფრაზა - "უპირველესად თავის თავს ჰგულისხმობდა" -, ვფიქრობ, გასაღებს უნდა იძლეოდეს ამ გმირის წარმომავლობის ამოსახსნელად, გოგლა ჩორეხში უპირველესად სწორედ საკუთარ თავს უნდა ჰგულისხმობდეს. მართლაც, თუკი რომელიმე სახეა "ნატვრის ხეში" ავტორისეული თვისებების მატარებელი, ეს ჩორეხია.

 

გოგლას დახასიათებით, "ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს რილობებს, თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას, სიყვარულისასო!" იგი "წარსულზე ფიქრით იყო დაფერფლილი და მით სამშობლოზე მტლედ შემოდებული...". "დარბაისელი ჩორეხის საგანი ერთადერთი იყოსაქართველო და მისი სიყვარული!"ეს ხომ თავის თავზე აქვს ნათქვამი მწერალს, რომლისთვისაც სამშობლო, მისი "გულის ფეთქვაა" და მისი "ლექსის სახელი". საქართველო მისთვის ყველაფერი იყო, ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული:

 

"როგორც ორაგულს კასპიის ზღვაში

არაგვის ჩქერი მოეწყურება,

ნაპირს ასკდება დარილი ქვაში,

დე, შეუღებონ მკერდი წყლულებმა, -

ისე ვისწრაფვი შენდა, მარადდღე;

მამულო, დარილ სულისკვეთებით,

მომეცი ბინა, გინდ შენს შარაზე,

                                               გინდ შენს წინწკალშიც კი დავეტევი!"

 

თუ ჩორეხისთვის "დიდი თამარი, საქართველოს დედათა პირის წყალი" და "დიდი პირიმზეა", გოგლასთვის იგი"სამშობლოს დედაა" და "შუბლ-ასპიროზი."

 

გოგლას ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსის "ახლო მოიწი სამშობლოს გულო!" ბოლო სტრიქონებია:

 

"მზე ჩემი წილი

ნაფრქვევი სარკმელს

ისიც სამშობლოს მიუწილადო."

 

მოთხრობაში თითქოს გარკვეული წინაღმდეგობა შეინიშნება, ჩორეხი არა ჩანს მხოლოდ "დაღამებული გუნების კაცი, რომელიც მხოლოდ წარსულის ღამეში ცხოვრობდა, რადგან არ ჰქონდა აწმყოს მხედაობა" ან "...ცალმაგი, ერთმაგად ნაქსოვი ადამიანი, ერთის თვალით მხედავი," მწერალი თავად გვამცნობს, რომ "ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ვითარებაც აფიქრებდა წანწალოსანს. ამიტომაც, ძველი ნაშთების გარდა, ხეტიალის დროს ღელეებსა და ხევებში მადნებსაც ეძებდა. დიდი სითათუთით ჰქონდა პარკებში შენახული ოქრონარევი ქვიშა, მომბზინავი რიყის ქვები და სხვა მინერალები, როგორც დიდი მადნების ნიშნები და დიდ იმედებსაც ამყარებდა მათზე, - მომავალი მოდგმისათვის." ავტორი საკუთრივ ჩორეხსაც ხომ ათქმევინებს, რომ "ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმეა საირო, საქმე!"

 

ეს წინააღმდეგობა უფრო იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ავტორი თავის პერსონაჟის ბედზე ზრუნავდა ცენზურისაგან მის დასახსნელად. თავშეწირულ მამულიშვილს, ჩორეხს, ნაკლი თუ არ გამოეძებნებოდა, 1956 წლის 9 მარტის მომდევნო პერიოდის მკითხველამდე იგი ვერ მიაღწევდა. ქართულ კულტურასა და საზოგადოდ ერის ეთნო-ფსიქოლოგიაზე 9 მარტის ტრაგედიის დაღის ზემოქმედების შესწავლა-გააზრება ჯერ კიდევ ელის თავის მკვლევარს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ხერხი გამოიყენეს შედარებით უფრო უხიფათო სამოცდაათიან წლებში თენგიზ აბულაძემ და რევაზ ინანიშვილმა, როდესაც კინოფილმის სასცენაროდ გადაკეთებულ "ნატვრის ხის" ჩორეხს წინდახედულად უწოდეს ამავე წიგნის მეორე გმირის, ბუნბულას სახელი, რათა ჩორეხის სახელს ჩრდილი არ მისდგომოდა და გარეგნულად კომიკურ და ეროსი მანჯგალაძის მიერ ჩვეული ოსტატობით განსხეულებულ პერსონაჟად აქციეს.

