კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი

Giorgi L. Kavtaradze. Some Problems of the Interrelation of Caucasian and Anatolian Early Bronze Age Cultures (in Georgian).

 

 

კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული XI

 

ეძღვნება ქალბატონ მერი ინაძეს დაბადების 75 წლისთავის აღსანიშნავად

 

რედაქტორი: აკად. გრიგოლ გიორგაძე

 

თბილისი

 

მემატიანე

 

2004

 

 

 

Caucasian and Near Eastern Studies XI

 

Dedicated to Mary Inadze on her 75th Birthday

 

Editor: Gregor Giorgadze

 

Tbilisi

 

Mematiane

 

2004

 

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი

 

/გვ.50:/ კავკასია და ანატოლია, ერთიდაიმავე ცირკუმპონტური ზონის, ანუ შავი ზღვის ირგვლივ მდებარე ტერიტორიების აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები, წარმოადგენდნენ და წარმოადგენენ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონებს, მათ შორის გადებულხიდებს”. ეს გარემოება განსაზღვრავდა ორთავე რეგიონის განვითარების სხვათაგან განმასხვავებელი ნიშან-თვისებების საერთო ხასიათს. მათი ისტორიული, კულტურული, სოციალური და ეკონომიკური განვითარება ხასიათდება საშუალედო ადგილით ახლოაღმოსავლურ და ევროპულ ევოლუციურ მოდელებს შორის. ანატოლიასა და  კავკასიაში მოიპოვება საბუთები . . “სიმბიოზური კულტურებისარსებობისათვის, რომლებიც ეფუძნებოდნენ არა მხოლოდ ახლოაღმოსავლურ, არამედ ევროპულ ტრადიციებსაც. მაგ. კავკასიის ყორღანული კულტურები, ან ანატოლიურისამეფო აკლდამებისკულტურა.

 

კავკასიასა და ანატოლიას ბევრი აქვთ საერთო ტოპოგრაფიული და კლიმატური განსხვავებულობის რეგიონალური თავისებურებებისა და ლითონის მადნეულის საბადოების მხრივ. ორთავე ამ რეგიონის შემადგენელი ნაწილების ერთმანეთის მიმართებით განცალკევებული მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სრულიად განსხვავებული ხასიათის მოსახლეობის თანაარებობისათვის.

 

კავკასია, ანატოლიის მსგავსად, ხასიათდებოდა კლასთაწარმოქმნისანატოლიური მოდელით” - განვითარების ნელი ტემპით და მიწათმოქმედების დაბალი წარმადობით; ეკონომიკური დიფერენციაცია და ხელოსნობის განვითარება ორივე მხარეში სტიმულირებული იყო მეზობელი სირია-მესოპოტამური ცივილიზაციების მიერ. ამავე დროს, მთელმა რიგმა თავისებურებებმა გამოიწვიეს კლასობრივი საზოგადოების აღმოცენება და სახელმწიფოებრიობის /გვ.51:/ ჩამოყალიბება ანატოლიაში ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კავკასიაში - ძვ. . გვიან მესამე - ადრე მეორე ათასწლეულში [1მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებებში წარმოდგენილია სახელმწიფოთა წარმოქმნის განსხვავებული მოდელები. ბევრად უფრო გვიან ხანაში, ძვ. . გვიან მეოთხე - ადრე მესამე საუკუნეებში, იბერიის (აღმოსავლურქართული) სახელმწიფოს წარმოქმნა ცენტრალურ ამიერკავკასიაში, ჩემი აზრით, ძირითადად დაკავშირებული იყო თანადროული ელინისტური საზოგადოების საჭიროებასთან დაეცვა დიდი კავკასიონის მთაგრეხილში გამავალიკავკასიის კარიბჭედა მასთან ერთად მთელი იმდროინდელი ახლოაღმოსავლურ-აღმოსავლეთხმელთაშუაზღვისპირეთული კულტურული სამყარო გადამთიელი მომთაბარე ტომების მოძალებისაგან.].

 

საზოგადოებრივ განვითარებაში მომხდარი მსგავსი ხარისხობრივი ნახტომი ითხოვდა მრავალი ცვლილების ურთიერთზემოქმედებასა და შეთანაწყობას. თუმცა ცენტრალურ ანატოლიაში ცხოვრების მეომრული წესი, ძირითადი საშუალება იყო ურთიერთმებრძოლი ტომების მიერ საზოგადოებრივი მოწყობის სახელმწიფოებრივი დონის მისაღწევად [2 Stocker 1987, 372.]. სპეციალურ ლიტერატურაში ხაზგასმულია, რომ ცენტრალური ანატოლიის წინა-ხეთური ხანის თემები შედგებოდნენ განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფებისაგან, რომელთა თანაარსებობასსიმბიოზურიხასიათი ჰქონდა [3 Orlin 1970, 233; Gorny 1995, 66.].

 

ზემოაღნიშნული საომარი გარემო საბოლოო ჯამში შედეგი იყო ადრეული ბრინჯაოს ხანის ანატოლიაში ახალი მოსახლეობის განსხვავებული ნაკადების შემოჭრისა, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. მოსახლეობის ამ ნაკადების წარმომავლობა ანდა მათი შემდგომი ბედ-იღბალი, ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო კავკასიასთან ან მის უშუალოდ მომიჯნავე მხარეებთან. 

 

 

ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზა

                                                                   

 ჩრდილოეთ და ცენტრალური (ანუ შიდა) ანატოლიური კულტურების ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზა (. . გვიანი ხალკოლითი) ნაწილობრივ ბალკანეთიდან შემოჭრილი იმიგრანტების მემკვიდრეობას წარმოადგენს. მიწათმოქმედთა ამ მიგრაციის /გვ.52:/ გამომწვევი მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ უფრო სავარაუდო ჩანს ეს მოვლენა გამოეწვია ჩრდილოშავიზღვისპირეთელი მესაქონლეების დასავლეთისაკენ გადაადგილებას. მიჩნეულია, რომ ამ დროისათვის ანატოლიაში უნდა შემოეღწიათ არა მარტო გადაადგილებულ ბალკანურ-დუნაური წარმომავლობის მქონე მიწათმოქმედებს, არამედ ყორღანული კულტურის მატარებელ ზოგიერთ ჯგუფსაც [4 Yakar 1981, 94-103. . გიმბუტასის აზრით, ჩერნავოდა/ბადენ/კოცოფენისა დასფეროსებრი ფორმის ამფორებისკულტურები ჩამოყალიბდნენ არაინდოევროპული და ინდოევროპული სოციალური სტრუქტურებისა და სიმბოლური სისტემების შერწყმის შედეგად  (Gimbutas 1988, 455).].

 

ბალკანელ მიწათმოქმედთა ძველი კულტურის გაუჩინარების შემდეგ მისი ნაშთები, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, შემორჩა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში და ეგეოსის ზღვის აუზში კრეტასა და კიკლადებზე და ყველგან ნათლად ამჟღავნებდნენ თავის არა-ინდოევროპულ ხასიათს [5 Gimbutas 1982, 1-60; Gamkrelidze/Ivanov 1985c, 181. გარდა ნეოლითის მომდევნო ხანის საბერძნეთში არაინდოევროპული სუბსტრატის არსებობის სასარგებლოდ მეტყველი რიგი მონაცემებისა, რაც სათანადოდ არის ასახული ადგილობრივ ტოპო-, ანთროპო- და ეთნონიმებში, ფლორის (ხეების) სახელწოდებებში მომხდარი ცვლილებები მნიშვნელოვანი გარემოებაა საბერძნეთის შედარებით გვიანი ინდოევროპეიზაციის სამტკიცებლად  (Mallory 1989, 66-69, 161, 180). ვინაიდან ბერძნულ ენაში დადასტურებულ და არაინდოევროპულად  მიჩნეულ ნასესხობათა კორპუსი საკმაოდ შთამბეჭდავია - იგი ასახავს ლექსიკონის მრავალ მხარეს  და წარმოადგენს ერთიან ლექსიკურ ფენას (Furnée 1972, 399) - ვარაუდობენ, რომ ნასესხობათა მსგავსი მოდელის ყველაზე უფრო ლოგიკური ახსნა იქნებოდა, ბერძნული ენის გავრცელების წარმოდგენა მეტად მცირე, თუმცა შესაძლოა პოლიტიკურად დომინირებული, ჯგუფის მიერ ბევრად უფრო მრავალრიცხოვან და აქ ადრევე დაფუძნებულ მოსახლეობაზე (Ehret 1988, 573). აღსანიშნავია, რომ ჰომეროსის დროს კრეტა ჯერ კიდევ იყოოთხმოცდაათი ენის ქვეყანა” (Od. 19,172-177), ხოლო კლასიკური ხანის მწერლები საბერძნეთის მრავალ მხარეს  პელაზგების მიერ დასახლებულად მიიჩნევდნენ (Il., II,840-843, X,429; Herod., I,57, II,51, IV,145, V,26, VI,137, VII,94f.; Strabo, V,II,4, XIII,III,3).]. უფრო ადრე კარპატების, დუნაისპირეთისა და ბალკანეთის ეს მიწათმოქმედი თემები ასევე განიცდიდნენ მოსახლეობის ახალი ნაკადების შემოჭრას, /გვ.53:/ ძირითადად დასავლეთის მხრიდან, რომელიც ინდოევროპელების გამოჩენის ხანამდე დასახლებული ჩანს ამ უკანასკნელთაგან განსხვავებული წარმომავლობის ტომებით - ლიგურებით, პიკტებით, ბასკებით, აქვიტანელებით, ეტრუსკებით, იბერებით, ტარტესელებით, ასევე რეტულ, აღმოსავლეთ-იტალურ, მესაპურ და სიცელის ენებზე მოლაპარაკე მოსახლეობით [6 D'iakonov 1985, 109.]. ძნელია არ დავეთანხმოთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც იბერიის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუაზღვის კუნძულების, სამხრეთ საფრანგეთის, დასავლეთ ევროპის ატლანტიკური ნაპირების, აპენინის ნახევარკუნძულისა და ბრიტანეთის დიდი ნაწილის წინაისტორიული ხანის ფაქტიურად მთელ მოსახლეობას არა-ინდოვროპულად მიიჩნევენ [7 Zvelebil/Zvelebil 1988, 576.].

 

მეტად ძნელი დასაჯერებელია, რომ ადრეული ინდოევროპელი მიწათმოქმედების ანატოლიიდან ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით თანთანობითმა შეღწევამ დასაბამი მისცა ევროპაში საკვებწარმოებითი ეკონომიკის აღმოცენებასა და მისნეოლითიზაციას” [8 შდრ. Renfrew 1987passim. . გიმბუტასის აზრით, ევროპის ლინგვისტური სუბსტრატი არის არა მეზოლითური ეკონომიკისა და ტექნოლოგიის ამსახველი, არამედ ნეოლითურის - მარცვლეულისა და პარკოსანი მცენარეების სახელწოდებების უმეტესი ნაწილი ინდოევროპელების მიერ შეთვისებული იყო ადგილობრივი, ძველი ევროპული, სუბსტრატიდან (Gimbutas 1988, 454). როგორც ეს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინათ იყო შენიშნული . ბერნაბო ბრეას მიერ, ხმელთაშუაზღვისპირეთში, რომელიც ძალზე დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება მიჩნეული იქნას ყველაზე ნაკლებ ინდოევროპულად ევროპის სხვა ნაწილებთან შედარებით, ადრეული ნეოლითის კულტურები - ძალზე ახლომდგომნი ერთმანეთთან მათთვის დამახასიათებელი ჭდეულორნამენტიანი კერამიკით - გავრცელებულნი ჩანან ზღვის მეშვეობით, სავარაუდოდ, სამხრეთანატოლიურ-ჩრდილოსირიული რეგიონიდან (Bernabò  Brea 1957, 39-41).]. ამასთანავე სავსებით ნათელია, რომ ეგეოსურ-მცირეაზიული ზეგავლენა ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს ცენტრალური და დასავლეთხმელთშუაზღვისპირეთული ნაყოფიერების კულტისა და მატრიარქალური საზოგადოების მქონე ძველი ლითონების ხანის /გვ.54:/ ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში [9 ანგარიში უნდა გაეწიოს შეხედულებას, რომლის თანახმადაც ევროპაში მიწათმოქმედების გავრცელების ადრეული თარიღის გამო შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ენობრივი ჯგუფი (ანუ მიწათმოქმედების შემომტანნი) ისტორიული ხანისათვის სადმე შემორჩენილიყო რამდენადმე შესაცნობადი სახით. ენობრივი მსგავსება ასეთი ჯგუფის შემორჩენილ წევრებს შორის რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა ინდოევროპული ენებისათვის დამახასიათებელ ძალზე სპეციფიურ ურთიერშესაბამისობებისაგან (Sherratt/Sherratt 1988, 586).]. ყოველივე ამის გამო, მე უფრო იქით ვიხრები, რომ მცირე აზიიდან ევროპაში შეტანილი საწყისი მიწათმოქმედების ჩვევების გავრცელება დავუკავშირო არა ინდოევროპელთა დემიურ დიფუზიას [10 Sokal/Oden/Wilson 1991, 143-145.], არამედ მცირე აზიის წინაინდოევროპული მოსახლეობისას.

 

დღესაც კი ევროპის მთელ გაყოლებაზე წინაინდოევროპული სამყაროს მემკვიდრეობა შეინიშნება Rh ნეგატიური სისხლის ჯგუფის გავრცელების მეშვეობით, ჯგუფისა, რომელიც მხოლოდ ევროპული წარმომავლობის მოსახლეობისათვის არის დამახასიათებელი. Rh ნეგატიური გენის ყველაზე მაღალი პროცენტული შემადგენლობა, 55%, და Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა, 25-30%, გვხვდება ბასკებს შორის. რამდენადმე ნაკლებია ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში (16%-ია Rh ნეგატიური ინდივიდუალებისა ინგლისში) და კიდრვ უფრო ნაკლებია, 12-15% - ცენტრალურ ევროპაში, 9-12% - ჩრდილოეთ-ცენტრალურ- და ჩრდილოაღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში [11 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 87, 92, 156.4; Cavalli-Sforza 1991, 73. ]. მისი სიხშირე უმნიშვნელოა მსოფლიოს ყველა სხვა ნაწილში [12 Ammerman/Cavalli-Sforza 1984,  86f.]. კავკასიაში, ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიის დასავლეთ ნაწილში, ანუ დასავლეთ საქართველოში, Rh ნეგატიური ფენოტიპის სიხშირე ზოგჯერ 20% აღემატება [13 Inasaridze et al. 1990, Table 1. . ინასარიძის მონცემებით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში Rh ნეგატიური ინდივიდუალების სიხშირე აღწევს 25-30% (პირადი ინფორმაცია). Rh სისტემასთან დაკავშირებით, d გენის სიხშირე ქართულ მოსახლეობაში უფრო მაღალია ვიდრე კავკასიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებში და აგრეთვე აღემატება ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის უმეტეს ნაწილთან შედარებით, მაგ.  ზუგდიდის რაიონში იგი 48%-ზე მეტია (Nasidze et al.1990, 612, Table 2; Inasaridze et al. 1990, 718, Table 2).]. აშკარა ხდება, რომ ევროპაში შედარებით გვიანდელი იმიგრან/გვ.55:/ტები, სავარაუდოდ ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკენი, უპირატესად Rh პოზიტიურის მატარებლები უნდა ყოფილიყვნენ.

