სამეცნიერო პარადიგმები

 

 

კრებული ეძღვნება პროფესორ ნათელა ვაჩნაძეს

 

 

შემდგენელი და რედაქტორი გიორგი ჭეიშვილი

 

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი

 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

 

 

თბილისი

გამომცემლობა ”მერიდიანი”

2009

 

 

ISBN 978-9941-10-222-6

 

 

 

 

 

გიორგი ქავთარაძე

 

ანატოლია-კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი /გვ.98/

 

უძველესი ცივილიზაციების ერთ-ერთი აკვანი, ანატოლია, კავკასიათან ერთად წარმოადგენს ევროპისა  და აზიის შემაერთებელ ხიდს, ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის მქონე რეგიონს მსოფლიოში. ალბათ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ანატოლიასა და კავკასიას შორის შეიმჩნევა ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტთან დაკავშირებული მრავალი საერთო ნიშან-თვისება. ორივე ეს მხარე, ძვ. . III ათასწლეულის შუა ხანებამდე, დასახლებული იყო და დღესაც ძირითადად დასახლებულია არაინდოევროპული ტომებით. მცირე აზიის ძველ ინდოევროპულ ენებში გამოვლენილი აშკარად ნასესხები სიტყვების მრავალრიცხოვანება და ყოვლისმომცველობა მოწმობს, რომ ამ რეგიონს, მსგავსად წინაბერძნული ეგეიდისა და წინაადრეიტალიკური აპენინებისა, გააჩნდა მნიშვნელოვანი, ბინადარი და კულტურულად დაწინაურებული არაინდოევროპული მოსახლეობა, ვიდრე ამ მხარეებში გამოჩნდნებოდნენ ინდოევროპული ოჯახის ანატოლიური და სომხური ენების მატარებლები [1, 573].

ანატოლიის წარსული შესწავლილია სხვადასხვა კუთხით – ხეთების, ასურელთა, ფრიგიელთა, ბერძნების, მიდიელების, სპარსელების, რომაელთა, ბიზანტიის, არაბების, სელჯუკების, ოსმალოთა, თურქების ისტორიისა და კულტურის თვალსაზრისით – თუმცა ძალზე ნაკლებად არის გაშუქებული კავკასიური თვალთახედვით და ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კავკასია ანატოლიას უშუალოდ ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, ხოლო სამხრეთკავკასიური, ქართველური წარმომავლობის ხალხი – ლაზები ანუ ანები – დღეს ისევ სახლობენ ანატოლიის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ შავიზღვისპირეთში, . ტრაბზონის აღმოსავლეთით.

კავკასიური მონაცემების უგულვებელყოფის ძირითადი მიზეზი, მისი უშუალოდ მომიჯნავე მხარეების კვლევისას, უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ არც ერთი კავკასიური სახელმწიფო არ იყო წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე უკანასკნელი ორასი წლის განმავლობაში (XIX და XX საუკუნეებში), თუ არ გავითვალისწინებთ ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1920-1921 წწ. ოკუპირებული აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს რესპუბლიკების არსებობის ორ-სამწლიან პერიოდს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოებრიობის ტრადიცია ამიერკავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში ათასობით /გვ. 99/ წელს ითვლის. ჩემს ნაშრომებში არაერთხელ მომიყვანია კავკასიის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, კირილ თუმანოვის აზრი, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე [2, 139].

ქართველური მემკვიდრეობისადმი ინტერესმა განსაკუთრებით XX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში დაიწყო ზრდა. ნავარაუდევი იყო წინარექართველური (resp. პროტოქართველური) ენის არსებობა ისეთი დიდი ენობრივი ოჯახების თანადროულად, როგორიცაა წინარეინდოევროპული, წინარესემიტური, წინარეურალურალთაური და წინარედრავიდული, რომელთაც ურიცხვი შთამომავლები მოეპოვებათ დღევანდელ მსოფლიოში. ამ ენებთან ერთად წინარექართველური მიჩნეული იყო ერთი და იმავე ენობრივი ზეოჯახის თანასწორუფლებიან წევრად. შესაბამისად, გარდაუვალი გახდა წინარეისტორიულ რუკაზე ზემოჩამოთვლილი ენობრივი ოჯახების გვერდით წინარექართველური ენის მატარებელთათვისაც ადგილის გამონახვა. ახლად წარმოქმნილ კონსტრუქციებში თვით წინარეინდოევროპული ენის მატარებელთა ადგილსამყოფელიც განისაზღვრებოდა წინარექართველურის ლოკალიზაციის საფუძველზე, ამ ორ წინარეენას შორის ნავარაუდევი მნიშვნელოვანი ენობრივი კავშირების გამო. შესაბამისად, კავკასია-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი სულ უფრო მეტად გახდა ახალი კვლევა-ძიებების ძირითადი ინტერესების სფერო [შდრ. მაგ., 3].

უძველესი ახლო აღმოსავლეთის, და მათ შორის ანატოლიის, ხალხთა ყოფისათვის დამახასიათებელი ცალკეული ნიშან-თვისებები ჯერ ისევ შენარჩუნებულია კავკასიის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი საქართველოში. შენიშნულია მსგავსება კავკასიურ ეთნოლოგიურ მონაცემებსა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ნამოსახლარში, ჩათალ ჰუიუქში (სამხრეთ ანატოლია) გამოვლენილ მასალას შორის[1].

მეცნიერთა შორის თითქმის საყოველთაოდ გაზიარებულია აზრი, ხეთური ტომების ანატოლიაში ძვ. . III ათასწლეულის გვიან ხანებში გარედან შემოსვლის შესახებ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი არ მიიჩნევენ ანატოლიას ამ ტომების პირველსაცხოვრისად [იხ., მაგ., 6, 253]. ანატოლიაში მრავლად წარმოდგენილი და ინდოევროპული ენათმეცნიერების გადასახედიდან ყოველგ/გვ. 100/ვარ ანალიზს დაუქვემდებარებელი ადგილთა და პიროვნებათა სახელწოდებები, აქ არაინდოევროპული სუბსტრატის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდნენ [7, 64f.]. არაინდოევროპული სუბსტრატი მართლაც საკმაოდ მკაფიოდ არის წარმოდგენილი “ხეთურ” (ინდოევროპულ-ანატოლიურ) ენებში. იმის გამო, რომ ხეთური ენა ავლენს არაინდოევროპული სუბსტრატის ღრმა კვალს, ხოლო ხეთური ლიტერატურა და რელიგია ატარებს ინდოევროპული სამყაროსათვის დამახასიათებელ თავისებურებათა მხოლოდ სუსტ ნიშნებს, ნავარაუდევი იყო ანატოლიაში ინდოევროპულ ენაზე მეტყველი მოსახლეობის თხელი ფენის არსებობა, რომელიც სუპერსტრატული უნდა ყოფილიყო ადგილობრივ, ანატოლიურ მოსახლეობასთან მიმართებაში, ხოლო ამ უკანასკნელს უნდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი კულტურა [8, 325].

ავტოქტონურ ენებს შორის თითქოს ყველაზე უფრო საფიქრებელი ჩანდა, რომ “ხეთურ იმპერიულ არეალში” ხათური (. . პროტოხეთური) ყოფილიყო მიჩნეული ძირითად სუბსტრატულ ენად [9, 48]. ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, საკმაო საბუთები მოიპოვება იმის სამტკიცებლად, რომ ხათური გავრცელებული იყო ცენტრალური ანატოლიის დიდ ნაწილზე, მდ. კიზილ ირმაკის (ხეთური მარასანტია, კლასიკური ხანის ჰალისი) რკალის შიგნით და მოიცავდა ხათუსას (მოგვიანებით ხეთების დედაქალაქი) ტერიტორიას, ვიდრე იქ ხეთური (ნესიტური) ენა იქნებოდა გამოყენებული. ხეთური პანთეონის რამდენიმე უმთავრეს ღვთაებას ხათური სახელები ერქვათ და მათ, ამასთანავე, როგორც წესი, ხათურ ენაზე მიმართავდნენ ხოლმე. ხათური დღესასწაულები სანიმუშოდ გამოიყენებოდა ხეთური ხანის ადრეული რელიგიური კულტებისათვის, ხოლო ადრეული ხანის ხეთური ოფიციალური ღვთისმეტყველება ხათური მითების შემწეობით გადმოიცემოდა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხეთების მეფის, ხათუსილი I-ის და მისი მემკვიდრეების ზეობის სახელწოდებები ხათური იყო და არა ხეთური [შდრ. 10, 66; 11, 1984f.]. ნესიტური და პალაური (კიდევ ერთი ინდოევროპულ-ანატოლიური ენა, ხეთურ-ნესიტურისა და ლუვიურის გარდა) ენებისათვის გამორჩეულად დამახასიათებელი თავისებურებანი ხათური ენის ზემოქმედებით არის ახსნილი. საყურადღებოა, რომ ხეთები “ხათილი”- (ანუ “ხათის ენას”) უწოდებდნენ არა თავის ენას, არამედ ხათებისას, თუმცა, ამავე დროს, სახელწოდება “ხათი”- ისინი აღნიშნავდნენ საკუთარ მიწა-წყალს – აშკარაა, რომ ეს სახელწოდება მათ შეითვისეს მათივე წინამორბედი, ხათურ ენაზე მეტყველი მოსახლეობისაგან. ყველაზე ადრეული მონაცემები ინდოევროპულ ენებზე მეტყველთა შესახებ მიკვლეულია ქანესის, იგივე ნესას (ქიულთეფე ქალაქ კაისერისთან, იგივე კესარია, ძველი მაზაკა) ძველასურული არქივების კაპადოკიურ ფირფიტებში ასახული ანთროპონიმებისა და ლექსემების წყალობით [12, 126]. თვით საკუთრივ ინდოევროპული, “ხეთური” ენაც ამ ქალაქის /გვ. 101/ სახელის მიხედვით იყო წოდებული, როგორც “ნესიტური” ანუ “ნისილი” – “ნესის ენა”.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ლუვიური ენის მატარებელთა სუბსტრატი, ისევე როგორც მცირე აზიის ნახევარაკუნძულის არახეთური და არაპალაური ნაწილებისათვის, კვიპროსისათვის, ლემნოსისათვის და სხვა კუნძულების მოსახლეობისათვის, უნდა ყოფილიყო წინარეხურიტული თუ “წინარეჩრდილოაღმოსავლურკავკასიური” [13, 63]. სტრუქტურული და მატერიალური მსგავსების გარკვეულ ნიშნებს ხათური ენა თუ ჩრდილოდასავლეთკავკასიურ ანუ აფხაზურ-ადიღურ ენებთან ავლენს, ხურიტული უფრო ჩრდილოაღმოსავლურკავკასიურ ანუ ვეინახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფს უახლოვდება.

ძველი ახლოაღმოსავლური ენების სპეციალისტები ხშირად ეხებიან თანამედროვე შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ საკითხს, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ენებსა და დღეს ცნობილ ენებს შორის? ზოგიერთი მეცნიერი ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მიუხედავად იმ გარემოებისა, იქნებოდა იგი დასმული ტიპოლოგიური თუ გენეტიკური მნიშვნელობით, უპირველეს ყოვლისა ცდილობს კავკასიური მასალის მონაცემთა გათვალისწინებას. მათი აზრით, თუ შეხედულება ძველი აღმოსავლური და თანამედროვე კავკასიური ენების კავშირის შესახებ მისაღები გამოდგება, მაშინ უკვე გარკვეული მინიშნება გვექნება ისეთი წინაისტორიული ვითარების არსებობაზე, როდესაც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთი ნაწილი იმდაგვარი მოსახლეობის მიერ აღმოჩნდებოდა დასახლებული, რომელთან ახლომდგომი დღემდე ცხოვრობს კავკასიაში [14, 2177].

კავკასიის მკვიდრ მოსახლეობაში სამი ძირითადი ლინგვისტური ჯგუფი გამოიყოფა. პირველ, . . ჩრდილოდასავლურკავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ) ჯგუფს, არქეოლოგიური თვალთახედვით ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ჩრდილოეთ კავკასიის მაიკოპურ და პოსტმაიკოპურ კულტურებთან აკავშირებენ. ამავე დროს, მოიპოვება რიგი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ხათური ენის მატარებელი მოსახლეობა ცენტრალურ ანატოლიაში ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან უნდა გავრცელებულიყო. ამრიგად, ერთი მხრივ, თუ ცენტრალური ანატოლიის ხათური მოსახლეობის ენა ავლენს გარკვეულ მსგავსებას სტრუქტურული და მატერიალური ნიშნების მხრივ ჩრდილოდასავლურკავკასიურ ენებთან, მეორე მხრივ, ცენტრალური ანატოლიის “სამეფო აკლდამების” კულტურა, თავის მხრივ, ზოგიერთი სტრუქტურული და მატერიალური ნიშან-თვისების მსგავსებას (აკლდამების მოწყობისა და სამარხეული ინვენტარის მხრივ) ავლენს ჩრდილოდასავლეთკავკასიელი და ზოგადად ჩრდილოელი მესაქონლეების დაკრძალვის წესჩვეულებებთან და მკვეთრად განსხვავებულია ანატოლიის ადგილობრივი მოსახლეობის უფრო ადრეული და თანადროული დასაკრძალავი რიტუალებისაგან. ამ გარემოების გათვალ/გვ. 102/ისწინებით, ხათების გამოჩენა ანატოლიაში სავარაუდოა უკავშირდებოდეს ჩრდილოეთ კავკასიიდან მათ შესაძლო მიგრაციას [15, 5-19], რომელსაც ადგილი ადრეულ პოსტმაიკოპურ ხანაში უნდა ჰქონოდა.

მეორე ლინგვისტური ჯგუფი, განეკუთვნება ჩრდილოაღმოსავლურკავკასიურ ენათა ოჯახს, რომელსაც ხურიტული თუ წინარეხურიტული ენის მატარებლებთანაც აკავშირებენ; ფიქრობენ, რომ შესაძლოა მათი კუთვნილი იყოს ადრებრინჯაოს ხანაში ვრცელ ტერიტორიაზე განფენილი . . “მტკვარ-არეზის” კულტურა. ეს კულტურა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიისა და ამიერკავკასიის (დასავლეთ ამიერკავკასიის გამოკლებით) გარდა, გამოვლენილია აღმოსავლეთ ანატოლიაში, ლევანტში და დასავლეთ ირანში.

კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განსახლებული მესამე – ქართველური თუ სამხრეთკავკასიური – ჯგუფი ლინგვისტურ კავშირების უპირატესად კავკასიიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მხარეებთან ავლენს. ეს ჯგუფი შესაძლოა ენობრივად უახლოებოდეს იმ მოსახლეობას, რომელიც სუბსტრატული გამოდგა ბერძნული, ხეთური და თვით ხათური ენების ჩამოყალიბებისას.

ზოგიერთი ენათმეცნიერის აზრით, წინარექართველური, ჩრდილო-დასავლეთკავკასიურ ენებთან შედარებით, უფრო ხათურს უახლოვდებოდა [16, 175f.; 17, 154;  7, 26; 14, 2177]. ქრისტოფერ გირბალი ხათურს სულაც ქართველურ ენად მიიჩნევს, თუმცა იგი ძირითადად ლექსიკურ მონაცემებს ეყრდნობა [18, 160-163]. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ გარკვეული ნაწილი ხეთურ-სომხური ლექსიკური პარალელებისა, რომლებიც მცირე გამონაკლისის გარდა არაინდოევროპული წარმომავლობისაა და როგორც ჩანს, წარმოდგება მცირე აზიის ადგილობრივი მოსახლეობის ლექსიკონიდან [19, 89], ჩანს ქართველურ ენებშიც, რომლებიც სხვა კავკასიურ ენებთან ერთად უძველესი ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთული სამყაროს ”ცოცხალ რელიქტებად” შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სავარაუდოა, რომ დასავლეთ ამიერკავკასია და აღმოსავლეთ ანატოლია, ძვ. . გვიან IV – ადრეულ III ათასწლეულებში, წარმოადგენდნენ “საკონტაქტო ზონებს” ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოური პერიფერიის სამ მნიშვნელოვან კულტურულ ჯგუფს შორის: პირველი განეკუთვნებოდა ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი და ცენტრალური რეგიონისათვის დამახასიათებელი მაიკოპის და/ან მისი მომდევნო ხანის “ჩრდილოკავკასიურ” კულტურებს; მეორე – ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიასა და მის გარეთ ფართოდ გავრცელებულ “მტკვარ-არეზის” კულტურას; ხოლო მესამე – ცენტრალურანატოლიურ “ბუიუქ გიულიუჯექის” (ძვ. . ადრეულ III ათასწლეულში შემორჩენილი იყო ძირითადად მდ. კიზილ ირმაკის ზედა და ქვედა წელს შორის) და ჩრდილოეთ ანატოლიის სხვა მის მონათესავე კულტურებს. ეს სამი კულტურული ჯგუფი /გვ. 103/ მაცდუნებელი იქნებოდა დაგვეკავშირებინა, რა თქმა უნდა, ძალზე არამკვეთრი კონტურებით, ჩრდილო-დასავლეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ და  სამხრეთ (ქართველურ) კავკასიური ენების მატარებელთა წინაპრებთან [შდრ. 20].

უფრო გვიან, ძვ. . II ათასწლეულში, ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, მდ. კიზილ ირმაკის ქვემო დინების აღმოსავლეთითა და შავი ზღვის სამხრეთით მდებარე, ქასქას მეომარი ტომებით ყოფილა დასახლებული [21, 101]. ქასქები ჩვეულებრივ ხათების ერთ-ერთ ეთნიკურ ნაშთად განიხილებიან ხოლმე, რომელიც ხეთების ექსპანსიის შედეგად იყო ჩრდილოეთისაკენ გადაადგილებული [შდრ. 22; 12, 123]. გრიგოლ გიორგაძის აზრით, ქასქების ენა არ შეიძლება ყოფილიყო ხეთურის, ხურიტულის, ლუვიურის ან პალაურის და არც ხათურის მსგავსი; ამასთანავე იგი ქასქურ ეთნო-ტოპონიმებსა და ონომასტიკონს უფრო ძველკოლხურთან (მეგრულ-ჭანურთან) დასაკავშირებლად მიიჩნევს, ვიდრე აფხაზურ-ადიღურ მასალასთან [21, 108-113; 23, 172]. თუმცა, ცხადია, ეს კავშირი იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი ამ ადრეული ხანისათვის ქართულ-ზანური ერთობა უკვე დაშლილი იქნებოდა.