 

ტყე-ღრე წოწიალი ჩორეხს გოგლას მამა-პაპასავით ყვარებია. გოგლა თავის "ავტობიოგრაფიაში" იხსენებს: "ერთხელ ღრმად მოხუც და სიტყვაძვირ ბიძაჩემს ალექსი გულისაშვილს შევეკითხე: - რანაირი კაცი იყო მამაჩემი? –ტყე უყვარდა!.. მომირა მოკლედ. – პაპაჩემი? – იმასაც ტყე უყვარდა! – ეს იყო და ეს!.. ვფიქრობ, ამით ბიძაჩემს უნდოდა ეგრძნობინებინა მათი სხვანაირობა, ანუ მათი რომანტიულობა, პოეტურობა."

 

ჩორეხიც გოგლას წინაპრების მსგავსად მეოცნებე, მოხეტიალე და მოწანწალეა: "სულ ერთთავად დადიოდა, ან შარაგზაზე უნდა გენახათ, ან ტყე-ღრეში იარებოდა...", "დილით გასწევდა ტყისკენ, მთისკენ, ახალი ისტორიული ნაშთების საძებრად", "ერთხელ ნაქალაქარის ტყის ნატაძრალიდან ძველი ხატი ჩამოიტანა". გოგლას მოსწავლეობის დროინდელი პუბლიკაციებიც ხომ ძირითადად გარე-კახეთის ისტორიული ნაშთების აღწერა-პოპულარიზაციას წარმოადგენდა. სწორედ ასეთი ხეტიალის შედეგად თუ ამოეხეთქავდა გოგლაში ეს სიტყვები:

 

"გადაპობილა თაღი შუაზე

და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი...

შუაღამისას ისმის უეცრივ

ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი..."

 

ნიშანდობლივია, რომ წინაპრის ჩარჩოდან ამოღებული სურათი გატეხილი მინის მაგიერ ძნელბედობის ჟამს პოეტის პატარძეულის სახლის სარკმელშიც ყოფილა თურმე ჩასმული, ისევე, როგორც გარდაცვლილი ჩორეხის მეუღლეს გურანას გამოუყენებია ჩორეხის მიერ დახატული ვახუშტის სურათი.

 

როდესაც ჩორეხი რუქას გაშლიდა, "დაადებდა თითს რუქაზე - მესხეთი, - შეეალერსებოდა, თან ღიმილით იტყოდა: - ჩემი გვარიც იქიდან არი, იქიდან ვართ წამოსულები! თანაც დასძენდა: - სამცხე, არა, შავშეთი, ტაო, კლარჯეთი, ერუშეთი, სრულიად ანეთი. აი, საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დავივიწყოთ საქართველოს მორილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალამით ამოდის იქ მზე..." აქ ჩორეხი იმეორებს მესხეთზე თქმული გოგლას ლექსის სტრიქონებს:

 

"საქართველოზე მორილო ძუძუ,

შემაჟრიალებს შენი ტკივილი..."