 

ABO სისხლის ჯგუფების მონაცემთა განხილვის დროსაც, ისევ პირენეები (“კელტურდასავლეთ ევროპასთან და ხმელთაშუაზღვის კუნძულებთან ერთად) და დასავლეთ ამიერკავკასია ავლენენ O ჯგუფის მაღალ სიხშირეს [14 Mourant 1954, 10, 44-53, 57f.; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 63-65, 70-74, 144, 176, Table 1.1. მთლიანობაში, ABO სისტემასთან დაკავშირებით, O გენის ყველაზე მაღალი სიხშირე კავკასიაში - 69% (დასავლეთ საქართველოში - 72-78%, ფენოტიპების სიხშირით - 54-62%) და B გენის ყველაზე დაბალი სიხშირე - 8% (დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში - 2-4%) საქართველოში (A გენის სიხშირე აქ არის - 22.6%) შეინიშნება (Nasidze et al. 1990, 611f., Table 1; Inasaridze et al. 1990, 715-718, Tables 1 and 17).]. გენების სიხშირის საშუალო მაჩვენებლები ნათელყოფენ ორივე ამ რეგიონის უნიკალურ გენეტიკურ ადგილს ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მოსახლეობასთან მიმართებაში [15 შდრ. Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 86f.; Inasaridze et al. 1990, 722.]. ვინაიდან იმ სახის მონაცემები, როგორიცაა Rh ფაქტორი და ABO სისტემა მიგვანიშნებენ ისტორიული ხასიათის მოვლენების მნიშვნელოვან როლზე მათ გეოგრაფიულ გავრცელებაში [16 Ammerman/Cavalli-Sforza 1984, 136. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მრავალი წლის წინათ, ანთროპოლოგიური მონაცემების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ ლინგვისტური ოჯახი, რომელიც გადაშენდა ევროპაში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი კავკასიაში, ძველ კავკასიურ ენებზე, ქართულზე და სხვებზე მოლაპარაკეთა შორის (Ungand 1936, 15).], შესაძლებლობა გვეძლება ვივარაუდოთ, რომ ზემოთ წარმოდგენილი სურათი უნდა ასახავდეს წინაინდოევროპული მოსახლეობის გენეტიკურ შემორჩენას აღნიშნულ მხარეებში, რასაც აგრეთვე ეხმიანება ლინგვისტური მონაცემები. თუმცა ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი უფრო სპეციფიურად იყოს გარკვეული /გვ.56:/ თუ რომელ ენობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან ეს მონაცემები [17 როგორც ეს ხაზგასმული იყო . რენფრიუს მიერ, ლინგვისტური მონაცემები პირდაპირ ვერ მიესადაგებიან გენეტიკურ მონაცემებს და ვერც პირუკუ, ისევე როგორც ისინი ვერ მიესადეგებიან უშუალოდ არქეოლოგიურ ნაშთებს (Renfrew 1993, 44).]. წინაინდოევროპული სამყარო სინამდვილეში სულაც არ იყო ჰომოგენური. იგი შედგებოდა ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებული ელემენტებისაგან, ზოგჯერ ერთმანეთისაგან კიდევ უფრო დაშორებულებისაგან, ვიდრე იყო რომელიმე მათგანიინდოევროპულისაგან”. ამავე დროს, ზოგიერთი უეჭველი ლექსიკური პარალელი და მნიშვნელოვანი სიახლოვე ზმნის უღლებაში სამხრეთკავკასიურსა (ქართველურ) და ბასკურ ენებს შორის [18 Allières 1986; Cavalli-Sforza 1988, 129, 132f.], ზემომოცემულ გენეტიკური ანალიზების მონაცემებთან შეთანაპირებით, მიუნიშნებს გარკვეულ წინაისტორიული ხანის ურთიერთმიმართებაზე სამხრეთკავკასიელებსა და ბასკებს შორის, მიუხედავად კავკასიასა და პირენეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დაშორებისა.    მიუხედავად გენეტიკურ რეკოსტრუქციებში ABO სისტემის მიზანშეწონილების შესახებ გამოთქმული სკეპტიციზმისა, შენიშნული იყო, რომ არსებობს ზოგადი თანხვედრა ფიზიკურ სახეობათა სეროლოგიურ მახასიათებლების გავრცელებასა და ენობრივ მონაცემებს შორის, ისევე როგორც ერთის მხრივ ზემოჩამოთვლილებსა და მეორეს მხრივ ადრეული ისტორიისა და არქეოლოგიის მწირ მონაცემთა მიერ წარმოდგენილ რეკონსტრუქციებს შორის [19 შდრ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 91. . კავალი-სფორცას სიტყვებით, ალბათ საოცარი უნდა იყოს, რომ ასე ბევრი რამ შემორჩა ენებსა და გენებს შორის მოსალოდნელი კორელაციიდან, მიუხედავად გენებისა და ენების ცვალებადობით გამოწვეული სურათის დამახინჯებისა (Cavalli-Sforza 1991, 78).]. დიდია ცდუნება დაუკავშიროთ O გენი ევროპის (კავკასიის ჩათვლით) წინაინდოევროპულ მოსახლეობას [20 O სისხლის ჯგუფის მაღალი სიხშირე, ისევე როგორც Rh ნეგატიურისა, დამახასიათებელი ნიშანი ჩანს ევროპის რელიქტური მოსახლეობისა, რომელიც აყრილი იყო თავისი საცხოვრისიდან აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ახალმოსულთა მიერ (იხ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 63-65, 74).], A გენი - ინდოევროპელთა გავრცელებას, ხო/გვ.57:/ლო B გენი - ურალურ-ალთაური მოდგმის ტომების დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებას [21 მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამიერკავკასია იმეორებს ევროპისათვის დამახასიათებელ სურათს: მის დასავლეთ ნაწილში, «წინაინდოევროპელი« ქართველებისათვის, ყველაზე უფრო დსამახასიათებელია O გენი; სამხრეთით, ინდოევროპელი სომხებისათვის - A გენი (შდრ. Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 75); აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანელებისათვის, რომლებიც განეკუთვნებიან ალთაურ ოჯახს, თუმცა B გენი არ არის დომინანტური, მაგრამ მაინც ბევრად უფრო ხშირია ვიდრე ამიერკავკასიის სხვა ხალხებში (იხ. Nersisyan/Delanyan/Danelyan/Badunts 1994, Tables 1, 2).].

 

ცნობილია, რომ დროის მონაკვეთი ძვ. . გვიანი მეხუთე ათასწლეულიდან ძვ. . მესამე ათასწლეულამდე - თავდაპირველად აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო შემდეგ ევროპის სხვა მხარეებში - ხასიათდება მატერიალური კულტურის ფართო და საყოველთაო შეცვლის მოდელის არსებობით, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ენასა და ეთნიკურ კუთვნილებაში მომხდარ ძირეულ ძვრას შეიძლება მიეწეროს [22 Ehret 1988, 573. . გიმბუტასი შენიშნავს, რომ მიწათმოქმედების საწყისი ეტაპიდან ქრისტიანულ ხანამდე ევროპა შედგებოდა ორი მეტად განსხვავებული ფენისაგან, ძველევროპულისაგან და ინდოევროპულისაგან, ხოლო ის რაც იგულისხმება დღეს ტერმინშიდასავლური ცივილიზაციაწარმოდგება ამ ორი ფენის, სუბსტრატულისა და სუპერსტრატულის, შერწყმით - მიღებულს ამ ორი იდეოლოგიის, ორი რელიგიისა და ორი სოციალური სისტემის შეჯახების შედეგად (Gimbutas 1988, 454).]. ამ ცვლილებათა მამოძრავებელი ძალის საწყისი არეალი განისაზღვრება ხოლმე ჩრდილოშავიზღვისპირეთის სტეპებით, ანუ რეგიონით, რომელიც დღესაც კი გამოირჩევა გენების მაღალი B და A სიხშირეებით და დაბალი O სიხშირით [23 Mourant 1954, 54; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 69.]. ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, არეალი მდინარე დნეპრს, ურალს, ჩრდილოეთშავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთკასპიისზღვისპირეთს შორის, . . “ყორღანული კულტურებისსამშობლო, შესაძლოა იყო ამასთანავე ინ/გვ.58:/დოევროპული ენების მატარებელი თემების ადრეული და აქტიური ცენტრი, ხოლო მათი ტალღობრივი გავრცელება ამ რეგიონიდან წარმოადგენდა არა ერთგვაროვან და მუდმივ პროცესს, არამედ წყვეტილს, მრავალეტაპობრივს და განმეორებითს [24 Gimbutas 1982; Zvelebil/Zvelebil 1988, 580f. . მელორი და . ენთონი ტრანსპორტის გამოგონებას კატალიზატორის მნიშვნელობას ანიჭებენ ყველაზე ფუნდამენტურ საზოგადოებრივ ცვლილებებში, მათ შორის ჩრდილოშავიზღვისპირეთის სტეპებიდან ინდოევროპელთა საწყის მიგრაციაში. . ენთონის აზრით, პროტო-ინდოევროპული ერთობა შემოსაზღვრული იყო დასავლეთიდან მდ. დნეპრით და აღმოსავლეთიდან მდინარეებით ვოლგით ან ურალით (Antony 1991, 216). . მელორის მიხედვით, პროტო-ინდოევროპელები საზოგადოდ განლაგებულნი იყვნენ ტერიტორიებზე გადაჭიმულზე ცენტრალური ან ჩრდილოეთ ევროპიდან პონტურ-კასპიურ სტეპებს მიღმა მდებარე მხარეებამდე, შესაძლოა თვით სამხრეთ ციმბირამდეც კი. მისი შეხედულებით, ძვ. . მეოთხე ათასწლეულში პონტურ-კასპიურ სტეპებს გააჩნდათ ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც კი სავარაუდოდ არის რეკონსტრუირებული ინდოევროპული საზოგადოებისათვის ლინგვისტური მონაცემების მიხედვით და რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო აღმოსავლეთის სტეპებში, შესაძლოა ვოლგა-ურალის რეგიონში. ამავე დროს, . მელორი გამორიცხავს ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის არსებობას დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპულ ნაწილში, ბალკანეთსა თუ ახლო აღმოსავლეთში (Mallory 1989, 147, 177, 183). . ენთონი ინდოევროპელთა ფართო განფენას ათარიღებს არაუადრეს ძვ.. 3300 . და არაუგვიანეს 2200 . (Antony 1991, 214f.). . მელორი კი დაახლოებით ძვ.. 4500 . სავარაუდოთ განსაზღვრავს ინდოევროპულ ენებში დაცულ, ამ ენათა ერთობის დონიდან მემკვიდრეობით მიღებულ, სიტყვათა მარაგის მიხედვით რეკონსტრუირებული კულტურის ყველაზე ადრეულ შესაძლო თარიღს, ხოლო - ძვ.. 2500 ., ან რამდენადმე უფრო ადრეული ხანით პროტო-ინდოევროპულის ფინალურ თარიღს (Mallory 1989, 127, 145, 158).]. იმიგრირებული მეომარი მესაქონლეები ალბათ ძალდატანებით ბატონდებოდნენ მათ წინამორბედ, ნეოლითური ევროპის მშვიდობიან მიწათმოქმედ მოსახლეობაზე [25 . ქროსლანდი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიგრანტებს ყოველთვის არ გააჩნდათ ომების საწარმოებელი რევოლუციურად ახლებური ტექნიკა, მაგ. საბრძოლო ეტლები, თუმცა, როგორც ჩანს, წარმატებას ზოგჯერ აღწევდნენ უფრო ეფექტური სოციალური და სამხედრო ორგანიზაციით; კერძოდ, ისტორიული ხანებიდან კარგად არის ცნობილი, /გვ.59:/რომ ეკოლოგიურად მარგინალურ არეალებში (მაგ., მთებსა და უდაბნოებში) მცხოვრები მოსახლეობა რეგულარულად ავსებდა თავის ქონებას ბევრად უფრო მდიდარი ბინადარი მოსახლეობის ხარჯზე, მათი დარბევებისა თუ მათ მიწებზე გადასახლების შედეგად (Crossland 1992, 251).]. მსგავსი შეხედულება, სპეციალისტების განმარტე/გვ.59:/ბით, შესაძლოა ჯერ ისევ ჰიპოთეთური იყოს, თუმცა სინამდვილესთან, ყველა სხვა მოსაზრებასთან შედარებით, უფრო ახლო მდგომია და დაფუძნებულია მთელი რიგი საიმედო მონაცემების ინტერპრეტაციაზე [26 Meid 1989, 303.].

 

ცირკუმპონტური ზონის საპირისპირო, აღმოსავლეთ და სამხრეთ, რეგიონებში, გარკვეული თანმიმდევრული კავშირები შეინიშნება ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ანატოლიურ კულტურებსა და კავკასიისა და საქართველოს უფრო გვიანდელ კულტურებს შორის. მხედველობაში მაქვს სამხრეთ კავკასიის ყორღანული კულტურები და ადრეული ლითონების ხანის თითქმის ყველა დასავლურქართული კულტურა. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ადრეული, შავიზღვისპირეთის წინა-პროტო-კოლხური, ანუ . . “ისპანის ტიპისკულტურა ხასიათდება ჩრდილოეთ- და ცენტრალურანატოლიურ მასალებთან - კერძოდ, ბუიუქ გიულიუჯექის, ალაჯა ჰოიუქ IV-ის, სინოპის დემირჩი ჰოიუქის, იქიზთეფეს, კუმთეფე Ib-, ტროა I-ის კერამიკასთან - ზოგიეთი საერთო ნიშან-თვისებით [27 . იაქარის აზრით, ტროის ზეგავლენა აღწევს აღმოსავლეთ ანატოლიამდე (Yakar 1979, 54; შდრ.  Merpert 1987, 128).].

 

იმავდროულად, ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ჩრდილოეგოსურ-ჩრდილოდასავლეთანატოლიურ კულტურებთან მრავალგვარი და მრავალრიცხოვანი კავშირები აქვთ კუნძულ კრეტის უგვიანესი ნეოლითისა და ადრემინოსური ხანის I პერიოდის კომპლექსებს; განსაკუთრებით ტროა I-ის, თერმის და მათ უშუალოდ წინამორბედ კულტურების მასალებში ეძებნება მრავალრიცხოვანი პარალელები ადრემინოსური ხანის I პერიოდის ბევრ კერამიკულ თავისებურებას - შესაძ ნიშანი ჩრდილოური წარმომავ/გვ.60:/ლობის მოსახლეობის სამხრეთ ეგეოსისზღვისპირეთში ინფილტრაციისა [28 Warren 1973, 41, 43.].

 

მეცნიერთა შორის ერთსულოვნება სუფევს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ინდოევროპელთა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შეღწევის შედეგად, წინაინდოევროპული მოსახლეობა ნაწილობრივ ასიმილირებული, ხოლო ნაწილობრივ სამხრეთისაკენ, ეგეოსისზღვისპირეთისაკენ და კიდევ უფრო შორს, კუნძულებისაკენ იყო განდევნილი; კიკლადური კულტურის ჩამოყალიბებაც სწორედ წინაინდოევროპელი ტომების მიგრაციას უკავშირდება. კრეტის ცივილიზაცია, რომელიც ძვ. . მესამე ათასწლეულში კუნძულზე ახალმოსულთა გამოჩენის შედეგად აღმოცენდა, განიხილება ხოლმე როგორც წინაინდოევროპული (იგივე ძველი ევროპული) კულტურის ყველაზე ახალგაზრდა და ამავე დროს ყველაზე სიცოცხლისუნარიანი შთამომავალი [29 Gimbutas 1974, 236-239; Haarmann 1989, 252f. . გიმბუტასის შენიშვნით, ძველი ევროპული ტრადიციები არსებობას განაგრძნობდნენ მხოლოდ არაინდოევროპულ სამხრეთ ევროპაში და თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწიეს ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრეტაზე (Gimbutas 1988, 454).].

 

ვინაიდან, არავითარი არქეოლოგიური მონაცემები არ მოიპოვება კრეტაზე მოსახლეობის მომდევნო იმიგრაციის თაობაზე მთელი ბრინჯაოს ხანის განმავლობაში მიკენელთა გამოჩენის ხანამდე, რომლებიც B-ხაზოვან დამწერლობას იყენებდნენ დაახლოებით ძვ. . მეორე ათასწლეულის შუა ხანებში, უფრო ადრეული A-ხაზოვანი უნდა ყოფილიყო არქეოლოგიის გადასახედიდან ის არაინდოევროპული და არასემიტური ენა, რომელიც ჯერ კიდევ ტროა I ხანაში გამოიყენებოდა და ამავე დროს წარმოადგენდა ძვ. . მესამე ათასწლეულის კრეტული ენის განვითარებულ და სამწერლობო სახეობას [30 Warren 1973, 43, 45.].