არ არის გამორიცხული, რომ ძვ. . I ათასწლეულში ქართველურ ტომებს ეცხოვრათ მდ. კიზილ ირმაკის ზედა და ქვედა წელს შორის მდებარე მხარეშიც [იხ., მაგ., 24, 9-10]. საყურადღებოა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში დღესაც მცხოვრები ქართველური ეთნოსი, ლაზები (იგივე ჭანები) ჩვეულებრივ განიხილებიან ანატოლიის იმ მცირერიცხოვან, არათურქული წარმომავლობის მოსახლეობად, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ენა და ცნობიერება და რომელიც წარმოადგენს ერთ დროს შავი ზღვის ირგვლივ ფართოდ გავრცელებული “რასიული” ჯგუფის ნაშთს [25, 181; 26, 139]. ანატოლიაში ქართველური ტომების ფართო განფენის სასარგებლოდ, შესაძლოა მოწმობდეს ის გარემოება, რომ . . ჭოროხ-რიონული ანთროპოლოგიური ტიპი, სადღეისოდ, მხოლოდ ამ მდინარეთა მიმდებარე მხარეებში შემორჩენილი, როგორც ირკვევა, ადრე ბევრად უფრო ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული; მისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი სპეციფიკური ნიშან-თვისების შეხამება, დღესაც თურქეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე ჩანს [27, 224].

პონტოს ძველი მოსახლეობის, ლაზების (ჭანების) დღევანდლამდე შემორჩენის მიზეზი ალბათ უნდა აიხსნას, უპირველეს ყოვლისა, მათი საცხოვრებელი ბუნებრივი გარემოს თავისებური ხასიათით. ენთონი ბრაიერს ეს ჩინებულად აქვს დანახული; მისი აზრით, ანატოლიის ახალი თურქმანი მფლობელები, სტეპებისა და ვრცელი საძოვრების შვილები, თავზარდაცემულნი იქნებოდნენ ლაზთა ქვეყნის უჩვეულობით, რომელიც მათ წარმოსახვაში “ხეების ზღვას” წარმოადგენდა. “დედე ქორქუთის” თურქულ ბალადაში, მამა აფრთხილებს შვილს, არ მიატოვოს ღია ცის ქვეშ მდებარე “იაილა” და არ /გვ. 104/ გაემართოს პონტოს ბნელი ხეობების გავლით ტრაპეზუნტისაკენ, სადაც შეიარაღებული კაცები გამვლელის თვალისათვის შეუმჩნევლად არიან ჩასაფრებულნი ხეებს მიღმა [იხ. 28, 119].

მართლაც, ტრაპეზუნტის სამხრეთით მდებარე რეგიონი მიუდგომელი ციხე-სიმაგრეებით იყო დაცული. პონტოს ხეობებმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნეს ძველთაგანვე მომდინარე სამხედრო ოლქებად ანუ “ბანდებად” დაყოფის სისტემა. ადგილობრივი “დერე ბეგები” დიდი ხნის განმავლობაში, თითქმის XIX საუკუნის შუა ხანებამდე მართავდნენ ხეობებს თვალუწვდენელი ციხე-სიმაგრეებიდან. პონტოს (ანუ შავიზღვისპირეთის) რეგიონში თანამედროვე თურქეთის ადმინისტრაციული დაყოფა მნიშვნელოვანწილად იმეორებს ძველად არსებულ ადგილობრივ მიჯნებს; შუა საუკუნეებისა და დღევანდელი საზღვრების თანხვედრის მიზეზად სავსებით მართებულად გეოგრაფიულ მონაცემებთა უცვლელობაა მიჩნეული და არა მოსახლეობისა თუ ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი კონსერვატიზმი [შდრ. 28, 116f.].

პონტოს მთები შავ ზღვას უწყვეტად არ მისდევს; დასავლეთის სექტორში მათი ჯაჭვი ორ ადგილას გარღვეულია და იქიდან მდინარეები კიზილ ირმაკი (ძველი ჰალისი) და იეშილ ირმაკი (ირისი) გადმოედინება; ამ მდინარეთა დახმარებით ხდებოდა ქვეყნის სიღრმეში ნაოსნობა და ხელსაყრელი შესაძლებლობა იქმნებოდა ზღვისპირა და შიდა რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამ ადგილებში, რკინით მდიდარ ხალიბიასა და ომიდიასთან (კერასუსის უშუალოდ დასავლეთით), მთები ისე ციცაბოდ ეშვება ზღვისაკენ, რომ აქ მცირე ადგილი რჩებოდა ზღვისპირა დასახლებების მოსაწყობად და შესაბამისად ქვეყნის შიგნიდან წამოსული მოსახლეობის ინფილტრაციისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ამ გარემოების გათვალისწინების შუქზე გასაგები ხდება თუ რატომ იყო, რომ სინოპის ძველი კოლონიური “იმპერია” აერთიანებდა თითქმის იმავე ერთმანეთისაგან გათიშულ ზღვისპირა ტერიტორიებს, რომელთაც, ბევრად უფრო გვიანდელ ხანებში არსებული ტრაპეზუნტის იმპერია. აქედან გამომდინარე, სავსებით ცხადი ხდება ისიც, თუ რატომ იყო, რომ ახალმოსულმა თურქმანული მოდგმის მოსახლეობამ თავიდანვე სათავისოდ შეარჩია ქვეყნის შიდა რაიონებისკენ გახსნილი ეს ადგილები და სადაც, პონტოს დასავლეთ ნაწილში – მდ. ირისის შესართავთან, ხალიბიაში და კერასუსის დასავლეთით – კიდევაც მოიკიდა ფეხი მათი მოსახლეობის პირველმა ჯგუფებმა. მომდევნო ხანებში, ტრაპეზუნტის იმპერია უკვე ფაქტობრივად წარმოადგენდა თურქმანულ ტერიტორიებს შორის მოთავსებულ სანაპირო ანკლავების წყებას. შვიდი ტრაპეზუნტული პროვინციიდან მხოლოდ ყველაზე უფრო დასავლეთით განლაგებული – ფილაბონიტისის ხეობა – იყო მთლიანად თურქმანების მიერ დაქვემდებარებული, პონტოში მათი შემოსევის ადრეულ ეტაპზე [28, 117]. /გვ. 105/

პონტოს დასავლეთ ნაწილში, 1392 წელს სულთან ბაიაზედის მიერ ამ მხარის დაპყრობის შემდეგ, აღმოცენდა ახალი ადმინისტრაციული ერთეული – ჯანიკის სახელწოდებით, რომელიც თემურ ლენგმა, 1402 წლის ანკარის ბრძოლის შემდეგ, დამოუკიდებელ ემირატად აქცია. ჯანიკის მხარის სახელწოდების თავისებურება, . ბრაიერის აზრით, განპირობებული უნდა ყოფილიყო იმ გარემოებით, რომ პონტოს სანაპიროს ერთადერთი რეგიონი, რომელიც დაპყრობილი ჰქონდათ ოსმალებს ამ მხარეში 1461 წლის თავის ძირითად ლაშქრობამდე, მათ მიერვე წოდებული იყო მთელი პონტოს სანაპირო ზოლის საერთო სახელწოდებით – “ჯანიკი” (სავარაუდოა, რომ ამ სახელწოდებას თავის მხრივ ფორმა ჭანიკი უნდა დასდებოდა საფუძვლად, – . .), ისევე, როგორც კონიის სელჯუკებმა თავის სახელმწიფოს “რუმი” უწოდეს, რომაელთა აღმნიშვნელი ბერძნული “რომაიოის” მიხედვით, რომელიც რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ბიზანტიელთა აღმნიშვნელადაც გამოიყენებოდა და ეს მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სელჯუკებმა ვერ მოახერხეს ახალი რომის ანუ კონსტანტინოპოლის აღება [28, 167].

XV საუკუნის გარიჟრაჟზე გერმანელმა მოქირავე მეომარმა, იოჰან შილტბერგერმა მოინახულა პონტოს მხარე და იგი “ცეგნიკის” ანდა “გენიკის” სახელით მოიხსენია, ხოლო ტრაპეზუნტს ჰაითუნი, სომეხი დიდგვაროვანი, “გენესკის” უწოდებდა [29, 164]. ამავე სახელწოდებასთან მიმართებაში, XIX საუკუნის ისტორიულ ლიტერატურაში მოიხსენებოდა ხოლმე გენეტესის ნახევარკუნძულის (თურქული იასუნ-ბურუნი ანუ “იაზონის კონცხი”) სახელწოდება და აგრეთვე ნაწყვეტი “ბიბლიიდან”, სადაც თუბალ-კაინი მოიხსენებოდა[2], მხედველობაში მაქვს სახელწოდების მეორე კომპონენტი, კაინი. ყველა ეს სახელწოდება ეთნონიმ “ჭანიდან” უნდა იღებდეს სათავეს.

სპეციალისტების აზრით, ტრაპეზუნტის იმპერია გვიან XIII საუკუნიდან XV საუკუნის ჩათვლით, სავარაუდოდ, ისევ ჭანებით იყო ძირითადად დასახლებული და იწოდებოდა ბიზანტიელი, სომეხი და მუსლიმი ავტორების მიერ “ჯანიკ/ჩანიკად”, ანდა ამავე სახელწოდების სხვა ფორმებით – “ჩანითი”, “ჰანითი”, “ჯანითი”. ძველთაგანვე თანამედროვენი პონტოს ჯანების/ჩანების ქვეყნად მიიჩნევდნენ. იბნ ბიბი, გვიანი XIII საუკუნის ავტორი, ტრაპეზუნტის იმპერიის სახელს სულაც ქართული ფორმით მოიხსენიებს – ჩანეთი (resp. ჭანეთი). იგივე ტერმინი, იმავე მნიშვნელობით, გამოყენებული აქვთ იმავე XIII საუკუნეში ათა მალიქ ჯუვაინის და XV საუკუნეში შუქრულლაჰს [იხ. 29, 163f.]. თურქი მოგზაურის, ევლია ჩელების (1611-1682 წწ.) ცნობით, XVII საუკუნის შუა ხანებში ტრაპეზუნტის მოსახლეობის უმეტესობას ლაზები შეადგენდნენ. ევლია ჩელები ტრაპეზუნტს ლაზიკის ძველი ვილაიეთის დიდ /გვ. 106/ ქალაქსა და კეთილმოწყობილ ციხეს უწოდებს; მისი სიტყვებით, ტრაპეზუნტის ერთ-ერთი სახელთაგანია “ქალაქი ქვემო ბათუმი”, ხოლო მეორე სახელია “ლაზიკის ქალაქი” [იხ. 30, 56-57].

. ბრაიერი ტოპონიმ Chanik- აკავშირებს ეთნონიმ Chan-თან და შენიშნავს, რომ ამ სახელწოდებით ლაზები საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ [28, Bryer, 1975,127]; ამასთანავე,  მას მიაჩნია, რომ კლასიკურ ხანასა და ადრეულ შუასაუკუნეებში ლაზები (ანუ მისეული “ჯანები/ჩანები”, – . .) და Tzan-ები (ალბათ ჭანებს გულისხმობს, რადგან იძლევა ფორმას – ”Tzani”, იხ., ქვემოთ, – . .) ერთმანეთისაგან განსხვავებულ ხალხებად ითვლებოდნენ, თუ არა ერთმანეთის მონათესავედ, და შესაბამისად ისინი ცალ-ცალკე უნდა იყვნენ ხოლმე მხედველობაში მიღებულნი. მისი აზრით, ტერმინი Chanik- არა Tzan-ისაგან, არამედ Chan-ისაგან (ანუ “ლაზისაგან”) არის უშუალოდ ნაწარმოები. იმის გამო, რომ სახელწოდება Chan- ლაზები თავის თავს უწოდებდნენ, მაშინ როდესაც შავი ზღვის მთელი სანაპიროს მოსახლეობა – ბერძნებიცა და ლაზებიც – ჩვეულებრივ ცნობილნი იყვნენ “ლაზოის” სახელით, . ბრაიერი ტერმინებს ლაზსა და Chan- უპირატესად ურთიერთშენაცვლებად სახელწოდებებად მიიჩნევს. ამავე დროს, იგი ფიქრობს, რომ Tzan-ებმა თავისი იდენტურობა, შესაძლოა, უკვე X საუკუნეში დაკარგეს – ალბათ ბერძნებისა ან ლაზების მიერ მათი ასიმილირების შედეგად და დასძენს, რომ ლაზები, როგორც წესი, ყოველთვის Chan-ების სახელით მოიხსენიებოდნენ ხოლმე [29, 166-167; 28, 127, 175, 191].

როგორც ირკვევა, . ბრაიერი არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტერმინები ლაზი, ჯანი/ჩანი თუ ცანი (Τζανικόν ἔθνοϛ) არსებითად ერთი და იგივე ხალხის – ჭანების (იგივე ლაზების) აღსანიშნავად გამოიყენებოდა და განსხვავება . . Chan-სა და Tzan- შორის მხოლოდ ფონეტიკური ხასიათისაა: ცნობილია, რომ ფორმა Τζάνοι არის ბერძნული ორთოგრაფიის მიხედვით ეთნონიმ “ჭანი”-ის გადმოცემა. ჯერ კიდევ სიმონ ყაუხჩიშვილი შენიშნავდა, რომ ბიზანტიელმა მწერლებმა შემოიტანეს τζ-კომპლექსი, რომელიც ერთ გარკვეულ ბგერას კი არ გამოხატავს, არამედ ექვს სხვადასხვას (, , , , , ), ხოლო უფრო ადრე, ძველი ბერძენი მწერლების ხანაში, იმ უცხო სიტყვაში სადაც აფრიკატი მოიპოვებოდა ბერძნულში არსებული ასოები გამოიყენებდა, მაგ. სტრაბონი ეთნონიმ “ჭანის” საწყის ბგერას სიგმათი გადმოსცემდა – Σάννοι [31, 130შენ.].

სინამდვილეში, თუ კი რაიმე სხვაობა შეიმჩნევა ამ ტერმინებს შორის, იგი საძებარია არა, ერთი მხრივ, Laz-სა და Chan- და, მეორე მხრივ, Tzan- შორის, როგორც ეს . ბრაიერს წარმოუდგენია, არამედ, ერთი მხრივ, ლაზსა და, მეორე მხრივ, Chan/Tzan- ანუ ჭანს შორის; თუმცა ეს განსხვავება მაინც ერთი და იმავე ეთნოსის შიგნით მოიაზრება, რომლის ერთი ნაწილი – /გვ. 107/ ლაზები – ზღვის სანაპიროზე სახლობდა, ხოლო მეორე – ჭანები – ქვეყნის შიგნით, უმთავრესად პონტოს ალპებში (ლაზისტანის ქედი). ცნობილია, რომ XI საუკუნეში ბაიბურთის ჩრდილოეთით მდებარე ჭანთა მიწები ცნობილი იყო, როგორც “ჭანეთი” (ქართულ წერილობით წყაროებში) ან “ჭანიკი” (სომხურ წყაროებში).

V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, ფავსტოს ბუზანდის სიტყვებით, სომხეთის მეფე პაპი აცხადებდა, რომ მამიკონიანთა გვარის წარმომადგენლის მუშეღის წინაპრებმა მიატოვეს თავისი სამეფო ჭენქის მხარეში და ჩვენს წინაპრებთან მოვიდნენ [P'awst., V, iv]. ასევე, ფავსტოს ბუზანდის მიერ შემონახულ, სომხეთის მეფე ვარაზდატისადმი მიწერილ წერილში, ზემოდასახელებული მუშეღის ძმა მანუელი იუწყება, რომ მათი წინაპრები იყვნენ მეფენი ჭენქის მხარეში და ძმათა შორის უთანხმოებისა და დიდი სისხლისღვრის გამო გამოეშურენ თავშესაფარის საძებნელად და აქ [სომხეთში, – . .] დასახლდნენ [P'awst., V, xxxvii]. მიუხედავად იმისა, რომ მოვსეს ხორენაცისათვის ჭენქი იგივე “ჩინეთია” [Xor., II, lxxxi] (ცხადია, მხოლოდ და მხოლოდ ფონეტიკური სიახლოვის გამო), გასათვალისწინებელია, რომ თვით ფავსტოს ბუზანდის მიხედვით, მამიკონიანების სამფლობელო ტაიქის (ქართული წყაროების – ტაო) ქვეყანაში ყოფილა [P'awst. IV, ii], მათი იყო ტაიქის ციხე-სიმაგრეები [P'awst., III, xviii], ხოლო თვით ტაიქის მხარე მათ საკუთრებას წარმოადგენდა [P'awst., IV, xviii]. ფავსტოსის ცნობით, მამიკონიანთა მიუდგომელი კოშკის სახელწოდება ერახანი იყო [P'awst., IV, xviii]. როგორც ცნობილია, ერახანი მდებარეობდა შემდეგდროინდელი ერკინისის მახლობლად, მდ. ჭოროხის აღმოსავლეთ ნაპირზე, ოლთისის წყალთან მისი შეერთების ადგილის ჩრდილოეთით [P'awst., 10, 462][3], ანუ ტაოსა და კლარჯეთის მიჯნასთან.

ჭოროხსა და ოლთისის წყლის ხერთვისის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მდებარე მიწა-წყალი ჭაკის სახელით იყო ცნობილი. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის თანახმად, ამ მხარეს “ჭაკატქი” ეწოდებოდა [Ašxarhac’oyc’, Long Recension, V, 22, იხ. 32, 65][4]. ორივე ეს ტერმინი, “ჭენქი” და “ჭაკი”, დაკავშირებული უნდა იყოს ეთნონიმთან “ჭანი” [შდრ. 33, 41]. როგორც ცნობილია, ჭანები “ლაზებად” უფრო გვიან შუა საუკუნეებში სახელდებიან, ძირითადად ამ უკანასკნელი ეთნონიმის უპირატესი გამოყენების გამო თურქულ ენაში. ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს გეოგრაფიის მიხედვით, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ტრადიციისათვის უდავოა ჭანებისა და ლაზების იგივეობა: “ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამრით, ჭანეთის მთის /გვ. 108/ იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავი ზღΒის კიდის წადევნებით, გონიიდამ ტრაპეზუნტის სამზღვრამდე”. [34, 689, 5-7][5]. იაკობ რაინეგსის ცნობით, ჭანების ქართულ ენაზე მეტყველი ტომის ქვეყანა ჭანათი (Tschanati) ანუ “ჭანეთიორად იყო გაყოფილი მდ. ჭოროხის (Tchoroghi) მიერ, ვიდრე იგი მომდინარე ლაზების ქვეყნიდან, რომელთა მცხოვრებლემაც, მისი თქმით, შეინარჩუნეს თავისი ძველი მეგრული ენა, ბათუმისაკენ (Battum) შემოტრიალდებოდა [35, 60][6].