 

გარდა ამისა, ამავე ცნობას საოცრად ეხმიანება 1959 წლით დათარიღებულ ლექსზე "ლეონიძეთა შორის ვიყავი" თანდართული ავტორისეული შენიშვნა, რომელიც ნათელყოფს არა მარტო ლექსის დედააზრს, არამედ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს გოგლას წინაპართა წარმომავლობის თაობაზე. შენიშვნაში ვკითხულობთ: "ლეონიძეთა გვარი მესხეთიდან მოდის. დღესაც ტბეთის განთქმული ტაძრიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე არის სოფელი ლეონიძე. იქიდან ვართ ლეონიძეები წამოსულები მე-17 საუკუნეში, როცა მესხეთი ოსმალეთმა დაიპყრო. ამჟამად ლეონიძეების ერთი შტო ცხოვრობს არა-ერგეში (ზემო ჯო)."

 

ზემომოყვანილ ტექსტთა დამთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ჩორეხის პროტოტიპი ლეონიძეთა გვარშია საძიებელი.

 

პირიქითა მესხეთში ანუ შავშეთ-იმერხევში გადასვლა, სადაც ტბეთის ტაძარიცა და სოფელი ლეონიძეც მდებარეობდა, გოგლას აუხდენელ ოცნებად დარჩა; სიცოცხლის ბოლო დღეებამდე დიდებული მესხეთის ხილვაზე ოცნებობდა:

 

"ისე დავბერდი,

ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...

ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...

როდის მოუვა მათ გაზაფხული?

ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,

სადაც გმინავენ ძველი ლოდები,

სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა

შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!"

 

საზოგადოდ, მესხეთის თემას მეტად მტკივნეული ადგილი უკავია გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში. იგი ძალზე მძაფრად განიცდიდა ყველა ქართველისათვის საერთო ამ "ძველი მამულის" დაცემა-განადგურებას:

 

"შენ ჩემი გულის დასაკლავი ხარ,

ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!

დიდო მესხეთო, ძველო მამულო,

ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი...

დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,

მადლო მესხურო, მზეო მესხურო,

ოცნებას უნდა, რომ ძველებურად

უკვდავი სხივით გადამესხურო!"

 

არაერთხელ მინახავს, გარინდებული, როგორი დიდი ტკივილით შეჰყურებდა ხოლმე საზღვარს იქით დარჩენილ სარფსა და ზღვის სანაპიროს, ანეთის მთებს.

 

მე წილად მერგო ათიოდე წლის წინ თურქეთის საქართველოში ყოფნისას მიმემკვლია გოგლას წინაპართა სოფლისათვის - ლეონიძისათვის, რითაც გოგლას და დედაჩემის, ნესტან ლეონიძის, ოცნება შევასრულე.

 

სოფელი მდებარეობს ართვინის ვილაიეთის შავშათის (შავშეთის) მაზრაში და დღესდღეისობით წარმოადგენს სოფელ დასამობის (თურქულად დერეიჩი-ქოის) ნაწილს. მისი სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (ქართულად ნიოლიძეთა უბანი). თუმცა თურქულ ადმინისტრაციას ბოლო ხანებში მისთვის ახალი სახელი, არდიჩლი მაჰალესი (ქართულად ღვიის უბანი) შეურჩევია.

 

მეცხრამეტე საუკუნის რუკებზე კი ეს, იმდროისათვის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, ლეონიძე ან ლიონიძე სახელწოდებითაა აღნიშნული.  და  ბგერათა მონაცვლეობა დამახასიათებელია შავშეთ-კლარჯეთის ონომასტიკონისათვის.

 

ნიოლეთი მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა და ფივებით არის გარემოცული. მენიშნა - გოგლამ წყნეთის ეზოში ბლომად ჩარგო ნაძვები და ფივები. ლეონიძეები თუ ნიოლიძე/რიონიძეები აქ აღარ შემორჩენილან, მაგრამ ადგილობრივები: ნიოლეთელი თუ დასამობელი ჯარბიძეები თუ ჯარაბიძეები, გულიაშვილები, ყურძენაძეები, ხერხაძეები და სხვ. ახოვნობითა და შეფერილობით პატარძეულელ ლეონიძეებს წააგავდნენ.