 

არქეოლოგიურ კავშირებს დასავლურანატოლიურ-ჩრდილოეგეოსურ არეალსა და კრეტას შორის, ერთის მხრივ, და ჩრდილოეთ ანატოლიასა და დასავლეთ ამიერკავკასიას შორის, მეორეს მხრივ, შესაძლოა მოეპოვებოდეს ლინგვისტური საფუძველი, ვინაიდან, /გვ.61:/ როგორც ზოგიერთი ენათმეცმიერი ვარაუდობს, წინაბერძნული ენა, გავრცელებული აგრეთვე კრეტაზე A-ხაზოვანი დამწერლობის არსებობის ხანაში, გარკვეულ საერთო ნიშან-თვისებებს ავლენს ქართველურ ენებთან [31 მნიშვნელოვანი საზიარო კომპონენტი არსებობს ქართველურ და წინაბერძნულ ენათა ლექსიკონებს შორის; მისი მთლიანი რიცხვი მოიცავს სამას სავარაუდო იზომორფულ ელემენტს - სიტყვასა და ფორმანტს (Furnée 1982; გორდეზიანი 1985). უკანასკნელი მონაცემებით უარყოფილია ვარაუდი წინაბერძნული, “პელაზგური”, ენის ინდოევროპულობის შესახებ (შდრ. Beekes 1995, 32).]. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ -s(s)-, -nth-/-nd--სუფიქსიანი ტოპონიმები, ფართოდ გავრცელებული ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში და უპირატესად წინაინდოევროპული სუბსტრატული ენების კუთვნილებად მიჩნეული, დამახასიათებელია ქართველურისათვისაც [32 გორდეზიანი 1970, 225-228.]. თუ ჩვენ აგრეთვე მხედველობაში მივიღებთ, შემჩნეულ ლინგვისტურ პარალელებსაც ქართველურ-ბასკურ და ქართველურ-ეთრუსკულ ენებს [33 გორდეზიანი  1985passim.] შორის და შევეცდებით წინადამწერლობითი ხანის გარემოს რეკონსტრუქციისას მხოლოდ ლინგვისტურ მონაცემებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები, უნდა მოვახერხოთ ამ მონაცემების არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ინტერპრეტაცია.

 

თუ ერთის მხრივ, მაცდურად გამოიყურება პერსპექტივა ამ პრობლემის დაკავშირებისა ადრეული მიწათმოქმედების მიერ ევროპისნეოლითიზაციისზემოდასახელებულ პროცესთან, მეორეს მხრივ, მოიპოვება არქეოლოგიური მონაცემები ანატოლიასა და საბერძნეთში ბალკანეთის მთიანეთის ჩრდილოეთით მდებარე მხარეებიდანგვიან ნეოლითურიმოსახლეობის ინფილტრაციის თაობაზე [34 Evans 1973, 19; შდრ. Yakar 1981, 96.]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტროა I წრის ანატოლიური კულტურები დაკავშირებულნი ჩანან ცენტრალური ევროპის ბადენის კულტურასთან; თუმცა, ვინაიდან, ტროა I-ის ჯგუფი თანადროულია ბადენის პორიზონტების გვიანი სტადიების [35 Howell 1973, 91.], უფრო დასაშვე/გვ.62:/ბია, რომ ადგილი ჰქონოდა ბადენის კულტურის მატარებლების ინფილტრაციას სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და საბოლოოდ ანატოლიაში და არა პირუკუ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ [36 შდრ. Merpert 1987, 128; Mallory 1989, 29. ამავე დროს, აღმოსავლეთ ბულგარეთის ეზეროს კულტურა (კარანოვო VII), ავტოქტონი, ანატოლიელი და შესაძლოა უმნიშვნელო რაოდენობით სტეპური მოსახლეობის ნარევი, განიხილება როგორც ანატოლიური ცივილიზაციის უკიდურესი ჩრდილოდასავლური ფორპოსტი, მიმართული სტეპური მოსახლეობის შემოსევის საწინააღმდეგოდ (Sochacki 1988, 189-191).]. თუმცა არავითარი საფუძველი არ მოიპოვება ამ ცვლილების ასახსნელად უცხო მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ჯგუფების მთლიანი შეცვლით. ახალმოსულთა ძირითადი ნაწილი მშვიდობიან მიწათმოქმედთაგან შედგებოდა და კულტურული მემკვიდრეობითობის ძირფესვიანი რღვევის სამტკიცებელი არანაირი მინიშნება არ მოიპოვება [37 Sherratt 1973, 100.].

 

წარმოდგენა ამიერკავკასიის მოსახლეობის კავშირების შესახებ ხმელთაშუაზღვისპირეთულ სამყაროსთან გვხვდება უკვე კლასიკური ხანის ავტორებთან [38 ქავთარაძე 1985a, 16-40, 146-153; Kavtaradze 1996, 205-208.]. კავკასიის იბერები დასავლეთ ევროპის იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიაში გადმოსახლებულებად მიაჩნდათ მეგასთენეს, აბიდენოს, ევსევის (Praep. ev., IX, 41, 1), იოსებ ფლავიუს (Ant. Jud., I, 124, 125), დიონისიოს პერიეგეთს (695-699) და აპიანეს (Mithr., 101). “მოქცევაჲ ქართლისაჲ”- ცნობით, ქართველთა წინაპრები ქართლში თავისი პირველსაცხოვრისიდან, “არიან-ქართლიდანარიან გადმოსულნი. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმილია მოსაზრება, რომ სიტყვაარიანშესაძლოა წარმოადგენდესპირენეებისშერყვნილ ფორმას [39 მელიქიშვილი 1965, 16. საყურადღებოა, რომ ადრეული შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში ესპანეთის კელტ-იბერთა ტომის სახელწოდება ქართულად ჩვეულებრივ ითარგმნებოდა ხოლმეკელტ-ქართველებად”.]. ამავე დროს, ჰეროდოტეს (II, 102-105), სტრაბონის (I, II, 21) და ვალერიუს ფლაკუსის (V, 418-421) ინფორმაცია კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ მიჩნეულია ანარეკლად შარდანის (ეგვიპტური წერილობითი წყაროების /გვ.63:/ მიხედვით, “ზღვის ხალხებისშემადგენელი ნაწილი), ანუ სარდინიელების, იმიგრაციისა გვიანი ბრინჯაოს ხანის კავკასიაში [40 გორდეზიანი 1975,  35-43. საინტერესოა, რომ ძალზე მაღალი M სიხშირით (ძალზე მაღალი სიხშირის O გენთან შერწყმით) დიდი მსგავსება შეინიშნება კავკასიისა და სარდინია-კორსიკის თანამედროვე მოსახლეობებს შორის (ქართველებში - 67%, სარდინიელებში - 70%, კორსიკელებში - 65%) (Mourant 1954, 68f.; Mourant/Kopec/Domaniewska-Sobczak 1976, 71,74; Nasidze et al. 1990, 612, Tables 4 and 5; Inasaridze et al. 1990, 718f., Tables 5 and 17).].

 

მე ძალიან შორს ვარ იმის შესაძლებლობისაგან, რომ დავუშვა რომელიმე ხანაში ნებისმიერი სახის მიგრაცია უშუალოდ იბერიის ნახევარკუნძულიდან, სარდინიიდან თუ ეგვიპტიდან კავკასიაში, მაგრამ განსაკუთრებული სიახლოვე დასავლეთი და ცენტრალური ამიერკავკასიის მოსახლეობისა ხმელთაშუაზღვისპირეთულ სამყაროსთან ეჭვს გარეშეა. ეს კულტურული, იდეოლოგიური, მენტალური და ანთროპოლოგიური სიახლოვე იმდენად მჭიდრო იყო წინაისტორიულ, კლასიკურ და შუასაუკუნეების ხანაში, რომ შესაძლებელი ჩანს დასავლეთი და ცენტრალური ამიერკავკასია, მათ მომიჯნავე ჩრდილოეთ ანატოლიასთან ერთად, ხმელთაშუაზღვისპირეთული სამყაროს ნაწილად მივიჩნიოთ [41 დღესაც კი ადვილი შესამჩნევია, თუმცა კი ასუხსნელია, სიახლოვე კორსიკულ და აღმოსავლეთქართულ პოლიფონიურ სიმღერებს შორის, ისევე როგორც ერთმანეთს მიმსგავსებული ინტონაციები ტიროლურ და გურულ სიმღერებში.].

 

მეორეს მხრივ, საოცარი იზომორფიზმი ინდოევროპულ და ქართველურ ენებს შორის, ლინგვისტთა აზრით, შესაძლებელია აიხსნას ახლო კონტაქტებით პროტო-ინდოევროპულსა და პროტო-ქართველურს შორის, რომლებიც, ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ საერთო Sprachbund-ის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ [42 Gamkrelidze 1967a, 707-717.]. ზოგიერთი მკვლევარი აგრეთვე ვარაუდობს, რომ ინდოევროპულ და ქართველურ ენებს შორის მსგავსება უნდა მეტყველებდეს მათ საერთო წარმომავლობაზე. . დიაკონოვი უფრო იქით იხრება, რომ დაუშვას წინა-პროტო-ინდოევროპულ-ქართველური ერთობის არსებობა ჩათალ ჰოიუქის ხანის ცენტრალურ მცირე აზია/გვ.64:/ში [43 D'iakonov 1985, 154.]. . გამყრელიძისა და . ივანოვის აზრით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პროტო-ინდოევროპული და პროტო-ქართველური მსგავსებას ავლენენ ლექსიკური და სტრუქტურულ-ტიპოლოგიური თავისებურებების მხრივ, იმისათვის, რომ დავუშვათ მათთვისწინა-პროტო-ენობრივი ერთობისარსებობა, საჭირო გახდება ზუსტი ფონოლოგიური შესატყვისობების დადგენა და პროტო-ფორმების განცალკევებული რეკონსტრუქცია ამ ლინგვისტური სისტემებისათვის [44 Gamkrelidze/Ivanov 1985c, 177.].

 

მიუხედავად ამ გარემოებისა, მაინც გასაზიარებელი ჩანს, . დიაკონოვისტრადიციულიშეხედულება, რომ ინდოევროპულ-ქართველური მსგავსებების ჩამონათვალის შემადგენელ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: “მიწა”, “ლაგება”, “დება”, “რგვა”, “გლეჯა”, “გროვება”, “სმენა”, “გაგება”, “სისხლი”, “ბრგე, დიდი”, “შობა”, არ ესაჭირეობათ ჩვეულებრივ სესხება სხვა ენებიდან. მსგავსი სიტყვების ერთობლიობა შესაძლოა აღმოჩნდეს ორ განსხვავებულ ენაში თუ ადგილი აქვს ამ ენებზე მოლაპარაკეთა სოციალურ შერწყმას, ან თუ მთელი რიგი მსგავსი ფუძეები და სიტყვათა და ფუძეთა წარმოქმნის სტრუქტურული იზომორფიზმი ავლენენ კოლატერალურ გენეტიკურ ნათესაობას ორ-პროტო-ენას შორის და ამ შემთხვევაში შესაბამისად უნდა მიგვანიშნებდეს ქართველურ-პროტო-ინდოევროპული წინა-პროტო-ენის არსებობაზე [45 D'iakonov 1985, 118f. . დიაკონოვი უფრო მეორე შესაძლებლობისაკენ იხრება და აღნიშნულ იზოგლოსებს მიიჩნევს პროტო-ინდოევროპულისა და პროტო-ქართველურის კოლატერალური ნათესაობის დამადასტურებელ მოწმობად, რომელიც საერთო პროტო-ინდოევროპულ-პროტო-ქართველურ დიალექტურ კონტინუუმამდე (D'iakonov 1990, 61). დამახასიათებელია, რომ იგივე ავტორი გამორიცხავს ნებისმიერ ხანაში ქართველურის პირდაპირ კონტაქტს სემიტურთან (D'iakonov 1985, 124).].

 

. მელორის განცხადებით, თუმცა ზოგიერთი ლექსიკური პარალელი ხშირად არის ხოლმე ციტირებული, უმთავრესი გარემოება ინდოევროპულისა და ქართველურის ურთიერთმიმართებასთან და/გვ.65:/კავშირებით მაინც ტიპოლოგიურია [46 . დიაკონოვიც ასევე შენიშნავს, საოცარ მსგავსებას არსებულს ქართველურ და ინდევროპულ სიტყვათა სტრუქტურის ტიპოლოგიაში (D'iakonov 1990, 61).], ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ბევრად უფრო ადვილია ამ ორ ოჯახს შორის ძალზე შორეული გენეტიკური კავშირების მტკიცება, ვიდრე რაღაცნაირი ისტორიული სახის ურთიერთობებისა პროტო-ინდოევროპული ენის არსებობის პერიოდის განმავლობაში [47 Mallory 1989, 150f.].

 

ფაქტობრივად, . გამყრელიძისა და . ივანოვის მიერ წარმოდგენილი, პროტო-ქართველურსა და პროტო-ინდოევროპულს შორის არსებულ ნასესხობათა ჩამონათვალი სიტყვები პროტო-ქართველურში ცალსახად წარმოდგება პროტო-ინდოევროპულიდან და არაფერი დასტურდება საპირისპირო მიმართულებით [48 Gamkrelidze/Ivanov 1985a, 20f.]. ეს ფაქტი, . დიაკონოვის დაკვირვებით, ეწინააღმდეგება . გამყრელიძისა და . ივანოვის ვარაუდს, ამ ორი პროტო-ენის თანაარსებობის თაობაზე ერთსადაიმავე გარემოში, რაც, რა თქმა უნდა, უნდა გულისხმობდეს აღნიშნულ ენათა შორის ორმხრივი ზემოქმედების არსებობას და არა მხოლოდ ცალმხრივ მიმართულისას [49 D'iakonov 1985, 118. . მელიქიშვილის მიერ თითქმის ორმოცი წლის წინათ გამოთქმული მოსაზრებით, ქართველური ენები ინდოევროპულ ენათა შორის ლექსიკურ დამთხვევებს ავლენენ არა იმ ენებთან, რომლებთანაც მათ ჰქონდათ ისტორიული და აგრეთვე უეჭველი წინაისტორიული კავშირები, როგორიცაა, მაგალითად, ხეთური, სომხური, ბერძნული ან ინდო-არიული, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, სავსებით მოულოდნელად ბალტურ-სლავურ-გერმანულ ენებთან (მელიქიშვილი 1965, 206, 240). შენიშნულია, აგრეთვე, რომ საზოგადოდ, ყველაზე ადრეულ ქართველურ-ინდოევროპულ ენობრივ პარალელებს შორის თვალში საცემია ინდოევროპული ლინგვისტური ჯგუფის სატემური არეალისათვის დამახასიათებელი რეფლექსების ნაკლებობა (Kлимов 1986, 155).].

 

ზოგიერთი ენათმეცნიერი, როგორც ზემოთ ითქვა, ქართველურს მიაკუთვნებს წინაინდოევროპულ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ ანდა, ტრადიციულად, კავკასიურ ენობრივ ოჯახებს. ხშირად ამ ორივე ოჯახს ერთმანეთთან გენეტიკურად აკავშირებენ. თუმცა /გვ.66:/ ბოლო ხანებში სპეციალისტები სულ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი ქართველურსა და ჩრდილოკავკასიურ ენათა შორის გენეტიკური კავშირის არსებობის მიმართ. ამ ენებს შორის ნათესაობა, ლინგვისტთა აღნიშნული ჯგუფის აზრით, შეუძლებელიც კი არის და მრავალრიცხოვანი საზიარო იზოგლოსები უნდა აიხსნას ქართველურში ჩრდილოკავკასიური სუბსტრატის არსებობით [50 D'iakonov 1985, 174n.17. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩრდილოკავკასიური ენები ენათესავებიან კეტურ (მდ. ენისეის აყოლებით) და სინო-ტიბეტურ ენებს. . დიაკონოვის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ კავკასიაში ჩრდილოკავკასიური ენები ადრეულ ხანებში იყო შემოტანილი ჩრდილოეთით ანდა ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარე მხარეებიდან (D'iakonov 1990, 62).].