ახ. . VI საუკუნის ბიზანტიელი მემატიანე, პროკოპი კესარიელი, თავის ნაშრომში, “იუსტინიანეს ომების ისტორია” (“ომი გუთებთან” – De Bello Gothico), ააშკარავებს მიზეზს, თუ რის გამო იზიარებდნენ ძველი ავტორები იმ აზრს, რომ ჭანები, რომლებიც მათ ხანაში ჯერ კიდევ არ იწოდებოდნენ “ლაზებად”, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებული ხალხი იყო. ერთი მხრივ, ჭანებისა (დღევანდელი ლაზების წინაპრების) და მეორე მხრივ, “ლაზების” (ამ შემთხვევაში, იგივე კოლხების ანუ მეგრელების) წინაპრების შესახებ პროკოპი კესარიელი იძლევა შემდეგ ცნობას: “ძველ მწერალთაგან... ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ტრაპეზუნტიელთა მოსაზღვრენი არიან ან სანები. რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ, ან კოლხები, სხვანაირად ლაზებს რომ ეძახდნენ. რომელნიც ახლა იმავე სახელს ატარებენ. თუმცა არც ერთი ამათგან სიმართლეს არ შეეფერება. ჭანები ხომ ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებული და არმენიელების გვერდით ცხოვრობენ შუა ხმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები, კოლხები კი შეუძლებელია არ იყვნენ იგივე ლაზები, ვინაიდან ფაზისის მდინარეზე მოსახლეობენ. ხოლო სახელი “კოლხები”, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად “ლაზთა” სახელად შეიცვალა” [Procop., Wars, VIII, 1, იხ. 31, 119-120][7].

პროკოპი კესარიელის განცხადება სავსებით შეესაბამება იმ ვითარებას, რომელიც დამახასიათებელი იყო მის ეპოქაში, როდესაც სახელწოდება “ლაზი” ენდემური იყო მხოლოდ ფაზის/რიონის აუზისათვის და არა ტრაპეზუნტის მხარისათვის, ხოლო ეთნონიმი Tzan- შემორჩენილი იყო მხოლოდ ცანიკეს მიუდგომელი მხარეში, რომელიც მდ. აკამფსისის (ჭოროხის) ხეობის გასწვრივ იყო განლაგებული; ეს კარგად ჩანს, აგრეთვე, მის მეორე ნაშრომში, /გვ. 109/ “იუსტინიანეს აღმშენებლობათა შესახებ” [Procop., Buildings, III, VI, 9-14].

ფართოდ ცნობილი ფაქტია, რომ არა მხოლოდ პროკოპი კესარიელი, არამედ სხვა ძველი ავტორებიც – აგათია, იოანე ლიდე, ანონიმური პერიპლუსის ავტორი – ლაზებს რიონის აუზის კოლხებთან აიგივებენ. სწორედ ამ გაიგივების გამოა, რომ ზოგიერთი ავტორი მზად არის განიხილოს პონტოელი ლაზები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან ანუ კოლხეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ანუ პონტოში მიგრირებულ მოსახლეობად. ისინი ფიქრობენ, რომ ლაზები და ჭანები განუწყვეტლივ გადაადგილდებოდნენ სამხრეთითა და დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე, და მომთაბარე მესაქონლეებისათვის ჩვეული წესის მიხედვით, უტოვებდნენ მათთვის დამახასიათებელ სახელწოდებებს საკუთარი სამშობლოდან შორს მდებარე მხარეებს. მსგავს შეხედულებას უნდა განეპირობებინა . ბრაიერის აზრის ჩამოყალიბება, რომ თითქოს მხოლოდ ანატოლიაში გადმოსახლებულმა, VI საუკუნის რიონისპირა კოლხეთის ლაზებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ საკუთარი თავი ლაზისტანში, მაშინ როდესაც კოლხეთის ლაზია უკვე აღარავის ახსოვდა [25, 177, 186-187]. როგორც ჩანს, ზოგიერთი მკვლევარი სათანადოდ არ ითვალისწინებს, ქსენოფონტის, ძვ. . V საუკუნის დასასრული ხანის თვითმხილველის, ინფორმაციას, რომ ტრაპეზუნტისა და კერასუნტის ბერძნული კოლონიები კოლხების მიწაზე მდებარეობდნენ [Xen., Anab., IV, VIII, 22-24; V, II, 1-2; V, III, 2] და შესაბამისად არავითარი საფუძველი არ მოიპოვება რიონისპირა კოლხეთიდან ტრაპეზუნტის მხარეში მოსახლეობის გადასახლების პოსტულირებისათვის.

უფრო საფიქრებელია, რომ პონტოელი კოლხები ანუ ჭანები (ბერძნული ჟღერადობით – Τζάνοι) “ლაზებად” იყვნენ სახელდებული, ფაზის-რიონის კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე ლაზების ძლიერი სახელმწიფოს (ქართული წყაროების – ეგრისის სამეფოს) ზეგავლენით. ერთი შეხედვით, სწორედ მათ, პონტოელმა ლაზებმა (ჭანებმა), რომლებიც, უფრო გვიანდელ ხანებში, მოექცნენ ბიზანტიის იმპერიის ფარგლებში, კოლხელი ლაზებისაგან ანუ მეგრელებისაგან განსხვავებით, შესძლეს შეენარჩუნებინათ და დღემდე მოეტანათ სახელწოდება “ლაზი”. თუმცა საკითხი რამდენადმე უფრო რთული ჩანს; ლაზებს ჯერ კიდევ პლინიუსი იხსენიებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან მიმართებაში [Plin., n.h., IV, 12], რაც მოწმობს, რომ ლაზების კოლხურ ტომს პლინიუსის ხანაში, ანუ ახ. . I საუკუნეში, აღნიშნულ რეგიონში უნდა ეცხოვრა. თუმცა ძირითადი მიზეზი ჭანების “გალაზებისა” უნდა ყოფილიყო ბიზანტიის ხელისუფალთა მიერ, IX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ტრაპეზუნტის მხარეში მდებარე პონტოს ხალდიის ეპარქიის აღსანიშნავად სახელწოდების, “ლაზიკის სამიტროპოლიტო” გამოყენება, ბიზანტიელები იმედოვნებდნენ, რომ ამ აქტით მოახდენდნენ თავიანთი უფლებების დეკლარი/გვ. 110/რებას იმ ეპოქის “ლაზიკაზე” ანუ ეგრის-კოლხეთზე, რომელიც, მათ უკვე აღარ ექვემდებარებოდა. ეს გარემოება ცხადი შეიქმნა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსო ნუსხების ანალიზის შედეგად [36, 85].

ძველი ქართული წერილობით წყაროებისათვის, ტრაპეზუნტი მეგრული ქალაქია ხალდიის მიწაზე[8], ბასილი ეზოსმოძღუარის მიხედვით, ლაზია ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით მდებარეობს, XIII საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის დასალაშქრად თამარის მიერ წარგზავნილმა ლიხთიქითურებმა პირველად სწორედ ეს მხარე დაიკავეს[9].

პონტოს ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებაა, ზღვის გაყოლებაზე ჩამწკრივებული მთები, კოლხეთიდან – ჭოროხის შესართავის ჩრდილოეთიდან – თემისკირამდე (თანამედროვე . თერმეს მახლობლად), დასავლეთით [შდრ. Str. XI, II, 15]. პონტოს თვით დასავლეთ ნაწილშიც კი შესაძლებელი ჩანს, ვივარაუდოთ ტოპონიმ თემისკირას (Θεμίσκῡρα) მეორე შემადგენელი ნაწილის – კირას – მეგრულ-ლაზური წარმომავლობა. სიტყვა სკური თუ ნოსკირი მეგრულ-ლაზურად ნიშნავს დანაშრობ მიწას, წყლისაგან ნამატს, წართმეულს [შდრ. 24, 30f.] (შდრ. . რიზესთან მიკვლეული ლაზური ტოპონიმები მელესქირი, მეკელესქირი) [40, 167f.; 41, 98შენ.113]. სტრაბონის მიხედვითაც, თემისკირა წყლით მდიდარი ველია, მრავალი ნაკადულითა თუ წყაროთი გამონაკვები და ამიტომ მუდმივად ნესტიანია და ბალახით დაფარული [Str. XII, III, 15-16]. გასათვალისწინებელია, რომ ქრისტიანი ლაზები XIX საუკუნის დამლევამდე ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტიდან პლატანამდე (. ტრაბზონის დასავლეთით მდებარე დღევ. . აკჩააბათი), აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და ტრაპეზუნტიდან გიუმუშჰანემდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთით [42, 145].

კოლხების (ეგრისელების, ლაზ-ჭანების) ბინადრობის დამამტკიცებელი საბუთი, ვრცელ ტერიტორიაზე, დიოსკურიიდან ტრაპეზუნტის მხარემდე, მოიძიება VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში, აშხარაცუიცში: “...კოლხეთი, რომელიც ეგრია... იყოფა ოთხ მცირე მხარედ..., რომელიც საკუთრივ ეგერია [იქ] მდინარე ფაზისია ამავე სახელწოდების ქალაქთან, და ჭანივი რომელიც ხალტიქია სადაც მდინარე მეგალუპოტამიაა. მას აქვს სხვა მდინარეებიც აკამფსისი ანუ ვოჰი, რომელსაც სათავე დიდ არმენიაში აქვს. მას ხუთი ქალაქი აქვს: იგანი, კოთაისი, როდოპოლოსი, ათენაი და რიზუსი და რამდენიმე სხვა ემპორიუმი და ზღვისპირა ქალაქი, როგორიც ტრებიზონდია” [Ašxarhac’oyc’, Long Recension, V, 19, იხ. 32, 57][10]. აქ საუბარი, როგორც /გვ. 111/ ჩანს, უფრო უნდა ეხებოდეს კოლხებით დასახლებულ ტერიტორიებს, ვიდრე ნაგულისხმები იყოს კოლხთა კონტროლს დაქვემდებარებული მიწები.

პონტოს მოსახლეობა შედგებოდა არა მხოლოდ კოლხთა შთამომავლებისაგან, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე სხვა, მათი მონათესავე ელინიზებული და არაელინიზებული ტომებისგანაც: ხალიბ/ხალდების, მაკრონების, მოსინიკების, დრილების, ტიბარენების, სანების, ჰეპტაკომეტების, ბიზერებისა და სხვათაგან. აღსანიშნავია, რომ ამ ტომთაგან ჭანების ბინადრობის ძირითადი არეალი თანხვდება სანებისა და მაკრონებისას – სამივე ეს ტომი სხვადასხვა ხანაში სახლობდა პონტოს ალპების ცენტრალურ ნაწილში, რომელსაც თანამედროვე თურქული გეოგრაფიული ნომენკლატურის მიხედვით გიუმიუშხანეს მთები (Gόmόşhane Dağları) ჰქვია, ხოლო ბიზანტიურ ხანაში, ხალდიის (Chaldia) თემი ეწოდებოდა. საფიქრებელია, რომ ეს ტომები ერთი და იმავე წარმომავლობისა უნდა ყოფილიყვნენ. პროკოპი კესარიელის თანახმად, ჭანებს უწინ “სანები” რქმევიათ: “..ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად (Σάνοι, Σονοι) წოდებულნი...” [Procop., Wars, I, XV, 21-25; II, III, 39]. ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების საფუძველზე, შესაძლებლობა მოგვეპოვება, თვალი “სანების” ვინაობის საკითხსაც გავადევნოთ; სტრაბონის “გეოგრაფია” მათ, თავის მხრივ, მაკრონების შთამომავლებად მიიჩნევს: “ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ მდებარეობენ ტიბარანები, ხალდები და სანები, ადრეულ ხანებში მაკრონებად წოდებულნი და მცირე არმენია...” [Str., XII, III, 18]. სტეფანე ბიზანტიელთან უკვე Tzan-ებია მაკრონების შთამომავლებად მიჩნეული.  ზემომოტანილი განმარტებები, საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ სანები და Tzan-ები მივიჩნიოთ მაკრონების შთამომავლებად, არამედ, ამავე დროს, სანები და Tzan-ებიც (ანუ ჭანები) ერთმანეთთან გავაიგივოთ; ამაზე ამ ორი ეთნონიმის ფონეტიკური სიახლოვეც უნდა მიგვანიშნებდეს (იხ. ზემოთ). სტრაბონის “გეოგრაფიის” სხვა ადგილას ზემოთ ციტირებული ტექსტისაგან განსხვავებით, დასახელებულ ტომთაგან მხოლოდ პირველი ორი, ტიბარანები (ოღონდ ტიბარენების ფორმით) და ხალდები მოიხსენიებიან, ხოლო სანები აქ გამოტოვებულია: “ტიბარენები და ხალდები ვრცელდებიან კოლხეთამდე” [Str., XII, III, 29]. სტრაბონის ცნობები, ტიბარენებისა და ხალდების გავრცელების შესახებ კოლხეთამდე (რაც, ცხადია იქ სანებისათვის ადგილს ვეღარც უფრო აღმოსავლეთით დატოვებდა) და აგრეთვე ტიბარენებისა და ხალდების ბინადრობის შესახებ (ისევე, როგორც პირველ ფრაგმენტში) ფარნაკია-ტრაპეზუნტის რეგიონის ზემოთ, მთებში, ოღონდ ამჯერად სანების გარეშე [Str., XII, /გვ. 112/ III, 28], მიგვანიშნებს, რომ 28-29 პარაგრაფების ხალდებში 18 პარაგრაფის სანებიც უნდა იგულისხმებოდნენ, ეს მით უფრო სარწმუნო გახდება, თუ გავითვალისწინებთ ძველი სომხური მატიანეებისათვის, ხალდებისა და ჭანების (ანუ იგივე სანების) ზემოაღნიშნულ იგივეობას: “ჭანივქი რომელიც ხალტიქია” (იხ., აგრეთვე, ქვემოთ).

არცერთი სხვა ეთნონიმი ისე ორგანულად არ უკავშირდება პონტოს მხარეს, როგორც ხალდებისა და მათი ქვეყანის – ხალდიის სახელწოდებები. დღეს არსებული ვითარებით, თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის აბორიგენულ მოსახლეობაში სახელწოდება “ხალდი”, მხოლოდ “მთების გადაღმა მცხოვრებ ხალხს” აღნიშნავს და ამასთანავე მას აქვს რამდენადმე დამამცირებელი შეფერილობაც; ტრაპეზუნტის მხარის სოფლების მთელი წყება ბოლო დრომდე ატარებდა და დღესაც ატარებს სახელწოდებას “ჰალთ”. კერძოდ, პონტოს მთაგრეხილის ჩრდილოეთ კალთებზე უკანასკნელ ხანებამდე იყო შემორჩენილი “ხალდების” სახელწოდების ამსახველი დასახლებული პუნქტი – ხალდიზენი; იგი მდებარეობდა დაახლოებით ქალაქების ბაიბურდისა და რიზეს შემაერთებელი ხაზის აღმოსავლეთით (ოღონდ უფრო ბაიბურდისკენ, ვიდრე რიზესკენ) [იხ. 43, 1923].

სპეციალისტთა მიერ შენიშნულია, რომ IX საუკუნიდან თვით ხალდიის თემის (thema) სახელწოდებაში თვალმოსაკრავად გამოკრთა პონტოს მძლავრი ადგილობრივი სულის რაღაც ნაწილი [28, 116-117]. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ “ხალდია” ლაზთა ქვეყნის ძველ და ზოგად სახელწოდებას წარმოადგენდა. ამ სახელმა ადმინისტრაციული გამოხატულება შესძინა ადგილობრივი მოსახლეობის იდენტურობას, რომელიც სრულიად გარკვეულად დაკავშირებული იყო ლაზებთან. აბულ ფედა, X საუკუნის არაბი ისტორიკოსი, ტრაპეზუნტს, ძირითადად ლაზურ ნავსადგურად მიიჩნევს, ხოლო ბიზანტიელი ავტორები, პაქიმერასი და აგრეთვე ტრაპეზუნტელებიც, მაგ., ლაზაროპულოსი და ბესარიონი, თვით ტრაპეზუნტის იმპერიას ლაზურ ქვეყნად თვლიდნენ [25, 179]. ამასთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები, რომ პროკოპი კესარიელის მიერ მოხსენიებულ, “რომაელებს (რომაიოი), რომელთაც პონტოელებს (პონტიკოი) უწოდებენ” [Procop., Wars, II, XVII, 1-2;  Procop., Buildings, III, VI, 9-14], ცნობილი ორიენტალისტი, ვლადიმერ მინორსკი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, “ლაზებად” მიიჩნევდა [44, 1936].

სახელწოდება “ხალდია” არ მომდინარეობს ურარტელთა მზის ღვთაება “ხალდის” სახელიდან და არც ურარტელთა თვითდასახელება ყოფილა ოდესმე “ხალდი”, როგორც ამას . ბრაიერი და . ვინფილდი მცდარად ვარაუდობენ [შდრ. 45, 300]. ცნობილია, რომ ურარტელები საკუთარ ქვეყანას “ბიაინლის” უწოდებდნენ. ამავე დროს, ურარტუს მეფის, რუსა II-ის ადილჯევაზის ლურსმულ წარწერაში, რომელიც ძვ. . 676 . თარიღდება, /გვ. 113/ ნახსენებია ხალიტუ, ურარტუსაგან მოშორებით მდებარე, უცხო ქვეყანა [46, 278]. ეს ქვეყანა, ზოგიერთი მკვლევარის მიერ, გაიგივებულია ბევრად უფრო გვიან, პონტოში მდებარე ხალტიქ/ხალდიასთან [47, 111f.]. ძველი სომხური წყაროების, VII საუკუნის სომხური გეოგრაფიისა და მოვსეს ხორენაცის VIII საუკუნის “ისტორიის” თანახმად, ხალტიქი (ხალდია) იგივეა, რაც ჭანივქი/ჭანივი. მოვსეს ხორენაცი იუწყება, რომ იმპერატორი ტაციტუსი “თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანივქში, . . ხალტიქში” [Xor., II, 76, იხ. 48, 162][11]. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალიბები (სტრაბონის მიხედვით, ხალდების წინაპრები), ამავე დროს ხალდების შთამომავლების, ჭანების (იხ. ზემოთ) წინაპრებიც ყოფილან, რომლებიც, იმავე სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სახლობდნენ, სადაც ხალიბები. გრიგოლ გიორგაძის თვალსაზრისით, ხეთურ წყაროებში დამოწმებული ქასქური ტოპონიმი “ხალილა”, რომელიც შედგება Khali ფუძისაგან და სუფიქსისაგან – la, უნდა უკავშირდებოდეს ურარტული წარწერის ხალიტუს და ძველი ბერძნული წყაროების ხალიბებს [21, 111f.].