 

მკითხეს ჩემი სტუმრობის მიზეზი. თუმცა უფრო საკუთარი შეხედულებისა სჯეროდათ, რომ მე იქ დანგრეულ ქილისესთან (ეკლესიასთან) წინაპართა მიერ ჩამარხული ოქროს წამოსაღებად უნდა ვყოფილიყავი ჩასული.

 

ნიოლიძე-ნიოლეთისა და საერთოდ შავშეთ-იმერხევის მოსახლეობა არც ანთროპოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად და მთლიანობაში არც ლინგვისტურად არ განსხვავდება მთიანი არისაგან; ბუნებაც მსგავსია. ერთი კია, ბედ-უკუღმართობის შედეგად მათში მოკიდებული ადათ-წესების გამო, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან მიწვეულს "საძმო იქის მათთან ერთად დაერისა" და ღვინით მათი დალოცვის საშუალება არ მომეცა.

 

გამოთხოვებისას, როგორც ყველა "ნამდვილმა ქართველმა", მათაც გამოთქვეს თავისი სკოლადამთავრებული შვილების საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში მოწყობის სურვილი. იქნებ მართლაც დროული იყოს, რომ პირველ ყოვლისა ახალციხისა და აგრეთვე საქართველოს სხვა ქალაქების უნივერსიტეტებში ლიმიტები გამოეყოთ ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებულ ჩვენებურებს? იქნებ ისტორიული უსამართლობის გამოსწორებაც გახდეს შესაძლებელი და ისევ გამოჩნდეს საქართველოს რუკაზე სოფელი ლეონიძე, საკუთრივ იმერხევში თუ არა, იქნებ სადმე სხვაგან მაინც, თუნდაც არაში, ანდა კახეთში.

 

შინგანსწავლული ჩორეხის აზნაურობა არ არის ხელისშემშლელი გარემოება ჩორეხის ლეონიძეებთან დასაკავშირებლად: წინაპრებზე საუბრისას გოგლა იტყოდა ხოლმე, რომ ძველად ლეონიძეები შავში აზნაურები ყოფილან. მას შემონახული ჰქონდა წერილი ლეონიძეთა შესახებ, გაზეთ "ივერიიდან" გადმობედილი, სადაც ეწერა, რომ მესხეთის დაცემის შემდეგაც ოსმალეთში დარჩენილ ლეონიძეებს თავისი მდგომარეობა ანუ "აღობა" შეენარჩუნებინათ, ხოლო ერთ-ერთი კათოლიკე ლეონიძე რომში კარდინალი გამხდარა. ტოპოგრაფიულადაც მთის მწვერვალზე გაშენებულ სოფელ ლეონიძეს გაბატონებული მდებარეობა ექნებოდა მდინარეების იმერხევისა და შავშურას ხერთვისში.

 

არც ჩორეხის "შინგანსწავლულობა" აქვს გოგლას სათანადო დატვირთვის გარეშე აღნიშნული. თვითმპყრობელური რუსეთის კოლონიური ადმინისტრაციის კუთვნილ სკოლებში გაზრდილი კაცი ვერ შეძლებდა ჩორეხივით "მამულის თავისუფლების აზრის ცეცხლი" აღეძრა ბავშვების სულში და "რუსთა მეფის სიძულვილით" გამოეწრთო ისინი. როგორც სხვაგანაც მითქვამს, გოგლას არ უყვარდა როდესაც სკოლაში დავდიოდი და ხშირად ცდილობდა არ გავეშვი, ამბობდა ხოლმე: "ნეტა იქ კარგი რა უნდა ასწავლონო". სახლში დარჩენილს უამრავ წიგნს მაკითხებდა ხოლმე საქართველოს ისტორიაზე, მათ შორის 1917-1924 წწ. გამოცემულებს, თან შიშობდა ხიფათში არ გავხვეულიყავი. მაგრამ, როგორც ჩანს, თან იმდენად უყვარდა "სევდით გულდაღამებული" ჩორეხი, რომ მისი ხვედრისთვის ვემეტებოდი.