 

როგორც ვხედავთ, უკანასკნელ ხანებში სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური და ენათმეცნიერული მონაცემები ხელსაყრელ შესაძლებლობას იძლევიან ძველ ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ არეალში მიმდინარე ეთნოგენეტური მოვლენების ახლებური ინტერპრეტაციისათვის. ანატოლიისა და კავკასიის ადრეული ბრინჯაოს ხანის პირველი ფაზის განმავლობაში მიმდინარე ზემოაღნიშნული მოვლენები, რომლებიც ძირითადად ძვ. . მეოთხე ათასწლეულსა და მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარს მოიცავენ, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა პროტო-ენების ურთიერთმიმართების საკითხთა კვლევის თვალთახედვით.

 

 

ადრეული ბრინჯაოს ხანის მეორე ფაზა

 

ცენტრალური ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის მეორე ფაზის დამახასიათებელ თავისებურებას, ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპის კულტურისას, წარმოადგენსსამეფო აკლდამებისგამოჩენა - კლასთაწარმოქმნის პროცესის უცილობელი ნიშან-თვისება [51 ქავთარაძე 1979, 83-92.]. მიუხედავათ ამ გარემოებისა, ცენტრალური ანატოლიისსამეფო აკლდამებშიგამოვლენილი დამარხვის წეს-ჩვეულებათა ზოგიერთი თავისებურება და ამ თავისებურებათა თითქმის სრული /გვ.67:/ განსხვავება უფრო ადრეული თუ თანადროული ანატოლიური სამარხებისაგან, ისევე როგორც ამ აკლდამების სამარხეული ინვენტარის გარკვეული მსგავსება ჩრდილოეთ კავკასიის, ჩრდილოშავიზღვისპირეთული სტეპებისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ყორღანული კულტურის ელემენტებთან, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ ჩრდილოური წარმომავლობის ტომების შეღწევა და დასახლება ცენტრალურ და ჩრდილოეთ ანატოლიაში.

 

მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მოიპოვება მასალა ადრეული ჰელადური ხანის II პერიოდის დამლევსა თუ ამავე ხანის III პერიოდში ანატოლიიდან ეგეოსის ზღვის გადალახვით ხალხის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილების სამტკიცებლად. ეს მოვლენა არ არის გამორიცხული, რომ გამოწვეული ყოფილიყო იმავე ხანებში ახალმოსულთა დაწოლით, რომლებიც ანატოლიაში ჩრდილოეთიდან უნდა ყოფილიყვნენ შემოჭრილი, შესაძლოა სულაც კავკასიონის გადაღმა მდებარე მხარეებიდან [52 Hood 1973, 61.].

 

ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, სოფელ პავლოგრადის მახლობლად მდებარე მაიკოპის კულტურის ადრეული სტადიის გორა-სამარხში (ყორღანში) ნაპოვნი იყო ოთხთვლიანი ურმის ნაშთები [53 Николаева/Сафронов 1983, 63.]. ასეთი ტრანსპორტის გამოყენებას შესანიშნავი შესაძლებლობა უნდა მიეცა აღნიშნული და მომდევნო ხანების ჩრდილოელი მესაქონლეობის მასიური გადაადგილებებისათვის შორეული მხარეებისაკენ და ვრცელ ფართობებზე. ახალ ტერიტორიებზე შეჭრილ მომთაბარეებს, მათი ძირითადი საქმიანობის, მესაქონლეობის ხვედრითი წილის ადგილობრივ საზოგადოებებში მნიშვნელოვანი ზრდითა [54 ალაჯა ჰოიუქისსამეფო აკლდამებისთანადროული მეორე ცენტრალურანატოლიური ძეგლის, ალიშარ ჰოიუქის ფენებში შეინიშნება მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ძვლების სიმრავლე. ამავე ძეგლის ადრეული ბრინჯაოს ხანის ყველა სხვა პერიოდის ნაშთებში ცხვრის მოშენების წამყვანი ადგილი სავსებით ეჭვს გარეშეა (იხ. Osten van 1937, 302).], და ახალი მმართველი კლასის ჩამოყალიბებით ხელი უნდა შეეწყოთ ადგილობრივი საზოგადოე/გვ.68:/ბის შემდგომი ეკონომიკური და სოციალური დიფერენციაციისათვის.

 

კულტურული და მასთან ძირითადად დაკავშირებული ენობრივი ცვლილებების ფუნქციური დანიშნულება ხშირ შემთხვევაში იყო საზოგადოებრივი სტრატიფიკაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობა, რაც საერთო ფენომენს წარმოადგენდა ადრეული ლითონების ხანის ახლო აღმოსავლეთისა და მისი პერიფერიისათვის. ამ ფუნქციას ძვ. . მესამე-მეორე ათასწლეულებში ასრულებდნენ ძირითადად ჩრდილოეთიდან გადმოსული და ამასთანავე ინდოევროპული წარმომავლობის მქონე შედარებით მობილური მესაქონლე ტომები. თუმცა მსგავსი ფუნქციის ქონა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ინდოევროპული წარმომავლობის მქონე ტომების პრეროგატივა. არ ჩანს საფუძველი, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ სხვა ტომთა წარმომადგენლებს ჰქონოდათ ასეთივე ან მსგავსი დაკრძალვის წესები; ზოგიერთ შემთხვევაში გორა-სამარხები ნაპოვნია იმ რეგიონებში სადაც უფრო გვიან ხანებში არაინდოევროპელი მოსახლეობის არსებობაა დადასტურებული [55 ამავე დროს, მონაცემები ყორღანული დამარხვის წესთან დაკავშირებული სამარხების არსებობის შესახებ, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადრეული ინდოევროპელებით, ლუვიელებით დასახლებული სამხრეთ და დასავლეთ ანატოლიის ტერიტორიიდან (Mallory 1989, 30).]. მსოფლიოს სხვა შორეული რეგიონების მონაცემთა გათვალისწინების გარეშეც, საკმარისია გავიხსენოთ სამხრეთელი, სემიტი, მესაქონლეების მიერ ახლო აღმისავლეთის სხვადასხვა მხარეებში განხორციელებული ფუნქცია ან, ბევრად უფრო გვიან, ადრეულ შუა საუკუნეებში, ჩრდილოაღმოსავლელი (ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული თვალთახედვით), ევრაზიის სტეპებიდან შემოჭრილი და ალთაური წარმომავლობის ნომადი ტომები, რომელთათვისაც ასევე დამახასიათებელი იყო ყორღანული ტიპის დაკრძალვის წესის არსებობა. როგორც ვხედავთ, დასაშვები ჩანს, ანალოგიური სოციალური ფუნქცია და მესაქონლეობისათვის დამახასიათებელი დაკრძალვის წეს-ჩვეულებები სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ტომების ნიშან-თვი/გვ.69:/სებას წარმოადგენდეს [56 . დიაკონოვის აზრით, დაკრძალვის ანალოგიური წესი გავრცელებული უნდა ყოფილიყო პროტო-ქართველურ ტომებში (შდრ. D'iakonov 1985, 120f.). იგი ფიქრობს, რომ ქართველური ენის თავდაპირველი მატარებლები ამიერკავკასიაში ჩრდილოეთიდან შემოვიდნენ და მათ არქეოლოგიურ გამოხატულებად ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპის კულტურასა და კახეთში აღმოჩენილ ყორღანებს მიიჩნევს (D'iakonov 1990, 62). სხვა შეხედულების თანახმად ყორღანული დამარხვის წესი ამიერკავკასიაში ინდოევროპელებს უნდა შემოეტანად. . ჯაფარაძის მიხედვით, სწორედ ამ გარემოებით უნდა აიხსნას ინდოევროპული ელემენტების არსებობა ქართველურ ენებში (Dzhaparidze 1993, 489). . მელორის განცხადებით, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდებარესამეფო აკლდამებსშორის მსგავსება შესაძლოა გამოეწვია ორივე ამ რეგიონის ადრეული ბრინჯაოს ხანის იერარქიულად დაწინაურებული წრეების ჩაბმას პრესტიჟული საგნებით ურთიერთშორის გაცვლით ქსელში და მათ მოთხოვნილებას მოეწყოთ თავიანთი საბოლოო განსასვენებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფორმით. მისი აზრით, ვინაიდან მოსალოდნელი იყო მტკვარ-არეზის კულტურა თანდათანობით გადაზრდილიყო სოციალურად უფრო მეტად დიფერენცირებულ საზოგადოებაში, რომელშიც ძალაუფლებისა და ქონების სიმბოლური გამოხატულებების არსებობას შეეწყობოდა ხელი, აქ მიმდინარე სოციალური ცვლილებები უფრო ლოკალურად აღმოცენებულად უნდა იყოს მიჩნეული, ვიდრე საიდანღაც შემოტანილად და თავს მოხვეულად (Mallory1989, 30, 233).]. მაიკოპის კულტურის მატარებელთა ყორღანული დამარხვის წესისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურება შეინიშნება ახ. . მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით დათარიღებულ ბელორეჩენსკის ყორღანებში, რომლებიც ჩრდილოდასავლეთკავკასიური, ადიღეურ-ჩერქეზულ ტომთა დანატოვარს წარმოადგენენ  [57 მაგ. Федоров 1975, 80f. . მელორი ფუჭად მიიჩნევს ზოგიერთ მკვლევართა მიერ გამოყენებულ იმ არგუმენტებს, რომლებიც თითქოსდა უნდა მოწმობდნენ ცენტრალურ ანატოლიაში მიკვლეულ ალაჯა ჰუიუქისსამეფო აკლდამებისინდოევროპულ კუთვნილებას; თუმცა, ამავე დროს, იგი თვლის, რომ მუდმივი კონტაქტები ანდა მიგრაციებია მხედველობაში მისაღები ჩრდილოეთ ანატოლიის ცენტრალური ნაწილისსამეფო აკლდამებსა” (მაგალითად, ალაჯა ჰოიუქის ცამეტი სამარხის) და კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მხარეებიდან ცნობილ გარეგნულად ანალოგიურ და ერთმანეთთან ახლო მყოფი სამარხეული ინვენტარის შემცველ სამარხებს შორის მსგავსების ასახსნელად (Mallory 1989, 30, 168).]. /გვ.70:/

 

მაიკოპის კულტურის მკვლევრები ამ და ზოგიერთ მომდევნო კულტურას მიაკუთვნებენ აფხაზურ-ადიღური ტომების წინაპრებს [58 Mарковин 1960, 116, 147; Федоров 1975, 74.]. ვფიქრობ შესაძლებელი უნდა იყოს აგრეთვე ცენტრალური ანატოლიის ხათური (პროტო-ხეთური) მოსახლეობა - რომლის ენაც ავლენს განსაზღვრულ მსგავსებას სტრუქტურული და მატერიალური თავისებურებების მხრივ აფხაზურ-ადიღურ ენებთან [59 Дунаевская 1960, 73-77; Дьяконов 1967, 173.] - დავაკავშიროთ ცენტრალური ანატოლიისსამეფო აკლდამებისკულტურასთან [60 იხ. Kammenhuber 1969, 329.], რომელიც, თავის მხრივ, ავლენს ზოგიერთი სტრუქტურული და მატერიალური ნიშან-თვისებების მსგავსებას (აკლდამების მოწყობისა და სამარხეული ინვენტარის მხრივ) ჩრდილოელი მესაქონლეების დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან. ამ გარემოების გათვალისწინებით, ხათების გამოჩენა ცენტრალურ ანატოლიაში სავარაუდო ხდება დაუკავშირდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან მათ შესაძლო მიგრაციას, რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა გვიანმაიკოპურ ან, რაც ალბათ უფრო მისაღები ჩანს, ადრეულპოსტ-მაიკოპურხანაში [61 შდრ. ქავთარაძე 1978passim. ჩრდილოელ მესაქონლეთა ეს ნავარაუდევი აქტიურობა, როგორც ჩანს, არ უნდა ყოფილიყო მათი პირველი ცდა ახლო აღმოსავლეთში კავკასიის გავლით შეღწევისა (შდრ. Loon van 1978, 7-11, 57-62; Winn 1981, 113-118; Mallory 1989, 30; Mунчаев 1994, 169).].

 

ამ პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია კავკასიური და ანატოლიური ქრონოლოგიური კონსტრუქციების შეთანაწყობა. აღნიშნულ რეგიონთა ზღვისპირეთის კულტურული ფენების ქრონოლოგიური ადგილის გარკვევაში განსაკუთრებული ადგილი უნდა მიენიჭოს ზღვის დონის ცვალებადობის სინქრონულობის განსაზღვრას. მაგრამ ეს უფრო მომავალი კვლევა-ძიების საქმეა. კავკასიისა და ანატოლიის ადრეული ლითონების ხანის ქრონოლოგიურ განზომილებათა შემუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ცირკუმპონტური ზონის არქეოლოგიური პრობლემატიკისათვის, არამედ მთლიანად ძველი სამყაროსათვის. მათი მონაცემების მხედველობაში მიღების გარეშე ძალზე ძნელი იქნება რამდენადე საიმე/გვ.71:/დო საერთო ევროპული ქრონოლოგიური შკალის მიღება. საქმე იმაშია, რომ სწორედ ანატოლიასა და კავკასიაში ჩანს შესაძლებელი იმრღვევის ზოლისორთავე ნაპირის ერთმანეთთან დაახლოება, რომელიც წარმოიქმნა ჯერ რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდის არქეოლოგიური ძეგლების დათარიღებისათვის გამოყენებისა და შემდეგ ამ მეთოდით მიღებული თარიღების შესწორების აუცილებლობის შედეგად და რამაც მიახლოებითი ისტორიული ქრონოლოგიების მქონე მხარეები (ეგვიპტე, მესოპოტამია და სხვ.) დააშორა უპირატესად ფიზიკური მეთოდის საშუალებით დათარიღებულ რეგიონებს [62 შდრ. Renfrew 1973, 104f., figs.20f.; Kавтарадзе 1983, 34f.]. 

 

უაღრესად ხელსაყრელ გარემოებას კავკასიისა და ანატოლიის ადრეულ კულტურათა აბსოლუტური და შედარებითი ქრონოლოგიის შემუშავებისათვის წარმოადგენს ის გარემოება, რომ სირია-მესოპოტამიის ნამოსახლარებზე გამოვლენილი ანატოლიური და კავკასიური წარმომავლობის არქეოლოგიური მასალა თარიღდება ისტორიული ქრონოლოგიების მეშვეობით, ხოლო რადიონახშირბადული ტექნიკით დათარიღებულ ანატოლიურ და კავკასიურ კულტურულ ფენებში დასტურდება სირიულ-მესოპოტამური, ანუ უკვე თავისთავად ისტორიული ქრონოლოგიების საშუალებით თარიღგანსაზღვრული, მასალები. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა უკანასკნელ ხანებში აღმოსავლეთანატოლიურ ძეგლებზე ჩატარებული გათხრები, სადაც ძვ. . მეოთხე-მესამე ათასწლეულების ფენებში აღმოსავლეთ- და ცენტრალურანატოლიურ მასალების გვერდიგვერდ აღმოჩნდა მესოპოტამური და კავკასიური წარმომავლობის მასალები. შესაბამისად, ამ ფენებისათვის მესოპოტამიისა და ეგვიპტის ისტორიულ ქრონოლოგიებთან კორელაციის საშუალებით მიღებული თარიღები თავისთავად წარმოადგენენ ანარიშგასაწევ არგუმენტს ძველაღმოსავლური ცივილიზაციების ჩრდილოეთი პერიფერიის (ჩრდილოეთი კავკასიის ჩათვლით) არქეოლოგიური /გვ.72:/ კულტურებისათვის ადრე მიღებული თარიღების საგრძნობი დაძველების სასარგებლოდ [63 მაგ. Kавтарадзе 1983, 86-105. გაუმჯობესებულ არქეომეტრიულ ტექნიკაზე დაფუძნებული ახალი ქრონოლოგიური განზომილებების გამოყენების გადაუდებელი საჭიროების გათვითცნობიერება და შესაბამისად მათი მონაცემების გათვალისწინების შედეგად ახლოაღმოსავლური მონაცემების შეთანაპირება ამავე არეალის ჩრდილოური პერიფერიის ძეგლებზე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალასთან, საშუალებას მოგვცემდა ახლებურად გაგვეხილა რიგი ეთნოგენეტურ-ლინგვისტური, კულტურულ-ისტორიული და სოციალურ-ეკონომიური მოვლენებისა სრულიად ახალ შუქზე, არა მხოლოდ კავკასია-ანატოლიის ადრეული პერიოდის შესწავლასთან დაკავშირებით, არამედ აგრეთვე ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის უძველესი კულტურებისა და შესაბამისად საზოგადოებების ურთიერთმიმართების ხასიათის გადასინჯვის მხრივ.].

 

ახალი მონაცემების საფუძველზე სავსებით დასაშვები ჩანს, მაიკოპის კულტურის შემდეგდროინდელი, რომელმაც ამასთანავე შეინარჩუნა წინამორბედი კულტურის მრავალი ნიშან-თვისება, . . “ჩრდილოკავკასიური კულტურისქვედა თარიღი ცენტრალური ანატოლიისსამეფო აკლდამებისქვედა თარიღის მეტნაკლებად თანადროულად მივიჩნიოთ.

 

 ალაჯა ჰოიუქისსამეფო აკლდამებისკულტურის მოსახლეობის არაადგილობრივი წარმომავლობა შესაძლებელია დავასკვნათ ამ სამარხებში მიკვლეულ ბრაქიკეფალურ ჩონჩხთა და ცენტრალური ანატოლიის მკვიდრი მოსახლეობის დოლიქოკეფალურ მაჩვენებლებს შორის არსებული კრანიოლოგიური განსხვავებების გათვალისწინების შედეგად [64 Senyürek 1956, 207f.; Mellaart 1966, 155.]. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ განსახილველი ხანის ჩრდილოდასავლეთ კავკასია ხასიათდება, კავკასიის სხვა რაიონებთან შედარებით, როგორცშედარებითი ბრაქიკრანიის ცენტრი” [65 Дебец 1948, 104, 108, 175, 275f.]. თუმცა მსგავს მორფოლოგიურ მახასიათებლებზე შეიძლება ზეგავლენას ახდენდნენ კვების ან გარემო პირობების ფაქტორები, ისევე როგორც გარკვეული სახის ხელოვნური მანიპულაცი/გვ.73:/ები [66 მაგ., კავკასიაში ჯერ კიდევ არსებობს ჩვილი ბავშვის თავის დამრგვალების ჩვევა, აკვანში მისი მჭიდროდ შეხვევით.]. რა თქმა უნდა ბევრად უფრო სანდო იქნებოდა ბიოქიმიური კვლევის შედეგები, რომლებიც ამ რეგიონებისათვის სამწუხაროდ ძალზე ნაკლულია [67 . რენფრიუს განცხადებით, უახლოეს მომავალში ბირთვულ და მითოქონდრიულ დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაზე (დნმ) დაფუძნებული მოლეკულარული გენეტიკის წარმატებები და ადამიანთა განათხარი ნაშთებისაგან მიღებული შორეულ წარსულში არსებული გენეტიკური ურთიერთობების ამსახველი შედეგების გამოყენება, ხელს შეუწყობს ახალი დარგის, “ისტორიული გენეტიკისაღმოცენებას (Renfrew 1992, 446; Renfrew 1993, 40f., 44). ანთროპოლოგიური მონაცემების ინტერპრეტაციისას მორფოლოგიური კრიტერიუმების უკმარისობაზე ჯერ კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ამახვილებდა ყურადღებას . ლოურენს ენჯელი, რომელიც ძველი ტროის მოსახლეობის რთული და მრავალფეროვანი რასიული კავშირების განხილვისას შენიშნავდა, რომგანსხვავებული წარმომავლობის მოსახლეობის გენეტიკური ურთიერთკავშირის საფუძვლიანი ანალიზის დროს არსებულ სხვაობებზე დაკვირვება ცხადყოფს, როგორც თანამედროვე მეტრული და კვლევის სხვა გარეგნულ-დაკვირვებითი მეთოდების არაკომპეტენტურობას, ასევე იმ ნიშან-თვისებათა კომბინირებული შესწავლის აუცილებლობას, რომლებიც ამჟამად სხვადასხვასახეობათა” “აბლაბუდებშიარიან აღრეული და რომელთა ხელახალი შეთავსებადობის საკითხის გამოსარკვევად საჭირო ხდება ცალკეულ გენთა და ქრომოსომთა დამაკავშირებელი ჯგუფების მრავალგვაროვანი ზემოქმედების გამოკვლევა” (Lawrence Angel 1951, 30).].

 

გაურკვეველი რჩება წინახათური ხანის ცენტრალური და ჩრდილოეთ ანატოლიის მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების საკითხი. ამ პრობლემასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ხეთურ ენაში შემონახული ის არაინდოევროპული ფენა, რომელიც ვერ აიხსნება ხათური ენის მეშვეობით. ვფიქრობ, მასში უნდა იყოს შემონახული იმ მოსახლეობის ენა, რომელიც ეტყობა სუბსტრატული იყო არა მხოლოდ ხეთური ენისათვის, არამედ ალბათ ხათურისათვისაც. ზემოთ მოხსენიებული დაკვირვებებისა და აგრეთვე ქართველურ და ხათურ ენებს შორის შენიშნუ/გვ.74:/ლი სიახლოვის [68 Дьяконов 1967, 175f.; Kондратьев/Шеворошкин 1970, 134; Girbal 1986, 160-163; Mallory 1989, 26; Gragg 1995, 2177. . გირბალი ხათურს ქართველურ ენებს კიდევაც მიაკუთნებს, ოღონდ იგი მხოლოდ ლექსიკურ მონაცემებს ეყრდნობა.] გათვალისწინებით, არ უნდა იყოს გამორიცხული ადრეული ბრინჯაოს ხანის ანატოლიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში პროტო-ქართველურ ტომთა განსახლება.

 

საფიქრებელია, რომ ქართველური ერთობა უნდა ჩამოყალიბებულიყო ანატოლიაში ადრეული ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპზე, ადგილობრივი, ანატოლიური და დასავლეთიდან ახალშემოსული ტომების შეჯვარების შედეგად [69 ენათმეცნიერებაში კონვერგენცია, განსხვავებით დივერგენტული პროცესებისაგან, ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება ხოლმე; ამ გზით ენათა ან ენათა ოჯახების ჩამოყალიბებას ისტორიული ენათმეცნიერება უარყოფს. თუმცა, როგორც . რენფრიუ შენიშნავს, ლინგვისტური კონვერგენციის გენეტიკური ტყუპისცალი, რომელიც შეჯვარების შედეგად არის აღმოცენებული - “გენების დინება” - შესაძლებელია როგორც ხელშემწყობ, ასევე შემაფერხებელ ძალად მოგვევლინოს ცვლილებათა ჩასახვისა და ახალ სახეობათა ჩამოყალიბების დროს (Renfrew 1992, 448, 453). . ტრუბეცკოის საექსპერიმენტოდ წამოყენებული წანადადების მიხედვით, არასოდეს არსებულა ერთიანი პროტო-ინდოევროპული წინაპრული ენა, არამედ უფრო მოსალოდნელია, რომ გენეტიკურად ერთმანეთის არამონათესავე ენები საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ურთიერთზემოქმედებდნენ, რათა საბოლოოდ ჩამოეყალიბებინად ამორფულად შეკავშირებული Sprachbund-, რომელიც შემდეგ რეკონსტრუირებული იქნა ლინგვისტთა მიერ როგორც პროტო-ინდოევროპული ენა (Trubetskoy 1939, 81-89; Friedrich 1975, 67). როგორც ჩანს, კონვერგენცია და დივერგენცია წარმოადგენდნენერთი და იმავე მონეტის ორ მხარესდა მათ არცთუ ისე იშვიათად ერთდროულად უნდა ჰქონოდათ ადგილი ენობრივი განვითარების მსვლელობისას.

 

ბოლო დროს შენიშნული იყო, რომ თუმცა ლინგვისტური რეკონსტრუქციის მიმდინარეობა, ძირითადად ფოკუსირებული პოსტულირებულ, წინაპრულ ფორმებზე, გამუდმებით აღადგენს თითქოსდა ისტორიული განვითარების პროცესის ერთადერთ გამომხატველ . . “გვაროვნული ხისსტრუქტურას და განიხილავს დივერგენციას ენობრივი ცვლილების ერთადერთ ფორმად, კონვერგენცია, როგორც ირკვევა, უნდა ყოფილიყო თანაბრად გავრცელებული მოვლენა და პიდჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პროცესების საშუალებით ალბათ წარმოადგენდა ენათა /გვ.75:/ ცვლილების სულ უფრო მზარდ თავისებურებას ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ინტენსიური რეგიონთაშორისი ვაჭრობის ისტორიულ პირობებში (Sherratt/Sherratt 1988, 585). სინამდვილეში, ახალმოსულთა შემოსევებისა და ზოგიერთ ტომთა სხვა ტომთაგან დამონების შედეგად განსხვავებული წარმომავლობის ტომთა შერწყმა-შეჯვარებას, კლასთა წარმოქმნის პროცესის ადრეულ სტადიაზე მყოფი საზოგადოებების სახეცვლილებისათვის ალბათ უფრო გადამწყვეტი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ინტერ-რეგიონალური ვაჭრობა.]. შედარებით უფრო გვიან უნდა /გვ.75:/მომხდარიყო ქართველური ტომების პერიოდული ინფილტრაცია ანატოლიიდან ამიერკავკასიის - მათი ისტორიული სამშობლოს - მიმართულებით. მხედველობაშია მისაღები, რომ გარკვეული ნაწილი ხეთურ-სომხური ლექსიკური პარალელებისა, რომლებიც მცირე გამონაკლისის გარდა არაინდოევროპული წარმომავლობისაა და როგორც ჩანს წარმოდგება მცირე აზიის ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკონიდან [70 Greppin 1975, 89.], დასტურდება ქართველურ ენებშიც, რომლებიც სხვა კავკასიურ ენებთან ერთად უძველესი ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული სამყაროს ცოცხალ რელიქტებს წარმოადგენენ.

 

პროტო-ქართველური ტომების პირველსაცხოვრისად ანატოლიის მიჩნევა, ერთი შეხედვით, მხარდაჭერას უნდა ღებულობდეს უკანასკნელი ხანების ენათმეცნიერული გამოკვლევების მონაცემების მიხედვით. მათ შუქზე ხათური ენა უშუალოდ ჩრდილოკავკასიური ენობრივი ოჯახის ჩრდილოდასავლურკავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ), ხოლო პროტო-ხური-ურარტული - ჩრდილაღმოსავლურკავკასიურ (ნახურ-დაღესტნურ) ჯგუფებში ექცევა [71 მაგ., Diakonoff/Starostin 1986, 1-15, 95-99.]. ასეთ ვითარებაში ქართველურისათვის არა მხოლოდ დასავლეთ და ცენტრალურ ამიერკავკასიაში აღარ რჩება ადგილი, არამედ არც მათ სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთით მდებარე მხარეებშიც, რომლებიც, შესაბამისად, ხათურ-ჩრდილოდასავლეთკავკასიურ და მისგან აღმოსავლეთით მდებარე პროტო-ხურიტულ-ურარტულ-ჩრდილოაღმოსავლეთკავკასიურ ერთობებით დასახლებულებად შეიძლებოდა წარმოგვედგინა. თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთ ამიერკავკასია /გვ.76:/ და აღმოსავლეთ ანატოლია ძვ. . გვიან მეოთხე - ადრეულ მესამე ათასწლეულებში წარმოადგენდნენსაკონტაქტო ზონებსახლო აღმოსავლეთის ჩრდილოური პერიფერიის სამ მნიშვნელოვან კულტურას შორის: ცენტრალურანატოლიურბუიუქ გიულიუჯექის”, ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ და ცენტრალური რეგიონისათვის დამახასიათებელ მაიკოპისა (და/ან მისი მომდევნო ხანისჩრდილოკავკასიური კულტურის”) და ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიაში, ცენტრალურ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, დასავლეთ ირანში, აღმოსავლეთ ანატოლიასა და სირია-პალესტინაში გავრცელებულ მტკვარ-არეზის, რომლებიც (ეს სამი კულტურა) იქნებ გაგვაიგივებინა, ძალზე არამკვეთრი კონტურებით, სამხრეთ (ქართველურ), ჩრდილოდასავლეთ და ჩრდილოაღმოსავლეთ [72 არა მხოლოდ ჩრდილოაღმოსავლეთკავკასიური ენების მატარებელ ტომთა მიერ დასახლებული ტერიტორიები ემთხვეოდა მტკვარ-არეზის კულტურის გავრცელების არეალს, არამედ აგრეთვე თვით ხურიტებსაც, ძვ. . გვიან მესამე ათასწლეულის ზემო მესოპოტამიაში მოსახლეებს, როგორც ირკვევა, თავისი პირველსაცხოვრისი აღმოსავლეთ ანატოლიაში, იმავე მტკვარ-არეზის კულტურის ერთ-ერთ ადრეულ ცენტრში, ჰქონიათ (შდრ. Burney 1958, 157-209; Burney 1989, 45, 48, 50f.; D'iakonov 1990, 63; Wilhelm 1995, 1244f.). უფრო გვიან ხანებში ხურიტების მატერიალური კულტურა ძნელი გასარჩევი ხდება მათ მეზობლად მცხოვრები სხვა ახლოაღმოსავლელი ხალხებისაგან (Potts 1994, 21). იმ ხანად მათთვის დამახასიათებელი კერამიკა ნაკლებად განირჩეოდა ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული სხვა თანადროული ნაწარმისაგან და მათ მსგავსად ატარებდა დროის ნიშან-კვალს - ჭურჭლის მოხატვის ტრადიციას. ხურიტების ამიერკავკასიური წარმომავლობაის ვარაუდი ჯერ კიდევ . შპაიზერის მიერ იყო გამოთქმული (Speiser 1941).] კავკასიურ ენების მატარებელთა წინაპრებთან.

              

 

ადრეული ბრინჯაოს ხანის მესამე ფაზა

 

მკვლევართა შორის ძირითადად თანხმობაა იმ საკითხში, რომ ხეთური ტომები ანატოლიაში სხვა რეგიონიდან არიან მოსული ადრეული ბრინჯაოს ხანის შედარებით გვიანდელ პერიოდში და ამდე/გვ.77:/ნად ანატოლია არ შეიძლება ყოფილიყო მათი პირველსაცხოვრისი [73 მაგ. Puhvel 1994, 253. როგორც შენიშნავენ, იმდენად დიდი რაოდენობით იჩენს თავს მთელი ანატოლიის გაყოლებაზე ძნელად გასარკვევი ტოპო- და ანთროპონიმები, რომ აღარ რჩება არავითარი სხვა შესაძლებლობა გარდა არაინდოევროპული სუბსტრატის იქ არსებობის დაშვებისა (Mallory 1989, 64f.).]. არაინდოევროპული სუბსტრატი საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოდგენილიხეთურ” (ინდოევროპულ-ანატოლიურ) ენებში [74 ვინაიდან ხეთური ენა არაინდოევროპული სუბსტრატის ზეგავლენის ღრმა კვალს ატარებს, ხოლო ხეთური რელიგია და ლიტერატურა ატარებს ინდოევროპული სამყაროსათვის დამახასიათებელ თავისებურებათა მხოლოდ სუსტ ნიშნებს, ნავარაუდევი იყო, რომ შესაძლოა ცენტრალურ ანატოლიაში ადგილი ჰქონდა ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობის მხოლოდ თხელი ფენის არსებობას, რომელიც სუპერსტრატს წარმოადგენდა ადგილობრივი არაინდოევროპული მოსახლეობის წიაღში; ხოლო ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანწილად უნდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი კულტურა (Zimmer 1990, 325). აშკარად ადრეულ ხანაში ნასესხებ სიტყვათა რიცხვი და მათი შინაარსობრივი ყოვლისმომცველობა მოწმობს, რომ მცირე აზიას, წინაბერძნული ეგეოსისპირეთისა და წინაადრეიტალიკური აპენინების ნახევარკუნძულის მსგავსად, გააჩნდა მნიშვნელოვანი, ბინადარი არაინდოევროპული მოსახლეობა, ვიდრე იქ ინდოევროპული ოჯახის ანატოლიური, ფრიგიული და სომხური ენების მატარებელი ტომები შეაღწევდნენ (Ehret 1988, 573).]. ადგილობრივ, ავთოქტონურ ენებს შორის თითქოს ყველაზე უფრო საფიქრებელი ჩანდა, რომ ხათური ყოფილიყო მიჩნეული სუბსტრატულ ენადხეთურ იმპერიულ არეალში” [75 Friedrich 1975, 48. ამავე დროს, უფრო გვიან ხანებში დადასტურებული ქაშქური მოსახლეობა განიხილებოდა ხოლმე ხათების ერთ-ერთ ეთნიკურ ნარჩენად, რომელიც ჩრდილოეთისაკენ ხეთების ექსპანსიის შედეგად იყო გარეკილი (შდრ. Гиоргадзе 1961; Singer 1981, 123).].