ჩრდილოეთ ანატოლიაში (ანუ შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) მოსახლე ტომები – მოსინიკები, მაკრონები, ტიბარენელები, ლევკოსირიელები, ისევე როგორც ხალიბები თუ ხალდები – ხშირად არიან სპეციალისტთა მიერ ანატოლიის უძველეს, აბორიგენულ მოსახლეობად მიჩნეული, რომლებმაც მოახერხეს წინახეთური ეპოქიდან აქ თავის შემონახვა. აღსანიშნავია, რომ მოიპოვება საკმარისი მონაცემები ხალიბებისა და ხალდების გასაიგივებლად – ჯერ კიდევ ხომ სტრაბონი აცხადებდა, რომ ხალდები, იგივე ხალიბები იყვნენ [Str., XI, III, 19]. . ბრაიერი და . ვინფელდი, მაკრონებს და სხვა, ჰეროდოტეს მიერ, მათთან ერთად ჩამოთვლილ, სამხრეთშავიზღვისპირეთულ ტომებს პონტოს წინარექართველური (Proto-Georgian) მოსახლეობის ჯგუფებად მიიჩნევენ, რომლებიც ურარტუს განადგურების ხანას გადაურჩნენ [45, 300].

პონტოს ერთ-ერთი უძველესი, უკვე ჰეკატეოს მილეტელისათვისა და ჰეროდოტესათვის ცნობილი ტომის, მაკრონების ადგილმდებარეობის ძირითადი არეალი ჯერ კიდევ ქსენოფონტის მიერ იყო დადგენილი . . პონტოს ალპების (ლაზისტანის ქედის) ცენტრალურ ნაწილში, სადაც მან, როგორც თვითმხილველმა, პირადად გაიარა თავის ჯარისკაცებთან ერთად ძვ. . 401 წელს. იმ ხანად მაკრონები ცხოვრობდნენ თეხესის მთასა (საიდანაც ლაშქრობიდან გამობრუნებულმა ქსენოფონტმა და მისმა თანამგზავრებმა პირველად დაინახეს შავი ზღვა) და ტრაპეზუნტის მხარეში მცხოვრებ კოლხებს შორის [Xen., Anab., IV, 8]. აქვეა დაახლოებით განლაგებული, ძველთაგანვე კარგად ცნობილი ნამოსახლარი, კრომნი (დღევ. თურქული კურუმ კალე, . კალაი/გვ. 114/ჯიოღლუს მახლობლად, . გიუმუშჰანეს ჩრდილო-აღმოსავლეთით), XIX საუკუნის კრიპტოქრისტიანების ცნობილი ცენტრი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პონტოს ახალ ისტორიაში. არ არის გამორიცხული, რომ ეთნონიმ მაკრონის ფუძე ყოფილიყო კრონი ან კრომნი და მას დართული ჰქონდეს კარგად ცნობილი “მა-“, “მო-“ ქართველური პრეფიქსი, რომელიც ძირითადად ადგილის სახელწოდებებიდან და არსებითი სახელებისაგან აწარმოებს ეთნონიმებსა და წარმომავლობის გამომხატველ ტერმინებს, შდრ., მაგ., ეგრ-ისი (ტოპონიმი) < -ეგრ-ელი (ეთნონიმი), არგვეთი < მარგველი, ტბეთი < მტბევარი და . .

შესაძლოა, იგივე თავსართი იყოს წარმოდგენილი პონტოს სხვა უძველეს ეთნონიმშიც – “მოსინიკი” (Μοσσύνοικοι). მოსინიკებს, სტრაბონისა და სხვა ძველი ავტორების ცნობით, ეს სახელი ეწოდათ იმის გამო, რომ ხეებზე ანდა პატარა კოშკებში ცხოვრობდნენ, რომელთაც “მოსინებს” უწოდებდნენ [Str., XII, III, 18, შდრ. Apoll., II, 1015-1029, 1117; Ps.-Scyl.,  86]. ამასთან დაკავშირებით, იქნებ მხედველობაში იყოს მისაღები, მცირე ზომის სახლის ძველთაგანვე ქართულში შემოსული სიტყვა “სენაკი” და მისგან სავარაუდოდ წარმოქმნილი ტერმინი *მო-სენაკე ანუ “ვინმე ასეთ სახლში მცხოვრები”. შდრ. ქართული სიტყვა “სახლი” და მისგან ნაწარმოები ტერმინი “მო-სახლე”.

პონტოს უმეტესი ნაწილისათვის დამახასიათებელი ეთნონიმების თვალშისაცემი სიმრავლე, მიგვანიშნებს ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პრიმიტიულ, ტომობრივ დონეზე, რაც ჯერ კიდევ ქსენოფონტის და შემდეგ ფლავიუს არიანეს მიერ იყო შენიშნული. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია . ბრაიერისა და . ვინფილდის დაკვირვების გათვალისწინება: “ტრაპეზუნტის მხარის აღმოსავლეთ სანაპიროზე სამოსახლოების რიცხვი მეჩხერდება და სულ უფრო ნაპირს ეკვრის. სულ უფრო საგრძნობი ხდება კავკასიურ მოდელთან მისი სიახლოვე და მათი სახელწოდებათა იდენტიფიცირებაც სულ უფრო ძნელი ხდება. ამ რეგიონში სახელები უფრო შესაძლოა ასოცირებულია აქ მცხოვრებ ხალხებთან, ვიდრე თვით მოცემულ ადგილებთან... თითოეულ მათგანში ჩასახულია მძლავრი ადგილობრივი სული. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მოხდა სახელწოდებების ლოკალიზაცია და ფიქსირება ამა თუ იმ ადგილთან მიმართებაში. ამ მოვლენას უპირატესად შუა საუკუნეების მომდევნო ხანაში ჰქონდა ადგილი და მას ძირითადად ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმართებაში ვაწყდებით...” [45, 320].

თუ მხედველობაში მივიღებთ, ზემოხსენებულ თვალსაზრისს, შავიზღვისპირეთში სინოპელთა და ტრაპეზუნტელთა მიერ, სხვადასხვა ხანებში, ერთმანეთისაგან გათიშული ანკლავების ფლობის თაობაზე და შევეცდებით რეტროსპექტულად გამოვიყენოთ იგი უფრო ადრეული ხანებში არსებული მდგომარეობის ასახსნელად, შესაძლებლობა მოგვეცემა ვივარაუდოთ, რომ /გვ. 115/ პონტოს სანაპირო ზოლის დასავლეთ სექტორში ლევკოსირების ანუ კაპადოკიელების (. . ცენტრალურანატოლიური მოსახლეობის) დასახლებების არსებობა, დაკავშირებული იყო მათ ექსპანსიასთან ქვეყნის შიდა მხარეებიდან იმ ადგილებისაკენ, სადაც სანაპიროს გაყოლებაზე გადაჭიმული მთაგრეხილი იხსნებოდა და ქმნიდა სამხრეთის მხრიდან დაუცველ მონაკვეთებს. სავარაუდოა, რომ ანალოგიური მოვლენა იყოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმ წინააღმდეგობრივი ცნობების აღმოცენებისათვის, რომლებიც იუწყებიან ხალიბთა ბინადრობის შესახებ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ ადგილებში (გარდა მადნეულით მდიდარი საბადოებისადმი მათი სწრაფვისა); ეს გარემოება (ხალიბთა ფართო გავრცელება) უკვე სტრაბონისათვის იყო ცნობილი (იხ. ქვემოთ). სხვათა შორის, სახელწოდება “ხალიბია”, ჯერ კიდევ ჩანს შემორჩენილი XIII საუკუნის სამხრეთ შავიზღვისპირეთში, როგორც ერთ-ერთი ოლქი, ხოლო XIV საუკუნეში, როგორც ტრაპეზუნტის იმპერიის კლიენტი-სახელმწიფოს, ემირატის სახელწოდება [50, 136].

ხალიბთა ადრეული ლოკალიზაციის საკითხს, შესაძლოა უკავშირდებოდეს ძვ. . IV . პირველი ნახევრის ისტორიკოსის – ეფოროსის ცნობა, რომელიც სტრაბონის “გეოგრაფიაშია” შემონახული [Str., XIV, V, 24]. ეფოროსი ხალიბებს ათავსებდა მცირე აზიის ნახევარკუნძულის შიგნით ანუ სინოპესა და ისოსის (თანამედროვე ისკანდერუნის ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე) “შემაერთებელი ხაზის” დასავლეთით; იგულისხმება სინოპის ყურის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი წერტილი და ისოსის ყურის ჩრდილოეთი წერტილი [შდრ. Plin., n.h., VI, 7]. თუმცა არსებობდა ნახევარკუნძულის სივრცობრივი პარამეტრების განსაზღვრის სხვა ხერხიც, რომელიც სტრაბონს უფრო მართებულად მიაჩნია – ამისოსისა და ისოსის ყურეებს შორის მდებარე ვიწრობის მიხედვით [Str., XIV, V, 22, 23]. სტრაბონი შენიშნავს, რომ არავინ თვლის ნახევარკუნძულის “ყელის ხაზს” ხალიბებზე გადამავლად, ვინაიდან მაშინ ეს “ხაზი” მრუდე გამოვიდოდა, მცირე არმენიასა და ევფრატზე გადაივლიდა, ხოლო ნახევარკუნძული მთელ კაპადოკიას, კომაგენეს, ამანოსს და ისიკოსის ყურეს მოიცავდა და დასძენს, რომ თუ ხალიბების ქვეყანას ნახევარკუნძულის ნაწილად მივიჩნევთ, მით უფრო უნდა ჩავთვალოთ ასეთებად კატაონია, ორივე კაპადოკია და ლიკაონია [Str., XIV, V, 24]. აშკარაა, რომ ეფოროსი, სტრაბონისაგან განსხვავებით, იმიტომ თვლიდა ხალიბებს ნახევარკუნძულის მოსახლეებად და არ თვლიდა ასეთებად ზემოჩამოთვლილ ხალხებს, რომ ხალიბებს, მათგან განსხვავებით, უფრო დასავლეთით ათავსებდა.

შესაბამისად, სტრაბონი იმიტომ არ მიიჩნევს ხალიბებს ნახევარკუნძულის მცხოვრებლებად, რომ მათ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთით ათავსებს. თუმცა ძირითადი მიზეზი, რის გამოც სტრაბონი ეფოროსს ეკამათება, ხალიბების სანაპირო ზოლისაგან დაშორება და ქვეყნის შიგნით /გვ. 116/ მოთავსება კი არ არის, როგორც ეს ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, არამედ სწორედ მათი ნახევარკუნძულზე, ისოსიდან ევქსინის პონტომდე “გამავალი ხაზის” დასავლეთით ლოკალიზებაა. თუმცა სტრაბონი, ამავე დროს, არ გამორიცხავდა ხალიბების ქვეყნის შიგნითა მხარეში ბინადრობას; ეს მკაფიოდ ჩანს მისივე სიტყვებში, რომ ეფოროსს უმჯობესი იყო ხალიბების ერთი ნაწილი ზღვის პირას მოეთავსებინა, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნის შიგნით [Str., XIV, V, 24].

საყურადღებოა, რომ ფსევდოსკიმნოსის “პერიეგესის” მიხედვით, ხალიბები ასევე ნახევარკუნძულის ანუ ამისოსსა და ისიკოსის ყურეს შორის მდებარე აზიის უვიწროესი ყელის დასავლეთით, ქვეყნის შიგნით და კაპადოკიელების მახლობლად მოიხსენებიან [Ps.-Scym., 921-939]. ფსევდოსკიმნოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფოროსთან დასახელებული ხალიბების ადგილმდებარეობის გარკვევისათვის, ვინაიდან “პერიეგესის” ერთ-ერთ ძირითად წყაროს სწორედ ეფოროსი წარმოადგენდა, ამას ფსევდოსკიმნოსი თვითონვე აღნიშნავს, როდესაც ჩამოთვლის იმ ავტორებს, ვისგანაც არის იგი დასესხებული [Ps.-Scym., 109-127].

ხალიბების ფართოდ გავრცელების საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია აგრეთვე მცირე აზიის გეოგრაფიის ღრმა მცოდნის, პომპონიუს მელას სიტყვები, რომ “პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს აქვთ სახელგანთქმული ქალაქები ამისოსი და სინოპე – ცინიკოსი დიოგენეს სამშობლო, მდინარეები ჰალისი და თერმოდონტი...”. [Pomp. Mela, I, 19, 104, 105. იხ. 51, 28-29]. მელას განმარტება იმის თაობაზე, რომ ქალაქები ამისოსი და სინოპე აქვთ პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს, რაც უნდა მიგვანიშნებდეს სხვა, პაფლაგონიელებისაგან უფრო შორს მოსახლე ხალიბების არსებობაზეც. პომპონიუს მელას ნაშრომის მთავარ ღირსებას, შემდგომში დაკარგული ან ფრაგმენტულად შემორჩენილი წყაროების მონაცემთა შემონახვა წარმოადგენს, რომლებიც უფრო ადრე არსებული მდგომარეობის ამსახველია. ადრეულ ხანებში ხალიბთა შედარებით ფართო განსახლებაზე, შესაძლოა მიგვანიშნებს, აპოლონიოს როდოსელის სიტყვებიც, რომ “პოლიფემს აღსასრული უწერია ხალიბთა ვრცელი ქვეყნის მიწაზე” [Apoll. Rhod., I, 1323].

სპეციალისტთა შორის არ არის ერთიანი აზრი, იმის თაობაზე, იყვნენ თუ არა ჰეროდოტეს მიერ მოხსენიებული ხალიბები იმ ტომთა შორის, ვინც მდ. ჰალისის (დღევ. კიზილ ირმაკი) დასავლეთით ცხოვრობდა; მის “ისტორიაში” ორი ასეთი პარაგრაფია – I, 28 და VII, 76. პირველ  შემთხვევასთან დაკავშირებით, მკვლევრები ძირითადად ფიქრობენ, რომ ამ ფრაგმენტის ის ნაწილი, სადაც ასეთი ტომებია ჩამოთვლილი, მოგვიანებით იყო ტექსტში ჩართული, ხოლო მეორე შემთხვევაში, ჰეროდოტეს ტექსტის გამომცემელთა დიდი ნაწილი ამ ადგილას “პისიდიელების” სახელის აღდგენას ანიჭებს უპირატესობას. . /გვ. 117/ ლომოურის შეხედულებით, იმ გარემოებას, რომ ჰეროდოტე საერთოდ არ იცნობს ხალიბებს, მოწმობს, მის მიერ, სხვა ავტორებთან ხალიბების მეზობლად დასახელებული ტომების (მოსხების, ტიბარენების, მაკრონების, მოსინიკების და სხვ.) არაერთგზის მოხსენიება, ხალიბებისაგან განსხვავებით [52, 121].

ეს მართლაც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, მაგრამ, ამავე დროს, ძალზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰეროდოტეს საერთოდ არაფერი სმენოდა ხალიბების შესახებ. ხალიბთა სიძველეზე მიუნიშნებს თუნდაც სტრაბონის სიტყვები, რომ მათ ჯერ კიდევ ჰომეროსი მოიხსენიებდა ალიბეს მკვიდრ ჰალიძონებად თუ ალიბეელებად [Il., II, 856, 857; შტრ. 12, 3, 20]. ხალიბები დასახელებული ჰყავს ჰეროდოტეს წინამორბედს ჰეკატეოს მილეტელს, რომლის ნაშრომსაც ჰეროდოტე კარგად იცნობს, თავის თხზულებაში საკმაოდ ხშირად იხსენიებს [Hdt., II, 143; V, 36, 125-126; VI, 137] და ზოგჯერ მითითების გარეშეც კი ეკამათება მას. ნახსენები ჰყავს ხალიბები, აგრეთვე, ჰეროდოტეს უფროს თანამედროვეს, დრამატურგ ესქილესაც, როდესაც თავის “მიჯაჭვულ პრომეთეში” ისინი რკინის დამმუშავებელ, მკაცრ და სახიფათო ხალხად ჰყავს დახასიათებული [Aeschylus, Prom. vinct., 740ff.].

ჰეროდოტე ხალიბებს, მათივე ზემოჩამოთვლილ მეზობელ ტომებთან ერთად, შესაძლოა იმიტომ არ იხსენიებს, რომ ის ფრაგმენტები, სადაც ეს ტომებია დასახელებული [Hdt., III, 94; VII, 78], მომდინარეობენ მის “ისტორიაში” შემავალი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ორი ნაწილიდან, “სატრაპიების ანუ დარიოსის მოხარკეთა სიიდან” და “ქსერქსეს არმიისა (და ფლოტის) სიიდან”, რომელთა თავდაპირველ წყაროს ოფიციალური სპარსული საბუთები უნდა წარმოადგენდნენ. ამ საბუთებში ხალიბები, საფიქრებელია, რომ სხვა ტომებთან ერთად იყვნენ გაერთიანებულნი და ამდენად, მათ სახელს ამოფარებულნი, ანდა, სულაც სხვა სახელწოდებით მოიხსენიებოდნენ, თუნდაც “მოსხებისა” [შდრ. 53, 58; 54, 218].

საქმე იმაშია, რომ ორივე ამ სიაში, დარიოს I-ის დროინდელი (ძვ. . 522-486 წწ.) აქემენიდური სპარსეთის მეცხრამეტე სატრაპიის შემადგენლობაში, ტიბარენებთან, მაკრონებთან და მარებთან ერთად, ხოლო დარიოსის მემკვიდრის, ქსერქსე I-ის (ძვ. . 486-465 წწ.) არმიაში, ტიბარენებთან ერთად, მოსხები [Hdt.,  III, 94; VII, 78] არიან გაერთიანებულნი და არა ხალიბები. ყველა ეს ტომი მოსხების მსგავსად იყო იარაღით აღჭურვილი [Hdt., VII, 78]. ვინაიდან, მოსხების დასახელება ყველა ზემოჩამოთვლილ პონტოსპირეთში მცხოვრები ტომების კონტექსტში ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუნდაც იმის გამო, რომ ძვ. . V-IV საუკუნეების მიჯნაზე ამ რეგიონში არსებული ეთნოპოლიტიკური ვითარება ქსენოფონტის “ანაბასისის” მეშვეობით კარგად არის ცნობილი, სავარაუდო ხდება, რომ ხალიბები მოსხების სახელით არიან მოხსენიებული აქემენიანთა საბუთებში. /გვ. 118/

შესაძლოა, ხალიბებისა და მოსხების გაიგივების შედეგად, გასაგები გახდეს ზემოთ მოყვანილი ცნობები ხალიბთა მცირე აზიის ნაკევარკუნძულზე განსახლების თაობაზე. ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები სტეფანე ბიზანტიონელის “ეთნიკური ლექსიკონის” (“ეთნიკას”) მიერ შემონახული, ძვ. . VI-V სს. მიჯნის ლოგოგრაფოსის, ჰეკატეოს მილეტელის “დედამიწის აღწერის” ორი ფრაგმენტი. ჰეკატეოსის პირველი ფრაგმენტის ცნობით, “მოსხები – კოლხური ტომია, მატიენების მეზობლად მოსახლე” [Hec., fr. 188]. მეორე ფრაგმენტის მიხედვით, “მატიენების ქალაქი ჰიოპე გორდიების მეზობლად მდებარეობს და აქაური ხალხი ისეთსავე ტანსაცმელს ატარებს, როგორსაც პაფლაგონიელები” [Hec., fr. 189]. ჰეროდოტეც შენიშნავს, რომ მატიენები ცხოვრობდნენ მდ. ჰალისის (კიზილ-ირმაკი) მარჯვენა ნაპირზე, ხოლო მდინარის მეორე ნაპირი ფრიგიელებს ეკავათ [Hdt. I, 72.; VII, 72]. გასათვალისწინებელია აგრეთვე პომპონიუს მელას მიერ ტიბარენების გვერდით “მატიანების” მოხსენების ფაქტი [Pomp. Mela, I, 2, 13]. აშკარაა, რომ მოსხების მეზობელ მატიენებში იგულისხმებიან გორდიონელი ფრიგიელებისა და პაფლაგონიელების მახლობლად მცხოვრები დასავლეთელი მატიენები [55, 141]. ეს კი იძლევა დასავლეთელი მატიენების მეზობლად მცხოვრები მოსხების კოლხური ტომის კაპადოკიის ჩრდილოეთ ნაწილში, [შდრ. 24, 9-10][12], ან სულაც ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალიზების საშუალებას, იქ სადაც ტრადიციულად ხალიბები არიან ხოლმე დასახელებული.

მოსხების, კოლხურ ტომად განსაზღვრა, მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ჰეკატეოს მილეტელის ხანაში, ისინი, პონტოში მოსახლე ტომებთან ერთად, სპარსულ სატრაპიაში შედიოდნენ, ხოლო კოლხები ფაქტიურად დამოუკიდებლები იყვნენ სპარსელთაგან; საჩუქრები და არა ხარკი იყო მათზე დაწესებული [შდრ. Hdt., III, 94, 97]. ეს ფაქტიც მოწმობს, რომ ჰეროდოტესეულ “მოსხებში” კოლხეთის მეზობელი მოსხები არ იგულისხმებოდნენ, რომელთა ქვეყანა სტრაბონის მიერ მოხსენიებული “მოსხიკეს” სახელით არის ცნობილი [Str., XI, II, 18].

კაპადოკიაში “მოსხთა” ბინადრობის ფაქტი, არ არის მოულოდნელი კლასიკური და ადრეული შუასაუკუნეების ლიტერატურის გადასახედიდან. იოსებ ფლავიუსი მიიჩნევდა, რომ იბერები და მესხები ანატოლიური წარმომავლობისანი იყვნენ; ბიბლიური “მოსოქის” [Gen., 10:2, 23-24; 1 Chr., 1:5; Isa., 66:19; Ezek., 27:13; 32:26; 38:2-3; 39:1] შესახებ თავის კომენტარში, იგი შენიშნავდა: “მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა, რომელიც ნათელ ყოფს იმათთვის, ვისაც შეუძლია გაიგოს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს” [Josephus, Antiq., I, 124-125; 56, 271; შდრ. 57, 233]. /გვ. 119/

ყველაზე ადრეული სანდო ცნობები მოსხების წინაპრების მუშქების შესახებ, გვხვდება ასურულ-ურარტულ ლურსმულ წარწერებში. შუაასურული ხანის მეფის თიგლათ-ფილესერ I-ის (ძვ. . 1115-1077) წარწერიდან ირკვევა, რომ ძვ. . 1164 წელს მუშქებს დაუპყრიათ ასურეთის მოხარკე ალზისა (ენზი/ენზითე, შემდეგდროინდელი სოფენე) და ფურულუმზის ქვეყნები (მდ. მურატის, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის ქვემო წელზე), ხოლო ძვ. . 1115 . მათვე, 20 000 კაციანი ლაშქრითა და 5 ”მეფის” წინამძღოლობით მთებიდან ჩამოსულებმა, შესძლეს მდ. ტიგროსის ზემო წელზე მდებარე ქათმუხის (ქუთმუხის) ქვეყნის დაკავება. ასურულ-ურარტული წარწერების ეთნონიმი “მუშქი” ფონეტიკური თვალსაზრისით სავსებით შეესაბამება ბერძნული წერილობითი წყაროების “მოსხს” [შდრ. 53, 15; 58, 111-118]. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ის მხარე სადაც ალზი მდებარეობდა (. ელაზიგის სანახები) ქებანის კაშხლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ იყო შესწავლილი, შესაბამისად, განათხარი მასალის გამოვლენის შედეგად, შესაძლებელი გახდა მუშქების კულტურული ატრიბუციის საკითხზე მსჯელობა. არქეოლოგთა დაკვირვებით, ადრეული რკინის ხანის მასალა, რომელიც ელაზიგის რაიონში გამოვლინდა და რომელიც მუშქების კუთვნილებად არის მიჩნეული, არავითარ კავშირებს არ ავლენს ფრიგიელთა დასავლურანატოლიურ სამშობლოსთან, საიდანაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ფრიგიელი-მუშქები უნდა ყოფილიყვნენ გადმოადგილებული, თუმცა აქ შეინიშნება ტიპური ნიშნები დამახასიათებელი შესაბამისი ხანის ამიერკავკასიისა და მისგან უშუალოდ სამხრეთით მდებარე მხარეების არქეოლოგიურ მასალაში [59, 98, 161; 60, 96f.].

შეხედულებას მოსხებისა და ხალიბების იგივეობის თაობაზე, ვფიქრობ, მხარს უნდა უჭერდეს აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში ხალდი-ხალიბების განსახლების შესახებ არსებული ქსენოფონტისეული ცნობები [Xen., Cyrop., III, 1-3; Anab., IV, VI, 4-5; IV, VII, 15-18; VII, VIII, 25]. ხალიბების ლოკალიზაცია აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში, მოსხებთან მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ცნობილია, კარა-სუს ზემო დინებასა და ჭოროხს შორის მდებარე მხარე განიხილებოდა . . მოსხური მთების მდებარეობის ადგილად; ოლთისისწყალსა და მტკვარს შორის მდებარე და შავშეთისა და არტაანის გამყოფი არსიანის ქედი “მოსხური მთების” შუაგულს უნდა წარმოადგენდეს[13]. მოსხების, იგივე მესხების ქართული ტომი იქ – დაახლ. დღევ. ქალაქების ერზურუმს, ყარსსა და ბათუმს შორის – ცხოვრობდა არაუგვიანეს კლასიკური ხანებისა თუ არა ბევრად უფრო ადრე. ტაოს მესხური პროვინცია თვით მდ. ევფრატის სათავეებამდე აღწევდა. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის დუმლუ-სუს ზემო დინების მარჯვენა ნაპირთან /გვ. 120/ მდებარეობს გვიან შუა საუკუნეებში კარგად ცნობილი ადგილი – გურჯი ბოღაზი – ”ქართული ყელი”, ხოლო მის ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი თურქების მიერ განიხილებოდა, ქართულ (ხოლო XVI საუკუნის შემდეგ ყოფილ ქართულ) მხარედ.

ეთნონიმი “მოსხი” არ ჩანს ერთადერთი ტერმინი, რომელიც ალტერნატიულად გამოიყენებოდა ხალიბების აღსანიშნავად. ჯერ კიდევ სტრაბონი შენიშნავდა, რომ ხალდები, იგივე ხალიბები არიან [Str., XI, III, 19]. ამ საკითხთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ქსენოფონტის თხზულება “კიროპედია”, რომლის თანახმად, დასავლეთ არმენიაში მოსახლე არმენიელების მეზობლად ცხოვრობდნენ ხალდები, რომელთაგანაც უნდა ჰქონოდათ წართმეული ნაყოფიერი მიწები არმენიელებს [Xen., Cyrop., III, 1-3; შდრ. 61, 58]. სტრაბონი, თავის მხრივ, გვამცნობს, რომ მდ. კარა-სუს ზემო წელზე მდებარე კარენიტიდის (დღევ. . ერზურუმის სანახები) მხარე სომხებმა ხალიბებისაგან დაიპყრეს [Str., XI, XIV, 5]. ეს მოვლენა ძვ. . II საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება ანუ ქსენოფონტის ექსპედიციაზე (ძვ. . 401 .) უფრო გვიანდელი ხანით. ქსენოფონტის “ანაბასისის” მიხედვით, ხალიბთა ქვეყანა და არმენია აშკარად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული [Xen., Anab., IV, IV, 18]; დასავლეთ არმენიის ერთ-ერთი სოფლის მამასახლისის (κώμαρχος) მიერ ქსენოფონტისათვის თქმული სიტყვების თანახმად, წინ – ბერძენთა გზაზე – მდებარე არმენიის მეზობელი ქვეყანა, ხალიბებს ეკუთვნოდათ [Xen., Anab., IV, V, 34]. თუმცა ხალიბების ქვეყნამდე ბერძნებს ჯერ ტაოხთა ქვეყანა უნდა გაევლოთ [Xen., Anab., IV, VII, 1-17]. აღსანიშნავია, რომ ძველი სომხური წერილობითი წყაროების, კერძოდ, ლაზარ ფარპეცისა და ელიშეს მატიანეების მიხედვითაც, ხალტიქის მთები ტაიქის (ტაოს) დაბლობს ესაზღვრება [62, 277შენ.3].

ამავე დროს, გასათვალისწინებელია, აგრეთვე, სომხურ ენაში გამოვლენილი ის მძლავრი მეგრულ-ჭანური წარმომავლობის მქონე ფენა, რომელიც სომხური ენისათვის სუბსტრატულად არის მიჩნეული [იხ. 63; 64, 342-379; 65; 66, 45-51; 67, 103] და წინარესომხური მოსახლეობის ახალ სამშობლოში განსახლებისას, იქ ზანურენოვანი მოსახლეობის არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. შესაძლოა, ზემონახსენები ხალდების, რომლებიც დასავლეთ არმენიაში მოსახლე არმენიელების მეზობლად ცხოვრობდნენ, სუბსტრატული ენის ზემოქმედებით აიხსნას სომხური ენაში დადასტურებული ზანური ლინგვისტური ფენის არსებობა. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება, ქსენოფონტის “კიროპედიაში” მოხსენიებული სალდები, მისსავე “ანაბასისში” მოხსენიებული ხალიბების უკიდურეს სამხრეთულ ნაწილად მივიჩნიოთ, რომელთა მიწა-წყალიც არმენიელებმა ჯერ კიდევ ქსენოფონტის ხანამდე ბევრად უფრო ადრე დაიქვემდებარეს. . მელიქიშვილის აზრით, ძვ. . VII საუკუნეში /გვ. 121/ დასავლურქართული (მეგრულ-ჭანური) ტომების გაერთიანებას, ხალიტუს, მდ. კარა-სუს (ჩრდილოეთი ევფრატი) ზემო წელზე, სუხმის ქვეყანაში (ყოფილი ხაიასა) მცხოვრები ტომები თანამედროვე . ერზურუმის სამხრეთითა და მდ. მურატის (აღმოსავლეთ ევფრატი) ჩრდილოეთით მდებარე მხარეებში უშუალოდ ემეზობლებოდნენ [68, 407, 411]. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, პირველ რიგში გასათვალისწინებელია, ჰეროდოტეს ცნობა, რომ არმენიაში, რომელიც კილიკიელებსა და მატიენებს შორის მდებარეობდა, სათავეს იღებენ მდინარეები ჰალისი, ევფრატი და ტიგროსი [Hdt., I, 72, 180, 194; V, 49, 52]. როგორც ჩანს, ჰალისისა და ჩრდილოეთ ევფრატის სათავეების მხარეში, თუ მათ მახლობლად, არის საძებარი სომხური ენის ზანური სუბსტრატის საცხოვრისი.

რაც შეეხება, ქსენოფონტის “ანაბასისში” (იხ. ზევით) და სტრაბონის “გეოგრაფიაში” მოხსენიებულ ხალიბებს ანუ ვრცელი ხალიბურ-ხალდური არეალის ჩრდილოურ ნაწილს, იგი, შედარებით გვიანდელ ეპოქაში (არტაშეს/არტაქსიასა და ზარეჰ/ზარიადრის ხანაში ანუ ადრეულ ძვ. . II საუკუნეში) იყო დაპყრობილი არმენიელთა მიერ [იხ. Str., XI, XIV, 5].

სომეხთა თვითდასახლებაც, “ჰა”- (չայք), არ არის გამორიცხული, რომ ზანურენოვანი ხალდი-ხალიბებისal ძირის შემცველი სახელწოდებიდან იყოს მიღებული, კავკასიურ-ანატოლიური სამყაროსათვის დამახასიათებელი l და i ბგერების მონაცვლეობის შედეგად. განსხვავება თავკიდურა ფონემაში, kh და h, აქ მოყვანილ ეთნონიმთა დაახლოებისათვის მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ მიზეზს არ უნდა წარმოადგენდეს; როგორც ცნობილია, სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინს “ჰაქ”, ჩვეულებრივ, ქორონიმებისაგან “ხაიასასაგან” და “ხათესაგან” წარმომდგარად მიიჩნევენ [იხ. 69, 9-18, 39; 68, 85; 70, 39; 54, 236-237შენ. 119; 53, 55][14]. ზემონახსენებ, l და i ბგერების მონაცვლეობა, შესაძლოა ტერმინ ხალიბის სახელწოდება “ხაიასასთან” დაკავშირების საშუალებასაც იძლეოდეს. ხეთური ხანის “ხაიასას ქვეყანა”, სავარაუდოდ ურარტული ხანის “ხალიტუს ქვეყანაა”, და არმენიელების მიერ მის დაპყრობამდე, იგი ხალიბურ-ხალდური არეალის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის (პონტოს) ეთნონიმიკის ინტერპრეტაციისას წარმოქმნილი სირთულეები შემჩნეული ჰქონია . იანსენს, რომელიც შენიშნავდა: “ზუსტი დეტალებისა და ღირებული ნდობის მქონე ტრადიციული მინიშნებების უქონლობის პირობებში, ჩვენ ვთვლით, რომ ტრაპეზუნტის შიდა მხარეებში მოსახლე მთიელების ანონიმური მასების საკითხის გასარკვევად მიკვლეული არაბერძნული წარმომავლობის მასალა, /გვ. 122/ როგორც გამოჩნდა, კავკასიური წარმომავლობისაა; იგი იმ მოსახლეობის კუთვნილებაა, რომელსაც უწოდებენ კოლხებს, როდესაც არქაულობას ესმევა ხაზი, ლაზებს, როდესაც თანამედროვე პერსპექტივას (ეს მოიცავს დროის ინტერვალს, პროკოპიდან დღევანდელობამდე) ანიჭებდნენ უპირატესობას, ანდა ხალიბებს, როდესაც მხედველობაში აქვთ ამ მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობა, მადნეულის მოპოვება და მეტალურგია. როგორც ჩანს, ასეთი იყო განზოგადების ის სამი თანმიმდევრობა, რომელსაც მისდევდნენ ავტორები ანტიკური ხანის დამლევს და რომელთა მითითებებსაც ჩვენ ვალდებულნი ვართ რომ მივდიოთ” [71, 50].

კლასიკური ხანის სამხრეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნიკური ისტორიის ერთ-ერთი რთული საკითხია, . . მოსხთა ბინადრობის საკითხი. ძვ. . IV საუკუნის ავტორი პალეფატე აბიდოსელი, თხზულებაში “ტროას ომის შესახებ”, ხარიმატების შესახებ წერს, რომ: “კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები ფლობენ პართენიოსს ევქსინის პონტომდე” [Steph. Byz., s. v. Χαριμάται]. პართენიოსი, როგორც ფლავიუს არიანეს “პერიპლუსიდან” ვიცით [Arr., Per., 14], თანამედროვე მდ. კოჯა ირმაკია, ძველი პაფლაგონიის მიჯნასთან მდებარე და არა ფსევდოსკილაქსისა და იმავე ფლავიუს არიანეს მიერ მოხსენიებული პორდანის/პრიტანისი (იგივე ისტორიული ლაზეთის მდინარე ფორტუნა, თანამედროვე მდ. ფაზარი) [72, 264-265; 73, 267; 74, 33, შენ. 51][15], პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ლოკალიზებული [Ps.-Scyl., 83; Arr., Per., 7]. მაგრამ ამავე კონტექსტში კერკეტებთან მეზობლობის აღნიშვნა, მოწმობს, რომ ცნობა მოსხთა ცენტრალურანატოლიურ სამოსახლოზე აქ სრულიად მოულოდნელად აღრეულია კოლხეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კერკეტების გვერდით მათ ბინადრობასთან. მოსხების კერკეტებთან მეზობლობის შესახებ, ცნობილია, აგრეთვე, ძვ. . V საუკუნის ლოგოგრაფოსის, ჰელანიკე მითელენელის (რომელიც პალეფატეზე ერთი საუკუნით უფრო ადრე ცხოვრობდა) ციტატიდან (მისი ტექსტი, პალეფატე აბიდოსელის ფრაგმენტთან ერთად სტეფანე ბიზანტიონელის “ეთნიკურ ლექსიკონშია” შემონახული), რომლის მიხედვითაც: “კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი – კორაქსები” [Steph. Byz., s. v. Χαριμάται]. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჰელანიკე სწერდა, ჩრდილოეთი და არა სამხრეთი შავიზღვისპირეთის შესახებ.