 

ჩემი აზრით, ჩორეხი თვით გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა განზომილებაში მოხვედრილი.

 

თუმცა, ამასთანავე, ჩორეხის სახე უფრო ტევადია, იგი განმაზოგადებელი ხასიათისაა. გოგლასაგან განსხვავებით, ჩორეხი უშვილძირო იყომას არც შეიძლება გენეტიკური მემკვიდრე ჰყოლოდა, იგი განსხეულებაა სამშობლოს სიყვარულის ნესტრით დარილი ყველა იმ პატრიოტისა, რომელიც არასდროს აკლდა ჩვენს ქვეყანას და იმედია არც არასოდეს დააკლდება; აკი თვით მწერალიც შენიშნავს: "რატომღაც მგონია, რომ ჩორეხი არ არის მკვდარი; და რომ სადღაც, შავს ტყეში თუ ძველ ნანგრევში არის შეხიზნული! თითქოს მისი ხმაც კი მომესმის მკაფიოდ; ხან ბინდისას ვხედავ შარაგზაზე აჩქარებით მიმავალს, თმადაბურდულს, აქეთ-იქით თვალის მაძგერებელს. და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში წარსულზე პირაკვამლებული, ჩანაცრული, მწირი ჩორეხი, სამშობლოს დარდით მოავადე." ვსარგებლობ შემთხვევით და საკითხს ვაყენებ ზემომოყვანილ პასაჟში ერთი კონიექტურის შეტანის შესაძლებლობის შესახებ, კერძოდ, ნაცვლად: "და ისევ ისე წრიალებს ჩემს ფიქრებში", ფრაზის მეორე ნაწილის: "ჩემს ფიქრებში", "ჩუმს ფიქრებში" შეცვლის თაობაზე. სავარაუდოა, რომ ჩორეხი არა იმდენად ავტორის ფიქრებში იქნებოდა პირაკვამლებული, რამდენადაც მას თავისივე საკუთარი გამოუთქმელი ფიქრები "აუკვამლდებოდა პირში" და "ჩანაცრავდა" და "სამშობლოს დარდით მოავადეს" გახდიდა. ნუ დავივიწყებთ, რომ მოთხრობა "ჩორეხი" უშუალოდ 9 მარტის ტრაგედიის მომდევნო პერიოდში იწერებოდა და ავტორიც ჩორეხზე არანაკლებად პირაკვამლებული და ჩანაცრული იყო. არც ჩორეხის "ავადობა" დაკლებია გოგლას პოეზიას და მას ყოველთვის უმთავრეს ძარღვად გასდევდა:

 

გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,

მისი ნაღველი, მომებურება...

ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,

დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,

ვინ დამცა სევდა განუკურნელი?

დამწვარ დროშების,

დამწვარ იალქნის,

დამკნარ ვარდების მიყვარს სურნელი..."

 

რა თქმა უნდა, გოგლამ კარგად იცოდა, რომ ვეღარ მოესწრებოდა თავის ოცნებასდამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს, ამიტომაც ნიშანდობლივია ჩორეხზე გადატანილი მისი სიტყვები: "ვერ მოესწრო ნასურვილარის გაცხადება, ვერ იხილა სამშობლო გაცისკროვნებული; არ ეღირსა თავისი ქვეყნისა და ხალხის კარგადყოფნის სიხარული...," ხოლო მოთხრობის დამამთავრებელი, მრავალწერტილით გამოყოფილი ბოლო სტრიქონი: "...და მე მიყვარს მისი სულის აღარა ყვავილი...", ჩორეხზე არანაკლებად თვით გიორგი ლეონიძეზე ითქმის.

 

კალმასობა (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ქართველ მწერალთა სალიტერატურო-სამეცნიერო გაზეთი) 8 (82) 2004 წელი, გვ. 9.

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

&

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon