Site new location:
http://bpg.sytes.net/bpgfonts
ნახეთ და
გადაიტვირთეთ:
» უნიკოდის სტანდარტით ენკოდირებული
ქართული ფონტები
ისწავლეთ:
» როგორ
აღჭურვოთ თქვენი საიტი უნიკოდის სტანდარტის ქართული
დინამიური ანუ ვების ფონტებით
» როგორ გააგზავნოთ დინამიური
ქართული ფონტით გაწყობილი ელექტრონული ფოსტა
გაეცანით:
» უნიკოდ დოკუმენტების
მოსამზადებელ ინსტრუმენტებს
თუ ისურვებთ
დახმარებას ან გამოცდილების გაზიარებას:
»
მოგვწერეთ
->
|
|
Unicode/უნიკოდი მსოფლიოს
ენებისა და დამწერლობების ერთიანი მსოფლიო სტანდარტია და დღეს ყველა
კომპიუტერული სისტემა იგება ამ სტანდარტის მიხედვით.
Win 2000/XP სისტემები, აგრეთვე
ბროუზერები Explorer 5+ აღჭურვილი არიან უნიკოდ
სტანდარტის ქართულის 'მშობლიური' უზრუნველყოფით.
გამოსავალი ასეთია:
ან ავითვისოთ უნიკოდი!
ან ჩამოვრჩეთ!
|
Resume
This site is dedicated to Georgian
fonts usable on the Internet - especially dynamic (Web embedded, portable),
bitmap embedded and Unicode encoded fonts and appropriate font designing
technologies.
Site is named after the 'Society
for Spreading Literacy Among Georgians' - founded more then 100
years ago by the Father of New Georgian language and literature -
writer, poet, banker and businessman Ilia Chavchavadze. Aim
of society was to establish norms and standards of civil, New Georgian
literary scripture and language consisting 33 letters. This activities
have united various subethnical and social groups of Georgians into
modern Georgian Nation, first of all on the basis of unificated scripture
and language. After 100 years, this site is once again backing Ilia
Chavchavadze's 33 letter standard of New Georgian literary [this term
- Internet] scripture.
Pages of the site are served by
33 letters standard (Unicode compliant) Georgian fonts specially designed
for using on the Internet. Main text of the site is Georgian and short
English resumes are attached to the documents.
Dynamic Fonts used by the site
are prepared using
Microsoft's free
technologies - WEFT (Web Embedding Fonts Tool) and Sbit32
(bitmap embedding tool).
For this page free dynamic (portable)
Georgian font:
'BPG Sans Serif'
is used.
For faster further downloads please
do: Tools > Internet options > Settings
> Automatically
|
საუკუნეზე მეტი ხნის წინ - იმ დროისათვის უახლესი ინფორმაციული
ტექნოლოგიის, ბეჭდური სიტყვის, გავრცელება-განვითარებასთან ერთად - ილია
ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა წამოიწყეს დიდი, უკომპრომისო ბრძოლა
ახალი ქართული ლიტერატურული ენის სტანდარტებისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი
მწვერვალი იყო თანამედროვე, 33 ასოიანი საერთოქართული დამწერლობა. 'ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება' სწორედ ამ ახალი ქართული
დამწერლობითი სტანდარტების დასანერგად დააარსეს და ამ საქმეს ემსახურებოდა.
დღეს მრავალმხრივ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ინტერნეტის განვითარების
გამო და ისევ დადგა ქართული 33 ასოიანი, ილიასეული დამწერლობის სტანდარტის
დაცვა-შენარჩუნების საკითხი. ილიას მტრების შთამომავლები ისევ ცდილობენ მისი
იდეების 'რევიზიას' (იმას, რაც ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს), ცდილობენ
რევანშის მიღწევას ამჯერად კომპიუტერული ინფორმაციის სფეროში, ინტერნეტში.
სწორედ ამიტომ, ეს საიტი შეეცდება კვლავ გარკვეულწილად შეასრულოს 'ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების' როლი, ამჯერად ინტერნეტში.
აქ თქვენ გაეცნობით ინტერნეტში ილიასეული სტანდარტებით შესრულებული
ქართული შრიფტების შექმნა-გამოყენების პრობლემებს, ტექნიკურ საკითხებს, ნახავთ
მუშა მაგალითებს - კერძოდ დინამიური, ბიტმაპჩართული და უნიკოდის შესაბამისად
კოდირებული კომპიუტერული ფონტებით შესრულებულ გვერდებს:
-
დინამიური ფონტით შესრულებული დოკუმენტის სანახავად არ
არის აუცილებელი, რომ ქართული ფონტი - კომპიუტერული შრიფტი, თქვენს კომპიუტერზე
იყოს დაყენებული (ანუ ინსტალირებული). როგორც დოკუმენტის ტექსტი, ასევე
მისი ფონტი, ჩამოგეტვირთებათ (დროებით) ვებ-სერვერიდან და
Internet
Explorer მათ გაჩვენებთ როგორც ერთიან გაფორმუბულ დოკუმენტს.