 

თუ ჩვენ დაუშვებთ, რომ ანატოლია არ წარმოადგენდა ინდოევრპელთა პირველსაცხოვრის, თავისთავად გაგვიჩნდება კითხვა: როდის გამოჩნდნენ ანატოლიაში ინდოევროპულ-ანატოლიურ ენებზე მეტყველი ტომები და საიდან მივიდნენ ისინი იქ?

 

ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, საკმაო საბუთი მოიპოვება იმის სამტკიცებლად, რომ ხათური ენა გავრცელე/გვ.78:/ბული იყო ცენტრალური ანატოლიის დიდ ნაწილზე, მდ. კიზილ ირმაკის (ხეთური - მარასანთია, კლასიკური ხანის - ჰალისი) რკალის შიგნით და მოიცავდა ხათუსას (მოგვიანებით ხეთების დედაქალაქი) ტერიტორიას, ვიდრე იქ ხეთური (ნესიტური) ენა იქნებოდა გამოყენებული. ხეთური პანთეონის რამდენიმე წარჩინებულ ღვთაებას ხათური სახელები ერქვათ [76 . გორნის მიხედვით, ცენტრალური ანატოლიის დაქვემდებარებს შემდეგ, ხეთებმა, ისევე როგორც მათ ეს გააკეთეს ცხოვრების სხვა სფეროებში, ხელი მიყვეს წინახეთური ხანის ღვთაებებისკოოპტირებასადა ხელახალ ფორმირებას თავისი ძალაუფლების ლეგიტიმიზაციისა და საწინააღმდეგო იდეოლოგიური მოთხოვნილებების აღმოცენებისაგან თავის არიდების მიზნით; იმისათვის, რომ კავშირში მოეყვანათ ეს ღვთაებები ხეთურ ტრადიციასთან, ხეთები ხშირად აღწევდნენ წარმატებას მათი წინახეთური კუთვნილების დამცრობაში (Gorny 1995, 69). თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხათუსილი I-ის და მისი მემკვიდრეების ზეობის სახელები ხათური იყო და არა ხეთური. ხათური იყო სამეფო კარის მთავარი ღვთაებები და მათ, ამასთანავე, როგორც წესი ხათურ ენაზე მიმართავდნენ ხოლმე. ხათური დღესასწაულები წარმოადგენდნენ ნიმუშებს ხეთური ხანის ადრეული რელიგიური კულტებისათვის, ხოლო ხათური მითები გადმოსცემდნენ ადრეულ ხეთურ ოფიციალურ ღვთისმეტყველებას (შდრ. Drews 1988, 66; McMahon 1995, 1984f.).].  ნესიტური და ფალაური (კიდევ ერთი ინდოევროპული-ანატოლიური ენა ლუვიურთან ერთად, ხეთურ-ნესიტურის გარდა) ენების გამორჩეული თავისებურებანი დამაჯერებლად შეიძლება მიენიჭოს ხათურის ზეგავლენას. ხეთები ჰატტილი- (ანუხათის ენას”) უწოდებდნენ არა თავიანთ ინდოევროპულ ენას, არამედ არაინდოევროპელი ხათებისას, მიმართავდნენ რა მათ სახელწოდებახათიზედაფუძნებული ზედსართავით; თუმცა ამავე დროს სახელწოდებახათითისინი აღნიშნავდნენ თავიანთ საკუთარ მიწა-წყალს - აშკარაა, რომ ეს სახელწოდება მათ შეითვისეს მათივე წინამორბედი, ხათურ ენაზე მეტყველი მოსახლეობისაგან [77 ხეთურსა და ფალაურზე ხათური ენის ზემოქმედების გათვალისწინების გამო, ხათების უფრო ადრეული, ხეთამდელი ხანის, განსახლების არეალად მიიჩნევენ შემდეგში ნესიტი-ხეთებისა და ფალაელების მიერ დაკავებულ მდ. კიზილ ირმაკის რკალის შიგნით და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიებს, პაფლაგონიასა და აღმოსავლეთ პონტოს მთებს (Houwink Ten Cate 1995, 261). მდ. კიზილ ირმაკის სამხრეთით გაბატონებულ ლუვიურ /გვ.79:/ ენაში ხათურის ზეგავლენის არ ქონაც ხათურის გავრცელების არეალს ისევ ზემოდასახელებული რეგიონებით შემოფარგლავს (Gragg 1995, 2175). . დიაკონოვის აზრით, სუბსტრატი ლუვიურისათვის, ისევე როგორც მცირე აზიის დარჩენილი მხარეებისათვის და კვიპროსისათვის, ლემნოსისათვის და სხვ. უნდა ყოფილიყო ჩრდილოაღმოსავლეთკავკასიური (D'iakonov 1990, 63).  ]. /გვ.79:/ როგორც . ქროსლანდი ხაზგასმით შენიშნავს, ყოველივე ამის შედეგად მიღებულიეკონომიკურიდასკვნა იქნებოდა მხოლოდ ის, რომ ხეთური ენა ხათურზე შედარებით გვიან გამოჩნდა ცენტრალურ ანატოლიაში [78 Crossland 1957; Crossland 1973, 277. ენათმეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მთელი რიგი სუბსტრატული სიტყვებისა, რომლებიც ადრეული ხანების მემკვიდრეობას წარმოადგენდნენ, შემონახული იყო უფრო გვიანდელ - შუმერულ, აქადურ და ხეთურ - ლექსიკონებში (შდრ. Hallo/Simpson 1971, 17).]. მხედველობაშია მისაღები ზემოაღნიშნული ფაქტიც, რომ ხეთურ-სომხური ლექსიკური პარალელების უმეტესი ნაწილი არაინდოევროპული ხასიათისაა.

 

ყველაზე ადრეული მონაცემები ინდოევროპულ ენებზე მეტყველთა შესახებ მიკვლეულია ქანესის, იგივე ნესის (ქიულთეფე ქალაქ კაისერისთან, ძველი კესარია, იგივე მაზაკა) ძველასურული არქივების . . კაპადოკიურ ფირფიტებში ასახული ანთროპონიმებისა და ლექსემების წყალობით. თვით საკუთრივ ინდოევროპულიხეთურიენაც ამ ქალაქის სახელის მიხედვით იყო წოდებულინესიტურადანუ ნისილი - ნესის ენა [79 ქანეს/ნესაში არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ლაპარაკობდა ნესიტურად (ხეთურად), არამედ ტიტულოვანთა დიდ ნაწილს, მმართველთა ჩათვლით, ერქვა ხეთური სახელები  (Singer 1981, 126).]. ამ მონაცემების გამო მკვლევრები ჩვეულებრივ ვარაუდობენ ხოლმე, რომ ხეთები (ნესიტები) პირველ ყოვლისა ცენტრალური ანატოლიის ზეგნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში იყვნენ ფეხმოკიდებულნი, ვიდრე მდ. კიზილ ირმაკის გადალახვის შემდეგ უფრო გაფართოვდნებოდნენ და ჩრდილოეთით ხათუსას მიაღწევდნენ, რომელიც შედარებით გვიან გახდა მათი პოლიტიკური ცენტრი, ნესის ნაცვლად. ისტორიული წყაროების მონაცემების საფუძველზე ნავარაუდევია, რომ ქანესსა და ზემო ევფრატს შორის მდებარე მხარე ძვ. . მესამე-მეორე ათასწლეუ/გვ.80:/ლების მიჯნაზე და შესაძლოა რამდენადმე უფრო ადრეც იყო ხეთების ადრეული საცხოვრისი [80 Singer 1981, 129. შენიშნულია, რომ დაყოფა ხათურ და ხეთურ ზონებს შორის შეესაბამებოდა მიახლოებით იმ გამყოფი ზოლის ორ მხარეს, რომელიც გადაჭიმული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ, თითქმის მდ. ჰალისის (კიზილ ირმაკი) პარალელურად  (Singer 1981, 125).]. ძვ. . მეორე ათასწლეულის დასაწყისის ასურული ტექსტების ექსტრაპოლაციის საფუძველზე შესაძლებელი ჩანს იმის განცხადება, რომ ძვ. . მესამე ათასწლეულის მეორე ნახევარშიხეთებისარსებობა უკვე დასტურდება ცენტრალური ანატოლიის სამხრეთ ნაწილში [81 კაპადოკიური ფირფიტების ანატოლიური ონომასტიკონის მონაცემების გათვალისწინების შედეგად, . გამყრელიძე და . ივანოვი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სამივე ინდოევროპულ-ანატოლიურ ენას (ნესიტურს, ლუვიურსა და ფალაურს) განვითარებისა და ჩამოყალიბების ძალზე ხანგრძლივი დრო უნდა გაეარათ მას შემდეგ რაც ერთმანეთს დაშორდნენ (Gamkrelidze/Ivanov 1985a, 5). მათი აზრით,  ეს ტომები უძველეს მცირე აზიაში დასახლდნენ არა შემოსევებისა და ახალი ტერიტორიების დაპყრობის გზით, რომელიც აღგვიდა პირისაგან მიწისა ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს, არამედ ამ რეგიონის მოსახლეობაში თანდათანობითი ინფილტრაციის საშუალებით. ამავე დროს, იგივე მკვლევრები აღიარებენ ხეთური და ფალაური ენების ხათურთან ხანგრძლივ ურთიერთობას (Gamkrelidze/Ivanov 1985b, 51). კარგად არის ცნობილი, რომ ხეთურმა და ფალაურმა რიტუალური და სოციალური ტერმინების დიდი ნაწილი ხათურისაგან ისესხეს (Kammenhuber 1969, 431-436; Gamkrelidze/Ivanov 1985b, 51). . მელორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინდოევროპელ ანატოლიელებს უკვე ჰქონდათ გავლილი მნიშვნელოვანი ასიმილირების პროცესი არაინდოევროპელი ანატოლიელების კულტურასთან, როდესაც ისინი ისტორიის შუქზე გამოჩნდნენ  (Mallory 1989, 25). . დრიუს დაკვირვებითაც, პროტო-ანატოლიელი მიგრანტებიხათის ქვეყანაშიმცირე აზიის სხვა რაიონებიდან იყვნენ გადასული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძვ. . მესამე ათასწლეულის ფარგლებში და მათი ეს გადადგილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესევად და დაპყრობად, ვინაიდან პროტო-ანატოლიურ ენის მატარებელი მოსახლეობა თვით წარმოადგენდა ხათური საზოგადოების შემადგენელ ნაწილს (Drews  1988, 54f.).].      

 

ვინაიდან ცენტრალური ანატოლიის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული ქუსარის მმართველები ხათუსელი /გვ.81:/ ხათების მოწინააღმდეგები ჩანან, ისინი უშუალოდ ნესიტ-ხეთებს თუ არ განეკუთვნებოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მათი მოკავშირეები მაინც უნდა ყოფილიყვნენ; ისინი ძირითადად სწორედ ხეთებს ეყრდნობოდნენ და უპირატესად მათსავე ინტერესებს გამოხატავდნენ [82 ძალზე დიდია კონტრასტი ქუსარის მმართველების დამოკიდებულებაში, ერთის მხრივ, ნესისადმი და მეორეს მხრივ, ხათუსისადმი. მაშინ როდესაც ნესისა და მისი მოსახლეობისადმი დამოკიდებულება მშვიდობიანი იყო, ხათუსა მათთვის იყომიწასთან გასწორებულიდასამარადჟამოდ დაწყევლილი”. გამოთქმულია მოსაზრება, რომ განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნესისადმი ეტყობა ასახავდა ქუსარისა და ნესის მოსახლეობებს შორის არსებულ ეთნიკურ სიახლოვეს (Orlin 1970, 243n .73; Singer 1981, 128).].

 

აღმოსავლეთიდან ხეთების იმიგრაციის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი არგუმენტია ხეთების ძველი სამეფოს ხანის ცენტრალური ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული რამდენიმე ქალაქის განთავისუფლება გარკვეული სახის სამსახურისაგან და ხეთების აღმოსავლეთთან განსაკუთრებული კულტურულ-ეკონომიკური კავშირები [83 Sommer 1947, 1-8.]. იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება წინაძველბაბილონური ლურსმული დამწერლობისადმი ხეთებისადმი უპირატესობის მინიჭების ფაქტის გამო ძველასურულ დამწერლობასთან შედარებით. ეს უკანასკნელი გამოყენებული იყო ცენტრალური ანატოლიის ძველასურულ კოლონიებში და მოსალოდნელი იყო, რომ სწორედ იგი იქნებოდა ხეთების მიერ გამოყენებული, თუ კი ისინი აბორიგენულ მოსახლეობას წარმოადგენდნენ ცენტრალურ ანატოლიაში და არა ახალმოსულებს უფრო აღმოსავლეთით მდებარე მხარეებიდან, სადაც მათ შეეძლოთ შეეთვისებინათ დამწერლობის წინაძველბაბილონური სახეობა [84 შდრ. ქავთარაძე 1985, 9.].