მოსხების ჩრდილოური განსახლების სასარგებლოდ მოწმობს სტრაბონის მონაცემები, რომელიც, “მითრიდატეს ომების ისტორიკოსებზე” დაყრდნობით, მოსხებს კერკეტებსა და კოლხებს შორის ათავსებს [Str., XI, II, 14]. თუმცა მხედველობაშია მისაღები, ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსის” ცნობაც, რომლის /გვ. 123/ მიხედვით, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის იმავე ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შემდეგი ტომები ცხოვრობდნენ: “...კერკეტები, ტორეტები, აქაΑები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები, გელონები, კოლხები...” [Ps.-Scyl., 73-81]. როგორც ვხედავთ, ამ ჩამონათვალში მოსხები არ არიან მოხსენიებული.

ადვილად შესამჩნევია, რომ სტრაბონთან მოხსენიებული “მოსხების” ნაცვლად ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსში” რამდენიმე ტომია ჩამოთვლილი: ტორეტები, აქაΑები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები და გელონები. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთს ამ ტომთაგანს უნდა შეესატყვისებოდეს სტრაბონისეული მოსხები. სტრაბონის იმავე პარაგრაფის მიხედვით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) ფთერიოფაგები (გირჩისმჭამელები) და სოანები (სვანები) ცხოვრობდნენ [Str., XI, II, 14]; მეორე მხრივ, ფლავიუს არიანეს “პერიპლუსის” თანახმად, პიტიუნტის დასავლეთით ძველად მცხოვრები გირჩისმჭამელთა სკვითური ტომი, ის ტომი ყოფილა, რომელსაც ჰეროდოტე სკვითების ქვეყნის აღწერისას მოიხსენიებდა [Arr., Per., 18], ხოლო ჰეროდოტეს “ისტორიიდან” ვგებულობთ, რომ ელინების მიერ გელონებთან მცდარად გაიგივებული ბუდინებიც გირჩისმჭამელებად იყვნენ მიჩნეული [Hdt., IV, 109].

ფლავიუს არიანესა და ჰეროდოტეს მონაცემთა შუქზე, შესაძლებლობა გვეძლევა დაუკავშიროთ ფსევდოსკილაქსის გელონები, რომლებიც მელანქლაინებისა და კოლხების მეზობლები იყვნენ, სტრაბონის მიერ მოხსენიებულ ფთერიოფაგებს (გირჩისმჭამელებს), რომლებიც, მისი ცნობით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) ცხოვრობდნენ. ეს დამთხვევა უნდა მინგვანიშნებდეს აგრეთვე მათი მეზობლების, ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსის” მელანქლაინებისა და სტრაბონის ცნობის მოსხების იგივეობაზეც.

ფსევდოსკილაქსის მელანქლაინები და სტრაბონის მოსხებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიან ლოკალიზებული [შდრ. Str., XI, II, 14; Ps.-Scyl., 79]. აქვე უნდა ყოფილიყო პომპონიუს მელას “მელანქლენა” [Pomp. Mela, I, 19, 110] და პლინიუსისა და ახ. . V . ანონიმური “პერიპლუსის” “მელანქლაინების” საბინადარი [Anon., Per., XLII, 3, 18; Plin., n.h., VI, 15]. ბევრად უფრო შორს ჩრდილოეთით ჩანს მელანქლაინთა საცხოვრისი ჰეროდოტეს [Hdt., IV, 20], დიონისიოს პერიეგეტისა [Dion. Per., 309], კლავდიოს პტოლემაიოსის [Cl. Ptol., III, V, 10] და სხვათა ცნობის თანახმად. კლავდიოს პტოლემაიოსის ტექსტის სხვა ფრაგმენტის მიხედვით, ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ [Cl. Ptol., V, VIII, 21], ჰეკატეოსი მათ სკვითებად თვლის [Hec., fr. 154], ჰეროდოტე კი შენიშნავს, რომ ისინი, მიუხედავად მათი სკვითური ცხოვრების წესისა, სკვითები არ ყოფილან [შდრ. Hdt., IV, 20, 107]. საყურადღებოა, რომ მათი მეზობლები, როგორც აზოვის ზღვის ჩრდილო/გვ. 124/ეთით მდებარე მხარეში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთშიც გელონები არიან [Hdt., IV, 102; Dion. Per., 309-310; Ps.-Scyl., 80; Amm. Marc., XXII, 8, 31]. სკვითიიდან ცალკეული ტომების გადმონაცვლების შესაძლებლობას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ძნელად თუ ვინმე გამორიცხავს, ჩრდილოური ტომების მუდმივი სწრაფვა სამხრეთისაკენ ცნობილი ევრაზიული ფენომენია და კავკასია ამ მხრივ არ იქნებოდა, და არც ყოფილა, გამონაკლისი.

ანონიმურ “პერიპლუსში”, მელანქლაინებისა და კოლხებს შორის, მაქელონები არიან დასახელებული [Anon., Per., XLII, 18]; აქაც, ისევე როგორც ფსევდოსკილაქსის “პერიპლუსში”, ერთმანეთის შემდეგ არიან ჩამოთვლილი: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები (ნაცვლად ფსევდოსკილაქსის კოლებისა), მელანქლაინები, მაქელონები (ნაცვლად გელონებისა) და კოლხები. სავარაუდოა, რომ გელონების სახელს ანონიმის ტექსტში დამატებული აქვს, შესაძლოა, ქართველურ ენობრივ გარემოში შეძენილი, ეთნონიმთა მაწარმოებელი “მა-“ პრეფიქსი (იხ. ზემოთ) [შდრ., მაგ., 75, 419; 76, 189; 77, 133; 78, 136].

ამავე დროს, არც ის არის გამორიცხული, რომ სტრაბონისეულ “მოსხებს” ელანქლაინების სახელწოდების შესატყვისი ქართველური ფორმა დასდებოდა საფუძვლად; მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ჰეკატეოსის, ჰეროდოტეს და სხვა ძველ ავტორთა ცნობით, მელანქლაინებს თავისი სახელწოდება შეერქვათ შავი ფერის ტანსაცმლის ტარების გამო [Hec., fr. 154; Hdt., IV, 107], ბერძნულად – μέλϛ, μέλαινα, μέλν ნიშნავს “შავს, მუქი ფერისას”, ხოლო სვანურ ენაში იგივე მნიშვნელობა აქვს სიტყვას – მეშხე [იხ. 79, 501-502; 80, 231]; შიშინა თანხმოვანი ბერძნულ ენაში სისინა ბგერით გადმოიცემა და შესაბამისად ამ სიტყვას უნდა მოეცა – “მესხე”, ხოლო ქართული წარმომავლობის “მესხების” ტომი, როგორც ცნობილია, ბერძნულად “მოსხების” სახელით იყო ცნობილი.

ამრიგად, ვფიქრობ, არავითარი საფუძველი არ მოიპოვება, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსხი/მესხების განსახლების თაობაზე სასაუბროდ, ხოლო, რაც შეეხება, “მითრიდატეს ომების ისტორიკოსებზე” დაყრდნობით, სტრაბონის მიერ გამოყენებულ ტერმინს “მოსხს”, ეს ტერმინი უნდა გვაძლევდეს შესაძლებლობას ვივარაუდოთ სვანურად მოლაპარაკე მოსახლეობის არსებობა ფსევდოსკილაქსისა და სხვა ძველი ავტორების მიერ მოხსენიებული “მელანქლაინების” მეზობლად (შდრ. სტრაბონის მიერ იმავე კონტექსტში ნახსენები “სოანების” ტომი), რომელთა ბერძნულ სახელსაც შესაძლოა საფუძვლად დაედო იმავე მნიშვნელობის მქონე სვანური სიტყვა. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ სტრაბონის მიხედვით, “სოანები” მძლავრი და მრავალრიცხოვანი ხალხი ყოფილა, რომელიც დიოსკურიის მახლობლად ცხოვრობდა და ამ ბერძნულ ქალაქზე გაბატონებულიც კი ყოფილა [Str., XI, 2, 19].

სამეცნიერო ლიტერატურაში ეთნონიმს – მოსხი/მესხი /გვ. 125/ ტრადიციულად უკავშირებენ ხოლმე იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის სახელწოდებას. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ დიდ წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდეს, მცხეთასა და მის შემოგარენში დამკვიდრებული მოსახლეობა გარკვეულწილად ავლენს სიახლოვეს ანატოლიურ კულტურულ ტრადიციებთან. ამ გარემოებას და აგრეთვე იმას, რომ სწორედ აღნიშნულ მოსახლეობას უნდა შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში, მოწმობს იბერიის მატერიალურ და სულიერ კულტურაში შემჩნეული ანატოლიური წარმომავლობის ელემენტების გამოვლენა [იხ. 81, 45-50; 82, 112, 229-230; 83, 396; 84, 100-101შენ.151, 85, 312]. ზოგიერთი არქეოლოგის აზრით, ხეთურ-მცირეაზიული ტრადიციების მატარებელი მოსახლეობის, სავარაუდოდ მესხების, ფართო განსახლება ცენტრალურ ამიერკავკასიაში იწყება ძვ. . IV საუკუნის მეორე ნახევრიდან, ეს კი იწვევს ახალი ტიპის კულტურის აქ გავრცელებას, რომელიც სავსებით განსხვავდება თავისი ხასიათით გვიანბრინჯაოს-ადრერკინის ხანის ადგილობრივი ტრადიციებისაგან [იხ., მაგ., 85, 312].

“მოქცევაქართლისას” ცნობის მიხედვით, ქართლში სახელმწიფოებრიობის აღმოცენება არიან-ქართლის ქვეყნიდან გადმოსახლებული მოსახლეობის მიერ ხდება, რომელსაც აზო წინამძღოლობს და რომელსაც,  თავის მხრივ, ამ საქმეში თითქოსდა ალექსანდრე მაკედონელის მხარდაჭერა აქვს[16]. ვინაიდან ლეონტი მროველისადმი მიწერილი “მეფეთა ცხოვრების” ტექსტის ფარნავაზმა აზონისმოქცევაქართლისაჲ”- აზო) დამარცხების შემდეგ გაილაშქრა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აღმოსავლეთ ანატოლიის სიღრმეში, ხოლო მოვსეს ხორენაცის “სომეხთა ისტორიის” ცნობისეულ, ალექსანდრეს მიერ იბერიის მმართველად დადგენილ მიჰრდატ/მითრიდატეში, როგორც ჩანს, პონტოს სამეფოს მითრიდატიდების დინასტიის წარმომადგენელია ნაგულისხმევი, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ რეგიონში – თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – უნდა ყოფილიყო საძებარი არიან-ქართლი. სხვა არავითარი მინიშნება იბერიის (ადრეული ხანის ქართლის) დაქვემდებარების თაობაზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური წარმონაქმნების მიერ არ მოგვეპოვება.

მოვსეს ხორენაცისათვის “არიან-ქართლი” უცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად /გვ. 126/ დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას, ხოლო მის ნაშიერს, ასევე მიჰრდატს, სომეხთა მეფემ არტაშესმა ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს გამგებლობა მიანდო [Xor., II, 8, 11]. მიჰრდატში ანუ მითრიდატეში, როგორც ჩანს, პონტოს სამეფოს მითრიდატიდების დინასტიის წარმომადგენელია ნაგულისხმევი[17].

ცნობა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. . 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრის შესახებ, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა ძვ. . IV-III საუკუნეების ისტორიკოსსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, “ინდოეთის ისტორიის” ავტორს მეგასთენეს. ამდენად, თუკი მოსახლეობის რაიმე გადმონაცვლებას (სულაც არ არის სავალდებულო ეს ლიბიიდან თუ პირენეს ნახევარკუნძულიდან მომხდარიყო) ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში მართლაც ჰქონდა ადგილი, იგი, პირველ ყოვლისა, უნდა დათარიღდეს ალექსანდრე მაკედონელის ხანაზე უფრო ადრეული დროის მონაკვეთით. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ თვით ალექსანდრეს არასოდეს ულაშქრია კავკასიაში, თუმცა პლინიუსი და სოლინუსი მიგვანიშნებენ იბერიაში მაკედონელთა გაბატონების თაობაზე [Plin., n.h., IV, 39; Sol., IX, 19. შდრ., აგრეთვე, Str., XI, XIV, 9].

ამავე დროს, ქართული და სომხური მატიანეების ცნობები, ალექსანდრე დიდის მონაწილეობის შესახებ კავკასიისა და მისი მიმდებარე მხარეების საქმეებში [იხ. 86, 320; 37, ლეონტი მროველი, I, 17-20; Xor., II, 8, 11. შდრ. 87, 76-79; 84, 81-82შენ.104; 88, 104-109.] და ადგილობრივ მმართველთა სურვილი, დაეკავშირებინათ საკუთარი მიზნები ალექსანდრეს ინტერესებთან და გამოეყენებინათ მისი ძალაუფლება მათი რეალიზაციისათვის, თითქოს ასახულია, ახ. . II საუკუნის რომაელი მწერლისა და პოლიტიკოსის, ფლავიუს არიანეს თხზულებაში “ალექსანდრეს ლაშქრობა”.

ფლავიუს არიანეს ინფორმაციით, ძვ. . 329-328 წწ. შუააზიელი “ხორაზმიელების” მეფე ფარასმანესი 1500 მხედრის თანხლებით ეახლა ალექსანდრეს ცენტრალურ აზიაშივე მდებარე მდ. ოქსის (თანამედროვე ამუ დარია) ნაპირთან და მოახსენა, რომ იგი ცხოვრობდა კოლხებისა და ამაძონელების მეზობლად და მზად იყო დახმარებოდა მას, თუკი ალექსანდრე გადაწყვეტდა იმ ტომების დამორჩილებას, რომლებიც სახლობდნენ პონტოს ევქსინოსამდე (ანუ შავ ზღვამდე) გადაჭიმულ მხარეში. ალექსანდრემ “ხორაზმიელების” მეფეს მიუგო, რომ იმჟამად მას არ ჰქონდა დრო და საშუალება პონტოსკენ გასალაშქრებლად, მაგრამ აზიის დაპყრობისა და ჰელესპონტოსა და პრო/გვ. 127/პონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ, იგი მთელი თავისი საზღვაო და სამხედრო ძალების დახმარებით ღრმად შეიჭრებოდა პონტოში და მხოლოდ მაშინ დასჭირდებოდა მას ფარასმანესის დახმარება [Arr., Alex., XV, IV, 14-15].

ისტორიოგრაფიულ ლიტერატურაში გამოთქმულია საკმაოდ საფუძვლიანი შენიშვნა, რომ დაუჯერებელია “შავი ზღვის პერიპლუსის” ავტორს, ფლავიუს არიანეს, დაეშვა კოლხთა ბინადრობა ცენტრალურ აზიაში, ხორაზმიელთა მეზობლად, ნაცვლად შავ ზღვასთან მდებარე ტრაპეზუნტის მიდამოებისა. ნავარაუდევია, რომ შეცდომა გაჩნდებოდა ბერძნულ მანუსკრიპტებში, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ თავდაპირველ ტექსტში კოლხების გვერდით შუააზიელი ხორაზმიელები ყოფილიყვნენ მოხსენიებული [89]. ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლოა თვით არიანეს დაეტოვებინა ფარასმანესის განცხადება უკომენტაროდ, ვინაიდან არ სურდა ამ ინფორმაციის სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენება, რომელიც, როგორც ჩანს, მოდიოდა თავდაპირველი, ალექსანდრეს თანამედროვე წყაროდან, შესაძლოა არისტობულუსიდან ან პტოლემედან, ანდა მას თავი უნდოდა აერიდებინა იმისი განხილვისაგან, თუ რა უნდა ყოფილიყო ნაგულისხმევი ამ განცხადებაში [90, 67, 192]. . ბოსვორსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ამბის თავდაპირველ მთხრობელს, რომელიც მისი რწმენით აშკარად ამ მოვლენის თანამედროვეა, ეჭვი არ ეპარებოდა ალექსანდრეს მისწრაფებაში დაემორჩილებინა შავი ზღვის ირგვლივ მდებარე არე-მარე; მისი შეხედულებით, ეს წამოწყება დაკავშირებული უნდა იყოს ძვ. . 328 წელს შემუშავებულ გეგმებთან [90, 67, 192].