-
ბიტმაპჩართული ფონტები გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან
- ეს აუმჯობესებს ინტერნეტის დოკუმენტის ესთეტიურ სახესა და მის ერგონომიულს
მახასიათებლებს.
-
უნიკოდით ინდექსირებული ფონტები - მნიშვნელოვნად ამაღლებენ
დოკუმენტის ტექნიკურ-ინფორმაციულ მახასიათებლებს და საშუალებას იძლევიან
ეს დოკუმენტები სრული ეფექტურობით გამოვიყენოთ მომავალშიც არა მხოლოდ ინტერნეტის
სფეროში.
საიტი ეფუძნება
Microsoft
Internet Explorer-ს - იმის გამო, რომ ამ ბროუზერის ბოლო ვერსიები
მძლავრ, უფრო განვითარებულ (და რაც არსებითია უსასყიდლო) შესაძლებლობებს
იძლევიან ინტერნეტში ქართული ენის წარმოსადგენად (ზოგადად
CSS
ტექნოლოგიისათვის), ვინემ სხვა ბროუზერები. ამასთანავე -
Explorer-ი
უკეთაა ინტეგრირებული
Windows
სისტემის სხვა პოპულარულ კომპონენტებთან. სწორედ ამიტომ, ეს საიტი ამჟამად
ძირითადად
Internet
Explorer-ს გამოიყენებს საბაზო ბროუზერად და დაელოდება მსგავსი შესაძლებლობების
გამოჩენას სხვებისათვის.
საიტი საგანგებო ყურადღებას აქცევს პერსპექტიული, სამომავლო
კოდირების -
UNICODE
სტანდარტის გამოყენებას ქართული ფონტებისათვის. აქ შეგიძლიათ საკმაოდ დაწვრილებით
გაეცნოთ უნიკოდის სპეციფიკას - ცოცხალი მაგალითებითურთ.
საიტის გვერდებს ემსახურება ინტერნეტში გამოყენებისათვის,
ვების ტიპოგრაფიისათვის საგანგებოდ შექმნილი ქართული ფონტები. შესაბამის
ბმულებში შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათ შესახებ და აგრეთვე
გაეცნოთ თუ როგორ შეგიძლიათ თვითონაც გამოიყენოთ ისინი.
საიტი მუდმივ განვითარებაშია - აქ ვცდით დინამიური ფონტების
გამოყენების სხვადასხვა ხერხებსა და მეთოდებს - უნდა გვაპატოთ თუ ზოგჯერ
რომელიმე გვერდი არ არის მუშა მდგომარეობაში.
იმისათვის, რომ შემდგომი გვერდების
დათვალიერება დაჩქარდეს გირჩევთ ასე მოიწყოთ Internet
Explorer - მენიუში (ზემოთ) მიჰყევით იერარქიას:
Tools >
Internet options... > Settings და აქ მონიშნეთ -
Automatically.
ამის შემდეგ
Internet Explorer-ი იმ დინამიურ ფონტებსა
და სურათებს რომლებიც ერთხელ უკვე ჩამოტვირთა, ყოველ ჯერზე ხელახლა აღარ
დაუწყებს მოპოვება-განახლებას და თვალიერებაც ბევრად დაჩქარდება.
|
ეს საიტი - ელექტრონული ჟურნალი - იმისთვისაც შეიქმნა, რათა
დაამტკიცოს, რომ კომპიუტერის გაქართულება და ქართული ინტერნეტის განვითარება
აწყდება არა ტექნიკურ და ეკონომიკურ სირთულეებს, არამედ საქართველოში ძალმომრეობით
გაბატონებულ ანტიქართულ ძალთა წინააღმდეგობას.
საიტის ძირითადი დოკუმენტები მომზადებულია
Microsoft-ის
უსასყიდლო ტექნოლოგიებით --
WEFT (Web
Embedding Fonts Tool) და
Sbit32
(TTF ფონტებში ბიტმაპის ჩასართავი პროგრამა) -- ამ ტექნოლოგიებზე
დაწვრილებით მოგითხრობთ ერთ-ერთ გვერდზე. უსასყიდლო ტექნილოგიებზე იმისათვის
ვამახვილებთ ყურადღებას, რომ არ იყოს ლაპარაკი თითქოს ქართული ინტერნეტის
განვითარების მთავარი შემაფერხებელი მიზეზი უსახსრობაა -- ამ სამუშაოების
მოვლა შესაძლოა ფრიად შეზღუდული სახსრებითაც თუ არის სურვილი და სტიმული-მოტივაცია.
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა.
|