 

ანატოლიაში ხეთების შემოსვლის აღმოსავლური გზის სასარგებლო დამატებით არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ ლინგვისტური მონაცემები, რომლებიც მოწმობენ ინდოევროპულ-ანატოლიურ და არაინდოევროპულ-კავკასიურ ენებს შორის ხანგრძლივ ურთიერთობებზე და აგრეთვე ფალაურის, ნესიტურ-ხეთურზე უფრო /გვ.82:/ არქაულად მიჩნეული ენის უფრო ჩრდილო-დასავლეთისაკენ ადგილმდებარეობა ხეთურთან შედარებით და რაც მათში თიითქოს პირველი ინდოევროპული მოსახლეობის ტალღის დანახვის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინოვაციები, საზიარო ანატოლიურ და ინდო-ირანულ ენებს შორის, შესაძლებლობას გვაძლევს ვილაპარაკოთ ამ ენებს შორის კავშირებსა და კონტაქტებზე, როგორც დამოუკიდებელ ლინგვისტურ ერთეულებს შორის საერთო ინდოევროპულიდან მათი გამოყოფის შემდგომ ხანაში [85 Gamkrelidze 1970, 140; Гамкрелидзе 1967b, 120; შდრ. Гамкрелидзе/Иванов 1972. ერთ-ერთი შეხედულების თანახმად, ანატოლიური ჯგუფის გავრცელება შესაძლოა დაკავშირებული იყო აღმოსავლეთის მიმართულებით იმ მასიურ გადაადგილებასთან, რომელსაც ინდოეთში უნდა შეეტანა ინდოევროპული ენები და ამის გამო მართებული იქნებოდა მეტი ყურადღება დათმობოდა აღმოსავლეთ ევროპისა და სტეპების როლს  (Sherratt/Sherratt 1988, 586).]. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ინდოევროპულის კონტაქტები ფინო-უგრულ (ურალურ) და ალთაურ ენებთან ძველია და არ შემოიფარგლება ინდოევროპულის მხოლოდ ევროპული განშტოებით [86 Gimbutas 1985, 195. ფინო-უგრულ ენათა ოჯახი ყველაზე ინტენსიურ დამოკიდებულებას ინდოევროპულ ჯგუფთან ავლენს, რომლისგანაც მან სიტყვების შთამბეჭდავი რაოდენობა ისესხა; ეს გარემოება საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ ამ ორი ენობრივი ოჯახის ახლო მეზობლობა გარკვეულ პერიოდში (Mallory 1989, 148, 151, 179; Gamkrelidze 1990, 13).]. . პულეიბლანკის აზრით, არ მოიპოვება არავითარი გადაულახავი წინააღმდეგობა არც ლინგვისტიკისა და არც არქეოლოგიის გადასახედიდან, რომლის გამოც გამოირიცხებოდა სინო-ტიბეტურსა და ინდოევროპულს შორის გენეტიკური კავშირი [87 P Pulleyblank 1993, 106. თავისი მოსაზრების არქეოლოგიურ საყრდენად . პულეიბლანკი იყენებს . გიმბუტასის თეორიას, დნეპრ-დონეცის რაიონის სრედნი სტოგ II კულტურის (რომელსაც . გიმბუტასი თავისი ნომენკლატურის ყოღანულ I და II კულტურებთან აიგივებს და დაახლ. ძვ. . 4500-3500 წწ. ათარიღებს) საწყისების დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ უფრო ადრეულ და უფრო აღმოსავლეთით მდებარე კულტურის შემოჭრასთან და რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული ჩანდა შუა ურალის ყველაზე ადრეულ ნეოლითთან და ცენტრალურ აზიასთან (Gimbutas 1985, 191; Pulleyblank 1993, 107).]. /გვ.83:/

 

პრეისტორიკოსების აზრით, ქანესის არქივებში დამოწმებული ინდოევროპული საკუთარი სახელები ყოველგვარ ეჭვს გარეშე განეკუთვნებიან არა პროტო-ხეთურ-ლუვიურს, არამედ მის შთამომავალს, ხეთურს [88 D'iakonov 1985, 107.]. მიიჩნევენ, რომ ინდოევროპული ოჯახისანატოლიური განშტოებისენებზე მოლაპარაკე მოსახლეობა სხვა ინდოევროპელხალხებსგამოეყო ძვ. . მესამე ათასწლეულის დასაწყისში ან კიდევ უფრო ადრე [89 Steiner 1990, 204; D'iakonov 1985, 85, 115. თუ არსებობს, ერთის მხრივ, გაურკვევლობა, იყო თუ არა ხეთური ენა საერთოდ ინდოევროპული ენა, ისეთივე მნიშვნელობით როგორც სხვა ამ ოჯახის ენები, თუ მხოლოდ ენათესავებოდა ინდოევროპულ ჯგუფს, როგორც ერთ მთლიანს - .. „ინდო-ხეთურიჰიპოთეზა (Sturtevant 1962, 105f.; Drews 1988, 50f.; Jones 1995, 41f.), მეორეს მხრივ, ხეთური განიხილება როგორც უეჭველად და ყოველი თვალთახედვით ინდოევროპული ენა (Melchert 1995, 2152). თუმცა ერთი რამ სავსებით ცხადია, ანატოლიური ენები ავლენენ მთელ რიგ თავისებურებებს, რომლებიც საგრძნობლად განასხვავებენ მათ სხვა ინდოევროპული ენებისაგან (Hock/Joseph 1996, 530).] და რომ თვით ამ განშტოების შემადგენელი ენები ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ ჯერ კიდევ ანატოლიის ფარგლებს გარეთ [90 Steiner 1990, 204. თუმცა . შტაინერი ფიქრობს, რომ ეს დიფერენციაცია უნდა მომხდარიყო ანატოლიისაგან დასავლეთით მდებარე რეგიონებში.]. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრ. გიორგაძის დაკვირვება, რომ ვინაიდან ხათური ენის ძლიერი ზეგავლენა გამოვლენილია ნესიტურ და ფალაურ ენებში და ამავე დროს არ შეინიშნება ლუვიურში, ხათურ ენას ნესიტურთან და ფალაურთან კონტაქტი უნდა ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ ინდოევროპულ-ანატოლიური ენობრივი ერთობის დაშლის მომდევნო ხანებში, როდესაც ეს წინა-ენა უკვე დიფერენცირებული იყო. გრ. გიორგაძის აზრით, ეს გარემოება უნდა მოწმობდეს, რომ ანატოლიაში ხათების გამოჩენის ხანაში ცენტრალური ანატოლიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში უკვე სახლობდნენ ინდოევროპელი ტომები [91 Гиоргадзе 1999, 48.].

 

ვინაიდან, ყოველ შემთხვევაში, ძვ. . მეორე ათასწლეულის დასაწყისისათვის ხეთები უკვე წარმოადგენდნენ მნიშვნელოვანი ქალა/გვ.84:/ქური დასახლების ქანეს/ნესას მოსახლეობის სათანადო ნაწილს, ისინი უნდა მივიჩნიოთ ძირითადად ბინადარ და ეტყობა მშვიდობიან, ამასთანავე კომერციულ საქმიანობაში ჩაბმულ, ხალხად [92 Steiner 1990, 202., 205. სავარაუდოა, რომ ან ხეთებმა სავსებით დაკარგეს ჩრდილოელი მესაქონლეებისათვის საჭირო თვისებები - დამახასიათებელი სხვაინდოევროპელიხალხებისათვის და მთლიანად შეიძინეს ახლოაღმოსავლურიცხოვრების წესი” - ან არასოდეს ჰქონიათ ეს თვისებები.]. ძალზე ძნელია მათში, უფრო ჩრდილოეთით, “ხათურ მიწაზეგანლაგებული ალაჯა ჰოიუქისსამეფო აკლდამებშიდაკრძალული მეომარი ხალხის შთამომავლების ამოცნობა. არც ხეთური ენის მონაცემები და არც მთლიანობაში ხეთური კულტურის ხასიათი ასევე არ იძლევა ხეთების დაკავშირების შესაძლებლობასყორღანული კულტურებისათვისდამახასიათებელ დაკრძალვის წეს-ჩვეულებებთან. ამავე დროს, ხეთური რელიგიური მსოფლმხედველობის ხათური საუძვლები, რაც ხათების საკმაოდ განვითარებული რელიგიური წარმოდგენების არსებობაზე უნდა მიუნიშნებდეს, ერთის მხრივ, და თავისი დროისათვის განვითარებული რელიგიური შეხედულებების არსებობა, გამოხატული ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალური ანატოლიისსამეფო აკლდამებისდაკრძალვის წესსა და სამარხეულ ინვენტარში, მეორეს მხრივ, უნდა მიუთითებდესსამეფო აკლდამებისკულტურის, ხათებისადმი, და არა ხეთებისადმი, მიკუთვნების სასარგებლოდ [93 ქავთარაძე 1978, 10f., 17n.63.].

 

არის მოსაზრება, რომ ერთადერთი უცილობელი მინიშნება ანატოლიაში ინდოევროპელი-ანატოლიელების არსებობისა არის მათი ენა [94 მაგ. Puhvel 1994, 262.], ხოლო სხვა ყველაფერი აშკარა არაინდოევროპულ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ადრეული ბრინჯაოს ხანის ცენტრალურ ანატოლიასა და მის მომიჯნავე მხარეებში კულტურული ინოვაციის ყოველი ფაქტის გამოვლენას.

 

თუ ძველასურული ტექსტების მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქანეს/ნესას მოსახლეობის შემადგენლობაში ინდოევროპულ-ხეთუ/გვ.85:/რი (ნესიტური) ენის მატარებლები ჭარბობდნენ, მეორეს მხრივ, ეს ქალაქი იყო ძირითადი ცენტრი მოხატული კერამიკის ახალი სახეობის - ცენტრლური ანატოლიის ადრეული ბრინჯაოს ხანის მესამე ფაზის, . . “კაპადოკიური კერამიკის” - წარმოებისა [95 Bittel 1950, 49; Steiner 1981, 164. ვინაიდან მონოქრომული, . . “ხეთური ნაწარმი”, დამახასიათებელი უპირატესადინდოევროპულიქანეს II პერიოდისათვის, იყო ამ რეგიონის ყველაზე ადრეული მორგვზე დამზადებული კერამიკა, განსხვავებული მის წინამორბედ ხელითნაძერწ, . . “კაპადოკიური ნაწარმისაგან”, ეს ცვლილება უნდა აიხსნას არა მოსახლეობის ახალი ჯგუფების ქანეს/ნესაში გამოჩენით, არამედ ტექნოლოგიური სახის სიახლის დანერგვით ადგილობრივ საზოგადოებაში (ქავთარაძე 1985, 4-6; შდრ. Scott 1956, 403-405).]. გამოთქმულია  ვარაუდი, რომ ამ კერამიკის წარმომავლობა საძიებელია ცენტრალური ანატოლიიდან საკმაოდ შორს აღმოსავლეთში, კერძოდ, სამხრეთ ამიერკავკასიის უშუალოდ მომიჯნავედ მდებარე ჩრდილო-დასავლეთ ირანში და შესაძლოა თვით ცენტრალურ აზიაშიც კი [96 Seton Williams 1953, 60, 64; შდრ. ქავთარაძე 1985passim.].

 

არ არის გამორიცხული, რომ ცენტრალური ანატოლიის კულტურულ განვითარებაში მომხდარი ეს ცვლილება უკავშირდებოდეს აქ აღმოსავლეთიდან შემოსული და ინდოევროპულ-ანატოლიურ ენებზე მეტყველი მოსახლეობის გამოჩენას [97 იხ. ქავთარაძე 1985, 3-20. . გიოცე მიუთითებდა, რომკაპადოკიური კერამიკაცენტრალურ ანატოლიაში პირველად გამოჩნდაალიშარ I - ალაჯა III კულტურისსამოსახლოების კატასტროფული ნგრევის უშუალოდ მომდევნო ხანაში (Goetze 1957, 44). აღნიშნული გარემოება უნდა მოწმობდეს ამ კერამიკის მაწარმოებელი მოსახლეობის ნაძალადევ შემოსვლას ცენტრალურ ანატოლიაში.].

 

 

* * *

 

ახლო აღმოსავლეთის დასავლეთ ნაწილსა და განსაკუთრებით ანატოლიაში მომხდარი მოვლენების გასაგებად, ძალზე მნიშვნელოვანია კავკასიაში, ამხალხთა და ენათა მუზეუმშიჯერ კიდევ შემორჩენილი მონაცემების გათვალისწინება. /გვ.86:/

 

თანამედროვე მეცნიერები ძველი ახლოაღმოსავლური ენების კვლევის შედეგად თავისთავად მიდიან კითხვამდე, თუ რა კავშირი არსებობს ამ ძველ ენებსა და დღეს ცნობილ ენებს შორის? ბუნებრივია ისინი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მიუხედავად იმისა იქნებოდა იგი დასმული ტიპოლოგიური თუ გენეტიკური მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა კავკასიურ მონაცემთა საფუძველზე ცდილობენ. მათი აზრით, თუ შეხედულება ძველი ახლოაღმოსავლური და თანამედროვე კავკასიური ენების კავშირების შესახებ მისაღები გამოდგება, მაშინ მინიშნება გვექნება ისეთ წინაისტორიულ სიტუაციაზე, რომლის დროსაც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი იმ მოსახლეობის მიერ იქნებოდა დანაწილებული ვინც დღემდე სახლობს კავკასიაში [98 Gragg 1995, 2177.]. 

 

ამრიგად, მთელი ცირკუმპონტური არეალის ფარგლებში მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთზემოქმედებამ და განსხვავებული წარმომავლობის, კულტურული და ეკონომიკური მონაცემებისა და საზოგადოებრივი განვითარების დონის მოსახლეობის თანაარსებობის საჭიროებამ საბოლოოდ გამოიწვა სახელმწიფოებრიობის აღმოცენება ანატოლიაში - ამ ზონის ყვალაზე დაწინაურებულ ნაწილში. ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მომხდარიყო მესოპოტამური ტიპის განვითარებული საქალაქო სისტემის არსებობის პირობებში.

 



ბიბლიოგრაფია:

 

გორდეზიანი, . 1970. ილიადადა ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზის საკითხები. თბილისი.

 

გორდეზიანი, . 1975. ჰეროდოტეს ცნობები კოლხთა წარმომავლობის შესახებ, წგნ.: არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 162. თბილისი.

 

გორდეზიანი, . 1985. წინაბერძნული და ქართველური. თბილისი. /გვ.87:/

 

მელიქიშვილი, . 1965. საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. თბილისი.

 

ქავთარაძე. . 1978. ცენტრალური ანატოლიისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ურთიერთობის საკითხისათვის ადრებრინჯაოს ხანაში, წგნ.: არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 183. თბილისი.

 

ქავთარაძე. . 1979. “სამეფო აკლდამებისსოციოლოგიური ინტერპრეტაციისათვის, წგნ.: მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VII. თბილისი.

 

ქავთარაძე. . 1985. ცენტრალურ ანატოლიაში ხეთური ტომების გამოჩენის საკითხისათვის, წგნ.: საქართველოს არქეოლოგიის საკითხებ, III. თბილისი.

 

ქავთარაძე. . 1985a. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი.

 

 

Дебец, Г. Ф. 1948. Палеоантропология СССР. Труды института им. Н. Н. Миклухо-Маклая, новая серия, т. IV. Москва.

 

Дьяконов, И. М. 1967. Языки древней Передней Азии. Москва.

 

Дунаевская, И. М. 1960. O структурном сходстве хаттского языка с языками северо-западного Кавказа, в кн.: Исследования по истории культуры народов Востока. Москва-Ленинград.

 

Федоров, Я. А. 1975. Место "майкопцев" в этнической истории Западного Кавказа, - Вестник Московского Университета, история, № 5.

 

Гамкрелидзе, Т. В. 1967b. Aнатолийские языки, В кн.: Ориони. Тбилиси.

 

Гамкрелидзе, Т. В./ Иванов, В. В. 1972. Проблема определения первоначальной териеории обитания и путей миграции носителей диалектов общеиндоевропейского языка, в кн.: Конференция по сравнительно-исторической грамматике индоевропейских языков. Москва.

 

Гиоргадзе, Г. Г. 1961. K вопросу о локализации и языковой структуре кашских этнических и  географических названий, в кн.: Переднеазиатский сборник, вопросы хеттологии и хурритологии. Москва. /გვ.88:/

 

Гиоргадзе, Г. Г. 1999. Неиндоевропейские этнические группы (Хатты, Каски) в древней Анатолии по хеттским клинописным текстам. В кн.: Разыскания по истории Абхазии/Грузия. Ред.: Г. Жоржолиани/Эд. Хоштария-Броссе. Тбилиси.

 

Kавтарадзе, Г. Л. 1983. К хронологии эпоxи энеолита и бронзы Грузии. Тбилиси.

 

Kлимов, Г. A. 1986. Oб aрeaлнoй кoнфигурации пpотоиндоевропейского в свете данных картвельских языков, - Вестник древней истории 3.

 

Kондратьев, A. M./Шеворошкин, В. В. 1970. Когда молчат письмена. Москва.

 

Mарковин, В. И. 1960. Культура племен Ceвeрного Кавказа в эпоху бронзы (II тыс. до н. э.). Москва.

 

Mунчаев, Р. M. 1994. Mайкопская культура, в кн.: Ранняя и средняя бронза Кавказа. Археология. Кушнарева, К. Х./Марковин, В. И. (ред.). Москва.

 

Николаева, Н. .A./Сафронов, В. A. 1983. Проблемы появления колесного транспорта в Европе. Древнейшие повозки Восточной Европы. Выделение Днепро-Кубанской культуры древнейших кочевников Восточной Европы, в кн.: Кочевники Азово-Каспийского Междуморья. Орджоникидзе.

 

 

Allières, J. 1986. Les Basques. Paris.

 

Ammerman, A. J./Cavalli-Sforza, L. L. 1984. The Neolithic Transition and the Genetics of Populations in Europe. Princeton.

 

Anthony, D. W. 1991. The Archaeology of Indo-European Origins, - Journal of Indo-European Studies 19.

 

Beekes, R. S. P. 1995. Comparative Indo-European Linguistics. Amsterdam, Philadelphia.