ერთი რამ ვფიქრობ ცხადია, არიანეს ტექსტი ეხება შავიზღვისპირეთს და არა ცენტრალურ აზიას, გარდა იმისა, რომ მასში მოხსენიებული არიან კოლხები, ამაძონელები და ექვსინის პონტო, ამასვე უნდა მოწმობდეს თვით ალექსანდრეს სიტყვები, რომ მხოლოდ ჰელესპონტოსა და პროპონტიდისის გავლით საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ (. . შორეული ლაშქრობიდან გამობრუნების შემდეგ), გაემართებოდა იგი პონტოსკენ და ამისათვის გამოიყენებდა, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ძალებს. ეს უკანასკნელი შენიშვნა – “საზღვაო ძალების გამოყენება” – შეუძლებელს გახდიდა ცენტრალურ აზიაში მის უკან დაბრუნებას და შესაბამისად იქ მყოფი ფარასმანესისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ გამართლებული იყოს სტრაბონის იმ ცნობის გახსენება, რომლის მიხედვით, ალექსანდრემ მენონის წინამძღოლობით ჯარი გააგზავნა სისპირიტისში [Str., XI, XIV, 9]; ამ უკანასკნელს ხომ ზოგიერთი მეცნიერი სპერთან (დღევ. თურქული ისპირი) აიგივებს[18]. /გვ. 128/

საფიქრებელია, რომ ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, არა მხოლოდ ქართული მატიანეების არიან-ქართლია საძებარი, არამედ კოლხებთან და ამაძონელებთან მებრძოლი ფარასმანესის ქვეყანაც. არც ის არის გამოსარიცხი, რომ ეს ორი ცნობა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული, თუ ერთი მხრივ, არიანეს მიერ მოხსენიებული ხორაზმიელთა მეფე ფარასმანესი, ალექსანდრეს დახმარებას ელოდებოდა თავისი მეზობლების – კოლხებისა და ამაძონელების – წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ქართული და სომხური მატიანეების ცნობით, ალექსანდრე დიდმა ქართლში მოსვლის შემდეგ თავისი “პროტეჟე” (აზო/აზონი თუ მიჰრდატ/მითრიდატე) დაადგინა ამ ქვეყნის მმართველად. შესაბამისად, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს ვარაუდი, რომ, რომელიღაც, ანატოლია-კავკასიის მიჯნაზე განლაგებული, ქვეყნის სახელი ყოფილიყო აღრეული ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის – ხორეზმის – სახელწოდებასთან და ისევე, როგორც ტერმინ “მოსხთან” დაკავშირებულ ზემოთ განხილულ შემთხვევაში, აქაც საქმე გვქონდეს ანალოგიურ ფენომენთან – ეთნონიმის მცდარ ხმარებასთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას იპყრობს სტრაბონის ცნობა, რომ სომხებმა თავისი ქვეყანა განადიდეს იბერიელთაგან გოგარენეს გარდა პარიადრის მთიანეთისა და ხორძენეს ჩამოჭრით [Str., XI, XIV, 5]. ეს მოვლენა ალექსანდრეს ეპოქასთან შედარებით უფრო გვიანდელი ხანით თარიღდება, ადრეული ძვ. . II საუკუნით. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს მოხდა, იბერიული პროვინციის, ხორძენეს, მისაკუთრების შედეგად სომხური მიწების გაფართოება მდინარე მტკვრამდე [შდრ. Str., XI, XIV, 5; I, III, 21; Plut., Pomp., XXXIV][19]. ხორძენე, როგორც ჩანს, ძირითადად მოიცავდა ძველ ქართულ პროვინციებს, კოლასა და არტაანს. ამავე დროს, მოიპოვება შესაძლებლობა ტერმინ “ხორძენეს” გავრცობისა უფრო ვრცელ ტერიტორიაზე, მასში ნაწილობრივ ტაო-კლარჯეთის მოქცევის ხარჯზე. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ კოლა-არტაანისა და ტაო-კლარჯეთის გამყოფი არსიანის ქედი (დღევ. იაზლინჯამ დაღლარი) მოხსენიებულია ”ხორასუნთა მთათა” სახელწოდებით გიორგი მერჩულის X საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში, “ცხოვრება წმ. გრიგოლ ხანძთელისა”[20].

ამრიგად, შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ფლავიუს არიანეს “ალექსანდრეს ლაშქრობის” ტექსტში ხორაზმიელთა მეფის ფარასმანესის სახელს, იბერიული მხარის ხორძენეს მმართველი იყოს ამოფარებული, მითუმეტეს, რომ სახელი “ფარასმანესი” ხშირად არის დადასტურებული იბერიაში. ასეთ შემთხვევაში, /გვ. 129/ არიანეს ინფორმაცია და “მოქცევაქართლისაჲ”- ცნობა არიან-ქართლის მეფის ძის აზოს შესახებ, რომელიც ალექსანდრე დიდის დახმარებით გამეფდა მცხეთაში, არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იმავე მოვლენის გამოძახილი ყოფილიყო.

სახელწოდება არიან-ქართლი ფართოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, არიელთა ანუ სპარსელთა ქართლს აღნიშნავს [82, 278]. არიან-ქართლის სავარაუდო ლოკალიზაციიდან გამომდინარე, ტრადიციულად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე ქართლის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის მხარის, სპერის ძველი ისტორიის საკითხებს, ვინაიდან ითვლება, რომ აქემენიანთა იმპერია ძვ. . IV საუკუნის დასაწყისში, ისტორიული საქართველოს ყველა სხვა რეგიონთან შედარებით უპირველეს ყოვლისა აქ, მდ. ჭოროხის ზედა წელზე იყო გავრცელებული [82, 117f., 232f., 267f.; 91, 83; 92, 790]. ეს შეხედულება, მნიშვნელოვანწილად, ტერმინების – “სპერი”, “სასპეΑრი” და “ჰესპერიტი” გაიგივებიდან გამომდინარეობდა [იხ. 24, შენ. 478-479; შდრ. 93, 15, pl. 1]; ფიქრობდნენ, რომ დარიოს I-ის დროინდელ მეთვრამეტე სატრაპიაში გაერთიანებული სასპერები (Σάσπειρεϛ) [Hdt., III, 94], უფრო გვიან ხანებში, ჰესპერიტების (Ἑσπερῖται) სახელწოდებით იყვნენ ცნობილნი [Xen., Anab., VII, VIII, 25. იხ. 92, 394; 94, 348; 95, 146, შენ. 75; 96, 23-25; 82, 267]. მიჩნეულია, რომ ჰესპერიტებში თანამედროვე ისპირის მოსახლეობა უნდა ყოფილიყო ნაგულისხმევი [იხ. 79, 311].

ტერმინი “ჰესპერიტი” გვხვდება ქსენოფონტის “ანაბასისის”
დასკვნითი პარაგრაფის საწყის ნაწილში, სადაც ვკითხულობთ, რომ “მმართველები მეფის იმ ქვეყნებისა, რომელნიც გავიარეთ, იყვნენ...” [Xen., Anab., VII, VIII, 25] ანუ “ანაბასისის” ამ ნაწილში ჩამოთვლილია მხოლოდ ის ქვეყნები და ტომები, რომლებიც, “ანაბასისის” ძირითადი ტექსტის მიხედვით, ბერძენთა გზაზე მდებარეობდა, ამდენად აშკარა ხდება, რომ მათ ჰესპერიტების ტერიტორიაზეც უნდა გაევლოთ. ამავე დროს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ძირითად ტექსტში “ჰესპერიტები” არ არიან დასახელებულნი. მაგრამ თუ შავიზღვისპირა ხალიბები აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთის ხალიბებისაგან განსასხვავებლად უნდა ყოფილიყვნენ “ანაბასისის” დასკვნით ნაწილში “კოტების” სახელწოდებით მოხსენიებულნი (იხ. ზემოთ), გაურკვეველია, რად უნდა მოეხსენებინა თვით ქსენოფონტს თუ “ანაბასისის” ჰიპოთეტურ ექსტრაპოლატორს, რომელიც კარგად გათვითცნობიერებულ ავტორად არის მიჩნეული, ქსენოფონტის გზაზე მდებარე რომელიღაც ტომი “ჰესპერიტების” სახელით.

ჰესპერიტების ვინაობის დადგენასა და ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე მსჯელობისას, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელი უნდა იყოს ის გარემოება, რომ “ანაბასისის” დასკვნით ნაწილში მოხსენიებული /გვ. 130/ ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველი ტირიბაზი, ძირითადი ტექსტის მიხედვით – დასავლეთ არმენიის სატრაპია [Xen., Anab., VII, VIII, 25; IV, IV, 4]. ამრიგად, ამ თხზულების დასკვნით პარაგრაფში, ტირიბაზის უმთავრესი მოვალეობა – დასავლეთ არმენიის მმართველობა – შეცვლილია ფასიანებისა და ჰესპერიტების მმართველის წოდებით, ხოლო ტირიბაზის ქვეშევრდომების – ქსენოფონტისა და მისი თანამოლაშქრეების გზაზე მოსახლე – არმენიელების [Xen., Anab., IV, IV-V] ნაცვლად ჰესპერიტები არიან დასახელებულნი. თავისთავად ჩნდება კითხვა: “ანაბასისის” დასკვნითი ნაწილის “ჰესპერიტებში” დასავლეთ არმენიის მოსახლეობა ხომ არ არის ნაგულისხმევი და არა სპერის ბინადარნი, როგორც ეს ჩვეულებრივ მიაჩნიათ?

მსგავსი ვარაუდის საფუძვლიანობას უნდა მოწმობდეს ის გარემოება, რომ ბერძნული სიტყვა έspέρα გამოიყენება “დასავლეთის”, ხოლოspέριοϛ/spεροϛ – “დასავლურის” მნიშვნელობით; საყურადღებოა, რომ სტრაბონი ცნებას “ლიბიელი ჰესპერიტები” იყენებს დასავლელი ლიბიელების აღსანიშნავად [Str., XIV, I, 39][21]. ამისდა შესაბამისად, სავსებით დასაშვებად მიმაჩნია “ანაბასისის” დასკვნით ნაწილში გამოყენებული ტერმინი “ჰესპერიტები” ანუ “დასავლელნი” დასავლეთ არმენიის მოსახლეობის აღსანიშნავად ყოფილიყო ნახმარი, რაც, ალბათ, ნაკარნახევი იქნებოდა სურვილით, განერჩიათ ისინი აღმოსავლეთ არმენიის სატრაპიაში მცხოვრები არმენიელებისაგან, რომელთა ტერიტორიაც კარდუხების ქვეყნიდან გამოსულმა ბერძენმა მოლაშქრეებმა დასავლეთ არმენიის სატრაპიის მიწაზე მოხვედრამდე გაიარეს [Xen., Anab., Cf. IV, III, 1, 3, 4, 20; IV, IV, 1-4]. ძველ ბერძნულ ტექსტებში, ზოგიერთ შემთხვევაში, შეინიშნება ერთი და იგივე ეთნონიმების განსხვავებული ფორმების გამოყენება, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ამ ეთნონიმის მატარებელი მოსახლეობის განსხვავებულ ჯგუფებს შორის არსებული შინაარსობრივი სხვაობის გამოხატვა.

როგორც ჩანს, “ანაბასისის” დასკვნით პარაგრაფში ტერმინი “ჰესპერიტები” იმდაგვარადვეა გამოყენებული დასავლეთელი არმენიელების გამოსარჩევად აღმოსავლეთელი არმენიელებისაგან, რომელთა სატრაპიც დასავლეთელებისაგან განსხვავებით ორონტე იყო და არა ტირიბაზი [Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4], როგორც შავიზღვისპირა ხალიბების აღმოსავლეთანატოლიელი ხალიბებისაგან განსასხვავებლად – ტერმინი “კოტები” [შდრ. Xen., Anab., III, V, 17; IV, III, 3; IV, IV, 4]. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ “ანაბა/გვ. 131/სისის” დასკვნითი ნაწილი შინაარსობრივი თვალსაზრისით არ არის დაშორებული ძირითად ტექსტს, უფრო მეტიც, ტომთა განსხვავებული სახელწოდებებისკოტები”, “ჰესპერიტები”) გამოყენება თავისთავად განპირობებული ჩანს მოთხოვნილებით, თხზულების შემაჯამებელ ნაწილში აღრევის თავიდან ასაცილებლად დაკონკრეტებული ყოფილიყო თუ რომელი ტომი (ან მისი ნაწილი) იყო ტექსტში ნაგულისხმევი. აღნიშნული გარემოება მიგვანიშნებს, რომ “ანაბასისის” დასკვნითი ნაწილი, თუნდაც იგი ქსენოფონტის კალამს არ ეკუთვნოდეს, შინაარსობრივად ძირითად ტექსტთან სავსებით თანხვედრილია და აქ საეჭვო აღარაფერია.

ტერმინ “ჰესპერიტის” სპერთან კავშირის უქონლობა საფუძველს აცლის მყარად ფეხმოკიდებულ შეხედულებას, “მოქცევაქართლისაჲ”- ცნობის არიან-ქართლის არიული ანუ ირანული კუთვნილების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინაელინისტური ხანის აღმოსავლეთ საქართველო თავად ატარებს ძლიერი აქემენიდური ზეგავლენის კვალს და ძნელი წარმოსადგენია მისგან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე და ქართული ტომებით დასახლებული რომელიმე სხვა მხარე მასზე უფრო მეტად ყოფილიყო “ირანიზირებული”.

შეიძლება ითქვას, რომ ბერძენი და რომაელი ავტორების ცნობათა შეთანაპირება უფრო ადრეულ ახლოაღმოსავლურ წყაროებთან, შესაძლებლობას გვაძლევს დავასკვნათ, რომ კლასიკური ხანის ზოგიერთი ამიერკავკასიული ტომი, თავისი წარმომავლობით უნდა უკავშირდებოდეს მოსახლეობას, რომელიც უფრო ადრეულ ეპოქაში განსახლებული იყო ამიერკავკასიიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მხარეებში – ანატოლიის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში [ბოლო ხანებში, პონტოს ეთნიკურ ისტორიასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი სტატიები გამოაქვეყნა ერეკლე ჟორდანიამ, იხ., მაგ., 98, 125-139; 99, 71-87]. როგორც ჩანს, ამიერკავკასიული და სამხრეთშავიზღვისპირეთული მოსახლეობის “მოქცევა” და “უკუქცევა” ანატოლიის შიდა რეგიონებთან მიმართებაში განპირობებული იყო ხოლმე ამ უკანასკნელში არსებული პოლიტიკური სიტუაციით.

 

 

წყაროები და ლიტერატურა

 

1. Ehret, Ch. Language Change and the Material Correlates of Language and Ethnic Shift, Antiquity, vol. 62, 1988.

 

2. Toumanoff, C. Medieval Georgian Historical Literature (VIIth – XVth Centuries), – Traditio, I. Studies in Ancient and Medieval History, Thought and Religion. New York. 1943.

 

3. Gamkrelidze, Th. V. & Ivanov V. V. Indo-European and Indo-Europeans. A Reconstruction and Historical Analysis of a Proto-Language and a Proto-Culture. /გვ. 132/ Trends in Linguistics, Studies and Monographs 80. Berlin & New York, 1995.

 

4. Hauptmann, H. Ein Kultgebδude in Nevali Ηori. In: Frangipane, M. /Hauptmann, H./ Liverani, M. /Mat­thiae, P./ Mellink, M. (eds.): Between the rivers and over the mountains. Archaeologica Anatolica et Mesopotamica, Alba Palmieri dedicata, Rome, 1993.

 

5. Haussig, H. W. Gφtter und Mythen der kaukasischen und iranischen Vφlker. Stuttgart, 1986.

 

6. Puhvel, J. Anatolian: Autochton or Interloper? – Journal of Indo-European Studies, vol. 22, 1994.

 

7. Mallory, J. P. In Search of the Indo-Europeans. Language, Archaeology and Myth. London, 1989.

 

8. Zimmer, St. The Investigation of Proto-Indo-European History: Methods, Problems, Limitations. In: When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. Edited by T. L. Markey, J. A. C. Greppin. Ann Arbor, 1990.

 

9. Friedrich, P. Proto-Indo-European Syntax: the Order of Meaningful Elements, – Journal of Indo-European Studies Monograph 1, 1975.

 

10. Drews, R. The Coming of the Greeks. Indo-European Conquests in the Aegean and the Near East. Princeton, 1988.

 

11. McMahon, Gr. Theology, Priests, and Worship in Hittite Anatolia, in: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, IV. New York, 1995.

 

12. Singer, I. Hittites and Hattians in Anatolia at the Beginning of the Second Millennium B.C., – Journal of Indo-European Studies, vol. 9, 1981.

 

13. D'iakonov (D'iakonoff), I. M. Language Contacts in the Caucasus and the Near East In: When Worlds Collide: the Indo-Europeans and the Pre-Indo-Europeans. Linguistica Extranea Studia 19. Edited by T. L. Markey, J. A. C. Greppin. Ann Arbor, 1990.

 

14. Gragg, G. B. Less-Understood Languages of Ancient Western Asia In: Civilizations of the Ancient Near East. J. M. Sasson, editor in chief, J. Baines, G. Beckman, K. S. Rubinson, associate editors, IV. New York, 1995.

 

15. . ქავთარაძე. ცენტრალური ანატოლიისა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ურთიერთობის საკითხისათვის ადრებრინჯაოს ხანაში, – არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 183. თბილისი, 1978.

 

16. Дьяконов, И. М. Языки древней Передней Азии. Москва, 1967.

 

17. А. М. Кондратов/В. В. Шеворошкин. Когда молчат письмена. Москва, 1970.

 

18. Girbal, Ch. Beitrδge zur Grammatik des Hattischen. Europδische Hochschulschriften, Reihe XXI, Bd 50. Frankfurt/Main, Bern, New York, 1986.

 

19. Greppin, J. A. G. Hitt.-z(a), Arm.z-, and the Theory of Armeno-Hittite Loan Words, – Journal of Indo-European Studies, vol.  3, 1975. /გვ. 133/

 

20. Kavtaradze, G. L. Some Problems of the Interrelation of Caucasian and Anatolian Bronze Age Cultures, – Quaderni di Archeologia Universitΰ di Messina 1, 2000. In memoria di Luigi Bernabς Brea. Messina, 2001.

 

21. გრ. გიორგაძე. უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, “ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა”, 8. თბილისი, 2002.

 

22. Г. Г. Гиоргадзе. К вопросу о локализации и языковой структуре каскских этнических и географических названий. В кн.: Переднеазиатский сборник. Вопросы хеттологии и хурритологии. Москва, 1961.

 

23. . გიორგაძე. ხეთოლოგიური და ქართველოლოგიური ძიებანი. თბილისი, 1999.

 

24. . ქავთარაძე. ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის. თბილისი, 1985.

 

25. Bryer, A. A. M. Some Notes on the Laz and Tzan (I), – Bedi Kartlisa, Revue de Kartvιlologie, XXI-XXII (50-51). Paris, 1967.

 

26. Allen, W. E. D. The March-Lands of Georgia, The Geographical Journal, vol. LXXIV, 1929.

 

27. Д. Е. Еремеев. Этногенез турок (происхождение и основные этапы этнической истории). Москва, 1971.

 

28. Bryer, A. A. M. Greek and Tόrkmens: the Pontic Exception. In: Dumbarton Oaks Papers, vol.  29. Washington, 1975.

 

29. Bryer, A. A. M. Some Notes on the Laz and Tzan (II), – Bedi Kartlisa, Revue de Kartvιlologie, vol. XXVI. Paris. 1969.

 

30. . შენგელია. XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები. თბილისი, 1974.

 

31. . ყაუხჩიშვილი. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, . II. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. მეორე შევსებული გამოცემა. თბილისი, 1965.

 

32. Hewsen, R. H. The Geography of Ananias of Širak (Ašxarhac’oyc’). The Long and the Short Recensions. Introduction, Translation and Commentary. Beihefte zum Tόbinger Atlas des Vorderen Orients, Reihe B (Geisteswissenschaften) Nr. 77. Wiesbaden, 1992.

 

33. Kavtaradze, G. L. Two Transcaucasian Ethnonyms of Anatolian Origin. In: Caucasian and Near-Eastern Studies, vol. X. Tbilisi, 2001.

 

34. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ.: ქართლის ცხოვრება, . IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1973.

 

35. Reineggs, J. Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus. Aus dessen nachgelassenenpapieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schrφter. Zweiter Theil. Hindelsheim und St. Petersburg, 1797.

 

36. . ლომოური. საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. რედ.: . პაიაძე. თბილისი, 1993. /გვ. 134/

 

37. ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

37. მატიანე ქართლისა. წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

38. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

39. ბასილი ეზოსმოძღუარი. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი. წგნ.: ქართლის ცხოვრება, . I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი, 1955.

 

40. . ყიფშიძე. I. საანგარიშო მოხსენება წანეთის სამეცნიერო მივლინებისა 1917 წლის ზაფხულში. II. მივლინების დღიური, – აკად. . მარის სახელობის ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის მოამბე, I, 1937.

 

41. . მიქელაძე. ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. . II–I ათასწლეულები). თბილისი, 1974.

42. Adjarian, H. Ιtude sur la langue laze, – Mιmoires de la Sociιtι de Linguistique de Paris, t. X, no. 2, 1897.

 

43. საქართველოს ისტორიული რუკა, შედგენილი ტოპოგრაფ ევ. ბარამიძის მიერ, პროფ. ივ. ჯავახიშვილის რედაქტორობით. თბილისი, 1923.

 

44. Minorsky, V. Laz. In: Encyclopaedia of Islam, 1st ed. Leiden/London, 1936.

 

45. Bryer, A. & Winfield, D. 1985. The Byzantine Monuments and Topography of the Pontos. Washington, 1985.

 

46. Г. А. Меликишвили. Урартские клинообразные надписи. Москва, 1960.

 

47. И. М. Дьяконов. Заметки по урартской эпиграфике, II. В кн.: Эпиграфика Востока, т. VI, 1952.

 

48. მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო . აბდალაძემ. თბილისი, 1984.

 

49. Thomson, R. W. Moses Khorenats’i, History of the Armenians. Translation and Commentary on the Literary Sources. Cambridge (Massachusetts), London (England), 1980.

 

50. Bryer, A. The Question of Byzantine Mines in the Pontos: Chalybian Iron, Chaldian Silver, Koloneian Alum and the Mummy of Cheriana, Anatolian Studies, vol. 32, London, 1982.

 

51. ალ. გამყრელიძე. პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ. წგნ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, I. თბილისი, 1965.

 

52. Н. Ломоури. К истории Понтийского царства. Тбилиси, 1979.

 

53. И. М. Дьяконов. Малая Азия и Армения около 600 г. до н.э. и северные походы вавилонских царей., – Вестник древней истории, 1981, № 2. /გვ. 135/

 

54. И. М. Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван, 1968.

 

55. Bunbury, E. H. A History of Ancient Geography, vol. 1, part 2, London, 1959.

 

56. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, . I. ალ. გამყრელიძისა და . ყაუხჩიშვილის თარგმანი და გამოცემა. თბილისი, 1961.

 

57. . ხინთიბაძე. ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის. თბილისი, 1982.

 

58. . წერეთელი. ქართული ეთნიკური ტერმინის ”მესხ”-ის ისტორიისათვის, – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, . XV, 1954.

 

59. Burney, C. & Lang, D. M. The Peoples of the Hills. London, 1971.

 

60. Sevin, V. The Early Iron age in the Elβzığ region and the problem of the Mushkians, – Anatolian Studies, vol. 41, 1991.

 

61 Lehmann-Haupt, C. F. On the origins of the Georgians, – Georgica, a Journal of Georgian and Caucasian Studies, nos. 4-5, 1937.

 

62. Huebschmann, H. Die altarmenischen Ortsnamen, – Indogermanische Forschungen, Zeitschrift fuer Indogermanische Sprach- und Altertumskunde, 16. Band. Strassburg, 1904.

 

63. Н. Я. Марр. Яфетические элементы в языках Армении, – Известия Российской Академии наук, С. Петербург/Петроград, 1911-1919.

 

64. Г. А. Капанцян. О взаимоотношениях армянского и лазо-мегрельского языков. В кн.: Капанцян, Г. А. Историко-лингвистические работы, т. II. Ереван, 1975.

 

65. В. И. Абаев. Типология армянского и осетинского языков и кавказский субстрат. В кн.: Sprache und Gesellschaft. Jena, 1970.

 

66. В. И. Абаев. Armeno-Ossetica. Типологические встречи, – Вопросы языкознания, 1978, № 6.

 

67. Г. А. Климов. Картвельские языки. – В кн.: Языки Азии и Африки, т. III. Москва, 1979.

 

68. Г. А. Меликишвили. Наири-Урарту. Тбилиси, 1954.

 

69. Гр. Капанцян. Хайаса – колыбель армян. Этногенез армян и их начальная история. Ереван,1947.

 

70. В. Георгиев. Передвижение смычных согласных в армянском языке и вопросы этногенеза армян, – Вопросы языкознания, 1960, № 5.

 

71. Janssens, E. Trιbizonde en Colchide. Brussels, 1969.

 

72. ივ. ჯავახიშვილი. ექსკურსები და ამონაწერები. წგნ.: ჯავახიშვილი, ივ. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, I. თბილისი, 1950.

 

73. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе, – Вестник древней истории, 1947, № 1-4; 1948, № 1-4; 1949, № 1-4.

 

74. . ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, I. თბილისი, 1967. /გვ. 136/

 

75. . ჯანაშია. საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 -მდე. წგნ.: ჯანაშია, . შრომები, . II. თბილისი, 1952.

 

76. . ჯანაშია. თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, – აკად. . მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბე, . I, 1937.

 

77. А. Сванидзе. Материалы по истории алародийских племен. Тбилиси,  1937.

 

78. . ურუშაძე. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში. თბილისი, 1964.

 

79. Benselers Griechisch-Deutsches Wφrterbuch. Bearbeitet von A. Kaegi. Leipzig,  1981.

 

80. Г. А. Климов. Этимологический словарь картвельских языков. Москва, 1964.

 

81. Tsereteli, M. l935. The Asianic (Asia Minor) elements in national Georgian paganism, – Georgica, Journal of Georgian and Caucasian Studies, vol. 1, no. 1, London, 1935.

 

82. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тбилиси, 1959.

 

83. . მელიქიშვილი. სკვითებისა და კიმერიელების შემოსევები, ძველი კოლხური სამეფოს განადგურება. წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . I. თბილისი, 1970.

 

84. Toumanoff, C. Studies in Christian Caucasian History. Georgetown University (Washington D.C.), 1963.

 

85. О. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии. Тбилиси, 1989.

 

86. მოქცევაჲ ქართლისაჲ. წგნ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს . გიგინეიშვილმა და ვლ. გიუნაშვილმა. თბილისი, 1979.

 

87. . . ბაქრაძე. ისტორია საქართველოსი (უძველესის დროდამ მე-X საუკ. დასასრულამდე). ტფილისი, 1889.

 

88. А. П. Новосельцев. К вопросу о македонском владычестве в древней Грузии. В кн.: ივანე ჯავახიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბილისი, 1976.

 

89. . ყაუხჩიშვილი. საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები. თბილისი, 1976.

 

90. Bosworth, A. B. From Arrian to Alexander. Studies in Historical Interpretation. Oxford, 1988.

 

91. Н. Адонц. Армения в эпоху Юстиниана. Политическое состояние на основе нахарарского строя. С. Петербург, 1908.

 

92. Lehmann-Haupt, C. F. Armenien einst und jetzt, Bd II, H. 2, Berlin/Leipzig, 1931.

 

93. Salia, K. Histoire de la nation Gιorgienne (deuxiθme edition). Paris, 1983.

 

94. Lehmann-Haupt, C. F. Siegl vom Kentritis bis Trapezunt, – Gnomon, Bd IV, H. 6, 1928. /გვ. 137/

 

95. . მიქელაძე. ქსენოფონტის ”ანაბასისი” (ცნობები ქართველი ტომების შესახებ). თბილისი, 1967.

 

96. . მიქელაძე. ფასიანების სადაურობისა და ადგილსამყოფელის გარკვევის საკითხისათვის, – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 32. თბილისი, 1955.

 

97. Pape, M. Wφrterbuch des Griechischen Eigennamen, dritte Auflage, erste Hδlfte. Braunschweig, 1884.

 

98. Э. Жордания. Этнический состав населения Понта в XIII-XV вв. Часть I: Лазы, – Byzantinoslavica, vol. LVII, 1996.

 

99. Э. Жордания. Этнический состав населения Понта в XIII-XV вв. Часть II: Чаны, – Byzantinoslavica, vol. LX, 1999.

 

 

 

/გვ. 763/

 

Giorgi Kavtaradze

 

SOME PROBLEMS OF THE ANCIENT HISTORY OF ANATOLIAN-CAUCASIAN MARCHLAND

 

                                                                 Summary                                    

 

One of the most important parts of the world, the cradle of the earliest civilisation, Anatolia, together with the Caucasus can be considered as a bridge connecting Europe and Asia. That is the reason why Anatolia and the Caucasus have so many common features in their history in nearly every aspect of life. Many characteristics of the various aspects of life of Ancient Anatolia still exist among the population of the Caucasus and particularly of Georgia.

The oldest history of Anatolia, well studied from different view-points – Hittite, Assyrian, Phrygian, Greek, Median, Persian, Roman, Byzantine, Seljukian, Osmanian, Tur­kish – is relatively poorly examined from the Cau­casian standpoint, though the Caucasus borders the Anatolian world from the north-east, and people of Kartvelian (South-Caucasian) origin – the Lazi or Djani/Chani (i.e. Čani) – are still living in Pontus, the north-eastern corner of Anatolia on the Black Sea littoral, east to the city of Trabzon. At the same time, the Cappadocian location of the Georgian tribe Moschs (Meschs) is not unusual fact in the classical and early medieval li­terature. Josephus Flavius considered the Moschs, as well as the Iberians, as being of Anatolian origin. In the Byzantine historiography, Cap­padocians were the same as the Moschs.

As to the physical anthropologists, the combination of some traits peculiar to the so-called Chorokhi-Rionian anthropological type which is now preserved only in the adjoining to these rivers (Chorokhi and Rioni) regions, was formerly spread on a much wider area. This type can be distinguished even today nearly on the whole territory of modern Turkey. It seems that the population of Kartvelian origin or those connected with it was autochtonous in Anatolia. The reason why the above mentioned old Pontic population– the Lazi or Djani/Chani – survived, must be searched in the peculiar character of their landscape, quite different from steppes and wide pastures, habitual of the new Turcoman lords of Anatolia.

The tribes residing in the eastern part of Northern Anatolia (i.e. south-eastern part of the Black Sea littoral) – the Mossynoecians, Makrones, Tibarenians and Leucosyrians as well as the Chalybes or Chalds – are often considered by scholars as an ancient aboriginal population of Anatolia of the Proto-Georgian origin, where they preserved from the pre-Hittite times.

Anyway, by the correlation of the data of the Greek and Roman authors with earlier Near Eastern epigraphical sources, it is possible to deduce that some Transcaucasian tribes of the Classical times were evidently descendents of the population who lived formerly in the regions situated more to the south-west – in /გვ. 764/ the inner parts of Eastern and Central Anatolia. Apparently rising tides and ebb tides of the populations of the Transcaucasia and the southern Black Sea littoral, in connection with the inner regions of Anatolia, had been conditioned by the political situation of the latter.

 

 

 

SCIENTIFIC PARADIGMS

 

 

Studies in Honour of Professor Natela Vachnadze

 

 

 

EDITOR George Tcheishvili

 

 

 

 

GEORGIAN NATIONAL ACADEMY OF SCIENCES

NATIONAL COMMITTEE OF GEORGIAN HISTORIANS

 

ST. ANREW THE FIRST-CALLED GEORGIAN UNIVERSITY OF THE PATRIARCHY OF GEORGIA

 

 

Tbilisi

 

Publishing-house “Meridiani”

 

2009

 

ISBN 978-9941-10-222-6

 

 

 

 

Back:

 

 

http://www.scribd.com/people/documents/400119-giorgi-leon-kavtaradze?popular=1

 

and

 

http://www.geocities.ws/komblege/index.html

 



[1] ყურადღებას იპყრობს აგრეთვე, გერმანელი არქეოლოგის, ჰარალდ ჰაუპტმანის მიერ ნევალი ჩორიში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლია) აღმოჩენილი საკულტო მნიშვნელობის მქონე ადამიანისმაგვარი ქანდაკება. ქანდაკებას მკერდის შუაგულში აქვს დიდი ზომის შვერილი [4, 66, Fig. 26], რომლის დანიშნულებაც აზრს იძენს დასავლურქართული, მეგრული მითოლოგიური პერსონაჟის, ოჩო-კოჩის გათვალისწინების შედეგად; ამ უკანასკნელს მკერდზე თმის საფარის ნაცვლად ჰქონია ქვის ცულისა თუ წვეტიანი ძვლის მსგავსი შვერილი. ოჩო-კოჩი თავს ესხმოდა და მკერდში იხუტებდა მის მახლობლად გამვლელებს და ხოცავდა მათ [შდრ. 5, 44].

[2] შესაქმე, IV, 22: ”თობელი ესე იყო კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა”, შდრ. Gen., IV, 22: “Tubal-Cain, who forged all kinds of tools out of  bronze and iron”.

[3] იქ, დღესაც არის შემონახული ერკინისის ციხის (Erkinis kalesi დღევ. სოფ. დემირკენთში, იგივე ერკინისში, ქ. იუსუფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით 10 კმ) ნანგრევები.

[4] რობერტ ჰიუსენი, მას ტერმინ ”ჯავახთან” აკავშირებს [32, 209შენ.251], თუმცა, საფიქრებელია ამ სახელწოდებასთან უფრო დაკავშირებული იყოს ჭოროხის ქვემო წელთან მდებარე ქართული მხარის სახელი – ”მაჭახელი”.

[5] ვახუშტთან გვხვდება აგრეთვე ტერმინი ”ლაზ-ჭანთა” [34, ვახუშტი 785, 20].

[6] რუსული ”რწმუნებებით აღჭურვილი” იაკობ რაინეგსი, ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა 1779-1783 წწ. და ძალ-ღონეს არ იშურებდა რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის ”გეორგიევსკის ტრაქტატის” დასადებად.

[7] პროკოპი კესარიელის მიერ გამოყენებული ქორონიმიც ჯანიკი/ჩანიკი ცხადია, მიგვანიშნებს მის წარმომავლობას ეთნონიმ ჭანი-საგან.

[8] ”არ[] სოფელი მეგრელთა” [37, 38შენ. 1, 39], ”ქუეყანასა ხალდისისა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა” [37, 285, 15], ”...ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა” [38, 383, 27-28].

[9] 39, 142, 20-22: ”და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი”.

[10] ჭანივის ანუ ხალტიქის მდინარეებად აქ დასახელებულია მეგალუპოტამია და აკამფსისი ანუ ვოჰი. ეს უკანასკნელი, ცხადია ჭოროხია, ხოლო მეგალუპოტამია დღევანდელი ბუიუქ დერეა (ბერძნული ტერმინის, მეგალოპოტამიის, თურქული შესატყვისი) . არდაშენთან, ბათუმსა და რიზეს შორის [32, 127].

[11] შდრ.: ”The latter [Tacitus] was killed by his own [troops] in Chaniuk’ in Pontus, that is Khaļtik” [49].

[12] იქვე, იხ. სათანადო ლიტერატურა ამ საკითხთან დაკავშირებით.

[13] მოსხური მთების ლოკალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, იხ. 24, 110-113.

[14] ხეთების სახელწოდება Khate, თავის მხრივ, შესაძლოა უკავშირდებოდეს ეთნონიმ ”კოОტებს” (κοται), გამოყენებულს ქსენოფონტის ”ანაბასისის” დასკვნით ნაწილში ზღვისპირა ხალიბების აღსანიშნავად [Xen., Anab., VII, VIII, 25].

[15] სწორედ ამის გამო ფიქრობდნენ, რომ ჰელანიკესთან მოხსენიებული ჰენიოხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლენი უნდა ყოფილიყვნენ.

[16] ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” და ”ქართლის ცხოვრებაში” შემავალი ლეონტი მროველის ”ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ცნობით, ქართლში გამოლაშქრებულმა ალექსანდრე მაკედონელმა მცხეთაში მეფედქართლის ცხოვრების” მიხედვით – პატრიკად) მასთან ხლებული აზოქართლის ცხოვრების” – აზონი) დაადგინა [86, 320; 37, 18]. ”მოქცევაჲ ქართლისაჲს” X საუკუნის შატბერდული ხელნაწერით: ”...ესე აზოჲ წარვიდა არ[]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამამძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად – გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ...”.

[17] საყურადღებოა, რომ ახ. . IV საუკუნის კომენტატორის, სერვიუს ჰონორატუსის განმარტებით, იბერია პონტოს ნაწილია და მდებარეობს პერსიდასა და არმენიას შორის [Serv. in Verg.., IX, 579].

[18] აღსანიშნავია, რომ ”წმინდა გრიგოლის ცხოვრების” ბერძნულ ვარიანტში სპერი მოხსენიებულია ”სოისპერტისის” (ΣouσπέρτιV) სახელით [84, 322შენ. 76].

[19] ”მეფეთა ცხოვრების” ცნობით (I, 44-50), თუმცა კი კიდევ უფრო გვიანდელი ხანების მოვლენების აღწერასთან დაკავშირებით, სომხებმა ქართველებს მიწები წაართვეს არტაანის (არდაჰანის) მხარეში მიმდინარე მტკვრამდე.

[20] აღნიშნული ცნობა მომაწოდა ქ-ნმა მანანა ჭირაქაძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ.

[21] აღსანიშნავია, რომ . პაპეს ლექსიკონში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესპერიტები მართებულად დასავლეთ არმენიის (Άρμενία πρὸςὲσπὲραν) მცხოვრებლებად არიან დასახელებულნი [Xen., Anab., IV, IV, 4], მათ ნამდვილ სახელად მიჩნეულია ჰეროდოტესეული ”სასპეჲრი” და განმარტებულია, რომ მათშიანაბასისის” დასკვნითი პარაგრაფის ჰესპერიტებში – [Xen., Anab., VII, VIII, 25] – უფრო გვიანდელი ხანების ისპირიტისის ანუ ისპირის (იგივე სპერის) მოსახლეობა იგულისხმება [97, 395; შდრ. 61, 75შენ.3].