 

Bernabò Brea, L. 1957. Sicily Before the Greeks. London.

 

Bittel, K. 1950. Grundzüge der Vor- und Frühgeschichte Kleinasiens. Tübingen.

 

Burney, C. A. 1958. Eastern Anatolia in the Chalcolithic and Early Bronze Ages, - Anatolian Studies VIII.

 

Burney, C. A. 1989. Hurrians and Proto-Indo-Europeans: the Ethnic Context of the Early Trans-Caucasian Culture, in: Anatolia and the /გვ.89:/ Near East. Studies in Honor of Tahsin Özgüç. Edited by K. Emre, B. Hrouda, M. Mellink, N. Özgüç. Ankara.

 

Cavalli-Sforza, L. L. 1988. The Basque Population and Ancient Migrations in Europe, - Munibe (Antropologia y Arqueologia), Suplemento No. 6. San Sebastian.

 

Cavalli-Sforza, L. L. 1991. Genes, Peoples and Languages, - Scientific American, vol. 265, no. 5.

 

Crossland, R. A. 1957. Indo-European Origins: The Linguistic Evidence, - Past and Present 12.

 

Crossland, R. A. 1973. Discussions, in: Bronze Age Migrations in Aegean. Archaeological and Linguistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Crossland, R. A. 1992. When Specialists Collide: Archaeology and Indo-European Linguistics, - Antiquity 66.

 

Diakonoff, I. M./Starostin, S. A. 1986. Hurro-Urartian as an Eastern Caucasian Language. München.

 

D'iakonov, I. M. 1985. On the Original Home of the Speakers of Indo-European, - Journal of Indo-European Studies 13.

 

D'iakonov (Diakonoff), I. M. 1990. Language Contacts in the Caucasus and the Near East, in: When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. Edited by T. L. Markey, J. A. C. Greppin. Ann Arbor.

 

Dzhaparidze, O. 1993. Über die ethnokulturelle Situation in Georgien gegen Ende des 3. Jahrtausends v. Chr., in: Between the Rivers and Over the Mountains. Archaeologica Anatolica et Mesopotamica. Alba Palmieri Dedicata. Edited by M. Frangipane, H. Hauptmann, M. Liverani, P. Matthiae, M. Mellink. Roma.

 

Drews, R. 1988. The Coming of the Greeks. Indo-European Conquests in the Aegean and the Near East. Princeton.

 

Ehret, Ch. 1988. Language Change and the Material Correlates of Language and Ethnic Shift, - Antiquity 62.

 

Evans, J. D. 1973. The archaeological evidence and its interpretation: some suggested approaches to the problems of the Aegean Bronze Age, in: Bronze Age Migrations in  Aegean. Archaeological and Lin/გვ.90:/guistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on  Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Friedrich, P. 1975. Proto-Indo-European Syntax: the Order of Meaningful Elements. Journal of Indo-European Studies Monograph 1.

 

Furnée, E. J. 1972. Die wichtigsten konsonantischen Erscheinungen des Vorgriechischen. The Hague, Paris.

 

Furnée, E. J. 1982. Beiträge zur georgischen Etymologie I: georgisch-vorgriechische, georgisch-vorromanische und georgisch-vorindogermanische Materialen. Leuven.

 

Gamkrelidze, Th. V. 1967a. Kartvelian and Indo-European: Typological Comparison of Reconstructed Linguistic Systems, in: To Honor Roman Jakobson. Essays on the Occasion of his 70th Birthday, 11 October 1966. The Hague, Paris.

 

Gamkrelidze, Th. V. 1970. "Anatolian languages" and the problem of Indo-European Migration to Asia Minor, in: Studies in General and Oriental Linguistics. Presented to Shiro Hattori on the Occasion of his 60th Birthday. Edited by R. Jakobson, Sh. Kawamoto. Tokyo.

 

Gamkrelidze, Th. V. 1990. On the Problem of an Asiatic Original Homeland of the Proto-Indo-Europeans. Ex Oriente Lux, in: When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. Edited by T. L. Markey, J. A. C. Greppin. Ann Arbor.

 

Gamkrelidze, Th. V./Ivanov, V. V. 1985a. The Ancient Near East and the Indo-European Question: Temporal and Territorial Characteristics of Proto-Indo-European Based on Linguistic and Historico-Cultural Data, - Journal of Indo-European Studies 13.

 

Gamkrelidze, Th. V./Ivanov, V. V. 1985b. The Migration of Tribes Speaking the Indo-European Dialects from their Original Homeland in the Near East to their Historical Habitation in Eurasia, - Journal of Indo-European Studies 13.

 

Gamkrelidze, Th. V./Ivanov, V. V. 1985c. The Problem of the Original Homeland of the Speakers of Indo-Eropean Languages, - Journal of Indo-European Studies 13.

 

Gimbutas, M. 1974. The Gods and Goddesses of Old Europe 7000 to 3500 B. C. Myths, Legends and Cult Images. London. /გვ.91:/

 

Gimbutas, M. 1982. Old Europe in the Fifth Millennium B. C.: the European Situation on the Arrival of the Indo-Europeans, in: The Indo-Europeans in the Fourth and Third Millennia. Ed. by E. C. Polomé. Ann Arbor.

 

Gimbutas, M. 1985. Primary and Secondary Homeland of the Indo-Europeans, - Journal of Indo-European Studies  13.

 

Gimbutas, M. 1988. Archaeology and Language by Colin Renfrew (Book Review), - Current Anthropology 29.

 

Girbal, Ch. 1986. Beiträge zur Grammatik des Hattischen. Europäische Hochschulschriften, Reihe XXI, Bd. 50. Frankfurt/Main, Bern, New York.

 

Goetze, A. 1957. Kleinasiens (zweite, neubearbeitete Auflage). München.

 

Gorny, R. L. 1995. Hittite Imperialism and Anti-Imperial Resistance as Viewed from Alishar Höyük, - Bulletin of the American Schools of Oriental Research 299/300.

 

Gragg, G. B. 1995. Less-Understood Languages of Ancient Western Asia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, IV. New York.

 

Greppin, J. A. G. 1975. Hitt.-z(a), Arm.z-, and the Theory of Armeno-Hittite Loan Words, - Journal of Indo-European Studies 3.

 

Haarmann, H. 1989. Writing from Old Europe to Ancient Crete - a Case of Cultural Continuity, - Journal of Indo-European Studies 17.

 

Hallo, W. W./Simpson, W. K. 1971. The Ancient Near East. A History. New York.

 

Hock, H. H./Joseph, B. D. 1996. Language History, Language Change, and Language Relationship, in: Trends in Linguistics; Studies and Monographs 93. Berlin, New York.

 

Hood, M. S. F. 1973. Northern Penetration of Greece at the End of the Early Helladic Period and Contemporary Balkan Chronology, in: Bronze Age Migrations in Aegean. Archaeological and Linguistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on  Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Houwink Ten Cate, P. H. L. 1995. Ethnic Diversity and Population Movement in Anatolia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. /გვ.92:/ Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, I. New York.

 

Howell, R. J. 1973. The Origins of the Middle Helladic Culture, in: Bronze Age Migrations in Aegean. Archaeological and Linguistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on  Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Inasaridze, Z. P./Nasidze, I. S./Shengeliya, L. A./Shneider, Yu. V./Zhukova, O. V./Petriashchev, V. M./Tikhomirova, E. V./Rychkov, Yu. G. 1990. Genetics of Caucasian Ethnic groups: Distribution of Some Immunological and Biochemical Markers in Western Georgia, -  Soviet Genetics, vol. 26, no. 6.

 

Jones, A. J. 1992. Language and Archaeology: Evaluating Competing Explanations of the Origins of the Indo-European Languages, - Journal of Indo-European Studies 20.

 

Kammenhuber, A. 1969. Das Hattische, in: Handbuch der Orientalistik II,2. Altkleinasiatische Sprachen. Leiden, Köln.

 

Kavtaradze, G. L. 1996. Probleme der historischen Geographie Anatoliens und Transkaukasiens im ersten Jahrtausend v. Chr., in: Orbis Terrarum 2, Internationale Zeitschrift für Historische Geographie der Alten Welt. Stuttgart.

 

Lawrence Angel, J. 1951. Troy, the Human Remains. Supplementary Monograph 1. Princeton.

 

Loon, M. van. (Ed.) 1978. Korucutepe, vol. 2. Amsterdam, New York, Oxford.

 

Mallory, J. P. 1989. In Search of the Indo-Europeans. Language, Archaeology and Myth. London.

 

McMahon, Gr. 1995. Theology, Priests, and Worship in Hittite Anatolia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, IV. New York, 1995.

 

Meid, W. 1989. The Indo-Europeanization of Old European Concepts, - Journal of Indo-European Studies 17.

 

Melchert, H. C. 1995. Indo-European Languages of Anatolia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J .Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, IV. New York. /გვ.93:/

 

Mellaart, J. 1966. The Chalcolithic and Early Bronze Ages in the Near East and Anatolia. Beirut.

 

Merpert, N. Ya. 1987. Ethnocultural Change in the Balkans on the Border between the Eneolithic and the Early Bronze Age, in: Proto-Indo-European: the Archaeology of a Linguistic Problem. Studies in Honor of Marija Gimbutas. Edited by S. N. Scomal, C. Palomé. Washington.

 

Mourant, A. E. 1954. The Distribution of the Human Blood Groups. Oxford.

 

Mourant, A. E./Kopec, A. C./Domaniewska-Sobczak, K. 1976. The Distribution of the Human Blood Groups and Other Polymorphisms. London.

 

Nasidze, I. S./Inasaridze, Z. P./Shengeliya, L. A./Shneider, Yu. V./Zhukov, O.V./ Petrishchev, V. N./Tikhomirova, E. V./ Rychkov, Yu. G. 1990. Human Population Genetics of the Caucasus: Distribution of Some Immunological and Biochemical Markers in Eastern Georgia, - Soviet Genetics, vol. 26, no. 5.

 

Nersisyan, V. M./Delanyan, R. Z./Danelyan, I. B./Badunts, N. Ya. 1994. Peculiarities of the Distribution of Phenotypes and Genes of ABO and RH Systems in the Nagornyi Karabakh Population, - Russian Journal of Genetics, vol. 30, no. 2.

 

Orlin, L. L. 1970. Assyrian Colonies in Cappadocia. The Hague.

 

Osten, H. H. van. 1937. The Alishar Hüyük. Seasons of 1930-1932, Part III. Oriental Institute Publications  XXX. Chicago.

 

Potts, T. 1994. Mesopotamia and the East. An Archaeological and Historical Study of Foreign Relations ca.3400-2000 B.C. Oxford.

 

Puhvel, J. 1994. Anatolian: Autochton or Interloper? - Journal of Indo-European Studies 22.

 

Pulleyblank, E. C. 1993. The Typology of Indo-European, - Journal of Indo-European Studies 21.

 

Renfrew, C. 1973. Before Civilization. The Radiocarbon and Prehistoric Europe. London.

 

Renfrew, C. 1987. Archaeology and Language: The Puzzle of Indo-European Origins. London.

 

Renfrew, C. 1992. Archaeology, Genetics and Linguistic Diversity, - Man 27 (new series). /გვ.94:/

 

Renfrew, C. 1993. The Roots of Ethnicity. Archaeology, Genetics and the Origins of Europe. Roma.

 

Scott, L. 1956. Pottery. A History of Technology, I. Oxford.

 

Senyürek, M. 1956. A Short Review of the Anthropology of the Ancient Inhabitants of Anatolia from the Chalcolithic Age to the Hittite Empire. In: S.Lloyd. Early Anatolia. Harmondsworth.

 

Seton Williams, M. V. 1953. A Painted Pottery of the Second Millenium from Southern Turkey and Northern Syria, - Iraq 15.

 

Sherratt, A. 1973. Discussion, in: Bronze Age Migrations in Aegean. Archaeological and Linguistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on  Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Sherratt, A./Sherratt, S. 1988. The Archaeology of Indo-European: An Alternative View, - Antiquity 62.

 

Singer, I. 1981. Hittites and Hattians in Anatolia at the Beginning of the Second Millennium B.C. - Journal of Indo-European Studies 9.

 

Sochacki, Z. 1988. The Ezero Culture and the Invasions of the Steppe Peoples, - Journal of Indo-European Studies 16.

 

Sokal, R. R./Oden, N. L./Wilson, Ch. 1991. Genetic Evidence for the Spread of Agriculture in Europe by Demic Diffusion, - Science, vol. 351.

 

Sommer, F. 1947. Hethither und Hethithisch. Stuttgart.

 

Speiser, E. A. 1941. Introduction to Hurrian, - Bulletin of the American Schools of Oriental Research 20.

 

Steiner, G. 1981. The Role of the Hittites in Ancient Anatolia, - Journal of Indo-European Studies 9.

 

Steiner, G. 1990. The Immigration of the First Indo-Europeans Reconsidered, - Journal of Indo-European Studies 18.

 

Stocker, T. 1987. Conquest, Tribute and the Rise of the State, in:  Studies in the Neolithic and Urban Revolutions, the V. Gordon Childe Colloquium, Mexico, 1986, Edited by L. Manzanilla. Oxford (BAR Internat. series 349).

 

Sturtevant, E. H. 1962. The Indo-Hittite Hypotheses, - Language 38.

 

Trubetskoy, N. 1939. Gedanken über das Indogermanenproblem, - Acta Linguistica I.

 

Ungand, A. 1936. Subartu. Beiträge zur Kulturgeschichte und Völkerkunde Vorderasiens. Berlin, Leipzig. /გვ.95:/

 

Warren, P. M. 1973. Crete, 3000 - 1400 B.C.: Immigration and the Archaeological Evidence, in: Bronze Age Migrations in Aegean. Archaeological and Linguistic Problems in Greek Prehistory. Proceedings of the First International Colloquium on Aegean Prehistory, Sheffield. Edited by R. A. Crossland and A. Birchall. London.

 

Wilhelm, G. 1995. The Kingdom of Mitanni in Second Millennium Upper Mesopotamia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, III. New York.

 

Winn, Sh. W. W. 1981. Burial Evidence and the Kurgan Culture in Eastern Anatolia c.3000 B.C.: An Interpretation, - Journal of Indo-European Studies 9.               .

 

Yakar, J. 1979. Troy and Anatolian Early Bronze Chronology, - Anatolian Studies XXIX.

 

Yakar, J. 1981. The Indo-Europeans and their Impact on Anatolian Cultural Development, - Journal of Indo-European Studies 9.

 

Zimmer, St. 1990. The Investigation of Proto-Indo-European History: Methods, Problems, Limitations, in: When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. Edited by T. L. Markey, J. A. C. Greppin. Ann Arbor.

 

Zvelebil, M./Zvelebil, K. V. 1988. Agricultural Transition and Indo-European Dispersals, - Antiquity 62. /გვ.96:/

 

 

 

Giorgi L. Kavtaradze

 

Some Problems of the Interrelation of Caucasian and Anatolian Early Bronze Age Cultures

 

The Caucasus and Anatolia, the eastern and southern parts of the common Circumpontic zone, i.e. territories around the Black Sea,  were and are important as "bridges" connecting the Near East and Europe. This has determinated the common nature of the distinguishing features of the development of both above regions. Their historical, cultural, social and economical development  is characterized by their intermediate position in Near Eastern and European evolutional models. In Anatolia and the Caucasus we have confirmations of the existence of  "symbiotic cultures" which are based not only on the the Near Eastern, but also on European traditions.

 

At the same time, a number of distinctive features have caused the emergence of a class society and the formation of statehood in Anatolia much earlier than in the Caucasus - i.e. in the late third-early second millennia BC. This qualitative leap required many variables to combine and interact, but in Central Anatolia warlike conditions were the major means of achieving a state level of social organization for competing chiefdoms. Those warlike conditions had been ultimately the consequence of the infiltration of several streams of the new population into Anatolia in the Early Bronze Age, particularly into its central part. Their origin or subsequent development was connected with the Caucasus or with the regions adjacent to it.

 

The pre-Hittite communities in Central Anatolia was composed of a variety of ethnic groups which existed together in a "symbiotic" relationship.

 

 

 

Back:

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 

 

http://www.scribd.com/kavta

 

&

http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon